![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
ლეონტი |
![]()
პოსტი
#281
|
![]() ილოცე!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,990 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: ოთახი წევრი № 416 ![]() |
ლეონტი მომისმინე ლეონტ.მხოლოდ ღარიბი ოჟახი მიმართავ აბორტს,მდიდრებისათვის ეგ პრობლემას არ წარმოადგენს,გაცეკავენ და გაზრდიან ღამიბმა ოჯახმა როგორ უნდა გაზარდოს?ვერ გაზრდის!ან გაზრდის და ძალიან გაჭირვებულს(გამონაკლისებიც არის)ან კიდე უფრო უარეს ცხოვრებისაგან გატანჯულს ცხოვრება მობეზრებულ პიროვნებას,რომელი უფრო ცოდვაა იმ კაცის წვალება ოხვრა და ვაება რომელიც იმის გამო გაჩნდა რომ მშობლებს აბორტის სეეშინდათ თუ უგრძნობი მკვდარი ჩანასახი? ნოდარიკო მამა მომისმინე, შენ ლაპარაკობ ეხლა საშინელებას. და ყველაფერი რაც თქვი არასწორია. ნუ დაგეზარება ,ბოლოებს რო კითხულობ ყველგან, ეს თემა თავიდან გადაიკითხე. OK? -------------------- tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
|
მარიტა |
![]()
პოსტი
#282
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,738 რეგისტრ.: 19-March 07 წევრი № 1,428 ![]() |
ჩემი აზრი ესეთია რომ პრეზერვატივი ჯობია იხმაროს ადამიანმა ვიდრე სხვა საშვალებები.რაც შეეხება აბორტს ეს მართლაც საშინელებაა-კლავ საკუთარ შვილს.მე ჯერ არა ვარ გათხოვილი მაგრამ ვიცი რომ აბორტს არ გავიკეთებ არავითარ შემთხვევაში
-------------------- უფალო იესო ქრისტე,ძეო ღმრთისაო,შემიწყალე მე ცოდვილი
"ღმერთს უყვარვართ უფრო მეტად,ვიდრე მამას,დედას,მეგობრებს ან სხვა ვინმეს ძალუძს.მეტიც,მას ჩვენ მეტად უყვარვართ ვიდრე საკუთარი თავი გვიყვარს.." პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი |
ალექსანდრე |
![]()
პოსტი
#283
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 ![]() |
ციტატა რომელი უფრო ცოდვაა იმ კაცის წვალება ოხვრა და ვაება რომელიც იმის გამო გაჩნდა რომ მშობლებს აბორტის შეეშინდათ თუ უგრძნობი მკვდარი ჩანასახი? ’აბორტი’’ – ‘’ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა’’ – რა დგას ამ სიტყვების მიღმა? თანამედროვე ადამიანებმა ისწავლეს საშინელი, თავისი არსით უსასტიკესი ცნებების შერბილებული, მიკიბულ–მოკიბული ფრაზებით გამოსახვა, რითაც ცდილობენ თვით საკუთარ თავსაც არ გამოუტყდნენ და დაუმალონ მათი გულშემზარავი არსი. წარმოიდგინეთ შემდეგი სახის სამედიცინო ტერმინი: ‘’გულის მოქმედების ხელოვნური შეწყვეტა’’ – რას შეიძლება ნიშნავდეს ეს მოქმედება? დავუშვათ, რომელიმე ბანდიტმა სასიკვდილოდ დაჭრა ადამიანი – დანა გაუყარა გულში. ზის ახლა საბრალდებო სკამზე. მას ეუბნებიან: ‘’ეს რა ჩაიდინე? შენ ხომ ადამიანი მოკალი!’’ ის კი პასუხობს: ‘’არა, მე არ მომიკლავს. მე მხოლოდ ხელოვნურად შევაჩერე მისი გულის მოქმედება.’’ მას ამუნათებენ: ‘’ჰო, მაგრამ, რომ მოკვდა? ‘’ მკვლელი პასუხობს: ‘’დიახ, მოკვდა. მერედა რა? მე სხვა გამოსავალს ვერ ვხედავდი. მას რომ ეცოცხლა, იგი მე შემიშლიდა ცხოვრებაში’’. ეს ხომ დღეისათვის ყველაზე გავრცელებული მიზეზია, რომელიც აბორტისაკენ უბიძგებს ქალებს – ბავშვები ხელს შეუშლიან მათ ცხოვრებაში – მეტი ტვირთია, მეტი პრობლემაა, საკუთარი სიამოვნების საშუალება შეეზღუდებათ. მამაკაცებიც ხშირად ამავე მიზეზით მიუთითებენ ხოლმე სათანადო გინეკოლოგიური განყოფილებებისაკენ მეუღლეებს, რათა არ მოიკლონ დამშვიდებული და უზრუნველი ცხოვრება. თუმცა, ისიც მართალია, რომ ზოგიერთი ქალი ამ ცოდვას სჩადის ისე, რომ ‘’არ უწყის, თუ რასა იქმს’’. ისინი მიიჩნევენ: ვიდრე ბავშვი არ დაბადებულა, იგი ჯერ კიდევ არ არის ადამიანი, ამ სიტყვის სრული გაგებით, არამედ მხოლოდ ნაწილია მათი სხეულისა; თავის ორგანიზმს კი, ყველას შეუძლია მოექცეს ისე, როგორც მოეპრიანება. ასეთი ქალბატონები აბორტის გასაკეთებლად ისე იოლად მიბრძანდებიან, თითქოს კბილის ამოსაღებად მიდიოდნენ. მაინც რა ასაკიდან იწყება ადამიანის ჩამოყალიბება? საფრანგეთში საახელმწიფოებრივი კანონმდებლობით ბავშვის სიცოცხლე დაცულია ჩასახვიდან 10 კვირის შემდეგ, დანიაში – 12 კვირის შემდეგ, შვედეთში – 20 კვირის, ხოლო მრავალ ქვეყანაში სიცოცხლე იურიდიულად დაცულია მხოლოდ ბავშვის დაბადების შემდეგ. ნობელის პრემიის ლაურეატ დოქტორ ჯეიმს უოტსონის წინადადებით, ბავშვის სიცოცხლე დაცული უნდა იყოს დაბადებიდან სამი დღის შემდეგ, მაგრამ სინამდვილეში საიდან იწყება ადამიანის სიცოცხლის საწყისის ათვლა? ვის დავუჯეროთ ფრანგებს, დანიელებს, შვედებს თუ ჯეიმს უოტსონს? სავსებით ნათელია, რომ ყური უნდა დავუგდოთ არა საეჭვო კომპეტენციის პირთა აზრებს, არამედ ორ ავტორიტეტულ წყაროს: ხმას უფლისას და მეცნიერთა დასკვნებს. ღმერთიცა და მეცნიერებაც გვიდასტურებს ერთსა და იმავეს: ადამიანის სიცოცხლე იწყება ჩასახვისთანავე! საეკლესიო კანონები არსებას ადამიანისას ყოველთვის იცავდნენ ჯერ კიდევ დედისეულ ორგანიზმში. წმიდა ბასილი დიდი წერდა, რომ ჩასახული ნაყოფის განზრახ მოკვდინებისათვის ადამიანი იმსახურებს ისეთსავე საჯელს, როგორც მკვლელობისათვის. ნაყოფის ხნოვანებაზე როგორც ვხედავთ არ არის ლაპარაკი; არც იმ გარემოებას ეძლევა მნიშვნელობა , თუ როდის არის ჩასახული – 10 კვირის წინ, გუშინ, საათისა და წუთის წინ. მსგავს თვალსაზრისს ადგანან უკლებლივ ყველა წმიდა მამები, ვისაც კი თავისი შეხედულება გამოუთქვამს ამ საკითხზე. წმიდა ბასილი დიდის გარდა შეგვიძლია დავასახელოთ მართლმადიდებლობის ისეთი ბურჯები, როგორებიც იყვნენ წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი, წმიდა იოანე ოქროპირი, წმიდა ეფრემ ასური და წმიდა მაქსიმე აღმსარებელი. საეკლესიო შეხედულებით , ადამიანის ცხოვრება არც დაბადებით იწყება და არც სიკვდილით მთავრდება. ამ ორი თარიღით მოისაზღვრება მხოლოდ ადამიანის ცხოვრების ერთი ეტაპი. ამ ეტაპს წინ უსწრებს დედისეულ ორგანიზმში არსებობს მუცლადყოფნის ჟამს, ხოლო მოსდევს – იმქვეყნიური ცხოვრება. მოდით, მოვიცილოთ, განვაგდოთ ლამაზი სიტყვების საფარველი და სულ ძირში ჩავხედოთ ამ საშინელი მოვლენის არსს. ვნახოთ , რა ხდება იმ ‘’ღონისძიების’’ დროს, რასაც ‘’ორსულობის ხელოვნური შეწყვეტას’’ უწოდებენ. არსებობს ამ შეწყვეტის სხვადასხვა მეთოდები. ფეხმძიმობის ადრეულ სტადიებზე ჩვეულებრივ მიმართავენ ეგრედ წოდებულ ‘’ვაკუუმ-ასპირაციას’’ – როგორ მეცნიერულად ჟღერს არა?! ამ მეთოდის მთელი უკეთური და ბარბაროსული არსი კი იმაში მდგომარეობს, რომ როგორც მტვერსასრუტით გამოსწოვენ მტვერს ხალიჩიდან, სწორედ ასე გამოიწოვება ნაყოფი დედის წიაღიდან. ქალის საშვილოსნოში შეჰყავთ წამახულკიდებიანი პლასტმასის მილი. ბავშვის სხეული ნაწევრდება და გარეთ გამოიწოვება სპეციალურ სათავსში. თუ ორსულობა უფრო გვიანია, საშვილოსნოში შეჰყავთ მარყუჟის ფორმის მჭრელი დანა. ამ დანით ხდება საშვილოსნოს ღრუს გამოფხეკა; იმავე დანით ხდება ბავშვის ნაწილებად დაჭრა. ფეხმძიმობის 12 კვირის შემდეგ აუცილებელი ხდება მაშისმაგვარი კიდევ ერთი ინსტრუმენტის ჩარევა, რადგან ბავშვს უკვე აქვს ხელები, ფეხები და ძვლებსაც დაწყებული აქვს კალცინირება. ამ ინსტრუმენტს ექიმი გამოსდებს ბავშვის ხელს, ფეხს ან სხეულის სხვა ნაწილს და მკვეთრი ბრუნვითი მოძრაობით აწყვიტავს მას. ეს მანიპულაცია მიმდინარეობს მანამ, ვიდრე მთელი ბავშვი სრულად არ დანაწევრდება. ხერხემალი უნდა გადატეხონ, თავის ქალა უნდა დაამსხვრიონ, რათა მათი მოშორების შესაძლებლობა მიეცეთ. ექთნის მოვალეობას შეადგენს ყველა ამ ნაწილის ერთად შეგროვება საშვილოსნოდან მათი მოცილების შემდეგ, რათა დარწმუნებით ითქვას, რომ უკვე ყველაფერი გამოღებულია და იქ აღარაფერი აღარ არის დარჩენილი. შემდგომ ეს ნაწილები იყრება ნაგვის ვედროში ან იხმარება ნედლეულად კოსმეტიკურ მრეწველობაში. მოვლენის საშინელება კიდევ იმ ფაქტით არის გამძაფრებული, რომ ქვეყნად ჯერ არმოვლენილი ბავშვი ისევე გრძნობს ტკივილს, როგორც უკვე დაბადებული. დღეისათვის საყოველთაოდ აღიარებული და მეცნიერულად დამტკიცებულია – შვიდკვირიანი ნაყოფი ისევე აბრუნებს თავს და ირიდებს ტკივილის გამომწვევ მიზეზს, როგორც ცხოვრების ყველა სხვა სტადიაში. ბოლო 11 კვირისას არა მარტო სახე, არამედ ხელისა და ფეხის ყოველი ნაწილი უხდება შეხებისადმი მგრძნობიარე. 13 კვირის ნაყოფს ტკივილზე რეაქცია აქვს ნერვული სისტემის ყველა დონეზე. ამერიკელმა ექიმმა ბერნარდ ნათანსონმა გადაიღო ფილმი, სადაც ნაჩვენებია იმის ულტრაბგერითი გამოსახულება, რაც ხდება ქალის საშვილოსნოში აბორტის გაკეთების დროს თორმეტკვირიან ნაყოფზე ‘’ვაკუუმ–ასპირაციის’’ ზემოაღწერილი მეთოდით. ეკრანზე ნათლად ჩანს როგორ ცდილობს პაწაწინა არსება ვაკუუმ–გამწოვისაგან თავის არიდებას, თავის დაძვრენას. სწრაფი და ღელვით აღსავსეა მისი მოძრაობები. გული უცემს ძალუმად და აჩქარებულად. ხოლო ბოლოს, როდესაც ბოროტების აპარატის საცეცებში მომწყვდეული ბავშვის სხეულის დანაწევრება იწყება, იგი ფართოდ აღებს პირს უხმო ძახილით. აქედან მომდინარეობს ფილმის სახელწოდებაც – ‘’უხმო ძახილი’’. გაითვალისწინეთ, რომ არავითარი გაუტკივარება აბორტის დროს ნაყოფისათვის არ არსებობს. დედებო, როდესაც დააპირებთ საკუთარი შვილების კვლის ცოდვის ჩადენას, გახსოვდეთ: მათ ძალიან ეტკინებათ და ისინი მერე, იმქვეყნიურ ცხოვრებაში შეგეკითხებიან: ‘’დედა, რად გამიმეტე ასე სასტიკად?’’ რას უპასუხებთ მაშინ? ტკივილის შეგრძნება კულმინაციას აღწევს, როდესაც აბორტის მეთოდად გამოყენებულია ‘’მარილიანი ამინოცენთეზი’’. ამგვარი ბუნდოვანი ტერმინოლოგიის ქვეშ იმალება შემდეგი: დედის მუცლის ღრუს ფარიდან ბავშვის სანაყოფო წყლებში უყრიან ნემსს. მისი მეშვეობით შეჰყავთ მარილის კონცენტრირებული ხსნარი. ბავშვი ყლაპავს ამ ხსნარს, ისუნთქავს მას, იჟღინთება. ხსნარი სწვავს ბავშვს, რის შედეგადაც იგი განიცდის აუტანელ ტკივილს და იგრიხება კონვულსიებში. თუ პროცედურა არ გართულდა მეორე დღეს დედა შობს მკვდარ შვილს. ამ სახით აბორტირებულ ბავშვებს ზოგჯერ ‘’ყინულოვან ბავშვებსაც’’ უწოდებენ საქმე ის გახლავთ, რომ მარილს, როგორც მოგეხსენებათ, აქვს ამოჭმის უნარი. ბავშვს ნაზი კანი მარილის ამგვარი მოქმედების შედეგად სძვრება და მის ქვეშ ჩნდება ფაშარი წითელი მბზინავი კანქვეშა ქსოვილი, რომელიც ჭიქურსა ჰგავს, საიდანაც მომდინარეობს ეს სახელწოდებაც. არსებობს კიდევ აბორტის სახეობა სახელწოდებით ‘’ჰისტეროტომია’’ ეს მეთოდი გამოყენებულია ორსულობის ბოლოს და ცნობილია ‘’საკეისრო კვეთის’’ სახელწოდებით. ზემოთ ჩამოთვლილი აბორტის მეთოდებში ყველა სახის აბორტი როდია აღწერილი, მაგრამ ვფიქრობ, ეს საშინელებანიც საკმარისია განსჯისათვის. -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
ხათუნა |
![]()
პოსტი
#284
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 365 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 412 ![]() |
ალექსანდრე
ეს უნდა დააკოპირო ხშირხშირად, რომ ამ თემაში გვიან შემოსულსაც შეეჩეხოს თვალში და წაიკითხოს. ამაზე დიდი საშინელება არ არსებობს ამქვეყნად ხალხო, და ღმერთმა დაგიფაროთ ყველა ამ ცოდვისაგან. -------------------- აცხოვნე უფალო, და შეიწყალე სულიერი მამა მოძღვარი მასწავლელი ჩემი, რომელი მარადის იღვიძებს და იღწვის სულისა ჩემისათვის და ლოცვითა მისითა მომანიჭე შენდობა შეცოდებათა ჩემთა.
|
სოფი |
![]()
პოსტი
#285
|
![]() Pro Christo.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 ![]() |
ციტატა მომისმინე ლეონტ.მხოლოდ ღარიბი ოჟახი მიმართავ აბორტს,მდიდრებისათვის ეგ პრობლემას არ წარმოადგენს,გაცეკავენ და გაზრდიან ღამიბმა ოჯახმა როგორ უნდა გაზარდოს?ვერ გაზრდის!ან გაზრდის და ძალიან გაჭირვებულს(გამონაკლისებიც არის)ან კიდე უფრო უარეს ცხოვრებისაგან გატანჯულს ცხოვრება მობეზრებულ პიროვნებას,რომელი უფრო ცოდვაა იმ კაცის წვალება ოხვრა და ვაება რომელიც იმის გამო გაჩნდა რომ მშობლებს აბორტის სეეშინდათ თუ უგრძნობი მკვდარი ჩანასახი? ნოდარიკო მდიდრებიც არანაკლებ იკეთებენ აბორტს,ადამიანს გააჩნია რამდენად მორწმუნეა. რაც შეეხება ჩანასახს,ის უგრძნობი არაა.მაგას ადრე უყურებდნენ,კომუნისტების დროს,ვითომცდა და უგრძნობ საგანს.მაშინ დადებმა მართლაც არ იცოდნენ,რომ ის პატარა,სულ ერთი ციცქნაც განიცდის.ალბათ არ იცი,და შენ კი არა,ბევრმა არ იცის თუ რა საშინლებს უკეთებენ,რომ მოკლან და შემდეგ დედის სხეულიდან გამოიყვანონ. უბრალოდ წარმოიდგინე, ეს იგივეა რაც უკვე გაჩენილი ადამიანი მოკლა.მასაც ხომ აქვს სული სხვებივით?ადრე უცხოელი მეცნიერები ბევრს კი ფიქრობდნენ მართლა ქონდათ თუ არა სული ამ პაწაწებს.უბრალოდ დაუკვირდი სიტყვას ურსული,ეს იმას ნიშნავს რომ ფეხმძიმე ქალში უკვე მეორე ადამიანია რომელსაც სული აქვს,და რომელიც ღმერთმა მიანიჭა,და შენ არავითარი უფლება არ გაქვს მისი მოკვდინებისა. მით უმეტეს,წარმოიდგინე,რა საშინელებაა:შენ ხარ მკვლელი საკუთარი შვილისა!ამას გამართლება არა აქვს,თუნდაც, ფულს რომ გავანებოთ თავი,რომ იცოდე ის ადამიანი ფიზიკურად არაჯანსაღია. როგორი ბავშვიც არ უნდა დაბადო,უნდა გახსუვდეს რომ ის უფალმა გაჩუქა,ეს შენი ჯვარია,რაოდენ მძიმეც არ უნდა იყოს,და ეს იმ ბავშვის ჯვარია,რომელიც ასეთი დაიბადა...და ვინ იცის სამაგიეროდ უფალი რას მიუზღვავს მას მერე?.. იმედია როცა გაიზრდები,მერე ყველაფერს უფრო კარგად გაანალიზებ. ![]() -------------------- "Happiness only real when shared."
|
მაკუნა |
![]()
პოსტი
#286
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,495 რეგისტრ.: 18-March 07 წევრი № 1,409 ![]() |
ვაიმე ღმერთო ცუდად ვარ, ეს რა ფოტოებია, წარმოუდგენელია...
![]() ![]() კი ვიცოდი რა საშინელებაც იყო აბორტი, მაგრამ ამ დონეზე გააზრებული არ მქონდა და კიდე ბევრი რაღაცაც არ ვიცოდი ამ საკითხთან დაკავშირებით. მართალია გული ძალიან დამიმძიმდა, მაგრამ მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ მასალის აქ მოთავსებისთვის, ძალიან ბევრი რამე გავიგე ამ საშინელი ცოდვის შესახებ... მადლობა!!! -------------------- ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება, თუმცა ჭეშმარტი ბედნიერება სწორედ იმაშია, თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე...
ადამიანს უფლება აქვს უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება... არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს შენს ცრემლებს, ხოლო ვინც იმსახურებს ის არასოდეს აგატირებს... |
KAIROS |
![]()
პოსტი
#287
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ყოჩაღ ალექსანდრე, ამ წერილმა თემა უნდა დახუროს!
ციტატა როგორც მტვერსასრუტით გამოსწოვენ მტვერს ხალიჩიდან, სწორედ ასე გამოიწოვება ნაყოფი დედის წიაღიდან. ქალის საშვილოსნოში შეჰყავთ წამახულკიდებიანი პლასტმასის მილი. ბავშვის სხეული ნაწევრდება და გარეთ გამოიწოვება სპეციალურ სათავსში. თუ ორსულობა უფრო გვიანია, საშვილოსნოში შეჰყავთ მარყუჟის ფორმის მჭრელი დანა. ამ დანით ხდება საშვილოსნოს ღრუს გამოფხეკა; იმავე დანით ხდება ბავშვის ნაწილებად დაჭრა. ციტატა თუ ორსულობა უფრო გვიანია, საშვილოსნოში შეჰყავთ მარყუჟის ფორმის მჭრელი დანა. ამ დანით ხდება საშვილოსნოს ღრუს გამოფხეკა; იმავე დანით ხდება ბავშვის ნაწილებად დაჭრა. ციტატა ინსტრუმენტს ექიმი გამოსდებს ბავშვის ხელს, ფეხს ან სხეულის სხვა ნაწილს და მკვეთრი ბრუნვითი მოძრაობით აწყვიტავს მას. ეს მანიპულაცია მიმდინარეობს მანამ, ვიდრე მთელი ბავშვი სრულად არ დანაწევრდება. ხერხემალი უნდა გადატეხონ, თავის ქალა უნდა დაამსხვრიონ ციტატა ქვეყნად ჯერ არმოვლენილი ბავშვი ისევე გრძნობს ტკივილს, როგორც უკვე დაბადებული ციტატა ბოროტების აპარატის საცეცებში მომწყვდეული ბავშვის სხეულის დანაწევრება იწყება, იგი ფართოდ აღებს პირს უხმო ძახილით. აქედან მომდინარეობს ფილმის სახელწოდებაც – ‘’უხმო ძახილი’’. გაითვალისწინეთ, რომ არავითარი გაუტკივარება აბორტის დროს ნაყოფისათვის არ არსებობს ციტატა ტკივილის შეგრძნება კულმინაციას აღწევს, როდესაც აბორტის მეთოდად გამოყენებულია ‘’მარილიანი ამინოცენთეზი’’. ამგვარი ბუნდოვანი ტერმინოლოგიის ქვეშ იმალება შემდეგი: დედის მუცლის ღრუს ფარიდან ბავშვის სანაყოფო წყლებში უყრიან ნემსს. მისი მეშვეობით შეჰყავთ მარილის კონცენტრირებული ხსნარი. ბავშვი ყლაპავს ამ ხსნარს, ისუნთქავს მას, იჟღინთება. ხსნარი სწვავს ბავშვს, რის შედეგადაც იგი განიცდის აუტანელ ტკივილს და იგრიხება კონვულსიებში. თუ პროცედურა არ გართულდა მეორე დღეს დედა შობს მკვდარ შვილს. ამ სახით აბორტირებულ ბავშვებს ზოგჯერ ‘’ყინულოვან ბავშვებსაც’’ უწოდებენ საქმე ის გახლავთ, რომ მარილს, როგორც მოგეხსენებათ, აქვს ამოჭმის უნარი. ბავშვს ნაზი კანი მარილის ამგვარი მოქმედების შედეგად სძვრება და მის ქვეშ ჩნდება ფაშარი წითელი მბზინავი კანქვეშა ქსოვილი, რომელიც ჭიქურსა ჰგავს, საიდანაც მომდინარეობს ეს სახელწოდებაც. მე ეს ჩვილები არც სიკვდილისშემდგომი და მუდმივი წამებისათვის არ მემეტება, არ ვიკამათოთ უბრალოდ წარმოიდგინეთ ჯოჯოხეთის წამებანი, რაც ზემოთ წერია იმ საშინელებებზე მილიონჯერ უფრო ძლიერია და მუდმივი და უსასრულოდ გაგრძლებადი და უფრო და უფრო ზრდადი მარადიულად... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
kristine |
![]()
პოსტი
#288
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17 რეგისტრ.: 21-March 07 წევრი № 1,455 ![]() |
![]() ![]() |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#289
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
KAIROS
ციტატა ყოჩაღ ალექსანდრე, ამ წერილმა თემა უნდა დახუროს! პრინციპში იყოს რას მიშლის, თან ახალმოსულებს აინტერესებთ. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
KAIROS |
![]()
პოსტი
#290
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა პრინციპში იყოს რას მიშლის, თან ახალმოსულებს აინტერესებთ დახურვაში წაშლა არ მიგულისხმია, უბრალოდ მართლაც "დახურა" ანუ ბოლო სიტყვა თქვა... მერე მეც დავაზუსტე ![]() ციტატა საცოდავი ბავშვები, რა დააშავეს!!! არასოდეს გავიკეთებ აბორტს! გენათალე ![]() -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
შოთა |
![]()
პოსტი
#291
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,637 რეგისტრ.: 28-July 06 მდებარ.: tel-aviv წევრი № 22 ![]() |
საინტერესოა მიეტევება ეს ცოდვა დედებს, რომლებიც არ აცნობიერებდენ აბოტრვის ამ უდიდეს ცოდვას..?
-------------------- http://www.youtube.com/user/shotka84tube
|
leluka |
![]()
პოსტი
#292
|
![]() ♥-ლელუკა-♥ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,677 რეგისტრ.: 24-January 07 წევრი № 907 ![]() |
საშინელებაა აბორტი მაგრამ ბევრი ვნებას ვერ მართავს ამიტომ რაღაც ხომ უნდა ქნან მე არ ვამართლებ საშინლად აბორტს მაგრამ თავის დაცვა მგონი საშინელება არ უნდა იყოს, თან საიდანღაც ჩამოფრენილები ხომ არ ხართ რომ მართლა ძნელია ეს ცხოვრება მე არ მყავს ოჯახი მაგრამ მე მხოლოდ ძმა მყავს და ის რასაც ჩვენი ბიუჯეტი წვდება ღმერთის ნებით საარსებოთ გვყოფნის,თან ამას განვიცდი მაინც რა
![]() მე ღმერთმა დამიფაროს ამ ცოდვისგან ჩემი ნებით არ გავაკეთებ ამას ![]() -------------------- ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
|
mariami-k |
![]()
პოსტი
#293
|
![]() მარიამი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,841 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 671 ![]() |
შოთა
ციტატა საინტერესოა მიეტევება ეს ცოდვა დედებს, რომლებიც არ აცნობიერებდენ აბოტრვის ამ უდიდეს ცოდვას..? თუკი მომავალში სინანული ექნებათ, და გულწრფელად მოინანიებენ მათ ალბათ მიეტევებათ. -------------------- "შეიყვარეთ სიყვარული"
|
Paradise |
![]()
პოსტი
#294
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 11 რეგისტრ.: 27-March 07 წევრი № 1,503 ![]() |
აბორტის გამკეთებელს არ ეპატიება. მე ეგ უდიდეს ცოდავად მიმაჩნია. შეიძლება ქალი შეცდეს და ისეთ მამაკაცს გაყვეს ცოლად, რომელიც ამის ოჯახის ღირსი არ არის. შეიძლება ეგ მამაკაცი მიატოვოს ქალი ბავშვის დაბადებამდე, მაგრამ ეგ მაინც არავის აძლევს უფლებას რომ ბავშვი მოკვლას.
|
ზებედე |
![]()
პოსტი
#295
|
![]() ზეციკეთი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 ![]() |
შოთა თუკი მომავალში სინანული ექნებათ, და გულწრფელად მოინანიებენ მათ ალბათ მიეტევებათ. თუ გულწრფელად მოინანიებენ მიეტევებათ, ალბათ ზედმეტია! ________________________________________________________ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მანანა შარაშიძის სახელობის სამედიცინო ცენტრში ფუნქციონირება დაიწყო “მოწყალების სახლმა გზაარეული ქალებისათვის”. ამ დაწესებულების მიზანია დაეხმაროს ახალგაზრდა ქალებს რთულ სიტუაციებში, ასევე მომავალ დედებს, რომლებიც ამ თუ იმ მიზეზის გამო იძულებულნი არიან გაიკეთონ აბორტი. ნაყოფის მოშორების სანაცვლოდ ცენტრში დედებს შესთავაზებენ გააჩინონ ბავშვები და დატოვონ ისინი მოწყალების სახლში, სადაც ახალშობილები ცხოვრების განსაზღვრულ პერიოდს გაივლიან. დედას, სურვილისამებრ, ნებისმიერ დროს შეუძლია მისი წაყვანა. ამ დაწესებულების მოღვაწეობაზე კონტროლს ბათუმისა და ქობულეთის მთავარეპიკოპოსი დიმიტრი შიოლაშვილი განახორციელებს. რამდენიმე ხნის წინ მისი ძალისხმევითა და ლოცვა-კურთხევით ბათუმში გაიხსნა და დღემდე ფუნქციონირებს მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა გიმნაზია-პანსიონატი. -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
მამფალი |
![]()
პოსტი
#296
|
![]() შეფიცული ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,279 რეგისტრ.: 13-February 07 მდებარ.: apsni axeintkarra წევრი № 1,066 ![]() |
ჩემი აზრით უნდა აიკრძალოს ხოლო ის ვისაც ბავშვის მოშორება ეკონომიური პრობლემების გამო უნდა ანდა რამე სულიერი პრობლემა აქვს მათთვის სახელმწიომ უნდა იზრუნოს. მგონი საპატრიარქოს აქვს ასეთი სახლი სადაც ქალებს შეუძლიათ (მარტოხელებს) იცხოვრნ. არ ვიცი ზუსტად.
-------------------- არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
|
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#297
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
მიზეზი არასოდეს გამოილევა, ზოგი ამბობს, რომ ეკონომიური სესაძლებლობა არა აქვს, ზოგის ამბობს, რომ უკვე წამოზრდილი შვილები ჰყავს და თავიდან ყველაფრის დაწყება ეძნელება, ზოგს უბრალოდ მეტი შვილი არ უნდა, ზოგს რთული მშობიარობა ჰქონდა და ეშინია და აშ. მიზეზი არ გამოილევა.
-------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
matebichi |
![]()
პოსტი
#298
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 75 რეგისტრ.: 26-March 07 წევრი № 1,499 ![]() |
მიზეზი არასოდეს გამოილევა, ზოგი ამბობს, რომ ეკონომიური სესაძლებლობა არა აქვს, ზოგის ამბობს, რომ უკვე წამოზრდილი შვილები ჰყავს და თავიდან ყველაფრის დაწყება ეძნელება, ზოგს უბრალოდ მეტი შვილი არ უნდა, ზოგს რთული მშობიარობა ჰქონდა და ეშინია და აშ. მიზეზი არ გამოილევა. დედა დედა რავა დიდი ქალივით მსჯელობ. ვიგაცა მახსოვს მაგ საკითხზე რაღაცას რომ მეუბნებოდა ![]() ხო და კიდე დავამატებდი, თუ შვილების გაჩენა არ შეგიძლია მონასტერი მაგისთვისაა. არ გათხოვდე რაა |
leluka |
![]()
პოსტი
#299
|
![]() ♥-ლელუკა-♥ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,677 რეგისტრ.: 24-January 07 წევრი № 907 ![]() |
კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მანანა შარაშიძის სახელობის სამედიცინო ცენტრში ფუნქციონირება დაიწყო “მოწყალების სახლმა გზაარეული ქალებისათვის”. ამ დაწესებულების მიზანია დაეხმაროს ახალგაზრდა ქალებს რთულ სიტუაციებში, ასევე მომავალ დედებს, რომლებიც ამ თუ იმ მიზეზის გამო იძულებულნი არიან გაიკეთონ აბორტი. ნაყოფის მოშორების სანაცვლოდ ცენტრში დედებს შესთავაზებენ გააჩინონ ბავშვები და დატოვონ ისინი მოწყალების სახლში, სადაც ახალშობილები ცხოვრების განსაზღვრულ პერიოდს გაივლიან. დედას, სურვილისამებრ, ნებისმიერ დროს შეუძლია მისი წაყვანა. ამ დაწესებულების მოღვაწეობაზე კონტროლს ბათუმისა და ქობულეთის მთავარეპიკოპოსი დიმიტრი შიოლაშვილი განახორციელებს. რამდენიმე ხნის წინ მისი ძალისხმევითა და ლოცვა-კურთხევით ბათუმში გაიხსნა და დღემდე ფუნქციონირებს მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა გიმნაზია-პანსიონატი. არ ვიცოდი ეს რა კარგიაა ![]() ![]() ![]() ![]() ზებედე ![]() -------------------- ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
|
ზებედე |
![]()
პოსტი
#300
|
![]() ზეციკეთი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 ![]() |
თუ შვილების გაჩენა არ შეგიძლია მონასტერი მაგისთვისაა. არ გათხოვდე რაა no no no! ზებედე ![]() იეჭვიანებენ! -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th June 2025 - 12:22 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი