IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

9 გვერდი V « < 7 8 9  
Reply to this topicStart new topic
> წმ. წერილი განსაცდელის შესახებ, სწავლება და მაგალითები
elusia
პოსტი Mar 19 2010, 09:59 PM
პოსტი #161


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 517
რეგისტრ.: 13-March 10
წევრი № 8,384



მადლობთ.
კი მაგრამ ამდენი საუკუნე იარსებოს ადამინთა მოდგმამ, როგორც თავად თქვით ცხოველური თვისებით და შემდეგ მომავლში წარმოიდგინოს (თუმცა იქნებ ეს არც ევალება)სრულიად განსხვავებული ცხოვრების წესი ეს ალბათ ძალიან გაუჭირდება. იყო ადამიანი და ვერც იყო ეს ხომ სრულიად გარდატეხის მომენტიც არის. გამოდის რომ ადამინები სრულ სიბინძურეში ცხოვრობენ, და თანაც ახალ სიცოცხლეს შობენ.. არ ვიცი ღმერთს უნდა შევთხოვოთ შეგვაძლებინოს ეს გავიგოთ და შევდგეთ ისეთები როგორიც საჭიროა ( თუ როგორ ვთქვა არც ვიცი).განსაცდელიც ამისთვის არის ალბათ..


--------------------
[b]ადამიანს არაფრის მიღება არ შეუძლია თუ ციდან არა აქვს მიცემული.[/b]
[u]იოანე ნათლისმცემელი[/u]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Mar 20 2010, 05:50 AM
პოსტი #162


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



წმიდა ზოსიმე პალესტინელის სწავლანი
ღვთის მინდობისა და განსაცდელთა დათმენისათვის
ნეტარმა მამა ზოსიმემ, გამოისახა რა პატიოსანი ჯვარი სახეზე, თავისი საუბარი ასე დაიწყო: განკაცდა რა ქრისტე, ღმერთი ჩვენი, დაუსაბამო სიტყვა მამისა, იმდენი მადლი უბოძა მორწმუნეებს, რომ თითოეულს, თუკი ინებებს, შეუძლია ღვთის შვილად იქცეს. ამისათვის საჭიროა გულისხმიერება გამოვიჩინოთ და ვიწყოთ საკუთარი სულებისათვის ზრუნვა. რადგანაც ღვთის მადლი შემზადებულია ჩვენს საშველად, თუკი ჩვენც ვინებებთ შევუერთოთ ჩვენი ნება ჩვენი უფლის ნებას, მაშინ გაგვიადვილდება არარად შევრაცხოთ ყოველივე ამქვეყნიური. ამის შემდეგ ნეტარმა აბბამ ხელში აიღო თივის წველა და თქვა: ამ უმნიშვნელო რამისთვის რომელი ჭკუათმყოფელი ატეხავს შფოთსა და ცილობას, ანუ ავის ქმნასა და კამათს, ან ვინ იქნება ამის გამო მწუხარე, იმის გარდა, ვისაც გონი აქვს დაკარგული? იცოდეთ ეს, როცა ადამიანი თავის ცხოვრებას მიანდობს უფალს, მისთვის ქვეყნიურ ცხოვრებას ამ ერთი ღერი თივის ფასიც აღარ აქვს, თუნდაც ებოძოს ქვეყნის ხელმწიფება. რადგანაც ქონება კი არ ვნებს ადამიანს, არამედ სიყვარული ამ ქონების მიმართ შემსჭვალული ადამიანის გონებაში. ვინ არ უწყის, რომ ყველა მონაგებზე უპირატესი ადამიანის სხეულია, მაგრამ ღვთის მოყვარეთათვის ისიც არარაობად შეირაცხება, თუკი უფალი მოითხოვს ამას, რადგანაც ხორცის მოკვდინება უფრო ადვილია, ვიდრე სულის სამუდამო სატანჯველში მიცემა.

ამასთან დაკავშირებით ნეტარმა მამამ გაიხსენა ერთი ძმა, რომელსაც ჰქონდა კარგად მოვლილი ბოსტანი მხალით. მონასტრის მამათაგან ერთმა ბერმა გადაწყვიტა მისი გამოცდა, რადგანაც ეჭვი შეეპარა ბოსტნის პატრონობამ და მოვლამ ხომ არ გაიტაცა იგი და სული ხომ არ დაავიწყდაო. თუ ეს შრომა და გარჯა არარაობააო, ვითარცა ყოველი ქვეყნიური. ამიტომაც დაიწყო შეუმჩნევლად ბოსტნის გაჩანაგება, თან ჩუმად უთვალთვალებდა ბერს. როცა ერთი ძირიღა დარჩა ამოსაძირკვავი მხალისა, ბოსტნის პატრონმა მორიდებით უთხრა მას: თუ გსურს მამაო, დასტოვე ეგ ერთი ძირი მაინც, გავაკეთოთ საჭმელი და ერთად სადილობით გავიხაროთ. მაშინ მიხვდა ბერი, რომ ბოსტნის პატრონი ჭეშმარიტად ღვთის მონა იყო და არა მხალისა, ქვეყნიური საგნისა და ამიტომაც უთხრა: „ღვთის სულს შენში დაუვანებია ძმაო, ნურავინ იფიქრებს უნდოობას მხლისას, რადგანაც ყოველივე ქვეყნიური ასევე არაფრად მიაჩნდა მას; მარტო მხალის არარაობად მიჩნევას კი ნუ დავინახავთ, არამედ იცოდეთ, რომ მხლის გარდა არაფერი გააჩნდა ამ ქვეყნად და ისიც ადვილად უარყო. ეს რომ კეთილი მოღვაწე არ ყოფილიყო, მაშინ კიდეც აღიძვროდა მხლის დასაცავად, რაც მის ერთადერთ ნუგეშს წარმოადგენდა. ვისაც ბევრი აბადია, თუ ერთი დაკარგა, მის ნაცვლად მეორეს იხმარს და შეცვლის დანაკარგს. მან კი, ეს ერთადერთი ქვეყნიური სიკეთეც კი არაფრად ჩათვალა.

იტყოდა ნეტარი მამა: ეშმაკები ცნობენ ადამიანებს და ეშინიათ იმათი, რომელთა გონება შემსჭვალულია არა ამქვეყნიური საქმეებით და თუმცა დედამიწაზე დადიან, სული და გონება მათი ზეცაშია.

გონება ყოვლის შემძლეა. მხურვალე გონებას შეუძლია ღმერთს ერთ საათში მეტი სათნოება შესძინოს, ხოლო დამძიმებულმა გონებამ ორმოცდაათ წელიწადს შრომითაც კი ვერა.

და კვლავ განაგრძო წმიდა მამამ, რომ: ეშმაკებს, თუ იხილეს ისეთი, ვინც შეურაცხყოფილი ან მწუხარეა, ან რაიმე ზარალი აქვს მიყენებული და წუხს არა იმისათვის, რომ ეს უბედურება ეწია, არამედ იმისათვის, რომ მოწევნული მამაცურად ვერ აიტანა, ასეთების დიდად ეშინიათ, ვინაიდან იციან ჭეშმარიტ გზას ადგიან და უყვართ მცნებები ღვთისა.

ამასთან დაკავშირებით ნეტარმა მამამ გაიხსენა წმიდა პახომი, თუ როგორ მოიქცა იგი, როცა უფროსმა ძმამ საყვედურით უკიჟინა: დასცხერ მონასტრის გაფართოების პატივმოყვარეობით გატაცებულო, რასაც წმიდა პახომი იქმოდა უფლის ჩაგონებით და არა საკუთარი ნებით. ამის საპასუხოდ წმიდა მამამ არაფერი უთხრა საწინააღმდეგო. მაგრამ როცა შემწუხრდა, შევიდა იგი ერთ პატარა სენაკში და იწყო ტირილი და ღვთის მიმართ ლოცვა: უფალო, შემიწყალე, რამეთუ ვინც ხორციელად ცხოვრობს, იმას სიკვდილი არ ასცდება, ხოლო ის, ვინც სულით აკვდინებს ხორციელ საქმეებს, ცხონდება. შემიწყალე მე უფალო, რათა არა წარვწყმდე, უკეთუ შენ არ შემეწევი, ეშმაკი დამძლევს მე და ერთ წუთში შევიქმნები მისი მონა, რადგან ვინც მთელ რჯულს იცავს და ერთში შესცოდავს, იგი ყველაფერში დამნაშავე ხდება. კვლავაც მწამს, უკეთუ შემეწევა შენი წყალობა, ვისწავლი შენს წმიდა გზაზე სვლას, იმ გზაზე, რომელზედაც შეარცხვინეს მტერი ოდესღაც. სხვაგვარად როგორღა ვასწავლი სხვას, რომელსაც მოუწოდებ ჩემთან ერთად ცხოვრების გზის გატარებას, თუ ჯერ არ გავიმარჯვებ ჩემს თავზე და მტერზე, თუკი მძლე არ ვექმნები ვნებებსა? - ასეთ ლოცვაში გაატარა მთელი ღამე და როცა ინათლა, ის ადგილი, სადაც ლოცულობდა, ქცეულიყო თიხად და ტალახად. და დასძინა ამაზე აბბა ზოსიმემ: განა ამდენ ცრემლს დაღვრიდა, ღმერთს რომ არ მიენიჭებინა კეთილი მისი გონებისათვის? მე მწამს, რომ იმ ღამეს უფალმა მას მიუბოძა ყოველი, რამდენიცა ითხოვა, ვინაიდან ყოველგვარი ქვეყნიური ვნება მასში უკვე ჩამკვდარი იყო.

ამბობდა ნეტარი მამა: თუ ვინმე იხსენებს თავის შემაწუხებელს, შემასმენელს ან სხვა რაიმე ბოროტის მყოფელს და აძლიერებს ბოროტ გულისთქმას მის მიმართ, ასეთი ეშმაკზე უფრო მეტად ემტერება თავის სულსა. თუ არ იქნება მადლიერი ბოროტისმყოფელისა, იგი დიდად ავნებს თავს. ყოველი ხორციელი ბოროტისმყოფელი განმწმენდელია ჩვენი სულისა, ამიტომაც უნდა მივიღოთ იგი, როგორც მკურნალი ქრისტეს მიერ მოვლინებული. უფლისათვის უნდა დავითმინოთ ყოველი ვნება, რათა მით ჩვენი ცოდვები შევინანოთ. თუ მას მწუხარებით შევხვდებით, ეშმაკზე უფრო ძლიერი მტერი შევიქმნებით ჩვენი სულებისა და დიდად ვავნებთ საკუთარ თავს. რადგანაც ვნება თავად უფლისა მაგალითად უნდა გვქონდეს მრავალჟამს და ქველის მოქმედად შევრაცხოთ იგი, ვინც ჩვენ გაგვამწარა. თუკი გვსურს სენთაგან გათავისუფლება, რადგანაც მათი მეშვეობით შევიცანით ჩვენი უძლურება და სენი. და თუ ჩვენ არ გვსურს ყოველივე ეს, უბრალოა ღმერთი. ყოველგვარი მწუხარება ჩვენს შეურაცხმყოფელზე, რომელიც მომტანია ხორციელი ჭირისა, არის სასწაული სნეული სულისა, რადგანაც ვინც არ არის სნეული, მას არც აწუხებს ეს ჭირი. ამიტომაც ვინც ჩვენ მწუხარება მოგვაწია თავს, უნდა ვმადლობდეთ, რადგან მის მიერ ჩვენი უძლურება და სატკივარი ვიცანით. და ყოველივე მის მიერ მოწევნული მივიღოთ, როგორც წამალი ქრისტესაგან. და თუ არ გვსურს განკურნება, სულიერ სენთაგან გათავისუფლება, არამედ გვინდა „წყლულებათა შინა ჩვენთა დალპობა და ეშმაკთა ყოფად“, რა უნდა გვიყოს უფალმა? ხომ მოგვცა წამალი მცნებების სახითა. ხოლო ჩვენ არ ვისარგებლეთ ამ წამლით ჩვენი ნებით, რომელთაც შეეძლო ჩვენი განწმენდა, როგორც ქვეყნიური წამალი განწმენდს ხორციელ სნეულებათ.

ამიტომ ვისაც სურს განკურნება და სენთაგან გათავისუფლება, ევალება ყოველივეს დათმენა, რასაც მკურნალი მოითხოვს მისგან. ხორცით ავადმყოფსაც უმძიმს სხეულის ავადმყოფი ნაწილის მოწვა ან მოკვეთა, ან მწარე წამლის მიღება, არამედ მათი ხსენებაც კი გონებას ურევს მას, მაგრამ სჯერა, რომ ამის გარეშე შეუძლებელია სნეულების მოცილება, რწმენით უჯერებს ექიმს და მცირედი ტკივილის დათმენით თავისუფლდება ხანგრძლივი დაავადებისაგან. მაშასადამე, ყოველი ხორციელი ჭირი, გინდა შეურაცხებანი, წამალია იესოს მიერ მოვლინებული ჩვენს გასათავისუფლებლად ყოველგვარ სენთაგან, ამიტომაც სიყვარულით უნდა მივიღოთ იგი ნაკლთა განსაკურნებლად. ხოლო თუ არ მივიღებთ ამ წამალს და ჩვენს მტრებს არ შევიწყნარებთ, წინაღვუდგებით მას, როგორც უგუნურნი ვავნებთ საკუთარ თავს.

იტყოდა ნეტარი მამა: მოაცილე ქვეყანას განსაცდელები და აღარავინ იქნება წმიდა, რამეთუ რომელიც გაურბის განსაცდელს, სულთა მარგებელთ, იგი გაურბის საუკუნო ცხოვრებას. ვინ მიანიჭა წმიდა მოწამეებს გვირგვინი დიდებისა? - იმათმა მკვლელებმა. ვინ მიუბოძა წმიდა სტეფანეს ესოდენი დიდება? - მათ, ვინც იგი ქვებით ჩაქოლეს.

წმიდა მამა შეგვახსენებს ევაგრეს სიტყვებს, რომელიც ამბობდა: მე არ ვადანაშაულებ ჩემს მაგინებელთ, არამედ კეთილისმყოფელად მივიჩნევ და ზურგს არ ვაქცევ მათ, ვინც მკურნალია ჩემი ამპარტავანი სულისა. იმის შიშით, რომ არ უთხრას ოდესმე ჩემს სულს: „ვკურნებდი ბაბილონს და არ განიკურნა“.

უწყოდეთ, რომ ვერავინ გვეტყვის ჩვენს ნაკლს ისე ცხადად, როგორც ჩვენი მაძაგებელნი და შეურაცხმყოფელნი, და არავინ გვიზამს ცუდს, როგორც ჩვენი მაქებელნი, და ბოროტისმეტყველნიც ვერ იტყვიან სრულად ჩვენს ნაკლს, რადგან თუკი იხილეს ჩვენი ბოროტების სიღრმე, მაშინვე ზურგს გვაქცევენ, როგორც სიმყრალეს, არაწმიდა სულით სავსე გუბეს. ადამიანთა სხეულის ყოველ ასოს რომ ენა ამოედგა და განვეკიცხეთ, დარწმუნებული ვარ, რომ სრულად ვერ შეძლებდნენ ჩვენი უპატიობის გამოხატვას. ყოველი გამკითხველი რაიმე ერთ ნაწილს განიკითხავს მხოლოდ, ყოველივე კი მაინც არ იცის და თუ იობ მართალი იტყოდა „სავსე ვარ გინებითა“ (იობი 10, 15), რაღა გვეთქმის ჩვენ, რომელნიც უფსკრულნი ვართ ვნებებისა. ეშმაკმა ჩვენ ყოველგვარ ცოდვასთან დაგვაზავა და ამიტომ მადლობა უნდა ვუთხრათ მათ, ვინც დამცირებას გვაზიარა, რამეთუ ისინი, ვინც მიხვდნენ თავიანთ სიგლახაკეს და ადანაშაულებენ თავს, შეუსრავენ ბოროტ სულებს, ეშმაკებს, როგორც თქვეს წმიდა მამებმა: „შთა-თუ-ხდეს სიმდაბლე ჯოჯოხეთად, ზეცად ამაღლდების და აღ-თუ-ხდეს ამპარტავნება ცამდე, ჯოჯოხეთად შთავალს“.

და იტყოდა ნეტარი მამა: ამიტომ რაც არ უნდა მიაწიონ მდაბალზე, იგი მორჩილად უნდა იდგეს ლოცვად და მასზე მოწეულ ყოველივეს იღებდეს როგორც კეთილისმყოფელთაგან.

ჩვენ კი, განვერიდეთ ჭეშმარიტ გზას, რომელიც გაიარეს წმინდანებმა, და გვინდა ვიპოვოთ უცხო გზა, რომელზედაც გავიტანთ ჩვენს ბოროტ ნებას. მოვუსმინოთ წმიდა აბბა ამონის საქმიან დარიგებებს, რომელიც ამბობს: გულდასმით უხმე შენს თავს, როგორც არ უნდა შეგაწუხონ, დადუმდი და არ უპასუხო, სანამ შინაგანი ლოცვით არ დაიმშვიდებ გულს, და ამით შეიძენ შენს ძმას.

ვისაც სურს ჭეშმარიტი გზით სვლა, შფოთის ჟამს ძლიერად აყვედრის თავის თავს და ეტყვის: რატომ ბორგავ სულო ჩემო? რას გაცოფებულხარ, როგორც ეშმაკეული? ამით აცხადებ შენს ავადმყოფობას. შენ რომ ავად არ იყო, არც გული მოგივიდოდა. რისთვის დაგიტოვებია საკუთარი თავის ბრალობა და აბრალებ ძმას? იმისათვის, რომ საქმით დაგანახა შენი სნეულება? ისწავლე ქრისტეს მცნებანი, რომელსაც შეურაცხყოფდნენ და დუმდა, გვემდნენ და არარას მიაგებდა სანაცვლოდ. არ გესმის რას ამბობდა ის და საქმით რას აჩვენებდა?: „ბეჭნი ჩემნი მივჰსცენ ცემად და ღაწვნი ჩემნი ყვრიმლის ცემად. ხოლო პირი ჩემი არა მივიქციე სირცხვილისაგან ნერწყვთასა“ (ეს. 50, 6). შენ კი, საწყალობელო სულო ჩემო, მცირედი შეგინებისა და შეურაცხყოფისათვის ზიხარ და ბოღმას იტრიალებ გულში, და ებრძვი შენს თავს როგორც ეშმაკნი. რას უზამდნენ დემონები ასეთ სულს იმაზე მეტს, რასაც თვით უკეთებ საკუთარ თავს?

საკვირველია, ქრისტეს ვნებათა შესახებ ვკითხულობთ ყოველდღე, რამდენი დაითმინა მან ჩვენთვის და ჩვენ კი მცირედი შეურაცხყოფაც ვერ აგვიტანია. ჭეშმარიტად აცდნილნი ვართ მართალი გზიდან.

და იტყოდა, მათუსალას წლებიც რომ იცხოვროს ვინმემ და არ იაროს იმ გზით, რომლითაც იარეს წმინდანებმა, რომელსაც ახლავს გინება, შეურაცხყოფა და მოთმინება, საწადელს ვერ მიაღწევს, ამაოდ დახარჯავს ცხოვრების წლებს.

კვლავ განაგრძო წმიდა მამამ საუბარი: თურმე ერთ მისთვის ახლობელ მამას ბევრჯერ ატკინა გული ერთმა მოღვაწემ იმით, რომ ყველასთან მასზე აუგს ამბობდა. ბერი იძულებული გამხდარა სამაგიერო მიეზღო მისთვის, როგორც შეეძლო. ეს რომ ნეტარმა ზოსიმემ შეიტყო, უთხრა: - რასა იქმ, მამაო, ამით ხომ საკუთარ თავს ავნებ, ასე რომ მოიქცე ხომ ყოველგვარ სათნოებას განიშორებ თავიდან? რადგანაც ჯერ ისეთი რა მოგითმენია ღირსად იმისა, რაც უფალმა შენთვის თავს იდვა? ვიცი, რომ მრავალი საფასე დათმე ქვეყნიური, მაგრამ თუ არ მოიპოვე სიმშვიდე, დაემსგავსები მჭედელს, რომელიც ურტყამს უროს, მაგრამ ჭურჭელს ვერ აძლევს თავის ფორმას, აი რას ამბობს ღმერთშემოსილი ეგნატი: მე მმართებს სიმშვიდე, რომლის ძალითაც დაითრგუნება ყოველი ბნელი ძალა ქვეყნის მპყრობრლისა.




--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
elusia
პოსტი Mar 20 2010, 04:01 PM
პოსტი #163


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 517
რეგისტრ.: 13-March 10
წევრი № 8,384



თუ ყველა უბედურება , გაჭირვება და ბოროტება ღმერთმა დაუშვა რა ქნას საცოდავმა ეშმაკმა.. არ ვიცი რა .. არ ირწმუნებ ინანებ , ირწმუნებ ინანებ..
კარგია თავმდაბლობა ოღონდ ჭკუით თავმდაბლობა , თორემ თავის დახრა და თავზედამჯდომთა რიგი დგება.. რამდენი მორწმუნის მოღვაწეობა წავიკითხე და უმრავლესობა გაურბოდა თუ ამა ქვეყნის სულმოკლე ადამიანთა გვერდით ცხოვრებას გადიოდა მთებში, ტყეებში და გამოქვაბულებში საცხოვრებლად და იქ ემსახურებოდა უფალს. განდგომას რა უნდა , ამ ხალხთან რომ იცხოვრო ისაა ძნელი თორემ..ვიღაც იფიქრებს ეხლა შენ კარგად არ დაუცემებიხარ უფალს ბოროტთა ხელით , თორემ მერე კარგად შეეხვეწებოდი შველასო.. მერე გაგრძელება ის იქნება რომ უფალს იმ უგუნურთა გამოც უნდა შესთხოვო.
რომელი მოძღვარი აიტანს გვერდიით ადამიანს რომელიც მას ეეშმაკება.მომნანიეს შეიფარებს მაგრამ მოქმედ ბოროტს არა მგონია ჰოდა მიპასუხეთ რას ეტყვის ასეთ ადამიანს ღვაწლმოსილი მორწმუნე ან როგორ მოექცევა..
ზუსტად არ მახსოვს წერია ასე ,, მე გაგახელებთ თქვენ უგუნურთა გამო,,_ღმერთი ამბობს რომელიღაც მორწმუნის პირით. (მოსე?)აი ასეთ მდგომარეობაში ვარ ეხლა მე .. ვფიქრომ ღმერთს რომ გული ჰქონდეს (ქრისტეზე არ ვამბობ)ალბათ გაუსკდებოდა მეთქი ამ ქვეყნის გადამხედვარე , მაგრამ ალბათ სიკეთეც ბევრია ქვეყნად უბრალოდ მე ვარ ცუდ გარემოში ან საერთოდ მე ცუდი ვარ ან ან ან ან ...
აპატიებ ადამიანს , მაგრამ ჯერ ერთი ვინ გთხოვს პატიებას(არ ვიცი რა დავაშავეო) და თანაც აპატიეს მელასაო მოუმატა კბენასაო..
ეეეე,,, ჩემი პურის მჭამელმა ჩემზე ქუსლი აწია_ო..
ადამიანს თუ მუდამ დაუთმე და აპატიე ის ხო დაკარგულია და თავადაც დაიკარგები,, შენჯღრევა მოუხდება ამათ.თანაც ის ვინ იყო რომ თქვა ყველაფრის პატიება რომ შეიძლებოდეს ჯოჯოხეთი არ იარსებებდაო..არა არა რაც მართალი მართალი პატიებისთვის კი არა სამართლიანობის აღსაღდგენად აღვსდექი..


--------------------
[b]ადამიანს არაფრის მიღება არ შეუძლია თუ ციდან არა აქვს მიცემული.[/b]
[u]იოანე ნათლისმცემელი[/u]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
newbie
პოსტი Mar 20 2010, 11:28 PM
პოსტი #164


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 577
რეგისტრ.: 28-April 09
წევრი № 6,908



elusia
ციტატა
თუ ყველა უბედურება , გაჭირვება და ბოროტება ღმერთმა დაუშვა რა ქნას საცოდავმა ეშმაკმა

საცოდავი ეშმაკი? ეს არასწორი ხედვაა, ღმერთმა შექმნა გონიერი არსებები სიყვარულისთვის და ბედნიერებისთვის, გონიერი ნიშნავს თავისუფალი ნების მქონეს, და ის აკეთებს არჩევანს ბოროტების სასარგებლოდ, და ღმერთი არ ზღუდავს მას.. პატივს სცემს მის ნებას.
ციტატა
თორემ თავის დახრა და თავზედამჯდომთა რიგი დგება

ნუ თავისუფლი არჩევანის ამბავია..
თუ გინდა დაითმინე, თუ გინდა ბოლომდე მიყევი ყველას და მიუჩინე ადგილი.. ცოტა დამღლელი კია..

მაგრამ თუ ადამიანის არჩევანია ქრისტე, მაშინ ქრისტემ ცისა და ქვეყნის შემოქმედმა დაითმინა ყველა სახის შესაძლო შეურაცხყოფა და ყველაზე საშინელი სიკვდილით მოკვდა, თუ მასთან მისვლა გვინდა ჩვენც ეს გზა უნდა გავიაროთ ..

ნუ მაგრამ რეალობაში ასე მაინც არ ხდება, ანუ ასე საშინლად, ცუდი გარემოება არ მაკლია, ვფიქრობ გამოცდილება მაქვს, - 'ფსიქოლოგიურად არამდგრადებთან' ურთიერთობის, მსუბუქად რომ ვთქვა, ნუ პირადის მოყოლაზე არ გადავალ..მაგრამ ძირითადად ისე ხდება რომ თუ ადამიანი სულ აგრესიით მოდის შენზე და გამუდმებულ სიმშვიდეს ხვდება, უკეთეს შემთხვევაში ხვდება თავის საქცილეის არასწორობას, სიმახინჯეს, და სწავლობს სიმშვიდეს, უარეს შემთხვევაში ბეზრდება, თავს განებებს..
და თუ არც ერთი არ მოხდა მაშინ ასეთი კატეგორიისს (მადლმოკლებული) ადამიანის ქმედებები ან მისი აზრი ყურადღებას სართოდ არ იმსახურებს, და ფიქრადაც არ ღირს , თუ საზოგადოების მომენტია მაშინ საზოგადოების ის ნაწილი რომელიც შენს სიმშვიდით და მოთმინებით დახვედრას შეურაცხყოფაზე სისუსტის ნიშნად მიიჩნევს ან გაბანძების , ეს კატეგორიაც ვერ ჩაითვლება მოაზროვნედ და არც მათი აზრია დიდად საინტერესო..

თუმცა მოთმინება არ ნიშნავს უპასუხოდ დატოვებას, მშვიდად შეიძლება ადამიანმა პოზიცია დააფიქსიროს , პასუხის გაცემა, მამა თევდორეს აქვს კარგი ქადაგება ამ თემაზე, როცა უფალს მღვდელმთავართან მიიყვანენ, ის პასუხობს 'და ვითარცა ესე თქუა იესუ, ერთმან მსახურთაგანმან მუნ მდგომარემან სცა ყურიმალსა იესუს და ჰრქუა: ესრეთ სიტყუას-უგება მღდელთ-მოძღუარსა? 23. ჰრქუა მას იესუ: უკუეთუ ბოროტსა ვიტყოდე, წამე ბოროტისათჳს; უკუეთუ კეთილსა, რაჲსათჳს მცემ? ' ანუ უფალი ლაპარკობს სამართლიანობაზე, ასე რომ სიჩუმე აუცილებელი არცაა სიტუაციის მიხედვით..
ასეთი სამართლიანი დამოკიდებულებით არც შენ დაიკარგები და არც ის
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
elusia
პოსტი Mar 21 2010, 01:01 PM
პოსტი #165


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 517
რეგისტრ.: 13-March 10
წევრი № 8,384



ეშმაკი რომ საცოდავი არ არის ვიცი, მაგრამ ახსნა ხომ უნდა მოხდეს სწორად_რომ ადამიანს უბედურება ღვთისგან ეწევა მისი ურწმუნოების გამო და ისიც შეიძლება რომ არც ეწიოს როგორც ამბობენ მიშვებული ჰყავს ზოგიერთიო, მაგრამ აქ ეშმაკის დამოუკუდებელ მოქმედებას არ უნდა გამოვრიცხავდეთ. ეშმაკი_ ყოფილი ანგელოზი ხომ თავის ნებით წავიდა ღვთის წინააღმდეგ.მან აცდუნა ევა და მერე ამას რაც მოჰყვა ცნობილია.. ეს რომ ყველაფერი ღვთის ნებით ყოფილიყო ღმერთი არ დწყევლიდა ადამთა მოდგმას(როგორც ცნობილია) და თანაც ეს ყველაფერი ღმერთის სცენარი თუ იყო მაშინ ავტიურასტან გვაქვს საქმე ეს ხომ გამორიცხულია . ღმერთმა ყველაფერი შექმნა , მაგრამ ეშმაკის ნამოქმედარმა ადამიანთა მოდგმას ტანჯვა -წამება მოუტანა, რა თქმა უნდა ადამიანიც თავისით შეცდა (რა იქნებოდა ნეტავი ეს შეცდომა რომ არ მომხდარიყო,, საინტერსოა). ღმერთს კი ყოველთვის ენანებოდა თავის შექმნილი არსებები და არასოდეს მიუტოვებია ისინი აბელიდან დაწყებული დღემდე. თუმცა მივყვეთ იმას რომ ღმერთმა შექმნა ყველაფერი სიკეთე , მაგრამ წყევლაც არ დაიშურა განრისხებულმა და იმის თქმა მინდა, რომ ადამიანი შექმნილი ღვთის მსგავსად და ხატად, ვერ იქნება ღმერთზე დიდი, ისიც ბრაზობს ისიც იწყევლება, როცა განრისხდება. ცოდვის გამო ატარა უფალმა ადამიანი დიდი ხანი პატიების გარეშე ანუ არ მისცა მას მონანიების გზა . შემდგომში კი შეამზადა მცნებებით და მოუვლინა ქრისტე_ დამატკიცებელი მისი(ღვთის) სიწმიდის სამართლიანობის, სიკეთის, გულმოწყალების და ათქმევინა_ ,,მიეტევება ყველას ვინც მოინანიებს.''
,,დალოცეთ თქვენი მაწყევრები,'' ,,თუ ვინმემ მარჯვენა ლოყაში გაგწნას, მეორეც მიუშვირე'' უფალმა ადამიანს მოუშორა შიში ვაი და ეშმაკმა ისევ რომ შემაცდინოსო,, ესეიგი ადამიანი მიახვედრა თუ ღმერთთან იქნება ეშმაკი ვერ შეაცდენს. და ადამიანი თუ შეცდა ესიგი მისი ნებაც ყოფილა(ადამიანის).ვიცით ცოდვაში რა ითვლება, დანარჩენი მართლაც არჩევანია .უფალმა ისიც კარგად იცოდა ეშმაკი უფრო აგრესიული რომ გახდებოდა და დათმენის გზაზეც თავად წაგვიძღვა სიცოცხლის ფასად და მორწმინემ იცის რომ მარტო არასოდეს არ არის. ეშმაკი კი უფრო გადარეულია შინაურის სახით გვევლინება ,, კაცის მტერი შინაურები იქნებიან შესაბამისად განსაცდელიც ძნელი გადასალახია.. უფალიც ხომ შინაურისგან გაიცა. მაგრამ ,,მე ვძლიე წუთისოფელს, თქვენც სძლიეთ მე კი თქვენთან ვარ ქვეყნის აღსარულამდე.''
ღმერთი რომ ადამიანზე განსაცდელს დაუშვებს ალბათ ის ადამიანი ღმერთს უფრო მეტის ცოდნისთვის სურს. (ეშმაკს კი ეცინება)
აქ მინდა ჩავრთო ადამიანის უფლება თქვას_ არ მყავდა მასწავლებელი ღვთის გზას რომ მასწავლიდა და შესაბამისად არ ვიცი რა დავაშავეო.რატომ დაუშვა უფალმა ხალხს სრულიად მოკლებოდა ღვთის სიტყვა?
ბერი გაბრიელი მახსენდება მისი მამა ეკლესიებს ანგრევდაო, იმ დროისთვის ადამიანთა უმრავლესობა ცოდვებში ჩაიძირა ახალი თაობაც განადგურდა. უფალმა ეკლესიისდამანგრეველის შვილიც იმიტომ აირჩია თავის ჭურჭლად რომ იმ დროს დაცემული ადამიანების მხსნელი ყოფილიყო , რომ შვილი არაფერს შუაშია თუ მამამ დააშავა.
ალბათ მეტი უნდა ვისწავლოთ რაც განსაცდელის, რომელიც ჩვენზე დაეშვება, პასუხი იქნება, ეს შემზადებაა უფლის აზრებს რომ ჩავწვდეთ, მაგრამ განსაცდელის გადალახვაც ხომ არ არის ადვილი , ირევი , იბნევი, იშლები და ისევ უფლის სიტყვა რომ ესმით ისეთი ადამიანების შეწევნით თუ წამოდგები, რომლებიც აქ არიან ნამდვილად..


--------------------
[b]ადამიანს არაფრის მიღება არ შეუძლია თუ ციდან არა აქვს მიცემული.[/b]
[u]იოანე ნათლისმცემელი[/u]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

9 გვერდი V « < 7 8 9
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 8th August 2025 - 01:55 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი