![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
ulvashi |
![]()
პოსტი
#401
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 439 რეგისტრ.: 14-December 06 მდებარ.: guria, ozurgeti წევრი № 688 ![]() |
ასეთ დროს საფრთხის ქვეშ დგას დედის სიცოცხლე, რომლემაც შემდეგ შეიძლება უამრავი ჯანმრთელი ბავშვი გააჩინოს
მიზანშეწონილი, შეიძლება, დაუფიქრებლად ნათქვამი იყო, მაგრამ დასაშვები რომაა, არ უნდა ბევრი ლაპარაკი, დედის გადასაწყვეტია, როგორ უნდა ისე, საინტერესო საკითხი ისაა და ჯობს ამ კუთხით გავარგძელოთ დავა, საიდან ითვლება ადამიანი ადამიიანად, ანუ ემბრიონი არის ადამიანი? ჩანასახი გარკვეულ სტადიებს გადის, საიდან შეიძლება ის სულიერ არსებად ჩავთვალოთ, ორსულობის დაწყებისთანავე, თუ როდის? |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#402
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
ulvashi
სამარცხვინოდ იქცევი..... ფაშისტი ხარ, ნეოფაშისტი! ნიცშეს იდეოლოგიაა ეგ, სუსტების განადგურება. სულ ყალბი ყოფილა შენი ვითომ სიკვდილით დასჯის საწინააღმდეგო გამოსვლა. შენს დიდ იდეოლოგს, ჰიტლერს რომ დავესესხოთ, ადამიანები სხვებს იმიტომ კი არ იცოდებენ, რომ ებრალებათ, არამედ იმიტომ, რომ ვაჟკაცობა არ ჰყოფნით, პირისპირ მოკლან. ყოჩაღ, უმწეო და თოთო ჩვილი გაისტუმრე იმქვეყნად! სახელი არ აქვს შენს ნათქვამს ბასილი დიდის მიხედვით, არ დაგიწერ რამდენწლიანი უზიარებლობაა მაგ სისულელეზე.... დაე, შენვე შეგრცხვეს!!! ![]() ![]() -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
სოფი |
![]()
პოსტი
#403
|
![]() Pro Christo.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 ![]() |
ციტატა საიდან შეიძლება ის სულიერ არსებად ჩავთვალოთ, ორსულობის დაწყებისთანავე, თუ როდის? ადამიანს ჩასახვისთანავე უკვე გააჩნია სული. რა იყო შენც კომუნისტების დროში ხომ არ ცხოვრობ? მაშინ ასე ასწავლიდნენ და მშობლებს ეგონათ, რომ ეს პატარა არსება უბრალოდ საგანივითაა,სანამ დაიბადება. -------------------- "Happiness only real when shared."
|
კანონისტი |
![]()
პოსტი
#404
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
ulvashi
ჯობია გაჩუმდე. რაც ნაკლებს დაწერ, მით ნაკლებად დაარღვევ სჯულისკანონს -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
გიორგი |
![]()
პოსტი
#405
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
ციტატა მიზანშეწონილი, შეიძლება, დაუფიქრებლად ნათქვამი იყო, მაგრამ დასაშვები რომაა, არ უნდა ბევრი ლაპარაკი, დედის გადასაწყვეტია, როგორ უნდა აბორტი არის ჩვეულებრივი მკვლელობა. უფრო სწორად ჩვეულებრივი მკვლელობა არაა ეს არის მკვლელობა დამამძიმებელი გარემოებით. თანამედროვეობამ კი ეს ყველაფერი შენიღბა და მომაკვდინებლი ცოდვა დააკანონა. დედის გადასაწყვეტი არანაირად არ არის მისი უდანაშაულო და უმწეო ბავშვის სიცოცხლე. უკიდურეს შემთხვევაშიც კი, როდესაც ან დედა უნდა მოკვდეს ან შვილი, ქალმა უნდა იცოდეს რომ ის თავის შვილს კლავს საკუთარი თავის გადასარჩენად. უმძიმესი განსაცდელია, ლაპარაკი იოლია, მაგრამ მაინც ყველამ უნდა ვიცოდეთ რომ არც ასეთ დროს არის აბორტი დასაშვები, ეს შემთხვევა ემგვანება შემთხვევას როდესაც ადამიანი საკუთარი სულმოკლეობის გამო თავისი თავის გადასარჩენად სხვა უდანაშაულო ადამიანს კლავს, მაგალითად რომ გვითხრან რომ მოგკლავთ თუ ეგერ ბავშვი რომ მიდის იმას არ მოკლავო და უსუსური ბავშვი რომ მოვკლათ - აი ესაა აბორტი. რასაკვირველია ძნელია თავის გაწირვა, მაგრამ ქრისტიანობა სწორედ ამას ითხოვს ჩვენგან, კონკრეტულ სირუაციაში შეიძლება ვერავინ გავწიროთ თავი ჩვენივე სულმოკლეობის გამო, მაგრამ იმის მტკიცება და ფორმულირება, რომ აბორტი დასაშვებია ქრისტიანულად არის აბსურდი, თუნდაც რომ დედა იღუპებოდეს. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
სოფი |
![]()
პოსტი
#406
|
![]() Pro Christo.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 ![]() |
ციტატა არის შემთხვევები თუ არ გაიკეთა ქალმა აბორტი შეიძლება ორგანიზმი მოიწამლოს ავადმყოფი ნაყოფის გამო, ან თუ უთხრეს რომ დეფექტიანი ან დებილი ბავშვია, რატომ უნდა გააჩინო დებილი? პროსტა გუჯა რა მომივიდა იცი შენი ეს პოსტი რო წავიკითხეეე,მართლა გული ამიკანკალდა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() -------------------- "Happiness only real when shared."
|
ulvashi |
![]()
პოსტი
#407
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 439 რეგისტრ.: 14-December 06 მდებარ.: guria, ozurgeti წევრი № 688 ![]() |
კი გავჩუმდები, მაგრამ მაგით რა ხეირი
კითხვების დასმაა სჯულისკანოის დარღვევა? სული როდის ჩნდება? |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#408
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
ulvashi
ციტატა სამედიცინო აბორტის დროს საფრთხე ემუქრება დედის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, ან შეიძლება ბავშვი დაიბადოს დაავადებით და ასეთი აბორტი დასაშვები კი არა მიზანშეწონილიცაა ეს კითხვაა? თუ უმძიმესი ცოდვის დაკანონების მცდელობა???? -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მართა |
![]()
პოსტი
#409
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,487 რეგისტრ.: 7-July 07 წევრი № 2,399 ![]() |
არცერთ შემთხვევაში არ არის დასაშვები აბორტი,მართალია არის მედიცინაში ისეთი შემთხვევები რომ საკითხისადმი ასეთ მიდგომას მოითხოვს თითქოს, მაგრამ უფალი ყოველთვის აჯილდოებს ვინც მის ნებას დაჰყვება და ცოდვას განსაკუთრებით კაცის კვლას გაუფრთხთის!!!!ისე ექიმების გაოგნებული სახეებიც მინახავს მედიცინისთვის გაუგებარი მოვლენების შესწრებისას,რაც ადამიანის გონებისთვის მიუწვდომელია ის უფლისთვის შესაძლებელია!!!
-------------------- ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
|
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#410
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
პერიოდულად ამ თემას დავხედავ ხოლმე და არ დავინახო, რომ ვინმემ რაიმე თუნდაც ლიბერალურად დაწეროს აბორტზე, ლაპარაკი არაა აბორტის დაშვებაზე ან მიზანშეწონილობაზე. და რომ დაწეროს, წაუშლი?...ფორუმია თუ ტირანია? ულვაშა არ ამბობს აბორტი კარგიაო,ის ამბობს, თუ საფრთხე ემუქრება ადამიანს - დედას,მაშინ შესაძლებელია, ან როგორც მე გავიგე - უფრო გასაგებიაო...თავი შეიკავე მაქსიმალიზმისგან და ნაწერში აჯობებს მთავარი დაინახო: რომ აბორტი ცუდია და მცირე გადახვევა - "შეიწყნარო" და შენი აზრი დაასაბუთო -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
Sotiris |
![]()
პოსტი
#411
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 ![]() |
სად იყავით ბიძია ჩვენ რომ ფუნდამენტს ვაშენებდით ![]() მარქსმა ხორბალი დათესა, ლენინმა ნახა, ეამა, სტალინმა მოხნა, გალეწა, ნიკიტამ გაანიავა. ეს ლექსი გადავაკეთოთ ასე: მნათემ ხორბალი დათესა, ადმინმა ნახა, ეამა და ა.შ. ![]() -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#412
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
ფაქტია, რომ მკვლელობაა
ფაქტია რომ საშინელებაა და ისიც ფაქტია, რომ სიტუაცია არაცალსახაა ხშირად...დედა-შვილი -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#413
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს ფორუმი საკუთრებად მიაჩნია ზოგს
თუმცა გასაგებია: ძალაუფლება ზოგადად ასეთია ![]() -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მარიტა |
![]()
პოსტი
#414
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,738 რეგისტრ.: 19-March 07 წევრი № 1,428 ![]() |
ვინმე ამბობს რომ კარგია და მოსაწონიო?! მაგრამ რეალობა მწარეა ხშირად-არჩევანის წინაშე დგება ადამიანი
-------------------- უფალო იესო ქრისტე,ძეო ღმრთისაო,შემიწყალე მე ცოდვილი
"ღმერთს უყვარვართ უფრო მეტად,ვიდრე მამას,დედას,მეგობრებს ან სხვა ვინმეს ძალუძს.მეტიც,მას ჩვენ მეტად უყვარვართ ვიდრე საკუთარი თავი გვიყვარს.." პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#415
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
აბა ემბრიონი ძლიერია? ეგეთი ლოგიკით ყველაფრის მიღება შეიძლება დამიჯერე თავად მორჩი დემაგოგიას და უაზრობის მტკიცებას. მოკლედ მიპასუხე, ზემომოყვანილ მარაზმს ეთანხმები? მკვლელობა ცალსახად ცუდია დედა რომ წყვეტს - ფაქტია მისი ქმედება - ცუდია ქმედების გაგება შეიძლება? მგონი კი მაინც ვინებს გულისხმობ?. . კანონისტს -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მარიტა |
![]()
პოსტი
#416
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,738 რეგისტრ.: 19-March 07 წევრი № 1,428 ![]() |
გიორგი
შეიძლება მას შეეშალა მაგრამ მე პასუხის ფორმა არ მომეწონა და ეს ავღნიშნე -------------------- უფალო იესო ქრისტე,ძეო ღმრთისაო,შემიწყალე მე ცოდვილი
"ღმერთს უყვარვართ უფრო მეტად,ვიდრე მამას,დედას,მეგობრებს ან სხვა ვინმეს ძალუძს.მეტიც,მას ჩვენ მეტად უყვარვართ ვიდრე საკუთარი თავი გვიყვარს.." პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#417
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
კანუდოსელი
ციტატა და მაშინაც ცდილობ ბანი დაადო ადამიანს, როდესაც ის სულელურს უწოდებს ტელეგონიის იდეას ოოოხ ეს ფანტაზიებიიიი.... ![]() ![]() ![]() ![]() სხვათაშორის, მაშინ სწორედ შენის გამოისობით ვერ გავიგე ვერაფერი მაგ თემაში (გენეტიკის ცვლილების შესაძლებლობა მაინტერესებდა) ისე დამცინეთ ყველამ.... რაღაც მაშინ არ მახსოვს განსხვავებული აზრის დაცვის მცდელობაც კი ყოფილიყო ვინმესგან ![]() ![]() უცვლელად მომაქვს ჩემი სტატია: აბორტის კრიმინალიზაციის შესახებ ცოდვა ჯერ კიდევ ადამიანის შექმნამდე წარმოიშვა - სინათლის ანგელოზის ამპარტავნების სახით. ცოდვაში პირველი ადამიანებიც ჩავარდნენ და, სამწუხაროდ, ერთ-ერთი პირველი ცოდვა, რომელიც კაცთა შორის გაჩნდა იყო მკვლელობა, კაენის მიერ მისი ძმის აბელის მოკვლა. აქედან მოყოლებული მკვლელობა შავ ლაქად გასდევს კაცობრიობის ისტორიას. მკვლელობა ხდებოდა სხვადასხვა შემთხვევებში და სხვადასხვა სახით: კლავდნენ დღისით და ღამით, შურისძიებით და ანგარებით, მეფეებს და გლეხებს, მორწმუნეებს და ურწმუნოებს, „დიდთა“ და „მცირეთა“, დაბადებულ თუ ჯერაც დაუბადებელ ადამიანებს. მკვლელობის მრავალ სახეთა შორის მკითხველის ყურადღება მინდა მივაპყრო დაუბადებელი (ჩასახული) ბავშვის (ანუ ემბრიონის) მკვლელობას. მას სამედიცინო ენაზე აბორტი ეწოდება. აბორტი (ლათ. abortus) ეწოდება ორსულობის ხელოვნურად ნაადრევ შეწყვეტას. იგი ხორციელდება სათანადო სამედიცინო დაწესებულებებში და დასაშვებია ორსულობიდან 12 კვირის ვადაში, სპეციალური მაჩვენებლებით 22 კვირამდე, ხოლო სამედიცინო მაჩვენებლებისა და ქალის თანხმობის შემთხვევაში - ორსულობის ვადის მიუხედავად. რა არის აბორტი? როდის იწყება სიცოცხლე? რა არგუმენტები და კონტრარგუმენტები არსებობს აბორტის სასარგებლოდ თუ საწინააღმდეგოდ? შევეცდებით, შეძლებისდაგვარად პასუხი გავცეთ აღნიშნულ კითხვებს. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ აბორტი განიხილება სარწმუნოებრივი, სამედიცინო და იურიდიული კუთხით. ჩვენ ძირითადად განვიხილავთ მის იურიდიულ ასპექტებს, თუმცა გარკვეულწილად შევეხებით სარწმუნოებრივ და სამედიცინო მხარესაც. აბორტი მართლმადიდებელი სარწმუნოების მიხედვით განიხილება ერთ-ერთ უმძიმეს ცოდვად. დიდი სჯულისკანონში მითითებულია, რომ აბორტის გამკეთებელი დედაკაცნი უნდა განკანონდნენ (ე.ი. დაისაჯონ, დ.ჩ.) „კანონითა კაცისმკლველთაითა“. ეს, სხვათაშორის, დიდი სჯულისკანონის არაერთ ნორმაშია მითითებული. წმიდა წერილიდან ირკვევა, რომ ბავშვს სული ეძლევა ჩასახვისთანავე. ამის მაგალითად შეგვიძლია დავასახელოთ ის, რომ ბიბლიაში მოხსენებულ მამამთავრებს, წინასწარმეტყველებს და სხვა წმინდანებს სახელი ჩასახვისთანავე ეძლეოდათ, როგორც ცოცხალ არსებებს. ეკლესია ცალკე აღნიშნავს წმ. იოანე ნათლისმცემლის მუცლადღების დღეს (6 ოქტ. ახ. სტილით). წმ. დავით მეფსალმუნე ბრძანებს: „შემიწყნარე მე დედის მუცლით ჩემითგან“. ყოველივე ეს მიუთითებს იმას, რომ ეკლესია ჩასახულ ბავშვს აღიქვამს ჩვეულებრივ ადამიანად, რომელსაც აქვს სული, ბოძებული ღმრთისაგან და არის ცოცხალი არსება. მცირე კურთხევანში არსებობს საგანგებო ლოცვა იმ შემთხვევაში, როცა ორსულობა ნაადრევად შეწყდება (ცხადია, ბუნებრივად). ამ ლოცვის საკითხავები სინანულის შემცველია. ეს არცაა გასაკვირი, ვინაიდან შვილიერება ღმრთის წყალობად ითვლებოდა და ითვლება როგორც ძველი, ისე ახალი აღთქმის ეკლესიაში. ამიტომაც ღმრთის წყალობის განშორება, ცხადია, სამწუხარო იყო ყოველი მორწმუნისათვის. წმიდა პავლე მოციქული პირდაპირ მიუთითებს ტიმოთეს მიმართ პირველ ეპისტოლეში (2;14), რომ დედაკაცნი ცხონდებიან „შვილთსხმისაგან, უკუეთუ ეგნენ სარწმუნოებით და სიყუარულით და სიწმიდით ღირსებასა ზედა“. ცოდვით გაუკუღმართებული ადამიანები ხშირად ეძებდნენ სხვადასხვა საშუალებებს, რომ თავისი ცოდვები ან დაეფარათ, ან გაემართლებინათ. ამის განხორციელებისათვის ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენდა (და წარმოადგენს) ლამაზი სიტყვებით შენიღბვა ცოდვისა, რათა იგი კაცთაგან მოინათლოს „მაღალ ცივილიზებულობად“, „განვითარების მაღალ საფეხურად“ და ა.შ. ასე მაგალითად, სიძვისა და მრუშების უმძიმესი ცოდვა „თავისუფალი აზროვნების“ ერთ-ერთ გამოვლინებად ითვლება, სოდომურ ცოდვები „სქესობრივ თავისუფლებად“ (!), იმდენად, რომ ჰომოსექსუალურ ქორწინებას ზოგიერთი ე.წ. „ეკლესიები“ აკურთხებენ კიდევაც, როგორც განვითარების ერთ-ერთ გამორჩეულ ნიშანს. ფიზიკურად დაუძლურებული ადამიანის მკვლელობას „მშვენიერი სიკვდილი“, ანუ ევთანაზია უწოდეს (ბერძნ. ეუ -კარგი, მშვენიერი, thanasia - სიკვდილი) და არაერთ სახელმწიფოში დააკანონეს კიდევაც (საბედნიეროდ ევთანაზია საქართველოში ისჯება სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე მუხლით), ხოლო უსუსური, უმწეო ბავშვის მკვლელობის საზარელ ცოდვას სრულიად უწყინარი სახელი „აბორტი“ ჰქვია და სამწუხაროდ დაკანონებულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ესაა არნახული მასშტაბის ბრძოლა საკუთარი შვილების, მომავალი თაობის წინააღმდეგ. ამიტომ, თავისთავად ცხადია, რომ ქრისტეს წმიდა ეკლესია არასდროს არ შეიწყნარებს ბავშვის მკვლელობას. ეს ცოდვა ხომ ზეცას შეღაღადებს თავისი სიმძიმით. საშინელია იმის გააზრება, რომ 1989 წლისთვის საქართველოში გაკეთებულ აბორტთა რიცხვი შეადგენდა თითქმის 69 ათასს (!), რაც ყოველ 100 ჩასახულ ბავშვზე 45-ია, ხოლო 1998 წლისთვის ამ რიცხვმა 24 ათასამდე, ანუ 3-ჯერ იკლო (იხ. ნ. ხომასურიძე, „აბორტი და მისი შედეგები“, კონფერენცია „ქრისტიანობა და მედიცინა“, 1999 წლის 14-15 დეკემბერი), რაც უდავოდ ჩვენი ბრძენი მამამთავრის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II, წმიდა სინოდის მღვდელმთავრების და მთლიანად საქართველოს ეკლესიის დამსახურებაა. აუცილებელია ითქვას, რომ აბორტს ეწინააღმდეგებიან მედიცინის წამყვანი მუშაკები როგორც საქართველოში, ისე დასავლეთ ევროპაში. ბიოლოგიურად დადასტურდა, რომ ბავშვი ცოცხალი არსებაა ჩასახვის მომენტიდან, განურჩევლად იმისა თუ რამდენი ხნისაა იგი ან რა ფორმის. რაც მთავარია, მას გააჩნია 46 ქრომოსომა, რომელშიც გადმოცემულია კონკრეტული ადამიანის უნიკალური თვისებები და მხოლოდ ის, რომ იგი ჯერ „სათანადო“ ზომის არაა, არანაირ უფლებას არ გვაძლევს ვიფიქროთ, რომ ჩასახული ბავშვი არ არის ადამიანი. მართებულად შენიშნავს პარიზის უნივერსიტეტის პროფესორი, უჯრედის გენეტიკის წამყვანი სპეციალისტი ჟერომ ლეჟენი: „ადამიანი არის ის, ვინც ეკუთვნის ჩვენს (ადამიანურ) მოდგმას. მნიშვნელობა არ აქვს კილოგრამებისა და დიფერენციაციების რაოდენობას“ (იხ. Davis v. Davis, No. E-14496, Blount County, Tennessee Circuit Court, 1989). სხვათაშორის, მრავალი მეცნიერი, რომლებიც თავდაპირველად აბორტის მომხრენი იყვნენ, თანდათანობით, ხანგრძლივი გამოკვლევების შედეგად მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ჩასახული ბავშვი არის ცოცხალი არსება, ჩვეულებრივი ადამიანი, ხოლო აბორტი - ადამიანის მკვლელობა. ასეთ მეცნიერთა რიცხვს მიეკუთვნება ცნობილი ამერიკელი მეან-გინეკოლოგი, დოქტორი ბერნარდ ნატანსონი. სწორედ მან გადაიღო მსოფლიოში საყოველთაოდ ცნობილი ფილმი „უხმო ყვირილი“, სადაც დაფიქსირებულია კადრები, რომლებიც სავსებით ადასტურებენ ემბრიონის სიცოცხლისუნარიანობას. დღესდღეობით მედიცინას ძალუძს 25-კვირიან ნაადრევად დაბადებულ ბავშვს შეუნარჩუნოს სიცოცხლე. ეს ციფრი არცთუ დიდიხნის წინ 30 კვირა იყო. მედიცინა ნახტომისებური ნაბიჯებით მიიწევს წინ. ხვალ შეიძლება ეს ციფრი უფრო შემცირდეს. ამის დასტურია ისიც, რომ მოხეხრდა 19-კვირიანი კენი კინგის გადარჩენა (დაიბადა 1985 წ. აშშ-ში), რომელიც მხოლოდ 510 გრ წონისა იყო. მოკლედ შევეხოთ ჩანასახის განვითარებას დაბადებამდე. ხშირად, როდესაც აბორტის გამართლება სურთ, მიზეზად მოაქვთ ის ფაქტი, რომ ბავშვი დაბადებამდე არის დედის სხეულის ნაწილი და დედას უფლება აქვს თავის სხეულს ისე მოეპყრას, როგორც ეს მას უნდა. აქ აუცილებელია აღინიშნოს, რომ, უპირველეს ყოვლისა, ადამიანს ქრისტიანულად არ აქვს უფლება საკუთარ თავს მოეპყრას სურვილისამებრ, რადგან ჩვენი სხეული არის „ტაძარი სულისა წმიდისა“ (I კორ. 6; 19) და მისი შებილწვა შეურაცხყოფს უფალს და მეორეც, ჩასახვის მომენტიდან ბავშვი არის დამოუკიდებელი არსება, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ მას შეიძლება ჰქონდეს დედისგან განსხვავებული სქესი, კანის ფერი, თმის ფერი, თვით სისხლის ჯგუფიც კი! (იხ. Flanagan, Geraldine Lux, The First Nine Months of Life, NY, 1965). განა შეიძლება რომ ადამიანს ცალ ხელში ჰქონდეს პირველი, ხოლო მეორეში, ვთქვათ, მესამე ჯგუფის სისხლი? ან ტვინში მეორე, ხოლო ღვიძლში მეოთხე ჯგუფის სისხლი? ხოლო ბავშვთან მიმართებაში, გამომდინარე იქიდან, რომ დედა და ბავშვი სხვადასხვა არსებები არიან, კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ მსგავსი განსხვავებები სავსებით დასაშვებია. ჩასახვიდან მე-3 კვირას ბავშვს უკვე გამოკვეთილი აქვს ორგანოები, ხოლო მე-6 კვირიდან ელექტროენცეფალოგრამული ხელსაწყოებით სავსებით შესაძლებელია ტვინის ფუნქციონირების დადგენა. ეს სავსებით ადასტურებს იმას, რომ დაუბადებელი ბავშვი აზროვნებს, მას აქვს შეგრძნებები, განიცდის ტკივილს, იცინის, ტირის, ანუ ფაქტობრივად დიდად არ განსხვავდება ახალშობილისაგან, რომელიც, მსგავსად დაუბადებელი ბავშვისა, ვერ ლაპარაკობს, ვერ აღიქვამს გარემოს ხეირიანად და ა.შ., მაგრამ რეალურად ის მაინც ადამიანია (იხ. Hamlin, Hannibal, ‘Life or Death by EEG’, Journal of AMA, Oct. 12, 1964). განა შეიძლება, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩანასახი სრულად ვერ იყენებს თავის ადამიანურ შესაძლებლობებს, ეს მას ნაკლად ჩავუთვალოთ და სასიკვდილო განაჩენი გამოვუტანოთ? ამავე ლოგიკით, „სასიკვდილონი“ ყოფილან ყრუები, მუნჯები, ბრმები, ხეიბრები... ეს იდეა ახლოს ხომ არ დგას ნაციონალ-სოციალისტთა თეორიასთან ე.წ. „არასრულფასოვანი“ ადამიანების განადგურების შესახებ?.. მე-7 კვირიდან უკვე ნაყოფი იწყებს მოძრაობას. თუმცა სამედიცინო გამოკვლევები ადასტურებენ, რომ დედა ბავშვის მოძრაობას აღიქვამს გაცილებით გვიან ოთხი, ოთხნახევარი თვის შემდეგ. მე-10 კვირიდან ბავშვს შეუძლია შეხება და სანაყოფე წყლის ყლაპვა, იგი რეაგირებს გარეშე მოვლენებზე, ხოლო მე-12 თვეს ბავშვს უკვე გამოკვეთილი აქვს თითები, ფრჩხილები და თვით ქუთუთოებიც კი. ფაქტობრივად ამ პერიოდისთვის ბავშვის ორგანიზმის ჩამოყალიბება დასრულებულია. იგი უბრალოდ განვითარებას 6 თვის მანძილზე განაგრძობს დედის სხეულში, ხოლო შემდგომ პერიოდში დედის სხეულის გარეთ. აბორტის სამედიცინო ასპექტების განხილვის შემდეგ დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ თანამედროვე სამედიცინო აპარატების საშუალებით სავსებით და საბოლოოდ დადასტურდა, რომ ჩანასახი არის ადამიანი, რომელსაც აქვს სიცოცხლის უფლება, ბოძებული ღვთისაგან, რომლის წართმევა წარმოადგენს აშკარა გალაშქრებას საუფლო ნების წინააღმდეგ. სანამ სტატიის ძირითად საკითხს - აბორტის იურიდიულ მხარეს განვიხილავდეთ, გვსურს მოვიტანოთ ციტატა ქ-ნ ნანა ხომასურიძის საკონფერენციო ნაშრომიდან „აბორტი და მისი შედეგები“, რომელიც მან წარმოადგინა 1999 წლის დეკემბერში, საქართველოს საპატრიარქოსა და თსსუ თაოსნობით ორგანიზებულ კონფერენციაზე „ქრისტიანობა და მედიცინა“: „მსოფლიოს მრავალწლიანი გამოცდილება გვიჩვენებს, რომ აბორტთან ბრძოლა აკრძალვითა და იურიდიული მექანიზმებით არ იძლევა შედეგებს, მისი დაძლევა მხოლოდ მოსახლეობის სულიერი გაჯანსაღების შედეგადაა შესაძლებელი“. ამ საკითხში ქართველი მედიკოსები გვერდით უნდა დაუდგნენ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, რომ ერთიანი ძალისხმევით მივაღწიოთ სასურველ შედეგს - აბორტის პრობლემის დაძლევას. თუმცა, ამავე დროს, აბორტის მიმართ მოსახლეობის ჯანსაღი აზრის ჩამოყალიბებაში ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი შეიძლება შეასრულოს აბორტის კრიმინალიზაციამ, ანუ სისხლის სამართლის დანაშაულად გამოცხადებამ, რადგან სასჯელის მიზნებს შორის არსებობს ე.წ. „ზოგადი პრევენცია“, ანუ ის, რომ სასჯელი სამაგალითოა სხვათათვის, რომ მათ სასჯელის შიშით თავი შეიკავონ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებისაგან. ამავე დროს სახელმწიფო, სამართლის თეორიის თანახმად, სასჯელთან ერთად მიმართავს დარწმუნების მეთოდსაც, რაც გულისხმობს იმას, რომ მოქალაქეთა აზრის ჩამოყალიბება ხდება დანაშაულის საწინააღმდეგო მოწოდებებით, ანტიკრიმინალური იდეოლოგიის გატარებით. უპირველეს ყოვლისა, შევეხოთ ჩანასახის უფლებებთან დაკავშირებით არსებულ სამართლებრივ ნონსენსს. კერძოდ, იგი მდგომარეობს იმაში, რომ მთელი რიგი კანონები და საერთაშორისო შეთანხმებები იცავენ ჩანასახის, როგორც სამართლის სუბიექტის უფლებებს და უფლებათა შორის უპირველეს - სიცოცხლის უფლებას, ხოლო მეორეს მხრივ სისხლის სამართლის კოდექსი სრულიად უშვებს ჩანასახის ხელოვნურ მოცილებას, ე.ი. ნაყოფის მკვლელობას, ანუ აბორტს. დასჯადია მხოლოდ ე.წ. „უკანონო აბორტი“ (სსკ, მუხ.133), რაც გულისხმობს აბროტის გაკეთებას არალიცენზირებული და არაუფლებამოსილი პირის მიერ. ამ შემთხვევაშიც კი, თავისთავად ცხადია, რომ სამართლებრივი დაცვის ობიექტი არაა ბავშვის (ანუ ნაყოფის) სიცოცხლე. სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება აღნიშნული ქმედება, როგორც დანაშაული ქალის ჯანმრთელობის წინააღმდეგ და შესაბამისად, 133-ე მუხლი შედის სისხლის სამართლის კოდექსის იმ თავში, სადაც მოცემულია დანაშაულები, რომელიც საფრთხეს უქმნიან ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ჩვენის აზრით, სრულ გაუგებრობას ქმნის სამოქალაქო სამართლის კოდქსის 1307-ე მუხლის „ბ“ პუნქტი, რომელიც შესაძლებლად აცხადებს, რომ პირის მემკვიდრედ გამოცხადდეს ჩასახული, მაგრამ ჯერაც დაუბადებელი ბავშვი: მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ ანდერძით მემკვიდრეობისას: „პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, აგრეთვე ისინი, რომლების ჩაისახნენ მის სიცოცხლეში და დაიბადნენ მისი გარდაცვალების შემდეგ, მიუხედავად იმისა, მისი შვილები არიან ისინი თუ არა, ასევე იურიდიული პირები.“ ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ჩასახულ ბავშვს, მართალია არასრულად (ვინაიდან კანონით მემკვიდრეობა მასზე არ ვრცელდება), მაგრამ მაინც აქვს უფლება მემკვიდრეობაზე, იგი გვევლინება სამართლის სუბიექტად. აქედან სრულიად გაუგებარია, თუ რატომ, რა საფუძვლით არ ისჯება მისი მკვლელობა. ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ სამოქალაქო სამართლის კოდექსი არ აკონკრეტებს, თუ რა ხნის უნდა იყოს ჩასახული ბავშვი, ეს უფლება რომ მოიპოვოს. ამიტომ, ნაყოფი უფლებებს შეიძენს იმ მომენტიდან, როდესაც სამედიცინო გამოკვლევით სავსებით და უტყუარად დადასტურდება ქალის ორსულობა. ეს კი, როგორც ზემოთაც აღინიშნა, საკმაოდ ადრეულ ეტაპზე ხდება. მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მკვლელობა გამოცხადებულია დანაშაულად. საკუთრივ ნორმის დისპოზიციაში არაა განმარტებული, თუ რა არის მკვლელობა, ან როდის იწყება, ან მთავრდება ადამინის სიცოცხლე. თუმცა, როგორც კომენტატორები და სისხლის სამართლის სპეციალისტები მიუთითებენ, ადამიანის სიცოცხლე იწყება იმ მომენტიდან, როცა ბავშვი გამოყოფას იწყებს დედის სხეულიდან, ანუ მშობიარობის დაწყების მომენტი (იხ. ვ. მაყაშვილი, მ. მაჭავარიანი, თ. წერეთელი, თ. შავგულიძე, დანაშაული პიროვნების წინააღმდეგ (სამეცნიერო-პრაქტიკული კომენტარი), თბ. 1980), ამგვარად ჩანასახის მოსპობა არანაირად არ არის დანაშაული (იხ. ზ. წულაია, სისხლის სამართალი (კერძო ნაწილი), ტ. I, თბ. 2000). იმისდა მიუხედავად, რომ აღნიშნული პიროვნებები საკმაოდ ავტორიტეტული არიან სისხლის სამართლის მეცნიერებაში, სრულიად გაუგებარია, თუ რის საფუძველზე დაასკვნეს მათ, რომ ადამიანის სიცოცხლე იწყება დაბადების მომენტიდან? ყველაფერი ეს შედეგია იმ ათეისტური იდეოლოგიისა და პროპაგანდისა, რაც მიდიოდა საბჭოთა კავშირსა თუ სხვა ქვეყნებში, რომელიც მიზნად ისახავდა „პიროვნების თავისუფლების დროშით“ ადამიანები ცოდვებისა და უზნეობის მორევში ჩაეთრია, სადაც სულერთი იქნებოდა ღვთის სიტყვა და მცნებები. ბუნებრივია, რომ რევოლუციათა გარიჟრაჟზე ასეთ პროპაგანდას მართლაც უღვთო ადამიანები ეწეოდნენ, ხოლო დროთა განმავლობაში, რაც ძალიან სამწუხაროა, ასეთ იდეებამდე პიროვნულად კეთილი ადამიანებიც კი მივიდნენ, რომლებიც უკვე ვეღარ აცნობიერებდნენ მათ მცდარ ნაბიჯს, რადგანაც მოკლებული იყვნენ დედა ეკლესიის მადლს და ღვთის მაცხონებელ სიტყვას. ჩასახული ბავშვის სიცოცხლეს იცავენ საერთაშორისო ხელშეკრუ-ლებები და შეთანხმებები. ბავშვის უფლებათა კონვენციის (1989.20.11) პრეამბულის მე-9 აბზაცში აღნიშნულია: „ვითვალისწინებთ რა ბავშვის უფლებათა დეკლარაციაში აღნიშნულს, „ბავშვი, მისი ფიზიკური და მენტალური (გონებრივი, დ.ჩ.) მოუმწიფებლობის მიზეზით საჭიროებს სპეციალურ დაცვასა და ზრუნვას, როგორც დაბადებამდე (ხაზგასმა ჩვენია, დ.ჩ.), ასევე დაბადების შემდგომი პერიოდის შესაბამისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით“. ხოლო ამავე შეთანხმების 1-ლი მუხლი განსაზღვრავს, რომ ბავშვში იგულისხმება თვრამეტ წლამდე ასაკის ადამიანი. როგორც შერონ დეტრიქი ამ მუხლის კომენტირებისას აღნიშნავს, „ბავშვი ნიშნავს ყველა ადამიანს ჩასახვის მომენტიდან 18 წლის ასაკამდე (იხ. Detrick, Sheron, A Commentary on the UN Convention on the Rights of Child, Nijhoff Publishers, 1999). ჩასახული ბავშვის სიცოცხლის უფლებას იცავს, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა ამერიკის კონვენცია (მუხ.4) და ნაწილობრივ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია (მუხ.3). აბორტის მომხრეთა შორის არსებობს გარკვეული არგუმენტები, რომლითაც ისინი ცდილობენ დაამტკიცონ, რომ აბორტი გამართლებულია. განვიხილოთ ეს არგუმენტები: ქალს უფლება აქვს თვითონ განსაზღვროს, სურს თუ არა ბავშვი ქრისტიან ადამიანს უნდა სურდეს ის, რაც სურს ღმერთს. ამას ეწოდება სინერგია, ანუ ღვთისა და ადამიანის ნების ურთიერთთანხვედრა. თუმცა დღევანდელ პირობებში, როცა რწმენა საერთოდ დაცემულია მთელს მსოფლიოში, შეიძლება დავუშვათ, რომ ქალმა მართლაც განსაზღვროს სურს თუ არა მას შვილი, მაგრამ ეს უნდა ხდებოდეს ბავშვის ჩასახავმდე და არაფრით ჩასახვის შემდეგ. ემბრიონი უკვე წარმოადგენს ცოცხალ ადამიანს და მისი მოშორება ნიშნავს სიცოცხლის განზრახ მოსპობას, ანუ მკვლელობას. ცხადია, ქალს აქვს თავისი უფლებები, მაგრამ ბავშვსაც ხომ აქვს უფლებები? ისეთ შემთხვევაში, როცა ხდება უფლებათა შეპირისპირება, ანუ შეუძლებელია ერთი პიროვნების უფლების განხორციელება მეორის უფლების შეზღუდვის გარეშე, ასეთ დროს უპირატესობა უნდა მიენიჭოს უფრო აღმატებულ უფლებას, სამართლიანობის პრინციპის გათვალისწიებით. ადამიანს უფლება აქვს, არ მოსწონდეს სხვა ადამიანი, მაგრამ ხომ არ შეიძლება რომ ამ საფუძვლით მოკლას იგი? ისევეა აქაც: ქალმა იმიტომ, რომ შვილი იმ კონკრეტული მომენტისთვის არ სურს, რადგან მას უამრავი პირადი საქმე აქვს, ან ხელი შეეშლება პირველი შვილის გაზრდაში, ან სხვა ასეთი უბრალო მიზეზით, შეიძლება სიცოცხლე მოუსწრაფოს მას? სამართლის თეორიით დაუშვებელია მკვლელობა თვით ისეთ შემთხვევაშიც კი, როცა საკითხი ქალის ჯანმრთელობას ეხება, ვინაიდან არ შეიძლება ერთი პიროვნების ბედნიერების აგება მეორის უბედურებაზე. ქალს შეიძლება უჭირდეს მატერიალურად და არ შეეძლოს მომავალი შვილის ეკონომიკურად უზრუნველყოფა სრულიად უსაფუძვლო არგუმენტია. ამავე ლოგიკით, იმ შემთხვევაში თუ ქალს, რომელსაც საკმარისი ფინანსური შესაძლებლობები გააჩნდა, გაუჭირდება მატერიალურად, უფლება აქვს მოკლას რომელიმე შვილი, რათა სხვებს საარსებო პირობები შეუქმნას! თუმცა ვნახოთ, რეალურად რა მიზეზით კეთდება აბორტი? როგორც სტატისტიკურმა მონაცემებმა გვიჩვენა, აბორტების 93% კეთდება ისეთი მიზეზებით, როგორიცაა „შობადობის კონტროლი“, „არასასურველი ბავშვი“ და ა.შ., ხოლო 7% სისხლის აღრევის, დედის ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესებისა და გაუპატიურების შემთხვევებში (Aida Torres and Jacqueline Darroch Forrest, Why Do Women Have Abortions? FPP No.4 July-August). ჩასახული ბავშვი არ არის პიროვნება ამ არგუმენტის პასუხისათვის უპირველესად უნდა დავაზუსტოთ, თუ რას გულისხმობს ტერმინი „პიროვნება“, ანუ იურიდიულად რომ განვმარტოთ, ნიშნავს იგი ქმედუნარიანობას, თუ უფლებაუნარიანობას? თუ პიროვნებაში გულისხმობენ ქმედუნარიან პირს, ანუ პირს, რომელსაც შეუძლია თავისი ნებითა და მოქმედებით სრული მოცულობით შეიძინოს და განახორციელოს უფლებები და მოვალეობები, მაშინ გამოდის, რომ ყველა მცირეწლოვანი და ქმედუუნარო პირები არ ყოფილან პიროვნებები და დასაშვებია მათი მოკვლა?! ხოლო თუ პიროვნებაში ვგულისხმობთ უფლებაუნარიან ადამიანს, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს უფლებები და მოვალეობები, მაშინ უფლებაუნარიანი ყოფილა ქმედუუნაროც, ჩასახულიც და დაბადებული ბავშვიც. ასე რომ, ჩასახული ბავშვი პიროვნებაა ფართო გაგებით და მასაც შეიძლება ჰქონდეს გარკვეული უფლებები და მით უმეტეს, სიცოცხლის უფლება. როგორც დავინახეთ, აბორტის მომხრეთა უმთავრესი შეცდომა არის ის, რომ ისინი, ჩასახულ ბავშვს არ თვლიან ცოცხალ არსებად, ხოლო პირველ შეცდომას მოჰყვება სხვაც და საბოლოოდ იღებენ მცდარ მოსაზრებას. თუკი ერთხელ და სამუდამოდ გავიაზრებთ, რომ ჩასახული ბავშვი ადამიანია, მაშინ ხუხულასავით დაინგრევა ყველა ის მოსაზრება, რომელიც ცდილობს აბორტის გამართლებას. დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ, ალბათ, დადგა დრო, რომ აბორტი ყოველგვარი დათქმების გარეშე გამოცხადდეს სისხლის სამართლის დანაშაულად და ჩაითვალოს ადამიანის მკვლელობად. შეიძლება ამით აბორტი ერთბაშად არ აღმოიფხვრას ქვეყანაში, მაგრამ სახელმწიფო ერთმნიშვნელოვნად დაადასტურებს, რომ დგას სამეუფეო გზაზე და თუ დღეს არა, ხვალ აბორტის პრობლემამ შეიძლება აღარც იარსებოს. ჩვენს სტატიას კი დავასრულებდით აშშ ყოფილი პრეზიდენტის, ქვეყანაში აბორტის კრიმინალიზაციის აქტიური მხარდამჭერის რონალდ რეიგანის სიტყვებით: „აბორტს უკვე დაბადებული ადამიანები აკეთებენ“. დავით ჩიკვაიძე, გაზ. "მადლი", 2004 წ. თებ.-მარტ. -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#418
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
აბორტი საშინელებაა, მაგრამ იცით რა, კაცები ძალიან ადვილად აქტიურობთ და ძალიან კატეგორიულები ხართ. ეს ალბათ იმიტომ, რომ თქვენ არ აჩენთ, თქვენ არ დგეხართ საფრთხის წინაშე, ამბობენ ფეხმძიმე ქალს ცალი ფეხი სამარეში აქვსო. ეს ასეა. როცა ქალის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და შეიძლება ის ბავშვის სიცოცხლემ შეიწიროს, კონკრეტულ ქალბატონს ჩვენ ნუ გავამტყუნებთ, ისისც ადამიანია და ეშინია სიკვდილის, სხვა ბავშვების ობლა დატოვების და აშ, ანუ თუ ქალი ასეთ დროს ნაყოფს იტოვებს ის უკვე გმირია და გმირზე მეტიც, ქალი, რომელიც სხვის სიცოცხლეს ეწირება, ამ დროსაც აბორტი რა თქმა უნდა ისევ ადამიანის მკვლელობაა, ტანაც საკუთარი შვილის და ისიც იმიტომ, რომ შენი სიცოცხლე გადაირჩინო, მაგრამ მაინც ჩვენ ნუ გავამტყუნებთ რა ვიცი... მე თუ ასეთი სიტუაციაში აღმოვჩნდები, უფალს შევთხოვ მომცეს ძალა ღირსეულად შევეგებო ამ განსაცდელს.
-------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
გიორგი |
![]()
პოსტი
#419
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
ციტატა აბორტი საშინელებაა, მაგრამ იცით რა, კაცები ძალიან ადვილად აქტიურობთ და ძალიან კატეგორიულები ხართ. ეს ალბათ იმიტომ, რომ თქვენ არ აჩენთ, თქვენ არ დგეხართ საფრთხის წინაშე, ამბობენ ფეხმძიმე ქალს ცალი ფეხი სამარეში აქვსო. ეს ასეა. კატეგორიულობაში თუ ტონს და სიტყვებს გულისხმობ გეთანხმები, გუშინ მართლა მეტისმეტი მომივიდა და მუქარაზეც გადავედი, მაგრამ კაცების აქტიურობა იმით არაა გამოწვეული, რომ ჩვენ არ ვაჩენთ და ეგ საფრთხე არაფრით არ დაგვემუქრება. მე ასევე კატეგორიული ვიყავი პაციფიზმის უარყოფაშიც, მაგრამ ეგ საფრთხე ფაქტიურად შებრუნებულია, ქალებს ომში არავინ გაიწვევს მე კი ეს შეიძლება დამემუქროს, მითუმეტეს არც "დაბრაკული" ვარ და რეზერვის სერჟანტის წოდებაც მივიღე, ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ ომის შემთხვევაში მობილიზაცია მეც შემეხება. ციტატა როცა ქალის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და შეიძლება ის ბავშვის სიცოცხლემ შეიწიროს, კონკრეტულ ქალბატონს ჩვენ ნუ გავამტყუნებთ, ისისც ადამიანია და ეშინია სიკვდილის, სხვა ბავშვების ობლად დატოვების და ა.შ. კონკრეტულად მე არავინ გამიმტყუნებია, მაგრამ აქ უნდა იყოს კატეგორიულად მკაცრი დამოკიდებულება ზოგადად ამ ცოდვის მიმართ. ქრისტიანები აბორტის დაშვებულობაზე თუ მიზანშეწონილობაზე არ უნდა საუბრობდნენ. ამ ცოდვის შერბილების სასტიკი წინააღმრდეგი ვარ. ციტატა თუ ქალი ასეთ დროს ნაყოფს იტოვებს ის უკვე გმირია და გმირზე მეტიც, ქალი, რომელიც სხვის სიცოცხლეს ეწირება, ამ დროსაც აბორტი რა თქმა უნდა ისევ ადამიანის მკვლელობაა, თანაც საკუთარი შვილის და ისიც იმიტომ, რომ შენი სიცოცხლე გადაირჩინო, მაგრამ მაინც ჩვენ ნუ გავამტყუნებთ რა ვიცი... აბორტის განსაცდელი რაღაცით წააგავს ომში ტყვედ ჩავარდნილი ადამიანის მდგომარეობას, რომელსაც სიკვდილით ემუქრებიან თუ თავისიანების ადგილსამყოფელს არ გასცემს, რომ მტერმა სუყველა ამოწყვიტოს. ასეთ დროს შუალედი არ არსებობს, ადამიანმა ან არ უნდა გასცეს თავისიანების ადგილსამყოფელი, მაშინ მას მოკლავენ და მოყვასისთვის წამებული სამშობლოს გმირი გახდება, ანდა გასცემს საიდუმლოს და მისი ქვეყნის ჯარს ამოწყვეტენ და მაშინ ლაჩარი, სამშობლოს მოღალატე და გამცემი ხდება. შუალედი არ არსებობს. ასევეა აბორტიც, ან გმირობა და ფაქტიურად მოყვასისთვის თავგანწირვა, ანდა შვილის მკვლელობა, შუალედი არ არსებობს. ციტატა მე თუ ასეთი სიტუაციაში აღმოვჩნდები, უფალს შევთხოვ მომცეს ძალა ღირსეულად შევეგებო ამ განსაცდელს. იმისთვის რომ ღმერთს თხოვო გაძლიერება და განსაცდელში დახმარება უპირველეს ყოვლისა უნდა აცნობიერებდე განსაცდელს და უნდა გესმოდეს მოსალოდნელი ცოდვის სიმძიმე, ეს კი ასეთი ლიბერულიური დამოკიდებულებით არ მიიღწევა. მე იმას კი არ ვამტკიცებ, რომ მე შემიძლია გავუძლო უდიდეს განსაცდელებს-თქო და სხვას კი არ ვლანძღავ ამის გამო. ეს ასე არაა. უბრალოდ მე სწორი მიდგომა მინდა დავანახო ხალხს, ადამიანი, რომელიც ფიქრობს რომ აბორტი დასაშვებია ანდა საერთოდ მიზანშეწონილი, როგორ გგონია საერთოდ ჩათვლის კი განსაცდელად ნაყოფის დაღუპვას აბორტის საშუალებით? განსაცდელის დაძლევაზე არც მაქვს ლაპარაკი . . . ღმერთს შეევედრება და ეცდება რომ აბორტი არ გაიკეთოს და თუ საჭიროა თავიც გასწიროს? თუ დასაშვებად ჩათვლის რომ წავიდეს და აბორტი გაიკეთოს უპრობლემოდ? აი, ამ მიდგომაშია საქმე. აქ უნდა დაფიქსირდეს სწორი დამოკიდებულება, რაც ნებისმიერ მკითხველს დაეხმარება სწორი არჩევანის გაკეთებაში და თავგანწირვის აუცილებლობას დაანახებს და შემდეგ უკვე მის სულიერ ძლიერებაზე იქნება დამოკიდებული თუ რას მოიმოქმედებს. ლიბერალური მიდგომები, კონკრეტული პიროვნებისადმი გაგება აბორტის გაკეთების, მისი მიზანშეწონილად ჩათვლა და მსგავსი მოტივებით წერა მხოლოდ 21-ე საუკუნის "სუპერთანამედროვე ეშმაკის" წისქვილზე ასხამს წყალს, რომელიც ლიბერალიზმით და "ადამიანური" მიდგომების უკან მომაკვდინებელ ცოდვას აფარებს ხელს, ალამაზებს და ადამიანს მის ჩადენაში ეხმარება და ვარდისფერი უფსკრულით ჯოჯოხეთში მიაქანებს მის სულს. აი, ესაა ჩემი კატეგორიულობის მიზეზი. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
kato_Bato |
![]()
პოსტი
#420
|
![]() Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 ![]() |
გუშინ ამ თემაში საშინელება ხდებოდა.
შეეცადეთ ცოტა უფრო ლმობიერები იყოთ. როგორ შეიძლება ამ ფორუმზე ასე წერა. თორემ უ ნ ა ყ ო ფ ო ა თქვნი ყველა მოსაზრება და თუ მარტო საკუთარი თავისთვის წერთ სათავეშივე წაგებულია ეგ ბრძოლა. მე წინააღმდეგი ვარ აქ, მართლმადიდებლებს შორის ძახილის ნიშნებით და ყვირილ-ყვირილით წერისა. და ასეთი ადამიანი გაფრთხილების ღირსია. ჩემზე რომ იყოს რამდენიმე დღით შევასვენებდი კიდეც. ამ საკითხს სენატში დავაყენებ. -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th June 2025 - 05:24 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი