ახალი წელი შობას აუფერულებს? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ახალი წელი შობას აუფერულებს? |
marine |
Dec 25 2008, 04:31 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ძალიან მწყდება გული, რომ საქართველოში ჯერ ახალი წლის ზეიმი გვაქვს და შობას მერე ვდღესასწაულობს. მე პირადად, ბევრის მსგავსად, შობის მოლოდინი და მარხვა მიუფერულდება, რადგან ჩემს გარშემო ყველა, მთელი საქართველო, მთელი მსოფლიო ახალ წელს ზეიმობს. ძალაუნებურად, მინდა თუ არ მინდა, რაღაც დოზით, მარხვაზე მყოფი, მეც ამ ზეიმის მონაწილე ვხდები და მერე, სამწუხაროდ, სიცარილის შეგრძნებით ვხვდები შობას.
რამდენადაც ვიცი არის მართლმადიდებლური ქვეყნები სადაც 25 დეკემბერსაა შობა, ანუ ჯერ შობას ზეიმობენ, შემდგომ კი ახალ წელს. ჩვენი საგალობლებიც ხომ ასე ჟღერს: „ოცდახუთსა დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსაო...“, არადა ამ საგალობლებს 7 იანვარს ვისმენთ. ალბათ შესაძლებელია რომ ეს ყველაფერი გამოსწორდეს. თქვენ რა აზრის ხართ? ზოგიერთი მოძღვარი ქადაგებს რომ ახალი წელი წარმართული დღესასწაულია და არ უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ სანამ კაცობრიობა იარსებებს, არამგონია ეს წარმართული დღესასწაული ამოიძირკვოს. ჩემი მეგობარი შობის მარხვას არ იცავს და მიზეზი რომ ვკითხე, მითხრა, ვიცი ახალ წელს მაინც დამერღვევაო. ეს რათქმაუნდა მის მცირედმორწმუნეობაზე მიუთითებს, მაგრამ რაღაცის მთქმელი მაინც არის. ჩემ გარშემო ახალ წელ-შობასთან დაკავშირებული პრობლემა ბევრ მორწმუნეს აწუხებს და საინტერესოა თქვენი აზრიც. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
kato_Bato |
Dec 25 2008, 04:35 PM
პოსტი
#2
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
ციტატა ზოგიერთი მოძღვარი ქადაგებს რომ ახალი წელი წარმართული დღესასწაულია და არ უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ სანამ კაცობრიობა იარსებებს, არამგონია ეს წარმართული დღესასწაული ამოიძირკვოს. რა ვიცი მარიკუნა, წარმართული რატომაა, ახალ წელს ხვდები, დაბადების დღეებიც გვაქვს ზოგჯერ მარხვაში, მაგრამ ხომ ვხვდებით? ჰქონდეს ჩემს ქვეყანას სადღესასწაულო განწყობა და ჩუმად მარხვას და ლოცვას ყოველთვის მოახერხებს მორწმუნე კაცი... -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
KAIROS |
Dec 25 2008, 05:14 PM
პოსტი
#3
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
კაი აბა იყოს შობა 25 ში
ზოგადად აუფერულებს თუ არა ეგ სხვა საკითხია, მაგრამ რაც დაწერე რომ ახალი წელი "წარმართულია" ზოგის აზრით, ეგ დიდი შეცდომაა, ჯე ერთი კარგად დაწერა კატომ, მეორეც არაფერი წარმართული ერულ ახალ წელში არ არის, ალბათ არ გაბედავს არავინ და არ იტყვის, რომ უწმიდესი "წარმართულ დღესასწაულს" გვილოცავს, და თან მხოლოდ იმიტომ რომ ხალხი დღესასაწაულობსო ახლა შეინარჩუნეთ ოქროს შუალედი, არაა კალედნარი პრობლემა, არამედ დამოკიდებულება და შინაგანი განწყობა, რომელსაც თარიღების შეცვლით ვერ გამოასწორებ... ამაზე უკვე არის საუბარი "კალენდარულ საკითხში" http://church.ge/index.php?showtopic=3488&hl= და აქ ვისაუბროთ, ოღონდ გთხოვთ არ გვინდა ზედმეტი გაღიაზიაNება -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მნათე |
Dec 25 2008, 05:18 PM
პოსტი
#4
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
კი, აუფერულებს! ნამდვილად!
-------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
KveS_! |
Dec 25 2008, 05:53 PM
პოსტი
#5
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 129 რეგისტრ.: 15-December 08 წევრი № 6,108 |
გააჩნია ვისთვის
-------------------- მხოლოდ შენ აღძრავ ჩემში ცრემლსა და შიშს, უფალო! ( ავ. წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი)
|
ტარზანა |
Dec 25 2008, 06:03 PM
პოსტი
#6
|
ლაბლაბო... ჯგუფი: Members პოსტები: 2,179 რეგისტრ.: 20-October 08 მდებარ.: ჯუნგლი... წევრი № 5,828 |
ზოგი ისეა ახალი წელი საერთოდაც არ უხარია
მე მაგალითად დაველოდები 2-მდე მოვა სტუმარი მოვა არადა დავწვები დავიძინებ შობას კიდევ მოუტმენლად ველოდები... უკვე დაგეგმილი მაქვს სად უნდა წავიდე ღამისთევის მერე და როგორ გავერთობი ეგეც ვიცი... ეს ასეა იმ დღიდან რაც ეკლესიაში დავიწყე სიარული და მისი კანონები გავიცანი ასე რომ ქატო იქა ფქვილი აქა -------------------- გიორგი, კახეთიდან, უცოლშვილო, მურტალი ჯანის პატრონი :P
|
მხევალი ნინო |
Dec 25 2008, 06:17 PM
პოსტი
#7
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
marine
ამრი, პირველ რიგში გკოცნი მომენატრე ძალიან და ძალიან დამაკლდი თვალში. არ ვიცი აუფერულებს თუ არა შობას, შესაძლებელია, ნაწილობრივ. რადგან რამოდენიმე დღით ადრე გაქვს საზეიმო განწყობა და აშ,მაგრამ შობა ასე ადვილად გასაუფერებელი არ არის, რადგან ღამისთევაზე, ამ რამის ,,ჯადოსნურობას,, სეიგრძნობ, რადგან დილას დღესასწაულია და არა ჩვეულებრივი ზეიმი, როგორც ეს ახალ წელს ხდება, და რადგან :ნენა, რა სმუნაგი ვარ: მარხვა სრულდება, ხსნილდება ჭამე-სვი და გულით იმხაირულე ის საეკლესიო დღესასწაულო,რომელიც მარხვას ახსნილებს სრულად, განსკაუთრებით შეიგღძნობა (ნუ, ჩემთვის პირადად), რადგან არა მოხლოდ საკვებით, რამედ ყველანაირად, მარხვა დასრულდა. ხოდა, სწორედ ამიტომ, რამოდენიმე დღითა დრე საერო ზეიმი მას ვერანაირად ვერ გააუფერულებს, პირიქით, მარხვა აუფერულებს ამ სახალხო დღესასწაულს, რადგან მარხვაზე ხარ :დედა, რა მშიერი და მსუნაგი ვარ: ნუ, ეს ნაწილობრივ ხუმრობით, ისე მართლაც მარხვაა ტავისი წესებით, სამარახვო კანონებით, ჯერ კიდევ მზადებაა ამიტომ, სწორედ ახალი წელი უფერულდება. რაც სეეხება ახალი წლის წარმართულ სახეს, ასე ვერ ვუყურებ. ჩვენს დედამიწას და მასთან ერთად ჩვენც წლები გვემატება, საუკუნეები გადის და რადგან დროში ვართ, აქ ამქვეყნად, ამ წლებს და საუკუნეებს თვლა სჭირდება, ხოდა ჩვენც ვზეიმობთ კკიდივ ერთი წლის გავლას, ამდლობას ვსწირავთ უფალს, ახალი წლის , ანუ კიდევ ერთი წლის შეხვედრის საშულება რომ მოგვცა, ვილოცებით რომ ეს წელი მ ა ი ნ ც იყოს მშვიდობიანი და აშ, ამიტომ ცუდი ახალ წელში არაფერია, ამას კიდევ ნაძვის ხე და საჩუქრები დაუმატე, რომელიც ყველა ბავშვზე მეტად მიყვარს და მიხვდები, რისი ტქმაც მინდა -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
მნათე |
Dec 25 2008, 09:11 PM
პოსტი
#8
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ეკლესიურ დღესასწაულებს რომ გართობად გადავაქცევთ და საეროებს ზეიმად - მაშინ დაიწეყება ეკლესიის სულის კარგვავო
მნათე 1;6 -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
KAIROS |
Dec 25 2008, 10:04 PM
პოსტი
#9
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა მნათე 1;6 ეგ ეპისტოლე იქნებ გაგვაცნო -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
ბადრი |
Dec 25 2008, 10:51 PM
პოსტი
#10
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,332 რეგისტრ.: 30-October 08 მდებარ.: წყალტუბო წევრი № 5,866 |
არ აუფერულებს ჩემთვის, მაგრამ არ მსიამოვნებს გაორებული ახალი წელი. ერი არც აქეთაა არც იქით ციტატა ეკლესიურ დღესასწაულებს რომ გართობად გადავაქცევთ და საეროებს ზეიმად - მაშინ დაიწეყება ეკლესიის სულის კარგვავო მნათე 1;6 -------------------- "უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"
"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17) |
KveS_! |
Dec 25 2008, 11:56 PM
პოსტი
#11
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 129 რეგისტრ.: 15-December 08 წევრი № 6,108 |
ერთი ვერ გამიგია ჯერ შობაა და მერე ახალი წელი და როგორ "აუფერულებს" ახალი წელი შობას ??? (გიდნაც ჯერ ახალი წელი იყოს და მერე შობა, როგორ უნდა " გააუფერულოს" ახალმა წელმა შობის ბრწინვალე დღესასწაული ?? ) ანუ ახალ წელს ახალი კალენდარით და შობას ძველი კალენდარით აღვნიშნავთ ?? ქრისტეშობა არის ახალი კალენდრით 7 იანვარს (ძველი კალენდრის 25 დეკემბერი) ახალი წელი კი 14 იანვარს (ძველი კალენდრის 1 იანვარი )
-------------------- მხოლოდ შენ აღძრავ ჩემში ცრემლსა და შიშს, უფალო! ( ავ. წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი)
|
KAIROS |
Dec 26 2008, 12:11 AM
პოსტი
#12
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა ახალი წელი კი 14 იანვარს ( ეგ ძველით ახალი წელია ახლით ახალი წელი რა "არაკანონიკურია"? თუ არადოგმატური? იგი წმინდა წყლის საერო დღესასწაულია და არ ექვემდებარება ეკლესიის სტილს... ვახ, გადმობრძანდით და იკითხეთ, რატომ ვიმეორებთ ერთიდაიგივეს? http://church.ge/index.php?showtopic=3488&hl= -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
შოთაძე |
Dec 27 2008, 09:39 PM
პოსტი
#13
|
შოთა ჯგუფი: Members პოსტები: 2,169 რეგისტრ.: 26-April 07 მდებარ.: სევდიან ფიქრებში წევრი № 1,766 |
შობას მართლმადიდებლები 25 დეკემბერს რატრომ აღნიშნავენ? რომელი მართლმადიდებელი ქვეყნები აღნიშნავენ 25 ში და რომლები 7ში?
-------------------- „მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“
მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი |
Nikoloz_ |
Dec 27 2008, 11:38 PM
პოსტი
#14
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 79 რეგისტრ.: 26-December 08 მდებარ.: ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია წევრი № 6,168 |
მოხარული ვიქნები, თუ ახალი წლის საღამოს ეკლესიებში ღამისთევით ჩატარდება წირვა..ამგვარი რამ თავიდან აგვაცილებს ცოდვებს, რომელიც ახალ წლის ღამეს მოდის...
ჩემი აზრით, არ აუფერულებს და ვერც გააუფერულებს.... -------------------- ნუგეშინის საქართველო, ჩვენთან არს ღმერთი ! ! !
თუ ღმერთთან ერთად ხარ, ნებისმიერი ადგილზე გაქვს სახლ-კარი და სამშობლო, ღვთის გარეშე კი სახლიცა და მამულიც გადასახლება და ტყვეობაა ! ! ! ვისაც თავის თავში ღმერთიჰყავს, მას ყველაფერი აქვს, თუნდაც - ამქვეყნად ყველაფერი დაკარგოს ! ! ! |
ართი ვარდი |
Dec 27 2008, 11:57 PM
პოსტი
#15
|
MARIAMI ჯგუფი: Members პოსტები: 2,359 რეგისტრ.: 15-April 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 1,658 |
ეკლესიურ დღესასწაულებს რომ გართობად გადავაქცევთ და საეროებს ზეიმად - მაშინ დაიწეყება ეკლესიის სულის კარგვავო მნათე 1;6 სალოსობ 17 წლის ბაღანე ? ნუ, მე მაინც მიყვარხარ !:) -------------------- სიყვარული ჩემი სულის მდგომარეობაა :)
სიკვდილივით მარადია სურვილი, მთელი ქვეყნის სიმღერებით მოვლისა... ვისაც რა (ვინ)უნდა უყვარდეს, სულ სხვაა ჩემი ტრფიალი ;) |
ბადრი |
Dec 28 2008, 12:10 AM
პოსტი
#16
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,332 რეგისტრ.: 30-October 08 მდებარ.: წყალტუბო წევრი № 5,866 |
ციტატა შობას მართლმადიდებლები 25 დეკემბერს რატრომ აღნიშნავენ? რომელი მართლმადიდებელი ქვეყნები აღნიშნავენ 25 ში და რომლები 7ში? როგორც ვიცი ის მართლმადიდებლური ეკლესიები რომლებიც ახალ სტილს (კალენდარი) მისდევენ ( მაგ. საბერძნეთი) ახლით 25 დეკემბერს აღნიშნავენ შობას. ჩვენ ძველი სტილის მიმდევრები ახლით 7 იანვარს ავღნიშნავთ რადგან 7 იანვარი ძველით 25 დეკემბერია -------------------- "უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"
"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17) |
KAIROS |
Dec 28 2008, 03:56 AM
პოსტი
#17
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა შობას მართლმადიდებლები 25 დეკემბერს რატრომ აღნიშნავენ? რომელი მართლმადიდებელი ქვეყნები აღნიშნავენ 25 ში და რომლები 7ში? გადმოდი შოთაძე მინიშნებულ ლინკში: http://church.ge/index.php?showtopic=3488&hl კალენდარულ საკითხში და იქ ნახავ, ისე კი ყველა ჩვენს, რუსების, სერბების და ბულგარელების გარდა, ანუ ის ეკლესიები დარჩნენ უძრავ დღესასწაულების ძველ სტილზე, რომელთაც რუსების გავლენა ქონდათ, ვისაც ბერძნების კი ყველა გადავიდა შერეულ სტილზე( ნუ დაუძახებს "ახალ სტილს" რადგან არაა ბოლომდე "ახალი" და არც "ძველი" არამედ შერეული), ანუ უძრავები ახალი სტილით აღინიშნება ( ხარება, მარიამობა, შობა...) და მოძრავები ძველი (აღდგომა და მასთან დაკავშირებული დღესასწაულები)... დანარჩენები იქით "კალენდარულ საკითხში" იხარე; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
nikolozi... |
Dec 30 2008, 06:55 PM
პოსტი
#18
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 20 რეგისტრ.: 2-December 08 წევრი № 6,047 |
ციტატა ძალიან მწყდება გული, რომ საქართველოში ჯერ ახალი წლის ზეიმი გვაქვს და შობას მერე ვდღესასწაულობს. საქქრთველოში, ციფრებს, თვეებ, რიცხვებს და წლებს, დგესასწაულებს უფრო დიდი ყურადგებას და აღნიშვნას ანიჭებენ, ნაცვლად იმისა თუ რა მოხდა იმ დღეს, ქრისტე პირველ რიგში უნდა იშვას ჩვენ გულებში. (ქრისტე რო იშვა, ის მოკვდა ცოდვისთვის, და რო აღზდგა, რომ ჩვენც მისთანები ვიყოთ მისი მადლით...) და ამ იესოს რწმენით უნდა ვიცხოვროთ, ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს რომელ რიცხვში იქნება შობა, ჩემტვის ყოველი დგე შობაა და აღდგომა. და ამას ვერც ახალი წელი ვერ შეცვლის, ვერც სიმდიდრე და ვერც გაჭირვება/ |
iisperiTOVLI |
Dec 30 2008, 07:04 PM
პოსტი
#19
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,989 რეგისტრ.: 25-April 08 წევრი № 4,650 |
ჩემთვის ჯერ შობაა და მერე ახალი წელი..
ნეტავ როდის იქნება, რომ მთელი ერი ერთსულოვნები ვიქნებით? -------------------- ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე.. და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება. ******************************************************************************** * ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა.. |
Nikoloz_ |
Dec 30 2008, 08:27 PM
პოსტი
#20
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 79 რეგისტრ.: 26-December 08 მდებარ.: ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია წევრი № 6,168 |
საბერძნეთში უმრავლესობა 25 დეკმებერს აღნიშნავს შობას და ეს გაუგებარია...
რა თქმა უნდა ჯერ შობაა და მერე ახალი წელი....იმედია მოვა დრო, როდესაც 1 იანვარი ჩვეულებრივი დღე იქნეა -------------------- ნუგეშინის საქართველო, ჩვენთან არს ღმერთი ! ! !
თუ ღმერთთან ერთად ხარ, ნებისმიერი ადგილზე გაქვს სახლ-კარი და სამშობლო, ღვთის გარეშე კი სახლიცა და მამულიც გადასახლება და ტყვეობაა ! ! ! ვისაც თავის თავში ღმერთიჰყავს, მას ყველაფერი აქვს, თუნდაც - ამქვეყნად ყველაფერი დაკარგოს ! ! ! |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 01:50 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი