![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
გიორგი |
![]()
პოსტი
#521
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
ციტატა შვილიც კვდება და ქალიც....ხო და ასეთ დროს რა აზრი აქვს ქალის თავგანწირვას? მოდი შევთანხმდეთ საბოლოოდ: ჩანასახი = ბავშვს აბორტი = შვილის განზრახ მკვლელობას აბორტის მოხსენიება "განზრახ მკვლელობის" გარდა სხვა კონტექსტში ყოვლად დაუშვებელია, ის მხოლოდ იმ დონეზე შეიძლება გამართლდეს, რამდენადაც განზრახ მკვლელის გამართლება წარმოგიდგენიათ. საკუთარ შვილს რომ ტყვია ესროლო შუბლში იმიტომ, რომ ვიღაც დაგემუქრა თუ შვილს არ მოკლავ შენ მოგკლავო და ამგვარად რომ გადაირჩინო საკუთარი სიცოცხლე განა ეს სამარცხვინო ლაჩრობა არაა?! ჰოდა ზუსტად ასეა აბორტიც. რაც შეეხება იმ შემთხვევას, როდესაც ნაყოფი 100%-იანი კვდება (აქ უბრალოდ არ განიხილება არც ავადმყოფი ჩანასახი, არც თუ მისი მცირე გადარჩენის შანსი არსებობს) და ჩანასახის სიკვდილი გარდაუვალია და კითხვა ასე დგას: "ან დედა ან არც ერთი" ანუ თავგანწირვას აზრი არა აქვს, რადგან საკითხი ასე კი არაა: "ან დედა ან შვილი", არამედ "ან დედა ან არავინ". ასეთ დროს მე უკვე აღარ ვიცი და მეუფე სტეფანეს ჰკითხეთ ყველამ, მაგრამ არა მგონია რომ ცალსახად თვით ამ დროსაც დასაშვები იყოს აბორტი იმიტომ, რომ შეიძლება სამედიცინო კომპიუტერული ტესტის დასკვნა მცდარი გამოდგეს, შეიძლება მისი ნდობა, როგორც 100%-იანის? შეცდომაზე ან ვიღაც ექიმის კომპიუტერულ ანალიზზე ჭეშმარიტებას ვერ ააგებ, აი ამაშია საქმე. ადამიანის მოკვლა ასეთ დროსაც არ შეიძლება, მაგრამ მე თავს ვიკავებ 100%-იანი ბავშვის სიკვდილის შემთხვევაში კომენტარისგან. მეუფეს ჰკითხეთ. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
marine |
![]()
პოსტი
#522
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,703 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ძალიან მომეწონა ჭაბუა ამირეჯიბის ეს სიტყვები:
"ძველრომაული კანონმდებლობით და სამართლით, თუ არ ვცდები, დაბადებული არსება ადამიანად პირველი წამოყვირების შემდეგ ითვლებოდა "იურიდიულ პირად", რომელსაც უკვე სიცოცხლის, სიყვარულის, მემკვიდრეობისა და სხვა სამოქალაქო უფლებები ენიჭებოდა. ჩემთვის ადამიანი საზოგადოების სრულუფლებიან წევრად მაშინ ითვლება, როცა იგი პირველად მოუბაგუნებს დედას, ანუ სიცოცხლის ნიშანს დააფიქსირებს. ვფიქრობ, მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ ჩანასახზე ძალადობის ცოდვად აღიარება ამ ვითარებიდანაც მოდის." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
-ქეთი- |
![]()
პოსტი
#523
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 18 რეგისტრ.: 21-October 07 მდებარ.: batumi წევრი № 3,009 ![]() |
ღმერთო რა საშინელებაა,ამაზე დიდი ცოდვა არაფერია,როცა დედა საკუთარ შვილს კლავს
![]() |
გიორგი |
![]()
პოსტი
#524
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
ისე, ზებედე ამ თემის გახსნისთვის იმსახურებს უდიდეს პატივისცემას. ამ ფორუმზე ახალმოსულებმა ანდა იმათ, ვისაც უბრალოდ არ უნახავთ, გახსნან ამ თემის სულ პირველი პოსტი, წაიკითხონ დღიური და დაათვალიერონ ფოტოსურათები. აბორტი არის ყველაზე სასტიკი და სადისტური მკვლელობა, რაც კი ადამიანს შეუძლია, რომ ჩაიდინოს.
-------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
guest |
![]()
პოსტი
#525
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
გიორგი, გაიხარე,
მივამატებ კიდევ ერთს: არამხოლოდ მშობელია ცოდვაში და ექიმი,არამედ ის პირებიც ვინც წვლილი შეიტანა დაძალებით, ენით, დამუქრებით , დაცინვით და ასე შემდეგ ამ ცოდვის ჩადენაში. |
ბიძია თომა |
![]()
პოსტი
#526
|
![]() t.d ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 8,628 რეგისტრ.: 29-September 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,858 ![]() |
ეს საშინელება უნდა აიკრძალოს აბორტი, მე ვიცი ადამიანი ბიჩის მოლოდინში სამჟერ გაიკეთა აბორტი ნუ მგონი სწორად ვთქვი ორი გოგოს მერე ბიჩი უნდოდა, ეს არ შეიძლება რსაც უფალი გაძლევს იმით უნდა დაკმაყოფილდე ეს აბორტი კი საშინელება ვერ ვარჩენთ შვილებო რათ გვინდა ორზე და სამზე მეტიო და ა,შ ღმერთი აჩენს ღმერთი არჩენს ასე რომ კანონი უნდა გამოვიდეეს ამის შესახებ სადაც აკრძალება აბორტის კეთება
გიორგი, გაიხარე, მივამატებ კიდევ ერთს: არამხოლოდ მშობელია ცოდვაში და ექიმი,არამედ ის პირებიც ვინც წვლილი შეიტანა დაძალებით, ენით, დამუქრებით , დაცინვით და ასე შემდეგ ამ ცოდვის ჩადენაში. რჩევაც კი ცოდვა როგორ უნდა ურჩიო ადამიანს ან აიძულო, რო მან გაიკეთოს აბორტი -------------------- უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
|
თათარაშვილი |
![]()
პოსტი
#527
|
![]() გამვლელი მემბერი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,533 რეგისტრ.: 2-June 07 მდებარ.: ზურგიანი სკამი წევრი № 2,083 ![]() |
ციტატა არამხოლოდ მშობელია ცოდვაში და ექიმი,არამედ ის პირებიც ვინც წვლილი შეიტანა დაძალებით, ენით, დამუქრებით , დაცინვით და ასე შემდეგ ამ ცოდვის ჩადენაში. სამწუხაროდ ასეა ![]() |
guest |
![]()
პოსტი
#528
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
ტელევიზორში მოვუსმინე ამას წინათ სერბიაში რომ ვიყავი ერთერთი მამათა მონასტრის ბერის ქადაგებებს, ძირითადად კითხვა-პასუხი იყო და იქ მოიყვანა მაგალითი (თუ არ ვცდები მამა პაისი ათონელზე, გვიან მივაქციე ყურადღეგა და ვერ ავიჩემებ რომ ათონელზე იყო). ერთი კაცი მისულა მონასტრის ბერმონაზონთან და თხოვა მიეცა კურთხევა მისი ცოლის აბორტზე. მოუყვა, რომ ყავთ 5 შვილი, არიან ღარიბები და ვერანაირად ვერ შეძლებენ მეექვსე ბავშვის გაზრდას, მოკლედ მიზეზები ჩამოთვლილი. მოუსმენს ბერი საწყალი კაცის ლაპარაკს, ცდილობს დაარწმუნოს რომ არ შეიძლება ბავშვის მოკვეთა დედის წიაღში, ყველანაირად ეცდება აუხსნას ამ ცოდვის სისასტიკე,მაგრამ კაცი თავისას აგრძელებს. ბოლოს კი ეტყვის მამა ასეთ რაღაცას: რამხელაა შენი უფროსი შვილიო, კაცი უპასუხებს 18 წლისაო. კარგი, ეტყვის მამა, მაშინ ასეთი რამ გააკეთე, მოკალი შენი უფროსი შვილი,
ის უფრო ბევრს შეჭამს ვიდრე ახალშობილი, შენ ხომ ღარიბი ხარ? გარდა ამისა, რაცარუნდა იყოს, 18 წელი იცოცხლა და რაღაც ნახა ამ ქვეყნად, იმ პატარას კი არაფერი უნახია და დაე იმანაც ნახოს თუნდაც მხოლოდ 18 წელიო. და ასე, როგორც კი დაფეხმძიმდება ცოლი, უფროსი შვილები მოკალიო. არც რაოდენობაში მოიმატებთ და მჭამელიც ნაკლები გეყოლებაო. ბერის ასეთმა სიტყვებმა კი გონზე მოიყვანა უბედური კაცი, იგგრძნო რა სიმწარე შვილების დაღუპვისა, და ტირილით და სინანულით მოსთხოვა შენდობა, რომ რამეთუ მოაცილა ცოლს ბავშვი,არამედ სურვილი გაუჩნდა ამისა. მაპატიეთ,არეულად მიწერია,მაგრამ აზრი ჩანს. |
ვეშაპო |
![]()
პოსტი
#529
|
![]() ბიზონებზე მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 ![]() |
marine
ციტატა ჩემთვის ადამიანი საზოგადოების სრულუფლებიან წევრად მაშინ ითვლება, როცა იგი პირველად მოუბაგუნებს დედას, ანუ სიცოცხლის ნიშანს დააფიქსირებს. ხო მარა, ადამიანი რომ დედას მიუბაგუნებს შიგნიდან, მაშინ აბორტის გაკეთება უკვე ძალიან გვიანია, მე როგორც ვიცი 4 თვის ფეხმძიმეს აბორტს აღარც უკეთებენ. მანამდე რა, უნდა გაკეთდეს აბორტი? ![]() -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
PUSKU |
![]()
პოსტი
#530
|
![]() ნინო ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 111 რეგისტრ.: 27-February 07 მდებარ.: სარა ქართ სნხოიტ.. წევრი № 1,207 ![]() |
marine ხო მარა, ადამიანი რომ დედას მიუბაგუნებს შიგნიდან, მაშინ აბორტის გაკეთება უკვე ძალიან გვიანია, მე როგორც ვიცი 4 თვის ფეხმძიმეს აბორტს აღარც უკეთებენ. მანამდე რა, უნდა გაკეთდეს აბორტი? ![]() არც მანამდე უნდა გაკეთდეს,უბრალოდ 4 თვის მერე ადამიანისთვის უფრო მძიმე გადასატანი იქნება და ამან შეიძლება ქალის სიკვდილიც გამოიწვიოს,არა თუ ბავშვის ![]() ეს ფაქტი ჩემთვის შემზარავია,დოკუმენტურ ფილმსაც ვუყურე და გაოგნებული დავრჩი.მართალია ცოდოა , როდესაც გაჭირვებულია ადამიანი საკუთარ თავსაც ვეღარ ინახავს.............მაგრამ სანამ დაორსულდებოდა იქამდე უნდა ეფიქრა,ამის აცილება ხომ შეიძლება თავიდანვე. ![]() -------------------- <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <>მამაო ჩვენო - "ადურა იმოუპ"<> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <>
ადურა იმოუპ აბი აფეი აპსიწკეი უაჟგი ნაძაძაგი ფმქრადა!ჟვან იყოუ ხაბ!იცკახააიტ უხიძ:იააიაიტ უფსჰარა:იყალაიტ ხიხ აჟვანაყნეიფშ ცაყა ადუნეი აჭკი! აჩა ზიდა ჰხუართამ უჰატ ჰარა იახა,იაგჰანაჟ ჰარა ჰუალქუა,ჰარა ჰტუ ძქუა იშრანაჰაჟუა ეიპშ,ჰაგალაუმგალან ჰარა აცგაფშუარა ჰაგიცნრჰუა ჰარა ავსთა!ამინ! <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <><> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> |
mogzaura |
![]()
პოსტი
#531
|
![]() ნანა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,805 რეგისტრ.: 26-October 06 მდებარ.: თბილისი.პლანეტა დიღომი:) წევრი № 332 ![]() |
ციტატა 4 თვის ფეხმძიმეს აბორტს აღარც უკეთებენ. აბორტს არა,მაგრამ ისეთ წამალს შეუშვებენ რომ ხელოვნურად ამშობიარებენ გინდ 7თვისა იყოს ![]() -------------------- ''როდესაც თქვენს ქებას გაიგებთ,გაიხსენეთ საკუთარი ნაკლოვანებები''
წმ ფილარეტ მოსკოველი |
ალექსანდრე |
![]()
პოსტი
#532
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 ![]() |
გამოვიდა მამა ადამის წიგნი, რომელიც სწორედ ამ თემებს შეეხება, ძალიან კარგი წიგნიაო და საინტერესოვო ამბობენ
-------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
Nodar |
![]()
პოსტი
#533
|
![]() გვფარავდეს ღმერთი ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 30 რეგისტრ.: 28-October 07 მდებარ.: სამშობლო წევრი № 3,072 ![]() |
საშინელებაა
![]() -------------------- ძალა ერთობაშია
|
juansheri |
![]()
პოსტი
#534
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,055 ![]() |
სურათები არ წაშალოთ. ეს ყოველდღიურობაა. უფრო მეტი ქართველი იხოცება ვიდრე ოდესმე მტერს დაუხოცავს. ძირს მკვლელობა. გაუმარჯოს სიცოცხლეს! რაც შეეხება მათ ცხონებას, ყველა სული ქრისტიანად იბადება,საქმე ისაა გონებით მიიღებს თუ არა ქრისტეს ზრდასრულობაში. ხოლო უნათლავი ჩვილები, იგივე არსით ქრისტიანები, სისხლში ინათლებიან ,რადგან მათ შეგნებული არჩევნის გაკეთება ჯერ არ შეუძლიათ. დაბოლოს რატომ ივიწყებენ რომ ღმერთს ყველა დიაკონზე და თვით ეკლესიაზე მეტი სიყვარული აქვს. რაც შეეხება მათ ცხონებას.ამაზე თვით წმიდა წერილი მიგვითითებს,რომ ნათლობა არის ადამიანს მეორედ შობა სულთ წმ.მოციქული პავლე წერს "რომელთა იგი ნთელ იღეთ ქრისტეს მიერ ქრისტე შეიმოსთ".აბორტით მოკლულ ბავშვებს კი ქრისტეს ნათელი არ მიუღიათ და ამის გამო ღვთის ნათელს ვერ იხილავენ . |
NaNN |
![]()
პოსტი
#535
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 21 რეგისტრ.: 23-October 07 წევრი № 3,032 ![]() |
სიცოცხლის ხელყოფის უფლება არავის აქვს.
აბორტი ყველაზე საშინელი წინასწარ დაგეგმილი მკვლელობაა. ![]() -------------------- "ნეტარ იყვნენ მშვიდობის მყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღვთისად იწოდნენ“
|
juansheri |
![]()
პოსტი
#536
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,055 ![]() |
სურათები არ წაშალოთ. ეს ყოველდღიურობაა. უფრო მეტი ქართველი იხოცება ვიდრე ოდესმე მტერს დაუხოცავს. ძირს მკვლელობა. გაუმარჯოს სიცოცხლეს! რაც შეეხება მათ ცხონებას, ყველა სული ქრისტიანად იბადება,საქმე ისაა გონებით მიიღებს თუ არა ქრისტეს ზრდასრულობაში. ხოლო უნათლავი ჩვილები, იგივე არსით ქრისტიანები, სისხლში ინათლებიან ,რადგან მათ შეგნებული არჩევნის გაკეთება ჯერ არ შეუძლიათ. დაბოლოს რატომ ივიწყებენ რომ ღმერთს ყველა დიაკონზე და თვით ეკლესიაზე მეტი სიყვარული აქვს. აბორტი მკვლელობაა და თან ცხონების გზის მოსპობით.ადმიანი სული ბუნებით ქრისტიანია,მაგრამ ადამის დაცემის შემდეგ ის მეორედ შობას საჭიროებს წყლით და სულით ,რომელიც თვით ქრისტემ დაგვიწესა.წმიდა წერილში მაცხოვარი ნიკოდიმოსთან საუბრისას ადამიანის მეორედ შობის აუცილებლობაზე ამბობს,რომ თუ კაცი მეორედ არშვა წყლისა და სულისაგან ვერ შევა სასუფეველში.წმ.დავითიც წერს "რამეთუ უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემან" და ერთი რაღაც ასეთ თემებზე თუ გაინტერესებთ კონკრეტული პასუხი არიან გამოცდილი მოძღვრები,რომელთაც შეუძლიათ გიპასუხონ,რადგან საკუტარი აზრების გამოთქმა ასეთ საკითხებზე სახიფათოა და კიდევ ღვთის სიყვარულის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია მისი ეკლესია თავისი მსახურებით. |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#537
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
juansheri
შეგიძლია (დრო თუ გაქვს) გაეცნო ფორუმელთა მსჯელობას უნათლავ თუ დაუბადებელ ჩვილთა ხვედრის შესახებ: http://church.ge/index.php?s=&showtopic=21...ndpost&p=126802 -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
afxazi |
![]()
პოსტი
#538
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
Misha Songulashvili
ციტატა არ მჯერა რომ ამ ქვეკანაზე რომელიმე ჯანმრთელი ფსიქიკის მქონე ადამიანმა თქვენი აზრი გაიზიაროს, ვინაიდან ეს მართლაც "საშინელი და არაქრისტიანული გადაწყვეტილებაა" კარგი მომყავს სინოდის განჩინება და ერთი მითხარი სადაა აქ არაქრისტიანული. წმიდა სინოდმა განაჩინა: პიროვნების სულის ცხოვნების შესახებ ეკლესიური მოძღვრება გვასწავლის, რომ ცხოვნებისათვის აუცილებელია ცოდვების მიტევება. წმ. იოანეს სახარებაში წერია: უკეთუ ვინმე არა იშვეს მეორედ, ვერ ხელეწიფების ხილვად სასუფეველი ღმრთისა“ (იოანე 3.3). მეორედ შობა ნიშნავს ახალი ადამიანის სულიერ დაბადებას. სარწმუნოების სიმბოლოს IX მუხლის მიხედვით, ცოდვათა მიტევება შესაძლებელია ნათლისღებით: „აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა“ - კართაგენის საეკლესიო კრების 110-ე მუხლის თანახმად ჩვილებიც ნათელს იღებენ ცოდვათა მისატევებლად“. ამ კანონით კართაგენის საეკლესიო კრება გვახსენებს, რომ ყოველ პიროვნებას, გარდა პირადი ცოდვებისა, გააჩნია აგრეთვე ადამისმიერი ანუ პირველქმნილი ცოდვაც. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ჩვილებიც, რომელტაც არ გააჩნიათ პირადი ცოდვები, საჭიროებენ ნათლისღებას, რათა განიწმიდონ პირველქმნილი ცოდვისაგან. სახარების მიხედვით ნათლისღებაში იგულისხმება ასევე ჯვარცმა და სიკვდილი. უფალი ბრძანებს: „სასუმელი სამე ჩემი შესუათ, და ნათლისღება, რომელი მე ნათელ ვიღო, ნათელ-იღოთ...“ (მათე 20,23). ამიტომ, ქრისტესათვის წამებულნი, რომელთაც არ ჰქონდათ მიღებული წყლით ნათლობა, ღვთის მადლით განიწმინდებიან ცოდვათაგან, ანუ იშვებიან მეორედ და ისევე, როგორც ნათელღებულნი, დაიმკვიდრებენ ცათა სასუფეველს ანუ ცხონდებიან. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მეორედ შობის ანუ ცოდვათაგან განწმენდის გარეშე სასუფევლის დამვკიდრება ანუ სულის ცხონება შეუძლებელია. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#539
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
ესეც გარჩევა (მერამდენედ ვდებ აღარ მახსოვს
![]() მოკლედ პრობლემა არის ჩემის აზრით სერიოზულად განსახლიველი. უნდა განვიხილოთ ყველა მაგალითის კონტექსტში, ანუ იმ მაგალითებისა, რომლებიც არ ჯდებიან პირდაპირ ფორმულაში: "ვინც არ მოინათლება"-ვგულისხმობ წყლით ნათლობას. რადგან არის რამდენიმე მაგალითი, რომლებიც აშკარად გამონაკლისია: 1. ავაზაკი, რომელიც არ მონათლულა წყლით და ასევე სისხლით (სისხლით ნათლობა არის სისხლის დაღვრა იესო ქრისტესთვის-ავაზაკს ეს არ ეხება) 2. წმინდა სიდონია, რომელიც ასევე არ მონათლულა არც წყლით და არც სისხლით. დავიწყოთ განხილვა: პიროვნების სულიც ცხოვნების შესახებ ეკლესიური მოძღვრება გვასწავლის, რომ ცხოვნებისათვის აუცილებელია ცოდვების მიტევება. წმ. იოანეს სახარებაში სწერია: ”უკუეთუ ვინმე არა იშვეს მეორედ, ვერ ხელეწიფების ხილვად სასუფეველი ღმრთისა” (იოანე 3.3) არაფერი ახალი აქ არ არის, ვეთანხმებით და ჯერ პრობლემას პირდაპირ არ შეხებია ეს ციტატა. გავაგრძელოთ: მეორედ შობა ნიშნავს ახალი ადამიანის სულიერ დაბადებას. მნიშვნელოვანი ადგილია,დავიმახსოვროთ დროებით. გადავიდეთ შემდეგზე: სარწმუნოების სიმბოლოს XI მუხლის მიხედვით, ცოდვათა მიტევება შესაძლებელია ნათლისღებით: ”აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა" აბსოლუტურის სიმართლეა და ისევ არ გვაქვს არაფერი ახალი კართაგენის საეკლესიო კრების 110-ე მუხლის თანახმად, ჩვილებიც ნათელს იღებენ ცოდვათა მისატევებლად ანუ სინოდი ეთანხმება კართაგენის კრების დადგენილებას, მაგრამ საინტერესოა რა წერია იქ ვნახოთ: кто отвергает нужду Крещения малых и новорожденных от матерней утробы детей или говорит, что хотя они и крещаются в отпущение грехов, но от прародительского Адамова греха не заимствуют ничего, что надлежало бы омыть банею возрождения (из чего следовало бы, что образ Крещения во отпущение грехов употребляется над ними не в истинном, но в ложном значении), тот да будет анафема ანუ: ვინც უარყოფს ბავშვთა და ახალდაბადებულთა ნათლობას და ამბობს, რომ თუმცა ისინი ინათლებიან ცოდვათა მოსატევებლად, მაგრამ ადამისგან არ იღებენ არაფერს ისეთს, რისი განბანაც საჭირო იქნებოდა (საიდანაც გამოვიდოდა, რომ ნათლობის სახე ცოდვათა მოტევებისთვის გამოიყენება მათზე არა ჭეშმარიტი, არამედ ცრუ მნიშვნელობით), იყოს მათზე ანათემა. რისი წინააღმდეგია კართაგენის კრება? ვნახოთ კიდევ: თუმცა ისინი ინათლებიან ცოდვათა მოსატევებლად, მაგრამ ადამისგან არ იღებენ არაფერს ისეთს, რისი განბანაც საჭირო იქნებოდა ე.ი.კართაგენის კრება ამბობს: 1. ადამიანს თან სდევს ადამის ცოდვის შედეგი, რომელიც არის მოსაცილებელი ნათლობით 2. კართაგენის კრება ამბობს ვისზე? ვნახოთ კარგად: ბავშვთა და ახალდაბადებულთა წერია სადმე აქ დაუბადებელი? არა, ამიტომ კანონიკური თვალსაზრისით, კართაგენის კრების მიღება აუცილებელია და ის არანაირად არ განიხილავს დაუბადებელი ჩვილის საკითხს. შედეგი: სინოდი ეთანხმება ამ ადგილსაც, თუმცა, როგორც ვნახეთ, აქაც დაუბადებელ ჩვილებზე საუბარი არაა. გავაგრძელოთ: სახარების მიხედვით, ნათლისღებაში იგულისხმება ასევე ჯვარცმა და სიკვდილი. უფალი ბრძანებს: "სასუმელი სამე ჩემი შესუით და ნათლისღება, რომელი მე ნათელ-ვიღო, ნათელ-იღოთ..." (მათე 20,23). ამიტომ ქრისტესათვის წამებულნი, რომელთაც არ ჰქონდათ მიღებული წყლით ნათლობა, ღვთის მადლით განიწმინდებიან ცოდვათაგან, ანუ იშვებიან მეორედ, და ისევე, როგორც ნათელღებულნი, დაიმკვიდრებენ ცათა სასუფეველს, ანუ _ ცხოვნდებიან. ეს ადგილი ასევე ყოველგვარი ორჭოფის გარეშე უნდა მივიღოთ ცხადია. და ისევ, არ არის განხილვა პრობლემისა შესაბამის ჭრილში: "უცნაური ფაქტები: წმინდა სიდონია და ავაზაკი". ამიტომ დავეთანხმოთ ამ ადგილს, არ ნიშნავს ვერდიქტის გამოტანას ჩვილებზე. და ბოლო: ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მეორედ შობის, ანუ ცოდვათაგან განწმენდის გარეშე სასუფევლის დამკვიდრება, ანუ სულის ცხოვნება შეუძლებელია. აბსოლუტური სიმართლეა და ახლა გავიხსენოთ ისევ ჩემს მიერ ზემოთ მონიშნული ადგილი: მეორედ შობა ნიშნავს ახალი ადამიანის სულიერ დაბადებას. საინტერესოა სიდონია იშვა მეორედ? პასუხი ნათელია-კი, მოინათლა პირდაპირი გაგებით? პასუხი ასევე ნათელია-არა სინოდის განჩინება ისეთია, რომ ის საქმეს იხილავს იმდენად კარგად და პროფესიონალურად, რომ ეს ფანატიკოსთა ნაკრებმა ვერ მოწვა ![]() დასკვნა: სინოდის განჩინება სიღრმისეულად არ ჩაძიებია უფლის განგების საკითხს, თუმცა ძიერული საკითხები სწორად და ზედმიწევნით სიზუსტით ჩამოაყალიბა. ბატონო მიშა, სანამ არ შემოგვთავაზებთ თქვენეულ აპოლოგიას არგუმენტებითურთ, თქვენი პოზიცია ცარიელი ბრახუნი გამოდის. -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#540
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
ვერ ხვდები ეს რას ნიშნავს აფხაზ? ანუ აქ ჩვილებიც "იგულისხმება რომელი ჩვილები ტკბილო? ![]() ![]() კანუდოსელ, ხომ იცი რომ არ გეთანხმები? ![]() და ამის მეტი შენგან არ მსმენია არაფერი, ანუ არგუმენტები სადაა? ![]() -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th June 2025 - 10:12 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი