![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
ნაინა |
![]()
პოსტი
#21
|
![]() პროვინციელი ალქაჯი!!!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 ![]() |
მნათე
ციტატა ბიბლიაში ქალების სახელებს არ წერდნენ, თუ აუცილებლობა არ მოითხოვდა... ეგ კი მნათუშკი, მაგრამ აქ სახელებზე არაა საქმე, შეთის დაბადებამდე ქალი, ევას გარდა არავინაა ხახსენები, ადამს და ევას ჰყავდათ ორი ვაჟი (შეთის დაბდებამდე) კაენმა მოჰკლა აბელი და იქნა განდევნილი უფლის მიერ, დასახლდა ნოდის ქვეყანაში და შეირთო ცოლი, სად იპოვა ეს ცოლი როცა საერთოდ არაა ნახსენები არანაირი ქალი ევას გარდა. აბელის სიკვდილის შემდეგ ადამს და ევას შეეძინათ ვაჟი შეთი, ამის შემდეგ ადამს შეემატა 800 წელი და შვა ძენი და ასულნი. აქედან უკვე კი ბატონო, გასაგებია ყველაფერი, ქორწინდებოდნენ საკუთარ დებზე, მაგრამ კაენის ცოლი საიდან გამოჩნდა? -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
მნათე |
![]()
პოსტი
#22
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ციტატა მერე აუცილებელი არაა ის დაწერილიყო საიდან გავმრავლდით? არ იყო აუცილებელი... ბიბლია არ არის წიგნი ჰომო საპიენსის განვითარებისა და ბუნებრივი გადარჩევის შესახებ - საღვთო ერის ისტორიაა, მისი შემავსებელია საღვთო გადმოცემა და ეკლესია - რომელიც ერთადერთია ვისაც სწორად გაგება შეუძლია იმის, რაც მის წიაღში ფორმირდა... -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
ტარზანა |
![]()
პოსტი
#23
|
![]() ლაბლაბო... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,179 რეგისტრ.: 20-October 08 მდებარ.: ჯუნგლი... წევრი № 5,828 ![]() |
ნაინა
მოკლედ შენ გკითხავ იმ თემაში მიაგენი პასუხს? -------------------- გიორგი, კახეთიდან, უცოლშვილო, მურტალი ჯანის პატრონი :P
|
.ნინო |
![]()
პოსტი
#24
|
![]() ნინო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,842 რეგისტრ.: 29-December 06 წევრი № 765 ![]() |
http://church.ge/index.php?showtopic=2930&st=60
ესაა ლინკი ნაინას მიერ დასმულ შეკითხვაზე, იმედია იქ არის უკვე პასუხიც. უფრო სწორად პასუხი ცოტა ქვემოთაა, მანდ რამდენიმე თემაზე ერთდროულადაა საუბარი და იმედია თემაში გაბნეულ პასუხებს იპოვნით ![]() -------------------- აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.
საქართველო იქნება მთლიანი! ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია... |
მნათე |
![]()
პოსტი
#25
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
პასუხი არამგონია არსებობდეს
![]() -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
ნაინა |
![]()
პოსტი
#26
|
![]() პროვინციელი ალქაჯი!!!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 ![]() |
Tarzana
ციტატა ვერ ვიპოვე კაიროსის გახსნილი თემა იყო ეგ როგორც მახსოვს, რომ შემოიხედავს კი მიხვდება რომელსაც ვეძებთ და თუ იცის სადაა კი დადებს კინკს ![]() -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
ტარზანა |
![]()
პოსტი
#27
|
![]() ლაბლაბო... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,179 რეგისტრ.: 20-October 08 მდებარ.: ჯუნგლი... წევრი № 5,828 ![]() |
.ნინო
გაიხარე ![]() მოკლედ ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს როგორც ვხვდები, წერილობითი დასტური არ აქვს ![]() მაგრამ ყველამ ვიცით რომ დები ყავდა კაენს ![]() -------------------- გიორგი, კახეთიდან, უცოლშვილო, მურტალი ჯანის პატრონი :P
|
ნაინა |
![]()
პოსტი
#28
|
![]() პროვინციელი ალქაჯი!!!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 ![]() |
Tarzana
ციტატა ნაინა მოკლედ შენ გკითხავ იმ თემაში მიაგენი პასუხს? მეც ისეთივე პასუხი მივიღე გიო, დებზე დაქორწინდნენო, ეს გასაგებია როცა წერია ასულნიც დაიბადნენო, მაგრამ როცა ამბობს რომ მხოლოდ ორი ვაჯი ჰყავდა, ერთმა ცოლი შეირთოო, აი ეგ ცოლი სად ნახა ეგ ვერ გავარკვიე. -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
.ნინო |
![]()
პოსტი
#29
|
![]() ნინო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,842 რეგისტრ.: 29-December 06 წევრი № 765 ![]() |
ქალის პრობლემა საერთოდ ხშირად იბადება , არის მსგავსი სხვა კითხვაც, ვინ იყო ის ქალი ვინც შეირთო? რაიმე სხვა პლანეტიდან ჩამოფრენილი რომ არ იყო ვიცით , შესაბამისად აუცილებლად უნდა ყოფილიყო ადამისა და ევასაგან, ანუ ჩვენეული გაგებით, ორივე კითხვას აქვს ერთი პასუხი, დიდი საპოვნი არ ყოფილა არც კაენის და არც შეთის ( მესამე ვაჟი) ცოლები, ისინი მათთან ერთად გაიზარდნენ და იყვნენ მათი "დები", ეს ნუ შეგვაშინებს, რადგან და-ძმა, ბიძაშვილი და ა.შ. გარდა დედ-მამის ინსტიტუტისა, არ არსებოდა ასეთი გაგება, იყო მშობლები და იყო ორი განსხვავებული სქესი, მხოლოდ შემდეგ, როცა გამრავლება მოხდა, დაიწყო სრულიად ბუნებრივი აკრძალვები ჯერ პირველ თაობაში, მერე მეორე , მესამე და ა.შ.
იხარე; კაიროსი! საერთოდ ენაა ასეთი ძველი აღთქმისა ( და არა მარტო), თუ სახელით იხსენებს ვინმეს ან საერთოდ თუ ამბობს რომელიმე ქალის შესახებ, მაშინ ამ ქალს რაიმე განსაკუთრებული ადგილი უნდა ეჭიროს ბიბლიურ ისტორიაში, წარმოიდგინეთ ეს ტრადიცია ( რათქმაუნდა თავისი ხასიათით პატრიარქალური) მეორდება მახარებელ მათესთანაც, სადაც თავის ცნობილი გენეალოგიაში ახსენებს მხოლოდ 4 ქალს, მათგან 3-ს სახელით, ერთს უსახელოდ, თავისთავად ისინი , რომ ახსენა ესეც ამ ქალთა განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე მიანიშნებს: 1. "3. ხოლო იუდა შვა ფარეზ და ზარა თამარისგან " 2. "5. სალმონ შვა ბოოს რექაბისგან; " 3. "ბოოს შვა იობედ რუთისგან" 4. "დავით მეფემან შვა სოლომონ ურიაჲს ცოლისაგან; " თამარი, რექაბი, რუთი საღვთო მოშურნეობის, მესიის მოლოდინის და გმირი ქალების სახეა ბიბლიაში, მათ შესახებ წაიკითხე, მაგრამ ნახე მეოთხე უსახელოა, არადა ძველი აღთქმიდან ვიცით, რომ სახელი ერქვა - ბერშაბეჰ ( ბერსაბე), მაგრამ მისი საქციელის გამო ( აცდუნა მეფე დავითი), მესიის გენეალოგიაში მის სახელს არ იხსენებს, ასე რომ აქედან ცხადია, ბიბლიური მწერალი არ არის ისტორიკოსი, ამ სიტყვის ზედმიწევნითი გაგებით, იგი თეოლოგიცაა, და ან ყველა სახელის უკან მნიშვნელოვანი ისტორიაა, ან სახელიც არ არის... იხარე; კაიროსი! -------------------- აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.
საქართველო იქნება მთლიანი! ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია... |
ტარზანა |
![]()
პოსტი
#30
|
![]() ლაბლაბო... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,179 რეგისტრ.: 20-October 08 მდებარ.: ჯუნგლი... წევრი № 5,828 ![]() |
.ნინო ჯიგრის ერთი ხარ რა
![]() ![]() -------------------- გიორგი, კახეთიდან, უცოლშვილო, მურტალი ჯანის პატრონი :P
|
ნაინა |
![]()
პოსტი
#31
|
![]() პროვინციელი ალქაჯი!!!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 ![]() |
.ნინო
უკვე გიპოვია ლინკი, ყოჩაღ ![]() ციტატა ისინი მათთან ერთად გაიზარდნენ და იყვნენ მათი "დები ეს კი ბატონო, მაგრამ ქალები ნახსენებია უკვე აბელის სიკვდილის, კაენის გადასახლება-დაქორწინების და შეთის დაბადების შემდეგ. ხოდა კაენის ცოლი მაინტერესებს ყველაზე მეტად. -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
.ნინო |
![]()
პოსტი
#32
|
![]() ნინო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,842 რეგისტრ.: 29-December 06 წევრი № 765 ![]() |
ეს არის დაბადების 4 თავი
15. უთხრა უფალმა: ამიტომაც შვიდწილად მიეზღვება კაენის მკვლელს. დაადო უფალმა ნიშანი კაენს, რომ ვერ მოეკლა იგი ყოველ შემხვდურს. 16. გადაიხვეწა კაენი უფლის პირისაგან და დაესახლა ნოდის ქვეყანაში, ედემის აღმოსავლეთით. 17. შეიცნო კაენმა თავისი დედაკაცი. დაორსულდა ქალი და შვა ენოქი. გააშენა კაენმა ქალაქი და უწოდა ამ ქალაქს შვილის სახელი - ენოქი. მე მგონი 17 მუხლი გულისხმობს, რომ კაენს უკვე ყავდა ცოლი და მასთან ერთად გადაიხვეწა. 18. შეეძინა ენოქს ყირადი; ყირადმა შვა მეხუაელი; მეხუაელმა შვა მეთუშაელი; მეთუშაელმა შვა ლამექი. არც აქაა ცოლებზე საუბარი... ცხადია ისე ვერ გააჩენდნენ შვილებს... მე ვფიქრობ კაენისგან აბელის მოკვლამდე რამოდენიმე შვილი ყავდათ ადამს და ევას (გოგოებიც და ბიჭებიც) მაგრამ ეს ორი დაფიქსირდა, რადგან ისინი იყვნენ პირველი ცოდვის ისტორიის მონაწილენი... ამ აზრს მიმყარებს ის ფაქტიც, რომ 19 მუხლში კვლავ ნახსენებია ქალები- 19. მოიყვანა ლამექმა ორი ცოლი; ერთს სახელად ერქვა ყადა, მეორეს - ცილა. და შემდეგ მუხლებში დაწვრილებითაა მათ შესახებ მოთხრობილი-მრავალცოლიანობაც ხომ ცოდვაა.... 25. კვლავ შეიცნო ადამმა თავისი ცოლი; შვა ქალმა ვაჟი და უწოდა სახელად შეთი, რადგან: მომმადლაო უფალმა სხვა ნაშიერი ნაცვლად აბელისა, კაენმა რომ მოკლა. 26. შეთსაც შეეძინა ვაჟი და უწოდა სახელად ენოში. მაშინ დაიწყო უფლის სახელის ხსენება. აქაც აღარაა შეთის მეუგლის სესახებ არაფერი ნათქვამი. დაბადების 5 ტავში კი, სადაც წერია, რომ ადამს სეთის სემდეგ შეეძინა ძენი და ასულნი, ყველა მის შტამომავალზეც ანალოგიურია ნატქვამი. მაგრამ ნახსენებია მხოლოდ ნოეს წინაპრები, რადგან 5 თავი ნოეს გენეალოგიაა ჩემი აზრით... თავი მეხუთე 1 . ეს არის ადამის წარმოშობის წიგნი: როცა გააჩინა ღმერთმა ადამი, ღვთის მსგავსად შექმნა იგი; 2. მამაკაცად და დედაკაცად გააჩინა ისინი, აკურთხა და უწოდა მათ სახელად ადამი, მათი შექმნის დღეს. 3. ადამმა ას ოცდაათი წელი იცოცხლა და შეეძინა თავისი მსგავსი და თავისი ხატი, და უწოდა სახელად შეთი. 4. შეთის დაბადების შემდეგ შეემატა ადამს რვაასი წელი და შვა ძენი და ასულნი. 5. სრული ხანი ადამისა, რაც იცოცხლა, იყო ცხრაას ოცდაათი წელი და მოკვდა. 6. იცოცხლა შეთმა ას ხუთი წელი და შვა ენოში. 7. იცოცხლა შეთმა ენოშის დაბადების შემდეგ რვაას შვიდი წელი და შვა ძენი და ასულნი. 8. სრული ხანი შეთისა იყო ცხრაას თორმეტი წელი, და მოკვდა. 9. იცოცხლა ენოშმა ოთხმოცდაათი წელი და შვა კაინანი. 10. იცოცხლა ენოშმა კაინანის დაბადების შემდეგ რვაას თხუთმეტი წელი და შვა ძენი და ასულნი. 11. სრული ხანი ენოშისა იყო ცხრაას ხუთი წელი, და მოკვდა. 12. იცოცხლა კაინანმა სამოცდაათი წელი და შვა მაჰალალეელი. 13. იცოცხლა კაინანმა მაჰალალეელის დაბადების შემდეგ რვაას ორმოცი წელი და შვა ძენი და ასულნი. 14. სრული ხანი კაინანისა იყო ცხრაას ათი წელი, და მოკვდა. 15. იცოცხლა მაჰალალეელმა სამოცდახუთი წელი და შვა იარედი. 16. იცოცხლა მაჰალალეელმა იარედის დაბადების შემდეგ რვაას ოცდაათი წელი და შვა ძენი და ასულნი. 17. სრული ხანი მაჰალალეელისა იყო რვაას ოთხმოდათხუთმეტი წელი, და მოკვდა. 18. იცოცხლა იარედმა ას სამოცდაორი წელი და შვა ენოქი. 19. იცოცხლა იარედმა ენოქის დაბადების შემდეგ რვაასი წელი და შვა ძენი და ასულნი. 20. სრული ხანი იარედისა იყო ცხრაას სამოცდაორი წელი, და მოკვდა. 21 . იცოცხლა ენოქმა სამოცდახუთი წელი და შვა მეთუშალახი. 22. დადიოდა ღმერთთან ენოქი მეთუშალახის დაბადების შემდეგ სამასი წელი და შვა ძენი და ასულნი. 23. სრული ხანი ენოქისა იყო სამას სამოცდახუთი წელი. 24. დადიოდა ღმერთთან ენოქი და აღარ იყო, რადგან წაიყვანა იგი ღმერთმა. 25. იცოცხლა მეთუშალახმა ას ოთხმოცდახუთი წელი და შვა ლამექი. 26. იცოცხლა მეთუშალახმა ლამექის დაბადების შემდეგ შვიდას სამოცდათორმეტი წელი და შვა ძენი და ასულნი. 27. სრული ხანი მეთუშალახისა იყო ცხრაას სამოცდაცხრა წელი, და მოკვდა. 28. იცოცხლა ლამექმა ას ოთხმოცდაორი წელი და შვა ძე. 29. უწოდა მას სახელად ნოე. ასე თქვა: ეს გვანუგეშებს ჩვენს შრომასა და ჯაფაში ამ მიწაზე, რომელიც დასწყევლა უფალმა. 30. იცოცხლა ლამექმა ნოეს დაბადების შემდეგ ხუთას ოთხმოცდათხუთმეტი წელი და შვა ძენი და ასულნი. 31. სრული ხანი ლამექისა იყო შვიდას სამოცდაჩვიდმეტი წელი, და მოკვდა. 32. ოთხმოცდაათი წლისა იყო ნოე, როცა შვა სემი, ქამი და იაფეთი. პ.ს. მთლა ყველაფერი კი არ დაიჯეროთ, ეს მხოლოდ ჩემი აზრია. თუ რამე მეშლება იმედია შემისწორებთ ![]() ბიბლიის ტექსტი აქედანაა დაკოპირებული: http://www.orthodoxy.ge/tserili/biblia/sarchevi.htm -------------------- აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.
საქართველო იქნება მთლიანი! ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია... |
ნაინა |
![]()
პოსტი
#33
|
![]() პროვინციელი ალქაჯი!!!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 ![]() |
.ნინო
ციტატა მე მგონი 17 მუხლი გულისხმობს, რომ კაენს უკვე ყავდა ცოლი და მასთან ერთად გადაიხვეწა. შერიძლება ასეც ვივარაუდოთ ნინ, მაგრამ ქალის დაბადება მხოლოდ შეთის მერეა ნახსენები. დაბადების მესამე თავში წერია ადამზე, როდესაც ედემიდან განიდევნა 23. გაუშვა იგი უფალმა ღმერთმა ედემის ბაღიდან, რომ დაემუშავებინა მიწა, საიდანაც იყო აღებული. მეოთხე თავი კი ასე იწყება: 1. შეიცნო ადამმა ევა, თავისი დედაკაცი, დაორსულდა ევა და შვა კაენი და თქვა, კაცი შემეძინა უფლისაგან. 2. მერე შვა მისი ძმა აბელი. აბელი მეცხვარე იყო, კაენი --მიწის მუშაკი. აქ ქალის დაბადებაზე, რომ გაუჩნდათ ასული, არაფერია ნახსენები. ქალები გაჩნდნენ შეთის დაბადების შემდეგ, როდესაც კაენი წასული იყო თავის ცოლთან ერთად, აბელი კი უკვე მკვდარი. -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
.ნინო |
![]()
პოსტი
#34
|
![]() ნინო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,842 რეგისტრ.: 29-December 06 წევრი № 765 ![]() |
ციტატა 2. მერე შვა მისი ძმა აბელი. აბელი მეცხვარე იყო, კაენი --მიწის მუშაკი. ზუსტად ეგ "მერე" გულისხმობს დროით შუალედს... 13. უთხრა კაენმა უფალს: მძიმე ასატანია ჩემი სასჯელი: 14. აჰა, მაგდებ დღეს მიწის პირისაგან და უნდა მივეფარო შენს სახეს; დევნილი და მიუსაფარი ვიქნები ამქვეყნად და ყოველ შემხვედრს შეეძლება ჩემი მოკვლა. ეს არ ნიშნავს, რომ მაშინ უკვე ხალხი იყო დედამიწაზე? ანუ მარტო კაენი და აბელი კი არა, სხვა ადამიანებიც, ვისაც შეეძლებოდა მისი მოკვლა. თანაც 17 მუხლში ამბობს: "შეიცნო კაენმა თავისი დედაკაცი" რატომ გულისხმობ რომ წასვლის მერე მოიყვანა ცოლი? მას ყავდა ცოლი და მასთან ერთად გადაიხვეწა. იქნებ მანამდე სხვა შვილებიც კი ყავდათ, მაგრამ ენოქის დაბადებას იმიტომ აქვს ხაზი გასმული, რომ მისი სახელი დაარქვა კაენმა ქალაქს... -------------------- აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.
საქართველო იქნება მთლიანი! ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია... |
ნაინა |
![]()
პოსტი
#35
|
![]() პროვინციელი ალქაჯი!!!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 ![]() |
.ნინო
ციტატა 17 მუხლში ამბობს: "შეიცნო კაენმა თავისი დედაკაცი" რატომ გულისხმობ რომ წასვლის მერე მოიყვანა ცოლი? მას ყავდა ცოლი და მასთან ერთად გადაიხვეწა. იქნებ მანამდე სხვა შვილებიც კი ყავდათ, მაგრამ ენოქის დაბადებას იმიტომ აქვს ხაზი გასმული, რომ მისი სახელი დაარქვა კაენმა ქალაქს... ეგ გასაგებია ნინ, რომ შესაძლოე კაენს გადასახლებამდეც ჰყავდა ცოლიც და შვილის, მაგრამ საიდან ჰყავდა? სწორედ ეგ მაინტერესებს მეც, როცა ეუბნება ღმერთს, ყველა შემხვედრს შეეძლება ჩემი მოკვლაო, ვის გულისხმობს, ადამიანებს თუ ცხოველებს? თუ ადამიანებს, მაშინ მაინტერესებს საიდან გაჩნდნენ ადამიანები, როდესაც ადამს და ევას ჰყავდათ მხოლოდ ორი შვილი, კაენი და აბელი. როგორც მე მესმის, მესამე ვაჟი, ანუ შეთი გაჩნდა აბელის სიკვდილის და კაენის წასვლის შემდეგ. შეთის დაბადების შემდეგ სწერია რომ ადამს გაუჩნდა ძენი და ასულნი. ქალების დაბადება სჩანს უკვე მოგვიანებით, ესე იგი შეთის დაბადების შემდეგ. -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
KAIROS |
![]()
პოსტი
#36
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
დავაგვიანე?
![]() უჩემოდ მოუძებნიათ ![]() მოკლედ ეგ თემა მაინც უნდა არსებობდეს, ხშირად იბადება ეგ კითხვა... წარმატებები! იხარეთ; კაიროსი! პ.ს. ყოფილა რაღაც სხვა კითხვები: ციტატა მაგრამ საიდან ჰყავდა? თან წაიყვანა, ის ვინც თან გაყვა, ოღონდ მკვლელობის შემდეგ "შეიცნო კაენმა თავისი დედაკაცი" ანუ მისი შვილი მკვლელის შვილია, ეს სხვა საკითხია... სავარაუდოა რომ საერთოდ კაენამდისაც ყოლოდათ გოგოები, კაენის შემდეგაც, და აბელის შემდეგაც, მის სიკვდილამდეც... ციტატა ქ ქალის დაბადებაზე, რომ გაუჩნდათ ასული, არაფერია ნახსენები. ეს უკვე ითქვა, ბიბლიაში ქალების არც დაბადება და არც სახელები არ იხსენიება, თუკი განსაკუთრებული პირები არ იყვნენ... ( ![]() ციტატა ან ყველა სახელის უკან მნიშვნელოვანი ისტორიაა, ან სახელიც არ არის... ციტატა ყველა შემხვედრს შეეძლება ჩემი მოკვლაო, ვის გულისხმობს, ადამიანებს თუ ცხოველებს? ეს გამონათქვამი კი ზოგადია, ეხება ყველაფერს, ცხოველთა სამყაროს, ბუნების ძალებს, ანგელოზებს... ანუ იცის რომ შეცოდა, იცის რომ დაისჯება, თუმცა სინანული არ აქვს, იუდა გაიხსენე... ხშირად დანაშაულის შეგრძნება არ ნიშნავს სინანულს... ასე რომ იცის რომ დაისჯება ( დაისაჯა კიდეც ისე ) და როგორ ეგ არ იცის, ადამიანებსაც შეიძლება გულისხმობდა ( როგორც მოხდა), უბრალოდ მაშინათვე არა, შემდეგში და ასეც მოხდა... ლამექმა მოკლა კაენი... დაბადება, თავი მეოთხე "23. უთხრა ლამექმა თავის ცოლებს, ყადას და ცილას: ისმინეთ ჩემი, ლამექის ცოლებო, ყურად იღეთ ჩემი ნათქვამი: ჰო, მოვკალი კაცი ჩემდა სატკივრად..."ასევე საინტერესოა რა იგულისხმებოდა " დაადო უფალმა ნიშანი კაენს, რომ ვერ მოეკლა იგი ყოველ შემხვდურს. " რა ნიშანი უნდა ყოფილიყო ეგ? ზოგის აზრით კაენს მკვლელობის დაღი სახეზეც დაეტყო ანუ მკვლელის სახე ქონდაო, ზოგს სხვა აზრებიც აქვს,არაბუნებრივი სიშავე და ა.შ. თუმცა ეგ უკვე სხვა საკითხია... აბა ახლა მართლა გავედი ![]() -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
guest |
![]()
პოსტი
#37
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
KAIROS
აქ ვნახე გადაცემა სწორედ კაენის ამბებზე და საინტერესო ვერსიები იყო ![]() ერთ ვერსიას დავასახელებ, ეს იყო ჩემთვის საინტერესო: მანამდე ხომ ადამიანებმა (ვინც იყვნენ ადამის შვილები) არ იცოდნენ სიკვდილი რას ნიშნავსო, იქნებ კაენს არც უფიქრია აბელის მოკვლაო, რამდენადაც მან არ იცოდა ეს რას ნიშნავდაო, გლეხურად რომ ვთქვათ : შემოაკვდა ... (მიზეზად ეჭვიანობას ასახელებდა წამყვანი, მათ დაზე ეჭვიანობას, რომელიც აბელის ცოლი უნდა გამხდარიყო და ამის გამო ისეც არ ეპიტნავებოდა თავისი ძმაო) ანუ განზრახ არ ყოფილაო. გარდა ამისა, გამახვილებული იყო ყურადღება კაენის დასჯაზე, მის შრთამომავლობაზე და ბევრი საინტერესო რამ, დეტალურად აღარ მახსოვს. თქვენ რას იტყვით? თუ მანამდე არავინ მომკვდარა , რა იცოდა კაენმა რომ ამ ქმედებით ის მოკლავდა აბელს ? ისინი განა იცნობდნენ მანამდე სიკვდილს? |
KAIROS |
![]()
პოსტი
#38
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
-------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS |
![]()
პოსტი
#39
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
მოკლედ უმარავი ვწერე, მერე ვიფიქრე რაღაცებს გავამუქებ თქო და ... მთლიანად წამიშალა პოსტი
![]() სამწუხაროა... ესეთი ტექნიკური შეცდომები უამრავს გვაკარგვინებს: ნანა, ეგ აზრი არასწორია მთლიანად, პირველი იმიტომ რომ კაენს სრუდა თავიდანვე ბოროტი გაეკეთებინა საკუთარი ძმისათვის, მეორე იმიტომ რომ უფალი წინასწარ აფრთხილებდა, მესამე იმიტომ რომ წმ. წერილი პირდაპირ წერ" მოკლა" არა "შემოაკვდა", მას უნდოდა ბოროტების ჩადენა საკუთარი ძმისათვის შურის გამო და ეს ჩაიდინა, და ბოლოს ეს რომ ასეა სჩას უფლის სიტყვებიდან და კაენის სასჯელიდანაც, რომელიც საკუთარ თავსაც უმეორებს ამ სასჯელს, ის იქნება მოკლული ლამექის მიერ... ისე ყოველთვის სჯობს სანამ ჩვენ დავიწყებდეთ მსჯელობას, მანამ ეკლესიის მამებს გადავავლოთ თვალი და მალევე დავდებ( თავიდან, რადგან უკვე მქონდა დადებული და წაიშალა ![]() -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
.ნინო |
![]()
პოსტი
#40
|
![]() ნინო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,842 რეგისტრ.: 29-December 06 წევრი № 765 ![]() |
ციტატა თუ ადამიანებს, მაშინ მაინტერესებს საიდან გაჩნდნენ ადამიანები, როდესაც ადამს და ევას ჰყავდათ მხოლოდ ორი შვილი, კაენი და აბელი. ნინი, მგონია რომ ადამს და ევას კაენის და აბელის გარდა სხვა შვილებიც ყავდათ, მაგრამ მხოლოდ ამ ორის სახელი დაფიქსირდა, იმიტომ, რომ მათთან დაკავშირებულია რაღაც ისტორია. დანარჩენები კი უმნიშვნელონი იყვნენ... ან მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მამაკაცები არიან და დანარჩენები ქალები იყვნენ... მეხუთე თავში კი სეითამდე სხვა შვილიც კი თუ ყავდა ადამს, იმაზე არაა ყურადღება გამახვილებული, იქ მხოლოდ ნოეს გენეალოგიაზეა საუბარი.... თავი 5 1. ეს არის წიგნი ადამიანთა შექმნისა; რომელ დღესაც შექმნა ღმერთმა ადამი, ღვთის ხატისაებრ შექმნა იგი; 2. მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი და აკურთხა ისინი. და დაარქვა მისი სახელი ადამი, რომელ დღესაც შექმნა ისინი. 3. და იცოცხლა ადამმა ორას ოცდაათი წელი და შვა თავისი სახისაებრ და თავისი ხატისაებრ და დაარქვა მისი სახელი სეითი. 4. ხოლო იყო ადამის დღეების სეითის შობის შემდეგ შვიდასი წელი, და შვა ძეები და ასულები. 5. და იყო ადამის ყველა დღე, რაც იცოცხლა, ცხრაას ოცდაათი წელი, და მოკვდა. -------------------- აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.
საქართველო იქნება მთლიანი! ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია... |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 03:37 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი