![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#221
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ეჰ, რავა იაფასიანად პროვოკატორობ ვიღაცა ხარ ( მეცნობი ისევ
![]() შენზეა ნათქვამი ციტატა შეგონება ამაოა -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
sergi_glaxa |
![]()
პოსტი
#222
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,015 რეგისტრ.: 12-December 07 წევრი № 3,400 ![]() |
1 ისმინეთ სიტყვა, რომელიც უფალმა წარმოთქვა თქვენზე, ისრაელის სახლო! 2 ასე თქვა უფალმა:"ნუ ისწავლით ხალხების გზას და ცის ნიშნებისა ნუ შეგეშინდებათ, რაკი ხალხებს ეშინიათ მათი. 3 რადგან ხალხთა წეს-ჩვეულებანი არარაობაა, რადგან ხეს ჭრიან ტყეში, ცულით ამუშავებს მას ხუროს ხელი, 4 ვერცხლითა და ოქროთი ალამაზებენ, ლურსმნებითა და ჩაქუჩით ამაგრებენ, რომ არ დაიშალოს. 5 ბაღჩაში დადგმულ საფრთხობელას გვანან ისინი და ლაპარაკი არ შეუძლიათ, დაატარებენ, რადგან თავად ვერ დადიან. ნუ შეგეშინდებათ მათი, რადგან ვერ იბოროტებენ, მაგრამ არც სიკეთის ქმნა შეუძლიათ." 6 არავინ არის შენი მსგავსი, უფალო, დიდი ხარ შენ და დიდია შენი სახელი ძლიერებით. 7 ვის არ შეეშინდება შენი, ხალხთა მეუფევ! მხოლოდ შენ გეკუთვნის ეს; რადგან ხალხთა ყველა ბრძენს შორის და ყველა მათ სამეფოში არავინ არის შენი მსგავსი. 8 ყველანი ერთად გამოტვინდნენ და გასულელდნენ, შეგონება ამაოა, ხეა იგი. იერემიას წიგნი 10- 1;2;3;4;5;6;7;8. მაგარია ![]() სიმართლის არ უნდა შეგეშინდეთ..ეს ხომ არავის მოუგონია? ეს ხომ ბიბლიაში წერია, იმ ბიბლიაში, რომელსაც ყველა ქრისტიანული ფრთა აღიარებს მაგრამ გონებას მხოლოდ ღმერთი ცვლის ასე რომ რაც არ უნდა ვამტკიცოთ რომ ბიბლია სიმართლეა, მაინც ვერ დაიჯერებს ადამიანი მანამ, სანამ უფალი არ გაუხსნის გონებას... ეჰ, რავა იაფასიანად პროვოკატორობ ვიღაცა ხარ ( მეცნობი ისევ ![]() შენზეა ნათქვამი ჩემო კაიროს ![]() ![]() ![]() მეგობარო სენ ხომ კარგად იცი, რომ ის რასაც დღეს რწმენას და ქრისტიანობას ეძახიან, ქრისტეს მიერ ნაქადაგებ რწმენასტან არანაირი კავშირი არ აქვს ![]() მაჩვენეთ ერთი ადგილი ქრისტეს სწავლებაში სადაც ის ხატების თაყვანისცემას ასწავლიდა? ასეთი რამ უბრალოდ არ არსებობს და ეს შენ ჩემზე კარგად იცი ![]() ვიცი რომ გულში თავადაც კარგად იცი რომ სიმართლეს გეუბნები, მაგრამ არაუსავს ![]() |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#223
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
sergi_glaxa
ციტატა მაჩვენეთ ერთი ადგილი ქრისტეს სწავლებაში სადაც ის ხატების თაყვანისცემას ასწავლიდა? ასეთი რამ უბრალოდ არ არსებობს და ეს შენ ჩემზე კარგად იცი რატომ დადიხარ ერთსა და იმავე წრეზე? -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
sergi_glaxa |
![]()
პოსტი
#224
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,015 რეგისტრ.: 12-December 07 წევრი № 3,400 ![]() |
|
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#225
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
-------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#226
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
sergi_glaxa
ციტატა ვცდილობ დაგაფიქროთ ჯერ რომ დაგვაფიქრო, საამისოდ უნდა გაიგო, ა) რაა ხატი? ბ) რას ნიშნავს მისი თაყვანის-ცემა და რით განსხვავდება ის ღვთის თაყვანისცემისგან? გ) რას გულისხმობს ეკლესიის წმინდა გადმოცემა? ამეებს რომ გაიაზრებ კარგად, მერე სულ არ დაგჭირდება ჩვენი დაფიქრება.... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
afxazi |
![]()
პოსტი
#227
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
sergi_glaxa
ციტატა ვცდილობ დაგაფიქროთ ხო იმაზე შეგიძლია დაგვაფიქრო რომ ბიბლია წაკითხული არ გაქვს, ან თუ გაქვს ზედაპირულად. ბიბლიის ამ მუხლის მოხმობა: "არ გაიკეთო კერპები, არც რამე ხატი იმისა, რაც არის მაღლა ცაში, დაბლა მიწაზე და წყალში მიწის ქვეშ. (გამოს. 20.4) და იმის მტკიცება რომ ხატი მკრეხელობა და კერპთაყვანისმცემლობაა, პირდაპირ ვიტყვი კონტექსტიდან, თუმცა რაღა კონტესქტიდან, არამედ მთლიანად ბიბლიური თხრობიდან გადახვევა და ამ სიტყვების სათავისოდ გაგებაა. მაშ ამიხსენი ამის მთქმელი უფალი, იმავე მოსეს რაღატომ ეუბნება: "იცოდე, იმ სახის მიხედვით გააკეთე ისინი, როგორც მთაზე იხილე" (გამოსვლ. 25, 40), თან სულ რამდენიმე თავის შემდეგ. შენ რა იმას მეტყვი რომ მოსემ მთაზე მხოლოდ მწვერვალი და იქიდან საოცარი ხედი იხილა? ცხადია არა, არამედ მას უფალი გამოეცხადა და სხვათათვის დაფარული სულიერი სამყარო უჩვენა, რისი მსგავსიც მან მთიდან ჩამოსვლისას დაამზადა მოძრავი ტაძრის სახით და თან უამრავი ქერუბიმის გამოსახულება გააკეთა. ნუთუ აქ ღმერთი ტავის ტავს ეწინააღმდეგება?ცხადია არა, არამედ აქ კარგადაა განსაზღვრული კერპის რაობა, და უბრალოდ გამოსახულების. ოქროსგან გამოჭედავ ორ ქერუბიმს და სახურავის ორსავე კიდეზე დაამაგრებ. (გამოსვლ. 25.18) გააკეთა ოქროს ორი ქერუბიმი; ოქროსაგან გამოჭედა ისინი; სახურავის ორსავე კიდეზე განალაგა. ერთი ქერუბიმი ერთ კიდეზე, მეორე ქერუბიმი მეორე კიდეზე. სახურავიდან გამოიყვანა ქერუბიმები ორსავე კიდეზე. ფრთები გაშლილი ჰქონდათ ქერუბიმებს და ფარავდნენ თავიანთი ფრთებით სახურავს, სახით ერთმანეთისკენ იყვნენ მიქცეულნი, სახურავისკენ ჰქონდათ მიქცეული სახეები. (გამოსვლ. 37 7-9) ანუ აქ უბრალოდ გამოსახულებასთან კი არ გვაქვს საქმე, არამედ ქანდაკების მსგავს მოვლენასთან. მანდ მოგევლინები ხოლმე, სახურავზე, ორ ქერუბიმს შორის, მოწმობის კიდობანზე რომ არიან, და ყველაფერს გამოგიცხადებ, რაც ისრაელიანებისათვის უნდა გაბრძანებინოთ. (გამოსვლ. 25, 22) როცა შედიოდა მოსე სადღესასწაულო კარავში მასთან სალაპარაკოდ, ესმოდა ხმა უფლისა, რომელიც ელაპარაკებოდა მას მოწმობის კიდობნის სახურავს ზემოდან, ორი ქერუბიმის შუიდან. ასე ელაპარაკებოდა მას უფალი. (რიცხვთა 7.89) გააკეთა დაბირში ორი ქერუბიმი ზეთისხილის ხისგან, რომლის სიმაღლე ათი წყრთა იყო. (3 მეფ. 6.23) წმიდათაწმიდის სახლში გააკეთა ორი ქერუბიმის ქანდაკება და ოქროთი დაფერა ისინი. ქერუბიმების ფრთები სიგრძით ოცი წყრთა იყო, ერთის ფრთა - ხუთწყრთიანი, და სახლის კედელს ეხებდა. მეორის ფრთაც - ხუთწყრთიანი, მეორე ქერუბიმის ფრთას ეხებოდა. მეორე ქერუბიმის ფრთაც - ხუთწყრთიანი, სახლის კედელს ეხებოდა. მეორის ფრთაც - ხუთწყრთიანი, პირველი ქერუბიმის ფრთას ეხებოდა. ამ ქერუბიმების ფრთები ოც წყრთაზე იყო გაშლილი. ისინი თავიანთ ფეხებზე იდგნენ და პირისახე სახლისკენ ჰქონდათ მიქცეული. (2 ნეშტ. 3. 10-13) რა გამოდის რომ მთელი ძველი აღთქმის ეპოქა კერპთაყვანისმცემლობის ეპოქაა? ცხადია არა. აბა მაშ რა ხდება იქნებ ამიხსნათ? რაც შეეხება ახალ აღთქმას მისი საკუტარი არგუმენტების გასამყარებლად მოხმობა, ვფიქრობ უფრო უგუნურების შედეგია, რადგან თუკი უფალი წინასწარმეტყველთა პირით ესაუბრებოდა მანამდე ადმაიანებს, ეხლა თვით მოვიდა ამქვეყნად და უხილავი სახილველი გახდა. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
sergi_glaxa |
![]()
პოსტი
#228
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,015 რეგისტრ.: 12-December 07 წევრი № 3,400 ![]() |
კანონისტი
afxazi ტქვენ ქადაგებტ რაღაც სხვას (თქვენ ორნი მანდ ) ![]() იმას რასაც არ ასწავლის ქრისტე. ტქვით რომ ის რასაც თქვენ ამტკიცებთ არაქრისტიანულია და მორჩა..თქვით რომ თქვენ ფიქრობთ ასე.. ნუ დააბრალებთ რა ქრისტეს და თითიდან გამოწოვილ მტკიცებულებებს ნუ გამოედევნებით მთელი საღვთო წერილი ამტკიცებს იმას რომ თქვენი ნათქვამები არასწორია! მოკლედ და კონკრეტულად მიპასუხეთ: ასწავლიდა თუ არა იესო ქრისტე ხატთაყვანისცემას? afxazi ციტატა რაც შეეხება ახალ აღთქმას მისი საკუტარი არგუმენტების გასამყარებლად მოხმობა, ვფიქრობ უფრო უგუნურების შედეგია ნუ ახლა რასაც შენ დაარქმევ უგუნურებას არ ნიშნავს რომ უგუნურება...იცოდე ისე მაინც ![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#229
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
sergi_glaxa
ციტატა მოკლედ და კონკრეტულად მიპასუხეთ: ასწავლიდა თუ არა იესო ქრისტე ხატთაყვანისცემას? სანამ ამ კითხვაზე გაგცემ პასუხს, ის მითხარი რის საფუძველზე უარყოფ ხატთაყვანისცემას. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
sergi_glaxa |
![]()
პოსტი
#230
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,015 რეგისტრ.: 12-December 07 წევრი № 3,400 ![]() |
afxazi
ისე მე ამ საკითხებზე უფრო კომპეტენტურ ადამიანებთან მისაუბრია და ისინიც ვერ აღუდგნენ ბიბლიას და სენ გინდა თქვა რომ იმათზე მეტი იცი? მოკლედ გამგები გაიგებს რაც ვთქვი ... შენთან ამაზე საუბარს და კამათს არ ვაპირებ ბატონო აფხაზ, ამიტომ გამოხმაურება ჩემს პოსტებზე მთლად აუცილებლობას არ წარმოაფგენს ![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#231
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
sergi_glaxa
პასუხი არ გაქვს? არ გეკამათები. ლოგიკურად მინდა ვიმსჯელოთ. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
sergi_glaxa |
![]()
პოსტი
#232
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,015 რეგისტრ.: 12-December 07 წევრი № 3,400 ![]() |
sergi_glaxa სანამ ამ კითხვაზე გაგცემ პასუხს, ის მითხარი რის საფუძველზე უარყოფ ხატთაყვანისცემას. ჯერ სენ გამეცი პასუხი და მერე გეტყვი რომაელები: 21. რაკი შეიცნეს ღმერთი, მაგრამ არ ადიდეს, როგორც ღმერთი, და არც მადლი შესწირეს არამედ ამაონი იქმნენ თვიანთი ზრახვით და დაბნელდა მათი უგონო გული; 22. ბრძენკაცებად მოჰქონდათ თავი და შლეგებად იქცნენ; 23. და უხრწნელი ღმერთის დიდება ხრწნადი კაცის, ფრინველთა და ქვეწარმავალთა ხატებაზე გაცვალეს, 24. ამიტომაც მისცა ისინი ღმერთმა მათივე გულისთქმათა უწმინდურებას, რათა შეებილწათ თავიანთი სხეული; 25. სიცრუეზე გაცვალეს ღვთის ჭეშმარიტება, შექმნილს რომ მსახურებდნენ და არა შემოქმედს, რომელიც კურთხეულია უკუნისამდე. ამინ. |
afxazi |
![]()
პოსტი
#233
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
sergi_glaxa
ციტატა ჯერ სენ გამეცი პასუხი და მერე გეტყვი ![]() ![]() მას არ უარუყვია ძველ აღთქმაში დაფუძნებული ტრადიცია ანგელოზთა გამოსახულების. ამის დამადასტურებელ ვერანაირ მტკიცებულებას ვერ მოიყვან. გარდა ამისა შენი არგუმენტი ძირიტადად ძველი აღთქმიდანაა მოტანილი, ამიტომ ლოგუიკურად ჯერ ძველ აღთქმაზე ვისაუბროთ და ზემოთ მოტანილ ციტატებს თუ შეძლებ შეფასება მიეცი. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
sergi_glaxa |
![]()
პოსტი
#234
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,015 რეგისტრ.: 12-December 07 წევრი № 3,400 ![]() |
2 რჯული
3. გამოგიცხადათ თავისი აღთქმა, რომლის შესრულეს გიბრძანათ. ათი მცნება დაგიწერათ ორ ფიქალზე. 14. მე მიბრძანა მაშინ უფალმა მესწავლებინა თქვენთვის წესი და სამართალი, რათა შეასრულოთ ისინი იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხართ. 15. ძალზე ფრთხილად იყავით, რაკი არ გინახავთ არავითარი სახე, როცა უფალი გელაპარაკებოდათ ხორებში ცეცხლის შუაგულიდან, 16. რომ არ გაირყვნათ და არ გაიკეთოთ ქანდაკი, რაიმე კერპის ხატი მამრის თუ მდედრის გამოსახულება, 17. რაიმე ცხოვვლის გამოსახულება, რაც დედამიწაზეა, რაიმე ფრინველის გამოსახულება, ცაში რაც დაფრინავს, 18. მიწაში ქვემძრომის გამოსახულება, რაიმე თევზის გამოსახულება, რაც წყალშია, მიწის ქვემოთ. 19. რომ ცისკენ ახედვისას და მზისა, მთვარისა და ვარსკვლავების, ცის მთელი მხედრობის დანახვისას არ შეცდე და თაყვანი არ სცე მათ, არ ემსახურო მათ, რომლებიც შეუქმნა უფალმა, შენმა ღმერთმა, ყველა ხალხს მთელს ცისქვეშეთში. |
afxazi |
![]()
პოსტი
#235
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
sergi_glaxa
ციტატა რაკი არ გინახავთ არავითარი სახე, როცა უფალი გელაპარაკებოდათ ხორებში ცეცხლის შუაგულიდან, ამას მიაქციე ყურადრება ციტატა და უხრწნელი ღმერთის დიდება ხრწნადი კაცის, ფრინველთა და ქვეწარმავალთა ხატებაზე გაცვალეს, და განა ხატთაყვანისცემა ეწინააღმდეგება ამას. განა მე ხეს, ჩარჩოს, ან საღებავს ვემ თაყვანს და არა უფალს. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
sergi_glaxa |
![]()
პოსტი
#236
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,015 რეგისტრ.: 12-December 07 წევრი № 3,400 ![]() |
afxazi
რა მაინტერესებს იცი? ადრეც ბევრჯერ მითქვამს და ახლაც ვიმეორებ: ის რასაც შენ მიმტკიცებ არის ვარაუდი, ვიღაცის მიერ გამოტანილი აზრი ამა თუ იმ ქმედების გასამარტლებლად, მე კი მომყავს 100000% იანი მტკიცებულება საღვთო წერილებიდან რომ არ უნდა ეთაყვანო არანაირ გამოსახულებას, არც ხატს და არც ქანდაკს... შენ ვერანაირად ვერ მისაბუთებ საღვთო წერილიდან რომ უნდა ვეთაყვანი მე გეუბნები რომ : არ უნდა (და ვამყარებ ამას ადგილებით ბიბლიიდან) შენ მეუბნები უნდა (მაგრამ საღვთო წერილში არსად არ წერია რომ უნდა ..) |
afxazi |
![]()
პოსტი
#237
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
sergi_glaxa
შემოიხია იესომ სამოსელი, პირქვე დაემხო მიწაზე უფლის კიდობნის წინ და ასე იყვნენ საღამომდე ის და ისრაელის უხუცესობა; თავზე მტვერი დაიყარეს. (ისუ ნავეს ძე 7.6) კიდობნის წინო ნათქვამია. გაეღვიძა სოლომონს და, აჰა, ესეც სიზმარი. მივიდა იერუსალიმში და წარდგა უფლის აღთქმის კიდობნის წინაშე. აღავლინა აღსავლენი და შესწირა სამადლობელი მსხვერპლი. მერე ლხინი გაუმართა თავის მორჩილთ. (3 მეფ. 3.15) დააყენა ლევიანები უფლის კიდობნის წინაშე სამსახურის გასაწევად, რათა მოეხსენებინათ, ედიდებინათ და ექოთ უფალი, ღმერთი ისრაელისა. (1 ნეშტ. 16.4) რატომ იყო ეს აღთქმის კიდობანი, მატერიალური საგნით გაკეთებული, ასეთი პატივსაცემი? -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
KAIROS |
![]()
პოსტი
#238
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
გლახუშკი, აქ მაგრად იჭრები და რა გიყო
![]() ![]() -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
sergi_glaxa |
![]()
პოსტი
#239
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,015 რეგისტრ.: 12-December 07 წევრი № 3,400 ![]() |
afxazi
ციტატა რატომ იყო ეს აღთქმის კიდობანი, მატერიალური საგნით გაკეთებული, ასეთი პატივსაცემი? კაცო მარტო ამ კიდობანს, რომ გადაეკიდე, სადაც არანაირი კავსირი არაა ხატებთან, არც მათთან ვერდებასთან გაიხსენე, რომ კრეტსაბმელი გაიხა..და კრეტსაბმელის მიღმა იყო წმინდათა წმინდაი და იქ მკვიდრობდა სული ღვთისა.... და ის კიდობანიც იმიტომ იყო წმინდა და იმიტომ ეთაყვანებოდნენ რომ თავად სული უფლისა იყო იქ.. ....სხვა ძველ აღქმისეულ ალაგებსაც გადახედე....მე ძველი აღთქმიდანაც გელაპარაკები და ახლიდანაც... სენ კიდე ქერუბიმების მეტი ვერა ნახე რა...არადა ვიმეორებ ქერუბიმებს არავინ სთხოვდა სეწევნას, არ ევედრებოდნენ მას..ეს სხვა რამეა კაცო... და რატომ გაურბიხარ ახალ ართქმას? გლახუშკი, აქ მაგრად იჭრები და რა გიყო ![]() ![]() სენ მაცალე ბიძია, ხომ იცი რომ სიმართლეს ვამბობ ![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#240
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
sergi_glaxa
ციტატა და რატომ გაურბიხარ ახალ ართქმას? გავურბივარ? რას ამბობ? მომიყვანე ერთი აკრძალვა მაინც ხატებისა ახალი აღთქმიდან და დაგიჯერებ. ციტატა სული უფლისა იყო იქ.. მატერიაში იყო სული უფლისა? -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd July 2025 - 04:07 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი