IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

11 გვერდი V « < 9 10 11  
Closed TopicStart new topic
> ღმერთის არსებობა მათემატიკური დადასტურება
Otherguy
პოსტი Feb 4 2011, 01:58 AM
პოსტი #201


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ციტატა(gigamp @ Feb 2 2011, 10:55 PM) *

ასეთმა კითხვებმა რომ აუდუღეს ტვინი ადამიანს, იმიტომაც მოიგონა ღმერთი, რომელსაც თავიდანვე მიანიჭა უნარი იგივე კითხვები არ შეხებოდა.
სამყაროს რო დასაწყისი აქვს ეს კრეტინიზმი არაა, საუბარია ხილულ სამყაროზე, რომელიც შეიძლბე სხვა სამყაროს ნაწილი იყოს, ის კიდე სვხისი და ასე შემდეგ. ხოლო ჩვენი სამყაროს დასაწყისის მომენტი იმიტომ არსებობს რომ ის ჯერ კიდე ფართოვება ყველა მიმართულებით, და ეს გაფართოება რომ უკან გადაახვიეს თეორიულად, მიიღეს დიდი აფეთქება.



სამყაროს გაფართოებაზე წიგნიც მაქვს წაკითხული და ვიცი...

მაგრამ აფეთქებამდე რაც იყო, იყო თუ არა ის ცვალებადი? ამაზე გამეცი პასუხი... როგორ შეიძლება უსასრულო დროის მანძილზე რაღაც უცლელი იყოს და მერე შეიცვალოს?

იგივე ეხება ღმერთს... მე ამ ლოგიკით ღმერთი კი არ დამიმტკიცებია... biggrin.gif


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atheist(:
პოსტი Aug 24 2011, 06:52 PM
პოსტი #202


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 4
რეგისტრ.: 24-August 11
წევრი № 11,471



ციტატა
თუ ჩავთვლით, რომ სამყაროს ჰქონდა დასაწყისი, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ მას ჰყავდა შემოქმედი. მაგრამ, თუ სამყარო ავტონომიურია, არ აქვს საზღვრები, არ აქვს დასაწყისი და დასასრული - მაშინ იგი უბრალოდ არსებობს. ასეთ შემთხვევაში სადაა შემოქმედის ადგილი.

მართლაც რომ ცუდად მსჯელობს
სადაა შემოქმედის ადგილი და არაა !
რატომ ჰგონიათ რომ ყველაფერს შემოქმედი სჭირდება?
თუ ყველაფერი ღმერთმა შექმნა ღმერთი თვითონ ვინ შექმნა?
ეხლა გამოვლენ მორწმუნეები და იტყვიან ღმერთს შექმნა არ სჭირდებოდაო, ის ხომ ღმერთიაო, მუდმივად არსებობდაო და ა.შ
და მეც ვიტყვი
ის პირველენერგია რომლის გაფართოებასაც მოჰყვა დანარჩენი ყველაფერი მუდმივად არსებობს და შემოქმედი არ სჭირდება!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Aug 24 2011, 07:15 PM
პოსტი #203


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



Atheist(:
ციტატა
სადაა შემოქმედის ადგილი და არაა !

ათეისტებისთვის მართლაც არაა ამ სამყარტოში შემოქმედის ადგილი!
რას იზამ.
ციტატა
რატომ ჰგონიათ რომ ყველაფერს შემოქმედი სჭირდება?

კი არ სჭირდება, ლოგიკურად უნდა ჰყავდეს. სხვანაირად როგორ აზროვნებ?
ციტატა
თუ ყველაფერი ღმერთმა შექმნა ღმერთი თვითონ ვინ შექმნა?

ღმერთს რომ შემოქმედი ყავდეს, მაშინ მისი შემქნელი იქნებოდა ღმერთი და ა.შ.
ციტატა
ის პირველენერგია რომლის გაფართოებასაც მოჰყვა დანარჩენი ყველაფერი მუდმივად არსებობს და შემოქმედი არ სჭირდება!

ან გაეცი კითხვას პასუხი, ან უაზრობებს შეეშვი.
ის პირველენერგია რისგან, ან ვისგან მომდინარეობს?


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Sep 2 2011, 11:44 AM
პოსტი #204


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



საწყლები... sad.gif sad.gif sad.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
peritoniti
პოსტი Dec 23 2011, 02:57 AM
პოსტი #205


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 67
რეგისტრ.: 14-November 10
წევრი № 9,872



მეც დავეთანხმები იმ აზრს რო - თუკი ამბობენ რო ღმერთი იყო არის და იქნება და ის არავის შეუქმნია, იყო და იყოო, რატო სამყაროზეც არ შეიძლება იგივე თქვას რომ ის არავის შეუქმნია და იყო და იყო?! ასევე თუ იმას ამტკიცებენ რო ღმერთის კარნახით ხდება ყველაფერი და უმისოდ არაფერია, რატომ კარნახობს იმ ბოროტებას ღმერთი ადამიანებსა თუ ცხოველებს რაც ჩვენს ირგვლივ ხდება? ან რატო გვემალება? დაგვენახოს მანაც ისე როგორც ეს ცაში ელვა ან ვარსკვლავი გამოჩნდება. მისი დანახვით ხომ უმალ უამრავი რამ მოწესრიგდება. ან თუ არ უნდა დაგვენახოს მაშინ რატომ უარყოფენ ე.წ. ცრუ რწმენას? იქნებ კაკრას იმ ცრურწმენით, კატის გადარბენით თუ სიზმრის ნახვით გაგვაფრთხილა ღმერთმა მოსალოდნელი საშიშროება?! მითუმეტეს რო ბიბლიაში არაერთი ფაქტია როცა ღმერთმა საქმეში ბუნება ჩართო. მამალი იყივლებსო პეტრეს უთხრა, ვარსკვლავმა გვამცნო ქრისტეს დაბადება, მტრედმა გვაჩვენა სული წმინდა, ცისარტყელამ კი მომავალი სიმშვიდედა გამოდარება. სიზმრად ნახა ანგელოზი ოსებმა და ქრისტეს მომავალი დაბადება ამცნო მას. რატო უწოდებენ ახლა ყველაფერ ამას ცრურწმენას?!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Dec 23 2011, 09:31 PM
პოსტი #206


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



peritoniti
ციტატა
თუკი ამბობენ რო ღმერთი იყო არის და იქნება და ის არავის შეუქმნია, იყო და იყოო, რატო სამყაროზეც არ შეიძლება იგივე თქვას რომ ის არავის შეუქმნია და იყო და იყო?!

იმიტომ რომ, საყარო მკვდარია, მატერიაა, ქმნილებაა, ხოლო ღმერთი შემოქმედია ამ მატერიისა და ის ქმნის ყოველივეს.

შემოქმედს, შემოქმედი უნდა ყავდეს?
განა შეიძლება არსებობდეს ადამიანი მშობლების გარეშე?
ციტატა
ასევე თუ იმას ამტკიცებენ რო ღმერთის კარნახით ხდება ყველაფერი და უმისოდ არაფერია, რატომ კარნახობს იმ ბოროტებას ღმერთი ადამიანებსა თუ ცხოველებს რაც ჩვენს ირგვლივ ხდება?

ამ ქვეყანას მართავს არა ღმერთი, არა დემონი, არამედ თავად ადამიანი.
თუკი ადამიანი თავისი ნებით ჩადის ცოდვას და ღმერთს ეუბნება - ღმერთო, შენ არ მინდიხარ, მინდა ვიცხოვრო ისე, როგორც მე მინდა!
ღმერთი რა შუაშია?

თუკი ადამიანი გადაწყვეტს, რომ არ უნდა ღმერთი და ამ თავისი უგუნურებით საშინელებებს დაიტეხს თავზე, ღმერთი რა შუაშია?
ციტატა
ან რატო გვემალება? დაგვენახოს მანაც ისე როგორც ეს ცაში ელვა ან ვარსკვლავი გამოჩნდება. მისი დანახვით ხომ უმალ უამრავი რამ მოწესრიგდება.

"ნეტარ არიან, რომელთა არა ვუხილავ და ვრწმენე", ამბობს უფალი.

ღმერთი თოვლის ბაბუა ხომ არ გგონია; დარწმუნებული ხარ, რომ მის ხილვას შეძლებ და გაუძლებ?

საქმეც იმაშია, რომ ჩვენ არ გვიხილავს უფალი, მაგრამ გვწამს მისი არსებობის.
მართალია იგი არ გვიხილავს, მაგრამ განგვიცდია და განვიცდით მასთან შეხებას.
თუ როგორ ხდება ეს, რომ გაიგო, მართლმადიდებელი ეკლესიის ცოცხალი წევრი უნდა იყო.
ციტატა
ან თუ არ უნდა დაგვენახოს მაშინ რატომ უარყოფენ ე.წ. ცრუ რწმენას? იქნებ კაკრას იმ ცრურწმენით, კატის გადარბენით თუ სიზმრის ნახვით გაგვაფრთხილა ღმერთმა მოსალოდნელი საშიშროება?! მითუმეტეს რო ბიბლიაში არაერთი ფაქტია როცა ღმერთმა საქმეში ბუნება ჩართო. მამალი იყივლებსო პეტრეს უთხრა, ვარსკვლავმა გვამცნო ქრისტეს დაბადება, მტრედმა გვაჩვენა სული წმინდა, ცისარტყელამ კი მომავალი სიმშვიდედა გამოდარება. სიზმრად ნახა ანგელოზი ოსებმა და ქრისტეს მომავალი დაბადება ამცნო მას. რატო უწოდებენ ახლა ყველაფერ ამას ცრურწმენას?!

შენ ხომ არ გჯერა ღმერთის?
აბა რა ღვთაებრივ მინიშნებებზე საუბრობ?


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
peritoniti
პოსტი Dec 23 2011, 11:33 PM
პოსტი #207


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 67
რეგისტრ.: 14-November 10
წევრი № 9,872



GIORGI LELUASHVILI
მადლობელი ვარ ასეთი ღირსეული პასუხებსათვის. პირველ ორ შემტხვევაში გასაგებია, მივესალმები. მაგრამ ბოლო ციტატაზე, ცრურწმენაზე შენი პასუხი, უფრო პასუხზე თავის არიდებას და პასუხიდან გაგცევას გავდა და არა პასუხს. ჯერ ერთი მე აქ ვსაუბრობ ზოგადი სახელით და არა კონკრეტულად ჩემი შეხედულებებით. იქნებ მე კი ვარ მორწმუნე, უბრალოდ ეს შეკიტხვები მე დამისვეს და ვერ ვუპასუხე. ხო შეიძლება რო ასე იყვეს? ამასაც თავი დავანებოთ, არიან ადამიანები რომლებსაც წამთ ღმერთი, მას ხედავენ თავისებურად და არ სცნობე ისეთს როგორსაც ამას ქადაგებს რომელიმე კონკრეტული რელიგია. ჩემი შეკიტხვა ცრურწმენაზე - რატო ითვლება ვარსკვლავებზე დაკვირვება, სიზმრის ახსნა ან სხვა ცრურწმენები ცრურწმენად? ხომ შეიძლება ეს უფლის მინიშნება იყო? ან მე თუ შემიძლია შევიწყნარო კეთილი და კაცთმოყვარე ადამიანი მიუხედავად მისი მრწამსისა ან საერტოდ ურწმუნოებისა რატო უფალია არ აკეთებს ამას? ჩემზე კეთილი არ არის?! ან მხოლოდ მე მიწამე და სხვა არავინო განა ეს ეგოიზმი არ არის? კიდე მე თუ შემიძლია ადამიანს გავუგო - რო რაც არ დაუნახავს არ სჯერა და ამის გამო ის არ გავაკრიტიკო და არ გავამტყუნო რატო ღმერთს არ შეუძლია ეს მას წორად გაუგოს?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Dec 24 2011, 12:06 AM
პოსტი #208


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



peritoniti

ციტატა
იქნებ მე კი ვარ მორწმუნე, უბრალოდ ეს შეკიტხვები მე დამისვეს და ვერ ვუპასუხე. ხო შეიძლება რო ასე იყვეს?
კარგი, მაშინ ბოდიში მომითხოვია.
მეგონა ეს შენი პირადი აზრები იყო.

ციტატა
მაგრამ ბოლო ციტატაზე, ცრურწმენაზე შენი პასუხი, უფრო პასუხზე თავის არიდებას და პასუხიდან გაგცევას გავდა და არა პასუხს.

არა, თავის არიდება არც მიფიქრია და აცაა ღირსეული საქციელი.
თუ გინდა ცრურწმენებზეც ვისაუბროთ, არაა პრობლემა.
ციტატა
ჩემი შეკიტხვა ცრურწმენაზე - რატო ითვლება ვარსკვლავებზე დაკვირვება, სიზმრის ახსნა ან სხვა ცრურწმენები ცრურწმენად? ხომ შეიძლება ეს უფლის მინიშნება იყო?

მოდი, ჯერ სიზმრების ახსნაზე გავისაუბროთ და შემდეგ გადავიდეთ სხვა საკითხებზეც.

საერთოდ, ბიბლიაში არაერთი ადგილია, როცა უფალი რჩეულებს ხილვაში ეცხადება და სიზმარში ელაპარაკება მათ ან თვითონ, ან ანგელოზთა პირით.
იობის წიგნის თანახმად, სიზმრები ჩვენთვის ღვთიურ გამოცხადებათა განსაკუთებული ფორმა და საშუალებაა. ასევე სიზმრების ახსნა-განმარტებაც გამორჩეული, განსაკუთრებული, ღვთივმომადლებული ნიჭია, ისეთი ზებუნებრივი ნიჭი, როგორიც მიეცათ, მაგალითად, დანიელ წინასწარმეტყველს, იოსებს და სხვა არაერთ ღვთისრჩეულ წმინდანს.
მაგრამ რადგან ჩვენ არც ბიბლიური იოსებისა და იაკობის სიწმინდე არ გაგვაჩნია, არც დანიელ წინასწარმეტყველის მსგავსად უფალს სიზმართგანმარტების ნიჭით არ დავუჯილდოვებივართ, ამიტომ ჩვენი მხრიდან კეთილგონიერებას გამოვიჩენთ, თუ საერთოდ არ დავუჯერებთ სიზმრებს, რომლებიც, ვიმეორებ, შეიძლება ღვთისგანაც იყოს და შეიძლება ღვთისა და ყოველი ჩვენგანის ხსნისა და გადარჩენის საერთო მტრისაგან – ეშმაკისაგან.

რამდენადაც არც ერთ ჩვენგანს არ გაგვაჩნია ისეთი სრულყოფილება, ისეთი სულიერი სიწმინდე, რომელიც შეგვაძლებინებდა, გაგვერჩია, რომელი სიზმარია ღვთისაგან და რომელი ბოროტისაგან, ყველაზე ჭკვიანური იქნება, წესად გავიხადოთ, რომ არ ვერწმუნოთ არანაირ სიზმარს, არანაირ ხილვას, არანაირ ძილთაშორის გამოცხადებას, არანაირ ჩვენებას, რადგან, როგორც ნეტარი დიადოქოსი შეგვაგონებს, ცოდვიანი ადამიანების სიზმრები სხვა არაფერია, თუ არა ჩვენი ხორციელი გულისთქმების, ბიწიერი წარმოსახვებისა და უხამსი ფანტაზიის ნაყოფი, ანუ დემონთა მხრიდან ჩვენით თავშექცევა, მეტიც, აბუჩად აგდება. ამრიგად, თუ ამ წესს მივყვებით მთელი ცხოვრების მანძილზე და უარს ვიტყვით სიზმართდაჯერებაზე, და ზოგჯერ თვით ღვთისაგან გამოგზავნილ სიზმრისეულ ჩვენებასაც არ მივიღებთ, ამის გამო არ განრისხდება ჩვენზე სიყვარულით აღსავსე იესო, რომელმაც იცის, რომ ამგვარ კადნიერებას იმის შიშითა და სიფრთხილით ვიჩენთ, რომ ეშმაკურ ხრიკებს არ ვემსხვერპლოთ და მაცდურისაგან მოგვრილი უკეთური სიზმარი კეთილ სიზმრად არ მივიჩნიოთ.

ახლა ხომ გასაგებია, რატომ კრძალავს მართლმადიდებელი ეკლესია სიზმართდაჯერებას და მის ახსნას?


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
peritoniti
პოსტი Dec 24 2011, 12:30 AM
პოსტი #209


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 67
რეგისტრ.: 14-November 10
წევრი № 9,872



GIORGI LELUASHVILI

ციტატა
რამდენადაც არც ერთ ჩვენგანს არ გაგვაჩნია ისეთი სრულყოფილება, ისეთი სულიერი სიწმინდე, რომელიც შეგვაძლებინებდა, გაგვერჩია, რომელი სიზმარია ღვთისაგან და რომელი ბოროტისაგან, ყველაზე ჭკვიანური იქნება, წესად გავიხადოთ, რომ არ ვერწმუნოთ არანაირ სიზმარს, არანაირ ხილვას, არანაირ ძილთაშორის გამოცხადებას, არანაირ ჩვენებას,

ამაში ვერ დაგეტანხმები. სეიძლება ცოტა ულამაზო სედარებაა მარა ვიტყვი. მე როცა აქ, ინტერნეტში, ან ტელეფონზე უცნობი მიკავშირდება, როცა არ ვიცი ვინ არის ის, ღირსეული თუ უღირსი მაშინ ვცდილობ ღირსეულად და პატივისცემიტ სევხდე მას. იქნებ ის ღირსეულა. ამიტო იქნებ პირიქიტ, ყველა სიზმარზე ყურადღების მიქცევა ჯობდეს ვიდრე ყველას უგულვებელყოფა. ასე ხომ ჩვენ უფლის მინიშნებაც უყურადღებოდ გვრჩება?!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Dec 24 2011, 03:10 PM
პოსტი #210


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



peritoniti
ციტატა
ამაში ვერ დაგეტანხმები. სეიძლება ცოტა ულამაზო სედარებაა მარა ვიტყვი. მე როცა აქ, ინტერნეტში, ან ტელეფონზე უცნობი მიკავშირდება, როცა არ ვიცი ვინ არის ის, ღირსეული თუ უღირსი მაშინ ვცდილობ ღირსეულად და პატივისცემიტ სევხდე მას. იქნებ ის ღირსეულა. ამიტო იქნებ პირიქიტ, ყველა სიზმარზე ყურადღების მიქცევა ჯობდეს ვიდრე ყველას უგულვებელყოფა. ასე ხომ ჩვენ უფლის მინიშნებაც უყურადღებოდ გვრჩება?!

თვიდანვე უნდა აღვნიშნო ის, რომ სიზმრის სამი კატეგორია არსებობს: ღვთიური, ეშმაკეული და საკუთარი აზრებიდან და განცდებიდან გამომდინარე.

ღვთის სიყვარულით მოგვრილი სიზმრები სულიერი სიჯანსაღის უტყუარი ნიშანია; ისინი ერთი სახიდან მეორეში არ გადადიან, შიშს არ გვრიან, სიცილსა და უეცარ დასევდიანებას არ იწვევენ, არამედ სულს ეფინებიან ყოველგვარი სიმშვიდით და სულიერი სიხარულით აღავსებენ მას, რის გამოც სული სხეულის გამოღვიძების შემდეგაც მთელის ნდომით ეძებს სიზმარში განცდილს.

საეშმაკო განცდისას კი ყოველივე ამის საწინააღმდეგოდაა - ერთი და იგივე სახება არასდროს არაა და აუმღვრეველი იგი დიდხანს არ რჩება, რადგან იმად, რაც არ არის მათ ნებელობაში, და რასაც ისინი მხოლოდ სიცრუიდან იღებენ, არ ძალუძთ დიდხანს დარჩენა.

გონება, როდესაც სუფთაა, მალე შეიცნობს მათ, და ზოგჯერ აზრობრივი დაძაბვით აღვიძებს სხეულს, სხვა დროს კი იმავე მდგომარეობაში სიამოვნებით რჩება, მოხარული იმით, რომ შეძლო მათი მზაკვრობის შეცნობა და იმავე სიზმარში ამხილებს რა მათ, დიდ მრისხანებაში აგდებს დემონებს საკუთარი თავის წინააღმდეგ.
თუმცა ზოგჯერ ისეც ხდება, რომ კეთილ სიზმრებს სულისთვის მოაქვთ არა სიხარული, არამედ ერთგვარი ტკბილი სევდა და ცრემლი ამისდაგვარი. ასე ხდება მათთან, ვინც თავმდაბლობაში წარმატებას მიაღწია. ჩვენ გადმოგეცით, როგორ გავარჩიოთ კარგი და ავი სიზმრები, იმაზე დაყრდნობით, რაც თავად გამოცდილი მამებისაგან გვსმენია. თუმცაღა ვიკმაროთ, როგორც უდიდესი სათნოება და წესად გავიხადოთ, არ ვერწმუნოთ არანაირ სიზმარეულ ოცნებას, რადგანაც უმეტეს შემთხვევაში სიზმარი სხვა არა არის რა, თუ არა კერპი გულისთქმათა, წარმოსახვის თამაში, ანუ ეშმაკთა მიერ ჩვენით თავშექცევა და აბუჩად აგდება. ხოლო თუ ჩვენ ამ წესს მივყვებით და ზოგჯერ თვით ღმერთისაგან გამოგზავნილ სიზმრეულ ჩვენებასაც არ მივიღებთ, არ განრისხდება ჩვენზე სიყვარულით აღსავსე უფალი იესო, რადგან მან უწყის, რომ ამგვარს კადნიერებას იმის შიშით ვიჩენთ, რომ ეშმაკურ ხრიკებს არ ვემსხვერპლოთ. რამეთუ ჩვენს მიერ გადმოცემული ხერხი სიზმართა გარჩევისა თუმცაღა სიმართლეს შეესაბამება, ხდება ისეც, რომ მაცთურისგან ერთგვარად აღტაცებული, უნებლიედ შეგინებულ შეიქნება ადამიანი, სიზმრების ერთმანეთისაგან გარჩევის სწორ კვალს დაკარგავს და უკეთურ სიზმარს კეთილ სიზმრად ჩათვლის.

აი რა საინტერესო და ყურადსაღებ სიტყვებს ამბობს ღირსი იოანე კიბისაღმწერელი:
ვისაც სიზმრების სწამს, იგი იმ ადამიანს ემსგავსება, თავის ჩრდილს რომ მისდევს და მის დაჭერას ლამობს. პატივმოყვარეობის დემონები სიზმრებში წინასწარმეტყველებად გარდაისახებიან და თავიანთი გაიძვერობითა და მოხერხებულობით წინასწარხვდებიან მომავალს და გვამცნობენ (გვაუწყებენ) მას, რათა სიზმარში ნანახის ცხადში ახდენით განვცვიფრდეთ და თითქოსდა უკვე წინასწარმცნობელობის ნიჭის მქონენი, გულისთქმებით გავამაყდეთ. მათთვის, რომელნიც დემონს უჯერებენ, ეს უკანასკნელი წინასწარმეტყველია, ხოლო მათთვის, რომელნიც არად აგდებენ და ამცრობენ მას, ის ყოველთვის მატყუარაა (მაცდურია). დემონი სულია, ამიტომ ის ხედავს იმას, რაც საჰაერო სივრცეში ხდება, და გაიგებს (შეიტყობს) თუ არა, რომ ვინმე კვდება, ამის შესახებ გულუბრყვილო ადამიანებს ძილში ამცნობს. წინასწარმცნობელობით (წინასწარუწყებით) დემონებმა მომავლის შესახებ არაფერი არ იციან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯადოსნებსაც შეეძლებოდათ თითოეული ჩვენგანისათვის მოსალოდნელი სიკვდილი ეწინასწარმეტყველებინათ. დემონები ხშირად სინათლის ანგელოზებისა და წამებულთა იერსახეს იღებენ და სიზმრებში გვიჩვენებენ ჩვენს ურთიერთობას მათთან, ხოლო გამოღვიძებულებს სიხარულსა და ამპარტავნებაში გვძირავენ. დაე, ეს შენთვის ნიშანი იყოს ხიბლისა და ეშმაკისეული საცდურისა. წმინდა ანგელოზები გვიჩვენებენ სატანჯველს, არსს სიკვდილისას, რის გამოც გაღვიძებისას თრთოლვა და ურვა-წუხილი გვიპყრობს. თუ სიზმრებში დემონებს დავემონებით, მაშინ ისინი ცხადშიც, სიფხიზლეშიც ჩვენს დაცინვას მოჰყვებიან. სიზმართდამჯერე სრულიად გამოუცდელია, ხოლო ვისაც არანაირი სიზმრის არ სჯერა - ის ჭეშმარიტად სიბრძნისმოყვარეა.

ენდე მხოლოდ იმ სიზმრებს, რომლებიც სამსჯავროსა და სატანჯველს წარმოგისახავენ (გამცნობენ); მაგრამ თუ მათი მიზეზით სასოწარკვეთილება მოგეძალება, გულისხმაჰყავი, რომ ასეთი სიზმრებიც დემონისგანაა.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Dec 24 2011, 03:46 PM
პოსტი #211


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



(ეს რამდენიმე ხნის წინ დავწერე ერთი მართლმადიდებლური საიტისთვის)
-----------------------------------------
სიზმრის მართლმადიდებლური გაგება
,,მხოლოდ ის სიზმარი ირწმუნე,რომელიც ტანჯვისა და სამშჯავროს შესახებ გამცნობს.და თუ სასოწარკვეთილებაში ჩავარდები მაშინ ისიც
ეშმაკისგან ყოფილა."(ღირსი იოანე სინელი)

ძნელად მოიძებნება ადამიანი,რომელიც არ დაფიქრებულიყოს სიზმრის შესახებ და არ ერწმუნა მისი.მით უმეტეს,რომ სიზმრად ნანახი არცთუ იშვიათად სრულდება. საინტერესოა მართლმადიდებლური სარწმუნოების აზრი ამ თემის ირგვლივ.
ათონის წმინდა მთაზე ბერები არც უარყოფენ სიზმარს და არც იჯერებენ.ეს იმიტომ,რომ სიზმარი სეიძლება იყოს როგორც ღვთიური,ასევე დემონური ძალისმიერიმდა ამ ყველაფრის დაჯერებამ ადამიანი სეიზლება დაღუპვამდეც კი მიიყვანოს.როგორც ოპტინელი ბერი ლეონიდე გვარიგებს:,,არ გვმართებს სიზმრის დაჯერება,თუნდაცსწორი იყოს.რამეთუ სიზმრის დაჯერებით მრავალი ცდუნდა.ერთ-ერთი მათგანია ბერი თეოქტირისტე,რომელმაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი შეადგინა,ერწმუნა ღამეულ ჩვენებებს და მათგან ცდუნებული წარწყმდა.
წმინდა წერილიდან ვიგებთ,რომ ბოროტი ძალა ზოგჯერ სინათლის ანგელოზის სახით ეჩვენება ადამიანს,რაც სიზმარსი აისახება.ანუ დასაშვებია,რომ წმიდანის სახითაც გამოგვეცხადოს ბოროტი ძალა სიზმარში,და აცნობოს მისი მომავლის შესახებ.დიდი ალბათობაა იმისა,რომ ეს ინფორმაცია მართალი აღმოჩნდეს და ადამიანი ამ დროს თუ ირწმუნებს სიზმარს უკვე ცოდვაშია.ამით ბოროტმა უკვე შეასრულა თავისი ,,პროგრამა მინიმუმი.“
ყველასთვის კარგადაა ცნობილი,რომ ეშმაკებს არ შეუძლიათ ჯვრის და ყოვლადწმიდა ღვთისმსობლის სახით გამოჩენა,მაგრამ აქაც ყურადღებით მოგვეთხოვება ყოფნა.აი რას გვარიგებს წმიდა ბარსანოფი დიდი:,,ეშმაკებს ძილშიც კი არ შეუძლიათ წარმოგვიდგინონ სახე ჯვრისა,რადგან მტერს ეშინია ჯვრის,მაგრამ ღმერთი უშვებს იმას,რომ იგი თქვენს სააზროვნო ძალას დაეუფლოს,ისე,რომ რაღაც ფიგურას წარმოგიდგენთ და შთაგაგონებთ აზრს,რომ ეს ჯვარია და ამით უფრო მეტად აღგაშფოთაბთ.“რაც შეეხება ღვთისმშობელ მარიამს,ბოროტი შეიძლება წარმოგვიდგეს როგორც ლამაზი ქალი,ახალშობილი ყრმით და ჩაგვინერგოს აზრი,რომ ეს ღვთისმშობელია.
სიზმრის ახსნისა და სხვისგან გამორჩეულობის იდეის ჩამოყალიბების შემდეგ,კაცმა შეიძლება საკუთარ თავში რაღაც მისტიკური,ზებუნებრივი აღმოაჩინოს.ასეთი სემთხვევები კი მართლმადიდებლური სარწმუნოების ისტორიაში უამრავია.მრავალი სემთხვევაა,როდესაც თითქოს ღვთიური ძალმოსილებით აღსავსე სიზმრები ბოროტისეული ყოფილა.სულიერ ცხოვრებაში გამოცდილი და დახელოვნებული სასულიერო პირნი არ აქცევენ ყურადღებას სიზმარს,რწმენასი გამოუცდელი და სუსტი ერისკაცნი კი ისე მარტივად ხსნიან ნებისმიერი სიზმრის შინაარსს,რომ შეიძლება მის განსაკუთრებულ ნიჭიერებასა და მადლზე დაფიქრდეს ადამიანი.სიზმარი შეიზლება არც ბოროტისეული იყოს და არც უფლისმიერი.დასაშვებია,რომ ყოფითი პრობლემებით დაქანცულ ადამიანს,ჩაყვეს ზილში ფიქრი ნებისმიერ მოვლენაზე და ამ ფაქტმა სიზმარსი ჰპოვოს გამოძახილი.ასე,რომ როდესაც საქმე ღამეულ ჩვენებებს ეხება უდიდესი სიფრთხილე გვმართებს.
დღეს ინტერნეტი,წიგნები,სხვადასხვა
საინფორმაციო სასუალებები სავსეა ცნობებით სიზმართა ახსნის შესახებ.თუ მათ ვერწმუნებით ძილში ნანახი წიწაკა და მარილი სასინელება ყოფილა,შაქარი და თეთრი ღვინო კი აუცილებლად წარმატებას მოგიტანს.თუ მიცვალებულს დაინახავ რაღაცაზე უნდა გაფრთხილდე,ხოლო თუ განაწყენებული მეზობელი კარზე გიკაკუნებს ტრაგედიისთვის უნდა მოემზადო...ჩვენ კარგად უნდა გავითავისოთ,რომ სიზმრისეულ ჩვენებათა ახსნა ადამიანის სესაზლებლობათა ზღვარს სცილდება და საშიშია ამგვარი ახსნის სურვილი.
ხანდახან სიზმრებს აფთიაქს ადარებენ,სადაც შხამი და წამალი ერთმანეთის გვერდითაა მოთავსებული,და გამოცდილი აფთიაქარის გარეშე თუ მივიღებთ პრეპარატს შესაზლოა სასარგებლო წამლის წილ მომწამვლელი შხამი აღმოჩნდეს.ხშირია შემთხვევები როცა ადამიანს ძილში ეცხადება თავისი გარდაცვლილი წინაპარი და მომავალზე რაღაცას მიანიშნებს,ადამიანიც იჯერებს მისსაც და ცოდვასი ვარდება.ამ დროს არ უნდა დაგვავიწყდეს წმ.კირილე იერუსალიმელის შეგონება,რომ გარდაცვლილთა სულები ისეთ ადგილზე იმყოფებიან,საიდანაც არ შეუძლიათ ჩვენი ცხოვრების დანახვა,მით უმეტეს გამოცხადება და წინასწარმეტყველება.
წმ.სიმონ ღვთისმეტყველი ბრძანებს: ,,რითაც სული დაკავებულია და ლაპარაკობს ცხადში,მასზე ოცნებობს ან ფილოსოფოსობს ძილსიაც.ატარებს მთელ დღეს ყოფით საქმეებზე ზრუნვაში,ასევე იქცევა სიზმარშიც.თუკი ის იმეცნებს ღვთიურს,ზეციურს,ძილის დროსაც მისით კავდება.“დემონები კი ხსირად სიზმარში გაორმაგებული ენერგიით ესხმიან თავს,რადგან ამ დროს პიროვნების თავისუფალი ნება სესუსტებულია.ბოროტი დასცინის კიდევაც კაცს და განაცდევინებს მას უაზრო,ბილწ მდგომარეობებს.
წმ.ნიკიტა სიზმრებს სამ სახედ ყოფს:1-უბრალო(რომლებიც ძირითადად უბრალო ხალხს აქვთ და მათში მრავლადაა უწმინდური,მაცდუნებელი.)
2-ხილვები(ეს იმათ აქვთ,ვინც თავისი სულიერების ამაღთლებას ცდილობს,ეს ხელს უწყობს მათ უფრო კარგად ჩაწვდნენ ღვთის ნებას და უფრო მეტად ევლტოდნენ სულიერ საზრდოს.)
3- გამოცხადებები(ეს მათ ვინც უკვე მიაღწიეს ღვთის წინასწარმეტყველთა საფეხურს,ასეთი ძილი უკვე აღარ გავს ჩვეულებრივს.წმ.ბარსანოფი დიდის განმარტებით ასეთ ხალხთან ძილი უკან იხევს,ჩათვლემის შემთხვევაშიც მათი მდგომარეობა სხვის სიფხიზლეს გავს.
და მაინც რა არის სიზმარი?ამაზე პასუხს გვცემს წმ.იოანე სინელი:სიზმარი ესაა გონების მოძრაობა სხეულის უმოძრაობის ჟამს,გონების მოკლება სხეულის გაძლიერების ჟამს და თვალის მოტყუება აზრების მიძინებისას,
გამოყენებული ლიტერატურა
1-მართლმადიდებლური ფსიქოლოგია(თბ.2005) 2- ღვთიური სიბრძნის მართლმადიდებლური ენციკლოპედია(თბ.2007)



--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
peritoniti
პოსტი Dec 24 2011, 05:18 PM
პოსტი #212


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 67
რეგისტრ.: 14-November 10
წევრი № 9,872



იცით რა მინდა დავამატო. სიზმარის პატივისცემა და მასზე ყურადღების მიქცევა იმას სულაც არ ნიშნავს რომ ისე უნდა გავიგოთ სიზმარი როგორც ეს ახსნილია სხვადასხვა წიგნებში ან ვებგვერდებზე. პირადად მე ბევრი ლამაზი და მნიშვნელოვანი სიზმარი მინახია, რომელსაც ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი უთამაშია. თუმცა არასდროს არ ვკითხულობდი და ყურადღებას არ ვაქცევდი "სიზმრების ახსნას".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Dec 24 2011, 08:34 PM
პოსტი #213


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



peritoniti

ციტატა
სიზმარის პატივისცემა

ერთი ეს განიმარტე რას ნიშნავს...


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Dec 24 2011, 11:34 PM
პოსტი #214


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



peritoniti
ციტატა
პირადად მე ბევრი ლამაზი და მნიშვნელოვანი სიზმარი მინახია, რომელსაც ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი უთამაშია. თუმცა არასდროს არ ვკითხულობდი და ყურადღებას არ ვაქცევდი "სიზმრების ახსნას".

ეს გამონაკლესებიც ხდება და არაა ეს კატასტროფა, მაგრამ კოკა ყოველთვის წყალს ვერ მოგიტანს.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

11 გვერდი V « < 9 10 11
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 6th July 2025 - 06:49 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი