![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
მარიამი |
![]()
პოსტი
#61
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
QUOTE მე იცი რა მაკვირვებს? მეტისმეტად დოგმატური ცქერა, ლიტეატურას ეს არ უყვარს, ლიტერატურას სიმბოლოები უყვარს, მაგრამ არასდროს - დოგმატიკა! მეც ეგ ვთქვი და არა სხვა რამე ![]() ![]() QUOTE თქვენ რომელზე შეგიძლიათ არგუმენტიტებული პასუხის გაცემა? ორივეზე ![]() -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
დათიკო |
![]()
პოსტი
#62
|
![]() დათიკო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 ![]() |
ძველ პატერიკში წერია: რასაკვირველია, არ შეგიძლია, წინ აღუდგე ჩიტის ფრენას, მაგრამ ის მაინც შეგიძლია, ხელი შეუშალო მას ამა თუ იმ ადგილას ბუდის გაკეთებაში”.
აბა დავფიქრდეთ, რატომ მოგვიწოდებენ წმინდა მამები გამუდმებულად ლოცვისკენ? ანდა ბერები რატომ არ წყვეტენ იესოს ლოცვას? ერთხელ მამა მიქაელმა (ბოტკოველმა) მოგვიყვა ერთი ისიხასტი ბერის მორჩილების შესახებ, რომელიც ათონის მთაზე მოღვაწეობს. მას ბაღის მოვლის და ხეთა მორწყვის მორჩილება ჰქონდა. მცენარეთა მორწყვისას მას აკრძალული ჰქონდა ხისთვის ზევით ახედვა. თავიდან ჩვენ ვერ გავიგთ თუ რატომ? როგორც აღმოჩნდა, ხეზე შეხედვა გამოიწვევდა არასასურველ ფიქრებს მისი ფოთლების, კვირტების, ნაყოფის შესახებ, რაც საბოლოო ჯამში შესაძლებელია საცდური გამხდარიყო. ახლა თავად დაასკვენით რამდენად სასარგებლოა ოცნება. ![]() არ ვიცი ჩემი პოსტი რამდენად მიესადაგება თქვენს საუბარს. ერთი შეხედვით რასაც გადავხედე ამის დაწერის სურვილი გამიჩნდა. |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#63
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
ძველ პატერიკში წერია: რასაკვირველია, არ შეგიძლია, წინ აღუდგე ჩიტის ფრენას, მაგრამ ის მაინც შეგიძლია, ხელი შეუშალო მას ამა თუ იმ ადგილას ბუდის გაკეთებაში”. აბა დავფიქრდეთ, რატომ მოგვიწოდებენ წმინდა მამები გამუდმებულად ლოცვისკენ? ანდა ბერები რატომ არ წყვეტენ იესოს ლოცვას? ერთხელ მამა მიქაელმა (ბოტკოველმა) მოგვიყვა ერთი ისიხასტი ბერის მორჩილების შესახებ, რომელიც ათონის მთაზე მოღვაწეობს. მას ბაღის მოვლის და ხეთა მორწყვის მორჩილება ჰქონდა. მცენარეთა მორწყვისას მას აკრძალული ჰქონდა ხისთვის ზევით ახედვა. თავიდან ჩვენ ვერ გავიგთ თუ რატომ? როგორც აღმოჩნდა, ხეზე შეხედვა გამოიწვევდა არასასურველ ფიქრებს მისი ფოთლების, კვირტების, ნაყოფის შესახებ, რაც საბოლოო ჯამში შესაძლებელია საცდური გამხდარიყო. ახლა თავად დაასკვენით რამდენად სასარგებლოა ოცნება. ![]() არ ვიცი ჩემი პოსტი რამდენად მიესადაგება თქვენს საუბარს. ერთი შეხედვით რასაც გადავხედე ამის დაწერის სურვილი გამიჩნდა. მერე დათიკო, ეგ ბერებისთვისაა... საერო კაცისთვის მე სოლომონისეული აზრები მირჩევნია, სადაც ქება არის ბუნების, ქალის სიყვარულის, მცირე დასაშვები ეროტიზმით და საერთოდ ყველაფერში ზომაა საჭირო. -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მარიამი |
![]()
პოსტი
#64
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
ერთი რამე მიკვირს ძალიან. ზოგი ადამიანი პირდაპირ მომართულია იმაზე, რომ დაგიპირისპირდეს და ვერ გაგიგოს.
მგონი ძალიან მარტივ რამეს ვამბობ და ამდენი ვერ-გაგება, ცოტა არ იყოს, მაკვირვებს. ერთხელ კიდევ ჩამოვაყალიბებ რისი თქმა მინდა და წავედი მე ![]() ელიოზი, შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც ლიტერატურული პერსონაჟი, სიმბოლური მნიშვნელობით და შეგვიძლია პირდაპირ გადმოვიტანოთ ჩვენს ცხოვრებაში (მე მეზობლის მაგალითი მოვიყვანე ამისთვის). პირველ შემთხვევაში ჩვენს წინაშეა პოეტის სახე, ხოლო მეორე შემთხვევაში - უბრალო მეოცნებე ადამიანისა. ცხადია, როცა ბავშვებს "ნატვრის ხეს" ასწავლი, პირველზე უნდა გაუმახვილო ყურადღება და არა მეორეზე, მაგრამ ბავშვს სრულიად ბუნებრივად შეიძლება გაუჩნდეს კითხვა ზოგადად მეოცნებეობის შესახებ (რეალურ ცხოვრებაში). ასეთ შემთხვევაში, მეორე ფაქტორზეც უნდა გაუმახვილოს მასწავლებელმა ყურადღება და სწორედაც მართლმადიდებლური სწავლება უნდა შესთავაზოს და არა სხვა რამე, პირადი წარმოდგენები. -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
დათიკო |
![]()
პოსტი
#65
|
![]() დათიკო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 ![]() |
კანუდოსელი
ციტატა მნათე მიტროპოლიტია ![]() მიტროპოლიტი დიდუბისა და სრულიად ჩუღურეთისა ![]() ბოდიშით ოფტოპიკისთვის. მართალი ხარ. ერისკაცისთვის ზომიერება დიდი მიღწევაა. |
kato_Bato |
![]() ![]()
პოსტი
#66
|
![]() Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 ![]() |
ერთი რამე მიკვირს ძალიან. ზოგი ადამიანი პირდაპირ მომართულია იმაზე, რომ დაგიპირისპირდეს და ვერ გაგიგოს. მგონი ძალიან მარტივ რამეს ვამბობ და ამდენი ვერ-გაგება, ცოტა არ იყოს, მაკვირვებს. ერთხელ კიდევ ჩამოვაყალიბებ რისი თქმა მინდა და წავედი მე ![]() ელიოზი, შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც ლიტერატურული პერსონაჟი, სიმბოლური მნიშვნელობით და შეგვიძლია პირდაპირ გადმოვიტანოთ ჩვენს ცხოვრებაში (მე მეზობლის მაგალითი მოვიყვანე ამისთვის). პირველ შემთხვევაში ჩვენს წინაშეა პოეტის სახე, ხოლო მეორე შემთხვევაში - უბრალო მეოცნებე ადამიანისა. ცხადია, როცა ბავშვებს "ნატვრის ხეს" ასწავლი, პირველზე უნდა გაუმახვილო ყურადღება და არა მეორეზე, მაგრამ ბავშვს სრულიად ბუნებრივად შეიძლება გაუჩნდეს კითხვა ზოგადად მეოცნებეობის შესახებ (რეალურ ცხოვრებაში). ასეთ შემთხვევაში, მეორე ფაქტორზეც უნდა გაუმახვილოს მასწავლებელმა ყურადღება და სწორედაც მართლმადიდებლური სწავლება უნდა შესთავაზოს და არა სხვა რამე, პირადი წარმოდგენები. მარიამ, მასეთმა სწავლებამ გამოიწვია ის, რასაც თქვენ www.literatura.ge ზე ნახავთ! მიდით, იქ ნახავთ და შეძრწუნდებით, ოცნება რომ აუკრძალეს მეათე კლასელ ბავშვს, რა გამოვიდა იმისგან! მასწავლებელი უნდა იყოს განათლებული და იცით როგორი? აი თქვენ რაც თქვით და ჩვენც რაც ვილაპარაკეთ ორივეს დამტკიცება რომ შეეძლოს,ჯერ ერთისა და მერე მეორესი! და არა ასე "ვაიმე რას ასწავლიანო".. ბავშვს აქვს 150 მილიონი "რატომ", და არ ესმის ჩვენი "ხამს და გევალება!" პასუხი სჭირდება, არგუმენტი! არაფერს არ "გაგიგებს" ბავშვი... უნდა დააჯერო, აუხსნა! და მაგალითი აჩვენო! არ შეიძლება ოცნება იმიტომ, რომ იმ ადამიანებმა, რომლებმაც მთელი ცხოვრება იღვაწეს იმისთვის რომ ამ დასკვნამდე მისულიყვნენ (თავისით!), ასე თქვესო? ეგ მოსწავლეს კი არა შვილს რომ უთხრა არ დაგიჯერებს! გმირის გზა უნდა გამოატარო მოსწავლეს.. უნდა განაცდევინო რასაც გმირი განიცდის, ავტორი+ეპოქა.. და მერე თვითონ გამოიტანს დასკვნას. კი არ უნდა დააბნიო ![]() არ ვიცი რა ვთქვა ![]() მეტი... -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
თამარი_ცქნაფო |
![]()
პოსტი
#67
|
![]() მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 ![]() |
ორჯერ ვასწავლე უკვე ბავშვებს, ჯერ მათ გავაკეთებინე ანალიზი და არასდროს უთქვამთ, ოცნება ცუდიაო, თქვენ წარმოიდგინეთ, ისინიც ძიებაზე ამახვილებდნენ ყურადღებას
![]() მარიამ, მეზობლისა და ელიოზის შედარება ამ თემაში უადგილოა, რადგან აქ ლიტეატურულ ელიოზს ვარჩევთ მგონი, მეზობელზე გეტყვი, რომ გააჩნია, ელიოზის მსგავსნი არ არიან მეოცნებე ადამიანები, ელიოზი დიახაც, რომ თავისი ოცნებისთვის შრომობდა კიდეც: აკი ეუბნება ელეფთერი, რომ ბაბანებ და თრთი ამ ყინვასა და სიცივეშიო? ოჯახიც უშლიდაო ამ ახირებას, მაგრამ ის პასუხობდა: ''აბა, როგორ გინდა, შე ოჯახაშენებულო!'' ანუ ის შრომობდა თავისი ოცნების მოსაპოვებლად, დადიოდა, ეძებდა, მან იცოდა, რა უნდოდა, იცოდა, რომ რაღაც არაამქვეყნიური და გამამადიდრებელი უნდოდა. მიაქციე ყურადღება: მეტისმეტად ღატაკი იყო ელიოზი და გავმდიდრდებიო, რამე გაგონებს ახლა ეს ორივე ფრაზა? მგონი, უნდა გაგონებდეს ![]() ![]() ასე რომ, ახლა მითხარი, გყავს კი შენ ასეთი მეოცნებე მეზობელი? და თუ გყავს, მაჩვენე რა, რომ ერთხელ მაინც ვიხილო ამქვეყნად ''სულით პოეტნი'' დათიკოოოოოოო, ეს რა დაწერეეეეე, კარგი რა! მაოცებთ და აი, რატომ, როცა ნაწარმოებს არცევთ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვწყდეთ მას და არ უნდა მოვირგოთ იგი ჩვენს აზროვნებასა და მრწმასზე, პირიქით, მასში ვეზებოთ ის, რაც შეიძლება სწორად არ მიგვაჩნია, მაგრამ მასში ნამდვილად არის, იმტომ, რომ ეს ნაწარმოები ჩვენ კი არ დაგვიწერია, ავტორმა დაწერა, ავტორი კი, ჩვენი მსგავსი ნამდვილად ვერ იქნებოდა. და კიდევ, ძალიან მთავარი, ხშირად ჰგონიათ, რად უნდა ავტორის ბიოგრაფიის და მსოფლმხედველობის ცნობა ერთი საწყალი მოთხრობის გარჩევასო, გეგონოთ, დიახაც, რომ უნდა! მით უფრო, ლეონიძის მოთხრობებსა და ლექსებს! არც ეპოქა და არც მისი განვლილი გზა უნდა დაგვავიწყდეს. აბა , გიჟი კი არაა ამდენი მეცნიერი , დღემდე იმას რომ იკვლევს, რუსთველი პლატონს იყენებს თუ არეოპაგელსო ![]() ძალიანაც რელიგიურია ნატვრის ხე, მაგრამ არა ისეთი, რომ დადგეს ლეონიძე და ოცნება ცუდიაო, უზახოს მკითხველს, ერთ დროს ცისფერყანწელი და ძველი ქართული ლიტერატურის სპეციალისტი კაცი, რომელმაც სხვათა შორის სასულიერო განათლებაც საკმაოდ მიიღო, ახლა ამდენი კი იცოდა და ის ჩვენზე უკეთ იცოდა, სათქმელი როდის, რატომ და როგორ მოწოდებინა.... ისე, ''ნატვრის ხის'' წინასიტყვაობა - ''მშობლიურ ხეთა ჩრდილში'' წაიკითხეთ, ხალხო და მიხვდბით, ამ ადამაინს ყველა უყვარს, ყველას ეფერება და საკუთარი სულიდანგადმონაჟური ჰყავს თითოეული პერსონაჟი, ჩვენ კი მივადექით და ოცნება ცუდიაო, ვულანძღავთ ელიოზს (რატომ ჰქვია ელიოზი, ამას არ მეუბნებით ტან და რატომ ეძებს ხეს) ![]() ![]() ![]() -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#68
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
რამდენად პირდაპირ ეხება არ ვიცი, მაგრამ ერთი საინტერესო რამ მოხდა საბჭოთა იმპერიაში. რუსეთში გადაწყვიტეს საბავშვო ბაღებიდან ამოეღოთ ზღაპრების პრაკტიკა,როგორც იმპერიალიზმის გადმონაშთი. ამოიღეს, მაგრამ მოხდა სასწაული: ბავშვებს დაეწყოთ კოშმარები, ძილის პრობლემებმა იმატა, გახშირდა აგრესია. მიხვდნენ რომ ბევრი ჭამეს
![]() ბავშვს ზღაპარს თუ წაართმევ ან ოცნებას, მისგან საშინელ პიროვენბას აღზრდი. აგერ ზემოთ დავწერე ერთი მოძღვარი სკოლაში მივიდა და აპოკალიფსზე დაიწყო ქადაგი, .... რად უნდა ბავშვს აპოკალიფსი, ბავშვები ჩვენზე სუფთანი არიან, და ამავე დროს ისეთი გმირები, ჩვენ წარმოდგენაც არ შეგვიძლია. მოძღვარს რომ ეთქვა: ქრისტიანობა სახარებაა, და მე მოვედი რათა გახაროთ, რომ ღმერთს უყვარხართ ყველაზე ძლიერ, თქვენ მისი რაინდები ხდებით, ნამდვილი რაინდები ქრისტესი, ჭეშმარიტი მეომრები, ნუთუ არ გ ი ო ც ნ ე ბ ი ა თ არასოდეს რაინდები ყოფილიყავით?, ჰოდა აი ახლა გეძლევათ ამ ნაბიჯის გადადგმის შანსი, შეიმოსეთ აბჯარი რწმენის და შეუდექით ყველაზე დიდ ბრძოლას ქრისტესთვის...თქვენ გელით ქრისტე, ღმერთი ყოველივესი და ჭეშმარიტი მხედართმთავარი თავისი ჯარისა. აი ეს რომ ეთქვა მე მეჩვენება, რომ ბავშვები დარჩებოდნენ იმ მამაოსთან.... პ.ს. ნუ წავართმევთ ბავშვს ოცნებას ჭეშმარიტი გმირობისა, რადგან ერთხელაც ეს ოცნება შეიძლება სინამდვილედ იქცეს. -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
თამარი_ცქნაფო |
![]()
პოსტი
#69
|
![]() მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 ![]() |
ერთი რამე ვერ გავიგე რა, რატომა სე კატეგრიულად? განა არ შეიძლება, ვუთხრათ ბავშვებს, ზოგადად ოცნება ცუდია, ცოდვაა, მაგრამ აქ ახლა სხვა რამეზეა საუბრაიო?
![]() -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#70
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
ერთი რამე ვერ გავიგე რა, რატომა სე კატეგრიულად? განა არ შეიძლება, ვუთხრათ ბავშვებს, ზოგადად ოცნება ცუდია, ცოდვაა, მაგრამ აქ ახლა სხვა რამეზეა საუბრაიო? ![]() მე მაგასაც ვერ განვაზოგადებ, რადგან ოცნება ჩემი და ბავშვის, ძალიან განსხვავებული რამეა. ანალიზს რაც შეეხება, ეს ზოგადი მოვლენაა, კომუნისტური რეჟიმიდან მოსულმა ხალხმა კომუნისტური იდეოლოგია ქრისტიანულით შეცვალა, არადა ქრისტიანობა იდეოლოგია არაა, მაგრამ თუ ის მასეთად აქციე, მიიღებ ტორკვემადების უზარმაზარ ჯარს, რომლებზეც პირდაპირაა ნათქვამი: თვითონაც არ შედიან და სხვასაც არ უშვებენო სასუფეველში -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#71
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
ელიოზი, შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც ლიტერატურული პერსონაჟი, სიმბოლური მნიშვნელობით და შეგვიძლია პირდაპირ გადმოვიტანოთ ჩვენს ცხოვრებაში (მე მეზობლის მაგალითი მოვიყვანე ამისთვის). ეგეთი მიდგომით სიგიჟეს ვერ ავცდებით ![]() -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
van111 |
![]()
პოსტი
#72
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 263 რეგისტრ.: 21-December 06 წევრი № 722 ![]() |
ბავშვს ზღაპარს თუ წაართმევ ან ოცნებას, მისგან საშინელ პიროვენბას აღზრდი. აგერ ზემოთ დავწერე ერთი მოძღვარი სკოლაში მივიდა და აპოკალიფსზე დაიწყო ქადაგი, .... რად უნდა ბავშვს აპოკალიფსი, ბავშვები ჩვენზე სუფთანი არიან, და ამავე დროს ისეთი გმირები, ჩვენ წარმოდგენაც არ შეგვიძლია. მოძღვარს რომ ეთქვა: ქრისტიანობა სახარებაა, და მე მოვედი რათა გახაროთ, რომ ღმერთს უყვარხართ ყველაზე ძლიერ, თქვენ მისი რაინდები ხდებით, ნამდვილი რაინდები ქრისტესი, ჭეშმარიტი მეომრები, ნუთუ არ გ ი ო ც ნ ე ბ ი ა თ არასოდეს რაინდები ყოფილიყავით?, ჰოდა აი ახლა გეძლევათ ამ ნაბიჯის გადადგმის შანსი, შეიმოსეთ აბჯარი რწმენის და შეუდექით ყველაზე დიდ ბრძოლას ქრისტესთვის...თქვენ გელით ქრისტე, ღმერთი ყოველივესი და ჭეშმარიტი მხედართმთავარი თავისი ჯარისა. აი ეს რომ ეთქვა მე მეჩვენება, რომ ბავშვები დარჩებოდნენ იმ მამაოსთან.... პ.ს. ნუ წავართმევთ ბავშვს ოცნებას ჭეშმარიტი გმირობისა, რადგან ერთხელაც ეს ოცნება შეიძლება სინამდვილედ იქცეს. ვაააა, აი ეს კი მესმის ![]() ![]() ![]() |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#73
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
კიდევ ერთი მინდა დავწერო, შეიძლება პირდაპირ არ ეხება, მაგრამ ზოგადად ამ პრობლემაზეა იქაც საუბარი. აკრძალვის უადგილოებაზე.
არ შეხვედრიხართ 12-13 წლის ბავშვს, რომელიც ეკლესიაში დადის და როდესაც ეკითხები როგორ ხარ, პასუხად იღებ სრულიად არაადეკვატურ (ბავშვისთვის) რეაქციას, ყოველგვარ სიცოცხლის ნირს მოკლებული, გეუბნება: ეჰ, ცოდვილი ვარ, ცოდვაში ვიწვი...", მინდა ვთქვა რომ ეს საშინელებაა, დღეს ეკლესია გახდა ბებრების ფსიქიკის ქადაგების ადგილი-ანუ არა პირდაპირ, მღვდელი კი არ ქადაგებს, არამედ 80 წლის მესანთლე-ბებო, რომელიც ბუნებრივია დღეებს ითვლის და რა თქმა უნდა მისი მიდგომა არის შესაბამისი, მაგრამ საშინელებაა, როდესაც ამავე გზას ქრისტიანობისა ირჩევს ენერგიით სავსე ბავშვი....არა და არა. ბავშვი ვიმეორებ-გმირია და მაქსიმალისტი, მას სურს, რომ ემსახუროს ეკლესიას სრულად....გამოვიყენოთ ეს და ნუ დავაბეჩავებთ უმწიკვლო არსებას უადგილო აკრძალვებით -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
დათიკო |
![]()
პოსტი
#74
|
![]() დათიკო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 ![]() |
მერე ელიოზი ბავშვია? ამხელა კაცია ბოლო-ბოლო
![]() |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#75
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
მერე ელიოზი ბავშვია? ამხელა კაცია ბოლო-ბოლო ![]() და სკოლაში ჩემხელა მუტრუკები კი არ სწავლობენ ![]() -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
დათიკო |
![]()
პოსტი
#76
|
![]() დათიკო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 ![]() |
კანუდოსელი
ციტატა და სკოლაში ჩემხელა მუტრუკები კი არ სწავლობენ ![]() ბავშვმა უნდა იოცნებოს და ზღაპრებშიც იცხოვროს. სხვა საქმეა ზრდასრულ ადამიანთა დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით. (სხვათა შორის იმ ფილმის ლინკი რომ მოგეცი მანდ სწორედ მაგ საკითხებს ეხებიან) |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#77
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
კანუდოსელი ![]() ბავშვმა უნდა იოცნებოს და ზღაპრებშიც იცხოვროს. სხვა საქმეა ზრდასრულ ადამიანთა დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით. (სხვათა შორის იმ ფილმის ლინკი რომ მოგეცი მანდ სწორედ მაგ საკითხებს ეხებიან) მერე მეც ბავშვებზე ვლაპარაკობ, თორე იმას კი არ ვამბობ, დავიწყოთ მეთქი სოსკები და საჩხაკუნოები და დედაშობილამ ვირბინოთ ოთახში ![]() -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
ლილიანა |
![]()
პოსტი
#78
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 ![]() |
"ნატვირის ხე " მინი მოდელია იმ სამყაროსი რომელშიც ვცხოვრობთ ჩვენ შორისაც არიან მარიტები ,ფუფალები, ელიოზები , ლეონიძემ შეძლო ამ მრავლრჯულიანი ადამიანების შეყვარება ისე რო მკითხველასაც კი არ უტოვებს გზას არ უყვარდეს ისინი , გვიყვარს და გვებრალება ელიოზი და როგორ გონიათ ბავშვი რომელიც ელიოზე მოთხორობას კითხულობს არ უჩდება სიბრაულის გრძნობა ?!
ნებისმიერი ნაწარმოები თუ გმირი რომელიც ადამიანურ გრძნობებს აღძრავს მკითხველში მას ანახებს მენდლის მეორე მხარეს და იმას რო ადამიანი ქანდაკებაა რომელსაც გარშემო უნდა უტრიალო იმისთვის რო ჩაწვდე მის არს მის ადამიანურ ბუნებას ჩვენ შორის არ არიან სუსტები მერე რა რო ნატვირს თვალს არ ვეძებ თამამდ ვამბობ ელიოზ ყველა ჩვენგანი ვენათესავებით ![]() ამ ნაწარმოების არც ერთი ცენტრალური გმირი მატერიალური კეთილდღეობის მაძიებელი არ არის ამიტომ გადაჭრით იმის თქმარო ელიოზი ბაიბურში არ არის მარადიულობის სისულელეა და საერთოდ რისთვის არსებობს თავისუფალი ინტერპრეტაცია მნათესთვის ელიოზი "სრულყოფილების " მაძიებელია ,მშვენიერია ![]() ასეთი სიმბოლური გმირის კონრეტულ ჩარჩოებში მოქცევა ჩემი აზრით დიდი შეცდომაა -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
kato_Bato |
![]() ![]()
პოსტი
#79
|
![]() Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 ![]() |
მოძღვარს რომ ეთქვა: ქრისტიანობა სახარებაა, და მე მოვედი რათა გახაროთ, რომ ღმერთს უყვარხართ ყველაზე ძლიერ, თქვენ მისი რაინდები ხდებით, ნამდვილი რაინდები ქრისტესი, ჭეშმარიტი მეომრები, ნუთუ არ გ ი ო ც ნ ე ბ ი ა თ არასოდეს რაინდები ყოფილიყავით?, ჰოდა აი ახლა გეძლევათ ამ ნაბიჯის გადადგმის შანსი, შეიმოსეთ აბჯარი რწმენის და შეუდექით ყველაზე დიდ ბრძოლას ქრისტესთვის...თქვენ გელით ქრისტე, ღმერთი ყოველივესი და ჭეშმარიტი მხედართმთავარი თავისი ჯარისა. აი ეს რომ ეთქვა მე მეჩვენება, რომ ბავშვები დარჩებოდნენ იმ მამაოსთან.... პ.ს. ნუ წავართმევთ ბავშვს ოცნებას ჭეშმარიტი გმირობისა, რადგან ერთხელაც ეს ოცნება შეიძლება სინამდვილედ იქცეს. ასე თუ ილაპარაკებ, ბავშვები კი არა ჩვენც გამოგყვებით ![]() ლილიანა გაიხარე... -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
მატასი |
![]()
პოსტი
#80
|
![]() თამ... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,614 რეგისტრ.: 10-November 06 მდებარ.: dedamiweli :) წევრი № 440 ![]() |
მე ერთს ვიტყვი... ელიოზისთვის ოცნება რომ ვინმეს დაეშალა უფრო მალე მოკვდებოდა....
ოცნება ყველაპერი იყო მისთვის... მომავლის იმედი და საერთოდ მომავალი ![]() კი არის ოცნება ცოდვა მაგრამ... პატარ-პატარა ილუზიები და ოცნება რომ არ გვქონდეს ყველა ჩვენგანს... საშინელება იქნებოდა... -------------------- მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე... "ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..." |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th July 2025 - 12:25 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი