IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

10 გვერდი V « < 4 5 6 7 8 > »   
Reply to this topicStart new topic
> საკანონმდებლო ინიციატივა, აბორტის აკრძალვის შესახებ
orthodox-georgia
პოსტი Nov 25 2008, 07:05 PM
პოსტი #101


----
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,373
რეგისტრ.: 13-May 08
მდებარ.: იქ
წევრი № 4,815



აკრძალვით არ ეშველება მაგ საქმეს. ე.წ. არალეგალური იატაკქვეშა "კლინიკები" გაიხსნება


--------------------
ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)

ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან.

ღმერთს ებარებოდეთ!

პატივისცემით თქვენი orthodox-georgia
20.01.2012
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თემო
პოსტი Nov 26 2008, 01:19 PM
პოსტი #102


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 1,357
რეგისტრ.: 30-May 07
წევრი № 2,053



ციტატა(orthodox-georgia @ Nov 25 2008, 07:05 PM) *

აკრძალვით არ ეშველება მაგ საქმეს. ე.წ. არალეგალური იატაკქვეშა "კლინიკები" გაიხსნება

იმათ რა, არ შეეხება აკრძალვა? ისე კარგად შეეხება როგორც დაგიბარებია, დღეს "იატაკქვეშეთი" ისეთი ძლევამოსილობის ცნებით არ გაიგება როგორც ადრე.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Nov 26 2008, 01:23 PM
პოსტი #103


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



მე მაინც არ მესმის ეს "მაინც ვერ მოსპობ" მიდგომა

რამდენისგან მომისმენია, რომ წუხილს გამოთქვამენ, რატომ არ არის ლეგალიზებული მეძავთა სახლები, სადაც ყველა მომსახურე პერსონალი (???) შემოწმებული იქნება ვენერიულ დაავადებებზე, რითიც თავიდან იქნება აცილებული რაიმე სნეულების გავრცელება

სუფთა სამედიცინო კუთხით რომ შეხედო, იქნებ მართალიცაა, დღევანდელ სიტუაციაში მაინც ხდება იგივე და სხვა თუ არაფერი, მეტად დაცული იქნებიან იქ მიმსვლელები

მაგრამ!

არ არის აკრძალული სისხლის სამართლის კოდექსით და არ ითვლება დანაშაულად მაინც?

მერე რა, ამით მრუშობა აღმოიფხვრა? მარა, სახელმწიფო აფიქსირებს ამით თავის პოლიტიკას. ასევე უნდა მოხდეს აბორტის შემთხვევაშიც.


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Nov 26 2008, 01:23 PM
პოსტი #104


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



თემო
ციტატა
იმათ რა, არ შეეხება აკრძალვა? ისე კარგად შეეხება როგორც დაგიბარებია, დღეს "იატაკქვეშეთი" ისეთი ძლევამოსილობის ცნებით არ გაიგება როგორც ადრე.



თემო, ნარკოტიკი რომ კანონით დასჯადი გახდა, ამით რაიმე შერავათი აქვს ქვეყანას?

მე ორივე ხელებს ავწევ და ისე დავეთანხმები აბორტის აკრძალვას, ჩემთვის აკრძალვით თუნდაც ერთი ქართველი ბავშვის გადარცენილი სიცოცხლე უფრო ძვრიფასია, ვიდრე, ვიღაცის ყურით მოთრეული უფლებები, მაგრამ პირველ რიგში ვისურვებდი, ყველას გაეგო, რას ნიშნავს აბირტო, რომ ეს სისიხლის გროვის ორგზანიზმიდან მოცილება კი არ არის, ცოცოხალი შვილის მკვლელობაა.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თემო
პოსტი Nov 26 2008, 01:35 PM
პოსტი #105


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 1,357
რეგისტრ.: 30-May 07
წევრი № 2,053



ციტატა(კანონისტი @ Nov 26 2008, 01:23 PM) *

მე მაინც არ მესმის ეს "მაინც ვერ მოსპობ" მიდგომა

რამდენისგან მომისმენია, რომ წუხილს გამოთქვამენ, რატომ არ არის ლეგალიზებული მეძავთა სახლები, სადაც ყველა მომსახურე პერსონალი (???) შემოწმებული იქნება ვენერიულ დაავადებებზე, რითიც თავიდან იქნება აცილებული რაიმე სნეულების გავრცელება

სუფთა სამედიცინო კუთხით რომ შეხედო, იქნებ მართალიცაა, დღევანდელ სიტუაციაში მაინც ხდება იგივე და სხვა თუ არაფერი, მეტად დაცული იქნებიან იქ მიმსვლელები

მაგრამ!

არ არის აკრძალული სისხლის სამართლის კოდექსით და არ ითვლება დანაშაულად მაინც?

მერე რა, ამით მრუშობა აღმოიფხვრა? მარა, სახელმწიფო აფიქსირებს ამით თავის პოლიტიკას. ასევე უნდა მოხდეს აბორტის შემთხვევაშიც.

საინტერესო თემაა პროსტიტუციასთან კანონის მიდგომაც, თუმცა მოქმედ კოდექსში მთლად ვერაა გამართული საქმე


მუხლი 171. არასრულწლოვნის ჩაბმა ანტისაზოგადოებრივ
ქმედებაში (28.04.2006. N2937)
1. არასრულწლოვნის დაყოლიება მათხოვრობაზე ან სხვა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაზე,-
ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას სამოცდაათიდან ორას ორმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
2. არასრულწლოვნის ჩაბმა გამაბრუებელ ან სამკურნალწამლო საშუალებათა არასამედიცინო მოხმარებაში,-
ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
3. არასრულწლოვნის ჩაბმა პროსტიტუციაში ძალადობის, ძალადობის მუქარის ან მოტყუების გარეშე,-
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.


მოდი ვთქვათ მეძავი რომელიც მარტოდმარტო დგას და ეწევა არაორგანიზებულად, სამეძაო საქმეს, (ინდ. მეძავი smile.gif) მას სჯის კანონი?

ამ მუხლში კანონმდებელს აქცენტი გაკეთებული აქვს არასრულწოვანზე.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Nov 26 2008, 01:38 PM
პოსტი #106


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



თემო
ციტატა
(ინდ. მეძავი )



biggrin.gif


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Nov 26 2008, 01:39 PM
პოსტი #107


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



თემო
ძამიკო, მე ამ მუხლებზე მაქვს საუბარი:

მუხლი 253. პროსტიტუციაში ჩაბმა
1. პროსტიტუციაში ჩაბმა ძალადობით, ძალადობის ან ქონების განადგურების მუქარით, შანტაჟით ან მოტყუებით,
-ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ ან წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, –
-ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე. (20.06.2003 N 2458)

მუხლი 254. პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის
გადაცემა (28.04.2006. N2937)
პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემა,-
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.



--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თემო
პოსტი Nov 26 2008, 01:46 PM
პოსტი #108


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 1,357
რეგისტრ.: 30-May 07
წევრი № 2,053



არის კიდევ ასეთი მუხლი
მუხლი 1431. ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) (25.07.2006 N 3530)
1. ადამიანის ყიდვა ან გაყიდვა, ან მის მიმართ სხვა უკანონო გარიგების განხორციელება, აგრეთვე მუქარით, ძალადობით ან იძულების სხვა ფორმით, მოტაცებით, შანტაჟით, თაღლითობით, მოტყუებით, უმწეო მდგომარეობის ან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებით, საზღაურის ანდა სარგებლის მიცემის ან მიღების გზით იმ პირის თანხმობის მისაღწევად, რომელსაც სხვა პირზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, ადამიანის გადაბირება, გადაყვანა, გადამალვა, დაქირავება, ტრანსპორტირება, გადაცემა, შეფარება ანდა მიღება ექსპლუატაციის მიზნით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თორმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ერთი წლის ვადით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ;
ბ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის ან დამნაშავეზე მატერიალურად ანდა სხვაგვარად დამოკიდებულის მიმართ;
გ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თოთხმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ორი წლის ვადით.
3. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) არაერთგზის;
ბ) ორი ან მეტი პირის მიმართ;
გ) დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით;
დ) სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან თხუთმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით სამი წლის ვადით.
4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება:
ა) ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ;
ბ) რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით სამი წლის ვადით.
შენიშვნა:
1. კოდექსის ამ და 1432 მუხლების მიზნებისათვის, ექსპლუატაციად მიიჩნევა ადამიანის გამოყენება იძულებითი შრომის ან მომსახურების, დანაშაულებრივ ან სხვა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში ან პროსტიტუციაში ჩაბმის, სექსუალური ექსპლუატაციის ან სხვა სახის მომსახურების გაწევის, მონობის მსგავს მდგომარეობაში ან მონობის თანამედროვე პირობებში ჩაყენების მიზნით, აგრეთვე ადამიანის იძულება სხეულის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის გადანერგვის ანდა სხვაგვარად გამოყენების მიზნით. ადამიანის მონობის თანამედროვე პირობებში ჩაყენება გულისხმობს მისთვის პიროვნების საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ჩამორთმევას, თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვას, ოჯახთან კავშირის, მათ შორის, მიმოწერისა და სატელეფონო კონტაქტების აკრძალვას, კულტურულ იზოლაციას, პატივისა და ღირსების შემლახველ პირობებში ანდა ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ან არაადეკვატური ანაზღაურებით მუშაობის იძულებას. პირის თანხმობას მის წინასწარგანზრახულ ექსპლუატაციაზე მნიშვნელობა არა აქვს.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.

აქ კი ექსპლოატაციაზეა აქცენტი გაკეთებული, ანუ ნების საწინაღმდეგოოდ წასვლაზე

დავით ეგ ვიცი, მაგრამ ერთი ქალი დგას და მეძაობს, მას აკავებენ და რა მუხლს მიუყენებენ?????????? აქ არაა სახეზე ისეთი სემადგენლობა დანაშაულისა სადაც ვისაუბრებდით თავშესაფრის მოწყობაზე, არასრულწლოვნებაზე, ან ექსპლოატაციაზე,

არის ზრდასრული უნდა და აკეთებს
?????

მუხლი 408. დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ(28.04.2006. N2937)
დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ, ესე იგი ნებისმიერი ქმედება, ჩადენილი სამოქალაქო მოსახლეობაზე ან პირებზე ფართომასშტაბიანი ან სისტემატური თავდასხმის ფარგლებში, რაც გამოიხატა მკვლელობით, ადამიანთა მასობრივი განადგურებით, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით, დეპორტაციით, თავისუფლების უკანონო აღკვეთით, წამებით, გაუპატიურებით, სქესობრივ მორჩილებაში ყოლით, პროსტიტუციის იძულებით, იძულებით ორსულობით, ძალადობითი სტერილიზაციით, პირთა ჯგუფის დევნით პოლიტიკური, რასობრივი, ეროვნული, ეთნიკური, კულტურული, რელიგიური, სქესობრივი ან სხვა ნიშნის საფუძველზე, აპარტეიდითა და სხვა არაჰუმანური ქმედებით, რომლებიც სერიოზულ ზიანს აყენებს ადამიანის ფიზიკურ ან/და ფსიქიკურ მდგომარეობას,-
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.


აქ კი საუბარია იძულებაზე.


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
orthodox-georgia
პოსტი Nov 26 2008, 02:24 PM
პოსტი #109


----
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,373
რეგისტრ.: 13-May 08
მდებარ.: იქ
წევრი № 4,815



ციტატა(თემო @ Nov 26 2008, 02:35 PM) *

ინდ. მეძავი

ამასწინათ მაგ შემტხვევის დასახელება გავიგე ბიზნესის ენაზე, მაგრამ აღარ მახსოვს რა ტერმინი იყო


--------------------
ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)

ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან.

ღმერთს ებარებოდეთ!

პატივისცემით თქვენი orthodox-georgia
20.01.2012
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თემო
პოსტი Nov 26 2008, 02:48 PM
პოსტი #110


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 1,357
რეგისტრ.: 30-May 07
წევრი № 2,053



ციტატა(orthodox-georgia @ Nov 26 2008, 02:24 PM) *

ამასწინათ მაგ შემტხვევის დასახელება გავიგე ბიზნესის ენაზე, მაგრამ აღარ მახსოვს რა ტერმინი იყო

მე ეგ რა თქმაუნდა ინდივიდუალურობის, მარტოობის და ფიზიკური პირობის (და არა იურიდიული პირის) აღმნიშვნელად გამოვიყენე, თორე სამართლებრივად ინდ. საწარმო და შესაბამისად ინდ. მეწარმე სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმაა მეწარმეობის, ხოლო მოქმედი კანონმდებლობით მეძავობა მეწარმეობად არ განიხილება smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Nov 26 2008, 02:57 PM
პოსტი #111


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



თემო
ციტატა
ხოლო მოქმედი კანონმდებლობით მეძავობა მეწარმეობად არ განიხილება



არადა მოგების მიზნით არსებული საწაროა smile.gif)

ეჰ, არ მეცინება მეძავებზე, ძალიან მეცოდებიან. არ მგონია ვინმსთან სასიხარულო იყოს ამ,,უძველესი პროფესიის,, როგორც ეხლა უყვართ ტქმა მიმდევრობა.


დავუბრუნდეთ აბორტის აკრძალვას კანონის გზით.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Nov 26 2008, 05:54 PM
პოსტი #112


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ჩემს პოსტზე აქ ორი ადამიანი შემპირდა პასუხს და რატომღაც დამივიწყეს gio.gif
მგონი ოFFები არ იყო და თემასთან ახლოს ვმსჯელობდი.


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Nov 26 2008, 05:59 PM
პოსტი #113


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



და მაინც რაო არ იტყვი biggrin.gif სად ვეძებოთ ახლა biggrin.gif

პ.ს.
მე აქ ჩემი ვთქვი, და აღარ გავიმეორებ; "არა აკრძალვას" უძირითადესი არგუმენტი კი ის არის, რომ ბავშვის სიცოცხლის გადარჩენის მოტივით ( არეალური, რადგან ვინმეს თუ უნდა აბორტი მაინც გაიკეთებს, ოღონდ საშინლად ) ქალის სიცოცხლეც არ უნდა შევაგდოთ სასწორზე, არამედ ერთიანად უნდა ვიბრძოლოთ არა აბორტის აკრძალვაზე, არამედ აცილებაზე...
არ დამიწყოთ ახლა ასეო და ისეო biggrin.gif ვწერე უკვე საკმარისად და იხ. წინა გვერდები biggrin.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Nov 27 2008, 05:17 PM
პოსტი #114


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



ციტატა(k@the @ Nov 21 2008, 06:00 PM) *

დანაშაულის ჩამდენია მამაც? დანაშაულის თანამონაწილე მხოლოდ?
რა სტატუსი და რა სასჯელი ეკისრება მას? წეროებს ბევშვები არ მოყავთ მგონი ... g.gif


უცნაური პოსტია smile.gif

ისე ქალებს როგორც მე ვაკვირდები აბორტი არ მოსწონთ

მაგრამ არც ის არ მოსწონთ რომ რაღაც უკრძალავენ.

ასე რომ აბორტის კანონიერ აკრძალვაზე, რომ მიდგება საქმე

ყველა მაინც ჭოჭმანობს.

ოხ ეს ემანსიპაცია laugh.gif


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მწირი
პოსტი Nov 30 2008, 01:28 PM
პოსტი #115


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 31
რეგისტრ.: 7-August 08
წევრი № 5,448



KAIROS
ქადაგებაა სწორი გზა აბორტის წინააღმდეგ -

ვინც აბორტს იკეთებს, როგორ ფიქრობ, ქადაგებების სმენას დაიწყებს? მით უმეტეს აბორტების წინააღმდეგ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მწირი
პოსტი Nov 30 2008, 01:46 PM
პოსტი #116


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 31
რეგისტრ.: 7-August 08
წევრი № 5,448



ციტატა(KAIROS @ Nov 22 2008, 04:44 AM) *

მკვლელობის მაგალითი უადგილოა და ეს შენც იცი smile.gif ნარკომანიისა შეიძლება ფიქრი, მაგრამ მაინც სხვა საკითხია...
არც მასე ადვილად რომ არაა საქმე ვიცით ყველამ, რეალობას თვალი გავუსწოროთ უნდა...ჩემნაერი კი ძვირფასო კანონისტ, ამბიონზე როცა გამოდის იმას გეუბნება რომ რელიგიური დევნები მართლმადიდებლურ ეკლესიას არ ახასიათებს, ამ თემის გახსნა ამ "საკანონმდებლო ინიციატივისა" მოტივირებული იყო სწორედ რელიგიური თვალსაზრისით, მე თეოლოგი ვარ და ეგ დავუწერე მწირს, რომ ეს აბსურდია და ინკვიზიცია, თუკი იურიდიულად ამტკიცებთ აკრძალვის მოტივებს, მაშინ სხვა საქმეა, რათქმაუნდა თეოლოგიურად ბავშვი სრული ადამიანია ჩასახვის პირველივე წამიდანვე და ამაზე კამათიც უაზრობა...
თემომ კარგად დაწერა, რელიგიური სახის მიცემა აკრძალვისადმი სისულელეა და საკუთარი რწმენის სხვაზე თავს მოხვევა, რაც შეეხება იურდიული საფუძველების მოძებნა საინტერესოა, თუმცა მე ჩემს პოზიციას ვაფიქსირებ, რომ ეს იქნება შეცდომა და არაეფექტური, ჩვენ ახლა ამას აქ ვერ გადავწყივტავთ, ამაზე ომია დასავლეთში კარგა ხანია, აბორტისტები და ანტიაბორტისტები, ფემინისტები და კონსერვატორები და ა.შ.
უბრალოდ აქ გულზე ხელის დადებით უნდა თქვათ, გამოასწორებს აკრძალვა პრობლემას? ჩემი აზრით არა, პირიქით, ბავშვთან ერთად დედებიც დაიღუპებიან და გეხვერწები არ გინდა ის შედარებები მკვლელობაზე და ნარკომანობაზე, ეს სრულიად სხვა შემთხვევებია და არაფერ შუაშია აქ...
მე აქ მოვრჩი biggrin.gif
კანონი კანონისტებმა მიიღონ, თეოლოგიურად ამ კითხვას დიდი ხანი აქვს პასუხი გაცემული, აბორტი მკვლელობაა, ქრისტიანობა კი თავისუფალ ნებას ეფუძვნება, და რატომღაც მგონია, რომ აქ იმიტომ გვინდა რომ კანონი მიიღონ, რომ მორწმუნეები ვართ, ეს არაობიექტურობაა, კარგი იქნებოდა ვინმე არამორწმუნე იურისტიც ყოფილიყო... ან ვინმე ურწმუნო ქალბატონი
სხვაა როცა ქალი წერს თავად...
მოკლედ ძალიან მყიფე საკითხია...
იხარეთ;
კაიროსი!

'თეოლოგო' KAIROS, ეკლესია არ კრძალავს აბორტს?....

რაც შეეხება საზოგადოებას, მსოფლიოში, ცივილიზებულ ქვეყნებში, როცა კანონს იღებენ, ან შეაქვთ შესწორება არსებულ კანონში, ითვალისწინებენ საზოგადოების უმრავლესობის აზრს და მის მსოფლმხედველობას. ჩვენს შემთხვევაში ეს მსოფლმხედველობა, რომელსაც მთელი საზოგადოება აღიარებს, ქრისტიანობაა, რომელიც კრძალავს აბორტს, და სულ არაა ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელი ერთეული ათეისტების აზრი.../თუმცა არა მგონია, ზნეობრივი თვალსაზრისით თუნდაც ისინი ამართლებდნენ ამ ქმედებას/, ხოლო იურიდიულ მხარეს რაც შეეხება, კანინისტმა საკმაოდ დამაჯერებელი არგუმენტები წარმოადგინა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Nov 30 2008, 08:47 PM
პოსტი #117


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
'თეოლოგო' KAIROS, ეკლესია არ კრძალავს აბორტს?....

მეგობარო smile.gif რატომ ღიზიანდები? არაა საჭირო ერთმანეთის ასე "-ში ჩასმა, ეკლესია გულში გავლებულ გულისთქმასაც კრძალავს, რა ვქნათ დავიჭიროთ ხალხი ამისათვის? smile.gif არ გინდა შენ გაიგო ჩემო კარგო, და რა გიყო, აქ არც ერთეულ ათეისტებზეა საუბარი, არამედ იმაზე, რომ ეკლესიის კანონების გამო, ხალხის დაჭერა არ შეიძლება, რა გინდა ირანივით რელიგიური დევნები შემოიღო? შაირათის კანონი გინდა?მაგაზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ და დაწერეს კარგად მეგობრებმა და მეც ეგ უკვე მივანიშნე,
ციტატა

საბლემ აქ
http://church.ge/index.php?s=&showtopic=54...ndpost&p=428268
ისმაელმა
ციტატა
აბორტი ქრისტიანობის და მორალის გამო არ უნდა ავკრძალოთ

კარგად დაწერეს, რელიგიური სახის მიცემა აკრძალვისადმი სისულელეა და საკუთარი რწმენის სხვაზე თავს მოხვევა, რაც შეეხება იურდიული საფუძველების მოძებნა საინტერესოა, თუმცა მე ჩემს პოზიციას ვაფიქსირებ, რომ ეს იქნება შეცდომა და არაეფექტური

ან რასაა რომ წერ?
ციტატა

ვინც აბორტს იკეთებს, როგორ ფიქრობ, ქადაგებების სმენას დაიწყებს? მით უმეტეს აბორტების წინააღმდეგ...

biggrin.gif ლოგიკის კედელო , აბა ქრისტიანობას ანგელოზებს ვუქადაგებთ? biggrin.gif დაცემულს უთხრა რომ დაცემა არ შეიძლება, და მანამდენც უნდა გააფრტხილო კიდე... მოკლედ არგუმენტები ნოლი,, გაღიზიანება მაღალი, ასე რომ... შენ ისევ იგივეს იმეორებ... ასე რომმეგობარო, სანამ დაწერ, ჯერ ოპონენტის არგუმენტებს გაეცანი, მერე პირადი გაღიზიანება დაძლიე და შემდეგ მტკიცებულებები მოაყოლე, თორემ ასეთ პოსტზე პასუხიც აზრს კარგავს უვკე;
იმშვიდე;
კაიროსი!

მე აქ მოვრჩი წერას და შემდეგში მსგავს სუსტ და ანერვიულებულ პოსტებზე არ გიპასუხებ და არ გეწყინოს smile.gif დავამათავრებ იმით, რაც უკვე დავწერე:
ციტატა

პ.ს.
მე აქ ჩემი ვთქვი, და აღარ გავიმეორებ; "არა აკრძალვას" უძირითადესი არგუმენტი კი ის არის, რომ ბავშვის სიცოცხლის გადარჩენის მოტივით ( არეალური, რადგან ვინმეს თუ უნდა აბორტი მაინც გაიკეთებს, ოღონდ საშინლად ) ქალის სიცოცხლეც არ უნდა შევაგდოთ სასწორზე, არამედ ერთიანად უნდა ვიბრძოლოთ არა აბორტის აკრძალვაზე, არამედ აცილებაზე...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Iona
პოსტი Dec 2 2008, 12:07 PM
პოსტი #118


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 943
რეგისტრ.: 6-February 07
წევრი № 1,025



ციტატა
მერე რა, ამით მრუშობა აღმოიფხვრა? მარა, სახელმწიფო აფიქსირებს ამით თავის პოლიტიკას. ასევე უნდა მოხდეს აბორტის შემთხვევაშიც.

და იურიდიულად რითია დასაბუთებული აბორტის კანონიერება?

ციტატა
რა გინდა ირანივით რელიგიური დევნები შემოიღო? შაირათის კანონი გინდა?მაგაზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ და დაწერეს კარგად მეგობრებმა და მეც ეგ უკვე მივანიშნე,


ხო მარა ... მკვლელობისთვის თუ დაგიჭირეს ეს ხომ არ ნიშნავს რომ რელიგიური ნიშნით გდავნიან, არა კაც კლა რატომ დაარღვიეო. ?

მე რომ ვიყო მთავრობა აი რას ვიზავდი აბორტი რომ აღმოსფხვრელად.
1. მკაცრი კანონი ერთი 20 წლიანი სროკი დედას და ექიმს. ამით ძაან ბევრს დაეკარგება აბორტის გაკეთების ხალისი.
2. ფულადი დახმარების პროგრამები , (ქალს ურჩევნია მაგალითად 2,000 ლარი აჩუქონ შვილის გაჩენისთვის ვიდრე აბორტი გაიკეთოს და 20წლიან სროკზე რისკის ქვეშ დაიყენოს თავი)
3 პროპაგანდა , ( არიქა გადავშენდებით და ასშ. )

ხოდა ასე დაეცემა აბორტების რიცხვი , მარა ამას ფული უნდა და მონდომება სახელმწიფოს მხრიდან.




--------------------
ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Dec 2 2008, 12:22 PM
პოსტი #119


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



Iona
ციტატა
ხო მარა ... მკვლელობისთვის თუ დაგიჭირეს ეს ხომ არ ნიშნავს რომ რელიგიური ნიშნით გდავნიან, არა კაც კლა რატომ დაარღვიეო. ?



მკვლელი ვინ არის, ცოლი-მარი და ექიმი?

ციტატა
1. მკაცრი კანონი ერთი 20 წლიანი სროკი დედას და ექიმს. ამით ძაან ბევრს დაეკარგება აბორტის გაკეთების ხალისი.



იონა, კაცი კი ხარ, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ კაცებს ხელი დააფარო, დასაჭერად 20 წლიან სროკზე ქმარი გავიწყდება. იცოდე, ქმარმა უნდა ამტკიცოს, მე არ ვიცოდი ცოლს რომ აბორტის გაკეთება
უნდოდაო, მტკიცება ყოველთვის რთულია, ასე რომ წავიდა დედა და მამა ციხეში.
მერე, უპატრონოდ დარცენილ ბავშვებს ვინ გაზრდის?


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Iona
პოსტი Dec 2 2008, 12:42 PM
პოსტი #120


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 943
რეგისტრ.: 6-February 07
წევრი № 1,025



ციტატა
იონა, კაცი კი ხარ, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ კაცებს ხელი დააფარო, დასაჭერად 20 წლიან სროკზე ქმარი გავიწყდება. იცოდე, ქმარმა უნდა ამტკიცოს, მე არ ვიცოდი ცოლს რომ აბორტის გაკეთება


ქმარი გამომჩაsmile.gif

....ისე მეკითხები თითქოს ჩემზე იყოს რამე დამოკიდებულიsmile.gif))

ესე კი 1 პუნქტის გარეშეც კარგად იმუშავებს 2. და 3


--------------------
ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

10 გვერდი V « < 4 5 6 7 8 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 12th July 2025 - 06:56 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი