IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

11 გვერდი V « < 6 7 8 9 10 > »   
Closed TopicStart new topic
> ღმერთის არსებობა მათემატიკური დადასტურება
daviti-dato
პოსტი Oct 19 2009, 01:22 AM
პოსტი #141

Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 2
რეგისტრ.: 18-October 09
წევრი № 7,619

რელიგია, რომელიც მეცნიერული კვლევებისაგან თვითიზოლირებას ახდენს, არადამაჯერებელია, ხოლო მეცნიერება, რომელიც სამყაროს აღქმის სხვა გზებს უარყოფს, ბრმაა.

როგორ შეიძლება განათლებული ადამიანები იმდენად ბრმები იყვნენ, რომ ვერ ხედავდნენ, რომ მეცნიერება უბრალოდ სწავლობს იმას, რაც შექმნა ღმერთმა

ეს ციტატები განსაკუთრებულად მომეწონა... რაც შეეხება სტატიას, მართალია ჩემი გონებისთვის მიუწვდომელია რა ფორმულებით გამოიანგარიშეს ან საერთოდ ამის რა საჭიროება იყო, თუმცა, მაინც არ იმაჩნია მიზანშეწონილად უფლის არსებობის, ალბათობის თეორიით გამოანგარიშება, ეს უბრალოდ სასაცილოდ მეჩვენება...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Oct 19 2009, 12:16 PM
პოსტი #142

იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967

daviti-dato

გეთანხმები.

კეთილი იყოს შენი შემომატება ფორუმზე smile.gif

--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
daviti-dato
პოსტი Oct 20 2009, 12:13 AM
პოსტი #143

Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 2
რეგისტრ.: 18-October 09
წევრი № 7,619

მადლობა k@the smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ივერიელი
პოსტი Dec 23 2009, 10:18 PM
პოსტი #144

Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 34
რეგისტრ.: 16-December 09
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7,825

არა მგონია ვინმემ მეცნიერულად აღსნას ღმერთის არსებობა,
საერთოდ დღესდღეისობით მეცნიერულად ვერც ღმერთის არსებობას ვერ დაამტკიცებენ და შესაბამსად ვერ არარსებობას, მაგრამ მთელი ჭეშმარიტებაც მაგაშია რომ რწმენა უნდა გვქონდეს რომ ღმერთი არსებობს და უნდა გვჯეროდეს და სწორედ ეგაა ჭეშმარირება,
აბა დაუშვათ ერთი წუთით რომ ვითომ რაღაც მეცნიერულად დამტკიცდა ღმერთის არსებობა, მაშინ რასაც დაამტკიცებენ ის ღმერთი უკვე არ გამოდის.

--------------------
ენა მამული სარწმუნოება.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
MARTLMADIDEBELI_QRISTIANI
პოსტი Jan 16 2010, 03:29 AM
პოსტი #145

Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 36
რეგისტრ.: 16-January 10
წევრი № 7,965

რამდენად ურწმუნო უნდა იყო ადამიანი რომ მათემატიკას ამოეფარო.

აგერ თველწინაა მთელი სასწაული და ღმერთი და კიდე მათემატიაკში ეძებთ?

იმიტოა იაღოველები ამდენს გვიბედავენ

--------------------
INTELEQTMAN
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
peritoniti
პოსტი Dec 5 2010, 07:33 AM
პოსტი #146

Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 67
რეგისტრ.: 14-November 10
წევრი № 9,872

მე მათემატიკის და მეცნიერების დიდი თაყვანისმცემელი ვარ. ამიტო რელიგიასთან ცოტა კომფლიქტში ვარ. ღმერთი მრწამს (ყოველშემთხვევაში დიდი სურვილი მაქ რო მრწამდეს), მაგრამ არა ისეთი სახეთი, როგორსაც ამას რელიგიები ქადაგებენ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Adam
პოსტი Dec 5 2010, 09:23 PM
პოსტი #147

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 666
რეგისტრ.: 14-January 09
წევრი № 6,289

ციტატა
როგორ შეიძლება განათლებული ადამიანები იმდენად ბრმები იყვნენ, რომ ვერ ხედავდნენ, რომ მეცნიერება უბრალოდ სწავლობს იმას, რაც შექმნა ღმერთმა

ამ კომენტარს, ფორუმჯის :მო: სმაილი უხდება : /

--------------------
"ღმერთი კამათელს აგორებს"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბიძი
პოსტი Jan 14 2011, 08:13 PM
პოსტი #148

Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 19
რეგისტრ.: 11-January 11
წევრი № 10,257

peritoniti-რა ბრწყინვალე სახელი შეგირჩევია. ზუსტად შეესაბამება შენს შეხედულებებს ღმერთის შესახებ. გირჩევდი "ბაიერის" ფირმის ciprolaksatin-თან გაიარო და ვნახოთ მერე თუ გექნება მასეთი შეხედულება. biggrin.gif

რაც შეეხება მათემატიკურ დასაბუთებას, ეს გააკეთა რუსმა მათემათიკოსმა Mikhail Heler-მა და ამ დასაბუთებისათვის ნობელის პრემია მიიღო. თუ არ ვცდები 2010-ში.

რაც შეეხება ჩემს პოზიციას; მე კარგად მესმის იმათი ვინც ამბობს როგორ გაბედაო... მაგრამ გავიხსენოთ სახარებიდან ასეთი ფრაზა. (არ მახსოვს ზუსტი ადგილი, მგონი მარკოზისაშია). უფალო უფალო, არის კაცი, შენ არ გიცნობს და შები სახელით ეშმაკეულს დევნისო. მიუშვით, ვინც ჩემი სახელით სიკეთეს აკეთებს ის ჩემთანააო. ეს ციტირება არაა, ეს შინაარსია. ამიტომ მიმაჩნია, არაუშავს ვინც ამას აკეთებს. რას იტყვით თქვენ საკითხისადმი ასეთ მიდგომაზე?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zatoichi
პოსტი Jan 14 2011, 08:49 PM
პოსტი #149

Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 43
რეგისტრ.: 31-December 10
წევრი № 10,192

მეცნიერებამ ახსნას რატომ მოძრაობს დედამიწა ორბიტაზე
რატომ არ ვარდება ან ქვევით ან ზევით
რატტომ ბრუნავს ღერძზე
საიდან ჩდება ქარი

უსიცოცხლო ვაკუუმის აფეტქებიდან როგორ გაჩნდება სიცოცხლე

მაინტერესებს
იქნებ გაეცით პასუხი და მე არ ვიცი
ოღონდ "ღარიბულ" ენაზე ამიხსენით რომ გავიგო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gigamp
პოსტი Jan 15 2011, 08:31 PM
პოსტი #150

Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 25
რეგისტრ.: 17-November 10
წევრი № 9,900

ციტატა(zatoichi @ Jan 14 2011, 08:49 PM) *

მეცნიერებამ ახსნას რატომ მოძრაობს დედამიწა ორბიტაზე
რატომ არ ვარდება ან ქვევით ან ზევით
რატტომ ბრუნავს ღერძზე
საიდან ჩდება ქარი

უსიცოცხლო ვაკუუმის აფეტქებიდან როგორ გაჩნდება სიცოცხლე

მაინტერესებს
იქნებ გაეცით პასუხი და მე არ ვიცი
ოღონდ "ღარიბულ" ენაზე ამიხსენით რომ გავიგო

მეცნიერებას ეს ისე კარგად აქვს ახსნილი, რომ გაგიკვირდება.
ქარი საიდან ჩნდება უფრო მე–20 საუკუნემდე დაბადებული ადამიანის კითხვას გავს, დღეს ამას კაცი, რომელიც კომპიუტერს უზის და ინტერნეტიც აქვს, არ უნდა სვამდეს.

უსიცოცხლო ვაკუუმის აფეთქებიდან მილიარდობით წლის მერე გაჩნდა სიცოცხლე, და საერთოდ, ის რომ არ ვიცით ბოლომდე პასიხი კითხვაზე, საიდან მოვდივართ? არ ნიშნავს იმას, რომ არსებობს ღმერთი/.

მაშინ ამ კითხვაზე გამეცი გლეხურად პასუხი, ვინ, რამ და როდის შექმნა ღმერთი?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი Jan 15 2011, 10:43 PM
პოსტი #151

Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723

ღმერთის შეიქმნა უპირობო აუცილებლობით. მას მიზეზი თავის თავშივე აქვს და ის ერთადერთი არსებაა რომელიც ასე შეიქმნა... როგორც კანტი იტყოდა smile.gif))

--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zatoichi
პოსტი Jan 15 2011, 11:50 PM
პოსტი #152

Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 43
რეგისტრ.: 31-December 10
წევრი № 10,192

ციტატა(gigamp @ Jan 15 2011, 09:31 PM) *

მეცნიერებას ეს ისე კარგად აქვს ახსნილი, რომ გაგიკვირდება.
ქარი საიდან ჩნდება უფრო მე–20 საუკუნემდე დაბადებული ადამიანის კითხვას გავს, დღეს ამას კაცი, რომელიც კომპიუტერს უზის და ინტერნეტიც აქვს, არ უნდა სვამდეს.

და საერთოდ, ის რომ არ ვიცით ბოლომდე პასიხი კითხვაზე, საიდან მოვდივართ? არ ნიშნავს იმას, რომ არსებობს ღმერთი/.

მაშინ ამ კითხვაზე გამეცი გლეხურად პასუხი, ვინ, რამ და როდის შექმნა ღმერთი?

შენ ჩემ კითხვებზე არ გაგიცია პასუხი
არამედ ცინიკურად მანიშნე თურმე ცოდნიათ

ღმერტი ვინ შექმნა?
არავინ-ის ქმნიელება არ არის
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
davithet
პოსტი Jan 16 2011, 11:34 PM
პოსტი #153

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 413
რეგისტრ.: 28-January 09
წევრი № 6,402

მოდი ძალიან იოლად ვთქვას თუ როგორ შეიძლებოდა ადამიანს შეექმნა ღმერთი?
თუ მეცნიერება, არ აღიარებს ღმერთის არსებობას... მაშინ ის მითხრას მეცნიერებმა რომ საიდან გეძლევას ცოდნა ან ვინ გაძლევ მისახვედრ გონებას?
წარმოიდგინე რომ არარაობა დაიბადა- შემდეგ კი არარაობას რაღას კარნახობ გონებაში - ის ვინაა რომ კარნახობს იმ არარაობას გონში?

--------------------
[b]止まれ[/b]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gigamp
პოსტი Jan 17 2011, 09:36 PM
პოსტი #154

Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 25
რეგისტრ.: 17-November 10
წევრი № 9,900

ციტატა(zatoichi @ Jan 15 2011, 11:50 PM) *

შენ ჩემ კითხვებზე არ გაგიცია პასუხი
არამედ ცინიკურად მანიშნე თურმე ცოდნიათ
ღმერტი ვინ შექმნა?
არავინ-ის ქმნიელება არ არის

მოდი მაშინ თვიდან დავიწყოთ.
1. ორბიტაზე მარტო დედამიწა კი არა მილიარდობით პლანეტა მოძრაობს მილიარდობით გალაქტიკაში. ქვევით ან ზევით იმიტომ არ ვარდება რომ სამყაროში არ არსებობს ცნება" ქვევით" და "ზევით".
2. ღერძზეც ასევე არა მარტო დედამიწა ბრუნავს, ბრუნავს ასევე მილიარდობით პლანეტა და ციური სხეული თან სხვადასხვა სიჩქარით. იმიტომ ბრუნავენ რომ შეჯახებისგან, რომლებიც ხდებოდა, ეხლაც ხდება მოხდება სულ, იღებენ ბრუნვით აჩქარებას.
3. ქარი ჩნდება ატმოსფეროში და ჰაერში ტემპერატურული სხვაობისგან.
4. სიცოცხლე ერთ დღეში არ გაჩენილა, ეგეც მილიარდობით წლების შედეგია, დაიწყო ყველაფერი ელემენტარული ნაწილაკებისგან, რომლებიც დიდი პერიოდის განმავლობაში იქცეოდნენ ქიმიურ ელემენტებად.
იტყვით ალბათ ის ელემენტარული ნაწილაკები ღმერთმა შექმნაო, მაშინ ისევ შეგეკითხებით, ღმერთი ვინ შექმნა და ა.შ.
და რა იცი რომ ღმერთი არავის ქმნილება არ არის, მის მეტრიკაში ამოიკითხე თუ დაბადების მოწმობაში?
ღმერთი არის ადამიანის მოგონილი, იმიტომ რომ ადრე არ იცოდნენ სამყაროს შესახებ ისე, როგორც დღეს არის ცნობილი და მეორე, რომც იცოდნენ, იმდენად ძნელი წარმოსადგენია მილიარდობით წელში გაჭიმული პროცესი, რომ ცხადია სამყაროს შექმნის შვიდდღიანი ვერსია უფრო აწყობთ.

ციტატა(davithet @ Jan 16 2011, 11:34 PM) *

მოდი ძალიან იოლად ვთქვას თუ როგორ შეიძლებოდა ადამიანს შეექმნა ღმერთი?
თუ მეცნიერება, არ აღიარებს ღმერთის არსებობას... მაშინ ის მითხრას მეცნიერებმა რომ საიდან გეძლევას ცოდნა ან ვინ გაძლევ მისახვედრ გონებას?
წარმოიდგინე რომ არარაობა დაიბადა- შემდეგ კი არარაობას რაღას კარნახობ გონებაში - ის ვინაა რომ კარნახობს იმ არარაობას გონში?

ყველა ცოცხალ არსებას გააჩნია თავისი წილი "მისახვედრი გონება", ღმერთი აქ არაფერ შუაშია.
კოღომ რომ სისხლი უნდა დალიოს რომ შიმშილით არ მოკვდეს იმის მისახვედრი გონება აქვს, გინდა თქვა რომ მას ამას ღმერთი კარნახობს?
ვინც ადამიანს რამეს კარნახობს ის "ვინ" არ არის, ის არის "რა" და მას ქიმიური რეაქციები ჰქვია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
davithet
პოსტი Jan 18 2011, 03:41 PM
პოსტი #155

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 413
რეგისტრ.: 28-January 09
წევრი № 6,402

ციტატა(gigamp @ Jan 17 2011, 09:36 PM) *

ღმერთმა შექმნა ყველაფერი რას არ უნდა იყოთ. დასაბამიდან დღემდე ისე შეიქმნა კოღო საჭიროა და საშიშროებაც კი.
კოღოზე მითხარი რატომ არ განვითარდა როგორც ადამიანები განვითარდნენ ?
ახლა არ მითხრა მაიმუნები ადამიანებად გარდაიქმნაო ))))))

მარტო ეს დედამიწა არ შეუქმნია ღმერთს რომ ჩვენ ვარ პირველებიო-ცდებით.
ჩვენ გარდა სხვა პლანეტაზეც არიან ხალხები ერები და ტომები. ასე რომ უცხოპლანეტელები ეწოდება, რადგან უცხოა ჩვენთვის.
ღმერთი ყველასთვის ერთია და სახეები თუ ხატება, ისე არ უნდა გავიგოთ როგორც ჩვენნაირი სხეულის მგავჩებანი.
მე პირადად მრწამს 100000 პროცენტიანი რომ სხვა პლანეტაზეც არიან მცხოვრებნი დაბალი და განვითარებადი ხალხებიც , ასე რომ უარყოფა გამიჭირდება . უარყოფს ის ადამიანი ვინც გონება ჯერ კიდევ დაბალია.

ყველაფერი დასაბამიდან შეიქმნა სამყარო ვიდრე მოლეკულა და ენერგია შეიქმნებოდა. დასაბამი არაა ის რომ ღმერთი ვუწოდო , ღმერთი არის შემოქმედი და ქმნილება . ის სხვა ძალაა და ის იყო არის და იქნება ... ღმერთი არ დაბადებულა როგორც შენ ჰგონია.
ყველაფერი ისე კი არ უნდა გავიგო , როგორც ბიბლიაში წერია - იმ დროის ხალხი, ვერ მიხვდებოდა რომ, ეთქვა აი ასე და აი ისე შევქმენიო... მე დაუთვლელი პროცენტი მჯერა რომ არის ღმერთი ( ქმნილება). შენი ნებაა გინდ აღიარე გინდ არა - იყავი როგორც ბიოლოგიური არსებებია. ისედაც სულიწმიდის გმობილი გამოდის შენივე თქმის.
დაუფიქრებელი მეცნიერი თავისთავზე ამბობს რომ მე აღმოვაჩინეო.
მორწმუნე კი ღვთის მადლობას უხდით რომ -ღმერთმა მიმახვედრაო ( და არა აღმოვაჩინეო).
სინათლე , ენერგია თუ რამე აღმოჩენილია - ეს ყველაფერი ღმერთმა გვაჩუქა - როგორც ღმერთი წვიმას უგზავნით ბოროტს და კეთილს.

რატომ არ უფიქრდება ათეისტები, თუ კი ბიოლოგიური არსებები ისეთ ფორმას ღებულობენ , როგორც სპილო ხუთ ხუთი თითია, ცხოველი ხუთ ხუთია , ადამიანები ხუთ ხუთია?
ან რატომ არ ხვდებიან ან ჰკითხონ თავის საკუთარ მეც , რატომ ააქვს ადამიანს გონება და განათლება თუკი ცხოველები იგივეები არიან არც მანქანა ყავს არც თვითმფრინავი თუნდათ საბრძოლო იარაღი?

არიან ადამიანები ყოველთვის ცდილობენ ; მე უფრო მეტი ვიცი ვიდრე შენ. პირველობაზე ფიქრობენ მაგრამ რა?! კვდებიან ისე როგორც ცხოველი, უპატრონოდ.

ყველა ვერ მიხვდება ღმერთში - გარდა ისეთ ადამიანები , ვინც ერკვევა მეცნიერებაში.

--------------------
[b]止まれ[/b]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ZPO
პოსტი Jan 19 2011, 06:49 PM
პოსტი #156

Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 83
რეგისტრ.: 24-May 10
წევრი № 8,900

ციტატა(davithet @ Jan 18 2011, 03:41 PM) *

ჰაა? ვინ ამბობს რომ ადამიანი მაიმუნისგან წარმოიქმნა?)))

ციტატა(davithet @ Jan 16 2011, 11:34 PM) *

მოდი ძალიან იოლად ვთქვას თუ როგორ შეიძლებოდა ადამიანს შეექმნა ღმერთი?
თუ მეცნიერება, არ აღიარებს ღმერთის არსებობას... მაშინ ის მითხრას მეცნიერებმა რომ საიდან გეძლევას ცოდნა ან ვინ გაძლევ მისახვედრ გონებას?
წარმოიდგინე რომ არარაობა დაიბადა- შემდეგ კი არარაობას რაღას კარნახობ გონებაში - ის ვინაა რომ კარნახობს იმ არარაობას გონში?

ხალხო.. მომისმინეთ.. მე ხმები მესმის თავში და ის მეუბნება რა უნდა გავაკეთოდ!!!.. ხო... და თუ არ შევასრულებთ მის მითხოვნებს სამუდამოდ გავწამდებით!!!!
აი ასე. ძალიან მარტივია
))
არავინ არაფერს არ კარნახოვს.. და შენ თუ ხმები გესმის ეს შიზოფრენიის ერთი ერთი სიმპოტომია)

--------------------
პირველად იყო აბსურდი და აბსურდი იყო ღმერთში, აბსურდი იყო თავად ღმერთი..
არის ადამიანი ღმერთის უხეში შეცდომა თუ თავად ღმერთია ადამიანთა შეცდომათაგანი
~ ნიცშე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
davithet
პოსტი Jan 19 2011, 09:59 PM
პოსტი #157

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 413
რეგისტრ.: 28-January 09
წევრი № 6,402

ციტატა(ZPO @ Jan 19 2011, 06:49 PM) *

ჰაა? ვინ ამბობს რომ ადამიანი მაიმუნისგან წარმოიქმნა?)))
ხალხო.. მომისმინეთ.. მე ხმები მესმის თავში და ის მეუბნება რა უნდა გავაკეთოდ!!!.. ხო... და თუ არ შევასრულებთ მის მითხოვნებს სამუდამოდ გავწამდებით!!!!
აი ასე. ძალიან მარტივია
))
არავინ არაფერს არ კარნახოვს.. და შენ თუ ხმები გესმის ეს შიზოფრენიის ერთი ერთი სიმპოტომია)

ხმის გაგონება სხვაა და გონებაში რაღას აზრი რომ მოგივა ეგ სულ სხვაა .
შენ თუ ვერ წაიკითხე ვერ მიხვდები ვერადროს.
არარაობა ისაა ვინც არაფერი იცის და უაზრო აზრი რომ მოუვა თავში - გამოჩნდება აზრიც.

--------------------
[b]止まれ[/b]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბიძი
პოსტი Jan 25 2011, 09:52 PM
პოსტი #158

Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 19
რეგისტრ.: 11-January 11
წევრი № 10,257

და რა იცი რომ ღმერთი არავის ქმნილება არ არის, მის მეტრიკაში ამოიკითხე თუ დაბადების მოწმობაში?
ღმერთი არის ადამიანის მოგონილი, იმიტომ რომ ადრე არ იცოდნენ სამყაროს შესახებ ისე, როგორც დღეს არის ცნობილი და მეორე, რომც იცოდნენ, იმდენად ძნელი წარმოსადგენია მილიარდობით წელში გაჭიმული პროცესი, რომ ცხადია სამყაროს შექმნის შვიდდღიანი ვერსია უფრო აწყობთ.
ყველა ცოცხალ არსებას გააჩნია თავისი წილი "მისახვედრი გონება", ღმერთი აქ არაფერ შუაშია.
კოღომ რომ სისხლი უნდა დალიოს რომ შიმშილით არ მოკვდეს იმის მისახვედრი გონება აქვს, გინდა თქვა რომ მას ამას ღმერთი კარნახობს?
ვინც ადამიანს რამეს კარნახობს ის "ვინ" არ არის, ის არის "რა" და მას ქიმიური რეაქციები ჰქვია.

gigamp,
კარგი მომზადებული ჩანხართ მეცნიერებაში. ამიტომ მეცნიერულადვე შეგეკითხები. დაამტკიცებ, რომ მაგი მასეა, როგორც შენს ციტატაში წერ? ვერ დაამტკიცებ.
გჯერა და გწამს მასე? ე.ი. მეცნიერებიდან გადიხარ და სარწმუნოებაში შედიხარ. ჰოდა მე ასე მწამს, ღმერთი დაუსაბამოოა! ის არსებობს უწინარეს ყოველთა საუკუნეთა! უსასრულო წარსულიდან არსებობდა, არსებობს და უსასრულოდ იარსებებს! ასე მწამს მე. შენ როგორც გინდა ისე იწამე. სარწმუნოებას და მეცნიერებას ნუ არევ ერთმანეთში. სარწმუნოება ყველაფერს მოიცავს, მათ შორის მეცნიერებასაც.

ღმერთის არსებობა მათემატიკურად, ანუ მეცნიერულად უკვე დასაბუთდა. ასევე დასაბუთდება სხვა შენსმიერ ნათქვამიც და უთქმელი ყველაფერი. მოვა ამის დროც.

ძმური რჩევის სახით გეტყოდი; წაიკითხე ბიბლია სულიერი მოძღვრის კომენტარების გათვალისწინებით.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gigamp
პოსტი Jan 25 2011, 10:46 PM
პოსტი #159

Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 25
რეგისტრ.: 17-November 10
წევრი № 9,900

ციტატა(ბიძი @ Jan 25 2011, 09:52 PM) *

მე 99% მჯერა (მწამს) რომ ღმერთი არ არსებობს, დარჩენილი 1% არის ჩემთვის გაურკვევლობა, მანამ სანამ საბოლოოდ არ დამტკიცდება რომ არ არსებობს და გახდება 100%, ან საპირისპირო - დამტკიცდება რომ არსებობს.
შენს შემთხვევაში შენ 100% დარწმუნებული ხარ რომ ღმერთი არსებობს, რასაც ასევე ვერ დაამტკიცებ, მაგრამ გწამს. გამოდის რწმენა შეიძლება ყველაფრის, არ არსებულისაც კი, რაც უაზროობა ობიექტურად.
ღმერთი დაუსაბამოაა ადვილი სათქმელია, უბრალო ფრაზაა, არსებობდა და იარსებებს, ყოვლისშემძლეა და ა.შ. ამ სიტყვებს ნებისმიერი იტყვის ნებისმიერ დროს და უმრავლესობა ამას დაიჯერებს, მაგრამ რასაც იწამებ, რაღაც ლოგიკას ხომ უნდა ექვემდებარებოდეს? რაღაც ლოგიკურ კითხვებზე უნდა გაძლევდეს ლოგიკურ პასუხებს და არა ბიბლიის მხატვრულ ფრაზებს და დოგმატურ პოსტულატებს.
ბიბლიის წაკითხვა ჩემთვის ძმური რჩევა არ არის, ეგ უფრო დათური სამსახურია, მითუმეტეს წაკითხული მაქვს.
შენ ვინმე მუსულმანმა რომ გითხრას, ყურანი წაიკითხე მოლასთან ერთადო, რას შეცვლის შენს ცხოვრებაში? გახდები მუსულმანი?
შენ ბიბლიაში იმიტომ ხედავ იმ ძალას, რის გაზიარებასაც მე მირჩევ, რომ თავიდანვე იმ განწყობით კითხულობ რომ ეგ ღვთიური წიგნია, ჩემთვის კი უბრალოდ ერთ-ერთი ნაწარმოებია, დაწერილი სხვადასხვა დროს სხვადასხვა ადამიანის მიერ.
ღმერთის მათემატიკური დამტკიცება შეუძლებელია, ეგეთი საუბრები მეცნირების მიმართ რელიგიის "არასრულფასნოვნების კომპლექსის" შედეგია, ჯერ ამბობთ რომ ღმერთი არ ექვემდებარება მეცნიერულ ახსნებს, მაგრამ როცა ყოველდღიურ ცხოვრებაში მეცნიერება ამარცხებს ღმერთს, ცდილობთ ისევ მეცნიერება გამოიყენოთ თქვენს სასარგებლოდ.
ღმერთი არ არსებობს, უბრალოდ არსებობს ადამიანში იმის ნიჭი და მოთხოვნა, რომ ღმერთი არსებობდეს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zatoichi
პოსტი Jan 25 2011, 11:06 PM
პოსტი #160

Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 43
რეგისტრ.: 31-December 10
წევრი № 10,192

ციტატა
ყოველდღიურ ცხოვრებაში მეცნიერება ამარცხებს ღმერთს,

პირიქით
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

11 გვერდი V « < 6 7 8 9 10 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 6th July 2025 - 11:47 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი