IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ანტივირუსები, AntiViruses
კომპ-უსაფრთხოების სისტემები
რომელი პროგრამით იცავთ თქვენს კომპიუტერს?
Kaspersky Lab [ 10 ] ** [21.28%]
Avast! Antivirus [ 8 ] ** [17.02%]
ESET NOD32 [ 10 ] ** [21.28%]
Symantec Norton [ 2 ] ** [4.26%]
McAfee [ 2 ] ** [4.26%]
Dr.Web [ 2 ] ** [4.26%]
Zone Alarm [ 0 ] ** [0.00%]
Ad-Aware SE [ 0 ] ** [0.00%]
AVG [ 9 ] ** [19.15%]
Avira AntiVir [ 2 ] ** [4.26%]
Panda Antivirus Pro [ 1 ] ** [2.13%]
BitDefender [ 0 ] ** [0.00%]
F-Secure [ 0 ] ** [0.00%]
Webroot [ 0 ] ** [0.00%]
Vipre [ 0 ] ** [0.00%]
Trend Micro [ 0 ] ** [0.00%]
F-PROT [ 0 ] ** [0.00%]
სხვა [ 1 ] ** [2.13%]
სულ ხმები:: 47
სტუმრებისთვის ხმის მიცემა აკრძალულია 
აბე
პოსტი Jan 9 2009, 12:39 PM
პოსტი #1


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



ანტივირუსებზე უამრავი თემებია გახსნილი ქართულ ფორუმებზე. ერთი პერიოდი მოდაში იყო თემები Kaspersky vs NOD32, Kaspersky vs Avast! და ასე შემდეგ... ასეა თუ ისე, NOD32 და Kaspersky მაინც ყველაზე პოპულარულ ანტივირუსებად რჩება. თუმცა დღეს რომელია პოპულარული, ამას გამოკითხვა აჩვენებს.

რატომ გავხსენი ეს თემა?
იქნებ ზოგიერთს არ კი აქვს გაგონილი, რომ ვირუსებთან და ხაკერებთან ისევ ხაკერები იბრძვიან ვირუსებით. ალბათ გაგახსენდათ იმ წამლის რეკლამა "მეგობარი ბაქტერიები და მავნე ბაქტერიები" თუ რაღაცა ამდაგვარი რომ იყო...

ვინც არ იტყვით გეტყვით, რომ ხაკერები არიან პროგრამირებაში გარკვეული ხალხი, რომლებიც წერენ ვირუსებს და ავრცელებენ ქსელში. არსებობენ მეორე კატეგორიის ხაკერებიც, ე.წ. "თეთრი ხაკერები" რომლებიც "შავ ხაკერებს" ებრძვიან. და როგორ ებრძვიან? როგორც ექიმები ეპიდემიებსა და ვირუსებს ებრძვიან ვაქცინით, ასევე "თეთრი ხაკერები" ამზადებენ "ვაქცინას" და გვიგზავნიან ჩვენ აფდეითის (Update) სახით. როდესაც ჩვენი ანტივირუსი Update-ს იკეთებს, ეს იმას ნიშნავს, რომ გავრცელებულია ინტერნეტში ვირუსი და მისი საწინააღმდეგო ფაილები ("ვაქცინები") მივიღეთ.
როგორც ექიმის ვაქცინა უნდა გავიკეთოთ ვირუსით დაავადებამდე, აქაც, update უნდა მივიღოთ, სანამ ჩვენს კომპიუტერში შემოსულა ვირუსი. -და როგორ მოვახერხოთ ეს? -ჩვენ დიდი არაფერი შეგვიძლია, გამოცდილი "ვაქცინოლოგების" შერჩევის გარდა. თუ იმ ლაბორატორიაში, რომლის პროდუქტიც(ანტივირუსის პროგრამა) გვაქვს, მუშაობენ ძლიერი სპეციალისტები, ისინი შეძლებენ დროულად დაწერონ ვირუსის გამანეიტრალებელი(რომელსაც Update-ს საშუალებით მივიღებთ), რომლის საშუალებითაც ჩვენ შევძლებთ შევებრძოლოთ და გავუმკლავდეთ ახალ ვირუსს. თუ ეს სპეციალისტები ამას გააკეთთებენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენ უკვე შეგვეყრება ვირუსი, გაძნელდება შედეგის გამოსწორება.

აქედან გამომდინარე, ალბათ ხვდებით, რომ თუ თქვენ გიყენიათ ანტივირუსი, რომელიც უვარგისი username-სა და Password-ის გამო update-ს ვერ იღებს, ის ვერ შეძლებს ახალ ვირუსებთან ბრძოლას.

აი რამდენს შრომობენ, რომ ჩვენ დროულად მივიღოთ update და ჩვენ მხოლოდ ვირჩევთ, ვირუსებთან მებრძოლ რომელ გუნდს ვენდოთ, რომელია უფრო პროფესიონალებით დაკომპლექტებული და რომელს შესწევს ძალა დროულად აღმოაჩინოს ქსელში ახალი ვირუსები.

სულ ეს იყო, რისი დაწერაც მინდოდა ინფორმაციის სახით.

ასეა თუ ისე დღეს მაინც გადაუჭრელია პრობლემა "რომელი ანტივირუსია საუკეთესო?". მე თავად ვინდოუსების გადაყენებაზე გამოძახებებზე დავდივარ და სულ მეკითხებიან, "რომელი ანტივირუსია საუკეთესო?". მე კი ვპასუხობ: "ყველა ერთი ნაგავია". ამით თავიდან ვირიდებ სუბიექტურობას და არ ვრისკავ ასეთი გადაუჭრელი საკითხის გადაჭრას.

დაწერეთ თქვენი მოსაზრებები და თუ შეგიძლიათ დაახასიათეთ ანტივირუსები...

აბა ქვენ იცით, წავედი მე


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
3 გვერდი V < 1 2 3  
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები(40 - 43)
iisperiTOVLI
პოსტი Jan 18 2009, 10:22 PM
პოსტი #41


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,989
რეგისტრ.: 25-April 08
წევრი № 4,650



ავირა მინდა ლიცენზირებული.. tongue.gif


--------------------
ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე..
და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება.


********************************************************************************
*

ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
orthodox-georgia
პოსტი Jan 18 2009, 10:36 PM
პოსტი #42


----
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,373
რეგისტრ.: 13-May 08
მდებარ.: იქ
წევრი № 4,815



ციტატა
ძაან ბევრ ვარეზზე და კრეკების საიტებზეა ტროიანები და ვირუსები ( თუ ჭეშმარიტი მართლმადიდებელი მანდაც არ უნდა შევიდეს? )

და კიდე ბევრი საიტია სადაც ვისურები იპარებიან.


yes.gif


--------------------
ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)

ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან.

ღმერთს ებარებოდეთ!

პატივისცემით თქვენი orthodox-georgia
20.01.2012
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Jan 18 2009, 11:23 PM
პოსტი #43


დაურეგისტრირებელი









avira_ ვირუსთან პრობლემა არ მქონია 1 ხელაც smile.gif

ციტატა
ტროიანები და ვირუსები

ტროიანი ვირუსული ჯგუფია...
Go to the top of the page
+Quote Post
di_onise
პოსტი Jan 19 2009, 12:28 PM
პოსტი #44


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,377
რეგისტრ.: 4-May 07
წევრი № 1,836



ქავთარაძე

biggrin.gif

სიტყვა აღარ მაპატიო tongue.gif

ტროიანი არის ვირუსის სახეობა, ასე ვთქვათ ჯაშუში ვირუსი რომელიც შემოდის ჩვენს კომპში და შეიძლება არაფერი არ დააზიანოს, მაგრამ მოიპაროს ჩანაწერები, ქუქიები და ბევრი რამე კიდევ და გამომგზავნელს მიაწოდოს ჩვენი პირადი ინფორმაცია smile.gif


ნუ, სულ რომ არაფერი, კომპსაც გრუზავენ კარგად smile.gif


ციტატა
avira_ ვირუსთან პრობლემა არ მქონია 1 ხელაც

არის ხომ ჩუმად? biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V < 1 2 3
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th May 2024 - 04:15 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი