![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
neo |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 ![]() |
ალბათ ყველას შეგვიმჩნევია რომ ადამიანები განვსხვავედებით სიზმარში და რეალობაში... სხვანაირები ვართ ძილისას და სხვანაირები ცხადში... მაინტერესებს რამდენად არის შესაძლებელი ადამიანმა ძილიში ლოცვას მიაღწიოს... და თავის დაცვა ძილშიც ისწავლოს... დაგიჭერიათ თუ არა თქვენი თავი ძილის დროს ლოცვაში... ??? -------------------- www.cordesign.ge
|
nini1 |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 680 რეგისტრ.: 7-April 07 წევრი № 1,599 ![]() |
ციტატა დაგიჭერიათ თუ არა თქვენი თავი ძილის დროს ლოცვაში... ??? კიი, რამდენჯერმე .... და ისეთი ტკბილი განცდა იყო ![]() ერთხელ ამეკვიატა ზიარების წინა ლოცვებიდან ფრაზები და მთელი ღამე ძილში ვიმეორებდი, ერთხელ დილის ლოცვების დასაწყისი ლოცვები და ერთხელაც უფლის ლოცვა, მაგრამ ყველაზე ძლიერი უფლის ლოცვა იყო და ასე მშვიდს და ბედნიერს არასდროს გამიღვიძია, ის დილა არ დამავიწყდება არასდროს. უი, ერთხელ კიდევ იყო , სიზმარში , ვითომ გათენდა და მაგვიანდებოდა სადღაც და ვაიმე, დილის ლოცვებს ვერ ვასწრებ ტქო და კიიბეებზე სადარბაზოში ჩავრბოდი და დილის მოკლე ლოცვას ვამბობდი, მაგრამ ეს აშკარად სიზმარში იყო. -------------------- უფალო, მომიხარია შენსკენ, მზად ვარ გამოგყვე და შემოგიდგე, მაგრამ არა მაქვს დამსახურება, არც ღირსება, რათა წარვდგე შენს წინაშე , გევედრები , მომიხილე შენი მოწყალებით და შემიმსუბუქე ცოდვების ტვირთი; მე, ღატაკი და შიშველი , უძლური და ცოდვილი ვდგავარ შენ წინაშე , მაგრამ ვიცი , რომ მოხვედი "არა წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა" (მათე IX, 13)
|
სოფი |
![]()
პოსტი
#3
|
![]() Pro Christo.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 ![]() |
მოკლედ, რაზე არ ფიქრობს ხოლმე ეს ნეო
![]() ![]() რავი,ძილბურანში რო ვარ ხოლმე,რაღაცეები ვიცი ![]() ერთხელ მახსოვს,რაღაცის გამო,ძალიან გახარებული და აღელვებული ვიყავი,ხოდა მთელი ღამე, დიდება შენდა უფალოს გავიძახოდი ![]() -------------------- "Happiness only real when shared."
|
neo |
![]()
პოსტი
#4
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 ![]() |
ციტატა მოკლედ, რაზე არ ფიქრობს ხოლმე ეს ნეო ![]() როგორც ვატყობ საინტერესო კითხვაა ? მაგრამ უფრო საინტერესოა როგორ უნდა მოვახერხოთ რომ ეს ხშირად მოხდეს ? -------------------- www.cordesign.ge
|
-tamar- |
![]() ![]()
პოსტი
#5
|
summer time :) ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 522 რეგისტრ.: 27-May 08 მდებარ.: საქართველო-თბილისი წევრი № 4,927 ![]() |
მოკლედ, რაზე არ ფიქრობს ხოლმე ეს ნეო ![]() ![]() რავი,ძილბურანში რო ვარ ხოლმე,რაღაცეები ვიცი ![]() ერთხელ მახსოვს,რაღაცის გამო,ძალიან გახარებული და აღელვებული ვიყავი,ხოდა მთელი ღამე, დიდება შენდა უფალოს გავიძახოდი :user: ![]() ![]() ![]() -------------------- მიყვარხართ
|
mr_morrison |
![]()
პოსტი
#6
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 376 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 164 ![]() |
ეს თემა არ მგონია ღვთისმეტყველებასთან კავშირში იყოს, თუმცა ეს ჩემი საქმე არ არის
![]() სიზმარი ძალიან საინტერესო ფენომენია. მსში არსებული ყველა დეტალი და მოვლენა არ არის შემთხვევითობა."ზე-მე" ან უბრალოდ ყურადღების დეფიციტი გარკვეულ ინფორმაციას ან მოთხოვნილებებს(ძირითადად ბიოლოგიურს) განდევნის გონების ცნობიერიდან არაცნობიერში. როდესაც ადამიანის ცნობიერებაში შემოდის ისეთი მოთხოვნილებეი როგორიცაა მაგალითად სექსი,ან რაიმე სუციალურად მიუღებელი ქცევა, მაშინ "ზე-მე'' წინააღმდეგობას უწევს მას და განდევნის არაცნობიერში. ანუ გარკვეულ ცენზურას აწესებს ცნობიერზე. და როდესაც ადამიანს სძინავს, ყურადღება მოდუნებული აქვს მაშინ "ამოტივტივდება" ის მოთხოვნილებები გონებაში გარკვეული სიმბოლოების სახით. მოკლედ ეს უფრო გრძელი თემაა. და იმის თქმა მინდა რომ ძილში შენი "ნება" გათიშულია, შენი ნებით ვერ აზროვნებ და შეუძლებელია აკონტროლო სიზმარი. ასე რომ თქვა: "მოდი ეხლა ძილში ვილოცებ" - არ გამოგივა. და არ ვიცი თქვენ რას გულისხმობთ. შეიძლება იმ დღეს განცდილი ემოციები ა მოვლენები ამოგიტივტივდეს თავში(თუნდაც ლოცვის პროცესი და ა.შ). -------------------- მიმცხე ძია მიმცხე მე ცუღლუტს :*
|
orthodox-georgia |
![]()
პოსტი
#7
|
![]() ---- ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,373 რეგისტრ.: 13-May 08 მდებარ.: იქ წევრი № 4,815 ![]() |
-------------------- ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)
ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან. ღმერთს ებარებოდეთ! პატივისცემით თქვენი orthodox-georgia 20.01.2012 |
მნათე |
![]()
პოსტი
#8
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
neo
გუშინ გამომეღვიძა მხურვალედ მლოცველს... ასე ბოლოს როდის ვილოცე არ ვიცი, ვემხე, ვტიროდი და სასიამოვნო სითბო მეღვრებოდა გულში მეუფე ზეცათაოს გალობით... -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
dariala |
![]()
პოსტი
#9
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 868 რეგისტრ.: 30-August 08 მდებარ.: www.boke.ge/user/marianita წევრი № 5,550 ![]() |
ეგეთი რამ საერთოდ თუ შესაძლებელი იყო არც ვიცოდი
![]() ![]() -------------------- http://forum.ge/?f=16&showtopic=34248922
|
კავკასიელი |
![]()
პოსტი
#10
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 147 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 677 ![]() |
ალბათ ყველას შეგვიმჩნევია რომ ადამიანები განვსხვავედებით სიზმარში და რეალობაში... სხვანაირები ვართ ძილისას და სხვანაირები ცხადში... მაინტერესებს რამდენად არის შესაძლებელი ადამიანმა ძილიში ლოცვას მიაღწიოს... და თავის დაცვა ძილშიც ისწავლოს... დაგიჭერიათ თუ არა თქვენი თავი ძილის დროს ლოცვაში... ??? რა დროს ძილში ლოცვაა როცა ფხიზელს ვერ გვილოცია ნორმალურად ![]() თუ ვინმე გამოღვიძებია და ლოცვის რაღაც მონაკვეთს იმეორებს (და ასეთი რამ ალბად ბევრს ქონია) არამგონია რომ ამას შეგნებულად აკეთებდეს. -------------------- "უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარი ჩემდა; ვისა მეშინოდის?" (ფსალმუნი 26;1)
|
neo |
![]()
პოსტი
#11
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 ![]() |
ციტატა სიზმარი ძალიან საინტერესო ფენომენია. მსში არსებული ყველა დეტალი და მოვლენა არ არის შემთხვევითობა."ზე-მე" ან უბრალოდ ყურადღების დეფიციტი გარკვეულ ინფორმაციას ან მოთხოვნილებებს(ძირითადად ბიოლოგიურს) განდევნის გონების ცნობიერიდან არაცნობიერში. როდესაც ადამიანის ცნობიერებაში შემოდის ისეთი მოთხოვნილებეი როგორიცაა მაგალითად სექსი,ან რაიმე სუციალურად მიუღებელი ქცევა, მაშინ "ზე-მე'' წინააღმდეგობას უწევს მას და განდევნის არაცნობიერში. ანუ გარკვეულ ცენზურას აწესებს ცნობიერზე. და როდესაც ადამიანს სძინავს, ყურადღება მოდუნებული აქვს მაშინ "ამოტივტივდება" ის მოთხოვნილებები გონებაში გარკვეული სიმბოლოების სახით. მოკლედ ეს უფრო გრძელი თემაა. და იმის თქმა მინდა რომ ძილში შენი "ნება" გათიშულია, შენი ნებით ვერ აზროვნებ და შეუძლებელია აკონტროლო სიზმარი. ასე რომ თქვა: "მოდი ეხლა ძილში ვილოცებ" - არ გამოგივა. და არ ვიცი თქვენ რას გულისხმობთ. შეიძლება იმ დღეს განცდილი ემოციები ა მოვლენები ამოგიტივტივდეს თავში(თუნდაც ლოცვის პროცესი და ა.შ). საინტყერესო პოსტია, თუმცა, ჩემი აზრით, არ შეიძლება პოტენციალში ადამიანს არ ქონდეს ძილში ცენზურის კონტროლის უნარი... ვინაიდან ეკლესია პასუხისმგებლობას ძილში დაშვებულ შეცდომებზეც აწესებს ![]() საღამოს ლოცვებს ალბათ ძილისათვის სწორი განწყობის შექმნის ფუნქციაც აქვთ... რაც შეეხება არის თუ არა შესაძლებელი რომ გაცნობიერებულად ილოცო ძილში... ანუ მაშინ როცა ნახევრად ძილში ხარ... მგონია რომ ეს სავსებით შესაძლებელია... თუ იესოს ლოცვას დაეუფლები... თუ გინდათ ცადეთ, 6 თვის განნმავლობაში იესოს ლოცვას დაუთმეთ დღეში 20-30 წუთი... -------------------- www.cordesign.ge
|
ლეონტი |
![]()
პოსტი
#12
|
![]() ილოცე!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,990 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: ოთახი წევრი № 416 ![]() |
თუ გინდათ ცადეთ, 6 თვის განნმავლობაში იესოს ლოცვას დაუთმეთ დღეში 20-30 წუთი... არ ეყოფა. აი დღეში 20 საათი რო გეთქვა სხვა საქმეა. -------------------- tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
|
ლეონტი |
![]()
პოსტი
#13
|
![]() ილოცე!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,990 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: ოთახი წევრი № 416 ![]() |
და იმის თქმა მინდა რომ ძილში შენი "ნება" გათიშულია, შენი ნებით ვერ აზროვნებ და შეუძლებელია აკონტროლო სიზმარი. ასე რომ თქვა: "მოდი ეხლა ძილში ვილოცებ" - არ გამოგივა. ძილში ნება გათიშულია არაა, როცა ფხიზლად ხარ, ამიტომ მოგვიწოდებს ეკლესია მუდმივი სიფხიზლისკენ, და არა მხოლოდ დღის განმავლობაში. რა აზრი აქვს დღისით სიფხიზლეში თავის მოზღუდვას თუ ძილში თავი ეშმაკს ჩააბარე? ძილში ლოცვა და სიფხიზლე სულიერი ცხოვრების გარკვეულ დონეზე მოდის. -------------------- tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
|
ლეონტი |
![]()
პოსტი
#14
|
![]() ილოცე!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,990 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: ოთახი წევრი № 416 ![]() |
ერთხელაც უფლის ლოცვა, მაგრამ ყველაზე ძლიერი უფლის ლოცვა იყო და ასე მშვიდს და ბედნიერს არასდროს გამიღვიძია, ის დილა არ დამავიწყდება არასდროს. როგორც მეცნიერები ამბობენ თავის ტვინის ელექტროაქტივობის შესწავლის საფუძველზე, გაღვიძების და დაძინების მომენტში თავის ტვინი შედის იმ ფუნქციონალურ მდგომარეობაში, რომელიც მას გააჩნია ლოცვის დროს, აქ ჭეშმარიტი ლოცვა იგულისხმება და არა ლოცვების კითხვა. ამიტომ ამ დროს , დროის იმ წამებში,ლოცვების კითხვა ძალზე "ტკბილია" როგორც შენ თქვი და გონებაც მიუხედავად იმისა რომ ფხიზელი არაა , და არც სრულყოფილად სძინავს, საოცრად ნათლად აღიქვამს იმ საგნებს რომლებიც სიფხიზლეში ბუნდოვანი ან გაურკვეველია. ცუდი ისაა რომ გამოფხიზლების მერე ხშირად გავიწყდება თვით ის აზრებიც კი რაც საოცრად ნათელი იყო და ჭეშმარიტი იმ წამებში. და თუ დაგამახსოვრდა , ზუსტად იცი პრობლემატური საკითხის ამოხსნა და პასუხი. ![]() -------------------- tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
|
neo |
![]()
პოსტი
#15
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 ![]() |
ციტატა არ ეყოფა. აი დღეში 20 საათი რო გეთქვა სხვა საქმეა. მე უკვე ვცადე ![]() და ძალიან მინდა რომ ყველამ ცადოს -------------------- www.cordesign.ge
|
ანანო |
![]()
პოსტი
#16
|
![]() დავიღალე..... მოდი ჩემთან უფალო...... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,367 რეგისტრ.: 25-September 07 წევრი № 2,831 ![]() |
დაკვირვებული ვარ, როცა ძილის წინ ლოცვას არ ვკითხულობ , სულ უცნაური სიზმრები მესიზმრება : ან სიგარეტს ვეწევი ან რავი .... (არადა რეალურ ცხოვრებაში მსგავსს არ გავიფიქრებ, რომელ შესრულებაზეა ლაპარაკი )
ხანდახან ვიცი რომელიმე გალობის ამოჩემება და დილიდანვე სულ გულში ვღიღინებ ![]() განსაკუთრებით მიყვარს "ჯვარსა შენსა" ![]() -------------------- დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი
**************************** შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი..... იობი თავი 1... |
Iona |
![]()
პოსტი
#17
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 943 რეგისტრ.: 6-February 07 წევრი № 1,025 ![]() |
ციტატა რავი,ძილბურანში რო ვარ ხოლმე,რაღაცეები ვიცი უფალო შემიწყალე,უფალო დიდება შენდა,და მასე.. ერთხელ მახსოვს,რაღაცის გამო,ძალიან გახარებული და აღელვებული ვიყავი,ხოდა მთელი ღამე, დიდება შენდა უფალოს გავიძახოდი ![]() ![]() პ.ს მე კიდევ სულ ვირთხები და ვირთხები ![]() -------------------- ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
|
tamuna m |
![]()
პოსტი
#18
|
![]() კატეგორია: მოკვდავი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 ![]() |
ციტატა დაგიჭერიათ თუ არა თქვენი თავი ძილის დროს ლოცვაში... ??? ![]() მაგრამ აზრი? -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
neo |
![]()
პოსტი
#19
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 ![]() |
ციტატა მაგრამ აზრი? ეს რიტორიკული კითხვაა თუ რამე გვაინტერესებს მართლა -------------------- www.cordesign.ge
|
tamara |
![]()
პოსტი
#20
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 ![]() |
ციტატა ალბათ ყველას შეგვიმჩნევია რომ ადამიანები განვსხვავედებით სიზმარში და რეალობაში... სხვანაირები ვართ ძილისას და სხვანაირები ცხადში... მაინტერესებს რამდენად არის შესაძლებელი ადამიანმა ძილიში ლოცვას მიაღწიოს... და თავის დაცვა ძილშიც ისწავლოს... დაგიჭერიათ თუ არა თქვენი თავი ძილის დროს ლოცვაში... ??? ერთხელ ძალიან საინტერესო რაღაც მოხდა- ერთხელ კაშპიროვსკის ვუყურე - (90-იან წლებში ხდება ) და იმის მერე საღაც საშინელ სიზმრებს ვხედავდი ხოლმე - რამოდენიმეჯერ ვნახე - წინ რაღაც დიდი და შავი იყო - და კიდევ მის წინ რაცხა უსიამოვნო თვალებს ვხედავდი... და განცდაც იყო საშინელი - დავიწყე სიზმარში ლოცვა- "მამაო ჩვენო"-ს კითხვა - მიჭირდა წაკითხვა - რაღაც ძალა მიშლიდა სამჯერ რომ წავიკითხე - ის რაღაც შავი და დიდი კედლად გადაიქცა და მერე გასკდა ის დიდი კედელი - ნამსხვრევებად იქცა და მის უკან სინათლე გამოჩნდა... მოვისვენე და იმის მერე ის საშინელი თვალები სიზმარში აღარ მინახავს... |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 02:04 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი