![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
leluka |
![]()
პოსტი
#21
|
![]() ♥-ლელუკა-♥ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,677 რეგისტრ.: 24-January 07 წევრი № 907 ![]() |
Маиа
ციტატა ყოველთვის ბოროტის ბრალი კი არაა... ამაშიც მართალი ხარ... მაგრამ ის რომ ბევრი ცუდი რამ გვაქვს ნანახი. გაგონილი და ა.შ ძნელია იყო მშვიდი და ფიქრებისგან თავისუფალი... მე არც ვამბობ რომ ეშმაკის შთაგონებით ჩამიდენია ბევრი რამ.. ღმერთმა დამიფაროს, უბრალოდ რაც დრო გადის უფრო და უფრო ცუდი სიტუაციაა. უფრო ბევრი ცუდის დანახვა მოსმენა გიწევს და მოქმედებს ეს ფსიქოლოგიაზე, ძალიან განვიცდი იმას რომ ბევრი ისეთი ადამიანია რომელსაც შენი ადამიანობა არ აინტერესებს, თავისი ინტერესების გამო გიყენებს. საწყენია. ისევ და ისევ ადამიანი თორემ.. მაგრამ სუსტია ადამიანი და არ ვამტყუნებ, ყველა შეიძლება აღმოვჩნდეთ მსგავს სიტუაციაში როცა ვინმეს განვიკითხავთ, ამიტომ შეგვინდოს უფალმა -------------------- ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
|
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#22
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
პასუხი ამ კითხვაზე არ არსებობს...ტყუილად ვირჯებით..მართალია მნათე
-------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
Iona |
![]()
პოსტი
#23
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 943 რეგისტრ.: 6-February 07 წევრი № 1,025 ![]() |
ციტატა ანუ უფალი არ ერევა ადამიანის ცხოვრებაში, ის ცდილობს, რომ ჩვენ მისკენ ვისწრაფოდეთ და ა.შ., მაგრამ მან ხომ იცის ეს მცდელობა საბოლოოდ რა შედეგს გამოიღებს თავისუფალი ნება იმის თავისუფალი ნებაა რომ ცუდიც შეიძლება აირჩიო. აბა მარტო კარგს რო ირჩევდეს ყველა ეგ იქნებოდა ძალით თავისუფალი ნება. ![]() ყველაფერი დამთავრდებოდა ამერიკული ჰეფი ენდით ![]() -------------------- ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
|
ვეშაპო |
![]()
პოსტი
#24
|
![]() ბიზონებზე მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 ![]() |
Iona
ციტატა თავისუფალი ნება იმის თავისუფალი ნებაა რომ ცუდიც შეიძლება აირჩიო. აბა მარტო კარგს რო ირჩევდეს ყველა ეგ იქნებოდა ძალით თავისუფალი ნება. ყველაფერი დამთავრდებოდა ამერიკული ჰეფი ენდით მაგაზე არ იყო მანდ ლაპარაკი. -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
მნათე |
![]()
პოსტი
#25
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ვეშაპო
რავა ვაააართ ჩიხშიიიი? ![]() -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
Genesis |
![]()
პოსტი
#26
|
მივაფსი კრემლს ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 ![]() |
შეგაწუხათ ხომ მაგ ტემამ?
მე მაქ პასუხი მაგაზე... ![]() მარა მეზარება ახლა წერა ![]() თან სადრაც თემა მქონდა გახსნილი მარა, არადოგმატურიაო ესეთი განმარტება და ბოლომდე არ მიმაყვანინეს ![]() -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
afxazi |
![]()
პოსტი
#27
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
მნათე
ციტატა ამ კითხვაზე პასუხისას ეკლესია ყოველთვის ჩიხში შედიოდა რას ნიშნავს ეს სიტყვები ლევან? რატომ შედიოდა ჩიხში ეკლესია? ვეშაპო ციტატა მაიტა აბა. მიმითითე ზუსტი ადგილი. მართლა მაინტერესებს. http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/damaskeli/44.htm ციტატა მამაო, ადამიანს აქვს თავისუფალი ნება და მან თავისი ქმედებით თითონ უნდა მოიპოვოს სასუფეველის და ცხონების შანსი. ხოლო, უფალმა ამ პიროვნების საბოლოო დანიშნულება უკვე იცის. ანუ, იცის უკვე ეს ადამიანი ამ შანსს მოიპოვებს, თუ არა. რა აზრი აქვს მაშინ ადამიანისთვის თავისუფალი ნების მინიჭებას, თუკი უფალმა უკვე უწყის, თუ სად გამწესდება მისი სული? უფალმა ისიც უწყის, თუ რა ცხოვრებით იცხოვრებს ეს ადამიანი. იცის ავაზაკი იქნება, მეძავი, თუ პატიოსანი და შრომისმოყვარე. ისიც იცის, რომ ავაზაკი თუა და შემდგომ გამოსწორდება, ან პატიოსანია და შემდგომ გაავაზაკდება. მან ყველაფერი წინდაწინ იცის. იცის, რამდენი ბოროტება მოხდება, რამდენი მკვლელობა, რამდენი წამება, რამდენი ავკაცობა და ა.შ. ისიც იცის, ვინ ვის მოაკვდინებს. ხანდისხან რომ ვფიქრობ ხოლმე, მსოფლიოს არსებობის უაზრობამდე მივდივარ. ანუ, აზრი არ აქვს მის არსებობას, უკეთუ ღმერთისთვის ყველაფერი წინასწარ ცნობილია უკვე. უბრალოდ ლოგიკურად რომ დავფიქრდეთ, თუკი ყოველივე დაწერილი სცენარით ვითარდება (სხვას არაფერს ნიშნავს ის რომ რაც არ უნდა მოიმოქმედოს ადამიანმა ეს ყოველივე უკვე ცნობილია და ისიც სამოთხეში მოხვდება თუ ჯოჯოხეთში პიროვნება ესეც ცნობილია) რა აზრი აქვს ადამიანის არსებობას, მაშინ როცა მთელი საეკლესიო მოძღვრება მომართულია ადამიანის სათნოებაში წარმატებისკენ, ღვთისკენ მარადიულად სწრაფვისკენ და საერთოდ განღმრთობისკენ და თუ ეს წინასწარვე განსაზღვრულია (წინასწარმცოდნეობის ეს გაგება სწორედაც რომ განსაზღვრულობას ნიშნავს) გამოდის რომ ადამიანის ნებით აღსრულებული მოქმედება რაც ღვთისკენ სწრაფვას ემსახურება, რომ ის ეჭიდება მისკენ მომართულ ღვთაებრივ ნებას, მოჩვენებითი ყოფილა და ადამიანის მიერ გამოვლენილი ნება ცხონებაში დამკვიდრებისკენ უბრალოდ აქეთკენ მომართვის პრინციპით ყოფილა ასე ვთქვათ დაპროგრამებული. ანუ გამოდის რომ ადამიანი არაფერ შუაშია აბსოლუტურად მას ან აცხოვნებს ღმერთი ან პირიქით წარწყმედს. ანუ გამოდის რომ ზოგიერთი გამორჩეულია დაბადებამდე ცხონებისათვის, ზოგი კი პირიქით წარწყმედისაკენ. ეკლესია გამორჩეულობის პრინციპს კატეგორიულად გამორიცხავს და არ ყოფს ადამიანებს ნაწილს გამორჩეულად, ნაწილს კი პირიქით არა გამორჩეულად. ეკლესია აღიარებს პირად წარმატებს, მოღვაწეობას, გამოვლენილ სურვილს ცხონებისაკენ, რომელსაც ხადია ერთვის ღვთაებრივი ნება რომელსა აყავს ის ზეციურ სასუფეველში და პირიქით არ გამოვლენილ ნებას რომელსაც ცხადია არ ერთვის ღვთაებრივი ნება (თუმცა ის მომართულია მისკენ, უბრალოდ პიროვნება არ იღებს მას) და შესაბამისად ადამიანი ვერ იმკვიდრებს სასუფეველს. იოანე ოქროპირი როდესაც განმარტავს რომაელთა მიმართ ეპისტოლის ამ მუხლს: "რათა გამოეჩინა თავისი დიდების სიუხვე წყალობის ჭურჭელთა მიმართ, წინასწარ რომ განამზადა დიდებისათვის" (9.23) ამბობს: როდესაც შენ წინასწარ განმზადებას გაიგებ ყველაფერსს ღმერთს ნუ მიაწერ, ჩვენს ცხონებას თუ არ ცხონებას; რადგან ასე რომ ყოფილიყო მაშინ ყველანი ვცხონდებოდით, რადგან მას ყველას ცხონება სურს. ამიტომ ეს წინაგანმზადება გაიგე როგორც წინასწარმცოდნეობად, რადგან ყოველივე წინასწარ უწყის მან, მაგრამ არავის არ აიძულებს და როდესაც ჩვენ გამოვავლენთ ჩვენს ნებას რომ კეთილი გვსურს მაშინ ის შეგვეწევა და მართალია უდიდესი ნაწილი ცხონების საქმეში უფლის დამსახურებაა ჩვენს გვმართებს ჩვენივე ნებით უფლისკენ მიდევნება (ამ ნების გარეშე ცხონება არ აღსრულდება). რას ნიშნავს წინასწარმოდნეობა? და რატომ არაა ეს წინასწარმცოდნეობა წინაგანსაზღვრულობის მნიშვნელობით დატვირთული? იოანე დამასკელი გარდამოცემაში ასეთ რამეს ამბობს: საჭიროა ვიცოდეთ, რომ ყველაფრის წინასწარმცოდნეა ღმერთი, მაგრამ არა ყოველივეს წინაგანმსაზღვრელი, რადგან წინასწარ იცის მან ისიც კი, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, თუმცა წინასწარ არ განსაზღვრავს ამას, არ ნებასვს რა, რომ მოხდეს ბოროტება და არ ის, რომ გვაიძულოს სათნოება. ამგვარად, წინაგანსაზღვრულობა არის საღვთო წინასწარმცოდნეობითი ბრძანების საქმე. ღმერთი თავისი წინასწარმცოდნეობის შესაბამისად წინაგანსაზღვრავს იმას რა ჩვენზეა არ არის დამოკიდებული, რადგან მას უკვე წინდაწინ განსჯილი აქვს ყოველივე თავისი სიკეთისა და სამართლიანობის შესაბამსიად. საჭიროა ვიცოდეთ, რომ გასაკეთებელ საქმეთა არჩევა ჩვენზეა დამოკიდებული, ხოლო ამ საქმეტაგან კეთილთა დაბოლოება ღვთის თანამოქმედებით ხდება, რადგან იგი, შესაბამისად თავისი წინასწარმცოდნეობისა, ჯეროვნად თანამოქმედებს მათთან, რომლებიც მართალი სინდისით ირჩევენ სიკეთეს. მეორე მხრივ, უკეღური საქმეების დასრულება მიტოვებულია ღვთისაგან, რომელიც კვლავ თავისი წინასწარმცოდნეობის შესაბამისად, სამართლიანად ტოვებს მათ. ანუ თუკი მე ვხედავ, რომ (ეს მაგალითი ერთ ერთ წმინდანს შემოაქვს, სამწუხაროდ არარ მახსოვს მისი სახელი) ცხენებში შებმული ეტლი უფსკრულისკენ მიექანება და ეს ჩხენები არათუ ჩერდებიან, არამედ პირიქით უფრო უმატებენ სიჩქარეს, არ ვიფიქრებ რომ თუკი ასეთივე სვლით გააგრძელებენ ისინი სვლას უფსკრულში გადაიჩეხებიან? და თუ მართლაც გადაიჩეხებიან ეს ხომ იმას არ ნიშნავს რომ ამ წინასწარმცოდნების გამო გადაიჩეხენ ისინი უფსკრულში, ისინი არა ჩემს მიერ გამოთქმული ვარაუდის გამო გადაიჩეხენ უფსკრულში არამედ იმიტომ რომ დაუოკებლად მიისწრაფვოდნენ უფსკრულისკენ, ან კიდევ პირიქით ხომ შეიძლება ვიფიქრო უფსკურლს რომ მიუახლოვდებიან გაცერდებიან და მართლაც გაჩერდნენ, ნიშნავს ეს იმას რომ მე გავაჩერე? ცხადია არა. ეს ყოველივე რომ ღვტაებრივ წინასწარმცოდნეობას შევადაროთ რამდენად უფრო სრულყოფილი იქნება ღვთაებრივი წინასწარმცოდნეობითობა (რომელიც ჭვრეტაზეა დამყარებული), როცა მე მხოლოდ გარეგნულად ვაფასებ მოვლენას თუ პიროვნებას და უფალი კი ყველას გონების მხედველია. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
Genesis |
![]()
პოსტი
#28
|
მივაფსი კრემლს ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 ![]() |
ანუ თუკი მე ვხედავ, რომ (ეს მაგალითი ერთ ერთ წმინდანს შემოაქვს, სამწუხაროდ არარ მახსოვს მისი სახელი) ცხენებში შებმული ეტლი უფსკრულისკენ მიექანება და ეს ჩხენები არათუ ჩერდებიან, არამედ პირიქით უფრო უმატებენ სიჩქარეს, არ ვიფიქრებ რომ თუკი ასეთივე სვლით გააგრძელებენ ისინი სვლას უფსკრულში გადაიჩეხებიან? და თუ მართლაც გადაიჩეხებიან ეს ხომ იმას არ ნიშნავს რომ ამ წინასწარმცოდნების გამო გადაიჩეხენ ისინი უფსკრულში, ისინი არა ჩემს მიერ გამოთქმული ვარაუდის გამო გადაიჩეხენ უფსკრულში არამედ იმიტომ რომ დაუოკებლად მიისწრაფვოდნენ უფსკრულისკენ, ან კიდევ პირიქით ხომ შეიძლება ვიფიქრო უფსკურლს რომ მიუახლოვდებიან გაცერდებიან და მართლაც გაჩერდნენ, ნიშნავს ეს იმას რომ მე გავაჩერე? ცხადია არა. ეს ყოველივე რომ ღვტაებრივ წინასწარმცოდნეობას შევადაროთ რამდენად უფრო სრულყოფილი იქნება ღვთაებრივი წინასწარმცოდნეობითობა (რომელიც ჭვრეტაზეა დამყარებული), როცა მე მხოლოდ გარეგნულად ვაფასებ მოვლენას თუ პიროვნებას და უფალი კი ყველას გონების მხედველია. ცხენების ვარიანტი წინასწარ ჭვრეტას ჰგავს... მაგრამ ეს არის ვარაუდი რომელიც შეიძლება მცდარი აღმოჩნდეს. მანდ გიწერია სიტყვა "თუ". თუ გააგრძელეს ესეთი სიჩქარით... თუ არ შეანელეს... წინასწარ ჭვრეტისთვის სიტყვა "თუ" ზედმეტია ჩემის აზრით, ანუ ასე უნდა ეწეროს: ცხენები გააგრძელებენ ასეთი სიჩქარით სვლას... ცხენები არ შეანელებნ. ცხენები უფსკრულში გადაიჩეხებიან... ახლა აიღე ის ვარიანტი რომ წინასწარ განჭვრეტილი გაქ ცხენების ასეთი მდგომარეობა, ეტლში ჩაჯდომამდე... ანუ სათუოდ კიარაა საქმე, არამედ უცდომლად ხედავ მათ ფინიშს... ჩაჯდები ეტლში? -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
afxazi |
![]()
პოსტი
#29
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
Genesis
ციტატა ახლა აიღე ის ვარიანტი რომ წინასწარ განჭვრეტილი გაქ ცხენების ასეთი მდგომარეობა, ეტლში ჩაჯდომამდე... ანუ სათუოდ კიარაა საქმე, არამედ უცდომლად ხედავ მათ ფინიშს... ჩაჯდები ეტლში? ანუ ცხენებს გულში უდევთ ის აზრი რომ უფსკრულში უნდა გადაგჩეხონ? ![]() ![]() ვერ მივხვდი ეს რა შუაშია. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
Genesis |
![]()
პოსტი
#30
|
მივაფსი კრემლს ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 ![]() |
Genesis ანუ ცხენებს გულში უდევთ ის აზრი რომ უფსკრულში უნდა გადაგჩეხონ? ![]() ![]() ახლავე აგიხსნი... ადამიანისთვის ეს წარმოუდგენელია. მაგრამ ყოვლისმცოდნემ 100% იცის: როგორი გარემო იქნება ცხენების მარშუტზე. თავის ბუზანკალიანად, მზის ტემპერატურიანად, ფუტკრიანად... ამასთან 100% იცის: ცხენების ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ამ 2 ფაქტთან შეჯამებით შეუძლია მიიღოს ერთი უტყუარი ფაქტი. მოკლედ: ცხენებს რა მონაცემიც უდევთ ფიზიოლოგიურად და ფსიქლოგიურად, თუ დამეთხვა გარემოს მონაცემებს ისე, რომ გადაიჩეხნენ ცხენები... ამის განჭვრეტა შესაძლებელი იქნებოდა მანამდე სანამ ცხენებს ეტლში შეაბამდნენ, მის მიერ ვინც ფლობს ინფორმაციას ცხენის ფიზიკურ და ფსქიოლოგიურ მდგომარეობის შესახებ და გარემოს დინამიურობის შესახებ. ღმერთის არსებობაც რომ გამორიცხოს ატეისტმა... ბუნების ჰარმონია და კავშირი ფლობს ასეთ ინფორმაციას... იმიტომ რომ გარემოც და კონკრეტულად ადამიანიც ამ ჰარმონიის ნაწილია მთელი ტავისი მყარი და არამყარი ელემენტებით... -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
afxazi |
![]()
პოსტი
#31
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
Genesis
ციტატა მოკლედ: ცხენებს რა მონაცემიც უდევთ ფიზიოლოგიურად და ფსიქლოგიურად, თუ დამეთხვა გარემოს მონაცემებს ისე, რომ გადაიჩეხნენ ცხენები... ამის განჭვრეტა შესაძლებელი იქნებოდა მანამდე სანამ ცხენებს ეტლში შეაბამდნენ, მის მიერ ვინც ფლობს ინფორმაციას ცხენის ფიზიკურ და ფსქიოლოგიურ მდგომარეობის შესახებ და გარემოს დინამიურობის შესახებ. მერე ეს ნიშნავს იმას რომ შემოქმედმა მოაწყო ასე რომ ცხენები უფსკრულში გადაჩეხილიყვნენ? რაღაციდან გამომდინარე განჭვრიტა ხომ უფალმა რომ ისინი აუცილებლად გადაიჩეხებოდნენ. ასე არ არის? -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
Genesis |
![]()
პოსტი
#32
|
მივაფსი კრემლს ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 ![]() |
Genesis მერე ეს ნიშნავს იმას რომ შემოქმედმა მოაწყო ასე რომ ცხენები უფსკრულში გადაჩეხილიყვნენ? რაღაციდან გამომდინარე განჭვრიტა ხომ უფალმა რომ ისინი აუცილებლად გადაიჩეხებოდნენ. ასე არ არის? კი მასეა ნამდვილად. ერთი კორექტურით: განჭვრეტისთვის სურვილი კიარგამოიჩინა- არამედ თავისთავად ფლობდა ამ განჭვრეტილ ინფორმაციას. მაგრამ შეკიტხა ასეთია... ჩაჯდებოდი თუ არა ეტლში ეს ინფორმაცია რომ იცოდე? -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
afxazi |
![]()
პოსტი
#33
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
Genesis
ციტატა კი მასეა ნამდვილად. აგაშენა ღმერთმა. ე.ი. წინასწარ დაწერილი სცენარი არ არსებობს ხომ? ასეა ადამიანთან მიმართებაშიც. უფალმა რომელმაც კარგად უწყის შინაგანი მდგოამრეობა და განწყობილება ადამიანისა, ის თუ რა გარემოში ცხოვრობს და ასე შემდეგ ჭვრეტს რას გააკეთებს ის. და არა თუ ის რომ ადამიანი დაბაადებამდე ან ცხონებისთვის ან წწარწყმედისთვის იყოს განწირული. და თუ არ ჩავჯდებოდი?... -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
Genesis |
![]()
პოსტი
#34
|
მივაფსი კრემლს ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 ![]() |
Genesis აგაშენა ღმერთმა. ე.ი. წინასწარ დაწერილი სცენარი არ არსებობს ხომ? ასეა ადამიანთან მიმართებაშიც. უფალმა რომელმაც კარგად უწყის შინაგანი მდგოამრეობა და განწყობილება ადამიანისა, ის თუ რა გარემოში ცხოვრობს და ასე შემდეგ ჭვრეტს რას გააკეთებს ის. და არა თუ ის რომ ადამიანი დაბაადებამდე ან ცხონებისთვის ან წწარწყმედისთვის იყოს განწირული. და თუ არ ჩავჯდებოდი?... სცენარს ადამიანი სწერს და მისი გარემო მაგრამ ამის განჭვრეტა მილონი წლიტ ადრე შეიძლება და კიდე მეტით... ![]() უფალმა ეს ყველაფერი იცის... მანამდე სანამ დაიბადება ადამიანი, იცის მისი საბოლოო ფინიში. გახსოვს სოდომი და გომორი? თურმე ქრისტეს რომ ექადაგა მანდ, გადარჩებოდა ეგ ქალაქი... ასე საყვედურობს ქორაზინეს და ბეთსსაიდას, მათი გულქვაობის გამო... იყო თუ არა ეს ქალაქი განწირული ამ ქვეყნად? ხომ არსებობდა ტურმე მათი გადარჩენის შანსი? რატომ არ იქადაგა იქ ქრისტემ? -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
afxazi |
![]()
პოსტი
#35
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
Genesis
ციტატა იყო თუ არა ეს ქალაქი განწირული ამ ქვეყნად? გახსოვს აბრაამის საუბარი უფალთან, ამდენი და ამდენი მართალი რომ იყოს ხომ გადაარჩენო ქალაქსო, მაგრამ არ აღმოჩნდა. განა იმიტომ არ აღმოჩნდა რომ ეს უფალს წინდაწინვე განჭვრეტილი ქონდა. ციტატა უფალმა ეს ყველაფერი იცის... მანამდე სანამ დაიბადება ადამიანი, იცის მისი საბოლოო ფინიში. მაშ რაღატომ უშვებს ადამიანის დაბადებას, თუკი ის ჯოჯოხეთისთვისაა განწირული? -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
Genesis |
![]()
პოსტი
#36
|
მივაფსი კრემლს ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 ![]() |
Genesis გახსოვს აბრაამის საუბარი უფალთან, ამდენი და ამდენი მართალი რომ იყოს ხომ გადაარჩენო ქალაქსო, მაგრამ არ აღმოჩნდა. განა იმიტომ არ აღმოჩნდა რომ ეს უფალს წინდაწინვე განჭვრეტილი ქონდა. მაშ რაღატომ უშვებს ადამიანის დაბადებას, თუკი ის ჯოჯოხეთისთვისაა განწირული? ჩვენში დარჩეს და აბრაამმაც იცოდა რომ 10ზე მეტს ვერ იპოვიდა იქ მორწმუნეს... და უფალმა წინასწარ იცოდა 100% სიზუსტით მორწმუნეთა რიცხვი... და ვერავინ დამარწმუნებს რომ ეს ასე არარის და ღმერთმა მხოლოდ მერე გაარკვია, რა რაოდენობის გაწყვეტა მოუწევდა... ![]() ახლა ავიღოთ შეკითხვა: მაშ რაღატომ უშვებს ადამიანის დაბადებას, თუკი ის ჯოჯოხეთისთვისაა განწირული? ეს კითხვა არის რაც ყველას აწუხებს... დაჟე ეპისკოპოსებსაც და სტაჟიან ბერებსაც... ოღონდ, ხმამაღლა ამაზე არ საუბრობენ და მოკამათეებსაც ცდილობენ ლოზუნგებით დაავიწყონ ამაზე მტანჯველი ფიქრი. ჩამოვყალიბდები და ცოტახანში დავწერ, რასაც ვფიქრობ ამ საკითხთან დაკავშირებით... -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
ვეშაპო |
![]()
პოსტი
#37
|
![]() ბიზონებზე მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 ![]() |
afxazi
ციტატა კარგი ლინკია. ![]() მანდ პირველი წინადადება ეხება ჩემს შეკითხვას, თუმცა სრულ პასუხს არ იძლევა იმაზე, რაც მე ვიკითხე: ციტატა საჭიროა ვიცოდეთ, რომ ყველაფრის წინასწარმცოდნეა ღმერთი, მაგრამ - არა ყოველივეს წინაგანმსაზღვრელი, რადგან წინასწარ იცის მან ისიც კი, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, თუმცა წინასწარ არ განსაზღვრავს ამას, არ ნებავს რა, რომ მოხდეს ბოროტება და არც ის, რომ გვაიძულოს სათნოება. ამგვარად, წინაგანსაზღვრულობა არის საღვთო წინასწარმცოდნეობითი ბრძანების საქმე. ღმერთი თავისი წინასწარმცოდნეობის შესაბამისად წინაგანსაზღვრავს იმას, რაც ჩვენზე არ არის დამოკიდებული, რადგან მას უკვე წინდაწინ განსჯილი აქვს ყოველივე თავისი სიკეთისა და სამართლიანობის შესაბამისად. ანუ, რატომ არის ასე და რა აზრი აქვსთქო, მაგას ვკითხულობდი. მამა ანდრიამ მომწერა PM-ში ამ თემასთან დაკავშირებით. მე დიდი თეოლოგი და ფილასოფოსი არ ვარ, მაგრამ მისი პასუხიდან იმას კი მივხვდი, რომ ღვთის სურვილების, ნებისა და განგების გამოძიებითა და ლოგიკური დასკვნებით, ყველაფერზე პასუხს მაინც ვერ მივიღებთ და ჯობია თავი დავანებოთ. -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
Genesis |
![]()
პოსტი
#38
|
მივაფსი კრემლს ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 ![]() |
ეს კითხვა არის რაც ყველას აწუხებს... დაჟე ეპისკოპოსებსაც და სტაჟიან ბერებსაც... ოღონდ, ხმამაღლა ამაზე არ საუბრობენ და მოკამათეებსაც ცდილობენ ლოზუნგებით დაავიწყონ ამაზე მტანჯველი ფიქრი. აი დაახლოებით ასეთ რამეს ვგულისხმობდი ![]() afxazi მაგრამ მისი პასუხიდან იმას კი მივხვდი, რომ ღვთის სურვილების, ნებისა და განგების გამოძიებითა და ლოგიკური დასკვნებით, ყველაფერზე პასუხს მაინც ვერ მივიღებთ და ჯობია თავი დავანებოთ. არადა დეკანოზ ანდრიასაც აწუხებს ალბათ პასუხგაუცემელი შეკითხვა... -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
neo |
![]()
პოსტი
#39
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 ![]() |
ციტატა ანუ, აზრი არ აქვს მის არსებობას, უკეთუ ღმერთისთვის ყველაფერი წინასწარ ცნობილია უკვე. აზრი აქვს იმიტომ რომ შენ არ იცი წინასწარ ყველაფერი, უფალი ყველა დროსა და სივრცეში არსებობს... არსებობს სცენარიც... ცხვაგვარად ცინასწარმეტველება შეუძლებელი იქნებოდა... მაგრამ აქ საინ ტერესო ის ფაქტია რომ ეს სცენარი ჩვენი თავისუფალი ნების მიერ და უშუალო მონაწილეოით არის შექმნილი... უკვე ცნობილია მე ჯოჯოხეთში მოვხვდები თუ არა => უკვე განსაზღვრულია => ჩემმა თავისუფალმა გადაწყვეტილებებმა განსაზღვრეს => ახლა კი მე ვსავლობ და ვერკვევი იმაში თუ რატომ მივიღე ასეტი გადაწყვეტილებები => და როცა მოვხვდები სამოთხეში ტუ ჯოჯოხეში ზუსტად მეცოდინება პასუხი კითხვაზე => რატომ... არ არის აქ პარადოქსი, უბრალოდ დრო უნდა განაზოგადო, და მომავლიდან გადმოხედო შენს დრევანდელ მდგომარეობას... წარმოიდგინე რომ ყველაფერი უკვე მოხდა, ეხლა ეს ფირზეა ჩაწერილი და შენ უყურებ ხელმეორედ -------------------- www.cordesign.ge
|
ვეშაპო |
![]()
პოსტი
#40
|
![]() ბიზონებზე მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 ![]() |
Genesis
ციტატა არადა დეკანოზ ანდრიასაც აწუხებს ალბათ პასუხგაუცემელი შეკითხვა... არამგონია აწუხებდეს. ჩემნაირი არ არის და ზედმეტ კითხვებსაც არ სვამს. -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 03:25 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი