![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
ნათია |
![]()
პოსტი
#381
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 ![]() |
* * * 1993 წლის აღდგომა ღამეს ოპტის უდაბნოში სატანისტმა სამი ბერი მოკლა. მათ შორის მამა ტროფიმეც. მისი სიკვდილის შემდეგ მამა ტროფიმეს ახლობლებიც ნელა-ნელა გაქრისტიანდნენ. მისი და - ნატალია მოგვითხრობს: "მკვლელობის შემდეგ ჩემი ძმა ძილში ლამის ყოველ დღე მეცხადებოდა და რაღაცას მეუბნებოდა ეკლესიაზე. მისი არა მესმოდა რა, რადგან სლავურად, საღვთისმეტყველო ენაზე მესაუბრებოდა. სიზმრებისა არ მჯერა, მაგრამ ჩემდა მოულოდნელად ზოგიერთი მათგანი მიცხადდება. მესამე ბავშვი რომ გავაჩინე, ექიმებმა მითXრეს, - მეტს ვეღარ შობო. მართლაც, ექვსი წელი შვილი აღარ შეგვძენია. როცა მოვინათლე, იმ დღეებშივე მესიზმრა: ჩემს გვერდით ტროფიმე დგას და ძალზე უხარია, რომ ბავშვი უნდა შემეძინოს. ორი თვის შემდეგ მივხვდი, რომ ფეხმძიმედ ვიყავი. მე და ჩემს ქმარს ბავშვები ძალიან გვიყვარს, ყოველთვის ვამბობდი, ღმერთი რამდენ შვილსაც მოგვცემს, იმდენს გავაჩენთ-მეთქი. მაგრამ იმ დროს საცხოვრებელი ადგილი გამოვიცვალეთ და ჩაწერა ვერ შევძელით. ამის გამო სამუშაოდ არ გვიღებდნენ. ნახევრად მშივრებს თავი კარტოფილითღა გაგვქონდა. ყველა დამეტაკა ამ სიღატაკეში აპირებ ბავშვის გაჩენას? შეიცოდე ქმარი, იფიქრე ბავშვებზეცო. წავედი აბორტის გასაკეთებლად. მითXრეს, ექიმი საოლქო ცენტრში წავიდა თათბირზეო. სამჯერ მივედი აბორტისთვის, მაგრამ ფროფიმემ საავადმყოფოს კარებში არ შემიშვა. უეცრად ვიგრძენი, რომ ჩემი ძმა მიცავდა და გავბედე ბავშვის გაჩენა. იცით, ახლა რა საოცარი გოგონა გვეზრდება! ბავშვებს ძალიან უყვართ დაიკო. ჩემი ქმარი კი ამბობს - ღმერთმა ნუგეშად ეს გამომიგზავნაო. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი - ყოველ ბავშვს ღმერთი თავის წილ საზრდოს აძლევს. როგორც კი გადავწყვიტე ბავშვის გაჩენა, მაშინვე ჩაგვწერეს, სამუშაოც გამოჩნდა და მანქანის ყიდვაც კი შევძელით. დედაჩემმა ტროფიმეს ლოცვების წიგნი მომცა და იმით ვლოცულობ. დღისით სულ ქმარ-შვილზე ვფიქრობ. საღამოთი, ყველა რომ დაიძინებს, მაშინღა ვახერხებ ლოცვას. ჯერ კანონს ვკითხულობ, მერე ჩემი სიტყვებით ვევედრები ღვთისმშობელს და ტროფიმეს. სხვების შველასაც შევთხოვ ხოლმე ტროფიმეს და საოცარია, რა მალე მოდის დასახმარებლად. -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
mogzaura |
![]()
პოსტი
#382
|
![]() ნანა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,805 რეგისტრ.: 26-October 06 მდებარ.: თბილისი.პლანეტა დიღომი:) წევრი № 332 ![]() |
ნეტა ყოველთვის ასე გადარჩებოდნენ და ამაზე ბედნიერება არაფერი იქნებოდა
![]() -------------------- ''როდესაც თქვენს ქებას გაიგებთ,გაიხსენეთ საკუთარი ნაკლოვანებები''
წმ ფილარეტ მოსკოველი |
მართა |
![]()
პოსტი
#383
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,487 რეგისტრ.: 7-July 07 წევრი № 2,399 ![]() |
ნეტა მართლა ასე ხდებოდეს ყველას შემთხვევაში,წლების წინ ჩემმა დაქალმა გაიკეთა აბორტი მიზეზი ვის რაში აინტერესებს ამ საქციელს არა აქვს გამართლება მაგრამ მაინც ვიტყვი რომ ბანალური იყო მის მიერ ჩადენილი ცოდვის თითქოს გამამართლებელი მიზეზი არიქა პატარები ვართ ერთი სულ თოთოა ჯერ რა მეჩქარება და ა.შ დამე გვიან გამიმხილა(იცოდა ჩემი დამოკიდებულება)ძალიან განვიცადეთვალწინ სულ ჩემი ნათლული მედგა(პირველი შვილი)ალბად ასეთი საყვარელი და ლამაზი ბავშვი მოკლა დედამისმათქო ვფიქრობდი,ერთი ეს ვუთხარი პირველის გაჩენა ზარ-ზეიმით აღნიშნეთ მეორემ რა დაგიშავათქო!მერე უფალმა მაპატიოს თუ ვცდები არ დააყოვნა სასჯელმა,ამ ჩემ დაქალს საოცარ ვითარებაში ეღუპება მამა,სრულიად ახალგაზრდა,მამამთილს მდიდარ ადამიანს საქმეები აერია სამსახურიდან დაითხოვეს და რამოდენიმე წელში ისიც გარდაიცვალა!ეს ახალგაზრდა უზრუნველი ცოლ-ქმარი კი გადაიხვეწა საზღვარგარეთ და 5წელია გაჩენილი შვილი აღარ უნახიათ იზრდება ბავშვი ბებიასთან მშობლების გარეშე
![]() -------------------- ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
|
ნათია |
![]()
პოსტი
#384
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 ![]() |
მამა პაისი ათონელს ჰკითხეს: მამაო, ერთი 40 წლის ქალი, უკვე დიდი შვილების დედა, დაფეხმძიმდა და მესამე თვეშია. ქმარი ეჩხუბება, აბორტს თუ არ გაიკეთებ, გაგეყრებიო, რა ქნას ამ ქალმა?
- თუ აბორტს გაიკეთებს, - თქვა მამა პაისიმ, - მის დანარჩენ შვილებს დაატყდებათ თავს უბედური შემთხვევები და ავადმყოფობები. დღეს მშობლები აბორტით კლავენ თავიანთ შვილებს და მათ ღვთის კურთხევა აკლდებათ. ძველად, თუ ბავშვი ავადმყოფი იბადებოდა, მონათვლავდნენ და ანგელოზად აღესრულებოდა. ღვთის კურთხევა კი დანარჩენ, ჯანმრთელ შვილებზე მოიწეოდა. ახლა მშობლები ჯანრთელ შვილებს ხოცავენ აბორტით, ავადმყოფებს კი, ცდილობენ, ძალით შეიუნარჩუნონ სიცოცხლე. სამკურნალოდ დაჰყავთ ინგლისში, ამერიკაში. ასე რომ, თაობიდან თაობაში უფრო ნაკლებად ჯანმრთელი ბავშვები იბადებიან. თუ მშობლები შვილებს განკურნავენ და ისინი გაიზრდებიან და დაქორწინდებიან, მათ შეიძლება სნეული ბავშვები შეეძინოთ. აქედან მოდის, რომ მშობლებს ერთის მაგივრად ბევრი ბავშვი რომ გაეჩინათ, აღარ დასჭირდებოდათ საზღვარგარეთ შვილების სამკურნალოდ ხეტიალი. - მამაო, სადღაც წავიკითხე, რომ ყოველწლიურად 50 მილიონი აბორტი კეთდება (საუბარი შედგა 1989 წელს), რომლის გამოც 200 000 ქალი იღუპება. - ყოველდღიურად ჩანასახშივე მრავალ ათას ადამიანს კლავენ! აბორტი საშIნელი ცოდვაა, მკვლელობაა. უბრალოდ კი არა, საშინელი მკვლელობა, რადგან უნათლავ ყრმებს კლავენ. მშობლებმა უნდა გაიგონ, რომ ადამიანის სიცოცხლე ჩასახვისთანავე იწყება. ერთხელ, ღვთის განგებით, საშინელი ილვა ვნახე და განვიცადე. ამის შემდეგ მივხვდი, თუ რა არის ბორტი! ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათ საღამოს ჩვეულებრისამებრ ორი სანთელი ავანთე და კონსერვის ქილაში ჩავამაგრე. როცა მძინავს, ეს სანთლები ანთია ხოლმე. ამ სანთლებს იმათთვის ვანთებ, რომლებიც სულიერად და ხორციელად იტანჯებიან. ეს ეხება როგორც ცოცხლებს, ისე მიცვალებულებს. ღამის 12 საათზე, იესოს ლოცვას როცა ვიმეორებდი, დავინახე გალავანშემორტყმული მინდორი. ჯეჯილს მიწიდან თავი წამოეყო. ვიდექი გალავანთან და ქვის კედელზე მიცვალებულთა სულებისათვის სანთლებს ვამაგრებდი. მარცხვნივ ხრიოკი მოჩანდა - მხოლოდ კლდეები და ქვის ფლატეები. ამ ადგილს მუდმივად არყევდა საშინელი გუგუნი, რომელსაც ერთვოდა ათასობით სულის გულის გამგმირავი კივილი. ეს ხმა ყველაზე უკეთურსაც კი გულგრილს არ დატოვებდა. ჩამესმა ხმა: - აჯეჯილებუყლი მინდორი იმ მიცვალებულთა განსასვენებელია, რომლებიც მკვდრეთით აღდგებიან. ხრიოკში, რომელსაც გოდება არყევს, აბორტით მოკლული ბავშვების სულები არიანო. მიუხედავად დაღლილობისა, იმ ღAმეს ძილი არ მომეკარა. - მამაო, როგორ მოვახერხოთ აბორტის ლეგალიზაციის კანონის შეცვლა? - ამაზე აუცილებელია სახელმწიფომ და ეკლესიამ იზრუნონ და ადამიანებს გააგებინონ, თუ სადამდე მიგვიყვანს შობადობის შემცირება. მღვდლებმა ხალხს უნდა აუხსნან, რომ აბორტის დაშვების კანონი ღვთის კანონებს ეწინააღმდეგება, ექიმენმა კი უნდა გააგებინონ, რა საფრთხე ემუქრება აბორტის გამკეთებელი ქალის ჯანმრთელობას... თუ ღვთის მცნებას არღვევს ერთი კაცი, მასზე პასუხს მხოლოდ ის აგებს, მაგრამ თუ სახარების მცნებებს წინ სახელმწიფოს კანონი აღუდგა, მაშინ ღვთის რისხვა მთელ მოსახლეობას დაატყდება თავს, რათა იგი გონს მოიყვანოს, - ბრძანებს მამა პაისი. ჩვენდა წილად კი ვიტყვით, რამდენად პარადოქსული ამბავია: საქართველოში, სადაც სიკვდილით დასჯა გაუქმებულია, ყოველდღიურად ასობით ჩვენს თანამემამულეს, პატარა გოგოსა თუ ბიჭს კლავენ ჩანასახშივე და ეს ნებადართულია! * * * თანამედროვე ბერი, მამა ვლასი ათონელი, მოგვითხრობს: ერთმა ახალგაზრდა ათონელმა ბერმა მიამბო, - როცა დედაჩემი ჩემზე დარჩა ფეხმძიმედ, ჩვენს ოჯახს თურმე ძალიან უჭირდა. მეტი ბავშვის გაჩენა აღარ უნდოდათ. ამიტომ დედაჩემი ექიმის დანიშნულ წამლებს სვამდა მუცლის მოსაშლელად. ამას შედეი არ მოჰყოლია. მაშინ ყველაფერი ღვთის ნებას მიანდეს. ასე გავჩნდი მეო. მიაღწია რა სრულწლოვანების ასაკს, ჭაბუკი ბერად შედგა და ახლა დიდი მოღვაწე და მაღალი ზნეობის ბერია. კახაბერ კენკიშვილი თანამედროვე ბერი, მამა ვლასი ათონელი, მოგვითხრობს: ერთმა ახალგაზრდა ათონელმა ბერმა მიამბო, - როცა დედაჩემი ჩემზე დარჩა ფეხმძიმედ, ჩვენს ოჯახს თურმე ძალიან უჭირდა. მეტი ბავშვის გაჩენა აღარ უნდოდათ. ამიტომ დედაჩემი ექიმის დანიშნულ წამლებს სვამდა მუცლის მოსაშლელად. ამას შედეი არ მოჰყოლია. მაშინ ყველაფერი ღვთის ნებას მიანდეს. ასე გავჩნდი მეო. ამაზე გამახსენდა დედაჩემის მონაყოლი.. როცა ჩემზე ფეხმძიმედ იყო წამლებს სვამდა რომ მოვეშორებინა, მაგრამ (მაგრად ვიდექი, არ მოვშორდი ![]() ![]() -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
მართა |
![]()
პოსტი
#385
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,487 რეგისტრ.: 7-July 07 წევრი № 2,399 ![]() |
მამა პაისი ათონელს ჰკითხეს: მამაო, ერთი 40 წლის ქალი, უკვე დიდი შვილების დედა, დაფეხმძიმდა და მესამე თვეშია. ქმარი ეჩხუბება, აბორტს თუ არ გაიკეთებ, გაგეყრებიო, რა ქნას ამ ქალმა? - თუ აბორტს გაიკეთებს, - თქვა მამა პაისიმ, - მის დანარჩენ შვილებს დაატყდებათ თავს უბედური შემთხვევები და ავადმყოფობები. დღეს მშობლები აბორტით კლავენ თავიანთ შვილებს და მათ ღვთის კურთხევა აკლდებათ. ძველად, თუ ბავშვი ავადმყოფი იბადებოდა, მონათვლავდნენ და ანგელოზად აღესრულებოდა. ღვთის კურთხევა კი დანარჩენ, ჯანმრთელ შვილებზე მოიწეოდა. ახლა მშობლები ჯანრთელ შვილებს ხოცავენ აბორტით, ავადმყოფებს კი, ცდილობენ, ძალით შეიუნარჩუნონ სიცოცხლე. სამკურნალოდ დაჰყავთ ინგლისში, ამერიკაში. ასე რომ, თაობიდან თაობაში უფრო ნაკლებად ჯანმრთელი ბავშვები იბადებიან. თუ მშობლები შვილებს განკურნავენ და ისინი გაიზრდებიან და დაქორწინდებიან, მათ შეიძლება სნეული ბავშვები შეეძინოთ. აქედან მოდის, რომ მშობლებს ერთის მაგივრად ბევრი ბავშვი რომ გაეჩინათ, აღარ დასჭირდებოდათ საზღვარგარეთ შვილების სამკურნალოდ ხეტიალი. - მამაო, სადღაც წავიკითხე, რომ ყოველწლიურად 50 მილიონი აბორტი კეთდება (საუბარი შედგა 1989 წელს), რომლის გამოც 200 000 ქალი იღუპება. - ყოველდღიურად ჩანასახშივე მრავალ ათას ადამიანს კლავენ! აბორტი საშIნელი ცოდვაა, მკვლელობაა. უბრალოდ კი არა, საშინელი მკვლელობა, რადგან უნათლავ ყრმებს კლავენ. მშობლებმა უნდა გაიგონ, რომ ადამიანის სიცოცხლე ჩასახვისთანავე იწყება. ერთხელ, ღვთის განგებით, საშინელი ილვა ვნახე და განვიცადე. ამის შემდეგ მივხვდი, თუ რა არის ბორტი! ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათ საღამოს ჩვეულებრისამებრ ორი სანთელი ავანთე და კონსერვის ქილაში ჩავამაგრე. როცა მძინავს, ეს სანთლები ანთია ხოლმე. ამ სანთლებს იმათთვის ვანთებ, რომლებიც სულიერად და ხორციელად იტანჯებიან. ეს ეხება როგორც ცოცხლებს, ისე მიცვალებულებს. ღამის 12 საათზე, იესოს ლოცვას როცა ვიმეორებდი, დავინახე გალავანშემორტყმული მინდორი. ჯეჯილს მიწიდან თავი წამოეყო. ვიდექი გალავანთან და ქვის კედელზე მიცვალებულთა სულებისათვის სანთლებს ვამაგრებდი. მარცხვნივ ხრიოკი მოჩანდა - მხოლოდ კლდეები და ქვის ფლატეები. ამ ადგილს მუდმივად არყევდა საშინელი გუგუნი, რომელსაც ერთვოდა ათასობით სულის გულის გამგმირავი კივილი. ეს ხმა ყველაზე უკეთურსაც კი გულგრილს არ დატოვებდა. ჩამესმა ხმა: - აჯეჯილებუყლი მინდორი იმ მიცვალებულთა განსასვენებელია, რომლებიც მკვდრეთით აღდგებიან. ხრიოკში, რომელსაც გოდება არყევს, აბორტით მოკლული ბავშვების სულები არიანო. მიუხედავად დაღლილობისა, იმ ღAმეს ძილი არ მომეკარა. - მამაო, როგორ მოვახერხოთ აბორტის ლეგალიზაციის კანონის შეცვლა? - ამაზე აუცილებელია სახელმწიფომ და ეკლესიამ იზრუნონ და ადამიანებს გააგებინონ, თუ სადამდე მიგვიყვანს შობადობის შემცირება. მღვდლებმა ხალხს უნდა აუხსნან, რომ აბორტის დაშვების კანონი ღვთის კანონებს ეწინააღმდეგება, ექიმენმა კი უნდა გააგებინონ, რა საფრთხე ემუქრება აბორტის გამკეთებელი ქალის ჯანმრთელობას... თუ ღვთის მცნებას არღვევს ერთი კაცი, მასზე პასუხს მხოლოდ ის აგებს, მაგრამ თუ სახარების მცნებებს წინ სახელმწიფოს კანონი აღუდგა, მაშინ ღვთის რისხვა მთელ მოსახლეობას დაატყდება თავს, რათა იგი გონს მოიყვანოს, - ბრძანებს მამა პაისი. ჩვენდა წილად კი ვიტყვით, რამდენად პარადოქსული ამბავია: საქართველოში, სადაც სიკვდილით დასჯა გაუქმებულია, ყოველდღიურად ასობით ჩვენს თანამემამულეს, პატარა გოგოსა თუ ბიჭს კლავენ ჩანასახშივე და ეს ნებადართულია! * * * თანამედროვე ბერი, მამა ვლასი ათონელი, მოგვითხრობს: ერთმა ახალგაზრდა ათონელმა ბერმა მიამბო, - როცა დედაჩემი ჩემზე დარჩა ფეხმძიმედ, ჩვენს ოჯახს თურმე ძალიან უჭირდა. მეტი ბავშვის გაჩენა აღარ უნდოდათ. ამიტომ დედაჩემი ექიმის დანიშნულ წამლებს სვამდა მუცლის მოსაშლელად. ამას შედეი არ მოჰყოლია. მაშინ ყველაფერი ღვთის ნებას მიანდეს. ასე გავჩნდი მეო. მიაღწია რა სრულწლოვანების ასაკს, ჭაბუკი ბერად შედგა და ახლა დიდი მოღვაწე და მაღალი ზნეობის ბერია. კახაბერ კენკიშვილი ამაზე გამახსენდა დედაჩემის მონაყოლი.. როცა ჩემზე ფეხმძიმედ იყო წამლებს სვამდა რომ მოვეშორებინა, მაგრამ (მაგრად ვიდექი, არ მოვშორდი ![]() ერთ ჩემ ახლობელს ვურჩიე ფაქტიურად სასოწარკვეთილი იყო 2ბიჭი ყავს და თან მეორე 1წლის აბორტს ვერ გავიკეთებ არადა რა ვქნა ეს მესამეც ბიჭი რო იყოსო? მე ვუთხარი ადექი და ერთი უფალს აჩუქე,იქნებ სწორედ ეგაა შენ შვილებში საუკეთესოთქო! ოჯახშიც ვნახოთ ეხოზე და თუ გოგოა გააჩინეო! ეჰ ეს ხომ უფრო ამაზრზენია არა?მერე დადგა ეს გოგო ლოცვად და უფალს სთხოვდა გოგო ყოფილიყო არ მაიძულონო ეშინოდა,2თვეზე ისე რომ ვერც მოასწრო სქესის გაგება მუცული მოეშალა! უფლის ნებაა ყველაფერი!!! -------------------- ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
|
ნათია |
![]()
პოსტი
#386
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 ![]() |
ერთ ჩემ ახლობელს ვურჩიე ფაქტიურად სასოწარკვეთილი იყო 2ბიჭი ყავს და თან მეორე 1წლის აბორტს ვერ გავიკეთებ არადა რა ვქნა ეს მესამეც ბიჭი რო იყოსო? მე ვუთხარი ადექი და ერთი უფალს აჩუქე,იქნებ სწორედ ეგაა შენ შვილებში საუკეთესოთქო! ოჯახშიც ვნახოთ ეხოზე და თუ გოგოა გააჩინეო! ეჰ ეს ხომ უფრო ამაზრზენია არა?მერე დადგა ეს გოგო ლოცვად და უფალს სთხოვდა გოგო ყოფილიყო არ მაიძულონო ეშინოდა,2თვეზე ისე რომ ვერც მოასწრო სქესის გაგება მუცული მოეშალა! უფლის ნებაა ყველაფერი!!! უფალმა უკეთ უწყის რა და როგორ.... -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
მართა |
![]()
პოსტი
#387
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,487 რეგისტრ.: 7-July 07 წევრი № 2,399 ![]() |
აბა რა, უნდა მივანდოთ მის ნებას!!!
-------------------- ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
|
T.L. |
![]()
პოსტი
#388
|
![]() Вот бы мне крылья... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 ![]() |
უი ხო მართლა ვისაც სუსტუ გული არქვს არ წაიკითხოს
არსებობს ორსულობის შეწყვეტის სხვადასხვა მეთოდები ადრეული სტადიის დროს გამოიყენება "ვაკუუმ-ასპირაციის" მისი ბარბაროსული აქტი კი იმაში მდგომარეობს რომ ქალის საშვილოსნოში შეჰყავთ წამახული კიდეებიანი პლასტმასისი მილი,ბავშვის სხეული ნაწევრდება და გარეთ გამოიწოვება სპეციალურ სათავსში. ორსულობის 12 კვირის შემდეგ აუცილებელი ხდება კიდევ ერთი ინსტრუმენტის ჩარევა რადგან ბავშვს უკვე აქვს ხელები,ფეხები და ძვლებასაც დაწყებული აქვთ კალცირება.ამ ინსტრუმენტს ექიმი გამოსდებს ბავშვის ხელს,ფეხს ან სხეულის სხვა ნაწილს და მკვეთრი ბრუნვითი მოძრაობით აწყვეტავს მას და გადაუტეხავს ხერხემალს.ექტანის მოვალეობას შეადგენს სხეულის ყველა ნაწილის ერთად შეგროვება რათა დარწმუნდნენ რომ საშვილოსნოში არაფერი არ დარჩა. ყველაზე მაგრად ის ტეხავს რომ,ბავშვი ისევე გრძნობს ტკივილს როგორც უკვე ადაბადებული.შვიდგვირიანი ნაყოფი ისე აბრუნებს თავს და ირიდებს ყველა ტკივილის გამომწვევ მიზეზს როგორც ცხოვრების სხვა სტადიაში.13კვირის ნაყოფს კი ტკვილზე რეაქცია აქვს ნერვული სისტემის ყველა დონეზე. ყველაზე მტკივნეული ნაყოფისთვის არის როდესაც გამოიყენება "მარილიანი ამონოცეთეზი"....საეხლით ვითომ არაფერი მაგრამ, ამ დრიოს, დედის მუცლის ღრუში,ბავშვის სანაყოფო წყლებში შეჰყავთ მარილის ხსნარი.ბავშვი ყლაპავს ამ ხსნატს,ისუნთქავს მას.ხსნარი სწვავს ბავშვს,რის შედეგადაც განიცდის აუტანელ ტკივილს.თუ პროცედურა არ გართულდა მეორე დღეს "დედა" შობს მკვდარ შვილს.ბავშვის კანი ნაზია იწვება და სძვრება ბავშვს... არის კიდევ "ჰოსტეროტომია".ეს მეთოდი გამოყენებულია ორსულობის ბოლოს და ცნობილია საკეისრო კვეთის სახელით. ამ დროს ექიმები უჭრიან "დედას" მუცელს,ამოჰყავთ ცოცხალი ბავშვი და მერე კლავენ მას იმ მეთოდით რომელსაც ექიმი ამოირჩევს... ზოგო ექიმი ბავშვს პირდაპირ საშვილოსნოში კლავს,ამისათვის ისინი ჭიპლარს უჭრიან და ჟანგბადს უხშობენ. ცოტახნის წინ, სამშობიაროში ქალმა გააჩინა 5თვის ბავშვი....იგი ტიროდა,ემუდარებოდა ექიმებს გადაერჩინათ ბავშვი....მთელი საავადმყოფო ფეხზე იდგა რომ ბავშვი გადარჩენილიყო ამ დროს კი გვერდი გევრდით პალატაში სხვა ქალი აბორტით იცილებდა 5თვის ბავშვს... გამოდის რომ,ერთ პალატაშ 5თვის ბავშვი ადამიანად აღიქმება, ხოლო მეორე მეორე პალატაში ხორცის ნაჭრად არის შეფასებული.... რა უნდა ეწოდოს ამას? მე არ ვიცი უსერ -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
mariami-k |
![]()
პოსტი
#389
|
![]() მარიამი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,841 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 671 ![]() |
t.l.
საშინელებაა. -------------------- "შეიყვარეთ სიყვარული"
|
ulvashi |
![]()
პოსტი
#390
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 439 რეგისტრ.: 14-December 06 მდებარ.: guria, ozurgeti წევრი № 688 ![]() |
ციტატა ჩვენდა წილად კი ვიტყვით, რამდენად პარადოქსული ამბავია: საქართველოში, სადაც სიკვდილით დასჯა გაუქმებულია, ყოველდღიურად ასობით ჩვენს თანამემამულეს, პატარა გოგოსა თუ ბიჭს კლავენ ჩანასახშივე და ეს ნებადართულია! აბორტის აკრძალვა ამ ეტაპზე არარეალურად მეჩვენება, მაგრამ მისი შეზღუდვა შესაძლებელიცაა და აუცილებელიც |
bususa |
![]()
პოსტი
#391
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 15 რეგისტრ.: 11-July 07 მდებარ.: T B I L I S I C I T Y წევრი № 2,440 ![]() |
აბორტის აკრძალვა ამ ეტაპზე არარეალურად მეჩვენება, მაგრამ მისი შეზღუდვა შესაძლებელიცაა და აუცილებელიც და რაც თ.ლ.-მა დაწერა ზემოთ იმის აბორტის გასაკეთებლად მისულ ქალს არ უყვებიან.... ეს რომ მოუყვნენ თუ როგორმიმდინარეობს აბორტი არამგონია ვინმემეს ნაბიჟი გადადგას -------------------- უნდა ვისწავლოთ ცხოვრება სხვებისთვის, საკუთარი თავისთვის ხომ ისედაც ყველა ცხოვრობს
|
ზებედე |
![]()
პოსტი
#392
|
![]() ზეციკეთი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 ![]() |
აბორტის აკრძალვა ამ ეტაპზე არარეალურად მეჩვენება, მაგრამ მისი შეზღუდვა შესაძლებელიცაა და აუცილებელიც არის მომენტი, როცა არჩევანის წინაშე დგება ქალი, ან შვილი ან სიცოცხლე...მე პირადად ცოლს ვერ გავწირავდი, მეორე ცოლის მოყვანა არაქრისტიანულიაო ამბობენ, მერე ქალი რომ მომინდება მრუშობაც ცოდვაა, ამიტომ სჯობს აბორტი! აბორტი ტყუილად არ უნდა გაიკეთოს ქალმა, თორე არის შემთხვევები თუ არ გაიკეთა ქალმა აბორტი შეიძლება ორგანიზმი მოიწამლოს ავადმყოფი ნაყოფის გამო, ან თუ უთხრეს რომ დეფექტიანი ან დებილი ბავშვია, რატომ უნდა გააჩინო დებილი? -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
zeppelin |
![]()
პოსტი
#393
|
![]() იეღოვას მოწმე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,380 რეგისტრ.: 9-December 06 მდებარ.: კაშმირი წევრი № 659 ![]() |
ხოოო ცოლს ვერც მე გავწირავ.შვილის გაწირვაც ძნელია.მაგრამ მაინც არ გავწირავ ცოლს იმიტომ რომ ცოლმა უნდა შემაყვაროს შვილი.ცოლისგან მოდის ის სიყვარული რასაც შვილი ქვია.ამიტომ ცოლს ვერ გავწირავ
![]() |
ზებედე |
![]()
პოსტი
#394
|
![]() ზეციკეთი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 ![]() |
ხოოო ცოლს ვერც მე გავწირავ.შვილის გაწირვაც ძნელია.მაგრამ მაინც არ გავწირავ ცოლს იმიტომ რომ ცოლმა უნდა შემაყვაროს შვილი.ცოლისგან მოდის ის სიყვარული რასაც შვილი ქვია.ამიტომ ცოლს ვერ გავწირავ ![]() ორივე ძნელია, მაგრამ უცოლობა ბევრ პრობლემებს წარმოშობს... -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
Homo Faber |
![]()
პოსტი
#395
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 196 რეგისტრ.: 22-May 07 წევრი № 1,988 ![]() |
და თუკი დავუშვებთ რომ ფეხმძიმე ქალი შენი ცოლი არ არის მაშინ რაო ვითომ? რა უნდა ვქნათ?
მე დროებით მაინც თავს შევიკავებ პასუხისგან, მხოლოდ თქვენს მერე... ![]() -------------------- ქარის მოტანილს, წვიმა დაასველებს
|
ulvashi |
![]()
პოსტი
#396
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 439 რეგისტრ.: 14-December 06 მდებარ.: guria, ozurgeti წევრი № 688 ![]() |
ციტატა არის მომენტი, როცა არჩევანის წინაშე დგება ქალი, ან შვილი ან სიცოცხლე...მე პირადად ცოლს ვერ გავწირავდი, მეორე ცოლის მოყვანა არაქრისტიანულიაო ამბობენ, მერე ქალი რომ მომინდება მრუშობაც ცოდვაა, ამიტომ სჯობს აბორტი! აბორტი ტყუილად არ უნდა გაიკეთოს ქალმა, თორე არის შემთხვევები თუ არ გაიკეთა ქალმა აბორტი შეიძლება ორგანიზმი მოიწამლოს ავადმყოფი ნაყოფის გამო, ან თუ უთხრეს რომ დეფექტიანი ან დებილი ბავშვია, რატომ უნდა გააჩინო დებილი? არსებობს ორი სახის აბორტი სამედიცინო სოციალური სამედიცინო აბორტის დროს საფრთხე ემუქრება დედის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, ან შეიძლება ბავშვი დაიბადოს დაავადებით და ასეთი აბორტი დასაშვები კი არა მიზანშეწონილიცაა საუბარია სოციალურ აბორტზე, როცა ჯანმრთელობის საკიტხები არ დგას და აბორტი ხდება სოციალური მიზეზით (არ უნდა მეტი შვილი, ფული არ აქვს, არასასურველი ფეხმძიმობა და ასე შემდეგ) ასეთი აბორტის შეზღუდვა უნდა მოხდეს. ისედაც შეზღუდულია და 3თვემდეა (დაახლოებით), დასაშვები, მაგრამ ბოლომდე კარგად მოწესრიგებული მაინც არ არის. მაგ. ოჯახის დროს იღებდეს უნდა თუ არა მარტო ალი გადაწყვეტილებას? წესით არა, მაგრამ ამჟამად ქმარს არაბვინ ეკითხება და ასეთი უამრავი მცირე, მაგრამ მიშვნელოვანი დეტალია |
T.L. |
![]()
პოსტი
#397
|
![]() Вот бы мне крылья... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 ![]() |
ციტატა ან თუ უთხრეს რომ დეფექტიანი ან დებილი ბავშვია, რატომ უნდა გააჩინო დებილი? უნდა დააჩინოს მაშინ ვთქვათ ბავშვი ჯანმრთელი დაიბადა და მერე დაემართა რაღაც,რაო უნდა მოვკლათ? დებილი და ავადმყოფი შვილი არ გინდა თუ როგორაა ეგ ამბავი? ![]() -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
გიორგი |
![]()
პოსტი
#398
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
აბორტი არის საზარელი დანაშაული. აბორტი არის განზრახ მკვლელობა განსაკუთრებით დამამძიმებელი გარემოებით, როდესაც მსხვერპლს არანაირი თავდაცვის მექნიზმი არ გააჩნია და აბორტის გამკეთებელი ლაჩრულად სარგებლობს მისი უმწეობით. აუცილებელია აბორტის კრიმინალიზაცია და ძალიან მკაცრი სასჯელები აბორტის გამკეთებელზეც და მის შემსრულებელ ექიმებზეც. მუდამ გახსოვდეთ:
აბორტის დაშვებაზე უკვე დაბადებული ადამიანები საუბრობენ, არადა ჩვენც შეიძლება აბორტირებული ვყოფილიყავით! -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
გიორგი |
![]()
პოსტი
#399
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
ან შეიძლება ბავშვი დაიბადოს დაავადებით და ასეთი აბორტი დასაშვები კი არა მიზანშეწონილიცაა ამაზრზენია რაც დაწერე. ამას სახელიც კი არა აქვს. არაადამიანი მკვლელის სიკვდილით დასჯა, რომ ვახსენე, რაც ქრისტიანულად დასაშვებია ერთი ამბავი ამიტეხე როგორ შეიძლება ადამიანის მოკვლაო, მტრის მოკვლაც არ შეიძლებაო მთლად რომ დაგაქციოს სამშობლოვო და პაციფიზმზე ცალკე მედავე და ამის მერე როგორ ბედავ, რომ წერ რომ აბორტი ანუ უსუსრი ბავშვის მკვლელობა მიზანშეწონილია თუ კი ის დაავადებულიაო. დაავადება დანაშაულია? რით არის დაავადებული უმწეო ბავშვი სამშობლოს მტერზე ანდა მკვლელზე უარესი, იმათ მოკვლას ან სიკვდილით დასჯას რომ ვერ გიხსენებს ადამიანი?! სირცხვილია . . . ლაჩრობაა . . . -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
kato_Bato |
![]()
პოსტი
#400
|
![]() Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 ![]() |
გიორგი
ციტატა ამაზრზენია რაც დაწერე. ამას სახელიც კი არა აქვს. არაადამიანი მკვლელის სიკვდილით დასჯა, რომ ვახსენე, რაც ქრისტიანულად დასაშვებია ერთი ამბავი ამიტეხე როგორ შეიძლება ადამიანის მოკვლაო, მტრის მოკვლაც არ შეიძლებაო მთლად რომ დაგაქციოს სამშობლოვო და პაციფიზმზე ცალკე მედავე და ამის მერე როგორ ბედავ, რომ წერ რომ აბორტი ანუ უსუსრი ბავშვის მკვლელობა მიზანშეწონილია თუ კი ის დაავადებულიაო. დაავადება დანაშაულია? რით არის დაავადებული უმწეო ბავშვი სამშობლოს მტერზე ანდა მკვლელზე უარესი, იმათ მოკვლას ან სიკვდილით დასჯას რომ ვერ გიხსენებს ადამიანი?! სირცხვილია . . . ლაჩრობაა . . . მართალია. დამნაშავის დასჯა დანაშაულია და უდანაშაულოსი წყალობა? გოსპაძი ![]() -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th June 2025 - 05:24 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი