IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

24 გვერდი V « < 19 20 21 22 23 > »   
Reply to this topicStart new topic
> წმიდა იყავნ სახელი შენი, რომელი სახელი?
KAIROS
პოსტი Jun 22 2009, 09:12 PM
პოსტი #401


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა

ხო, ახლა მქონდა მიმოწერები მოყვასთან. მაგაზეა ნათქვამი " არ გასწორდებაო კუდი ძაღლისა, არცა კირჩხიბი იწყებსო მართლად სვლას".

ისე ესეთი გზიდან აცდენა როგორც წესი ნასწავლ ადამიანებს მოსდით. თუმცა ნასწავლი და განათლებული სხვადასხვა ცნებებია.

დარწმუნდი ხომ? smile.gif
ასეა ძამიკო, ჯოჯოხეთის კარები შიგნიდანაა დაკეტილი...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
damiane80
პოსტი Jun 23 2009, 04:04 PM
პოსტი #402


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



ციტატა(KAIROS @ Jun 22 2009, 09:12 PM) *

დარწმუნდი ხომ? smile.gif
ასეა ძამიკო, ჯოჯოხეთის კარები შიგნიდანაა დაკეტილი...


PM-ში შენც მოგწერა? მე მგონი ჩასმული ყავდი მისმართში
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G*A*M*O*F*X*I*Z*L*D*I*T
პოსტი Jul 23 2009, 08:59 PM
პოსტი #403


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 35
რეგისტრ.: 23-July 09
წევრი № 7,296



საინტერესო თემაა. როგორც ჩანს ბევრი დაიწერა ღვთის სახელის შესახებ.
ღმერთის სახელი ხომ ყველასთვისაა ცნობილი. ალბათ არც არის საკამათო რომ ღვთის ერთადერთი, პირადი სახელი ქართულ ენაზე ცნობილია რომ არის "იეჰოვა". ძველ ქართულად კი "იაჰვე". განა ამაზე აქ დაობს ვინმე?


თუმცა, სახელის ცოდნა არაფერია, თუ ადამიანი თაყვანს არ სცემს ღმერთს. ანუ იმ პიროვნებას, ვინც ამ სახელის უკან დგას. ასეა ხომ ? smile.gif

ტექსტების გაფერადებაა, განყოფილებაში აკრძალულია. ჩასწორებულია მოდერატორის მიერ.


--------------------
"ბედნიერნი არიან სიმართლეს მოშიებულნი და მოწყურებულნი, რადგან ისინი გაძღებიან" - მათე 5:6.




* * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * *



"განიფრთხვეთ სიმართლით და ნუ სცოდავთ; რამეთუ უმეცრებაჲ ღმრთისაჲ ვიეთმე აქუს, საკდემელად თქუენდა ვიტყჳ" - 1 კორინთელთა მიმართ 15:34.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gio_opizari
პოსტი Feb 8 2010, 08:29 AM
პოსტი #404


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 190
რეგისტრ.: 15-March 09
წევრი № 6,644



მოგესალმებით ქრისტეს მიერი სიყვარულით. მოყვასო ეღოველებს გაგაჩნიათ პრეტენზია იმისა რომ სექტა არ ხართ. გასაგებია თქვენი მხრიდან ეს, იმიტომ რომ ერტადერტ ჭეშმარიტებად თქვენ ქადაგებას აღიარებთ და იცით რა მაინტერესებს? მხოლოდ თქვენი სექტის (მე სხვას ვერაფერს ვუწოდებ) ისტორია და თქვენივე სიტყვებიდან იქნებით მხილებული რამეთუ სუტყვა სექტის მნისშვნელობაც არ იცით, და რომ იციდეთ თქვენვე აღიარებდით თავს სექტანტად. ერთი იეღოველი მეუბნება: ჩვენ სექტანტები არა ვართ 6მილიონზე მეტი აღმსარებელი გვყავსო, სექტა პატარ პატარა დაჯგუფებებიაო. ასეთი სისულელეებიტ გიჩედავენ ტავს?! მნიშვნელობა არ აქვს აღმსარებელთა რაოდენობას რომ სექტა გერქვას რომ იციდთ და თუ თქვენი ეკლესიის ისტორიას მომიყვები საკუთარი ბაგით იტყვი რომ სექტანტი ხარ, თუმცა არა პირდაპირ, ამაში ვარ დარწმუნებული


--------------------
უფალო ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე


ვითარცა სახედ სურინ ირემსა წყაროთა მიმართ წყალთასა, ეგრე სურის სულსა ჩემსა შენდამი ღმერთო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mari-mari15
პოსტი Feb 8 2010, 01:43 PM
პოსტი #405


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,149
რეგისტრ.: 11-March 09
წევრი № 6,625



მეც სულ მაგას მეუბნევიან სექტა არ ვართო და არც უნდათ რეალობის დანახვა, იმდღეს მკითხეს ბედნიერება რაშიაო და რომ ვუპასუხე ჭეშმარიტ სარწმუნოებაში მეთქი, გაგიჯდნენ და მითხრეს რა გგონია მართლმადიდებლობა ჭეშმარიტებააო? აღარ გავაგრძელე ლაპარაკი და კარი მივუხურე, ჩვენ მაგათნაირად კარდაკარ მაინც არ დავდივართ ხალხის მოსაქცევად, ღმერთმა გაუნათლოთ გონება, სხვა რაღა უნდა თქვა


--------------------
ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Feb 10 2010, 10:28 PM
პოსტი #406


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ციტატა(mari-mari15 @ Feb 8 2010, 02:43 PM) *

მეც სულ მაგას მეუბნევიან სექტა არ ვართო და არც უნდათ რეალობის დანახვა, იმდღეს მკითხეს ბედნიერება რაშიაო და რომ ვუპასუხე ჭეშმარიტ სარწმუნოებაში მეთქი, გაგიჯდნენ და მითხრეს რა გგონია მართლმადიდებლობა ჭეშმარიტებააო? აღარ გავაგრძელე ლაპარაკი და კარი მივუხურე, ჩვენ მაგათნაირად კარდაკარ მაინც არ დავდივართ ხალხის მოსაქცევად, ღმერთმა გაუნათლოთ გონება, სხვა რაღა უნდა თქვა


ეგ ყველაფერი კარგი, მაგრამ ბოლო წინადადება ზედმეტად ბავშვურია...

კარდაკარ დადიოდნენ I საუკუნის ქრისტიანები... გასაგებია რომ ეგ ეხლა საჭირო აღარაა, მაგრამ მე მართლმადიდებლის მიერ სხვისთვის ქადაგებას არასოდეს შევსწრებივარ...

ელოდებით სხვა რჯულის ხალხი თქვენთან როდის მოვა?(იმ ხალხს ვეკითხები ვინც იცის ქრისტიანული თეოლოგია)

მასე რომ დაეწყოთ ლოდინი ქრისტეს მოციქულებს ეხლაც ისეთივე პატარა "სექტა" იქნებოდა როგორც მაშინ იყო... თუმცა მაშინ სასწაულები(სულიწმინდის ნიჭები) ეხმარებოდა მათ, ეხლა ამ სკეპტიციზმის ხანაში ეგეც აღარაა...

დღეს საერთოდ უმეტესწილად მთავარი რელიგიები შვილების სწრაფად მონათვლით და მათთვის ღრმა ჩაგონებებით(ზოგი ასევე ეუბნება: თუ სხვა სარწმუნოებას აირჩევ ჩვენ დაგვკარგავ-ო)ირჩენენ თავს...

განა მართალს არ ვამბობ ადამიანებო?


ამ სახელს რაც შეეხება, გავიგეთ რომ არის სახელი, მაგრამ მე სხვა შეკითხვა მაქვს:

"იჰვჰ"(მე ვარ რომელი ვარ) - არის იესოს თუ მისი მამის სახელი?

ვკითხულობდი ახლახანს დავაზე ბასილი დიდსა და ეუნომიუსს შორის... მსჯელობდნენ მოსეს რომ ანგელოზი ელაპარაკა და უთხრა: "მე ვარ რომელი ვარ" - იესო იყო-ო?


პ.ს. იმედია რამე ცილისწამებას არ ექნება ადგილი ჩემი მისამართით, არარელიგიური აგნოსტიკოსი შეიძლება მეწოდოს...


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
agmsarebeli
პოსტი Feb 19 2010, 09:16 PM
პოსტი #407


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,206
რეგისტრ.: 14-May 07
წევრი № 1,910



სიტყვები: ,,მე ვარ, რომელი ვარ" არსობრიობის გამომხატველია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Feb 19 2010, 11:14 PM
პოსტი #408


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



აგრძელებთ კედლისა და ცერცვის დუელს? biggrin.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
damiane80
პოსტი Feb 20 2010, 07:51 PM
პოსტი #409


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



რადგან თემა ღმერთის სახელზეა, ბარემ აქვე ვიკითხავ:

რა მაინტერესებს. აი ფსალმუნებში და ლოცვებში არის სიტყვები " ღმერთი" და " უფალი". მე იდეაში ამ ორს სიტყვას სინონიმებად აღვიქვამ, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ორივე ერთდროულად გამოიყენება. მაგალიტად "ღმერთი უფალი გამოგვიჩნდა ჩვენ..." და სხვა მრავალი, აღარ ჩამოვთვლი.

კითხვა ასეთია:

1. არის თუ არა რაიმე სხაობა (განსხვავება) ამ სიტყვებში შემოქმედის არსთან მიმართებაში;
2. რას გამოხატავს არსობრივად თითოეული მათგანი;
3. ასევე საინტერესოა ამ სიტყვების ცალ-ცალკე თარგმანი ებრაულად და ბერძნულად რა ტერმინები იხმარება თითოეულტან მიმარტებაში და რას გამოხატავს.

ნუ სხვა რამე საინტერესო თუ შეგიძლიათ ვინმემ რამე მიუთითოთ ამ კითხვაზე ჰა ბურთი და ჰა მოედანიsmile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
agmsarebeli
პოსტი Feb 21 2010, 12:41 AM
პოსტი #410


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,206
რეგისტრ.: 14-May 07
წევრი № 1,910



არსობრივად ეს სახელებეი ერთი და იგივეა და რავითარი განსხვავება მათ შორის არაა. ღმერთი-თეოს! უფალი -კირიე(ა)!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
xixaneli
პოსტი Feb 21 2010, 01:16 AM
პოსტი #411


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 45
რეგისტრ.: 20-February 10
წევრი № 8,216



"უფალი"---სახელი თვით უფალია smile.gif სახელს ეძებ ჩემო მეგობარო თუ დიდებას???


--------------------
ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Molen
პოსტი May 13 2010, 10:52 AM
პოსტი #412


გიორგი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 295
რეგისტრ.: 17-December 07
წევრი № 3,434



ისე იესო როცა უფალს ჯვაზე გაკრული მიმართავს ამბობს შემდეგს:

ელი, ელი, ლაბა საბაქთანი?

ან

ელოჰიმ, ელოჰიმ, ლაბა საბაქთანი?



--------------------
და უკანასკნელი მტერი განქარდება, - სიკდვილი (კორ. 15:26).

Solomon's Wisdom
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი May 21 2010, 07:04 AM
პოსტი #413


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ციტატა(damiane80 @ Feb 20 2010, 07:51 PM) *

რადგან თემა ღმერთის სახელზეა, ბარემ აქვე ვიკითხავ:

რა მაინტერესებს. აი ფსალმუნებში და ლოცვებში არის სიტყვები " ღმერთი" და " უფალი". მე იდეაში ამ ორს სიტყვას სინონიმებად აღვიქვამ, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ორივე ერთდროულად გამოიყენება. მაგალიტად "ღმერთი უფალი გამოგვიჩნდა ჩვენ..." და სხვა მრავალი, აღარ ჩამოვთვლი.

კითხვა ასეთია:

1. არის თუ არა რაიმე სხაობა (განსხვავება) ამ სიტყვებში შემოქმედის არსთან მიმართებაში;
2. რას გამოხატავს არსობრივად თითოეული მათგანი;
3. ასევე საინტერესოა ამ სიტყვების ცალ-ცალკე თარგმანი ებრაულად და ბერძნულად რა ტერმინები იხმარება თითოეულტან მიმარტებაში და რას გამოხატავს.

ნუ სხვა რამე საინტერესო თუ შეგიძლიათ ვინმემ რამე მიუთითოთ ამ კითხვაზე ჰა ბურთი და ჰა მოედანიsmile.gif


კარგ რამეს შეეხე...

"უფალი" ნიშნავს "ბატონ"-ს... აქედან გამომდინარე, ეს სიტყვა - "ადონაი"(უფალი) იხმარება ადამიანებზეც და ანგელოზებზეც... (გამონაკლისია როცა ებრაულში იჰვჰ არის ნათარგმნი უფლად)

"ღმერთი"(ელოჰიმ, ელ) - ასევე იხმარება ადამიანებზე...



სადაც იხმარება "უფალი(იჰვჰ) ღმერთი" იქ 100%-ით ნიშნავს ყოვლისშემძლე მამას... დანარჩენ ადგილებში, ეგ აუცილებელი არაა...


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
damiane80
პოსტი Jun 3 2010, 06:35 PM
პოსტი #414


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



ციტატა(Otherguy @ May 21 2010, 07:04 AM) *

კარგ რამეს შეეხე...

"უფალი" ნიშნავს "ბატონ"-ს... აქედან გამომდინარე, ეს სიტყვა - "ადონაი"(უფალი) იხმარება ადამიანებზეც და ანგელოზებზეც... (გამონაკლისია როცა ებრაულში იჰვჰ არის ნათარგმნი უფლად)

"ღმერთი"(ელოჰიმ, ელ) - ასევე იხმარება ადამიანებზე...
სადაც იხმარება "უფალი(იჰვჰ) ღმერთი" იქ 100%-ით ნიშნავს ყოვლისშემძლე მამას... დანარჩენ ადგილებში, ეგ აუცილებელი არაა...


ხო მეც მგონია რომ საინტერესოა, განსაკუთრებით ტერმინი "უფალი" მაინტერესებს წმინდა ეტიმოლოგიური კუთხით. ავხსნი ახლა რას ვგულისხმობ. მაგ: ქართული სიტყვა "ორსული" - აბსოლუტურად ქრისტიანული ეტიმოლოგია აქვს და ნიშნავს, რომ ქალი, რომელიც ორსულადაა თვითონ ერთი სულია და მეორე სული არის ჩანასახი (ანუ ჩანასახი არის სული) ამას უსვამს ხაზს სიტვა "ორსული". განსხვავებით რუსული სიტვა "ბერემენნი", რომელიც, რუსული "ბრემია"-დან მოდის, რაც ტვირთს, სიმძიმეს ნიშნავს ანუ ბერემენნი ითარგმნება როგორც "ფეხმძიმე".

სწორედ ზემოთნახსენები თვალსაზრისით მაინტერესებს სიტვა "უფალის" ეტიმოლოგია (განმარტება). აქ ბევრი ითქვა როდის უფალი გამოიყენება და როდის ღმერთი, მაგრამ მე მაინტერესებს არა ეს საკითხი, არამედ თავად სიტყვების ეტიმოლოგია განმარტება, ისე როგორც "ორსულზე" ვთქვი ზემოთ.

თუ ვინმეს ამ კუთხით გაქვთ რაიმე მოსაზრებები, სიამოვნებით წავიკითხავდი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Jun 8 2010, 07:22 AM
პოსტი #415


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



"და სახელი ესე არის კრშნა"! smile.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Jun 8 2010, 10:21 AM
პოსტი #416


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



agmsarebeli
გეთანხმები ნამდვილად, ყოველი ღვთის სახელი რაც კი წმ. წერილშია მოცემული, ეს მისი თვისებებისა და არსების განცხადებაა ჩვენდა მომართ....

ღმერთის სახელდება ნიშნავს მის "ჩარჩოებში მოქცევას" და "შეზღუდვას" შეუძლებელია სახელი დასდო ამოუწურავს, ჩაუწვდომელს, ეს წარმოუდგენელია...

ამიტომაც ღმერთი გვიცხადებს სახელს, მისი ყოფიერების, არსების, და თვისებების სახით...

ყოველი სახელი მართლაც რაღაცას ნიშნავს და ეს ისაა რაც ზევით აღვნიშნე.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Jun 8 2010, 10:26 AM
პოსტი #417


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



აკაკი
ციტატა
ღმერთის სახელდება ნიშნავს მის "ჩარჩოებში მოქცევას" და "შეზღუდვას" შეუძლებელია სახელი დასდო ამოუწურავს, ჩაუწვდომელს, ეს წარმოუდგენელია...


მაგრამ ის, რომ ღმერთს არ შეუძლია "ჩარჩოებში" მოექცეს და პიროვნული სახელები ჰქონდეს, ასევე მისი ჩარჩოებში მოქცევის მცდელობაა. ღმერთი აბსოლუტურია და უამრავი სახელი აქვს, თან უსახელოა და თან რაც მთავარია უზენაესი სახელიც აქვს... და ეს სახელი სულაც არ აქცევს მას ჩარჩოებში. უპიროვნოს ვერ შეიყვარებ, მხოლოდ პიროვნული ღმერთი შეიძლება რომ გიყვარდეს... დანარჩენი ყველაფერი იმპერსონალიზმია, რომლის ნიშნები ყველა რელიგიაშია, როცა ღმერთის პიროვნულობის მნიშვნელობა არასწორად ესმით.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Jun 8 2010, 11:41 AM
პოსტი #418


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



Atman
გეთანხმები, უბრალოდ შენ ვერ გამიგე, მე რატომ დავწერე

ნამდვილად სახელი მრავალი აქვს და ბიბლიაშიც მრავალია მისი სახელი

უბრალოდ როგორც იეჰოველები (რასელისტები) თვლიან, რომ "იეჰოოვაა სახელი" ასე ნამდვილად არ ჰქვია ღმერთს.....

ისე, როგორც ჩვენ ერთმანეთს მივმართთავთ ასეთნაირი და რასელისტური გაგებით, მისი "ჩარჩოში" მოქცევაა...

აქვს მრავალი სახელი.... რაც გამოხატავს მის არსებას, ბუნებას, მყოფობას, თვისებებს და ა.შ

სხვანაირად სახელს ვერ დასდებ, უბრალოდ შეუძებელია....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Jun 8 2010, 12:05 PM
პოსტი #419


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



აკაკი

ხო რა თქმა უნდა... მაგრამ მაინც მგონია რომ იესომ იცოდა ის უზენაესი სახელი, რაც მამა ღმერთს ჰქვია, უბრალოდ დრო, გარემოება და ვითარება არ იყო მის გასამჟღავნებლად. სახელი ბევრია, მაგრამ არის ერთი ყველაზე უზენაესი და საკრალური სახელი. ცხადია მიხვდებით რა სახელსაც ვგულისხმობ smile.gif და ქრისტეს სახელიც ამ სახელის მთავარ მარცვალს შეიცავს. სანსკრიტზე ქრისტე იწერება როგორც "კრშ-ტოშა". ვედებში იესო ასევე მოიხსენიება როგორც "იშა (ისა) პუტრა (ძე)".

შესაბამისად კრშტოშას, ანუ კრშნას ძის (კრშ-ტოშა სიტყვასიტყვით ნიშნავს "იმას ვინც კრშნას სრული ერთგულია) და მისი უახლოესი ერთგულის ერთგულებით და მსახურებით მივალთ კრშნამდე.

ეს ისე, ინფორმაციისთვის, ოდესმე გამოგადგებათ, თუნდაც შემდეგ ცხოვრებებში biggrin.gif



აი კიდევ ვედების თემიდან დავაკოპირებ რაცხას:


""ბჰავიშტია პურანაში" მოყვანილია წინასწარმეტყველება, რომელიც ეხება იესოს:

აღწერილია მაჰარაჯა (ანუ დიდი მეფე) "შალვაჰანა" რომელიც მოგზაურობს ჰიმალაებში და მაღლა მთებში ის ხვდება თეთრებში გამოწყობილ "სადჰუს" (სადჰუ ნიშნავს წმინდანს, ღმერთის ერთგულს). მეფე ეკითხება ვინაობას, და ის პასუხობს (სანსკრიტზე):
"იშა პუტრა ჩან მან ვიდჰი, კუმარი გარბჰი სანბჰავამ, აჰამ ისამ ასიჰი ნამაჰა" (ზუსტი სანსკრიტის დადება გამიჭირდება, მაგრამ ქართული ასოებით ასე ჟღერს.

თარგმანი ასეთია: "მე ვარ ძე ღვთისა, შობილი ქალწულისგან და შენ უნდა იცოდე ეს. ადამიანები მიწოდებენ მე "იესო მესიას".

ვედებში ასევე რამდენიმე ადგილას არის მოხსენიებული იესოს (იშას, იეშუას) მისიის შესახებ. ასევე მას უწოდებენ "კრშტოშას" ("კრშ" ნიშნავს ყოვლისმიმზიდველს (ღმერთის ერთ-ერთი სახელი სანსკრიტზე, ხოლო "ტოშა" ნიშნავს დაკმაყოფილებას, ანუ ის ვინც აკმაყოფილებს (ემსახურება) ღმერთს, ასევე ნიშნავს ღმერთის მიერ მირონცხებულს)."

ეს მოგონილი არაა და ეს წინასწარმეტყველება მართლაა ვედებში, თანაც ჩაწერილია ძალიან ადრე ქრისტეს მოსვლამდე.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Jun 8 2010, 12:30 PM
პოსტი #420


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



Atman
biggrin.gif

ერთ კარგ რაღაცას დავწერ.

"წმ. კირილე ალექსანდრიელი მიიჩნევდა, რომ სახელი "მამა" მეტია სახელ "ღმერთზე", რადგან ღმერთი, ასეთია მხოლოდ მათთვის ვინც არაა ღმერთი, ხოლო მამა ღმერთია ძისათვის, რომელიც არაფრით არაა ღმერთზე ნაკლები. ბიბლიური მონადის გახსნისას სახელი "მამა" ჩვენ გვევლინება ვითარცა შინაგანი სახელი ღვთისა."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

24 გვერდი V « < 19 20 21 22 23 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 12th July 2025 - 09:36 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი