IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ისტორიული ქორწინება, მუხრანელი ბაგრატიონები და ბაგრატიონ გრუზინსკები
დათიკო
პოსტი Jan 13 2009, 12:25 PM
პოსტი #41


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



მუხრანელ ბაგრატიონ დავითს ცოლად მოჰყავს ანა ნუგზარის ასული ბაგრატიონ გრუზინსკი.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი.
ამათი შვილი იქნება სრულუფლებიანი მემკვიდრე საქართველოს ტახტისა.

ქართველ მეფეთა შთამომავალთ ჯვარს პატრიარქი დასწერს


დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, 8 თებერვალს, ბაგრატიონთა დინასტიის ორი შტო ერთმანეთს დაუნათესავდება. ბაგრატიონ-გრუზინსკების შთამომავალი ანა მუხრანელ ბაგრატიონთა მემკვიდრე დავითზე დაქორწინდება. სამეფო გვარის ორი შტოს წარმომადგენლებს ჯვარს დასწერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. ნეფე-დედოფალი 32 წლის არის. ჯვრისწერის დეტალები «კვირის პალიტრისთვის» ექსკლუზიურად გახდა ცნობილი. ჯვრისწერისა და ქორწინების საკითხებს საპატრიარქოში შექმნილი სპეციალური კომისია განაგებს, რომელსაც ხელმძღვანელობს წმინდა სამების საკათედრო ტაძრის ლავრის არქიმანდრიტი ილია ნასიძე. სწორედ იგი გვესაუბრა ცერემონიალის დეტალებზე.

8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, ბაგრატოვანნი, მეფეთა შთამომავალნი დავით და ანა მიიღებენ წმინდა ზიარებას სვეტიცხოვლის ტაძარში. შემდეგ მოინახულებენ და ყვავილებით შეამკობენ წინაპართა საფლავებს, რომლებიც იქვე, სვეტიცხოვლის ტაძარში მდებარეობს. აქ არიან დაკრძალული სასიძოს, დავით ბაგრატიონის შარშან გარდაცვლილი მამა გიორგი (ხორხე) ბაგრატიონი და ანას ბაბუა პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკი.

მცხეთიდან დაბრუნების შემდეგ მცირე შესვენება იქნება დარეჯანის სასახლეში, სადაც ადრე მეფეთა სახლი იყო, ახლა კი მონასტერია. სწორედ ამ სასახლიდან წამოაბრძანებენ ანას სამების ტაძარში, სადაც 4 საათზე საპატარძლო ცენტრალური კარიბჭიდან შემოვა და გრძელი კიბით შებრძანდება ტაძარში. ჯვრისწერამდე დავითი და ანა დადგებიან სპეციალურად მათთვის მოწყობილ ამაღლებულ ადგილზე, რის შემდეგაც შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. ცერემონიალის გასრულების შემდეგ დაიწყება ჯვრისწერა, რომელსაც სრულიად საქართველოს სულიერი მწყემსი აღასრულებს.

ჯვრისწერაზე მოწვეული არიან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული ელჩები და სხვა დიპლომატები, უცხოეთიდან ჩამოვლენ სხვადასხვა სამეფო ოჯახის წარმომადგენლები.

- ჯვრისწერის რიტუალი საიდან აიღეთ, ალბათ, ისტორიას შემონახული აქვს სამეფო გვარის წარმომადგენლების ქორწინების ერთ-ერთი აღწერილობა მაინც?

- სამწუხაროდ, ჩვენამდე ვერ მოაღწია ასეთმა ცნობებმა. ცნობილია მხოლოდ გვირგვინის კურთხევის ცერემონიალი. ამიტომაც ბევრი ფილმი ვნახეთ, ესპანეთის, დანიის და სხვა ქვეყნების სამეფო ოჯახების წარმომადგენელთა ქორწინების ცერემონიალებს გავეცანით და შემდეგ შევადგინეთ ჯვრისწერის ცერემონიალის სცენარი მართლმადიდებლური და ქართული ტრადიციების დაცვით.

ეს იქნება დიდი ისტორიული ფაქტი საქართველოსთვის, ცერემონიალი საპატრიარქოს ტელევიზიით გადაიცემა პირდაპირ ეთერში.

ცხადია, ამ ქორწინების შესახებ ინფორმაციის გახმაურებისთანავე საზოგადოებაში გაჩნდება კითხვები, თუ რომელ შტოებს ეკუთვნიან დავით და ანა ბაგრატიონები და რა განსხვავებაა ბაგრატოვანთა ამ ორ ოჯახს შორის. დეტალების დასაზუსტებლად ისტორიკოს როინ მეტრეველს მივმართეთ:

- ბაგრატიონები წარმოშობით ძველი ქართული პროვინციიდან, სპერიდან არიან. ისინი უკვე ჩანან მე-6-7 საუკუნეებში. საქართველოში მერვე საუკუნის დასასრულს დაწინაურდნენ. ბაგრატიონთა გვარიდან იყო ქართლის ერისმთავარი აშოტი, რომელიც ისტორიაში აშოტ დიდის წოდებით არის ცნობილი, ატარებდა კურაპალატის ტიტულსაც. სწორედ მან დააფუძნა ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა დინასტია. ქართველთა მეფის (ტაო-კლარჯეთის) ტიტული კი პირველმა მიიღო ადარნასე ბაგრატიონმა (888 წ.). ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი შტო. ქართველთა მეფის წოდებას ადარნასეს შემდეგ მხოლოდ ბაგრატიონთა ტაოს შტოს წარმომადგენლები იღებდნენ. ამ შტოს ეკუთვნოდა სრულიად საქართველოს პირველი მეფე ბაგრატ მესამე.

საქართველომ ძლიერების ზენიტს ბაგრატიონთა საგვარეულოს ბრწყინვალე წარმომადგენლების - დავით აღმაშენებლისა და თამარის დროს მიაღწია. მეთხუთმეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან ერთიანი საქართველოს სახელმწიფო დაიშალა. ამ დროისთვის ქართლის, კახეთისა და იმერეთის სამეფოებში მეფეებად ისევ ბაგრატიონები არიან. ქართლის სამეფოს პირველი მეფე იყო სრულიად საქართველოს მეფე ალექსანდრე I დიდის შვილიშვილი დემეტრე. მისმა შთამომავლობამ ქართლში 1658 წლამდე იმეფა, ვიდრე სამეფო ტახტს ბაგრატიონთა მუხრან-ბატონების შტო არ დაეუფლა. ამ შტოს 1512 წელს ბაგრატ მუხრან-ბატონმა დაუდო საფუძველი. ის იყო ქართლის მეფე დავით X-ს ძმა და ქართლის მემარცხენე სადროშოს სარდალი. მუხრან-ბატონების შტოდან პირველი მეფე იყო თეიმურაზ მუხრან-ბატონის ძე ვახტანგი, ისტორიაში შაჰნავაზად წოდებული. ამ შტოდან ქართლის უკანასკნელი მეფე იყო იესე, ალი-ყული-ხანად წოდებული. ეს იყო ბაგრატიონების ქართლის შტო.

კახეთის შტოს დამფუძნებელია ერთიანი საქართველოს უკანასკნელი მეფე გიორგი VIII, რომელმაც 1466 წელს სათავე დაუდო დამოუკიდებელ კახეთის სამეფოს. უკანასკნელი მეფეები არიან თეიმურაზ II და მისი შვილი ერეკლე II. 1762 წლიდან ერეკლე იყო ქართლ-კახეთის მეფე, რომელსაც ჰყავდა შვილი გიორგი XII, ფაქტობრივად, ბოლო მეფე საქართველოსი. შემდეგ საქართველოს მეფე აღარ ჰყოლია, რადგან 1801 წელს რუსეთის იმპერატორმა გააუქმა ქართლ-კახეთის სამეფო და შეუერთა რუსეთის იმპერიას.

ბაგრატიონთა დინასტიის იმერეთის შტოს XIII საუკუნეში სათავე დაუდო დავით VI ნარინმა. იმერეთის სამეფო დამოუკიდებელი გახდა XV საუკუნეში, როდესაც სამეფო ტახტზე ავიდა ქართლ-იმერეთის მეფე ბაგრატ VI-ს ძე ალექსანდრე I. იმერეთის უკანასკნელი მეფე იყო სოლომონ II, რომელმაც ტახტი 1810 წელს დაკარგა რუსეთთან შეერთების გამო.

ბაგრატიონთა სამეფო გვარმა რუსეთში სათავე დაუდო იმერეტინსკებისა და გრუზინსკების გვარებს, ანა სწორედ გრუზინსკების შთამომავალია.

ასევე არსებობს ბაგრატიონ-მუხრანსკების სამეფო შტოც, ქართლის ბაგრატიონები. ამ შტოს წარმომადგენლები არიან ის პირები, ვინც ერთხანს იტალიაში, შემდეგ კი ესპანეთში ცხოვრობდნენ. იტალიაში ცხოვრობდა ირაკლი ბაგრატიონი, რომელიც საქართველოს მეფედაც გამოაცხადა ქართულმა ემიგრაციამ. მისი გარდაცვალების შემდეგ ოჯახი ესპანეთში გადავიდა საცხოვრებლად. ირაკლი ბაგრატიონს ცოლად ჰყავდა ესპანეთის ახლანდელი მეფის ხუან-კარლოსის მამიდა. ირაკლის ვაჟი იყო გიორგი (ხორხე), რომელიც შარშან გარდაიცვალა, მისი მემკვიდრე კი არის დავითი, რომელიც ახლა ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიზე ქორწინდება.

ერთიანი საქართველოს მეფეები ქართველზე არ ქორწინდებოდნენ, რადგან მაშინდელი იდეოლოგიით საქართველოს მეფის ბადალი მის ქვეშევრდომთა შორის არ შეიძლებოდა ყოფილიყო. ამიტომაც ქართველ მეფეებს თანამეცხედრეებად სხვა ქვეყნების სამეფო კარის წარმომადგენლები ჰყავდათ. გვიანდელ საქართველოში კი სამეფო სახლის წარმომადგენლები სხვადასხვა ქართული გვარის შვილებს ირთავდნენ ცოლად, საქართველოს ბოლო მეფეს, გიორგი XII-ს მარიამ ციციშვილი ჰყავდა დედოფლად.

«კვირის პალიტრა» შეეცადა სასიძოსა და საპატარძლოს გასაუბრებოდა, მაგრამ რადგან ისინი თბილისში არ იმყოფებიან, საპატარძლოს მამას, ბატონ ნუგზარ ბაგრატიონს ვესაუბრეთ.

ამ გვარის ორი შტოს გაერთიანება დიდი ხანია არ მომხდარა. ამიტომაც, ვფიქრობ, ეს არის მნიშვნელოვანი მოვლენა, რაც შესაძლოა, ძალზე სასიკეთო აღმოჩნდეს საქართველოსთვის.

- ამ ქორწინებაზე ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ იყო ლაპარაკი. როგორც ვიცით, პატრიარქსაც ძალიან სურდა იგი შემდგარიყო.

- დიახ, ამის სურვილი კარგა ხანია იყო და უფლის ნებით წლები დასჭირდა ამ საკითხის გადაწყვეტას.

- ცხადია, მონაწილეობთ ცერემონიალის დაგეგმვაში.

- ჩემი იდეაა, რომ ახალგაზრდებმა სვეტიცხოვლის ტაძარში პატივი მიაგონ წინაპრების ხსოვნას. ჩემი წინაპრები, როგორც მეფეთა პირდაპირი შთამომავლები, დაკრძალული არიან იერარქიის მიხედვით - პირველ რიგში, საკურთხეველთან ახლოს. ტაძარში ასეთი წესია, საკურთხეველთან ყველაზე ახლოს იკრძალებიან მეფეები და მათი შთამომავალნი, შემდეგ კი სხვა წოდების, ანუ თავადი ბაგრატიონი. ბაბუაჩემი პეტრე ალექსანდრეს ძე და მამაჩემი პეტრე პეტრეს ძე, როგორც პირდაპირი შთამომავალი მეფეთა, დაკრძალული არიან სწორედ ამ რიგში. შარშან გარდაიცვალა ბატონიშვილი გიორგი (ხორხე) ბაგრატიონ-მუხრანელი და უკანასკნელი განსასვენებელი მანაც სვეტიცხოველში პოვა. 16 იანვარს მისი გარდაცვალების წლისთავი იქნება. წინაპრების ხსოვნისთვის პატივის მიგება ტრადიციების პატივისცემაც იქნება.

- ცხადია, ამ ქორწინების პომპეზურად აღნიშვნის შემდეგ ხალხის ნაწილი იფიქრებს, რომ ეს მონარქიის აღდგენის დასაწყისია.

- მე ბედნიერი ვარ, რომ ეს ორი გვარი შეერთდება. რაც შეეხება მოსალოდნელ მითქმა-მოთქმას, ცხადია, გაჩნდება სხვადასხვა აზრი, კითხვები, ეს გასაკვირი არც იქნება. მთავარია, პირველ რიგში აღინიშნოს, რომ ამ ქორწინებას და სამეფო დინასტიის აღდგენას ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვს, ეს მომავლის საკითხია. ასევე მნიშვნელოვანია, საზოგადოებას სრული ინფორმაცია მივაწოდოთ, რომ მისთვის ყველაფერი ნათელი იყოს, რათა არ გაჩნდეს საჩოთირო და გაუგებარი კითხვები, თუნდაც ასეთი: რას მოგვიტანს მონარქიის აღდგენა, ტვირთად დააწვება სახელმწიფოს ან მოსახლეობას?.. პატრიარქისა და ჩემი აზრით, ეს უნდა იყოს ყოველმხრივ დამოუკიდებელი ოჯახი, რომელიც ტვირთად არ დააწვება არავის და როგორც პატრიარქი ამბობს, პირიქით, ბაგრატოვანთა ახალშექმნილი ოჯახის მისიაც მხოლოდ ის იქნება, რომ თესოს სიკეთე და დაეხმაროს ქვეყანასა და ხალხს.

საქართველოში სამეფოს აღდგენა შორეული პერსპექტივაა. ამას დიდი დრო დასჭირდება. უპირველესად ეს უფლის ნებაა. ხალხიც უნდა იყოს მომზადებული საიმისოდ, რომ თუნდაც კონსტიტუციური მონარქიული წყობა ჰქონდეს საქართველოს სახელმწიფოს.

პ.ს. ქართველებს გვიყვარს ერთი ამბის მეორესთან აბსურდული დაკავშირება, მაგრამ ბაგრატოვანთა ქორწინების ლამაზი ამბის სხვა, თუნდაც პოლიტიკურ თემებთან მიბმა, ვფიქრობთ, გაუმართლებელი იქნება. სჯობია, იმაზე ვიფიქროთ, რომ ქორწინების ცერემონიალი საფუძველს დაუდებს ქართული ტრადიციების აღორძინებას.

უდავოა, ეს ქორწინება წლის ქორწინების ტიტულით შევა ისტორიაში, თუმცა, ვინ იცის, ეგებ საუკუნის ქორწილიც კი ეწოდოს ასი წლის შემდეგ.

P.P.S. ვიმედოვნებთ, სამეფო გვარის ორი დიდი შტოს გაერთიანება სამაგალითო აღმოჩნდება ერისთვის, რომელსაც სასიცოცხლოდ სჭირდება გამთლიანება.


http://kvirispalitra.ge/palitra/frp_palitra.htm
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
დათიკო   ისტორიული ქორწინება   Jan 13 2009, 12:25 PM
მართა   დამაინტერესა ძალი...   Jan 14 2009, 04:44 AM
მნათე   ამაზე ესპანური პრე...   Jan 14 2009, 05:07 AM
ბადრი   სასიხარულო ამბავი...   Jan 14 2009, 05:21 AM
KAIROS   ხოოო, ვნახოთ აბა :) ი...   Jan 14 2009, 05:37 AM
ნაინა   KAIROS სამწუხაროდ ვერ...   Jan 14 2009, 05:42 AM
მნათე   KAIROS დაიწყეს უკვე ბი...   Jan 14 2009, 10:04 AM
მხევალი ნინო   დათიკო ეს ვინ დაა...   Jan 14 2009, 03:23 PM
თამარი_ცქნაფო   აუ, ადრე, როცა უფრო ...   Jan 14 2009, 03:57 PM
კანონისტი   KAIROS მე ვიქნები ერთი,...   Jan 14 2009, 04:52 PM
მნათე   ორი ბაგრატიონის დ...   Jan 14 2009, 05:11 PM
ეკატო   წარმომიდგენია რა ს...   Jan 14 2009, 05:12 PM
კანონისტი   ესეც უფლისწული და ...   Jan 14 2009, 05:42 PM
T.L.   დავითი http://s43.radikal.ru/i099/090...   Jan 14 2009, 09:39 PM
თამარი_ცქნაფო   დავითი [url=http://www.radikal.ru][im...   Jan 15 2009, 12:14 AM
Giorgi-   მეფე გვიშველის ვით...   Jan 14 2009, 05:44 PM
მატასი   რა სასიამოვნო ამბა...   Jan 14 2009, 07:05 PM
მხევალი ნინო   კანონისტი ადრე სხ...   Jan 14 2009, 08:41 PM
iber   ერთი დღე იქნება გა...   Jan 14 2009, 08:51 PM
subterranean   სურათები არ არის? მ...   Jan 14 2009, 08:54 PM
მატასი   დედოფალი მაინტერე...   Jan 14 2009, 11:36 PM
staywhite   T.L. ეტყობა რომ შერეუ...   Jan 14 2009, 11:40 PM
უჩა   ოოო ფრიად საინტერე...   Jan 14 2009, 11:50 PM
staywhite   თამარი_ცქნაფო დაწ...   Jan 15 2009, 12:35 AM
თამარი_ცქნაფო   თამარი_ცქნაფო დაწ...   Jan 15 2009, 12:40 AM
უჩა   ოოო გოგო მეც მაინტ...   Jan 15 2009, 12:40 AM
თამარი_ცქნაფო   ჰოდა, ისა... ნუ სიყვა...   Jan 15 2009, 12:41 AM
subterranean   დარწმუნებული ვარ ს...   Jan 15 2009, 12:50 AM
თამარი_ცქნაფო   დარწმუნებული ვარ ...   Jan 15 2009, 12:53 AM
კანონისტი   staywhite რომელ ჩვენ მეფ...   Jan 15 2009, 10:57 AM
მნათე   მფური კი არა, მარი...   Jan 15 2009, 11:55 AM
თამარი_ცქნაფო   მფური კი არა, მარიო...   Jan 15 2009, 12:16 PM
staywhite   კანონისტი მეფური ...   Jan 15 2009, 11:55 AM
მხევალი ნინო   თამარი_ცქნაფო ეჰ.....   Jan 15 2009, 12:16 PM
subterranean   თამარი_ცქნაფო ეჰ... :...   Jan 15 2009, 02:40 PM
თამარი_ცქნაფო   მხევალი ნინო იცი, მ...   Jan 15 2009, 12:21 PM
მხევალი ნინო   კანონისტი არც მაგ...   Jan 15 2009, 12:23 PM
თამარი_ცქნაფო   მხევალი ნინო ნინო, ...   Jan 15 2009, 12:27 PM
staywhite   თამარი_ცქნაფო მხევ...   Jan 15 2009, 12:32 PM
მხევალი ნინო   თამარი_ცქნაფო მეფ...   Jan 15 2009, 12:33 PM
თამარი_ცქნაფო   თამარი_ცქნაფო მეფ...   Jan 15 2009, 12:36 PM
მხევალი ნინო   staywhite იმ სხვა ქვეყნ...   Jan 15 2009, 12:38 PM
თამარი_ცქნაფო   staywhite იმ სხვა ქვეყნე...   Jan 15 2009, 12:40 PM
მხევალი ნინო   თამარი_ცქნაფო გაა...   Jan 15 2009, 12:45 PM
თამარი_ცქნაფო   თამარი_ცქნაფო გაა...   Jan 15 2009, 12:46 PM
staywhite   არასოდეს არ ვყოფილ...   Jan 15 2009, 12:49 PM
მხევალი ნინო   თამარი_ცქნაფო რომ...   Jan 15 2009, 12:55 PM
თამარი_ცქნაფო   მხევალი ნინო რას გ...   Jan 15 2009, 12:55 PM
თამარი_ცქნაფო   მხევალი ნინო რას გ...   Jan 15 2009, 12:55 PM
მხევალი ნინო   თამარი_ცქნაფო ასე...   Jan 15 2009, 12:58 PM
თამარი_ცქნაფო   მხევალი ნინო მაინც...   Jan 15 2009, 12:59 PM
მნათე   კი კაცო... კეისარიც ...   Jan 15 2009, 01:03 PM
მნათე   არა აი როცა სოლოლა...   Jan 15 2009, 01:07 PM
თამარი_ცქნაფო   არა აი როცა სოლოლა...   Jan 15 2009, 01:09 PM
მნათე   ხოდაეგრე! წამოდი...   Jan 15 2009, 01:12 PM
თამარი_ცქნაფო   ხოდაეგრე! წამოდი ...   Jan 15 2009, 01:16 PM
მხევალი ნინო   მნათე და რით ვერ გ...   Jan 15 2009, 01:20 PM
afxazi   მეუფე ანანიამ ტქვა...   Jan 15 2009, 02:06 PM
.:Lela:.   მეუფე ანანიამ ტქვ...   Jan 15 2009, 03:05 PM
თამარი_ცქნაფო   როგორც მოვლენაზე? ...   Jan 15 2009, 02:08 PM
afxazi   თამარი_ცქნაფო ხოდ...   Jan 15 2009, 02:09 PM
თამარი_ცქნაფო   თამარი_ცქნაფო ხოდ...   Jan 15 2009, 02:29 PM
inaina   ჩემი ოცნება ახდება...   Jan 15 2009, 02:30 PM
თამარი_ცქნაფო   ჩემი ოცნება ახდებ...   Jan 15 2009, 02:31 PM
კანონისტი   თამარი_ცქნაფო თუ გ...   Jan 15 2009, 02:40 PM
subterranean   [b]თამარი_ცქნაფო თუ ...   Jan 15 2009, 02:47 PM
თამარი_ცქნაფო   არ მინდა ორშვილიან...   Jan 15 2009, 02:43 PM
თამარი_ცქნაფო   არ მინდა ორშვილია...   Jan 15 2009, 02:50 PM
subterranean   არ მინდა ორშვილია...   Jan 15 2009, 02:50 PM
კანონისტი   თამარი_ცქნაფო წმ. კ...   Jan 15 2009, 02:51 PM
თამარი_ცქნაფო   თამარი_ცქნაფო წმ. ...   Jan 15 2009, 02:58 PM
subterranean   მშვენიერი შედარებ...   Jan 15 2009, 02:53 PM
კანონისტი   თამარი_ცქნაფო გამ...   Jan 15 2009, 03:09 PM
.:Lela:.   მეორედ რომ გათხოვ...   Jan 15 2009, 03:12 PM
მნათე   კანონისტი კარგი მ...   Jan 15 2009, 03:12 PM
კანონისტი   staywhite ყმა არა ბატონ-ყ...   Jan 15 2009, 03:14 PM
თამარი_ცქნაფო   კანონისტი ნუ მიედ-...   Jan 15 2009, 03:14 PM
.:Lela:.   კანონისტი ნუ ეტენ...   Jan 15 2009, 03:17 PM
თამარი_ცქნაფო   :lol: :lol: მიდი თამარ შე...   Jan 15 2009, 03:18 PM
კანონისტი   თამარი_ცქნაფო [b][size=7]...   Jan 15 2009, 03:15 PM
თამარი_ცქნაფო   თამარი_ცქნაფო [b][size=7]...   Jan 15 2009, 03:16 PM
კანონისტი   P.S. ეს ახალი არ გეგო...   Jan 15 2009, 03:17 PM
თამარი_ცქნაფო   P.S. ეს ახალი არ გეგო...   Jan 15 2009, 03:19 PM
მნათე   გადაებით შენ და მი...   Jan 15 2009, 03:18 PM
staywhite   კანონისტი რა გაცი...   Jan 15 2009, 03:18 PM
კანონისტი   თამარი_ცქნაფო ბევ...   Jan 15 2009, 03:19 PM
მნათე   მე ერთი ვიცი - მაგ კ...   Jan 15 2009, 03:19 PM
თამარი_ცქნაფო   მე ერთი ვიცი - მაგ კ...   Jan 15 2009, 03:22 PM
afxazi   მნათე ლევან რა არი...   Jan 15 2009, 03:23 PM
თამარი_ცქნაფო   მნათე ლევან რა არი...   Jan 15 2009, 03:25 PM
კანონისტი   მნათე :* :D თამარი_ცქ...   Jan 15 2009, 03:24 PM
მნათე   ახალგაზრდულ ცენტ...   Jan 15 2009, 03:25 PM
მნათე   ეკლესიამ ჯიპების ...   Jan 15 2009, 03:26 PM
კანონისტი   თამარი_ცქნაფო კონ...   Jan 15 2009, 03:27 PM
თამარი_ცქნაფო   შენი აზრით, ყველა ...   Jan 15 2009, 03:29 PM
afxazi   თამარი_ცქნაფო მოკ...   Jan 15 2009, 03:27 PM
მნათე   ეგ კითხვა პირიქით ...   Jan 15 2009, 03:28 PM
afxazi   კანონისტი დავით შე...   Jan 15 2009, 03:28 PM
კანონისტი   თამარი_ცქნაფო 1. ქა...   Jan 15 2009, 03:29 PM
6 გვერდი V  1 2 3 > » 


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st June 2024 - 03:21 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი