IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

41 გვერდი V « < 5 6 7 8 9 > »   
Reply to this topicStart new topic
> აბორტის ცოდვა "არა კაც კლა"
გამოკითხვა
არის თუ არა აბორტი ცოდვა?
კი [ 151 ] ** [96.18%]
არა [ 6 ] ** [3.82%]
მიგაჩნიათ თუ არა აბორტი ცოდვად, მაშინ როცა ეს დედის სიცოცხლის გადარჩენის გამო ხდება.
კი [ 98 ] ** [62.42%]
არა [ 59 ] ** [37.58%]
სულ ხმები:: 314
სტუმრებისთვის ხმის მიცემა აკრძალულია 
death
პოსტი Feb 7 2007, 12:12 AM
პოსტი #121

A P O L O G I S T
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,274
რეგისტრ.: 4-February 07
წევრი № 1,003

ციტატა(ლეონტი @ Feb 6 2007, 11:07 PM) *

აა ისევ დეიწყო.

ეს მაგარი იყო smile.gif

--------------------
ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.

The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare

თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს"
(გალ 5.1)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Feb 7 2007, 12:16 AM
პოსტი #122

Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843

ციტატა
სოფი, საიდან ამოიღე ეს "ქადაგება" რომელი წიგნიდან? რა წერია ამ დიაკონზე ქართველია? არქიმანდრიტი ლაზარეც არის ნახსენები და საინტერესოა რა წიგნია და ვისი გამოცემულია....

არა წიგნიდან არ მაქვს ამოღებული,ფურცელზე ეწერა,რომელიც დედაჩემს მისცეს,შესაბამისად, სხვა არაფერი არ ვიცი მაგ დიაკონზე.

--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Feb 7 2007, 12:39 AM
პოსტი #123

ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19

ციტატა(death @ Feb 6 2007, 08:05 PM) *

რათქმაუნდა ამაზე ორი აზრი არ არსებობს რომ იმ ჩვილების სულები რომლიბიც აბორტის მსხვერპლები შექმნენ ჯოჯოხეთში ხვდებიან იმიტომ რომ ვერცერთი ვერ მოხვდება სამოთხეში თუ არ არის მონათლული და არ აქვს ქრისტე ნაღიარები როგორც ღმერთი.

დაგეწვას ლოგიკა! ამაზე ძალიან ბევრი აზრია რომ იცოდე. მაჩვენე და დაასახელე წმ. მამა რომელიც ამბობს რომ ასეთების სულები ჯოჯოხეთში ხვდებიან!

ციტატა(death @ Feb 6 2007, 08:05 PM) *

ამაზე არამარტო დიაკონი ალექსანდრე ამბობს არამედ ყველა სასულიერო პირი რომლის კომენტარიც კი გამიგია ამ საკითხთან დაკავშირებუთ.

პატრიარქთან მიდი ეს კითხვა დაუსვი და რასაც გიპასუხებს თუ არ შეგრცხვება ნახავ. ის მოძღვრები რომლებიც ამ თემაზე განსაკუთრებით აქტიურობენ და შფოთს ტეხავენ ვიცი ვინებიც არიან, მაგრამ ბოლოში ვნახავთ ვინ დარჩება უფლისგან შეწყნარებულები დაუმორჩილებელი და მშფოთვარე მღვდლები თუ მოკლული და ადამიანებისგან განწირული ჩვილები!

ციტატა(death @ Feb 6 2007, 08:05 PM) *

ისე ისინი რომ სამოთხეში ხდვებოდნენ მაშინ რა ინება აქ საგანგაშო? შეიძლება მშობლებმა (ზოგიერთმა რა თქმა უნდა) სიხარულითაც კი გაიკეთონ აბორტი იმ იმედით რომ თავიანთი შვილები სამოთხეში დაიმკვიდრებენ ადგილს.

ჰო და მეც გასწავლი ერთ კაი რამეს smile.gif შვილი გყავს? თუ არ გყავს როცა გეყოლება მონათლავ თუ არა ჩვილს სიხარულით მოკალი ეგრევე, ხო გწამს რომ მონათლული ჩვილი ცხონდება ყოველგვარი პრობლემის გარეშე? იცი რამხელა მადლია ადამიანი აცხოვნო? ჰო და გააკეთე ეს, და ვინც გაგამტყუნებს ასე უთხარი ჩემი შვილი სიხარულით მოვკალი იმიტომ რომ სამოთხეში გავუშვითქო biggrin.gif

ციტატა(death @ Feb 6 2007, 08:05 PM) *

მე არ წარმომიდგენია ისე თითქოს რადგან ისინი ჯოჯოხეთში ხვდებიან იქ იტანჯებიან სადღაც ცეცხლში და იხრჩობიან გახრწნილ აქოთებულ გუბეში იმ უბრალო მიზეზის გამო რომ მათ ცოდვები საერთოდ არ აქვთ ჩადენილი.

ჰო და ცოდვები რომ საერთოდ არ აქვთ ჩადენილი ასეთების ადგილი სამუდამო ჯოჯოხეთი არაა, და შეწყვიტეთ გმობა!

ციტატა(death @ Feb 6 2007, 08:05 PM) *

უბრალოდ თავიანთი მშობლების წყალობით მათ ეკეტებათ სამოთხის კარი და ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა

მაშინ ასე დაგისვამ კითხვას: როცა ქალს მუცელი მოეშლება რაიმე მიზეზის გამო, ხანდახან დედა არც არის დამნაშავე ისე ხდება ეს, აქ ვის დააბრალებ სამოთხის კარის დახშობას? ეხლა არ თქვა მშობლის ცოდვა შვილებს იმ ქვეყნად მოეკითხებათო.

ციტატა(death @ Feb 6 2007, 08:05 PM) *

მაგრამ არსებოს ღმერთი რომელმაც უკეთ იცის მათი ადგილი

ჰო და გაჩუმდი!

ციტატა(death @ Feb 6 2007, 08:05 PM) *

მე მჯერა და ასევე დარწმუნებული ვარ რომ თითქმის ყველას ვინც ამ ფორუმზე შემოდის ჩემს აზრს იზიარებს.

დამიფაროს უფალმა ამ აზრის ოდესმე გაზიარებისგან!

ციტატა(sofi89 @ Feb 6 2007, 08:16 PM) *

არა წიგნიდან არ მაქვს ამოღებული,ფურცელზე ეწერა,რომელიც დედაჩემს მისცეს,შესაბამისად, სხვა არაფერი არ ვიცი მაგ დიაკონზე.

გიჟები და ფანატიკოსები არიგებენ ალბათ

--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Feb 7 2007, 01:02 AM
პოსტი #124

ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19

ციტატა(ლეონტი @ Feb 6 2007, 08:07 PM) *

აა ისევ დეიწყო.
საგანგაშო არ იცი რა იქნება?
ის რომ მკვლელები ჯოჯოხეთში იმკვიდრებენ ტანჯვას.

და არა მოკლულები smile.gif

--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
death
პოსტი Feb 7 2007, 01:11 AM
პოსტი #125

A P O L O G I S T
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,274
რეგისტრ.: 4-February 07
წევრი № 1,003

მოდი მაშინ მეც აბზაც-აბზაც გაგცემ პასუხს: smile.gif

ციტატა(გუჯა @ Feb 6 2007, 11:39 PM) *

დაგეწვას ლოგიკა! ამაზე ძალიან ბევრი აზრია რომ იცოდე. მაჩვენე და დაასახელე წმ. მამა რომელიც ამბობს რომ ასეთების სულები ჯოჯოხეთში ხვდებიან

ბიბლიაში წერია რომ ნებისმიერი ადამიანი რომელიც არ არის მონათლული სამოთხეში ვერ მოხვდება. ხოლო ის დედები რომლების აბორტის დროს საშინელებათა ფილმს იღებედნენ საშოში თავიანთ შვილს ისტუმრებენ მის (სამოთხე) გარეთ და ამას თუ გინდა ჯოჯოხეთი დაარქვი თუ გინდა ბნელეთი

ციტატა(გუჯა @ Feb 6 2007, 11:39 PM) *

პატრიარქთან მიდი ეს კითხვა დაუსვი და რასაც გიპასუხებს თუ არ შეგრცხვება ნახავ. ის მოძღვრები რომლებიც ამ თემაზე განსაკუთრებით აქტიურობენ და შფოთს ტეხავენ ვიცი ვინებიც არიან, მაგრამ ბოლოში ვნახავთ ვინ დარჩება უფლისგან შეწყნარებულები დაუმორჩილებელი და მშფოთვარე მღვდლები თუ მოკლული და ადამიანებისგან განწირული ჩვილები!

სიამოვნრბით. მაგრამ რისი შემრცხვება? ან იმ მოძღვრებს რისი უნდა შერცხვეთ? რა შფოთი?
ქვეყნაში მშობიარობის 70% აბორტით მთავრდება მეტი რა გინდა? აბა რაზე უნდა ატეხონ შფოთი? ჩხოროწყუში ვიგაც მეცოცხის გაიაღოველობაზე თუ რომელიგაც რეალურ შოუში რაგაც "წასიყვარულების" ფაქტებზე? რა ეს უფრო მნიშვნელოვანია?

ციტატა(გუჯა @ Feb 6 2007, 11:39 PM) *

ჰო და მეც გასწავლი ერთ კაი რამეს smile.gif შვილი გყავს? თუ არ გყავს როცა გეყოლება მონათლავ თუ არა ჩვილს სიხარულით მოკალი ეგრევე, ხო გწამს რომ მონათლული ჩვილი ცხონდება ყოველგვარი პრობლემის გარეშე? იცი რამხელა მადლია ადამიანი აცხოვნო? ჰო და გააკეთე ეს, და ვინც გაგამტყუნებს ასე უთხარი ჩემი შვილი სიხარულით მოვკალი იმიტომ რომ სამოთხეში გავუშვითქო biggrin.gif

შენ რაგაც აგერია მარტო მონათვლა არაფერს უშველის საჭიროა ქრისტეს აღიარება ღმერთად არა სიტყვით ანუ სუფრაზე ცრემლების ყრით ან ეკლესიის წინ ამოხვრითდა თეტრალურად პირჯვარს გადაწერით არამედ გულით და ეს მე ზევითაც დავწერე. ხოლო ვისაც სწამს რომ ეს ჩვილები სამოთხეში მოხვდებიან იმათ ნამდვილად შეუძლიათ აჩინონ და კლან ობობასავით თუმცა ობობაც არა კლავს თავის შვილს ამას და-ძმები აკეთებენ

ციტატა(გუჯა @ Feb 6 2007, 11:39 PM) *

ჰო და ცოდვები რომ საერთოდ არ აქვთ ჩადენილი ასეთების ადგილი სამუდამო ჯოჯოხეთი არაა, და შეწყვიტეთ გმობა!

რათქმაუნდა მაგრამ ეს ღმერთის გადასაწყვეტია იმიტომ რომ მან უფრო უკეთ იცის

ციტატა(გუჯა @ Feb 6 2007, 11:39 PM) *

მაშინ ასე დაგისვამ კითხვას: როცა ქალს მუცელი მოეშლება რაიმე მიზეზის გამო, ხანდახან დედა არც არის დამნაშავე ისე ხდება ეს, აქ ვის დააბრალებ სამოთხის კარის დახშობას? ეხლა არ თქვა მშობლის ცოდვა შვილებს იმ ქვეყნად მოეკითხებათო.

საერთოდ ამ კითხვის დასმას რა აზრი ჰქონდა ვერ ვხვდები. დიდი სხვაობაა როდესაც შენი ნებით იკეთებ აბორტს და
როდესაც მუცელი შემთხვევით მოგეშლება. დავკონკრეტდები ყოველ შემთხვევისთვის პირველ შემთხვევაში შენი ნებით კლავ ხოლო მეორე შემთხვევაში შენი ნების გარეშე. მემგონი სხვაობა არის არა?

ციტატა(გუჯა @ Feb 6 2007, 11:39 PM) *

ჰო და გაჩუმდი!
დამიფაროს უფალმა ამ აზრის ოდესმე გაზიარებისგან!
გიჟები და ფანატიკოსები არიგებენ ალბათ

ხოო ამას უპასუხოდ დავტოვებ იმედია მიხვდები რატომაც

--------------------
ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.

The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare

თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს"
(გალ 5.1)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Feb 7 2007, 01:21 AM
პოსტი #126

თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852

ციტატა
ქვეყნაში მშობიარობის 70% აბორტით მთავრდება მეტი რა გინდა?

დაფიქრდი კაცო რას წერ! რა ალოგიკური რაღაც თქვი ხვდები?
თუ მშობიარობაა მაშინ აბორტი რაღა შუაშია???
ეგ ორი ურთიერთგამომრიცხავი ცნებაა smile.gif

ციტატა
დიდი სხვაობაა როდესაც შენი ნებით იკეთებ აბორტს და
როდესაც მუცელი შემთხვევით მოგეშლება. დავკონკრეტდები ყოველ შემთხვევისთვის პირველ შემთხვევაში შენი ნებით კლავ ხოლო მეორე შემთხვევაში შენი ნების გარეშე. მემგონი სხვაობა არის არა?

დიდი სხვაობა როა მაგაში გეთანხმები, მაგრამ მუცლის (უგანზრახვო) მოშლის შემთხვევაში სად მიდის ჩვილის სული ხომ ვერ მეტყვი?

--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!

დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.

მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
death
პოსტი Feb 7 2007, 01:25 AM
პოსტი #127

A P O L O G I S T
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,274
რეგისტრ.: 4-February 07
წევრი № 1,003

ციტატა(თათი87 @ Feb 7 2007, 12:21 AM) *

დაფიქრდი კაცო რას წერ! რა ალოგიკური რაღაც თქვი ხვდები?
თუ მშობიარობაა მაშინ აბორტი რაღა შუაშია???
ეგ ორი ურთიერთგამომრიცხავი ცნებაა smile.gif

smile.gif კი ბატონო მაგრამ დარწმუნებული ვარ რაც ვიგულისხმე გაიგე

ციტატა(თათი87 @ Feb 7 2007, 12:21 AM) *

დიდი სხვაობა როა მაგაში გეთანხმები, მაგრამ მუცლის (უგანზრახვო) მოშლის შემთხვევაში სად მიდის ჩვილის სული ხომ ვერ მეტყვი?

იქ სადაც აბორტის დროს უბრალოდ ამ შემთხვევაში მშობელს შვილის მკვლელობის ცოდვა არ აწვება კისერზე

--------------------
ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.

The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare

თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს"
(გალ 5.1)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Feb 7 2007, 01:27 AM
პოსტი #128

თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852

ციტატა
კი ბატონო მაგრამ მთავარი აზრი გასაგები იყოს

ხოდა იმ ფრაგმენტში აზრი ვერ გავიგე ზუსტად smile.gif

ციტატა
ის სადაც აბორტის დროს უბრალოდ ამ შემთხვევაში მშობელს შვილის მკვლელობის ცოდვა არ აწვება კისერზე

კი ბატონო , მარა რა ადგილია ეგ? სახელი რა ქვია???
უკაცრავად რო ჩაგეძიე მაგრამ მაინტერესებს განსხვავებული აზრი smile.gif

--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!

დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.

მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Feb 7 2007, 01:37 AM
პოსტი #129

ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19

ციტატა(death @ Feb 6 2007, 09:11 PM) *

მოდი მაშინ მეც აბზაც-აბზაც გაგცემ პასუხს: smile.gif
ბიბლიაში წერია რომ ნებისმიერი ადამიანი რომელიც არ არის მონათლული სამოთხეში ვერ მოხვდება. ხოლო ის დედები რომლების აბორტის დროს საშინელებათა ფილმს იღებედნენ საშოში თავიანთ შვილს ისტუმრებენ მის (სამოთხე) გარეთ და ამას თუ გინდა ჯოჯოხეთი დაარქვი თუ გინდა ბნელეთი

მე გეუბნები სად წერია რომ ამ ჩვილების ხვედრი ჯოჯოხეთია? მაშინ შეგახსენებ რომ ჯვარზე გაკრული ავაზაკი არავის მოუნათლავს მაგრამ წმინდანია, ასევე არც სიდონია მოუნათლავთ, და არც ძველი აღთქმის მართალნი, მაგრამ წმინდანები არიან!

ციტატა(death @ Feb 6 2007, 09:11 PM) *

სიამოვნრბით. მაგრამ რისი შემრცხვება?

მაგას მერე ნახავ smile.gif

ციტატა(death @ Feb 6 2007, 09:11 PM) *

ან იმ მოძღვრებს რისი უნდა შერცხვეთ? რა შფოთი?
ქვეყნაში მშობიარობის 70% აბორტით მთავრდება მეტი რა გინდა? აბა რაზე უნდა ატეხონ შფოთი? ჩხოროწყუში ვიგაც მეცოცხის გაიაღოველობაზე თუ რომელიგაც რეალურ შოუში რაგაც "წასიყვარულების" ფაქტებზე? რა ეს უფრო მნიშვნელოვანია?

ადამიანი რომელიც აბორტს იკეთებს ის არ არის არც ეკლესიური და არც მორწმუნე, იშვიათია მორწმუნე კლავდეს შვილას, ჰო და არაეკლესიურს ეცინება სამოთხეზეც და ჯოჯოხეთზეც, მაგრამ თუ მორწმუნე ქალს მუცლის მოშლის დროს ეტყვის მოძღვარი რომ ჩვილის სული ჯოჯოხეთშია იმის გამო რომ არ მონათლულა, და ამავ დროულად ქადაგებს ღვთის უსაზღვროთ მოწყალებაზე და სიყვარულზე...ეს არის ნუგეში, და ეს არის ქრისტიანობა? რა ძნელია "არ ვიცი"-ს თქმა?

ციტატა(death @ Feb 6 2007, 09:11 PM) *

შენ რაგაც აგერია მარტო მონათვლა არაფერს უშველის საჭიროა ქრისტეს აღიარება ღმერთად არა სიტყვით ანუ სუფრაზე ცრემლების ყრით ან ეკლესიის წინ ამოხვრითდა თეტრალურად პირჯვარს გადაწერით არამედ გულით და ეს მე ზევითაც დავწერე.

უფალმა თქვა ყრმებზე აცადეთ მაგათ ჩემამდე მოსვლა და ნუ აბრკოლებთო, მაგათნაირებისთვის არის ცათა სასუფეველიო, ანუ ყრმების ნაირი უცოდველები და წმინდა გულის ადამიანები დაიმკვიდრებენ სასუფეველსო, გაიგე?

ციტატა(death @ Feb 6 2007, 09:11 PM) *

ხოლო ვისაც სწამს რომ ეს ჩვილები სამოთხეში მოხვდებიან იმათ ნამდვილად შეუძლიათ აჩინონ და კლან ობობასავით თუმცა ობობაც არა კლავს თავის შვილს ამას და-ძმები აკეთებენ

კიდევ გიმეორებ უფლის სიტყვებს რომ ბავშვების ნაირები დაიმკვიდრებენ სასუფეველსო! ჰო და გისმევ კითხვას რატომ არ მოკლავ ადვილად მონათლულ შვილს როცა მას სამოთხეში გაუშვებ ამით?

ციტატა(death @ Feb 6 2007, 09:11 PM) *

საერთოდ ამ კითხვის დასმას რა აზრი აქვს ვერ ვხვდები. დიდი სხვაობაა როდესაც შენი ნებით იკეთებ აბორტს და
როდესაც მუცელი შემთხვევით მოგეშლება. დავკონკრეტდები ყოველ შემთხვევისთვის პირველ შემთხვევაში შენი ნებით კლავ ხოლო მეორე შემთხვევაში შენი ნების გარეშე. მემგონი სხვაობა არის არა?

მე სხვა რამ გკითხე და პასუხი ვერ მივიღე.

ციტატა(თათი87 @ Feb 6 2007, 09:27 PM) *

ხოდა იმ ფრაგმენტში აზრი ვერ გავიგე ზუსტად smile.gif
კი ბატონო , მარა რა ადგილია ეგ? სახელი რა ქვია???
უკაცრავად რო ჩაგეძიე მაგრამ მაინტერესებს განსხვავებული აზრი smile.gif

რას გეტყვის ჯოჯოხეთის გარდა sad.gif

--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
death
პოსტი Feb 7 2007, 01:46 AM
პოსტი #130

A P O L O G I S T
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,274
რეგისტრ.: 4-February 07
წევრი № 1,003

ციტატა(თათი87 @ Feb 7 2007, 12:27 AM) *

ხოდა იმ ფრაგმენტში აზრი ვერ გავიგე ზუსტად smile.gif
კი ბატონო , მარა რა ადგილია ეგ? სახელი რა ქვია???
უკაცრავად რო ჩაგეძიე მაგრამ მაინტერესებს განსხვავებული აზრი smile.gif

არ ვიცი ალბათ ჯოჯოხეთი - ის ადგილი სადაც ხვდებიან არამარტო უშობელი ბავშვები არამედ მთლიანად გამოფიტული აფრიკელი ბავშვების დიდი ნაწილი რომლებმაც თავაინთი ცხოვრების დიდი ნაწილი სიმშილსა და ტკივილში გაატარეს ის ადგილი სადაც ხვდებიან ბავშობიდანვე ექსპლუატირებული ხალხი რომლებმაც ძალადობის მეტი არაფერი ნახეს ის ადგილი სადაც ხვდებიან გონებრივად ჩამორჩენილები რომლებმაც მათხოვრობის, შიმშილის და სიცივის მეტი არაფერი არ ნახეს მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ღმერთი სასტიკია. ვიცი რისი თქმაც გინდა და ამიტომ ერთ რაგაცას მოგიყვები. არ მახსოვს ზუსტად რა ადგილზე წერია(ევანგელეში) თან მოძებნაც მეზარება smile.gif ასე რომ შეიძლება ცოტა მხატვრულად დავწერო მაგრამ აზრს უშეცდომოდ გადმოგცემ: "ერთ ბატონს ყავდა ერთი საწყალი მონა რომელიც სულ იტანჯებოდა როდესაც ბატონი გარდაიცვლბა და მოხვდება ჯოჯოხეთში ნახავს იქ გარდაცვლილ მონას რომელიც ნუგეშცემულიყო და ღმერთი ეტყვის ბატონს რატომ გიკვირს მას ხომ ტკივილის მეტი არაფერი უნახია?" ანუ ეს მონა არც მონათლული იყო და არც ის ჩანდა რომ ქრისტიანობა ჰქონდა მიღებული მაგრამ ღმერთმა მისაზღვევი მიუზღო. იმედია გაიგე რისი თქმაც მინდოდა.

--------------------
ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.

The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare

თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს"
(გალ 5.1)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Feb 7 2007, 01:55 AM
პოსტი #131

ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19

ციტატა(death @ Feb 6 2007, 09:46 PM) *

ეუფ საცოდავო death? სად წასულხარ შენ? sad.gif სადღაც დაფრინავ მეგობარო...

სახარების და წმინდა წერილის თვითნებურ განმარტებაზე წმ. მამები მკაცრად გვაფრთხილებენ რომ ცდომილებაში არ ჩავარდეთ, და მე პირადად საერთოდ ვერ გავიგე რეეები დაწერე smile.gif

ვისაც არ ექადაგა სახარება, არ მონათლეს და ფაქტიურად "ადამიანებმა გაწირეს" გვქონდეს იმედი ღვთის გამოუთქმელი მოწყალების გამო, რომ ასეთებს უფალი შეიწყალებს.

death მიპასუხე, "მოუნათლავები" არიან ავაზაკი სიდონია და ძველი აღთქმის მართლები, მაგრამ წმინდანები! როგორ?

--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
death
პოსტი Feb 7 2007, 02:22 AM
პოსტი #132

A P O L O G I S T
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,274
რეგისტრ.: 4-February 07
წევრი № 1,003

ციტატა(გუჯა @ Feb 7 2007, 12:37 AM) *

მე გეუბნები სად წერია რომ ამ ჩვილების ხვედრი ჯოჯოხეთია? მაშინ შეგახსენებ რომ ჯვარზე გაკრული ავაზაკი არავის მოუნათლავს მაგრამ წმინდანია, ასევე არც სიდონია მოუნათლავთ, და არც ძველი აღთქმის მართალნი, მაგრამ წმინდანები არიან!

როგორც ვატყობ უნდა ვაკონკრეტო პასუხები smile.gif პირდაპირ ესევე რომ "ვაჯახო" ეს ბავშვები ჯოჯოხეთში ხვდებიანო არსად არ წამიკითხია მაგრამ რადგან სამოთხეში არ ხვდებიან ესეიგი ჯოჯოხეთში. ან ფრინავი თეფშებით დაფრინავენ დედამიწის ირგვლივ (იმედია ამ ბოლოს სერიოზულად არ აღიქვამ smile.gif )

ციტატა(გუჯა @ Feb 7 2007, 12:37 AM) *

ადამიანი რომელიც აბორტს იკეთებს ის არ არის არც ეკლესიური და არც მორწმუნე, იშვიათია მორწმუნე კლავდეს შვილას, ჰო და არაეკლესიურს ეცინება სამოთხეზეც და ჯოჯოხეთზეც, მაგრამ თუ მორწმუნე ქალს მუცლის მოშლის დროს ეტყვის მოძღვარი რომ ჩვილის სული ჯოჯოხეთშია იმის გამო რომ არ მონათლულა, და ამავ დროულად ქადაგებს ღვთის უსაზღვროთ მოწყალებაზე და სიყვარულზე...ეს არის ნუგეში, და ეს არის ქრისტიანობა? რა ძნელია "არ ვიცი"-ს თქმა?

ამაზე ცალსახად ზედა პოსტზე გავეცი პასუხი - აქ მთავარია ის რომ ვინც არ იშვა ქრისტეში ის ვერ დაიმკვიდრებს ცათა სასუფეველს ხოლო ვისაც ამის არ სწამს ამის ის ისეთი ქრისტიანი როგორიც ფრიგრიხ ენგელსი

ციტატა(გუჯა @ Feb 7 2007, 12:37 AM) *

უფალმა თქვა ყრმებზე აცადეთ მაგათ ჩემამდე მოსვლა და ნუ აბრკოლებთო, მაგათნაირებისთვის არის ცათა სასუფეველიო, ანუ ყრმების ნაირი უცოდველები და წმინდა გულის ადამიანები დაიმკვიდრებენ სასუფეველსო, გაიგე?
კიდევ გიმეორებ უფლის სიტყვებს რომ ბავშვების ნაირები დაიმკვიდრებენ სასუფეველსო! ჰო და გისმევ კითხვას რატომ არ მოკლავ ადვილად მონათლულ შვილს როცა მას სამოთხეში გაუშვებ ამით?

მისმინე შენ ალბათ სადგაც გეჩქარება და ყურაღებით არ კითხულობ რასაც ვწერ. ისეთი შთაბეღდილება მექმნება რომ თითქოს ცდილობ შენი აზრი დაამტკიცო და ამის იქით არაფერი არ გაინტერესებს. კიდევ ერთხელ ვამბობ თუ რომელიმე ავადმყოფი მოკლავს თავის შვილს იმის გამო რომ თითქოს ის სამოთხეში მოხვდება ეს ისე ასრულდება როგორც მაიმნუნის გაადამიანება შრომის წყალობით. ზემოთ დავწერე ვინ ხვდება სამოთხეში.

ღმერთმა თქვა ბავშვის ნაირები დაიმკვიდრებენ ცათა სასუფეველს და არა ბავშვებიო - მან იგულისხმა სულით წმინდა, თითქმის ყოველგვარ ამპარტავნებას მოკლებული, სპეტაკი ანუ ისეთი ადამიანები როგორებიც ბავშვები არიან და არა მოუნათლავი, უღმერთო ყოველგვარ სულიერებას მოკლებული ბავშვები

ციტატა(გუჯა @ Feb 7 2007, 12:55 AM) *

ეუფ საცოდავო death? სად წასულხარ შენ? sad.gif სადღაც დაფრინავ მეგობარო...

სახარების და წმინდა წერილის თვითნებურ განმარტებაზე წმ. მამები მკაცრად გვაფრთხილებენ რომ ცდომილებაში არ ჩავარდეთ, და მე პირადად საერთოდ ვერ გავიგე რეეები დაწერე smile.gif
ვისაც არ ექადაგა სახარება, არ მონათლეს და ფაქტიურად "ადამიანებმა გაწირეს" გვქონდეს იმედი ღვთის გამოუთქმელი მოწყალების გამო, რომ ასეთებს უფალი შეიწყალებს.

death მიპასუხე, "მოუნათლავები" არიან ავაზაკი სიდონია და ძველი აღთქმის მართლები, მაგრამ წმინდანები! როგორ?

მე არანაირად თვითნებურად არ ვმარტავ ბიბლიას, ისე ცოტა ვიოლინოზე დაკვრას თუ მოაკლებ დროს და წმინდა წერილს ყურადღებით წაიკითხავ მიხვდები ხოლო თუ ვერ გაიგე მაშინ "ფილოსოფიური" კრიტიკის მიწერა არ არის საჭირო

რაც შეეხება მეორე კითხვას მაგაზე პასუხი შენთვის ცნობილ პოსტზეა http://church.ge/index.php?showtopic=636
smile.gif

--------------------
ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.

The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare

თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს"
(გალ 5.1)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Feb 7 2007, 02:58 AM
პოსტი #133

ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19

ციტატა(death @ Feb 6 2007, 10:22 PM) *

როგორც ვატყობ უნდა ვაკონკრეტო პასუხები smile.gif პირდაპირ ესევე"ნაჯახები" რომ იკოს ეს ბავშვები ჯოჯოხებთი ხვდებიანო არსად არ წამიკითხია მაგრამ რადგან სამოთხეში არ ხვდებიან ესეიგი ჯოჯოხეთში. ან ფრინავი თეფშებით დაფრინავენ (იმედია ამ ბოლოს სერიოზულად არ აღიქვამ smile.gif )

ჰო და თუ არსად წაგიკითხავს რომ ჯოჯოხეთში ხვდებიან ესეიგი უნდა მოხვდნენ სამოთხეში, აბა მფრინავი თებშები ხომ არ არიან რომ ჰაერში იფრინონ? biggrin.gif

ციტატა(death @ Feb 6 2007, 10:22 PM) *

ამაზე ცალსახად ზედა პოსტზე გავეცი პასუხი - აქ მთავარია ის რომ ვინც არ იშვა ქრისტეში ის ვერ დაიმკვიდრებს ცათა სასუფეველს ხოლო ვისაც ამის არ სწამს ამის ის ისეთი ქრისტიანი როგორიც ფრიგრიხ ენგელსი

მეგობარო თქვენი ცდომილება ზუსტად ეგაა, როცა "ვერ" და "არ" ერთი და იგივე გგონიათ. ვინც არ იშვა ქრისტეში ანუ არ მოინათლა (უარი თქვა შეგნებულად) ის ვერ დაიმკვიდრებს სასუფეველს, მაგრამ ვინც "ვერ" მოინათლება იმაზე რას იტყვით? მაგ: მუცელში ნათლობაზე სად გაგიგიათ? და თქვენ თუ მოგეცათ უფლისგან ნათლობის და ცხონების საშუალება რატომ არ მიეცა ჩვილს მუცელში რომ მოკვდა თქვენ უფრო უყვარხართ ღმერთს? ან გაუნათლებელი დედის და მამის გამო რატომ უნდა მოხვდეს ჩვილი ჯოჯოხეთში? უფალი ბრძანებს სასუფეველში ბევრი სავანეაო, და თქვენ თუ ფიქრობთ რომ ჯოჯოხეთში არის ადგილი სადაც სული არ იტანჯება, სამოთხეშიც იქნება ადგილები სადაც სული არ იდიდება ისე, როგორც წმინდანების.

ციტატა(death @ Feb 6 2007, 10:22 PM) *

მისმინე შენ ალბათ სადგაც გეჩქარება და ყურაღებით არ კითხულობ რასაც ვწერ. ისეთი შთაბეღდილება მექნენება რომ თითქოს ცდილობ შენი აზრი დაამტკიცო და ამის იქით არაფერი არ გაინტერესებს. კიდევ ერთხელ ვამბობ თუ რომელიმე ავადმყოფი მოკლავს თავის შვილს იმის გამო რომ თითქოს ის სამოთხეში მოხვდება ეს ისე ასრულდება როგორც მაიმნუნის გაადამიანება შრომის წყალობით. ზემოთ დავწერე ვინ ხვდება სამოთხეში.

გისმენ მარა ვერ გავიგე რა დაწერე biggrin.gif

ციტატა(death @ Feb 6 2007, 10:22 PM) *

ღმერთმა თქვა ბავშვის ნაირები დამკვიდრებენ ცათა სასუფეველ და არა ბავშვებიო - მან იგულისხმა სულით წმინდა, თითქმის ყოველგვარ ამპარტავნებას მოკლებული, სპეტაკი ანუ ისეთები როგორებიც ბავშვები არიან და არა ბავშვები

ახლა მართლა დაგეწვას ლოგიკა biggrin.gif ბავშვების ნაირი თვითონ ბავშვი არაა? biggrin.gif biggrin.gif

ციტატა(death @ Feb 6 2007, 10:22 PM) *

მე არანაირად თვითნებურად არ ვმარტავ ბიბლიას,

რაღაც მეეჭვება smile.gif

ციტატა(death @ Feb 6 2007, 10:22 PM) *

ისე ცოტა ვიოლინოზე დაკვრას თუ მოაკლებ დროს და წმინდა წერილს ყურადღებით წაიკითხავ მიხვდები ხოლო თუ ვერ გაიგე მაშინ "ფილოსოფიური" კრიტიკის მიწერა არ არის საჭირო

წმინდა წერილი ყურადღებით კი არა რწმენით უნდა წაიკითხო, მე ასე მჯერა, რავი...

ციტატა(death @ Feb 6 2007, 10:22 PM) *

რაც შეეხება მეორე კითხვას მაგაზე პასუხი შენთვის ცნობილ პოსტზეა http://church.ge/index.php?showtopic=636
smile.gif

კიდევ კარგი რომ დაეთანხმე ამას

--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Floyd
პოსტი Feb 7 2007, 03:18 AM
პოსტი #134

ზურაბი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,316
რეგისტრ.: 4-February 07
მდებარ.: პროვინცია-”გლდანი” :D
წევრი № 1,001

ისე არავინ არაფერი არ იცის ვინ სად ხვდება,ასე რომ.......

--------------------
And the times , they are all changin' ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Feb 7 2007, 03:23 AM
პოსტი #135

ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19

ციტატა(Floyd @ Feb 6 2007, 11:18 PM) *

ისე არავინ არაფერი არ იცის ვინ სად ხვდება,ასე რომ.......

death-მა როგორც ჩანს იცის ვინ სად ხვდება smile.gif ყოველ შემთხვევაში "უნათლავ ჩვილებზე" პასუხი აქვს ჯოჯოხეთი biggrin.gif biggrin.gif

--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Floyd
პოსტი Feb 7 2007, 03:25 AM
პოსტი #136

ზურაბი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,316
რეგისტრ.: 4-February 07
მდებარ.: პროვინცია-”გლდანი” :D
წევრი № 1,001

ციტატა
death-მა იცის ვინ სად ხვდება ყოველ შემთხვევაში "უნათლავ ჩვილებზე" პასუხი აქვს ჯოჯოხეთი

ეგ ცოტა უაზროდ ჟღერს,
ბავშვი ყველა ანგელოზია მონათლულია თუ არა იმისდა მიუხედავად.

--------------------
And the times , they are all changin' ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Feb 7 2007, 03:25 AM
პოსტი #137

ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19

არსებობს წმ. მამათა გამონათქვამი: "სამი რამ გააკვირვებს ცხონებულს სამოთხეში, პირველი როცა ის იქ მოხვდება, მეორე ვისაც იქ ელოდა, რომ ვერ ნახავს და მესამე ვისაც არ ელოდა, მას რომ ნახავს იქ".

ყველას გვეხება ეს smile.gif

--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Floyd
პოსტი Feb 7 2007, 03:27 AM
პოსტი #138

ზურაბი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,316
რეგისტრ.: 4-February 07
მდებარ.: პროვინცია-”გლდანი” :D
წევრი № 1,001

ციტატა
არსებობს წმ. მამათა გამონათქვამი: "სამი რამ გააკვირვებს ცხონებულს სამოთხეში, პირველი როცა ის იქ მოხვდება, მეორე ვისაც იქ ელოდა, რომ ვერ ნახავს და მესამე ვისაც არ ელოდა, მას რომ ნახავს იქ".

სრული ჭეშმარიტებაა wub.gif

--------------------
And the times , they are all changin' ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
death
პოსტი Feb 7 2007, 11:38 AM
პოსტი #139

A P O L O G I S T
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,274
რეგისტრ.: 4-February 07
წევრი № 1,003

ციტატა(გუჯა @ Feb 7 2007, 01:58 AM) *

ჰო და თუ არსად წაგიკითხავს რომ ჯოჯოხეთში ხვდებიან ესეიგი უნდა მოხვდნენ სამოთხეში, აბა მფრინავი თებშები ხომ არ არიან რომ ჰაერში იფრინონ? biggrin.gif
მეგობარო თქვენი ცდომილება ზუსტად ეგაა, როცა "ვერ" და "არ" ერთი და იგივე გგონიათ. ვინც არ იშვა ქრისტეში ანუ არ მოინათლა (უარი თქვა შეგნებულად) ის ვერ დაიმკვიდრებს სასუფეველს, მაგრამ ვინც "ვერ" მოინათლება იმაზე რას იტყვით? მაგ: მუცელში ნათლობაზე სად გაგიგიათ? და თქვენ თუ მოგეცათ უფლისგან ნათლობის და ცხონების საშუალება რატომ არ მიეცა ჩვილს მუცელში რომ მოკვდა თქვენ უფრო უყვარხართ ღმერთს? ან გაუნათლებელი დედის და მამის გამო რატომ უნდა მოხვდეს ჩვილი ჯოჯოხეთში? უფალი ბრძანებს სასუფეველში ბევრი სავანეაო, და თქვენ თუ ფიქრობთ რომ ჯოჯოხეთში არის ადგილი სადაც სული არ იტანჯება, სამოთხეშიც იქნება ადგილები სადაც სული არ იდიდება ისე, როგორც წმინდანების.
გისმენ მარა ვერ გავიგე რა დაწერე biggrin.gif

მოდი ესე გაგცემ პასუხეს მონათვლა მარტო არაფერს წყვეტს დღეს თითქმის ყველა ქართველი მონათლუია მაგრამ ყველა სამოთხეში ვერ დაიმკვიდრებს ადგილს. რაც შეეხება იმას ვინც ვერ მოინათლა: არამარტო მუცლადმყოფი ბავშვები ვერ მოინათლენ არამედ თითქმის მთელი არაბული სამყარო მოუნათლავია ბევრ მათგანს გაუგია ქრისტიანობა მაგრამ შეცნობილი არა აქვთ ასევეა აზიის მრავალი ხალხი რომელთაგან ზოგმა მარტი ის იცის რომ არის ასეთი ღმერთი სადგაც შორეულ დასავლეთში ქრისტე და სხვა კიდევ ამათ ნაირი მაგრამ ბევრ მათგანს ზოგს გამოცხადებით ზოგს თითქოს "განგების ნებით" მიეცათ ჭეშმარიტების შეცნობის საშვბალება სხვადასხვა გზით, ღმერთის წყალობით და ამიტომ არის რომ დედამიწაზე ყველა ქვეყანაში არიან ქრისტიანები.

არ ვიცი მე სამოთხეში არის თუ არა ადგილი სადაც არ იდიდება სული. მაგრამ ვერც ერთი ჩვილი ვერც საწყალი მოხუცებული და სხვა კიდევ ვერ დაიმკვიდრებს ადგილს სამოთხეში ვინც არ იტვირთა ქრისტეს ჯვარი. მთავარი გზა სამოთხისკენ არა მონათვლაა ან ზიარება, აღსარება ან ეკლესია არამედ ქრისტე. რაც შეეხება იმათ ვინც არ იცოდა მე მხოლოდ ერთს გეტყვი ბიბლიაში წერია რომ ის ვინც არ იცოდა ნაკლებად დაიტანჯება
მაგრამ რადგან უფალი უფრო მოწყალეა ვიდრე ჩვენ ის მიუჩინებს ყველას თავის ადგილს ყოველგავარი სენტიმენტების გარეშე შეიძლება ზოგ მათგანისთვის ეს სამოთხე იყოს(მონათვლის გარეშე smile.gif) ზოგისთვის ჯოჯოხეთი ეგ მე არ ვიცი და არც მეცოდინება. თუ ძაან მოუთმენელი არა ხარ ამას ერთად გავიგებთ მეორედ მოსვლის დროს smile.gif

ისე შენ თუ გგონია რომ აბორტის შემდეგ ბავშვი სამოთხეში მოხვდება შეგიძლია საკუთარი შვილი დაბადებისთანავე მოკლა ამით კარგ საქმეს გააკეთებ საუკუნე სიცოცხლეს დაუმკვიდრებ მას. მაინტერესებს თუ გააკეთებ ამას თუ არა რატომ?

ციტატა(გუჯა @ Feb 7 2007, 01:58 AM) *

ახლა მართლა დაგეწვას ლოგიკა biggrin.gif ბავშვების ნაირი თვითონ ბავშვი არაა? biggrin.gif biggrin.gif

შენ როგორ ფიქრობ ის ბავშვი რომელიც გინების, ჩხუბის და სხვა მრავალ საქმეს აკეთებს და უცებ გარადიცვალოს სამოთხეში მოხვდება იმიტომ რომ ქრისტემ თქვა მაგათნაირებისთვის (და არა მაგათთვის) არის ცათა სასუფეველიო? ანუ აქ ღმერთმა იგულისხმა ის ხალხი (უმდა იყვნენ აუცლიებლად ჭეშმარიტი ქრისტიანები) რომელიც იქცევა ბავშვივით.
უკეთ რომ გაიგო რას ვგულისხმოთ პრიმიტიულ მაგალითებს მოგიყვან - როდესაც მაგლითად ორი ადამიანი უბრალოდ ლაპარაკობს
როგორც იქცევა ბავშვი? ის არის მუდმივად მომღიმარი, სათნო და კეთილი
როგორ იქცევა უმეტეს შემთხვევაში ზრდასრული ადამიანი? აქვს დაკერილი სახე თითქოს მთელი ქვეყნის ტვირთი მას ეწვეს, ან ცინიკური გამოხატულება თითქოს იმდენი იცოდეს კანტს, ჰეგელს და შელინგს რომ არ სცოდნიათ გაერთიანებულად ან ისეთი სერიუზული უჭირავს თითქოს გულის ტრანსპლანტაციას უტარებენ და ყოველგვარი უბრალოებისთვის დრო აგარ ჰქონდეს მოხლედ ისე არ იქცება როგორც ბავშვი.

შეიძლება კიდევ სხვა რამის მოყვანა მაგრამ იმედია იდეა გამიგე მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ მარტო ბავშურობა არ კმარა მთავარია ქრიტეს ჭეშმარიტი რწმენა და ცოდვებისმონანიება

ციტატა

ეგ ცოტა უაზროდ ჟღერს,
ბავშვი ყველა ანგელოზია მონათლულია თუ არა იმისდა მიუხედავად.

არ ვიცი რა გაგებით ამბობ ამას მაგრამ ამ წიგნს გირჩევ http://www.link.ge/download.php?id=F700E292

--------------------
ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.

The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare

თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს"
(გალ 5.1)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონტი
პოსტი Feb 7 2007, 12:11 PM
პოსტი #140

ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416

DEATH
რატო აირჩიე ესეტი საშინელი სახელი?
არ ჯობია LIFE დაირქვა?
ეს სიტყვა რაც დაირქვი სატანის ერთ ერთი სინონიმია.
ამის გარდა ეს ფრაზაც გაუგებარია,ტუ ქრისტიანობაზე ვსაუბრობთ:
Lord is My Weapon.

ეს ფრაზა აშკარად მაგიური წარმომავლობისაა.
და ეკუთვნის ოტეპს. გაუბედურებულ სატანისტ მუსიკოსს.

--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

41 გვერდი V « < 5 6 7 8 9 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th July 2025 - 12:16 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი

TOP.Internet.ge TOP.GE BOOM.GE