![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
მნათე |
![]()
პოსტი
#61
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
KAIROS
არჩევანის პრობლემა ჩემთვის გამოცანაა კაიროს, ვისაც ყურები აქვს სასმენლად ისმინოსო - თითქოს ეს ყველაფერი ისეთივე მარტივია, როგორც პირის გაღება და ზიარება... გარემოებები, ფსიქოლოგიური დამოკიდებულებები, მენტალობები, სტერეოტიპები და ათასი ჯანდაბა, რომელიც ჩემ გარშემოა, მე მასუსტებს... რამ უნდა გააღვიძოს ჩემში იმხელა სწრაფვა, რომ ამ ყველაფერს ვაჯობო? როგორ შეიძლება გონებაში იშვას იმხელა აღძვრა, რომ მე ამამოძრაოს ყველაფერი იმის წინააღმდეგ რაც უკვე ჩემი ცნობიერების ნაწილია? სინდისი? სად არის ეს სინდისი კაიროს.. ყველას გეკითხებით.. განა სინდისს იმას არ ვეძახით რაც გვასწავლეს? ეს ხმა ხშირად დუმს ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.. რადგან სინამდვილეში მე იშვიათად ვაკეთებ არჩევანს, ჩემ მაგიერ მატერიული ან გნებავთ ბიო-ქიმიური პროცესი ახორციელებს მოქმედებებს... და ამ პროცესის უმართავობის გამო უნდა დავისაჯო? კი მაგრამ როგორ, როცა მე მას უბრალოდ ვერ ვმართავ.... ამაშია საქმე... მრევლი თავისით ვერაფერს იზავს - ეს შეუძლებელია! ქრისტე რისთვის მოვიდა, რისთვის გვითხრა ამ ხალხს მოუარეთო ![]() ეს მართლა მტკივა, მთელი ჩემი არსებით განვიცდი რომ ხშირად ჩემი სასმენელი არ არის ჩემი... ეს თეორიაა, რომ არა გასაკუთრებული შემთხვევები ჩემს გზას მიმართულებას ვერავინ მისცემდა... ეს "მინდა" არის ურთულესი რამ.. რამდენადაც ჩემი ნება ჩემი გამოცდილებით ნაკვებია, ჩემი ნება თუ ის მართლაც სადმე არსებობს ჩემ შიგნით დასუსტებული, დაჭრილი და მიგდებულია... მისი შესაძლებლობები კი გამოფიტული... ქრისტე ამას ხომ ხედავს? ალბათ კი... ისევე როგორც ხედავს გვინიელ პუჩას, სადღაც ჯუნგლებში... მას ქრისტეს მიღების საშუალება არ აქვს... მაგრამ აუცილებელია ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზები მხოლოდ გეოგრაფიულ შეუძლებლობებში მდებარეობდეს? იქნებ ჩემ გარშემოც არის ასეთი შეუძლებლობა? მაგრამ ააააარა, მისი სახელით მეტყველთ ურჩევნიათ ასეთი ადამიანები ჯოჯოხეთში გაუშვან და უთხრან რომ თქვენ "არ იღებთ ჭეშმარიტებას"... მაგრამ როგორ, როგორ უნდა მიიღო ეს ჭეშმარიტება - შინაგანი თანხმობა უკონტროლოა, უკონტროლო... -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
kato_Bato |
![]()
პოსტი
#62
|
![]() Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 ![]() |
![]() ![]() ციტატა როგორ? ნუ იქნება ოღონდ ბუნტი ხომ მე რომ გამაფრთხილებ ამით ვერ ცხონდები დამიჯერე... არა, ნუ იქნება შეურაცხყოფა, მხოლოდ იმიტომ რომ, ვერ ვხედავთ ვინმეს და რომც ვხედავდეთ, არაა ლამაზი. აგერ ზემოთ რამდენი პოსტი გამოაცხვე, ხომ შეგიძLია არა? რა საჭიროა ეს, მოგვბეზრდა, ჯერ ერთი" არ აუშვა ქალი ზემოთ"-ით კანუდოსელმა შეჭამა ტვინი, ახლა შენ კიდევ ![]() ვებრძოლოთ აბა, როგორ... აი შენი და კაიროსის მსჯელობა რომ არის, დალაგებული, გულისხმიერი, მაგას უფრო მეტი ნაყოფის გამოღება შეუძლია, ვიდრე სამღვდელოების და მრევლის ლანძღვას.. ითქვას რაც სათქმელია, კულტურის ფარგლებში. -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
მნათე |
![]()
პოსტი
#63
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ციტატა არა, ნუ იქნება შეურაცხყოფა, მხოლოდ იმიტომ რომ, ვერ ვხედავთ ვინმეს და რომც ვხედავდეთ, არაა ლამაზი. აგერ ზემოთ რამდენი პოსტი გამოაცხვე, ხომ შეგიძLია არა? რა საჭიროა ეს, მოგვბეზრდა, ჯერ ერთი" არ აუშვა ქალი ზემოთ"-ით კანუდოსელმა შეჭამა ტვინი, ახლა შენ კიდევ კარგი რა, დინამიური ტონია რა შეურაცხყოფა... ისე ფაქიზობთ ხოლმე თითქოს ანგელოზებში გავიზარდეთ რა.. ხო ნუ კაი, შენი ხათრით აღარ მოვთხრი ეგეთებს ![]() -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
აბე |
![]()
პოსტი
#64
|
![]() აბესალომ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 ![]() |
ციტატა არაფერი ძებნა არ უნდა სახარებას და ეკლესიას თუ ძებნა არ უნდა მაშინ ციტატა ვინც ეძებს პოულობს რა შუაშია? ![]() ![]() მნათე დააკონკრეტე... იმ შუაშია რომ, აქ ჭეშმარიტი გზის პოვნა იგულისხმება. ჭეშმარიტი ცხოვრების წესის ძიება. ნუ გამოვეკიდებით ერთმანეთს სიტყვებზე.... თან მითუმეტეს ასეთ ელემენტარულზე. ვინც ეძებს (ეკლესიაში, მისი მოძღვრის ქადაგებებში და რჩევა-დარიგებებში, ლოცვებში, სახარებაში) ჭეშმარიტებას, ის პოულობს კიდეც. მთელი იმ სიგრძე პოსტი იმას ეძღვნებოდა, რომ ჩვენ(ვისაც გვეხება) არ ვეძებთ, არ ვინდომებთ, თვალები გვაქვს და ვერ ვხედავთ, ყურები გვაქვს და არ გვესმის. ანუ არ ვეძებთ და შესაბამისად ვერც ვერაფერს ვიპოვით. ამის მიხვედრა რთულია? შენ კი ამდაგვარად გაიგე "ვინც ეძებს სახარებას და ეკლესიას, პოულობს." რა სისულელე დაწერე თუ ხვდები. სახარების და ეკლესიის პოვნაც არ არის პრობლემა დღეს. ყველგან არის საეკლესიო მაღაზიები. თუ ფული არ გვაქვს ვითხოვოთ ვინმესგან. ეკლესიის არჩევის დროს, გავიკითხოთ ახლობლებში მეგობრებში, რომელი მამაო ქადაგებს კარგად, რომელი არ მოდის წირვაზე ნაბახუსევზე და ა.შ. ანუ ვეძებთ კარგ მღვდელს? ვიპოვით. ვეძებთ ისეთ ეკლესიას სადაც მრევლი შედარებით უკეთ იქცევა? ვიპოვით. სამწუხაროდ სამების საკათედრო ტაძარი მრევლის პრობლემით ალბათ პირველია. რადგანაც იქ მიდის ხალხი მოდისთვის და "სანახაობის დათვალიერებისთვის" თუ მიდის... კარგი რა კაიროს... სულ ახლახანს დავრეგისტრირდი ფორუმზე და უკვე მეორედ გინდა ჩემს წინააღმდ გამოსვლა და ამის გულისთვის რაღაცა სისულელეებს მიწერ აქ... არადა შენს პოსტებს ყველგან ეტყობა, რომ არ არის შენი აზროვნება "ხელწამოსაკრავი". განათლებაც იგრძნობა შენს პოსტებში და ყველაფერი სხვა დადებითიც. და არ გეკადრება ასეთი რამ შენ. -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
kato_Bato |
![]()
პოსტი
#65
|
![]() Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 ![]() |
აბე
სისულელე დაწერა თუ სიჭკვიანე, მარტო მნათეს არ ეხებოდა თხოვნა კულტურული მიმართვებისა. მასეთი კამათით ვერსად ვერ მივალთ. ჭეშმარიტებამდე კი საერთოდ. მნათე ციტატა კარგი რა, დინამიური ტონია რა შეურაცხყოფა... ისე ფაქიზობთ ხოლმე თითქოს ანგელოზებში გავიზარდეთ რა.. ხო ნუ კაი, შენი ხათრით აღარ მოვთხრი ეგეთებს ნტ. ანგელოზებში არა, კულტურულ ოჯახებში ვიზრდებით, არა? ხოდა მასე ვილაპარაკოთ. ლანძღვა-გინება ოხრადაა ყველან... -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
აბე |
![]()
პოსტი
#66
|
![]() აბესალომ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 ![]() |
KAIROS არჩევანის პრობლემა ჩემთვის გამოცანაა კაიროს, ვისაც ყურები აქვს სასმენლად ისმინოსო - თითქოს ეს ყველაფერი ისეთივე მარტივია, როგორც პირის გაღება და ზიარება... გარემოებები, ფსიქოლოგიური დამოკიდებულებები, მენტალობები, სტერეოტიპები და ათასი ჯანდაბა, რომელიც ჩემ გარშემოა, მე მასუსტებს... რამ უნდა გააღვიძოს ჩემში იმხელა სწრაფვა, რომ ამ ყველაფერს ვაჯობო? როგორ შეიძლება გონებაში იშვას იმხელა აღძვრა, რომ მე ამამოძრაოს ყველაფერი იმის წინააღმდეგ რაც უკვე ჩემი ცნობიერების ნაწილია? სინდისი? სად არის ეს სინდისი კაიროს.. ყველას გეკითხებით.. განა სინდისს იმას არ ვეძახით რაც გვასწავლეს? ეს ხმა ხშირად დუმს ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.. რადგან სინამდვილეში მე იშვიათად ვაკეთებ არჩევანს, ჩემ მაგიერ მატერიული ან გნებავთ ბიო-ქიმიური პროცესი ახორციელებს მოქმედებებს... და ამ პროცესის უმართავობის გამო უნდა დავისაჯო? კი მაგრამ როგორ, როცა მე მას უბრალოდ ვერ ვმართავ.... ამაშია საქმე... მრევლი თავისით ვერაფერს იზავს - ეს შეუძლებელია! ქრისტე რისთვის მოვიდა, რისთვის გვითხრა ამ ხალხს მოუარეთო ![]() ეს მართლა მტკივა, მთელი ჩემი არსებით განვიცდი რომ ხშირად ჩემი სასმენელი არ არის ჩემი... ეს თეორიაა, რომ არა გასაკუთრებული შემთხვევები ჩემს გზას მიმართულებას ვერავინ მისცემდა... ეს "მინდა" არის ურთულესი რამ.. რამდენადაც ჩემი ნება ჩემი გამოცდილებით ნაკვებია, ჩემი ნება თუ ის მართლაც სადმე არსებობს ჩემ შიგნით დასუსტებული, დაჭრილი და მიგდებულია... მისი შესაძლებლობები კი გამოფიტული... ქრისტე ამას ხომ ხედავს? ალბათ კი... ისევე როგორც ხედავს გვინიელ პუჩას, სადღაც ჯუნგლებში... მას ქრისტეს მიღების საშუალება არ აქვს... მაგრამ აუცილებელია ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზები მხოლოდ გეოგრაფიულ შეუძლებლობებში მდებარეობდეს? იქნებ ჩემ გარშემოც არის ასეთი შეუძლებლობა? მაგრამ ააააარა, მისი სახელით მეტყველთ ურჩევნიათ ასეთი ადამიანები ჯოჯოხეთში გაუშვან და უთხრან რომ თქვენ "არ იღებთ ჭეშმარიტებას"... მაგრამ როგორ, როგორ უნდა მიიღო ეს ჭეშმარიტება - შინაგანი თანხმობა უკონტროლოა, უკონტროლო... მნათე, ჯიგარო... ეხლა რაღაცას გეტყვი და არ გეწყინოს კარგი? მე შენი დამოძღვრა კი არ მინდა. ამის უფლებას ჩემს თავს არც მივცემ და არც გაკადრებ. ჩვენმა სულიერმა მოძღვრებმა დაგვმოძღვრონ. უბრალოდ საკითხის გარჩევას განვაგრძობ ჯიგარო ![]() შენ ამბობ, რომ სათქმელად ადვილია, მაგრამ შესასრულებლად ძნელი და ამის მიზეზებიც ნათლად ჩამოაყალიბე. სინამდვილეში შენ იგივეს ამბობ რაც მე ვთქვი იმხელა პოსტში. -იგივესო? -დიახ იგივეს. შენ არ ინდომებ, რომ შენი ნება აკონტროლო. ეს არ არის სიტყვების თამაში. შენ თქვი "გარემოებები, ფსიქოლოგიური დამოკიდებულებები, მენტალობები, სტერეოტიპები და ათასი ჯანდაბა, რომელიც ჩემ გარშემოა, მე მასუსტებს... " ეგ შენ არ უწევ წინააღმდეგობას, თორემ ხალხი ახერხებს ამას. შენ არ გიცდია. ამბობ რომ ამათ გამო(რაც ჩამოთვალე) შენი ქცევა ხშირად უკვე განსაზღვრულია. მაგრამ როცა შენ გადაწყვიტე ეკლესიური ცხოვრების დაწყება, გარკვეულწილად ხო შეცვალე შენი ცხოვრება. გარკვეულწილად მაინც ხო განსაზღვრავ ხოლმე შენს ქცევას და ფიქრებს ქრისტეს სწავლებით. შეიძლება ეს რთული პროცესი იყოს, მაგრამ ამის გამო არ უნდა დავნებდეთ არასდროს. მოინდომე შენ მხოლოდ. თქვი, რომ არაფერი არ განსაზღვრავს შენს ქცევებს, შინაგან ფიქრებს, თანხმობებსა თუ წინააღმდეგობებს და საერთოდ ყველაფერს. არაფერი არ განსაზღვრავს ამათ. მხოლოდ და მხოლოდ შენზეა ეს დამოკიდებული. მაპატიეთ ამ ტერმინისთვის მაგრამ, ფეხებზე დაიკიდე გარემოებაც, მენტალობებიც, ტრადიციებიც, სხვათა შეხედულებებიც. ეს გაგიკეთებია როდესმე? გულწრფელად რომ მიპასუხო, ალბათ მეტყვი "არა". რატომ არ გაგიკეთებია, იმიტომ რომ არ მოგინდომებია. არ დაგიწყია ძებნა და ვერც იპოვიდი ბუნებრივია. მაგრამ მინდა გითხრა. ახლა შენ როდესაც ამ საკითხზე საუბრობ, ეს უკვე ძებნის პროცესია. პირადად მე სულ უკმაყოფილებას გამოვთქვამ, რროდესაც ჩემს გარშემო მყოფნი ისე არ იქცევიან და ისე არ აზროვნებენ, როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანი უნდა იქცეოდეს და აზროვნებდეს. სულ ვესაუბრები მათ. შეიძლება შენც. ხოდა რაღა გინდა. აბსოლუტურად სრულყოფილი არც მე ვარ და არც შენ და არც არავინ. გარკვეული დოზით ყველანი დავდივართ ხოლმე ეკლესიაში ფორმალურად. ყველანი ვსაუბრობთ ხოლმე იშვიათად თუ ხშირად წირვის დროს და ა.შ. ეს იმიტომ რომ სრულყოფილნი არ ვართ. ასე რომ, ნუ გადაუწურავ ასე იმედს შენს თავს. მოდი ვისწრაფოთ ყველამ სრულყოფილებისთვის, ვინც ფორმალურად და არაფორმალურად დავდივართ ეკლესიაში, ყველამ! აბე სისულელე დაწერა თუ სიჭკვიანე, მარტო მნათეს არ ეხებოდა თხოვნა კულტურული მიმართვებისა. მასეთი კამათით ვერსად ვერ მივალთ. ჭეშმარიტებამდე კი საერთოდ. კაი მართალი ხარ.... ცოტა ზედმეტი მომივიდა ვაღიარებ. ბოდიში. ;( -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
mekaje |
![]()
პოსტი
#67
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 583 რეგისტრ.: 25-December 08 წევრი № 6,158 ![]() |
აბე
მნათე ბრავოოო!!! ![]() ეს წიაღსვლები და შინაგანი დაკვირვებები იცით რას ნიშნავს პატივცემულო ფორუმელებო? წინ _ გულისაკენ, ე.ი. ღმერთამდე. ![]() -------------------- ღმერთი სიყვარული არს
|
აბე |
![]()
პოსტი
#68
|
![]() აბესალომ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 ![]() |
აბე მნათე ბრავოოო!!! ![]() ეს წიაღსვლები და შინაგანი დაკვირვებები იცით რას ნიშნავს პატივცემულო ფორუმელებო? წინ _ გულისაკენ, ე.ი. ღმერთამდე. ![]() ყველაზე დიდი ჭეშმარიტება დაწერე ეხლა შენ. მაგრამ მე ცოტა სხვანაირად ვიტყოდი. უბრალოდ ვცდილობთ თვალებით დავინახოთ და ყურებით მოვისმინოთ, გავისისხლხორცოთ და იქნებ ცოტათი მაინც მოვახერხოთ ქრისტეს დავემსგავსოთ. ცოტათი მაინც შევასრრულოთ ეს. ქრისტე ამბობდა თვითონ, მომბაძეთო, რადგანაც მე მშვიდი და თავმდაბალი ვარო. უნდა მივბაძოთ და დავემსგავსოთ მას. ღმერთი განკაცდა, იმისათვის რომ კაცი განიღვრთოს! ვცდილობთ რაღაცას.... ვცდილობთ მხოლოდ... ![]() -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
თათარაშვილი |
![]()
პოსტი
#69
|
![]() გამვლელი მემბერი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,533 რეგისტრ.: 2-June 07 მდებარ.: ზურგიანი სკამი წევრი № 2,083 ![]() |
ციტატა რომ კაცი განიღვრთოს! -განიღმრთოს |
აბე |
![]()
პოსტი
#70
|
![]() აბესალომ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 ![]() |
-------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
mekaje |
![]()
პოსტი
#71
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 583 რეგისტრ.: 25-December 08 წევრი № 6,158 ![]() |
აბე
ციტატა ვცდილობთ რაღაცას.... ვცდილობთ მხოლოდ... smile.gif მეც. ![]() როცა ახალი მისული ვიყავი ტაძარში, ამ თემებზე არც ვფიქრობდი. მერე დამიდგა დღის წესრიგში ყველაფერი ის რაც აქ გამოითქვა. ყველაფერი ხომ ღმერთის ნებით ხდება. ეს პრობლემები ალბათ ცეცხლია რომელშიც მორწმუნე ადამიანის გული უნდა გამოიწრთოს საკუთარ გულში ჩაღრმავებით და თვითდაკვირვებით. პატრიარქი გვასწავლის რომ აუცილებელია ანალიტიკური აზროვნება. ასე, რომ პრობლემის მიყრუება და მიჩუმათება სასარგებლო არ უნდა იყოს. ![]() -------------------- ღმერთი სიყვარული არს
|
მნათე |
![]()
პოსტი
#72
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
აი ღამენათევი რომ არ ვიყო, ამ საინტერესო დიალოგს გავაგრძელებდი, გენეზისის ფსიქოლოგიური დაკვირვებები დიდად დამეხმარებოდა პრინციპში, მაგრამ ვინაიდან მისი უწმინდურობა ფორუმზე იშვიათი საპოვნელია, ძილის შემდეგ შემოგიერთდებით
![]() -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
აბე |
![]()
პოსტი
#73
|
![]() აბესალომ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 ![]() |
აბე მეც. ![]() როცა ახალი მისული ვიყავი ტაძარში, ამ თემებზე არც ვფიქრობდი. მერე დამიდგა დღის წესრიგში ყველაფერი ის რაც აქ გამოითქვა. ყველაფერი ხომ ღმერთის ნებით ხდება. ეს პრობლემები ალბათ ცეცხლია რომელშიც მორწმუნე ადამიანის გული უნდა გამოიწრთოს საკუთარ გულში ჩაღრმავებით და თვითდაკვირვებით. პატრიარქი გვასწავლის რომ აუცილებელია ანალიტიკური აზროვნება. ასე, რომ პრობლემის მიყრუება და მიჩუმათება სასარგებლო არ უნდა იყოს. ![]() აი კაცი.... ადამიანი, რომელმაც განკითხვად კი არ ჩამითვალა ეს საუბრები, არამედ მიმიხვდა ყველაფერს. გენაცვალე ჯიგარო ![]() ღმერთმად აგლოცოს და გაგაძლიეროს! ! ! იხარე და იბედნიერე ! ! ! -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
mekaje |
![]()
პოსტი
#74
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 583 რეგისტრ.: 25-December 08 წევრი № 6,158 ![]() |
აბე
ციტატა აი კაცი.... ადამიანი, რომელმაც განკითხვად კი არ ჩამითვალა ეს საუბრები, არამედ მიმიხვდა ყველაფერს. გენაცვალე ჯიგარო kiss1.gif ღმერთმად აგლოცოს და გაგაძლიეროს! ! ! იხარე და იბედნიერე ! ! ! აი ქალი ![]() ![]() შენც ასევე დალოცვილი იყავი ღვთისაგან ჩემო კარგო. ასე გააგრძელე. ![]() ![]() -------------------- ღმერთი სიყვარული არს
|
აბე |
![]()
პოსტი
#75
|
![]() აბესალომ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 ![]() |
mekaje
კაი ხო, არ ვიცოდი კაცი რო არ იყავი... ![]() mekaje ისე, ჩემი ავატარიდან გამომდინარე, არ გეგონოს, რომ მდედრი ვარ... აბესალომი მქვიან... მაშა.. ![]() -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
mekaje |
![]()
პოსტი
#76
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 583 რეგისტრ.: 25-December 08 წევრი № 6,158 ![]() |
აბე
ციტატა კაი ხო, არ ვიცოდი კაცი რო არ იყავი... biggrin.gif ![]() ![]() ![]() -------------------- ღმერთი სიყვარული არს
|
თათარაშვილი |
![]()
პოსტი
#77
|
![]() გამვლელი მემბერი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,533 რეგისტრ.: 2-June 07 მდებარ.: ზურგიანი სკამი წევრი № 2,083 ![]() |
აბე
ციტატა კაი ხო, არ ვიცოდი კაცი რო არ იყავი... ციტატა marina maGradZe ![]() მეგობრებო, მშვიდად საუბარი ვისწავლოთ, ერთმანეთის აზრის პატივისცემა. გასაგებია ყველას სხვადასხვანაირი აზრი აქვს მაგრამ მშვიდად დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი. |
KAIROS |
![]()
პოსტი
#78
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა რა სისულელე დაწერე თუ ხვდები ტკბილო ![]() ![]() ციტატა რომელმაც განკითხვად კი არ ჩამითვალა ეს საუბრები თუ თვლი რომ მე ჩაგითვალე რამე ცდები, აქ ვსაუბრობთ და ვკამათობთ იდეებზე და ნაწერზე, ამის იქით არავინ იცის ვინ ზის და რა პიროვნებაა და ამიტომ ნუ ამოიღებ თვალში ვინმეს, ან ეს გადამეკიდა ან ეს არაო, ხვალ შეიძლება მე შეგაქო და სხვამ კი პირიქით, ასე რომ უფრო მშვიდად ციტატა ჩემს წინააღმდ გამოსვლა და ამის გულისთვის რაღაცა სისულელეებს მიწერ აქ.. შენს წინააღმდეგ რა მაქვს კაცო? ![]() ![]() მე იმდენი ფრონტი მაქვს აქ ჩემო აბე, რომ ნამდვილად არ მინდა დამატებითი გავხსნა, ახლა გირჩევ, სანამ მართლა გამიხსნია შენთან ფრონტი, ეს სიტყვები უკან წაიღო,ის რომ ბოდიში რომ დაწერე კარგია და მერე მშვიდად გავაგრძელოთ საუბარი ![]() აბა ველი მშვიდ რეაქციას, კაიროსი! პ.ს. ციტატა მეგობრებო, მშვიდად საუბარი ვისწავლოთ, ერთმანეთის აზრის პატივისცემა. გასაგებია ყველას სხვადასხვანაირი აზრი აქვს მაგრამ მშვიდად დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი. ამას ვამბობ მე ![]() ახალი კია აბე, მაგრამ გააგებინეთ , რომ ასე წერა აქ არ შეიძლება... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
m16 |
![]()
პოსტი
#79
|
![]() .......... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,739 რეგისტრ.: 2-July 07 მდებარ.: Rustavii წევრი № 2,365 ![]() |
ციტატა სტიქაროსნობა მოდაშია? ხო ცვეტშია ![]() -------------------- :)
|
აბე |
![]()
პოსტი
#80
|
![]() აბესალომ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 ![]() |
KAIROS
მე არც არაფერს შემმატებს რომ შენ აღიარო გაუაზრებლად ნაუცბათევად დავწერეო და არც დამაკლებს. ასე რომ მე არ მაინტერესებს შენი ფრონტები. მე ჩემი გითხარი და გასაგებად გიპასუხე შენს შეკითხვაზე. თუ ეთიკური ნორმები დავარღვიე ბოდიშს გიხდი. -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 08:14 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი