IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

41 გვერდი V « < 22 23 24 25 26 > »   
Reply to this topicStart new topic
> აბორტის ცოდვა "არა კაც კლა"
გამოკითხვა
არის თუ არა აბორტი ცოდვა?
კი [ 151 ] ** [96.18%]
არა [ 6 ] ** [3.82%]
მიგაჩნიათ თუ არა აბორტი ცოდვად, მაშინ როცა ეს დედის სიცოცხლის გადარჩენის გამო ხდება.
კი [ 98 ] ** [62.42%]
არა [ 59 ] ** [37.58%]
სულ ხმები:: 314
სტუმრებისთვის ხმის მიცემა აკრძალულია 
გიორგი
პოსტი Jul 13 2007, 02:15 PM
პოსტი #461


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(კანუდოსელი @ Jul 13 2007, 02:10 PM) *

სხვის ომში ყველა ბრძენია

კანუდოს, აქ დამოკიდებულებაზე მიდის საუბარი და არა კონკრეტული პიროვნების შეფასებაზე.

შეიძლება მომავალში მეც გამოვიჩინო სულმოკლეობა და საკუთარ მეუღლეს ვურჩიო აბორტი თუ სიკვდილი ემუქრება, მაგრამ ცალსახად და მკაფოდ უნდა დაფიქსირდეს რომ ამ შემთხვევის და გამო მე მკვლელად ვიქცევი. ამის აღიარების არ მეშინია. აბორტი ზოგადად არის მკვლელობა და მორჩა, არავინ არავის ომს არ ვაფასებთ და არც ვბრძნობთ სხვის ომში.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მართა
პოსტი Jul 13 2007, 02:19 PM
პოსტი #462


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,487
რეგისტრ.: 7-July 07
წევრი № 2,399



ციტატა(კანუდოსელი @ Jul 13 2007, 03:10 PM) *

სხვის ომში ყველა ბრძენია

მე არ მითქვამს არ გავიკეთებთქო,შეიძლება გავიკეთო მახინჯი ნაყოფის შემთხვევაში,ასე რომ არ გამოვდივარ მთლად ბრძენი! მაგრამ თავს ვერ დავიმშვიდებ რადგან მეცოდინება რომ მოვკალი ჩვეულებრივი ადამიანი გინდა გრძელყურა უცხვირო უფეხო და რავი რა ჩამომათვლევიებს ამას უფლისთვის არა აქვს მნიშვნელობა!ჩემთვის ეს ჩადენილი ცოდვა იგივე იქნება ჯანმრთელი ნაყოფი რომ მომეკლა!ეგაა განსხვავება კანუდოს თორე ოჯახისთვის ძალიან მძიმე ჯვარია და ჩვენ მოკვდავებმა შეიძლება გავუგოღ კიდევაც,თუმცა ხელს არ შევუწყობ მსგავს საქციელში!


--------------------
ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Jul 13 2007, 02:22 PM
პოსტი #463


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ციტატა(მართა @ Jul 13 2007, 12:19 PM) *

მე არ მითქვამს არ გავიკეთებთქო,შეიძლება გავიკეთო მახინჯი ნაყოფის შემთხვევაში,ასე რომ არ გამოვდივარ მთლად ბრძენი! მაგრამ თავს ვერ დავიმშვიდებ რადგან მეცოდინება რომ მოვკალი ჩვეულებრივი ადამიანი გინდა გრძელყურა უცხვირო უფეხო და რავი რა ჩამომათვლევიებს ამას უფლისთვის არა აქვს მნიშვნელობა!ჩემთვის ეს ჩადენილი ცოდვა იგივე იქნება ჯანმრთელი ნაყოფი რომ მომეკლა!ეგაა განსხვავება კანუდოს თორე ოჯახისთვის ძალიან მძიმე ჯვარია და ჩვენ მოკვდავებმა შეიძლება გავუგოღ კიდევაც,თუმცა ხელს არ შევუწყობ მსგავს საქციელში!

საერთოდ მიმაჩნია აბორტი უმძიმეს ცოდვად! მაგრამ, ვეთანხმები ამ აზრს!


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მართა
პოსტი Jul 13 2007, 02:22 PM
პოსტი #464


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,487
რეგისტრ.: 7-July 07
წევრი № 2,399



ციტატა( გიორგი @ Jul 13 2007, 03:15 PM) *

კანუდოს, აქ დამოკიდებულებაზე მიდის საუბარი და არა კონკრეტული პიროვნების შეფასებაზე.

შეიძლება მომავალში მეც გამოვიჩინო სულმოკლეობა და საკუთარ მეუღლეს ვურჩიო აბორტი თუ სიკვდილი ემუქრება, მაგრამ ცალსახად და მკაფოდ უნდა დაფიქსირდეს რომ ამ შემთხვევის და გამო მე მკვლელად ვიქცევი. ამის აღიარების არ მეშინია. აბორტი ზოგადად არის მკვლელობა და მორჩა, არავინ არავის ომს არ ვაფასებთ და არც ვბრძნობთ სხვის ომში.

თითქმის იგივე დამეფოსტა biggrin.gif აბა რა ვინ იცის ჩვენ მათ ადგილზე რას ვიზამთ,თუმცა ის კი ვიცი რომ არცერთ შემთხვევაში ეს არ უნდა მოხდეს!


--------------------
ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიტა
პოსტი Jul 13 2007, 02:24 PM
პოსტი #465


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,738
რეგისტრ.: 19-March 07
წევრი № 1,428



მართა
რახან უშვებ რომ შეიძლება მოხდეს რაღატო წერ არცერთ შემთხვევაში არ უნდა მოხდესო!!!


--------------------
უფალო იესო ქრისტე,ძეო ღმრთისაო,შემიწყალე მე ცოდვილი
"ღმერთს უყვარვართ უფრო მეტად,ვიდრე მამას,დედას,მეგობრებს ან სხვა ვინმეს ძალუძს.მეტიც,მას ჩვენ მეტად უყვარვართ ვიდრე საკუთარი თავი გვიყვარს.."
პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 13 2007, 02:38 PM
პოსტი #466


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



მოკლედ ახლა მკაფიოდ აგიხსნით ჩემი კატეგორიულოობის მიზეზს. მე მინდა რომ აქ იყოს ისეთი პოსტები, რომელიც მკვეთრად უარყოფითად შეაფასებს აბორტს და ამ პოსტების შინაარსი პრაქტიკულად შეუწყნარებელი იქნება ამ ცოდვის მიმართ. ამის მიზეზი არის სწორედ ის რომ ამ ფორუმზე შემოდიან ათეისტები და ნაკლებად ეკლესიური ხალხიც. მათთვის ძალიან ცალსახა და მკაფიო უნდა იყოს ზოგადად მართლმადიდებლების და მართლმადიდებლური სარწმუნოების დამოკიდებულება აბორტის მიმართ, აქ შემოსულ მკითხველს არ უნდა დარჩეს შთაბეჭდილება რომ აბორტი არც ისე მძიმე ცოდვაა და რომ აბორტის ჩადენა ხანდახან დასაშვებია, მითუმეტეს არაა სასურველი, რომ ამ გვერდებიდან ვინმემ ამოიკითხოს, რომ აბორტი მიზანშეწნილია, თორემ ასეთ დროს იმათ არასწორი შეხედულება შეექმნებათ, სადმე შეიძლება თქვან, რომ მართლმადიდებლები ეგერ ფორუმზე აბორტის დასაშვებობაზე თანახმა არიან და რომ არც ისე ცუდია აბორტი, რომ ამას ძალიან ლიბერალურად უყურებენ და ა.შ. ჩემი აზრით აქედან ამგვარი დამოკიდებულებით არ უნდა წავიდეს ადამიანი. მარტო იმაზე არ უნდა ვფიქრობდეთ, რომ ადამიანი შეიძლება დაბრკოლდეს რომ გაიგებს, რომ აბორტის გაკეთება დაუშვებელია ეკლესიურად და მომაკვდინებელი ცოდვაა . . . არამედ იმაზეც, რომ არა სწორი ინფორმაციის მქონე ადამიანი გზას ასცდება და მე მგონია რომ არა სწორი ინფორმაციის გამო გზას აცდენილი ადამიანი უფრო საცოდავია ვიდრე ის, რომელმაც გაიგო აბორტის საშინელების შესახებ სწორი ინფორმაცია, მაგრამ არ მიიღო ეს მისმა გულმა და ამის გამო დაბრკოლდა.

დანარჩენზე ყველამ ერთად ვიფიქროთ და კატო მართალია იმაში რომ ჩხუბებს პერმანენტული ფორმა არ უნდა მივცეთ

გაიხარეთ


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Jul 13 2007, 03:39 PM
პოსტი #467


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



მოკლედ აბორტი დასაშვებად მიმაჩნია, თუ
1. არჩევა ხდება დედისა და ბავშვის სიცოცხლეს შორის.
2. თუ ორსულობის ადრეულ სტადიაზე, ექიმთა დიაგნოზით ბავშვი უეჭველი არასრულფასოვანი იქნება.

აქვე ვაცხადებ რომ აბორტი არის ცოდვა! არის საშინელება! ღმერთმა მომცეს ძალა და არასოდეს დამაყენოს არჩევანის წინაშე. მაგრამ არასოდეს განვიკითხავ ისეთ ადამიანს, ვინც ზემოთ დასახელებულ შემთხვევებში აბორტი გაიკეთა.


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მართა
პოსტი Jul 13 2007, 03:40 PM
პოსტი #468


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,487
რეგისტრ.: 7-July 07
წევრი № 2,399



ციტატა(მარიტა @ Jul 13 2007, 03:24 PM) *

მართა
რახან უშვებ რომ შეიძლება მოხდეს რაღატო წერ არცერთ შემთხვევაში არ უნდა მოხდესო!!!

არ სეიძლება არ ნიშნავს შენ არ ქმნა! რატო მე ცოდვილი არ ვარ? ვიზამ და კაცის კვლის ცოდვასაც მივიმატებ! მინდა მერე ეს მეე?ამიტომ ვეცდები არ ვქნა! ისე იქნებ არც მიჩდება კაცო დეფექტური ბაღნები რას გადდამეკიდე biggrin.gif ეჰ მე კი მინდა ასე ვქნა და რა ვიცი! უფლის ნებაა ყველაფერი!


--------------------
ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 13 2007, 04:02 PM
პოსტი #469


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(k@the @ Jul 13 2007, 03:39 PM) *

მოკლედ აბორტი დასაშვებად მიმაჩნია, თუ
1. არჩევა ხდება დედისა და ბავშვის სიცოცხლეს შორის.
2. თუ ორსულობის ადრეულ სტადიაზე, ექიმთა დიაგნოზით ბავშვი უეჭველი არასრულფასოვანი იქნება.

რას ნიშნავს სიტყვა "დასაშვები"? რა დატვირთვა აქვს ამ სიტყვას? დეტალურად რა იგულისხმება მასში?
- თუ ის რომ მაგ შემთხვევაში აბორტი მკვლელობა არაა, კატეგორიულად არ გეთანხმები
- თუ ის რომ მაგ შემთხვევაში აბორტი მომაკვდინებელი ცოდვა არაა, კატეგორიულად არ გეთანხმები
- თუ ის რომ სულმოკლე ადამიანმა მკვლელობა ჩაიდინა საკუთარი თავის გადასარჩენად და იმნაირი არაადამიანი არაა, როგორც უმიზეზოდ აბორტის გამკეთებელი მაშინ გეთანხმები, მაგრამ ეს სიტყვა "დასაშვები" არანაირად მეტი არაა და ზუსტად ექვივალენტურია, რამდენადაც "დასაშვებია" ქუჩაში მიმავალი ბავშვის მოკვლა თუ შენც იარაღი მოგიშვირეს და გითხრეს რომ თუ იმ ბავშვს არ ესვრი მაშინ შენ გესვრითო. ასეთ ჩადენილ მკვლელობაზე ნაკლები ცოდვა არანაირად არაა აბორტი.

მაგრამ ეს პირველ შემთხვევაში ანუ როცა არჩევა ხდება დედისა და ბავშვის სიცოცხლეს შორის. მეორე შემთხვევაში კი ვერანაირად ვერ დაგეთანხმები. ულვაშს მეტი კი არაფერი დაუწერია საჯაროდ რომ გამოვლანძღე და ერთი ამბავი რომ იყო. საზიზღრობაა ადამიანის მოკვლა იმიტომ, რომ ის არასრულფასოვანია, ეს მართლა წააგავს ჰიტლერის "მაინ კამფისეულ" დამოკიდებულებას და არამც თუ მართლმადიდებლობასთან, არამედ ელემენტარულ ზნეობასთან არა აქვს საერთო არაფერი.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Jul 13 2007, 04:32 PM
პოსტი #470


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



გიორგი
აბორტი უნდა იყოს აკრძალული კანონით! იგი უნდა იყოს დასაშვები მხოლოდ იმ ორ შემთხვევებში, რაც ზემოდ აღვნიშნე.

არ ვიცი ულვაში რისთვის გამოლანძღე. ყველაფრის წაკითხვის დრო არ მაქვს. მე ჩემი აზრი დავაფიქსირე. ამ აზრს როგორი მეცნიურულ-ფილოსოფიური ტერმინიც გინდოდეს ის შეუსაბამე. მე ვთვლი, რომ თუ დედა აბორტს გაიკეთებს, იმის გამო, რომ მას ორსულობის ადრეულ სტადიაში დაუდგინეს, ნაყოფის არასრულფასოვნება, ჩემგან არ განიკითხება. ცოდვა არის დიდი, მაგრამ იმ ცოდვას ის დედა იღებს საკუთარ თავზე და უფალი წყვიტავს მერე ვის რა მიეტევება.



--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Jul 14 2007, 09:39 PM
პოსტი #471


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



ციტატა
ციტატა(მართა @ Jul 13 2007, 02:09 PM)

კი ზუსტად ვიცი რომ კრძალავს! ვიცი მორწმუნე ქალი რომელმაც გააჩინა! ღმერთმა გვაშოროს მაგრამ ჩვენზე დაშვებული სასჯელიც უნდა ავიტანოთ და არ გავექცეთ.




სხვის ომში ყველა ბრძენია

რას ერჩი კანუდოს ამ გოგოსა? biggrin.gif ზუსტად ის დაწერა, რასაც ეკლესია გვასწავლის.


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Jul 18 2007, 11:41 AM
პოსტი #472


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ბიოეთიკა აბორტის შესახებ


ძველ აღთქმასა და ახალ აღთქმას პირდაპირი მნიშვნელობით არ გვხვდება სიტყვა აბორტის შესახებ, მაგრამ ნათელია, რომ წმინდა წერილის შეინაარსი თავისთავად გულისხმობს, რომ მუცლის მოშლა ადამიანის მკვლელობის ტოლფას ცოდვას წარმოადგენს.

მუცლის მოშლა აგრეთვე ცნობილი იყო ძველ სამყაროში: რომის იმპერია, ეგვიპტე, ასურეთი და სხვა.. რასაც ადასტურებენ ძველი ფილოსოფოსები, მწერლები: არისტოტელე, ჰიპოკრატე, ოვიდიუსი....

აბორტის შესახებ შეუძლებელია ძველ ისრაელში არ სცოდნოდათ. მათ, უბრალოდ, თავში აზრადაც კი არ მოუვიდოდათ საკუთარი შთამომავლობის განადგურება. ძველი აღთქმის კანონები ნათელ მაგალითს შეიცავს იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობდნენ იუდეველები გამრავლებულიყვნენ და აღმატებული ყოფილიყვნენ ფიზიკურად სხვა ხალხებზე.

ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმი, როგორც ადამიანი, მცენარე თუ სხვა, არასოდეს იზრდება განმარტოებით. იგი ყოველთვის განიცდის სხვა ცოცხალი არსების ზეგავლენას და ურთიერთქმედებაშია მასთან. ბიოტური ფაქტორები ცოცხალი ფატქორებია. მათში იგულისხმება. როგორც ადამიანის სხვადასხვა ჯგუფები, აგრეთვე მცენარეები, ცხოველები და ისინი ცდილობენ, რომ განვითარდნენ, ერთმანეთზე მეტად გამრავლდნენ. აქედან გამომდინარე სხვადასხვა ხალხებთან თანახცოვრებით იუდეველები ცდილობდნენ მეტად გამრავლებულიყვნენ და ბუნებრივია, რომ მუცლის მოშლა მათში გამორიცხული იყო. ხოლო, თანამედროვე ცხოვრება, არაეკლესიური ადამიანის ცნობიერება მუცლის მოშლას არ თვლის ცოცხალი ორგანიზმის განადგურებად. ამიტომ, ასეთ ადამიანს სინდისიც კი არ აწუხებს ამის შესახებ.

ბიბლიაში მკაფიოდ არის განცხადებული, რომ ადამიანის სიცოცხლე ჩანასახშივე იწყება: "ვიდრე მუცელში გამოგსახავდი გამოგირჩიე, ვიდრე საშოდან გამოხვიდოდი წმინდაგყავი, ხალხის ქადაგად დაგადგინე;" - ბრძანებს უფალი (იერემია 1,5). მოციქული პავლე ამბობს, რომ: ღმერთმა გამოირჩია იდი დედის მუცლითაგან. (გალატ.1,15).


ისააკს სახელი წეოდა ჩასახვამდე. (დაბადება 17.1თ).

უფლის ანგელოზი ღვთისმშობელს ახარებს, რომ შობს ძეს სულიწმინდისაგან და ეწოდოს სახელი მისი ეისო; (ლიკა 1.31).

აქედან გამომდინარე ნათელია, რომ სიცოცხლე ადამიანის ჩასახვის წამიდან იწყება, ხოლო ნაყოფის მოცილება ნებისმიერ მდგომარეობაში მკვლელობაა. იგი, ძალიან დიდი ცოდვაა კიდევ იმიტომ, რომ ადამიანს, რომელსაც ჩანასახშივე მოვკლავთ გზას ვუკეტავთ ცხონებისაკენ.

უფალი ბრძანებს: "ვინც არ მოინათლოს წყლის სულისაგან და ცეცხლისა ვერაიხილოს ცათა სასუფეველი."

მღვდელმთავარ ნიკოდიმოსს მაცხოვარი ეუბნება: "ხორცისაგან შობილი ხორცი არს, ხოლო სულისაგან შობილი სული არს. ამიტომ, ყველას უხმს, რომ ნათელიღოს სულისაგან წმიდისა და დაიბადოს მეორედ." (ანუ მოინათლოს) - ბრძანებს უფალი.

სახარებაში ერთ-ერთ ადგილას წერია, თუ როგორ აიყვანს მაცხოვარი ყრმას ხელში და ამბობს: ვაი მას ვინც აცდუნოს ერთი მცირედთა ამათგანი, ჩემდა მომავალი. სჯობს, რომ არადაბადებულიყო რამეთუ ნაკლებ სასჯელს მიიღებდა იგი: ეს კი ნიშნავს იმას, რომ მაცხოვარი ბრძანებს პირდაპირი მნიშვმნელობით მუცლიდან ნაყოფის მოწყვეტაზედ, რომ იგი ვერ ცხონდება, მაგრამ, არც მძიმე სატანჯველში იქნება, რასაც ადასტურებს აგრეთვე წმ. ვასილი ახალი: "ყველა ბავშვი, რომლსაც დედა მუცლიდან მოიცილებს მეორედ მოსვლის შემდეგ 33 წლის აღსდგება და დედას ეტყვის: როგორც შენ არ მომეცი საშუალება, რომ სრულყოფილი ღვთის დიდება მიმეღო, აგრეთვე ღმერთი არც შენ მოგცემს ცხონებას, ღვთის ნათელს." - ბრძანებს ვასილი ახალი მის მოწაფესთან თეოდორასთან საუბარში.

რაც შეეხება ექიმებს, რომლებიც მონაწილეობენ მუცლის მოშლაში, ბიბლიაში წერია: "წყეულიმც იყოს ქრთამის ამღები კაცის მოსაკლავად, უბრალო სისხლის დასაღვრელად." (სჯული 21.25). ხოლო მორწმუნე ადამიანებს მოუწოდებს წმ წერილი: იხსენი მოსაკლავად წაყვანილი, დაიფარე დასახოცად განწირული.

ეკლესია ყოველთვის გმობდა მუცლის ხელოვნურად მოშლას. ანკირიის კრების XXI კანონის თანახმად: მეძავი დედები, რომლებიც წამალს ამზადებენ და ნაყოფს იცილებენ, სიკვდილამდე არ დაიშვებიან ზიარებაზე, მხოლოდ სინანული თუ შეუმცირებს ამ დროს ანუ ეპიტემიას.

VI მსოფლიო კრების ოთხმოდამეთერთმეტე კანონით: ქალები, რომლებიც წამლით მოიცილებენ ნაყოფს კაცის მკვლელთა კანონით განკანონდებიან.

წმ. ბასილი დიდის II კანონი: წინასწარ განზრახვით მუცელში ჩვილის მომკვლელს კაცის სასჯელი ედება.

წმ. ბასული დიდის VII კანონი: ისინი ვინც ფეხმძიმეებს მუცლის მოსაწყვეტ საშუალებას მისცემენ კაცის მკვლელები არიან.

ე.ი. მკვლელია არა მარტო ქალი, ვინც ნაყოფს იცილებს, არამედ მისი ხელის შემწყობიც, ეს იქნება: ქმარი, ექიმი, ოჯახის რომელიმე წევრი, მეგობარი თუ წამლის მიმცემი.

როგორც ვხედავთ, წმ. წერულში ბევრი მაგალითია წარმოდგენილი სიცოცხლის მოსპობის უარყოფით ზეგავლენაზე. იგი შლის ადამიანის ფსიქიკას, არღვევს ოჯახურ სიმყუდროვეს, და ის რომ ღმერთმა მისცა ადამიანს გამრავლების საშუალება, ნაყოფის მოცილებით, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა მხოლოდ ცორციელ ინსტიქტებამდე დადის.

უფალი იერუსალიმშI ვირზე ამხედრებული შებრძანდა. ხოლო როგორც წმ. მამები ბრძანებენ ჩვენც, ჩვენს სხეულზე ხორციელ თუ სულიერ ვნებებზე გამარჯვებულნი უნდა შევიდეთ ზეციურ იერუსალიმში.

აბორტი და მისი საზოგადოებაში დამკვიდრება ერთ-ერთი უდიდესი ბოროტებაა კაცობრიობის წინაშე. იგი ანადგურებს ადამიანის სულიერ და ფიზიკურ მხარეს, არაეთიკურია, არაზნეობრივია, აგრეთვე საშიშროებიას უქმნის საერთოდ გამრავლების პროცესს. ადამიანები იქამდეც კი მიდიან, რომ ცდილობენ ხელოვნური საშუალებებით შექმნან ახალი სიცოცხლე და ამით აიცილონ ყველა ის პრობლემა, რაც აბორტთან არის დაკავშირებული.

თანამედროვე მეცნიერებამ, ჩაერია რა ადამიანის გენეტიკაში, ცდილობს შექმნას ისეთი ადამიანი გენური ინჟინერიით, რომელიც იქმნება მისი ინტერესების განმახორციელებელი; ანუ მოკლედ, რომ ვტქვათ რობოტი, რომელსაც ფაქტიურად აღარ ექმენა თავისუფალი ნება. ხოლო ის, რომ ადამიანს თავისუფალი ნება აქვს, ეს არის ნიშანი იმისა, რომ ჩვენ მსგავსება და ხატება ვართ ღვთისა.

მედიცინაში თანამედროვე ბიოლოგიური მეთოდების გამოყენებისას ეთიკის და იურიდიული ნორმების მკაცრი დაცვაა საჭირო. ცოცხალ ორგანიზმებზე ექსპერიმენტები ხშირად ღვთის ნების წინააღმდეგ არის მიმართული, რომელსაც საბოლოოდ მივყავართ ცოცხალი ორგანიზმების სულიერ თუ ფიზიკურ სიმახინჯემდე და გადაგვარებამდე. ეს შეეხება, როგორც ადამიანებს, აგრეთვე, ცხოველებს, მცენარეებს და სხვა, რაც იწვევს ბიოსფეროს წონასწორობის დარღვევას.

გარემოს უარყოფითი ცვლილებები ადამიანის ცოდვით დაცემას უკავშირდება. ის კატასტროფები, წყალდიდობები. უამრავი ფიზიკური თუ სულიერი დაავადებები, მიწისძვრები და სხვა, გამოწვეულია იმით, რომ ადამიანთა უმრავლესობა სერიოზულად ჩაერია ღვთის ნების წინააღმდეგ. ხოლო სამყარო, მატერია ცოცხალი თუ არა ცოცხალი, სულიერუ თუ არასულიერი ორგანიზმები ეწინააღმდეგებიან ადამიანის დაცემულ ნებას. ყოველივე ეს იწვევს ფიზიკურ კატასტროფებს, სულიერ თუ ფიზიკურ განსაცდელს და რაც საერთოდ დედამიწაზე ხდება. რამეთუ, ცოდვილი ადამიანი მიმართულია ღვთის წინააღმდეგ, რომლის სულის ჩამდგმელია ბოროტი სული. ეშმაკი ღმერთმა გადმოაგდო რა ზეციდან, იგი ახლა მთელის ძალით ებრძვის ღვთის ხატებას - ადამიანს, რათა მისი სახით გავიდეს კოსმოსში, გააერთიანოს კაცობრიობა ღმერთის წინააღმდეგ და საბოლოოდ კი იბატონოს მასზედ. თუმცა, იცის, რომ დაიღუპება, რამეთუ, სიცოცხლის წინააღმდეგია იგი.

ბოლო დროს იესო ქრისტე მოვა ზეციდან და როგორც იხილეს მოციქულებმა მაცხოვარი ზეცადამაღლებული, ეგრეთბე მოვა იგი ქვეყანასა ზედა. ამას იხილავს ყოველი ტომი და ყოველი ხალხი. აღდგება მკვდრეთით ყველა ის, ვისაც უცხოვრია დედამიწაზე. ერთნი დადგებიან მარჯვნით უფლისა, ხოლო მეორენი მარცხნივ. მარჯვნივ მდგომთ უფალი დაამკვიდრებთ ცათა სასყფეველში. ხოლო მარცხნივ მდგომნი ბოროტ სულებთან ერთად დასჯილნი იქნებიან სამუდამო სატანჯველში და განისჯება ყოველი კაცი საქმეთა მათაებრ.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაკურთხოთ და ინებოს უფალმა, რომ ყოველი ადამიანი, მისი სიცოცხლე იყვნეს მხოლოდ ღვთის მადლით აღვსებული და გახარებული. ამინ!



იოსები, შემოქმედელი მთავარეპისკოპოსი


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ulvashi
პოსტი Jul 18 2007, 12:58 PM
პოსტი #473


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 439
რეგისტრ.: 14-December 06
მდებარ.: guria, ozurgeti
წევრი № 688



კიდევ ერთ საკითხს დავაყენებ და იმედია, ანათემას არ გადამცემთ biggrin.gif
როგორ უნდა მოიქცეს ქალი საშვილოსნოსგარე ორსულობის დროს? არ გაიკეთოს აბორტი?
მაშინ ხომ ორივე დაიღუპება: დედაც და შვილიც
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 18 2007, 01:02 PM
პოსტი #474


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,703
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(ulvashi @ Jul 18 2007, 12:58 PM) *

კიდევ ერთ საკითხს დავაყენებ და იმედია, ანათემას არ გადამცემთ biggrin.gif
როგორ უნდა მოიქცეს ქალი საშვილოსნოსგარე ორსულობის დროს? არ გაიკეთოს აბორტი?
მაშინ ხომ ორივე დაიღუპება: დედაც და შვილიც


მე მგონი, შენს მიერ მოყვანილ შემთხვევაში, როცა ქალის სიცოცხლე საფრთხეშია, აბორტის გაკეთება ცოდვად აღარ ითვლება.. ის იმიტომ არ იკეთებს აბორტს, რომ შვილი მოიცილოს, არამედ გარემოება იწვევს ამას..


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jul 23 2007, 09:43 PM
პოსტი #475


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



ulvashi
ციტატა
კიდევ ერთ საკითხს დავაყენებ და იმედია, ანათემას არ გადამცემთ
როგორ უნდა მოიქცეს ქალი საშვილოსნოსგარე ორსულობის დროს? არ გაიკეთოს აბორტი?
მაშინ ხომ ორივე დაიღუპება: დედაც და შვილიც




არსებობს ხელოვნური და ბუნებრივი აბორტი, ეს ხელოვნური არ არის, აქ ბავშვი ისედაც იღუპება ყველა შემთხვევაში, მისი გადარცენის შანსი არ არსებობს, ამ დროს მხოლოდ ქალის გადარჩენაზეა საუბრი, ნაყოფი ან დაღუპულია ან იღუპება.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Jul 24 2007, 04:02 AM
პოსტი #476


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(ნათია @ Jul 18 2007, 07:41 AM) *

უფალი ბრძანებს: "ვინც არ მოინათლოს წყლის სულისაგან და ცეცხლისა ვერაიხილოს ცათა სასუფეველი."


ეს აბორტით მოკლულ ჩვილებს არ ეხებათ, რადგან აქ უფალი საუბრობს ნათლობის შეგნებულად უარმყოფელებზე და არა აბორტით მოკლულებზე, რადგან მუცლად მყოფს საკუთარი ნების გამოხატვა არ შეუძლია...

ციტატა(ნათია @ Jul 18 2007, 07:41 AM) *

მღვდელმთავარ ნიკოდიმოსს მაცხოვარი ეუბნება: "ხორცისაგან შობილი ხორცი არს, ხოლო სულისაგან შობილი სული არს. ამიტომ, ყველას უხმს, რომ ნათელიღოს სულისაგან წმიდისა და დაიბადოს მეორედ." (ანუ მოინათლოს) - ბრძანებს უფალი.


აქ უფალი დაბადებულ ადამიანებზე საუბრობს.

ციტატა(ნათია @ Jul 18 2007, 07:41 AM) *

სახარებაში ერთ-ერთ ადგილას წერია, თუ როგორ აიყვანს მაცხოვარი ყრმას ხელში და ამბობს: ვაი მას ვინც აცდუნოს ერთი მცირედთა ამათგანი, ჩემდა მომავალი. სჯობს, რომ არადაბადებულიყო რამეთუ ნაკლებ სასჯელს მიიღებდა იგი: ეს კი ნიშნავს იმას, რომ მაცხოვარი ბრძანებს პირდაპირი მნიშვმნელობით მუცლიდან ნაყოფის მოწყვეტაზედ, რომ იგი ვერ ცხონდება, მაგრამ, არც მძიმე სატანჯველში იქნება,


აქ უფალი არსად ამბობს პირდაპირი მნიშვნელობით რომ აბორტით მოკლულნი ან მუცლადმოწყვეტილნი ვერ ცხონდებიან....უბრალოდ განმარტება არ იციან ზოგიერთებმა სახარების!
ციტატა(ნათია @ Jul 18 2007, 07:41 AM) *

რასაც ადასტურებს აგრეთვე წმ. ვასილი ახალი: "ყველა ბავშვი, რომლსაც დედა მუცლიდან მოიცილებს მეორედ მოსვლის შემდეგ 33 წლის აღსდგება და დედას ეტყვის: როგორც შენ არ მომეცი საშუალება, რომ სრულყოფილი ღვთის დიდება მიმეღო, აგრეთვე ღმერთი არც შენ მოგცემს ცხონებას, ღვთის ნათელს." - ბრძანებს ვასილი ახალი მის მოწაფესთან თეოდორასთან საუბარში.


ვასილი ახლის და თეოდორას ზღაპრებს არ სცნობს ზოგიერთი მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიები.


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ulvashi
პოსტი Jul 24 2007, 09:40 AM
პოსტი #477


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 439
რეგისტრ.: 14-December 06
მდებარ.: guria, ozurgeti
წევრი № 688



მხევალი ნინო
ციტატა
არსებობს ხელოვნური და ბუნებრივი აბორტი, ეს ხელოვნური არ არის

არა, ამ დროსაც ხელოვნური აბორტია, რადგან დედა რომ გადარჩეს, აბორტი მანამ უნდა გაკეთდეს, სანამ ბავშვი მოკვდება, ანუ ამ დროს საშვილოსნოთ გარეთ ჩასახული ბავშვის მკვლელობა მაინც ხდება
დასკვნა: ყოფილა შემთხვევები, როდესაც აბორტი დასაშვებია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jul 24 2007, 09:48 AM
პოსტი #478


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



ulvashi
ციტატა
არა, ამ დროსაც ხელოვნური აბორტია, რადგან დედა რომ გადარჩეს, აბორტი მანამ უნდა გაკეთდეს, სანამ ბავშვი მოკვდება, ანუ ამ დროს საშვილოსნოთ გარეთ ჩასახული ბავშვის მკვლელობა მაინც ხდება
დასკვნა: ყოფილა შემთხვევები, როდესაც აბორტი დასაშვებია




გარკვეულწილად გეთანხმები, მაგრამ საქმე იცი რაშია? ამ დროს ნაყოფის გადარჩენის თეორიული შანსი არ არსებობს, როცა ნაყოფი საშვილოსნოს გარეთაა, ის კვდება და დიდი საშიშროებაა, რომ დედაც მიიყოლიოს. აქ ის სემთხვევა არ არის , რომ დედის სიცოცხლის გამო წირავენ ნაყოფს, ნაყოფი მაინც მოკვდება, ვინაიდანსაშვილოსნოს გარეთ ვერ განვითარდება.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 24 2007, 10:12 AM
პოსტი #479


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა
დასკვნა: ყოფილა შემთხვევები, როდესაც აბორტი დასაშვებია

შემთხვევები არა, ერთადერთი შემთხვევა (ისიც ბოლომდე დასაშვები არაა, უბრალოდ კამათი შეიძლება), როდესაც ბავშვი 100%-იანი იღუპება და დედის თავგანწირვას უბრალოდ აზრი არა აქვს, რადგან საკითხი ასე კი არ დგას: "ან ბავშვი ან დედა", არმედ: "ან დედა ან არავინ". და მაინც უნდა გაითვალისწინოთ, რომ თვით ასეთ დროსაც აბორტი მკვლელობაა. საერთოდ სწორი ქრისტეანული ცნობიერება, რომ დავინახოთ ერთი მარტივი რამ უნდა გავითვალისწინოთ: "დაბადებულ ბავშვსა და ჩანასახს შორის განსხვავება არ არის". შეიძლება საკუთარი 3 წლის შვილი მოვკლათ თუ იგი დაავადებულია?! შეიძლება საკუთარი 3 წლის შვილი მოვკლათ თუ იგი არასრულყოფილია?! შეიძლება საკუთარი 3 წლის შვილი მოვკლათ თუ იგი არ მოვკალით ჩვენ რომ გვკლავდნენ?! რა თქმა უნდა არა, ამაზე პასუხი ცალსახაა, ნაყოფის შემთხვევაშიც ყველაფერი იდენტურია.

ახლა მე ვსვამ კითხვას შეიძლება საკუთარი 3 წლის ბავშვი მოვკლათ თუ იგი ვერ გადარჩება და მისი სიცოცხლის გაგრძელება თუნდაც გარკვეული პერიოდით ჩვენ სიკვდილს გამოიწვევს?! დაარტყავ დანას საკუთარ მომაკვდავ ბავშვს თუნდაც ის ვერანაირ ვარიანტში ვერ გადარჩებოდეს და თან თავისი ყოველი ზედმეტი დღის სიცოცხლით შენც გკლავდეს?! ჰოდა აი ზუსტად ამის იდენტურია აბორტის ის შემთხვევა, რომელიც ულვაშმა მოიყვანა მაგალითად. ურთულესი საკითხია და აბორტი იმდენად საშინელი ცოდვაა, რომ თვით ასეთ დროსაც ვერ იტყვი რომ ის დასაშვებია, ის შეიძლება დასაშვები იყოს იმ დონეზე რა დონეზეც დასაშვებია უმწეო ადამიანის მკვლელობა . . .

გარდა ამისა დედას მართებს ბოლომდე ბრძოლა ბავშვის სიცოცხლისთვის ასეთ შემთხვევაშიც, იმიტომ, რომ 100%-იანი დასკვნები არ არსებობს. ჩემს მეზობელ გოგოს ზუსტად ულვაშის მიერ მოყვანილი შემთხვევა შეექმნა, ეუბნებოდნენ, რომ ძალიან დიდია ალბათობა, რომ დაიღუპები ბავშვთან ერთად თუ აბორტი არ გაიკეთეო, ნაყოფი ცოცხალია, მაგრამ არასწორად ვითარდება და მალე დაიღუპებაო, მაგრამ შეეშალათ ან სასწაული მოხდა, გოგომ აბორტი არ გაიკეთა და ორივე გადარჩნენ, აბორტი რომ გაეკეთებინა თავისი შვილის მკვლელი იქნებოდა.

რაც შეეხება საშვილოსნოს გარე ორსულობას, თუ ბავშვის გადარჩენის შანსი 0-ია, იმის გათავლისწინებითაც, რომ დედა დაიღუპოს და ბავშვი ინკუბატორში ხელოვნურ კვებაზე შეაერთონ, თუ ესიც გამორიცხულია მაშინ თავგანწირვა აზრს კარგავს . . . და შეიძლება დასაშვებობაზე ვილაპარაკოთ, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ისეთი ამბავი შეგვემთხვა რომ იძულებული გავხდით შვილი მოგვეკლა . . .

უბრალოდ ერთ ფაქტს მიაქციეთ ყურადღება, ნაყოფი არის ჩვეულებრივი ბავშვი და მისი აბორტი კი მისი მკვლელობა, აბორტი თვით ყველაზე უკიდურეს შემთხვევებშიც კი ვერ გამართლდება იმაზე მეტად, რამდენადაც დაბადებული საკუთარი შვილის საკუთარივე ხელით მკვლელობის გამართლება შეიძლება თუნდაც ამისი ათასი მიზეზი არსებობდეს. აი, ასეთი საშინელი ცოდვაა აბორტი.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აფაჟარი
პოსტი Jul 25 2007, 10:41 PM
პოსტი #480


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 45
რეგისტრ.: 18-July 07
მდებარ.: pelevdikea..
წევრი № 2,481



აბორტი საშინელებაა..

ამის საწინააღმდეგოდ სულიერად და ფიზიკურად ბრძოლაა საჭირო..

სულიერად, მენტალობითა და რწმენით..

ფიზიკურად კი, დამცავი საშუალებების გავრცელებით, პრეზერვატივი მგონი ყველაზე უკეთ საშუალებაა ამის თავიდან ასაცილებლად, თუ მაინც და მაინც საქმე საქმეზე მიდგა.. ხშირად მსგავსი რაღAცების პროპაგანდას არამორალურად აღიქვამენ, არადა პირიქით, ამ დამცავი საშუალებების არგამოყენება და საკმაო ცოდნის არქონა პრობლემასთან დაკავშირებით, მთავარი მიზეზებია აბორტებისა, რომლებიც ასე მოხშირდა..


--------------------
მარტივად განვმარტე განმარტოება: მარტი!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

41 გვერდი V « < 22 23 24 25 26 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th June 2025 - 03:21 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი