![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#361
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
თუ გაქვს საშუალება არც არაფერი, მაგრამ ყველას არ შეუძლია 10 შვილის გაზრდა! ქალი საკეისროს რომ იკეთებს მგონი სულ მცირე ერთი წელი არ შეუძლია შვილის გაჩენა. ამ ხნის განმავლობაში ცოლ-ქმარს სექსი რომ მოუნდებათ რა უნდა ქნან? ონანიზმს მიმართონ? კარგით რა, პრეზერვატივი და ე.წ. "კალენდრით სიყვარული" ტყუილად არავის მოუგონებია! ძირს ფანატიზმი! ადამის ნეკნი ამ თემაში არ შემოხვიდე, შვილო! ![]() ვ.შ.პ მე მეტს ვერაფერს დავამატებდი ![]() ![]() ![]() -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#362
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
KAIROS
კაიროსს, ბავშვს (ლელუკას, იმედია არ მიწყენს) დააინტერესა შენს რას აპირებ, ![]() ![]() ![]() ![]() კანონისტი ციტატა სხვათაშორის, კათოლიკურ კატეხიზმოში წავიკიტხე, რომ ლათინთა ეკლესია კრძალავს პრეზერვატივს, მაგრამ ნებას რთავს ე.წ. "კალენდარულ სიყვარულზე", რადგან ამ უკანასკნელის დროს მაინც არსებობს მცირედი შანსი ბავშვის ჩასახვისა, რაც პირველ შემთხვევაში გამორიცხულია (ნუ თურქეთის წარმოების პრეზერვატივი თუ არაა ნენაა, რა გავფუჭდი ნენა მე გუჯას მივსდევ და აგიც გადარეულია ![]() -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
ზებედე |
![]()
პოსტი
#363
|
![]() ზეციკეთი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 ![]() |
ხო, მართლა გუჯა, პაწა მორიდება არ გვაწყენდა, ამინც მართლმადიდებლური ფორუმია, მთალდ პირდაპირ ნუ იტყვი ხოლმე, აქ პატარებიც შემოდია. რას ამბობ, სექსი და პრეზერვატივის ხარისხი ბავშვებმა უფრო კარგად იციან, ვიდრე მშობლებმა ![]() ადამის ნეკნი ნუ იჭყიტები!!! ![]() მოდერებო გვიშველეთ. კარგი რა, ვეღარაფერი უნდა ვთქვა მოდერების შიშით? ![]() -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#364
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
ციტატა საერთოდ, ჩემი აზრით, ნებისმიერი ჩსს (როგორც KAIROS იტყოდა) ეწინააღმდეგება ქორწინების საიდუმლოს მთავარ არსს - შვილიერებას ისე ქორწინების მთავარი არსი შვილიერება სულაც არ არის, ქალის და კაცის ერთობაა, მეორე ნახევრების. რა სვილი თუ არ ეყოლათ ამის გამო ოჯახი არ არის და უნდა დაიშალოს? ანუ მტავარი მიზანი არ მიღწეულა??? სულაც არა! [/b]ზებედე[/b] ციტატა რას ამბობ, სექსი და პრეზერვატივის ხარისხი ბავშვებმა უფრო კარგად იციან, ვიდრე მშობლებმა დათომ მას შემდეგ, რაც დაპოსტა დაირცხვინა და გულის შემუსვრილის თემაში გადახტა, აი გუჯას ვერაფერი ვუშველეთ მაინც თავისას აწვება ![]() -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#365
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
მხევალი ნინო
ციტატა ისე ქორწინების მთავარი არსი შვილიერება სულაც არ არის, ქალის და კაცის ერთობაა, მეორე ნახევრების. რა სვილი თუ არ ეყოლათ ამის გამო ოჯახი არ არის და უნდა დაიშალოს? ანუ მტავარი მიზანი არ მიღწეულა??? სულაც არა! ეგ უფლის ნებაა შვილს მოგცემს თუ არა, ხოლო ჯვრისწერის დროს იკითხება საგანგებო ლოცვა შვილიერებისა და სარეცლის გაზიარებისათვის და სწორედ ამას ეწინააღმდეგება, თორემ ისე პავლე მოციქული საერთოდაც იმას ამბობს "კაცად-კაცადსა სიძვისათვის ცოლი ესვინ"-ო, ანუ სიძვის ცოდვისგან თავის ასარიდებლად მოიყვანეთ ცოლიო ციტატა დათომ მას სემდეგ, რაც დაპოსტა დაირცხვინა და გულის შემუსვრილის თემაში გადახტა, აი გუჯას ვერაფერი ვუშველეთ მაინც თავისას აწვება ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
ზებედე |
![]()
პოსტი
#366
|
![]() ზეციკეთი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 ![]() |
ღმერთო, რა საშინელებაა, როცა ადამიანს უნდა მხოლოდ სიყვარული, სიყვარულის ნაყოფი კი არა.. ამ დროს, ალბათ, ადამიანი კარგავს ადამიანურ სახეს.. იცი რა გამოგდის ასეთი ნათქვამით? ვისაც შვილი არ უჩნდებოდა და სექსი მაინც ჰქონდათ როგორც ქვემოთ თქვი "ცხოველებს ჰგავდნენ"??????????? ![]() -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
cicinatela |
![]()
პოსტი
#367
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 121 რეგისტრ.: 5-January 07 წევრი № 796 ![]() |
ოჯახის შექმნა ერთია...და შVილის გაჩენა მეორე...შეიძLება ცოლ-ქმარს არ ყავდეთ შVილი მაგრამ ცხოველობა აქ რა შუაშIა? თუმცა ყველა ქალის ძირითადი დანიშNულება შVილის აღზრდაა . გაზარდოს შVილი უფლის გზებით
-------------------- ყველაზე კარგი შურისძიება ის არის რომ, არ ემსგავსო და არ მიბაძო მას, ვინც გაგამწარა
|
sofia |
![]()
პოსტი
#368
|
![]() სოფიო ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 69 რეგისტრ.: 1-February 07 წევრი № 983 ![]() |
თუ გაქვს საშუალება არც არაფერი, მაგრამ ყველას არ შეუძლია 10 შვილის გაზრდა! ქალი საკეისროს რომ იკეთებს მგონი სულ მცირე ერთი წელი არ შეუძლია შვილის გაჩენა. ამ ხნის განმავლობაში ცოლ-ქმარს სექსი რომ მოუნდებათ რა უნდა ქნან? ონანიზმს მიმართონ? კარგით რა, პრეზერვატივი და ე.წ. "კალენდრით სიყვარული" ტყუილად არავის მოუგონებია! ძირს ფანატიზმი! ადამის ნეკნი ამ თემაში არ შემოხვიდე, შვილო! ![]() როგორც მივხვდი აქ მატერიალური საშუალება არ იგულისხმება (ღმერთის ნებას მინდობილებს მატერიალური გაჭირვება არ აშინებთ). "თუ გაქვს საშუალება" თუ ჯანმრთელობას გულისხმობს , ალბათ კრიტიკულ შემთხვევაში თუ ქალს ბავშვის გაჩენა არ შეუძლია ცოლ-ქმრული ურთიერთობაც უნდა შეწყდეს(და ეს უფლის ჯვრად უნდა ჩაითვალოს),თუ ეს მცირედი პრობლემებია ჯანმრთელობის,მაშინ უფალს უნდა მიენდო და გასაჩენი გააჩინო. |
ზებედე |
![]()
პოსტი
#369
|
![]() ზეციკეთი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 ![]() |
ალბათ კრიტიკულ შემთხვევაში თუ ქალს ბავშვის გაჩენა არ შეუძლია ცოლ-ქმრული ურთიერთობაც უნდა შეწყდეს(და ეს უფლის ჯვრად უნდა ჩაითვალოს), რაიო? ![]() -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
mariami-k |
![]()
პოსტი
#370
|
![]() მარიამი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,841 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 671 ![]() |
ზებედე
ციტატა ციტატა(marine @ Apr 18 2007, 10:19 AM) ღმერთო, რა საშინელებაა, როცა ადამიანს უნდა მხოლოდ სიყვარული, სიყვარულის ნაყოფი კი არა.. ამ დროს, ალბათ, ადამიანი კარგავს ადამიანურ სახეს.. იცი რა გამოგდის ასეთი ნათქვამით? ვისაც შვილი არ უჩნდებოდა და სექსი მაინც ჰქონდათ როგორც ქვემოთ თქვი "ცხოველებს ჰგავდნენ"??????????? აღარ დავასახელებ იმ წმინდანებს ვისაც შვილი არ შეძენიათ, ან სიბერის ბოლოს ეყოლათ... -------------------- მგონი არასწორად გაუგე ნათქვამს. აქ სწორედ იმათ გულისხმობდა, რომელთაც შეუძლიათ ბავშვის გაჩენა და აბორტს იკეთებენ. მათ შვილი არ უნდათ. იმ შემთხვევაში კი როცა არ უჩნდება შვილი არ მგონია ასე იყოს საქმე. -------------------- "შეიყვარეთ სიყვარული"
|
marine |
![]()
პოსტი
#371
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,686 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
იცი რა გამოგდის ასეთი ნათქვამით? ვისაც შვილი არ უჩნდებოდა და სექსი მაინც ჰქონდათ როგორც ქვემოთ თქვი "ცხოველებს ჰგავდნენ"??????????? ![]() ჩემი სიტყვები არასწორად გაგიგია, გუჯა.. ცოლ-ქმარს, რომელნიც უშვილოები არიან, ყოველთვის ასულდგმულებთ ის აზრი, რომ უფალი გადმოხედავს მათ და შვილს აჩუქებს.. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
ზებედე |
![]()
პოსტი
#372
|
![]() ზეციკეთი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 ![]() |
ჩემი სიტყვები არასწორად გაგიგია, გუჯა.. ცოლ-ქმარს, რომელნიც უშვილოები არიან, ყოველთვის ასულდგმულებთ ის აზრი, რომ უფალი გადმოხედავს მათ და შვილს აჩუქებს.. ყოველთვის და ყველას არა...აბრაამს და სარას გაუკვირდათ ანგელოზმა რომ უთხრა შვილი შეგეძინებათო, ძალიან მოხუცებულები იყვნენ... -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
marine |
![]()
პოსტი
#373
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,686 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ყოველთვის და ყველას არა... რათქმაუნდა ურწმუნოებს მე არ ვგულისხმობ.. მათი გამიწიერებული "სიყვარული" სხვა თემაა.. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მარიტა |
![]()
პოსტი
#374
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,738 რეგისტრ.: 19-March 07 წევრი № 1,428 ![]() |
რთული საკითხია საერთოდ.აბორტის მიმართ მკაცრად ვარ ჩამოყალიბებული რომ არაფრით არ შეიძლება და კლავ საკუთარ შვილს.მაგრამ ჩასახვის საწინააღმდეგო საშვალებები არ არის ჩემთვის მიუღებელი რადგან ავიღოთ თუნდაც მატერიალური მხარე-შეიძლება არა აქვს ოჯახს ბევრი შვილის ყოლის საშვალება რა ქნან?? დღევანდელ ცხოვრებაში რა სირთულეებია ამ მხრივ ყველამ იცის.
-------------------- უფალო იესო ქრისტე,ძეო ღმრთისაო,შემიწყალე მე ცოდვილი
"ღმერთს უყვარვართ უფრო მეტად,ვიდრე მამას,დედას,მეგობრებს ან სხვა ვინმეს ძალუძს.მეტიც,მას ჩვენ მეტად უყვარვართ ვიდრე საკუთარი თავი გვიყვარს.." პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი |
KAIROS |
![]()
პოსტი
#375
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა მაინტერესებს შენ როგორ აპირებ ცხოვრებას ეგ მეც მაინტერესებს, მაგრამ ნება დამრთე ეს ფორუმზე კი არა ჩემს მოძღვართან გავარკვიო ![]() ციტატა ლათინთა ეკლესია კრძალავს პრეზერვატივს, მაგრამ ნებას რთავს ე.წ. "კალენდარულ სიყვარულზე", რადგან ამ უკანასკნელის დროს მაინც არსებობს მცირედი შანსი ბავშვის ჩასახვისა კანონისტ, პირველწყაროდან გატყობინებ, ამას წინათ აქაურ გაზეთებში დიდი სიხარულით გვაუწყეს, რომ კათოლიკური ეკლესია "გაიხსნა" პრეზერვატივების მიმართ, მართალია ეს "ინიციატივა" შიდსის წინააღმდეგ გამოწვეული კომპანიით იყო განპირობებული, მაგრამ ძალიან შემწყნარებლურად ეკიდებიან ამ საკითხს... ციტატა ნებისმიერი ჩსს (როგორც KAIROS იტყოდა) ეწინააღმდეგება ქორწინების საიდუმლოს მთავარ არსს - შვილიერებას ნამდვილად, მაგრამ არის უზარმაზარი განსხვავება, ის "კალენდრული სიყვარულიც" ეწინააღმდეგება, რადგან "მუშაობა" მხოლოდ ტკობობისათვის მიდის ![]() ერთი სიახლე კიდევ, ბენედიქტე XVI -ეს ეკლესია 4 დღის უკან მიღებული დოკუმენტით გააუქმა სწავლება "ლიმბოს" შესახებ, რომელიც ასწავლიდა, რომ ჯოჯოხეთში არსებობდა ადგილი სადაც არ იყო ტანჯვა და იქ ხვდებოდნენ ჩვილები, ეს ცრუ სწავლება დასავლეთის ეკლესიაში XIII ს.ში წარმოიშვა და დოგმატიკის წიგნშიც შევიდა, იქამდე იყო გავრცელებული, რომ დანტე ალეგიერის "ღვთაებრივ კომედიაში"-ც არის აღწერილი იქ "მოგზაურობა", დღეს კათოლიკური ეკლესია აბორტით მოწყვეტილი ჩვილების პირდაპირ და უპირობო ცხონებაზე წერს... ციტატა აბრაამს და სარას გაუკვირდათ ანგელოზმა რომ უთხრა შვილი შეგეძინებათო, ძალიან მოხუცებულები იყვნენ ზებედე, ეს არაა არგუმენტი, რადგან ჩვენ აქ ნებით არ ჩასახვაზე ვსაუბრობთ და არა იმაზე, აძლევს თუ არა ჩასახვის საშუალებას წყვილს მათი ფიზიკური მდგომარეობა, სექსი წყვილში არის იგივე ბუნებრივი მოთხოვნილება, ქრისტიანობაში კი ეს ურთიერთობა ნაკურთხია და სიყვარულის გამოხატულებაა, ეს არ დაგავიწყდეთ, როგორც ნებისმიერი სხვა რამ, უშვილო წყვილები, რომლებმაც იციან, რომ მათ შვილი არ ეყოლებათ და მაინც ერთად ცხოვრობენ, ეს არანაირად არაა ცოდვა, და არც ამართლებს იმათ, ვისაც ჩასახვა შეუძლია და ძალით არ ისახავს! უბრალოდ, აქ მეტ და ნაკლებ ცოდვაზეა საუბარი, ან კიდევ გმირობაზე, მეტი ცოდვა-აბორტია, ნაკლები -ჩსს, გმირობა - 9-10 შვილი... ნათელია? ![]() კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
ზებედე |
![]()
პოსტი
#376
|
![]() ზეციკეთი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 ![]() |
ერთი სიახლე კიდევ, ბენედიქტე XVI -ეს ეკლესია 4 დღის უკან მიღებული დოკუმენტით გააუქმა სწავლება "ლიმბოს" შესახებ, რომელიც ასწავლიდა, რომ ჯოჯოხეთში არსებობდა ადგილი სადაც არ იყო ტანჯვა და იქ ხვდებოდნენ ჩვილები, არა რა, ბენედიქტე ბევრად სჯობია მის წინაპრებს ![]() ეს ცრუ სწავლება დასავლეთის ეკლესიაში XIII ს.ში წარმოიშვა და დოგმატიკის წიგნშიც შევიდა, დავიჯერო მამა რაფაელი და მისი სწავლების მიმდევრები ამ წიგნიდან განათლდნენ? ![]() დღეს კათოლიკური ეკლესია აბორტით მოწყვეტილი ჩვილების პირდაპირ და უპირობო ცხონებაზე წერს... კათოლიკებმა გვაჯობეს ![]() ![]() ზებედე, ნათელია? ![]() კი, უფროსო! ![]() ![]() -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
Mr.Leon |
![]()
პოსტი
#377
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 97 რეგისტრ.: 19-April 07 წევრი № 1,691 ![]() |
საწყალი ბავშვებიი
![]() -------------------- ვწამებ მე ყოვლისა მიმართ, რომელსა ესმოდიან სიტყუანი წინაწარმეტყუელებისა ამის წიგნისანი: უკუეთუ ვინ შესძინოს ამათ ზედა, შესძინენ ღმერთმან მის ზედა წყლულებანი იგი, რომელ წერილ არიან ამას წიგნსა. და უკუეთუ ვინ მოაკლოს სიტყუათა წიგნისა ამის წინაწარმეტყუელებისათა, მოაკლენ ღმერთმან ნაწილი მისი ძელისა მისგან ცხორებისა. და ქალაქისა მისგან წმიდისა, რომელ წერილ არიან ამას წიგნსა.
20. იტყჳს, რომელი წამებს ამას: ჰე, მოვალ ადრე! ჰე, მოვიდოდე, უფალო იესუ! 21. მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი ყოველთა წმიდათა თანა. ამინ. ჩემი სპეისი http://myspace.com/mcrackpro ჩემი მუსიკა :) |
ზებედე |
![]()
პოსტი
#378
|
![]() ზეციკეთი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 ![]() |
ეს წერილი შემთხვევით ისევ გადავიკითხე და რომ დავამთავრე კითხვა ბასილ კობახიძის სიტყვები გამახსენდა "პატრიარქი იზოლირებული ჰყავს ზოგიერთ მღვდელსო" და....არ მინდა დავიჯერო რომ ეს ასეა, მაგრამ ამ წერილმა ცუდად იმოქმედა ჩემზე, ეჭვები გამიჩნდა რომ წმ. სინოდმა ეს განჩინება ძალდატანებით მიიღო
![]() უწმინდესსა და უნეტარესს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს საპატრიარქოს კრებებზე და მრევლთან საუბრისას ზოგიერთი სასულიერო პირი ამტკიცებს, რომ ჩვენ არ ვიცით, ღმერთი აცხონებს თუ არა დაბადებულ და მოუნათლავად გარდაცვლილ და მუცელში მოწყვეტილ ჩვილებს; ანუ უშვებენ შესაძლებლობას ნათლობის გარეშე ცხონებისა. ეს ეწინააღმდეგება მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებას რამდენიმე მუხლით: 1. ეწინააღმდეგება იესო ქრისტეს სახარების სიტყვებს: ”ამინ, ამინ, გეტყვი შენ, უკეთუ ვინმე არ იშვე მეორედ, ვერ ხელ-ეწიფების შესვლად სასუფეველსა ღმრთისასა” (ინ 3,5); 2. ეწინააღმდეგება მრწამსის მუხლს: ”მრწამს ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია”, რომლის თანახმადაც, მიწიერი ეკლესიის წევრობის გარეშე ვერავინ ვერ გახდება ზეციური ეკლესიის (ანუ ღვთის სასუფევლის) წევრი. უნათლავად გარდაცვლილი ჩვილები, დაბადებულები თუ მუცელში მოწყვეტილები, არ ყოფილან მიწიეი ეკლესიის წევრები და მათ ცხონებაზე საუბარი ნიშნავს, ჩაეყაროს საფუძველი ეკლესიის გარეთ ცხონების შესაძლებლობას; 3. ეწინააღმდეგება მრწამსის მუხლს: ”აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა”. მოუნათლავი მხოლოდ ნათლობით განიწმინდება პირველქმნილი და პირადი ცოდვებისაგან. ჩვილებს პირადი ცოდვები არ გააჩნიათ, მაგრამ ჩასახვისთანავე პირველქმნილი ცოდვით არიან აღბეჭდილნი. ეკლესიის სწავლებით, პირველქმნილი ცოდვით აღბეჭდილ სულს არ შეუძლია მარადიული კავშირი ღმერთთან, ანუ ცხონება; 4. ეწინააღმდეგება ეკლესიის სწავლებას იესო ქრისტეს მიერ ჯვარცმით კაცობრიობის გამოსყიდვის შესახებ. მხოლოდ ნათლობის დროს ხდება ჯვარცმის გამომსყიდველ მადლთან ადამიანის სულის თანაზიარება. ნებისმიერი უნათლავად გარდაცვლილი _ ჩვილი, დიდი თუ პატარა, სრულიად უცხოა ქრისტესათვის. უნათლავი ჩვილების შესახებ სწავლება ასევე საფუძველს უყრის მწვალებლურ მოძღვრებას ქრისტეს გარეშე ხსნის შესაძლებლობაზე. უმორჩილესად გთხოვთ, სინოდის კრებაზე განიხილოთ ეს საკითხი და კიდევ ერთხელ დაამტკიცოთ ჭეშმარიტი სწავლება, რომ ნათლობის გარეშე ვერავინ ცხონდება. გთხოვთ შენდობას და ლოცვა-კურთხევას. დეკანოზი ზურაბ ანთაძე დეკანოზი პეტრე ბარამიძე დეკანოზი ალექსანდრე ბოლქვაძე დეკანოზი დიმიტრი გორგოძე დეკანოზი დავით ისაკაძე დეკანოზი ირაკლი კალანდაძე დეკანოზი ბესარიონ მენაბდე დეკანოზი თეიმურაზ ჩაჩიბაია მღვდელი ზაქარია დავრიშიძე მღვდელი გაბრიელ ვაშაძე მღვდელი ბასილ იაშაღაშვული მღვდელი შიო მენაბდე მღვდელი დავით მინდორაშვული მღვდელი გიორგი რაზმაძე მღვდელი თადეოზ სარალიძე მღვდელი დავით ქვლივიძე 20.X.2000წ. _________________________________________________________________ როგორც ვიცი, ეპისკოპოსები, და პატრიარქიც კი უნათლავი ჩვილების ცხონებას ემხრობოდნენ, ამას ისიც ადასტურებს რომ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით გამოცემულ სინანულის აკათისტოში უნათლავი ჩვილების სამოთხეში დამკვიდრებაზე, უფრო მეტიც, ამ წიგნში უნათლავ ჩვილთა სულებზე ლოცვაცაა....მაგრამ 16 მღვდლის წერილის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, და სინოდმა ასეთი განჩინება მიიღო: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უწმინდესი სინოდის განჩინება: პიროვნების სულიც ცხოვნების შესახებ ეკლესიური მოძღვრება გვასწავლის, რომ ცხოვნებისათვის აუცილებელია ცოდვების მიტევება. წმ. იოანეს სახარებაში სწერია: ”უკუეთუ ვინმე არა იშვეს მეორედ, ვერ ხელეწიფების ხილვად სასუფეველი ღმრთისა” (იოანე 3.3) მეორედ შობა ნიშნავს ახალი ადამიანის სულიერ დაბადებას. სარწმუნოების სიმბოლოს XI მუხლის მიხედვით, ცოდვათა მიტევება შესაძლებელია ნათლისღებით: ”აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა". კართაგენის საეკლესიო კრების 110-ე მუხლის თანახმად, ჩვილებიც ნათელს იღებენ ცოდვათა მისატევებლად. ამ კანონით კართაგენის საეკლესიო კრება გვახსენებს, რომ ყოველ პიროვნებას, გარდა პირადი ცოდვებისა, გააჩნია აგრეთვე ადამისმიერი, ანუ პირველქმნილი ცოდვაც. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ჩვილებიც, რომელთაც არ გააჩნიათ პირადი ცოდვები, საჭიროებენ ნათლისღებას, რათა განიწმიდოს პირველქმნილი ცოდვისაგან. სახარების მიხედვით, ნათლისღებაში იგულისხმება ასევე ჯვარცმა და სიკვდილი. უფალი ბრძანებს: "სასუმელი სამე ჩემი შესუით და ნათლისღება, რომელი მე ნათელ-ვიღო, ნათელ-იღოთ..." (მათე 20,23). ამიტომ ქრისტესათვის წამებულნი, რომელთაც არ ჰქონდათ მიღებული წყლით ნათლობა, ღვთის მადლით განიწმინდებიან ცოდვათაგან, ანუ იშვებიან მეორედ, და ისევე, როგორც ნათელღებულნი, დაიმკვიდრებენ ცათა სასუფეველს, ანუ _ ცხოვნდებიან. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მეორედ შობის, ანუ ცოდვათაგან განწმენდის გარეშე სასუფევლის დამკვიდრება, ანუ სულის ცხოვნება შეუძლებელია. 1/14. XII. 2000 წ. ______________________________________________________________ ამ საკითხზე დაპირისპირებასავით წარმოიშვა ჯერ მღვდლებში, მერე მრევლშიც, და როგორც ამბობენ ეს განჩინებაც შფოთის თავიდან ასაცილებლად მიიღო სინოდმაო.....აქედან გამომდინარე ბევრი მღვდელი ვიცი რომლებიც დღემდე ემხრობიან უნათლავ ჩვილთა ცხონებას.....მაინტერესებს, მე ვცოდავ თუ არა როდესაც არ ვემორჩილები სინოდის ამ განჩინებას, რადგან ჩემთვის გაუგებარია რატომ უნდა "დაისაჯოს" ისეთი პატარა არსება სიკვდილის შემდეგ რომელსაც პირადი ცოდვა არ ჩაუდენია, არა აქვს იმის შეცნობის უნარი რომ ქრისტე აღიაროს და ამიტომ მიკვირს რატომ ვრცელდება მათზე სახარების ეს სიტყვები ”აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა", რა იცის ბავშვმა ვინ არის და რა არის ღმერთი და ნათლობა? და ამის გამო "ჯოჯოხეთში"? ასევე მიკვირს სინოდმა რატომ არაფერი უთხრა განჩინებაში ამ 16 მღვდელს რომ ეს ადგილი როგორ უნდა გავრცელდეს მუცლადმოწყვეტილებზე ”უკუეთუ ვინმე არა იშვეს მეორედ, ვერ ხელეწიფების ხილვად სასუფეველი ღმრთისა” (იოანე 3.3) მეორედ კი არა პირველად არ შობილან?....და ყველაზე დიდი არგუმენტი-წმ. მამები ამბობენ რომ უნათლავი ჩვილები არ დაისჯებიან! არ არსებობს ჯოჯოხეთი ტანჯვის გარეშე! მე და კაიროსი სინოდის ამ განჩინების "დაუმორჩილებლები" ვართ ![]() ისე არ გაიგოთ, თითქოს "ვაკრიტიკებ" სინოდის განჩინებას, კიდევ ვიმეორებ, მე მაინტერესებს ვცოდავ თუ არა რომ ამ განჩინებას არ ვეთანხმები ზემოთხსენებული მიზეზების გამო? -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
KAIROS |
![]()
პოსტი
#379
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა ისე არ გაიგოთ, თითქოს "ვაკრიტიკებ" სინოდის განჩინებას, კიდევ ვიმეორებ, მე მაინტერესებს ვცოდავ თუ არა რომ ამ განჩინებას არ ვეთანხმები ზემოთხსენებული მიზეზების გამო ზებედე! ციტატა მე და კაიროსი სინოდის ამ განჩინების "დაუმორჩილებლები" ვართ მაგ შარში მე ნუ მრევ ერთი თუ ძმა ხარ! მე თავიდან ბოლომდე ვეთანხმები სინოდის განჩინებას და მისი მორჩილი ვარ და ვიქნები! არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს რაც იქ წერია, რაც არ წერია აბა იმაზე როგორ ვიკამათოთ? რატომ არ წერია ეგ შენც იცი, განხეთქილება უდიდესი დარტყმა იქნებოდა ეკლესიისათვის! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
ნათია |
![]()
პოსტი
#380
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 ![]() |
რამოდენიმე საინტერესო სტატია ვნახე აბორტთან დაკავშირებით
ექიმის ნათქვამმა თითქმოს მეხი დამცა ჩემს ერთ ქრისტესმიერ მოწაფეს ერისკაცთათვის უცნაური სახელი ჰქვია - ამფილოქე, - მოგვითხრობს არქიმანდრიტი ეპიფანე (თეოდოროპულოსი), - რამდენიმე კვირის წინ მასთან ვიყავი ოჯახში. მის მშობლებს ვკითხე: - ასეთი იშვიათი სახელი როგორ დაარქვით შვილს მეთქი. მამამისმა, ერთმა უბირმა გლეხკაცმა, საკვირველი გულადდილობით მიპასუხა: 33 წლის წინათ, როცა ჩემი ცოლი ამპილოქეზე იყო ფეხმძიმედ, აბორტის მოდამ სოფლებშიც შემოაღწია. სამი შვილი უკვე გვყავდა და ვფიქრობდით, მეოთხის შენახვა გაგვიჭირდებოდა. წავედით ქალაქში (იგულისხმენა საოლქო ცენტრი) ნაცნობ ექიმ-გინეკოლოგთან და მოვახსენეთ ჩვენი განზრახვა. მითხრა: ძვირფასო კოსტას, თუ ოთხი გებევრება, რატომ არ შეიძლება სხვანაირად მოიქცე? თუ ნაყოფს მოვკლავთ, საფრთხეში ჩავაგდებთ დედას. ხომ არ სჯობს, რომ იმ სამიდან, რომელიც გყავს, ერთ-ერთი მოკლა? სასურველია, უმცროსი. ეს კი, დაე, დაიბადოს. ასე რომ, ისევ სამი შვილი გეყოლება და შენი ცოლიც აბორტის შემდგომ გართულებებს და შესაძლო სიკვდილსაც გადაურჩებაო. ექიმის ნათქვამმა თითქოს მეხი დამცა. მაშინ მივხვდი, რის გაკეთებასაც ვაპირებდი. ექიმო, - ვუთხარი მას, - მართალი ხართ და გმადლობთ. ბავშვს აღარ მოვიშორებთ. მე კიდევ მისი ნათლია ვიქნებიო - მითხრა გახარებულმა ექიმმა. ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით. როცა ვაჟი გაგვიჩნდა, ექიმმა მონათლა და ნათლულს თავისი მამის სახელი დაარქვა - ამფილოქე. ამის შემდეგ აბორტზე როგორღა ვიფიქრებდით?! ამფილოქეს მერე კიდევ ორი ბავშვი გაგვიჩნდა და არასოდეს გვინანია. ჩვენი შვილები მშვენივრად გაიზარდნენ და საუკეთესოდ მოიყყვეს ცხოვრება. ღვთის გზაზე დადგნენ და ჩვენ, მშობლებსაც დაგვეხმარნენ, კარგი ქრისტიანები გავმხდარიყავით. P.S. დღეს რომ ასეთი ექიმები არსებობდნენ ბევრი სიცოცხლე გადარჩებოდა -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th June 2025 - 12:49 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი