![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#181
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა აბორტი დედის და მამის მიერ შვილის, ჩვილის დაუბადებელის, უსუსურის და უნათლავის მკვლელობაა. და მე მაგაზე მეტ საშინელებას და უფრო დიდ მკვლელობად იდეაში იქ ვხედავ, რომ ჩვენი სიკვდილას "სულიერი" მკვებავები, ამ საწყალ ჩვილებს ჯოჯოხეთისათვისაც იმეტებენ! ციტატა ჯოჯოხეთში ან კიდევ სხვაგან(თუ არსებობს სხვა ადგილი სამოთხის ან ჯოჯოხეთის გარდა) წასვლაში მე არ ვგულისხმობ რომ ისინი იქ აგიზგიზებულ კოცონზე შეენთებიან სიკვდილ, ჯოჯოხეთში თუკი ვინმე მოხვდება დამიჯერე, მილიონჯერ მეტად დაიტანჯება ვიდრე ის, დანით აკუწული პატარა, და ამის შემდეგ შენ ენა როგორ გიტრიალდება და იქ უშვებ პატარებს? ამას გეუბენები,იქნებ ახლა მაინც გაგინათდეს გონება! არ არსებობს იქ რაიმე ადგილი სადაც ტანჯვა არ იყოს! ციტატა შეიძლება ისინი მართლაც მოხვდებიან სამოთხეში ღმერთის წყალობით მაგრამ არა როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანები. ეს კაცი გამაოცებს, ე.ი. ხვდებიან? ჰოდა თუ ხვდებიან, მაშინ რა გინდა, ან მათ რას ერჩი ან ჩვენ რა დაგიშავეთ, ხვდებიან და თუ გინდა "ტაქსის მძღოლების" სახელით მოხვდნენ, მთავარია იდეაში დაუშვა რომ ცხონდებიან! ახლა კი სიკვდილ სამ რჩევას გაძლევ ( იმედია მიიღებ, მოსმენის კულტურა შეგამჩნიე და მესიამოვნა) 1) არასოდეს თქვა "ჩვილები ჯოჯოხეთში მიდიან" შეგიძლია თქვა "არ ვიცი" ან მთლად კარგი რაც დაწერე : " ციტატა შეიძლება ისინი მართლაც მოხვდებიან სამოთხეში ღმერთის წყალობით მაგრამ არა როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანები. 2) ასეთი მძიმე და ჩახლართული საკითხების ძიებას, აჯობებს მოძღვარი აიყვანო, მაგრამ დამიჯერე, იმ სიის მოძღვრებთან თუ მიხვალ, მაშინ ჩემი პირველი რჩევა იდეაშივე მოკვდება, ამიტომ იქნებ აარჩიო, რომელიმე "ნეიტრალი" მოძღვარი, რომელიც ჩვილებზე ამბობს "ღვთის ნებაა და ნუ იჩხრიკებითო" და შენ გეტყვის: " შენს თავს მიხედეო" ![]() 3) ეს სახელი "სიკვდილა" შეიცვალე რა ![]() -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
death |
![]()
პოსტი
#182
|
![]() A P O L O G I S T ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,274 რეგისტრ.: 4-February 07 წევრი № 1,003 ![]() |
და მე მაგაზე მეტ საშინელებას და უფრო დიდ მკვლელობად იდეაში იქ ვხედავ, რომ ჩვენი სიკვდილას "სულიერი" მკვებავები, ამ საწყალ ჩვილებს ჯოჯოხეთისათვისაც იმეტებენ! დამიჯერე სულიერი მკვებავები ნამდვილად არ მყავს სიკვდილ, ჯოჯოხეთში თუკი ვინმე მოხვდება დამიჯერე, მილიონჯერ მეტად დაიტანჯება ვიდრე ის, დანით აკუწული პატარა, და ამის შემდეგ შენ ენა როგორ გიტრიალდება და იქ უშვებ პატარებს? ამას გეუბენები,იქნებ ახლა მაინც გაგინათდეს გონება! არ არსებობს იქ რაიმე ადგილი სადაც ტანჯვა არ იყოს! ეგ მართალია დანით აკუწული პატარაზე მეტად სხვა დაიტანჯება. საერთოდ ჩემის აზრით დანით აკუწული პატარა დიდად საერთოდ არ დაიტანჯება სადაც არ უნდა მოხსდეს ხოლო იმის მტკიცება თუ იქ როგორი ადგილებია მოდი არ გვინდა იმიტომ რომ ეს არავინ ვიცით ეს კაცი გამაოცებს, ე.ი. ხვდებიან? ჰოდა თუ ხვდებიან, მაშინ რა გინდა, ან მათ რას ერჩი ან ჩვენ რა დაგიშავეთ, ხვდებიან და თუ გინდა "ტაქსის მძღოლების" სახელით მოხვდნენ, მთავარია იდეაში დაუშვა რომ ცხონდებიან! მე არ მითქვია სამოთხეში ხვდებიან მეთქი ![]() ![]() ახლა კი სიკვდილ სამ რჩევას გაძლევ ( იმედია მიიღებ, მოსმენის კულტურა შეგამჩნიე და მესიამოვნა) 1) არასოდეს თქვა "ჩვილები ჯოჯოხეთში მიდიან" შეგიძლია თქვა "არ ვიცი" ან მთლად კარგი რაც დაწერე : " 2) ასეთი მძიმე და ჩახლართული საკითხების ძიებას, აჯობებს მოძღვარი აიყვანო, მაგრამ დამიჯერე, იმ სიის მოძღვრებთან თუ მიხვალ, მაშინ ჩემი პირველი რჩევა იდეაშივე მოკვდება, ამიტომ იქნებ აარჩიო, რომელიმე "ნეიტრალი" მოძღვარი, რომელიც ჩვილებზე ამბობს "ღვთის ნებაა და ნუ იჩხრიკებითო" და შენ გეტყვის: " შენს თავს მიხედეო" ![]() 3) ეს სახელი "სიკვდილა" შეიცვალე რა ![]() 1) რატომ? რადგან სასიამოვნოდ არ ჟღერს? შენ გგონია მე რომ ან საწყალ ბავშვებს ბუასავით ჯოჯოხეთში ვუშვებ მსიამოვნებს? მაგრამ ვიცი ისინი ჯოჯოხეთსიც რომ ხვდებოდნენ ეს უფრო კარგი იქნება მათთვის რადგან ღმერთმა ასე გადაწყვიტა - ესიგი მათთვის იქ აჯობებს. მომოყვანე საფუძვლიანი არგუმენტი და ამას არასდროს არ ვიტყვი ![]() 2) ნეტა არ მეთქვა რომ მოძღვარი არა მყავს ![]() 3)ეს სახელი კაი ხანი მქვია ბევრი ამით მიცნობს (აქ არამგონია ვინმე იყოს ეგეთი). თან ეგ ბოლობოლო არავის აგვცდება მთავარია მომზადებული შევხვდეთ. ისე ცოტა აბსტრაქტულად შეხედე ჩემი ნიკის მნიშვნელობას დიდი არაფერი აზრი არ დევს შიგნით ![]() -------------------- ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.
The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს" (გალ 5.1) |
KAIROS |
![]()
პოსტი
#183
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა საერთოდ ჩემის აზრით დანით აკუწული პატარა დიდად საერთოდ არ დაიტანჯება სადაც არ უნდა მოხსვეს ხოლო იმის მტკიცება თუ იქ როგორი ადგილებია მოდი არ გვინდა იმიტომ არავინ ვიცით ეს მაგაზე "ჯოჯოხეთი ნუგეშში" გაგეცი პასუხი, არ იტანჯება = ნეტარებს! ციტატა დაჟინებით მტკიცებას ჯობია თქვენც შეეშვათ ჩვენ ( მე ყოველშემთხვევაში ) მხოლოდდამხოლოდ იმას ვეკამათები, ვინც უპირობოდ აგზავნის საწყალ ჩვილებს ჯოჯოხეთში! ციტატა ღმერთმა ასე გადაწყვიტა მსგავსი გადაწყვეტილების შესახებ არავინ იცის, და კარგი ახლა შენი აზრით ღმერთი უგულო, უსამართლო და უგონოა, ჩვილი იმისათვის რომ გაუშვას ჯოჯოხეთში, რატომ არ მოინათლეო, როცა ამ ჩვილს ნათლობა კი არა დღის შუქიც არ უნახავს? და ამაზე მეტი არგუმენტი რა გინდა? და კიდევ, გიმეორებ შეეშვი ამ საკითხს... ციტატა მოძღვრის არჩევის დროს მე დიდად არ მივაქცევ ყურადღებას მის აზროვნებას აქ ცდები კარგო, რადგან მოძღვარი მხოლოდ მღვდელი არაა, მან რჩევებიც უნდა მოგცეს და ქრისტიანობაც უნდა გასწავლოს იმ სიის მღვდლებისაგან კი შენ ამ საკითხში მაინც, გავლენის ქვეშ იქნები.... ციტატა აბსტრაქტულად შეხედე ჩემი ნიკის მნიშვნელობას აბსტარქტულად უფრო სიამოვნებით, მე პირადად "სიყვარულას" ან " ცხოვრებას" უფრო შევხედავდი, ვიდრე "სიკვდილას" ბოლო რჩევა: შეეშვი ჩვილებს! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
Маиа |
![]()
პოსტი
#184
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 553 რეგისტრ.: 30-December 06 წევრი № 768 ![]() |
ეხ რა გადაეკიდეთ მაგ ჩვილებს მაგათნაირი უცოდველი ნეტა მე ვიყო
![]() -------------------- "კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და
ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდის მას." (მათე 16. 18) |
ქავთარაძე |
![]()
პოსტი
#185
|
დაურეგისტრირებელი ![]() |
Маиа
![]() მამაოს კითხეთ და მორჩა . |
KAIROS |
![]()
პოსტი
#186
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა ჩვილებს მაგათნაირი უცოდველი ნეტა მე ვიყო ![]() ![]() ციტატა მამაოს კითხეთ და მორჩა რომელს? იმ სიის მამაოს თუ კითხე, მორჩა კი არა დაიწყო იქნება ![]() -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
death |
![]()
პოსტი
#187
|
![]() A P O L O G I S T ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,274 რეგისტრ.: 4-February 07 წევრი № 1,003 ![]() |
ჩვენ ( მე ყოველშემთხვევაში ) მხოლოდდამხოლოდ იმას ვეკამათები, ვინც უპირობოდ აგზავნის საწყალ ჩვილებს ჯოჯოხეთში! მსგავსი გადაწყვეტილების შესახებ არავინ იცის, და კარგი ახლა შენი აზრით ღმერთი უგულო, უსამართლო და უგონოა, ჩვილი იმისათვის რომ გაუშვას ჯოჯოხეთში, რატომ არ მოინათლეო, როცა ამ ჩვილს ნათლობა კი არა დღის შუქიც არ უნახავს? და ამაზე მეტი არგუმენტი რა გინდა? და კიდევ, გიმეორებ შეეშვი ამ საკითხს... კიდევ ერთხელ ვამბობ მე მათ უპირობოდ არ ვაგზაავნი ტანჯვაში. თუ ყურადებით წაიკითხე რაც დავწერე მიხვდები რომ მე არ მითქვია რომ ღმერთი უგულოა. ბევრი ინდოელს, აფრიკელს სხვა ადამიანს რომელთაც საერთოდ არ ჰქონდათ ქრისტე შეცნობილი ან ბევრ მუსლიმანს, ბიდისტს თუ სხვა რელიგიის წარმომადგენელს რომელთაც იცოდნენ ქრისტე მაგრამ არ იწამეს და რომელთაც შიმშილის და ტაჯვის მეტი არაფერი არ უნახიათ რა უფრო ნაკლები საცოდავები არაინ ვიდრე ის ჩვილი რომლებიც აბორტის შედეგად დაიღუპნენ? რომლებმაც თითქმის მთელი ცხოვრება "ჯოჯოხეთში" გაატარეს ხოლო ბავშვებმა კიდევ ერთი "საშინელი" ოპერაცია გადაიტანეს. მათი ბოლო მათი არაჭეშმარიტი მრწამსის გამო ჯოჯოხეთია. რა ამ შემთხვევაში არ გამოდის ღმერთი სასტიკი? ან იქნებ თქვა რომ ისინიც სამოთხეში მოხვდებიან? მონათვლა საჭირო რომ არ იყოს არ იტყოდნენ წმინდა მამები ბავშვი დაბადებისთანავე მონათლეთო. მოდი ნუ დავაკნინებთ ქრისტიანულ საიდუმლოებებეს ხოლო არაქრისტიანული წესით აღსრულებულებს კიდე ნუ გავუშვებთ ჩარტერული რეისით სამოთხეში აბსტარქტულად უფრო სიამოვნებით, მე პირადად "სიყვარულას" ან " ცხოვრებას" უფრო შევხედავდი, ვიდრე "სიკვდილას" რათქმაუნდა სიყვარულს და ცხოვრებას სიამოვნებით უნდა შეხედო ხოლო სიკვდილს აბსტრაქტულად. აბა სიამოვნებას და სიყვარულს ხომ არ შეხედავ აბსტრაქტულად? -------------------- ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.
The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს" (გალ 5.1) |
ქავთარაძე |
![]()
პოსტი
#188
|
დაურეგისტრირებელი ![]() |
KAIROS
ვერაფერს მივხვდი ![]() |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#189
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
death
ციტატა კიდევ ერთხელ ვამბობ მე მათ უპირობოდ არ ვაგზაავნი ტანჯვაში. ე, ჩემო ძვირფასო, შენ ვერსად ვერავის ვერ გააგზავნი ამის უფლება არ გაქვს, სენ მხოლოდ გწამს, რომ ასე ხდება.ა ნუ გწამს, რომ ისინი ჯოჯოხეთსი ხვდებიან. მეტი არაფერი. ამაში კარგი ისაა, რომ შენს რწმენას მართლაც არ შეუძლია იმათი ჯოჯოხეთის ცეცხლში გაშვება. სად მიდიან უფალმა იცის. კიდევ არის ერთი კარგი, შენ შენს შვილებს არ მოაკლვლევინებ. ესეც შედეგია თანაც დიდი. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
KAIROS |
![]()
პოსტი
#190
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა აფრიკელს სხვა ადამიანს რომელთაც საერთოდ არ ჰქონდათ ქრისტე შეცნობილი სიკვდილა, არ შეიძლება და ყველანაერად დასაგმობია, როცა ცოდვილ ( თუნდაც მშიერ ან ღარიბ) და ამქვეყნიურ სიბილწეში ჩაფლულ უცხორწმენის ადამიანს ადარებ ჩვილს, ჩვილს, რომელსაც რწმენის არჩევანის საშუალებაც არ მისცა მისმა მკვლელებმა, რომელსაც არ იმ ნათლისღების უფლებაც არ მისცეს, რის გამოც შენ ასე ისტუმრებ ჯოჯოხეთში. თავის დამშვიდება იმით, რომ ციტატა დანით აკუწული პატარა დიდად საერთოდ არ დაიტანჯება სადაც არ უნდა მოხსდეს და იმით, რომ ციტატა ვიცი ისინი ჯოჯოხეთსიც რომ ხვდებოდნენ ეს უფრო კარგი იქნება მათთვის არის ელემენტალური ქრისტიანული სწავლების არცოდნაზე ჯოჯოხეთზე, შეუძლებელია იქ ვინმე მოხვდეს და "დიდად არ დაიტანჯოს" ან "კარგი იყოს", ეგ სისულელეა! ციტატა ე, ჩემო ძვირფასო, შენ ვერსად ვერავის ვერ გააგზავნი ამის უფლება არ გაქვს, სენ მხოლოდ გწამს, რომ ასე ხდება.ა ნუ გწამს, რომ ისინი ჯოჯოხეთსი ხვდებიან. მეტი არაფერი. ამაში კარგი ისაა, რომ შენს რწმენას მართლაც არ შეუძლია იმათი ჯოჯოხეთის ცეცხლში გაშვება. სად მიდიან უფალმა იცის. კიდევ არის ერთი კარგი, შენ შენს შვილებს არ მოაკლვლევინებ. ესეც შედეგია თანაც დიდი. ამას მაინც დაუჯერე და სულის ცხონებაზე იფიქრე სჯობია, აღსარებაზე და ზიარებაზე, ღმერთი უშენოდაც გაარკვევს, დატანჯოს თუ არა სამუდამოდ ჩვილი, მხოლოდ იმისათვის, რომ ვერ დაიბადა და ვერ მოინათლა! ვახ! ციტატა KAIROS ვერაფერს მივხვდი შენც ხარ რა ![]() ციტატა მამაოს კითხეთ და მორჩა რომ წერ მამებს კითხონო, მოგწერე, რომელ მამებს მეთქი ![]() იქ რომ 16 მღვდელი იყო,იმათ რომ კითხოს, რაიმე სასარგებლო ინფორმაციას მიიღებს თუ იცი? ![]() -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
death |
![]()
პოსტი
#191
|
![]() A P O L O G I S T ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,274 რეგისტრ.: 4-February 07 წევრი № 1,003 ![]() |
მოკლედ მე მიწევს ჩემი აზრების განუწყვეტლით გამეორება
![]() სიკვდილა, არ შეიძლება და ყველანაერად დასაგმობია, როცა ცოდვილ ( თუნდაც მშიერ ან ღარიბ) და ამქვეყნიურ სიბილწეში ჩაფლულ უცხორწმენის ადამიანს ადარებ ჩვილს, ჩვილს, რომელსაც რწმენის არჩევანის საშუალებაც არ მისცა მისმა მკვლელებმა, რომელსაც არ იმ ნათლისღების უფლებაც არ მისცეს, რის გამოც შენ ასე ისტუმრებ ჯოჯოხეთში. თავის დამშვიდება იმით, რომ და იმით, რომ არის ელემენტალური ქრისტიანული სწავლების არცოდნაზე ჯოჯოხეთზე, შეუძლებელია იქ ვინმე მოხვდეს და "დიდად არ დაიტანჯოს" ან "კარგი იყოს", ეგ სისულელეა! ამას მაინც დაუჯერე და სულის ცხონებაზე იფიქრე სჯობია, აღსარებაზე და ზიარებაზე, ღმერთი უშენოდაც მოდი ბევრი რომ არ გავაგრძელო არქიმანდრიტ რაფელის სტატიას მოგიყვანთ ვიცი დიდად არ მოგწონთ ![]() можно ли молиться в церкви за некрещеных младенцев? Этот вопрос — сам посебе жгучий, как бы напоенный болью но сит особенно трагический характер для тех, кто совершили детоубийство, а затем пришли к Церкви и приносят покаяние за этот грех. — «Неужели наш ребенок навечно погиб, неужели нет возможности помочь ему?», — спрашивают они. Священник объясняет им каноны Церкви, что спасение без крещения невозможно, но это не облегчает их мучительного состояния между отчаянием и проблесками несбыточной надежды, и они с мольбой смотрят на священника, как будто он имеет власть и средства помочь им, если захочет. Перед этой человеческой болью некоторые священники как бы отступают, образно говоря, не переносят тоску женских глаз о своем потерянном материнстве, и начинают утешать их апокрифическими сказаниями. Они лгут из сострадания, оправдывая себя тем, что при сильных болях врачи дают больному морфий. Иногда они сами стараются поверить в то, что можно спасти некрещеных младенцев, обращаясь с молитвой мучнику Уару, или поминая их в определенные дни (Троицкая суббота, и праздник чуда Архангела Михаила). Церковь это «столп и утверждение истины», а всякая ложь — от демона. Мы должны указать таким родителям путь между отчаянием и ложной надеждой, а именно, как облегчить загробную жизнь младенца. Во первых, надо осознать и понять, почему Церковь в своих молитвах не поминает некрещеных, почему в этом отношении она так категорична. Ответ один: изза любви. Благодать церковной молитвы, которую не может воспринять некрещеный, только усу губляет его страдания. Не воспринятая благодать как бы обращается против человека. Чувство потери становится для него особенно ощутительным и острым. Молитва должна соответствовать духовному состоянию человека и степени его восприимчивости. Есть еще метафизическая сторона вопроса, которой мы не касаемся здесь, а именно, некрещеные в загробной жизни остаются под властью демона и в узах первородного греха как проклятия. Они — то темное сокровище вавилонского царя, о котором говорится в Библии. Служить погребение над некрещеными и петь «со святыми упокой» — это значит лгать, и ложью расширять власть демона над ними. Само слово «спасение» имеет два аспекта, две стороны, два значения — отрицательное и положительное. Отрицательное значение — это избегнуть какой нибудь опасности и беды, например, выпрыгнуть из окна горящего здания, уйти от преследователей, и т.д. Положительное значение этого слова, значит, осуществить главную цель своей жизни; спастись — это навеки быть с Богом. Некрещеный может спастись в первом значении этого слова, то есть избегнуть геенских мук, или получить облегчение. Праведники, жившие до Христа Спасителя, находились в аду, но не в муках, ожидая искупительной Жертвы. В одном из сербских монастырей есть следующая фреска. Праотец Авраам восседает на троне, его окружают души младенцев; Авраам еще не вошел в рай, но это место, называемое «лоном Авраама» служит обителью для некрещеных младенцев. Они не в раю, но не в вечных муках. В житии святого Григория архиепископа Римского, описан случай, когда он выпросил своей молитвой освобождение души императора Траяна — известного гонителя христиан — от вечных мук, но это не значит, что Траян вошел в Небесное Царство: чтобы быть в раю, надо иметь рай в своей душе. Ефрем Сирин и Василий Великий свидетельствуют о том, что в аду есть различные места. Ефрем Сирин пишет, что есть место, которое называется геенной, другое — тартаром, третье — тьмой внешней и т.д. Облегчение от молитв угодников Божиих получали язычники, о чем рассказывала душа египетского жреца преподобному Макарию Великому. Некрещеному Господь может дать илость, но не благодать Духа Святого. Некрещеные дети в загробной жизни могут получить некое утешение, но не увидят Господа. Родители могут поминать некрещеных младенцев приблизительно так: «Господи, облегчи их участь, по воле Твоей. Дай им милость, которую они могут воспринять, и приими молитву мою, не как дерзость, а как голос кающегося грешника». Но после каждой такой молитвы надо добавлять: «Да будет, Господи, воля Твоя, а не моя. Ты лучше знаешь, что нужно каждому из нас». Помочь некрещеным младенцам можно также, раздавая бедным милостыню. Последнее время стали издаваться апок рифы, выдаваемые за Предание Церкви, а также извращенные толкования агиографических произведений. Например, в житии мученика Уара написано о том, как святой молился о спасении родных своей благоде тельницы Клеопатры, и его молитва была услышана. В его житии не сказано были родные Клеопатры крещеными или нет, а составители новых апокрифов выдумали версию о том, что мученик Уар является молитвенником за некрещеных младенцев. Известный экуменист митрополит Никодим Ротов даже составил мученику Уару канон как предстателю перед Богом за некрещеных. Бывают случаи, правда, редкие, когда родители просят окрестить мертвого ребенка или скрывают, что он умер некрещеным, чтобы над ним священник совершил христианское погребение. Здесь проявляется неверие в Церковь и тайная мысль, что человек может быть милостивей, чем церковные каноны. Но обряды и таинства Церкви, совершаемые путем лжи или насилия, остаются недействительными; более того, они прогневляют Бога. Некрещеные младенцы находятся ни в свете, ни во тьме, ни в блаженстве, ни в муках. Их состояние похоже на тихие сумерки после заката солнца, пока еще не наступила ночь. Некоторые богословы символически изображали ад в виде концентрических кругов. Центр ада — это место, где находится сатана, где стоит престол Люцифера: чем ближе к центру, тем тяжелее муки, чем дальше от него, тем большее облегчение получает душа. На внешнем кругу ада находятся некрещеные младенцы и лучшие из язычников. Туда не проникает геенский огонь, они не испытывают страданий, но там нет Бога. Святые Афанасий Великий, Григорий Богослов и Кирилл Александрийский свидетельствуют о том, что некрещеные младенцы не будут в славе, как крещеные младенцы, и не в наказании, как грешники, сознательно совершившие преступления. Что делать женщине, которая в своей жизни совершала детоубийства? Прежде всего, осознать тяжесть своего греха, принести покаяние и просить священника наложить на нее епитимью — церковное наказание, исполнение которой привлекает милость Божию. Кровь смывается только слезами. В древнем патерике есть рассказ о том, как один монах в юности был пастухом. Однажды он встретил в безлюдном месте беременную женщину, и дьявол вложил в его сердце мысль — посмотреть, как находится ребенок в чреве матери, и он рассек живот женщины. Затем он пришел в ужас от совершенного злодеяния, но не отчаялся, а удалился в пустыню и стал проводить подвижническую жизнь, исповедуя перед Богом и монахамипустынниками свой грех. Он плакал день и ночь, вспоминая об убийстве двух жизней. Прошли годы. Господь открыл его духовному отцу, что убийство женщины прощено, и велел сказать ему об этом. Через несколько лет Господь снова открыл старцу, что Он простил убийство младенца, которое представляло собой более тяжелый грех, так как младенец умер некрещеным, но велел не говорить ему об этом, чтобы тот не ослабил покаянного подвига. Детоубийцам следует опасаться двух крайностей: 1) оправдывать свой грех, стараться не видеть глубины своего падения, обманывать свою совесть. Даже если убийство произошло невольно, то надо помнить, что невольные грехи — это следствие и наказание за вольные, которые человек совершил раньше. Разумеется, они более легкие, чем сознательные, но они также нуждаются в покаянии и очищении. 2) отчаяние — крайняя степень уныния, состояние безысходности. Человеку кажется, что спасения для него уже нет. Как оправдание греха, так и отчаяние, приводит к одному результату: человек лишается покаяния — единственного пути к духовному возрождению. Покаяние родителей приносит определенное облегчение душам убитых детей, так как между ними остаются некие невидимые связи. Покаяние привлекает милость Божию ко всей семье, оно разгоняет невидимую демоническую тьму, которое как ядовитое облако находится в доме, где было задумано убийство. Но покаяние должно быть сопряжено с условиями: не повторять греха и стараться помочь другим, чем возможно, чтобы они не совершили этого преступления. Например, пусть такая женщина поможет той, которая отказалась от детоубийства, содержать и воспитывать ее ребенка. Как мы сказали, она может принести душе убитого определенное утешение и радость своей молитвой и милостыней к бедным. Это сознание долга перед убитым младенцем должно дать ей силы совершать добрые дела. Когда она будет посещать храм, исповедоваться и причащаться, когда в каждом живом ребенке она будет видеть отображение своего убитого младенца и проявлять к ним заботу и любовь, то души ее детей в это время будут чувствовать утешение. Нужно отбросить, как своих врагов, и ложную надежду и безнадежность. На том свете мать увидит своих убитых детей, и хотя ее покаяние не могло заменить им крещение, но она при этой встречи, как при огненном испытании, может сказать им: «Я совершила великий грех перед вами, но потом всю жизнь старалась сделать для вас все, что могла». -------------------- ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.
The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს" (გალ 5.1) |
lelenika |
![]()
პოსტი
#192
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 120 რეგისტრ.: 24-January 07 წევრი № 912 ![]() |
კაცი ბჭობდა გმერთი იცინოდაო ამაზეა ნათქვამი...
|
ზებედე |
![]()
პოსტი
#193
|
![]() ზეციკეთი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 ![]() |
მონათვლა საჭირო რომ არ იყოს არ იტყოდნენ წმინდა მამები ბავშვი დაბადებისთანავე მონათლეთო. მოდი ნუ დავაკნინებთ ქრისტიანულ საიდუმლოებებეს ხოლო არაქრისტიანული წესით აღსრულებულებს კიდე ნუ გავუშვებთ ჩარტერული რეისით სამოთხეში ნუ დავაკნინებთ? შენ "გარკვეული მიზეზების გამო" მოძღვარი არ გყავს, და რომ იცოდე აღსარება უდიდესი ქრისტიანული საიდუმლოა, რომელიც გზას უხსნის ადამიანს სამოთხისკენ, იმედია მიხვდები რაც გითხარი ![]() ![]() -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
ზებედე |
![]()
პოსტი
#194
|
![]() ზეციკეთი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 ![]() |
მოკლედ მე მიწევს ჩემი აზრების განუწყვეტლით გამეორება ![]() მოდი ბევრი რომ არ გავაგრძელო არქიმანდრიტ რაფელის სტატიას მოგიყვანთ ვიცი დიდად არ მოგწონთ ![]() არქიმანდრიტი რაფაელი წმინდა მამა არ არის, და უფრო მეტიც, ის დოგმატურ საკითხებში მხილებულია როგორც ერეტიკოსი, ასე რომ მე პირადად მის აზრებს და სწავლებებს არ ვიზიარებ. ![]() -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
ზებედე |
![]()
პოსტი
#195
|
![]() ზეციკეთი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 ![]() |
უნათლავად აღსრულებულ ყრმებზე ბროშურიდან სინანულის აკათისტო მართლმადიდებელი ეკლესიის რწმენით მართლმადიდებელ მშობელთა გარდაცვლილი ყრმები, რომელნიც ვერ მიემთხვივნენ წმ. ნათლისღებას, ასევე მკვდრადშობილნიც არ იქნებიან დავიწყებული კაცთმოყვარე ღვთის წინაშე. ეკლესიის ეს რწმენა შეიძლება იმაშიც დავინახოთ, რომ იგი წმინდანთა შორის იხსენიებს 14 ათას ყრმასაც, რომელნიც იროდმა ბეთლებში მოწყვიდა. წმ.გრიგოლ ნოსელი წერს: ყრმათა ნაადრევად აღსრულებას იმ აზრამდე არ უნდა მივყავდეთ, რომ ამგვარად გარდაცვლილნი უბედურნი არიან, ან სწორნი იმათი, ვინც სათნოებებით შეძლეს სულის განწმენდა. რამეთუ ღმერთმა თავისი უმჯობესი განგებით წინასწარ აღკვეცა ბოროტების სიმრავლე იმათში, ვინაც ბოროტებაში იცხოვრებდნენ. წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი კი იტყვის: მოუნათლავად აღსრულებული ყრმები სამართლიანი მსაჯულის წინაშე არც განდიდებულნი იქნებიან და არც დასჯილნი, ვინაითგან, მართალია, სულიწმინდის საცხებელით არ არიან აღბეჭდილნი, მაგრამ არც ცუდნი არიან და უფრო მეტად თვითონ ევნოთ, ვიდრე სხვას ავნეს. რამეთუ, ვინც სასჯელს არ იმსახურებს, უკვე პატივის ღირსი როდია; ისევე როგორც, ვინაც პატივს არ იმსახურებს, ერთი მხოლოდ ამის გამო როდი უნდა დაისაჯოს. მოუნათლავად აღსრულებულნი ყრმანი განწირულებად არ უნდა მივიჩნიოთ (თუმცა ესეც უნდა ვუწყოდეთ, რომ ასეთის მშობლები საკუთარი განკითხვის ჟამს პასუხს მისცემენ ღმერთს, უკუეთუ მათი დაუდევრობით დარჩა ბავშვი მოუნათლავი). უნდა ვუწყოდეთ,-ამბობენ საღვთისმსახურო წიგნები, რომ მოუნათლავი ყრმებიც არ წარიგზავნებიან გეენაში (ხორციელის შაბათის სვინაქსარი). წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი წერს: "ზოგიერთებს არც კი აქვთ მიიღონ ნიჭი სულიწმინდისა (ანუ მადლი ნათლისღებისა) ან მცირეწლოვანების, ან სხვა რამ მიზეზის, მათგან დამოუკიდებელი ვითარებისა გამო". წმ. ეფრემ ასური გვასწავლის: "ვინც დედის წიაღში აღესრულა და ფეხი არ შეუდგამს ამ ცხოვრებაში, მას სამართლიანი მსაჯული ასაკოვანს გახდის იმავ წამს, რაჟამს მკვდრეთით აღადგენს შესვენებულებს. ჩვილი, რომლის დედაც მასთან ერთად აღესრულა ვიდრე იგი ჯერ დედის წიაღში იყო, აღდგომის ჟამს წარმოსდგება როგორც სრული კაცი და შეიცნობს თავის დედას, ხოლო დედა საკუთარ შვილს. ვერ იხილეს რა ერთმანეთი ამ ცხოვრებაში, შეხვდებიან იქ...თანასწორთ აღადგენს შემოქმედი ადამის ძეთ; როგორც თანასწორნი შექმნა ისინი, ასევე თანასწორთ აღადგენს მკვდრეთით. აღდგომისას არ იქნება არც დიდი, არც პატარა და უჟამოთ შობილი. აღსდგება ისეთად, როგორადაც სრულასაკოვანი. მხოლოდ საქმითა და ცხოვრების წესით იქნებიან იქ მაღალნი და დიდებულნი; და ერთნი მიემსგავსებიან ნათელს, ხოლო მეორენი წყვდიადს". არსებობს ამგვარი ლოცვა მღვდელმონაზონ არსენი ათონელისა: "უფალო, შეიწყალენ წიაღსა შინა ჩემსა მომწყდარნი ყრმანი! სარწმუნოებისა და ცრემლთა ჩემთა გამო. მოწყალებისა შენისათვის ნუ დააკლებ მათ, უფალო, საღმრთოსა ნათელსა შენსა". კითხვაზე, თუ როგორ ვილოცოთ მკვდრადშობილთა და მოუნათლავთა ყრმათათვის ბეთლემის სავანის არქიეპისკოპოსი სტეფანე თაბორელი ამგვარად გვპასუხობს: ნათელღებულნი, თუნდაც ანაზდეული სიკვდილისაგან გარდაცვლილიყვნენ, საუკუნო სიხარულს მიეცემიან ზეცაში, ისევე როგორც არ უნდა უგულებელვყოთ მკვდრადშობილნი ან მოუნათლავად აღსრულებულნი ყრმანი,-ისინი დამნაშავენი არ არიან, რომ ვერ მოინათლნენ, ზეციურ მამას კი სავანე მრავალი აქვს; ასეთ ყრმებს შორის უნდა ვიგულისხმოთ ისეთებიც, რომელნიც ამ სავანეს განისვენებენ თვისთა მართალთა მშობელთა სარწმუნოებისა და ღვთისმოსაობის გამო, თუმცაკი, ჩვენთვის მიუწვდომელი საღმრთო განგების გამო, წმ. ნათლობას ვერ მიემთხვივნენ. ასეთი შეხედულება ჩვენს სარწმუნოებას არ ეწინააღმდეგება, რაზედაც ხორციელის შაბათის სვინანქსარში წმ. მამებიც მოწმობენ. ღვთის მოწყალებას მინდობილ მშობლებს შეუძლიათ სარწმუნოებით ასეთი ყრმებისათვის ლოცვა. წმინდა მართალი იოანე კრონშტადტელის ხილვა ...ამის შემდეგ ბერმა მიმითითა: შეხედე! და აი ვხედავ...საკვირველ ჩვენებას:ანგელოზები გალობენ "წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ" და უამრავი ხალხი ანთებული სანთლებითა და გახარებული, გაბრწყინვებული სახეებით: აქ იყვნენ მეფეები, პატრიარქები...იღუმენები...მღვდლები..ერისკაცნი, ჭაბუკნი, ყრმანი, ჩვილნი; ქერაბიმები და სერაფიმები თანაწაუძღვებოდნენ მათ ზეციური სამოთხის სავანისაკენ...ბერმა მითხრა: ყველა ესენი წმინდა ეკლესიისთვის წამებული ქრისტეს მონები არიან...დავეკითხე :მითხარ მამაო, ჩვილნიც? ბერმა მიპასუხა: ეს ყრმანიც ევნენ ქრისტესათვის იროდ მეფისაგან (14 000) და აგრეთვე იმ ჩვილთაც მიიღეს ზეციური მეფისაგან გვირგვინი, რომელნიც დედის საშოშივე მოაკვდინეს და უსახელონი არიან. მე ჯვარი გადავისახე: რამდენად დიდი და საშინელი ცოდვაა დედებისთვის. -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
death |
![]()
პოსტი
#196
|
![]() A P O L O G I S T ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,274 რეგისტრ.: 4-February 07 წევრი № 1,003 ![]() |
რომ იცოდე აღსარება უდიდესი ქრისტიანული საიდუმლოა ეუფ ეს ახალი ამბავი მითხარი ![]() ნუ დავაკნინებთ? შენ "გარკვეული მიზეზების გამო" მოძღვარი არ გყავს, და რომ იცოდე აღსარება უდიდესი ქრისტიანული საიდუმლოა, რომელიც გზას უხსნის ადამიანს სამოთხისკენ, იმედია მიხვდები რაც გითხარი ![]() ![]() ჯვარზე გაკრული ავაზაკი და წმინდა სიდონია მართალია არ მონათლულან მაგრამ მათმა იწამეს ქრისტე(ამით ისინი განათავისუფლდენენ პირველქმნილი ცოდვისგან ჩვილებისგან განსხვავებით) რაც ყველეფერზე მნიშვნელოვანია ქრისტიანისთვის ხოლო ჩვილები არც მონათლულან და სიდონიასა და ავაზაკის მსგავსად არ უწამიათ ქრისტე. არქიმანდრიტი რაფაელი წმინდა მამა არ არის, და უფრო მეტიც, ის დოგმატურ საკითხებში მხილებულია როგორც ერეტიკოსი, ასე რომ მე პირადად მის აზრებს და სწავლებებს არ ვიზიარებ. ![]() გრიგოლ ღვთისმეტყველი, გრიგოილ ნოსელი, აფანესე დიდი და წმ. ნექტარიოს ესენიც ერეტიკოსებია რომ ამბობენ მოუნათლავი ჩვილები ვერ შევლენ სამოთხეშიო? ისე საინტრესოა იქნებ მითხრა ვინ ამხილა არქინადრიტი რაფაელი დაგმატურ საკითხებში ერეტიკოსად? -------------------- ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.
The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს" (გალ 5.1) |
lelenika |
![]()
პოსტი
#197
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 120 რეგისტრ.: 24-January 07 წევრი № 912 ![]() |
არქიმანდრიტი რაფაელი წმინდანად ნამდვილად არავის შეურაცხავს და სართოდაც კანონიზირება წმინდანად გარდაცვალების შემდეგ ხდება..მაგრამ ის არის სრულიად ღირსეული მღვდელმსახური,შესანიშნავი შრომების ავტორი,ვისაც არ წაგიკითხავთ გირჩევთ წაიკითხოთ მისი "საუბრები მართლმადიდებლობაზე",ასე ხელისწამოკვრით ადამიანის ერეტიკოსად წოდება რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია,ასეთი გადაწყვეტილება საეკლესიო კრებას უნდა მიეღო. ასეთი ფაქტი კი ჩვენთვის უცნობია..
|
death |
![]()
პოსტი
#198
|
![]() A P O L O G I S T ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,274 რეგისტრ.: 4-February 07 წევრი № 1,003 ![]() |
სად იშოვე ეს ბროშურა
![]() მართლმადიდებელი ეკლესიის რწმენით მართლმადიდებელ მშობელთა გარდაცვლილი ყრმები, რომელნიც ვერ მიემთხვივნენ წმ. ნათლისღებას, ასევე მკვდრადშობილნიც არ იქნებიან დავიწყებული კაცთმოყვარე ღვთის წინაშე. ეკლესიის ეს რწმენა შეიძლება იმაშიც დავინახოთ, რომ იგი წმინდანთა შორის იხსენიებს 14 ათას ყრმასაც, რომელნიც იროდმა ბეთლებში მოწყვიდა. კითხვაზე, თუ როგორ ვილოცოთ მკვდრადშობილთა და მოუნათლავთა ყრმათათვის ბეთლემის სავანის არქიეპისკოპოსი სტეფანე თაბორელი ამგვარად გვპასუხობს: ნათელღებულნი, თუნდაც ანაზდეული სიკვდილისაგან გარდაცვლილიყვნენ, საუკუნო სიხარულს მიეცემიან ზეცაში, ისევე როგორც არ უნდა უგულებელვყოთ მკვდრადშობილნი ან მოუნათლავად აღსრულებულნი ყრმანი,-ისინი დამნაშავენი არ არიან, რომ ვერ მოინათლნენ, ზეციურ მამას კი სავანე მრავალი აქვს; ასეთ ყრმებს შორის უნდა ვიგულისხმოთ ისეთებიც, რომელნიც ამ სავანეს განისვენებენ თვისთა მართალთა მშობელთა სარწმუნოებისა და ღვთისმოსაობის გამო, თუმცაკი, ჩვენთვის მიუწვდომელი საღმრთო განგების გამო, წმ. ნათლობას ვერ მიემთხვივნენ. ასეთი შეხედულება ჩვენს სარწმუნოებას არ ეწინააღმდეგება, რაზედაც ხორციელის შაბათის სვინანქსარში წმ. მამებიც მოწმობენ. ღვთის მოწყალებას მინდობილ მშობლებს შეუძლიათ სარწმუნოებით ასეთი ყრმებისათვის ლოცვა. რას ნიშნავს მართლმადიდებელ მშობელთა გარდაცვილი ყმები? ვინც აბორტს იკეთებს ის არ შეიძლება ჩაითვალოს მართლმადიდებლად ან კიდევ რა აზრი აქვს აბორტით მკვდარი ბავშვი ვაი მართლმადიდებლის შვილი იყო თუ მუსლიმანის?მაგრამ პრინციპში აქ საერთოდ არ არის ნახსენები აბორტით მკვდარი ჩვილები. ანუ აქ იგულისხმება ის ბავშვები ვისი მშობლებიც მორწმუნე მართლმადიდებლები იყვნენ. აქ სტეფანე ტაბორელი წერს რომელნიც ამ სავანეს განისვენებენ თვისთა მართალთა მშობელთა სარწმუნოებისა და ღვთისმოსაობის გამო - ის გულისხმობს რომ ისინი დაიმკვიდრებენ ცათა სასუფეველს მშობელთა ღვთისმოსაობის და ლოცვოს წყალობით. ხოლო ლოცვის წყალობით გადარჩენილ ადამინათა(და სხვათაშორის ზოგიერთი ისეთიც გადარჩენილა რომელიც არ იყო მართლმადიდებელი) ხვედრი ჩვენ ბევრი ვიცით ასე რომ არც აქ წერია არსად მოუნათლავ ჩვილთა ხვედრზე არაფერი წმ.გრიგოლ ნოსელი წერს: ყრმათა ნაადრევად აღსრულებას იმ აზრამდე არ უნდა მივყავდეთ, რომ ამგვარად გარდაცვლილნი უბედურნი არიან, ან სწორნი იმათი, ვინც სათნოებებით შეძლეს სულის განწმენდა. რამეთუ ღმერთმა თავისი უმჯობესი განგებით წინასწარ აღკვეცა ბოროტების სიმრავლე იმათში, ვინაც ბოროტებაში იცხოვრებდნენ. წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი კი იტყვის: მოუნათლავად აღსრულებული ყრმები სამართლიანი მსაჯულის წინაშე არც განდიდებულნი იქნებიან და არც დასჯილნი, ვინაითგან, მართალია, სულიწმინდის საცხებელით არ არიან აღბეჭდილნი, მაგრამ არც ცუდნი არიან და უფრო მეტად თვითონ ევნოთ, ვიდრე სხვას ავნეს. რამეთუ, ვინც სასჯელს არ იმსახურებს, უკვე პატივის ღირსი როდია; ისევე როგორც, ვინაც პატივს არ იმსახურებს, ერთი მხოლოდ ამის გამო როდი უნდა დაისაჯოს. მოუნათლავად აღსრულებულნი ყრმანი განწირულებად არ უნდა მივიჩნიოთ (თუმცა ესეც უნდა ვუწყოდეთ, რომ ასეთის მშობლები საკუთარი განკითხვის ჟამს პასუხს მისცემენ ღმერთს, უკუეთუ მათი დაუდევრობით დარჩა ბავშვი მოუნათლავი). უნდა ვუწყოდეთ,-ამბობენ საღვთისმსახურო წიგნები, რომ მოუნათლავი ყრმებიც არ წარიგზავნებიან გეენაში (ხორციელის შაბათის სვინაქსარი). წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი წერს: "ზოგიერთებს არც კი აქვთ მიიღონ ნიჭი სულიწმინდისა (ანუ მადლი ნათლისღებისა) ან მცირეწლოვანების, ან სხვა რამ მიზეზის, მათგან დამოუკიდებელი ვითარებისა გამო". წმ. ეფრემ ასური გვასწავლის: "ვინც დედის წიაღში აღესრულა და ფეხი არ შეუდგამს ამ ცხოვრებაში, მას სამართლიანი მსაჯული ასაკოვანს გახდის იმავ წამს, რაჟამს მკვდრეთით აღადგენს შესვენებულებს. ჩვილი, რომლის დედაც მასთან ერთად აღესრულა ვიდრე იგი ჯერ დედის წიაღში იყო, აღდგომის ჟამს წარმოსდგება როგორც სრული კაცი და შეიცნობს თავის დედას, ხოლო დედა საკუთარ შვილს. ვერ იხილეს რა ერთმანეთი ამ ცხოვრებაში, შეხვდებიან იქ...თანასწორთ აღადგენს შემოქმედი ადამის ძეთ; როგორც თანასწორნი შექმნა ისინი, ასევე თანასწორთ აღადგენს მკვდრეთით. აღდგომისას არ იქნება არც დიდი, არც პატარა და უჟამოთ შობილი. აღსდგება ისეთად, როგორადაც სრულასაკოვანი. მხოლოდ საქმითა და ცხოვრების წესით იქნებიან იქ მაღალნი და დიდებულნი; და ერთნი მიემსგავსებიან ნათელს, ხოლო მეორენი წყვდიადს". აქ არსად წერია რომ ისინი სამოთხეში მოხვდებიან "რომელნიც ამ სავანეს განისვენებენ თვისთა მართალთა მშობელთა სარწმუნოებისა და ღვთისმოსაობის გამო" წმინდა მართალი იოანე კრონშტადტელის ხილვა ...ამის შემდეგ ბერმა მიმითითა: შეხედე! და აი ვხედავ...საკვირველ ჩვენებას:ანგელოზები გალობენ "წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ" და უამრავი ხალხი ანთებული სანთლებითა და გახარებული, გაბრწყინვებული სახეებით: აქ იყვნენ მეფეები, პატრიარქები...იღუმენები...მღვდლები..ერისკაცნი, ჭაბუკნი, ყრმანი, ჩვილნი; ქერაბიმები და სერაფიმები თანაწაუძღვებოდნენ მათ ზეციური სამოთხის სავანისაკენ...ბერმა მითხრა: ყველა ესენი წმინდა ეკლესიისთვის წამებული ქრისტეს მონები არიან...დავეკითხე :მითხარ მამაო, ჩვილნიც? ბერმა მიპასუხა: ეს ყრმანიც ევნენ ქრისტესათვის იროდ მეფისაგან (14 000) და აგრეთვე იმ ჩვილთაც მიიღეს ზეციური მეფისაგან გვირგვინი, რომელნიც დედის საშოშივე მოაკვდინეს და უსახელონი არიან. მე ჯვარი გადავისახე: რამდენად დიდი და საშინელი ცოდვაა დედებისთვის. ისე საინტრესოა რომელ ხილვაზეა ლაპარაკი? მემგონი აქ იოანე კრონშტადტელის თავის ხილვაში იმას გულისხმობს რომ მეორედ მოსვლის დროს ისინი ზეცაში ამაღლდებიან და არა მათი პირდაპირ სამოთხეში მოხვედრაზე რაც შეეხება მათ არ ცხონებას სხვათაშორის ამავე ფორუმში იყო მოყვანილი წმ. ნექტარიოს პენტაპოლელის: "პირველმამისეული ცოდვა ადამიანს უღირსს ხდის ღმრთეებასთან კვლავ ზიარებისა, თანად რომ ადამიანი არ დაითმენდეს სასჯელს თავის ცოდვათა გამო. ამიტომ ის ჩვილებიც, რომლებიც წმ. ნათლისღების გარეშე მოკვდნენ, ჩვენი მამების (გრიგოლ ღმრთისმეტყველის და გრიგოლ ნოსელის) მართებული თვალსაზრისის თანახმად უღირსნი არიან ღმრთის ზიარებისა, თუმცა არა დასჯისა და ტანჯვის ღირსი". და მაკარი დიდის ციტატები: Зачавшая во чреве жена внутри себя носит младенца своего во тьме, так сказать, и в нечистом месте. И если случится, наконец, младенцу выйти из чрева в надлежащее время; видит она для неба, земли и солнца новую тварь, какой никогда не видала; и тотчас друзья и родные с веселым лицом берут младенца в объятия. А если от какого-либо беспорядка случится младенцу умереть во чреве; то необходимо уже определенным на то врачам прибегнуть к острым орудиям; — и тогда младенец переходит от смерти к смерти, из тьмы во тьму. -------------------- ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.
The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს" (გალ 5.1) |
KAIROS |
![]()
პოსტი
#199
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ტექნიკური მიზეზების გამო, უკვე დიდი დაწერილი პოსტი წაიშალა
![]() ამიტომ შემოკლებით ვიზიარებ იმას, რაც დავწერე ეს კამათი გუჯასა და სიკვდილას შორის თავიდანვე განწირულია დახურვისათვის, როგორც ამ კამათზე უფრო მაღალი დონის კამათი სოტირისს და კანუდოსელს შორის, თუკი ნელნელა, და წყნარად არ მივყვებით საკითხებს! კარელინს ნუ მოიყვანთ აქ, ეგ არქიმანდრიტი არის ყველაფერი ამ კამათის სულისჩამდგმელი და არ გინდათ ახლა აქ მისი მოყვანა, ცდება და ხომ შეიძლება შეცდეს? შევეცადოთ, ჩვენი აზრები თანამედროვე მამებით კი არა წმინდა მამების აზრებით გავამყაროთ, თან იმ აზრებით, რომლებიც თავისმხრივ არ ეწინააღმდეგება ქრისტიანულ სწავლებას ( შეგახსენებთ, რომ ხანდახან შეიძლება, ზოგი მამის, თუნდაც წმინდანის, აზრი მიუღებელი იყოს, მას ავთენტიკურ, ანუ კერძო აზრს უწოდებენ) ახლა სიკვდილას დიდ შეცდომებზე გავამახვილოთ ყურადღება, წინამდებარე პოსტში ჩვენმა სიკვდილამ ისევ გაიმეორა ის შეცდომები, რომლებიც უკვე დოგმატიკის ჩარჩოებში არანაერად არ ჯდება 1) ციტატა მათმა იწამეს ქრისტე, ამით ისინი განათავისუფლდენენ პირველქმნილი ცოდვისგან ჩვილებისგან განსხვავებით ჯერ ერთი "მათ" და არა "მათმა " ( ![]() წაიკითხე კატეხიზმო http://orthodoxy.wanex.net/gvtismetkveleba...zanski/17.htm#4 2) ციტატა მართალია არ მონათლულან მაგრამ მათმა იწამეს ქრისტე სიკვდილა, ე.ი. შეიძლება საიდუმლო რაიმემ შეცვალოს? ვიღაცამ ადრე მახსოვს დაწერა, საიდუმლოს ნუ ამცირებო, მაშ ეგ რა არის? ეგ იდეა სად ამოიკითხე, რომ რწმენა ცვლის ნათლისღებასო? ახლა კი დამიჯერეთ, თუ გინდათ, რომ ამ თემას დახურვა აცდეს, მაშინ ნელენლა დავალაგოთ და გავშალოთ თემა, ჯერ მოვიყვანოთ მამები, ორივე მხარიდან, ისინი ვინც წარწყმედის თეორიას ემხრობა, ან ასე სჩანს მისი რომელიმე ციტატიდან, და პირიქით მათ გადარჩენას უჭერს მხარს, ან ასე სჩანს მისი რომელიმე ციტატიდან. დავიწყოთ "უჩწთ" ( უნათლავი ჩვილების წარწყმედის თეორია) მომხრე ციტატებით: 1) მაკარი დიდი ციტატა А если от какого-либо беспорядка случится младенцу умереть во чреве; ... и тогда младенец переходит от смерти к смерти, из тьмы во тьму. მაშ ასე, საინტერესოა, ამ "უკუნში" მაკარი დიდი "ჯოჯოხეთს" გულისხმობს? მაშინ ლოგიკურად იქვე ნახსენები "ნათელი" სამოთხე უნდა იყოს, მაგრამ ასე არაა :" ციტატა видит она для неба, земли и солнца новую тварь ე.ი. აქ მატერიალურ სინათლეზეა საუბარი, რასაც მივყავართ იმისაკენ, რომ ის "უკუნიც" მატერიალურ სიბნელეზე, "ბნელი მუცლიდან " "ბნელ საფლავში" გადასვლა ვიგულისხმოთ და არა წარწყმედა... შეიძლება ისევ კამათი... 2) წმ. ნექტარიოს პენტაპოლელი ციტატა "პირველმამისეული ცოდვა ადამიანს უღირსს ხდის ღმრთეებასთან კვლავ ზიარებისა, თანად რომ ადამიანი არ დაითმენდეს სასჯელს თავის ცოდვათა გამო. ამიტომ ის ჩვილებიც, რომლებიც წმ. ნათლისღების გარეშე მოკვდნენ, ჩვენი მამების (გრიგოლ ღმრთისმეტყველის და გრიგოლ ნოსელის) მართებული თვალსაზრისის თანახმად უღირსნი არიან ღმრთის ზიარებისა, თუმცა არა დასჯისა და ტანჯვის ღირსი". ჯერ აუცილებელია, რომ იქნეს მინიშნებული ნაშრიმი, გვერდი, გამოცემა...! შემდეგ აშკარად ბუნდოვანია ეს ციტატა, თავიდან თითქოს სჩანს, რომ "პირველმამისეული" ან "პირველქმნილი" ცოდვის გამო, შეიძლება ადამიანი წარწყმდეს, რაც როგორც ზემოთ დავწერე არაა ქრისტიანული სწავლება, მაგრამ იქვე საკითხს ნათელი ეფინება, ციტატა სასჯელს თავის ცოდვათა გამო აქ გასაგებია, დაზიანებული ბუნების გამო თვით ადამიანის მიერ ჩადენილ ცოდვებზეა საუბარი, აქ ჩვილები კი არაფერ შუაშია, ისინი უცოდველები არიან!მაგრამ საკითხი ისევ რთულდება, რადგან რატომღაც მაინც ჩვილებს უკავშირებს ადამის ცოდვას, და აქ წერია საოცარი რამ, რაც როგორც "ჯოჯოხეთი ნუგეშში" დავწერე, არაა მართლმადიდებლური სწავლება ჯოჯოხეთზე: ციტატა თანახმად უღირსნი არიან ღმრთის ზიარებისა, თუმცა არა დასჯისა და ტანჯვის ღირსი მოკლედ გეტყვით ხალხო, არ არსებობს არტანჯვა სამოთხის გარეშე, და არ არსებობს სამოთხე ღმერთთან ზიარების ( განღმრთობის ) გარეშე ! ეს არის დ ო გ მ ა ტ ი ! ჯერ ამ ორ ციტატას შევუპირისპიროთ, სხვა ორი ციტატა, რომელიც "უჩწთ" -ს უარყოფს, ყველა ეს ციტატები, ჩვენი მეგობრის, კანუდოსელის მიერაა შეკრებილი აქ სხვადასხვა ადგილას გაფანტული, მადლობა მას! 1) წმ. თეოფანე დაყუდებული: А дети – все ангелы Божии суть. – Не крещеных, как и всех вне веры сущих, надо предоставлять Божию милосердию. Они не пасынки и не падчерицы Богу. Потому Он знает, что и как в отношении к ним учредить. Путей Божиих бездна (Письмо 139. Творения иже во святых отца нашего Феофана Затворника. Собрание писем. Выпуск I и II. Издание Свято-Успенского Псково-Печерского монастыря и издательства “Паломник”, 1994. С. 155) კანუდოსელი იქვე განმარტავს "აქ კი წმინდანი ამბობს, რომ ბავშვები ყველანი ღვთის ანგელოზები არიანო, მონათლულნი და უნათლავნიც და რომ ისინი უნდა მივანდოთ ღმერთის წყალობასო...უფლის გზანი უამრავი არისო..." 2) წმ. ეფრემ ასური: Хвала Тебе, Боже наш, из уст грудных младенцев и детей, которые, как чистые агнцы в Эдеме, упитываются в Царстве! По сказанному Духом Святым (Иезек. 34, 14), пасутся они среди дерев, и Архангел Гавриил – пастырь сих стад. Выше и прекраснее степень их, нежели девственников и святых; они – чада Божии, питомцы Духа Святого. Они – сообщники горних, друзья сынов света, обитатели чистой земли, далекие от земли проклятий. В тот день, когда услышат они глас Сына Божия, возрадуются и возвеселятся кости их, преклонит главу свою свобода, которая не успела еще возмутить дух их. Кратки были дни их на земле; но блюдется жизнь им в Эдеме; и родителям их всего желательнее приблизиться к их обителям. (Надгробные песнопения, 44 (Блаженство умерших в младенчестве). Цит. по: Святой Ефрем Сирин. Творения. Т. 4. Издательство “Отчий дом”, 1995. С. 460-461) ისევ კანუდოსელი: "აქ წერია, რომ ჩვილებიც ცხონდებიან, ...პოეტურად წერს ეფრემ ასური, რომ მცირე იყო მათი დღენი დედამიწაზე, მაგრამ გაგრძელდება ედემშიო" მაშ ასე გაგრძელდეს, მოვრჩეთ ამ ერთმანეთის სიტყვებზე გამოკიდებას! იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
ზებედე |
![]()
პოსტი
#200
|
![]() ზეციკეთი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 ![]() |
სად იშოვე ეს ბროშურა ![]() შენს პოსტებში "სოტირისის სუნი მცემს" მაგრამ ამას არანაირი აზრი და მნიშვნელობა არ აქვს ![]() რას ნიშნავს მართლმადიდებელ მშობელთა გარდაცვილი ყმები? ვინც აბორტს იკეთებს ის არ შეიძლება ჩაითვალოს მართლმადიდებლად ან კიდევ რა აზრი აქვს აბორტით მკვდარი ბავშვი ვაი მართლმადიდებლის შვილი იყო თუ მუსლიმანის?მაგრამ პრინციპში აქ საერთოდ არ არის ნახსენები აბორტით მკვდარი ჩვილები. ანუ აქ იგულისხმება ის ბავშვები ვისი მშობლებიც მორწმუნე მართლმადიდებლები იყვნენ. კარგად წაიკითხე და მიხვდები. აქ სტეფანე ტაბორელი წერს რომელნიც ამ სავანეს განისვენებენ თვისთა მართალთა მშობელთა სარწმუნოებისა და ღვთისმოსაობის გამო - ის გულისხმობს რომ ისინი დაიმკვიდრებენ ცათა სასუფეველს მშობელთა ღვთისმოსაობის და ლოცვოს წყალობით. მეგობარო ბევრი მართალი და ღვთისმოსავი მშობელი ვიცი, ვისაც მუცელი მოწყვეტიათ, ასევე ვიცი ისეთი მშობლები რომლებიც ჩვილს დაიბადებოდა თუ არა აუცილებლად მონათლავდნენ, ანუ ცხონებისთვის "გაამზადებდნენ", მაგრამ მუცელი მოსწყვეტია დედას...რა ხდება ხომ ვერ მეტყვი? აქ არსად წერია რომ ისინი სამოთხეში მოხვდებიან არც ის წერია ჯოჯოხეთში თუ მოხვდებიან. ისე საინტრესოა რომელ ხილვაზეა ლაპარაკი? მემგონი აქ იოანე კრონშტადტელის თავის ხილვაში იმას გულისხმობს რომ მეორედ მოსვლის დროს ისინი ზეცაში ამაღლდებიან და არა მათი პირდაპირ სამოთხეში მოხვედრაზე ეს არ უწერია იოანე კრონშტადტელს, და რა გგონია მეორედ მოსვლამდე სად არიან? რაც შეეხება მათ არ ცხონებას სხვათაშორის ამავე ფორუმში იყო მოყვანილი წმ. ნექტარიოს პენტაპოლელის: "პირველმამისეული ცოდვა ადამიანს უღირსს ხდის ღმრთეებასთან კვლავ ზიარებისა, თანად რომ ადამიანი არ დაითმენდეს სასჯელს თავის ცოდვათა გამო. ამიტომ ის ჩვილებიც, რომლებიც წმ. ნათლისღების გარეშე მოკვდნენ, ჩვენი მამების (გრიგოლ ღმრთისმეტყველის და გრიგოლ ნოსელის) მართებული თვალსაზრისის თანახმად უღირსნი არიან ღმრთის ზიარებისა, თუმცა არა დასჯისა და ტანჯვის ღირსი". ისინი ამბობენ რომ უღირსნი არიან, მაგრამ უფალი ვის გახდის ღირსს და რატომ ეს ჩვენთვისაც და მათთვისაც უცნობია, და ამიტომაც ამბობენ რომ არა დასჯის და ტანჯვის ღირსი, და როგორც ვიცით ჯოჯოხეთი არის "დასჯის" და "ტანჯვის" ადგილი, და ვისაც ჯოჯოხეთი "დაუტანჯველ" და "დაუსჯელ" ადგილებად წარმოუდგენია მისი საქმე არც ისე კარგადაა ![]() -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 05:06 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი