IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

8 გვერდი V « < 3 4 5 6 7 > »   
Reply to this topicStart new topic
> ლოცვა, საუბარი ღმერთთან
თათი87
პოსტი Feb 14 2007, 01:58 PM
პოსტი #81


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



კანონისტი
არაუშავს ! სადღაც მართალი ხარ თუ ლოცვაში არ ვართ მყარები, სარწმუნოებაშI ხომ საერთოდ...


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Feb 14 2007, 02:22 PM
პოსტი #82


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



კანონისტი
ციტატა
მოკლე ლოცვა უნდა იყოს უკიდურესად იშვიათი და თან გამოუვალი სიტუაციიდან გამომდინარე

ეს არ უნდა ეფუძნებოდეს სიზარმაცეს (მომიტევეთ მგონი განკითხვა გამომდის ), დაზარებას და ა.შ.

მარტივ მაგალითს გეტყვით: სამსახური გეწყებათ 9-ზე, ამდგარი ხართ ადრე, რიგიანად, თავის დროზე, ის ისაა უნდა დაიწყოთ ლოცვა, რომ უცებ შემოვარდა მეზობელი დახმარების სათხოვნელად (ვთქვათ ცუდად არის ვინმე, რაღაც უჭირს ძალიან, წყალი გადმოდის და სახლს უფუჭებს, ცეცხლი გაჩნდა და სხვა), თქვენი ვალია უყოყმანოდ შეწყვიტოთ ლოცვა და გახვიდეთ მოყვასის საშველად.

ეს შემთხვევა არის დასაშვები, ხოლო როცა მოკლე ლოცვა საკუთარ თავთან ბრძოლის შესუსტების გამო ხდება, ეს მგონი რომ ცოდვაა

შემინდეთ, ძმებო და დებო, ცოტა მოძღვრის ფუნქციებში შევიჭერი....




არავის ფუნქციაში არ შეჭრილხარ, რომ არ მდომოდა ტქვენი აზრის მოსმენა არც დავპოსტავდი. მოძრვრის აზრი ვიცი ეხლა ტქვენიც მინდა. შინაგანად ძალიან განვიციდ ასე ულოცველი, რომ დავდივარ, მაგრამ ტავს ვერ ვაიძულებ ადრე ავდგე. ყოველ დილას მომავალი დღისთვის ვდებ ადრე ადგომასsad.gif


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Feb 14 2007, 02:31 PM
პოსტი #83


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



ციტატა
ყოველ დილას მომავალი დღისთვის ვდებ ადრე ადგომას

მგონიჯობია ერთ დილას აღარ გადადო სხვა დღისთვის. ნუ გადადებ იმას ხვალისთვის რისი გაკეთებაც დღეს შეგიძლია. smile.gif smile.gif


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Feb 14 2007, 02:37 PM
პოსტი #84


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



ყოველ სარამოს ზუსტად ამ ფიქრით ვწვები, მაგრამ დილას...sad.gif ხომ იცი ტქვმა ადვილია. წმინდა მამების გამონათქვამებიდან ვიცი, რომ როცა ვერ დგები უბრალოდ ლოგინიდან უნდა გადმოაგდო ტავიო, არც ესაა ადვილი


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Feb 14 2007, 02:44 PM
პოსტი #85


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



იცი რა ნინო?!
ეშმაკი სწორედ ამ პერიოდში ცდილობს აცდუნოს მორწმუნე, ახლა ჩვენს ლოცვას უფრო დიდი ფასი და ძალა აქვს ამიტომ თავს სძლიე. მეც მქონია შემთხვევა დილით ძილი არ მომიკლია და მერე ლოცვა ვეღარ მომისწრია, მაგრამ დამიჯერე მერე მთელი დღე ვნანობ და განვიცდი ამას!


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Feb 14 2007, 02:45 PM
პოსტი #86


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



თათი87

კარგია ტავს რომ ძლევ


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Feb 14 2007, 02:51 PM
პოსტი #87


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



მხევალი ნინო
დარწმუნებული ვარ ეს არც ისე რთულია თუ ძალიან მოინდომებ!
ხანდახან მეც მიჭირს, საცდურია დიდი მაგრამ თავს ძალას ვატან და გამომდის smile.gif smile.gif smile.gif


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
irina
პოსტი Feb 15 2007, 04:24 PM
პოსტი #88


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 4
რეგისტრ.: 14-February 07
წევრი № 1,075



ღმერთი ისე დიდია, რომ მას ცა და დედამიწა ვერ იტევს, თანაც ისეთი პატარა, რომ ჩემს გულშიც კი ეტევა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 15 2007, 05:47 PM
პოსტი #89


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,649
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ლოცვა იგივე საუბარია ღმერთთან; ლოცვა, როგორც ეს ერთ საგალობელშია ნათქვამი, ისეთი მდგომარეობაა, როცა ადამიანი დაუტევებს ყოველივე მიწიერს და საუბრობს ღმერთთან.

რის შესახება საუბრობს ღმერთთან ადამიანი? ლოცვა არის შედეგი რწმენისა. უნდა გწამდეს და მერე უნდა ილოცო. თუ შენი რწმენა მტკიცე არ არის, ლოცვაც უძლური და სუსტი იქნება.

ადამიანი, რომელშიც არის ეჭვი - ღმერთი არსებობს თუ არაო - ან ეჭვი - ღმერთი შეისმენს თუ არ შეისმენს ჩემს ვედრებასო, ტყუილად ლოცულობს - მისი ლოცვა აქვე დარჩება."

ილია II


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iako
პოსტი Feb 17 2007, 02:47 PM
პოსტი #90


ნონა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 926
რეგისტრ.: 19-August 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 83



მეხვალი ნინო.
მეც იგივე ბრძულის წინ ვარ. დილით ადგომა და ლოცვების წაკითხვას ვერ ვახერხებ.მიზეზები არ მელევა. მაგრამ დიდ მარხვის იმედი მაქვს, რომ დავძლევ ჩემს ვნებებს.
ადრე წამიკიტხვას ლოცვისთვის გული რომ მოამზადო ან წმინდა მამათა გამონათქვამები წაიკიტხე ან მათი ცხოვრება. მე საეკლესიო ჯურნალ- გაზეთები მშველის და მისი წაკითხვის მერე უფორ ვატყობ რომ გულით ვლოცულობ.
ადამიანის სულს ხომ მუდმივად კვება სჭირდება, სხვადასხვა საკვებით.


--------------------
რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Feb 19 2007, 06:02 PM
პოსტი #91


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



iako


გეთანხმები, გამიგია, რომ ლოცვა მოუმზადებლად არ უნდა დაიწყო. როცა ლოცვას გადაწყვეტ, ჯერ იმ ცოტა ხანი უნდა შეწყვიტო სხვა ყველანაირი საქმიანობა, ანუ პირდაპირ ლოცვა არ უნდა დაიწყო. ჯერ უნდა განეწყო. წმინდა მამაები ამბობენ, რომ უნდა გაიაზრო ვისთან აპირებ საუბარს, ჩამოიშორო ამქვეყნიური საზრუნავი და მერე დაიწყო ლოცვა. ამ დროს სეიძლება რაიმე საეკლესიო წიგნი წაიკითხო. ეს იდეალური ვარიანტია. მე იმისთვის ვერ ვდგები ფეხზე, რომ 15 წუთიანი ლოცვა მოვასწრო და იმისთვის ავდგები, რომ მანამდე კიდევ 15 წუთი მომზადებას მოვანდომო????


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Irine
პოსტი Feb 23 2007, 05:12 PM
პოსტი #92


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 172
რეგისტრ.: 16-August 06
წევრი № 63



ლოცვა ღმერთთან საუბარია, რაც უფრო მეტს ვილოცებთ, მით მეტად შეგვეწევა უფალი.
"უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შეგვიწყალენ ჩვენ".
- ეს ლოცვა მუდმივად გულში უნდა გვქონდეს


--------------------

"მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან."
წმ. სერაფიმე საროველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Irine
პოსტი Feb 23 2007, 05:13 PM
პოსტი #93


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 172
რეგისტრ.: 16-August 06
წევრი № 63



ლოცვა ღმერთთან საუბარია, რაც უფრო მეტს ვილოცებთ, მით მეტად შეგვეწევა უფალი.
"უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შეგვიწყალენ ჩვენ".
- ეს ლოცვა მუდმივად გულში უნდა გვქონდეს


--------------------

"მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან."
წმ. სერაფიმე საროველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 26 2007, 02:37 PM
პოსტი #94


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,649
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წამითაც არ იფიქრო, რომ ნაყოფი ლოცვისა: გონების მოკრება, სულიერი განცდები, ცრემლი და სხვა შენი დამსახურება იყოს. ხშირად გვწყალობს ღმერთი, გვაგემებს ხოლმე, განსაკუთრებით დასაწყისში, სიტკბოებას ლოცვისას, მაგრამ მერე გვიშვებს ხელს, შორიდან გვაკვირდება, როგორ ვიყენებთ ჩვენს ძალებს, გვცდის რამდენად ერთგულნი ვართ მისი, დასანახს ხდის რანი ვართ მის გარეშე."

არქიეპისკოპოსი პავლე


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Apr 26 2007, 09:40 PM
პოსტი #95


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ნინუცი, მსგავსი პრობლემა მეც მაქვს, მაგრამ რას ვაკეთებ იცი? თუ სახლში ვერ ვასწრებ, მაშინ გზაში გულში ვლოცულობ, ისე არ ვიცი ასეთი ფორმით უფლის მიმართვა ცოდვაა თუ არა. მამაოები იძახიან, რომ ლოცვა უნდა იყოს მშვიდი ტონით წარმოთქმული, გულწრფელი...კიდევ მსმენია, რომ დილა ლოცვით უნდა დაიწყოს ქრისტიანმა და მაშინ ვნებებისაგან თავს უფრო დაცულად იგრძნობს. მეც, როცა ლოცვა მსურს, ისე ვიწყებ თითქოს პირველად ვლოცულობდე, სამწუხაროდ, ხშირად მეფანტება გონება. ასეთ დროს ალბათ ცოტა ხნით უნდა შეჩერდე და თავი დაიმშვიდო, ...რავიცი, რავიცი... მსმენია უგულისყურო ლოცვა იგივე უქმად მეტყველებააო. მაგრამ თავი როგორ უნდა დაიცვა უქმად მეტყველებისაგან?


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მათველა
პოსტი May 1 2007, 08:29 PM
პოსტი #96


დაიგვიანე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 318
რეგისტრ.: 1-April 07
მდებარ.: მიმავალი , მიმავალი..
წევრი № 1,539



ღმერთო ,
თქვენსავით დიდი რწმენით შემეძლოს ლოცვა..


--------------------
თავიდან საკმაოდ "ვდრტვინავდი" გულში, რა ამბავია 7გზის ლოცვა მეთქი, ძნელია, ბევრი დრო უნდა თქო..
ახლა კი, სულ იმას ვამბობ -კიდევ კარგი, რომ ასეთი საშუალება არსებობს, რომელიც ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებას წყვეტს და ცხოვრებისეული ჩაძირულობიდან მუდმიდი გამოფხიზლება ხდება ყოველ სამ საათში ერთხელ.. ძალიან სასიხარულოა რომ ეს ლოცვები გაგვაჩნია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 2 2007, 01:06 PM
პოსტი #97


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,649
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როდესაც ლოცვად დავდგებით, როგორ სიმშრალეს, სიცივეს ვგრძნობთ! როგორ ვჩქარობთ, დავასრულოთ ჩვენი ზედაპირული, გაფანტულობით სავსე ლოცვა! რის გამოა ეს? იმის გამო, რომ ჩვენ ღვთისადმი უცხონი ვართ. ჩვენ ღვთის არსებობა მკვდარი რწმენით გვწამს; ის ჩვენი შეგრძნებისათვის არ არსებობს."

წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Tamro
პოსტი May 14 2007, 11:31 PM
პოსტი #98


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 80
რეგისტრ.: 20-January 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 880



,,მოთმინება იქონიე მწუხარებასა და ავადმყოფობაში და მოუწოდე ქრისტეს, ბაგეზე მუდამ იესოს ლოცვა გქონდეს და მისმა და ჩვენმა უტკბესმა დედამ დაგიფაროს ყოველგვარი ბოროტისაგან,,
,,თქვენი შემწენი ქრისტე და ღვთისმშობელია. მუდამ გულსა და გონებაში გქონდეთ მათი უტკბესი და საწადელი სახელები და ეს საკმარისია მრავალი ლოცვის ნაცვლად.
ნუ მწუხარებ იმის გამო, რომ მადლს ვერ პოულობ შენს ლოცვაში. იგი გშორდება რათა მეტი მოსწრაფებით ეძიო. ხოლო როცა მოდის, მეტად გულისხმიერი იყავი, რომ არ დაკარგო. მაგრამ ის ისევ გშორდება და ამრიგად ხდები სრულყოფილი, მოქმედი და გამოცდილი, რომ სხვებიც უსაფრთხოდ ატარო ცხონების გზაზე.
ამრიგად, თავს ძალა დაატანეთ და უფრთხილდით ეშმაკის მახეს. რადგან ცათა სასუფეველს ისინი მიიტაცებენ, ვინც თავს აიძულებს.,,
ეს სიტყვები ჩემი უსაყვარლესი მამის იოსებ ათონელის სიტყვებია ერთერთი წერილიდან მიწერილი სულიერი შვილებისადმი. მას მრავალი დარიგება აქვს იესოს ლოცვის შესახებ.
მე კი ჩემის მხრით დავამატებ მადლობა უფალს რომ ლოცვის სიტყვები მასწავლა და თითთა ჩემთა ასწავა პირჯვრის წერა !


--------------------
------------------------------------------------------
''უფალო იხსენ სული ჩემი სიკუდილისაგან, თუალნი ჩემნი ცრემლთაგან და ფერხნი ჩემნი-ბრკოლისაგან''

''ქრისტე მოგეფეროს შენ უსაყვარლესო''
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 15 2007, 04:39 PM
პოსტი #99


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,649
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ნებისმიერი საქმე, თუნდაც ყველაზე მცირე და უმნიშვნელო, არ დაიწყო უფლის მოხმობის გარეშე, რათა იგი დაგეხმაროს მის შესრულებაში.

უფალმა თქვა: "ჩემს გარეშე არ ძალგიძთ რაიმეს კეთება."

ანუ არც რაიმეს თქმა, არც რაიმეს გაფიქრება.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: არ გაქვთ უფლება, ჩემს გარეშე აკეთოთ კეთილი საქმეები!

ამიტომაც საჭიროა უფლის კურთხევის დახმარების მოხმობა ან სიტყვით ან გონებით: "უფალო, შემეწიე, უფალო, მაკურთხე!" - იმ რწმენით, რომ მისი დახმარების გარეშე ვერ გავაკეთებთ სასარგებლო და სულის საცხონებელ საქმეებს.

ხოლო თუ უფლის დახმარების მოთხოვნის გარეშე ვაკეთებთ რაიმეს, ამით მხოლოდ ხაზს ვუსვამთ ჩვენს ამპარტავნებას და ვეწინააღმდეგებით უფალს.

მისი სახელის მოხმობით კი ვიღებთ კურთხევას უფლისგან, რომელიც გვეტყვის: "მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო და დაიმკვიდრეთ განმზადებული თქვენთვის სასუფეველი დასაბამითგან სოფლისაით."

ხოლო, ვისაც არ ექნება უფლის კურთხევის ბეჭედი, მას ეტყვის: "არა გიცნი თქუენ."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iako
პოსტი May 19 2007, 10:49 AM
პოსტი #100


ნონა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 926
რეგისტრ.: 19-August 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 83



ჩემს ახლობელს სიმსივნე დაუდგინეს თავში. აუტანელი თავის ტკივილები ქონდა და ექიმთან მისულა ტომოგრაფიის გადასაღებად. მან კი პირდაპირ აჯახა თურმე სიმსივნე გაქვს თავში და თუ ბედი გაქვს კეთილთვისებიანი აღმოჩნდებაო.საწყალი გოგო მარტო ყოფილა და ისეთი შოკი მიიღო, უცებ გონზე ვერ მოვედი რას მელაპარაკებოდა ექიმიო.
მეორე დღეს ეკლესიაში მოვიდა სასოწარკვეთილი,შველას ეძებდა, თან აქ მარტო იმყოფება.
მამაომ აზიარა ლოცვები წაუკითხა. ჩვენს მოძღვარს დაუკავშირდა მიონხენში ისიც ლოცვებში იხსენიებს. საქართველოში მისი ძმები ეკელსიებში დადიან მისთვის სალოცავად( დედას ვერ უმხელენ ჯერ)
ყველა მისთვის ვლოცულობთ, საქართველოშიც იხსენიებენ მის სახელს ლოცვებში. საავადმყოფოში რომ დააწვინეს გამოკვლევაზე, ისეთი განმტკიცებული დამხვდა სულიერად, ძალიან გამიხარდა 2 დღის წინ სასოწარკვეთილი, ეხლა ისეთი ძლიერი იყო იქით გვამშვიდებდა უფლის ნებით ყველაფერს გადავლახავო. ასეთი მოულოდნელი გარდასახვა მასში მართლაც რომ სასწაულია, რომელიც მასზე წაკითხულმა ლოცვებმა გამოიწვია.
საქართველოშიც იხსენიებენ მის სახელს ლოცვებში.
აქამდე ეკლესიური არ იყო. მხოლოდ იშვიათად გამოივლიდა ეკლესიაში.
უფალმა ეს განსაცდელი დაუშვა მის გადასარჩენად.
უფლის ნებით და ლოცვების ძალით ოპერაცია იმედი გვაქვს მშვიდობიანად ჩაივლის.
დიდება უფალს.


--------------------
რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

8 გვერდი V « < 3 4 5 6 7 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th June 2025 - 01:47 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი