IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> რა არის საჭირო?, ორმოცის გადახდის შესახებ
Giorgi_Roganeli
პოსტი Jan 24 2009, 04:47 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 45
რეგისტრ.: 1-July 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 5,239



დამლოცეთ, მამაო smile.gif
მაინტერესებს ორმოცის გადახდის შესახებ: ეს ხომ მიცვალებულის სახელზე გაღებული მოწყალებაა
და ზუსტად მეორმოცე დღეს უნდა გაკეთდეს? არის რაიმე საჭმელი, რაც აუცილებლად უნდა იყოს
ორმოცის სუფრაზე? თუ არის განსაზღვრული წესი, რომ ამდენი კოკორი გამოცხვეს და ა.შ.

წინასწარ გმადლობთ smile.gif


--------------------
"...დღენი წელიწადთა ჩუენთანი მათ თანა სამეოცდაათ წელ, ხოლო უკუეთუ ძლიერებასა შინა, ოთხმეოც წელ, და უმრავლესი მათი შრომაი და სალმობაი..." 89-ე ფსალმუნი
"მიუგო კაცმან მან და ჰრქუა მათ: საკჳრველი ესე არს, რამეთუ თქუენ არა იცით, ვინაჲ არს, და მე აღმიხილნა თუალნი" (იოანე 9:30)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბე
პოსტი Feb 27 2010, 02:02 AM
პოსტი #2


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



„ორმოცი“ იხდება ზუსტად მეორმოცე დღეს. თუ არის საშვალება უნდა შესრულდეს შეკვეთილი წირვა, თუ არა ჩვეულებრივ წირვაზე უნდა მოვიხსენოთ. ასევე უნდა შესრულდეს სულის მოსახსენებელი პანაშვიდი, შეიძლება საფლავის კურთხევა. საკურთხი ხსნილში კეთდება სახსნილო, მარხვაში სამარხვო. კერძი შეიძლება იყოს ყველანაირი ამ პერიოდებისათვის შესაფერისი. ერთად-ერთი რამ, რაც ტრადიციულად კეთდება ყოველთვის, არის კოლიო, წანდილი, კორკოტი (საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა სახელი ეწოდება და განსხვავებულად მზადდება). საკურთხი რა სახისაც არ უნდა იყოს მზადდება მხოლოდ მოწყალების გასაცემად.

თბილისის, საბურთალოს სასაფლაოსთან არსებული მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი
დეკანოზი დავით ნოზაძე.


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th April 2024 - 12:26 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი