![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
loen |
![]()
პოსტი
#141
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 102 რეგისტრ.: 25-September 08 წევრი № 5,722 ![]() |
loen ![]() შენ, მე და კანონა ეგეთი იდიოტები გგონივართ, რომ ეგ არ ვიცით? ![]() ხანდახან ტვინიც დაატანე რას კითხულობ ხოლმე... განმიმარტე მეც და ყველას ვინც ამ პოსტებს კითხულობს, გთხოვ სიყვარულით, loen. -------------------- "... თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, გადარჩები." (რომაელთა 10:9)
|
XAFRAN |
![]()
პოსტი
#142
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 226 რეგისტრ.: 28-July 07 წევრი № 2,532 ![]() |
"... არ გაიკეთო კერპი და არც რაიმე ხატება იმისა, რაც მაღლა ცაშია, რაც დაბლა მიწაზეა და რაც წყალშია, მიწის ქვემოთ. თაყვანი არ სცე მათ და არც ემსახურო, რადგან მე ვარ უფალი, ღმერთი შენი, ღმერთი შურისმგებელი, რომელიც მამათა ცოდვას შვილებს მოვკითხავ, ჩემს მოძულეთა მესამე და მეოთხე თაობას, და წყალობის მყოფელი ჩემს მოყვარულთა და ჩემი მცნებების დამცველთა მრავალ ათასეულ თაობებისათვის..." (გამოსვლა 20: 4-6) აქედან სჩანს, რომ კერპები და ხატები ართნაირად ეჯავრება ღმერთს და მათი გამკეთებელს და თაყვანისმცემელს თავის მოძულეთ თვლის. და ასევე ჩანს , რომ ღმერთი თავის მცნებების დამცველთ, მის მოყვარულად თვლის. მერე მაცხოვრის ხატი რომელში ჯდება აქ? ღმერთმა შემინდოს და ფრინველია ან ციური სხეული (ცაში), ცხოველია (მიწაზე), თევზია (წყალში) თუ ქვეწარმავალი (მიწის ქვემოთ)? რათ არ გაეცი პასუხი? იქნებ გგონია რომ მართმადიდებლები ხეს ვცემთ თაყვანს როცა ხატებს პატივს მივაგებთ? ვერ ხვდებოდე იმას რომ ქრისტეს ან წმინდანის "ნახატი" არაა რაიმე ცუდი უბრალოდ სიჯიუტეა. როგგორ ფიქრობ ქრისტეს დროს ფოტო აპარატები რომ ქონოდათ ადამიანებს და მისთვის სურათები რო გადაეღოთ, ქრისტე აუკრძალავდა მათ საკუთარი ფოტოს ქონას? ![]() ![]() "სასწაულმოქმედი ხატები"-კი(თუ არსებობს საერთოდ ასეთი) , როცა ღმერთი კრძალავს ხატების გაკეთებას, ის სასწაულები ღმერთისგან იქნება? და ეს სასწაული თუ ვინმეს განკურნავს ან ჭეშმარიტ გზაზე მოაბრუნებს , როგგორ გგონია - ღმერთისგან არ იქნება? ხალხო მიუთითეთ LOEN-ს მირონმდინარე ხატები სადაა თბილისში რომელ ეკლესიებში. უეჭველი ვიცი ბევრი იქნება თბილისში სასწაულმოქმედი ხატი. იქნებ მობრუნდეს ჭეშმარიტებაზე ეს ადამიანი მათი ხილვით. -------------------- ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცა-ღა რაჲ არს სოფლისაჲ ამის. უკუეთუ ვისმე უყუარდეს სოფელი ესე, არა არს სიყუარული მამისაჲ მის თანა
|
XAFRAN |
![]()
პოსტი
#143
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 226 რეგისტრ.: 28-July 07 წევრი № 2,532 ![]() |
ისადა მართლა - მართმადიდებლები წმინდანების ქანდაკებებს რატომ არ ვაკეთებთ თუ ამას კერპთაყვანისცემად ვთვლით როგგორც LOENI ხატების კეთებას თვლის კერპთაყვანისცემად. მომიტევეთ უმეცრება ![]() -------------------- ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცა-ღა რაჲ არს სოფლისაჲ ამის. უკუეთუ ვისმე უყუარდეს სოფელი ესე, არა არს სიყუარული მამისაჲ მის თანა
|
loen |
![]()
პოსტი
#144
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 102 რეგისტრ.: 25-September 08 წევრი № 5,722 ![]() |
ციტატა რათ არ გაეცი პასუხი? XAFRAN, წინა პოსტებში გავეცი ამ კითხვას პასუხი და ამიტომ აღარ ჩავთვალე საჭიროდ, მაგრამ შენი გულისთვის გავცემ კიდევ ერთხელ პასუხს. მაცხოვარი სანამ ამაღლდებოდა, "მიწაზე" კატეგორიაში შედიოდა და ამღლების შემდეგ "ცაში" კატეგორიაში. მიწაზე რა მარტო ცხოველები ცხოვრობენ ? ანდა ცაში მარტო ფრინველები? ღმერთის ადგილსამყოფელად რომ ცა არის მიჩნეული , ბევრგან გვხვდება ბიბლიაში. ერთერთი ყველასთვის ცნობილი მაგალითი არის "მამაო ჩვენო" ლოცვა. ციტატა როგგორ ფიქრობ ქრისტეს დროს ფოტო აპარატები რომ ქონოდათ ადამიანებს და მისთვის სურათები რო გადაეღოთ, ქრისტე აუკრძალავდა მათ საკუთარი ფოტოს ქონას? ქრისტეს დროს ფოტო აპარატი არ ყოფილა, სწორედ ამიტომ იმ დროს ყველა გამოჩენილ ადამიანს ხატავდნენ (მეფეებს და ა.შ.). რატომ არცერთმა მოციქულმა ან თვითონ არ დახატეს , ანდა სხვას არ დაახატინეს? ამით ხომ ნამდვილ სახეს შემოგვინახავდნენ მისას. რატომ და იმიტომ რომ , მათაც და იესომაც იცოდნენ, რომ ეს ნახატი პირველ რიგში შეურაწყოფდა მის ღვთიურ ბუნებას (რაც არ უნდა კარგი ნახატი დახატო, ღვთიურ ბუნებას ვერ აჩვენებ, და ამიტომ არის არასრულყოფილი და შეურაწმყოფელი), მერე კიდევ მათ იცოდნენ , რომ ეს ნახატი გადაიზრდებოდა თაყვანისცემის საგნად. ციტატა ისადა მართლა - მართმადიდებლები წმინდანების ქანდაკებებს რატომ არ ვაკეთებთ კარგი შეკითხვაა. რა მნიშვნელობა აქვს ქრისტეს ნახატი იქნება თუ კანდაკება?თუ ქანდაკება კერპია, ხატი რატომ არ არის კერპი? რა განსხვავებაა? ერთ ციტატას მოვიყვან კიდევ და შენ თვითონ განსაჯე: პავლე მოციქული წერს ამ სიტყვებს 2 კორინთელთა 5:16 : "...ამიტომ ამიერიდან აღარავის ვიცნობთ ხორციელად. თუ ხორციელად ვიცნობდით კიდეც ქრისტეს, ახლა აღარ ვიცნობთ..." და იმ ციტატას რომლის ახსნაც ვთხოვე კანუდოსელს : იესო ქრისტე რომ ღმერთია დამეთანხმები. "...და რაკი ღვთის მოდგმა ვართ, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ღმერთი ჰგავს ოქროს ანდა ვერცხლს, ანდა ქვას, ადამიანის ხელოვნებით და წარმოსახვით გამოხატულს. მაგრამ ღმერთმა დაუშვა უმეცრების დროება და ახლა აუწყებს ადამიანებს, ყველას ყველგან , რომ მოინანიონ..." (საქმეები 17:29-30) სიყვარულით, loen. -------------------- "... თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, გადარჩები." (რომაელთა 10:9)
|
Iona |
![]()
პოსტი
#145
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 943 რეგისტრ.: 6-February 07 წევრი № 1,025 ![]() |
ციტატა რატომ არცერთმა მოციქულმა ან თვითონ არ დახატეს , ანდა სხვას არ დაახატინეს? ამით ხომ ნამდვილ სახეს შემოგვინახავდნენ მისას. რატომ და იმიტომ რომ , მათაც და იესომაც იცოდნენ, რომ ეს ნახატი პირველ რიგში შეურაწყოფდა მის ღვთიურ ბუნებას (რაც არ უნდა კარგი ნახატი დახატო, ღვთიურ ბუნებას ვერ აჩვენებ, და ამიტომ არის არასრულყოფილი და შეურაწმყოფელი) რას ქვია შეურაცმყოფელი იქნებოდა? დავმალოთ ფაქტები? ![]() ღვთაებრივს და რაც არ ნახულა ადამიანთა მიერ იმის დახატვა კი არ შეიძლება. ამიტომ რაც არსებობდა რეალურის "ფაქტების" დახატვა შEიძლება. ასე არ შიძლება, დროა მეტი გავიგოთ ხატებზე ![]() http://www.predanie.ru/mp3/Lekcii_diakona_Andreja_Kuraeva/ Об иконе. Полемика с протестантами მოუსმინე სპეციალურად შენთვისაა. http://karelin-r.ru/iskuss/3/1.html ესეც წაიკითხე და ბევრ სინტერესოს გაიგებ. -------------------- ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
|
KAIROS |
![]()
პოსტი
#146
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
შენი შემყურე ჩემო ლეონ, ლეონს და ლომს კი არა ჯიუტ კატას მაგონებ, არაფრის გაგება რომ არ უნდა...
ცოტა სადმე წინსვლა განიცადე არ შეიძლება?... "ცაში" სულიერი ცა იგულისხმაო, რომ გვმოძღრავ, ეგ სისულელეა, რადგან იქ ჩამოთვლილია ყველაფერი გასაგებად მატერიალური ზღვა, მიწა, ცა, არაფერი გაძლევს იმის უფლებას რომ ცას მნიშვნელობა შეუცვალო, მერე კიდევ თუ სულიერია ცა, მაშინ ანგელოზი (ისინიც ხომ "ცაშია") რატომ გამოახატინა აღთქმის კიდობანთან ტკბილო? ![]() რეებს წერ საერთოდ, ასე ჩახვევა რა უბედურებაა? სანამ ძვირფასი კანუდოსა მოვიდოდეს... ცოტას მეც დაგიწერ... დიიიდი შეცდომები გაქვს ლეონ, ლოგიკაშიც, ისტორიაშიც და სწავლებაშიც ( აუფ, რა დარჩა ![]() 1) ციტატა რატომ არცერთმა მოციქულმა ან თვითონ არ დახატეს , ანდა სხვას არ დაახატინეს? და ჩვენ რომ გვაქვს ძვირფასო II-III ს.ების ხატები?ჩამოი და გაჩვენებ ![]() 2) ციტატა პირველ რიგში შეურაწყოფდა მის ღვთიურ ბუნებას რეებს წერ ახლა? ![]() ![]() მხოლოდ იმიტომ, რომ დახატულია? ეგ ხომ ულოგიკობაა, მე როცა ქრისტეს სახეს ვუყურებ, სწორედ ისე ვუყურებ როგორც ქრისტეს, რომელსაც მოციქულები ხედავდნენ და ნამდვილად ხედავდნენ ხილული თვალებით რადგანაც იხილვებოდა და რა რახან ამაღლდა, რა შეხედვაც აიკრძალა?დაფიქრდი ახლა ჩვენ გვყავს გარდაცვლილი ხალხი, რომლებიც არ არიან ჩვენთან, მაგრამ ჩვენს გონებაში არის მათი "ხატება" რა სახე ქონდათ, როგორი იყვნენ (ფოტოებს და ნახატებს რომ თავი დაანებო)და ის "ხორციელად არ ცნობა" შენი აზრით, იმას ნიშნავს რომ ქრისტეს გამოსახულება არ ვიცითო? ანუ როგორი წარბები და თვალები ქონდა ეს დაგვავიწყდაო? ნუთუ "ხორციელად ცნობაში" სხვა რაიმეს მართლა ვერ ხედავ? მაშინ ჩემო ლოგიკის მეფევ "აღარავის ვიცნობთო" რა უბედურებაა? არ მითხრა ახლა პავლე ვერც იმ რომაულ მონეტას ცნობდა კეისარი რომ იყო თვალებდაბრიალებული დახატული ზედ? ![]() ისე ლირიული გადახვევისათვის: ჰა, ბეწვზე გადარჩენილა ქრისტიანობა მაშინ ფოტოგრაფია რომ არ იყო, თორემ ხომ შეიძლებოდა ვიღაცა საშა ფოტოგრაფს უფლის სურათის გადაღებისას მისი ღმრთაებრივი ბუნება შეერაცხყო? ![]() 3) ციტატა მათ იცოდნენ , რომ ეს ნახატი გადაიზრდებოდა თაყვანისცემის საგნად. იიიი, დაგენაცვლე ![]() ციტატა რომ ღმერთი ჰგავს ოქროს ანდა ვერცხლს, ანდა ქვას, ადამიანის ხელოვნებით და წარმოსახვით გამოხატულს. ანუ რაო? ღმერთი გავს ოქროს ან ვერცხლს, რომელსაც ადამიანი ფანტაზიებით წარმოიდგენს და ხელოვნებით შექმნის და შენ ეგ გგონია ხატები? ![]() ![]() 1. ჩვენ ღმერთი არ გვგონია არც ოქრო, არც ვერცხლი, არც ფიცარი და არც ხე ან ქვა 2. ჩვენ არ გამოვსახავთ გამოუსახავს ანუ ღვთაებრივ ბუნებას, ეს აბსურდია... 3. ჩვენ არ გამოვსახავთ იმას რასაც წარმოსახვით წარმოვიდგენთ, არამედ იმას რაც ვიხილეთ 4. ხოლო ვიხილეთ განკაცებული უფალი, სხეულის მქონე და იხილა იგი მოციქულებმა და ეს პატივი ხილვისა არც ჩვენთის წაურთვიათ, რადგან ქრისტიანი ხატების საშუალებით ზუსტად ისევე მაღლდება პირველსახემდე, როგორც მღვდელი აღთქმმის კიდობანის წინ ქერუბიმთა გამოსახულებათა ხილვისას... დანარჩენი დაგიდეს ლინკები და წაიკითხე; თუმცა ისე დაჯერებულად ტკეპნი ადგილს, რომ ძნელად რიამე მიიღო, ჩემი პირადი რჩევა იქნება სანამ პასუხს გაცემდე ან სხვა პოსტებს ღმერთს მიმართო სიმართლე დაგანახოს, მერე კი ობიექტურად წაიკითხე მინიმუმ ბოლო 15 პოსტი და ნახავ, რომ ბევრ რამეს იმეორებ, ჯიუტობ, არგუმენტები გაქვს უსუსტესი და სხვის მტკიცებულებებს "ახტები" წარმატებებს გისურვებ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
loen |
![]()
პოსტი
#147
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 102 რეგისტრ.: 25-September 08 წევრი № 5,722 ![]() |
[quote]ცაში" სულიერი ცა იგულისხმაო, რომ გვმოძღრავ, ეგ სისულელეა, რადგან იქ ჩამოთვლილია ყველაფერი გასაგებად მატერიალური ზღვა, მიწა, ცა, არაფერი გაძლევს იმის უფლებას რომ ცას მნიშვნელობა შეუცვალო, მერე კიდევ თუ სულიერია ცა, მაშინ ანგელოზი (ისინიც ხომ "ცაშია") რატომ გამოახატინა აღთქმის კიდობანთან ტკბილო? და კიდევ რა შუაშია მაქ ქრისტე? არც შობილი იყო და არც ამაღლებული?
რეებს წერ საერთოდ, ასე ჩახვევა რა უბედურებაა?[/quote] კაიროს, სისულელეაო , რომ იძახი. ღმერთამ ამ მცნებაში ჩამოთვალა ყველა შესაძლო ადგილი, საიდანაც შეიძლებოდა მათ ხატი გაეკეთებინათ. და თუ დასაშვები იყო სულიერ ცაში მყოფთა ხატების გაკეთება, როგორ გგონოია არ ეთყოდა მათ, თუ რა გგონია ღმერთს მათი დაბნევა უნდოდა? იმ კიდობანს და ქერუბინებს, კიდევ, კარგად წაიკითხეთ რა დანიშნულება ჰქონდა . ზემთ დავწერე და კიდევ დავწერ, რომ ის კიდობანი იყო ღმერთისგან მიცემული ასე ვთქვათ "შეხვედრის ადგილად" მათთან. და იმ ქერუბინებს არ ჰქონდათ იგივე დანიშნულება , როგორც დღევანდელ ხატებს(ისინი არ სცემდნენ ღმერთს თაყვანს იმ ქერუბინებში) და იმ ქერუბიმებს არ შესთხოვდნენ, რომ ეშუამდგომლათ მათთვის ღმერთთან. თუ კარგად წაიკითხავ და დაუკვირდები ორი ქერუბიმი კიდევ ნახსენებია დაბადებაში, როცა ღმერთმა ადამი და ევა გამოაგდო ედემის ბაღიდან , ქერუბიმები დააყენა სიცოცხლის ხისკენ მიმავალი გზის დასაცავად.(დაბადება 3:24). ასე რომ ჩემო კარგო ეს ორი ქერუბიმი კიდობანზე განასახიერებდნენ ღმერთის სიწმინდესა და სამართალს. ქრისტე შობილი და ამაღლებული არ იყო, მაგრამ როგორ ფიქრობ ღმერთმა არ იცოდა რომ ქრისტე იშვებოდა და ამაღლდებოდა? და როგორ ფიქრობ ის მცნებები მარტო იმ დროისთვის მისცა. თუ კარგად წაიკითხავ მისი მცნებები რჩება სამუდამოდ, ე.ი. მოსე დროსაც, ქრისტეს დროსაც, ჩვენს დროსაც და ჩვენს შემდეგაც. მე ვახვევ? ![]() [quote]და ჩვენ რომ გვაქვს ძვირფასო II-III ს.ების ხატები?ჩამოი და გაჩვენებ უშუალოდ მოციქულთა მოწაფეების დროს დახატულები? რომ არის ედესას ხატი? ვერონიკას ხატი? სადღაც აქ იყო ჩემი პოსტები, სადაც ამ კატაკომბისეულ ხატებზე ვწერდი[/quote] რატომ I საუკუნის ხატები არა გაქვთ? რატომ მოციქულთა მოწაფეების კი არა და უშუალოდ მოციქულთა დროს დახატული არა გაქვთ, ვინც პირადად იხილეს იესოს სახე? [quote]რეებს წერ ახლა? თუ მისი ხილული სახის ყურება არ შეურაცხყოფდა მის ღვთიურ ბუნებას, რადგან ასეთი სახე ნამდვილად არსებობს, მაშინ რატომ უნდა შეურაცხყოს ჩემო კარგო, მისი სახის ყურებამ დღეს? [/quote] მის ხილულ სახეს როცა უყურებდნენ, მარტო სახეს არ ხედავდნენ, არამედ მის ღვთიურ ბუნებასაც მისი სიტყვიდან. ეხლა შენ თუ არ შეგიძლია ნახატში გადმოსცე ეს ღვთიური ბუნება(რაც შეუძლებელია), სულ ნუ დახატავ, იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ ეს არის ღმერთის შეურაწყოფა, იმიტომ რომ იესო ქრისტე არის ღმერთი და შენ("შენ"-ზოგადად) წარმოსხავ რაღაცად რასაც თვალები აქვს და ვერ ხედავს, ყურები აქვს და ვერ ესმის, პირი აქვს და ვერ ლაპარაკობს, და ფეხები აქვს და ვერ დადის. [quote]?"ხორციელად ცნობა" ჩემო კარგო ხორციელად ცნობიერებას ნიშნავს, [/quote] შენ გინდა რომ "ხორციელად ცნობა" შევცვალოთ "ხორციელად ცნობიერებაში"? თუ შევცვლით მიიღებ შემდეგს: "...ამიტომ ამიერიდან აღარავის (ვაცნობიერებთ) ხორციელად. თუ ხორციელად (ვაცნობიერებდით) კიდეც ქრისტეს, ახლა აღარ (ვაცნობიერებთ)..." რა შეიცვალა? [quote]ჰა, ბეწვზე გადარჩენილა ქრისტიანობა მაშინ ფოტოგრაფია რომ არ იყო, თორემ ხომ შეიძლებოდა ვიღაცა საშა ფოტოგრაფს უფლის სურათის გადაღებისას მისი ღმრთაებრივი ბუნება შეერაცხყო?[/quote] ქრისტიანობა კი არ არის გადარჩენილი, საშა ფოტოგრაფია გადარჩენილი. ![]() [quote]იიიი, დაგენაცვლე ისინი ნეოპროტესტანტები კი არ იყვნენ, მათ ქონდათ წინ ქერუბიმების ქანდაკებებიც და გამოსახულებებიც, მაგრამ არავის მოსვლია აზრად მათი თაყვანისცემა როგორც საგნებისა, არამედ ის გამოსახულება, ისეთივეა როგორც იხილეს ( ასევეა ჩვენი წმიდანებიც, ჩვენი უფალიც, როგორიც ვიხილეთ) და იმ გამოსახულების საშუალებით ვმაღლდებით პირველ სახემდის:[/quote] კიდევ ერთხელ დაგიწერ, კარგად წაიკითხე კიდობნის შესახებ . ის ხალხი კი არ მაღლდებოდა პირველსახემდე , არამედ ღმერთი იმდაბლებდა თავს და ჩამოდიოდა ადამიანმდე, ისევე როგორც მომავალში იესო ქრისტემ დაიმდაბლა თავი ადამიანად მოსვლისას. ამაშია სწორედ მართლმადიდებლური სწავლების უბედურება, რომ გასწავლიან, რომ შენი "კარგი" და "კეთილი" საქმეებით უნდა ამაღლდე ღმერთამდე და ამით იმას ვერ ხვდებით , რომ გაცდენენ და უარყოფენ იესო ქრისტეს დაღვრილ წმინდა სისხლს. თორემ ადამიანს რომ შეძლებოდა ამაღლება და განწმენდა თავისი თავის, არც ის კიდობანი იქნებოდა საჭირო(ადამს და ევასთან ღმერთი იყო კიდობნის გარეშე) და არც იესო ქრისტეს ადამიანად მოსვლა და წამება და სიკვდილი. [quote]"...და რაკი ღვთის მოდგმა ვართ, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ღმერთი ჰგავს ოქროს ანდა ვერცხლს, ანდა ქვას, ადამიანის ხელოვნებით და წარმოსახვით გამოხატულს. მაგრამ ღმერთმა დაუშვა უმეცრების დროება და ახლა აუწყებს ადამიანებს, ყველას ყველგან , რომ მოინანიონ..." (საქმეები 17:29-30)[/quote] ხაზგასმული იმიტომ მქონდა , რომ ეს არის მთავარი ამ ციტატაში. ოქრო, ვერცხლი და ქვა უბრალოდ მასალას გამოხატავს და ამ შემთხვევაში ტილოც და საღებავებიც იგულისხმება [quote]ჩვენ ღმერთი არ გვგონია არც ოქრო, არც ვერცხლი, არც ფიცარი და არც ხე ან ქვა[/quote] ამ ციტატაში არ წერია ღმერთი ნუ გგონოათო, აქ წერია ღმერთი არ ჰგავს "ადამიანის ხელოვნებით და წარმოსახვით გამოხატულს" [quote]ჩვენ არ გამოვსახავთ გამოუსახავს ანუ ღვთაებრივ ბუნებას, ეს აბსურდია...[/quote] მეც მაგას ვწერდი, რომ კი არ გამოსახავთ , რომც მოინდომოთ ვერ გამოსახავთ, ამიტომ ქრისტეს "ნახევარკაცად" გამოსახვა მისი შეურაწყოფაა. [quote]ჩვენ არ გამოვსახავთ იმას რასაც წარმოსახვით წარმოვიდგენთ, არამედ იმას რაც ვიხილეთ[/quote] შენ თვითონ იძახი II - III ს. ების ხატებიო და ვინ იხილა II - III საუკუნეებში ქრისტე. [quote]. ხოლო ვიხილეთ განკაცებული უფალი, სხეულის მქონე და იხილა იგი მოციქულებმა და ეს პატივი ხილვისა არც ჩვენთის წაურთვიათ, რადგან ქრისტიანი ხატების საშუალებით ზუსტად ისევე მაღლდება პირველსახემდე, როგორც მღვდელი აღთქმმის კიდობანის წინ ქერუბიმთა გამოსახულებათა ხილვისას...[/quote] ზემოთაც დავწერე , ჩვენ კი არ ვმაღლდებით, ღმერთი დამდაბლდა იესო ქრისტეში ჩვენი გულისთვის. და ხატებში კი არ ვხედავ ქრისტეს , არამედ სულში რწმენის საშუალებით. პ.ს. შენი ცინიკური პასუხის შემდეგ არ ვაპირებდი პასუხის გაცემას, მაგრამ გავეცი ისევ იმათთვის ვინც ამ პოსტებს კითხულობს და არა იმიტომ რომ ჩემი თავი გამოვაჩინო, არამედ ვინც მართლა ეძებს და აინტერესებს, შეადაროს და თავისი აზრი გამოიტანოს. სიყვარულით, loen. -------------------- "... თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, გადარჩები." (რომაელთა 10:9)
|
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#148
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
loen
ციტატა ისევ იმათთვის ვინც ამ პოსტებს კითხულობს და არა იმიტომ რომ ჩემი თავი გამოვაჩინო, არამედ ვინც მართლა ეძებს და აინტერესებს, შეადაროს და თავისი აზრი გამოიტანოს. ლოგიკა არ გაქვს წაკითხულიდან შინაარსი ვერ გამოგაქვს მაგრამ ამბიცია მოციქულად ყოფნისა - ოხრად მოგძალებია ![]() ციტატა ამაშია სწორედ მართლმადიდებლური სწავლების უბედურება, უბედური თავი გაბია ![]() -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
Iona |
![]()
პოსტი
#149
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 943 რეგისტრ.: 6-February 07 წევრი № 1,025 ![]() |
ციტატა და თუ დასაშვები იყო სულიერ ცაში მყოფთა ხატების გაკეთება, როგორ გგონოია არ ეთყოდა მათ, თუ რა გგონია ღმერთს მათი დაბნევა უნდოდა? ხო მარა იმ ტაძარში თვითონ ხომ იყო ნამყოფი იესო და რატომ არ გამოიგანა გარეთ მტრედების გამყიდვლებთან ერთად.? იქ ხომ იყვნენ ქერუბიმების გამოსახულებები? ციტატა მეც მაგას ვწერდი, რომ კი არ გამოსახავთ , რომც მოინდომოთ ვერ გამოსახავთ, ამიტომ ქრისტეს "ნახევარკაცად" გამოსახვა მისი შეურაწყოფაა არანაირ ნახევარ კაცად, უბრალოდ პიროვნებაა აღბეჭდილი პიროვნება და არა ბუნება. ლინკს მოუსმინე? -------------------- ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
|
კანონისტი |
![]()
პოსტი
#150
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
loen
ციტატა ღმერთი ჰგავს ოქროს ანდა ვერცხლს, ანდა ქვას, ადამიანის ხელოვნებით და წარმოსახვით გამოხატულს. ქრისტე იესო იყო სრული ღმერთი და სრული კაცი. როგორი არის ის, როგორც ღმერთი, ცხადია უცნობია ჩვენთვის და ამავე დროს, უხილავიც. მაგრამ როგორც კაცი, ადამიანი, "მსგავს ჩვენდა იქმნა", როგორც ლოცვებშია და მიიღო იმგვარი სახე, რაც აქვს თითოეულ ჩვენგანს. -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#151
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
loen
ციტატა ღმერთის ადგილსამყოფელად რომ ცა არის მიჩნეული არა ცა, არამედ - ცანი (თავისი საფეხურებით), სხვანაირად რომ ვთქვათ - ზეცა. სლავურად ერთია небесо, მეორე - небеса. ცაში არ არის ღმერთი. ცაში არიან ფრინველები, უფრო ზემოთ კი (თუმცა ეს ასტრონომიულად დღევანდელ დღეს სასაცილოა) - მზე, მთვარე და ვარსკვლავები. აი ვნახოთ როგორ ჟღერს მე-2 მცნება სლავურად: Не сотвори себе кумира, и всякаго подобія, єлика на небесе горе, и єлика на земле низу и єлика въ водахъ подъ землею. Да не поклонишися їмъ, ни послужиши їмъ. "მამაო ჩვენოში" კი ვამბობთ: "... რომელი ხარ ცათა შინა..." "... Иже еси на небесех..." loen ციტატა ეშუამდგომლათ მათთვის ღმერთთან. ![]() ვაააა.... ხატებს არავინ თხოვს შუამდგომლობას. "ერთია შუამდგომელი ჩვენი ქრისტე იესო" - არსად ამოგიკითხავს??? ციტატა რატომ I საუკუნის ხატები არა გაქვთ? რატომ მოციქულთა მოწაფეების კი არა და უშუალოდ მოციქულთა დროს დახატული არა გაქვთ, ვინც პირადად იხილეს იესოს სახე? და იქნებ იყო და განადგურდა? ნუთუ მოციქულებმა იმდენი ვერ ასწავლეს თავის მოწაფეებს, რომ ერთ თაობაში კერპთაყვანისმცელობაზე გადავიდნენ?? ციტატა ამაშია სწორედ მართლმადიდებლური სწავლების უბედურება, უკაცრავად, სარწმუნოების შეურაცხყოფა ისჯება კანონით. ცოტა მოუკელი ენას და მოუმატე არგუმენტებს. (!!!) -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
KAIROS |
![]()
პოსტი
#152
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა ცოტა მოუკელი ენას და მოუმატე არგუმენტებს. (!!!) +1... ვუპასუხო ახლა ამას? ღირს კი? -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მნათე |
![]()
პოსტი
#153
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ეკუმენური ტრაპეზი დაგვიძველდა რაა....
-------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
sopo... |
![]()
პოსტი
#154
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 808 რეგისტრ.: 21-August 08 წევრი № 5,502 ![]() |
leon
მმმ რა გითხრა.. ნუ მოკლედ ამ თემის წაკითხვას ვერ ვახერხებ, და შეიძლება განვმეორდე, ხატების თაყვანისცემაზე დავწერ ჩემს აზრს, როგორც მივხვდი გინდა ბიბლიიდან მოისმინო კონკრეტული არგუმენტი სადაც ხატებზე პასუხს ნახავ, ძველ აღთქმაში ალბათ ვერ ნახავ პასუხს, სულიწმინდის გარდამოსვლა უფლის აღდგომის შემდეგ ხდება, და შესაბამისად ხატიც ჩნდება , და რწმენა რომ კურთხევის მერე მარტო სურათად არ რჩება არამედ გარდამოდის მადლი რომელიც ღვთის ნებით სასწაულებს ახდენს. "ხატწერას პირველ საუკუნეებში ჩაეყარა საფუძველი . უკურნებელი სენით შეპყრობილმა ედესის მეფემ ავგაროზმა ეპისტოლე აახლა მაცხოვარს და მიიწვია. უფალმა წადილი ვერ შეუსრულა სასწაულებრივად აღუბეჭდა თავისი სახე ტილოზე." რომელიც შემდეგ მეფესთან მიიტანეს და შეეხო რა მას მეყვსეულად განიკურნა. პირველ ხატმწერად ლუკა მახარებელს ასახელებენ. რომელმაც მაცხოვრისა და დედა ღვთისას ხატებიც დაწერა. ბასილი დიდის თქმით "ხატი არის სახით ჩენილი პატიოსნება რომელიც პირველ სახეს ცხადყოფს". ანუ "ხატის პატივი პირველ სახეზე გადადის" ასე რომ ხატების თაყვანისცემა განუყოფელია წმინდანების და ზოგადად სიწმინდეთა თაყვანისცემისაგან. არსებობს უმარავი და უამრავი სასწაული ხატების მიერ აღსრულებული, რაც ბოროტისგან რომ არ არის დიდი სიბრძნე არ სჭირდება, ვიცით უამრავი კურნება, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სასწაული, როგორ წამოუვიდა სისხლი ხატს, და კიდევ ხელის დაკარგვის, რომელი ერთი - ხატის შეურაცხყოფისას აღსრულებული და შენ გჯერა ამას ბოროტი აღასრულებს ვერ იტანს რომ ღვთისმშობელს შეურაცხყოფენ.. შენ თვითონ იწყებ თემას ფარისევლები და მწიგნობრები ნუ ვიქნებითო .. ხოდა ნუ ვიქნებით რა.. ძველ აღთქმაში ყველაფერზეა პასუხი.. ? კომპიუტერზე არაფერია ..? და მაშინ საიდან უნდა ვიყო დარწმუნებული რომ ეს ღვთის მოსაწონია.. პოსტვა ღმერთზე იქნებ არცაა მოსაწონი.. და სანამ ამ კითხვაზე პასუხს ბიბლიაში არ ვიპოვი არ დავჯდე კომპ-თან..? არც მწიგნობრობაა საჭირო და არც მეცნიერების და თეოლოგიის მწვერვალების დაპყრობა, ღვთისვის რაა მოსაწონი წერა-კითხვის უცოდინარი გლეხიც მიხვდება.. ღმერთი მოწყალე, სახიერია.. ბევრად უფრო ვიდრე ადამიანი.. და თუ ადამიანს ესმის ანუ.. ვთქვათ შენ გყავს შვილი, გიყვარს სიგიჟემდე და მასაც, წახვედი შორს, გავიდა ერთი წელი, ორი, მოენატრე, არ იცის რა ქნას.. ხოდა აიღო შენი სურათი მოეფერა, გულში ჩაიკრა, კოცნის, ჩარჩოშიც ჩასვა, არ იცის ეს მონატრება და შენი სიყვარული როგორ გამოხატოს, შენ ამ ყველაფერს ხედავ, და განრისხდები, ან იფიქრებ რომ შენს შვილს ქაღალდი უფრო მეტად უყვარს ვიდრე შენ..? თუ პირიქით მიხვალ და მოეფერები.. და თუ შენ არ განრისხდები რატომ განრიხდება ღმერთი..? და გასაგებია რომ შენი სურათი, ადამიანის, სასწაულს ვერ მოახდენს, ხატის მიერ კი ვიცით ღვთის ნებით აღსრულებული და ამიტომ სწამს ხალხს რომ სურათზე მეტია, მადლის არსებობის ამ ხატებზე..გასაგებია რომ სასუფეველში ხატების თაყვანისცემას არ დავიწყებთ.. |
KAIROS |
![]()
პოსტი
#155
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა რც მწიგნობრობაა საჭირო და არც მეცნიერების და თეოლოგიის მწვერვალების დაპყრობა, ღვთისვის რაა მოსაწონი წერა-კითხვის უცოდინარი გლეხიც მიხვდება.. ღმერთი მოწყალე, სახიერია.. ბევრად უფრო ვიდრე ადამიანი.. და თუ ადამიანს ესმის ანუ.. ვთქვათ შენ გყავს შვილი, გიყვარს სიგიჟემდე და მასაც, წახვედი შორს, გავიდა ერთი წელი, ორი, მოენატრე, არ იცის რა ქნას.. ხოდა აიღო შენი სურათი მოეფერა, გულში ჩაიკრა, კოცნის, ჩარჩოშიც ჩასვა, არ იცის ეს მონატრება და შენი სიყვარული როგორ გამოხატოს, შენ ამ ყველაფერს ხედავ, და განრისხდები, ან იფიქრებ რომ შენს შვილს ქაღალდი უფრო მეტად უყვარს ვიდრე შენ..? თუ პირიქით მიხვალ და მოეფერები.. და თუ შენ არ განრისხდები რატომ განრიხდება ღმერთი..? და გასაგებია რომ შენი სურათი, ადამიანის, სასწაულს ვერ მოახდენს, ხატის მიერ კი ვიცით ღვთის ნებით აღსრულებული და ამიტომ სწამს ხალხს რომ სურათზე მეტია, მადლის არსებობის ამ ხატებზე..გასაგებია რომ სასუფეველში ხატების თაყვანისცემას არ დავიწყებთ.. ეგეც თუ ვერ გაიგე, მაშინ დახურეთ თემა ![]() ქალის სიტყვა მაინც სხვაა... ![]() -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
loen |
![]()
პოსტი
#156
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 102 რეგისტრ.: 25-September 08 წევრი № 5,722 ![]() |
არ მიმიყენებია არავისთვის (არც თქვენთვის და არც თქვენი სარწმუნოებისთვის) შეურაცყოფა. "უბედურება" ,თავისთავად , არ მიმაჩნია შეურაცმყოფელ სიტყვად. გააჩნია როგორ იხმარებ ამ სიტყვას. მე არ მიხმარია შეურაცმყოფელად. მაგრამ ეს:
ციტატა უბედური თავი გაბია და კიდევ ეს: ციტატა ცოტა მოუკელი ენას და მოუმატე არგუმენტებს ეს შეურაცყოფაა. მაგრამ მე არ მაქვს უფლება არ გაპატიოთ (მითუმეტეს როცა ასეთ საკითხზე ვსაუბრობთ) , რადგან უფალი ამაზე გაცილებით მეტს მპატიობს. და მე მგონი მართლა სჯობს დავხურო ეს თემა, იმიტომ რომ აღარა აქვს აზრი გაგრძელებას: თქვენ ერთი და იმავეს ამტკიცებთ, ჩემს მოყვანილ ციტატებს ბიბლიიდან არ პასუხობთ ისევე ბიბლიით, არცერთ თქვენგანს არ მოუყვანია ბიბლიიდან ციტატა, რომელიც ხატებს ამართლებს(გარდა ქერუბინებისა, და ესეც ავხსენი ისევ ბიბლიიდან, რომ იმ ქერუბინებს სულ სხვა დანიშნულება ჰქონდათ). დანარჩენ ბიბლიას თავი რომ დავანებოთ, მარტო მე-2-ე მცნება არის საკმარისი. იქ პირდაპირ და გარკვევით წერია "ხატებიო" ( ზოგან "მსგავსება" წერია, მაგრამ ერთიდაიგივეს ნიშნავს) , თქვენ კი იძახით, უფალი, ჩვენ რომ ხატები გვაქვს, ამათზე არ ლაპარაკობდაო. რა იცით? სოფო ნაწილობრივ მართალს ამბობს: მთავარი ღმერთის მადლი და სიყვარულია, რომელიც იესო ქრისტეში გამოვლინდა და მხოლოთ მისითა ვართ დახსნილი ცოდვისაგან და ღმერთის რისხვისაგან, და მცნებების შესრულებით ვერ მოვიპოვებთ ცის სასუფეველს, მაგრამ ღმერთი რომ გვაძლევს მადლს და გვპატიობს ცოდვებს, აქედან გამომდინარე უფლება გვაქვს განზრახ ვუარყოთ მისი მცნებები? როცა ვცდილობთ და ვერ ვასრულებთ ეს სხვა არის, და როცა განზრახ ვუარყოფთ-სხვა. შვილის სურათსაც ვკოცნით და მშობლისასაც, მაგრამ ვდებთ ამ სურათებს ეკლესიაში და თუნდაც სახლში და ვუჩოქებთ და სანთლებს ვუნთებთ? ამაშია განსხვავება და ეს სუყველამ კარგად იცით, მაგრამ არ ვიცი რატომ მოგყავთ ასეთი არგუმენტი. ასე რომ, თუ გნებავთ გავაგრძელოთ მსჯელობა ნორმალულად და ნერვებზე აშლის გარეშე, თუ არადა თქვენის ნებართვით დავხურავ თემას. დაველოდები თქვენს პასუხს. სიყვარულით, loen. -------------------- "... თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, გადარჩები." (რომაელთა 10:9)
|
Iona |
![]()
პოსტი
#157
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 943 რეგისტრ.: 6-February 07 წევრი № 1,025 ![]() |
ციტატა დანარჩენ ბიბლიას თავი რომ დავანებოთ, მარტო მე-2-ე მცნება არის საკმარისი. იქ პირდაპირ და გარკვევით წერია "ხატებიო" ( ზოგან "მსგავსება" წერია, მაგრამ ერთიდაიგივეს ნიშნავს) , თქვენ კი იძახით, უფალი, ჩვენ რომ ხატები გვაქვს, ამათზე არ ლაპარაკობდაო. რა იცით? ციტატა მაგრამ ღმერთი რომ გვაძლევს მადლს და გვპატიობს ცოდვებს, აქედან გამომდინარე უფლება გვაქვს განზრახ ვუარყოთ მისი მცნებები? როცა ვცდილობთ და ვერ ვასრულებთ ეს სხვა არის, და როცა განზრახ ვუარყოფთ-სხვა. მითითებულ ლინკზე შედი და მოუსმინე და მაგ კითხვებზე იპოვი ისეთ არგუმენტულ პასუხს რომ თითებს ჩაიკვნეტ ![]() მარა შენ თუ მასების გასანათლებლად ხარ შემოსული და ალტერნატიული აზრი არ გაინტერესებს ეგ სხვა ამბავია. (და ცუდიც აუცილებლად არაა, უბრალოდ ყველა თAვის აზრზე დარჩება და შენც ვერაფერ ახალს ვერ შეიძენ და ისწავლი) ციტატა http://www.predanie.ru/mp3/Lekcii_diakona_Andreja_Kuraeva/ Об иконе. Полемика с протестантами -------------------- ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
|
კანონისტი |
![]()
პოსტი
#158
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
loen
ციტატა უბედური თავი გაბია მაპატიე, მაგრამ საკუთარ თავზე "უბედური" შეურაცხყოფად მიიღე და სარწმუნოებაზე, რომელიც მოციქულთაგან უწყვეტი იერარქტიული ხელდასხმის მადლით დღემდე ინარჩუნეს მართალ რწმენას, რომელზეც იზრდებოდნენ ჩემი და შენი ათეულობით თაობის წინაპრები, რომლის განსამტკიცებლად აშენდა სვეტიცხოველი, გელათი, იყალთო, ხანძთა, ალავერდი, ათონის ივერონი.... ჩვეულებრივი მოვლენაა? უბედური ხარ-თქო მუსლიმებსაც არ ვეუბნები მე. ციტატა თქვენ ერთი და იმავეს ამტკიცებთ, ჩემს მოყვანილ ციტატებს ბიბლიიდან არ პასუხობთ ისევე ბიბლიით, არცერთ თქვენგანს არ მოუყვანია ბიბლიიდან ციტატა, რომელიც ხატებს ამართლებს(გარდა ქერუბინებისა, და ესეც ავხსენი ისევ ბიბლიიდან, რომ იმ ქერუბინებს სულ სხვა დანიშნულება ჰქონდათ). მგონი, გარკვევით გითხრეს, რომ ქრისტეს რწმენა არ ეფუძნება მხოლოდ წმინდა წერილს, არამედ წმინდა გარდამოცემასაც. წმინდა წერილის ტექსტიცა და წმინდა გარდამოცემაც მსოფლიო კრებების მიერ არის დამტკიცებული, შენ პირადად ცნობ მის ერთ ნაწილს (და მეორეს არა). ეს შენი პრობლემაა, მაგრამ არა ქრისტეს სარწმუნოების. ყველა ქრისტიანი იწერს პირჯვარს, მაგრამ ეს არსად არ გვიწერია... ყველა ქრისტიანი ამბობს "დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა", მაგრამ ეს არსად არ გვიწერია... ყველა ქრისტიანი აღავლენს წირვას, მაგრამ მისი განწესი არსად არ გვიწერია... და ნაწილი ქრისტიანებისა არ მიაგებს პატივს წმინდა ხატებს. (რომელიც, აგრეთვე არსად არ გვიწერია...) მე არ მესმის რა პრინციპით უნდა გამოჰყო ესენი. ან როგორ ენდობი ადამიანს წმინდა წერილის გამორჩევაში და არ ენდობი სხვა რამეში. როდესაც მოციქულები მოღვაწეობდნენ (და ახალი აღთქმა მათი დაწერილია) ვისი ხატის თაყვანის-ცემას ჩაწერდნენ? თავისი? თუ წმინდა ნიკოლოზის ან წმინდა გიორგის? ერთადერთი შეიძლებოდა მაცხოვრისა (რადგან ღვთისმშობელიც ცოცხალი იყო იმ დროს), მაგრამ ეს ჩანს არ იყო მკაფიოდ მაშინდელ ტრადიციაში. თორემ მათი მოწაფეები II საუკუნიდან უკვე რომ აკეთებდნენ ხატებს, ამაზე დაგიწერეს. თუ არ გჯერა, ჩაბრძანდი იტალიაში ან სირიაში და იხილე. ქრისტე მაცხოვრის ფრესკა, სან კომოდილიას კატაკომბიდან, რომი, II საუკუნე. ![]() -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
afxazi |
![]()
პოსტი
#159
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
ძალიან არასწორ სახეს იღებს ეს კამთი.
loen ჩემო კარგო, ვაფასებ შენს ცოდნას, მაგრამ შთაბეჭდილებას ტოვებ რომ ართუ რამის გარკვევისთვის საუბრობ არამედ მხოლოდ და მხოლოდ კამათისთვის, რომ საკუთარი არგუმენტები გაამყარო. საუბრობ მართლმადიდებლური მოძღვრების შესახებ და შთაბეჭდილებას ტოვებ რომ ოდნავადაც არ გესმის ამ მოძღვრების არსი. თემა ასეთი განხილვის ფონზე დახურვას იმსახურებს, მაგრამ არ დავხურავ მხოლოდ ერთი პირობით, თუ მიპასუხებ ამ შეკითხვაზე: შენ ხატთაყვანისმცემლობა უარგუმენტობის გამო მიგაჩნია აფსურდათ თუ უბრალოდ ასე ფიქრობ და რაც არ უნდა გითხრან მაინც არ შეიცვლი აზრს? და კიდევ კერპი რა არის აი ეს განმიმარტე? უფრო სწორად როგორ გესმის? -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
afxazi |
![]()
პოსტი
#160
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
loen
ციტატა "... არ გაიკეთო კერპი და არც რაიმე ხატება იმისა, რაც მაღლა ცაშია, რაც დაბლა მიწაზეა და რაც წყალშია, მიწის ქვემოთ. თაყვანი არ სცე მათ და არც ემსახურო, რადგან მე ვარ უფალი, ღმერთი შენი, ღმერთი შურისმგებელი, რომელიც მამათა ცოდვას შვილებს მოვკითხავ, ჩემს მოძულეთა მესამე და მეოთხე თაობას, და წყალობის მყოფელი ჩემს მოყვარულთა და ჩემი მცნებების დამცველთა მრავალ ათასეულ თაობებისათვის..." (გამოსვლა 20: 4-6) მართალია ეს ჩემი პასუხი არანაირად შედსეგის მომტანი არ იქნება, რადგან ოპონენტი მაინც სხვა არგუმენტების მოძიებას დაიწყებს რომ თავისი ხატმოძულეობა დაამტკიცოს, მაგრამ ბიბლიიდან მოტანილმა ამ ფრაზამ არ მომცა უფლება უკომენტაროდა დამეტოვა ის. ციტატა "... არ გაიკეთო კერპი და არც რაიმე ხატება იმისა, რაც მაღლა ცაშია, რაც დაბლა მიწაზეა და რაც წყალშია, მიწის ქვემოთ ამ ციტატაში ასეთი რამეა ნათქვამი და ერთი შეხედვით თითქოს მკაცრადაა მითითებული რომ არანაირი გამოსახულება არ უნდა გააკეთოს ადამიანმა, მაგრამ ამ ციტატის ამ შინაარსით გამოყენება სექტანტობაა (ციტატების კონტექსტიდან ამოგლეჯა) და მეტი არაფერი. ცოტა ქვემოთ, როდესაც მოსე სინას მთაზე იყო ასული სადაც მას უფალი გამოეცხადა ასეთი სიტყვებია ნათქვამი, უფალი მიმართავს მოსეს: "იხილე და გააკეთე ყოველივე იმ სახის მიხედვით, მთაზე რომ გამოგიჩნდა შენ" (გამოს. 25.40) რა კომენტარი გავუკეთოთ ამ ფრაზას, განა უფალი ცოტა ზემოთ ადამიანებს ყოველნაირი გამოსახულების გაკეთებას უკრძალავს და აქ კიდე პირიქით ყველაფერი ისე გააკეთე რაც მთაზე იხილეო. და რა იხილა მოსემ? ის რისი ანალოგიც მთიდან ჩამოსვლისას გააკეთა. ყურადღება მისაქცევია ისიც თუ რის შეგროვებას უბრძანებს ხალხს ღმერთი 26, 27, თავებში, გამოსვლათა წიგნის. მცნებაშI ნათქვამია რომ არაფერი გააკეთოთ ხატება იმისა რაც მაღლა ცაშია და აქ კიდე სწორედ იმის ხატების გაკეთებას უბრძანებს მოსეს რაც მან ცაში, იხილა. რა ვიფიქროთ ეწინააღმდეგება განა ეს ორი ადგილი ერთმანეთს. ცხადია არა, პირიქით. ჩვენ თუ არ გვესმის რა არის კერპი, და თU არ გავითვალისწინეთ ძველი აღთქმის მნიშვნელობა, თუ რას წარმოადგენდა იგი, რა თქმა უნდა ამ დასკვნამდე მივალთ. კერპი ისაა რაც მოსემ მთიდან ჩამოსვლისას იხილა, ანუ ოქროს ხბო, რომელსაც ებრაელები ეთაყვანებოდნენ და საერთოდ მთელი საწარმართო ძველი აღთქმის ეპოქაში, ნაწილობრივ ახალი აღთქმის ეპოქაშიც, მათ შორის საქართველოშიც. კერპი ესაა მატერიალური მასალა, იქნება ეს ქანდაკება, ხე, მზე თუ სხვა რომელსაც ჩემის აზრით აქვს მოქმედების შესაძლებლობა და ამიტომ შიშით ვწირავ მას მსხვერპლს რომ არ განრისხდეს, ანუ მე ამ გამოსახულებაში ვდებ მნიშვნელობას და არა მისი სახით სხვა არსებას ვეთაყვანები. მე რომ ხატის მიმართ მქონდეს ამგვარი დამოკიდებულება, რომ სწორედ ხეს, მასზე დახატულ გამოსახულებას აქვს ძალა (ზოგი მართლაც ამგვარად აღიქვამს) და არა იმ არსებას რომელიც მასზეა გამოსახული მეც კერპთაყვანისმცემელი ვიქნებოდი, მაჰგრამ სწორედ ამ პრინციპული მნიშვნელობით სხვაობენ ხატთაყვანისმცემლობა და კერპთაყვანისმცემლობა. ძველ აღთქმაში ამ მცნების მიცემა აბსოლუტურად კანონზომიერი იყო, რადგან ღმერთი უხილავი იყო და სურვილს მისი ნახვისას შეიძLებოდა გამოეწვია სწორედ კერპის გაკეთება, არა მხოლოდ ადამიანის სახიანის და მისი აღრევა წარმართულ ღმერთებთან, ამიტომ იყო აუცილებელი მისი გამორჩეულობა ამ აკრძალვით. თორემ ნებისმიერი ზეციურის ხატების დედამიწაზე გადმოღება რომ არ აუკრძალავს ღმერთს ეს ზემოთ მოყვანილი ციტატიდანაც კარგად ჩანს. და ისიც აღსანიშნავია რომ ებრაელები არა მოსეს მიერ აგებულ მოძრავ კარავს ეთაყვანებოდნენ, არამედ მისი სახით ზეციურ სამყოფელს, რაც მოსემ იხილა სინას მთაზე. ამასთან მართლმაიდებლური მოძღვრების უკეთ გასაცნობად ხატთაყვანისმცემლობის შესახებ, გირჩევ რომ წაიკითხო იოანე დამასკელის გარდამოცემის შესაბამისი თავი, გერმანე კონსტანტინოპოლელის ქადაგება ხატთაყვანისმცემლობის შესაებ, კიდევ სხვა მრავალი დიდი მოღვაწის შეხედულეა ამ საკითხზე. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd July 2025 - 07:08 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი