![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#441
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
Iehovas Mocme
ციტატა რატომ ფიქრობ რომ ის რაც მე დავწერე ადამიანის გონების, ლოგიკისა და განსჯის დაქვეითებაზე მეტყველებს? რატომ მაყენებ მასეთ შეურაცხყოფას? პირადად შენთვის შეურაცხყოფა არ მომიყენებია. მე გამონათქვს ზოგადი შეფასება მივეცი. აღნიშნული სიტყვები კი იმიტომ ვთქვი, რომ წმინდა წერილის უამრავ აშკარა მოწმობაზე ასე თვალის დახუჭვა, მე პირადად არ შემხვედრია. შეიძლება სხვა საკითხებზე კამათი შესაძლებელი იყოს, მაგრამ იმაზე, რომ ქრისტე ჯვარზე გააკრეს, ყოველგვარ ზღვარს სცილდება. Iehovas Mocme ციტატა შეუძლებელი არაა შესაძლებელია. მაგრამ შენ ისე ხარ დარწმუნებული აზრიც არ აქვს მის დამტკიცებას. რაღა გაეწყობა, გწამდეს მასე. საფუძველი მითხარი რატომ უნდა მჯეროდეს წმინდა წერილის? -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
Iehovas Mocme |
![]()
პოსტი
#442
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 36 რეგისტრ.: 17-March 11 წევრი № 10,691 ![]() |
Iehovas Mocme წმინდა წერილის უამრავ აშკარა მოწმობაზე ასე თვალის დახუჭვა, მე პირადად არ შემხვედრია. შეიძლება სხვა საკითხებზე კამათი შესაძლებელი იყოს, მაგრამ იმაზე, რომ ქრისტე ჯვარზე გააკრეს, ყოველგვარ ზღვარს სცილდება. afxazi ჩვენ არ ვხუჭავთ წმინდა წერილში ჩაწერილზე თვალს პირიქით. კანონისტსაც მივწერე რომ წმინდა წერილის თანახმად იესო ძელზე გააკრეს და არა ჯვარზე. იყო დრო, როცა იეჰოვას მოწმეებს მართლმადიდებლების მსგავსად სწამდათ რომ იესო ჯვარზე გააკრეს. ჩვენს ლიტერატურაშიც ჯვარზე გაკრულს გამოსახავდნენ მანამ დანამ ამ საკითხზე საფუძვლიანი კვლევა-ძიება ჩატარდა. აღმოჩნდა რომ ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვა (სტავროს) ჯვარს კი არა ძელს ნიშნავს. ციტატა საფუძველი მითხარი რატომ უნდა მჯეროდეს წმინდა წერილის? წმინდა წერილის რომ გჯეროდეს, ამისთვის უამრავი საფუძველი არსებობს. ის ღვთის სიტყვაა და არა ადმაიანის. -------------------- "მოისმინე, ისრაელო: ერთია იეჰოვა, ჩვენი ღმერთი იეჰოვა. გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულითა და მთელი ძალით. გულში ჩაიბეჭდე სიტყვები, რომლებსაც დღეს გიბრძანებ; ჩააგონე შენს ვაჟს და ელაპარაკე მათზე სახლში ჯდომისას, გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას; ხელზე შეიბი ნიშნად და შუბლზე გაიკეთე; დააწერე სახლის კარის წირთხლებს და ჭიშკრებს". - მეორე რჯული 6:4-9.
|
afxazi |
![]()
პოსტი
#443
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
უბრალოდ ასეთი უნამუსაობა თუ გინახავთ ვინმეს სადმე:
მოვიტან მათეს სახარების 27 თავს ე.წ. ახალი ქვეყნიერების თარგმანიდან, გიორგი მთაწმინდელის თარგმანიდან, ახალი ქართული და ორიგინალის ბერძნული ახალი აღთქმიდან: 1 როგორც კი გათენდა, უფროსმა მღვდლებმა და ხალხის უხუცესებმა თათბირი გამართეს იესოს წინააღმდეგ, რათა მოეკლათ იგი. 2 შებოჭეს, წაიყვანეს და გამგებელ პილატეს გადასცეს. 3 როცა მისმა გამცემმა იუდამ დაინახა, რომ მას მსჯავრი დასდეს, სინდისმა შეაწუხა, ოცდაათი ვერცხლის მონეტა უფროს მღვდლებსა და უხუცესებს დაუბრუნა 4 და უთხრა: „შევცოდე, უდანაშაულო სისხლი გავეცი“. მათ მიუგეს: „მერე ჩვენ რა? რაც გინდა, ის გიქნია!“ 5 მან ვერცხლის მონეტები ტაძარში დაყარა, გამოვიდა იქიდან, წავიდა და თავი ჩამოიხრჩო. 6 უფროსმა მღვდლებმა აკრიფეს ვერცხლის მონეტები და თქვეს: „დაუშვებელია ამის წმინდა საგანძურში ჩაყრა, რადგან სისხლის საფასურია“. 7 მოითათბირეს და იყიდეს მეთუნის მინდორი უცხოთა დასამარხად. 8 ამიტომ ის მინდორი დღემდე სისხლის მინდვრად იწოდება. 9 მაშინ შესრულდა წინასწარმეტყველ იერემიას ნათქვამი: „და აიღეს ოცდაათი ვერცხლის მონეტა — საფასური, რომლითაც ისრაელის ძეებმა შეაფასეს კაცი — 10 და გადაიხადეს მეთუნის მინდორში, როგორც იეჰოვამ მიბრძანა“. 11 იესო გამგებლის წინაშე იდგა და ჰკითხა მას გამგებელმა: „შენა ხარ იუდეველთა მეფე?“ „შენ თვითონ ამბობ“, — მიუგო იესომ, 12 მაგრამ როცა უფროსი მღვდლები და უხუცესები სდებდნენ ბრალს, არაფერს პასუხობდა. 13 მაშინ პილატემ უთხრა: „არ გესმის, რამდენს მოწმობენ შენ წინააღმდეგ?“ 14 მას პასუხი არ გაუცია, სიტყვაც კი არ დაუძრავს. გამგებელს ეს ძალიან უკვირდა. 15 გამგებელს ჩვეულებად ჰქონდა, ყოველ დღესასწაულზე ხალხისთვის ის პატიმარი გაეთავისუფლებინა, რომელსაც მოისურვებდნენ. 16 იმ დროს დაჭერილი ჰყავდათ ბარაბა, ცნობილი პატიმარი. 17 ამიტომ, როცა ხალხი შეიკრიბა, პილატემ ჰკითხა: „ვინ გინდათ გაგითავისუფლოთ: ბარაბა თუ იესო, ეგრეთ წოდებული ქრისტე?“ 18 მან იცოდა, რომ ის შურის გამო გადასცეს. 19 თანაც, როცა ის სასამართლო ტახტზე იჯდა, ცოლმა შეუთვალა: „ნურაფერს უზამ მაგ უდანაშაულო კაცს, რადგან დღეს სიზმარში ბევრი ვიტანჯე მის გამო“. 20 უფროსმა მღვდლებმა და უხუცესებმა დაარწმუნეს ხალხი, რომ ბარაბა ეთხოვათ, იესო კი მოეკვლევინებინათ. 21 გამგებელმა კვლავ ჰკითხა: „ამ ორიდან რომელი გსურთ, რომ გაგითავისუფლოთ?“ „ბარაბა“, — უპასუხეს მათ. 22 პილატემ უთხრა: „იესოს რაღა ვუყო, ეგრეთ წოდებულ ქრისტეს?“ ყველამ თქვა: „ბოძზე გააკარი!“ 23 მან ჰკითხა: „რატომ, ცუდი რა ჩაიდინა?“ ისინი კი უფრო აყვირდნენ: „ბოძზე გააკარი!“ 24 დაინახა პილატემ, რომ ვერაფერს შველოდა და მღელვარება უფრო იზრდებოდა, აიღო წყალი, ხელები დაიბანა ხალხის წინაშე და თქვა: „მე უდანაშაულო ვარ ამ კაცის სისხლში. რაც გინდათ, ის გიქნიათ“. 25 ამაზე მთელმა ხალხმა უპასუხა: „ჩვენზე და ჩვენს შვილებზე იყოს მაგის სისხლი“. 26 მაშინ გაუთავისუფლა მათ ბარაბა, ხოლო იესო გააშოლტვინა და ბოძზე გასაკვრელად გადასცა. 27 მაშინ გამგებლის ჯარისკაცებმა იესო გამგებლის სასახლეში შეიყვანეს და მთელი რაზმი შეკრიბეს მასთან. 28 ტანსაცმელი გახადეს და ალისფერი მოსასხამი მოასხეს, 29 ეკლებისგან გვირგვინი დაწნეს, თავზე დაადგეს და მარჯვენა ხელში ლერწამი დააჭერინეს. მუხლს იყრიდნენ მის წინაშე და დაცინვით ეუბნებოდნენ: „მოგესალმებით, იუდეველთა მეფეო!“ 30 აფურთხებდნენ მას და იმ ლერწამს თავში ურტყამდნენ. 31 ბოლოს, მასხრად რომ აიგდეს, მოსასხამი მოხსნეს, თავისივე ტანსაცმელი ჩააცვეს და ბოძზე გასაკვრელად წაიყვანეს. 32 როცა გამოდიოდნენ, მათ კირენელი სიმონი შეხვდათ და აიძულეს, რომ მისი წამების ბოძი ეტარებინა. 33 გოლგოთად წოდებულ ადგილას რომ მივიდნენ, რაც თხემს ნიშნავს, 34 მას ნაღველნარევი ღვინო მისცეს დასალევად, მაგრამ როგორც კი გემო გაუსინჯა, უარი თქვა დალევაზე. 35 როცა ის ბოძზე გააკრეს, მისი ტანსაცმელი წილისყრით გაინაწილეს, 36 ისხდნენ იქ და დარაჯობდნენ მას. 37 მის თავს ზემოთ გააკრეს ასეთი საბრალდებო წარწერა: „ეს არის იესო — იუდეველთა მეფე“. 38 მაშინ მასთან ერთად ორი ყაჩაღი გააკრეს ბოძებზე: ერთი მის მარჯვნივ, მეორე მარცხნივ. 39 გამვლელები გმობდნენ მას, თავს აქნევდნენ 40 და ამბობდნენ: „ეი, ტაძრის დამანგრეველო და სამ დღეში ამშენებელო, იხსენი თავი! თუ ღვთის ძე ხარ, ჩამოდი წამების ბოძიდან!“ 41 უფროსი მღვდლები, მწიგნობრები და უხუცესებიც მასხრად იგდებდნენ მას: 42 „სხვებს იხსნიდა, საკუთარი თავის ხსნა კი არ შეუძლია! ეს ისრაელის მეფეა. მაშ, ჩამოვიდეს წამების ბოძიდან და ვირწმუნებთ მას. 43 ღმერთზე იყო მინდობილი. მაშ, იხსნას, თუ იწონებს მას, რადგან ამბობდა: ღვთის ძე ვარო“. 44 ასევე შეურაცხყოფდნენ მასთან ერთად ბოძებზე გაკრული ყაჩაღებიც. 45 მეექვსე საათიდან მთელ იმ მიწაზე სიბნელე ჩამოწვა და მეცხრე საათამდე გაგრძელდა. 46 მეცხრე საათისთვის იესომ ხმამაღლა დაიძახა: „ელი, ელი, ლამა საბაქთანი?“ ანუ: „ჩემო ღმერთო, ჩემო ღმერთო, რატომ მიმატოვე?“ 47 ამის გაგონებაზე ზოგიერთმა იქ მდგომმა თქვა: „ელიას ეძახის“. 48 უცბად ერთი მათგანი გაიქცა, აიღო ღრუბელი, ძმრით გაჟღინთა, ლერწამზე წამოაგო და დასალევად მიაწოდა. 49 დანარჩენები კი ამბობდნენ: „იყოს და ვნახოთ, თუ მოვა ელია მის სახსნელად“. [მეორემ შუბი აიღო, ფერდში გაუყარა და სისხლი და წყალი წამოუვიდა]. 50 იესომ კვლავ ხმამაღლა დაიძახა და სული განუტევა. 51 ამ დროს საწმინდრის ფარდა ორად გაიხა, ზემოდან ძირამდე, მიწა იძრა და კლდეები დასკდა. 52 გაიხსნა სამარხები და ბევრი მიცვალებული წმინდის გვამი გადმოიყარა 53 (მისი აღდგომის შემდეგ სამარხებთან მყოფნი გამოვიდნენ და წმინდა ქალაქში შევიდნენ) და ისინი ბევრმა დაინახა, 54 ხოლო ასისთავი და ისინი, ვინც მასთან ერთად დარაჯობდნენ იესოს, მიწისძვრამ და ყოველივე მომხდარმა ძალიან შეაშინა, და თქვეს: „ეს ნამდვილად ღვთის ძე იყო“. 55 ამ ყველაფერს შორიდან უყურებდა ბევრი ქალი, რომლებიც გალილეიდან მოყოლებული თან ახლდნენ იესოს და ემსახურებოდნენ. 56 მათ შორის იყვნენ: მაგდალელი მარიამი, იაკობისა და იოსეს დედა მარიამი და ზებედეს ვაჟების დედა. 57 როცა მოსაღამოვდა, მოვიდა ერთი არიმათეელი მდიდარი კაცი, სახელად იოსები, რომელიც თვითონაც იესოს მოწაფე იყო. 58 ის პილატესთან მივიდა და გამოითხოვა იესოს ცხედარი. პილატემ ბრძანა, მიეცათ. 59 იოსებმა წაიღო ცხედარი, საუკეთესო სელის სუფთა ტილოში შეახვია 60 და ახალ სამარხში დაასვენა, რომელიც კლდეში ჰქონდა გამოკვეთილი. სამარხის შესასვლელს ლოდი მიაგორა და წავიდა. 61 მაგდალელი მარიამი და მეორე მარიამი კი იქ დარჩნენ და სამარხის წინ ისხდნენ. 62 მეორე დღეს, სამზადისის დღის შემდეგ, უფროსი მღვდლები და ფარისევლები პილატესთან შეიკრიბნენ 63 და უთხრეს: „ბატონო, გაგვახსენდა, იმ თვითმარქვიამ, როცა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, თქვა, სამი დღის შემდეგ აღვდგებიო. 64 ამიტომ ბრძანე, სამარხი მესამე დღემდე დაიცვან, რათა მისი მოწაფეები არ მივიდნენ, არ მოიპარონ იგი და ხალხს არ უთხრან, მკვდრეთით აღდგაო, თორემ ეს უკანასკნელი ტყუილი პირველზე უარესი იქნება“. 65 პილატემ მიუგო: „თქვენ გყავთ მცველები. წადით და როგორც იცით, ისე დაიცავით“. 66 ისინიც წავიდნენ და იზრუნეს სამარხის დაცვაზე, ლოდი დაბეჭდეს და დაცვა დააყენეს. გიორგი მთაწმინდელის თარგმანი: 1. და ვითარცა განთენა, ზრახვა-ყვეს ყოველთა მღდელთ-მოძღუართა და მოხუცებულთა ერისათა იესუჲსთჳს, რაჲთა მოკლან იგი. 2. და შეკრეს იგი და მიიყვანეს და მისცეს იგი პონტიელსა პილატეს მთავარსა. 3. მაშინ ვითარცა იხილა იუდა, რომელმანცა მისცა იგი, რამეთუ დაისაჯა, შეინანა და მიაქცია ოც და ათი იგი ვეცხლი მღდელთ-მოძღუართა მათ მიმართ და მოხუცებულთა 4. და თქუა: ვცოდე, რამეთუ მიგეც სისხლი მართალი. ხოლო მათ ჰრქუეს მას: ჩუენდა რაჲ? შენ იხილე! 5. და დააბნია ვეცხლი იგი ტაძარსა მას შინა და განეშორა და წარვიდა და შიშთვილ-იბა. 6. ხოლო მღდელთ-მოძღუართა მათ მოიღეს ვეცხლი იგი და თქუეს: არა ჯერ-არს ესე დადებად სიწმიდესა, რამეთუ სასყიდელი სისხლისაჲ არს. 7. და ზრახვა-ყვეს და მოიყიდეს მითა აგარაკი იგი მეკეცისაჲ საფლავად უცხოთა. 8. ამისთჳს ეწოდა აგარაკსა მას აგარაკი სისხლისაჲ ვიდრე აქა დღედმდე. 9. მაშინ აღესრულა თქუმული იგი იერემია წინაწარმეტყუელისაჲ, რომელსა იტყჳს: და მოვიღე ოც და ათი იგი ვეცხლი, სასყიდელი განსყიდულისაჲ მის, რომელი მოიყიდეს ძეთაგან ისრაჱლისათა, 10. და მისცეს იგი აგარაკისათჳს მეკეცისა, ვითარცა მიბრძანა მე უფალმან. 11. ხოლო იესუ დადგა წინაშე მთავრისა მის. და ჰკითხა მას მთავარმან მან და ჰრქუა: შენ ხარა მეუფჱ ჰურიათაჲ? ხოლო იესუ ჰრქუა მას: შენ იტყჳ. 12. და შესმენასა მას მღდელთ-მოძღუართასა და მოხუცებულთასა არარაჲ მიუგო. 13. მაშინ ჰრქუა მას პილატე: არა გესმისა, რაოდენსა-ესე შეგწამებენ შენ? 14. და არარაჲ მიუგო მას არცა ერთისა სიტყჳსათჳს, ვიდრემდე უკჳრდაცა მთავარსა მას ფრიად. 15. ხოლო დღესასწაულთა ჩუეულ იყო მთავარი იგი, და მიუტევეს ერსა მას ერთი პყრობილი შესწავებული, რომელსა ერქუა ბარაბა. 17. და ვითარ შეკრებულ იყვნეს იგინი, ჰრქუა მათ პილატე: ვინ გნებავს ორთა ამათგანი, და მიგიტეო თქუენ: ბარაბა ანუ იესუ, რომელსა ჰრქჳან ქრისტე? 18. რამეთუ უწყოდა, ვითარმედ შურითა მისცეს იგი. 19. და ვითარცა დაჯდა პილატე საყდართა ზედა, მიუვლინა მას ცოლმან მისმან და ჰრქუა მას: არარაჲ ძეს შენი და მართლისა მაგის კაცისაჲ, რამეთუ მრავალი მევნო მე დღეს ჩუენებით მაგისთჳს. 20. ხოლო მღდელთ-მოძღუართა მათ და მოხუცებულთა არწმუნეს ერსა მას, რაჲთა გამოითხოონ ბარაბა, ხოლო იესუ წარწყმიდონ. 21. მიუგო მთავარმან მან და ჰრქუა მათ: ვინ გნებავს ორთა ამათგანი, და მიგიტეო თქუენ? ხოლო მათ ჰრქუეს: ბარაბა. 22. ჰრქუა მათ პილატე: რაჲ უკუე იყო იესუს, რომელსა ჰრქჳან ქრისტე? ჰრქუეს მას ყოველთა: ჯუარს-ეცჳნ. 23. ხოლო მთავარმან ჰრქუა მათ: და რაჲ ბოროტი უქმნიეს? ხოლო იგინი უმეტეს ღაღადებდეს და იტყოდეს: ჯუარს-ეცჳნ. 24. ვითარცა იხილა პილატე, რამეთუ არარას არგებს, არამედ უფროჲსღა შფოთი იქმნების, მოითხოვა წყალი და დაიბანა ჴელნი წინაშე ერისა მის და თქუა: უბრალო ვარ მე სისხლისაგან მაგისასა, თქუენ იხილეთ. 25. და მიუგო ყოველმან ერმან და ჰრქუეს: სისხლი მაგისი ჩუენ ზედა და შვილთა ჩუენთა ზედა. 26. მაშინ მიუტევა მათ ბარაბა, ხოლო იესუს შოლტითა სცა და მისცა მათ, რაჲთა ჯუარს-ეცუას. 27. მაშინ ერისაგანთა მათ მთავრისათა წარიყვანეს იესუ ტაძრად და შეკრიბეს მის ზედა ნათესავები იგი ყოველი. 28. და განძარცუეს იგი და ქლამინდი მეწამული შეჰმოსეს მას. 29. და შეთხზეს გჳრგჳნი ეკალთაგან და დაადგეს თავსა მისსა და ლერწამი მისცეს მარჯუენესა ჴელსა მისსა და მუჴლნი დაიდგინეს მის წინაშე, ემღერდეს მას და ეტყოდეს: გიხაროდენ, მეუფეო ჰურიათაო! 30. და ჰნერწყუვიდეს მას და მოიღეს ლერწამი და სცემდეს თავსა მისსა. 31. და ოდეს განკიცხეს იგი, განსძარცუეს მას ქალმინდი იგი და შეჰმოსეს მას თჳსივე სამოსელი და წარიყვანეს იგი, რაჲთა ჯუარს-აცუან. 32. და ვითარცა გამოვიდეს იგინი მიერ, პოვეს კაცი კჳრინელი, სახელით სიმონ. ესე წარიქციეს პაჰრაკად, რაჲთა აღიღოს ჯუარი მისი. 33. და მოვიდეს ადგილსა მას, რომელსა ჰრქჳან გოლგოთა, რომელ არს თხემისა ადგილი. 34. და მისცეს მას ძმარი ნავღლითა აღზავებული. და გემოჲ რაჲ იხილა, არა უნდა სუმის. 35. და ვითარცა ჯუარს-აცუეს იგი, განიყვეს სამოსელი მისი და განიგდეს წილი, რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი წინაჲწარმეტყუელისა მიერ, რომელსა იტყჳს: განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი. 36. და სხდეს მუნ და სცვიდეს მას. 37. და დასდვეს თავსა მისსა ზედა ბრალი მისი დაწერილი: ესე არს იესუ, მეუფე ჰურიათაჲ. 38. მაშინ ჯუარს-აცუნეს მის თანა ორნი ავაზაკნი: ერთი მარჯუენით მისა და ერთი მარცხენით. 39. ხოლო თანა-წარმავალნი იგი ჰგმობდეს მას, ყრიდეს თავთა მათთა 40. და იტყოდეს: რომელი დაჰჴსნიდ ტაძარსა ამას და მესამესა დღესა აღაშენებდ, იჴსენ თავი თჳსი; უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდამოჴედ მაგიერ ჯუარით! 41. ეგრეთვე მღდელთ-მოძღუარნი იგი ემღერდეს მწიგნობართა თანა და მოხუცებულთა და ფარისეველთა და იტყოდეს: 42. სხუანი აცხოვნა, თავი თჳსი ვერ ძალ-უც ცხოვნებად. უკუეთუ მეუფჱ ისრაჱლისაჲ არს, გარდამოჴედინ აწ მაგიერ ჯუარით, და გურწმენეს იგი. 43. უკუეთუ ესვიდა ღმერთსა, იჴსენინ იგი, უკუეთუ ჰნებავს იგი, რამეთუ თქუა, ვითარმედ: ძე ღმრთისაჲ ვარი მე. 44. ეგრეთვე ავაზაკნი იგი, მის თანა ჯუარ-ცუმულნი, აყუედრებდეს მას. 45. ხოლო მეექუსით ჟამითგან დაბნელდა ყოველი ქუეყანაჲ, ვიდრე მეცხრედ ჟამადმდე. 46. და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? 47. და რომელთამე მუნ მდგომარეთა ესმა ესე და იტყოდეს, ვითარმედ: ელიას უჴმობს ესე. 48. და მეყსეულად მირბიოდა ერთი მათგანი და მოიღო ღრუბელი და აღავსო ძმრითა და დაადგა ლერწამსა და ასუმიდა მას. 49. ხოლო სხუანი იტყოდეს: აცადეთ, და ვიხილოთ, უკუეთუ ელია მოვიდეს ჴსნად მისა. 50. ხოლო იესუ კუალად ჴმა-ყო ჴმითა დიდითა და განუტევა სული. 51. და აჰა კრეტსაბმელი იგი ტაძრისაჲ მის განიპო ორად ზეითგან, ვიდრე ქუემდე, და ქუეყანაჲ შეიძრა და კლდენი განსთქდეს, 52. და საფლავნი აღეხუნეს, და მრავალნი გუამნი შესუენებულთანი წმიდათანი აღდგეს 53. და გამოვიდეს საფლავით მათით და, შემდგომად აღდგომისა მისისა, შევიდეს წმიდასა ქალაქსა და გამოეცხადნეს მრავალთა. 54. ხოლო ასისთავმან მან და მისთანათა, რომელნი სცვიდეს იესუს, იხილეს რაჲ ძრვაჲ იგი რაჲ-იგი იქმნა, შეეშინა ფრიად და იტყოდეს: ჭეშმარიტად ძე ღმრთისაჲ იყო ესე. 55. იყვნეს მუნ დედანიცა მრავალნი, რომელნი შორით ხედვიდეს, რომელნი შეუდგეს იესუს გალილეაჲთ და ჰმსახურებდეს მას. 56. რომელთა თანა იყო მარიამ მაგდალინელი და მარიამ იაკობისი და იოსეს დედაჲ და დედაჲ ძეთა ზებედესთაჲ. 57. და ვითარცა შემწუხრდა, მოვიდა კაცი მდიდარი არიმათიაჲთ, სახელით იოსებ, რომელ იგიცა მოწაფე ყოფილ იყო იესუჲსა. 58. ესე მოვიდა პილატესა და გამოითხოვა გუამი იესუჲსი. მაშინ პილატე უბრძანა მიცემად გუამი იგი მისი. 59. და მოიღო გუამი იგი მისი იოსებ და წარგრაგნა იგი არმენაკსა წმიდასა 60. და დადვა იგი ახალსა მისსა საფლავსა, რომელი გამოეკუეთა კლდისაგან, და მიაგორვა ლოდი დიდი კარსა მას საფლავისასა და წარვიდა. 61. იყო მუნ მარიამ მაგდალინელი და სხუაჲ იგი მარიამ, და სხდეს წინაშე საფლავსა მას. 62. ხოლო ხვალისაგან, რომელ არს შემდგომად პარასკევისა, შეკრბეს მღდელთ-მოძღუარნი იგი და ფარისეველნი პილატესა 63. და ჰრქუეს: უფალო, მოვიჴსენეთ, რამეთუ მან მაცთურმან თქუა, ვიდრე ცოცხალღა იყო, ვითარმედ შემდგომად სამისა დღისა აღვდგეო. 64. აწ უკუე ბრძანე დაკრძალვად საფლავი იგი, ვიდრე მესამედ დღედმდე, ნუუკუე მოვიდენ მოწაფენი მისნი და წარიპარონ იგი და უთხრან ერსა, ვითარმედ: აღდგა მკუდრეთით. და იყოს უკუანაჲსკნელი საცთური უძჳრეს პირველისა. 65. ჰრქუა მათ პილატე: გაქუს თქუენ დასი; წარვედით და დაჰკრძალეთ, ვითარცა იცით. 66. ხოლო იგინი წარვიდეს და დაჰკრძალეს საფლავი იგი და დაჰბეჭდეს ლოდსა მას დასისა თანა. ახალ ქართულად: 1. როცა ინათა, მღვდელმთავრებმა და ხალხის უხუცესებმა ბჭობა გამართეს იესოს წინააღმდეგ, რათა მოეკლათ იგი. 2. შეკრეს იგი, წაიყვანეს, და მისცეს პონტიუს პილატეს, მთავარს. 3. მაშინ, რა იხილა იუდამ, მისმა გამცემმა, რომ მსჯავრი დასდეს, შეინანა და დაუბრუნა ოცდაათი ვერცხლი მღვდელმთავრებსა და უხუცესთ, 4. და თქვა: შევცოდე, რომ მოგეცით მართალი სისხლი. ხოლო მათ უთხრეს: ჩვენ რა? შენ იკითხე. 5. დაყარა ვერცხლი ტაძარში და იქაურობას გაეცალა: წავიდა და თავი ჩამოიხრჩო. 6. ხოლო მღვდელმთავრებმა აკრიფეს ვერცხლი და თქვეს: არ ეგება ტაძრის საგანძურში ამის დადება, ვინაიდან სისხლის საფასურია. 7. ბჭობა გამართეს და, უცხოთა სასაფლაოდ, იყიდეს იმით მეთუნის მიწა. 8. ამიტომაც ეწოდება ამ მიწას სისხლის მიწა დღევანდელ დღემდე. 9. მაშინ აღსრულდა თქმული იერემია წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს: და აიღეს ოცდაათი ვერცხლი, საფასური შეფასებულისა, რომელიც შეფასდა ისრაელის ძეთა მიერ; 10. და მისცეს ის მეთუნის მიწაში, როგორც მიბრძანა მე უფალმა. 11. ხოლო იესო წარდგა მთავრის წინაშე, და ჰკითხა მამთავარმა: შენა ხარ იუდეველთა მეფე? ხოლო იესომ მიუგო: შენ ამბობ. 12. და როდესაც მღვდელმთავრებმა და უხუცესებმა ბრალი დასდეს, არაფერი მიუგო მათ. 13. მაშინ უთხრა მას პილატემ: არ გესმის, რამდენ რასმე გწამებენ? 14. მაგრამ არცერთ სიტყვაზე არაფერი მიუგო მას; ასე რომ, დიდად უკვირდა მთავარს. 15. ხოლო დღესასწაულზე ჩვევად ჰქონდა მთავარს, გაეთავისუფლებინა ხალხისთვის ერთი პატიმარი, რომელსაც მოისურვებდნენ. 16. იმხანად ჰყავდათ ერთი ცნობილი პატიმარი, რომელსაც ერქვა ბარაბა. 17. ამრიგად, როცა შეიკრიბნენ ისინი, უთხრა მათ პილატემ: ვინ გინდათ გაგითავისუფლოთ: ბარაბა თუ იესო, რომელსაც ჰქვია ქრისტე? 18. რადგანაც იცოდა, რომ შურით გასცეს იგი. 19. და როცა სამსჯავრო სავარძელზე იჯდა, ცოლმა კაცის პირით შემოუთვალა: ნურაფერს დაუშავებ მაგ მართალს, ვინაიდან წუხელ სიზმარში ბევრი ვიტანჯე მის გამო. 20. მაგრამ მღვდელმთავრებმა და უხუცესებმა წააქეზეს ხალხი, გამოეთხოვათ ბარაბა, ხოლო იესო გაეწირათ. 21. და როცა მთავარმა ჰკითხა მათ: ვინ გინდათ გაგითავისუფლოთ ამ ორთაგანო, ხალხმა მიუგო: ბარაბა. 22. ჰკითხა მათ პილატემ: კი მაგრამ, რა ვუყო იესოს, რომელსაც ჰქვია ქრისტე? ყველამ მიუგო: ჯვარს ეცვას! 23. ხოლო მთავარმა იკითხა: რა დააშავა? მაგრამ ისინი უფრო ხმამაღლა აყვირდნენ: ჯვარს ეცვას! 24. და რაკი იხილა პილატემ, რომ ვერაფერს შველის, არამედ უფრო იზრდება შფოთი, მოითხოვა წყალი, ხალხის წინაშე დაიბანა ხელები და თქვა: მე უბრალო ვარ ამ მართლის სისხლში. თქვენ იკითხეთ. 25. მიუგო მთელმა ხალხმა და უთხრა: ჩვენზე იყოს და ჩვენს შვილებზე მაგისი სისხლი. 26. მაშინ გაუთავისუფლა მათ ბარაბა, ხოლო იესო გაამათრახებინა და ჯვარზე საცმელად მისცა მათ. 27. მაშინ მთავრის ჯარისკაცებმა პრეტორიუმში წაიყვანეს იესო, და გარს შემოერტყა მთელი რაზმი. 28. ტანთ გახადეს და შემოსეს მეწამული ქლამიდით. 29. დაწნეს ეკლის გვირგვინი და თავზე დაადგეს, მარჯვენა ხელში კი ლერწამი მისცეს; მუხლს იყრიდნენ მის წინაშე, დასცინოდნენ და ეუბნებოდნენ: გიხაროდეს, მეუფეო იუდეველთა! 30. და აფურთხებდნენ, აიღეს ლერწამი და თავზე ამტვრევდნენ მას. 31. ხოლო როცა დაცინვით გული იჯერეს, შემოაძარცვეს ქლამიდი, კვლავ თავისი სამოსი ჩააცვეს და წაიყვანეს, რათა ჯვარს ეცვათ. 32. გზაში შემოხვდათ ერთი კირენელი კაცი, სახელად სიმონი; და აიძულეს წამოეღო იესოს ჯვარი. 33. და როცა მიაღწიეს იმ ადგილს, რომელსაც ჰქვია გოლგოთა, რაც ნიშნავს თხემის ადგილს, 34. მისცეს მას სასმელად ნაღველნარევი ძმარი, და როცა გემო გაუსინჯა, აღარ მოუნდა დალევა. 35. და როცა ჯვარს აცვეს, წილი ყარეს და გაიყვეს მისი სამოსი, რათა აღსრულდეს თქმული წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს: ერთმანეთში გაიყვეს ჩემი სამოსი და ჩემს კვართზე იყარეს წილი. 36. ისხდნენ და იქ დარაჯობდნენ მას. 37. და დაუდგეს თავთით დაწერილი ბრალდება: ეს არის იესო, იუდეველთა მეფე! 38. მაშინ ჯვარს აცვეს მასთან ერთად ორი ავაზაკი, ერთი მარჯვნივ და მეორე მარცხნივ. 39. ხოლო გამვლელნი აგინებღნენ, თავებს აქნევდნენ 40. და ამბობდნენ: ტაძრის დამრღვევო და სამ დღეში აღმშენებელო, იხსენი შენი თავი; თუ ღმერთის ძე ხარ, ჩამოდი ჯვრიდან. 41. ასევე მღვდელმთავრები მწიგნობრებთან, უხუცესებსა და ფარისევლებთან ერთად დასცინოდნენ და ამბობდნენ: 42. სხვები იხსნა და თავის ხსნა კი არ შეუძლია; თუ ისრაელის მეუფეა, დე, ჩამოვიდეს ჯვრიდან და ვიწამებთ მას. 43. ღმერთს იყო მინდობილი, და, თუ ნებავს, დე, იხსნას ახლა ღმერთმა, ვინაიდან თქვა: ძე ვარო ღმრთისა. 44. მის გვერდით ჯვარცმული ავაზაკნი ასევე აგინებდნენ მას. 45. ხოლო მეექვსე საათიდან მეცხრე საათამდე წყვდიადმა მოიცვა მთელი ქვეყანა. 46. და ასე, მეცხრე საათს ხმამაღლა შეღაღადა იესომ: ელი, ელი, ლამა საბაქთანი? რაც ნიშნავს, ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე მე? 47. ზოგიერთმა იქ მდგომმა გაიგონა ეს და თქვა, ელიას უხმობსო. 48. მყისვე გაიქცა ერთი მათგანი, აიღო ღრუბელი, ძმრით გაჟღინთა, ლერწამზე წამოაგო და მიაწოდა სასმელად. 49. სხვები კი ამბობდნენ: მოიცათ, ვნახოთ, მოვა თუ არა ელია მის სახსნელად. 50. ხოლო იესომ კვლავ შეღაღადა ხმამაღლა და განუტევა სული. 51. და, აჰა, ზემოდან ქვემომდე, შუა ჩაიხა ტაძრის ფარდა, იძრა მიწა და დასკდნენ კლდენი. 52. განიხვნენ საფლავნი და წმიდა განსვენებულთა მრავალი გვამი აღდგა. 53. საფლავებიდან გამოვიდნენ მისი აღდგომის შემდეგ, წმიდა ქალაქში შევიდნენ და გამოეცხადნენ მრავალს. 54. ხოლო როდესაც იხილეს მიწისძვრა და ყოველივე ის, რაც მოხდა, ასისთავი და მასთან ერთად იესოს მოდარაჯენი, ძალიან შეშინდნენ და თქვეს: ჭეშმარიტად ღმრთის ძე იყო იგი. 55. იყო იქ აგრეთვე შორიდან მაცქერალი მრავალი ქალი, რომლებიც გალილეიღან მოჰყვებოდნენ იესოს და ემსახურებოდნენ მას. 56. მათ შორის იყვნენ მარიამ მაგდალელი, მარიამი, დედა იაკობისა და იოსებისა, და ზებედეს ძეთა დედა. 57. მწუხრის ჟამს მოვიდა მდიდარი არიმათიელი კაცი, სახელად იოსები, რომელიც აგრეთვე იესოს მოწაფე იყო. 58. მივიდა იგი პილატესთან და გამოითხოვა იესოს გვამი; და მაშინ ბრძანა პილატემ, მიეცათ მისთვის. 59. წამოიღო მისი გვამი იოსებმა, და შეახვია წმიდა ტილოში. 60. და დაასვენა იგი ახალ სამარხში, რომელიც კლდეში გამოეკვეთა; დიდი ლოდი მიაყუდა სამარხის კარს და წავიდა. 61. იყო იქ მარიამ მაგდალელი, და მეორე მარიამიც, რომლებიც სამარხის წინ ისხდნენ. 62. ხოლო მეორე დღეს, რომელიც მოსდევს პარასკევს, შეიკრიბნენ მღვდელმთავარნი და ფარისეველნი პილატეს კარზე 63. და თქვეს: ბატონო, გაგვახსენდა, რომ ამ მაცდურმა სიცოცხლეში თქვა: სამი დღის შემდეგ აღვდგებიო. 64. მაშ, ბრძანე მესამე დღემდე უდარაჯონ სამარხს, რათა მისი მოწაფეები არ მივიდნენ ღამით, არ მოიპარონ იგი და უთხრან ხალხს: მკვდრეთით აღდგაო. და უკანასკნელი სიცრუე პირველზე უარესი იქნება. 65. უთხრა მათ პილატემ: დარაჯნი თქვენა გყავთ, წადით და უდარაჯეთ, როგორც გჩვევიათ. 66. ისინიც წავიდნენ, სამარხის დასაცავად დაბეჭდეს ლოდი და დარაჯი დაუყენეს. 1 Πρωΐας δὲ γενομένης συμβούλιον ἔλαβον πάντες οἱ ἀρχιερεῖς καὶ οἱ πρεσβύτεροι τοῦ λαοῦ κατὰ τοῦ Ἰησοῦ ὥστε θανατῶσαι αὐτόν· 2 καὶ δήσαντες αὐτὸν ἀπήγαγον καὶ παρέδωκαν Πιλάτῳ τῷ ἡγεμόνι. 3 Τότε ἰδὼν Ἰούδας ὁ παραδοὺς / παραδιδοὺς αὐτὸν ὅτι κατεκρίθη, μεταμεληθεὶς ἔστρεψεν τὰ τριάκοντα ἀργύρια τοῖς ἀρχιερεῦσιν καὶ πρεσβυτέροις 4 λέγων· ἥμαρτον παραδοὺς αἷμα δίκαιον / ἀθῷον. οἱ δὲ εἶπαν· τί πρὸς ἡμᾶς; σὺ ὄψῃ. 5 καὶ ῥίψας τὰ ἀργύρια εἰς τὸν ναὸν ἀνεχώρησεν, καὶ ἀπελθὼν ἀπήγξατο. 6 οἱ δὲ ἀρχιερεῖς λαβόντες τὰ ἀργύρια εἶπαν· οὐκ ἔξεστιν βαλεῖν αὐτὰ εἰς τὸν κορβανᾶν, ἐπεὶ τιμὴ αἵματός ἐστιν. 7 συμβούλιον δὲ λαβόντες ἠγόρασαν ἐξ αὐτῶν τὸν ἀγρὸν τοῦ κεραμέως εἰς ταφὴν τοῖς ξένοις. 8 διὸ ἐκλήθη ὁ ἀγρὸς ἐκεῖνος ἀγρὸς αἵματος ἕως τῆς σήμερον. 9 τότε ἐπληρώθη τὸ ῥηθὲν διὰ Ἰερεμίου τοῦ προφήτου λέγοντος· καὶ ἔλαβον τὰ τριάκοντα ἀργύρια, τὴν τιμὴν τοῦ τετιμημένου ὃν ἐτιμήσαντο ἀπὸ υἱῶν Ἰσραήλ, 10 καὶ ἔδωκαν αὐτὰ εἰς τὸν ἀγρὸν τοῦ κεραμέως, καθὰ συνέταξέν μοι κύριος. 11 ὁ δὲ Ἰησοῦς ἐστάθη ἔμπροσθεν τοῦ ἡγεμόνος· καὶ ἐπηρώτησεν αὐτὸν ὁ ἡγεμὼν λέγων· σὺ εἶ ὁ βασιλεὺς τῶν Ἰουδαίων; ὁ δὲ Ἰησοῦς ἔφη· σὺ λέγεις. 12 καὶ ἐν τῷ κατηγορεῖσθαι αὐτὸν ὑπὸ τῶν ἀρχιερέων καὶ πρεσβυτέρων οὐδὲν ἀπεκρίνατο. 13 τότε λέγει αὐτῷ ὁ Πιλᾶτος· οὐκ ἀκούεις πόσα σου καταμαρτυροῦσιν; 14 καὶ οὐκ ἀπεκρίθη αὐτῷ πρὸς οὐδὲ ἓν ῥῆμα, ὥστε θαυμάζειν τὸν ἡγεμόνα λίαν. 15 Κατὰ δὲ ἑορτὴν εἰώθει ὁ ἡγεμὼν ἀπολύειν ἕνα τῷ ὄχλῳ δέσμιον ὃν ἤθελον. 16 εἶχον δὲ τότε δέσμιον ἐπίσημον λεγόμενον [Ἰησοῦν] Βαραββᾶν. 17 συνηγμένων οὖν αὐτῶν εἶπεν αὐτοῖς ὁ Πιλᾶτος· τίνα θέλετε ἀπολύσω ὑμῖν, [Ἰησοῦν] τὸν Βαραββᾶν ἢ Ἰησοῦν τὸν λεγόμενον Χριστόν; 18 ᾔδει γὰρ ὅτι διὰ φθόνον παρέδωκαν αὐτόν. 19 καθημένου δὲ αὐτοῦ ἐπὶ τοῦ βήματος ἀπέστειλεν πρὸς αὐτὸν ἡ γυνὴ αὐτοῦ λέγουσα· μηδὲν σοὶ καὶ τῷ δικαίῳ ἐκείνῳ· πολλὰ γὰρ ἔπαθον σήμερον κατ' ὄναρ δι' αὐτόν. 20 οἱ δὲ ἀρχιερεῖς καὶ οἱ πρεσβύτεροι ἔπεισαν τοὺς ὄχλους ἵνα αἰτήσωνται τὸν Βαραββᾶν, τὸν δὲ Ἰησοῦν ἀπολέσωσιν. 21 ἀποκριθεὶς δὲ ὁ ἡγεμὼν εἶπεν αὐτοῖς· τίνα θέλετε ἀπὸ τῶν δύο ἀπολύσω ὑμῖν; οἱ δὲ εἶπαν· τὸν Βαραββᾶν. 22 λέγει αὐτοῖς ὁ Πιλᾶτος· τί οὖν ποιήσω Ἰησοῦν τὸν λεγόμενον Χριστόν; λέγουσιν πάντες· σταυρωθήτω. 23 ὁ δὲ ἔφη· τί γὰρ κακὸν ἐποίησεν; οἱ δὲ περισσῶς ἔκραζον λέγοντες· σταυρωθήτω. 24 ἰδὼν δὲ ὁ Πιλᾶτος ὅτι οὐδὲν ὠφελεῖ ἀλλὰ μᾶλλον θόρυβος γίνεται, λαβὼν ὕδωρ ἀπενίψατο τὰς χεῖρας κατέναντι / ἀπέναντι τοῦ ὄχλου λέγων· ἀθῷός εἰμι ἀπὸ τοῦ αἵματος τούτου· ὑμεῖς ὄψεσθε. 25 καὶ ἀποκριθεὶς πᾶς ὁ λαὸς εἶπεν· τὸ αἷμα αὐτοῦ ἐφ' ἡμᾶς καὶ ἐπὶ τὰ τέκνα ἡμῶν. 26 τότε ἀπέλυσεν αὐτοῖς τὸν Βαραββᾶν, τὸν δὲ Ἰησοῦν φραγελλώσας παρέδωκεν ἵνα σταυρωθῇ. 27 Τότε οἱ στρατιῶται τοῦ ἡγεμόνος παραλαβόντες τὸνͺ Ἰησοῦν εἰς τὸ πραιτώριον συνήγαγον ἐπ' αὐτὸν ὅλην τὴν σπεῖραν. 28 καὶ ἐκδύσαντες αὐτὸν χλαμύδα κοκκίνην περιέθηκαν αὐτῷ, 29 καὶ πλέξαντες στέφανον ἐξ ἀκανθῶν ἐπέθηκαν ἐπὶ τῆς κεφαλῆς αὐτοῦ καὶ κάλαμον ἐν τῇ δεξιᾷ αὐτοῦ καὶ γονυπετήσαντες ἔμπροσθεν αὐτοῦ ἐνέπαιξαν αὐτῷ λέγοντες· χαῖρε, βασιλεῦ τῶν Ἰουδαίων, 30 καὶ ἐμπτύσαντες εἰς αὐτὸν ἔλαβον τὸν κάλαμον καὶ ἔτυπτον εἰς τὴν κεφαλὴν αὐτοῦ. 31 καὶ ὅτε ἐνέπαιξαν αὐτῷ ἐξέδυσαν αὐτὸν τὴν χλαμύδα καὶ ἐνέδυσαν αὐτὸν τὰ ἱμάτια αὐτοῦ καὶ ἀπήγαγον αὐτὸν εἰς τὸ σταυρῶσαι. 32 ἐξερχόμενοι δὲ εὗρον ἄνθρωπον Κυρηναῖον ὀνόματι Σίμωνα, τοῦτον ἠγγάρευσαν ἵνα ἄρῃ τὸν σταυρὸν αὐτοῦ. 33 καὶ ἐλθόντες εἰς τόπον λεγόμενον Γολγοθᾶ, ὅ ἐστιν κρανίου τόπος λεγόμενος, 34 ἔδωκαν αὐτῷ πιεῖν οἶνον μετὰ χολῆς μεμιγμένον· καὶ γευσάμενος οὐκ ἠθέλησεν πιεῖν. 35 σταυρώσαντες δὲ αὐτὸν διεμερίσαντο τὰ ἱμάτια αὐτοῦ βάλλοντες κλῆρον, 36 καὶ καθήμενοι ἐτήρουν αὐτὸν ἐκεῖ. 37 καὶ ἐπέθηκαν ἐπάνω τῆς κεφαλῆς αὐτοῦ τὴν αἰτίαν αὐτοῦ γεγραμμένην· οὗτός ἐστιν Ἰησοῦς ὁ βασιλεὺς τῶν Ἰουδαίων. 38 τότε σταυροῦνται σὺν αὐτῷ δύο λῃσταί, εἷς ἐκ δεξιῶν καὶ εἷς ἐξ εὐωνύμων. 39 οἱ δὲ παραπορευόμενοι ἐβλασφήμουν αὐτὸν κινοῦντες τὰς κεφαλὰς αὐτῶν 40 καὶ λέγοντες· ὁ καταλύων τὸν ναὸν καὶ ἐν τρισὶν ἡμέραις οἰκοδομῶν, σῶσον σεαυτόν, εἰ υἱὸς εἶ τοῦ θεοῦ, [καὶ] κατάβηθι ἀπὸ τοῦ σταυροῦ. 41 ὁμοίως καὶ οἱ ἀρχιερεῖς ἐμπαίζοντες μετὰ τῶν γραμματέων καὶ πρεσβυτέρων ἔλεγον· 42 ἄλλους ἔσωσεν, ἑαυτὸν οὐ δύναται σῶσαι· βασιλεὺς Ἰσραήλ ἐστιν, καταβάτω νῦν ἀπὸ τοῦ σταυροῦ καὶ πιστεύσομεν ἐπ' αὐτόν. 43 πέποιθεν ἐπὶ τὸν θεόν, ῥυσάσθω νῦν εἰ θέλει αὐτόν· εἶπεν γὰρ ὅτι θεοῦ εἰμι υἱός. 44 τὸ δ' αὐτὸ καὶ οἱ λῃσταὶ οἱ συσταυρωθέντες σὺν αὐτῷ ὠνείδιζον αὐτόν. 45 ἀπὸ δὲ ἕκτης ὥρας σκότος ἐγένετο ἐπὶ πᾶσαν τὴν γῆν ἕως ὥρας ἐνάτης. 46 περὶ δὲ τὴν ἐνάτην ὥραν ἐβόησεν / ἀνεβόησεν ὁ Ἰησοῦς φωνῇ μεγάλῃ λέγων· ἐλώι / ηλι ἐλώι / ηλι λεμα σαβαχθανι; τοῦτ' ἔστιν θεέ μου θεέ μου, ἱνατί με ἐγκατέλιπες; 47 τινὲς δὲ τῶν ἐκεῖ ἑστηκότων ἀκούσαντες ἔλεγον ὅτι Ἠλίαν φωνεῖ οὗτος. 48 καὶ εὐθέως δραμὼν εἷς ἐξ αὐτῶν καὶ λαβὼν σπόγγον πλήσας τε ὄξους καὶ περιθεὶς καλάμῳ ἐπότιζεν αὐτόν. 49 οἱ δὲ λοιποὶ εἶπαν / ἔλεγον· ἄφες ἴδωμεν εἰ ἔρχεται Ἠλίας σώσων αὐτόν. (ἄλλος δὲ λαβὼν λόγχην ἔνυξεν αὐτοῦ τὴν πλευράν, καὶ ἐξῆλθεν ὕδωρ καὶ αἷμα). 50 ὁ δὲ Ἰησοῦς πάλιν κράξας φωνῇ μεγάλῃ ἀφῆκεν τὸ πνεῦμα. 51 καὶ ἰδοὺ τὸ καταπέτασμα τοῦ ναοῦ ἐσχίσθη ἀπ' ἄνωθεν ἕως κάτω εἰς δύο καὶ ἡ γῆ ἐσείσθη καὶ αἱ πέτραι ἐσχίσθησαν, 52 καὶ τὰ μνημεῖα ἀνεῴχθησαν καὶ πολλὰ σώματα τῶν κεκοιμημένων ἁγίων ἠγέρθησαν, 53 καὶ ἐξελθόντες ἐκ τῶν μνημείων μετὰ τὴν ἔγερσιν αὐτοῦ εἰσῆλθον εἰς τὴν ἁγίαν πόλιν καὶ ἐνεφανίσθησαν πολλοῖς. 54 ὁ δὲ ἑκατόνταρχος καὶ οἱ μετ' αὐτοῦ τηροῦντες τὸν Ἰησοῦν ἰδόντες τὸν σεισμὸν καὶ τὰ γινόμενα / γενόμενα ἐφοβήθησαν σφόδρα, λέγοντες· ἀληθῶς θεοῦ υἱὸς ἦν οὗτος. 55 ἦσαν δὲ ἐκεῖ γυναῖκες πολλαὶ ἀπὸ μακρόθεν θεωροῦσαι, αἵτινες ἠκολούθησαν τῷ Ἰησοῦ ἀπὸ τῆς Γαλιλαίας διακονοῦσαι αὐτῷ· 56 ἐν αἷς ἦν Μαρία ἡ Μαγδαληνὴ καὶ Μαρία ἡ τοῦ Ἰακώβου καὶ Ἰωσὴφ μήτηρ καὶ ἡ μήτηρ τῶν υἱῶν Ζεβεδαίου. 57 ὀψίας δὲ γενομένης ἦλθεν ἄνθρωπος πλούσιος ἀπὸ Ἁριμαθαίας, τοὔνομα Ἰωσήφ, ὃς καὶ αὐτὸς ἐμαθητεύθη τῷ Ἰησοῦ· 58 οὗτος προσελθὼν τῷ Πιλάτῳ ᾐτήσατο τὸ σῶμα τοῦ Ἰησοῦ. τότε ὁ Πιλᾶτος ἐκέλευσεν ἀποδοθῆναι. 59 καὶ λαβὼν τὸ σῶμα ὁ Ἰωσὴφ ἐνετύλιξεν αὐτὸ ἐν σινδόνι καθαρᾷ 60 καὶ ἔθηκεν αὐτὸ ἐν τῷ καινῷ αὐτοῦ μνημείῳ ὃ ἐλατόμησεν ἐν τῇ πέτρᾳ καὶ προσκυλίσας λίθον μέγαν τῇ θύρᾳ τοῦ μνημείου ἀπῆλθεν. 61 ἦν δὲ ἐκεῖ Μαριὰμ ἡ Μαγδαληνὴ καὶ ἡ ἄλλη Μαρία καθήμεναι ἀπέναντι τοῦ τάφου. 62 Τῇ δὲ ἐπαύριον, ἥτις ἐστὶν μετὰ τὴν παρασκευήν, συνήχθησαν οἱ ἀρχιερεῖς καὶ οἱ Φαρισαῖοι πρὸς Πιλᾶτον 63 λέγοντες· κύριε, ἐμνήσθημεν ὅτι ἐκεῖνος ὁ πλάνος εἶπεν ἔτι ζῶν· μετὰ τρεῖς ἡμέρας ἐγείρομαι. 64 κέλευσον οὖν ἀσφαλισθῆναι τὸν τάφον ἕως τῆς τρίτης ἡμέρας, μήποτε ἐλθόντες οἱ μαθηταὶ [αὐτοῦ] κλέψωσιν αὐτὸν καὶ εἴπωσιν τῷ λαῷ· ἠγέρθη ἀπὸ τῶν νεκρῶν, καὶ ἔσται ἡ ἐσχάτη πλάνη χείρων τῆς πρώτης. 65 ἔφη αὐτοῖς ὁ Πιλᾶτος· ἔχετε κουστωδίαν· ὑπάγετε ἀσφαλίσασθε ὡς οἴδατε. 66 οἱ δὲ πορευθέντες ἠσφαλίσαντο τὸν τάφον σφραγίσαντες τὸν λίθον μετὰ τῆς κουστωδίας. დავით (კანონისტი) ბერძნული კარგად იცი და გთხოვ მითხრა ეს სიტყვა: σταυρώ როგორ ითარგმნება ქართულად და არა ამრტო ქართულად, რა შინაარსის შემცველია ეს სიტყვა. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
Iehovas Mocme |
![]()
პოსტი
#444
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 36 რეგისტრ.: 17-March 11 წევრი № 10,691 ![]() |
უბრალოდ ასეთი უნამუსაობა თუ გინახავთ ვინმეს სადმე afxazi ალბათ ემოციური ადმაინაი ხარ თორე ასე უხეშად არ იტყოდი. თავიდან გონება დაქვეითებააო დაწერე, ახლა უნამუსობაო. მე ხომ დაგიწერე რომ სტავროს ნიშნავს ძელს და არა ჯვარს. შენ სახარებიდან მოიყვანე ციტატები სადაც სტავროსი არასწორადაა ჯვრად ნათარგმნი. ამიტომ ვერ ჩავთვლი რომ შენ ჩვენი ბიბლიის თარგმანის უნამუსობა დაამტკიცე. ციტატა დავით (კანონისტი) ბერძნული კარგად იცი და გთხოვ მითხრა ეს სიტყვა: σταυρώ როგორ ითარგმნება ქართულად და არა ამრტო ქართულად, რა შინაარსის შემცველია ეს სიტყვა. კანონისტი მეც მაინტერესებს შენი პასუხი. -------------------- "მოისმინე, ისრაელო: ერთია იეჰოვა, ჩვენი ღმერთი იეჰოვა. გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულითა და მთელი ძალით. გულში ჩაიბეჭდე სიტყვები, რომლებსაც დღეს გიბრძანებ; ჩააგონე შენს ვაჟს და ელაპარაკე მათზე სახლში ჯდომისას, გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას; ხელზე შეიბი ნიშნად და შუბლზე გაიკეთე; დააწერე სახლის კარის წირთხლებს და ჭიშკრებს". - მეორე რჯული 6:4-9.
|
afxazi |
![]()
პოსტი
#445
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
Iehovas Mocme
ციტატა სტავროს ნიშნავს ძელს ბერძნული იცი? -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
Iehovas Mocme |
![]()
პოსტი
#446
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 36 რეგისტრ.: 17-March 11 წევრი № 10,691 ![]() |
Iehovas Mocme ბერძნული იცი? afxazi არა არ ვიცი ბერძნული. მაგრამ ბერძნულის არ ცოდნა ხელს არ მიშლის იმის ცოდნაში რომ სტავროსი ჯვარს არ ნიშნავს. ისევე როგორც არც შენ იცი ბერძნული მაგრამ იმის დამტკიცებას ცდილობ რომ ჯვარს ნიშნავს. -------------------- "მოისმინე, ისრაელო: ერთია იეჰოვა, ჩვენი ღმერთი იეჰოვა. გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულითა და მთელი ძალით. გულში ჩაიბეჭდე სიტყვები, რომლებსაც დღეს გიბრძანებ; ჩააგონე შენს ვაჟს და ელაპარაკე მათზე სახლში ჯდომისას, გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას; ხელზე შეიბი ნიშნად და შუბლზე გაიკეთე; დააწერე სახლის კარის წირთხლებს და ჭიშკრებს". - მეორე რჯული 6:4-9.
|
afxazi |
![]()
პოსტი
#447
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
Iehovas Mocme
ციტატა წმინდა წერილის რომ გჯეროდეს, ამისთვის უამრავი საფუძველი არსებობს. ის ღვთის სიტყვაა და არა ადმაიანის. აბა რა საფუძვლებია მითხარი? Iehovas Mocme ციტატა არა არ ვიცი ბერძნული. მაგრამ ბერძნულის არ ცოდნა ხელს არ მიშლის იმის ცოდნაში რომ სტავროსი ჯვარს არ ნიშნავს. ისევე როგორც არც შენ იცი ბერძნული მაგრამ იმის დამტკიცებას ცდილობ რომ ჯვარს ნიშნავს. ჯერ ერთი საიდან დაასკვენი, რომ არ ვიცი. მეორეც რა ნამუსით ამტკიცებ იმას, რაც არ იცი. ციტატა მაგრამ ბერძნულის არ ცოდნა ხელს არ მიშლის იმის ცოდნაში რომ სტავროსი ჯვარს არ ნიშნავს ეს ფრაზა ოქროს ფონდშია შესატანი ![]() ![]() ![]() ბერძნული სიტყვა ქართულად როგორ ითარგმნება არ იცი, მაგრამ ეს ხელს არ გიშლის იმაში, რომ ის თარგმნო როგორც გინდა. ჰოი საოცრებავ. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
Iehovas Mocme |
![]()
პოსტი
#448
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 36 რეგისტრ.: 17-March 11 წევრი № 10,691 ![]() |
Iehovas Mocme აბა რა საფუძვლებია მითხარი? afxazi ყველაფერი რომ გითხრა დიდი დრო დამჭირდება. თუ გსურს, მიგითითებ ჩვენს ლიტერატურას სადაც დაწვრილებითაა ეს საკითხი ახსნილი და გაერკვევი. ციტატა Iehovas Mocme ჯერ ერთი საიდან დაასკვენი, რომ არ ვიცი. იქიდან დავასკვენი რომ კანონისტს სთხოვდი მისი განმარტება დაეწერა და აღნიშნე რომ ბერძნული იციო და დაგვიწერეო. ბერძნული რომ გცოდნოდა, თავადაც დაწერდი და იტყოდი რომ ბერძნული იცი. საინტერესოა, ბერძნულის სპეციალისტი ხარ? ციტატა მეორეც რა ნამუსით ამტკიცებ იმას, რაც არ იცი. ბერძნული ენის სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ ჩვენს ლიტერატურაში ბერძნული ენის სპეციალისტების ნაშრომები ხშირად არის დაბეჭდილი, სადაც სიტყვა "სტავროსის" განმარტებებიც იყო მოცემული. აი ამ ნამუსით ვამტკიცებ მე. Iehovas Mocme ეს ფრაზა ოქროს ფონდშია შესატანი ![]() ![]() ![]() ჰოი საოცრებავ. afxazi მოდი შევთანხმდეთ რომ ირონიის გარეშე ვისაუბროთ. ამგვარი კითხვა-პასუხი მიუღებელია ჩემთვის. -------------------- "მოისმინე, ისრაელო: ერთია იეჰოვა, ჩვენი ღმერთი იეჰოვა. გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულითა და მთელი ძალით. გულში ჩაიბეჭდე სიტყვები, რომლებსაც დღეს გიბრძანებ; ჩააგონე შენს ვაჟს და ელაპარაკე მათზე სახლში ჯდომისას, გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას; ხელზე შეიბი ნიშნად და შუბლზე გაიკეთე; დააწერე სახლის კარის წირთხლებს და ჭიშკრებს". - მეორე რჯული 6:4-9.
|
afxazi |
![]()
პოსტი
#449
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
Iehovas Mocme
ციტატა იქიდან დავასკვენი რომ კანონისტს სთხოვდი მისი განმარტება დაეწერა და აღნიშნე რომ ბერძნული იციო და დაგვიწერეო. ბერძნული რომ გცოდნოდა, თავადაც დაწერდი და იტყოდი რომ ბერძნული იცი. საინტერესოა, ბერძნულის სპეციალისტი ხარ? კანონისტმა კარგად იცის, მე კი კარგად არ ვიცი. ამიტომ ვთხოვდი თუ მან იცის ამ სიტყვის სხვა მნიშვნელობა, როგორც კარგად მცოდნემ, გვითხრას. ციტატა ბერძნული ენის სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ ჩვენს ლიტერატურაში ბერძნული ენის სპეციალისტების ნაშრომები ხშირად არის დაბეჭდილი, სადაც სიტყვა "სტავროსის" განმარტებებიც იყო მოცემული. აი ამ ნამუსით ვამტკიცებ მე. ნამეტანი მაინტერესებს ვინ მიანიჭა მათ ბერძნული ენის სპეციალისტობის კვალიფიკაცია ![]() ![]() ![]() ციტატა ყველაფერი რომ გითხრა დიდი დრო დამჭირდება. თუ გსურს, მიგითითებ ჩვენს ლიტერატურას სადაც დაწვრილებითაა ეს საკითხი ახსნილი და გაერკვევი. ძალიან ხშირად გვიწვევ ამ ლიტერატურის გასაცნობად და არ გინდა. თუ რამ იცი დაწერე, მცირედი იყოს, მაგრამ გასაგები. ციტატა მოდი შევთანხმდეთ რომ ირონიის გარეშე ვისაუბროთ. ამგვარი კითხვა-პასუხი მიუღებელია ჩემთვის. მაპატიე, მაგრამ ძალიან მიჭირს. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
Iehovas Mocme |
![]()
პოსტი
#450
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 36 რეგისტრ.: 17-March 11 წევრი № 10,691 ![]() |
Iehovas Mocme კანონისტმა კარგად იცის, მე კი კარგად არ ვიცი. afxazi მაგასაც მივხვდი რომ არასაკმარისად იცი ბერძნული. ბერძნული ენის სპეციალისტი არ ხარ. ამ დროს იმის დამტკიცებას ცდილობდი რაც არ იცი. ბერძნული ენის სპეციალისტი რომ ყოფილიყავი არ შეეცდებოდი იმის მტკიცებას რომ სტავროს ჯვარს ნიშნავს. ციტატა ამიტომ ვთხოვდი თუ მან იცის ამ სიტყვის სხვა მნიშვნელობა, როგორც კარგად მცოდნემ, გვითხრას. გვითხრას. მეც მაინტერესებს მისი პასუხი. ციტატა ნამეტანი მაინტერესებს ვინ მიანიჭა მათ ბერძნული ენის სპეციალისტობის კვალიფიკაცია ![]() ![]() ![]() ვინ მათ? ციტატა ძალიან ხშირად გვიწვევ ამ ლიტერატურის გასაცნობად და არ გინდა. რა არ მინდა? თუ დაწვრლებითი ახსნა-განმარტება გსურს იცოდე, შემიძლია მიგითითო ჩვენი ლიტერატურა. თუ არ გსურს, ეგ სხვა საკითხია. მე ვიფიქრე რომ საკითხებში გარკვევის სურვილით პოსტავდი. ციტატა თუ რამ იცი დაწერე, მცირედი იყოს, მაგრამ გასაგები. მცირეს და გასაგებს რომ ვწერ, არ გაკმაყოფილებს და ამიტომ შემოგთავაზე დაწვრილებითი იფნორმაციის მიღებისთვის ის ლიტერატურა წაგეკითხა, რაზეც უარი თქვი. ციტატა მაპატიე, მაგრამ ძალიან მიჭირს. მაშინ ირონიული პოსტების ნაცვლად, სულ არ დაწერო არ ჯობია? ირონიული პოსტების წერა მეც შემიძლია მაგრამ მაგდაგვარი მიმოწერა მხოლოდ უაზრო კამათში გადავა. დავიჯერო უაზრო კამათში დროის ხარჯვა გსურს? -------------------- "მოისმინე, ისრაელო: ერთია იეჰოვა, ჩვენი ღმერთი იეჰოვა. გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულითა და მთელი ძალით. გულში ჩაიბეჭდე სიტყვები, რომლებსაც დღეს გიბრძანებ; ჩააგონე შენს ვაჟს და ელაპარაკე მათზე სახლში ჯდომისას, გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას; ხელზე შეიბი ნიშნად და შუბლზე გაიკეთე; დააწერე სახლის კარის წირთხლებს და ჭიშკრებს". - მეორე რჯული 6:4-9.
|
afxazi |
![]()
პოსტი
#451
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
Iehovas Mocme
ციტატა დავიჯერო უაზრო კამათში დროის ხარჯვა გსურს? სწორად შენიშნე, არ მსურს. ამიტომ ვისაც სურვილი აქვს გესაუბროს. მაგრამ შენი ლიტერატურის პოპულარიზაციას შეეშვი. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
Iehovas Mocme |
![]()
პოსტი
#452
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 36 რეგისტრ.: 17-March 11 წევრი № 10,691 ![]() |
Iehovas Mocme სწორად შენიშნე, არ მსურს. ამიტომ ვისაც სურვილი აქვს გესაუბროს. afxazi არც მე მსურს ირონიული პოსტების წერით დროის ხარჯვა და უაზრო კამათი. (მიუხედავად შენი მზრიდან გამოვლენილი შეურაცხმყოფელი გამოთქმებისა და ირონიისა, აქამდე არცერთი შენი კითხვა არ დამიტოვებია უპასუხოდ). ამიტომ ისევ გთხოვ რომ როცა მკითხავ რაიმეს, ირონიის გარეშე მკითხე თუ გსურს რომ პასუხი გავცე შეკითხვას. ციტატა მაგრამ შენი ლიტერატურის პოპულარიზაციას შეეშვი. ჩვენ ლიტერატურას პოპულარიზება არ სჭირდება. კითხვაზე მოკლედ გიპასუხე და რადგან კითხვების დასმა გააგრძელე, დამატებითი ინფორმაციის და დაწვრილებითი ახსნა-განმარტების მიღების სურვილის შემთხვევაში, ჩვენს ლიტერატურასაც მიგითითებდი და წაკითხვისა და წაკითხულზე დაფიქრების საშუალებით გაერკვევოდი თუ რის საფუძველზე გვწამს რაც გვწამს და რატომ არის ის მართალი და წმინდა წერილზე დაფუძნებული მრწამსი. მაგრამ რადგან არ ისურვე, რა გაეწყობა. -------------------- "მოისმინე, ისრაელო: ერთია იეჰოვა, ჩვენი ღმერთი იეჰოვა. გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულითა და მთელი ძალით. გულში ჩაიბეჭდე სიტყვები, რომლებსაც დღეს გიბრძანებ; ჩააგონე შენს ვაჟს და ელაპარაკე მათზე სახლში ჯდომისას, გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას; ხელზე შეიბი ნიშნად და შუბლზე გაიკეთე; დააწერე სახლის კარის წირთხლებს და ჭიშკრებს". - მეორე რჯული 6:4-9.
|
აკაკი |
![]()
პოსტი
#453
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 ![]() |
|
Iehovas Mocme |
![]()
პოსტი
#454
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 36 რეგისტრ.: 17-March 11 წევრი № 10,691 ![]() |
კანონისტი
ცოტა ხნის წინ გნახე ამ თემაში იყავი შემოსული მაგრამ არაფერი დაგიწერია. afxazi წერდა რომ ბერძნული კარგად იცი და სტავროსის განსაზღვრებას დაგვიწერსო. ალბათ ძველ-ბერძნული ენის სპეციალისტი ხარ და დაგვიწერე სტავროსის განმარტება, გელოდებით გუშინს აქეთ. აქვე მინდა გკითხო, ძველ-ბერძნული ენის სპეციალისტის რა ხარისხს ფლობ, სად მიიღე ის, რომელ სასწავლებელში და როდის? -------------------- "მოისმინე, ისრაელო: ერთია იეჰოვა, ჩვენი ღმერთი იეჰოვა. გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულითა და მთელი ძალით. გულში ჩაიბეჭდე სიტყვები, რომლებსაც დღეს გიბრძანებ; ჩააგონე შენს ვაჟს და ელაპარაკე მათზე სახლში ჯდომისას, გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას; ხელზე შეიბი ნიშნად და შუბლზე გაიკეთე; დააწერე სახლის კარის წირთხლებს და ჭიშკრებს". - მეორე რჯული 6:4-9.
|
კანონისტი |
![]()
პოსტი
#455
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
Iehovas Mocme
ახალ აღთქმაში მოხსენიებულია ძელიც: Χριστὸς ἡμᾶς ἐξηγόρασεν ἐκ τῆς κατάρας τοῦ νόμου γενόμενος ὑπὲρ ἡμῶν κατάρα· γέγραπται γάρ· ἐπικατάρατος πᾶς ὁ κρεμάμενος ἐπὶ ξύλου· ქრისტემ გამოგვისყიდა სჯულის წყევლისაგან და გახდა წყეული ჩვენს ნაცვლად, ვინაიდან დაწერილია: ,,წყეულია ყოველი დაკიდებული ძელზე" ,,ახალი ქვეყნიერების თარგმანი": ქრისტემ გამოსასყიდით გაგვათავისუფლა კანონის წყევლისგან — თვითონ გახდა დაწყევლილი ჩვენ ნაცვლად, რადგან დაწერილია: „დაწყევლილია ყოველი ძელზე დაკიდებული“. ბოძი და ძელი არსობრივად ერთი და იგივეა ქართულ ენაში. გამოდის, რომ ,,ახალი ქვეყნიერების თარგმანი" განგებ ცდილობს ჯვრის ამოღებას, ცვლის რა მას სხვა ტერმინით. მიზეზიც გასაგებია: რამეთუ სიტყუაი იგი ჯუარისაი წარწყმედულთა მათთვის სიცოფე არს, ხოლო ჩუენ ცხოვრებულთა ამათთვის ძალ ღმრთისა არს. (1 კორ. 1, 18) -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
afxazi |
![]()
პოსტი
#456
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
Iehovas Mocme
ციტატა აქვე მინდა გკითხო, ძველ-ბერძნული ენის სპეციალისტის რა ხარისხს ფლობ, სად მიიღე ის, რომელ სასწავლებელში და როდის? ![]() ![]() ![]() ყველაფერი იქით იყოს, მაგრამ ლექსიკონის ნახვას სპეციალისტობა ჭირდება? -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
Iehovas Mocme |
![]()
პოსტი
#457
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 36 რეგისტრ.: 17-March 11 წევრი № 10,691 ![]() |
კანონისტი
სიტყვა "ქსილონ"-ზე (მაპატიეთ თუ ზუსტად ვერ დავწერე მისი სწორი წაკითხვა) ანუ ბერძნულად "ξύλου" არ იყო ზემოთ საუბარი. სტავროსის მნიშვნელობაზე იყო დავა. როცა სტავროსის მნიშვნელობას განვიხილავთ შემდეგ გადავიდეთ "ξύλου"-ზე. არაა პრობლემა. წინა პოსტში ბოლო შეკითხვაზეც მიპასუხე თუ არ შეწუხდები. afxazi მე რომ დაგიწერე სტავროსზე ჯვარს არ ნიშნავს მეთქი, უნამუსობააო თუ ბერძნული ენა არ იციო და ამტკიცებო და ახლა გაირკვა რომ თურმე ლექსიკონში ნახვას ბერძნული ენის ცოდნა არ სჭირდება და თუ ასეა, არ უნდა მოგეწერა უნამუსობააო თუ ენა არ იცი და ამტკიცებო! -------------------- "მოისმინე, ისრაელო: ერთია იეჰოვა, ჩვენი ღმერთი იეჰოვა. გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულითა და მთელი ძალით. გულში ჩაიბეჭდე სიტყვები, რომლებსაც დღეს გიბრძანებ; ჩააგონე შენს ვაჟს და ელაპარაკე მათზე სახლში ჯდომისას, გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას; ხელზე შეიბი ნიშნად და შუბლზე გაიკეთე; დააწერე სახლის კარის წირთხლებს და ჭიშკრებს". - მეორე რჯული 6:4-9.
|
afxazi |
![]()
პოსტი
#458
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
Iehovas Mocme
ციტატა მე რომ დაგიწერე სტავროსზე ჯვარს არ ნიშნავს მეთქი, უნამუსობააო თუ ბერძნული ენა არ იციო და ამტკიცებო და ახლა გაირკვა რომ თურმე ლექსიკონში ნახვას ბერძნული ენის ცოდნა არ სჭირდება და თუ ასეა, არ უნდა მოგეწერა უნამუსობააო თუ ენა არ იცი და ამტკიცებო! შენი ჭირიმე რა. ბერძნულის სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ ბერძნულ ტექსტებზე მიმუშავია და რაღაცა ვიცი. ხოლო სიტყვა როგორ ითარგმნება ეს ლექსიკონშიც შეიძლება ნახოს ადამიანმა. უნამუსობაა აბა რა არის, აშკარა ფაქტის ასე შეცვლა. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
Iehovas Mocme |
![]()
პოსტი
#459
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 36 რეგისტრ.: 17-March 11 წევრი № 10,691 ![]() |
Iehovas Mocme შენი ჭირიმე რა. ბერძნულის სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ ბერძნულ ტექსტებზე მიმუშავია და რაღაცა ვიცი. ხოლო სიტყვა როგორ ითარგმნება ეს ლექსიკონშიც შეიძლება ნახოს ადამიანმა. უნამუსობაა აბა რა არის, აშკარა ფაქტის ასე შეცვლა. afxazi რა ფაქტის? რომელი ფაქტის? არცერთი მეცნიერული ნაშრომი ანდაც ლექსიკონი არ დაგისახელებიათ არც შენ და არც კანონისტს რაც სიტყვა სტავროსის ბოძად თარგმნას შეცდომად მიიჩნევდა. პირიქით, სწორედ რომ ლექსიკონები და ენათ-მეცნიერები ადასტურებენ რომ სტავროსი ძელს, ვერტიკალურად აღმართულ ბოძს ნიშნავს. ამიტომაა რომ ჩვენს ბიბლიაში სიტყვა სტავროსი სწორადაა გადათარგმნილი და არც ცვლის მას სიტყვა ჯვრით. -------------------- "მოისმინე, ისრაელო: ერთია იეჰოვა, ჩვენი ღმერთი იეჰოვა. გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულითა და მთელი ძალით. გულში ჩაიბეჭდე სიტყვები, რომლებსაც დღეს გიბრძანებ; ჩააგონე შენს ვაჟს და ელაპარაკე მათზე სახლში ჯდომისას, გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას; ხელზე შეიბი ნიშნად და შუბლზე გაიკეთე; დააწერე სახლის კარის წირთხლებს და ჭიშკრებს". - მეორე რჯული 6:4-9.
|
კანონისტი |
![]()
პოსტი
#460
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
Iehovas Mocme
არა. თქვენ სტავროსს თარგმნით ისე, როგორც ქსილოსს. და ქსილოსსაც თარგმნით ისე, როგორც ამ სიტყვას აქვს მნიშვნელობა. გამოდის, რომ წმ. წერილის 2 განსხვავებულ სიტყვას (სტავროს, ქსილოს) თქვენ თარგმნით ერთი სიტყვით - ძელი (ბოძი იგივეა ზუსტად, მხოლოდ იმ სხვაობით, რომ ბოძი ეწოდება მიწაში ჩამაგრებულ ძელს, მაგრამ არსი და ფორმა ერთი და იგივეა). იმაზე არ მაქვს საუბარი, რომ ძელზე მილურსმვა რომის იმპერიაში სასჯელის ფორმად არ არსებობდა. -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th July 2025 - 04:51 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი