IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

17 გვერდი V « < 7 8 9 10 11 > »   
Reply to this topicStart new topic
> ღმერთის მცნებები თუ ტრადიციები
iber
პოსტი Dec 17 2008, 05:04 PM
პოსტი #161

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 349
რეგისტრ.: 19-November 08
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 5,968

მე მყავდა ფარმაცევტი ერევნიდან -წყნარი ძალზედ პატიოსანი გოგო ,როცა დრო ქონდა ყოველთვის მიხსნიდა ბიბლიას და მიკითხავდა შაბათის შესახებ და ქრისტე რომ ამბობს -მოვედი უფლის კანონი რომ გავამტკიცო და არა დავარღვიოო...მაგრამ რა თქმა უნდა მე მაგისთვის კი არა ეკლესიისთვის არ მეცალა მაშინ.როდესაც მოძღვარი ყავდა და ამაზე ვესაუბრე -ყველაფერი კოხტად და ლამაზად ამიხსნა
მე არ ვერეოდი თანამშრომლის მწამსში -რას იზამ მან იქ ნახა სიყვარული და სითბო -ამ სექტაში.ეს ჯობია ალბათ ვიდრე გრიგორიანული მონაფიზიტობაში დარჩენილიყო.ყველაფერს თავისი დრო აქვს და სიტუაცია
ჩვენ დღეს ლოგიკას დიდ როლს უთმობთ -ანდა სიყვარულია უფრო მთავარი და რწმენა უფლის , მისი ეკლესიის და დაცვა წესების -არა ძველი აღთმის არამედ ქრისტემ როგორც ეს გაგვიმარტა და მაგალითი დაგვიტოვა
ხატების წინააღმდეგ ხონ იყო უკვე ნდევნები და რა სასწაულები დატრიალდა მაშინ ან ივერიის ხვთისმშობლის ხატის სასწაული აღარ არის არაფრის მასწავლებელი?
ეს საკითხები -მესმის რომ აწუხებდეს შეიძლება სომხებს -ვინაიდან მწამსში ვერ გარკვეულან კიდევ ბოლომდე,პროტესტანტებს და სექტანტებს -ვინაიდან ისინიც ეძებენ
მაგრამ მართლმადიდებლებისთვის რა არის აქ სადაო? sad.gif

--------------------
კავკასია–ევრაზიის ოქროს კვეთაა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Dec 18 2008, 10:07 AM
პოსტი #162

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374

iber
ციტატა
მონაფიზიტობაში

მონ-ო-ფიზიტობაში
ციტატა
სომხებს -ვინაიდან მწამსში ვერ გარკვეულან

მგონი თავად არ იცი სომხების მრწამსი, ისინი მონოფიზიტები არ არიან...

სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მრწამსიდან ამონარიდი:
We believe... in one Lord Jesus Christ, the Son of God, begotten of God the Father, only-begotten, that is of the substance of the Father.
ანუ: ჩვენ გვწამს ერთი უფალი იესო ქრისტე...

Who for us men and for our salvation came down from heaven, took body, became man, was born perfectly of the holy Virgin Mary by the Holy Spirit.
რომელიც ჩვენთვის, კაცთათვის და ჩვენი ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით, მიიღო სხეული, განკაცდა, იშვა ჭეშმარიტად წმინდა ქალწული მარიამისაგან

By whom he took body, soul and mind and everything that is in man, truly and not in semblance.
რომლისგანაც მიიღო სხეული სული და გონება და ყველაფერი რაც ადამიანშია, ჭეშმარიტად და არა მოჩვენებით

He suffered and was crucified and was buried and rose again on the third day and ascended into heaven with the same body and sat at the right hand of the Father.
ეწამა და ჯვარსეცვა და დაიფლა და აღდგა მესამე დღეს და ამაღლდა ზეცად იგივე სხეულით

ციტატა
ეს ჯობია ალბათ ვიდრე გრიგორიანული მონაფიზიტობაში დარჩენილიყო

აშკარად პირიქით აჯობებდა...

--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
loen
პოსტი Dec 19 2008, 12:50 PM
პოსტი #163

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 102
რეგისტრ.: 25-September 08
წევრი № 5,722

ციტატა
http://www.predanie.ru/mp3/Lekcii_diakona_Andreja_Kuraeva/
Об иконе. Полемика с протестантами

iona,

მოვუსმინე მაგ ლექციას და გეტყვი ჩემს აზრს.
ეს ადამინი იძახის, რომ ბიბლია ეწინააღმდეგება თავის თავს. ამბობს, რომ ასე ჩანსო რომ ეწინააღმდეგებაო, და იძახის , რომ მართლაც ასეაო, და მერე მოჰყავს მიზეზი რატომ, და თავის ჭკვაში ამართლებს ღმერთს ამაში.
თუ კარგად დაუკვირდები, წინააღმდეგობა ბიბლიისა, ნიშნავს , რომ ღმერთი იტყუება.(გეოგრაფიულ და რაოდენობრივ შეცდომებზე არა მაქვს საუბარი, ეს თარგმანის დროს შეიძლება მოხდეს). პირველი მცდელობა ეშმაკისა შეეცდინა ადამიანი გვხვდება დაბადებაში. და ასევე შედეგი ღმერთის სიტყვის უცოდინარობისა.
ეშმაკი ეკითხება ევას: "...ნუთუ მართლა გითხრათ ღმერთმა, რომ ბაღის არც ერთი ხისგან არ ჭამოთო..."
ევა პასუხობს, რომ ყველა ხისგან შეიძლება ჭამა, მაგრამ იმ ხიდან რომელიც შუა ბაღშია გვითხრა ღმერთმა, რომ "...არ ჭამოთ მისგან და არც შეეხოთ, რომ არ მოკვდეთ..." (დაბადება 3:1-3) აქ გამოვლინდა ღმერთის სიტყვის არცოდნა ევას მხრიდან, რადგან დაბადება 2:17-ში ღმერთმა უთხრა:"...მაგრამ კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხიდან არ ჭამო..." და არ უთქვამს ღმერთს არ შეეხოთო. თითქოს უმნიშვნელო შეცდომაა ევას მხრიდან, მაგრამ როცა მოწყვიტა, კიდევ შეიძლებოდა არ ეჭამა, მაგრამ რაკი არ იცოდა ღმერთის სიტყვა სწორად, რაკი შეეხო და არ მოკვდა , ე.ი. ეშმაკი მართალს ეუბნებოდა, როცა უთხრა "არ მოკვდები" (დაბადება 3:4) ამით კი ეშმაკმა უთხრა ევას , რომ ღმერთმა მოგატყუათო.
ასე რომ ეშმაკი ცდილობს ჩვენს შეცდენას იმით, რომ გვეუბნება ღმერთი იტყუებაო და ჩვენ თუ არ ვიცით ღმერთის სიტყვა შეგვაცდენს.

მერე კიდევ, იმ ადამიანის სწავლებას, რომელსაც ეუხერხულება ბიბლიიდან მოიყვანოს ამა თუ იმ აზრის მტკიცება (ამ შემთხვევაში ხატების შესახებ) არ გავიზიარებ. ამ ადამიანს მოყავს ბიბლიიდან ციტატები, მაგრამ იძახის რომ, მოვიყვან იმიტომო რომ პროტესტანტებს სულ ბიბლიიდან მოყავთო მტკიცებებიო(თითქოს იბოდიშებს, რომ ბიბლიიდან მოყავს ციტატა).
მაგრამ გავყვეთ მაინც მსჯელობას შენი გულისთვის.
რომ იძახის ხატებზე გამოვსახავთ ქრისტეს პიროვნებასო.
ჯერ, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ამდენი საუკუნეების მანძილზე არ იცოდნენ რას გამოსახავდნენ, და როცა პროტესტანტებმა ეს შეკითხვა დაუსვეს ვერავინ უპასუხა ერთის გარდა, რომელმაც მხოლოდ მაშინღა მოიფიქრა პასუხი. ე.ი. პროტესტანტებს კითხვა რომ არ დაესვათ, არ იცოდნენ ხატებზე რას გამოსახავდნენ.
მერე, პირობნება რა არის? მე მიმაჩნია , როცა ამბობ პიროვნებას, გამოხატავ, ვისი პირობნებაზეც ლაპარაკობ,იმას მთლიანობაში. სხვანაირად რომ ვთქვა, ადამიანის პირობნებაში გამოიხატება მისი ბუნება , გარეგნობა, რას აზროვნებს, რა არის მისი ფასეულობები, რა ხასიათების არის და ა.შ.
ამიტომ, სწორედაც იესო ქრისტეს პირობნება ითვალისწინებს მის ადამიანურ ბუნებასაც და ღვთიურ ბუნებასაც. შენი სურათი რომ ვნახო,თუ არ გიცნობ, ვერ გავიგებ შენ პირობნებას, რასაც გავიგებ შენს შესახებ მხოლოდ, არის შენი გარეგნობა. და თუ გიცნობ, მაშინ არც შენი სურათი მჭირდება შენი პიროვნების წარმოსადგენად, შენი სახელიც საკმარისია ამისათვის.
ეს რასაც მოვუსმინე.
ბოლომდე არ მომისმენია სიმართლე გითხრა და მე მგონი მიხვდი რატომაც.
ამ ადამიანზე არ ვამბობ, რომ ეშმაკია ან სატანისეულია. უბრალოდ შემცდარია,და როგორც პიროვნებას ღმერთმა უშველოს. (მჯერა რომ ღმერთს შეუძლია ეს. ღმერთმა სავლეს(პავლეს) აუხილა თვალი და მოაბრუნა, და ჩვენ და ჩვენისთანები ვინღა ვართ.) მაგრამ მის სწავლებას არ გავიზიარებ გასაგები მიზეზების გამო.

ტაძარზე, კიდობანზე, კარავსა და ქერუბინებზე წინა პოსტებში გავეცი პასუხი(ბიბლიიდან) და თუ გაინტერესებს შეგიძლია წაიკითხო.

სიყვარულით, smile.gif

პ.ს. მე პირადად, ყველა ვინც აღიარებს იესო ქრისტეს ერთადერთ მხსნელად და უფლად, და ვისაც სჯერა რომ ის არის ძე ღვთისა , მიმაჩნია ქრისტიანად, მართლმადიდებელი იქნება ის თუ არა. გული კი მხოლოდ ღმერთმა იცის თითოეული ჩვენთაგანის. ეს დაგიწერე იმიტომ, რომ მეც "პროტესტანტებში" გავდივარ და იმ ლექციაზე იძახის პროტესტანტებს არ მიაჩნიათ მართლმადიდებლები ქრისტიანებადო.(მე მგონი პირიქით არის)

--------------------
"... თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, გადარჩები." (რომაელთა 10:9)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sopo...
პოსტი Dec 20 2008, 12:01 AM
პოსტი #164

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 808
რეგისტრ.: 21-August 08
წევრი № 5,502

IPB-ს სურათი

კალკულატორი არავის გაქვთ? : D

მგონი ამომწურავი პასუხებია პოსტებში.. მე არვიცი მგონი უფალიც რომ გამოგვეცხადოს იმასაც შევეკამათებით.. აქ სიტყვა უძლურია ტოისტ მარტო პოსტი რას უშველის თუ.. ხან გონება უფრო გვაბნევს და გულთან თუ განვმარტოვდებით ჭეშმარიტებას გვიდასტურებს..

"ძველს ქაირში არის ბერძენთა ვრცელი მონასტერი, შესანიშნავი თვისის სიძველითა და დიდ-ზომიერებითა. უმთავრესი ეკკლესია ამ მონასტერშია წმ. მთავარ-მოწამე გიორგისა წმიდანის კუბოთი საკუთარს სამხრეში, რომელიც გადმოსვენებულია აქ ლიდდიდან; ხოლო საკრებულო ეკკლესიის საკურთხეველში ინახება ნაწილი ბეჭისა და თითი მთავარ-მოწამისა, და მარჯვნივ მხარეს კანკელისა ასვენია ძველი, კარგად დაცული ხატი ღვთისმშობლისა, დახატულა წმ. მახარებელის ლუკას მიერ. მახლობლად ბერძენთა მონასტრისა არის კოპტების მონასტერი, აღშენებული იმ სასტუმროს ადგილზედა, რომელშიაც შეაფარა თავი........ "

"ამ ქალაქში იუდეველთა სინაგოგის მახლობლად ერთი ქრისტიანი ცხოვრობდა. შემდეგ იგი სხვაგან გადასახლდა და ძველ ბინაში იესო ქრისტეს ხატი დატოვა. იუდეველს, რომელიც აქ დამკვიდრდა, ხატი არ შეუმჩნევია, მაგრამ სტუმრად მოსულმა ებრაელმა შენიშნა იგი, შერისხა მეგობარი და სინაგოგაში დაასმინა. იუდეველებმა ხატი ჩამოხსნეს კედლიდან და გმობა დაუწყეს: „როგორც ოდესღაც ჩვენმა მამებმა აგინეს მას, ჩვენც ისევე ვაგინებთ“, - იძახდნენ ისინი, ანერწყვავდნენ ხატზე გამოსახულ მაცხოვარს, შოლტს სცემდნენ, ლანძღავდნენ. ხელებსა და ფეხებში ლურსმნები ჩააჭედეს, თავში კვერთხი ჩაარტყეს, ძმრით გაჟღენთილი ღრუბელი მიადეს ბაგეებთან. ბოლოს ლახვარიც მოიტანეს და ერთმა იუდეველმა გვერდში უგმირა უფალს. გაკვეთილი ხატიდან უეცრად სისხლმა და წყალმა გადმოხეთქა. ამ სასწაულის მხილველმა რაბინებმა თქვეს: „იესო ქრისტეს მიმდევრები ამტკიცებენ, თითქოს იგი სნეულებს კურნავდა. წავიღოთ სინაგოგაში ეს სისხლი და წყალი, ავადმყოფებს ვცხოთ და ვნახავთ, მართალია თუ არა, რასაც ამბობენ“.

საკვირველების შესახებ რომ შეიტყვეს, სხვადასხვა სნეულებით გატანჯული ბეირუთელები გაეშურნენ სიწმიდისკენ: ზოგი მოჰყავდათ, სხვებს - მოასვენებდნენ, ხატიდან გადმოსული სისხლის ცხებით კი ყველანი იკურნებოდნენ. გაოცებულმა იუდეველმა მღვდელმსახურებმა და მთელმა ხალხმა ირწმუნა ქრისტე. „დიდება შენდა, ქრისტე, ჩვენი მამების ხელით ჯვარცმულო და ჩვენგანაც ჯვარცმულო შენი ხატის სახით. დიდება ..."

ლეონ ეს სასწაული შენი აზრით ბოროტის მიერ აღესრულა ..?

"ნეტარს მრავალი განსაცდელი დაატყდა თავს ურწმუნოთაგან, მაგრამ ღვთისა და პატიოსანი ხატის მეოხებით ყველაფერი მადლობით დაითმინა, „ვიდრემდის ყოველნივე მოაქცივნა და მოიყვანა სარწმუნოებად“. იმ ადგილას, სადაც მოციქულმა ღვთისმშობლის ხატი დაასვენა, „ფრიად შვენიერი და დიდი“ წყარო აღმოცენდა. ამ სასწაულმა მრავალ წარმართს გაუნათა გონება და შეუდგნენ ქრისტეს მაცხოვნებელ სწავლებას. მოციქულმა ახალმოქცეულთ დაუდგინა მღვდლები და დიაკვნები. „დაუდგინა წესი და საზღვარი სარწმუნოებისა“, ააგო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, სადაც ფიცარზე ზეციური დედოფლის ნაბოძები ხატიდან სასწაულებრივ გადასული ასლი დააბრძანა. ამის შემდეგ უფლის რჩეულმა გადაიარა ფერსათის მთა და აქ ჯვარი აღმართა (სწორედ ამის გამო ეწოდა ამ მთას „რკინის ჯვარი“). ბორჯომის ხეობაში, სოფელ აწყურში მან ქვრივი დედაკაცის ერთადერთი ძე მკვდრეთით აღადგინა. „ვითარცა ესმა მესხთა ამბავი ესე საკვირველი, მსწრაფლ შეკრბეს ყოველით კერძო და იქმნა სიმრავლე ერისა ფრიადი“. მოვიდნენ საკერპოს მსახურნიც. ხალხი ორად გაიყო; ნაწილი იძახდა: „ჯერ არს თაყუანის-ცემად, რომელმა ესე ვითარი სასწაული აღასრულა“, სხვები კი კვლავ ცრუ ღმერთების ერთგულნი რჩებოდნენ. ცილობა რომ ჩაეცხროთ, გადაწყვიტეს, საკერპოში ღვთისმშობლის ხატი შეებრძანებინათ, შემდეგ კი კარი დაეხშოთ და მაცხოვრის მსასოებლებს ქრისტეს მიმართ, კერპთმსახურებს კი - თავიანთი ღვთაებისადმი ელოცათ. დახშულ ტაძართან მცველები დააყენეს. დილით, როცა კარი გააღეს, ყველამ იხილა „კერპები ქუეყანად დათხეულნი და სახედ მტუერისა შემუსრვილნი, ხოლო ხატი ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა ბრწყინვიდა, ვითარცა მზე, დიდებითა და პატივითა“. წმიდა ანდრიამ აწყურში მოაწყო ეკლესია და მცირე ეკვდერში ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი დაასვენა, შემდეგ კი ახალმოქცეულ სამწყსოს განეშორა და გზა განაგრძოთყო კლარჯეთში, არტაან-კოლაში, პართეთში, სომხეთში, შემდეგ კი იერუსალიმში წავიდა. "
"
http://www.orthodoxy.ge/sastsaulebi/kalendari.htm

ციტატა
რომ ეს ნახატი პირველ რიგში შეურაწყოფდა მის ღვთიურ ბუნებას (რაც არ უნდა კარგი ნახატი დახატო, ღვთიურ ბუნებას ვერ აჩვენებ, და ამიტომ არის არასრულყოფილი და შეურაწმყოფელი), მერე კიდევ მათ იცოდნენ , რომ ეს ნახატი გადაიზრდებოდა თაყვანისცემის საგნად.

ამ პრინციპით თუ ვიმსჯელებთ, მაშინ
თუ შენ ფიქრობ რომ უფლის სახის არასრულყოფილი დახატვა მისი შეურაცხყოფაა, მაშინ მის თვისებებზე ლაპარაკი კი მისი ბუნების დახატვაა, ანუ აქ ბუთხუზა პოსტებში ვრცლად გაქვს დახასიათებული მისი ბუნება, როგორია, რა სურს, რატომ, რის უფლება აქვს, etc. შენ კი ცდილობ your best-ს მაგრამ ხომ არ იცი იქნებ არასრულყოფილად ახასიათებ და შეურაცხყოფას აყენებ, არასწორედ დაწერილი ხატით არასოდეს დავბრკოლდები, მარა არასწორი ინფორმაციით აუცილებლად, დიდი პასუხისმგებლობაა ამიტომ, უფრო მეტი, და სად არის ამაზე პასუხი რომ როგორც ვხედავთ უფალს ისე გვაქვს უფლება ვხატოთ-ვახასიათოთ..

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
loen
პოსტი Dec 20 2008, 01:56 AM
პოსტი #165

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 102
რეგისტრ.: 25-September 08
წევრი № 5,722

ციტატა(sopo... @ Dec 19 2008, 04:01 PM) *

sopo,

სასწაულებზე, რაც შენ ჩამოთვალე, არ ღირს დავა. მე არ მჯერა, შენ გჯერა.

იესო ქრისტეს ბუნებაზე კი. მე რაც დავწერე, ბიბლიიდან დავწერე და სწორედ ბიბლიიდან ვგებულობთ მის ბუნებას, რაც გამოიხატება მისი ამქვეყნიური ცხოვრებითა და მისი სიტყვებით.

სიყვარულით,

loen.

--------------------
"... თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, გადარჩები." (რომაელთა 10:9)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sopo...
პოსტი Dec 20 2008, 01:17 PM
პოსტი #166

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 808
რეგისტრ.: 21-August 08
წევრი № 5,502

ლეონ

იცი როგორ ვფიქრობ, ჩვენ ვკითხულობთ ბიბლიას, ციტატებს, უფლის სიტყვებს, მერე ჩვენი სიტყვებით ვმსჯელობთ, როგორ თქვა, რა იგულისხმა, როგორია, და ეს ცუდი კი არაა, ნიშნავს რომ გვაინტერესებს, გვიყვარს, გვინდა დავუახლოვდეთ, ასევეა ხატიც, ხატზე მეზობლის სურათს ხომ არ დავინახავთ, ყოველთვის იცი რომელია უფლის , ესეც იგივეა იქ ბიბლიას ვეყრდნობით და ვხატავთ, აქ კი მის დატოვებულ ხატებას ვეყრდნობით, გამოცხადებას, და აქაც მიზანი ისევ და ისევ სიყვარულია და არა შეურაცხყოფა.

კიდევ ამბობ რომ არ გჯერა, გასაგებია, უბრალოდ დღევანდელ საზოგადოებაში ჩნდება უამრავი კითხვა,
ზოგს უფლის ისტორიული არსებობა არ სჯერა, ზოგი ამტკიცებს რომ უბრალო ადამიანი იყო და არანაირ აღდგომას არ ქონია ადგილი, და ათასი, შეიძლება გული შეგიწუხდეს ზოგს ისეთი არგუმენტები აქვს, და ბრძოლა თითქმის თანაბარია ათეისტებსა და თეისტებს შორის, ხოდა აქ არის რწმენის საკითხი, ხშირად როცა გონება გადამეწვება ხოლმე მსგავსი კითხვებით, მერე გულს ვეკითხები, და ყოველთვის ცალსახად მიდასტურებს ჭეშმარიტებას, ქმედითია ასეთ შემთხვევაში არვიცი,

ანუ მე იმის კითხვა მინდა ათვლის წერტილი სად არის რა ვირწმუნოთ რა არა, უფალი არსებობდა, აღასრულებდა სასწაულებს, მერე აღდგა, გვაქვს სახარება, ღვთის სიტყვა, ასევეა ხატებიც უფალმა მისი სახება დაგვიტოვა, აღასრულებს სასწაულებს, ვეთაყვანებით მასთან შორს მყოფობის გამო, ანუ ამ ორს შორის მაინტერესებს როგორ გავიგოთ, რა უნდა მჯეროდეს და რა არა, იქნებ სახარება ვიღაც ჭკვიანმა მეთევზემ დაწერა, ვიცი..? ან იქნება უფალი სულაც არ აღდგა რავიცი, ან ღმერთი რომ არსებობს, ეს ყველაფერი არც ვიცი არც არვიცი, უბრალოდ მწამს..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზვარე
პოსტი Dec 20 2008, 10:24 PM
პოსტი #167

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 286
რეგისტრ.: 15-February 08
წევრი № 3,936

sopo...
QUOTE(sopo... @ Dec 20 2008, 01:17 PM) *

შეეშვი ამ კაცს, მას სჯერა რომ ახალი აღთქმა სტოკჰოლმის გაფართოებულ კრებაზე მიიღეს. ის რომ ახალი აღთქმის კანონის მიმღებ მამებს ხატები ჰქონდათ მისთვის არაფერს ნიშნავს. ახალი აღთქმის კანონის წიგნები ეკლესიამ გაწმინდა და მიიღო ახალი აღთქმის კანონი, რომელშიც სხვათა შორის თავიდან მეტი წიგნი იყო, მოციქულთა განწესებანი ეკლესიან მოგვიანებით ამოიღო ახალი აღთქმის კანონიდან.

ლოენისათვის ისინი, ვისთვისაც ხატი სიწმიდეა ყველა კერპთაყვანისმცემელია. გასაკვირია ''კერპთაყვანისმცემლების'' მიერ შეგროვებულ-დამტკიცებული, რედაქტირებული და უამრავი ''კერპთაყვანისმცემლის'' მიერ გადაწერილი წიგნისა როგორ სჯერა.

თუ იტყვის, რომ ძველი ხელნაწერების სჯერა და მერე აღარ. მაშინ მოციქულთა განწესებანი რატომ არ შეაქვთ სტოკჰოლმის ბიბლიებში. მისი ახალი აღთქმიდან ამოღება ხომ ისეთ დროს მოხდა, როდინდელი ხატებიც დღემდე მოღწეულია. ამ ''კერპთაყვანისმცემლების'' მიერ უგულებელყოფილ ძეგლს რატომ არ სწყალობენ ეს ნეოპროტესტანტები?........ თუ ''კერპთაყვანისმცემლების'' იდეური მემკვიდრეები არიან?

დიიიიდუუუ..... სო რე თქვანი იდეური პოლიტიკური დონე ლოენ პატონი! laugh.gif

--------------------
მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
loen
პოსტი Dec 28 2008, 06:32 AM
პოსტი #168

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 102
რეგისტრ.: 25-September 08
წევრი № 5,722

ციტატა(sopo... @ Dec 20 2008, 05:17 AM) *

ლეონ

იცი როგორ ვფიქრობ, ჩვენ ვკითხულობთ ბიბლიას, ციტატებს, უფლის სიტყვებს, მერე ჩვენი სიტყვებით ვმსჯელობთ, როგორ თქვა, რა იგულისხმა, როგორია, და ეს ცუდი კი არაა, ნიშნავს რომ გვაინტერესებს, გვიყვარს, გვინდა დავუახლოვდეთ, ასევეა ხატიც, ხატზე მეზობლის სურათს ხომ არ დავინახავთ, ყოველთვის იცი რომელია უფლის , ესეც იგივეა იქ ბიბლიას ვეყრდნობით და ვხატავთ, აქ კი მის დატოვებულ ხატებას ვეყრდნობით, გამოცხადებას, და აქაც მიზანი ისევ და ისევ სიყვარულია და არა შეურაცხყოფა.

კიდევ ამბობ რომ არ გჯერა, გასაგებია, უბრალოდ დღევანდელ საზოგადოებაში ჩნდება უამრავი კითხვა,
ზოგს უფლის ისტორიული არსებობა არ სჯერა, ზოგი ამტკიცებს რომ უბრალო ადამიანი იყო და არანაირ აღდგომას არ ქონია ადგილი, და ათასი, შეიძლება გული შეგიწუხდეს ზოგს ისეთი არგუმენტები აქვს, და ბრძოლა თითქმის თანაბარია ათეისტებსა და თეისტებს შორის, ხოდა აქ არის რწმენის საკითხი, ხშირად როცა გონება გადამეწვება ხოლმე მსგავსი კითხვებით, მერე გულს ვეკითხები, და ყოველთვის ცალსახად მიდასტურებს ჭეშმარიტებას, ქმედითია ასეთ შემთხვევაში არვიცი,

ანუ მე იმის კითხვა მინდა ათვლის წერტილი სად არის რა ვირწმუნოთ რა არა, უფალი არსებობდა, აღასრულებდა სასწაულებს, მერე აღდგა, გვაქვს სახარება, ღვთის სიტყვა, ასევეა ხატებიც უფალმა მისი სახება დაგვიტოვა, აღასრულებს სასწაულებს, ვეთაყვანებით მასთან შორს მყოფობის გამო, ანუ ამ ორს შორის მაინტერესებს როგორ გავიგოთ, რა უნდა მჯეროდეს და რა არა, იქნებ სახარება ვიღაც ჭკვიანმა მეთევზემ დაწერა, ვიცი..? ან იქნება უფალი სულაც არ აღდგა რავიცი, ან ღმერთი რომ არსებობს, ეს ყველაფერი არც ვიცი არც არვიცი, უბრალოდ მწამს..

სოფო,

ათვლის წერტილიც და დასასრულიც არის ღმერთის სიტყვაში - ბიბლიაში(დაბადებიდან გამოცხადებამდე). ამიტომ ყველა სხვა სწავლება , რომელიც ეწინააღმდეგება ღმერთის სიტყვას უნდა ვუარყოთ. და თუ ბიბლიას არ ვირწმუნებთ, მაშინ ქართული ხალხური ზღაპრების მიხედვითაც შეიძლება მსჯელობა. smile.gif

--------------------
"... თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, გადარჩები." (რომაელთა 10:9)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
loen
პოსტი Dec 28 2008, 06:58 AM
პოსტი #169

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 102
რეგისტრ.: 25-September 08
წევრი № 5,722

ციტატა
ლოენისათვის ისინი, ვისთვისაც ხატი სიწმიდეა ყველა კერპთაყვანისმცემელია. გასაკვირია ''კერპთაყვანისმცემლების'' მიერ შეგროვებულ-დამტკიცებული, რედაქტირებული და უამრავი ''კერპთაყვანისმცემლის'' მიერ გადაწერილი წიგნისა როგორ სჯერა.

გადაწერილი და შეგროვებული არ ნიშნავს, რომ მათი დაწერილია.
მერე კიდევ, შენ ვისზეც იძახი, ისევ მაგათმა უარყვეს გალილეი გალილეოს თეორია, რომ დედამიწა არ იყო სამყაროს ცენტრი და სამყარო რომ არ ბრუნავდა დედამიწის გარშემო.
ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაკი ამთი შეგროვილია და გამოცემულია უკვე დაწერილი ღმერთის სიტყვა, რომ ამაშიც მართლები იყვნენ.

--------------------
"... თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, გადარჩები." (რომაელთა 10:9)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მოყვასი
პოსტი Feb 2 2009, 05:21 AM
პოსტი #170

הַלְלוּ-יָהּ
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 572
რეგისტრ.: 14-January 09
წევრი № 6,288

მართლა საინტერესო საუბრებია. . .

--------------------
"კანონები: 'არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, სხვისი არაფერი ისურვო და ნებისმიერი სხვა მცნება ამ ერთ მცნებაშია შეჯამებული: 'მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს' " - რომაელების მიმართ 13:9.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ssofka
პოსტი Feb 25 2009, 12:15 AM
პოსტი #171

Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 9
რეგისტრ.: 24-February 09
წევრი № 6,551

ლოენმა ბიბლიიდან მოგიყვანათ ადგილები და თქვენ კიდე თქვენსას ამტკიცებთ არა ბიბლიიდან არამედ მცდარი სწავლებიდან... გაეცანით ბიბლიას და ისე დაუმტკიცეთ ლეონს რატომ სცემთ თაყვანს ხატს და სად წერია ბიბლიაში ხატს რომ უნდა სცეთ თაყვანი... ბევრიც რომ ეძებოთ მაინც ვერ იპოვით biggrin.gif ლეონ კარგად იცი ბიბლია და მომეწონა შენი ასე ვთქვათ ქადაგება...

--------------------
"ვინაიდან ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ღვთის მადლი მარადიული სიცოცხლე ჩვენს უფალში, ქრისტე იესოში". [რომაელთა 6:23]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Feb 25 2009, 12:17 AM
პოსტი #172

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374

ციტატა(ssofka @ Feb 25 2009, 01:15 AM) *

ლოენმა ბიბლიიდან მოგიყვანათ ადგილები და თქვენ კიდე თქვენსას ამტკიცებთ არა ბიბლიიდან არამედ მცდარი სწავლებიდან... გაეცანით ბიბლიას და ისე დაუმტკიცეთ ლეონს რატომ სცემთ თაყვანს ხატს და სად წერია ბიბლიაში ხატს რომ უნდა სცეთ თაყვანი... ბევრიც რომ ეძებოთ მაინც ვერ იპოვით biggrin.gif ლეონ კარგად იცი ბიბლია და მომეწონა შენი ასე ვთქვათ ქადაგება...

კაი ერთი არც გაიჭრაჭუნოთ biggrin.gif

--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
agmsarebeli
პოსტი Feb 25 2009, 12:22 AM
პოსტი #173

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,206
რეგისტრ.: 14-May 07
წევრი № 1,910

QUOTE(ssofka @ Feb 24 2009, 11:15 PM) *

ლოენმა ბიბლიიდან მოგიყვანათ ადგილები და თქვენ კიდე თქვენსას ამტკიცებთ არა ბიბლიიდან არამედ მცდარი სწავლებიდან... გაეცანით ბიბლიას და ისე დაუმტკიცეთ ლეონს რატომ სცემთ თაყვანს ხატს და სად წერია ბიბლიაში ხატს რომ უნდა სცეთ თაყვანი... ბევრიც რომ ეძებოთ მაინც ვერ იპოვით biggrin.gif ლეონ კარგად იცი ბიბლია და მომეწონა შენი ასე ვთქვათ ქადაგება...

იქნებ ის თქვათ სად წერია ბიბლიაში პირჯვრის ასეთი გამოსახვის წესი?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
agmsarebeli
პოსტი Feb 25 2009, 12:43 AM
პოსტი #174

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,206
რეგისტრ.: 14-May 07
წევრი № 1,910

და კიდე მაინტერესებს როგორ გესმით ფსალმუნში ხსენებული სიტყვა-კვარცხლბეკი...შემდეგ მთლიან ციტატას მოვიყვან სადაც ის გამოიყენება...
გისმენთ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მოყვასი
პოსტი Feb 25 2009, 01:09 AM
პოსტი #175

הַלְלוּ-יָהּ
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 572
რეგისტრ.: 14-January 09
წევრი № 6,288

ციტატა(agmsarebeli @ Feb 25 2009, 12:43 AM) *

და კიდე მაინტერესებს როგორ გესმით ფსალმუნში ხსენებული სიტყვა-კვარცხლბეკი...შემდეგ მთლიან ციტატას მოვიყვან სადაც ის გამოიყენება...
გისმენთ

გამარჯობა agmsarebeli

სხვა ალბათ უკეთ გაგცემს პასუხს მაგრამ, კარგად მახსოვს ბიბლიიდან შემდეგი სიტყვები:

"გაკეთებული ჰქონდა სოლომონს სპილენძის კვარცხლბეკი, სიგრძით ხუთი წყრთა, სიგანითაც ხუთი წყრთა, სიმაღლით სამი წყრთა. შედგა მასზე, მუხლი მოიყარა მთელი ისრაელის კრებულის წინაშე და ხელები აღაპყრო ცისკენ. თქვა: უფალო, ღმერთო ისრაელისა! არ არსებობს შენი მსგავსი ღმერთი არც ცაში და არც ქვეყნად. შენ ინახავ აღთქმასა და წყალობას შენს მორჩილთა მიმართ, რომელნიც მთელი გულით დადიან შენს წინაშე.

ისე, ფსალმუნებში მოხსენიებულ 'კვარცხლბეკზე' კონკრეტულად რომელ მუხლს გულისხმობ?

--------------------
"კანონები: 'არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, სხვისი არაფერი ისურვო და ნებისმიერი სხვა მცნება ამ ერთ მცნებაშია შეჯამებული: 'მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს' " - რომაელების მიმართ 13:9.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
agmsarebeli
პოსტი Feb 25 2009, 01:18 AM
პოსტი #176

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,206
რეგისტრ.: 14-May 07
წევრი № 1,910

გაგიმარჯოს!

"ფსალმუნშია ასე: აღამაღლებDით უფალსა ღმერთსა ჩვენსა და თაყვამნის-ჰცემდით კვარცხლბეკსა ფერხთა მისთასა, რამეთუ წმიდა არს".

მაინტერესებს ეს როგორ გესმით.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Feb 25 2009, 02:25 AM
პოსტი #177

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27

როდესაც სხვა რელიგიური მიმდინარეობის წევრები ეჭქვეშ აყენებენ და ამბობენ რომ მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლება სხვადასხვა საკითხებთან მიმართებაში (მათშორის ხატთა თაყვანისცემა )თითქოსდა წმინდა წერილიდან არ გამომდინარეობს.ამაზე კარგად სცემს პასუხს ეს სიტყვები წმინდა მამისა:
ბასილი დიდი
„ეკლესიის მიერ მიღებულ დოგმატებსა და ქადაგებათაგან ზოგი წერილობითი მითითების სახით, ზოგიერთი კი მოციქულთა გადმოცემიდან საიდუმლო მემკვიდრეობით მივიღეთ. ორივეს ღვთისმსახურების თანაბარი ძალა აქვს. ამას ვერავინ შეეწინააღმდეგება, თვით საეკლესიო დადგენილებებში ნაკლებად განსწავლულიც კი. რადგანაც, თუ თითქოსდა ნაკლებმნიშვნელოვან დაუწერელ ჩვეულებათა უარყოფას გავბედავთ, ამით უეჭველად შევბღალავთ სახარებაში ყველაზე მთავარს. მეტიც, სამოციქულო ქადაგებებიდან უშინაარსო, ცარიელი სახელი დაგვრჩება. მაგალითად, ჯერ გავიხსენოთ პირველი და ყველასთვის საერთო: ვინ გვასწავლა წმიდა წერილში, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტეს სახელზე მვედრებელნი პირჯვარს უნდა იწერდნენ? რომელი წმიდა წერილი გვასწავლის, რომ ლოცვის დროს პირი აღმოსავლეთისაკენ ვიბრუნოთ? რომელმა წმიდანმა დაგვიტოვა წერილობით მოხმობის სიტყვები ევქარისტიული პურის და სასმელის კურთხევისას?! ჩვენ არ ვკმაყოფილდებით იმ სიტყვებით, რომლებიც სახარებასა და სამოციქულოშია ნახსენები. მანამდეც და შემდგომაც წარმოვთქვამთ დაუწერელი სწავლებიდან მიღებულ სიტყვებსაც, რომელთაც საიდუმლოთა აღსრულებაში დიდი ძალა აქვთ. ასევე - რომელი წმიდა წერილით ვაკურთხებთ წყალს, საცხებ ზეთს ან თვით მოსანათლავ ადამიანს?! განა დაფარული და საიდუმლო გადმოცემით არა?! კიდევ რა - რომელმა დაწერილმა სიტყვამ გვასწავლა ზეთისცხება, საიდან მოდის ნათლობასთან დაკავშირებული სამჯერ შთაფლვა წყალში ადამიანისა, რომელი წერილიდან იქნა აღებული სატანასა და მისი ანგელოზების განგდება და სხვა?! იმ საჯაროდ ართქმული და დაფარული სწავლებიდან ხომ არა, რომელიც ჩვენმა მამებმა უსიტყვოდ, ცნობისმოყვარეთაგან მიუწვდომლად შეინახეს?! ისინი საფუძვლიანად იყვნენ მომზადებულნი, დუმილით დაეცვათ საიდუმლოთა სიწმიდე. სხვანაირად რა უწესობა იქნებოდა, წერილობით განეცხადებინათ სწავლება მასზედ, რისი შეხედვის ნებაც არ ჰქონდათ უნათლავთ?!

რაც მაკვირვებს ზოგადად ზოგი უკიდურესი რელიგიური მიმდინარეობები ამბობენ მოციქულებმაც არ იცოდნენ და არასწორად განმარტავდნენ წმინდა წერილს,არამედ ჩვენ ვიცით და ჩვენი განმარტებაა სწორიო და მოციქულთა ეპისტოლეებსაც არ აღიარებენ და ცდომილად თვლიან (რამეთუ მათ არასწორ განმარტებათა მამხილებელია).
ზოგნი კი მოციქულებს აღიარებენ ჰა 1 საუკუნემდე ანუ მოციქულთა მოწაფეებმა აღარ იცოდნენ და ჩვენ ვიცითო (19 თუ 20 საუკუნეში) რა გამოდის უფალმა ამქვეყნად მოიტანა მაცხოვნებელი სწავლება და რამდენიმე ათეულ წელიწადსაც ვერ შეინარჩუნა ჭეშმარიტება კაცობრიობამ და უკვე მოციქულთა მოწაფეებმა დაამახინჯეს და ბოლო საუკუნეეში გამოჩნდნენ რელიგიური ჯგუფები რომლებიც (ყველა თავისთვის)მიიჩნევს თავს 12 მოციქულთა მემკვიდრეს და პირელ ჭეშმარიტებათა მცოდნეს მფლობელს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მოყვასი
პოსტი Feb 25 2009, 02:30 AM
პოსტი #178

הַלְלוּ-יָהּ
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 572
რეგისტრ.: 14-January 09
წევრი № 6,288

ციტატა(agmsarebeli @ Feb 25 2009, 01:18 AM) *

გაგიმარჯოს!

"ფსალმუნშია ასე: აღამაღლებDით უფალსა ღმერთსა ჩვენსა და თაყვამნის-ჰცემდით კვარცხლბეკსა ფერხთა მისთასა, რამეთუ წმიდა არს".
მაინტერესებს ეს როგორ გესმით.

თქვენში ვის გულისხმობ?
და ბარემ რომელი თავი და მუხლია ისიც მითხარი..

--------------------
"კანონები: 'არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, სხვისი არაფერი ისურვო და ნებისმიერი სხვა მცნება ამ ერთ მცნებაშია შეჯამებული: 'მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს' " - რომაელების მიმართ 13:9.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Feb 25 2009, 04:28 AM
პოსტი #179

იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438

ციტატა

თქვენში ვის გულისხმობ?
და ბარემ რომელი თავი და მუხლია ისიც მითხარი..

შეგახსენებთ , რომ სექტანტებთან საკამათო თემა გაიხსნა

http://church.ge/index.php?showtopic=5957&st=0&gopid=469612&

და ყველა კამათი იყოს იქ, ...
გადმოიტანე ეგ საუბრები და მივყვეთ და ვისაუბროთ!

--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი Feb 25 2009, 10:11 AM
პოსტი #180

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400

G_I_O_R_G_I_

ვინც არ უნდა პასუხი გასცეს მეგობარო საღვთო წერილში, რომელსაც ბიბლია ჰქვია, ვერსად შეხვდები ხატთაყვანის ცემის წახალისებას, პირიქით ეს მიუღებელია ღვთისათვის...
ისე საინტერესოა, რომელ საიდუმლოებებზე ვსაუბრობთ..ნუთუ იყო ისეთი საიდუმლოება ხატთაყვანისცემასტან დაკავშირებით, რომელიც უფალმა დაგვიმალა, ან პავლე მოციქულმა, ან სხვა მახარებლებმა...

მოდი ნუ ვიკამათებთ..
ხატტაყვანისცემა სწორედაც რომ ეკლესიის ტრადიციაა და არა ქრისტეს სწავლება...
არავინ ამბობს აიკრძალოს ..უბრალოდ სიმართლეს უნდა გავუსწოროთ თვალი..სახარების სინათლეს ვერ წაუვალთ ადამიანებო...

ხატთაყვანისცემა არ უსწავლებია მაცხოვარ იესო ქრისტეს, და ეს არის 1000000% იანი ჭეშმარიტება!

KAIROS
ციტატა
შეგახსენებთ , რომ სექტანტებთან საკამათო თემა გაიხსნა

ხომ იცი რომ მე მუდამ შეგეწინააღმდეგები ასეთი სიტყვების გამო.?!

რაც არ უნდა მიმტკიცოთ რომ სიტყვა სექტანტს სიყვარულით ამბობ-ეს სიცრუეა!
რადგანაც ამ ფორუმზე არიან გასხვავებულად მოაზროვნე ქრისტიანები, იქნებ ცოტა პატივი გეცათ და ღია ფორუმში სექტანტებად არ მოგეხსენებინათ? ზურგს უკან რაც გინდა ის გიქნიათ..

ეს ადრეც ბევრჯერ გთხოვეთ, მაგრამ არ ისმინეთ...
აბა სხვა რარა გითხრათ....

iber
ციტატა
ეს საკითხები -მესმის რომ აწუხებდეს შეიძლება სომხებს -ვინაიდან მწამსში ვერ გარკვეულან კიდევ ბოლომდე,პროტესტანტებს და სექტანტებს -ვინაიდან ისინიც ეძებენ მაგრამ მართლმადიდებლებისთვის რა არის აქ სადაო?

მაკვირვებს ასეთი დასკვნები ფრიად...

ბევრი მართლმადიდებლის ტრაგედია სწორედ ის არის რომ გონია რამე იცის, გონია იპოვა რამე, ხატების საბითუმო მაღაზიაში იყიდის 666 ზე რაღაცა ზრაპარს და სარწმუნება სულ ეგ გონია...

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

17 გვერდი V « < 7 8 9 10 11 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 3rd July 2025 - 03:37 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი