IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

41 გვერდი V « < 23 24 25 26 27 > »   
Reply to this topicStart new topic
> აბორტის ცოდვა "არა კაც კლა"
გამოკითხვა
არის თუ არა აბორტი ცოდვა?
კი [ 151 ] ** [96.18%]
არა [ 6 ] ** [3.82%]
მიგაჩნიათ თუ არა აბორტი ცოდვად, მაშინ როცა ეს დედის სიცოცხლის გადარჩენის გამო ხდება.
კი [ 98 ] ** [62.42%]
არა [ 59 ] ** [37.58%]
სულ ხმები:: 314
სტუმრებისთვის ხმის მიცემა აკრძალულია 
Undiladze
პოსტი Jul 27 2007, 10:26 PM
პოსტი #481


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 3
რეგისტრ.: 27-July 07
წევრი № 2,528



აბორტი საშინელება და დაუშვებელია!
ძირს აბორტი!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
natiko
პოსტი Jul 31 2007, 09:28 AM
პოსტი #482


natia
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 335
რეგისტრ.: 22-August 06
წევრი № 103



აბორტი მართლა საშინელება ცოდვაა. ეგ იგივეა, როგორც ადამიანის კვლა . ამ ცოდვის ჩამდენს ვერ წარმოუდგენია ის, რომ ეს ცოდვა თავის მომავალ ცხოვრებას ჯოჯოხეთად აქცევს mad.gif sad.gif

ამაზე ერთ პატარა ისტორიას მოგიყვებით. ... მოსკოვში ვარ და ერთი მოხუცებული, ეული ქალი ცხოვრობს მეზობლად. ჩამოდის და თავის ისტორიებს გვიყვება და ერთ-ერთი მისი ისტორია კი ის არის ,რომ: მას ახალგაზრდობაში 5 აბორტი გაუკეთებია (სასაცილოა, თუ სატირალი, ვერ გაიგებ მარა მაინც, როგორ შეიძლება, რომ ასე და ამდენჯერ ჩაიდინო ეს ცოდვა დედა მშობელმა ) , მერე კი, როცა დაბადა , პირველივე ადრევე გარდაეცვალე, შემდგომ კიდე გააჩინა და ამ შვილმა კი დროთა განმავლობაში კი მერე როცა ცოლი მოიყვანა, ვაფშე დედამისი მიატოვა, 15 წელია თურმე შვილი მასთან სანახავად არ მისულა, არც მოუკითხია, თუ როგორაა დედამისი(ცოცხალია თუ მკვდარია), ქმარიც იყო და ადრევე გარდაეცვალა და დარჩა სულ მარტო.ახლაცაა და არავინ მას ყურადღებას არ აქცევს.
სულ განიცდის თავის ცოდვაზე:
<<ესე არ უნდა მოვქცეულიყავო, რამდენსა შვილსაც უფალი მჩუქნიდაო, არცერთზე არ უნდა მეთქვა უარიო(ანუ არ უნდა მექნა აბორტიო), შეიძლებოდაო ყველა ჩემს გვერდზე ყოფილიყვნენო და თავი ბედნიერად მეგრძნოო, ანდა მათგან ერთერთი მაინც გვერდზე მეყოლებოდაო და მეც მარტოსულად მაინც არ ვიქნებოდიო, ასე რომ უფალმა დამსაჯაო >>.
რა ქნას უკვე აღარ იცის sad.gif cray.gif . იცის, რომ უკვე თავსი შეცდომის გამოსწორება გვიანია და ვეღარ გამოასწორებს, მონანიების სახით კი სხვებს არიგებს, რომ ეგრე არ მოიქცნენ,როგორც თვითონ მოიქცა და ურჩევს,რომ მრავალიშვილი შემატოს ამ ქვეყანას. (ისე ჩემთვისაც უთქვამს, მარა რომც არ ეთქვა და არ ერჩია, მე მაინც აბორტის დიდი წინააღმდეგი ვარ და ვიქნები ყოველთვის wink.gif ).

უფალი ყველაფერს ხედავს, როცა ახლა ქალს, ჯამრთელობის შენარჩუნებისთვის ესაჭიროება აბორტი და სხვა გამოსავალი არა აქვს, მაგ დროს კივ ფიქრობ, რომ დართულია კი. შეიძლება ცოდვად ჩაეთვალოს მაინც, მარა მაგის გამოსწორებას ადვილად შესძლებს. აი როცა კი უმიზეზოდ იკეთებს აბორტს, მაშინ კი ხორციელ თუ სულიერ განსაცდელს უქმნის თავის თავს.

ასე, რომ <<რასაც დათესავ იმას მოიმკიო>>....


--------------------
<< ვიყუარებდეთ ურთიერთას, რათა ერთობით ვაღიარებდეთ უფალსა >>
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lenus
პოსტი Jul 31 2007, 09:38 AM
პოსტი #483


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



ციტატა
მოკლედ აბორტი დასაშვებად მიმაჩნია, თუ
1. არჩევა ხდება დედისა და ბავშვის სიცოცხლეს შორის.
2. თუ ორსულობის ადრეულ სტადიაზე, ექიმთა დიაგნოზით ბავშვი უეჭველი არასრულფასოვანი იქნება.

აქვე ვაცხადებ რომ აბორტი არის ცოდვა! არის საშინელება! ღმერთმა მომცეს ძალა და არასოდეს დამაყენოს არჩევანის წინაშე. მაგრამ არასოდეს განვიკითხავ ისეთ ადამიანს, ვინც ზემოთ დასახელებულ შემთხვევებში აბორტი გაიკეთა.


ბოდიში თავიდან არ წამიკითხავს თემა, მაგრამ ჩემს აზრს გამოვხატავ:

1) დედისა და აბავშვის სიცოცხლეს შორის თუ არჩევა ხდება, რომლის გაწირვა უმჯობესია? თუ მუცლადყოფილ ბავშვს ცოცხალ ბავშვთან ვაიგივებთ, იქნებოდა თუ არა სწორი ვთქვათ 1 წლის ბავშვის მოკვდინება, რათა დედის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროს? (მაგალითისთვის იყო ლენინგრადის ბლოკადისას მსგავსი შემთქხვევები).

2) არ არსებობს ექიმთა "უეჭველი" დიაგნოზი ამ კუთხით, თანაც ადრეულ სტადიაზე. ამას ფიქრადაც ნუ დაუშვებთ.
მეორეც, მახინჯი თუა, უნდა მოვკლათ???

1 წლის ბავშვი რომ დაგვიმახინჯდეს, რას ვიზამთ??

ერთი რამ კი მართლა მახარებს: თუნდაც ოფიციალური სტატისტიკა საწინააღმდეგოს ამბობდეს, საქართველოში საზოგადოებრივი აზრი აბორტის საშინელი წინააღდეგია.

ამ თემაზე მისაუბრია მაგალითად რუსებთან და შეიძლება გაგიჟდე კაცი, ისე უდგებიან აბორტის საქმეს. ქალის პირადი საქმეა, არავის საქვს უფლება ჩაერიოს და ა.შ.

სტატისტიკის მაჩვენებლებით: წწ-ში 1000 ქალზე გაკეთებულ აბორტებზე პირველ ადგილეა რუსეთი, 72 ბავშვი.
მეორე ადგილზეა აშშ: 1000 ქალზე 9,6 ბავშვი.

ძალიან დიდი გარღვევით ლიდერობს მსოფლიოს რუსეთი. ღმერთმა ყველა ოჯახი დაიფაროს ამისთანა ლიდერობისგან.


--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 31 2007, 09:51 AM
პოსტი #484


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(natiko @ Jul 31 2007, 09:28 AM) *

უფალი ყველაფერს ხედავს, როცა ახლა ქალს, ჯამრთელობის შენარჩუნებისთვის ესაჭიროება აბორტი და სხვა გამოსავალი არა აქვს, მაგ დროს კი დართულია უფლისგანაც კი. შეიძლება ცოდვად ჩაეთვალოს მაინც, მარა მაგის გამოსწორებას ადვილად შესძლებს. აი როცა კი უმიზეზოდ იკეთებს აბორტს, მაშინ კი ხორციელ თუ სულიერ განსაცდელს უქმნის თავის თავს.

აბორტი ნებისმიერ შემთხვევაში არის მკვლელობა. ის უფლისგან მაშინაც არ არის დართული, როდესაც ქალის ჯანმრთელობას კი არა თუნდაც სიცოცხლეს ემუქრებოდეს აშკარა საფრთხე. ძალიან გთხოვთ ნუ ვაუბრალოვებთ ამ ცოდვას.

აბორტის გამკეთებელსა და შვილის მკვლელს შორის სხვაობა არაა, უბრალოდ როდესაც ჩვენ საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად ვიკეთებთ აბორტს იმ დონეზე შეიძლება გავმართლდეთ რა დონეზეც შეიძლება გამართლდეს დედა, რომელმაც იარაღით მოკლა თავისი ერთი წლის შვილი იმიტომ, რომ მას ვიღაც ყაჩაღი დაემუქრა რომ თუ ბავშვს ადგილზე არ მოკლავ შენ მოგკლავ მაშინო და დედამ ამ გზით გადაირჩინა საკუთარი სიცოცხლე. ამაზე მეტი გამართლება აბორტს არა აქვს.

სამწუხაროა, რომ ეკლესიურ ადამიანებსაც კი, რომლებმაც იციან რომ აბორტი ცოდვაა, ბოლომდე გაცნობიერებული არა აქვთ მისი საშინელება და მის დასაშვებობაზე ლაპარაკობენ თუნდაც გარკვეულ სიტუაციებში.

ციტატა(Lenus @ Jul 31 2007, 09:38 AM) *

ბოდიში თავიდან არ წამიკითხავს თემა, მაგრამ ჩემს აზრს გამოვხატავ:

1) დედისა და აბავშვის სიცოცხლეს შორის თუ არჩევა ხდება, რომლის გაწირვა უმჯობესია? თუ მუცლადყოფილ ბავშვს ცოცხალ ბავშვთან ვაიგივებთ, იქნებოდა თუ არა სწორი ვთქვათ 1 წლის ბავშვის მოკვდინება, რათა დედის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროს? (მაგალითისთვის იყო ლენინგრადის ბლოკადისას მსგავსი შემთქხვევები).
2) არ არსებობს ექიმთა "უეჭველი" დიაგნოზი ამ კუთხით, თანაც ადრეულ სტადიაზე. ამას ფიქრადაც ნუ დაუშვებთ.
მეორეც, მახინჯი თუა, უნდა მოვკლათ???

100%-იანი მართალი ხარ. აბორტის გამართლება არ არსებობს არანაირ ვარიანტში, თუნდაც დედის სიკვდილი გახდეს საჭირო ბავშვის გადასარჩენად . . .

აბორტი ყოველთვის უმწეო ადამიანის მკვლელობაა და მისი გამართლება იმდენად შეიძლება, რამდენადაც უმწეო ადამიანის მკვლელობის გამართლება არსებობს . . .


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lenus
პოსტი Jul 31 2007, 10:10 AM
პოსტი #485


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



ციტატა
უფალი ყველაფერს ხედავს, როცა ახლა ქალს, ჯამრთელობის შენარჩუნებისთვის ესაჭიროება აბორტი და სხვა გამოსავალი არა აქვს, მაგ დროს კი დართულია უფლისგანაც კი. შეიძლება ცოდვად ჩაეთვალოს მაინც, მარა მაგის გამოსწორებას ადვილად შესძლებს. აი როცა კი უმიზეზოდ იკეთებს აბორტს, მაშინ კი ხორციელ თუ სულიერ განსაცდელს უქმნის თავის თავს.


ბოდიში, ვერ გავიგე.
რას ჰქვია ჯანმრთელობის შენარჩუნება? ამგ ცოდვის გამოსწორება როგორ შეიძლება??


--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Jul 31 2007, 10:32 AM
პოსტი #486


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



QUOTE
უფალი ყველაფერს ხედავს, როცა ახლა ქალს, ჯამრთელობის შენარჩუნებისთვის ესაჭიროება აბორტი და სხვა გამოსავალი არა აქვს

უფალი წინასწარ ვერ ხედავდა ამას? თუ ამ ბავშვის ჩასახვა უფლის ნების გარეშე მოხდა?


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Jul 31 2007, 03:06 PM
პოსტი #487


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა( გიორგი @ Jul 31 2007, 05:51 AM) *

აბორტის გამართლება არ არსებობს არანაირ ვარიანტში, თუნდაც დედის სიკვდილი გახდეს საჭირო ბავშვის გადასარჩენად . . .


რა ადვილად ლაპარაკობთ? wink.gif ბევრი ვიცი ცოლს და საკუთარ თავს რომ "სწირავს" საუბრის დროს, მაგრამ ფაქტის წინაშე ფუცანები ხდებიან biggrin.gif


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიტა
პოსტი Jul 31 2007, 03:08 PM
პოსტი #488


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,738
რეგისტრ.: 19-March 07
წევრი № 1,428



ზებედე
მართალია.ერთია რას წერენ და სხვაა რას იზამენ კონკრეტულ სიტუაციაში


--------------------
უფალო იესო ქრისტე,ძეო ღმრთისაო,შემიწყალე მე ცოდვილი
"ღმერთს უყვარვართ უფრო მეტად,ვიდრე მამას,დედას,მეგობრებს ან სხვა ვინმეს ძალუძს.მეტიც,მას ჩვენ მეტად უყვარვართ ვიდრე საკუთარი თავი გვიყვარს.."
პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 31 2007, 03:17 PM
პოსტი #489


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ზებედე
ციტატა
რა ადვილად ლაპარაკობთ? ბევრი ვიცი ცოლს და საკუთარ თავს რომ "სწირავს" საუბრის დროს, მაგრამ ფაქტის წინაშე ფუცანები ხდებიან

მარიტა
ციტატა
მართალია.ერთია რას წერენ და სხვაა რას იზამენ კონკრეტულ სიტუაციაში

როგორც ჩანს ფორუმელებს ძალიან უჭირთ ერთმანეთისგან გაარჩიონ სწორი ქრისტეანული ფორმულირება და კონკრეტულ სიტუაციაში ესა თუ ის პიროვნება რას იზამს და ამის ნიადაგზე ცდილობენ ადამიანური სისუსტისგან გამოწვეული მიდგომები საუკეთესო შემთხვევაში დასაშვებად, უარეს შემთხვევაში კი ქრისტეანობად წარმოაჩინონ.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიტა
პოსტი Jul 31 2007, 03:23 PM
პოსტი #490


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,738
რეგისტრ.: 19-March 07
წევრი № 1,428



ციტატა
ამის ნიადაგზე ცდილობენ ადამიანური სისუსტისგან გამოწვეული მიდგომები საუკეთესო შემთხვევაში დასაშვებად, უარეს შემთხვევაში კი ქრისტეანობად წარმოაჩინონ

მე არაფერს არ ვცდილობ,დავწერე უბრალოდ ის რაც სინამდვილეში ხდება


--------------------
უფალო იესო ქრისტე,ძეო ღმრთისაო,შემიწყალე მე ცოდვილი
"ღმერთს უყვარვართ უფრო მეტად,ვიდრე მამას,დედას,მეგობრებს ან სხვა ვინმეს ძალუძს.მეტიც,მას ჩვენ მეტად უყვარვართ ვიდრე საკუთარი თავი გვიყვარს.."
პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lenus
პოსტი Jul 31 2007, 03:25 PM
პოსტი #491


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



ციტატა
ფუცანები

ეს რა სიტყვაა კაცო?? IPB-ს სურათი IPB-ს სურათი IPB-ს სურათი თან არც იკუმშება??


--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 31 2007, 03:26 PM
პოსტი #492


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(მარიტა @ Jul 31 2007, 03:23 PM) *

მე არაფერს არ ვცდილობ,დავწერე უბრალოდ ის რაც სინამდვილეში ხდება

გასაგებია, მაგრამ მაინც გაუბრალოება უდევს ამას საფუძვლად. სინამდვილეში და ხშირად რა ხდება იმას არა აქვს მნიშვნელობა ქრისტეანობისათვის. აქ უნდა დაიწეროს ის, რაც არის ქრისტეანის ობიექტური დამოკიდებულება აბორტის ცოდვის მიმართ, ხოლო ვინ რას იზამს ეს უკვე სულ სხვა საკითხია . . .


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Jul 31 2007, 03:46 PM
პოსტი #493


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



მეცნიერება - აბორტის შესახებ

მეცნიერება წინ მიიწევს
!



დღეისათვის ექიმ ნატანსონის დასკვნები უკვე მოძველებულია. თანამედროვე ბირთვულმა მედიცინამ თავის განვითარებაში ნახტომი გააკეთა.

1) აი, რას ამბობენ მეცნიერული დაკვირვებები, რომლებიც თანამედროვე ტექნიკის დახმარებით ხორციელდება:

ა) მე-18 დღიდან შეიგრძნობა ჩანასახის გულის დარტყმები და მოქმედებაში მოდის აბსოლუტურად განსაკუთრებული, მისი საკუთარი სისხლის მიმოქცევის სისტემა!

ბ) მე-7 კვირაზე (50 დღე) ჯერ კიდევ არდაბადებულ ბავშვს უფიქსირდება ტვინის იმპულსები, ეს კი მეცნიერებისათვის მთავარია იმის დასადგენად, ცოცხალია ადამიანი თუ მკვდარი. პატარა ადამიანს აქვს სრულად ჩამოყალიბებული შინაგანი და გარეგანი ორგანოები. მას აქვს თვალები, ცხვირი, ტუჩები, ენა.

გ) მე-10 კვირაზე (70 დღე) ჯერ კიდევ არდაბადებული ბავშვი ფლობს ყველა იმ მახასიათებელს, რომელიც აქვს ბავშვებს დაბადების შემდეგ (9 თვე).

დ) მე-12 კვირაზე (92 დღე, 3 თვე) ბავშვის ყველა ორგანო მთლიანად ფორმირებულია, მას თითების ანაბეჭდებიც კი გააჩნია! რჩება მხოლოდ განვითარება! 3-თვიანი ჩანასახი განვითარების უკვე ისეთ დონეზეა, რომ ატრიალებს თავს, მოძრაობს, იმანჭება, თითებს მუშტად კუმშავს, პოულობს პირს და წოვს თითს!

2) ამ დაკვირვებებს ადასტურებს ექიმ-მეანების, ცოლ-ქმარ ვილკეს ნაშრომებიც. თავიანთი გამოკვლევებით, რომლებიც 30 ფერადი სლაიდითაა ილუსტრირებული, ისინი სუფთა სამედიცინო არგუმენტებით ამტკიცებენ, რომ აბორტი - ეს წინასწარგანზრახული მკვლელობაა და მეცნიერული თვალთახედვით შეუძლებელია რაღაც „ჯადოსნური წუთის“ სერიოზული დასაბუთება, რომლამდეც ჩანასახი ხორცის ნაჭერია, მას შემდეგ კი - ბავშვად, ადამიანად იქცევა.

3) განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს 8 კვირიანი (2 თვე) ჩანასახის აბორტი, რომელიც ექიმმა პაულ როკვალმა (ნიუ-იორკი, აშშ) გააკეთა:

„14 წლის წინ პაციენტს გამოვუწერე საანესთეზიო საშუალება საშვილოსნოსგარეთა ორსულობის საწინააღმდეგოდ. ჩანასახი 2 თვეზე მეტის იყო. პლანცეტა ხელში ავიღე და დავინახე ყველაზე პატარა ადამიანური სხეული, როგორსაც ოდესმე შეხებია ადამიანი. ნუშტის სითხეში საკმაოდ სწრაფად დაცურავდა მიკროსკოპული ადამიანური არსება, მამაკაცის სქესის, 5 დიუმის სიგრძე. ეს მიკროსკოპული ადამიანი სრულიად ჩამოყალიბებული გახლდათ, გრძელი, კონუსისმაგვარი თითებით. მისი კანი თითქმის გამჭირველე იყო, ხოლო თითის წვერებზე კარდაგ მოუჩანდა არტერიები და ვენები. ჩვილი აქტიურობდა, დაცურავდა ერთი წრე ერთ წამში სიჩქარით, როგორც ნამდვილი მოცურავე. როდესაც პლანცეტა გასკდა, მიკროსკოპულმა ადამიანმა დაკარგა სიცოცხლე და მიიღო კარგად ნაცნობი ამ ასაკის ჩანასახის შესახედაობა გაქვავებული კიდურებით... ისეთი გრძნობა დამეუფლა, რომ მკვდარ ზრდასრულ ადამიანს ვუყურებდი...“

4) პარიზის უნივერსიტეტის ცნობილი ფრანგი პროფესორი, უჯრედის გენეტიკის სპეციალისტი იერონიმ ლეჟენი წერს:

„როგორც ყველა მეცნიერს, რომელიც მიუკერძოებლად აკვირდება ბიოლოგიურ მოვლენებს, მე მიმაჩნია, რომ ადამიანური არსება სიცოცხლეს იწყებს განაყოფიერების მომენტიდან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ასაკის ჩანასახის განადგურება ადამიანის მკვლელობის ტოლფასია“.

პროფესორმა საფრანგეთის ზნეობრივ და პოლიტიკურ მეცნიერებათა აკადემიაში გამოსვლისას 1973 წ. 1 ოქტომბერს განაცხადა: „ადამიანური არსების სიცოცხლე იწყება ჩასახვის მომენტში. ამ წუთიდან იგი სრულყოფილი და უნიკალურია. ის ყოველთვის აბსოლუტურად ერთნაირია აგებულებით და მასში არაფრის შეცვლა არ შეიძლება.

ამ მიკროსკოპულ ემბრიონს თავისი სიცოცხლის მე-6 ან მე-7 დღეს, როდესაც სიგრძეში ჯერ მხოლოდ 1,5 მმ-ია, უკვე შეუძლია საკუთარ თავზე, მომავალ ბედზე ზრუნვა. მას, სწორედ მას მოაქვს დედის ციკლის შეწყვეტა, რითაც აიძულებს დედას მის დაცვას“.

5) 1981 წ. ამერიკის სენატმა, რომელიც აბორტებთან დაკავშირებით სასჯელის გაუქმებას განიხილავდა, მოითხოვა 8 უმსხვილესი სპეციალისტის აზრი ერთ საკითხთან დაკავშირებით: „როდის იწყება ჩანასახის სიცოცხლე?“ გამოკითხული 8 ავტორიტეტიდან შვიდმა განაცხადა, რომ მეცნიერული მონაცემების თანახმად (მედიცინა, ბიოლოგია და სხვ.), სიცოცხლე ჩასახვის მომენტიდან იწყება.

მას შემდეგ აშშ-ში მიღებული კანონის სამართლიანობა სულ უფრო და უფრო ეჭვს ქვეშ დგება.

6) და ბოლოს, გვინდა მოგაწოდოთ დოქტორ ერნესტ ჰანტის დასკვნა, რომელიც მან თავის ერთ-ერთ სოციალურ-ბიოლოგიურ და ფილოსოფიურ გამოკვლევაში გააკეთა. დოქტორი ჰანტი წერს:

„განაყოფიერებული კვერცხუჯრედი არაა უბრალო უჯრედული მასა განსაკუთრებული, საკუთარი მახასიათებლების გარეშე. ამ სტადიაზე იგი არც ყვავილის კოკორს ჰყავს და მითუმეტეს, არც ცხოველის ჩანასახს. იგი მთლიანად და აბსოლუტურად არის ადამიანური არსების სიცოცხლე, ისეთივე სიცოცხლე, როგორც გააჩნია ახალდაბადებულ ჩვილს, ბალღს, მოზარდსა და ზრდასრულ ადამიანს. ამგვარად, აბორტის დროს იღუპება ადამაინური სიცოცხლე, ადამიანური არსებობა, მიუხედავად იმისა, რომ ეს სიცოცხლე თავისი განვითარების ყველაზე ადრეულ საფეხურზე იმყოფება“.

7) ყოველივე ამის შემდეგ ჩვენ უფლება გვაქვს, ვიკითხოთ: შეიძლება კიდევ დაეჭვება იმაში, რომ ჩანასახს თავისი, ავტონომიური სიცოცხლე აქვს და იგი დამოუკიდებელი, ჩამოყალიბებული ადამიანური არსებაა?

და ჩვენ კვლავ გვებადება კითხვა: „სადღაა პროგრესი? სად და ვინ არის მოწინავე? აქვს კი სიტყვებს ფასი, როცა საქმენი ღაღადებენ? სადღაა ბნელეთის მოციქულობა? ვინ წარმოადგენს მას?“ ყოველ შემთხვევაში, არა - ეკლესია.

თარგმნა ქეთევან გოგუამ
გაზეთი „მრევლი“ № 5 (29), 1999 წ.






--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Jul 31 2007, 04:31 PM
პოსტი #494


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



მღვდელი ალექსანდრე ზახაროვი

აბორტი - ერის განადგურების გზა


თანამედროვე ადამიანებმა ისწავლეს საშინელი, თავისი არსით უსასტიკესი ცნებების შერბილებული, მიკიბულ-მოკიბული ფრაზებით გამოსახვა, რითაც ცდილობენ თვით საკუთარ თავსაც კი არ გამოუტყდნენ და დაუმალონ მათი გულშემზარავი არსი.

წამოდგინეთ შემდეგი სახის სამედიცინო ტერმინი: „გულის მოქმედების ხელოვნური შეწყვეტა“ - რას შეიძლება ნიშნავდეს ეს გამოთქმა?

დავუშვათ, რომელიმე ბანდიტმა სასიკვდილოდ დაჭრა ადამიანი - დანა გაუყარა გულში. ზის იგი ახლა საბრალდებო სკამზე და მას ეუბნებიან: „ეს რა ჩაიდინე? შენ ხომ კაცი მოკალი!“ ის კი პასუხობს: „არა, მე არ მომიკლავს. მე მხოლოდ ხელოვნურად შევაჩერე მისი გულის მოქმედება“. მას ეუბნებიან: „კი მაგრამ, რომ მოკვდა?“ მკვლელი კი პასუხობს: „დიახ, მოკვდა. მერედა რა? მე სხვა გამოსავალს ვერ ვხედავდი. მას რომ ეცოცხლა, იგი მე ხელს შემიშლიდა ცხოვრებაში“.

ეს ხომ დღეისათვის ყველაზე გავრცელებული მიზეზია, რომელიც აბორტისაკენ უბიძგებს ქალებს - ბავშვები ხელს შეუშლიან მათ ცხოვრებაში - მეტი ტვირთია, მეტი პრობლემაა, საკუთარი სიამოვნების საშუალება შეეზღუდებათ. მამაკაცებიც ხშირად ამავე მიზეზით მიუთითებენ ხოლმე სათანადო გინეკოლოგიური განყოფილებისაკენ მეუღლეებსა თუ საყვარელ ადამიანებს, რათა არ მოიკლონ დამშვიდებული და უზრუნველი ცხოვრება. მაგრამ ეს რა ხდება? უზრუნველობის ნაცვლად მათ მთელი მომავალი ჯოჯოხეთად ექცევათ: უკვე დაბადებული ბავშვები არ უჯერებენ, შემდგომში მოვლენილნი ავადმყოფებად იბადებიან, თავად მშობლებს უჩნდებათ საკუთარი ჯანმრთელობის პრობლემები, იწყება ოჯახური უსიამოვნებანი, ქმარი ტოვებს ცოლს ან პირიქით - ცოლი ტოვებს ქმარს... ნუთუ ყოველივე ეს თავისთავად ხდება?

თუმცა ისიც მართალია, რომ ზოგიერთი ქალები ამ ცოდვას სჩადიან ისე, რომ „არ უწყიან, თუ რას იქმან“. ისინი მიიჩნევენ: ვიდრე ბავშვი არ დაბადებულა, იგი ჯერ კიდევ არ არის ადამიანი, ამ სიტყვის სრული გაგებით, არამედ მხოლოდ ნაწილია მათი სხეულისა, ხოლო თავის ორგანიზმს კი ყველას შეუძლია მოექცეს ისე, როგორც მოეპრიანება. ასეთი ქალბატონები აბორიტს გასაკეთებლად ისევე იოლად მიბრძანდებიან, თითქოს კბილის ამოსაღებად ან ტონზილექტომიისათვის მიდიოდნენ. მაგრამ ეს გახლავთ ტრაგიკული შეცდომა, რაც ადრე თუ გვიან მათთვის ხდება საცნარუსაყოფი და ჩადენილი დანაშაულის გაცნობიერებით მთელი ცხოვრებაც წამებად ექცევათ!

მაინც რა ასაკიდან იწყება ადამიანის ჩამოყალიბება?

საფრანგეთში სახელმწიფოებრივი კანონმდებლობით ბავშვის სიცოცხლე დაცულია ჩასახვიდან 10 კვირის შემდეგ, შვედეთში - 20 კვირის, ხოლო მრავალ ქვეყანაში სიცოცხლე იურიდიულად დაცულია მხოლოდ დაბადების შემდეგ. ნობელის პრემიის ლაურეატ, დოქტორ ჯეიმს უოტსონის წინადადებით, ბავშვის სიცოცხლე დაცული უნდა იყოს დაბადებიდან სამი დღის შემდეგ... მაგრამ სინამდვილეში საიდან იწყება ადამიანის სიცოცხლის საწყისის ათვლა? ვის დავუჯეროთ: ფრანგებს, დანიელებს, შვედებს, ჯეიმს უოტსონს?..

სავსებით ნათელია, რომ ყური უნდა ვუგდოთ არა საეჭვო კომპეტენციის პირთა აზრებს, არამედ ორ ავტორიტეტულ წყაროს: ხმას უფლისას და მეცნიერების დასკვნებს. ღმერთიცა და მეცნიერებიც გვიდასტურებენ ერთსა და იმავეს: ადამიანის სიცოცხლე იწყება ჩანასახისთანავე!

საეკლესიო კანონები არსებას ადამიანისას ყოველთვის იცავდნენ ჯერ კიდევ დედისეულ ორგანიზმში. წმიდა ბასილი დიდი წერდა, რომ ჩასახული ნაყოფის განზრახ მოკვდინებისათვის ადამიანი იმსახურებს ისეთსავე სასჯელს, როგორც მკვლელობისათვის. ნაყოფის ხნოვანებაზე, როგორც ვხედავთ, არც არის ლაპარაკი; არც იმ გარემოებას ეძლევა მნიშნველობა, თუ როდის არის ჩასახული - თუნდ 10 კვირის წინ, თუნდ გუშინ, თუნდ საათისა და წუთის წინ. მსგავს თვალსაზრისს ადგანან უკლებლივ ყველა წმიდა მამა, ვისაც კი თავისი შეხედულება გამოუთქვამს ამ საკითხზე. წმიდა ბასილი დიდის გარდა შეგვიძლია დავასახელოთ მართლმადიდებლობის ისეთი ბურჯები, როგორიც იყვნენ წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი, წმიდა იოანე ოქროპირი, წმიდა ეფრემ ასური და წმიდა მაქსიმე აღმსარებელი.

საეკლესიო შეხედულებით, ადამიანის ცხოვრება არც დაბადებით იწყება და არც სიკვდილით თავრდება. ამ ორი თარიღით მოისაზღვრება მხოლოდ ადამიანის ცხოვრების ერთი ეტაპი. ამ ეტაპს წინ უსწრებს დედისეულ ორგანიზმში არსებობა მუცლადყოფნის ჟამს, ხოლო მოსდევს - იმქვეყნიური ცხოვრება.

ახლა ვნახოთ, თუ რა აზრს ადგანან ადამიანური ცხოვრების დასაწყისთან დაკავშირებით მეცნიერები. დღეისათვის უკვე უდავო სამეცნიერო ფაქტია, რომ ადამიანის ცხოვრება იწყება სწორედ იმ მომენტში, როდესაც ორი სასქესო უჯრედი ერწყმის ერთმანეთს: მამაკაცისა და ქალის, რის შედეგადაც წარმოიშობა ერთიანი უჯრედი. და აი, ამ ერთ მიკროსკოპიულად პატარა უჯრედში ჩაპროგრამირებულია ადამიანის მთელი მომავალი ცხოვრება: მისი სქესი, სისხლის ჯგუფი, თვით თვალებისა და თმის ფერიც კი - ყოველივე ეს - ამ ერთ უჯრედშია და შემდგომში მხოლოდ მისი განვითარება და გამოვლება ხდება... ყოველი ასეთი პატარა უჯრედი-ჩანასახი არის უკვე უნიკალური და განუმეორებელი ადამიანი, ისეთი, რომლის მსგავსს არასოდეს უცხოვრია მსოფლიო ისტორიაში. რამდენ საუკუნესა და ათასწლეულსაც არ უნდა გაგრძელდეს ეს ისტორია - მეორე ასეთი ადამიანი უკვე აღარასოდეს და არსად აღარ დაიბადება!

ბავშვის ყველაზე სწრაფი განვითარება და ზრდა მიმდინარეობს ჩანასახის იმპლანტაციის დროს საშვილოსნოს კედელში.

მეცნიერებმა გამოითვალეს, რომ თუკი ბავშვის ზრდა-გავითარება მთელი ორსულობის განმავლობაში გაგრძელდებოდა იმავე ინტენსივობით, როგორც პირველი 7 კვირის მანძილზე, - დაბადების დროისთვის ახალშობილის წონა იქნებოდა 14 ტონა - ეს ორი სპილოს წონა გახლავთ...

10-11 კვირაში (ფეხმძიმობის მესამე თვის შუახანებში) ადამიანის ორგანიზმის ორგანოთა ყველა სისტემა სრულად არის ჩამოყალიბებული. აი, ამ დროიდან არის საფრანგეთში ბავშვის სიცოცხლე კანონით დაცული. სხვა ქვეყნების კანონებით კი ნებადართულია ამ უკვე ფორმირებული ადამიანის მკვლელობა. რატომ? ნუთუ იმის საფუძველზე, რომ თუმც კი ფორმირებულია, მაგრამ ჯერ ვერ ჰპოვა სათანადო განვითარება?.. მაგრამ სრული განვითარებისათვის ხომ მას ქვეყნად მოვლინების შემდეგ, არც მეტი, არც ნაკლები, მთელი 12-14 წელი სჭირდება! თუკი შესაძლებელია მოკვიდნება განვითარების უკმარისობის „მიზეზით“, მაშ, მოდით, დედის სხეულში მყოფ ჩვილებთან ერთად დავხოცოთ ყველა ზრდადაუსრულებელი ბავშვიც. ან, მოდით, შემოვიტანოთ ტრაციდია სისხლის სამართლის კოდექსში: სამი წლის ბავშვის მოკვლისათვის მივუსაჯოთ ნაკლებად მკაცრი სასჯელი, ვიდრე, ვთქვათ, ათი წლის ბავშვებისათვის, რადგან იგი ნაკლებად განვითარებულია... ველურობაა, არა? მაშ, მიბრძანეთ ერთი, ის კი აღარ არის ველურობა, ახალშობილის მკვლელობისათვის ციხე იყოს განსაზღვრული და დაუბადებელი ყრმის მოკვლისათვის კი - საავადმყოფო ფურცელი, ფულადი ანაზღაურებით? ჩვენ დაუფარავ ზიზღს ვგრძნობთ იმ დედის მიმართ, რომელიც თავისი ბავშვის დაბადებისთანავე ბავშვს ჩუმად აგდებს ნაგვის ყუთში და, ამავე დროს, ყვავილების თაიგული მიგვაქვს სხვა ქალთან, რომელიც თავის შვილს ნაგვის ყუთში ისვრის საჯაროდ, სამედიცინო პალატაში, ექიმთა დახმარებით. თუ ეს ველურობა არ არის, მაშ რა არის?

ერთი ამერიკული ჟურნალი იტყობინებოდა მშობიარე ქალის შესახებ, რომელმაც 5-თვიანი ბავშვი შვა. იგი ემუდარებოდა ექიმებს ბავშვის გადარჩენას. მთელი საავადმყოფო ფეხზე იდგა. სიცოცხლის სახსნელად იღვწოდნენ ყველაზე გამოცდილი ექიმები, გამოყოფილი იყო დიდძალი თანხები... იმავე საავადმყოფოში, იმავე დღეს, ოღონდ სხვა პალატაში, სხვა ქალი აბორტით იცილებდა თავის 5 თვის ბავშვს. გამოდის, რომ ერთ პალატაში 5-თვიანი ბავშვი აღიქმება ადამიანად, ხოლო მეზობლად - ასეთივე 5 თვის ბავშვი ოდენ ხორცის ნაჭრად არის შეფასებული. რა ვუწოდოთ ამას?

მოდით მოვიცილოთ, განვაგდოთ ლამაზი სიტყვების საფარველი და სულ ძირში ჩავხედოთ ამ საშინელი მოვლენის არსს.

ვნახოთ, რა ხდება იმ „ღონისძიების“ დროს, რასაც „ორსულობის ხელოვნურ შეწყვეტას“ უწოდებენ.

არსებობს ამ შეწყვეტის სხვადასხვა მეთოდები. ფეხმძიმობის ადრეულ სტადიებზე ჩვეულებრივ მიმართავენ ე.წ. „ვაკუუმ-ასპირაციას“ - როგორც მტვერსასრუტით გამოსწოვენ მტვერს ხალიჩიდან, სწორედ ასე გამოიწოვება ნაყოფი დედის წიაღიდან. ქალის საშვილოსნოში შეჰყავთ წამახულკიდეებიანი პლასტმასის მილი. ბავშვის სხეული ნაწევრდება და გარეთ გამოიწოვება სპეციალურ სათავსში.

თუ ორსულობა უფრო გვიანია, საშვილოსნოში შეჰყავთ მარყუჟის ფორმის მჭრელი დანა. ამ დანით ხდება საშვილოსნოს ღრუს გამოფხეკა; მითვე ხდება ბავშვის ნაწილებად დაჭრა.

ფეხმძიმობის 12 კვირის შემდეგ აუცილებელი ხდება მაშისმაგვარი კიდევ ერთი ინსტრუმენტის ჩარევა, რადგან ბავშვს უკვე აქვს ხელები, ფეხები და ძვლებსაც დაწყებული აქვთ კალცინირება. ამ ინსტრუმენტს ექიმი გამოსდებს ბავშვის ხელს, ფეხს, ან სხეულის სხვა ნაწილს და მკვეთრი ბრუნვითი მოძრაობით აწყვეტავს მას. ეს მანიპულაცია მიმდინარეობს მანამ, ვიდრე მთელი ბავშვი სრულად არ დანაწევრდება. ხერხემალი უნდა გადატეხონ, თავის ქალა უნდა დაამსხვრიონ, რათა მათი მოშორების შესაძლებლობა მიეცეთ. ექთნის მოვალეობას შეადგენს ყველა ამ ნაწილის ერთად შეგროვება საშვილოსნოდან მათი მოცილების შემდეგ, რათა დარწმუნებით ითქვას, რომ უკვე ყველაფერი გამოღებულია და იქ აღარაფერი აღარ დარჩენილა. შემდგომ ეს ნაწილები იყრება ნაგვის სათლში ან იხმარება ნადლეულად კოსმეტიკურ მრეწველობაში (რედაქცია ბოდიშს იხდის მკითხველის წინაშე ამ საშინელი ციტატის გამო, მაგრამ ვფიქრობთ, რომ სათქმელის პირდაპირ განცხადება საქმეს უფრო წაადგება, ვიდრე მისი შერბილება ან შელამაზება). ძვირფასო ქალებო, გიფიქრიათ თუ არა იმის შესახებ, რომ, როდესაც თქვენ ზოგიერთ საცხსა და მალამოს ხმარობთ ნელსაცხებლად - ამ სიტყვის სრული გაგებით, თქვენ იცხებთ თქვენს მიერ მოკვდინებულ ბავშვების სხეულებს?

მოვლენის საშინელება კიდევ იმ ფაქტით არის გამძაფრებული, რომ ქვეყნად ჯერ არმოვლენილი ბავშვი ისევე გრძნობს ტკივილს, როგორც უკვე დაბადებული. დღეისათვის საყოველთაოდ აღიარებული და მეცნიერულად დამტკიცებულია - 7 კვირის ნაყოფი ისევე აბრუნებს თავს და ირიდებს ტკივილის გამომწვევ მიზეზს, როგორც ცხოვრების ყველა სხვა სტადიაში. ხოლო 11 კვირისას არა მარტო სახე, არამედ ხელისა და ფეხის ყოველი ნაწილი უხდება შეხებისადმი მგრძნობიარე. 13 კვირის ნაყოფს ტკივილზე რეაქცია აქვს ნერვული სისტემის ყველა დონეზე.

ამერიკელმა ექიმმა ბერნარდ ნათანსონმა გადაიღო ფილმი, სადაც ნაჩვენებია იმის ულტრაბგერითი გამოსახულება, რაც ხდება ქალის საშვილოსნოში აბორტის გაკეთების დროს 12-კვირიან ნაყოფზე „ვაკუუმ-ასპირაციის“ ზემოთაღწერილი მეთოდით. ეკრანზე ნათლად ჩანს, როგორ ცდილობს პაწაწინა არსება ვაკუუმ-გამწოვისათვის თავის არიდებას, თავის დაძვრენას. სწრაფი და ღელვით აღსავსეა მისი მოძრაობები. გული უცემს ძალუმად და აჩქარებულად. ხოლო ბოლოს, როდესაც ბოროტების აპარატის საცეცებში მომწყვდეული ბავშვის სხეულის დანაწევრება იწყება, იგი ფართოდ აღებს პირს უხმო ძახილით. აქედან მომდინარეობს ფილმის სახელწოდებაც - „უხმო ძახილი“. გაითვალისწინეთ, რომ არავითარი გაუტკივარება აბორტის დროს ნაყოფისათვის არ არსებობს.

დედებო, როდესაც დააპირებთ საკუთარი შვილების მკვლელობის ცოდვის ჩადენას, გახსოვდეთ: მათ ძალიან ეტკინებათ, და ისინი მერე, იმქვეყნიურ ცხოვრებაში შეგეკითხებიან: „დედა, რად გამიმეტე ასე სასტიკად?“ რას უპასუხებთ მაშინ?

ტკივილის შეგრძნება კულმინაციას აღწევს, როდესაც აბორტის მეთოდად გამოყენებულია „მარილიანი ამინოცენთეზი“. ამგვარი ბუნდოვანი ტერმინოლოგიის ქვეშ იმალება შემდეგი: დედის მუცლის ღრუს ფარიდან ბავშვის სანაყოფო წყლებში უყრიან ნემსს. მისი მეშვეობით შეჰყავთ მარილის კონცენტრირებული ხსნარი. ბავშვი ყლაპავს ამ ხსნარს, ისუნთქავს მას, იჟღინთება. ხსნარი სწვავს ბავშვს, რის შედეგადაც იგი განიცდის აუტანელ ტკივილს და იგრიხება კონვულსიებში. თუ პროცედურა არ გართულდა, მეორე დღეს დედა შობს მკვდარ შვილს. ამ სახით აბორტირებულ ბავშვებს ზოგჯერ „ყინულოვან ბავშვებსაც“ უწოდებენ. საქმე ის გახლავთ, რომ მარილს, როგორც მოგეხსენებათ, აქვს ამოჭმის უნარი. ბავშვს ნაზი კანი მარილის ამგვარი მოქმედების შედეგად სძვრება და მის ქვეშ ჩნდება ფაშარი წითელი მბზინავი კანქვეშა ქსოვილი, რომელიც ჭიქურსა ჰგავს - საიდანაც მომდინარეობს კიდეც ეს სახელწოდება.

არის კიდევ აბორტის სახეობა სახელწოდებით: „ჰისტეროტომია“. ეს მეთოდი გამოყენებულია ორსულობის ბოლოს და ცნობილია „საკეისრო კვეთის“ სახელწოდებით (ზოგჯერ, სამედიცინო ჩვენების მიხედვით, - მაგ. ბავშვის განსაკუთრებულად დიდი წონის ან ზომის დროს, ამ მეთოდით ტარდება მშობიარობა). რა ხდება ამ დროს? ექიმი უჭრის დედას მუცლის ფარს, შემდეგ საშვილოსნოს, და ამოჰყავს ცოცხალი ბავშვი პლანცეტითურთ, ხოლო შემდეგ შვილი ბავშვის მოკვდინება ხდება იმ მეთოდით, რომელსაც ამოირჩევს ექიმი... ზოგიერთი მათგანი ბავშვს ჰკლავს პირდაპირ საშვილოსნოში. ამისათვის ისინი ჭიპლარს უჭრიან მას და ჟანგბადს უხშობენ, ხოლო ხუთიოდე წუთის შემდეგ, როდესაც ბავშვი სულშეხუთვით იღუპება, უკვე მკვდარი ბავშვი ამოჰყავთ საშვილოსნოდან.

ზემოთ ჩვენს მიერ ყველა სახის აბორტი როდია აღწერილი, მაგრამ, ვიფქრობ, განსჯისათვის ეს საშინელებანიც საკმარისია.

ერთ ფემინისტურ დემონსტრაციაზე, რომლებიც აბორტის ლეგალიზაციისათვის მიმდინარეობდა, ქალები სკანდირებდნენ: „ყველა კანონი შორს ჩვენი სხეულისაგან!“ ისინი, ეტყობა თვლიან, რომ აბორტი მათი პირადი საქმეა და მასში არავისა აქვს ჩარევის უფლება. ამ ქალებმა კარგად უნდა შეიგნონ: „აბორტი არ არის მათი პირადი საქმე“. ეს მაშინ იქნებოდა მათი პირადი საქმე, იგი მხოლოდ მათ პიროვნებას რომ ეხებოდეს. მაგრამ საქმე ეხება სხვა პიროვნებასაც - ბავშვის პიროვნებას... წარმოდგინეთ, რომ თავს დაგესხათ ბანდიტი და მოკვლას გიპირებთ. მოირბინა პოლიციელმა თქვენს დასაცავად და ბანდიტი ეუბნება მას: „წადი აქედან! ამ ქალს მოვკლავ თუ არ მოვკლავ, ეს ჩემი პირადი საქმეა. შენ არა გაქვს ჩემს პირად საქმეში ჩარევის უფლება“. როგორ ხასიათზე დადგებოდით მაშინ? ან იქნებ თქვენც შეირსხავდით ბანდიტივით პოლიციელს და მოუწოდებდით, არ ჩარეულიყო თქვენი უსაფრთხოების დაცვის საქმეში? რად ხდება, რომ როდესაც თქვენ გკლავენ - მშველელს უხმობთ და სახელმწიფოებრივი კანონების უზენაესობას ეყრდნობით, რომლებიც თქვენს სიცოცხლეს იცავენ, ხოლო როდესაც თქვენ თვითონ კლავთ, „ყველა კანონი უნდა აირიდოთ“ და „არავის მისცეთ ჩარევის უფლება“?! თქვენი სიცოცხლე დაცული უნდა იყოს, ხოლო უმწეო, თოთო არსებისა კი არა? სწორედაც რომ მისი სიცოცხლის დაცვაა საჭირო!

არსებობენ ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ აბორტი მაინც არ უნდა გავუთანაბროთ ჩვეულებრივ მკვლელობას, რადგან დედის სხეულში მყოფი ნაყოფი ჯერ არ ჩამოყალიბებულა, როგორც „პიროვნება“, რადგან იგი არ არის სიცოცხლისუნარიანი.

არის თუ არა ეს არსება პიროვნება - რა თქმა უნდა, რწმენის საკითხია, რომელიც ადამიანის ზოგადფილოსოფიური და რელიგიური რწმენის მიხედვით წყდება. ათეისტისა და მატერიალისტისათვის, ცხადია, არ იქნება. ქრისტიანული რწმენა კი ამ კითხვაზე ერთმნიშნველოვნად პასუხობს: რა თქმა უნდა, პიროვნებაა! აბა, როგორ არ არის პიროვნება, როდესაც დედის მუცელში მჯდომ პაწაწას უკვე გააჩნია თავისი ინდივიდუალური და უკვდავი სული?! დიახ, დედიკო, - უკვდავი სული, რომლის (სხულისაგან განსხვავებით) არც დანაწევრება და არც მოკვდინება შენ არ ხელგწიფება! იგი წარსდგება საშინელ სამსჯავროზე უზენაესის წინაშე შენი, ასევე უკვდავი სულის გვერდით. „რომელი საშოსა დედისასა მიიცვალა და არა მოვიდა ამ ქვეყნად, ჰასაკითა სრულქმნის მას უმალ [მსაჯული], ოდეს მოაქცევს ცხოვრებად მკვდართა [საყოველთაო აღდგომის ჟამს]... და რომელთა აქ ვერ იხილეს ერთურთი - იმქვეყნად იხილვიან, და დედა სცნობს, რომ ესე არს ძე თვისი და შვილიცა აგრძნობს, რომ იგია დედა მისი...“ (ეფრემ ასური, „შიშისათვის ღვთისა და უკანასკნელი სამსჯავროსათვის“). შესაძლოა, სწორედ მაშინღა მიხვდეს ვაი-მშობელი თავის მიერ ჩადენილი საქციელის მთელ საშინელებას.

რაც შეეხება „სიცოცხლისუნარიანობას“, აუცილებელია დაზუსტება, თუ რას გულისხმობს ეს ტერმინი. თუ იგი გვესმის, როგორც დამოუკიდებელი და სხვათა დახმარების გარეშე არსებობა, ასეთი არსებობისათვის ხომ ბავშვი დაბადების შემდეგაც არ არის და კიდევ კარგა ხანს არ იქნება მზად. აბა, სცადეთ, 2 ან თუნდაც 5 წლის ბავშვი დატოვეთ თავის თავის ანაბარა. შეძლებს იგი დამოუკიდებელ ცხოვრებას, სხვათა დაუხმარებლად, თუნდაც ერთ კვირას?

თუ დავუშვებთ, რომ მისაღებია იმ ბავშვების მკვლელობა, რომელთაც არ შესწევთ დამოუკიდებლად არსებობა, ამით ხელს ვაწერთ ყველა ბავშვის სიცოცხლის ხელყოფაზე სიჭაბუკის ასაკამდე, და მათთან ერთად ეს ეხება ყველა შრომისუუნარო ინვალიდსაც.

„ადამიანები, რომლებიც ჰკლავენ ბავშვებს საკუთარი სხეულის წიაღში, ჰგვანან ჰეროდეს, რომელმაც შეჰმუსრა 14 ათასი ყრმა, რათა არავის შესძლებოდა მისთვის ხელის შეშლა ცხოვრებაში“ - წერს მიტროპოლიტი მელეტი, და დასძენს: „ისინი ჰეროდეზე უარესნი არიან, რადგან ეს ყრმები, ყოველ შემთხვევაში მისი საკუთარი შვილები მაინც არ ყოფილან“. ჰეროდეს ეს საქციელი - 14 ათასი უდანაშაულო ძუძუთა ბავშვის მოკვდინება - ყველა დროისათვის უსულგულობისა და სისასტიკის სიმბოლოდ იქცა...

ამ თემაზე სულისშემძვრელი სიტყვებით წერს დეკანოზი დიმიტრი სმირნოვი: „...ბავშვთა მკვლელობაზე საშინელი რამ არ არსებობს. დროა შეწყდეს საკუთარი შვილების მკვლელობები! ადამიანები ასე სჯიან: ერთს გავაჩენ, შვიდს მოვაკვდინებ და უკეთ ვიცხოვრებ. იმიტომ, რომ რვა შვილი რომ გამეჩინა, რვაჯერ ნაკლები საჭმელ-სასმელი და ტანსაცმელი მექნებოდა. სინამდვილეში კი სულ სხვაგვარად გამოდის. მოკლულ ყრმათა სისხლი მკვლელის მთელ ჯიშსა და ჯილაგს აწევს. იბადება ბავშვი და მას უკვე ამძიმებს მშობლის დანაშაული. ამ ცოდვისაგან ბავშვები უმართავნი ხდებიან. ამიტომაც, იმ ერთით, რომელიც ცოცხლად დატოვეს, ოჯახში უფრო მეტ წვალებას გამოსცდიან, ვიდრე რვა შვილი რომ ჰყოლოდათ... მიზეზი კი ცუდ აღზრდაში როდია. ჩვეულებრივ, მშობლები საერთოდაც არ მონაწილეობენ ბავშვის აღზრდაში. ბავშვის ფორმირება ხდება გარემომცველი წრის მეოხებით. ადრე ადამიანები ზნეობრივად უფრო ჯანსაღნი იყვნენ. ახლა კი, აბა, გადავხედოთ, ვინ ავსებს ბავშვების გარემომცველ წრეს? მამა და დედაა მისი ძმის თუ დის მკვლელები; სტუმრად მოდის მამიდა - ის მამიდაც მკვლელია; ბებია ჰყავს და - იმ ბებიასაც შვილის მკვლელობის ცოდვა აწევს. ყველანი მკვლელები არიან. მაშ, როგორებად აღიზრდებიან ბავშვები?..

საშინელია არათუ მკვლელობა, როგორც ასეთი, არამედ ის, რომ ეს ჩვეულებრივ ამბად იქცა, რასაც ყველანი მიეჩვივნენ...“

დედაკაცო, განიშორე, განიძარცვე ლამაზ-ლამაზი სიტყვების საბურავი! თუნდ აქედან დაიწყე - როდესაც ქალთა კონსულტაციაში შემოგთავაზებენ: „ხომ არა გსურთ მენსტრუალური ციკლის აღდგენა? თუ გსურთ, ხელი მოგვიწერეთ თქვენს თანხმობაზე ამ პროცედურის ჩატარებისთვის“ - უწყოდე, რომ ამ ზრდილობიანი წინადადების მიღმა დგას არა „ორგანული ქსოვილის“ თუ „ქსოვილთა გროვის“ ამოჭრა, ეს უჯრედები შენი ღვიძლი შვილია - პატარა ბიჭუნა ან გოგუცუნა, და შენ გთავაზობენ შენი შვილის მკვლელობას მისი სხეულის დანაწევრების ან მარილწყალში კანის გაცლის გზით...

ექიმებო! მართლა ჯალათები ხომ არა ხართ?! გულწრფელნი მაინც იყავით თქვენი პაციენტების წინაშე; მოუყევით ყველაფრის შესახებ, რაც ელით მათ აბორტის დროს თუ აბორტის შემდეგ. იპოვით კი ამის შემდეგ იმისთანა ურჯუკს, რომ დაგთანხმდეთ „პროცედურაზე“? ოღონდ საგნებს თავისი სახელი უნდა დაარქვათ: ბავშვს - ბავშვი და არა „ფეხმძიმობის პრიოდუქტი“; მკვლელობას - მკვლელობა და არა „მენსტრუალური ციკლის აღდგენა“ და ა.შ. მოუყევით აბორტისშემდგომი ყველა გართულების შესახებ: ანთებითი და ინფექციური პროცესებით გართულების შესახებ, იმის თაობაზე, რომ აბორტის ლეგალურობა სრულიადაც არ ხდის მას უსაფრთხოს. ყოველივე ამაზე კი პირდაპირ რაღაც მდუმარების შეთქმულებაა თუ ინფორმაციის უსინდისო დამახინჯება.

მაგალითად, აბორტმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა. თუ ექიმს არ მოეპოვება ხელთ დონორის სისხლის აუცილებელი რაოდენობა, მანიპულაცია სიკვდილით მთავრდება. მაგრამ ამ შემთხვევაში სიკვდილის მიზეზად აბორტს კი არ ჩათვლიან, არამედ სისხლის დაკარგვას დააბრალებენ! ზოგჯერ დონორის სისხლიც კი ვერ იხსნის ქალს სიკვდილისაგან, მხოლოდ ოდნავ მატებს სიცოცხლის ხანგრძლივობას. ისეც ხდება, რომ სისხლის გადასხმის შემდეგ ქალი ავადდება შრატისმიერი ჰეპატიტით და რამენიმე თვის მერე კვდება. დიაგნოზში კი ჰეპატიტი ფიგურირებს, თუმცა ჭეშმარიტი მიზეზი აქაც აბორტია. კიდევ ერთი მაგალითი: საშვილოსნოს გარსის დაზიანებას შეუძლია გამოიწვიოს მენჯის ღრუს აბსცესი, სეფსისი და სიკვდილი. სიკვდილის მიზეზის ოფიციალურ ანგარიშში ნაჩვენები იქნება საშვილოსნოს აბსცესი და სისხლის მოწამვლა და ვერსად ნახავთ ჭეშმარიტ მიზეზს - აბორტს.

სხვა ფაქტებსაც მოგახსენებთ: თუ ექიმი სპეციალური კოვზით გამოფხეკს საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის მეტისმეტად ღრმა შრეს, იქ, სადაც იგი საშვილოსნოს ლულებს უერთდება, ნაჭრილობევის მიზეზით წარმოიშვება ნაწიბური და ხშირად - საშვილოსნოს ლულების გაუვალობა. თუ ეს გაუვალობა სრულია, ქალი მთელი ცხოვრების მანძილზე უნაყოფო ხდება. თუ გაუვალობა ნაწილობრივია, მამაკაცის სპერმას შეუძლია მოხვდეს ლულაში და გაანაყოფიეროს ქალის კვერცხუჯრედი, მაგრამ ეს განაყოფიერებული უჯრედი ნაჭდევ-ნაწიბუროვანი წარმონაქმნების გამო დროულად ვერ ხვდება საშვილოსნოს ღრუში და ორსულობა ვითარდება არა საშვილოსნოში, არამედ ლულაში. როცა ეს მოვლენა დროულად არ არის შენიშნული, ლულა სკდება ქალისთვის სასიკვდილო შედეგით. ამ შემთხვევაშიც სიკვდილის მიზეზად დასახელდება საშვილოსნოსგარე ორსულობა და არა ჭეშმარიტი მიზეზი - აბორტი.

ექიმებო! მოუყევით თქვენს პაციენტებს ყოველივე ამის შესახებაც და სხვა ისეთი რამეებიც, რაც თქვენ ჩვენზე უკეთ უწყით: თუ რამდენჯერ იზრდება მათში მუცლის მოწყვეტისა და ნაადრევი მშობიარობის ალბათობა მომდევნო ორსულობისას; თუ როგორ იმოქმედებს ამ ბავშვის მკვლელობა მომავალი ბავშვების ჯანმრთელობაზე, თუკი ისინი ქვეყანას მოევლინებიან. თუმცა, იოლი შესაძლებელია, ბავშვები მათ უკვე აღარასოდეს ეყოლოთ. ამის თქმაც არ დაგავიწყდეთ, რომ სავსებით მოსალოდნელია, ნაყოფი, რომელსაც ახლა ჰკლავს, მისთვის ერთადერთი აღმოჩნდეს და ვეღარასოდეს გამოსცადოს ის უსაზღვრო დედური ბედნიერება, რასაც განიცდის მშობელი, როდესაც გულში ჩახუტებული პატარა არსება ფართოდ გახელილი თვალებით, მთლიანად მასზე მინდობილი, ეტიტინება და დამარცვლით წარმოთქვამს სანუკვარ სიტყვას: „დე... და...“ ექიმებო, მოასმენინეთ ამ ქალს მის სხეულში ჩაბუდებული პაწიას გულისცემა. თქვენ ხომ იცით, რომ ულტრაბგერითი მეთოდით კვლევისას ეს შესაძლებელია ფეხმძიმობის მე-7 კვირას, როდესაც ნაყოფი ჯერ ორი თვისაც არ არის!..

და თუ ყოველივე ამის შემდეგ, კიდევ მოიძებნება ისეთი „დედიკო“, რომელიც დაიჟინებს აბორტის გაკეთებას, მაშინ რაღა გვაქვს სათქმელი? იქნებ მართლაც უმჯობესი იყოს „დაიღუპოს პაწია, ვიდრე ქალის სახემიცემულ ამისთანა ურჩხულს ჩაუვარდეს ხელში“. თუმცა, აქაც არსებობს გამოსავალი მკვლელობის გარეშე: ასეთ ფეხმძიმეს უნდა მიეცეს მყარი გარანტიები, რომ მას არ დაუნარჩუნებენ ბავშვს, თუ თავად არ ინებებს, ოღონდ შვას ყრმა და გადასცეს იგი ბავშვთა სახლს! თუ თავად არ გსურს ბავშვის აღზრდა, სხვები გაზრდიან, ოღონდ კი ნუ მოჰკლავ!

ექიმებო, თქვენი მოწოდება ხომ სიცოცხლის გადარჩენაა!

რაგვარად მოხდა, რომ ეს მოწოდება შეგიტრიალდათ და პირდაპირ საწინააღმდეგოს სჩადიხართ - ღუპავთ სიცოცხლეს?! თანაც ისეთი სახით, როგორითაც არც კი დასიზმრებიათ ჰიტლერსა და რკინის ფელიქსის ჯალათებს?.. არადა, საშინელ სამსჯავროზე ამ დახოცილი ბავშვებისათვის პასუხი მარტო მათ დედებს როდი მოეთხოვებათ. ეს ბავშვები თქვენც გკითხავენ: „რატომ გვკლავდით და ასო-ასო გვქნიდით, ხელებსა და ფეხებს რად გვწყვეტდით?“ მაშინ გამოჩნდება სწორედ მთელი ველურობა თქვენი და თქვენი პაციენტებისა: „ინსტიტუტი მქონდა დასამთავრებელი“, „არ მინდოდა სიღარიბე მემრავლებინა“, „ბავშვი, შესაძლოა, ავადმყოფი დაბადებულიყო, ან დედა გადაჰყოლოდა მშობიარობას...“

ინსტიტუტი გაქვს დასამთავრებელი? - ჯერ დაამთავრე და მერე გათხოვდი და აჩინე ბავშვები.

არ გინდა „სიღარიბის განმრავლება“? - ნუ ამრავლებ! იცხოვრე უბიწოებაში. მაგრამ თუ ვერ გაუძელ ცდუნებას, რადა ჰკლავ პატარას? სამეზობლოდ გამოყოფილ ბინაში ცხოვრება არა გსურს? - გაიჩინე, ბატონო, ცალკე საცხოვრისი, მაგრამ თუ საკუთარი ბინის შოვნის სახსარი არ გყოფნის - შენი კომუნალური ბინის მეზობლებს რომ არ დაუწყებ ხოცვას, გინდა თუ არა ხელს მიშლიან კომფორტულ ცხოვრებაშიო!

ვთქვათ, ექიმები მიიჩნევენ, რომ ბავშვი, შესაძლო, ავადმყოფი დაიბადოს. თუ ავადმყოფობა საკმაო მიზეზია, რათა მოიკლას ადამიანი, მოდით, მაშ, დავხოცოთ ყველა ვადმყოფი, პირველ რიგში, განსაკუთრებით უიმედონი. ისინი ხომ, დანამდვილებით, თვითონაც ეწამებიან და მომვლელებსაც გვარიანად აწუხებენ. თუკი შეიძლება იმ ბავშვების მოვლა, რომლებიც სავარაუდოდ შეიძლება მიჩნეულ იქნან ავადმყოფებად, ესენი ხომ ყოველგვარი ვარაუდის გარეშე არიან სასიკვდილონი. რაღას ვუცდით, მოდით, დავაწყვიტოთ მათ ხელები, ფეხები ან ჩავყაროთ ისინი მარილხსნარიან ავზებში.

მოჰყავთ აბორტის კიდევ ერთი გამართლება. რიგ შემთხვევაში მშობიარობა ეჭვის ქვეშ აყენებს დედის ჯანმრთელობას, ზოგჯერ ემუქრება თვით მის სიცოცხლესაც... ჩიტი საკუთარი სიცოცხლის საფასურად აცილებს მელას ბუდისაგან; ომში საკუთარ სიცოცხლეს სწირავენ სხვების, სრულიად გარეშე ადამიანების გადასარჩენად. მაშ, რატომ არ უნდა გასწიოს რისკი დედამ თავისი საკუთარი შვილის ქვეყნად მოსავლენად? ის ხომ დედაა! სიკვდილის ეშინია? მაგრამ აბორტით სიკვდილის არ ეშინია? თუ ის შეეწირება საკუთარ პირმშოს დაბადებას, მსგავსი თვითშეწირვისთვის, ძალზე საგულვებელია, რომ სამოთხის ღირსი გახდეს. ხოლო თუ ბავშვისმკვლელად მიიცვლება, სად აღმოჩნდება?.. მაშინ, როდესაც თვალებში ჩახედავს თავის მიერ მოკლულ ბავშვს, ხომ დასწყევლის იმ საათს, რაჟამს მან გადაწყვიტა ცხოვრების გახანგრძლივება მისი სასტიკი მოკვდინების ფასად...

თუმცა, აქ ისიც უნდა ითქვას, რომ ეს მიზეზი, რაღა თქმა უნდა, ყველაზე სერიოზული და საპატიოა აბორტისათვის. შეუძლებელია ყველა ქალს გინდა თუ არა, მოვთხოვოთ გმირობა, განსაკუთრებით იმ ქალებს, რომლებსაც იმქვეყნიური ცხოვრებისა არა სწამთ. თუ მართლაც არის სერიოზული საშიშროება დედისათვის, უნდა მივცეთ მას არჩევანის უფლება - ვისი სიცოცხლე იხსნას: თავისი თუ ბავშვისა. მე, როგორც მორწმუნე ქრისტიანი, დარწმუნებული ვარ, რომ ის ადრე თუ გვიან ინანებს, თუკი აირჩევს თავისას. თანაც, გონების თვალის ახელა მოხდება უკვე აქავ, ამიერ ცხოვრებაში. ამას მე ვადასტურებ, როგორც მართლმადიდებელი მღვდელმსახური: ძალიან ხშირად ეს პროცესი ამქვეყნიურ ცხოვრებაში ხდება. ამიტომაც, თუმც კი დამცდა, რომ „არჩევანის უფლება უნდა დავუტოვოთ-მეთქი“ (თანაც ჩემი სიტყვები უკან როდი მიმაქვს), მაგრამ, სულერთია, მინდა შეგევედროთ: „დაიკოებო! ძვირფასებო! გააკეთეთ სწორი არჩევანი!“ ამ საკითხში დაშვებულმა შეცდომამ შეიძლება დაამახინჯოს მთელი თქვენი შემდგომი მიწიერი ცხოვრება, რომ არაფერი ვთქვათ ზეციურზე.



--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მართა
პოსტი Jul 31 2007, 04:40 PM
პოსტი #495


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,487
რეგისტრ.: 7-July 07
წევრი № 2,399



ვინ რას ვიზამთ უფალმა უწყის,მაგრამ მე პირადად დიდი სურვილი მაქვს, რომ თუკი უფალი დაუშვებს ჩემზე მსგავს განსაცდელს იმის ძალაც მომცეს და გამბედაობა რომ ეგ ჩემთვის მიუღებელი ცოდვა არ ჩავიდინო! რაც შეეხება შიშს მე მხოლოდ იმის მეშინია არ წავრწყმდე,თორე მის წინაშე ბევრს რომ თავი მოაქვს ისიც კი უძლური გახდება!

ნათ გაიხარე! smile.gif


--------------------
ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Jul 31 2007, 04:46 PM
პოსტი #496


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



გაგრძელება...

გაცილებით იოლია მოვაცილოთ ჩვილი ბავშვი დედის წიაღიდან, ვიდრე ხსოვნა მის შესახებ - მისივე სულიდან. აბორტგადატანილი ქალების გამოკითხვა ადასტურებს, რომ აბორტის შემდეგ მათ უჩნდებათ ერთგვარი გათავისუფლების, ტვირთის მოხსნის შეგრძნება. მაგრამ ის, რასაც ქალი გრძნობს აბორტის შემდეგ ყველაზე ღრმა ფსიქიკურ დონეზე, მეტისმეტად განსხვავდება კითხვარებზე გაცემული მისი პასუხებისაგან. თვით იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ქალი განსჯის დონეზე აბორტს მიიჩნევს, როგორც „ერთადერთ გამოსავალს შექმნილი მდგომარეობიდან“ და თავისი ცნობიერი აზროვნებით ამართლებს მას, - ყოველივე ეს შეიძლება თავსდებოდეს სრულ უარყოფასთან ქვეცნობიერ აზროვნებაში. როგორც არ უნდა მხნეობდეს და შემოუძახებდეს თავს, რომ „ეს აუცილებელია“, - აბორტი ყოველთვის იწვევს ქალში ღრმა განცდებს, სულიერი ტკივილის შეგრძნებას, სირცხვილისა და აუნაზღაურებელი დანაკლისის შეგრძნებას. და თუ თავიდან ჩნდება ერთგვარი გათავისუფლების და ტვირთის მოხსნის შეგრძნება, ძალზე მალე მას ცვლის საწინააღმდეგო აღქმა: შეუცნობელი შიში, ღრმა სასოწარკვეთილება და ურვა, დანაშაულის მწველი განცდა, თანდართული სირცხვლის გრძნობასთან, და როგორც შედეგი - უძილობა ან კოშმარული სიზმრები; შეიძლება ადგილი ჰქონდეს სექსუალურ დარღვევებს, იშლება ოჯახები, ქალები ზოგჯერ ეტანებიან ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს და როგორც შედეგი - თვითმკვლელობის მცდელობა.

ქალი - ცხოვრების სათავეა. როცა ის ფეხმძიმდება, რასაც არ უნდა შეაგონებდნენ მას „გონიერი ადამიანები“ „უჯრედების გროვისა“ თუ „კოშტის“ თაობაზე და გონებით რა საბაბის მოშველიებითაც არ უნდა იმშვიდებდეს თავს, იგი მთელი თავისი არსებით გრძნობს (და ქვეცნობიერში ეს მკვეთრად არის აღბეჭდილი), რომ მის სხეულში იზრდება და საზრდოობს ბავშვი. თუკი ის ღალატობს თავის მოწოდებას და ამ ჩასახული სიცოცხლის ხელყოფის გადაწყვეტილებას იღებს, - ეს ბღალავს მისი ქალური ბუნების საწყისთა საწყისს. იგი სიცოცხლის სათავიდან იქცევა სიკვდილის ბუდედ, ბავშვის მშობელიდან ხდება ბავშვის მკვლელი. საკუთარი ბუნების ასეთი შებღალვა კი მისთვის დაუსჯელად არ ჩაივლის...

ქალები ყველგან ქალად რჩებიან. ქალის სევდისა და ტკივილის ზემოაღნიშნული სურათი გვხვდება ყველგან, სადაც ნებადართულია აბორტები. მართლმადიდებელი მღვდელმსახურისათვის ეს სურათი ტკივილამდე ახლობელია. თითქმის ყოველ ქალურ აღსარებაში - სულ ყმაწვილებიდან თვით ხნიერ მანდილოსნებამდე - იგი მომსწრეა ამ შეუხორცებელი ჭრილობისა აღმსარებლის სულში, ხედავს მათ სულიერი ტკივილით აღსავსე თვალებს და ამ თვალებიდან მომდინარე მწარე, ნაგვიანებ ცრემლებს... და ყველაფერ ამის მაცქერალი, უნებურად კრთები და სურვილი გძალავს მთელი ხმით შესძახო:

„ქალებო! ძვირფასებო! რას შვებით - გონს მოდის! გამოფხიზლდით! ვის იმეტებთ სატანჯველად?! უპირველეს ყოვლისა და ყველაზე მეტად მათ, ვინც ყველაზე მეტად უნდა გყვარებოდათ და დაგეცვათ - თქვენს საკუთარ შვილებსა და თქვეს საკუთარ თავს!“

გაზეთი „აღსავალი“, № 5-8, 2004 წ.





--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 31 2007, 04:50 PM
პოსტი #497


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



აბორტი გულის ამრევი, სამარცხვინო, ლაჩრული, საზიზღარი და უსაშინლესი მკვლელობაა, მისი გამართლება არანაირ შემთხვევაში არ არსებობს!


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Jul 31 2007, 04:53 PM
პოსტი #498


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



აბორტი - უმძიმესი ცოდვა!


მეცნიერება, მედიცინა, ეკლესია ერთსულოვნად მოწმობენ, რომ ადამიანის სიცოცხლე მისი ჩასახვიდანვე იწყება, ამას ყველა ქვეყნის მეცნიერი ადასტურებს. მდედრობითი და მამრობითი სასქესო უჯრედების შერწყმის მომენტში წარმოიქმნება უნიკალური, განუმეორებელი 46 ქრომოსომიანი უჯრედი. ეს სამყაროს ყველაზე ურთულესი უჯრედია. მასში კოდირებულია ადამიანის სქესი, ნიჭი, ხასიათი, სიმაღლე, თვალის და თმის ფერი, სისხლის ჯგუფი, თითების ანაბეჭდი და ა.შ. რომლებიც სიცოცხლის სხვადასხვა საფეხურზე მხოლოდ განვითარებას განიცდიან. აბორტი ფეხმძიმობის ნებისმიერ ეტაპზე ბავშვის მკვლელობაა და სასიკვდილო საფრთხეს წარმოადგენს ქალის ორგანიზმისათვის. იზრდება ავადმყოფ ქალთა და ბავშვთა რიცხვი. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მაგალითად, რუსეთში ყოველი 1000 ახალშობილიდან 147 მემკვიდრული დაავადებებითაა სნეული. მხოლოდ 3,5% ბავშვებისა იბადება ფსიქოლოგიური და ფიზიკური გადახრების გარეშე, მეუღლეთა 25% უნაყოფოა. ჩვენს დროში სულ უფრო მეტი ქალი კვდება საშვილოსნოსა და მკერდის კიბოთი, ადრე კი ეს დაავადებები იშვიათი იყო. მათი მიზეზი აბორტია. აბორტი არღვევს ბუნებრივ ჰორმონალურ პროცესს და იწვევს ავთვისებიანი სიმსივნეების წარმოქმნას. კიბოთი დაავადების ალბათობა 18 წლის ასაკამდე აბორტგაკეთებულ გოგონებში 80-ჯერ იზრდება. აკვიატებული მოსაზრება, რომ გამოსავალს კონტრაცეპტული საშუალებები წარმოადგენს, სავსებით მცდარია. ამერიკული სტატისტიკის მიხედვით, კონტრაცეპტივების გამოყენება აბორტების რიცხვს კიდევ უფრო ზრდის. აბორტების ნახევარზე მეტი უხეირო კონტრაცეპციის შედეგია. კონტრაცეპტივთა უმეტესობა ხელს არ უშლის ჩასახვას, არამედ იწვევს ნაყოფის სიკვდილს ფეხმძიმობის ადრეულ სტადიაზე, რაც კიდეც ხდება აბორტის მიზეზი.

სამედიცინო დაწესებულებებში 7-8 მილიონი აბორტია რეგისტრირებული. მალულ-ფარული აბორტების რაოდენობისა კი ვინ რა გაიგოს?! საგულისხმო ფაქტია: ხომ უამრავი სიცოცხლე წაიღო მეორე მსოფლიო ომმა, მაგრამ იმავე პერიოდში აბორტების საშუალო რაოდენობამ ფრონტზე დაღუპულთა რიცხვს გადააჭარბა.

საიტზე შეგიძლიათ ნახოთ სიმართლე აბორტის და ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების შესახებ და გადაიწეროთ ფილმები აღნიშნულ თემაზე

http://www.orthodox.ge/aktualuri_temebi/ab...borti_video.htm


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 31 2007, 04:58 PM
პოსტი #499


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



აგერ ნათიამ ფილმების ლინკებიც დადო, უყურეთ "ჩუმ ყვირილს" და მორჩით აბორტის დასაშვებობაზე ლაპარაკს, უბრალოდ სირცხვილია, მართლმადიდებლური ფორუმი მაინც არ იყოს . . .


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Jul 31 2007, 05:08 PM
პოსტი #500


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



სისხლი ღაღადებს

(არქიმანდრიტ რაფაელის წერილების მიხედვით)


განსხვავებული ხასიათები აქვთ ადამიანებს, სხვადასხვანაირი გემოვნება, მოთხოვნილებები და შეხედულებები, მაგრამ ერთს ყველა დაეძებს, ერთი - სიყვარული ყველას აკლია, ყველას სჭირდება, მკვლელსაც კი. უცნაური გრძნობაა სიყვარული, საოცრად ათბობს სულს. ღმრთაებრივი სიყვარულის ჩრდილი და ანარეკლი, თუ შეიძლება ითქვას, ქრისტიანულ, სახარებისეულ პრინციპებზე აგებულ ოჯახში იბადება და ღვივდება. ასეთ კერას ცოლ-ქმრის სიყვარული ათბობს, მათ სიყვარულს კი, თავის მხრივ, ცოცხალი ღვთის რწმენა ედება ქვაკუთხედად; ამგვარი ოჯახები ერთგვარ ოაზისებსაც კი წააგავს იმ მკვდარ უდაბნოში, რომელსაც ცივილიზაციის გვალვამ გადაუარა და თუ ეკლესია ცეცხლის სვეტია, ოჯახი პატარა სანთელია, იმ დიდი ცეცხლიდან ანთებული.

წმიდა მოციქულმა პავლემ ოჯახს სახლის ეკლესია უწოდა. ოჯახი არის პირველი სკოლა ქრისტიანი ბავშვებისათვის. სატანა ეკლესიის დანგრევის ცდაშია: იგი მას გარედანაც ებრძვის და შიგნიდანაც. ეშმაკი ქრისტიანების ოჯახებსაც ეომება, ცდილობს მას მასაზრდოებელი სული, სიყვარული, სითბო-სიმყუდროვე ამოართვას და მოშალოს. სამწუხაროდ, ხშირად, ადამის მოდგმის გასამრავლებლად ნაკურთხ ოჯახებში სულ ადვილად ინერგება სატანისეული მეთოდი: „შინაური“ პრობლემების, ე.წ. „შობადობის სარეგულირებლად“ აუცილებელი ხდება ჩვილთა, უმწეო არსებათა რეგულარული კვლა... ასეთ კერიას, ცხადია, არაფერი აქვს საერთო იმ ოჯახებთან, პავლე მოციქულმა სახლის ეკლესია რომ უწოდა. ჩვილების კვლასთან ერთად ცოლ-ქმრული სიყვარულიც კვდება, ორად იპობა ერთობა და იწყება მათი ზნეობრივი დაცემა, იზრდება თითოეულის ეგოიზმი. მათი ურთიერთობა იქცევა ხოლმე ავხორცობად და შიშველ სექსად. არც ერთი, არც მეორე სითბოს, სიყვარულსა და სიხარულს არ იძლევა - მკვლელებს არ ძალუძთ ერთმანეთის სიყვარული. შეიძლება გიყვარდეთ თქვენი შვილების მკვლელი? სისხლი შლის და ანგრევს ყველანაირ კეთილგანწყობას, აშორებს ადამიანებს ერთმანეთს. ამიტომ არის ასე „სიმეტრიულად“ შეფარდებული აბორტებისა და განქორწინებების რიცხვი. მეცნიერებამ უკვე აღიარა ის ფაქტი, რომ შვილებს დედ-მამის არა მარტო ფიზიკური, არამედ სულიერი განწყობილებებიც კი გადაეცემათ და როცა მშობელი კლავს თავის „რომელიღაც“ შვილს, „გაუგებრად“ ცოცხლად დარჩენილს გენეტიკურ ფონდში მკვლელის განწყობას გადასცემს, რომელიც უსათუოდ გატანჯავს ბავშვის ფსიქიკას. ადრე თუ გვიან, ცნობიერად, თუ გაუცნობიერებლად, შვილები უსათუოდ აღმოაჩენენ მკვლელის პოტენციალს თავის თავში და საკუთარი და-ძმების რეალურ მკვლელს მშობლების სახით, რომელთა ულმობელობასაც თავად მათი სიცოცხლე „გაუგებრად“ გადარჩა. იქნებ აქაა ს???ა მშობლებს შორის არსებული მწვავე წინააღმდეგობების, აუხსნელი უნდობლობის, უპატივცემულობისა და ნაკლული სიყვარულის მიზეზი, ჩვენი გაუკუღმართებუილ ურთიერთობების ძირი.

იმასაც არ ვნაღვლობთ, დედის წიაღში მოკლული არსების განადგურება რომ ნათლობის მადლით განუბანელი სულის მკვლელობაა: ასეთი სული ბრმასავით გადადის მარადიულობაში და თან წინაპართა ცოდვების ბეჭედი მიაქვს.

ბევრი ქარ-ცეცხლი დატრიალებულა ქართულ მიწაზე, მაგრამ იმ შავ დღეებს, თემურ-ლენგმა რომ გაუთენა ერს, ცოტა რამ თუ გაუტლოდება საქართველოს ისტორიაში. შვიდჯერ დალაშქრა მან ქართლ-კახეთი, ცეცხლის ქარბუქი დააყენა ქართულ მიწაზე. გადმოცემაც კი არსებობს საქართველოში თემურ-ლენგის შესახებ: თითქოს მგლის ღრჯოლებითა ჭაღარა თმით დაბადებულა, სისხლს ადენდა დედამისს მკერდიდან, კამეჩის რძეს სვამდა. გახსოვთ, ალბათ, სვიმონ მეფეზე განრისხებულმა თემურ-ლენგმა რა ჩაიდინა თბილისში: ყველა ასაკის ბავშვი ერთად მოაგროვა, ძნის კონებივით შეაკვრევინა, ქვებითა და კეტებით დააჩეჩქვინა თავის ჯალათებს პატარები, სისხლის მდინარეები ადინა... იქვე გვერდზე კარავი გააშლევინა და თავის რჩეულებთან ერთად ლხინი გამართა. იმ ადგილას, სადაც ეს საშინელება მოხდა, ქედისუბნის ეკლესია ააგეს. შემდეგ ეს ეკლესია მიწაში ჩამარხეს და ზემოდან კინოთეატრი „რუსთაველი“ დაადგეს (!). მაგრამ ყველაზე საშინელი მაინც ისაა, რომ თემურ-ლენგის საქმე დღესაც არ ჩაბარებია ისტორიას, არ დამთავრებულა. მის „წამოწყებას“ ქართველმა დედებმა მისცეს მხარი და განუკითხავად იღვრება უმწეო არსებების სისხლი. ამ „პარალელსა“ თუ შედარებას ნუ მიიღებთ შთაბეჭდილების გასაძლიერებლად შექმნილ ხელოვნურ პასაჟად, აქ არაფერია ჰიპერბოლიზებული, რაც სინამდვილეში ხდება, ის მართლაც მეტია ნათქვამზე; ან კი რა უნდა თქვა მეტი: გრძელდება ჩვილების მეთოდური კვლა, მიმდინარეობს ნამდვილი გენოციდი „ოჯახის დაგეგმარებისათვის“, გრძელდება ომი მშობლებსა და შვილებს შორის იმ სასაკლაოზე, რომელიც დღეს ჩვილთა სისხლით ირწყვება და რომელსაც დღემდე არ ჰქვია თავისი ნამდვილი სახელი. ამ ბოროტმოქმედებას რაღაც ბუნდოვანი, უნამუსოდ შენიღბული ტერმინი - აბორტი მოუძებნეს. ეს სიტყვა კი თავისი შინაარსით ჩვილის მკვლელობაა, ეგოიზმის ნაცარტუტა, სისასტიკე, სიმხდალე, თვალთმაქცობა გახლავთ. ხოლო იმ სამშობიარო სახლებში, რომლებიც ახალშობილთა ხმებითა და მელოგინე დედების სიხარულით უნდა იყოს სავსე, საგანგებო ოთახებია გამოყოფილი უმწეო არსებების, ბავშვების პროფესიონალური კვლევისა და განადგურებისათვის. სამშობიაროში ამ ოთახებს შავ დაფებზე აწერია: „სააბორტო“. და ეს ამბავი ჩვეულებრივია, რადგან ჩვენი, „ცივილიზებული“ საზოგადოების ცივი „სამართალი“, დღეს-დღეობით, კნინი და სასტიკია. ჩვენი დაბეჩავებული ზნეობის ნორმებით კი მისაღებია უმწეო, გონიერ არსეაბათა კვლა, არა მარტო სამშობიაროში, არამედ ამ ბოროტმოქმედებისათვის „შესაფერის“ ნებისმიერ ალაგას.

სამედიცინო დაწესებულებებში 7-8 მილიონი აბორტია რეგისტრირებული. მალულ-ფარული აბორტების რაოდენობისა კი ვინ რა გაიგოს?! საგულისხმო ფაქტია: ხომ უამრავი სიცოცხლე წაიღო მეორე მსოფლიო ომმა, მაგრამ იმავე პერიოდში აბორტების საშუალო რაოდენობამ ფრონტზე დაღუპულთა რიცხვს გადააჭარბა - გამაოგნებელი დაუნდობლობაა.

ყველანაირი ცოდვა პირველად ადამიანის შიგნით მზადდება. დედამ რომ შვილის მოკვლა შესძლოს, ჯერ ის ბუნებრივი სიყვარული უნდა გაანადგუროს თავის თავში, რომელიც მას საკუთარ ჩვილთან, მისდაუნებურად, აკავშირებს. ასეთ მომენტში იგი უკვე უარს ამბობს ქრისტეზე, ცოდავს, რადგან: „სიყვარული ღმრთისაგან არს და ყოველი, რომელსა უყუარდეს, ღმრთისაგან შობილ არს და იცის ღმერთი. რომელსა არა უყუარდეს, მან არა იცის ღმერთი, რამეთუ ღმერთი სიყუარული არს“ (I იოანე 4, 7-8). შემდეგ იგი ცდილობს მთლიანად დათრგუნოს დედობრივი ინსტიქტი, მხეცზე საშინელ არსებად იქცეს (თუმცა, ცხოველი ხშირად თავის შვილის სიცოცხელს ეწირება კიდეც). მერე ნელ-ნელა გაუცხოვდება შვილის მიმართ, შემდეგ შინაგან, კატეგორიულ უარს იტყვის მის აღიარებაზე და არაბუნებრივს დაიჩემებს: იმას, ვინაც მის წიაღში მისივე სისხლით იკვებება, უცხო სხეულად, სიმსივნედ გამოაცხადებს, რომლის არმოკვეთასაც დაუშვებლად მიიჩნევს. ყოველივე ამის მერე ადვილად ჩაიხშობს სინდისის ხმას, სატანის სულს ეზიარება და შვილის ფიზიკური განადგურებისათვის, შიგნით, ყველაფერი მზად ექნება: საკუთარი პირმშო გულიდან, ფიქრიდან და აზრიდან სრულიად ამოგდებული ეყოლება. ამ ყველაფერს კი თურმე გრძნობს დედის წიაღში მოქცეული პატარა, რომელიც ორგანულადაა დაკავშირებული დედასთან, გრძნობს ინსტიქტურად, რადგან იგი ხორცის ნაგლეჯი როდია, როგორც ზოგიერთს ჰგონია, არამედ გონიერი არსებაა, ტკივილის გრძნობაც გააჩნია და სიცოცხლის სურვილიც. მისი არასრულყოფილების მიზეზი ისაა, რომ მას არ აცლიან ჩამოყალიბებასა და ადამიანად ქცევას. აკი ექსპერიმენტებმაც ცხადყო, რომ ნაყოფს ურთულესი რეაქციების უნარი შესწევს, ასე რომ, ფიზიკურ სიკვდილამდე და წამებამდე მშობლის წიაღში მოქცეული ჩვილი უკვე განიცდის დედის განაჩენის ულმობელობას, სიკვდილის საშინელებას.

დედა ოჯახისა და გაჩენილი შვილების „საკეთილდღეოდ“ ჰკლავს მომავალ შვილს თავისავე წიაღში - სატანის სულს ეზიარება... თავის დროზე ჟანა დ’არკის უახლოესი მეგობარი და თანამებრძოლი, ჰერცოგი ჟიულ დერეც მიეყიდა ეშმაკს, მასაც თავისი „გამართლება“ ჰქონდა: ბრწყინვალე ოჯახის შვილსა და ჩინებული განათლების, ზღაპრული სიმდიდრის პატრონს, რომლის კარ-მიდამო, არნახული სასახლეები და აგარაკები ღია იყო საფრანგეთის უსაჩინოესი საზოგადოებისთვის, სადაც ლხინსა და წვეულებებს ზღვარი არ ჰქონდა, დრო მოვდა და დაუდნა ქონება, შემოაკლდა ფული. მიჩვეულ სიამეებზე ვერ თქვა უარი; მალე ჯადოქარ ალქიმიკოსს გადაეყარა, რომელმაც გამდიდრება აღუთქვა: ადამიანის სისხლით ოქროს მიღების საიდუმლო ვიცი და გაგიმხელო, დაპირდა, მაგრამ პირობა წაუყენა: ეშმაკს უნდა მიჰყიდო სული, სხვანაირად არ იქნება, ოქროს ისე ვერ მივიღებთო. დაყაბულდა დერე: ათი წლის ბავშვი მოიტაცეს უახლოეს სოფელში, მარჯვენა ხელი მოსჭრეს, დასთხარეს თვალები, მფეთქავი გული ამოგლიჯეს მკერდიდან. იმ გულის სისხლით პირობა დაუწერა სატანას: სულს გაძლევო. მერე ჯადოქართან ერთად ჰიმნი უმღერა ეშმაკს. ცოლ-შვილი მოიძულა, გადაკარგა სასახლიდან და მაგიურ ჩვევებს ჩაუღრმავდა. ახლო-მახლო სოფლებში ჯერ ერთი ბავშვი დაიკარგა, მერე ორი, თანდათან გახშირდა ბავშვების უგზო-უკვლოდ გაქრობის შემთხვევები. აწრიალდნენ სოფლელები, დედების ინტუიციას არაფერი დაემალა: ეჭვი ჰერცოგის გაუკაცრიელებულ კოშკზე მიიტანეს... ეპისკოპოსმა თავისთან იხმო ჰერცოგი, დერე არ მივიდა... მერე მეფის ჯარმა ბრძოლით აიღო სასახლე. შეიპყრეს ჰერცოგი და ჯადოქარიც. ამ საქმეს საგანგებოდ იძიებდა სასამართლო, გაირკვა: ჰერცოგისა და მისი ალქიმიკოსის „ცდებს“ 700-800 ბავშვის სიცოცხლე შეეწირა! ამ საქმესთან დაკავშირებული მრავალი საბუთი და ოქმი დღემდე ინახება საფრანგეთის არქივებში.

ჟიულ დერეს ამბავი მითი და ლეგენდა როდია, ჩვენდა საუბედუროდ, არამედ ნამდვილი, ისტორიულად არსებული ფაქტია, მხილებაა ჩვენი ულმობელობისა, რომელმაც მომავალში თავისი გაგრძელება ჰპოვა, „დაიხვეწა“ აბორტების სახით: ჩვილთა კვლა დღეს ჩვეულებად, ნორმადაა გამოცხადებული, აღარაა დანაშაული. ის ამბავი XV საუკუნეში ხდებოდა, ეს ამბავი დღეს, XX-ში ხდება. იქ ჰერცოგი სხვის შვილებს იპარავდა და ჰკლავდა, ჩვენ საკუთარ შვილებს ვხოცავთ, ღმერთს ვართმევთ მათ სულებს. ბოროტმოქმედებას კი, მაშინაც და ახლაც ერთი, მიწიერი კეთილდღეობის მიზნით ჩადიოდნენ და ჩადიან. ჰერცოგს კოცონზე დაწვა მიუსაჯეს. სიკვდილის წინ, აგიზგიზებული ცეცხლის პირას მდგარი დერე, მთელი გულით, ცრემლით ევედრებოდა იმ დედებს, შვილები რომ მოუკლა - პატიებას, შენდობას... მიხვდა თავისი დანაშაულის სიღრმესა და სიმძიმეს. ალქიმიკოსი კი დასცინოდა მონანულ ჰერცოგს, სიკვდილს ღმრთისაგან მოკვეთილი შეხვდა. დღეს, დედების ნაწილი მაინც ალბათ დარდობს თავის გადაგვარებას, ნამოქმედარის საშინელებას, ჟიულ დერეს დარად, მაგრამ უამრავი, იმ ალქიმიკოსივით გულგამეხებული და გაკერპებული, მოუნანიებელი უხვდება სიკვდილს, ესაა უბედურება.

ადრე, როგორც მსოფლიო ლიტერატურა და ძველი გადმოცემა გვამცნობს, საშინლად იტანჯებოდნენ თურმე მკვლელები, სინდისის ქენჯნა იყო მათი სასჯელი. ახლა იქნებ ასეთი ემოციური ძალით აღარ განიცდიდნენ მკვლელობას, მაგრამ სისხლი ძველებურად ითხოვს შურისძიებას. ჩვენი დროის მკვლელები პირველ რიგში საკუთარ სულს წირავენ, ღუპავენ და ამიტომაცაა, სულიერ სიცარიელესა და სიცივეში რომ ითოშებიან. და რაღა გვიკვირს აბორტების, ფსიქიური დაავადებების და დანგრეული ოჯახების რიცხი ასე რომ „შეუთავსდა“ ერთმანეთს.

უწინ ჯალათს კაცად არავინ თვლიდა, ან სალამს ვინ მისცემდა, ან პურს ვინ გატეხდა მასთან?! ჩვენი დროის ჯალათებს, საკუთარი შვილების მკვლელებსა და თეთრ ხალათებში გამოწყობილ განგსტერებს კი ვინ შეკადრებს აუგს?

სასიხარულოა ის ფაქტი, თანამედროვე მედიცინის ყველაზე უფრო ზნეობრივად გამართულმა ნაწილმა რომ აბორტი საშინელ ბოროტმოქმედებად აღიარა. მაგრამ საზოგადოების დიდი ნაწილისათვის უცნობი და გაუგებარი ისაა, რომ ეკლესია არა მარტო აბორტის, არამედ ყველანაირი კონტრაცეფტული საშუალების წინააღმდეგია და აი რატომ: სიყვარული, ოჯახის მაცოცხლებელი ძალა, დღეს-დღეობით, სამწუხაროდ, სულ სხვა რამესთან - ვნებასთანაა გაიგივებული. არადა, ქრისტიანობამ თვით სიყვარულიშიაც უამრავი ასპექტი განასხვავა ერთმანებისაგან. ორი ადამიანის სულიერ კავშირს, სიყვარულს, განაპირობებს ერთნაირი მსოფლმხედველობა, ერთი და იგივე რელიგიური მრწამსი და ურთიერთშეწყობის სურვილი ზნეობრივი სრულყოფილების გზაზე. მშვინვიერი სიყვარულისათვის საკმარისია გემოვნების, კულტურული მოთხოვნილებების, სოციალური პირობების, პროფესიული ინტერესების თანხვედრა. ბავშვი ახალი, მომავალი ცხოვრების საიდუმლოა, ადამიანი კი იმის ცდაშია, რომ ეს საიდუმლო და ღმრთისაგან ბოძებული გამრავლების უნარი ვნებებისა და გულისთქმების დასაჯერებელ საშუალებად აქციოს. ამ ფაქტს არ ურიგდება წმიდა ეკლესია, რადგან სწორედ აქედან იწყება პიროვნების ძლიერი ზნეობრივი დაცემა. თავად ცოლ-ქმრის ურთიერთობაც, როდესაც მეუღლეები ხელოვნურად, წინასწარვე იცავენ თავს ბავშვის გაჩენისაგან, გადაიქცევა ხოლმე უსულგულო ონანიზმად. ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებით გართული ადამიანი ალბათ საქმის გაიოლების მიზნით, საკუთარ პარტნიორსაც ადვილად გაცვლის რეზინის სათამაშოში; ასე მოშლის სექსი სიყვარულს, გამოაცლის მას მისტიურ დანიშნულებას და ბავშვის გაჩენის „საშიშროების“ აცილება უკვე იმის ნიშანი იქნება, რომ ჩვენ მსახურებად ვექეცით სექსს, კერპად დავაიდგინეთ იგი. „ოჯახის სარეგულირებლად“ გაწეული ყველა მცდელობის შინაარსი მრუშობის წარმატებით წარმართვის სურვილია, მაგრამ თუ ეს მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, დედები საკუთარ შვილებს, ყველას რომ ერგება, იმ საფარველს - მიწასაც არ მიაყრიან, საკანალიზაციო მილებს გაატანენ.

წმინდა ეკლესიამ თავის უზენაეს ადგილობრივ და მსოფლიო საეკლესიო კრებებზე განიხილა ეს საკითხი და ჩვილთა კვლა კაცის კვლის დანაშაულს გაუტოლა (ანკირიის კრება, კანონი 21; მეექვსე მსოფლიო კრება, კანონი 91). ხოლო ბასილი დიდის კანონში ვკითხულობთ: „წინასწარი განზრახვით მუცელში შვილის მომკვლელს კაცისკვლის სასჯელი ედება... აქ გამოიძიება და დასასჯელი იქნება არა მხოლოდ დამნაშავე დასაბადებელის მოსპობისათვის, არამედ მისი მშობელიც, რომელმაც თავის თავზე აღმართა ხელი... ამას უერთდება გახრწნა ნაყოფისა, როგორც სხვა სახე კაცის კვლისა. ვინც ამის წინასწარი განზრახვით გაკეთებას გაბედავს, მკვლელია, მაგრამ მისი სინანული არ უნდა გაგრძელდეს სიკვდილამდე, არამედ მისი შეწყნარება შეიძლება ათი წლის შემდეგ“. ბიბლიაში, დაბადების წიგნში, ერთი საყურადღებო ადგილია. აქ ლაპარაკია ონანზე, რომელიც, გარკვეული მიზნით, წინასწარ იცავდა თავს შვილის გაჩენისაგან. ამ საქციელის გამო იყო სწორედ რომ „...არ მოეწონა უფალს მისი საქციელი და ისიც მოაკვდინა“. ასეა შეფასებული წმიდა ეკლესიის კანონებში მშობლების მიერ ჩვილთა კვლის ფაქტი და რაოდენ სამწუხაროა და დასაფიქრებელიც, ეს საკითხი რომ არა და არ განიხილა და შეფასდა საერო კანონებში.

სანამ ჩვილთა კვლა არ აიკრძალება კანონით, სანამ ამ საშინელ ბოროტმოქმედებას დუმილით დაუჭერს მხარს საზოგადოება, მანამ ყველა ზნეობრივი და იურიდიული კოდექსი ძმობის, სამართლიანობისა და სიყვარულის შესახებ მხოლოდ თვალთმაქცობა და ტყუილი იქნება! და თუკი კანონი თავად ადგენს აღმაშფოთებელ უსამართლობას უმწეოთათვის სიცოცხლის წაგლეჯისას, სულ ამაოა სულის მშვიდობაზე ფიქრი, მისი ძიება. რატომ არ უნდა იყოს დაცული დედის წიაღში მყოფი ჩვილის სიცოცხლე? რატომ არ უნდა იკრძალებოდეს მისი განადგურების ყველანაირი ფორმა? ან რატომაა გასაგები და გამართლებული შვილების მკვლელი მშობლების დაუსჯელობა? რატომ არ ცხადდება მთელი ერის, კაცორიობის მტრად ყველა ექიმი, რომელიც ხელს აღმართავს აბორტის გასაკეთებლად? ჩვილთა კვლა დანაშაულია ღმერთის, ადამიანის უფლებების, ოჯახის, ბუნების, ერის, კაცობრიობის წინაშე!!! ურიგო არ იქნება, აქვე განიხსენოთ ამ ბოლო დროს ჩვენს პრესაში „გაბრწყინებული“ ერთი სიახლეთაგანი, რომელსაც პროგრესული მეცნიერების მიერ შექმნილი ტექნიკა გვთავაზობს. თანამედროვე აპარატურის წყალობით უკვე დედის წიაღშივე შესაძლებელია იმის დადგენა, თუ რამდენად ჯანმრთელია ბავშვი, რა სნეულება დაჰყვება მას და ა.შ. ერთ-ერთი ასეთი სტატიის ავტორი გულმოდგინეს ცდილობს მომავალი დედების დარწმუნებას, რჩევას აძლევს, რომ მშობლებმა საშოშივე მოკლან ჰემოფილიით დაავადებული ბავშვები, რადგან მათი მკურნალობისათვის, თურმე ნუ იტყვით და, კოლოსალური თანხა ყოფილა საჭირო. სტატიის ავტორს ბევრი შრომა დაუხარჯავს და გამოუთვლია, რომ ასეთი ბავშვის მკურნალობა დაახლოებით ისეთ ასტრონომიულ თანხას გაუტოლდება, როგორითაც იზომება ხოლმე მანძილი მიწასა და სხვა პლანეტებს შორის. ამ ფაქტით შეძრწუნებული „ჰუმანური“ ექიმის გონებამ, რომელიც, რა დასამალია და, სნეულთა განსაკურნებლად უნდა იყოს მხოლოდ ანთებული, მოგვაწოდა ერთი რაციონალური წინადადება: ლაკონურად და „გასაგებად“ განაცხადა, რომ მსგავს შემთხვევაში თურმე უსათუოდ უნდა „შეწყდეს ორსულობა“.

საოცარი ფაქტია, ექიმი მომავალ დედას ურჩევს: მოკალი შენი სნეული შვილი! განა სიცოცხლის უფლება მხოლოდ ჯანმრთელებს აქვთ, ნუთუ ქალი, უკაცრავად გამოთქმაზე და, პირუტყვია სანაშენე, რომელსაც მხოლოდ მუხლმაგარი შთამომავლობის გაჩენის უფლება აქვს?! თუკი ასეა, რატომ არ დავერევით ყველა ასაკის ჰემოფილიით დაავადებულს ან საერთოდ ყველა ასაკის სნეულს? და თუ ხსენებული სნეულების მკურნალობა ასე ვნებს საზოგადოების ჯიბეს, რომლის გაფრთხილებაც თურმე ჩვილთა სიცოცხლის ფასად გვმართებს, ნურც ჰიტლერსა და ნაცისტებს გაამტყუნებს ვინმე. ისინიც ამ მიზნით ხოცავდნენ ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში მოთავსებულ სულით ავადმყოფებს, მოსულა ჰიტლერის გამართლების დრო, რაღას ვუცდით? ოღონდ ერთი ნუ დაგვავიწყდება, რომ ხშირად სნეულებით გატანჯული ხალხი საოცრად გონიერი აღმოჩნდება ხოლმე. სწორედ ეს დაავადება ხდება მიზეზი იმისა, რომ ისინი მთლიანად ახერხებენ საკუთარი ტალანტის, მონაცემების გაშლას. გაიხსენეთ ჰომეროსი, მილტონი...

მინდა ეკლესიასტეს წიგნი მოგაგონოთ: კაცობრიობის ისტორია გარკვეულად მსგავს ციკლებს გადის და მოვლენები, რომლებიც დღეს მიმდინარეობს და ხვალაცაა მოსალოდნელი, ერთგვარად ჰგავს იმას, რაც გუშინ, წარსულში იყო. რა თქმა უნდა, აქ არ იგულისხმება ის სრული მსგავსება-გამეორება ანუ მითოლოგიური აზროვნებისათვის ერთობ დამახასიათებელი ჩაკეტილი წრეები, სადაც მომავალი სრულიად დაკარგულია, რადგან იგი გაგებულია, როგორც დაბრუნება წარსულთან. სხვა რამის თქმა გვსურს: ის ელემენტები დღევანდელისა და ხვალინდელსაც რომ ახლავს, შესაძლოა წარსულშიც იყო, იქნებ სხვანაირი კომბინაციით, მაგრამ იყო მაინც. აკი უფალი სახარებაში ბრძანებს, რომ კაცობრიობის სულიერი ყოფა წარღვნამდე და ამ სოფლის დასასრულს ერთმანეთს ემგვანებაო. კაცობრიობის ისტორიის ალიონზე საშინელი რამ მოხდა: კაენმა თავისი ძმა, აბელი მოჰკლა.

ამქვეყნის აღსასრულის ჟამს კი ყოველგვარ ზღვარს გადაცდება უღმერთოება, ძმათაკვლა, გამეფდება ულმობელობა, სისასტიკე და სიცრუე, სინანული არავის მოაგონდება.

ქრისტეს შობამ კაცობრიობის ისტორიაში, ახალი ერა მოიტანა თან. სახარებისეულ მოვლენებში რომ, როგორც გენეტიკურ კოდში, ისეა ჩადებული სულიერი მომავალი კაცობრიობისა, ეს ცნობილია. ახლა ისიც მოიგონეთ, თუ ვინ აირჩია მცხოვარმა პირველმოწამეებად? 14000 ყრმა ბეთლემიდან - ნუთუ არაა ეს ნიშანდობლივი! რამ ააცახცახა, თუ გახსოვთ, ჰეროდე, რომმა, თავისი რკინის ქუსლით იერუსალიმს გასრესას რომ უქადდა, თუ არაბებმა, ქარიშხალივით რომ შემოიჭრნენ მათ მიწაზე? არა, სისხლისმსმელი ტირანი ბავშვების გახსენებაზე ილეოდა შიშით, ამიტომ იყო, ჯარი შეუსია ბეთლემს. და ის მეომრები, რომლებმაც კერია, საძვალე და საკუთარი მიწა-წყალი არ უნდა მისცენ მტერს საჯიჯგნად, ჯალათებად, მკვლელებად იქცნენ. თავიანთი ტირანის ბრძანებით მახვილი სამშობლოს შიგ გულში უნდა სცენ: ყველა ყრმა უნდა ამოწყვიტონ ბეთლემსა და მის გარშემო. ჩვილთა კვლისას განსაკუთრებული ულმობელობით გამოირჩეოდნენ მეომრები, იოტისოდენი შებრალებაც კი უსათუოდ მისწვდებოდა ჰეროდეს ყურს, რომელსაც, ყველა ტირანის მსგავსად, უდიდეს დანაშაულად მიაჩნდა სიბრალული, მოწყალება. ნუთუ არ ჰგავს ბეთლემში მოწყვეტილი ყრმების ისტორია დღევანდელ დღეს, რასაკვირველია, რამდენადმე, რადგან ის, რაც ჩვენს თვალწინ, ჩვეულებრივი დანაშაულებრივი დუმილისა და აუღელვებლობის ფონზე ხდება, ცხადია, გაცილებით დიდი დანაშაულია, მეტი საშინელებაა. ბეთლემში დედები მკერდს უხვედრებდნენ მახვილს, სიცოცხლის ფასად ცდილობდნენ ჩვილების გადარჩენას. დღეს კი ამაზრზენი ზრდილობიანობისა და ფამილარობის ატმოსფეროში მიმდინარეობს თათბირი მშობლებსა და მათი შვილის მკვლელს შორის. დედ-მამა მზადაა ნებისმიერი თანხა გაიღოს, ოღონდ აიცილოს „საფრთხე“ და აღარ შვას „გაუთვალისწინებელი“ შვილი... ასეთი საშინელი სახეცვლილებით მეორდება დღეს კაცობრიობის ისტორიაში ჩვილთა ხოცვის „სიუჟეტი“.

ხომ ბევრი ეკლესია გაიხსნა ამ ბოლო დროს, ახლებიც შენდება, ძველებიც განახლდა, იმატა მრევლმა. და მიუხედავად ამისა, აბოტრების სტატისტიკური მრუდი არ ეცემა. პარადოქსია? იქნებ მოქმედი ეკლესიების რიცხვი და მრევლის რაოდენობა მხოლოდ მშრალი მონაცემები, გარეგნული ორიენტირია და არსებითზე და მანუგეშებელზე არ მეტყველებს. დაიხიეს ბნელეთის ძალებმა, აღარ ებრძვიან ქრისტიანობას? იქნებ დაიხიეს კიდეც, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ სტრატეგიულად მომგებიან პოზიციებზე გამაგრდნენ.

ეკლესია ის გარემოა, სადაც კაცმა ღმერთთან კავშირი უნდა ეძებოს და იპოვოს. და როცა ეკლესიას ეცლება ეს შინაარსი, უთვალავიც რომ იყოს მათი რიცხვი - საფლავის ქვებისაგან თითოეულ მათგანს არაფერი განასხვავებს. კი, იხსნება ეკლესიები, მაგრამ უფრო მეტი ინტენსიურობითა და ენერგიულობით იბეჭდება სექსუალური ლიტერატურა, სამარცხვინო პორნოგრაფიული ჟურნალ-გაზეთები, ვრცელდება უხამსი კინო და ვიდეოფილმები, ნაირნაირი სულიერი შხამით იწამლება მომავალი თაობები: ბავშვები იმ მოხუცებს გვანან, გახრწნილების ყველა სახე რომ იგემეს, მოხუცები კი ყმაწვილებად იქცნენ, დაავიწყეს ასაკი.

ადამიანების ცინიზმისა და უზნეობის ისეთ ატმოსფეროში ცხოვრობენ, სადაც უბიწობა ატავიზმადაა გამოცხადებული. უხამსობა ზეიმობს მაღაზიების ვიტრინებსა და რეკლამებში, ჟურნალ-გაზეთების პირველ გვერდებზე. უზნეობისა და სექსის შხამით დაგესლილი ადამიანი ცოცხალ-მკვდარი მოდის ეკლესიაში. ვერაგია უხამსობის მიკრობი, წლების სინანული და ბრძოლაა საჭირო, რომ თავი დააღწიოს მას, შეძლოს ღმერთთან მისვლა. უზნეობის, ცინიზმისა და ნატიფი უხამსობის ჭაობში მოქცეული ადამიანების სულ მცირე ნაწილს თუ ეგულება ეკლესია სულის მოსათქმელ, სამკურნალო ალაგად.

სატანა შემთხვევით როდი ხრწნიდა კაცის შინაგან ტაძარს, იცოდა თავისი საქმე, ადამიანისთვის მთავარი - სინანული - უნდა წაერთმია.

ჩვენი სულიერი ყოფა სულ უფრო და უფრო ემსგავსება კაცობრიობის სულიერ მდგომარეობას წარღვნამდე. ვინ იცის, იქნებ ის, რაც ჩვენს თავს ხდება, არაა შემთხვევითი, იქნებ ესაა კაენის სულის, უკიდურესი ულმობლობის, ამა სოფლის დასასრულის მოახლოების ნიშანი. ვინ იცის?!...

ქ. თესალონიკე, 1995 წ.



„ნუ დაღვრით უბრალო სისხლს...“

ბიბლია აბორტის შესახებ


ბიბლიაში სიტყვა „აბორტი“ ან მისი სინონიმი არ გვხვდება, მაგრამ ამ დამღუპველ მოვლენასთან დაკავშირებით ჩვენ სრულიად ნათელი დასკვნების გამოტანა შეგვიძლია.

ძველ აღთქმაში ნახსენები მუცლის ხელოვნური მოშლა რაღაც შემთხვევის გამო, განიხილება, როგორც დანაშაული: „თუ კაცები ერთმანეთთან ჩხუბის დროს ორსულ ქალს დაჰკრავენ ხელს და მუცელს მოუწყვეტენ, მაგრამ უბედური შემთხვევა არ იქნება, ჯარიმა გადახდებათ, რამდენსაც ქალის ქმარი დაუნიშნავს და მსაჯულები დაადგენენ“ (გამოსვლ. 21, 22).

აბორტი ძველ სამყაროში ცნობილი იყო. მას ახსენებს არისტოტელე, ჰიპოკრატე, ოვიდიუსი. შეუძლებელია ძველ ისრაელელებს არ სცოდნოდათ მის შესახებ და როგორც ჩანს, მუცლის ხელოვნური მოშლა გავრცელებული იყო არა მარტო ბერძნულ-რომაულ ცივილიზაციაში, არამედ სხვა ქვეყნებშიც. ამისდა მიუხედავად, მუცლის ხელოვნური მოშლა არსადაა ნახსენები არც მოსეს სჯულში, არც წინასწარმეტყველებში. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ძველ იუდეველს თავში აზრადაც არ მოუვიდოდა მოესპო საკუთარი შთამომავლობა, მიუხედავად იმისა, რომ იუდეველები ხშირად ივიწყებდნენ ჭეშმარიტ ღმერთს და მსახურებდნენ კერპებს.

ბიბლიაში სრულიად ცხადად და არაორაზროვნად განცხადებულია, რომ ადამიანის სიცოცხლე იწყება არა დაბადების წამიდან, არამედ მისი ჩასახვიდან: „ასე ამბობს უფალი, შენი შემქმნელი და დედის საშოში შენი გამომსახველი, რომელიც შეგეწევა შენ“ (ესაია 44, 2). „რამეთუ შენ დაჰბადენ თირკუმელნი ჩემნი და შემიწყნარე მე დედის მუცლით ჩემითგან. აღგიარო შენ, რამეთუ საშინელად საკვირველ იქმენ; საკვირველ არიან საქმენი შენნი, და სულმანცა ჩემმან უწყის ფრიად“ (ფსალმ. 138, 13-14). „ვიდრე მუცელში გამოგსახავდი, გამოგარჩიე; ვიდრე საშოდან გამოხვიდოდი წმიდა გყავი, ხალხების ქადაგად დაგადგინე“ (იერემია 1, 5).

„...უფალმა მუცლიდან მომიწოდა, დედის წიაღიდან ახსენა ჩემი სახელი... ახლა ამბობს უფალი, მუცლიდანვე ჩემი გამომსახველი თავის მორჩილად...“ (ისაია 49, 1-5).

მოციქული პავლე ამბობს: „...ღმერთმან, რომელმან გამომირჩია მე დედის მუცლით ჩემითგან და მიწოდა მე მადლითა მისითა“ (გალატ. 1, 15).

„განა ვინც მე შემქმნა მუცელში, მანვე არ შექმნა იგი? განა ერთმა არ გამოგვსახა საშოში?“ (იობი 31, 15).

ისააკს სახელი ეწოდა ჩასახვამდე: „უთხრა ღმერთმა: სწორედ სარა, შენი ცოლი, გიშობს ვაჟს და დაარქმევ სახელად ისაკს...“ (დაბ. 17, 19).

იოანე ნათლისმცემელს სახელი დაბადებამდე ეწოდა: „...ცოლმან შენმან ელისაბედ გიშვეს შენ ძე, და უწოდი სახელი მისი იოანე“ (ლკ. 1, 13).

უფლის ანგელოზი ხარების დროს ღვთაებრივ ყრმას სულიწმიდის მიერ მარადქალწულის საშოში მის ჩასახვამდე უწოდებს სახელს. „...და აჰა ესერა შენ მუცლად იღო და ჰშვე და უწოდი სახელი მისი იესო“ (ლკ. 1, 31).

და თუკი ბიბლიაში ცხადად არის გამოთქმული აზრი, რომ ადამიანის სიცოცხლე მისი ჩასახვის წამიდან იწყება, მაშასადამე, აბორტი, ორსულობის ნებისმიერ სტადიაში მკვლელობაა. მცნება „არა კაც-კლა...“ (II სჯული 5, 17), უეჭველად, მუცელში მოწყვეტილ ჩვილებსაც ეხება.

„...რამეთუ ყოველსა კაცის-მკვლელსა არა აქუს ცხორებაჲ საუკუნოჲ“ (I ინ. 3, 15).

„თუ ვინმე კაც რკინას დაჰკრავს და მოკლავს, მკვლელია იგი, მკვლელის სიკვდილით უნდა დაისაჯოს“ (რიცხვთა 35, 16).

„ნუ დაღვრით უბრალო სისხლს...“ (იერემ. 7, 6).

„წყეულიმც იყოს თავისი მოყვასის ფარულად მკვლელი...“ (II სჯ. 27, 24).

ხოლო რაც შეეხება იმ ექიმებს, ვინც აბორტებს აკეთებს, მათ შესახებაც ცხადად წერია ბიბლიაში: „წყეულიმც იყოს ქრთამის ამღები კაცის მოსაკლავად, უბრალო სისხლის დასაღვრელად!“ (II სჯული 27, 25). ხოლო სჯულიერ ადამიანებს მოუწოდებს წმიდა წერილი: „იხსენი საკვდავად წაყვანილნი და დაიფარე დასახოცად განწირულნი“ (იგავნი 24, 11).





--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

41 გვერდი V « < 23 24 25 26 27 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th June 2025 - 03:18 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი