![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
ნათია |
![]()
პოსტი
#101
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 ![]() |
ერთ პატარა ამბავს დავწერ "ცდუნება ლოცვის დროს" ერთი ბერი მოძღვრის გარდაცვალების შემდეგ სულიერად დაძაბუნდა და მონაზვნურ მორჩოლებას ზოგჯერ კარგად ვერ ასრულებდა. ლოცვებს თანდათან მოუკლო, ბოლოს კი მხოლოდ საღამოს ლოცვით კმაფოყილდებოდა, თუმცა ხანდახან იმასაც უგულისყუროდ კითხულობდა. მას სინდისი ამხილებდა და კარნახობდა, რომ მონაზვნური მორჩილება ბოლომდე უნდა დაეცვა, მაგრამ ძალა და ნებისყოფა იმდენად დაუსუსტდა, რომ საკუთარ თავს ვეღარ ერეოდა. ერთხელ დაესიზმრა, რომ ყოვლადწმიდა სამების ტაძარში იმყოფებოდა. იქაურობა ხალხით იყო სავსე. ყველა იქ მყოფი მხურვალედ ლოცულობდა. ტაძარში წმიდა ნაწილებიანი საკოფაგი იდგა. ბერს მასთან მიახლოება მოუნდა, მაგრამ შიშმა აიტანა - "ვაითუ წმიდა მამამ მთელი ხალხის თანდასწრებით მამხილოს იმის გამო, რომ ლოცვას მოვუკელი?" - ფიქრობდა მიგი. ამასობაში იგი სარკოფაგს მიუახლოვდა. წმიდანი ცოცხალივით გამოიყურებოდა, მის სახეზე უსაზღვრო სიკეთე და სათნოება იყო აღბეჭდილი. ბერმა უცებ შეიგრძნო საკუთარი დანაშაული ღვთის წინაშე და თვალებიდან ცრემლები გადმოსცვივდა. იგი დაიხარა, რათა წმიდა ნაწილებს მთხვეოდა. უეცრად წყნარი, მამობრივი მზრუნველობით აღსავსე ხმა მოესმა: "შვილო ჩემო, რატომ დაუტევე ლოცვები ღვთისადმი? უცებ რომ დადგეს ჟამი მწუხარებისა ან ავადმყოფობისა, ვისგან მიიღებ სულის სიმშვიდეს, ძალას, მხნეობას?" ატირებულ ბერს გამოეღვიძა. ადამიანთა სულების დაღუპვის მოსურნე ეშმაკს სძაგს ყოველგვარი ლოცვა. განსაკუთრებით, თუ იგი გულწრფელია და ღვთის შიშითა და მოყვასის სიყვარულითაა აღსავსე. იგი ყოველნაირად ცდილობს, ზიანი მოუტანოს მლოცველს და დათრგუნოს მისი სული. ამ სიზმრის ნახვიდან არცთუ დიდი ხნის შემდეგ, გვიან ღამით, ეს ბერი მონასტრის ბიბლიოთეკის დარბაზში ლოცვებს კითხულობდა. უეცრად მას ცხადად მოესმა, რომ სხვენზე, მის თავს ზემოთ, ვიღაც დადიოდა. შემდეგ ნაბიჯების ხმა სხვენზე მიდგმული კიბისკენ წამოვიდა, სადაც ნახშირის ყუთები იდგა. მან გაიგონა, როგორ გადაცვივდა ყუთები და ნახშირი დაიფანტა. ბერი დარწმუნებული იყომ რომ სხვენზე ქურდი დადიოდა. შიშისაგან თავზარდაცემული სენაკში შევარდა და კარები ჩარაზა. მას მთელი ღამე არ ეძინა, ეშინოდა, ავაზაკი სენაკშიც არ შემოვადრნოდა. როდესაც გათენდა, იგი სხვენზე ავიდა. იქ ყველაფერი წესრიგში იყო. ყუთებიც თავის ადგილას ელაგა. მაშინ კი მიხვდა ბერი, რომ ღამის ამბები ეშმაკისაგან იყო და გაიფიქრა: "აი, თურმე როგორი მლოცველი ვყოფილვარ, მტერს დიდი ძალისხმევა სლაც არ დასჭირვებია იმისათვის, რომ დავმფრთხალიყავი და ლოცვა მიმეტოვებინა. ეშმაკი, ალბათ, ზეიმობდა, რომ ასე შეაშინა ჩემი ცოდვილი სული." მას შემდეგ ბერს ეს შემთხვევა მუდამ ახსოვდა და ცდილობდა, ლოცვის დროს მთელი გულისყური ღვთისკენ მიემართა. -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ნათია |
![]()
პოსტი
#102
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 ![]() |
საეკლესიო ლოცვა ჩვენ ყველას სიცოცხლე უფალმა მოგვანიჭა. სამყარო ცხოვრების ზღვაა, ეკლესია კი მასში მოცურავე ხომალდი. მისი მესაჭე თავად უფალია. მხოლოდ ეკლესიას შეუძლია გვაპოვნინოს უკვდავებისაკენ მიმავალი გზა. არსებობს ორი ეკლესია: ზეციური და მიწიერი. ზეციური ეკლესია დღესასწაულებისთვისაა განკუთვნილი, მიწიერი კი ცოდვებთან საბრძოლველად. ზეციური ეკლესია ყველა ზეციური ძალისა და წმინდანებისაგან შედგება, მიწიერი კი - მორწმუნეთაგან. ეს ორი ეკლესია ერთად მსოფლიო ეკლესიას შეადგენს, რომლის მეუფე თავად ქრისტეა. ჩვენთვის, ცოდვილთათვის, ყველაზე ძლიერ ლოცვას საეკლესიო ლოცვა წარმოადგენს. ამ ლოცვას შეუძლია ადამიანი ცეცხლისაგან დაიფაროს, ამოიყვანოს ზღვის ფსკერიდამ, ეს ლოცვა ცასაც წვდება და მისი შეძვრაც კი შეუძლია. ასეთივე ძალა აქვს დედის ლოცვასაც. ზოგი ეკლესიაში წასვლას შინ ლოცვას ამჯობინებს. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეკლესიაში წარმოთქმული ერთი „უფალო შემიწყალე“ გაცილებით ძლიერია, ვიდრე შინ წაკითხული მთელი ფსალმუნი. ეკლესიაში შესრულებული ერთი მეტანია შინ გაკეთებულ ათასს მეტანიას უდრის. ლიტურგიისას გულმხურვალე ლოცვა კი შინ 6000-ჯერ წარმოთქმულ იესოს ლოცვის ტოლია. ეკლესია დედამიწაზე ზეცის ნაწილი, ამიტომ როცა მის ზღუბრლს გადააბიჯებ, უნდა გახსოვდეს, რომ მიწიდან ზეციურ სამყოფელში შეხვეედი. აქ, საკურთხეველში, ქერუბიმებთან და სერაფიმებთან, უხილავად სუფევს უფალი. ტაძარში კრძალვით უნდა შეხვიდე, შეასრულო სამი მეტანია, თაყვანი სცე ცოცხალ ღმერთს. ლიტურგიისას მშვიდად უნდა იდგე. არ შეიძლება ეკლესიაში უაზროდ სიარული, საუბარი და სიცილი. ხატთან სანთელს რომ დაანთებ, შეეცადე მასთან ილოცო, სანამ არ დაიწვება. ლიტურგიის დროს ხდება მსხვერპლშეწირვა. ასეთი მსხვერპლშეწირვა დაახლოებით 2000 წლის წინ მოხდა და იმ დღიდან მოყოლებული ყოველდღე სრულდება ეს რიტუალი. ყოველ ლიტურგიაზე მთელი კაცობრიობის ცოდვებს თავიდან ეწირება მსხვერპლად ძე ღვთისა - იესო ქრისტე. ამ უსისხლო მსხვერპლშეწირვას ასრულებს მღვდელმსახური. ლიტურგიას ესწრებიან მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის წევრები. ყველა ქრისტიანი ვალდებულია ყოველ კვირას დაესწროს ლიტურგიას. ერთი ღრმად მორწმუნე ექიმი იგონებს: - უკვე 80 წლისა ვარ და უძლურების გამო ლიტურგიის დროს უმეტესად ვზივარ. თუმცა სურვილი კი მაქვს, ვიდგე. და აი, ერთ-ერთი ლიტურგიისას, როცა დიაკვანმა წარმოთქვა სიტყვები: ვდგეთ კეთილად, ვდგეთ შიშით, მოხედენ წმიდასა ამას შესაწირავსა! - ვიგრძენი, როგორ დატოვა ჩემმა სულმა სკამზე მჯდომი ჩემი სხეული და საკურთხეველში აღმოვჩნდი. ტრაპეზის გარშემო დავინახე გასხივოსნებული ქერუბიმები, სერაფიმები და წმინდანები. მღვდელი ლოცულობდა. დასასრულს მგალობლები შეუერთდნენ: - შენ გიგალობთ, შენ გაკურთხევთ, შენ გმადლობთ უფალო! მღვდელმა აღაპყრო ხელები და სამჯერ წარმოთქვა ლოცვა და შესთხოვა უფალს სული წმიდა გადმოსულიყო წმიდა ნაწილებზე. იქვე ჩემს თვალწინ გადაიქცა პური და ღვინო ქრისტეს სისხლად და ხორცად. ცეცხლში გაეხვია წმიდა ნაწილები და თვითონ მღვდელიც. ბარძიმიც ცეცხლში იყო გახვეული. როცა მღვდელი ამბიონზე გამოვიდა და წარმოთქვა: - შიშითა ღვთისათა და სარწმუნოებით მოვედით! ბარძიმიდან ცეცხლის ნაწილები გადმოსცვივდა და ტაძარში მდგომთაგან ზოგიერთს დაეცა. მღვდელი აზიარებდა მრევლს. ზიარების დამთავრების შემდეგ ჩემი სული სხეულს დაუბრუნდა. ასე გაუხსნა რწმენით სავსე ქალს საკურთხევლის კარი ღმერთმა საღმრთო ლიტურგიის დროს. მართალია, საკურთხეველში ქალის შესვლა არ შეიძლება, მაგრამ ეს ღვთის ნებით მოხდა, რათა მოხუცს მთელი არსებით შეეგრძნო ღვთის მსახურების უდიდესი მნიშნვნელობა და ძალა. -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
milana |
![]()
პოსტი
#103
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 278 რეგისტრ.: 14-February 08 წევრი № 3,934 ![]() |
ლოცვის დროს ხშირად უღირსობის შეგრძნება უფრო მძაფრდება ვიდრე სინანულის ლოცვას სწავლა უნდა პირადათ მე ვცდილობ ლოცვა ღრმად და შინაგანად ვიკითხო გავიზიარო და შევიმეცნო ის სიტყვები რომლითაც შევთხოვ უფალს, შევისისლცხორცო და ჩემი სულის ენათ ვაქციო ,ჯერ ვისწავლო მათი კითხვა, გააზრება , მიღება ,შეყვარება ![]() ზუსტად ასევე ვარ მეც. ,ლოცვის დროს ძალიან ხშირად მეფანტეა გონება და ლოცვის დამთავრების შემდეგ ვგრძნობ რომ ასე წაკითხულს ჯობდა სულ არ წამეკითხა. ![]() ზოგჯერ ხდება ხოლმე, რომ ლოცვას ვკითხულობ, მაგრამ ლოცვის აზრს ვერ ვწვდები, არ ვუღრმავდები, უბრალოდ ვკითხულობ... აქვს კი აზრი ასეთ ლოცვას? რა ვქნა, მინდა რომ გულით ვილოცო, მაგრამ არ გამომდის... მეც ეგრე ვარ და ვცდილობ გამოსავლის პოვნას მაგარმ ჯერჯერობჲთ ამაოდ ![]() ლოცვისას თუ ვითხოვ რაიმეს უფლისგან ბოლოს ყოველთვის ასე ვამბობ არამედ იყოს უფალო ნებისაებრ შენისა და ნუ შეისმენ ჩემ იმ სათხოვარს რომელიც ჩემთვის საზიანოა არამედ იყოს ნებისაებრ შენისა ჩემს ცხოვრებაში უკუნითი უკუნისამდე.და თუ რაიმე სათხოვარი არ შემისრულდა ესეიგი იგი საზიანო იყო ჩემთვის.რაც შეეხება ლოცვას ხშირად გონება მებნევა ბაგეებით ვლოცულობ და გონებით სადმე დავდივარ.ამიტომ ვცდილობ ლოცვის წინ არ ვიყო ახალი ნაჭამი და ლოცვის დაწყებამდე ბოლო 10 წუთი მაინც სიმშვიდეში ვამყოფო გონება და დავივიწყო ყველა ამ ქვეყნიური საზრუნავები თუმცა ცოტა ძნელია.ზოგჯერ ლოცვისას ლოცულობ გულმოდგინებით მაგრამ არაფერი არ გამოდის რაღაცნაირად თითქოს გული გაგიქვავდა და რაღაცნაირ სიმშრალეს გრძნობ,ხან კი ისე ადვილია ლოცვა არავითარი ძალდატანება არ არის საჭირო უფრო ზიარებისა დაწირვის შემდეგ ხოლო ამ მადლს რამდენი ხანი შევინარჩუნებთ ეს ჩვენს საქციელზეა დამოკიდებული ხშირად ზიარებიბის შემდეგ მიღებულ მადლს იმ დღესვე დავკარგავთ რაც გამოწვეული იქნება სხვადასხვა ცოდვების ჩადენით ნაყროვანებით მრავლისმეტყველებით და აშ.მაგრამ როგორ განწყობაზეც არ უნდა ვიყოთ და როგორც არ უნდა გამოგვდიოდეს ლოცვა ფარხმალი მაინც არ უნდა დავყაროთ და ვურტყათ წერაქვი კლდეს და და როცა იქნება ეს კლდე დაიმტვრება და და დალბება. ისე კი ვიტყვი რომ ძაან დიდი ტანჯვაა საღამოს ლოცვაზე და წირვაზე ნაჭამი დგომა. ეხლა ეს რო წავიითხე მეგონა ჩემი დაწერილი იყო ისე ნაცნობია ჩემთვის ეს მდგომარეობა ![]() -------------------- ”როგორც კი შენი სულის ძახილს აჰყვები ისეთი აღარ ხარ,როგორიც სხვებს უნდიხარ”(რ .ინანიშვილი ”ევა”)
|
nino_ni |
![]()
პოსტი
#104
|
![]() nino ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,653 რეგისტრ.: 22-March 08 მდებარ.: tbilisi წევრი № 4,293 ![]() |
ციტატა ლოცვის დროს ძალიან ხშირად მეფანტეა გონება და ლოცვის დამთავრების შემდეგ ვგრძნობ რომ ასე წაკითხულს ჯობდა სულ არ წამეკითხა. ![]() ![]() ![]() -------------------- სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით./წმ. ეფრემ ასური/
შესაძლოა დიდი ხანია ის ხეები იზრდება, რომლისგანაც ჩვენი კუბოს ფიცრები გამოითლებიან./ეფრემ ასური/ |
milana |
![]()
პოსტი
#105
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 278 რეგისტრ.: 14-February 08 წევრი № 3,934 ![]() |
![]() ![]() ![]() შენ წარმოიდგინე მაგაზე არ მიფიქრია აქამდე , ![]() -------------------- ”როგორც კი შენი სულის ძახილს აჰყვები ისეთი აღარ ხარ,როგორიც სხვებს უნდიხარ”(რ .ინანიშვილი ”ევა”)
|
llaasshhaa |
![]()
პოსტი
#106
|
![]() ლაშა ქებაძე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,929 რეგისტრ.: 18-November 07 მდებარ.: საქართველო წევრი № 3,209 ![]() |
ხედავთ რამდენი მახე და ცდუნება ჩვენ გარშემო
![]() -------------------- ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
|
milana |
![]()
პოსტი
#107
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 278 რეგისტრ.: 14-February 08 წევრი № 3,934 ![]() |
ხედავთ რამდენი მახე და ცდუნება ჩვენ გარშემო ![]() კიი თან ძააან ბევრიი ![]() -------------------- ”როგორც კი შენი სულის ძახილს აჰყვები ისეთი აღარ ხარ,როგორიც სხვებს უნდიხარ”(რ .ინანიშვილი ”ევა”)
|
teklikie |
![]()
პოსტი
#108
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 79 რეგისტრ.: 16-September 07 წევრი № 2,756 ![]() |
მე საათის წიკწიკიც კი ნერვებს მისლის ლოცვის დროს.ხოდა მეც სანამ ლოცვას დავიწყებ ხოლე ამ ჩემ კედლის საათს გავაბრზანებ ხოლმე მეორე ოთახში და ვიწყებ ლოცვას :) ხოდააა ასეეეე..... მაგრამ გონების გაფანტვას მარტო საატის წიკწიკის გაჩერება რო შველოდეს კაი იქნებოდა.....
|
ათეისტი |
![]()
პოსტი
#109
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 77 რეგისტრ.: 22-April 08 წევრი № 4,632 ![]() |
შეგიძლიათ ამიხსნათ რატომ სოცულობთ? თუკი ღმერთი თქვენს აზრებს კითხულობს ესეიგი ისედაც ყველაფერი იცის თქვენი სურვილების და ფიქრების შესახებ. გამოდის რომ არ სჭირდება შეხსენება არა?
-------------------- რწმენა და ცოდნა სასწორის ორი მხარეა, რაც უფრო დიდია ერთი მით უფრო პატარაა მეორე...
ა.აინშტაინი |
makiki |
![]()
პოსტი
#110
|
![]() makiki ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,779 რეგისტრ.: 29-January 08 მდებარ.: Tbilisiii წევრი № 3,797 ![]() |
შეგიძლიათ ამიხსნათ რატომ სოცულობთ? თუკი ღმერთი თქვენს აზრებს კითხულობს ესეიგი ისედაც ყველაფერი იცის თქვენი სურვილების და ფიქრების შესახებ. გამოდის რომ არ სჭირდება შეხსენება არა? აზი შეიძლება ადამიანს ძალიან მრავალფეროვანი ჰქონდეს,რასაც ვფიქრობთ დღის განმავლობაში ეგ ყველაფერი ლოცვა არ არის,თუ გინდა ხმამახლა ნუ ილოცებ და გულში თქვი ამას მნიშვნელობა არ აქვს.დამიჯერე ლოცვა ყველას სჭირდება და თუ გინდა გონებით თქვი და თუ გინდა სიტყვიერად ,მთავარია გულით გწამდეს უფლის შემწეობის,უფალმა გაგვაძლიეროს რწმენაში მე საათის წიკწიკიც კი ნერვებს მისლის ლოცვის დროს.ხოდა მეც სანამ ლოცვას დავიწყებ ხოლე ამ ჩემ კედლის საათს გავაბრზანებ ხოლმე მეორე ოთახში და ვიწყებ ლოცვას ![]() ეხ,მეც ძალიან მეფანტება გონება ლოცვის დროს,ხან ისე წავიკითხავ ლოცვას რომ ვერც ვიგებ ხოლმე ![]() არადა რა მაგარი შეგრძნება ეუფლება ადამიანს გულისყურით წაკითხული ლოცვის დროს ![]() -------------------- წიგნი,რომლის მეორედ და მესამედ წაკითხვა არ ღირს არ უნდა წაიკითხო არცერთხელ.
ლამაზი ცრემლები წამწამებს ეხება პატარა ცრემლები ბაგეზე ეშვება ღმერთო მოუსმინე მის ლამაზ ვედრებას გოგონა ხატის წინ მუხლებზე ეცემა... |
კავკასიელი |
![]()
პოსტი
#111
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 147 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 677 ![]() |
ლოცვა უფალთან საუბარია, ლოცვით უფალს უახლოვდები და ჩვენი ცოდვების შენდობას ვთხოვთ.
ლოცვა სულის სუნთქვაა (წმ. იოანე კრონშტადტელი) -------------------- "უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარი ჩემდა; ვისა მეშინოდის?" (ფსალმუნი 26;1)
|
nino_ni |
![]()
პოსტი
#112
|
![]() nino ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,653 რეგისტრ.: 22-March 08 მდებარ.: tbilisi წევრი № 4,293 ![]() |
ათეისტი
შენ გგონია ლოცვა მარტო "დაზეპირებულის" კითხვაა? ადამიანმა შეიძლება მთელი დღის განმავლობაში გულში ესაუბრო უფალს შენი სიტყვებით და ის აუცილებლად შეისმენს... ეს უბრალო მარტივი დიალოგია უფალთან .... მგონი რთული გასაგები არ არის -------------------- სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით./წმ. ეფრემ ასური/
შესაძლოა დიდი ხანია ის ხეები იზრდება, რომლისგანაც ჩვენი კუბოს ფიცრები გამოითლებიან./ეფრემ ასური/ |
leluka |
![]()
პოსტი
#113
|
![]() ♥-ლელუკა-♥ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,677 რეგისტრ.: 24-January 07 წევრი № 907 ![]() |
მე მაგალითად ჩემი სიტყვებით უფრო მირჩევნია..... თუნდაც როცა მასე ვლოცულობ ხოლმე ბოლომდე ვერ ვაერთიანებ სათქმელს ისე მებნევა გონება...ბოლოს ჩავიბუტბუტებ ხოლმე რომ იყავნ ნება შენი....თქო .... არ შემიძლია დილა საღამოს ლოცვებს ვერ ვკითხულობ
![]() -------------------- ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
|
ugirsi |
![]()
პოსტი
#114
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 30 რეგისტრ.: 18-January 08 წევრი № 3,675 ![]() |
ლოცვის ძალა დამოკიდებულია ადამიანის რწმენის დონეზე. რაც უფრო დიდია იგი მით უფრო დიდი ლოცვის ზალა. ლოცვა აგვამაღგლებს და იგი დაგვამდაბლებს ასე ვიტყოდი.
პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია kato_Bato: May 11 2008, 11:10 AM |
soso5 |
![]()
პოსტი
#115
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 264 რეგისტრ.: 31-March 08 წევრი № 4,381 ![]() |
ერთ პატარა ამბავს დავწერ "ცდუნება ლოცვის დროს" ერთი ბერი მოძღვრის გარდაცვალების შემდეგ სულიერად დაძაბუნდა და მონაზვნურ მორჩოლებას ზოგჯერ კარგად ვერ ასრულებდა. ლოცვებს თანდათან მოუკლო, ბოლოს კი მხოლოდ საღამოს ლოცვით კმაფოყილდებოდა, თუმცა ხანდახან იმასაც უგულისყუროდ კითხულობდა. მას სინდისი ამხილებდა და კარნახობდა, რომ მონაზვნური მორჩილება ბოლომდე უნდა დაეცვა, მაგრამ ძალა და ნებისყოფა იმდენად დაუსუსტდა, რომ საკუთარ თავს ვეღარ ერეოდა. ერთხელ დაესიზმრა, რომ ყოვლადწმიდა სამების ტაძარში იმყოფებოდა. იქაურობა ხალხით იყო სავსე. ყველა იქ მყოფი მხურვალედ ლოცულობდა. ტაძარში წმიდა ნაწილებიანი საკოფაგი იდგა. ბერს მასთან მიახლოება მოუნდა, მაგრამ შიშმა აიტანა - "ვაითუ წმიდა მამამ მთელი ხალხის თანდასწრებით მამხილოს იმის გამო, რომ ლოცვას მოვუკელი?" - ფიქრობდა მიგი. ამასობაში იგი სარკოფაგს მიუახლოვდა. წმიდანი ცოცხალივით გამოიყურებოდა, მის სახეზე უსაზღვრო სიკეთე და სათნოება იყო აღბეჭდილი. ბერმა უცებ შეიგრძნო საკუთარი დანაშაული ღვთის წინაშე და თვალებიდან ცრემლები გადმოსცვივდა. იგი დაიხარა, რათა წმიდა ნაწილებს მთხვეოდა. უეცრად წყნარი, მამობრივი მზრუნველობით აღსავსე ხმა მოესმა: "შვილო ჩემო, რატომ დაუტევე ლოცვები ღვთისადმი? უცებ რომ დადგეს ჟამი მწუხარებისა ან ავადმყოფობისა, ვისგან მიიღებ სულის სიმშვიდეს, ძალას, მხნეობას?" ატირებულ ბერს გამოეღვიძა. ადამიანთა სულების დაღუპვის მოსურნე ეშმაკს სძაგს ყოველგვარი ლოცვა. განსაკუთრებით, თუ იგი გულწრფელია და ღვთის შიშითა და მოყვასის სიყვარულითაა აღსავსე. იგი ყოველნაირად ცდილობს, ზიანი მოუტანოს მლოცველს და დათრგუნოს მისი სული. ამ სიზმრის ნახვიდან არცთუ დიდი ხნის შემდეგ, გვიან ღამით, ეს ბერი მონასტრის ბიბლიოთეკის დარბაზში ლოცვებს კითხულობდა. უეცრად მას ცხადად მოესმა, რომ სხვენზე, მის თავს ზემოთ, ვიღაც დადიოდა. შემდეგ ნაბიჯების ხმა სხვენზე მიდგმული კიბისკენ წამოვიდა, სადაც ნახშირის ყუთები იდგა. მან გაიგონა, როგორ გადაცვივდა ყუთები და ნახშირი დაიფანტა. ბერი დარწმუნებული იყომ რომ სხვენზე ქურდი დადიოდა. შიშისაგან თავზარდაცემული სენაკში შევარდა და კარები ჩარაზა. მას მთელი ღამე არ ეძინა, ეშინოდა, ავაზაკი სენაკშიც არ შემოვადრნოდა. როდესაც გათენდა, იგი სხვენზე ავიდა. იქ ყველაფერი წესრიგში იყო. ყუთებიც თავის ადგილას ელაგა. მაშინ კი მიხვდა ბერი, რომ ღამის ამბები ეშმაკისაგან იყო და გაიფიქრა: "აი, თურმე როგორი მლოცველი ვყოფილვარ, მტერს დიდი ძალისხმევა სლაც არ დასჭირვებია იმისათვის, რომ დავმფრთხალიყავი და ლოცვა მიმეტოვებინა. ეშმაკი, ალბათ, ზეიმობდა, რომ ასე შეაშინა ჩემი ცოდვილი სული." მას შემდეგ ბერს ეს შემთხვევა მუდამ ახსოვდა და ცდილობდა, ლოცვის დროს მთელი გულისყური ღვთისკენ მიემართა. ნამდვილად გეთანხმები ჩემო კარგო რომ მაცდური ყველანაირად ცდილობს ადამიანი მოსცწყვიტოს ლოცვას.ბოლო ჟამია და უფრო მეტი ლოცვა მართებს ადმიანს რათა გადარჩეს.უფრო მეტი სიკეთის ქმნა მართებს,უფრო მეტი მოწყალების გაცემა მართებს,რათა შეწყალებულ იქნას ყოვლადმოწყალე უფლის მიერ. უფალმა გაგაძლიეროს ჩემო კარგო,შენი დაწერილიდან ბევრი ადამიანი ნახავს სულიერ სარგებელს. მე მაგალითად ჩემი სიტყვებით უფრო მირჩევნია..... თუნდაც როცა მასე ვლოცულობ ხოლმე ბოლომდე ვერ ვაერთიანებ სათქმელს ისე მებნევა გონება...ბოლოს ჩავიბუტბუტებ ხოლმე რომ იყავნ ნება შენი....თქო .... არ შემიძლია დილა საღამოს ლოცვებს ვერ ვკითხულობ ![]() უნდა გაბეჯითდე ლოცვაში ჩემო კარგო რამენაირად,უბრალოდ გაიხადე ცხოვრების წესად ლოცვა დილით და საღამოს.იკითხე წმიდა მამათა სწავლებები ესეც კარგია. |
ალექსანდრე |
![]()
პოსტი
#116
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 ![]() |
ლოცვა სულის სუნთქვაა, სულის ამოძახილი (უნდა იყოს ყოველშემთხვევაში )
-------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
marine |
![]()
პოსტი
#117
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,107 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"უფალო, შეგვიწყალენ" ესაა სავედრებელი სიტყვები, რომლითაც ღმერთს პატიებას, შენდობასა და წყალობას ვევედრებით.
ის წარმოითქმის: 3-ჯერ - ყოვლადწმინდა სამების განსადიდებლად, 12-ჯერ - რათა უფალმა დაგვიცვას მთელი დღის განმავლობაში, 40-ჯერ - რათა ღმერთმა სიცოცხლეში არ მოგვაკლოს წყალობა. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
orthodox-georgia |
![]()
პოსტი
#118
|
![]() ---- ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,373 რეგისტრ.: 13-May 08 მდებარ.: იქ წევრი № 4,815 ![]() |
"როგორც ვცხოვრობთ, ისე ვლოცულობთ და როგორც ვლოცულობთ, ისე ვცხოვრობთ." წმ. მღვდელმთავარი გაბრიელ ქიქოძე ![]() -------------------- ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)
ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან. ღმერთს ებარებოდეთ! პატივისცემით თქვენი orthodox-georgia 20.01.2012 |
orthodox-georgia |
![]()
პოსტი
#119
|
![]() ---- ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,373 რეგისტრ.: 13-May 08 მდებარ.: იქ წევრი № 4,815 ![]() |
შეგიძლიათ ამიხსნათ რატომ სოცულობთ? თუკი ღმერთი თქვენს აზრებს კითხულობს ესეიგი ისედაც ყველაფერი იცის თქვენი სურვილების და ფიქრების შესახებ. გამოდის რომ არ სჭირდება შეხსენება არა? ჩვენი ლოცვა ღმერთს არ ჭირდება. ლოცვა ადამიანს ჭირდება რათა ჰქონდეს მუდმივი ურთიერთობა შემოქმედთან და არ დაცილდეს მას -------------------- ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)
ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან. ღმერთს ებარებოდეთ! პატივისცემით თქვენი orthodox-georgia 20.01.2012 |
llaasshhaa |
![]()
პოსტი
#120
|
![]() ლაშა ქებაძე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,929 რეგისტრ.: 18-November 07 მდებარ.: საქართველო წევრი № 3,209 ![]() |
ციტატა შეგიძლიათ ამიხსნათ რატომ სოცულობთ? თუკი ღმერთი თქვენს აზრებს კითხულობს ესეიგი ისედაც ყველაფერი იცის თქვენი სურვილების და ფიქრების შესახებ. გამოდის რომ არ სჭირდება შეხსენება არა? შენ ისევ ათეისტგზაზე ხარ? ![]() ![]() -------------------- ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd August 2025 - 08:28 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი