![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
davithet |
![]()
პოსტი
#181
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 413 რეგისტრ.: 28-January 09 წევრი № 6,402 ![]() |
რო გიტყდება იმის აღიარება, რომ ევოლუციის ნაყოფი ხარ, სიძლიერე არაა, უსუსურობაა, ანუ შენ იმიტომ გჯერა იღმერთის რომ გიტყდება მაიმუნებთან კავშირი? რელობიდან გაქცევით სიმართლეს ვერ დაამარცხებ. ჯობია არაკომფორტული სიმართლე აღიარო, ვიდრე თავისმოტყუოებით დაიმშვიდო თავი. ეს პრინციპის ამბავია. მეც ბედნიერი ვიყავი პატარაობისას როცა მჯეროდა, ბავშვი წეროებს მოყავდათ და ძლიერ გამიტყდა, როცა გავიგე სიმართლე, რომ უბრალოდ სექსის შედეგად გავჩნდი. მაგრმა ამით სინამდვილე არ შემიცვლია. მე კარგად ვიცი რა არის მაიმუნი და რა არის ადამიანი- შენ პირადად აღიარებ მაიმუნის მოდგმას მე კი ვაღიარებ ადამიანები იყვნენ და არა მაიმუნები. - ამას დაუფიქრდი. პირველ ყოფილი ადამიანები და არა პირველყოფილი მაიმუნები - ეს უნდა განასხვავო. საკამათო, არაფერია უბრალოდ რომ არსებობ ღმერთი ეს ვიცი. დაუფიქრებელი ადამიანი აღიარებ მაიმუნის მოდგმაზე და მორწმუნე ( თუ კარგად დაფიქრებულია ) ის აღიარებს პირველ ყოფილი ადამიანის არსებობაც და თვით არსი ღმერთს. ბიბლია , იმდროის, ხალხისთვის სულ სხვა გაგებით ხალხი იყო- პირდაპირ რომ დაეწერა თქვენ პირველ ყოფილების მოდგმა ხარო - ამაზე ,წავიდოდა მთელი ახსნა და წერა- ამიტომ არც კი იყო საჭირო დეტალური ახსნა იმ დროის მოდგმას. არსებობენ უცხო-პლანეტელები, არსებობენ ახალი ქმნილებები კოსმოსში და ასევე ბიოლოგიური წარმოქმნები. ყველაფერი ისეა დალაგებული ამოუხსნელი სამყარო , რომ , თვით მოლეკულა თუ ატომი როგორ გაჩნდა ვერვინ ახსნიან. და ეს ქმნით ერთად ერთი თვით არსება ღმერთი- ადამი-მიწის მტვერს ნიშნავ და სწორედ მტვერი არის მოლეკულა და ატომებისგან შექმნილი.ასევეა შექმნილი ბიოლოგიური არსებებიც. თავიდან იყო ადამი და მერე გარდაიქმნა კაცად- ეს უნდა დააკვირდე - თავიდან იყო ადამი...მერე გარდაიქმნა კაცად. ანუ თავიდან იყო პირველყოფილი ეგრეს წოდებული მაიმუნის მაგვარი ადამი და შემდეგ გარდაიქმნა ადამიანად. აქ ( ბიბლიაში) არ წერია რაფერის კანი ქონდა ადამს. შენი ნებაა , აღიარო ღმერთი თუ არა. ძველი ქართული თარგმანში არ ვიცი როგორ წერია მაგრამ აი ძველ ებრაულ ენაზე გასაგებ ენაზე წერია. თუ ბიბლია არ გაქვს გადაკითხული , ვერაფერში შეგედავები. -------------------- [b]止まれ[/b]
|
მათველა |
![]()
პოსტი
#182
|
![]() დაიგვიანე ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 318 რეგისტრ.: 1-April 07 მდებარ.: მიმავალი , მიმავალი.. წევრი № 1,539 ![]() |
ადამი მერე გარდაიქმანა ადამიანადო- ეგ საიდან მოიტანეთ?
ადამიანი ღვთის ხატად არის შექმნილი. ისე ადამიანს არც კი უნდა დაჭირდეს "ხილული" დამტკიცებები ღმერთის არსებობისათვის. ნუ სხვა პაოსტებზე პასუხის გაცემა არც კი ღირს. -------------------- თავიდან საკმაოდ "ვდრტვინავდი" გულში, რა ამბავია 7გზის ლოცვა მეთქი, ძნელია, ბევრი დრო უნდა თქო..
ახლა კი, სულ იმას ვამბობ -კიდევ კარგი, რომ ასეთი საშუალება არსებობს, რომელიც ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებას წყვეტს და ცხოვრებისეული ჩაძირულობიდან მუდმიდი გამოფხიზლება ხდება ყოველ სამ საათში ერთხელ.. ძალიან სასიხარულოა რომ ეს ლოცვები გაგვაჩნია. |
davithet |
![]()
პოსტი
#183
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 413 რეგისტრ.: 28-January 09 წევრი № 6,402 ![]() |
ადამი მერე გარდაიქმანა ადამიანადო- ეგ საიდან მოიტანეთ? ადამიანი ღვთის ხატად არის შექმნილი. ისე ადამიანს არც კი უნდა დაჭირდეს "ხილული" დამტკიცებები ღმერთის არსებობისათვის. ნუ სხვა პაოსტებზე პასუხის გაცემა არც კი ღირს. ძველ ჰებრეის ენაზე ასე წერია - ადამა-მიწის მტვერი ჰა-იშ- კაცად. ადამიანი ღვთის ხატად( აქ ხატად არ წერია ჰებრეის ენაზე და ითარგმნება როგორც ანარეკლად) ადამიანი ღვთის ანარეკლად არის შექმნილიო და არა ხატადო. არ ვიცი რომელ დავუჯერო - ძველ ქართულ ენაზე ნათარგმნი ბიბლიას თუ ძველ ებრაულ ენაზე დაწერილ ბიბლიას? -------------------- [b]止まれ[/b]
|
zatoichi |
![]()
პოსტი
#184
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 43 რეგისტრ.: 31-December 10 წევრი № 10,192 ![]() |
ბიჭოს თანამედროვე მეცნიერება აღარ აღიარებს ამ დარვინს და ტქვენ რაღას იკლავთ თავს
![]() |
sopo... |
![]()
პოსტი
#185
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 808 რეგისტრ.: 21-August 08 წევრი № 5,502 ![]() |
ისე ამბობთ ყოველთვის იყო და არისო მგონია ღმერთი თქვენს წინ, ეზოში გაიზარდა. შენსავით, ზუსტად შენსავით სწამდა ვიღაცას თავის დროზე ამონრასი და ვერაკაცი ვერ გადაარწმუნებდა მას ამაში. და რა იცი რომ ხვალ, ქრისტიანობაც ისევე არ ჩაბარდება ისტორიას როგორც ამონრა, მარსი და სხვა რელიგიები და რწმენები? ხალხო, მას შემდეგ რაც ადამიანი გახდა ადამიანი, პირველი დღიდან ჰქონდა მას გაუთვითცნობიერებლობისგან გამოწვეული შიშები, ეჭვები და რადგან მისთვის გასგებ ენაზე ამას ვერ ხსნიდა, გამოიგონა ღმერთი. საზოგადოებრივი წყობის თითქმის ყველა ეტაპზე ღმერთები იცვლიდნენ სახეს და შინაარს, მარტო ეს მაძლევს მე იმის საფუძველს ვთქვა, რომ ღმერთი ადამიანის მოგონილია და არა პირიქით.ის რაც შენთვის სასწაულია, ჩემთვის ხალხის სამართავად და დასამორჩილებლად მოგონილი აფიორებია, რომელსაც ერთ დროს ფარდა აეხდება და ცუდი ამბავიც მოჰყვება. ღმერთებზე ხომ დავწერე ღმერთი იყო ადამიანის შექმნის დღიდან, კაცობრიობის ისტორიაში რიგი ადამიანები , ადმიანთა ჯგუფები ქმნიდნენ კერპებს და ეთაყვანებოდნენ მას, მზეს, ქვებს, ასევე ომის, მზის "ღმერთებს: რომელთა შესახებ ზღაპრული მითების მეტი არაფერი ვიცით.. ქრისტეს არსებობას მოგვითხრობს ისტორიული წყაროები, აღდგომას ტურინის სუდარა მოწმობს , და სხვა უამრავი ..- ესე ვთქვათ სასწაული.. რათქმა უნდა ღმერთთან ყოფნის მიზეზი სასწაულები არ უნდაიყოს, თუმცა ვფიქრობ გარკვეული დატვირთვა მაინც აქვთ, ადამიანს რომელსაც არ აქვს პიროვნული ურთიერთობა ღმერთთან და ეჭვი ეპარება მის არსებობაში შეიძლება გარკვეულ წილად სასწაული გახდეს დაფიქრების საგანი, უამრავი ამოუხსნელი მოვლენა, ზემოთრაცვახსენე, თუნდაც ხატიდან სისხლის, მირონის დენა - არაბუნებრივია, ბიძას თანამშრომელბი უძლიერესი ექიმები, უთქვამთ 'რომ ყველაფერზე აქვთ პასუხი, მაგრამ ვერაფერს ვერ იტყვიან როგორ და რანაირად ხდება რიგი სარწმუნოებრივი ქმედებებით სრული განკურნება..' თუმცა ამ მოვლენების არსებობის მიუხედავად ღმერთი არ არის ცოდნის სფერო, უფრო რწმენის, აქ კი სასწაულზე მეტად შინაგანი შეხვედრაა ღმერთთან ქმედითი, ისევე როგორც (არვიც სახარებასთან შენი დამოკიდებულება) - ავაზაკმა არა დიდების და ძალაუფლების ტახტზე ხილვით, არამედ უკიდურესად შეურაცხყოფილ, ტანჯულ, მდგომარეობაში მყოფი ქრისტე აღიარა ცისა და ქვეყნის შემოქმედად, როგორც ნათანაელმა იცნო უფალი როცა მან უთხრა ის რაც შეიძლებოდა მარტო ღმერთს ცოდნოდა, არვიცი როგორ, ინდივიდუალურია ყველას ცხოვრებაში მომენტი როცა ღმერთს ხვდება ადამიანი და ყველა სასწაულზე მეტად ადამიანმა იცის რომ ღმერთი არის, ისევე როგორც მისი კარის მეზობელი თუ ეზოს თუ რაც თქვი.. ეს რწმენა შესისხლხორცდება და კითხვები ვეღარ ჩნდება.. რავიცი.. ციტატა ან ჯერ რაც დაწერე იმას დააკვირდი, "ღვთის შვილი", "სამყაროს გვირგვინი" და "პოტენციური ღმერთი" - რა მარაზმია და გინდაც ამპარტავნობაა. არსებობს ამპარტავნება არსებობს ღირსება, ეს ღირსება ადამიანს ღმერთმა მიანიჭა , შექმნა სიყვარულისთვის, თავის ხატად და მსგავსად.. ამით ვერ გაამპარტავნდება ადამიანი, იმიტომ რომ იცის რაც აქვს ღვთისგან აქვს , ციტატა ღვთის შვილობა დამიჯერე მეც მინდა, მაგრამ "მინდა" ერთია, სიმართლე სხვა. ისე, რასაც ე.წ. "ღვთის შვილები" მაიმუნობთ, ვერც ერთი ათეისტი ვერ დაგეწევათ. სირცხვილია ღმერთზე და სულიერებაზე ლაპარაკობდე და გჯეროდეს, ზოგადად მორწმუნეებს ვგულისხმობ და ამ დროს ფულის, ძალაუფლების და კომფორტის მონა იყო. კაქი ერთი..კონკრეტული მორწმუნის თუ ათეისტის ქმედებით არ განისაზღვრება მსოფლმხედველობა.. ციტატა მასე მეც ვირწმუნებ რომ თუ მაცივარს გამოვაღებ სავსე მთვარის დროს, იქ ერთი კილო შავი ხიზილალა დამხვდება და ამით ვიმშვიდო თავი, მაგრამ დამერწმუნე ეს ასე არ იქნება. ხიზილალა არ მიყვარს ![]() :ყველაზეადეკვატურიპოსტი: სმაილი |
gigamp |
![]()
პოსტი
#186
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 25 რეგისტრ.: 17-November 10 წევრი № 9,900 ![]() |
ციტატა მე კარგად ვიცი რა არის მაიმუნი და რა არის ადამიანი- შენ პირადად აღიარებ მაიმუნის მოდგმას მე კი ვაღიარებ ადამიანები იყვნენ და არა მაიმუნები. - ამას დაუფიქრდი. პირველ ყოფილი ადამიანები და არა პირველყოფილი მაიმუნები - ეს უნდა განასხვავო. საკამათო, არაფერია უბრალოდ რომ არსებობ ღმერთი ეს ვიცი. არა დაგენაცვლე, მე ევოლუციაზე ვლაპარაკობდი და არა პირდაპირი გაგებით მაიმუნებზე, ზეზვა და მზიაც იმიტომ მოვიყვანე რომ მათი თავის ქალა ძალიან წააგავს ამ პრიმატების თავის ქალას, მე ვთვლი რომ ადამიანს და მაიმუნს ერთი წინაპარი ყავდათ, იმ წინაპარს კიდე ყავდა წინაპარი, ხოლო ყველა ცოცხალი არსების წინაპარი პირველყოფილი ასე ვთქვათ თევზია, რადგან სიცოცხლე წამოვიდა წყლიდან. ციტატა დაუფიქრებელი ადამიანი აღიარებ მაიმუნის მოდგმაზე და მორწმუნე ( თუ კარგად დაფიქრებულია ) ის აღიარებს პირველ ყოფილი ადამიანის არსებობაც და თვით არსი ღმერთს. აქ რა წერია ვერ გავიგე. ციტატა ბიბლია , იმდროის, ხალხისთვის სულ სხვა გაგებით ხალხი იყო- პირდაპირ რომ დაეწერა თქვენ პირველ ყოფილების მოდგმა ხარო - ამაზე ,წავიდოდა მთელი ახსნა და წერა- ამიტომ არც კი იყო საჭირო დეტალური ახსნა იმ დროის მოდგმას. არსებობენ უცხო-პლანეტელები, არსებობენ ახალი ქმნილებები კოსმოსში და ასევე ბიოლოგიური წარმოქმნები. ყველაფერი ისეა დალაგებული ამოუხსნელი სამყარო , რომ , თვით მოლეკულა თუ ატომი როგორ გაჩნდა ვერვინ ახსნიან. და ეს ქმნით ერთად ერთი თვით არსება ღმერთი- ადამი-მიწის მტვერს ნიშნავ და სწორედ მტვერი არის მოლეკულა და ატომებისგან შექმნილი.ასევეა შექმნილი ბიოლოგიური არსებებიც. თავიდან იყო ადამი და მერე გარდაიქმნა კაცად- ეს უნდა დააკვირდე - თავიდან იყო ადამი...მერე გარდაიქმნა კაცად. ანუ თავიდან იყო პირველყოფილი ეგრეს წოდებული მაიმუნის მაგვარი ადამი და შემდეგ გარდაიქმნა ადამიანად. აქ ( ბიბლიაში) არ წერია რაფერის კანი ქონდა ადამს. შენი ნებაა , აღიარო ღმერთი თუ არა. ძველი ქართული თარგმანში არ ვიცი როგორ წერია მაგრამ აი ძველ ებრაულ ენაზე გასაგებ ენაზე წერია. თუ ბიბლია არ გაქვს გადაკითხული , ვერაფერში შეგედავები. ეხლა ბიბლიის თანამედროვე ინტერპრეტაციები და თავის მართლებები არ იყოს. ანუ შენ გინდა თქვა ვინც ბიბლია დაწერა იმათ იცოდნენ ატომების, მოლეკულების შესახებ და ხალხი რო არ დაბნეულიყო ამიტომ მოიგონეს მხატვრული ფორმა? მტვერი მოლეკულა არაა, მტვერის ნაწილაკში მილიონობით მოლეკულაა, იმაში კიდე მილიონობით ატომი. ბიბლიის და ადამის გაკაცების შენნაირი ამხსნელები თუ მომრავლდნენ, ჩათვალე ქრისტიანობის რღვევამდე ბევრი არაა დარჩენილი. ადამი მერე გარდაიქმანა ადამიანადო- ეგ საიდან მოიტანეთ? ადამიანი ღვთის ხატად არის შექმნილი. ა ბატონო, ესეც მე ვარ? ციტატა ღმერთებზე ხომ დავწერე ღმერთი იყო ადამიანის შექმნის დღიდან, კაცობრიობის ისტორიაში რიგი ადამიანები , ადმიანთა ჯგუფები ქმნიდნენ კერპებს და ეთაყვანებოდნენ მას, მზეს, ქვებს, ასევე ომის, მზის "ღმერთებს: რომელთა შესახებ ზღაპრული მითების მეტი არაფერი ვიცით.. ქრისტეს არსებობას მოგვითხრობს ისტორიული წყაროები, აღდგომას ტურინის სუდარა მოწმობს , და სხვა უამრავი ..- ესე ვთქვათ სასწაული.. რათქმა უნდა ღმერთთან ყოფნის მიზეზი სასწაულები არ უნდაიყოს, თუმცა ვფიქრობ გარკვეული დატვირთვა მაინც აქვთ, ადამიანს რომელსაც არ აქვს პიროვნული ურთიერთობა ღმერთთან და ეჭვი ეპარება მის არსებობაში შეიძლება გარკვეულ წილად სასწაული გახდეს დაფიქრების საგანი, უამრავი ამოუხსნელი მოვლენა, ზემოთრაცვახსენე, თუნდაც ხატიდან სისხლის, მირონის დენა - არაბუნებრივია, ბიძას თანამშრომელბი უძლიერესი ექიმები, უთქვამთ 'რომ ყველაფერზე აქვთ პასუხი, მაგრამ ვერაფერს ვერ იტყვიან როგორ და რანაირად ხდება რიგი სარწმუნოებრივი ქმედებებით სრული განკურნება..' ზღაპრული მითები ეგ დღესაა, თორე თავის დროზე მაგ ღმერთების შექმნილ და მოვლენილ სასწაულებს ვერ აუდიოდა ხალხი. იქნებ ქრისტეს ამბავიც ზღაპრულ მითად იქცა, მასეთი მითის გულისთვისაა ამდენს რომ მედავებით? ![]() პიროვნული ურთიერთობა მაგარი იყო ![]() ციტატა თუმცა ამ მოვლენების არსებობის მიუხედავად ღმერთი არ არის ცოდნის სფერო, უფრო რწმენის, აქ კი სასწაულზე მეტად შინაგანი შეხვედრაა ღმერთთან ქმედითი, ისევე როგორც (არვიც სახარებასთან შენი დამოკიდებულება) - ავაზაკმა არა დიდების და ძალაუფლების ტახტზე ხილვით, არამედ უკიდურესად შეურაცხყოფილ, ტანჯულ, მდგომარეობაში მყოფი ქრისტე აღიარა ცისა და ქვეყნის შემოქმედად, როგორც ნათანაელმა იცნო უფალი როცა მან უთხრა ის რაც შეიძლებოდა მარტო ღმერთს ცოდნოდა, არვიცი როგორ, ინდივიდუალურია ყველას ცხოვრებაში მომენტი როცა ღმერთს ხვდება ადამიანი და ყველა სასწაულზე მეტად ადამიანმა იცის რომ ღმერთი არის, ისევე როგორც მისი კარის მეზობელი თუ ეზოს თუ რაც თქვი.. ეს რწმენა შესისხლხორცდება და კითხვები ვეღარ ჩნდება.. რავიცი.. შავად რომ მოვნიშნე, ეგ ფრაზა არის მორწმუნეების სრული ლუსტრაცია. ციტატა არსებობს ამპარტავნება არსებობს ღირსება, ეს ღირსება ადამიანს ღმერთმა მიანიჭა , შექმნა სიყვარულისთვის, თავის ხატად და მსგავსად.. ამით ვერ გაამპარტავნდება ადამიანი, იმიტომ რომ იცის რაც აქვს ღვთისგან აქვს , ანუ რახან თვლი რომ სამყაროს გვირგვინი და ღვთის ხატი ხარ, ღირსეული ადამი ხარ და მე თუ ვთვლი რომ ევოლუციისა და მატერიის ნაყოფი ვარ, არ ვარ ღირსები მქონე? ![]() ციტატა კაქი ერთი..კონკრეტული მორწმუნის თუ ათეისტის ქმედებით არ განისაზღვრება მსოფლმხედველობა.. კონკრეტული არა, უმეტესი. |
ბიძი |
![]()
პოსტი
#187
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 19 რეგისტრ.: 11-January 11 წევრი № 10,257 ![]() |
gigamp!
გახსენი mail.ru, იქ საძიებოში აკრიბე matematicheskoe dokazatelstvo sushestvovania boga, დააკლიკე ძიებას და გადმოიხსნება ყველაფერი. იქვე ნახავ სათვალეებიან "მიხაილ გელლერს". ერთი რამ შემშლია, ის დაჯილდოვებულა არა ნობელის პრემიით, არამედ მათემატიკოსთა უმაღლესი პრემიით. ეს მე აქამდე ნობელის პრემია მეგონა. იმიტომ, რომ სადღაც მაქვს წაკითხული; მათემატიკოსთათვის ცალკე განისაზღვრა ნობელის პრემია. როგორც ჩანს სახელი გადაურქმევიათ. ისე კარგი იქნება ადამიანის ნათქვამის დაჯერებას თუ შეძლებ. შენი ნაწერებიდან გამომდინარე ვასკვნი, რომ ალბად იქნები განსაკუთრებით ჯინიანი (თუმცა ნიჭიერიც). ამიტომაცაა რომ არ გწამს ღმერთის არსებობის. მაგ დროს გეტყვიან: კი ბატონო, იარე მაგ რწმენით, რაც მოიგო იტრაბახე, ხოლო რაც წააგო შენს თავს დააბრალეო. მაგრამ შენი ნიჭი აუცილებლად მიგიყვანს ღმერთის აღიარებამდე, რამეთუ ისიც მისი ნაჩუქარია. წერტილის განმარტებას იმიტომ გთხოვდი, შენივე ლოგიკით მინდოდა მიმეყვანე ღვთის არსებობამდე. რაც შეეხება გეომეტრიას, ისიც მათემატიკაა. თუმცა დავანებოთ თავი გეომეტრიას, მათ. ანალიზში ფუნქციების ანალიზი წერტილის წარმოდგენის გარეშე შეიძლება?! ზღვრის განმარტება და მისი მტკიცებები?! სიმრავლეთა თეორია?! კომპლექსური ცვლადის ფუნქციათა თეორია?! ალბათობათა თეორია?! და საერთოდ მათემატიკის ნებისმიერი შტო, წერტილის წარმოდგენის გარეშე?! სიმართლე გითხრა მეგონა ჭეშმარიტ დებატებს, აზრთა ჭეშმარიტ ჭიდილს გავმართავდით. ჩვენს შორის დამარცხებული აზრის მატარებელი, მეგონა ხელებს ავწევდით და ერთმანეთს ვეტყოდით მართალი ხარო. შენი საქმის შენ იცი. გფარავდეს ღმერთი. |
davithet |
![]()
პოსტი
#188
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 413 რეგისტრ.: 28-January 09 წევრი № 6,402 ![]() |
არა დაგენაცვლე, მე ევოლუციაზე ვლაპარაკობდი და არა პირდაპირი გაგებით მაიმუნებზე, ზეზვა და მზიაც იმიტომ მოვიყვანე რომ მათი თავის ქალა ძალიან წააგავს ამ პრიმატების თავის ქალას, მე ვთვლი რომ ადამიანს და მაიმუნს ერთი წინაპარი ყავდათ, იმ წინაპარს კიდე ყავდა წინაპარი, ხოლო ყველა ცოცხალი არსების წინაპარი პირველყოფილი ასე ვთქვათ თევზია, რადგან სიცოცხლე წამოვიდა წყლიდან. აქ რა წერია ვერ გავიგე. ეჰ , ვერ გამიგე რა მოგწერე. მეც ათეისტი ვიყავი თავის დროზე მაგრამ ვცდებოდი თურმე. შენნაირად მეც ვფიქრობდი და ვეჭვობდი. ყველაფერი ვიცი რომ ევოლუციაა. კრისტალიდან ადამიანობამდე მოსულია. კრისტალი მცენარედ გარდაიქმნა და მცენარეულიდან ცხოველებად, შემდეგ ცხოველებიდან ადამიანებად . ყველაფერი ბრუნავ როგორც წყალი.( წყარო წყალი ტბად გარდაიქმნა , შემდეგ აორთქლდა და ღრუბლად გარდაიქმნა, ღრუბლიდან ისევ დაუბრუნდა წყაროს წყალს და ა.შ.). ადამიანში არის გონება და გონება მართავს ადამიანის სხეულებ. გონებაში ორი გზაა-ერთია დადებითი მეორე კი უარყოფითი. გონება და ადამიანი ერთი არაა და რატომ : - გონება ცდის და მერე ფიქრი უბიძგებს (ჰო ან არა.). ცხოველის გონება მკვდარია, ცხოველში მართავ ფიქრი და გულის გრძნობა . ადამიანის გრძნობას გონება და ფიქრი აშინებს გულს. ცხოველის გრძნობა ხმა აშინებს გულს. ღმერთი არსებობ - და ვერ ვუარყოფ ამას. -------------------- [b]止まれ[/b]
|
ბიძი |
![]()
პოსტი
#189
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 19 რეგისტრ.: 11-January 11 წევრი № 10,257 ![]() |
gigamp.
რატომღაც შენი წინა პოსტი ახლა გამოჩნდა ჩემთან. შევეცდები გიპასუხო. უკვე მეცნიერულად ახსნილ სამყაროს მოვლენებს კარგად დაუფლებიხარ. დავინახე ეს და შემოგთავაზე გაცნობოდი ღვთის არსებობის მეცნიერული, მათემატიკური დასაბუთებას. მერე მეუბნები ღმერთი აბსტრაქტული ცნებაა და სად გაგონილა მისი მეცნიერულად დასაბუთებაო?! სად გაგონილა და მაგალითად "გელლერთან" გაგონილა. მერე ვინმემ რომ საწინააღმდეგო დაასაბუთოსო?! მაგის მეტს რას ცდილობდნენ და რას ცდილობენ ათეისტები? მაგრამ არა გამოუდით რა. შენ ამბობ ღმერთი აბსტრაქტული ცნებააო. მე მგონია უნივერსალურია, აბსტრაქტულიცაა და კონკრეტულიც ერთბაშად. მაგრამ კარგი აბსტრაქტულობა განვიხილოთ. ე.ი. შენც გგონია რომ რაღაც არის. ადამიანის ფიქრის, ანუ ტვინის რაღაც ქიმიური რეაქციების ნაყოფიაო, ასე მიგაჩნია შენ. ზოგიერთ სასწაულზე დავუშვათ კარგი, რომ ქიმიური რეაქციის ნაყოფია. მაგ.; როდესაც მოსეს ცეცხლის სახით გამოეცხადა და სხვა. მაგრამ, ღვთისმშობელმა რომ ქმრის გარეშე მუცმად იღო მაცხოვარი, ეს ტვინში მიმდინარე რა ქიმიური რეაქციების ნაყოფი შეიძლება იყოს? ამ საქმეს უხელმძღვანელა და განახორციელა რაღაც მოაზროვნე არსებამ. ღმერთი ჰქვია მას. მეცნიერების განვითარების დღევანდელ დონეს მიახლოებით შეუძლია ახსნას თუ როგორშეიძლება მომხდარიყო სახელდობრ მუცლადღება. ამის გაგებას ქვანტური თეორიის ცოდნა ესაჭიროება. მაგრამ უფრო ზუსტი და ღრმა ახსნისათვის მეცნიერების განვითარების დღევანდელი დონე ჯერ კიდევ არ კმარა. ამბობს კიდეც უფალი "დაბადებაში", დრო და დრო ამოგიყვანთ მაღლა, ჩემი სიმაღლეებისკენო. ასეც ხდება, უფლის სიტყვები ყველაფერი ხორციელდება. |
gigamp |
![]()
პოსტი
#190
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 25 რეგისტრ.: 17-November 10 წევრი № 9,900 ![]() |
ციტატა gigamp! გახსენი mail.ru, იქ საძიებოში აკრიბე matematicheskoe dokazatelstvo sushestvovania boga, დააკლიკე ძიებას და გადმოიხსნება ყველაფერი. იქვე ნახავ სათვალეებიან "მიხაილ გელლერს". ერთი რამ შემშლია, ის დაჯილდოვებულა არა ნობელის პრემიით, არამედ მათემატიკოსთა უმაღლესი პრემიით. ეს მე აქამდე ნობელის პრემია მეგონა. იმიტომ, რომ სადღაც მაქვს წაკითხული; მათემატიკოსთათვის ცალკე განისაზღვრა ნობელის პრემია. როგორც ჩანს სახელი გადაურქმევიათ. Хотя его теории не доказывают существования Бога, они могут предоставить косвенные доказательства его существования, - говорится в The Times.- Профессор Геллер выступает против ньютоновской концепции творения, то есть против идеи абсолютного пространства и абсолютного времени и Бога, создающего энергию и вещество. Он предлагает современным теологам вернуться к традиционной доктрине, согласно которой ციტატა создание Вселенной было актом вне пространства и времени». პირველ ფრაზას კომენტარს არ გავუკეთებ, აი მეორე გაცილებით მნიშვნელოვანია, მეს სულ ვწერდი ადრე ფორუმებში, რომ სამყარო წარმოიშვა მაშინ, როცა არც დრო და არც სივრცე არ არსებობდა, მაგრამ ამაში პრემია ჩემთვის არავის მოუცია, თან ბევრი მორწმუნე მწერდა რა სისულელეებს იძახიო. იქნებ გელერმა მაშინ ის დაამტკიცოს, ღმერთი საიდან წარმოშივა მათემატიკურად. ციტატა ისე კარგი იქნება ადამიანის ნათქვამის დაჯერებას თუ შეძლებ. შენი ნაწერებიდან გამომდინარე ვასკვნი, რომ ალბად იქნები განსაკუთრებით ჯინიანი (თუმცა ნიჭიერიც). ამიტომაცაა რომ არ გწამს ღმერთის არსებობის. მაგ დროს გეტყვიან: კი ბატონო, იარე მაგ რწმენით, რაც მოიგო იტრაბახე, ხოლო რაც წააგო შენს თავს დააბრალეო. მაგრამ შენი ნიჭი აუცილებლად მიგიყვანს ღმერთის აღიარებამდე, რამეთუ ისიც მისი ნაჩუქარია. ადამიანის ნათქვამის დაჯერება მასეთი ადვილი რომ იყოს, მაშინ გამოდის მუსულმანმა კარგად რო გელაპარაკოს, ალაჰს იწამებ. ციტატა წერტილის განმარტებას იმიტომ გთხოვდი, შენივე ლოგიკით მინდოდა მიმეყვანე ღვთის არსებობამდე. რაც შეეხება გეომეტრიას, ისიც მათემატიკაა. თუმცა დავანებოთ თავი გეომეტრიას, მათ. ანალიზში ფუნქციების ანალიზი წერტილის წარმოდგენის გარეშე შეიძლება?! ზღვრის განმარტება და მისი მტკიცებები?! სიმრავლეთა თეორია?! კომპლექსური ცვლადის ფუნქციათა თეორია?! ალბათობათა თეორია?! და საერთოდ მათემატიკის ნებისმიერი შტო, წერტილის წარმოდგენის გარეშე?! ჩემი ლოგიკით მივედი იქამდე, რომ დავრწმუნდი ღმერთის არარსებობაში, აბა ათეისტობა ჯოკერში კი არ მომიგია. კიდევ ერტხელ ვამბობ, არ შეიძლება ღმერთის არსებობის ან არარსებობის დამტკიცება მათემატიკურად, გეომეტრიულად და ტრიგონომეტრიულად. არც ერთი ეს მეცნიერება არ იცოდნენ წარსულში მაგრამ ღმერთი ყოველთვის სწამდა ხალხს, ე.ი. ღმერთი სჭირდებოდა ადამიანს ყოველთვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ის არსებობს. ციტატა სიმართლე გითხრა მეგონა ჭეშმარიტ დებატებს, აზრთა ჭეშმარიტ ჭიდილს გავმართავდით. ჩვენს შორის დამარცხებული აზრის მატარებელი, მეგონა ხელებს ავწევდით და ერთმანეთს ვეტყოდით მართალი ხარო. შენი საქმის შენ იცი. გფარავდეს ღმერთი. და შენ გგონია რომ მეთქვა, კი ბატონო, მათემატიკაში არ არსებობს არაფერი წერტილის გარეშე იმ წუთს ღმერთს ვიწამებდი? ეგ ხომ აბსურდია. ეგ წერტილი შეიქმნა მაშინ, როცა შეიქმნა სამყარო, და ვთვლი, რომ სამყარო ღმერთს არ შეუქმნია, იმიტომ რომ ის არ არსებობს. კეთილი სურვილებისთვის მადლობა, გაიხარე. ეჰ , ვერ გამიგე რა მოგწერე. მეც ათეისტი ვიყავი თავის დროზე მაგრამ ვცდებოდი თურმე. შენნაირად მეც ვფიქრობდი და ვეჭვობდი. ყველაფერი ვიცი რომ ევოლუციაა. კრისტალიდან ადამიანობამდე მოსულია. კრისტალი მცენარედ გარდაიქმნა და მცენარეულიდან ცხოველებად, შემდეგ ცხოველებიდან ადამიანებად . ყველაფერი ბრუნავ როგორც წყალი.( წყარო წყალი ტბად გარდაიქმნა , შემდეგ აორთქლდა და ღრუბლად გარდაიქმნა, ღრუბლიდან ისევ დაუბრუნდა წყაროს წყალს და ა.შ.). ადამიანში არის გონება და გონება მართავს ადამიანის სხეულებ. გონებაში ორი გზაა-ერთია დადებითი მეორე კი უარყოფითი. გონება და ადამიანი ერთი არაა და რატომ : - გონება ცდის და მერე ფიქრი უბიძგებს (ჰო ან არა.). ცხოველის გონება მკვდარია, ცხოველში მართავ ფიქრი და გულის გრძნობა . ადამიანის გრძნობას გონება და ფიქრი აშინებს გულს. ცხოველის გრძნობა ხმა აშინებს გულს. ღმერთი არსებობ - და ვერ ვუარყოფ ამას. ხალხო, ცხოველები ვართ ჩვენს და ის ფაქტი, რომ სხვა ცხოველებზე განვითარებულები ვართ არ ნიშნავს იმას რომ ღმერთი არსებობს, სადღაც სამყაროში რომ არსებობდეს ცივილიზაცია, რომელიც ისევე მაღლა დგას ინტელექტუალურად ჩვენზე როგორც ჩვენ მაგალითად ციყვებზე, ეს ცვლის რამეს? სხვა ცხოველებზე განვითარებულები რომ ვართ, იმიტომაც მოვიგონეთ ღმერთი. ციტატა რატომღაც შენი წინა პოსტი ახლა გამოჩნდა ჩემთან. შევეცდები გიპასუხო. უკვე მეცნიერულად ახსნილ სამყაროს მოვლენებს კარგად დაუფლებიხარ. დავინახე ეს და შემოგთავაზე გაცნობოდი ღვთის არსებობის მეცნიერული, მათემატიკური დასაბუთებას. მერე მეუბნები ღმერთი აბსტრაქტული ცნებაა და სად გაგონილა მისი მეცნიერულად დასაბუთებაო?! სად გაგონილა და მაგალითად "გელლერთან" გაგონილა. მერე ვინმემ რომ საწინააღმდეგო დაასაბუთოსო?! მაგის მეტს რას ცდილობდნენ და რას ცდილობენ ათეისტები? მაგრამ არა გამოუდით რა. გელერზე ზემოთ დავწერე. ერთი რამე მითხარი, ხომ დაამტკიცა მეცნიერებამ, რომ სამყრაოს წარმოშობის ბიბლიასეული ვერსია სრულიად აბსურდულია, არწ მიწა ვართ და არც ნეკნი. გადაცემაც კი ვნახე რომ იპოვეს ქრისტეს და მისი ცოლის საფლავი. მაგრამ ჩემს ათეისტობაში ამ გადაცემას დამატებითი ინექცია არ მოუხდენია. იმიტომ რომ არ მჭირდება მსგვასი "ფაქტები". ჩემი ფაქტია ჩემი ლიგიკა და ზოგადი დაკვირვებები. ციტატა შენ ამბობ ღმერთი აბსტრაქტული ცნებააო. მე მგონია უნივერსალურია, აბსტრაქტულიცაა და კონკრეტულიც ერთბაშად. მაგრამ კარგი აბსტრაქტულობა განვიხილოთ. ე.ი. შენც გგონია რომ რაღაც არის. ადამიანის ფიქრის, ანუ ტვინის რაღაც ქიმიური რეაქციების ნაყოფიაო, ასე მიგაჩნია შენ. ზოგიერთ სასწაულზე დავუშვათ კარგი, რომ ქიმიური რეაქციის ნაყოფია. მაგ.; როდესაც მოსეს ცეცხლის სახით გამოეცხადა და სხვა. მაგრამ, ღვთისმშობელმა რომ ქმრის გარეშე მუცმად იღო მაცხოვარი, ეს ტვინში მიმდინარე რა ქიმიური რეაქციების ნაყოფი შეიძლება იყოს? ამ საქმეს უხელმძღვანელა და განახორციელა რაღაც მოაზროვნე არსებამ. ღმერთი ჰქვია მას. მეცნიერების განვითარების დღევანდელ დონეს მიახლოებით შეუძლია ახსნას თუ როგორშეიძლება მომხდარიყო სახელდობრ მუცლადღება. ამის გაგებას ქვანტური თეორიის ცოდნა ესაჭიროება. მაგრამ უფრო ზუსტი და ღრმა ახსნისათვის მეცნიერების განვითარების დღევანდელი დონე ჯერ კიდევ არ კმარა. ამბობს კიდეც უფალი "დაბადებაში", დრო და დრო ამოგიყვანთ მაღლა, ჩემი სიმაღლეებისკენო. ასეც ხდება, უფლის სიტყვები ყველაფერი ხორციელდება. ეხლა შენთ თუ იმის გჯერა რომ მარიამმა ქმრის გარეშე შვა შვილი მარტო იმიტომ რომ ასე დაწერა ვიღაცამ, მაშინ რად გინდა ან გელერი, ან წერტილი. მასეთი მითის თუ გჯერა, გელერსაც მოიყვან ფაქტად, წერტილის ცნებითაც იწამებ ღმერთს და ათეისტებსაც ვერასდროს გაუგებ. |
Otherguy |
![]()
პოსტი
#191
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
ყველას გეკითხებით:
თუ სამყაროს აქვს დასაწყისი, რატომ დასჭირდა უსასრულო დრო მის დასაწყებად? როგორ შეიძლება მარადიულად უცვლელი თავისით ცვალებადად შეიცვალოს? ის აზრი რომ სამყაროს აქვს დასაწყისი(ღმერთის გარეშე) არის კრეტინიზმი... თორემ ცხადია დიდ აფეთქებამდეც რაღაც ცვალებადი გარემო იყო... ასევე, თუ არსებობს ღმერთი, მაშინ რატომ დასჭირდა მარადიული დრო სამყაროს შესაქმნელად? ესეგი უსასრულოდ დიდი დრო ყურყუტებდა ღმერთი მარტო და ერთ წამს თავში აზრად მოუვიდა სამყაროს შექმნა? რაში დასჭირდა მას უსასრულო დრო ამის მოსაფიქრებლად? შეიცვალა მისი არსი და მისი აზრები? ხომ ამბობთ იესოს შობა დროის გარეთ მოხდაო(რაც არ შეესაბამება ლოგიკას, რადგან ღმერთისთვისაც არსებობს დრო), და იმას, რომ თუ იესოს შობა დროში მოხდა, მაშინ იყო დრო როცა მამა ღმერთი მამა არ იყო რადგან ძე არ ყავდაო? მაშინ სამყაროც არ შეუქმნია ღმერთს, რადგან უსასრულო დრო მოსდომებია სამყაროს შექმნის იდეის ჩამოყალიბებას და მერე უცებ არსი შეეცვალა და შემქმნელი გახდა... ამიტომ შექმნელიც აღარ ვუწოდოთ, რადგან მისი ჰიპოსტასური თვისება არაა... -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
davithet |
![]()
პოსტი
#192
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 413 რეგისტრ.: 28-January 09 წევრი № 6,402 ![]() |
ცხოველები თუ ვარ ყველანი , აი ეს არის პასუხი:
ღმერთის არსებობა,არავის არ მოუგონია,ღმერთის არსებობა,უხილავი ძალამ უკარნახა, ადამიანის გონებაში.და ადამიანებმა კი ხელოვნური ღმერთები შექმნეთ. საკითხავია,იცი რაა? თუ რამ დააწერინა იმ ძველ აღთქმაში , რომ, ქრისტე უნდა მოსულიყო? რატომ სრულდება წინასწარმეტყველება ? იგავებში თუ წერია 8:22- იაჰვემ შექმნა, მე ვარ მისი შემოქმედებითი გზის დასაწყისი. მის უძველეს საქმეთა შორის უპირველესი ვარ. თუ გაქვს ბიბლია,აბა ერთი გადაიკითხე : იგავი 8:22-30-მდე. -------------------- [b]止まれ[/b]
|
davithet |
![]()
პოსტი
#193
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 413 რეგისტრ.: 28-January 09 წევრი № 6,402 ![]() |
ადამიანმა შექმნა ღმერთი იმიტომ რომ არსებობ ღმერთი.
თავად ადამიანში არ მოუვიდოდა აზრად რომ ღმერთი არსებობო. მაშინ მენდელეევის სხრილი, ადამიანმა გამოიგონა, იმიტომ რომ, არსებობ ქიმიური ელემენტები. თავად მენდელეევს, თავისის არ მოუვიდოდა ილუზია რომ შეექმნა ტაბულა , იმიტომ რომ, ტაბულა არსებობ. ამიტომ, თავდაპირველია ღმერთი რომ, აძლევს, უმაღლეს ცოდნას იმ თითოულ ადამიანს.მაგრამ, ადამიანები მატერიალისტები არიან ცხოველებივით , და არ აღიარებენ ღმერთს. ეს, იგივეა, მოსეს შეცდომა უდაბნოში - აი მე თქვენ გაძლევ წყალს( უნდა ეთქვა მოსეს: აი, ღმერთი გაძლევს წყალს). -------------------- [b]止まれ[/b]
|
Otherguy |
![]()
პოსტი
#194
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
იგავებში თუ წერია 8:22- იაჰვემ შექმნა, მე ვარ მისი შემოქმედებითი გზის დასაწყისი. მის უძველეს საქმეთა შორის უპირველესი ვარ. თუ გაქვს ბიბლია,აბა ერთი გადაიკითხე : იგავი 8:22-30-მდე. უფ ეგ არ დაწერო მართლმადიდებლურ ფორუმზე, ანათემაა მაგაზე... ![]() -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
davithet |
![]()
პოსტი
#195
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 413 რეგისტრ.: 28-January 09 წევრი № 6,402 ![]() |
უფ ეგ არ დაწერო მართლმადიდებლურ ფორუმზე, ანათემაა მაგაზე... ![]() მე რავა , ![]() ![]() ![]() -------------------- [b]止まれ[/b]
|
gigamp |
![]()
პოსტი
#196
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 25 რეგისტრ.: 17-November 10 წევრი № 9,900 ![]() |
ციტატა ყველას გეკითხებით: თუ სამყაროს აქვს დასაწყისი, რატომ დასჭირდა უსასრულო დრო მის დასაწყებად? როგორ შეიძლება მარადიულად უცვლელი თავისით ცვალებადად შეიცვალოს? ის აზრი რომ სამყაროს აქვს დასაწყისი(ღმერთის გარეშე) არის კრეტინიზმი... თორემ ცხადია დიდ აფეთქებამდეც რაღაც ცვალებადი გარემო იყო... ასეთმა კითხვებმა რომ აუდუღეს ტვინი ადამიანს, იმიტომაც მოიგონა ღმერთი, რომელსაც თავიდანვე მიანიჭა უნარი იგივე კითხვები არ შეხებოდა. სამყაროს რო დასაწყისი აქვს ეს კრეტინიზმი არაა, საუბარია ხილულ სამყაროზე, რომელიც შეიძლბე სხვა სამყაროს ნაწილი იყოს, ის კიდე სვხისი და ასე შემდეგ. ხოლო ჩვენი სამყაროს დასაწყისის მომენტი იმიტომ არსებობს რომ ის ჯერ კიდე ფართოვება ყველა მიმართულებით, და ეს გაფართოება რომ უკან გადაახვიეს თეორიულად, მიიღეს დიდი აფეთქება. ცხოველები თუ ვარ ყველანი , აი ეს არის პასუხი: ღმერთის არსებობა,არავის არ მოუგონია,ღმერთის არსებობა,უხილავი ძალამ უკარნახა, ადამიანის გონებაში.და ადამიანებმა კი ხელოვნური ღმერთები შექმნეთ. საკითხავია,იცი რაა? თუ რამ დააწერინა იმ ძველ აღთქმაში , რომ, ქრისტე უნდა მოსულიყო? რატომ სრულდება წინასწარმეტყველება ? იგავებში თუ წერია 8:22- იაჰვემ შექმნა, მე ვარ მისი შემოქმედებითი გზის დასაწყისი. მის უძველეს საქმეთა შორის უპირველესი ვარ. თუ გაქვს ბიბლია,აბა ერთი გადაიკითხე : იგავი 8:22-30-მდე. ყურანი გაქვს? გადაიკითხე ერთი. ნუ აპელირებთ ადამიანის მიერ დაწერილი იგავებით. ბიბლიაც ისეთივე პროპაგანდისტებმა დაწერეს, როგორებმაც დაწერეს ყურანი, ბხაგავატ გიტა და სხვა მრავალი. |
gigamp |
![]()
პოსტი
#197
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 25 რეგისტრ.: 17-November 10 წევრი № 9,900 ![]() |
ადამიანმა შექმნა ღმერთი იმიტომ რომ არსებობ ღმერთი. თავად ადამიანში არ მოუვიდოდა აზრად რომ ღმერთი არსებობო. მაშინ მენდელეევის სხრილი, ადამიანმა გამოიგონა, იმიტომ რომ, არსებობ ქიმიური ელემენტები. თავად მენდელეევს, თავისის არ მოუვიდოდა ილუზია რომ შეექმნა ტაბულა , იმიტომ რომ, ტაბულა არსებობ. ამიტომ, თავდაპირველია ღმერთი რომ, აძლევს, უმაღლეს ცოდნას იმ თითოულ ადამიანს.მაგრამ, ადამიანები მატერიალისტები არიან ცხოველებივით , და არ აღიარებენ ღმერთს. ეს, იგივეა, მოსეს შეცდომა უდაბნოში - აი მე თქვენ გაძლევ წყალს( უნდა ეთქვა მოსეს: აი, ღმერთი გაძლევს წყალს). ექსპერიმენტი რო ჩავატაროთ, უკაცრიელ კუნძულზე დავსვათ რამოდენიმე ჩვილი, რომლებმაც არ იციან და არც ეცოდინებათ არც ერთი ჩვენს მიერ ცნობილი ღმერთის შესახებ, იყვნენ სრულ იზოლაციაში, რამოდენიმე ათეული წლის შემდეგ რომ მიაკითხო, როცა შეიძლება 2+2 არ ეცოდინებათ რამდენია, აუცილებლად დაგხვდება რაღაც კერპი, რომელსაც ეთაყვანებოდნენ იქნება და მერე ძაან გაგიჭირდება მათი დარწმუნება იმაში, რომ მათი ღმერთი მცდარია და ქრისტიანობაა ჭეშმარიტი. დასკვნა - ადამიანმა მოიგონა ღმერთი. ღმერთის არსებობა სჭირდება ადამიანს, ისევე როგორც იმედის, შეიძლება უაზროსი, მაგრამ მაინც იმედის. მენდელეევს კვარცმა და იზოტოპებმა კი არ უკარნახეს რომ არსებობდნენ, მენდელეევი მანამდე წლობით ქიმიკოსად მუშაობამ და პრაქტიკამ მიიყვანა, არასწორი შედარებაა. |
davithet |
![]()
პოსტი
#198
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 413 რეგისტრ.: 28-January 09 წევრი № 6,402 ![]() |
ექსპერიმენტი რო ჩავატაროთ, უკაცრიელ კუნძულზე დავსვათ რამოდენიმე ჩვილი, რომლებმაც არ იციან და არც ეცოდინებათ არც ერთი ჩვენს მიერ ცნობილი ღმერთის შესახებ, იყვნენ სრულ იზოლაციაში, რამოდენიმე ათეული წლის შემდეგ რომ მიაკითხო, როცა შეიძლება 2+2 არ ეცოდინებათ რამდენია, აუცილებლად დაგხვდება რაღაც კერპი, რომელსაც ეთაყვანებოდნენ იქნება და მერე ძაან გაგიჭირდება მათი დარწმუნება იმაში, რომ მათი ღმერთი მცდარია და ქრისტიანობაა ჭეშმარიტი. დასკვნა - ადამიანმა მოიგონა ღმერთი. ღმერთის არსებობა სჭირდება ადამიანს, ისევე როგორც იმედის, შეიძლება უაზროსი, მაგრამ მაინც იმედის. მენდელეევს კვარცმა და იზოტოპებმა კი არ უკარნახეს რომ არსებობდნენ, მენდელეევი მანამდე წლობით ქიმიკოსად მუშაობამ და პრაქტიკამ მიიყვანა, არასწორი შედარებაა. ყველა წიგნი წაკითხული მაქვს ; ყურანი, კრიშნა , ბუდიზმი, დაო, ჰინდუ, ზოროასტრა, იეზიდის რონაი, ბიბლია, ათეისტური , ყველანაირი მეცნიერება და რავი. მაგრამ ვიცი რომ მცდარია. მე მაინც ვაღიარებ რომ არის ღმერთი. -------------------- [b]止まれ[/b]
|
Berckley |
![]()
პოსტი
#199
|
![]() მინისტრობისთვის გაჩენილი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 164 რეგისტრ.: 7-November 10 მდებარ.: თბილისი,საქართველო წევრი № 9,820 ![]() |
ყველას სხვანაირად სწამს,რაც გიგამ თქვა მართალია,კერპები დაგვხვდება ნამდვილად,ისიც მართალია რომ ღმერთს ადამიანი სჭირდება.ვისაც როგორ უნდა ისე სწამს,აბა ეხლა დადექი და ურწმუნე მუსლიმანს კეშნაა მართალიო,მთელი ცხოვრება რო უმტკიცო დაგიჯერებს? მაინც მუსლიმანათ დარჩება.მაშინ რაღაზე ვკამათობთ?ციტატას მოვიყვან - კამათი თამაშია,რომელსაც გამარჯვებული არ ყავს.ეს ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვა.
-------------------- * ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო! * * ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ განარჩიესო * * ოცდაათ ვერცხლად გაგყიდეს,ისიც კი განაბნიესო * * დიდება მოთბინებასა შენსა,უფალო იესო * |
ბიძი |
![]()
პოსტი
#200
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 19 რეგისტრ.: 11-January 11 წევრი № 10,257 ![]() |
gigamp.
რაღა იმ ანტიქრისტეების მონათხრობების და მოჩმახული გადაცემების გჯერა, მორწმუნეების დაიჯერე. მგმობელთა საუბარია მართალი და დიდი წმინდა მამებისა და დედების ტყუილი? მორწმუნეთა მომზადებული გადაცემებიც ნახე, ყველაზე მაგათზე აქვთ გაცემული პასუხი შესანიშნავად. ასეთ შეკითხვას დაგისვამ; შეგიძლია ჩამოაყალიბო-შენ ღმერთს იწამებ მაშინ და მხოლოდ მაშინ თუ .... რა თუ? ახლა რაც შეეხება დრო და სივრცეს. დრო და სივრცის განსაზღვრებაა ჩამოყალიბებული. იყო პერიოდი როცა დრო და სივრცე იმ პირობას არ აკმაყოფილებდა. მაგრამ მისტიკურად თუ წარმოვიდგენთ ევკლიდურ სამ ღერძს (სულერთია სათავე სად იქნება) და დროს აუთვლელს, ეს ყოველთვის იყო, მაგრამ ეგ ორი მშრალად არასოდეს ყოფილა სული იყო უწინარესად და ის სული აღრიცხავდა მას სიტყვით. ის სულია ღმერთი და სიტყვა იყო მასთან და ღმერთი იყო იგი (იგი ანუ სიტყა). სიტყვა დღევანდელი გაგებით არ უნდა გავიგოთ. რასაც მისი გონი მოისაზრებს სიტყვაა ის. ახლა იმ ჩვილების მაგალიზე გიპასუხებ. სწორია კერპებს ქმნიან, იმიტომ რომ ეძიებენ შემოქმედს, ღმერთს. მაგრამ მათი ტვინი მეტს ვერ ხვდება. იმ კერპების ხატებაში უნდათ უფლის დანახვა. იმ კერპებს აღმერთებენ. ე.ი. რმერთის არსებობის კოდი ადამიანში თავიდანვე დევს, აინტერესებთ კიდეც და სურვილიც უჩნდებათ ღმერთთან კონტაქტისა. უბრალოდ არასწორი გზით ეძიებენ. რადგან მეტს ვერ ხვდებიან დამოუკიდებლად. ეს რომ იცოდა უფალმა იმიტომ ეცხადებოდა რჩეულთ. ვისაც არ ეცხადებოდა იმათგან ზოგი იჯერებდა პატიოსანი კაცის ნამუსიან ნათქვამს; ასე და ასე გამომეცხადა უფალი და ასე და ასე მაუწყა რათა თქვენთვის გადმომეცაო. მაგრამ იყვნენ და არიან ისეთები რომლებიც გაფარჩხავდნენ ფეხებს იზძახდნენ არ მჯერა არა არაო. გაიხსენე რა უთხრა მაცხოვარმა "ურწმუნო" თომას. დაველოდები პასუხს და დანარჩენ შემდგომ გეტყვი. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th July 2025 - 05:59 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი