![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#81
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა სამყაროში არ არსებობს ყველაზე უმნიშვნელო რამეც კი, რასაც სახელი არ აქვს, და ყველაზე მნიშვნელოვან პიროვნებას არ შეიძლება სახელი ჰქონდეს? ღმერთის, შეუქმენელის და ერთადერთის და ქმნილების, შექმნილისა და მრავალის შედარება და "სახელის" ამით გამართლება ღიმილის მომგვრელია, იქნებ გაგეცათ პასუხი, ლაშაბისათვის ( დაიკარგა რაღაც) დასმულ კითხვებზე? ციტატა ციტატა ადამიანური მოვლენა რომაა სწორედ იმიტომ უთხრა ასე მომმართეთო ე.ი. არ ყოფილა რაღაც არადამიანური ღვთიური სახელი, არამედ რაღაც ადამიანური მოვლენა, რომელიც ადამიანურადაც გაიგება, ითარგმნება და განიმარტება. და კიდევ ჩემს ლოგიკას გადაახტი ჯიგარ? არანიარად არ გაგივა ეგ, უპასუხე კითხვებს: ციტატა ციტატა შენ ამბობ: "ღმერთს თავისთავად სახელი არ სჭირდება" კითხვა ანუ ღმერთს აქვს ის რაც არ სჭირდება? შენ ამბობ: ციტატა "მაგრამ რაც მან შექმნა ადამიანები..." კითხვა ადამიანები რომ შექმნა მერე მოიგონა თავისთვის ეს სახელი თუ რასაა რომ წერ? აგრძელებ: ციტატა მას უნდოდა რომ ადამიანებს მისთვის ესე მიემართათ, და მოეხსენიებინათ. ალოგიკურია, თუ ერთია სახელი რად უნდა? ღმერთო რომ დავუძახოთ, რა ბევრი ღმერთებია და მკითხავს, რომელს გვეძახიო? ანუ ღმერთს სახელი ისე აქვს რომ არ სჭირდება, ანუ ღმერთს რაიმე აქვს რაც არ ჭირდება? ან ღმერთმა სხვისი საჭიროების გამო "დაირქვა" სახელი? ან იყო დრო როცა ღმერთს სახელი არ ქონდა და მერე გაიჩინა? ან რად უნდა სახელი იმას ვინც ერთადერთია? ან რომელმა სახელმა შეიძლება შემოსაზღვროს მისი არსება? ანუ ყველა ზემოდ დასმული საკითხი ელის პასუხებს! სრულიად ადამიანური ფენომენია სახელი, დაგიწერეს ალლაჰ-ზე და დაგიწერეს იესოზე, უნდა შეეცადო პასუხები გასცე და არა უპასუხობის პენალტი დაარტყა ასე წერია ბიბლიაშიო, მე გეუბნები, რომ პირდაპირი გაგებით სახელად გაგება არ შეესაბამება ღმერთის ბიბლიურ გაგებას, რომელიც შემოუსაზღვრავია, განუზომელია, გამოუთქმელია, როგორც დამასკელი ამბობს "უსასრულოა და უწვდომელია ღვთაება. მხოლოდღა ეს არის საწვდომი მასში - უსასრულობა და მიუწვდომლობა" და რაღაც ადამიანური თანხმოვნებისა და ხმოვნების ნაერთით გინდა მას სახელი დაარქვა? ამიტომაა, რომ უნდა უპასუხო ზემოდ დაწერილ კითხვებს, თორემ ღმერთის მნიშვნელობის დამცირებამდე მიდის ეგ გზა... და იმაზე, რომ "იეჰოვა"(როგორც სხვა "სახელები) არის მისი ეპითეტი. სახელი მას არ აქვს საუბარს დამასკელით დავამთავრებ, სადაც ამბობს რომ ნებისმიერი ხერხის გამოთქმა ღმერთისა შეუძლებელია და ყველაფერი გამოთქმადი მხოლოდ ეპითეტია : "ამრიგად, უსასრულოა და უწვდომელია ღვთაება. მხოლოდღა ეს არის საწვდომი მასში - უსასრულობა და მიუწვდომლობა, ხოლო ყველაფერი ის რასაც მტკიცებითად ვამბობთ ღვთის შესახებ, გვიცხადებს არა ბუნებას არამედ მას, რაც ბუნების გარშემოა. თუნდაც კეთილი ეწოდოს მას, ანდა მართალი ან ბრძენი ან კიდევ სხვა რამ ამგვარი, არათუ ღვთის ბუნება გამოითქმის ამით, არამედ ის, რაც ბუნების გარშემოა. ამასთან, ზოგი რამ რაც ღვთის შესახებ მტკიცებითად ითქმის, ზეაღმატებითი უკუთქმის შინაარსს შეიცავს. მაგალითად, როდესაც ღვთის შესახებ ვამბობთ „სიბნელეს“, არათუ სიბნელეს ვგულისხმობთ, არამედ იმას, რომ ღმერთი არ არის სინათლე ანუ სინათლეზე უზემოესია იგი. ასევე, როდესაც მის შესახებ ვამბობთ „სინათლეს“, ვამბობთ იმ აზრით, რომ არ არის იგი სიბნელე." -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
evangelizer |
![]()
პოსტი
#82
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 194 რეგისტრ.: 16-March 09 წევრი № 6,657 ![]() |
ჩემთვის სრულიად მისაღებია, ღმერთს ჰქონდეს სახელი... იეჰოვა ან იაჰვე ეს ის სახელებია რომელიც ბიბლიის თანახმად ღვთის "მარადოული სახსენებელი" სახელებია და მხოლოდ იჰვჰ-ზე ამბობს ღმერთი რომ მისი სახელია.. "თუმცა არიან ეგრეთ წოდებული ღმერთები ცაში თუ დედამიწაზე — რადგან არსებობს მრავალი „ღმერთი“ და მრავალი „უფალი“ . ჩვენთვის ერთია ღმერთი, მამა, ვისგანაც არის ყოველივე და ჩვენც მისთვის ვართ, და ერთია უფალი, იესო ქრისტე, ვისი მეშვეობითაც არის ყოველივე და ჩვენც მისი მეშვეობით ვართ." (1კორ.8:5,6)... ყველასთვის არ არის ღმერთი ის, ვისაც ქრისტიანები სცემენ თაყვანს... რა არის ცუდი იმაში რომ ღმერთი თავისი სახელითაც გამოირჩევა? სამყაროში არ არსებობს ყველაზე უმნიშვნელო რამეც კი, რასაც სახელი არ აქვს, და ყველაზე მნიშვნელოვან პიროვნებას არ შეიძლება სახელი ჰქონდეს? არ ღირს რომ აშკარა სახელი და ეპითეტი ერთმანეთშ ავურიოთ. ეს არის კაიროს პასუხი თუ რატომ აქვს ღმერთს სურვილი იმისა სახელით მივმართოთ მას, მიუხედავად იმისა, რომ ერთადერთია. მარტო ბოლო სიყვებს გაუკეთე აპელირება, ისიც უსაფუძვლოდ. პავლეც ამბობს "ყოველი ვინც უფლის[იეჰოვას] სახელს უხმობს, გადარჩება" (რომ.10:13)... იმედია იმაში არ შემეწინააღმდეგები, რომ თქვენს ძვირფას ბიბლიებში "უფლით" არის ტეტრაგრამატონი შეცვლილი! ის, რომ ყველაფერს აქვს სახელი, ეს ღვთისგან მოდის.. ღმერთი პიროვნებაა და სახელი პიროვნებაზე მიუთითებს.. ერთადერთია, მაგრამ სწორედ სახელის მოხმობით ცხადყოფ ვინ არის შენი ღმერთი. იეჰოვა/იაჰვე ერთადერთი სახელია, რომელზეც ღმერთი ამბობს, რომ მისი საკუთარი სახელია. სხვა სიტყვები კი (ადონაი, ცაბაოთი) კი მნიშვნელობითვე მიუთითებენ რომ ეპითეტებია. იესოს სიტყვებს მაინც დაუკვირდი: "შენი სახელი გამოვუცხადე ადამიანებს, რომლებიც შენ მომეცი ქვეყნიერებიდან. შენები იყვნენ ისინი და მე მომეცი, და შენი სიტყვა დაიცვეს მათ...ვამცნე მათ შენი სახელი და კვლავაც ვამცნობ, " (იოანე17:6, 26).. 1.თუკი ღმერთს სახელი არ აქვს, იესოს სიტყვები აზრს კარგავს. 2. თუკი ღმერთს მრავალი სახელია აქვს, მაშინაც გაუგებარია ქრისტეს სიტყვები.. ეთქვა მაინც უფალს, შენი "სახელები" ვამცნეო ![]() 3. "კვლავაც ვამცნობო" რატომ? იმიტომ, რომ ღვთის სახელის გაცხადება უწყვეტი პროცესია! ეს ცალსახად ეხმაურება რომაელების10:13-ს... ![]() -------------------- "წმინდა იყოს ქრისტე თქვენს გულებში როგორც უფალი და მზად იყავით დამცველებად გამოხვიდეთ ყველას წინაშე, ვინც თქვენი იმედის გამო ახსნა განმარტებას გთხოვთ".. 1პეტრე3:15 |
agmsarebeli |
![]()
პოსტი
#83
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,206 რეგისტრ.: 14-May 07 წევრი № 1,910 ![]() |
სახელი იაჰვე მარტო მამ ღმერთისაა?
|
მოყვასი |
![]()
პოსტი
#84
|
![]() הַלְלוּ-יָהּ ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 572 რეგისტრ.: 14-January 09 წევრი № 6,288 ![]() |
სახელი იაჰვე მარტო მამ ღმერთისაა? შეკითხვას ხომ ვერ დააზუსტებდი? და თუ სწორად გავიგე შეკითხვა, მე გიპასუხებდი რომ სახელი იეჰოვა, ღმერთის სახელია რაც ბიბლიის დედნისეულ ტექსტში 7000-ამდე წერია. -------------------- "კანონები: 'არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, სხვისი არაფერი ისურვო და ნებისმიერი სხვა მცნება ამ ერთ მცნებაშია შეჯამებული: 'მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს' " - რომაელების მიმართ 13:9.
|
agmsarebeli |
![]()
პოსტი
#85
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,206 რეგისტრ.: 14-May 07 წევრი № 1,910 ![]() |
დავაზუსტებ. სახელი იეჰოვა ღმერთის სახელია ზოგადად თუ სამების რომელიმე პირისა?
|
afxazi |
![]()
პოსტი
#86
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
მოყვასი
ციტატა შეკითხვას ხომ ვერ დააზუსტებდი? და თუ სწორად გავიგე შეკითხვა, მე გიპასუხებდი რომ სახელი იეჰოვა, ღმერთის სახელია რაც ბიბლიის დედნისეულ ტექსტში 7000-ამდე წერია. კი ბატონო მაგრამ ლოგიკაში ჯდება ის რომ ღმერთს შეიძლება სახელი ქონდეს. სახელი ეს ხომ დაკანონებული სიტყვაა, რომელიც აღარ ითარგმნება ერთი ენიდან მეორეზე. რატომ არ გადმოვიდა თუნდაც ქართულში, ან სხვა ენებზე, ბიბლიის თარგმნისას ეს როგორც ამბობთ სახელი და არა ეპითეტი, რომელიც წესით დაკანონებული უნდა იყოს, რადგან სახელია, რატომ აღიქვეს ეპითეტად და არა სახელად. ყველა სახელი (ნორმალური) არის შინაარსის მატარებელი, მაგრამ არ ითარგმნება ხო. დავითი მე მგონი ებრაული ახელია და საყვარელს ნიშნავს, მაგრამ არის როგორც დაკანონებული, არა თარგმნილი. შესაბამისად თუ ღმერთს სახელი აქვს, ნებისმიერ თარგმანში ეს დაკანონებული სახელი უნდა გადმოსულიყო და არა თაეგმანი, როგორც ეპითეტი. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
ავგუსტინე |
![]()
პოსტი
#87
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 436 რეგისტრ.: 14-March 09 წევრი № 6,642 ![]() |
ქრისტე იაჰვეა
-------------------- http://jvarosnebi.com/
Adoramus te, Christe, et benedicimus tibi. Quia per sanctam crucem tuam redemisti mundum. |
მოყვასი |
![]()
პოსტი
#88
|
![]() הַלְלוּ-יָהּ ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 572 რეგისტრ.: 14-January 09 წევრი № 6,288 ![]() |
ქრისტე იაჰვეა ავგუსტინე, ქრისტე იესოა, ღვთის ძე და არა იაჰვე. ეს ასეა ბიბლიის თვალსაზრისით. "და შობს ძეს (და არა ძეღმერთს) და უწოდებ სახელად იესოს (და არა იაჰვეს), რადგან ის იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისაგან". - მათეს სახარება 1:21. "და არ უცვნია იგი, ვიდრე არა შვა ძე (და არა ძეღმერთი) თვისი პირმშო, და უწოდა სახელი მისი იესო (და არა იაჰვე)." - 1:25. "აჰა, მუცლად იღებ და შობ ძეს, და უწოდებ სახელად იესოს (და არა იაჰვეს ან იეჰოვას). დიდი იქნება იგი და უზენაესის ძედ იწოდება, და მისცემს ღმერთი მამამისის, დავითის, ტახტს". - ლუკას 1:31,32 თუ გვსურს მივყვეთ იმ სწავლებას რასაც თავად სახარებები და მთლიანად, ღვთის შთაგონებით დაწერილი წერილები გვამცნობენ, მაშინ, მოვერიდებით მასში ჩავდოთ ის სწავლება რაც არ დევს. -------------------- "კანონები: 'არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, სხვისი არაფერი ისურვო და ნებისმიერი სხვა მცნება ამ ერთ მცნებაშია შეჯამებული: 'მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს' " - რომაელების მიმართ 13:9.
|
მოყვასი |
![]()
პოსტი
#89
|
![]() הַלְלוּ-יָהּ ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 572 რეგისტრ.: 14-January 09 წევრი № 6,288 ![]() |
მოყვასი კი ბატონო მაგრამ ლოგიკაში ჯდება ის რომ ღმერთს შეიძლება სახელი ქონდეს. სახელი ეს ხომ დაკანონებული სიტყვაა, რომელიც აღარ ითარგმნება ერთი ენიდან მეორეზე. რატომ არ გადმოვიდა თუნდაც ქართულში, ან სხვა ენებზე, ბიბლიის თარგმნისას ეს როგორც ამბობთ სახელი და არა ეპითეტი, რომელიც წესით დაკანონებული უნდა იყოს, რადგან სახელია, რატომ აღიქვეს ეპითეტად და არა სახელად. ყველა სახელი (ნორმალური) არის შინაარსის მატარებელი, მაგრამ არ ითარგმნება ხო. დავითი მე მგონი ებრაული ახელია და საყვარელს ნიშნავს, მაგრამ არის როგორც დაკანონებული, არა თარგმნილი. შესაბამისად თუ ღმერთს სახელი აქვს, ნებისმიერ თარგმანში ეს დაკანონებული სახელი უნდა გადმოსულიყო და არა თაეგმანი, როგორც ეპითეტი. მართალი ხარ აფხაზი: "თუ ღმერთს სახელი აქვს, ნებისმიერ თარგმანში ეს დაკანონებული სახელი უნდა გადმოსულიყო". ასეც მოხდა. არსებობს ბიბლიის უამრავი თარგმანები სადაც ღვთის სახელი, ისევე როგორც ბიბლიაში არსებული სხვა სახელები გადმოიტანეს ისევე როგორც იყო დედნისეულ ენაში. ის რომ ზოგიერთმა მთარგმნელმა, თვითნებურად ჩაანაცვლა ღვთის სახელის "იეჰოვას" მაგივრად უფალი, ან ღმერთი, ეს არ შეიძლება იმის დასტური იყოს რომ ღმერთის სახელი (ან ეპითეტი) უფალია ან ღმერთი. გარდა ამისა, სახელი იეჰოვა, როგორც სხვა დანარჩენი სახელი ბიბლიაში, იქნება ის ღვთის ძის სახელი იესო თუ ღვთის მორწმუნე დავითის სახელი, გეთანხმები - ყველა ატარებს გარკვეულ მნიშვნელობას, მაგრამ, ეს არ ნიშნავს რომ რადგან ესა თუ ის სახელი ამა თუ იმ მნიშვნელობის მატარებელია მივიჩნიოთ ეპითედად ან ტიტულ-წოდებად. სახელი, როგორც წესი, არ გადადის ერთი ენიდან მეორეზე მნიშვნელობით, (თორემ დავითს გადმოთარგმნიდნენ საყვარლად), არამედ გადადის ისევე როგორც არის მოცემული ერთ რომელიმე ენაზე, (ამ შემთხვევაში ებრაულზე). ამიტომ, ნებისმიერი ბიბლიური სახელი, მიუხედავად თავისი ღრმა მნიშვნელობებისა, ქართულ ენაზე (ან თუნდაც სხვა ენაზე), მნიშვნელობით კი არ უნდა თარგმნოს მთარგმნელმა, არამედ პირდაპირ უნდა გადმოიტანოს ის ენაზე რომელზეც აკეთებს ბიბლიის თარგმანს. დასაფასებელია რომ ქართველი მთარგმნელები, ამ წესს ყოველთვის მისდევდნენ და ყველა ბიბლიური სახელი გადმოიტანეს ქართულ ენაზე როგორც ამას ენაში არსებული ასო-ბგერები აძლევდათ საშუალებას. მაგალითად, მათ სახელი იეშუა, გადმოიტანეს როგორც იესო (ძველქართულად ისუ ან იესუ), სახელი იერმიაჰუ გადმოიტანეს როგორც იერემია, სახელი ესაიაჰუ გადმოიტანეს როგორც ესაია, ჰალლელუიაჰ გადმოიტანეს როგორც ალელუია, სახელი იეჰო-შაფატი გადმოიტანეს როგორც იეჰოშაფატი. სამწუხაროდ, ეს წესი მთარგმნელებმა არ გამოიყენეს ღვთის დიდებულ სახელთან მიმართებაში და სახელი იეჰოვა თვითნებურად შეცვალეს ტიტულწოდებებით და ეპიტეტებით როგორიცაა: უფალი, გამჩენი, ცაბაოთი, ელოჰიმი, ღმერთი და ასე შემდეგ. პატივისცემით მოყვასი -------------------- "კანონები: 'არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, სხვისი არაფერი ისურვო და ნებისმიერი სხვა მცნება ამ ერთ მცნებაშია შეჯამებული: 'მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს' " - რომაელების მიმართ 13:9.
|
მოყვასი |
![]()
პოსტი
#90
|
![]() הַלְלוּ-יָהּ ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 572 რეგისტრ.: 14-January 09 წევრი № 6,288 ![]() |
დავაზუსტებ. სახელი იეჰოვა ღმერთის სახელია ზოგადად თუ სამების რომელიმე პირისა? აღმსარებელი, შენი შეკითხვა ასეთია: "სახელი იეჰოვა ღმერთის სახელია ზოგადად თუ სამების რომელიმე პირისა?" ამას ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს. თუ რატომ გეტყვი. მამა ღმერთის სახელად ბიბლიაში წარმოდგენილია იეჰოვა, ღვთის ძის სახელად კი იესო, (სულიწმინდა კი საერთოდ არ არის წარმოდგენილი არცერთი სახელით) [სამებაზე არ ვსაუბრობ]. ახლა, შენ ან ვინმემ, კი ბატონო, იწამეთ სამება, და ვთქვათ რომ მამა ღმერთი იეჰოვა და ძე ღმერთისა იესო არის ერთი და იგივე ღმერთი. კარგი, სულაც ასეთად რომ წარმოვისახოთ ჩვენს გონებაში ღმერთი, არავის არ აქვს უფლება, მაინცდამანც ღვთის სახელს მიადგეს და ბიბლიაში ეს სახელი შეცვალოს თუნდაც რაიმე სხვა სახელით. ჩვენ ამ თემაში ვსაუბრობთ არა სამებაზე, არამედ ღვთის იმ დიდებულ სახელზე რომელიც 10 მცნების თანახმად, არ უნდა ეხსენებინათ ადამიანებს უღირსად. 10 მცნებაში ყურადღება გამახვილებულია სახელ იეჰოვაზე, და არა სხვა რომელიმე სახელზე ან სახელებზე. ამაზე სხვათაშორის კანონისტმაც მოიყვანა დასაბუთებული მასალა რომ 10 მცნებაში წერის იეჰოვა. ამრიგად ეს წმინდა სახელი კი არ უნდა შებღალულიყო, შეცვლილიყო სხვა სახელით ან საფარულ-დამალულიყო, არამედ, ქრისტიანისთვის კვლავ წმინდად უნდა დარჩენილიყო და როგორც თავად უფალ იესო ქრისტემ თქვა მამაო ჩვენოს ლოცვაში, მის მიმდევრებს წმინდად უნდა ეყოთ, ანუ წმინდად უნდა მოეხსენებინათ ღვთის ძის მითითების თანახმად ყოვლისშემძლე ღმერთის იეჰოვას სახელი. ეს არის ის რასაც თავად ბიბლია ასწავლის და არა რომელიმე კონფესიის ინტერპრეტირება. პატივისცემით მოყვასი -------------------- "კანონები: 'არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, სხვისი არაფერი ისურვო და ნებისმიერი სხვა მცნება ამ ერთ მცნებაშია შეჯამებული: 'მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს' " - რომაელების მიმართ 13:9.
|
afxazi |
![]()
პოსტი
#91
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
მოყვასი
მოყვასი ციტატა სამწუხაროდ, ეს წესი მთარგმნელებმა არ გამოიყენეს ღვთის დიდებულ სახელთან მიმართებაში და სახელი იეჰოვა თვითნებურად შეცვალეს ტიტულწოდებებით და ეპიტეტებით როგორიცაა: უფალი, გამჩენი, ცაბაოთი, ელოჰიმი, ღმერთი და ასე შემდეგ. აბა ეს ეხლა რას ნიშნავს მითხარი. იმდენად სულელები იყვნენ, მთაწმინდელები რომ ეს თვითნებურად გააკეთეს? ან კიდევ სხვა ენაზე მთარგმნელები? ციტატა ასეც მოხდა. არსებობს ბიბლიის უამრავი თარგმანები სადაც ღვთის სახელი, ისევე როგორც ბიბლიაში არსებული სხვა სახელები გადმოიტანეს ისევე როგორც იყო დედნისეულ ენაში. აბა რომელ თარგმანებში? ერთიც მაინტერესებს, ღმერთი რა არის, სახელი თუ ეპითეტი. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
მოყვასი |
![]()
პოსტი
#92
|
![]() הַלְלוּ-יָהּ ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 572 რეგისტრ.: 14-January 09 წევრი № 6,288 ![]() |
მოყვასი მოყვასი აბა ეს ეხლა რას ნიშნავს მითხარი. იმდენად სულელები იყვნენ, მთაწმინდელები რომ ეს თვითნებურად გააკეთეს? ან კიდევ სხვა ენაზე მთარგმნელები? აბა რომელ თარგმანებში? ერთიც მაინტერესებს, ღმერთი რა არის, სახელი თუ ეპითეტი. აფხაზი, ის თუ რატომ არ გადმოიტანეს სახელი იეჰოვა ზოგიერთმა მთარგმნელმა მაშინ როცა სხვა სახელები ან თუნდაც მაგალითად სახელი იეჰოშაფატი გადმოიტანეს, მათ უნდა ვკითხოთ და არა მე. მათ აუცილებლად უნდა აეხსნათ თუ რატომ მოიქცნენ ასე. რას ამბობენ ისინი? რატომ არ გადმოვიტანეთ სახელი იეჰოვა ისევე როგორც სახელი იეშუა ან იეჰოშაფატი? როგორ პასუხობენ ისინი? რაც შეეხება "აბა რომელ თარგმანებში?" უამრავ თარგმანში. თუნდაც წმინდა წერილის განყოფილებაში ჩემს მიერ გახსნილ თემაში მივუთითე მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ გამოყვეყნებული არქიმანდრიტი მაკარის თარგმანი. ეს არ არის რომელიმე დენომინაციის მიერ გაკეთებული თარგმანი. ამაზე იმიტომ ვამახვილებ ამჟამად ყურადღებას რომ თქვენთვი უფრო მეტი წონა იმ თარგმანებს აქვთ რომელიც მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ არის გაკეთებული. მაგალითისთვის თუნდაც სინოდალურ თარგმანს გადახედე. მასში არაერთხელ ნახავ ღვთის სახელს იმ ფორმით გადმოტანილს როგორი ფორმითაც წერია დედნისეულ ენაში ებრაულში. რატომ მაინც და მაინც ქართველი მართლმადიდებელი მთარგმნელები გამოირჩევიან ღვთის სახელის სხვა ტიტულწოდებების ჩანაცვლებით??? და ბოლოს: "ერთიც მაინტერესებს, ღმერთი რა არის, სახელი თუ ეპითეტი"? აფხაზი, ღმერთი არ არის სახელი. ღმერთი (ებრაულად ელოჰიმ) რომ სახელი იყოს, მაშინ ბიბლია არ იტყოდა რომ არსებობს მრავალი ღმერთი და მრავალი უფალიო. ისევე როგორც არ არსებობს მრავალი იესო, ისე არ არსებებობს მრავალი იეჰოვა. თუმცა არსებობს ეგრეთ წოდებული "მრავალი უფალი" და "მრავალი ღმერთი" როგორც ამას პავლე მოციქული ამბობს. (ეს მოკლედ, ვრცლადაც შემიძლია ამაზე გაგიზიარო ჩემი მოსაზრება რომელიც ბიბლიაზეა დაფუძნებული და არა ამა თუ იმ კონცეფციის ინტერპრეტაციებზე). -------------------- "კანონები: 'არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, სხვისი არაფერი ისურვო და ნებისმიერი სხვა მცნება ამ ერთ მცნებაშია შეჯამებული: 'მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს' " - რომაელების მიმართ 13:9.
|
agmsarebeli |
![]()
პოსტი
#93
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,206 რეგისტრ.: 14-May 07 წევრი № 1,910 ![]() |
[color=#333399]აღმსარებელი, შენი შეკითხვა ასეთია: "სახელი იეჰოვა ღმერთის სახელია ზოგადად თუ სამების რომელიმე პირისა?" ამას ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს. თუ რატომ გეტყვი. მამა ღმერთის სახელად ბიბლიაში წარმოდგენილია იეჰოვა, ღვთის ძის სახელად კი იესო, (სულიწმინდა კი საერთოდ არ არის წარმოდგენილი არცერთი სახელით) [სამებაზე არ ვსაუბრობ]. ახლა, შენ ან ვინმემ, კი ბატონო, იწამეთ სამება, და ვთქვათ რომ მამა ღმერთი იეჰოვა და ძე ღმერთისა იესო არის ერთი და იგივე ღმერთი. კარგი, სულაც ასეთად რომ წარმოვისახოთ ჩვენს გონებაში ღმერთი, არავის არ აქვს უფლება, მაინცდამანც ღვთის სახელს მიადგეს და ბიბლიაში ეს სახელი შეცვალოს თუნდაც რაიმე სხვა სახელით. ესეგი...სახელს იაჰვეს განუკუთვნებ არა ზოგადად ღმერთს არამედ მხოლოდ მამას ხო? და ძველ აღთქმაში როცა არ იყო გახსნილი ბოლომდე სამების საიდუმლო მაშინ ვის მიმართავდა ხალხი..მხოლოდ მამა ღმერთს? |
evangelizer |
![]()
პოსტი
#94
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 194 რეგისტრ.: 16-March 09 წევრი № 6,657 ![]() |
ესეგი...სახელს იაჰვეს განუკუთვნებ არა ზოგადად ღმერთს არამედ მხოლოდ მამას ხო? და ძველ აღთქმაში როცა არ იყო გახსნილი ბოლომდე სამების საიდუმლო მაშინ ვის მიმართავდა ხალხი..მხოლოდ მამა ღმერთს? ქრისტიანები სხვანაირად უნდა იცნობდნენ ღმერთს? იესომ თავად უთხრა მამას: "ესაა საუკუნო სიცოცხლე, რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს და მას ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს" (იოანე17:3).. მარადიული სიცოცხლისთვის საჭიროა, რომ ქრისტიანი მამას იცნობდეს, როგორც ერთადერთ ღმერთს და ქრისტეს, როგორც მის ძეს და გამოგზავნილს.. ![]() -------------------- "წმინდა იყოს ქრისტე თქვენს გულებში როგორც უფალი და მზად იყავით დამცველებად გამოხვიდეთ ყველას წინაშე, ვინც თქვენი იმედის გამო ახსნა განმარტებას გთხოვთ".. 1პეტრე3:15 |
მოყვასი |
![]()
პოსტი
#95
|
![]() הַלְלוּ-יָהּ ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 572 რეგისტრ.: 14-January 09 წევრი № 6,288 ![]() |
ესეგი...სახელს იაჰვეს განუკუთვნებ არა ზოგადად ღმერთს არამედ მხოლოდ მამას ხო? და ძველ აღთქმაში როცა არ იყო გახსნილი ბოლომდე სამების საიდუმლო მაშინ ვის მიმართავდა ხალხი..მხოლოდ მამა ღმერთს? აღმსარებელი არაა, მასე არა. მე არაფერს განვაკუთვნებ. სახელი იეჰოვა არსად ეწოდება იესოს. და რომც ეწოდებოდეს, ვიმეორებ, და რომც ეწოდებოდეს, ეს არ ნიშნავს რომ სახელი იეჰოვა უნდა დაემალათ, ამოეღოთ, სხვა სახელ ტიტულებით და საზოგადო წოდებების ჩანაცვლებით ღვთის სახელი იეჰოვა გაექროთ და დაევიწყებინათ იგი ბიბლიის ზოგიერთ მთარგმნელს, რომლებსაც ასე გამოუვიდათ - განზრახ თუ შემთხვევით . -------------------- "კანონები: 'არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, სხვისი არაფერი ისურვო და ნებისმიერი სხვა მცნება ამ ერთ მცნებაშია შეჯამებული: 'მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს' " - რომაელების მიმართ 13:9.
|
agmsarebeli |
![]()
პოსტი
#96
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,206 რეგისტრ.: 14-May 07 წევრი № 1,910 ![]() |
მე გეკიტხებიი...ზველი აღთქმის ხალხი ვის მიმართავდა ამ სახელით? მამა ღმერთს-ხამების ერთ პირს თუ ღმერთს?
|
მოყვასი |
![]()
პოსტი
#97
|
![]() הַלְלוּ-יָהּ ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 572 რეგისტრ.: 14-January 09 წევრი № 6,288 ![]() |
მე გეკიტხებიი...ზველი აღთქმის ხალხი ვის მიმართავდა ამ სახელით? მამა ღმერთს-ხამების ერთ პირს თუ ღმერთს? აღმსარებელი შენ სვამ კითხვას: მამა ღმერთს-ხამების ერთ პირს თუ ღმერთს? ამ სიტყვებში ალბათ სამებას გულისხმობ ხო? თუ ასეა და სწორად მიგიხვდი გიპასუხებ: მაგრამ, სიმართლე გითხრა, ამ შემთხვევაში ვერ ვხვდები რა მნიშვნელობა აქვს მაგას? ბიბლიაში სახელით იეჰოვათი წარმოადგენს სამყაროს შემოქმედი, ყოვლისშემძლე ღმერთი, იესო ქრისტეს მამა. თვითონ იესოც კი მამა ღმერთზე მიუთითებდა როცა ამ სახელს წარმოთქვამდა ისრაელის ძეებს შორის. ხომ ეს გინდოდა მეთქვა, ახლა თქვი შენი სათქმელი, გისმენ. პატივისცემით მოყვასი -------------------- "კანონები: 'არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, სხვისი არაფერი ისურვო და ნებისმიერი სხვა მცნება ამ ერთ მცნებაშია შეჯამებული: 'მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს' " - რომაელების მიმართ 13:9.
|
afxazi |
![]()
პოსტი
#98
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
agmsarebeli
მოყვასი მშვიდად და დიალოგის ფარგლებში საუბარი თუ არ შეგიძლიათ მუხლმოდრეკილი არავინ გთხოვთ ამ თემაში შემოდით და პოსტეთო. მშვიდად და ერთმანეთის მიმართ გაღიზიანებული დამოკიდებულების გარეშე ისაუბრეთ. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
მოყვასი |
![]()
პოსტი
#99
|
![]() הַלְלוּ-יָהּ ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 572 რეგისტრ.: 14-January 09 წევრი № 6,288 ![]() |
მოყვასი აბა ეს ეხლა რას ნიშნავს მითხარი. იმდენად სულელები იყვნენ, მთაწმინდელები რომ ეს თვითნებურად გააკეთეს? ან კიდევ სხვა ენაზე მთარგმნელები? აბა რომელ თარგმანებში? ერთიც მაინტერესებს, ღმერთი რა არის, სახელი თუ ეპითეტი. აფხაზი, ის თუ რატომ არ გადმოიტანეს სახელი იეჰოვა ზოგიერთმა მთარგმნელმა მაშინ როცა სხვა სახელები ან თუნდაც მაგალითად სახელი იეჰოშაფატი გადმოიტანეს, მათ უნდა ვკითხოთ და არა მე. მათ აუცილებლად უნდა აეხსნათ თუ რატომ მოიქცნენ ასე. რას ამბობენ ისინი? რატომ არ გადმოვიტანეს სახელი იეჰოვა ისევე როგორც სახელი იეშუა ან იეჰოშაფატი? როგორ პასუხობენ ისინი? აგრეთვე გთხოვ მიგვითითო წყაროებიც სადაც ეს საკითხები ახსნეს ბიბლიის ქართველმა მთარგმნელებმა. რაც შეეხება შენს შეკითხვას: "აბა რომელ თარგმანებში?" უამრავ თარგმანში. თუნდაც წმინდა წერილის განყოფილებაში ჩემს მიერ გახსნილ თემაში მივუთითე მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ გამოყვეყნებული არქიმანდრიტი მაკარის თარგმანი. ეს არ არის რომელიმე დენომინაციის მიერ გაკეთებული თარგმანი. ამაზე იმიტომ ვამახვილებ ამჟამად ყურადღებას რომ თქვენთვი უფრო მეტი წონა იმ თარგმანებს აქვთ რომელიც მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ არის გაკეთებული. მაგალითისთვის თუნდაც სინოდალურ თარგმანს გადახედე. მასში არაერთხელ ნახავ ღვთის სახელს იმ ფორმით გადმოტანილს როგორი ფორმითაც წერია დედნისეულ ენაში ებრაულში. რატომ მაინც და მაინც ქართველი მართლმადიდებელი მთარგმნელები გამოირჩევიან ღვთის სახელის სხვა ტიტულწოდებების ჩანაცვლებით??? და ბოლოს: "ერთიც მაინტერესებს, ღმერთი რა არის, სახელი თუ ეპითეტი"? აფხაზი, ღმერთი არ არის სახელი. ღმერთი (ებრაულად ელოჰიმ) რომ სახელი იყოს, მაშინ ბიბლია არ იტყოდა რომ არსებობს მრავალი ღმერთი და მრავალი უფალიო. ისევე როგორც არ არსებობს მრავალი იესო, ისე არ არსებებობს მრავალი იეჰოვა. თუმცა არსებობს ეგრეთ წოდებული "მრავალი უფალი" და "მრავალი ღმერთი" როგორც ამას პავლე მოციქული ამბობს. (ეს მოკლედ, ვრცლადაც შემიძლია ამაზე გაგიზიარო ჩემი მოსაზრება რომელიც ბიბლიაზეა დაფუძნებული და არა ამა თუ იმ კონცეფციის ინტერპრეტაციებზე). -------------------- "კანონები: 'არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, სხვისი არაფერი ისურვო და ნებისმიერი სხვა მცნება ამ ერთ მცნებაშია შეჯამებული: 'მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს' " - რომაელების მიმართ 13:9.
|
death |
![]()
პოსტი
#100
|
![]() A P O L O G I S T ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,274 რეგისტრ.: 4-February 07 წევრი № 1,003 ![]() |
ცხადია ეხლა, რომ ეს კამათი რასელისტური ზღაპრებითაა გაჟღენთილი
![]() ყველაზე უფრო ის მაკვირვებს, განზრახ, რომ უვლიან კავშირს რასელიზმთან, რასაც ჭეშმარიტი მომწმეები არასოდეს მალავენ. ფაქტია ძალზედ არაპოპულარულია ამ მარაზმატულ სექტისთან სიახლოვე და ეხლა ალბათ ზოგიერთი თავს იკავებს. მოკლედ გიპასუხებთ: ბიბლიიდან გარკვევით ვიცით, რომ ღმერთი ერთია, აგრეთვე გარკვევით ვიცით, რომ ქრისტე ღმერთია, მამა ღმერთთან ერთად. მხოლოდ ეს ორი ფაქტი მეტყველებს სამების რეალობაზე. ასე, რომ არ გვინდა, ანდეროსნის ზღაპრები. ![]() -------------------- ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.
The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს" (გალ 5.1) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th July 2025 - 04:51 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი