IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

13 გვერდი V < 1 2 3 4 5 > »   
Closed TopicStart new topic
> გამოკითხვა მონარქიაზე, და თავად-აზნაურობაზე
გინდთ თუ არა მონარქია?
როგორი მონარქიას დაუჭერთ მხარს?
კონსტიტუციურ მონარქიას [ 58 ] ** [55.77%]
თვითმპყრობელურ მონარქიას (მეფის ერთპიროვნულ მმართველობას) [ 6 ] ** [5.77%]
კონსტიტუციურ მონარქიას, რომელიც ითვალისწინებს თავად-აზნაურების აღზევებასაც [ 0 ] ** [0.00%]
თვითმპყრობელურ მონარქიას რომელიც ითვალისწინებს თავად-აზნაურების აღზევებასაც (ფეოდალიზმი) [ 1 ] ** [0.96%]
არანაერი მონარქია [ 33 ] ** [31.73%]
ეს საკითხი არ მაინტერესებს [ 4 ] ** [3.85%]
არ ვიცი [ 2 ] ** [1.92%]
სულ ხმები:: 104
  
KAIROS
პოსტი Feb 9 2009, 06:40 PM
პოსტი #41


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
მე კიდევ ვერ ვიტან ყოველგვარი ქართულის ქებაზე რომ იჯაგრებიან.
დღეს თუ კიდევ დარჩა ვინმე, ვინც საქართველოთი ამაყობს, მადლობელი უნდა ვიყოთ.

რას მერჩი ძამიკო? :) მეც ვერ ვიტან ვერც მაგას და ვერც იმას, სომხებივით არ უნდა მოგვივიდესთქო იმას ვწერ მეგობარო, და რაც საამაყოა, იმით ამაყობაში და იმის დაცვაში გაგეჯიბრები თუ გინდა :)
დამშვიდდი ახლა,
იხარე;
კაიროსი!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.:Lela:.
პოსტი Feb 9 2009, 06:48 PM
პოსტი #42


.:Sheecie urcmunoebasa chemsa:.
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,825
რეგისტრ.: 7-January 08
წევრი № 3,568



იქნებ ჯერ დაგეწერათ რა არის მონარქია,ზოგმა შეიძლება სულ არ იცის რა არის ეგ a075.gif


+ არანაირ მონარქიას, მონარქია არა კვახი biggrin.gif


ციტატა(kato_Bato @ Feb 8 2009, 11:17 PM) *

ჯერჯერობით კვახის და თეძოს შუაში ვარ biggrin.gif

laugh.gif biggrin.gif


--------------------
შეიძლება ბევრი რამ ისე არ აეწყოს როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ მთავარი, - ''სულის გადარჩენის იდეა'', მიზანი არ უნდა დაგვეკარგოს და მას დავუმორჩილოთ ყველაფერი.


მეორე მეგრელი ხარ ვინც მაგრად მ ი ყ ვ ა რ ს :D

Разве любят за чтото? Вот дети как люят, маленькие. Oни любят проста так не нарошно :)

Kings Of Convenience - Cayman Islands
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
orthodox-georgia
პოსტი Feb 9 2009, 08:26 PM
პოსტი #43


----
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,373
რეგისტრ.: 13-May 08
მდებარ.: იქ
წევრი № 4,815



.:Lela:.
ციტატა
იქნებ ჯერ დაგეწერათ რა არის მონარქია,ზოგმა შეიძლება სულ არ იცის რა არის ეგ

შენ თუ იცი?


--------------------
ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)

ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან.

ღმერთს ებარებოდეთ!

პატივისცემით თქვენი orthodox-georgia
20.01.2012
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ანანო
პოსტი Feb 9 2009, 08:26 PM
პოსტი #44


დავიღალე..... მოდი ჩემთან უფალო......
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,367
რეგისტრ.: 25-September 07
წევრი № 2,831



კონსტიტუციური მონარქია მომწონს მეე ! ვოტ ტაკ !


--------------------
დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი

****************************
შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი..... იობი თავი 1...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
orthodox-georgia
პოსტი Feb 9 2009, 10:09 PM
პოსტი #45


----
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,373
რეგისტრ.: 13-May 08
მდებარ.: იქ
წევრი № 4,815



ხალხნო, მართლა ვერ ხვდებით რატომაა კარგი საქართველოსთვის კონსტიტუციური მონარქია?
თუ პრინციპი გაქვთ ასეთი: არანაირ მონარქია, მონარქია არა კვახი?


--------------------
ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)

ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან.

ღმერთს ებარებოდეთ!

პატივისცემით თქვენი orthodox-georgia
20.01.2012
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
llaasshhaa
პოსტი Feb 9 2009, 10:10 PM
პოსტი #46


ლაშა ქებაძე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,929
რეგისტრ.: 18-November 07
მდებარ.: საქართველო
წევრი № 3,209



ზოგს ეს ამაყობა ამპარტავნებაშიაქ გდასული სამწუხაროდ


--------------------
ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Feb 10 2009, 10:27 AM
პოსტი #47


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



ციტატა(llaasshhaa @ Feb 9 2009, 10:10 PM) *

ზოგს ეს ამაყობა ამპარტავნებაშიაქ გდასული სამწუხაროდ
ამპარტავნება არ გვაკლია, იცოცხლე, მაგრამ საქარტველოთი რომ მართლა ამაყობდეს (და არა სიტყვით, ორი ლიტრის მერე), ასეთი ხალხი ძალიან ცოტაღა დარჩა sad.gif


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kmunebi
პოსტი Feb 10 2009, 10:46 AM
პოსტი #48


ლაშა–გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,367
რეგისტრ.: 11-April 08
მდებარ.: ბათუმი (Porto Franco)
წევრი № 4,538



მაქსიმუმ კონსტიტუციური მონარქია. smile.gif


--------------------
"გამარჯვება ერთისა თუ მეორისა, ჰოსი თუ არასი, ყოველთვის არა ჰნიშნავს ჭეშმარიტების გამარჯვებას, მაგრამ მაინც ჰოსა და არას ჭიდილია ერთად-ერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა"

ილია ჭავჭავაძე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Feb 10 2009, 12:13 PM
პოსტი #49


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



მონარქია არა კვახი - მომეწონა biggrin.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Feb 10 2009, 12:20 PM
პოსტი #50


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



orthodox-georgia
ციტატა
ხალხნო, მართლა ვერ ხვდებით რატომაა კარგი საქართველოსთვის კონსტიტუციური მონარქია?

შენ თუ ასე კარგად ხვდები ყველაფერს, ჩვენს გაგვანათლე,
დაწერე გასაგებად და გარკვევით, ჩვენ კი წავიკითხავთ და
ეგებ რამეს მივხვდეთ.
ძალიან დავინტერესდი, ხოდა გელოდები lodini.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Feb 10 2009, 12:22 PM
პოსტი #51


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



ციტატა(orthodox-georgia @ Feb 9 2009, 10:09 PM) *

ხალხნო, მართლა ვერ ხვდებით რატომაა კარგი საქართველოსთვის კონსტიტუციური მონარქია?
თუ პრინციპი გაქვთ ასეთი: არანაირ მონარქია, მონარქია არა კვახი?


რომელიმე წინადადება ამ 2 ხაზიდან იყო შენი მოფიქრებული? laugh.gif


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Feb 10 2009, 01:15 PM
პოსტი #52


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



კანუდოსელი
ციტატა
პრეზიდენტის ინსტიტუტზე უფრო ნორმალური-საპარლამენტო მმართველობაა, რომელსაც მსაჯულთა პერიოდთან აქვს გადმოძახილი,

და კონსტიტუციური მონარქია საპარლამენტო მმართველობა არ არის?

აქვე მეორე კითხვა:
რამე არსებით სხვაობას ვინ ხედავს საპარლამენტო რესპუბლიკასა და კონსტიტუციურ მონარქიას შორის?

და შენ მიერ ხსენებული პოლიტიკური თვითკმაყოფილება საპარლამენტო რესპუბლიკა უფროა, რადგან ირჩევ სიმბოლურ მეთაურს, 5 წლის ვადით და ისიც - პარლამენტის მიერ და არა პირდაპირი არჩევნების გზით.

თუ სიმბოლოა, მონარქია სჯობია ასჯერ.

P.S. უფლისთვის მოსაწონი სახელმწიფო წყობა არცერთი არ არის.


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Feb 10 2009, 01:54 PM
პოსტი #53


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ციტატა
თუ იგივეა, მაშინ რაში გვჭირდება მეფე, თუ მის გარეშეც განხორციელდება საპარლამენტო მმართველობა?

საქმე ისაა, რომ დემოკრატიული პრინციპების თანახმად, ქვეყანაში უნდა იყოს ხელისუფლების სამი შტო:
1. საკანონმდებლო
2. აღმასრულებელი
3. სასამართლო

თითოეულ ხელისუფლებას ჰყავს თავისი მეთაური - პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.

მაგრამ,

არსებობს აგრეთვე სახელმწიფოს მეთაურის ცნება, რადგან სახელმწიფო ერთიანი ორგანიზმია და მას ერთი მეთაური სჭირდება. ერთ სახელმწიფოს სამი მეთაური არ შეიძლება ჰყავდეს.

ამ დროს დგება მეორე პრობლემაც - ერთი მეთაური უკვე ერთგვარად ჩრდილს აყენებს "დანაწილების პრინციპს", რადგან იგი, გინდა არ გინდა, ზემოდან ექცევა ამ სამ შტოს, ანუ არის ხელისუფლებათა ერთგვარი უზურპაცია.

ამიტომ, თანამედროვე სახელმწიფოთმცოდნეები და იურისტები შეთანხმდნენ, რომ სასურველია, ეს ერთი მეთაური იყოს ნაკლები უფლებების მქონე და პოლიტიკურ ბატალიებში ჩაერთოს მხოლოდ კონსტიტუციით განსაზღვრულ განსაკუთრებულ შემთხვევებში.

სწორედ ამ იდეოლოგიით მივიდნენ საპარლამენტო მმართველობამდე.

ახლა რაც შეეხება იმას, თუ ვინ უნდა იყოს მეთაური.

თუ გადავხედავთ ევროპულ სახელმწიფოებს, საპარლამენტო წყობის ქვეყნებში უფრო მეტად გავრცელებულია მონარქია, ვიდრე რესპუბლიკა. ამასთან, ზოგ რესპუბლიკებს აქვთ ამ წყობისათვის კონკრეტული მიზეზი:

გერმანია, ავსტრია - აქ არსებობდა უამრავი სამეფო გვარი, ოდენბურგები, შლეზვიგ-ჰოლშტაინები, ჰოხენცოლლერები და სხვები კიდევ. >>> საქართველოს ეს პრობლემა არ აქვს

იტალია - კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისათვის (მუსოლინის მხარდაჭერა), სავოის დინასტია გაძევებულ იქნა იტალიიდან დაბრუნების უფლების გარეშე. >>> არც ეს პრობლემაა ჩვენთან

საბერძნეთი - მსგავსი მიზეზი, + ის, რომ ბოლო სამეფო გვარი საბერძნეთში გერმანული იყო.

შვეიცარია - არის კონფედერაციული, ანუ ხელოვნურად შექმნილი სახელმწიფო, რომელსაც მეფე არასდროს ჰყოლია.

აღმ. ევროპის ქვეყნები - ერთიანი სამეფო გვარის არქონა, კომუნისტური რეჟიმის გამო წყვეტა (თუმცა ბულგარეთი აქ გამონაკლისია).

დანარჩენი საპარლამენტო ქვეყნები, რომლებსაც ასეთი კონკრეტული ანტიმონარქიული მიზეზი არ აქვს, თითქმის ყველა სამეფოს სახით არსებობს (ბრიტანეთი, ესპანეთი, ჰოლანდია, ბელგია, შვედეთი, ნორვეგია, დანია....)

ამასთან:
1. საქართველოს ჰყავს ევროპაში არსებულ დინასტიათაგან უძველესი სამეფო გვარი
2. საქართველოს ჰყავს მხოლოდ ერთი სამეფო გვარი
3. საქართველოში მონარქიის გაუქმებაც და რესპუბლიკური წყობაც გარეშე ძალის მიერ მოხდა (1801 და 1917 წწ.), ამიტომ, ისტორიული სამართლიანობისათვის სხვა თუ არაფერი, რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს, სადაც ხალხი გადაწყვეტს, რომელი წყობა უნდა მას.

ციტატა
მაგრამ მხოლოდ ტრადიციის თვალსაზრისით და ისიც მაშინ, თუ მონარქი ნორმალურია, მაგრამ მე არჩევა მირჩევნია ვიდრე დაყენება და იმ ერთის ყურება

ეს პირადი აზრია. მე მირჩევნია, რომ ბაგრატიონები იყვნენ მეფეები, ვიდრე პარლამენტის არჩეულ სიმბოლურ პრეზიდენტს ვუყურო.

ციტატა
არ მიყვარს როცა დემაგოგიაზე გადადიხარ...

არა, დემაგოგია არ იყო. ისე, საზოგადოდ აღვნიშნე.


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Funkenstein
პოსტი Feb 10 2009, 02:05 PM
პოსტი #54


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 511
რეგისტრ.: 9-January 09
წევრი № 6,259



ასეთი რამ მაინტერსებს და იქნებ გამცეთ პასუხი. კონსტიტუციური მონარქიის დროს საზოგადოებას რა კანონიერი ბერკეტები აქვს მეფის გასაკონტროლებლად, ანუ მაგალითად დავუშვათ რომ მეფე გალოთდა, მაგარი აურია და გაჭედა ნუ ისიც ხომ ადამიანია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს, აი მაგ დროს რა ხდება, ხალხს რამე უფლება ააქვს რომ იმოქმედოს და რამე შეცვალოს? ანუ ცოტა კრიტიკულად შევხედოთ და წარმოვიდგინოთ რომ მეფეშიც არ გაგვიმართლა მაგ დროს რა ხდება?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Feb 10 2009, 02:09 PM
პოსტი #55


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



Funkenstein
ციტატა
მეფე გალოთდა, მაგარი აურია და გაჭედა ნუ ისიც ხომ ადამიანია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს, აი მაგ დროს რა ხდება, ხალხს რამე უფლება ააქვს რომ იმოქმედოს და რამე შეცვალოს? ანუ ცოტა კრიტიკულად შევხედოთ და წარმოვიდგინოთ რომ მეფეშიც არ გაგვიმართლა მაგ დროს რა ხდება?

არსებობს 2 ვარიანტი:
1. მეფობის ჩამორთმევა და იმავე სამეფო სახლის სხვა პირისთვის გადაცემა.
2. მონარქიის გაუქმება.

P.S. ევროპული მონარქიული ქვეყნების კონსტიტუციებში არის ჩანაწერი, რომ "ხელისუფლება ეკუთვნის ხალხს", რაც იმას ნიშნავს, რომ ხალხი გადაწყვეტს მონარქიის შემდგომ ბედსაც, თუ საჭიროება დადგა საამისოდ.


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Feb 10 2009, 03:04 PM
პოსტი #56


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



დავით, შენ როგორც კი საქმეზე გადახვედი, მხოლოდ სტატისტიკა მოიყვანე და არა არსი...

გეკითხები კიდევ ერთხელ: რატომ აჯობებს მონარქია?

პ.ს.
გასაგებია, რომ ანტიმონარქიული მიზეზები იყო (თუმცა იტალიაზე არა ხარ მართალი მთლად - ნება უკვე დართეს...) მაგრამ სადაც არ იყო, მაინტერესებს რატომ ჯობია მონარქია?

პ.პ.ს.
საფრანგეთი რატომ არ ახსენე biggrin.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
orthodox-georgia
პოსტი Feb 10 2009, 03:23 PM
პოსტი #57


----
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,373
რეგისტრ.: 13-May 08
მდებარ.: იქ
წევრი № 4,815




ციტატა
შენ თუ ასე კარგად ხვდები ყველაფერს, ჩვენს გაგვანათლე,
დაწერე გასაგებად და გარკვევით, ჩვენ კი წავიკითხავთ და
ეგებ რამეს მივხვდეთ.
ძალიან დავინტერესდი, ხოდა გელოდები


ესპანეთის კონსტიტუცია

თავი II მონარქი


მუხლი 56 (სახელმწიფოს მეთაური)

(1) მეფე არის სახელმწიფოს მეთაური, სიმბოლო ერთიანობისა და მუდმივობისა. მეფე შუამავლობს და მედიატორობს სახელმწიფო ინსტიტუტების წესიერად ფინქციონირებას. იღებს ვალდებულებას, რომ იყოს ესპანეთის სახელმწიფოს უმაღლესი წარმომადგენელი საერთაშორისო ურთიერთობებში, განსაკუთრებულად წარმოადგენს ესპანელ ერს, გარკვეულ გავლენას ახდენს მათ ფუნქციონირებაზე, რომელიც მას მიკუთვნებული აქვს კონსტიტუციით და კანონმდებლობით.

(2) მისი წოდება არის „ესპანეთის მეფე“ და მას შეუძლია გამოიყენოს სხვა ტიტულები, რომელიც მიეკუთვნება სამეფო ტახტს.

მუხლი 57

(1) სამეფო გვირგვინი მემკვიდრეობით გადაეცა მის უდიდებულესობას, ბატონ ხუან კარლოს I ბურბონს, როგორ ლიგიტიმურ მემკვიდრეს ისტორიული დინასტიისა. თანმიმდევრობა სამეფო ტახტზე ასვლისა მიეკუთვნება სამეფო ოჯახის პირველ მემკვიდრეს, პირველ მემკვიდრეობით შტოს ენიჭება ყოველთვის უპირატესობა მომდევნო შტოსთან შედარებით ერთ გვარში, ახლო მემკვიდრე უფრო უპირატესია ვიდრე შორეული ერთ გვარში, მამრობით სქეს ენიჭება უპირატესობა ვიდრე მდედრობითს ერთ შტოში და უმფროს - ვიდრე უმცროსს ერთ შტოში.

(2) მემკვიდრე პრინცი, მისი დაბადების დღიდან და უფლებების შეძენის დღიდან, იწოდება შემდეგი ტიტულით „პრინცი ასტურიისა“ და სხვა ტიტულები ტრადიციული წყობით ესპანეთის გვირგვინისა.

(3) თუ ყველა შტო დარჩება უმემკვიდრეოდ, მაშინ პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას თუ ვინ იქნება მემკვიდრეობით გვიგვინის მფლობელი ესპანეთის ინტერესების შესამაბისად.

მუხლი 58 (დედოფალი-მეუღლე)

დედოფალს, მეფის მეუღლეს ან მეუღლეს დედოფლისას არ აქვს უფლება შეასრულოს კოსნტიტუციით დაწესებული რეგენტის მოვალეობა. (აღნიშვნა, ეს მუხლი მოქმედებს მაშინ, როდესაც ტახტის მემკვიდრე არის არასრულწლოვანი და მანამდე მეფის მოვალეობას რეგენტი ასრულებს).
მუხლი 59 (არასრულწოვანება, უუნარობა)

(1) როდესაც მეფე არის არასრულწლოვანი, მისი მშობლების არ ყოფნის შემთხვევაში, ტახტის მემკვიდრის რეგენტად ცხადდება შტოს ყველაზე ახლო ნათესავი მემკვიდრეობით.

(2) თუ მეფე შეიქმნება უუნაროდ და ვერ გამოიყენებს თავის ხელისუფლებას და მისი უუნარობა ცნობილი იქნება პარლამენტის მიერ, პრინცი მემკვიდრეობით ადის ტახტზე ან ცხადდება რეგენტი, თუ პრინცი არასრულწლოვანია.

(3) თუ არ არის პირი, რომელიც ისარგებლებს რეგენტის უფლებებით, მაშინ პარლამენტი დანიშნავს ერთ, სამ ან ხუთ პიროვნებას.

(4) პირი რომელიც იღებს ვალდებულებას რომ შეასრულოს რეგენტის მოვალეობა არ არის აუცილებელი იყოს ესპანელი და ხნიერი.

(5) რეგენტი იქცევა კონსტიტუციური მანდატის შესაბამისად და ყოველთვის მოქმედებს მეფის სახელით.

მუხლი 60 (რეპეტიტორი-მზრუნველი)

(1) არასრულწლოვანი მეფის მზრუნველი სახელდება გარდაცვლილი მეფის მიერ და არის სრუწლოვანი და ესპანელი. თუ ის არ არის დასახელებული, მეფის მამა ან დედა დაასახელებს მას. მათი არ ყოფნის ანუ გარდაცვალების შემთხვევაში პარლამენტი გამოაცხადებს პიროვნებას, მაგრამ მზრუნველის და რეგენტის თანამდებობა არ შეიძლება ჰქონდეს ერთ პირს.

(2) ვალდებულება მზრუნველი პირისა ასევე შეუთავსებელია სხვა საქმიანობასთან ან პოლიტიკურ წარმომადგენლობასთან.

მუხლი 61 (ფიცი)

(1) მეფე აცხადებს ფიცის დადების დღესასწაულს პარლამენტში მისვლამდე, დებს ფიცს, რომ პირნათლად შეასრულებს თავის ფუნქციებს, რომ დაემორჩილება კონსტიტუციას და კანონებს და უზრუნველყოფს მათ შესრულებას, და პატიცს სცემს მოქალაქეთა უფლებებს და ავტონომიურ მხარეებს.

მუხლი 62 (კომპეტენციები)

ეს არის მეფეზე დაკისრებული ვალდებულებანი:

ა) მოიწონოს და გამოაცხადოს კანონები;

ბ) მოიწვიოს და გაიწვიოს პარლამენტი და დანიშნოს არჩევნები კონსტიტუციით განსაზღვრული წესის მიხედვით;

გ) დანიშნოს რეფერენდუმი კონსტიტუციით განსაზღვრული წესის მიხედვით;

დ) წამოაყენოს მთავრობის მეთაურის კანდიდატურა და დანიშნოს, ან როდესაც საჭიროა შეუწყვიტოს მას ფუნქციები კონსტიტუციით დადგენილი წესის მიხედვით;

ე) დანიშნოს და გაათავისუფლოს მთავრობის წევრები თუ ეს მისაღებია პრემიერ-მინისტრისათვის (აღნიშვნა: ინგლისურ ვარიანტში მითითებულია მთავრობის პრეზიდენტი, რომელიც რეალურად გახლავს პრემიერ-მინისტრი);

ვ) გამოსცეს მინისტრთა კაბინეტის დეკრეტები, მიანიჭოს სამოქალაქო და სამხედრო წოდებები და ღირსების ჯილდოები კანონის მიხედვით;

ზ) მიიღოს ინფორმაცია სახელმწიფო საქმეების შესახებ და უხელმძღვანელოს მთავრობის წლის შემაჯამებელ სხდომას, თუ ასეთი არის აუცილებელი მთავრობის მეთაურის თხოვნისას;

თ) წარმოადგენს შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდალს;

ი) მოახდინოს სამართლიანი შემწყნარებლობს კანონის მიხედვით, რომელიც არ ნიშნავს გენერალურ ამნისტიას;

კ) არის უმაღლესი მფარველი სამეფო აკადემიების.


--------------------
ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)

ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან.

ღმერთს ებარებოდეთ!

პატივისცემით თქვენი orthodox-georgia
20.01.2012
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Feb 10 2009, 03:29 PM
პოსტი #58


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



კანუდოსელი
რეფერენდუმი რომ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ჩატარდეს, ეს ზემოთაც ვთქვი.

რაც შეეხება მონარქიას, ანუ რატომ მოვუწოდებდი რეფერენდუმზე მონაწილეს შემოხაზოს მონარქიის სასარგებლოდ, არის შემდეგი:

1. ყველანი ვთანსმდებით, რომ საპარლამენტო წყობა არის საუკეთესო.
2. სიმბოლურ პრეზიდენტს სჯობია სიმბოლური მეფე, რადგან მეფე არის ისტორიულად ჩამოყალიბებული სახე ერთიანობის, რადგან იგი არ იმარჯვებს არჩევნებში, შესაბამისად მისი ძალაუფლება (რაც ექნება) არ არის კავშირში ერის დაყოფასთან - მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად.
3. მეფე არის ზეპოლიტიკური ფიგურა - იგი ყველა პარტიაზე მაღლა დგას. როდესაც ქვეყნის სათავეში ასეთი ტიპის მმართველია, ქვეყანა უფრო დაზღვეულია პოლიტიკური ინტრიგებისგან.
4. ჩვენს ერს აქვს სპეციფიური მოთხოვნილება გამაერთიანებელ პირზე, თვით არჩევნებიც კი ერთგვარად "მონარქიულად" ტარდება, ანუ პარლამენტში ხალხის დიდი ნაწილი ხმას აძლევს პარტიას მისი თავმჯდომარის და არა პროგრამის მიხედვით.
5. ამის დასტურია პატრიარქისთვის "მინიჭებული" ის უფლებები, რაც არანაირად არ შედის მის საქმეებში. ამ პრობლემასაც გადაჭრის მეფე.
6. მონარქიული წყობა უფრო მეტად უწყობს ხელს ეროვნული ტრადიციების დაცვა-განვითარებას, რაც გლობალიზაციის ეპოქაში საკმაოდ კარგი ბერკეტი იქნება ეროვნული თვითიდენტობის გადარჩენა-პოპულარიზაციისათვის.

ციტატა
საფრანგეთი რატომ არ ახსენე

საფრანგეთი საპარლამენტო რესპუბლიკა არ არის. არც პორტუგალია მიხსენებია მასე.... smile.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
orthodox-georgia
პოსტი Feb 10 2009, 03:36 PM
პოსტი #59


----
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,373
რეგისტრ.: 13-May 08
მდებარ.: იქ
წევრი № 4,815



მონარქიის აღგენის შემთხვევაში სამეფო კარს და თავად-აზნაურობის ინსტიტუტს, პრივილეგიებს და ქონებას არავინ აღადგენს. მეტიც, 1920 წელს საქართველოს თავად-აზნაურობამ კოტე აფხაზის მეთაურობით გამოსცა სპეციალური აქტი, რომლის ძალითაც მთელი მათი ქონება გადაეცა საქართველოს რესპუბლიკას და მოსახლეობას. აქედან გამომდინარე წარმოუდგენელია რაიმე სახით მაინც აღდგეს თავად-აზნაურთა უფლებები ან პირვილეგიები.

მეორეც, მეფე ყველაზე ნაკლებად მართავს, საკანონმდებლო სფეროს განაგებს პარლამენტი და არა მეფე. მეფე არაა პოლიტიკური ფიგურა, იგი ეროვნული ფიგურაა და ზემოთ დგას შიდა პოლიტიკისა და ინტრიგებისაგან.

ასევე არაა სავალდებულო რომ ფეხების გაფშეკვას ელოდო, თუ რამე გაუთვალისწინებელი მოხდება მეფე გადადგება და მის ადგილს მემკვიდრე დაიკავებს.


kato_Bato
ციტატა
რომელიმე წინადადება ამ 2 ხაზიდან იყო შენი მოფიქრებული?

შეიძლება იუმორის გრძნობა არ მივარგა, მაგრამ ამ ხუმრობის აზრს ვერ მივხვდი


--------------------
ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)

ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან.

ღმერთს ებარებოდეთ!

პატივისცემით თქვენი orthodox-georgia
20.01.2012
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Feb 10 2009, 03:43 PM
პოსტი #60


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



orthodox-georgia
ესპანეთის კონსტიტუცია საიდან დააკოპირე? smile.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

13 გვერდი V < 1 2 3 4 5 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th July 2025 - 11:04 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი