![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#121
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
მატასი
ციტატა პატრიარქის სიტყვები: "კაცი ოჯახში მეფე უნდა იყოს, ქალი დედოფალიო..." კიდევ კარგიო პატრიარქი გვყავს, მის აგრეშე მართლა რა გვეშველებოდა არ ვიცი. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
mekaje |
![]()
პოსტი
#122
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 583 რეგისტრ.: 25-December 08 წევრი № 6,158 ![]() |
წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი.
შეგონებანი ოლიმპიადას ასულო ჩემო, მოძღვარი შენი გრიგოლ მოგიძღვანებ ამა სათნოსა საუნჯეს; ხოლო ყოველთა ძღვენთაგან უმჯობესია სულიერი მამის შეგონებანი. უწყოდე, ოლიმპიადა, ძვირფას ქვათაგან შეჭედილ ოქროთი არ განშვენდებიან დედანი; ხოლო ხატებას ღვთისას ნუ დაიფარავ ფერ-უმარილით _ ამ სამარცხვინო საკეკლუცოთი _ და პირ-სახეს შენსას ნუ წარხოც სხვა რამ მომაკვდინებელ ხატებით. მეწამული და ოქროქსოვილი, ელვარე და ჭრელა-ჭრულა სამოსი მათ დაუტევე, რომელთ ნათელი ცხოვრების არა ჰმოსიათ; ხოლო შენ იღვაწე უბიწოებისათვის, შინაგან თვალის განსაცვიფრებელ, ღირსსახე სილამაზისათვის. დედაკაცში ყოველთა ფერთა მშვენიერია კეთილზნეობა, რომელ მყარია და არა სადა დაუტევებს მას მშვენება ესე. უწინარესად თაყვანსა სცემდე უფალს და მერმედ მეუღლეს შენსას _ რომელ თვალია შენის ცხოვრების და წინამძღოლი ზრახვათა შენთა. მას ერთსა ჰყვარობდე, მას ერთსა გულს უხარებდე, და რაც უფრო ნაზი სიყვარული აქვნდეს შენდამი, მით მეტითა პასუხობდე. ერთსულოვნების საკვრელქვეშ დაიცევ ურყევი ერთგულება... იმგვარ თავისუფლების ნებას ნუ მისცემ შეს თავს, რაგვარსაც გაწვევს ქმრის სიყვარული, არამედ _ წესისამებრ იქცეოდე; რამეთუ ნაყროვანება ყველაფერშია შესაძლო. დედაკაცად შობილი, მამაკაცთათვის ჩვეულ მედიდურობას ნუ მიინიჭებ და ნურცა გვარ-ტომობითა აღიმაღლებ თავს, ნურც შესამოსელით გაყოყოჩდები და ნურცა ჭკუა-გონებით იამპარტავნებ. გონება შენი მეუღლეობის კანონსა მორჩელებს; რამეთუ საკვრელი ქორწინებისა ქმრისას და ცოლისას ყოველსავე ერთ-ჰყოფს. ოდეს გაგულისებულია ქმარი _ დაუთმე მას; ხოლო თუ გადაღლილია, ტბილის სიტყვით და კეთილ-რჩევით შეეწიე. ლომ-ვეფხვის მომთვინიერებელიც არ ხმარობს ძალას გაავებული ცხოველის დასამორჩილებლად, არამედ ფერებითა და საალერსო სიტყვებით შეაგონებს მას. რაოდენ მწყრალად არ იყო, ნურასოდეს უსაყვედურებ მეუღლეს მოწევნილ ზარალისათვის; რამეთუ შენთვის თავად იგია უმჯობესი მონაგები ყოველივე მოსაგებელზე. ნურც მას უსაყვედურებ ქმარს, ოდეს შედეგი მიზნისაებრ ვერ აღსრულდება. უსამართლობა იქნება ეს, რადგან დემონთა მანქაებით ხშირად კეთილზრახვანიც ვერ აღწევენ მიზანს. ნურც უძლურებისათვის ყვედრი მეუღლეს შენსას, რამეთუ მახვილში მუდამ არ არის ძალა. ვინც შენს ქმარს არ უყვარს, ნურც შენ შეუქებ მას ეშმაკურ ზრახვით _ გულის სატკენად. კეთილშობილ ცოლ-ქმარს, და მით უფრო _ ცოლს, ყოველგვარ შემთხვევაში მართებს გულწრფელობა. საზიაროდ მიითვალე ყოველი ჭირი თუ ლხინი ქმრისა შენისა და ზრუნვაც ყოველი ერთ გაქვნდეთ; რამეთუ ამაზედ დაეფუძნება ოჯახი. შენმა რჩევამაც შესაძლოა ივარგოს; მაგრამ თავი ყოველთვის მამაკაცი უნდა იყოს. ოდეს იურვის ქმარი შენი, თავადაც შესწუხდი, ხოლო შემდგომ უმალ გახალისდი და განუქარვე მას მჭმუნვარება; რამეთუ დარდში ქმრისათვის ყველაზე საიმედო საყუდელი ცოლია. საქმიანობა შენი საქსოვ-სართავი და ღვთის სიტყვის სწავლა იყოს, ხოლო გარეშე საქმის ზრუნვა ქმარს მიანდე. შინიდან ხშირად ნუ გახვალ და ნუ შეერთვი საზოგადო ლხენა-გართობას და უწესო კრებულს _ საცა კდემამოსილნიც განიძარცვიან და საცაა თვალთ-მიდგმა, ხოლო სირცხვილის დაკარგვა _ ყოველ ვნებათა დასაბამია. რიგიან კრებულშიაც კეთილგონიერთან სვლას განგიწესებ, რათა გონებაში კეთილი სიტყვა აღგებეჭდოს და მით ვნება რომ აღმოიძირკვო, ანუ სათნოება რამ შეგეძინოს. შენი სახლია შენთვის ქალაქი. ნუ მისცემ თავს უფლებას გარეშეთ ეჩვენებოდე, ოდენ ხოლო კეთილგონიერნი ნათესავნი, მღვდელნი და ჭაღაროსანნი გხედვიდნენ და უმჯობეს ყმაწვილთა იყვნენ შენთვის ესენი; ნურც თავმაღალთა და ურცხვთა დედაკაცთა ეჩვენები; და ნურც კეთილ-სათნო მამაკაცთან გამოსჩნდები, მით უფრო, თუ ქმარს შენსას არ სურდეს შინ მათი ნახვა. და ვინ ესრეთ გარგებს შენ, ვითარ მეუღლე შენი კეთილი, დაღათუ ის მხოლოდ გიყვარს. ზე გაქვნდეს გული, გარნა ნუ იქმები ქედმაღალ. ნუ დაეშურები ქორწილ-დღეობათ, სადაც არს მთვრალობა, როკვა, სიცილი და თვალშეუდგამი ხიბლები. ესე ყოველი აუძლურებს და უბიწოთ გაალღობს, ვითარცა მზის სხივი ცვილსა. ნურც შენ გაიმართავ ოჯახში ლხენა-ქეიფებს, ნურც ქმრის შინ ყოფნისას და ნურც უმისოდ. დაღათუ სტომაქს საზღვარს დაუდებ, ეგების ვნებებიც დაიოკო. დაუმჭირვებელი სტომაქი მეც მაშინებს და შენს ქმარსაც. პირ-სახეზე არც ვნება უნდა დაგთამაშებდეს და არც მრისხანება გითრთოდეს. ყოველი ადამიანისათვის სამარცხვინოა ეს, მით უფრო დედაკაცისათვის. ყურთა შენთა არათუ მარგალიტთაგან განაშვენებდე, არამედ სწრთვიდე კეთილ სიტყვათა სასმენლად, ხოლო ძვირსიტყვაობისთვის დაიხშე თვალი გონებისა. ყურნი შენნი განხვნილნიცა და დახშულნიც უბიწოებას ოდენ ისმენდნენ. ქმრის სიახლოვეს ქალწულებრივი მორცხვობით გეფაკლებოდეს ღაწვნი. უცხოთ ჭვრეტაზე წითლდებოდე, ხოლო ეცადე თავად არვისა ჭვრეტდე, არამედ მიწად დახარე თვალნი. თუ ენას აღვირს არ ასხამ, მოგიძულებს ქმარი. ენამწარობით ხშირად უდანაშაულოც ბოროტ-ვნებულა. საქმეც რომ ითხოვდეს, მაშინაც დუმილი სჯობია, არამც თუ უადგილოდ სიტყვის წამოსროლა. მალიად სვლა უბიწოებას არა შვენის. სიარულშიაც გამოსჩანს რაღაცა თავხედური. ესეც გულისხმა-ჰყავ: ნუ მიეცემი დაუოკებელ ხორციელ სიყვარულს და ყოველ დროს ნუ ეძიებ ცოლ-ქმრული სარეცლის სიამოვნებას; მეუღლესაც შეაგონე წმინდა დღეთა პატივისცემა, რამეთუ დიდებულისა ღმრთისა ხატების მორჩილება ჯერ-არს კანონით. დაღათუ ძემ ღვთისამ თავადვე მოგვცა კაცთ მოდგმას კანონი ქორწინებისა, რომლის ძლით თაობა გრძელდება, ხოლო ერთნი მიდიან და მეორენი მოდიან და განახლებული თაობა იმ მდინარეს ემსგავსება, რომელიც სიკვდილის მეუფების მიზეზით არცა დგას ერთ ალაგას და მუდამ კი აღვსებულია ახალშობის მიზეზით... დაღათუ ჭაღარამ ჩემმა კეთილგონივრული სიტყვა რამ შეგძინა, მაშინ გაკურთხებ, დაიცვა იგი გულის საუნჯეს. ამით მოიხვეჭ კეთილგანწყობას მეუღლისას, რომელიც ზღუდეა შენი. და თუ იგი ამაღლდება, უმეტეს მისსა იდიდები შენც. აჰა, ჩემი ძღვენი! გარნა თუ უკეთესია საჭირო, მაშინ გლოცავ და იქმენ ვით ყანა ხვავრიელ მოდგმათ _ მოდგმათა, რათა მრავალრიცხოვანება კაცთა უგალობდეს დიდებას უფლისას, რომლისათვისაც ვიშვებით ქვეყნად და რომლისკენაც განსვლა იმ ქვეყნად განგვიჩინა ჩვენ სჯულმა. უფალო, მოგვეც ძალა, რათა ვიცხოვროთ შენი ნებისაებრ და აღვასრულოთ ქრისტიანული სათნოებები. -------------------- ღმერთი სიყვარული არს
|
Ligia |
![]()
პოსტი
#123
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,990 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,411 ![]() |
mekaje
მადლობა გრიგოლი ღვთისმეტყველის სიტყვების დადებისთვის მართლა კარგად უწერია და სად მოჩანს ნეტავ აქ რომ ცოლო მიდი დაღუნე თავიო, პირიქით მეგობარი და ახლობელი იყავი მისთვისო რა არის ამაში ცუდი? ![]() |
mekaje |
![]()
პოსტი
#124
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 583 რეგისტრ.: 25-December 08 წევრი № 6,158 ![]() |
Ligia
ციტატა mekaje მადლობა გრიგოლი ღვთისმეტყველის სიტყვების დადებისთვის მართლა კარგად უწერია და სად მოჩანს ნეტავ აქ რომ ცოლო მიდი დაღუნე თავიო, პირიქით მეგობარი და ახლობელი იყავი მისთვისო რა არის ამაში ცუდი?biggrin.gif არაფერი მადლობა უფალს ყველაფრისათვის. ![]() -------------------- ღმერთი სიყვარული არს
|
ზარნაშო |
![]()
პოსტი
#125
|
![]() рождённый, чтобы боротся ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,654 რეგისტრ.: 23-August 07 მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია წევრი № 2,633 ![]() |
მორჩილება მე ასე მესმის: ქმრის სიტყვა უნდა იყოს პირველი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, ცოლი თვალს ვერ იღებდეს მაღლა. ჯიგრულად უნდა იყვნენ, სიყვარულით რჩევაც უნდა მისცენ ერთმანეთს და ხანდახან დაუცაცხანონ კიდეც. თუ ვერაფრით თანხმდებიან, რომლის პოზიციაა უფრო გონივრული, მაშინ უნდა ჭრიდეს ქმრის სიტყვა. მოძღვრის როლიც არ უნდა დავივიწყოთ აქ - რასაც მოძღვარი ეტყვით, ორივემ ის უნდა შეასრულოს და აღარ უნდა ბევრი ბაზარი. ადამიანები ვართ და ორივე მეუღლემ შეიძლება გადააჭარბოს თავის უფლებებს, მაგრამ მეორეს უნდა ეყოს მოთმინება და ჩხუბამდე არ მიიყვანოს საქმე. მე პირადად შეიძლება ბევრიც მოვუთმინო ცოლს, რაც პირადად მე მეხება, მაგრამ ხალხში რომ სცენები მომიწყოს, ან დაუშვებელი რამ ჩაიდინოს, ამაზე ბოდიში! ეს უკვე ოჯახის სიწმინდის და ღირსების შებღალვაა, რაზეც პასუხს ვაგებ ღვთის წინაშე. ან კიდევ, ბავშვებს რაც შეეხება. მათ ხარჯზე როგორ ვაჯეჯილო? პირიქით, დედას ჩემზე მეტად უნდა უყვარდეს შვილები (მგონი ეგრეა ხოლმე ძირითადად. ქმარს ხშირად ცოლი უფრო უყვარს შვილზე, ქალისთვის შვილი პირველია). იქ რომ მეწერა, პამპერსებზე და რაღაცეებზე - რად უნდა შიში და მუშტის დარტყმა ქალს, რომ შვილის და თუნდაც ქმრის ჯანმრთელობაზე იზრუნოს? თუ შეგნებული აქვს და მაინც არ უნდა შვილის გულისთვის საფენები რეცხოს, მასეთ ქალს რა უნდა ელაპარაკო? ვერ რეცხავდნენ უმანქან-უფხვნილ-უყველაფროდ ჩვენი წინაპრები? მოკლედ, სწორედ სიყვარულით უნდა იყოს გამოწვეული მორჩილებაც, მბრძანებლობაცა და წესრიგიც. ისე კი არა, ზოგმა რომ თქვა, გიყვარდეს და გინდა შიშველი იაროს ქუჩაშიო. რომ მიყვარს, იმიტომ მაღელვებს ეს, თორემ მე კი არ შემარცხვენს (დღეს ეს სირცხვილად მაინც აღარ ითვლება).
-------------------- კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
|
Atman |
![]()
პოსტი
#126
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
ეჰ, რომ იცოდნენ ქალებმა რამხელა იარაღია სათნოება და მორჩილება კაცების მართვაში... კაცი თავია, ქალი კი კისერი და საითაც უნდა იქით მიატრიალებს თუკი აღიარებს კაცის თავობას
![]() -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
kato_Bato |
![]()
პოსტი
#127
|
![]() Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 ![]() |
Atman
ციტატა ეჰ, რომ იცოდნენ ქალებმა რამხელა იარაღია სათნოება და მორჩილება კაცების მართვაში. და არ იციან კაცებმა,რ ას ითხოვენ, ხომ? ![]() -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
Atman |
![]()
პოსტი
#128
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
kato_Bato
აბაა... მე პირადად მორჩილ და სათნო ქალებს ეჭვის თვალით ვუყურებ ყოველთვის, ასე მგონია ჩემი მართვა უნდათ ![]() ![]() -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
მაშიკო |
![]()
პოსტი
#129
|
![]() მარიამი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,850 რეგისტრ.: 18-May 09 მდებარ.: ქუთაისი წევრი № 7,002 ![]() |
არ მიყვარს სიტყვა "მორჩილება" მე მსურს დამოუკიდებლობა, ვიცი ქართული ტრადიციები და შეძლებისდაგვარად მივსდევ მათ... სხვის წიკებზე სიარული არ იქნება ჩემთვის მისაღები, თუმცა ბევრი გოგო ვიცი ასე რომ ამბობს და გათხოვების მერე სხვანაირად ფიქრობენ, და მორჩილებენ ქმრებს ყველაფერში და 10-15 წლის მერე აღმოაჩენენ რომ არ უნდა მიეჩვიათ ქმარი ასეთ დამოკიდებულებას.... მე არ მსიამოვნებს როცა ჩემი მეზოებელი ან ნათესავი მეუღლეს უხეშად მიმართავს, ძალიან მომწონს როდესაც მეუღლეები ერთმანეთს სხვების დასანახად მაინც რომ მოწოწებით ექცევიან ერთმანეთს...
-------------------- უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
|
ზარნაშო |
![]()
პოსტი
#130
|
![]() рождённый, чтобы боротся ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,654 რეგისტრ.: 23-August 07 მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია წევრი № 2,633 ![]() |
ეჰ, რომ იცოდნენ ქალებმა რამხელა იარაღია სათნოება და მორჩილება კაცების მართვაში... -------------------- კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
|
მაშიკო |
![]()
პოსტი
#131
|
![]() მარიამი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,850 რეგისტრ.: 18-May 09 მდებარ.: ქუთაისი წევრი № 7,002 ![]() |
მოფერებით კი ქალს იმდენი რამე შეუძლია! "კაჩაობით" არ შეუძლია? -------------------- უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
|
kato_Bato |
![]()
პოსტი
#132
|
![]() Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 ![]() |
ზარნაშო
ციტატა მოფერებით კი ქალს იმდენი რამე შეუძლია! მოიცა რა, ვის ატყუებ ![]() მოფერება თუ გინდა, ისე ვერ იტყვი? ან ისე არ ეყვარები, რომ არ მოგაკლოს? მუსლიმი ქალის იმიჯით სპეკულიანტობა მოგინდათ ოჯახში? ეგ რა ცოლქმრობაა. ყველაფრის თავი და ბოლო გულწრფელობაა და ეს არ ვიზამ და კი ვიზამ მეცხრე კლასში ამოსაწური თემა. დილას მოფერება, ლანჩზე 1 სურვილი ![]() კეით.. -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
ზარნაშო |
![]()
პოსტი
#133
|
![]() рождённый, чтобы боротся ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,654 რეგისტრ.: 23-August 07 მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია წევრი № 2,633 ![]() |
"კაჩაობით" არ შეუძლია? -------------------- კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
|
გიორგი |
![]()
პოსტი
#134
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
მოდი დააკონკრეტეთ რას ნიშნავს მორჩილება, OK?
ახლა რაიმე რომ ვთქვა დაიწყება ლაპარაკი რომ ეგ არ იგულისხმება, რომ ასე და რომ ისე... ![]() აი, თემის სათაურია: ცოლ-ქმრული მორჩილება. თავისთავად ნათელია რომ ლაპარაკია ქალის (ცოლის) მორჩილებაზე კაცისადმი (ქმრისადმი) და არა პირიქით ანუ ეს არ არის ზოგადად მორჩილება ჭკვიანისადმი, ოპტიმალური გადაწყვეტილების სასარგებლოდ ან თუნდაც მორჩილება სიყვარულისადმი და გამო. (რაც ორივე სქესს გააჩნია და ყოველთვის ორმხრივია) აქ ლაპარაკია ცოლის მორჩილებაზე ქმრისადმი. ![]() თუ ქმარი უფრო ჭკვიანია, უფრო ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს იღებს ან უბრალოდ ეკონომიურად უპირატესი სიტუაცია აქვს მაშინ ეს ქმრისადმი კი არა შესაბამისად ჭკვიანისადმი, ოპტიმალური გადაწყვეტილებისადმი ან ეკონომიური გავლენისადმი მორჩილება გამოდის. იგივე მაჩვენებლებით (ჭკვიანი, ოპტიმალური, ეკონომიურად შეძლებული და ა.შ.) შეიძლება ქალიც აღემატებოდეს ქმარს, ანუ ეს არ არის ის, რასაც ვეძებთ და რაც გვაინტერესებს: ჩვენ გვაინტერესებს როდის და რა სიტუაციაში უნდა დაემორჩილოს ცოლი ქმარს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ ის კაცია? -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
მაშიკო |
![]()
პოსტი
#135
|
![]() მარიამი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,850 რეგისტრ.: 18-May 09 მდებარ.: ქუთაისი წევრი № 7,002 ![]() |
ჩვენ გვაინტერესებს როდის და რა სიტუაციაში უნდა დაემორჩილოს ცოლი ქმარს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ ის კაცია? მამაჩემის აზრით ქალი კაცს ნებისმიერ სიტუაციაში უნდა დაემორჩილოს, თუნდაც კაცმა ქალს სთხოვოს რიონში გადახტომა(!) ის ამას ბიბლიაზე დაყრდნობით აცხადებს, მე არ ვეთანხმები, თუმცა მან ამის შესახებ არ იცის ჯერ ![]() -------------------- უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
|
გიორგი |
![]()
პოსტი
#136
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
მაშიკო
ციტატა მამაჩემის აზრით ქალი კაცს ნებისმიერ სიტუაციაში უნდა დაემორჩილოს, თუნდაც კაცმა ქალს სთხოვოს რიონში გადახტომა(!) ნებისმიერ სიტუაციაში კი არა უბრალოდ საინტერესოა თუ არსებობს ისეთი თუნდაც ერთი კონკრეტული სიტუაცია, სადაც ცოლი ქმარს უნდა დაემორჩილოს მხოლოდ იმიტომ რომ ის ქალია და ქმარი კი - კაცი. ანდა რატომ უნდა არსებობდეს ასეთი სისულელე? ![]() ციტატა ბიბლიაზე დაყრდნობით აცხადებს კონკრეტულად არავის ვეხები, მაგრამ ზოგიერთი ადამიანი ბიბლიაზე დაყრდნობით (!!!) იმასაც აცხადებს რომ კაცს ქალებში სიარულის უფლება აქვს (უფრო მეტიც - აუცილებელია), ქალი კი ქალიშვილად უნდა ცაბარდეს პატრონს, მაგრამ აქვს ამას რაიმე საერთო ქრისტეანობასთან??? ![]() ციტატა მე არ ვეთანხმები, თუმცა მან ამის შესახებ არ იცის ჯერ ![]() ![]() ![]() -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
Misha Songulashvili |
![]()
პოსტი
#137
|
![]() ეკუმენისტი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,524 რეგისტრ.: 21-October 07 წევრი № 3,010 ![]() |
ციტატა ჩვენ გვაინტერესებს როდის და რა სიტუაციაში უნდა დაემორჩილოს ცოლი ქმარს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ ის კაცია? ცოლ ქმარს შორის საქმე რომ მორჩილებაზე მივა საუკეთესო გამოსავალი განქორწინებაა... გავა წლები და ამ ჩემს მოსაზრებას დამაკვირდის ახალ გამოცემაში შეიტანენ ! -------------------- "ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!' ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _ ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!" |
მაშიკო |
![]()
პოსტი
#138
|
![]() მარიამი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,850 რეგისტრ.: 18-May 09 მდებარ.: ქუთაისი წევრი № 7,002 ![]() |
გიორგი
მამაჩემი ბიბლიას მხოლოდ მაგაში ეთანხმება, თორემ ეკლესიაში კი არ დადის ![]() რაც აწყობს იმას კარგად იმახსოვრებს რა.... -------------------- უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
|
გიორგი |
![]()
პოსტი
#139
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
Misha Songulashvili
ციტატა ცოლ ქმარს შორის საქმე რომ მორჩილებაზე მივა საუკეთესო გამოსავალი განქორწინებაა... საუკეთესოსი რა გითხრა... მაგრამ განქორწინებისკენ კი აქვს უკვე გეზი აღებული ეგეთ სიტუაციას. მაშიკო ციტატა მამაჩემი ბიბლიას მხოლოდ მაგაში ეთანხმება და ბიბლია ამას არ გვასწავლის... ![]() -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
ზარნაშო |
![]()
პოსტი
#140
|
![]() рождённый, чтобы боротся ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,654 რეგისტრ.: 23-August 07 მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია წევრი № 2,633 ![]() |
მოდი დააკონკრეტეთ რას ნიშნავს მორჩილება, OK? ახლა რაიმე რომ ვთქვა დაიწყება ლაპარაკი რომ ეგ არ იგულისხმება, რომ ასე და რომ ისე... ![]() აი, თემის სათაურია: ცოლ-ქმრული მორჩილება. თავისთავად ნათელია რომ ლაპარაკია ქალის (ცოლის) მორჩილებაზე კაცისადმი (ქმრისადმი) და არა პირიქით ანუ ეს არ არის ზოგადად მორჩილება ჭკვიანისადმი, ოპტიმალური გადაწყვეტილების სასარგებლოდ ან თუნდაც მორჩილება სიყვარულისადმი და გამო. (რაც ორივე სქესს გააჩნია და ყოველთვის ორმხრივია) აქ ლაპარაკია ცოლის მორჩილებაზე ქმრისადმი. ![]() თუ ქმარი უფრო ჭკვიანია, უფრო ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს იღებს ან უბრალოდ ეკონომიურად უპირატესი სიტუაცია აქვს მაშინ ეს ქმრისადმი კი არა შესაბამისად ჭკვიანისადმი, ოპტიმალური გადაწყვეტილებისადმი ან ეკონომიური გავლენისადმი მორჩილება გამოდის. იგივე მაჩვენებლებით (ჭკვიანი, ოპტიმალური, ეკონომიურად შეძლებული და ა.შ.) შეიძლება ქალიც აღემატებოდეს ქმარს, ანუ ეს არ არის ის, რასაც ვეძებთ და რაც გვაინტერესებს: ჩვენ გვაინტერესებს როდის და რა სიტუაციაში უნდა დაემორჩილოს ცოლი ქმარს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ ის კაცია? მაშიკო კონკრეტულად არავის ვეხები, მაგრამ ზოგიერთი ადამიანი ბიბლიაზე დაყრდნობით (!!!) იმასაც აცხადებს რომ კაცს ქალებში სიარულის უფლება აქვს (უფრო მეტიც - აუცილებელია), ქალი კი ქალიშვილად უნდა ცაბარდეს პატრონს, მაგრამ აქვს ამას რაიმე საერთო ქრისტეანობასთან??? ![]() ![]() ![]() Misha Songulashvili საუკეთესოსი რა გითხრა... მაგრამ განქორწინებისკენ კი აქვს უკვე გეზი აღებული ეგეთ სიტუაციას. ![]() -------------------- კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 01:45 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი