![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
death |
![]()
პოსტი
#241
|
![]() A P O L O G I S T ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,274 რეგისტრ.: 4-February 07 წევრი № 1,003 ![]() |
ჰო და ნუ უშვებ ჯოჯოხეთში, ჯოჯოხეთი სავსეა ეშმაკებით! მართალია მაგრამ არიან ისეთებიც (ჩვილთა მსგავსად) რომელეთაც არაფერი საერთო არა აქვთ ეშმაკებთან და არ არინ წვაში ან სხვა მსგავს ტანჯვაში მაგრამ იმყოფებიან ამ "ბნელეთში" სამოთხისგან შორს უფალი მოწყალეა... სრული ჭეშმარიტებაა ![]() -------------------- ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.
The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს" (გალ 5.1) |
ზებედე |
![]()
პოსტი
#242
|
![]() ზეციკეთი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 ![]() |
მართალია მაგრამ არიან ისეთებიც (ჩვილთა მსგავსად) რომელეთაც არაფერი საერთო არა აქვთ ეშმაკებთან და არ არინ წვაში ან სხვა მსგავს ტანჯვაში მაგრამ იმყოფებიან ამ "ბნელეთში" სამოთხისგან შორს აჰა, აი ზუსტად იმ საკითხთან მივედით რომელიც გავხსენი ღვთისმეტყველების თემაში აქ შემო http://church.ge/index.php?showtopic=889&st=0 და აქ გავაგრძელოთ ეგ. კიდევ შეგახსენებ წმ. მამების სწავლებას უნათლავ ჩვილებზე რომ არც დასჯის და ტანჯვის ღირსები არ არიანო, და იმ თემაში ვისაუბროთ! სრული ჭეშმარიტებაა ![]() სრული ჭეშმარიტება ისაა რომ შენ ეს საერთოდ არ გესმის და არც იცი ![]() -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
ლილიანა |
![]()
პოსტი
#243
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 ![]() |
გუჯა
გუჯა ეს თემა რო არის იყოს შენ არსებობას აზრი ექნებოდა ? ![]() ![]() -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
KAIROS |
![]()
პოსტი
#244
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა გუჯა გუჯა ეს თემა რო არის იყოს შენ არსებობას აზრი ექნებოდა ![]() ![]() სიკვდილა, არ მორჩი შენ ისევ ხომ ჯოჯოხეთის და ბნელეთის ვიზების გაცემას? დახურეთ ეს თემა, უაზრობად იქცევა უკვე! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
ზებედე |
![]()
პოსტი
#245
|
![]() ზეციკეთი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 ![]() |
გუჯა გუჯა ეს თემა რო არის იყოს შენ არსებობას აზრი ექნებოდა ? : ![]() ![]() მოგაბეზრეთ უკვე თავი? ![]() დახურეთ ეს თემა, უაზრობად იქცევა უკვე! არ დახუროთ რა. -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
givilo |
![]()
პოსტი
#246
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 10 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,220 ![]() |
ვერაფერი გამიგია რას ნიშნავს არც დასჯის და არც წამების ღირსები არ არიან ჩვილებიო, ასეთი ნეიტრალიტეტი რომ შეინარჩუნო ყველაფერში ცოცხალმკვდარი იქნები და ვფიქრობ ღმერთშიც ყველაფერი მარტივადაა ან ისჯები ან არა, თუ არც ერთია და არც მეორე მაშინ რაგაც შუალედური გამოდის რასაც განსაწმენდელს ედზახიან მგონი, ასეა თუ მეშლება რამე ?
|
death |
![]()
პოსტი
#247
|
![]() A P O L O G I S T ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,274 რეგისტრ.: 4-February 07 წევრი № 1,003 ![]() |
ვერაფერი გამიგია რას ნიშნავს არც დასჯის და არც წამების ღირსები არ არიან ჩვილებიო, ასეთი ნეიტრალიტეტი რომ შეინარჩუნო ყველაფერში ცოცხალმკვდარი იქნები და ვფიქრობ ღმერთშიც ყველაფერი მარტივადაა ან ისჯები ან არა, თუ არც ერთია და არც მეორე მაშინ რაგაც შუალედური გამოდის რასაც განსაწმენდელს ედზახიან მგონი, ასეა თუ მეშლება რამე ? ეგ არავის უთქვია. შენ ალბათ წინა პოსტები არ წაგიკითხია. მოკლედ გეტყვი იქ სადაც ღმერთი არაა ტანჯვაა -------------------- ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.
The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს" (გალ 5.1) |
KAIROS |
![]()
პოსტი
#248
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა არ დახუროთ რა. ხო კაი კაი ![]() ციტატა მოგაბეზრეთ უკვე თავი? ვხუმრობთ კაცო, რა იყო ![]() სიკვდილა, მოდი გუჯას გავახარებ და შეგეკამათები ![]() ციტატა მოკლედ გეტყვი იქ სადაც ღმერთი არაა ტანჯვაა არსით ღმერთი ყველგანაა, ტანჯვაა იქ სადაც არ არიან ღმერთთან, ანუ ჯოჯოხეთში, ჩვილები ან უნდა იტანჯებოდნენ ან უნდა ნეტარებდნენ, შუა და "ნე რიბა ნე მიასო" არ ვიცი მე ღვთისმეტყველებაში ![]() -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
death |
![]()
პოსტი
#249
|
![]() A P O L O G I S T ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,274 რეგისტრ.: 4-February 07 წევრი № 1,003 ![]() |
არსით ღმერთი ყველგანაა, ტანჯვაა იქ სადაც არ არიან ღმერთთან, ანუ ჯოჯოხეთში მართალი ხარ მეც ეგ ვიგულისხმე. არასწორად დავწერე ![]() -------------------- ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.
The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს" (გალ 5.1) |
KAIROS |
![]()
პოსტი
#250
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა ან უნდა იტანჯებოდნენ ან უნდა ნეტარებდნენ ჰო, ამაზე ოქროპირი ნახეთ, რა კარგად ამბობს: думаю, должно скорбеть не столько от геенских мучений, сколько о лишении небесных благ " ე.ი. სამოთხისეული ღვთის მადლის მოკლება უფრო დიდი სატანჯველია ვიდრე თავად ჯოჯოხეთის წამებანიო, და ახლა რას ვიტყვით, ჩვილებს თუკი მცირე სატანჯველს ავაცილებთ და ჯოჯოხეთურ ტანჯვათ არ განვუკუთნებთ, მაშინ უფრო დიდი ხომ მაინც რჩება? ![]() რა კაცი იყო, მართლაც ოქროს პირი! 12. Многие безрассудные желали бы только избавиться от геенны, но я считаю гораздо тягчайшим геенны наказанием - не быть в той славе; и тому, кто лишился ее, думаю, должно скорбеть не столько от геенских мучений, сколько о лишении небесных благ: ибо это одно есть тягчайшее из всех наказаний. Ныне мы часто, видя царя с множеством копьеносцев входящим в царские чертоги, почитаем счастливыми приближенным к нему и участвующих с ним в разговоре, совете и прочей чести; даже обладая множеством благ, называем себя несчастными и нисколько не ценим этих благ, взирая на славу окружающих царя, хотя и знаем, что этот блеск обманчив и ненадежен по причине войн, по причине козней и по причине зависти, и помимо всего этого сам по себе не стоит никакого внимания. А в отношении к Царю всего, который обладает не частью земли, но всем кругом земли, или, лучше сказать, всю ее объемлет дланью и небеса измеряет пядью, носит все глаголом силы Своей, пред Которым все народы, как ничто, и как "плюновение" (Ис.40:15), - в отношении к этому Царю ужели мы не почтем крайним наказанием не быть включенными в тот лик, который около Него, и рады будем, если только избавимся от геенны? Что может быть жальче такой души? Этот Царь, не в запряжке белых мулов, не на золотой колеснице, не в порфире и диадеме, - не так грядет судить землю, но как? Послушай пророков, взывающих и говорящих об этом, как людям возможно сказать. Один говорит: "грядет Бог наш, и не в безмолвии: пред Ним огонь поядающий, и вокруг Его сильная буря. Он призывает свыше небо и землю, судить народ Свой" (Пс.49:3,4). А Исаия присовокупляет и самое наказание нам в следующих словах: "Вот, приходит день Господа лютый, с гневом и пылающею яростью, чтобы сделать землю пустынею и истребить с нее грешников ее. Звезды небесные и светила не дают от себя света; солнце меркнет при восходе своем, и луна не сияет светом своим. Я накажу мир за зло, и нечестивых - за беззакония их, и положу конец высокоумию гордых, и уничижу надменность притеснителей; сделаю то, что люди будут дороже чистого золота, и мужи - дороже золота Офирского. Для сего потрясу небо, и земля сдвинется с места своего от ярости Господа Саваофа, в день пылающего гнева Его" (Ис.13:9-13). И еще, "окна", говорит, "с [небесной] высоты растворятся, и основания земли потрясутся. Земля сокрушается, земля распадается, земля сильно потрясена; шатается земля, как пьяный, и качается, как колыбель, и беззаконие ее тяготеет на ней; она упадет, и уже не встанет. И будет в тот день: посетит Господь воинство выспреннее на высоте и царей земных на земле. И будут собраны вместе, как узники, в ров, и будут заключены в темницу" (Ис.24:18-22). И Малахия согласно с этим говорит: "идет Господь Саваоф. И кто выдержит день пришествия Его, и кто устоит, когда Он явится? Ибо Он - как огонь расплавляющий и как щелок очищающий, и сядет переплавлять и очищать как золото и как серебро" (Мал.3:2,3). И еще: "вот", говорит, "придет день, пылающий как печь; тогда все надменные и поступающие нечестиво будут как солома, и попалит их грядущий день, говорит Господь Саваоф, так что не оставит у них ни корня, ни ветвей" (Мал.4:1). А муж желаний говорит: "Видел я, наконец, что поставлены были престолы, и воссел Ветхий днями; одеяние на Нем было бело, как снег, и волосы главы Его - как чистая волна; престол Его - как пламя огня, колеса Его - пылающий огонь. Огненная река выходила и проходила пред Ним; тысячи тысяч служили Ему и тьмы тем предстояли пред Ним; судьи сели, и раскрылись книги" (Дан.7:9,10). Потом немного ниже, "видел", говорит, "в ночных видениях, вот, с облаками небесными шел как бы Сын человеческий, дошел до Ветхого днями и подведен был к Нему. И Ему дана власть, слава и царство, чтобы все народы, племена и языки служили Ему; владычество Его - владычество вечное, которое не прейдет, и царство Его не разрушится. Вострепетал дух мой во мне, Данииле, в теле моем, и видения головы моей смутили меня" (Дан.7:13-15). Тогда разверзнутся все врата сводов небесных, а лучше сказать, и самое небо истребится. "Небеса свернутся", говорит (пророк), "как свиток книжный" (Ис.34:4), свертываясь как бы кожа и покров какой-либо палатки, чтобы измениться в лучшее. Тогда все исполнится изумления, ужаса и трепета; тогда и самих ангелов обымет великий страх, и не только ангелов, но и архангелов, и престолы и господства, и начала, и власти: "и поколеблются", говорит (Господь), "силы небесные" (Матф.24:29), потому что от сослужителей их потребуется отчет в здешней жизни. Если тогда, когда один какой город бывает судим земными правителями, трепещут все, даже и находящиеся вне опасности: то, когда вся вселенная будет судима таким Судиею, который не нуждается ни в свидетелях, ни в обличителях, но и без них всех обнаружит и дела, и слова, и мысли, и все как на картине покажет и самим грешникам, и не знающим, - возможно ли, чтобы тогда не потряслась и не поколебалась всякая сила? Поистине, если бы и река огненная не текла и страшные ангелы не предстояли, а только бы из собранных людей одни получали похвалу и прославление, а другие были отгоняемы с бесчестием, чтобы не зреть славы Божией - ибо "нечестивый", говорит (пророк), "не будет взирать на величие Господа" (Ис.26:10), - и это было бы единственным наказанием, то лишение таких благ не мучительнее ли всякой геенны терзало бы души отверженные? Как велико это бедствие, ныне невозможно изобразить словом, а тогда мы ясно узнаем на деле. Но присоедини теперь и то еще наказание, - как люди не только терзаются стыдом, без прикрытия и с поникшим долу лицом, но и влекутся по пути, ведущему в огонь, как они приближаются к самым местам мучений и предаются свирепым силам, и терпят это в то время, когда все, делавшие доброе и достойное вечной жизни, увенчиваются, прославляются и поставляются пред престолом Царя. -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
ზებედე |
![]()
პოსტი
#251
|
![]() ზეციკეთი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 ![]() |
http://www.orthodoxy.ge/tserilebi/siskhli_gagadebs.htm
სისხლი ღაღადებს (არქიმანდრიტ რაფაელის წერილების მიხედვით) განსხვავებული ხასიათები აქვთ ადამიანებს, სხვადასხვანაირი გემოვნება, მოთხოვნილებები და შეხედულებები, მაგრამ ერთს ყველა დაეძებს, ერთი - სიყვარული ყველას აკლია, ყველას სჭირდება, მკვლელსაც კი. უცნაური გრძნობაა სიყვარული, საოცრად ათბობს სულს. ღმრთაებრივი სიყვარულის ჩრდილი და ანარეკლი, თუ შეიძლება ითქვას, ქრისტიანულ, სახარებისეულ პრინციპებზე აგებულ ოჯახში იბადება და ღვივდება. ასეთ კერას ცოლ-ქმრის სიყვარული ათბობს, მათ სიყვარულს კი, თავის მხრივ, ცოცხალი ღვთის რწმენა ედება ქვაკუთხედად; ამგვარი ოჯახები ერთგვარ ოაზისებსაც კი წააგავს იმ მკვდარ უდაბნოში, რომელსაც ცივილიზაციის გვალვამ გადაუარა და თუ ეკლესია ცეცხლის სვეტია, ოჯახი პატარა სანთელია, იმ დიდი ცეცხლიდან ანთებული. წმიდა მოციქულმა პავლემ ოჯახს სახლის ეკლესია უწოდა. ოჯახი არის პირველი სკოლა ქრისტიანი ბავშვებისათვის. სატანა ეკლესიის დანგრევის ცდაშია: იგი მას გარედანაც ებრძვის და შიგნიდანაც. ეშმაკი ქრისტიანების ოჯახებსაც ეომება, ცდილობს მას მასაზრდოებელი სული, სიყვარული, სითბო-სიმყუდროვე ამოართვას და მოშალოს. სამწუხაროდ, ხშირად, ადამის მოდგმის გასამრავლებლად ნაკურთხ ოჯახებში სულ ადვილად ინერგება სატანისეული მეთოდი: „შინაური“ პრობლემების, ე.წ. „შობადობის სარეგულირებლად“ აუცილებელი ხდება ჩვილთა, უმწეო არსებათა რეგულარული კვლა... ასეთ კერიას, ცხადია, არაფერი აქვს საერთო იმ ოჯახებთან, პავლე მოციქულმა სახლის ეკლესია რომ უწოდა. ჩვილების კვლასთან ერთად ცოლ-ქმრული სიყვარულიც კვდება, ორად იპობა ერთობა და იწყება მათი ზნეობრივი დაცემა, იზრდება თითოეულის ეგოიზმი. მათი ურთიერთობა იქცევა ხოლმე ავხორცობად და შიშველ სექსად. არც ერთი, არც მეორე სითბოს, სიყვარულსა და სიხარულს არ იძლევა - მკვლელებს არ ძალუძთ ერთმანეთის სიყვარული. შეიძლება გიყვარდეთ თქვენი შვილების მკვლელი? სისხლი შლის და ანგრევს ყველანაირ კეთილგანწყობას, აშორებს ადამიანებს ერთმანეთს. ამიტომ არის ასე „სიმეტრიულად“ შეფარდებული აბორტებისა და განქორწინებების რიცხვი. მეცნიერებამ უკვე აღიარა ის ფაქტი, რომ შვილებს დედ-მამის არა მარტო ფიზიკური, არამედ სულიერი განწყობილებებიც კი გადაეცემათ და როცა მშობელი კლავს თავის „რომელიღაც“ შვილს, „გაუგებრად“ ცოცხლად დარჩენილს გენეტიკურ ფონდში მკვლელის განწყობას გადასცემს, რომელიც უსათუოდ გატანჯავს ბავშვის ფსიქიკას. ადრე თუ გვიან, ცნობიერად, თუ გაუცნობიერებლად, შვილები უსათუოდ აღმოაჩენენ მკვლელის პოტენციალს თავის თავში და საკუთარი და-ძმების რეალურ მკვლელს მშობლების სახით, რომელთა ულმობელობასაც თავად მათი სიცოცხლე „გაუგებრად“ გადარჩა. იქნებ აქაა ს???ა მშობლებს შორის არსებული მწვავე წინააღმდეგობების, აუხსნელი უნდობლობის, უპატივცემულობისა და ნაკლული სიყვარულის მიზეზი, ჩვენი გაუკუღმართებუილ ურთიერთობების ძირი. იმასაც არ ვნაღვლობთ, დედის წიაღში მოკლული არსების განადგურება რომ ნათლობის მადლით განუბანელი სულის მკვლელობაა: ასეთი სული ბრმასავით გადადის მარადიულობაში და თან წინაპართა ცოდვების ბეჭედი მიაქვს. ბევრი ქარ-ცეცხლი დატრიალებულა ქართულ მიწაზე, მაგრამ იმ შავ დღეებს, თემურ-ლენგმა რომ გაუთენა ერს, ცოტა რამ თუ გაუტლოდება საქართველოს ისტორიაში. შვიდჯერ დალაშქრა მან ქართლ-კახეთი, ცეცხლის ქარბუქი დააყენა ქართულ მიწაზე. გადმოცემაც კი არსებობს საქართველოში თემურ-ლენგის შესახებ: თითქოს მგლის ღრჯოლებითა ჭაღარა თმით დაბადებულა, სისხლს ადენდა დედამისს მკერდიდან, კამეჩის რძეს სვამდა. გახსოვთ, ალბათ, სვიმონ მეფეზე განრისხებულმა თემურ-ლენგმა რა ჩაიდინა თბილისში: ყველა ასაკის ბავშვი ერთად მოაგროვა, ძნის კონებივით შეაკვრევინა, ქვებითა და კეტებით დააჩეჩქვინა თავის ჯალათებს პატარები, სისხლის მდინარეები ადინა... იქვე გვერდზე კარავი გააშლევინა და თავის რჩეულებთან ერთად ლხინი გამართა. იმ ადგილას, სადაც ეს საშინელება მოხდა, ქედისუბნის ეკლესია ააგეს. შემდეგ ეს ეკლესია მიწაში ჩამარხეს და ზემოდან კინოთეატრი „რუსთაველი“ დაადგეს (!). მაგრამ ყველაზე საშინელი მაინც ისაა, რომ თემურ-ლენგის საქმე დღესაც არ ჩაბარებია ისტორიას, არ დამთავრებულა. მის „წამოწყებას“ ქართველმა დედებმა მისცეს მხარი და განუკითხავად იღვრება უმწეო არსებების სისხლი. ამ „პარალელსა“ თუ შედარებას ნუ მიიღებთ შთაბეჭდილების გასაძლიერებლად შექმნილ ხელოვნურ პასაჟად, აქ არაფერია ჰიპერბოლიზებული, რაც სინამდვილეში ხდება, ის მართლაც მეტია ნათქვამზე; ან კი რა უნდა თქვა მეტი: გრძელდება ჩვილების მეთოდური კვლა, მიმდინარეობს ნამდვილი გენოციდი „ოჯახის დაგეგმარებისათვის“, გრძელდება ომი მშობლებსა და შვილებს შორის იმ სასაკლაოზე, რომელიც დღეს ჩვილთა სისხლით ირწყვება და რომელსაც დღემდე არ ჰქვია თავისი ნამდვილი სახელი. ამ ბოროტმოქმედებას რაღაც ბუნდოვანი, უნამუსოდ შენიღბული ტერმინი - აბორტი მოუძებნეს. ეს სიტყვა კი თავისი შინაარსით ჩვილის მკვლელობაა, ეგოიზმის ნაცარტუტა, სისასტიკე, სიმხდალე, თვალთმაქცობა გახლავთ. ხოლო იმ სამშობიარო სახლებში, რომლებიც ახალშობილთა ხმებითა და მელოგინე დედების სიხარულით უნდა იყოს სავსე, საგანგებო ოთახებია გამოყოფილი უმწეო არსებების, ბავშვების პროფესიონალური კვლევისა და განადგურებისათვის. სამშობიაროში ამ ოთახებს შავ დაფებზე აწერია: „სააბორტო“. და ეს ამბავი ჩვეულებრივია, რადგან ჩვენი, „ცივილიზებული“ საზოგადოების ცივი „სამართალი“, დღეს-დღეობით, კნინი და სასტიკია. ჩვენი დაბეჩავებული ზნეობის ნორმებით კი მისაღებია უმწეო, გონიერ არსეაბათა კვლა, არა მარტო სამშობიაროში, არამედ ამ ბოროტმოქმედებისათვის „შესაფერის“ ნებისმიერ ალაგას. სამედიცინო დაწესებულებებში 7-8 მილიონი აბორტია რეგისტრირებული. მალულ-ფარული აბორტების რაოდენობისა კი ვინ რა გაიგოს?! საგულისხმო ფაქტია: ხომ უამრავი სიცოცხლე წაიღო მეორე მსოფლიო ომმა, მაგრამ იმავე პერიოდში აბორტების საშუალო რაოდენობამ ფრონტზე დაღუპულთა რიცხვს გადააჭარბა - გამაოგნებელი დაუნდობლობაა. ყველანაირი ცოდვა პირველად ადამიანის შიგნით მზადდება. დედამ რომ შვილის მოკვლა შესძლოს, ჯერ ის ბუნებრივი სიყვარული უნდა გაანადგუროს თავის თავში, რომელიც მას საკუთარ ჩვილთან, მისდაუნებურად, აკავშირებს. ასეთ მომენტში იგი უკვე უარს ამბობს ქრისტეზე, ცოდავს, რადგან: „სიყვარული ღმრთისაგან არს და ყოველი, რომელსა უყუარდეს, ღმრთისაგან შობილ არს და იცის ღმერთი. რომელსა არა უყუარდეს, მან არა იცის ღმერთი, რამეთუ ღმერთი სიყუარული არს“ (I იოანე 4, 7-8). შემდეგ იგი ცდილობს მთლიანად დათრგუნოს დედობრივი ინსტიქტი, მხეცზე საშინელ არსებად იქცეს (თუმცა, ცხოველი ხშირად თავის შვილის სიცოცხელს ეწირება კიდეც). მერე ნელ-ნელა გაუცხოვდება შვილის მიმართ, შემდეგ შინაგან, კატეგორიულ უარს იტყვის მის აღიარებაზე და არაბუნებრივს დაიჩემებს: იმას, ვინაც მის წიაღში მისივე სისხლით იკვებება, უცხო სხეულად, სიმსივნედ გამოაცხადებს, რომლის არმოკვეთასაც დაუშვებლად მიიჩნევს. ყოველივე ამის მერე ადვილად ჩაიხშობს სინდისის ხმას, სატანის სულს ეზიარება და შვილის ფიზიკური განადგურებისათვის, შიგნით, ყველაფერი მზად ექნება: საკუთარი პირმშო გულიდან, ფიქრიდან და აზრიდან სრულიად ამოგდებული ეყოლება. ამ ყველაფერს კი თურმე გრძნობს დედის წიაღში მოქცეული პატარა, რომელიც ორგანულადაა დაკავშირებული დედასთან, გრძნობს ინსტიქტურად, რადგან იგი ხორცის ნაგლეჯი როდია, როგორც ზოგიერთს ჰგონია, არამედ გონიერი არსებაა, ტკივილის გრძნობაც გააჩნია და სიცოცხლის სურვილიც. მისი არასრულყოფილების მიზეზი ისაა, რომ მას არ აცლიან ჩამოყალიბებასა და ადამიანად ქცევას. აკი ექსპერიმენტებმაც ცხადყო, რომ ნაყოფს ურთულესი რეაქციების უნარი შესწევს, ასე რომ, ფიზიკურ სიკვდილამდე და წამებამდე მშობლის წიაღში მოქცეული ჩვილი უკვე განიცდის დედის განაჩენის ულმობელობას, სიკვდილის საშინელებას. დედა ოჯახისა და გაჩენილი შვილების „საკეთილდღეოდ“ ჰკლავს მომავალ შვილს თავისავე წიაღში - სატანის სულს ეზიარება... თავის დროზე ჟანა დ’არკის უახლოესი მეგობარი და თანამებრძოლი, ჰერცოგი ჟიულ დერეც მიეყიდა ეშმაკს, მასაც თავისი „გამართლება“ ჰქონდა: ბრწყინვალე ოჯახის შვილსა და ჩინებული განათლების, ზღაპრული სიმდიდრის პატრონს, რომლის კარ-მიდამო, არნახული სასახლეები და აგარაკები ღია იყო საფრანგეთის უსაჩინოესი საზოგადოებისთვის, სადაც ლხინსა და წვეულებებს ზღვარი არ ჰქონდა, დრო მოვდა და დაუდნა ქონება, შემოაკლდა ფული. მიჩვეულ სიამეებზე ვერ თქვა უარი; მალე ჯადოქარ ალქიმიკოსს გადაეყარა, რომელმაც გამდიდრება აღუთქვა: ადამიანის სისხლით ოქროს მიღების საიდუმლო ვიცი და გაგიმხელო, დაპირდა, მაგრამ პირობა წაუყენა: ეშმაკს უნდა მიჰყიდო სული, სხვანაირად არ იქნება, ოქროს ისე ვერ მივიღებთო. დაყაბულდა დერე: ათი წლის ბავშვი მოიტაცეს უახლოეს სოფელში, მარჯვენა ხელი მოსჭრეს, დასთხარეს თვალები, მფეთქავი გული ამოგლიჯეს მკერდიდან. იმ გულის სისხლით პირობა დაუწერა სატანას: სულს გაძლევო. მერე ჯადოქართან ერთად ჰიმნი უმღერა ეშმაკს. ცოლ-შვილი მოიძულა, გადაკარგა სასახლიდან და მაგიურ ჩვევებს ჩაუღრმავდა. ახლო-მახლო სოფლებში ჯერ ერთი ბავშვი დაიკარგა, მერე ორი, თანდათან გახშირდა ბავშვების უგზო-უკვლოდ გაქრობის შემთხვევები. აწრიალდნენ სოფლელები, დედების ინტუიციას არაფერი დაემალა: ეჭვი ჰერცოგის გაუკაცრიელებულ კოშკზე მიიტანეს... ეპისკოპოსმა თავისთან იხმო ჰერცოგი, დერე არ მივიდა... მერე მეფის ჯარმა ბრძოლით აიღო სასახლე. შეიპყრეს ჰერცოგი და ჯადოქარიც. ამ საქმეს საგანგებოდ იძიებდა სასამართლო, გაირკვა: ჰერცოგისა და მისი ალქიმიკოსის „ცდებს“ 700-800 ბავშვის სიცოცხლე შეეწირა! ამ საქმესთან დაკავშირებული მრავალი საბუთი და ოქმი დღემდე ინახება საფრანგეთის არქივებში. ჟიულ დერეს ამბავი მითი და ლეგენდა როდია, ჩვენდა საუბედუროდ, არამედ ნამდვილი, ისტორიულად არსებული ფაქტია, მხილებაა ჩვენი ულმობელობისა, რომელმაც მომავალში თავისი გაგრძელება ჰპოვა, „დაიხვეწა“ აბორტების სახით: ჩვილთა კვლა დღეს ჩვეულებად, ნორმადაა გამოცხადებული, აღარაა დანაშაული. ის ამბავი XV საუკუნეში ხდებოდა, ეს ამბავი დღეს, XX-ში ხდება. იქ ჰერცოგი სხვის შვილებს იპარავდა და ჰკლავდა, ჩვენ საკუთარ შვილებს ვხოცავთ, ღმერთს ვართმევთ მათ სულებს. ბოროტმოქმედებას კი, მაშინაც და ახლაც ერთი, მიწიერი კეთილდღეობის მიზნით ჩადიოდნენ და ჩადიან. ჰერცოგს კოცონზე დაწვა მიუსაჯეს. სიკვდილის წინ, აგიზგიზებული ცეცხლის პირას მდგარი დერე, მთელი გულით, ცრემლით ევედრებოდა იმ დედებს, შვილები რომ მოუკლა - პატიებას, შენდობას... მიხვდა თავისი დანაშაულის სიღრმესა და სიმძიმეს. ალქიმიკოსი კი დასცინოდა მონანულ ჰერცოგს, სიკვდილს ღმრთისაგან მოკვეთილი შეხვდა. დღეს, დედების ნაწილი მაინც ალბათ დარდობს თავის გადაგვარებას, ნამოქმედარის საშინელებას, ჟიულ დერეს დარად, მაგრამ უამრავი, იმ ალქიმიკოსივით გულგამეხებული და გაკერპებული, მოუნანიებელი უხვდება სიკვდილს, ესაა უბედურება. ადრე, როგორც მსოფლიო ლიტერატურა და ძველი გადმოცემა გვამცნობს, საშინლად იტანჯებოდნენ თურმე მკვლელები, სინდისის ქენჯნა იყო მათი სასჯელი. ახლა იქნებ ასეთი ემოციური ძალით აღარ განიცდიდნენ მკვლელობას, მაგრამ სისხლი ძველებურად ითხოვს შურისძიებას. ჩვენი დროის მკვლელები პირველ რიგში საკუთარ სულს წირავენ, ღუპავენ და ამიტომაცაა, სულიერ სიცარიელესა და სიცივეში რომ ითოშებიან. და რაღა გვიკვირს აბორტების, ფსიქიური დაავადებების და დანგრეული ოჯახების რიცხი ასე რომ „შეუთავსდა“ ერთმანეთს. უწინ ჯალათს კაცად არავინ თვლიდა, ან სალამს ვინ მისცემდა, ან პურს ვინ გატეხდა მასთან?! ჩვენი დროის ჯალათებს, საკუთარი შვილების მკვლელებსა და თეთრ ხალათებში გამოწყობილ განგსტერებს კი ვინ შეკადრებს აუგს? სასიხარულოა ის ფაქტი, თანამედროვე მედიცინის ყველაზე უფრო ზნეობრივად გამართულმა ნაწილმა რომ აბორტი საშინელ ბოროტმოქმედებად აღიარა. მაგრამ საზოგადოების დიდი ნაწილისათვის უცნობი და გაუგებარი ისაა, რომ ეკლესია არა მარტო აბორტის, არამედ ყველანაირი კონტრაცეფტული საშუალების წინააღმდეგია და აი რატომ: სიყვარული, ოჯახის მაცოცხლებელი ძალა, დღეს-დღეობით, სამწუხაროდ, სულ სხვა რამესთან - ვნებასთანაა გაიგივებული. არადა, ქრისტიანობამ თვით სიყვარულიშიაც უამრავი ასპექტი განასხვავა ერთმანებისაგან. ორი ადამიანის სულიერ კავშირს, სიყვარულს, განაპირობებს ერთნაირი მსოფლმხედველობა, ერთი და იგივე რელიგიური მრწამსი და ურთიერთშეწყობის სურვილი ზნეობრივი სრულყოფილების გზაზე. მშვინვიერი სიყვარულისათვის საკმარისია გემოვნების, კულტურული მოთხოვნილებების, სოციალური პირობების, პროფესიული ინტერესების თანხვედრა. ბავშვი ახალი, მომავალი ცხოვრების საიდუმლოა, ადამიანი კი იმის ცდაშია, რომ ეს საიდუმლო და ღმრთისაგან ბოძებული გამრავლების უნარი ვნებებისა და გულისთქმების დასაჯერებელ საშუალებად აქციოს. ამ ფაქტს არ ურიგდება წმიდა ეკლესია, რადგან სწორედ აქედან იწყება პიროვნების ძლიერი ზნეობრივი დაცემა. თავად ცოლ-ქმრის ურთიერთობაც, როდესაც მეუღლეები ხელოვნურად, წინასწარვე იცავენ თავს ბავშვის გაჩენისაგან, გადაიქცევა ხოლმე უსულგულო ონანიზმად. ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებით გართული ადამიანი ალბათ საქმის გაიოლების მიზნით, საკუთარ პარტნიორსაც ადვილად გაცვლის რეზინის სათამაშოში; ასე მოშლის სექსი სიყვარულს, გამოაცლის მას მისტიურ დანიშნულებას და ბავშვის გაჩენის „საშიშროების“ აცილება უკვე იმის ნიშანი იქნება, რომ ჩვენ მსახურებად ვექეცით სექსს, კერპად დავაიდგინეთ იგი. „ოჯახის სარეგულირებლად“ გაწეული ყველა მცდელობის შინაარსი მრუშობის წარმატებით წარმართვის სურვილია, მაგრამ თუ ეს მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, დედები საკუთარ შვილებს, ყველას რომ ერგება, იმ საფარველს - მიწასაც არ მიაყრიან, საკანალიზაციო მილებს გაატანენ. წმინდა ეკლესიამ თავის უზენაეს ადგილობრივ და მსოფლიო საეკლესიო კრებებზე განიხილა ეს საკითხი და ჩვილთა კვლა კაცის კვლის დანაშაულს გაუტოლა (ანკირიის კრება, კანონი 21; მეექვსე მსოფლიო კრება, კანონი 91). ხოლო ბასილი დიდის კანონში ვკითხულობთ: „წინასწარი განზრახვით მუცელში შვილის მომკვლელს კაცისკვლის სასჯელი ედება... აქ გამოიძიება და დასასჯელი იქნება არა მხოლოდ დამნაშავე დასაბადებელის მოსპობისათვის, არამედ მისი მშობელიც, რომელმაც თავის თავზე აღმართა ხელი... ამას უერთდება გახრწნა ნაყოფისა, როგორც სხვა სახე კაცის კვლისა. ვინც ამის წინასწარი განზრახვით გაკეთებას გაბედავს, მკვლელია, მაგრამ მისი სინანული არ უნდა გაგრძელდეს სიკვდილამდე, არამედ მისი შეწყნარება შეიძლება ათი წლის შემდეგ“. ბიბლიაში, დაბადების წიგნში, ერთი საყურადღებო ადგილია. აქ ლაპარაკია ონანზე, რომელიც, გარკვეული მიზნით, წინასწარ იცავდა თავს შვილის გაჩენისაგან. ამ საქციელის გამო იყო სწორედ რომ „...არ მოეწონა უფალს მისი საქციელი და ისიც მოაკვდინა“. ასეა შეფასებული წმიდა ეკლესიის კანონებში მშობლების მიერ ჩვილთა კვლის ფაქტი და რაოდენ სამწუხაროა და დასაფიქრებელიც, ეს საკითხი რომ არა და არ განიხილა და შეფასდა საერო კანონებში. სანამ ჩვილთა კვლა არ აიკრძალება კანონით, სანამ ამ საშინელ ბოროტმოქმედებას დუმილით დაუჭერს მხარს საზოგადოება, მანამ ყველა ზნეობრივი და იურიდიული კოდექსი ძმობის, სამართლიანობისა და სიყვარულის შესახებ მხოლოდ თვალთმაქცობა და ტყუილი იქნება! და თუკი კანონი თავად ადგენს აღმაშფოთებელ უსამართლობას უმწეოთათვის სიცოცხლის წაგლეჯისას, სულ ამაოა სულის მშვიდობაზე ფიქრი, მისი ძიება. რატომ არ უნდა იყოს დაცული დედის წიაღში მყოფი ჩვილის სიცოცხლე? რატომ არ უნდა იკრძალებოდეს მისი განადგურების ყველანაირი ფორმა? ან რატომაა გასაგები და გამართლებული შვილების მკვლელი მშობლების დაუსჯელობა? რატომ არ ცხადდება მთელი ერის, კაცორიობის მტრად ყველა ექიმი, რომელიც ხელს აღმართავს აბორტის გასაკეთებლად? ჩვილთა კვლა დანაშაულია ღმერთის, ადამიანის უფლებების, ოჯახის, ბუნების, ერის, კაცობრიობის წინაშე!!! ურიგო არ იქნება, აქვე განიხსენოთ ამ ბოლო დროს ჩვენს პრესაში „გაბრწყინებული“ ერთი სიახლეთაგანი, რომელსაც პროგრესული მეცნიერების მიერ შექმნილი ტექნიკა გვთავაზობს. თანამედროვე აპარატურის წყალობით უკვე დედის წიაღშივე შესაძლებელია იმის დადგენა, თუ რამდენად ჯანმრთელია ბავშვი, რა სნეულება დაჰყვება მას და ა.შ. ერთ-ერთი ასეთი სტატიის ავტორი გულმოდგინეს ცდილობს მომავალი დედების დარწმუნებას, რჩევას აძლევს, რომ მშობლებმა საშოშივე მოკლან ჰემოფილიით დაავადებული ბავშვები, რადგან მათი მკურნალობისათვის, თურმე ნუ იტყვით და, კოლოსალური თანხა ყოფილა საჭირო. სტატიის ავტორს ბევრი შრომა დაუხარჯავს და გამოუთვლია, რომ ასეთი ბავშვის მკურნალობა დაახლოებით ისეთ ასტრონომიულ თანხას გაუტოლდება, როგორითაც იზომება ხოლმე მანძილი მიწასა და სხვა პლანეტებს შორის. ამ ფაქტით შეძრწუნებული „ჰუმანური“ ექიმის გონებამ, რომელიც, რა დასამალია და, სნეულთა განსაკურნებლად უნდა იყოს მხოლოდ ანთებული, მოგვაწოდა ერთი რაციონალური წინადადება: ლაკონურად და „გასაგებად“ განაცხადა, რომ მსგავს შემთხვევაში თურმე უსათუოდ უნდა „შეწყდეს ორსულობა“. საოცარი ფაქტია, ექიმი მომავალ დედას ურჩევს: მოკალი შენი სნეული შვილი! განა სიცოცხლის უფლება მხოლოდ ჯანმრთელებს აქვთ, ნუთუ ქალი, უკაცრავად გამოთქმაზე და, პირუტყვია სანაშენე, რომელსაც მხოლოდ მუხლმაგარი შთამომავლობის გაჩენის უფლება აქვს?! თუკი ასეა, რატომ არ დავერევით ყველა ასაკის ჰემოფილიით დაავადებულს ან საერთოდ ყველა ასაკის სნეულს? და თუ ხსენებული სნეულების მკურნალობა ასე ვნებს საზოგადოების ჯიბეს, რომლის გაფრთხილებაც თურმე ჩვილთა სიცოცხლის ფასად გვმართებს, ნურც ჰიტლერსა და ნაცისტებს გაამტყუნებს ვინმე. ისინიც ამ მიზნით ხოცავდნენ ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში მოთავსებულ სულით ავადმყოფებს, მოსულა ჰიტლერის გამართლების დრო, რაღას ვუცდით? ოღონდ ერთი ნუ დაგვავიწყდება, რომ ხშირად სნეულებით გატანჯული ხალხი საოცრად გონიერი აღმოჩნდება ხოლმე. სწორედ ეს დაავადება ხდება მიზეზი იმისა, რომ ისინი მთლიანად ახერხებენ საკუთარი ტალანტის, მონაცემების გაშლას. გაიხსენეთ ჰომეროსი, მილტონი... მინდა ეკლესიასტეს წიგნი მოგაგონოთ: კაცობრიობის ისტორია გარკვეულად მსგავს ციკლებს გადის და მოვლენები, რომლებიც დღეს მიმდინარეობს და ხვალაცაა მოსალოდნელი, ერთგვარად ჰგავს იმას, რაც გუშინ, წარსულში იყო. რა თქმა უნდა, აქ არ იგულისხმება ის სრული მსგავსება-გამეორება ანუ მითოლოგიური აზროვნებისათვის ერთობ დამახასიათებელი ჩაკეტილი წრეები, სადაც მომავალი სრულიად დაკარგულია, რადგან იგი გაგებულია, როგორც დაბრუნება წარსულთან. სხვა რამის თქმა გვსურს: ის ელემენტები დღევანდელისა და ხვალინდელსაც რომ ახლავს, შესაძლოა წარსულშიც იყო, იქნებ სხვანაირი კომბინაციით, მაგრამ იყო მაინც. აკი უფალი სახარებაში ბრძანებს, რომ კაცობრიობის სულიერი ყოფა წარღვნამდე და ამ სოფლის დასასრულს ერთმანეთს ემგვანებაო. კაცობრიობის ისტორიის ალიონზე საშინელი რამ მოხდა: კაენმა თავისი ძმა, აბელი მოჰკლა. ამქვეყნის აღსასრულის ჟამს კი ყოველგვარ ზღვარს გადაცდება უღმერთოება, ძმათაკვლა, გამეფდება ულმობელობა, სისასტიკე და სიცრუე, სინანული არავის მოაგონდება. ქრისტეს შობამ კაცობრიობის ისტორიაში, ახალი ერა მოიტანა თან. სახარებისეულ მოვლენებში რომ, როგორც გენეტიკურ კოდში, ისეა ჩადებული სულიერი მომავალი კაცობრიობისა, ეს ცნობილია. ახლა ისიც მოიგონეთ, თუ ვინ აირჩია მცხოვარმა პირველმოწამეებად? 14000 ყრმა ბეთლემიდან - ნუთუ არაა ეს ნიშანდობლივი! რამ ააცახცახა, თუ გახსოვთ, ჰეროდე, რომმა, თავისი რკინის ქუსლით იერუსალიმს გასრესას რომ უქადდა, თუ არაბებმა, ქარიშხალივით რომ შემოიჭრნენ მათ მიწაზე? არა, სისხლისმსმელი ტირანი ბავშვების გახსენებაზე ილეოდა შიშით, ამიტომ იყო, ჯარი შეუსია ბეთლემს. და ის მეომრები, რომლებმაც კერია, საძვალე და საკუთარი მიწა-წყალი არ უნდა მისცენ მტერს საჯიჯგნად, ჯალათებად, მკვლელებად იქცნენ. თავიანთი ტირანის ბრძანებით მახვილი სამშობლოს შიგ გულში უნდა სცენ: ყველა ყრმა უნდა ამოწყვიტონ ბეთლემსა და მის გარშემო. ჩვილთა კვლისას განსაკუთრებული ულმობელობით გამოირჩეოდნენ მეომრები, იოტისოდენი შებრალებაც კი უსათუოდ მისწვდებოდა ჰეროდეს ყურს, რომელსაც, ყველა ტირანის მსგავსად, უდიდეს დანაშაულად მიაჩნდა სიბრალული, მოწყალება. ნუთუ არ ჰგავს ბეთლემში მოწყვეტილი ყრმების ისტორია დღევანდელ დღეს, რასაკვირველია, რამდენადმე, რადგან ის, რაც ჩვენს თვალწინ, ჩვეულებრივი დანაშაულებრივი დუმილისა და აუღელვებლობის ფონზე ხდება, ცხადია, გაცილებით დიდი დანაშაულია, მეტი საშინელებაა. ბეთლემში დედები მკერდს უხვედრებდნენ მახვილს, სიცოცხლის ფასად ცდილობდნენ ჩვილების გადარჩენას. დღეს კი ამაზრზენი ზრდილობიანობისა და ფამილარობის ატმოსფეროში მიმდინარეობს თათბირი მშობლებსა და მათი შვილის მკვლელს შორის. დედ-მამა მზადაა ნებისმიერი თანხა გაიღოს, ოღონდ აიცილოს „საფრთხე“ და აღარ შვას „გაუთვალისწინებელი“ შვილი... ასეთი საშინელი სახეცვლილებით მეორდება დღეს კაცობრიობის ისტორიაში ჩვილთა ხოცვის „სიუჟეტი“. ხომ ბევრი ეკლესია გაიხსნა ამ ბოლო დროს, ახლებიც შენდება, ძველებიც განახლდა, იმატა მრევლმა. და მიუხედავად ამისა, აბოტრების სტატისტიკური მრუდი არ ეცემა. პარადოქსია? იქნებ მოქმედი ეკლესიების რიცხვი და მრევლის რაოდენობა მხოლოდ მშრალი მონაცემები, გარეგნული ორიენტირია და არსებითზე და მანუგეშებელზე არ მეტყველებს. დაიხიეს ბნელეთის ძალებმა, აღარ ებრძვიან ქრისტიანობას? იქნებ დაიხიეს კიდეც, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ სტრატეგიულად მომგებიან პოზიციებზე გამაგრდნენ. ეკლესია ის გარემოა, სადაც კაცმა ღმერთთან კავშირი უნდა ეძებოს და იპოვოს. და როცა ეკლესიას ეცლება ეს შინაარსი, უთვალავიც რომ იყოს მათი რიცხვი - საფლავის ქვებისაგან თითოეულ მათგანს არაფერი განასხვავებს. კი, იხსნება ეკლესიები, მაგრამ უფრო მეტი ინტენსიურობითა და ენერგიულობით იბეჭდება სექსუალური ლიტერატურა, სამარცხვინო პორნოგრაფიული ჟურნალ-გაზეთები, ვრცელდება უხამსი კინო და ვიდეოფილმები, ნაირნაირი სულიერი შხამით იწამლება მომავალი თაობები: ბავშვები იმ მოხუცებს გვანან, გახრწნილების ყველა სახე რომ იგემეს, მოხუცები კი ყმაწვილებად იქცნენ, დაავიწყეს ასაკი. ადამიანების ცინიზმისა და უზნეობის ისეთ ატმოსფეროში ცხოვრობენ, სადაც უბიწობა ატავიზმადაა გამოცხადებული. უხამსობა ზეიმობს მაღაზიების ვიტრინებსა და რეკლამებში, ჟურნალ-გაზეთების პირველ გვერდებზე. უზნეობისა და სექსის შხამით დაგესლილი ადამიანი ცოცხალ-მკვდარი მოდის ეკლესიაში. ვერაგია უხამსობის მიკრობი, წლების სინანული და ბრძოლაა საჭირო, რომ თავი დააღწიოს მას, შეძლოს ღმერთთან მისვლა. უზნეობის, ცინიზმისა და ნატიფი უხამსობის ჭაობში მოქცეული ადამიანების სულ მცირე ნაწილს თუ ეგულება ეკლესია სულის მოსათქმელ, სამკურნალო ალაგად. სატანა შემთხვევით როდი ხრწნიდა კაცის შინაგან ტაძარს, იცოდა თავისი საქმე, ადამიანისთვის მთავარი - სინანული - უნდა წაერთმია. ჩვენი სულიერი ყოფა სულ უფრო და უფრო ემსგავსება კაცობრიობის სულიერ მდგომარეობას წარღვნამდე. ვინ იცის, იქნებ ის, რაც ჩვენს თავს ხდება, არაა შემთხვევითი, იქნებ ესაა კაენის სულის, უკიდურესი ულმობლობის, ამა სოფლის დასასრულის მოახლოების ნიშანი. ვინ იცის?!... ----------------------------------------------- ამ წერილში აბორტის წინააღმდეგ კარგად წერს მამა რაფაელი, მაგრამ შეცდომა მაინც არის და იმ ადგილს მოვიყვან სადაც არის შეცდომა: მამა რაფაელი- იმასაც არ ვნაღვლობთ, დედის წიაღში მოკლული არსების განადგურება რომ ნათლობის მადლით განუბანელი სულის მკვლელობაა: ასეთი სული ბრმასავით გადადის მარადიულობაში და თან წინაპართა ცოდვების ბეჭედი მიაქვს. ალბათ იგულისხმება ჯოჯოხეთი... ეხლა ვნახოთ წმინდანის სწავლება: წმ. ანასტასი სინელი, თავის ”კითხვა-მიგებაში” გვაწვდის პასუხს, ”რადგან ღმერთმა გააუქმა თავისი განჩინება, რაც ამბობდა, რომ მამათა შეცოდებანი გადადის შვილებზე და რადგან თქვა მან წინასწარმეტყველთა მიერ, რომ არ წარწყმდებიან შვილები მათი მამების ცოდვების გამო, მე მიმაჩნია რომ არ შევლენ ისინი გეჰენაში, თუმცა არ არის კარგი ღვთის მსჯავრთა ჩხრეკა” ეხლა ვნახოთ კაიროსის არგუმენტებიც, რაც ამბობს რომ სხვისი, ანუ წინაპართა ცოდვები არ მოეთხოვება ადამიანს: 3) ნათლისღებით კი რაიმე ცოდვა კი არ გვეპატიება, რომელიც ჩვენ არ ჩაგვიდენია, არამედ " განვიწმიდებით“, „განვიბანებით“, „განვმართლდებით“, „წარგვეხოცება ცოდვანი“ და ა.შ. ნათლისღებით ჩვენ „ვკვდებით ცოდვისათვის, რათა განახლებული ცხოვრებით ვიცხოვროთ" ე.ი. წარგვეხოცება "ცოდვანი" და არა ცოდვა, რომელიც ჩვენ არ ჩაგვიდენია!წაიკითხე ძამიკო კატეხიზმო, სად წერია, ადამის ცოდვა ეპატიება ადამიანს ნათლისღებისასო? ( არადა ნაპატიები აქვს იმ ადამს უკვე და ჩვენ რა უნდა გვაპატიოს? ) http://orthodoxy.wanex.net/gvtismetkveleba...zanski/17.htm#5 წაიკითხე ეს კატეხიზმო, ნახე როგორ არიგებს გრიგოლ ღვთისმეტყველი დედებს, იმას კი არ ეუბნება მონათლეთ ყრმები, რადგან "ადამის ცოდვა უნდა ეპატიოსო" არამედ : " გყავს ყრმა? ნუ მისცემ დროს გაძლიერდეს დაზიანება" ე.ი. ისევ დაზიანებულ ბუნებაზეა ხაზგასმა, ამაზე აშკარად ვინღა დაგიწეროს?! საიტის ავტორი იმედია ნახავს ამას, ჩემი რჩევა იქნება ის ადგილი ამოიღე წერილიდან, ან მთლიანად წერილი ამოიღე, ან როგორც შენ ჩათვლი საჭიროდ ისე მოიქეცი ![]() -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
ზებედე |
![]()
პოსტი
#252
|
![]() ზეციკეთი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 ![]() |
ხალხნო, ჩინეთში 1 ბავშვზე მეტის გაჩენის უფლება არა აქვთო ამბობენ, ჯარიმებს ახდევინებენო თუ 2 ან 3 ბავშვს გააჩენენს ქალიო...მაინტერესებს ამ შემთხვევაშიც ცოდვა იქნება ჩასახვის საწინააღმდეგო აბების გამოყენება? ან კიდევ დამცავი საშუალებები? აბა რა უნდა ქნას ცოლ-ქმარმა?
-------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
mariami-k |
![]()
პოსტი
#253
|
![]() მარიამი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,841 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 671 ![]() |
ზებედე
ციტატა ხალხნო, ჩინეთში 1 ბავშვზე მეტის გაჩენის უფლება არა აქვთო ამბობენ, ჯარიმებს ახდევინებენო თუ 2 ან 3 ბავშვს გააჩენენს ქალიო...მაინტერესებს ამ შემთხვევაშიც ცოდვა იქნება ჩასახვის საწინააღმდეგო აბების გამოყენება? ან კიდევ დამცავი საშუალებები? აბა რა უნდა ქნას ცოლ-ქმარმა? ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს ჯარიმა სჯო0ბია. თუმცა იქ მართლმადიდებლები არ არიან და შესაძლოა ამ საკითხს ცოდვად არც მიიჩნევენ. მარც ერთ მართლმადიდებლურ ქვეყანაში ასეტ კანონს არასოდეს მიიღებენ. მე ამაში დარწმუნებული ვარ . -------------------- "შეიყვარეთ სიყვარული"
|
ზებედე |
![]()
პოსტი
#254
|
![]() ზეციკეთი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 ![]() |
ზებედე ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს ჯარიმა სჯო0ბია. თუმცა იქ მართლმადიდებლები არ არიან და შესაძლოა ამ საკითხს ცოდვად არც მიიჩნევენ. მარც ერთ მართლმადიდებლურ ქვეყანაში ასეტ კანონს არასოდეს მიიღებენ. მე ამაში დარწმუნებული ვარ . საიდან მოიტანე მარიამი-კ რომ ჩინეთში მართლმადიდებლები არ არიან? ისე, ჩემის აზრით ჩასახვის საწინააღმდეგო აბები არ უნდა მოეთხოვებოდეს ყველას ერთნაირად, ძალიან ბევრი გაჭირვებულია, და არა აქვთ საშუალება შვილების გაჩენის, მთავარი შვილების გაჩენაა თუ მათი ქრისტიანულად აღზრდა? მე მგონია რომ უფალი არ მოკითხავს ხელმოკლე ოჯახებს ამის გამოყენებას. -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
mariami-k |
![]()
პოსტი
#255
|
![]() მარიამი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,841 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 671 ![]() |
ზებედე
ციტატა საიდან მოიტანე მარიამი-კ რომ ჩინეთში მართლმადიდებლები არ არიან? ძალიან ცოტა . ძირითადად არ არიან მართლმადიდებლები ციტატა ძალიან ბევრი გაჭირვებულია, და არა აქვთ საშუალება შვილების გაჩენის, მთავარი შვილების გაჩენაა თუ მათი ქრისტიანულად აღზრდა? ასეთ შემთხვევაში თვითნებურად არ უნდა დალიონ და მოძღვარს უნდა შეუთანხმდნენ. -------------------- "შეიყვარეთ სიყვარული"
|
ზებედე |
![]()
პოსტი
#256
|
![]() ზეციკეთი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 ![]() |
ზებედე ძალიან ცოტა . ძირითადად არ არიან მართლმადიდებლები მთავარია ხო არიან? და ეს ჯარიმა მათზეც მოქმედებს. ასეთ შემთხვევაში თვითნებურად არ უნდა დალიონ და მოძღვარს უნდა შეუთანხმდნენ. როგორც ვიცი ზოგიერთი მოძღვარი ამაზე კურთხევას აძლევს, გამონაკლისს უშვებს, აბა წარმოიდგინეთ 100 ლარი ხელფასი, და... -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
mariami-k |
![]()
პოსტი
#257
|
![]() მარიამი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,841 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 671 ![]() |
ზებედე
ციტატა მთავარია ხო არიან? და ეს ჯარიმა მათზეც მოქმედებს. სამწუხაროა. მგონი მაინც ჯარიმა სჯობია. მე ასე ვფიქრობ. ციტატა როგორც ვიცი ზოგიერთი მოძღვარი ამაზე კურთხევას აძლევს, გამონაკლისს უშვებს, აბა წარმოიდგინეთ 100 ხელფასი, და... ამაში კი ნამდვილად მართალი ხარ ძნელია საშინელებაა ასეთ სახელმწიფოში ცხოვრება. შენ რას იტყვი? -------------------- "შეიყვარეთ სიყვარული"
|
ზებედე |
![]()
პოსტი
#258
|
![]() ზეციკეთი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 ![]() |
ზებედე სამწუხაროა. მგონი მაინც ჯარიმა სჯობია. მე ასე ვფიქრობ. და ჯარიმის საშუალებაც თუ არ გაქვს? ჯარიმა არც ისე პატარა იქნება... საშინელებაა ასეთ სახელმწიფოში ცხოვრება. შენ რას იტყვი? ალბათ ძნელია ასეთ სახელმწიფოში ცხოვრება ამის გამო... ისე თუ წარმოგიდგენიათ რამდენი პრეზერვატივი და ჩასახვის საწინააღმდეგო აბები გაიყიდება ჩინეთში? ![]() -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
mariami-k |
![]()
პოსტი
#259
|
![]() მარიამი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,841 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 671 ![]() |
ზებედე
ციტატა ალბათ ძნელია ასეთ სახელმწიფოში ცხოვრება ამის გამო... ისე თუ წარმოგიდგენიათ რამდენი პრეზერვატივი და ჩასახვის საწინააღმდეგო აბები გაიყიდება ჩინეთში? ახალი ბიზნესის დაწყებას ხომ არ აპირებ? ![]() ![]() ![]() ![]() ![]() -------------------- "შეიყვარეთ სიყვარული"
|
death |
![]()
პოსტი
#260
|
![]() A P O L O G I S T ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,274 რეგისტრ.: 4-February 07 წევრი № 1,003 ![]() |
ჩასახვის საწინააღმდეგო საშვალებები თუ ემბრიონს კლავს ყოველთვის ცოდვა იყო და ყოველთვის ცოდვა იქნება რა კანონიც არ უნდა მიიღონ და რაც არაუნდა სისულელეები წერონ ქრისტიანობის "ახალი ავეჯით" განმაახლებლებლებმა.
ხოლო რაც შეეხება ამ ზნედაცემულ ჩინეთის ხელისუფლების დამოკიდებულებას ქრისტიანობის მიმართ ეს ცოტა დიდი თემაა და ამ ფორუმის ფომატში არ უნდა ჯდებოდეს მისი პოლიტიკიდან გამომდინარე ამიტომ მოკლედ დავწერ რახან თემამ მოიტანა. იმისათვის რომ გავერკვეთ მათ პათოლოგიურად მტრულ დამოკიდებულებაში ქრისტიანობის მიმართ ცოტა უახლოეს ისტორიას გადავავლოთ თვალი ![]() ჩინეთში 70-იან წლებში დაწყებულმა ეკონომიკურმა ბუმმა ქვეყნის წინ დასახა ახალი მიზნები - ჩინეთი როგორც აღმოსავლეთ აზიის ჰეგემონი. საერთოდ ეკონომიკური აღმავლობა პირდაპირ პროპორციულია სამხედრო პოტენციალის ამაღლებასთან, ქვეყანაში იდენოტობის გადაფასებასთან და იმპერიული მიზნების გამოკვეთასთან აქ მე შევეხები მარტო იდენტობის თემას რადგან ამ ფორუმის პოლიტიკაში მარტო ეს თემა ჯდება იდენტობის გადაფასებას ვერ გაუძლო ჩინურმა კომუნიზმმა და ჩაფლავდა. ამ პროცესის რღვევა დაიწყო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თუმცა ეს გაცილებით ადრე 70-იანი წლებიდან დაიწყო დენს იაო პინის დროს რომელმაც მოაკვლევინა ეგრეთ წოდბული "ოთხეულის" ლიდერები, სხათაშორის იაო პინმა ჯერ კიდევ მაოს დროს თქვა "არა აქვს მნიშვნელობა რა ფერის არის კატა მთავარია თაგვი დაიჭიროს" ![]() ამ "რღვევის" პროცესში შემოსულმა ქრისტიანულმა მიმდინარეობებმა (ძირითადად პრიტესტანტულმა) კატასტროფული ტემპით იწყეს გავრცელება და ამის მიზეზი რათქმაუნდა იყო ის იდენტობის კრიზისი რომელიც ჩინეთში იყო. ქრისტიანობამ შესანიშნავად გასცა პასუხი მეგაპოლისების და ურბანულ მოსახლეობაში ხშირად დასმულ კითხვებს "ვინ ვარ მე?", "რა არის ჩემი დანიშნულება ამ სამყაროში?" - ჩინეთი არის მასობრივი გაქრისტინების პოტენციური კანდიდატი (როგორიც ერთ დროს სამხრეთ კორეა იყო) რასაც რათქმა უნდა აცნობიერებს ჩინეთის პოლიტიკური ელიტა ხოლო პროტესტანტიზმს რომ თან მოჰყვება დასავლური ლებერალ-დემოკრატია ეს არავისთვის უცხო არ არის (თითქმის იგივე სიტუაციაშია ჩინეთში განადგურების პირას მდგარი მართლმადიდებლობა) ამის გამო დგება ამ უღმერთო ჩინური იდენტობის (კომუნიზმის, კონფუცინელობის, მაოიზმის, დაოზმის და სხვა) გაქრობის საფრხე ანუ მოკლედ რომ ვთქვათ ჩინეთს არ უნდა "კოკა-კოლა" და "ჯინსები" და ამიტომაც გამოირჩევა თავისი მკაცრი დამოკიდებულებით ქრისტიანობასთან. მოკლედ 1.3 მილიარდიანი მრევლი წინ გვაყავს მთავარია პროტესტანტებმა არ დაგვასწრონ. პრინციპში დაგვასწრეს უკვე მაგრამ ჯერ კიდევ არ არის გვიან ![]() -------------------- ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.
The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს" (გალ 5.1) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 05:58 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი