IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

7 გვერდი V < 1 2 3 4 5 > »   
Closed TopicStart new topic
> თავისუფალ ნებასთან დაკავშირებით
chelo
პოსტი Nov 13 2008, 05:58 PM
პოსტი #41


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 557
რეგისტრ.: 18-June 08
წევრი № 5,120



რას ქვია რატომ ბადებს,მაშინ ის კითხვა არ გაგიჩდათ?რატომ შექმნა ღმერთმა ადამიანი,მაშინ როდესაც
წინასწარ იცოდა რომ ადამიანების ცოდვებისათვის იგი განკაცებული და ჯვარცმული იქნებოდა.ამ კითხვას რა თქმა უნდა ერთი პასუხი ის აქვს,რომ ღმერთმა სიყვარულით შექმნა ადამიანი. ეკლესია ჩიხში კი არ შედის ამ შეკითხვის დროს,ეს პირველ რიგში ღვთის საიდუმლოებაა.

ერთი ბერი დაბრკოლდა ღვთის სამართლიანობაში.გზად მიმავალმა ანგელოზხი იხილა იხილა რომელიც ორმოს თხრიდა და იძახდა რომ იმ ორმოში ოკეანე უნდა ჩაეტია.ბერს გაუკვირდა როგორ უნდა დატიო ოკეანე ამ პატარა ორმოშიო."აბა შენ როგორ გინდა ადამიანმა ღვთის განგება დაიტიო რომელიც უსაძვროდ დიდია"უპასუხა ანგელოზმა


--------------------
დღეს იმდენად ღმერთის კი არ გეშინია, ვინც ერთხელ სამსჯავროზო დაჯდება და პასუხს გვაგებინებს ჩვენი საქმეებისათვის,არამედ იმათი ვინც ჩვენთან ერთად წარსდგება ღვთის სამსჯავროზე.
წმ.იოანე ოქროპირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Genesis
პოსტი Nov 13 2008, 06:08 PM
პოსტი #42


მივაფსი კრემლს
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,902
რეგისტრ.: 11-November 07
მდებარ.: mtskheta
წევრი № 3,150



ციტატა(chelo @ Nov 13 2008, 04:58 PM) *

რას ქვია რატომ ბადებს,მაშინ ის კითხვა არ გაგიჩდათ?რატომ შექმნა ღმერთმა ადამიანი,მაშინ როდესაც
წინასწარ იცოდა რომ ადამიანების ცოდვებისათვის იგი განკაცებული და ჯვარცმული იქნებოდა.ამ კითხვას რა თქმა უნდა ერთი პასუხი ის აქვს,რომ ღმერთმა სიყვარულით შექმნა ადამიანი. ეკლესია ჩიხში კი არ შედის ამ შეკითხვის დროს,ეს პირველ რიგში ღვთის საიდუმლოებაა.

ერთი ბერი დაბრკოლდა ღვთის სამართლიანობაში.გზად მიმავალმა ანგელოზხი იხილა იხილა რომელიც ორმოს თხრიდა და იძახდა რომ იმ ორმოში ოკეანე უნდა ჩაეტია.ბერს გაუკვირდა როგორ უნდა დატიო ოკეანე ამ პატარა ორმოშიო."აბა შენ როგორ გინდა ადამიანმა ღვთის განგება დაიტიო რომელიც უსაძვროდ დიდია"უპასუხა ანგელოზმა


biggrin.gif
ანგელოზმა მოუწოდა ძიება შეწყვიტეო?...

არ მჯერა...


--------------------
ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
chelo
პოსტი Nov 13 2008, 06:17 PM
პოსტი #43


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 557
რეგისტრ.: 18-June 08
წევრი № 5,120



ციტატა(Genesis @ Nov 13 2008, 06:08 PM) *

biggrin.gif
ანგელოზმა მოუწოდა ძიება შეწყვიტეო?...

არ მჯერა...

რა არ გჯერა ხილვა ქონდა ასეთი.

ნუ პრინციპში შენ თუ არ გჯერა არაა პრობლემა.მე მჯერა


--------------------
დღეს იმდენად ღმერთის კი არ გეშინია, ვინც ერთხელ სამსჯავროზო დაჯდება და პასუხს გვაგებინებს ჩვენი საქმეებისათვის,არამედ იმათი ვინც ჩვენთან ერთად წარსდგება ღვთის სამსჯავროზე.
წმ.იოანე ოქროპირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Nov 13 2008, 06:43 PM
პოსტი #44


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



Genesis
ციტატა
ჩვენში დარჩეს

ჩვენში ვერ დარჩება იმიტომ რომ ეს ბიბლიური ტხრობაა და საკუთარ ინტერპრეტაციას ვერ მივემთ ამ თხრობას.

რა გამოდის ამ საუბრებიდან იცი, თითქოს ბიბლიაში ნათქვამი ესა თუ ის სიტყვები მხოლოდ და მხოლოდ რაღაც სცენარია, რომელიც ჭეშმარიტებას არ შეიცავს. აბრაამი მიუხედავად იმისა რომ ყველაფერი იცოდა ტყილად ესაუბრება უფალს იქნებ მართალი აღმოჩნდესო ვინმე...

Genesis
ციტატა
ეს კითხვა არის რაც ყველას აწუხებს... დაჟე ეპისკოპოსებსაც და სტაჟიან ბერებსაც... ოღონდ, ხმამაღლა ამაზე არ საუბრობენ და მოკამათეებსაც ცდილობენ ლოზუნგებით დაავიწყონ ამაზე მტანჯველი ფიქრი.

მართლა არ მესმის რას გულისხმობ ამაში და ვის აწუხებს ეს შეკითხვა. ან მნათესი არ იყოს ჩიხში შედისო ეკლესია ამ საკითხზე საუბრისასო. გამოდის ისე თითქოს პასუხი არ აქვს ეკლესიას რარაცაზე. ეს კატეგორიულად გამორიცხულია..

ბასილი დიდის სიტყვები ამ საკითხთან დაკავშირებით. რომაელთა მიმართ ეპისტოლის მეცხრე თავი ერთ ერთი მუხლის განმართებისას. აი ეს მუხლი: "ამრიგად, ვინც სურს, მას შეიწყალებს, და ვინცა სურს, მას გაამქისებს" (18).

გაიაზრე რას ნიშნავს ეს სიტყვები, არათუ იმას რომ ღმერთს ზოგიერთი ადამიანის ცხონება სურს, ან რომელიმესი არა, ნუ იყოფინ ესე! განეშორეთ ამ ბოროტ გულისსიტყვას, რადგან ასეთი აზრები ბოროტისგანაა. სიმართლე კი ისაა, რომ ღმერთს ყოველი ადამაინის ცხონება სურს თანასწორად, ისე კი არა რომ რომელიმესი მეტად, ან რომელიმესი ნაკლებად, არამედ ყველასი თანასწორად. მაგრამ ძალდატანებით არავის არ აცხოვნებს, არამედ თითოეულის გონებას ხედავს და როდესაც იპოვის გონებას, რომელსაც ჭეშმარიტად სურს ცხონება და წმინდა გულით ისწრაფვის უფლისაკენ და ერიდება ყოველუვე ბოროტის აღსრულებას, და უფრო მეტად კეტილს იქმს, მაშინ მასზე ღვთის ნება, რომელიც ყველას ცხონებისთვისაა გამზადებული, მასზე აღსრულდება. მაგრამ ამის საპირისპიროდ, როდესა იხილავს ბოროტ გონებას, რომელსაც არ სურს ცხონება, არამედ უყვარს უფრო მეტად ბოროტი საქმეების აღსრულება, მაშინ ღვთის ნება, რომელსაც ყოველი ადამიანის ცხონება სურს, ამ ადამიანის უკეთურების გამო (ხაზგასმითაა ეს ნათქვამი) ვერ აღასრულებას თავის ნებას, რადგან მას არ შეეწევა ადამიანის ნება (ან არ უერთდება), ღმერთი კი იძულებით ვერავის ვერ აცხოვენებს.

აქ გარკვევითაა ნათქვამი ხო რომ ღმერთი ადამიანის გონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე წინასწარმცოდნეობს აადმინის ხვედრს.

წაიკითხეთ პავლე მოციქულის რომაელთა მიმართ ეპისტოლე მეცხრე თავი თავისი განმარტებებით, არსად არაა ნათქვამი რომ ღმერთმა ვირაცის ხვედრი დაბადებამდე წინასწარ იცოდა რომ ის ჯოჯოხეთში მოხვდებოდა და ვირაც სამოთხეში, პირიქით ხაზგასმულია ყველგან აუცილებელია ადამიანის პირადი ძალისხმევა რათა ცხონება აღსრულდეს პიროვნებისა.

წინასწარმცოდნეობა, რომელიც ჭვრეტას გულისხმობს არ ნიშნავს გარდაუვალ აუცილებლობას. ღმერთს ბოროტებას ვაბრალებთ რადგან ის ბადებს ადამიანს ჯოჯოხეთისთვის, მაშინ როცა ამ ადამიანის ნება არაა გამოვლენილი.

მახსოვს ერთხელ ჩვილი უნათლავად გარდაცვლილი ბავშვების ხვედრზე რომ იყო დისკუსია იქ ითქვა, მაშ რაღატომ ბადებს ღმერთი ბავშვს და შემდეგ უნათლავად მიყავს და ამით ჯოჯოხეთისთვის იმეტებსო, და ვინც მათ წარწყმედას ამტკიცებდა ასეთი არგუმენტი ქონდათ ღმერთმა იცის რომ ეს ბავშვი შეიძლება დიდ უბედურებას გადეყაროს შემდეგში როცა გაიზრდება და ამიტომ ამას აცილებს მას უფალი და უარეს სასჯელს მცირე სასჯელით უცვლისო. ესაა აბსოლუტურად მცდარი გაგება. მაშინ მონათლულიყო ეს ბავში და მერე წაეყვანა უფალს ხომ უეჭველად ცხონდებოდა?

ასე რომ მე არ მესმის რას გულისხმობთ იმაში რომ ეკლესიას ამაზე პასუხი არ აქვს, ეს კატეგორიულად გამორიცხული.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Nov 13 2008, 06:56 PM
პოსტი #45


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



neo-ს აზრს ვეთანხმები ყველაზე მეტად აქ დაწერილ პოსტებში მეც.

ანუ, მართალია, რომ ღმერთმა ყველაფერი წინასწარ იცის.

ჩვენი თავისუფალი ნება - თავისუფალია.

თუმცა, უფალისთვის ჩვენი სისუსტეებიცაა ცნობილი და ამ ჩვენი თავისუფალი ნებით, როდის რა გადაწყვეტილებას მივიღებთ, ისიც იცის. ამის ცოდნა, არ ნიშნავს იმას, რომ ეს გადაწყვეტილება მისგან მომდინარეობს. უბრალოდ იცის, რადგან მან ყოველივე უწყის.

მაშ რატომ მოგვავლენს მიწაზე?
რადგან ეს კანონზომიერებაა, კანონზომიერება რომელშიც მას არ უნდა რომ ჩაერიოს. ესაა, კაცობრიობის განვითარების ასევე თავისუფალი კანონზომიერება. ეს თავისუფლება, სწორედ მან მოგვანიჭა.

ბ-ნი დავით ციცქიშვილის წიგნში წავიკითხე, მგონი ციტატა იყო და ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ასეთი დასკვნა გამოვიტანე:
''
ადამიანის ნება თავისუფალია და ეშმაკზე გადაბრალება ყველაფრის არ შეიძლება.
ეშმაკი აცდუნებს, პირველ აზრს აწვდის ადამიანს, ხოლო ამ აზრის შემდგომი გონებიდან განდევნა/ თუ მისი აყოლა და შესრულება, ანუ ცოდვა, არის სრულიად ჩვენი თავისუფალი ნების ასარჩევი. ესაა ჩვენი ნების სიმტკიცის შედეგი, რამდენად ავარიდებთ იმ ჩაწვეთებულ აზრს თავს.''


ღმერთმა შექმნა ადამიანი და მას მიანიჭა თავისუფალი ნება. სამწუხაროდ სუსტნი და უმადურნი იყვნენ პირველთაგანნი. (მეც სუსტი ვარ. ) ამიტომ, განიდევნენ სამოთხიდან. მაგრამ მას მერე, უფალი არ ჩარეულა იმ თავისუფალ ნებაში.

ეს, სწორედაც უფლის მოწყალებაა, რომ მან ის მონიჭებული თავისუფალი ნება უკან არ წაიღო. ის არ ერევა კაცობრიობის თავისუფალ განვითარებაში, თუმცა კი უწყის ყოველი დასაწყისი და დასასრული.


არ ვიცი ვეშაპო და დამსწრე საზოგადოებავ, რამდენად კარგად ავხსენი, მაგრამ ჩემეული ხედვა ამ საკითხისა ასეთია. smile.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი Nov 13 2008, 07:12 PM
პოსტი #46


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



ციტატა

ანგელოზმა მოუწოდა ძიება შეწყვიტეო?...

არ მჯერა...


რა არ გჯერა ხილვა ქონდა ასეთი.

ნუ პრინციპში შენ თუ არ გჯერა არაა პრობლემა.მე მჯერა



არა აქ ანგელოზს არ მოუწოდებია ძიებ შეწყვიტეო, ეს არ გამომდინარეობს მონათხრობიდან...

ძიება შეწყვიტე, ნიშნავს მონა იყავი,..

ძიება უნდა გააგრძელო მუდამ და ყოველტვის, თუმცა აქ მნიშვნელოვანია ის როგორ მიუდგები ძიების საკითხს...

მე მაგალითად ვერ ვხვდები რატომ რჩებიან ვიღაცეები ჯოჯოხეთში უსასრულოდ, მაშინ ჯობდა არ გაჩენილიყვნენ... არ მაქვს პასუხი ამ კიტხვაზე და მუდმივად ვეძებ...

თუმცა ამ მომენტმა არ უნდა დამაეჭვოს რმერთის სამართლიანობაში, როგორც ის ბერი დაეჭვდა, არამედ უნდა ვიფიქრო რომ ,,მე ვერ ვხვდები და როდესმე მივხვდები, და როცა მივხვდები გამიხარდება"... სულ ეს არის


--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Nov 13 2008, 07:15 PM
პოსტი #47


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



neo
ციტატა
მე მაგალითად ვერ ვხვდები რატომ რჩებიან ვიღაცეები ჯოჯოხეთში უსასრულოდ, მაშინ ჯობდა არ გაჩენილიყვნენ... არ მაქვს პასუხი ამ კიტხვაზე და მუდმივად ვეძებ...

ესეც რთული საკითხია, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ამაზე პასუხი არაა.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Nov 13 2008, 07:19 PM
პოსტი #48


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ჩემი პოსტი როგორ ყველამ გაატარა user.gif biggrin.gif
არაავტორიტეტული ნიკი მაქვს. biggrin.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Nov 13 2008, 07:21 PM
პოსტი #49


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



k@the
ციტატა
არაავტორიტეტული ნიკი მაქვს.

რაც საღი აზრია მას კომენტარი არ ჭირდება.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Nov 13 2008, 07:23 PM
პოსტი #50


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ციტატა(afxazi @ Nov 13 2008, 04:21 PM) *

k@the

რაც საღი აზრია მას კომენტარი არ ჭირდება.

ურა! cocxali.gif friends.gif 2kiss.gif


უი, მაპატიეთ, ძალიან გამიხარდა. დიდის ამბით დავწერე და... biggrin.gif biggrin.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი Nov 13 2008, 07:26 PM
პოსტი #51


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



რაც შეეხება ტავისუფალ ნებას... მოდი ამ კითხვას სხვაგვარად დავსვავ:

რა არსობრივი სხვაობაა წინაწარ ,,ჭვრეტასა და წინასწარ განსაზღვრულობას შორის"


ჩემი აზრიტ რადგან შესაძლებელია წინაწარგანჭვრეტა ეს ნინავს რომ ინფორმაცია არსებობს და ეს ნინშავს რომ სცენარი უკვე ,,ჩაწერილია ცხოვრების წიგნში".


თუმცა წინასწარ განსაზღვრულობა ნიშნავს რომ ეს სცენარი შეიქმნა მიზეზშედეგობრივი კავშირებით, ანუ მათემატიკური ფორმულებით რომელიც რმერთმა წინასწარ დააწესა და ახლა იცის მათი მოქმედების შედეგები...

ხოლო წინასწარგანუსაზრვრელობა და განჭვრეტის შესაძლებლობა გულისხმობს რომ ამ სცენარში ტავისი წვლილი შეიტანა ადამიანის ტავისუფალმა ნებამ, რომელიც შეიძლება დაგენერირდეს ,,უმიზეზოდ"... ანუ ტავისუფალ ნებას შეუძლია დაწყვიტოს მიზეზ-სედეგობრივი ჯაჭვები, და ეს არ გულისხმობს მხოლოდ არჩევანს სიკეთესა და ბოროტებას შორის...

როგორ მიიღო მონაწილეობა ადამიანმა იმაში რაც ჯერ არ მომხდარა ?...

,,ჯერ არ მომხდარა" ფარდობითი ცნებაა და აქ საკითხავია ვისთვის... ღმერთისთვის უკვე მოხდა... ღმერთი წარსულშიც არის, აწმყოშიც და მომავალშიც... დრო კი პირობიტი განზომილებაა მისთვის...

ნუ მე ასე მგონია smile.gif






ციტატა
neo

ციტატა
მე მაგალითად ვერ ვხვდები რატომ რჩებიან ვიღაცეები ჯოჯოხეთში უსასრულოდ, მაშინ ჯობდა არ გაჩენილიყვნენ... არ მაქვს პასუხი ამ კიტხვაზე და მუდმივად ვეძებ...

ესეც რთული საკითხია, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ამაზე პასუხი არაა.


ზუსტად ეგ ვიგულისხმე


--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Nov 13 2008, 07:38 PM
პოსტი #52


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



neo
ციტატა
ჩემი აზრიტ რადგან შესაძლებელია წინაწარგანჭვრეტა ეს ნინავს რომ ინფორმაცია არსებობს და ეს ნინშავს რომ სცენარი უკვე ,,ჩაწერილია ცხოვრების წიგნში".


უფ, არა მგონია ეგრე იყოს.

ეგ ინფორმაცია არსებობს მხოლოდ უფლისათვის და არანაირი 'ცხოვრების წიგნი' არ არსებობს.(ია ტაკ დუმაიუ biggrin.gif) ეს წიგნი უფალშია და მხოლოდ და მხოლოდ ის ფლობს ამ ცოდნას. და ვერავინ შეძლებს ამ ცოდნაში ჩახედვას, თუ არა ნება უფლისა.

წინასწარ განსაზღვრულობა, გამორიცხავს ყველანაირ თავისუფალ ნებას ადამიანისა.

ხოლო, წინასწარ ჭვრეტა, ესაა ინფორმაცია, ადამიანის თავისუფალი ნების მიერ აწ/ და მომავალში მიღებულ ყველა გადაწყვეტილებების შესახებ.

ხოდა, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ყოველთვის არსებობს. თუნდაც, ადამიანის თავისუფალი ნების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში. თვით ადამიანი, ყოველ გადაწყვეტილებას, ალბათ რაღაც ქვე/ცნობიერი მიზეზის გამო იღებს. smile.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Genesis
პოსტი Nov 13 2008, 07:55 PM
პოსტი #53


მივაფსი კრემლს
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,902
რეგისტრ.: 11-November 07
მდებარ.: mtskheta
წევრი № 3,150



ციტატა(afxazi @ Nov 13 2008, 05:43 PM) *

Genesis
მახსოვს ერთხელ ჩვილი უნათლავად გარდაცვლილი ბავშვების ხვედრზე რომ იყო დისკუსია იქ ითქვა, მაშ რაღატომ ბადებს ღმერთი ბავშვს და შემდეგ უნათლავად მიყავს და ამით ჯოჯოხეთისთვის იმეტებსო, და ვინც მათ წარწყმედას ამტკიცებდა ასეთი არგუმენტი ქონდათ ღმერთმა იცის რომ ეს ბავშვი შეიძლება დიდ უბედურებას გადეყაროს შემდეგში როცა გაიზრდება და ამიტომ ამას აცილებს მას უფალი და უარეს სასჯელს მცირე სასჯელით უცვლისო. ესაა აბსოლუტურად მცდარი გაგება. მაშინ მონათლულიყო ეს ბავში და მერე წაეყვანა უფალს ხომ უეჭველად ცხონდებოდა?

ასე რომ მე არ მესმის რას გულისხმობთ იმაში რომ ეკლესიას ამაზე პასუხი არ აქვს, ეს კატეგორიულად გამორიცხული.


სოდომი და გომორი დაიღუპებოდა მანდ რომ ქრისტეს ექადაგა?

ციტატა(k@the @ Nov 13 2008, 06:38 PM) *



წინასწარ განსაზღვრულობა, გამორიცხავს ყველანაირ თავისუფალ ნებას ადამიანისა.




განსაზღვრულია ადამიანის თავისუფალი ნების გამოყენებით გაკეთებული არჩევნის წინასწარ ცოდნაზე დაყრდნობით...

როდესაც სამუელს ეუბნებიან, რომ გზაში შემოგხვდებათ ადამიანი, რომლებიც ვირებს ეძებს და ის იქნება მეფე... ეს მაგალიტი მოწმობს იმაზე რომ ადამიანის მოქმედების და ტავისუფალი არჩევნის ჯაჭვი წინასწარ განსაზღვრულია...

თავისუფალი არჩევანი, პირობითად არის ნათქვამი... და დამოკიდებულია, არჩევნის მკეთებლის გონებრივ მონაცემებზე და გარემოს წყობაზე...


--------------------
ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Nov 13 2008, 08:09 PM
პოსტი #54


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



Genesis
ციტატა
როდესაც სამუელს ეუბნებიან, რომ გზაში შემოგხვდებათ ადამიანი, რომლებიც ვირებს ეძებს და ის იქნება მეფე... ეს მაგალიტი მოწმობს იმაზე რომ ადამიანის მოქმედების და ტავისუფალი არჩევნის ჯაჭვი წინასწარ განსაზღვრულია...

შენ თუ ამას ეკლესიის სწავლებას უძახი მაშინ საკუტარი აზრი ვერ იქნება ავტორიტეტული, დაწერე იმ პიროვნებების გამონათქვამები რომლებიც ეკლესიის ზოგად აზრს ქმნიან, თორემ ასე აზრი არ აქვს საუბარს.

Genesis
ციტატა
სოდომი და გომორი დაიღუპებოდა მანდ რომ ქრისტეს ექადაგა?

ეს ვერ გავიგე, როდის იყო სოდომი და გომორი და როდის ქრისტე.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Nov 13 2008, 08:31 PM
პოსტი #55


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ციტატა(Genesis @ Nov 13 2008, 04:55 PM) *


განსაზღვრულია ადამიანის თავისუფალი ნების გამოყენებით გაკეთებული არჩევნის წინასწარ ცოდნაზე დაყრდნობით...

კაი ერთი,

თუ "ადამიანის თავისუფალი ნების გამოყენებით გაკეთებულ არჩევანის ცოდნა"-სთან გვაქვს საქმე, ეგაა წინასწარ ცოდნა და არა განსაზღვრულობა. ვინ განგისაზღვრა? არავინ. ესაა შენი თავისუფანი ნების სისუსტე/სიმტკიცის ნაყოფი.

შენ, თვითონ ამბობ მაგას და გადააკეთე მაინცადამაინს წინასწარ განსაზღვრულობაზე.


ციტატა
როდესაც სამუელს ეუბნებიან, რომ გზაში შემოგხვდებათ ადამიანი, რომლებიც ვირებს ეძებს და ის იქნება მეფე... ეს მაგალიტი მოწმობს იმაზე რომ ადამიანის მოქმედების და ტავისუფალი არჩევნის ჯაჭვი წინასწარ განსაზღვრულია...

განსაზღვრული არა, ესაა წინასწარგანჭვრეტილი.


მაგალითად, ვთქვათ, შენ ვერ იტან მანიქაშას smile.gif)

ეხლა, მე რომ გავიგო, რომ 1 კვირის მერე შენ სადილზე სადაც ხარ დაპატიჟებული, მანიქაშას მოგართმევენ. დიდი მიხვედრილობა არ ჭირდება, რომ წინასწარ განვჭვრიტო, შენი თავისუფალი ნების გადაწყვეტილება: "არ შეჭმა იმ ქაშის" biggrin.gif

მაგრამ, განა ეს წინასწარ განსაზღვრულია?

ესაა, შენი ნების არჩევანი.
--

ხოდა, მე თუ შემიძლია მაგის განჭვრეტა, უფალს ხო ყოველივეს განჭვრეტა შაუძლია. მან ხო ყოველივე უწყის. უწყის, მარა არ განსაზღვრავს.



--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Genesis
პოსტი Nov 13 2008, 08:39 PM
პოსტი #56


მივაფსი კრემლს
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,902
რეგისტრ.: 11-November 07
მდებარ.: mtskheta
წევრი № 3,150



ციტატა(afxazi @ Nov 13 2008, 07:09 PM) *

ეს ვერ გავიგე, როდის იყო სოდომი და გომორი და როდის ქრისტე.


თვითონ ქრისტე ამბობს... მე რომ მექადაგნა სოდომში და გომორში არ დაიღუპებოდა ეგ ქალაქიო...

ე.ი. არ გაუმართლა სოდომს და გომორს... აღმოჩნდა არასაჭირო დროს არასაჭირო ადგილას... ანუ მარტო ადამიანის ტავისუფალმა ნებამ კიარ იმოქმედა... არამედ გარემოებებმაც.



რაც შეეხება ზომთ ნაწერს... ეს არ არის საეკლესიო სწავლება.

ამასთან დავძენ რომ წმ. მამების სწავლება არ არის აუცილებელი სიმართლე იყოს. ეკლესია ამბობს, რომ წმინდანებს აზრს ტავად სულიწმინდა კარნახობს და არ შეიძლება სცდებოდნენო... მაგრამ სულიწმინდა მოხლოდ იმას ჰკარნახობს რაც დროის, თუ ეპოქის განმავლობაში სჭირდებათ ადამიანებს.

მოვიყვან ისეთ მაგალითს რომლის დამტკიცებაც შესაძლებელია: წმ. ბასილ დიდი ამბობს დედამიწა ბრტყელიაო... და უამრავ უზუსტობებს იყენებს სამყაროს შექმნის ჰომილიაში... ახლა რა ვქნათ? ვენდოთ რახან წმინდანია?

მიტხარი ღვთის რომელ თვისებას ლახავს ჩემი ეგ მოსაზრება და ვიტყვი რომ მცდარია...


--------------------
ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.:Lela:.
პოსტი Nov 13 2008, 08:41 PM
პოსტი #57


.:Sheecie urcmunoebasa chemsa:.
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,825
რეგისტრ.: 7-January 08
წევრი № 3,568



ციტატა

ღვთის სურვილების, ნებისა და განგების გამოძიებითა და ლოგიკური დასკვნებით, ყველაფერზე პასუხს მაინც ვერ მივიღებთ და ჯობია თავი დავანებოთ.

smile.gif thumbs.gif აი ეს არის ერთადერთი სწორი პასუხი იმ ყველაფერთან ერთად რაც დავითმა და ქეთიმ დაწერეს a075.gif


--------------------
შეიძლება ბევრი რამ ისე არ აეწყოს როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ მთავარი, - ''სულის გადარჩენის იდეა'', მიზანი არ უნდა დაგვეკარგოს და მას დავუმორჩილოთ ყველაფერი.


მეორე მეგრელი ხარ ვინც მაგრად მ ი ყ ვ ა რ ს :D

Разве любят за чтото? Вот дети как люят, маленькие. Oни любят проста так не нарошно :)

Kings Of Convenience - Cayman Islands
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Genesis
პოსტი Nov 13 2008, 08:46 PM
პოსტი #58


მივაფსი კრემლს
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,902
რეგისტრ.: 11-November 07
მდებარ.: mtskheta
წევრი № 3,150



...

k@the
რასაც შენ ამბობ დიდი აქილევსის ქუსლიაქ...
იმიტომ რომ შენი შორსმჭვრეტელობა შეიძლება ტყუილი აღმოჩნდეს თუნდაც 0.0000001%ში

და ის სამუელის ამბავი ტყუილი შანსი არარის რომ აღმოჩნდეს.

რადგან სწერია: ცა და დედამიწა გადავლენ, ხოლო ჩემი სიტყვები არ გადავლენო... ანუ უფლის მიერ ნატქვამი უკვე ტავისთავად წარმოადგენს მოქმედების ჯაჭვის საზრვრებს და გამორიცხულია სხვანაირად მოხდეს, იმიტომ რომ როცა თქვა მოქმედება უკვე მომხდარია!


--------------------
ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Nov 13 2008, 08:51 PM
პოსტი #59


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



Genesis
მერე?? კი გეთანხმები, ღმერთმა ყოველივე უწყის წინასწარ და რა?

შენ მაგას კი არ ამბობ.

შენ გამოგდის, რომ

"არანაირი თავისუფალი ნება არ არსებობს და ყველაფერი დამოკიდებულია გარემო პირობებზე"

ამაში კი არ გეთანხმები და ვერც დამიმტკიცებ tongue.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.:Lela:.
პოსტი Nov 13 2008, 08:52 PM
პოსტი #60


.:Sheecie urcmunoebasa chemsa:.
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,825
რეგისტრ.: 7-January 08
წევრი № 3,568



Genesis

ისა და რა მაინტერესებს იცი , ამდენ ცხოვრებისეულ ეჭვს რითი ანეიტრალებ?მე პირადათ შენს ადგილზე მაგარი უკმაყოფილო ვიქნებოდი ცხოვრებით biggrin.gif იმით რომ უკვე წინასწარ ყველაფერი იცის და რა აზრი აქვს ჩემს ცხოვრებას biggrin.gif


--------------------
შეიძლება ბევრი რამ ისე არ აეწყოს როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ მთავარი, - ''სულის გადარჩენის იდეა'', მიზანი არ უნდა დაგვეკარგოს და მას დავუმორჩილოთ ყველაფერი.


მეორე მეგრელი ხარ ვინც მაგრად მ ი ყ ვ ა რ ს :D

Разве любят за чтото? Вот дети как люят, маленькие. Oни любят проста так не нарошно :)

Kings Of Convenience - Cayman Islands
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

7 გვერდი V < 1 2 3 4 5 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th June 2025 - 03:32 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი