IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

8 გვერდი V « < 6 7 8  
Reply to this topicStart new topic
> თვითმკვლელობა ანუ სუიციდი
marine
პოსტი Aug 6 2025, 11:16 AM
პოსტი #141


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,991
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თვითმკვლელთა უმრავლესობა ფსიქიკურად ჯანმრთელი ადამიანები არიან. სუიციდი პიროვნული კრიზისია. ამ შემთხვევაში სოციალურ ფაქტორებს მაინცდამაინც გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. აქ სულიერი პრობლემებია"

/მართლმადიდებელი ექიმი-ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი დიმიტრი ავდეევი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 7 2025, 09:17 PM
პოსტი #142


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,991
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თვითმკვლელებმა სიკვდილის წინ არ იციან, რომ მათ გვერდით საზიზღარი (წარმოუდგენლად) ბოროტი ძალა იმყოფება, რომელიც აგულიანებს მათ მოკლან საკუთარი სხეული, უძვირფასესი "თიხის ჭურჭელი", რომელიც სულს ინახავს ღვთიურ განჩინებამდე. და ეს ბოროტი სული ურჩევს ადამიანს, არწმუნებს, აძალებს, აშინებს ყველანაირი შიშით, რომ ტყვია მიიჭედოს შუბლში, ან ფანჯრიდან გადახტომით გაექცეს ამ ცხოვრებას, თავის გაუსაძლის წუხილს... ადამიანი ვერც კი ხვდება, რომ "გაუსაძლისი წუხილი" ცხოვრებისაგან კი არ არის, არამედ იმ ძალისგან, საიდანაც მოდის აზრი თვითმკვლელობის "საფუძვლიანობის" შესახებ. ადამიანს ჰგონია, რომ თვითონ ფიქრობს, განსჯის, თვითონ მიდის თვითმკვლელობის გადაწყვეტილებამდე, მაგრამ ეს თვითონ კი არა, არამედ ის ლაპარაკობს, ვისაც ღმერთმა დასაბამითგან კაცისმკვლელი უწოდა.

ადამიანი მხოლოდ უნებისყოფობით ნებდება, შეუგნებლად იღებს სატანის ცოდვას საკუთარ თავზე და ცოდვისა და ეშმაკის თანაზიარი ხდება. მონანიების ერთი ლოცვითი სიტყვა, ერთი, თუნდაც გონებაში გარდასახული პირჯვარი და მასზე რწმენით შეხედვა და... ბოროტების ქსელი გარღვეულია, ადამიანი ღვთის შეწევნით გადარჩენილია გარდაუვალი სიკვდილისაგან. ცოცხალი რწმენის და ღვთისადმი ერთგულების მხოლოდ ციცქნა ნაპერწკალი და ადამიანი გადარჩენილია!

მაგრამ განა ყველა ადამიანს, ვინც თვითმკვლელობას ან რაიმე სხვა ცოდვის ჩადენას გადაურჩა, ესმის, ან მათ გვერდით იდგა (ან შეიძლება ახლაც დგას, ან დროდადრო უახლოვდება) საზიზღარი, ბოროტი სული, არსება, რომლის აღმოჩენა შესაძლებელია მხოლოდ გარკვეული სულიერი გულისხმიერებითა და გამძაფრებული სულისმიერი ყურადღებით.

ბოროტი სულების მოქმედებასა და გამოვლინებებს ყველა როდი უწევს ანგარიშს (ქრისტიანებიც კი), რომელზედაც საოცარი ძალითა და სინათლით გვიყვება წმინდა წერილი. თვითმკვლელთა 90 პროცენტი უკანასკნელ ნაბიჯს დგამს უშუალოდ იმის ზემოქმედებით, რომელსაც ქვია "კაცისმკვლელი დასაბამითგან". კერძოდ, თითქმის ყოველგვარი თვითმკვლელობა დემონის მიერ ადამიანის მოკვლაა ადამიანისავე ხელით"

/მართლმადიდებელი ექიმი-ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი დიმიტრი ავდეევი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 1 2025, 03:05 PM
პოსტი #143


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,991
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"რატომ არ იყო ადრე არც ამდენი თვითმკლელობა, არც ნევრასთენიები, ფსიქიკური აშლილობები და სხვა ასეთი საშუალებანი. მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანებს ჰქონდათ დრო მშვიდად, აუღელვებელ სიწყნარეში ჩაეხედათ საკუთარ სულში, გაეანალიზებინათ განვლილი ცხოვრება, ყოველი გატარებული დღე, წაეკითხათ იგი, როგორც ყველაზე საინტერესო წიგნის ფურცელი, დაენახათ მასში ღვთის განგებულება, წარმმართველი ხელი, წაეკითხათ სახარების რამდენიმე გვერდი, ან წმიდათა ცხოვრება, ამით გამტკიცებულიყვნენ რწმენაში და ამგვარად აღედგინათ ცხოვრებისეული ძალები"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

8 გვერდი V « < 6 7 8
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th October 2025 - 09:11 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი