![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
დეკ. ირაკლი |
![]()
პოსტი
#541
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 608 რეგისტრ.: 10-August 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,589 ![]() |
მაინტერესებს თანაც მიზეზი თუ ვინმემ იცის ჩვენს ეკლესიაში ამ თემის შემოტანისა და წამოჭრისა?
საიდან გაჩნდა ესეთი აზრი? თუ დავფიქრდებით მართლაც საკამათო თემაა, და ჭკვიანი ადამიანი მიხვდება რომ ამ თემაზე კამათი სწორედ იმისთვის არის საჭირო ,რომ არა ჭეშმარიტება გაირკვეს,არამედ იმისათვის რომ იყოს შფოთი! |
kato_Bato |
![]()
პოსტი
#542
|
![]() Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 ![]() |
არ დავინახო აქ კამათი და ჩხუბი, თორემ ყველას ბანებს დაგიცხობთ.
ამ წესების გათვალისწინებით. 2. წესები: ბ) იკრძალება მართლმადიდებლობის ან მოძღვრების ან ეკლესიის შესახებ ყოველგვარი დაუზუსტებელი, ცილისმწამებლური ინფორმაციის გამოქვეყნება, რომელმაც შეიძლება ჩრდილი მიაყენოს მათ სასულიერო მოღვაწეობას თუ პირად ღირსებას. დ) იყოს კორექტული, ზრდილობიანი, შემწყნარებლურად მოეკიდოს განსხვავებულ აზრს, პატივისმცემელი დამოკიდებულება იქონიოს განსხვავებული სარწმუნოების შესახებ მოსაზრების გამოქვეყნებისას და სხვა სარწმუნოების წარმომადგენელთან საუბრისას. ვ) არ დაუშვას თემაში ისეთ საკითხებზე საუბარი, რომლებიც არ ითვალისწინებს ამ თემის შინაარს, აგრეთვე დაუშვებელია თემისგარეთა მოსაზრებები (ე.წ. "ოფტოპიკი"), ლაყბობა (ე.წ. "ჩეთი") ან თემიდან სხვაგვარი გადახვევა. ზ) დისკუსიისას თავი აარიდოს ფორუმის მომხმარებლებს შორის არაეთიკურ მიმართვებს, შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს, განკითხვას, ცინიზმსა და ირონიას. თ) არ დაუშვას აღშფოთების, მრისხანებისა და ჩხუბის შემცველი ან მაპროვოცირებელი პოსტების წერა. ი) სიყვარულით და შემწყნარებლურად, მართლმადიდებლური სწავლების მიხედვით მოეკიდოს სხვა ფორუმელებს. კ) იზრუნოს ფორუმზე მშვიდობის შენარჩუნებისათვის. -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
saria-giorgi |
![]()
პოსტი
#543
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 407 რეგისტრ.: 4-July 07 მდებარ.: q.walenjixa წევრი № 2,386 ![]() |
აბორტის კრიმინალიზაციის შესახებ
ცოდვა ჯერ კიდევ ადამიანის შექმნამდე წარმოიშვა - სინათლის ანგელოზის ამპარტავნების სახით. ცოდვაში პირველი ადამიანებიც ჩავარდნენ და, სამწუხაროდ, ერთ-ერთი პირველი ცოდვა, რომელიც კაცთა შორის გაჩნდა იყო მკვლელობა, კაენის მიერ მისი ძმის აბელის მოკვლა. აქედან მოყოლებული მკვლელობა შავ ლაქად გასდევს კაცობრიობის ისტორიას. მკვლელობა ხდებოდა სხვადასხვა შემთხვევებში და სხვადასხვა სახით: კლავდნენ დღისით და ღამით, შურისძიებით და ანგარებით, მეფეებს და გლეხებს, მორწმუნეებს და ურწმუნოებს, „დიდთა“ და „მცირეთა“, დაბადებულ თუ ჯერაც დაუბადებელ ადამიანებს. მკვლელობის მრავალ სახეთა შორის მკითხველის ყურადღება მინდა მივაპყრო დაუბადებელი (ჩასახული) ბავშვის (ანუ ემბრიონის) მკვლელობას. მას სამედიცინო ენაზე აბორტი ეწოდება. აბორტი (ლათ. abortus) ეწოდება ორსულობის ხელოვნურად ნაადრევ შეწყვეტას. იგი ხორციელდება სათანადო სამედიცინო დაწესებულებებში და დასაშვებია ორსულობიდან 12 კვირის ვადაში, სპეციალური მაჩვენებლებით 22 კვირამდე, ხოლო სამედიცინო მაჩვენებლებისა და ქალის თანხმობის შემთხვევაში - ორსულობის ვადის მიუხედავად. რა არის აბორტი? როდის იწყება სიცოცხლე? რა არგუმენტები და კონტრარგუმენტები არსებობს აბორტის სასარგებლოდ თუ საწინააღმდეგოდ? შევეცდებით, შეძლებისდაგვარად პასუხი გავცეთ აღნიშნულ კითხვებს. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ აბორტი განიხილება სარწმუნოებრივი, სამედიცინო და იურიდიული კუთხით. ჩვენ ძირითადად განვიხილავთ მის იურიდიულ ასპექტებს, თუმცა გარკვეულწილად შევეხებით სარწმუნოებრივ და სამედიცინო მხარესაც. აბორტი მართლმადიდებელი სარწმუნოების მიხედვით განიხილება ერთ-ერთ უმძიმეს ცოდვად. დიდი სჯულისკანონში მითითებულია, რომ აბორტის გამკეთებელი დედაკაცნი უნდა განკანონდნენ (ე.ი. დაისაჯონ, დ.ჩ.) „კანონითა კაცისმკლველთაითა“. ეს, სხვათაშორის, დიდი სჯულისკანონის არაერთ ნორმაშია მითითებული. წმიდა წერილიდან ირკვევა, რომ ბავშვს სული ეძლევა ჩასახვისთანავე. ამის მაგალითად შეგვიძლია დავასახელოთ ის, რომ ბიბლიაში მოხსენებულ მამამთავრებს, წინასწარმეტყველებს და სხვა წმინდანებს სახელი ჩასახვისთანავე ეძლეოდათ, როგორც ცოცხალ არსებებს. ეკლესია ცალკე აღნიშნავს წმ. იოანე ნათლისმცემლის მუცლადღების დღეს (6 ოქტ. ახ. სტილით). წმ. დავით მეფსალმუნე ბრძანებს: „შემიწყნარე მე დედის მუცლით ჩემითგან“. ყოველივე ეს მიუთითებს იმას, რომ ეკლესია ჩასახულ ბავშვს აღიქვამს ჩვეულებრივ ადამიანად, რომელსაც აქვს სული, ბოძებული ღმრთისაგან და არის ცოცხალი არსება. მცირე კურთხევანში არსებობს საგანგებო ლოცვა იმ შემთხვევაში, როცა ორსულობა ნაადრევად შეწყდება (ცხადია, ბუნებრივად). ამ ლოცვის საკითხავები სინანულის შემცველია. ეს არცაა გასაკვირი, ვინაიდან შვილიერება ღმრთის წყალობად ითვლებოდა და ითვლება როგორც ძველი, ისე ახალი აღთქმის ეკლესიაში. ამიტომაც ღმრთის წყალობის განშორება, ცხადია, სამწუხარო იყო ყოველი მორწმუნისათვის. წმიდა პავლე მოციქული პირდაპირ მიუთითებს ტიმოთეს მიმართ პირველ ეპისტოლეში (2;14), რომ დედაკაცნი ცხონდებიან „შვილთსხმისაგან, უკუეთუ ეგნენ სარწმუნოებით და სიყუარულით და სიწმიდით ღირსებასა ზედა“. ცოდვით გაუკუღმართებული ადამიანები ხშირად ეძებდნენ სხვადასხვა საშუალებებს, რომ თავისი ცოდვები ან დაეფარათ, ან გაემართლებინათ. ამის განხორციელებისათვის ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენდა (და წარმოადგენს) ლამაზი სიტყვებით შენიღბვა ცოდვისა, რათა იგი კაცთაგან მოინათლოს „მაღალ ცივილიზებულობად“, „განვითარების მაღალ საფეხურად“ და ა.შ. ასე მაგალითად, სიძვისა და მრუშების უმძიმესი ცოდვა „თავისუფალი აზროვნების“ ერთ-ერთ გამოვლინებად ითვლება, სოდომურ ცოდვები „სქესობრივ თავისუფლებად“ (!), იმდენად, რომ ჰომოსექსუალურ ქორწინებას ზოგიერთი ე.წ. „ეკლესიები“ აკურთხებენ კიდევაც, როგორც განვითარების ერთ-ერთ გამორჩეულ ნიშანს. ფიზიკურად დაუძლურებული ადამიანის მკვლელობას „მშვენიერი სიკვდილი“, ანუ ევთანაზია უწოდეს (ბერძნ. ეუ -კარგი, მშვენიერი, thanasia - სიკვდილი) და არაერთ სახელმწიფოში დააკანონეს კიდევაც (საბედნიეროდ ევთანაზია საქართველოში ისჯება სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე მუხლით), ხოლო უსუსური, უმწეო ბავშვის მკვლელობის საზარელ ცოდვას სრულიად უწყინარი სახელი „აბორტი“ ჰქვია და სამწუხაროდ დაკანონებულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ესაა არნახული მასშტაბის ბრძოლა საკუთარი შვილების, მომავალი თაობის წინააღმდეგ. ამიტომ, თავისთავად ცხადია, რომ ქრისტეს წმიდა ეკლესია არასდროს არ შეიწყნარებს ბავშვის მკვლელობას. ეს ცოდვა ხომ ზეცას შეღაღადებს თავისი სიმძიმით. საშინელია იმის გააზრება, რომ 1989 წლისთვის საქართველოში გაკეთებულ აბორტთა რიცხვი შეადგენდა თითქმის 69 ათასს (!), რაც ყოველ 100 ჩასახულ ბავშვზე 45-ია, ხოლო 1998 წლისთვის ამ რიცხვმა 24 ათასამდე, ანუ 3-ჯერ იკლო (იხ. ნ. ხომასურიძე, „აბორტი და მისი შედეგები“, კონფერენცია „ქრისტიანობა და მედიცინა“, 1999 წლის 14-15 დეკემბერი), რაც უდავოდ ჩვენი ბრძენი მამამთავრის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II, წმიდა სინოდის მღვდელმთავრების და მთლიანად საქართველოს ეკლესიის დამსახურებაა. აუცილებელია ითქვას, რომ აბორტს ეწინააღმდეგებიან მედიცინის წამყვანი მუშაკები როგორც საქართველოში, ისე დასავლეთ ევროპაში. ბიოლოგიურად დადასტურდა, რომ ბავშვი ცოცხალი არსებაა ჩასახვის მომენტიდან, განურჩევლად იმისა თუ რამდენი ხნისაა იგი ან რა ფორმის. რაც მთავარია, მას გააჩნია 46 ქრომოსომა, რომელშიც გადმოცემულია კონკრეტული ადამიანის უნიკალური თვისებები და მხოლოდ ის, რომ იგი ჯერ „სათანადო“ ზომის არაა, არანაირ უფლებას არ გვაძლევს ვიფიქროთ, რომ ჩასახული ბავშვი არ არის ადამიანი. მართებულად შენიშნავს პარიზის უნივერსიტეტის პროფესორი, უჯრედის გენეტიკის წამყვანი სპეციალისტი ჟერომ ლეჟენი: „ადამიანი არის ის, ვინც ეკუთვნის ჩვენს (ადამიანურ) მოდგმას. მნიშვნელობა არ აქვს კილოგრამებისა და დიფერენციაციების რაოდენობას“ (იხ. Davis v. Davis, No. E-14496, Blount County, Tennessee Circuit Court, 1989). სხვათაშორის, მრავალი მეცნიერი, რომლებიც თავდაპირველად აბორტის მომხრენი იყვნენ, თანდათანობით, ხანგრძლივი გამოკვლევების შედეგად მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ჩასახული ბავშვი არის ცოცხალი არსება, ჩვეულებრივი ადამიანი, ხოლო აბორტი - ადამიანის მკვლელობა. ასეთ მეცნიერთა რიცხვს მიეკუთვნება ცნობილი ამერიკელი მეან-გინეკოლოგი, დოქტორი ბერნარდ ნატანსონი. სწორედ მან გადაიღო მსოფლიოში საყოველთაოდ ცნობილი ფილმი „უხმო ყვირილი“, სადაც დაფიქსირებულია კადრები, რომლებიც სავსებით ადასტურებენ ემბრიონის სიცოცხლისუნარიანობას. დღესდღეობით მედიცინას ძალუძს 25-კვირიან ნაადრევად დაბადებულ ბავშვს შეუნარჩუნოს სიცოცხლე. ეს ციფრი არცთუ დიდიხნის წინ 30 კვირა იყო. მედიცინა ნახტომისებური ნაბიჯებით მიიწევს წინ. ხვალ შეიძლება ეს ციფრი უფრო შემცირდეს. ამის დასტურია ისიც, რომ მოხეხრდა 19-კვირიანი კენი კინგის გადარჩენა (დაიბადა 1985 წ. აშშ-ში), რომელიც მხოლოდ 510 გრ წონისა იყო. მოკლედ შევეხოთ ჩანასახის განვითარებას დაბადებამდე. ხშირად, როდესაც აბორტის გამართლება სურთ, მიზეზად მოაქვთ ის ფაქტი, რომ ბავშვი დაბადებამდე არის დედის სხეულის ნაწილი და დედას უფლება აქვს თავის სხეულს ისე მოეპყრას, როგორც ეს მას უნდა. აქ აუცილებელია აღინიშნოს, რომ, უპირველეს ყოვლისა, ადამიანს ქრისტიანულად არ აქვს უფლება საკუთარ თავს მოეპყრას სურვილისამებრ, რადგან ჩვენი სხეული არის „ტაძარი სულისა წმიდისა“ (I კორ. 6; 19) და მისი შებილწვა შეურაცხყოფს უფალს და მეორეც, ჩასახვის მომენტიდან ბავშვი არის დამოუკიდებელი არსება, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ მას შეიძლება ჰქონდეს დედისგან განსხვავებული სქესი, კანის ფერი, თმის ფერი, თვით სისხლის ჯგუფიც კი! (იხ. Flanagan, Geraldine Lux, The First Nine Months of Life, NY, 1965). განა შეიძლება რომ ადამიანს ცალ ხელში ჰქონდეს პირველი, ხოლო მეორეში, ვთქვათ, მესამე ჯგუფის სისხლი? ან ტვინში მეორე, ხოლო ღვიძლში მეოთხე ჯგუფის სისხლი? ხოლო ბავშვთან მიმართებაში, გამომდინარე იქიდან, რომ დედა და ბავშვი სხვადასხვა არსებები არიან, კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ მსგავსი განსხვავებები სავსებით დასაშვებია. ჩასახვიდან მე-3 კვირას ბავშვს უკვე გამოკვეთილი აქვს ორგანოები, ხოლო მე-6 კვირიდან ელექტროენცეფალოგრამული ხელსაწყოებით სავსებით შესაძლებელია ტვინის ფუნქციონირების დადგენა. ეს სავსებით ადასტურებს იმას, რომ დაუბადებელი ბავშვი აზროვნებს, მას აქვს შეგრძნებები, განიცდის ტკივილს, იცინის, ტირის, ანუ ფაქტობრივად დიდად არ განსხვავდება ახალშობილისაგან, რომელიც, მსგავსად დაუბადებელი ბავშვისა, ვერ ლაპარაკობს, ვერ აღიქვამს გარემოს ხეირიანად და ა.შ., მაგრამ რეალურად ის მაინც ადამიანია (იხ. Hamlin, Hannibal, ‘Life or Death by EEG’, Journal of AMA, Oct. 12, 1964). განა შეიძლება, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩანასახი სრულად ვერ იყენებს თავის ადამიანურ შესაძლებლობებს, ეს მას ნაკლად ჩავუთვალოთ და სასიკვდილო განაჩენი გამოვუტანოთ? ამავე ლოგიკით, „სასიკვდილონი“ ყოფილან ყრუები, მუნჯები, ბრმები, ხეიბრები... ეს იდეა ახლოს ხომ არ დგას ნაციონალ-სოციალისტთა თეორიასთან ე.წ. „არასრულფასოვანი“ ადამიანების განადგურების შესახებ?.. მე-7 კვირიდან უკვე ნაყოფი იწყებს მოძრაობას. თუმცა სამედიცინო გამოკვლევები ადასტურებენ, რომ დედა ბავშვის მოძრაობას აღიქვამს გაცილებით გვიან ოთხი, ოთხნახევარი თვის შემდეგ. მე-10 კვირიდან ბავშვს შეუძლია შეხება და სანაყოფე წყლის ყლაპვა, იგი რეაგირებს გარეშე მოვლენებზე, ხოლო მე-12 თვეს ბავშვს უკვე გამოკვეთილი აქვს თითები, ფრჩხილები და თვით ქუთუთოებიც კი. ფაქტობრივად ამ პერიოდისთვის ბავშვის ორგანიზმის ჩამოყალიბება დასრულებულია. იგი უბრალოდ განვითარებას 6 თვის მანძილზე განაგრძობს დედის სხეულში, ხოლო შემდგომ პერიოდში დედის სხეულის გარეთ. აბორტის სამედიცინო ასპექტების განხილვის შემდეგ დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ თანამედროვე სამედიცინო აპარატების საშუალებით სავსებით და საბოლოოდ დადასტურდა, რომ ჩანასახი არის ადამიანი, რომელსაც აქვს სიცოცხლის უფლება, ბოძებული ღვთისაგან, რომლის წართმევა წარმოადგენს აშკარა გალაშქრებას საუფლო ნების წინააღმდეგ. სანამ სტატიის ძირითად საკითხს - აბორტის იურიდიულ მხარეს განვიხილავდეთ, გვსურს მოვიტანოთ ციტატა ქ-ნ ნანა ხომასურიძის საკონფერენციო ნაშრომიდან „აბორტი და მისი შედეგები“, რომელიც მან წარმოადგინა 1999 წლის დეკემბერში, საქართველოს საპატრიარქოსა და თსსუ თაოსნობით ორგანიზებულ კონფერენციაზე „ქრისტიანობა და მედიცინა“: „მსოფლიოს მრავალწლიანი გამოცდილება გვიჩვენებს, რომ აბორტთან ბრძოლა აკრძალვითა და იურიდიული მექანიზმებით არ იძლევა შედეგებს, მისი დაძლევა მხოლოდ მოსახლეობის სულიერი გაჯანსაღების შედეგადაა შესაძლებელი“. ამ საკითხში ქართველი მედიკოსები გვერდით უნდა დაუდგნენ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, რომ ერთიანი ძალისხმევით მივაღწიოთ სასურველ შედეგს - აბორტის პრობლემის დაძლევას. თუმცა, ამავე დროს, აბორტის მიმართ მოსახლეობის ჯანსაღი აზრის ჩამოყალიბებაში ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი შეიძლება შეასრულოს აბორტის კრიმინალიზაციამ, ანუ სისხლის სამართლის დანაშაულად გამოცხადებამ, რადგან სასჯელის მიზნებს შორის არსებობს ე.წ. „ზოგადი პრევენცია“, ანუ ის, რომ სასჯელი სამაგალითოა სხვათათვის, რომ მათ სასჯელის შიშით თავი შეიკავონ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებისაგან. ამავე დროს სახელმწიფო, სამართლის თეორიის თანახმად, სასჯელთან ერთად მიმართავს დარწმუნების მეთოდსაც, რაც გულისხმობს იმას, რომ მოქალაქეთა აზრის ჩამოყალიბება ხდება დანაშაულის საწინააღმდეგო მოწოდებებით, ანტიკრიმინალური იდეოლოგიის გატარებით. უპირველეს ყოვლისა, შევეხოთ ჩანასახის უფლებებთან დაკავშირებით არსებულ სამართლებრივ ნონსენსს. კერძოდ, იგი მდგომარეობს იმაში, რომ მთელი რიგი კანონები და საერთაშორისო შეთანხმებები იცავენ ჩანასახის, როგორც სამართლის სუბიექტის უფლებებს და უფლებათა შორის უპირველეს - სიცოცხლის უფლებას, ხოლო მეორეს მხრივ სისხლის სამართლის კოდექსი სრულიად უშვებს ჩანასახის ხელოვნურ მოცილებას, ე.ი. ნაყოფის მკვლელობას, ანუ აბორტს. დასჯადია მხოლოდ ე.წ. „უკანონო აბორტი“ (სსკ, მუხ.133), რაც გულისხმობს აბროტის გაკეთებას არალიცენზირებული და არაუფლებამოსილი პირის მიერ. ამ შემთხვევაშიც კი, თავისთავად ცხადია, რომ სამართლებრივი დაცვის ობიექტი არაა ბავშვის (ანუ ნაყოფის) სიცოცხლე. სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება აღნიშნული ქმედება, როგორც დანაშაული ქალის ჯანმრთელობის წინააღმდეგ და შესაბამისად, 133-ე მუხლი შედის სისხლის სამართლის კოდექსის იმ თავში, სადაც მოცემულია დანაშაულები, რომელიც საფრთხეს უქმნიან ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ჩვენის აზრით, სრულ გაუგებრობას ქმნის სამოქალაქო სამართლის კოდქსის 1307-ე მუხლის „ბ“ პუნქტი, რომელიც შესაძლებლად აცხადებს, რომ პირის მემკვიდრედ გამოცხადდეს ჩასახული, მაგრამ ჯერაც დაუბადებელი ბავშვი: მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ ანდერძით მემკვიდრეობისას: „პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, აგრეთვე ისინი, რომლების ჩაისახნენ მის სიცოცხლეში და დაიბადნენ მისი გარდაცვალების შემდეგ, მიუხედავად იმისა, მისი შვილები არიან ისინი თუ არა, ასევე იურიდიული პირები.“ ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ჩასახულ ბავშვს, მართალია არასრულად (ვინაიდან კანონით მემკვიდრეობა მასზე არ ვრცელდება), მაგრამ მაინც აქვს უფლება მემკვიდრეობაზე, იგი გვევლინება სამართლის სუბიექტად. აქედან სრულიად გაუგებარია, თუ რატომ, რა საფუძვლით არ ისჯება მისი მკვლელობა. ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ სამოქალაქო სამართლის კოდექსი არ აკონკრეტებს, თუ რა ხნის უნდა იყოს ჩასახული ბავშვი, ეს უფლება რომ მოიპოვოს. ამიტომ, ნაყოფი უფლებებს შეიძენს იმ მომენტიდან, როდესაც სამედიცინო გამოკვლევით სავსებით და უტყუარად დადასტურდება ქალის ორსულობა. ეს კი, როგორც ზემოთაც აღინიშნა, საკმაოდ ადრეულ ეტაპზე ხდება. მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მკვლელობა გამოცხადებულია დანაშაულად. საკუთრივ ნორმის დისპოზიციაში არაა განმარტებული, თუ რა არის მკვლელობა, ან როდის იწყება, ან მთავრდება ადამინის სიცოცხლე. თუმცა, როგორც კომენტატორები და სისხლის სამართლის სპეციალისტები მიუთითებენ, ადამიანის სიცოცხლე იწყება იმ მომენტიდან, როცა ბავშვი გამოყოფას იწყებს დედის სხეულიდან, ანუ მშობიარობის დაწყების მომენტი (იხ. ვ. მაყაშვილი, მ. მაჭავარიანი, თ. წერეთელი, თ. შავგულიძე, დანაშაული პიროვნების წინააღმდეგ (სამეცნიერო-პრაქტიკული კომენტარი), თბ. 1980), ამგვარად ჩანასახის მოსპობა არანაირად არ არის დანაშაული (იხ. ზ. წულაია, სისხლის სამართალი (კერძო ნაწილი), ტ. I, თბ. 2000). იმისდა მიუხედავად, რომ აღნიშნული პიროვნებები საკმაოდ ავტორიტეტული არიან სისხლის სამართლის მეცნიერებაში, სრულიად გაუგებარია, თუ რის საფუძველზე დაასკვნეს მათ, რომ ადამიანის სიცოცხლე იწყება დაბადების მომენტიდან? ყველაფერი ეს შედეგია იმ ათეისტური იდეოლოგიისა და პროპაგანდისა, რაც მიდიოდა საბჭოთა კავშირსა თუ სხვა ქვეყნებში, რომელიც მიზნად ისახავდა „პიროვნების თავისუფლების დროშით“ ადამიანები ცოდვებისა და უზნეობის მორევში ჩაეთრია, სადაც სულერთი იქნებოდა ღვთის სიტყვა და მცნებები. ბუნებრივია, რომ რევოლუციათა გარიჟრაჟზე ასეთ პროპაგანდას მართლაც უღვთო ადამიანები ეწეოდნენ, ხოლო დროთა განმავლობაში, რაც ძალიან სამწუხაროა, ასეთ იდეებამდე პიროვნულად კეთილი ადამიანებიც კი მივიდნენ, რომლებიც უკვე ვეღარ აცნობიერებდნენ მათ მცდარ ნაბიჯს, რადგანაც მოკლებული იყვნენ დედა ეკლესიის მადლს და ღვთის მაცხონებელ სიტყვას. ჩასახული ბავშვის სიცოცხლეს იცავენ საერთაშორისო ხელშეკრუ-ლებები და შეთანხმებები. ბავშვის უფლებათა კონვენციის (1989.20.11) პრეამბულის მე-9 აბზაცში აღნიშნულია: „ვითვალისწინებთ რა ბავშვის უფლებათა დეკლარაციაში აღნიშნულს, „ბავშვი, მისი ფიზიკური და მენტალური (გონებრივი, დ.ჩ.) მოუმწიფებლობის მიზეზით საჭიროებს სპეციალურ დაცვასა და ზრუნვას, როგორც დაბადებამდე (ხაზგასმა ჩვენია, დ.ჩ.), ასევე დაბადების შემდგომი პერიოდის შესაბამისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით“. ხოლო ამავე შეთანხმების 1-ლი მუხლი განსაზღვრავს, რომ ბავშვში იგულისხმება თვრამეტ წლამდე ასაკის ადამიანი. როგორც შერონ დეტრიქი ამ მუხლის კომენტირებისას აღნიშნავს, „ბავშვი ნიშნავს ყველა ადამიანს ჩასახვის მომენტიდან 18 წლის ასაკამდე (იხ. Detrick, Sheron, A Commentary on the UN Convention on the Rights of Child, Nijhoff Publishers, 1999). ჩასახული ბავშვის სიცოცხლის უფლებას იცავს, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა ამერიკის კონვენცია (მუხ.4) და ნაწილობრივ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია (მუხ.3). აბორტის მომხრეთა შორის არსებობს გარკვეული არგუმენტები, რომლითაც ისინი ცდილობენ დაამტკიცონ, რომ აბორტი გამართლებულია. განვიხილოთ ეს არგუმენტები: ქალს უფლება აქვს თვითონ განსაზღვროს, სურს თუ არა ბავშვი ქრისტიან ადამიანს უნდა სურდეს ის, რაც სურს ღმერთს. ამას ეწოდება სინერგია, ანუ ღვთისა და ადამიანის ნების ურთიერთთანხვედრა. თუმცა დღევანდელ პირობებში, როცა რწმენა საერთოდ დაცემულია მთელს მსოფლიოში, შეიძლება დავუშვათ, რომ ქალმა მართლაც განსაზღვროს სურს თუ არა მას შვილი, მაგრამ ეს უნდა ხდებოდეს ბავშვის ჩასახავმდე და არაფრით ჩასახვის შემდეგ. ემბრიონი უკვე წარმოადგენს ცოცხალ ადამიანს და მისი მოშორება ნიშნავს სიცოცხლის განზრახ მოსპობას, ანუ მკვლელობას. ცხადია, ქალს აქვს თავისი უფლებები, მაგრამ ბავშვსაც ხომ აქვს უფლებები? ისეთ შემთხვევაში, როცა ხდება უფლებათა შეპირისპირება, ანუ შეუძლებელია ერთი პიროვნების უფლების განხორციელება მეორის უფლების შეზღუდვის გარეშე, ასეთ დროს უპირატესობა უნდა მიენიჭოს უფრო აღმატებულ უფლებას, სამართლიანობის პრინციპის გათვალისწიებით. ადამიანს უფლება აქვს, არ მოსწონდეს სხვა ადამიანი, მაგრამ ხომ არ შეიძლება რომ ამ საფუძვლით მოკლას იგი? ისევეა აქაც: ქალმა იმიტომ, რომ შვილი იმ კონკრეტული მომენტისთვის არ სურს, რადგან მას უამრავი პირადი საქმე აქვს, ან ხელი შეეშლება პირველი შვილის გაზრდაში, ან სხვა ასეთი უბრალო მიზეზით, შეიძლება სიცოცხლე მოუსწრაფოს მას? სამართლის თეორიით დაუშვებელია მკვლელობა თვით ისეთ შემთხვევაშიც კი, როცა საკითხი ქალის ჯანმრთელობას ეხება, ვინაიდან არ შეიძლება ერთი პიროვნების ბედნიერების აგება მეორის უბედურებაზე. ქალს შეიძლება უჭირდეს მატერიალურად და არ შეეძლოს მომავალი შვილის ეკონომიკურად უზრუნველყოფა სრულიად უსაფუძვლო არგუმენტია. ამავე ლოგიკით, იმ შემთხვევაში თუ ქალს, რომელსაც საკმარისი ფინანსური შესაძლებლობები გააჩნდა, გაუჭირდება მატერიალურად, უფლება აქვს მოკლას რომელიმე შვილი, რათა სხვებს საარსებო პირობები შეუქმნას! თუმცა ვნახოთ, რეალურად რა მიზეზით კეთდება აბორტი? როგორც სტატისტიკურმა მონაცემებმა გვიჩვენა, აბორტების 93% კეთდება ისეთი მიზეზებით, როგორიცაა „შობადობის კონტროლი“, „არასასურველი ბავშვი“ და ა.შ., ხოლო 7% სისხლის აღრევის, დედის ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესებისა და გაუპატიურების შემთხვევებში (Aida Torres and Jacqueline Darroch Forrest, Why Do Women Have Abortions? FPP No.4 July-August). ჩასახული ბავშვი არ არის პიროვნება ამ არგუმენტის პასუხისათვის უპირველესად უნდა დავაზუსტოთ, თუ რას გულისხმობს ტერმინი „პიროვნება“, ანუ იურიდიულად რომ განვმარტოთ, ნიშნავს იგი ქმედუნარიანობას, თუ უფლებაუნარიანობას? თუ პიროვნებაში გულისხმობენ ქმედუნარიან პირს, ანუ პირს, რომელსაც შეუძლია თავისი ნებითა და მოქმედებით სრული მოცულობით შეიძინოს და განახორციელოს უფლებები და მოვალეობები, მაშინ გამოდის, რომ ყველა მცირეწლოვანი და ქმედუუნარო პირები არ ყოფილან პიროვნებები და დასაშვებია მათი მოკვლა?! ხოლო თუ პიროვნებაში ვგულისხმობთ უფლებაუნარიან ადამიანს, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს უფლებები და მოვალეობები, მაშინ უფლებაუნარიანი ყოფილა ქმედუუნაროც, ჩასახულიც და დაბადებული ბავშვიც. ასე რომ, ჩასახული ბავშვი პიროვნებაა ფართო გაგებით და მასაც შეიძლება ჰქონდეს გარკვეული უფლებები და მით უმეტეს, სიცოცხლის უფლება. როგორც დავინახეთ, აბორტის მომხრეთა უმთავრესი შეცდომა არის ის, რომ ისინი, ჩასახულ ბავშვს არ თვლიან ცოცხალ არსებად, ხოლო პირველ შეცდომას მოჰყვება სხვაც და საბოლოოდ იღებენ მცდარ მოსაზრებას. თუკი ერთხელ და სამუდამოდ გავიაზრებთ, რომ ჩასახული ბავშვი ადამიანია, მაშინ ხუხულასავით დაინგრევა ყველა ის მოსაზრება, რომელიც ცდილობს აბორტის გამართლებას. დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ, ალბათ, დადგა დრო, რომ აბორტი ყოველგვარი დათქმების გარეშე გამოცხადდეს სისხლის სამართლის დანაშაულად და ჩაითვალოს ადამიანის მკვლელობად. შეიძლება ამით აბორტი ერთბაშად არ აღმოიფხვრას ქვეყანაში, მაგრამ სახელმწიფო ერთმნიშვნელოვნად დაადასტურებს, რომ დგას სამეუფეო გზაზე და თუ დღეს არა, ხვალ აბორტის პრობლემამ შეიძლება აღარც იარსებოს. ჩვენს სტატიას კი დავასრულებდით აშშ ყოფილი პრეზიდენტის, ქვეყანაში აბორტის კრიმინალიზაციის აქტიური მხარდამჭერის რონალდ რეიგანის სიტყვებით: „აბორტს უკვე დაბადებული ადამიანები აკეთებენ“. -------------------- [indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
|
tako@tako |
![]()
პოსტი
#544
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 237 რეგისტრ.: 4-June 07 წევრი № 2,096 ![]() |
უჰ სუნთქავა შეკრული ვკითხულობდი .მადლობთ ასეთი კარგი და საჭირო თემისთვის.მეზობელი მყავს ერთი რომელმაც ტყუპი მიჩები მოიშორა იმას რა უნდა ველაპარაკო ამის შემდეგ?
|
ქეთუ |
![]()
პოსტი
#545
|
![]() ცრემლისფერი... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,898 რეგისტრ.: 16-December 06 მდებარ.: USA წევრი № 698 ![]() |
ბატონო saria-giorgi
ასეთი თემა უკვე არსებობს. ![]() და ჩემი უმორჩილესი თხოვნა იქნება, ვიდრე ახალ ტოპიკს გავხსნით გადავხედოთ ფორუმს ხომ არ არსებობს უკვე იგივე შინაარსის თემა ![]() -------------------- "ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი... მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი, სული მაინც მუხლმოყრილია..." "Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!" |
Genesis |
![]()
პოსტი
#546
|
მივაფსი კრემლს ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 ![]() |
ძნელი მოსასმენია ძნელი საყურებელია...
მაგრამ რა ადვილად ვადებთ ხელს სხვას ამანდამან აბორტი გაიკეთა და კაცი მოკლაო... მე როგორც მომავალმა მედიცინის მუშაკმა არ შემიძლია ასეთი რამე არ გიტხრათ: როცა ადამიანი მანქანით დადის ათასობით სხვა მძღოლთან ერთად, მილიონობით ადამიანს უწამლავს ჰაერს და უსწრაფავს სიცოცხლეს.... ამის გულისთვის უარი ვთქვათ ტექნიკაზე? სანამ ვინმეს დაადანაშაულებდეთ მკვლელობაში ჯობია ყველამ საკუთარ ქვას დახედოს... პ.ს. მე განა ყველა აბორტის მომხრე ვარ... მაგრამ ანომალიების მოშორების კი... არ ვთვლი რომ მოუნათლავი ჩანასახის მიმართ ღმერთი მოწყალე არ იქნება... რადგან ღმერთის სამართლის იმედი მაქ. -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
ჰ ა რ ი რ ა |
![]()
პოსტი
#547
|
![]() გ ი ო რ გ ი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 348 რეგისტრ.: 4-May 07 მდებარ.: ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო, ქალაქი რუსთავი წევრი № 1,834 ![]() |
ძნელი მოსასმენია ძნელი საყურებელია... მაგრამ რა ადვილად ვადებთ ხელს სხვას ამანდამან აბორტი გაიკეთა და კაცი მოკლაო... მე როგორც მომავალმა მედიცინის მუშაკმა არ შემიძლია ასეთი რამე არ გიტხრათ: როცა ადამიანი მანქანით დადის ათასობით სხვა მძღოლთან ერთად, მილიონობით ადამიანს უწამლავს ჰაერს და უსწრაფავს სიცოცხლეს.... ამის გულისთვის უარი ვთქვათ ტექნიკაზე? სანამ ვინმეს დაადანაშაულებდეთ მკვლელობაში ჯობია ყველამ საკუთარ ქვას დახედოს... პ.ს. მე განა ყველა აბორტის მომხრე ვარ... მაგრამ ანომალიების მოშორების კი... არ ვთვლი რომ მოუნათლავი ჩანასახის მიმართ ღმერთი მოწყალე არ იქნება... რადგან ღმერთის სამართლის იმედი მაქ. ადამიანი ადამიანია რაც არ უნდა არასრულფასოვანი დაიბადოს ასე რომ ამ შემთხვევაში აბორტის გაკეთება არანაირად არ ამართლებს პიროვნებას. -------------------- . . .
|
დათიკო |
![]()
პოსტი
#548
|
![]() დათიკო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 ![]() |
Genesis
ციტატა როცა ადამიანი მანქანით დადის ათასობით სხვა მძღოლთან ერთად, მილიონობით ადამიანს უწამლავს ჰაერს და უსწრაფავს სიცოცხლეს.... მაგარი შედარებაა, ღმერთმანი ![]() |
თათარაშვილი |
![]()
პოსტი
#549
|
![]() გამვლელი მემბერი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,533 რეგისტრ.: 2-June 07 მდებარ.: ზურგიანი სკამი წევრი № 2,083 ![]() |
ციტატა როცა ადამიანი მანქანით დადის ათასობით სხვა მძღოლთან ერთად, მილიონობით ადამიანს უწამლავს ჰაერს და უსწრაფავს სიცოცხლეს.... ![]() |
nuciko-22 |
![]()
პოსტი
#550
|
![]() nino kobidZe ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 432 რეგისტრ.: 21-June 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 2,261 ![]() |
გეხვეწები ეგ სურათები წაშალე! ცუდად ვარ. ამას პატარები რომ ნახავენ და რომ გაიგებენ თავისმა დედამ აბორტი გაიკეთე შეიძლება ისე გაბოროტდნენ რომ საერთოდ შეიძულონ მშობლები. არა! უნდა ნახონ! და არა მარტო ბავშვებმა!...ყველამ უნდა ნახოს და კარგად გაათვითცნობიეროს რა უმძიმესი ცოდვაა. საკუთარ შვილს რომ კლავ... სინათლის უნახავს... და რაც ყველაზე მთავარია სამუდამოდ წირავ უნათლავს.... ვისაც უკვე აქვს ჩადენილი....ილოცებს მათთვის:......მიეც მათ ანგელოზთა სახელნი, დაამკვიდრე უფლისა ჩვენის იესო ქრისტეს საუფლოში და მიხსენ მე, დედა, მკვლელი ნაყოფისა ჩემისა, საშინელისა სამსჯავროსაგან ქრისტესა.... (წმ.იოანე ნათლისმცემლისადმი-აბორტის პატიების თხოვნა). მაპატიეთ ჩემი ტონისთვის მაგრამ ვთვლი,რომ საჭიროა და აუცილებელიც. კანონით უნდა იკრძალებოდეს ამ სიკვდილის მანქანების არსებობა! პატივისცემით ნინო დედიკო. -------------------- დედიკო გენაცვალოთ,მიყვარხართ!
|
leluka |
![]()
პოსტი
#551
|
![]() ♥-ლელუკა-♥ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,677 რეგისტრ.: 24-January 07 წევრი № 907 ![]() |
ციტატა პატივისცემით ნინო დედიკო. ![]() -------------------- ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
|
Genesis |
![]()
პოსტი
#552
|
მივაფსი კრემლს ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 ![]() |
Genesis მაგარი შედარებაა, ღმერთმანი ![]() კომპეტენტური არ ხართ მაგ სფეროში ეტყობა... მედიცინის ცოდნა მოვალეობა არაა ყველასთვის, ეგ ნათელია. ეკოლოგიის დონე კიდევ საქართველოში დიდიხანია აყროლდა... და ხალხიც უვიცი დარჩა ამ მხრივ... აქ გერმანიაში ინტელექტის დონეზე იციან რომ გამონაბოლქვი მავნეა ჯანმრთელობისთვის... და პროფესიულ დონეზე ბენზინის ტყვიის შემცველობაზე მიდის კონტროლი, მანქანის ვადაზე, ტექ დათვალიერებაზე, ველოსიპედის პროპაგანდაზე, ბავშვების ინფორმირებაზე, ხეების დარგვაზე, ბენზინის ფასის მატებაზე, პროფილაქტიკურ მედიცინაზე და ასეთ რამეებზე აისახება... ეს ყველაფერი ჩვენთან არაა, კიარადა არაფერია ჩვენთან... ხოდა ვადაგასული მანქანების გამონაბოლქვიტ თბილისის ქვაბულში კატასტროფული მდგომარეობაა, შედარებით კარგადააქ საქმე ვაკეს და დიღმის მხარეს... გლდანსაც. დანარჩენი მოსახლეობის 100% ფილტვის სიმსივნის მაღალ რისკ ზონაში იმყოფებიან... პლიუს ამას იმუნიტეტი დაქვეითებულიაქვთ ამ გამონაბოლქვის გამო და არამდგრადნი არიან ავადმყოფობის მიმართ. ახლა ასეთუისე ცოტა ინფორმაცია გაქვთ ამ საკითხზე... და თამამად შეგიძლიათ გაიცინოთ იმაზე რომ თითოეული მძღოლი სიცოცხლის მოსწრაფვის თანამონაწილე არაა... მაგრამ ის ვინც ყველას გამკითხველია, იმავე საწყაოთი მოგიწყავთ თქვენ, როგორითაც თქვენ აუწონეთ ცოდვა მათ ვინც მკვლელია!!! სიცილის სმაილაკს მეც ქე დავწერდი მარა არ მინდა ისე გაიგო თითქოს ჩემი სიტყვები მახარებსო... უბრალოდ მხიარულად ვარ განწყობილი იმაზე რომ ჩემმა შედარებამ გაგამხიარულათ -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
neo |
![]()
პოსტი
#553
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 ![]() |
ციტატა Genesis ამ შემთხვევაში მე არცევანი მაქვს ვისუნთქო თუ არა ნაგავი, აბორტის შემთხვევაში ნაყოფს არჩევანი საშუალებას არ უტოვებენ... გარდა ამისა იმაშიც არის სხვაობა სამანქანო ინდუსტრია გიმსხვერპლებს თუ საკუთარი დედა... -------------------- www.cordesign.ge
|
leluka |
![]()
პოსტი
#554
|
![]() ♥-ლელუკა-♥ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,677 რეგისტრ.: 24-January 07 წევრი № 907 ![]() |
ციტატა ამ შემთხვევაში მე არცევანი მაქვს ვისუნთქო თუ არა ნაგავი, აბორტის შემთხვევაში ნაყოფს არჩევანი საშუალებას არ უტოვებენ... 100%გარდა ამისა იმაშიც არის სხვაობა სამანქანო ინდუსტრია გიმსხვერპლებს თუ საკუთარი დედა... -------------------- ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
|
leluka |
![]()
პოსტი
#555
|
![]() ♥-ლელუკა-♥ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,677 რეგისტრ.: 24-January 07 წევრი № 907 ![]() |
-------------------- ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
|
Genesis |
![]()
პოსტი
#556
|
მივაფსი კრემლს ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 ![]() |
ამ შემთხვევაში მე არცევანი მაქვს ვისუნთქო თუ არა ნაგავი, აბორტის შემთხვევაში ნაყოფს არჩევანი საშუალებას არ უტოვებენ... გარდა ამისა იმაშიც არის სხვაობა სამანქანო ინდუსტრია გიმსხვერპლებს თუ საკუთარი დედა... არჩევანი რა შუაშია... ხომ იღებს მძღოლი ადამიანის სიკვდილის მოახლოებაში მონაწილეობას? უბრალოდ ადგე და განიკითხო აი ვინც აბორტს აკეთებს მკვლელია და საზიზღარიო... ჩემამდე ვერ მოდის. + ამას დედას რომელსაც არ აქვს საკუთარი თავის იმედი, რომ შეძლებს ანომალიის მზრუნველობას... (იმედია გესმით რამხელა ფინანსურ პრობლემებთანაა დაკავშირებული...) ვინ დაეხმარება? დავიჯერო ის დაეხმარება ვინც ასე გაშმაგებით კიცხავს აბორტს და ქვა დააქვს ჯიბით ვინმეს ჩასაქოლად... ასე რომ ზოგიერთ შემთხვევაში დედა იღებს გადაწყვეტილებას... ცოტა ადრე დაიღუპოს შვილი სანამ ვერაფერს გრძნობს (ამნიონის სითხე გაჟღენთილია ენდორფინებით, რაც ადამიანში ბუნებრივად გამოყოფილი ძლიერი ნარკოტიკია, შესაბამისად ბავშვი სრულ კაიფშია) ან ცოტა მოგვიანებით ტანჯვით და ტკივილით... -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
Lela_Orthodoxy |
![]()
პოსტი
#557
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 20 რეგისტრ.: 14-November 07 წევრი № 3,179 ![]() |
ღმერთმა მოგვცა სიცოცხლე და მხოლოდ მას აქვს უფლება "წაგვართვას" იგი... მაშინ რა გამოდის?! დავერიოთ ახლა ყველა მოუნათლავ ადამიანს და დავხოცოთ? თუ ყველა ინვალიდს და "არასრულფასოვან" (მომიტევეთ ამ გამოთქმაზე) ადამიანს წავართვათ სიცოცხლე?.. ყველა ღვთის შვილები ვართ და არ გვაქავს უფლება განაჩენის გამოტანის.ყველას აქვს იფლება იცოცხლოს ..თუ არ დაიბადება როგორ მოინათლება? ჩვენ კი მონათვლის შანსიც წავართვათ? (თუ ანომალიაა,ესეც ნებაა უფლისა და თავად მიხედავს თავისივე ქმნილებას) აბორტს გამართლება არ აქვს.
უამრავი მომაკვდინებელი ცოდვა არსებობს,არცერთი ცოდვა არაა გამართლებული,ამ კონკრეტულ შემთხვევაში აბორტზეა საუბარი. მე ერთადერთი შეიძლება "გამართლება" მოვუძებნო ამ ცოდვას,თუ დედის სიცოცხლე საფრთხეშია,თუმცა ღრმად მწამს,რომ შვილისთვის თავგანწირულ დედის გულმხურვალე ლოცვას უფალი შეისმენს და დედას მიეცემა საშუალება შვილის გაზრდისა. ღმერთმა დაგლოცოთ! |
Genesis |
![]()
პოსტი
#558
|
მივაფსი კრემლს ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 ![]() |
ღმერთმა მოგვცა სიცოცხლე და მხოლოდ მას აქვს უფლება "წაგვართვას" იგი... მაშინ რა გამოდის?! დავერიოთ ახლა ყველა მოუნათლავ ადამიანს და დავხოცოთ? თუ ყველა ინვალიდს და "არასრულფასოვან" (მომიტევეთ ამ გამოთქმაზე) ადამიანს წავართვათ სიცოცხლე?.. ყველა ღვთის შვილები ვართ და არ გვაქავს უფლება განაჩენის გამოტანის.ყველას აქვს იფლება იცოცხლოს ..თუ არ დაიბადება როგორ მოინათლება? ჩვენ კი მონათვლის შანსიც წავართვათ? (თუ ანომალიაა,ესეც ნებაა უფლისა და თავად მიხედავს თავისივე ქმნილებას) აბორტს გამართლება არ აქვს. უამრავი მომაკვდინებელი ცოდვა არსებობს,არცერთი ცოდვა არაა გამართლებული,ამ კონკრეტულ შემთხვევაში აბორტზეა საუბარი. მე ერთადერთი შეიძლება "გამართლება" მოვუძებნო ამ ცოდვას,თუ დედის სიცოცხლე საფრთხეშია,თუმცა ღრმად მწამს,რომ შვილისთვის თავგანწირულ დედის გულმხურვალე ლოცვას უფალი შეისმენს და დედას მიეცემა საშუალება შვილის გაზრდისა. ღმერთმა დაგლოცოთ! კიბატონო არ მინდა ისე ჩამითვალოთ თითქოს ინტრიგნობით მომდის ეგ ყველაფერი (რადგან მე ეგ საკითხი სულ არ მემუქრება) მაგრამ ერთი მითხარით ვინ მოუვლის მაგ ანომალიებს? ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ეს იმისთვის რომ, ვიღაცამ თქვა ა საშინელი სურათებია აბორტებისო... უიმეო ახლა რაც შეეხება ისეთ ანომალიებს რაც თვალით არ ჩანს. გულის მანკები, თირკმლის დეფექტები, ტვინის მელანომები და უამრავი სხვა... ოპერაცია გადარჩენის რაღაც პროცენტით ჯდება 10-25 ათასი დოლარი... ძალიან ვწუხვარ, რომ დასკვნებს ის ხალხი აკეთებს ვისაც ეს პრობლემები ცუდად გაუანალიზებია... -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
athos |
![]()
პოსტი
#559
|
![]() Άγιον Όρος ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 ![]() |
თქვენ რა ანომალიებიც დადეთ, ეგ ისედაც სიცოცხლესთან შეუთავსებელია, რაც შეეხება გულის მანკებს, უმრავლესობა მანკების შემთხვევაში საკმაოდ წარმატებულად ხორციელდება ოპერაციული ჩარევა და დეფექტის გასწორება. ამასთან თქვენს კარგად იცით (თუ მედიკოსი ბრძანდებით) რომ მანკების მუცლადყოფნის ადრეულ ასაკში დიაგნოსცირება საკმაოდ რთულია, და ხშირია შემთხვევები როცა დედისთვის უთქვამთ რომ ნაყოფი დეფექტურია, მაგრამ ჯანმრთელი ბავშვი დაბადებულა. თქვენ აიღებთ პასუხისმგებლობას ყველა ასეთი ბავშვის არშემდგარი სიცოცხლის გამო?
-------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
Lela_Orthodoxy |
![]()
პოსტი
#560
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 20 რეგისტრ.: 14-November 07 წევრი № 3,179 ![]() |
Genesis
ჩემო ძვირფასო ადამიანო, შეიძლება ადამიანი სრულიად ჯანმრთელი დაიბადოს,მაგრამ ისეთი რამ შეემთხვეს,რომ მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნეს,დაინვალიდდეს...რა ვქნათ? როგორ მოვიქცეთ? ამას აღარაფერი ეშველება და მოდი მოვკლათო?რომელი მშობელი გაიმატებს შვილს სასიკვდილოდ? დარწმუნებული ვარ ნორმალური დედა,შვილისთვის სიცოცხლის უკანასკნელ წამამდე იბრძოლებს,ოგონდ ცოცხალი ყავდეს.ეს მისი მოვალეობაა. ის ანომალიები,რომელთა სურათებიც წარადგინეთ,მართლაც სიცოცხლისთვის შეუთავსებელია.მაგრამ ის უნდა დაიბადოს,ერთი წუთითაც რომ მოევლინოს ამ ქვეყანას,ამ ერთი წუთის სიცოცხლის უფლება აქვს და დედის ვალია ზიდოს ეს ჯვარი,ის მისი შვილია.ამ ანომალიას თავად ღმერთი მიხედავს. იყოს ნება უფლისა ჩვენს ზედა. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th June 2025 - 02:07 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი