IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V < 1 2  
Reply to this topicStart new topic
> რუის-ურბნისის საეკლესიო კრება
marine
პოსტი Apr 6 2026, 02:30 PM
პოსტი #21


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,002
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჩვენ დღესდღეობით ვიცით მხოლოდ ერთი მღვდელმთავრის სახელი, რომელიც რუის-უბრნისის კრებაზე განუკვეთიათ. მას მოდისტოსი ჰრქმევია და დიდგვაროვანი წარმომავლობისა ყოფილა - იგი ზედაზნის ერისთავის, ძაგანის მკვიდრი ძმა იყო. მოდისტოს ეპისკოპოსი დავით მეფეს ანდერძში იხსენიება და იგი რუის-ურბნისის კრებას დაუხმია"

/ლევან ტყეშელაშვილი, "დავით მეფე მესიის მახვილი", გვ.68/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 6 2026, 08:01 PM
პოსტი #22


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,002
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"საეკლესიო კრება მცხეთაში ვერ ჩატარდა, რადგან თბილისი მაჰმადიანებს ეპყრათ, რუისი კი ახლოს იყო იმერეთთან და უფრო უსაფრთხოც, ვიდრე მცხეთა. თანაც საეპისკოპოსო ცენტრის შუაგულ საქართველოში მდებარეობა აიოლებდა სასულიერო პირთა გადაადგილებას.

რუის-ურბნისის საეკლესიო კრება დავით მეფეს ზედაზნის ციხის აღების შემდეგ მოუწვევია: "მოსცა ჟამი ღმერთმან მეფესა დავითს და წარუღო კვირიკეს ციხე ზედაზენი. ქრონიკონი იყო სამასოცდასამი". ე. ი. კრება 1103 წლის შემდეგ ჩატარებულა, რადგან მეფის მემატიანე გარკვევით გვაუწყებს, რომ ზედაზნის ციხის აღების შემდეგ გასულა ერთი წელი: "შემდგომად წელიწადისა ერთისა მიიცვალა მეფე კვირიკე", აქედან გამომდინარე, უნდა განვაცხადოთ, რომ კრება 1104 წელს უნდა ჩატარებულიყო. რ. მეტრეველის მიხედვით, დიდი საეკლესიო კრება გაიმართა შიდა ქართლში, რუისისა და ურბნისის მიდამოებში 1104 წელს"

/ლევან ტყეშელაშვილი, "დავით მეფე მესიის მახვილი", გვ.57/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 7 2026, 02:45 PM
პოსტი #23


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,002
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"რუის-ურბნისის კრების მოწვევის უმთავრეს მიზეზთა შორის რამდენიმე უნდა გამოვყოთ:

საეკლესიო პირთა, განსაკუთრებით მაღალი იერარქიის წარმომავლობა, რასაც უმთავრესი პრობლემა გამოუწვევია;

საეკლესიო პირების მიერ სიმდიდრისადმი სიყვარული, ანუ ვერცხლის მოყვარეობა. ეს საქმე გაუმართლებელი იყო მაშინაც კი, თუ მღვდელმთავარი ეკლესიის ასაგებად ან აღაპთა დასადებად აგროვებდა თანხას;

საეკლესიო პირთა მიერ ხალხის მიმართ გამოჩენილი უპატივცემულობა, მათზე ზრუნვის უგულებელყოფა, უყურადღებობა, მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე ზრუნვა, რასაც მკაცრად გმობს ქრისტიანული მორალი. გიორგი მთაწმინდელი ამგვარ მდგომარეობას "ბრძოლა ბოროტისა მტერისასა" უწოდებდა, ანუ სასულიერო პირი, ვინც მომხვეჭელობით არის დაკავებული და მოყვასს არ ეხმარება, ბოროტის საქმის აღმსრულებელია;

გაუნათლებლობა ღვთისმოშიშების არქონის ერთერთი მიზეზთაგანია, სწორედ ამიტომ იღწვოდა მთაწმინდელი მამა, როცა თავად წვრთნიდა და ასწავლიდა მომავალ სასულიერო პირებს, რომლებიც ყოველგვარ "შეურაცხთა საქმეთაგან" იყვნენ თავისუფალნი;

უზნეობა, რაც არცაა გასაკვირი უღირსი და გაუნათლებელი პირებისაგან, ისინი არანაირი ზნეობრივი კანონით არ იყვნენ შეზღუდულნი, ამიტომაც მათი ეკლესიაში ყოფნა საფრთხეს წარმოადგენდა;

საეკლესიო წესების უხეში დარღვევა, რაც გამოვლენილი იყო, როგორც უცოდინორბით, ასევე მათი დაუდევრობით. ისინი (სავარაუდოდ) თავიანთ ხარისხში ყოფნით ამართლებდნენ კანონების უხეშ დარღვევებს, რასაც მკაცრად გმობს ეკლესია ყველა დროში;

ამგვარი სულისკვეთების საეკლესიო პირები საშიშნი იყვნენ, როგორც ეკლესიის, ასევე ქვეყნისთვის. მტკიცე სახელმწიფოს შესაქმნელად დავით აღმაშენებელმა არაკეთილსინდისიერი მოღვაწეები გააძევა ეკლესიიდან, რაც შემდგომში გახდა ქვეყნის გავნითარების საწინდარი. მან ღირსების მიხედვით დააწინაურა ეკლესიაში ადამიანების და წოდებრივი პრივილეგიები უარყო"

/ლევან ტყეშელაშვილი, "დავით მეფე მესიის მახვილი", გვ.56/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 7 2026, 09:13 PM
პოსტი #24


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,002
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მ. საბინინის ცნობით, სვეტიცხოველის საკათალიკოსო ტაძარში რუის-ურბნისის საეკლესიო კრების კანონები მიკრული ყოფილა ქვის სვეტებზე, რათა ყველა მომლოცველს შეძლებოდა მისი ნახვა. კრების კანონები გაკრული ყოფილა ასევე რუისის ტაძარშიც"

/ლევან ტყეშელაშვილი, "დავით მეფე მესიის მახვილი", გვ.91/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 8 2026, 09:59 AM
პოსტი #25


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,002
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"რუის-ურბნისის საეკლესიო კრება თავად დავით მეფეს უნდა გაეხსნა, თუმცა ესწრებოდა იგი თუ არა სხდომებს, ჩვენთვის უცნობია.

კრება მრავალი დღის განმავლობაში გაგრძელებულა, რადგან იძიებდნენ "ფრიადითა გამოწულილვითა" საქმეებს და დასახულ მიზანსაც მიაღწიეს, "ყოველი ცთომა განმართეს, კეთილი და სათნო ღმრთისა წესი ყოველი დაამტკიცეს".

ყველაფრის გამოძიება და გამოსწორება არ იყო იოლი საქმე, ამიტომ დასჭირდა მრავალი დღე უღირსი საეკლესიო პირების ცოდვათა შესწავლასა და მათ გასამართლებას"

/ლევან ტყეშელაშვილი, "დავით მეფე მესიის მახვილი", გვ.60/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 9 2026, 12:25 PM
პოსტი #26


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,002
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"1104 წლის რუის-ურბნისის საეკლესიო კრებამ ეკლესიიდან განდევნა უღირსი საეკლესიო მოღვაწეები და მათ ნაცვლად ღირსეულები დაადგინა. საეკლესიო კრებამ განსაკუთრებული ცვლილება მოახდინა საქართველოს ეკლესიაში, რუის-ურბნისის კრება არის ის უმაღლესი მწვერვალი, რომლის მიმართ უნდა მოხდეს სწორება, ეს იყო დავით აღმაშენებლის ყველაზე დიდი მიღწევა საეკლესიო სფეროში, ამის დასტურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კრების "ძეგლისწერის" დადგენილებები დაურთეს დიდი სჯულისკანონს და მას ეკლესიაში პრაქტიკული დანიშნულება ჰქონდა 1811 წლამდე"

/ლევან ტყეშელაშვილი, "დავით მეფე მესიის მახვილი", გვ.301/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 9 2026, 01:41 PM
პოსტი #27


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,002
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"განკვეთილი სასულიერო პირები არ შეუჩვენებიათ, ისინი ერისკაცებამდე დაუმდაბლებიათ და მათთან ერთად ზიარების უფლება მიუციათ. როგორც ცნობილია, სიმონიის შემთხვევაში ბრალდებულს ედება ორმაგი სასჯელი, როგორც განკვეთა, ასევე შეჩვენება, რუის-ურბნისის საეკლესიო კრების მამებს კი ლმობიერება გამოუჩენიათ და უღირსი პირები მხოლოდ განუკვეთიათ"

/ლევან ტყეშელაშვილი, "დავით მეფე მესიის მახვილი", გვ.61/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 9 2026, 09:37 PM
პოსტი #28


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,002
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"განკვეთილი სასულიერო პირები კრების მონაწილეებს დაუნდვიათ, "არა კრულ ვვყვენით და არცა შევაჩვენენით". რთულია ავხსნათ, რა იყო ამის მიზეზი, შესაძლოა, ეს გამონაკლისი მათი წარმომავლობის გამოც დაუშვა საეკლესიო კრებამ. ისინი ერთი პირობით გაუშვეს, თუკი წმინდა ცხოვრებას დაუბრუნდებოდნენ, ერისკაცთა გვერდით ზიარების უფლებას მიიღებდნენ. რუის-ურბნისის საეკლესიო კრებამ საეკლესიო სასჯელის ორივე სახე გამოიყენა:

მისაგებელი (სადამსჯელო), რითაც განიკვეთებიან უღირსი სასულიერო პირები;

გამოსასწორებელი, ანუ მაკურნებელი - წმინდა ცხოვრების შემდეგ მათ ზიარების უფლება ეძლევათ.

პირველი სასჯელის მიზანი იყო მიგება მიყენებული ბოროტებისათვის, მეორისა - დამნაშავის გამოსწორება"

/ლევან ტყეშელაშვილი, "დავით მეფე მესიის მახვილი", გვ.67/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V < 1 2
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th May 2026 - 01:51 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი