IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

9 გვერდი V < 1 2 3 4 5 > »   
Reply to this topicStart new topic
> წმ. წერილი განსაცდელის შესახებ, სწავლება და მაგალითები
KAIROS
პოსტი Mar 18 2009, 05:06 AM
პოსტი #41


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ეს განყოფილება არის შენი და დათიკოს ბლოგი

მაშინ შევქმნათ "ბლოკი" და შემოგვიერთდი biggrin.gif

დაწერე აბა შენც smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ავგუსტინე
პოსტი Mar 18 2009, 05:24 AM
პოსტი #42


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 436
რეგისტრ.: 14-March 09
წევრი № 6,642



მე ევანგელიზმი დიდად არ მეხერხება (ასეთებიც ხდება tongue.gif ) მაგრამ არსებობს ის ძირითადი ფსიქო-სოციალური სისტემა, რომლითაც უკეთ შეიძლება გამოიკვეთოს წიგნთა-წიგნის ზოგიერთი, ან თუნდაც კონკრეტული დამოკიდებულებები.

როგორც მთელს რწმენაში, აქაც კითხვისნიშნის რეალობას ვაწყდებით. ჩვენი თეორიული მსჯელობა არასდროს არის სრული, ყოველთვის განიცდის და სწყურია საკუთარი თავის პრაქტიკული გამოჩინება. ყოველთვის არსებობს რაღაც, რომელიც ჩვენგან მოითხოვს მსხვერპლს, მინდობის მსხვერპლს.

განსაცდელი ერთ-ერთი ყველაზე უფრო ემოციური დამოკიდებულების გამომხატველი ტერმინია, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ადამიანის უმთავრეს შინაგან მოწოდებას - ნდობას მამისადმი, ნდობას გაუგებარი, ალოგიკური მამისადმი...

ნებისმიერ მღვდელს ეშინია მწარე კითხვის, სად არის ღმერთი? სად არის ღმერთი, მე ხომ მტკივა? მაგრამ ღმერთს ამ კითხვების არ ეშინია... ჩვენი კითხვები, ჩვენი სულიერი სიმწარე, რომელიც ემოციებს გვიმძაფრებს, საუკეთესო საშუალებაა გადაიქცე ბავშვად, რომელიც მამას მიეხუტება და კითხვას დაუსვამს, რატომ ხდება ასე? იმ იმედით რომ ერთხელ ის უპასუხებს - აი ამიტომ smile.gif

აღმოსავლელი მამებისთვის განსაცდელი გამწმენდი ცეცხლი იყო, დასავლელებისთვის პასუხი კითხვაზე, ორივენი კი ვფიქრობ თანხმდებიან - რომ ის იმედის ქმედითი ბიძგია.

რაც შეეხება ბლოგს, ჯერ-ჯერობით ეს საქმე მაბარია:

http://jvarosnebi.com/


ციტატა
მწუხარებიდან სიხარული გამოიყვანე, უბედურებიდან – სიკეთე და წარმატება.


ერთი შეხედვით მწუხარება შეიძლება არ შეიცვალოს, არც უბედურება გადაიქცეს ერთ წამში თავბრუდამხვევ წარმატებად - მაგრამ მოიპოვო მთავარი, რომელიც ამ ჭაობში სუფრას გაგიწყობს - იმედი smile.gif




--------------------
http://jvarosnebi.com/

Adoramus te, Christe, et benedicimus tibi. Quia per sanctam crucem tuam redemisti mundum.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Mar 18 2009, 09:21 PM
პოსტი #43


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



ციტატა(KAIROS @ Mar 18 2009, 05:00 AM) *

„ღმერთმა ადამიანი სრულყოფილ და უცოდველ არსებად შექმნა... (იგულისხმება, როცა სამოთხეში დაადგინა). უფლისადმი ურჩებით ჩვენი სულიერი ძალები დააზიანა ცოდვამ. ურჩობით სულსა და სხეულს შორის მჭიდრო კავშირის გამო, ჩვენი ხორციელი ძალებიც, ჩვენი ხორციელი შესაძლებლობანიც შეირყა. გაჩნდა მასში ავადმყოფობისა და მოშლის მარცვლებიც; ეს მარცვლები კი მშობლებიდან შვილებს გადაეცემათ. როცა ცოდვას ზრდასრულ ასაკში ჩავდივართ, ამ მარცვლების ზრდას ხელს ვუწყობთ და მწარე ნაყოფს ვიმკით: ავადმყოფობებს, განსაცდელებს, ტკივილებს, ურვას და ა.შ.

ცოდვასა და ავადმყოფობას შორის ყოველთვის არ არის აშკარა კავშირი, მაგრამ უეჭველად არსებობს, თუმცა ჩვენი თვალისათვის, ჩვენი უმეცრებისა და ამსოფლიური მიმოტაცების გამო დაფარულია“.
იხარეთ;

კაიროსი!
პ.ს.
თქვით რაიმე თქვენც biggrin.gif


ცოდვის შთამომავლობით გადაცემაზე საინტერესო იქნება დაკონკრეტება, რადგან ბევრ ინვალიდ ადამიანს შევხვედრილვარ და ვერ გავრკვეულვარ, ინვალიდობა მისთვის სასჯელია თუ მაცხოვნებელი საშუალება?


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ავგუსტინე
პოსტი Mar 18 2009, 09:22 PM
პოსტი #44


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 436
რეგისტრ.: 14-March 09
წევრი № 6,642



ციტატა
ცოდვასა და ავადმყოფობას შორის ყოველთვის არ არის აშკარა კავშირი, მაგრამ უეჭველად არსებობს, თუმცა ჩვენი თვალისათვის, ჩვენი უმეცრებისა და ამსოფლიური მიმოტაცების გამო დაფარულია“.


არ ვეთანხმები. ავადმყოფობა არ არის მხოლოდ მიგება ცოდვებისათვის.


--------------------
http://jvarosnebi.com/

Adoramus te, Christe, et benedicimus tibi. Quia per sanctam crucem tuam redemisti mundum.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Mar 19 2009, 01:13 AM
პოსტი #45


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



Amuza
ავგუსტინე
ციტატა
ცოდვის შთამომავლობით გადაცემაზე საინტერესო იქნება დაკონკრეტება

ამაზე ერთი ადგილი მახსენდება სახარებიდან:
და ვითარცა წარვიდოდა იესუ, იხილა კაცი, ბრმაჲ შობითგან.
ჰკითხვიდეს მოწაფენი მისნი და ეტყოდეს: რაბი, ვინ ცოდა: ამან ანუ მშობელთა ამისთა, რამეთუ ბრმაჲ იშვა?
ჰრქუა მათ იესუ: არცა ამან ცოდა, არცა მშობელთა ამისთა, არამედ რაჲთა გამოცხადნეს საქმე ღმრთისაჲ მაგას ზედა.
იოანე 9. 1-3

საინტერესოა smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
milana
პოსტი Mar 21 2009, 02:02 PM
პოსტი #46


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 278
რეგისტრ.: 14-February 08
წევრი № 3,934



ციტატა(Amuza @ Mar 18 2009, 09:21 PM) *

ცოდვის შთამომავლობით გადაცემაზე საინტერესო იქნება დაკონკრეტება, რადგან ბევრ ინვალიდ ადამიანს შევხვედრილვარ და ვერ გავრკვეულვარ, ინვალიდობა მისთვის სასჯელია თუ მაცხოვნებელი საშუალება?

და სასჯელი თუა ე.ი მაცხოვნებელიც არის ხო?
აქ ხო იყო საუბარი იმაზე რომ ე.წ სასჯელი ადამიანს იმიტომ ეძლევა რომ გონს მოეგოს და თუ გონს მოეგება "სწორად" იცხოვრებს და თუ სწორად იცხოვრებს ე.ი შეძლება ცხონდეს კიდეც..


თუ რამე სისულელე ვთვქი მომიტევეთ..



--------------------
”როგორც კი შენი სულის ძახილს აჰყვები ისეთი აღარ ხარ,როგორიც სხვებს უნდიხარ”(რ .ინანიშვილი ”ევა”)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Mar 21 2009, 02:57 PM
პოსტი #47


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



ციტატა(milana @ Mar 21 2009, 02:02 PM) *

ე.წ სასჯელი ადამიანს იმიტომ ეძლევა რომ გონს მოეგოს


და ვინ უნდა მოეგოს გონს? ადამიანი, რომელიც დაბადებიდანვე უნარშეზღუდული დაიბადა, თუ მისი ახლობლები?




წმიდა ბერი ალექსი (შუშანია)
განსაცდელისათვის


ოდეს მამამან ჩვენმან დაჰკარგა ნეტარება სამოთხისა, მაშინ ესმა წყევისა ხმა ღვთისაგან: „ჭირისა ოფლისა შენისათა ცხოვრობდეო და ქვეყანამან შენმან ეკალი და კუროს თავი აღმოგიცენოსო“. პირველად ორ აზროვანი ესე სიტყვა გავარჩიოთ ურთი-ერთისაგან, რამეთუ იტყვის: „ჭირისა ოფლისა შენისათა ცხოვრობდეო“, ესე იგი სჭამდე პურსა შენსა და შემდგომ დაუმატებს და ეტყვის: „ეკალსა და კუროსთავსა აღმოგიცენებდესო“. საგულისხმოა, რომ ოფლით და შრომის გარეშეა დამატებითი ესე მეორე სიტყვა, რომელიც იგულისხმების მხოლოდ განსაცდელზე და არა შრომის ჭირზე და ესე სახემან ქრისტესმან დაგიმტკიცოს, რამეთუ თავად განსაცდელისა მიიღო ეკალი. მაშასადამე, ბრძანება ღვთისა ყოველ კაცსა ზედა სრულ იქმნების და ქვეყანა, რომელ არს გვამი ჩვენი, ყოველს ადამიანს აღმოუცენებს განსაცდელსა ღვთისა განგებულებით. ჩვენ, უგულისხმოების ნისლსა შინა გახვეულნი და ღირსად ვერ მცნობი მიზეზთა ჭეშმარიტებისათა, მოყვარულნი ვართ გასვენებისა, ფუფუნებისა და ხლენა-ტრფიალისა, და თვით ესე არს და უპირველესი ცთომა ჩვენი, რამეთუ ღმერთმან გვიბრძანა ეკალთა და კუროს თავთა შინა ჭირითა და ოფლითა ცხოვრება და ჩვენ ფუფუნება და განსვენება გვსურის! აჰა, უგუნურება ჩვენი, რამეთუ გვსურის, რათა სურვილი ჩვენი მძლე ექმნას ბრძანებასა ღვთისასა! ლექსი ესე განსაცდელი თვით გამოაცხადებს თავის მნიშვნელობას, ესე იგი განიცდები, გინა გამოსაცდელად შენდა გამოიცადების განსაცდელის ჭირისაგან - რისთვის? მისთვის რომ გიყვარს თუ არა ღმერთი, ხარ თუ არა ძლიერი შვილი სარწმუნოებისა, მორჩილობ თუ არა ღვთისა ნებას და იცნობ თუ არა შენს ბუნებით უძლურებას? ყოველსა, რომელსა უყვარს ღმერთი, იგი განსაცდელსა შინა მომთმინე და მხნე არის; და რომელმან სიმხნით დაითმინოს იგი, განძლიერდების, და რომელი ესრეთ ჰყოფდეს, იგი მორჩილ არს ღვთისა ნებისა, და რომელმან ღვთის მორჩილებისადმი შეაგდო თავი, მან სძლია თავის ბუნებრივს უძლურებას. წინააღმდეგ ამისა, ვინც ვერ ცნობს თვისსა უძლურებასა, იგი ამპარტავან არს და მორჩილებისადმი ღვთისა ვერ მინდობილ არს, და რომელი ღვთის ნების მორჩილებას არა ყოფს, იგი თავის ძალის მინდობილი საღმრთო ძლიერებას ვერ მიიღებს, და ვინც არ განძლიერდება სულით, იგი მოთმინებას ვერ იქმს, და ვინც ვერ მოითმენს ჭირსა და განსაცდელსა, მას სარწმუნოება არა აქვს, და ვისაც სარწმუნოება არა აქვს, მას არ უყვარს ღმერთი.

ეხლა რას იტყვი, შენ, საყვარელო ძმაო! რისთვის არ შეითვისებ ამ აუცილებელს და განმწმენდელ მადლს, რომელ არს ჭირი და განსაცდელი? უამისოდ შენ მსგავსი ხარ ლერწამისა მცირე ნიავისა გინცა შერყეულისა: უგანსაცდელოდ შენ ვერ შთახვალ სიღრმედ სიმდაბლისა, უგანსაცდელოდ შენ ვერ განძლიერდები და ვერც შეისწავლი ნებასა ღვთისასა, უგანსაცდელოდ შენ იესოს ცნობასა და მოწაფეობას ვერ მიიღებ: მიიხედე გოლგოთისკენ და ნახე იესოს მოწაფეობის და მეგობრობის გზა: იხილე რომ „მეგობარნი მისნი წარვლინებულ იქმენენ სოფლად მგელთა შორის, ვითარცა კრავნი“. ესე იგი არს ჯუარცმად და სიკვდილად, და ყველანი მისნი წმინდანი მოციქულნი, მოწამენი, და მამანი ამათ შინა აღსრულდენ ღვთის სიყვარულის მსხვერპლად. აწ უკეთუ გიცნობიეს საღმრთო მოქალაქობა, უმართე მხარი ჭირსა და განსაცდელსა და მიიღე ცემა და შოლტი სოფლის უკუღმართობისაგან შენზედა მოწევნილი დევნისა, და შესვი ნაღველი და ძმარი, რომელ არს გრძნობათა განმამწარებელი უგემურობა. ნუ ორგულობ და ნურც უსასო იქმნები: უკეთუ კეთილსა იქმოდე და სიმართლესა ყოფდე, იცოდე ეს უნდა შეგეცვალოს განსაცდელად, ვითარცა წერილ არს: „მომაგეს მე ბოროტი კეთილისა წილ“ და ესე უყვეს იესოს და ყოველთა მისთა შედგომილთა.

ნუ დაღონდები, მხედარო და მეგობარი ქრისტესო! იტვირთე ჯვარი ტანჯვა-მწუხარებისა, ესევდი უფალსა, მხნე იყავ და განძლიერდი! მოვკვდეთ მეგობარნი მეუფისათვის, როგორც ქვეყნის მხედარნი ურიცხვნი კვდებიან მეფისათვის.

ეს ადგილი მომეწონა.


უკუღმართობა სოფლის იბრძვის დიდად და ჭირი და განსაცდელი განმრავლდა ფრიად, - რისთვის? მისთვის, რომ შემცირდა ჭეშმარიტება ძეთა კაცთაგან და ჭეშმარიტების შემცირებამან განამრავლა უბადრუკება და ჭირი, და ესრეთ განყოფანი ჭირთანი მრავალ არიან: ჭირი უძლურებისა და ავადმყოფობისა, ჭირი ნათესავთა სიკვდილისა, ჭირი სიღარიბისა, ჭირი დევნისა და უსამართლობისა, ჭირი ძმათაგან მეშურნეთა და მტყუართა, ჭირი ავაზაკთაგან და ჭირი შინაგანი უხილავი და სხვანი და სხვანი. გარნა ნაყოფი ამათ ყოველთაგან მომთმინეთათვის სიხარული არსა დაუსრულებელი და ზიარება არს ქრისტეს ვნებათა, მსგავსება არს ყოველთა წმიდათა, ძლევა არს ბუნებისა და გვირგვინი არს დაუჭკნობელი ნეტარებისა და ესე დაამტკიცე გულსა შინა შენსა, რამეთუ რაოდენიცა ჭირნი განმრავლდებიან შენზედა, ესოდენი დიდნი მადლნი განმრავლდებიან შენთვის საუკუნოდ, რამეთუ განსაცდელი და ჭირი კვერთხი არს მამისაგან სიყვარულით განსწავლებად შენდა უმჯობესისათვის, რამეთუ იტყვის წერილი: „შვილი, რომლი უყვარს უფალსა, სწავლის და ტანჯის, და ესე კვერთხი მამისგან ნუგეში არს მოხედვისა და თვინიერ ამისა შეუძლებელ არს პოვნად მადლისა და ნუგეშინის ცემისა, ვითარცა იტყვის დავით: „კვერთხმან შენმან და არგანმან შენმან, ამათ ნუგეშინის მცეს მე“. ნუ იტყვი გულსა შინა შენსა, ვითომ სიყვარულისაგან ტანჯვა უსამართლობა იყოს. მივხედოთ მშობელსა დედასა, თუ როგორ მისს საყვარელ ბავშვს ახალ-ჩვილს შეუკრავს ხელ-ფეხებს და ისე შეკრულს მაგრად გაჭიმულს აკვანში სტანჯავს თვინიერ ბავშვის სურვილისა, რათა არა უსწოროდ გაიზარდოს ასოები, და ესე ტანჯვა ბავშვისა სურვილისა გარეშე, არა სიძულვილისა ნიშანი არს, არამედ სიყვარულისა. ეგრეთვე ყოველი ტანჯვა ღვთისაგან მოსრული, სიყვარულისაგან არს, რათა არა უწესოდ აღიზარდოს სული ჩვენი. აწ საყვარელო ძმაო, გევედრები და გასწავლი ერთს საშუალებას საძლეველად ჭირისა და განსამხნევებლად შენდა, რომელიც თვით - ქრისტემან მოგვცა ჭირი და ბრძოლა, მწუხარება და ტანჯვა, აღიპყარი ხელი ზეცად და სთქვი სარწმუნოებით ესრედ: უკეთუ შესაძლებელ არს, ღმერთო, თანა წარხედინ სასმელი ესე და თუ არა და იყავნ ნება შენი კურთხეული! ამიერიდგან და უკუნისამდე! მოვიდეს რა იგი, შენ გნებავს, მოვიდეს, - იყავნ ნება შენი კურთხეულ და ესრეთ მისთა ნებათა მორჩილი და მისთანა ჯუარცმული და ტანჯვა მწუხარების გაძლებით დაფლული მისთანა აღსდგები და მისთანა ამაღლდები სუფევასა დაუსრულებელსა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შვილი, რომლი უყვარს უფალსა, სწავლის და ტანჯის

ამას განმიმარტავს ვინმე?


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Mar 21 2009, 03:03 PM
პოსტი #48


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ციტატა
ნუ დაღონდები, მხედარო და მეგობარი ქრისტესო! იტვირთე ჯვარი ტანჯვა-მწუხარებისა, ესევდი უფალსა, მხნე იყავ და განძლიერდი! მოვკვდეთ მეგობარნი მეუფისათვის, როგორც ქვეყნის მხედარნი ურიცხვნი კვდებიან მეფისათვის.

Amuza
მეც ძალიან მომეწონა smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Mar 21 2009, 05:10 PM
პოსტი #49


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო)


გულგატეხილობა და სასოწარკვეთილება


ამპარტავნება ყველაზე საშიში და ულმობელია ჩვენს უხილავ მტრებს შორის. ყველა უბედურებასთან ერთად, იგი ღვთის გმობასა ბადებს და სულს გულგატეხილობასა და სასოწარკვეთილებაში აგდებს.

ხშირად რცხვენიათ, მგმობელი აზრები გაუმხილონ სულიერ მოძღვარს, ფარავენ მათ და გულში ატარებენ მთელი ათწლეულების განმავლობაში. ეს ბევრს აგდებს სასოწარკვეთილებასა და უიმედობაში. მაგრამ სწორედ ესაა ქრისტიანის შეცდომა.

გულგატეხილობა და, მით უმეტეს, სასოწარკვეთილება სულმოკლეობის ნიშანია, ნიშანი იმისა, რომ ადამიანი გამოუცდელია სულიერ ცხოვრებაში, სულიერ ბრძოლებში. ეს ნიშანია იმისა, რომ ადამიანმა არ იცის ან ავიწყდება, რამდენად გულმოწყალე და მოსიყვარულეა უფალი. ღმერთმა დაიფაროს სული გულგატეხილობისაგან! აქედან სასოწარკვეთილებამდე ერთი ნაბიჯია. დაგვიფარე, უფალო!

ნურასოდეს დაივიწყებ, რომ დღესაც ბოროტი ძალა სულის ცდუნებას ცდილობს, მაშინ მის წინაშე ღვთის გულმოწყალებასა და შემწყნარებლობას წარმოაჩენს, ხოლო როდესაც კაცი შესცოდავს, მაშინ მას უკვე უფლის სიმკაცრითა და მართლმსაჯულებით აშინებს, რათა სასოწარკვეთილებასა და განუწყვეტელ დარდში ამყოფოს. შენ კი იცოდე მისი ეშმაკობა და პირიქით მოიქეცი! როდესაც ცოდვის შესაძლებლობა მოგეცემა, მეყსეულად გაიხსენე ღვთის მართლმსაჯულებისა და სასჯელის სიმკაცრე, ხოლო როდესაც უკვე შესცოდავ, სასწრაფოდ შეინანე და გახსოვდეს ღვთის გულმოწყალების შესახებ, მაგრამ სასოწარკვეთილებას ნუ მიეცემი.

მამაცნი და სულით ძლიერნი სასოწარკვეთილებაში არ ვარდებიან განსაცდელის ჟამს, როგორიც არ უნდა იყოს იგი, არამედ მამაცურად ებრძვიან მას ანდა მოთმინებით ელოდებიან მათ დასასრულს და მხოლოდ აძლიერებენ ლოცვას. უფრო ხშირად კითხულობენ წმიდათა ცხოვრებათა წიგნებსა და მამათა სწავლებებს, უფრო ხშირად დადიან ეკლესიაში, აღიარებენ თავიანთ ცოდვებს და ეზიარებიან ქრისტეს წმიდა საიდუმლოებებს. ასეთ შემთხვევაში ეშმაკი თავს ანებებს მოღვაწეს და განსაცდელიც გადაივლის. ასე მოიქეცი შენც, დარწმუნებული იყავი, რომ უფალი შეგინდობს ყოველგვარ ცოდვას, ოღონდ გულს ნუ გაიტეხ, არამედ გულწრფელად შეინანე ისინი.

ჩვენ, ქრისტიანები, სასოწარკვეთილებაში უნდა ვიყოთ? თითოეულმა ჩვენგანმა ძალიან კარგად უნდა გაიაზროს საკუთარ თავში ის ჭეშმარიტება, რომ თუკი ღვთის მართლმსაჯულებას თუნდაც ერთი ცოდვილის გამოსახსნელად ხელმეორედ დასჭირდება ჯვარცმა, ქრისტე სიხარულითა და სიყვარულით გაეკვრებოდა ხელახლა ჯვარზე, რათა ეს ცოდვილი ტანჯვისაგან გამოეხსნა და მის გამო უსასტიკეს ტანჯვას გადაიტანდა.

შენ ფიქრობ, რომ ეს გადაჭარბებულია? არა, ჩემო მეგობარო! თვითონ გაიაზრე... წარმოიდგინე, რაოდენ მძიმედ ვგრძნობთ თავს იმ ადამიანის თანდასწრებით, რომელიც ამაზრზენ, ჭუჭყიან ტანსაცმელშია ჩაცმული და თვითონაც ისეთი ჭუჭყიანია, რომ მასზე შეხება საშინელებაა. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც იგი მოშორებითაა, მაინც იწვევს ჩვენში უსიამოვნო შეგრძნებას... მაშინაც კი, როდესაც ახლობელი, საყვარელი ნათესავი (მაგალითად, მეუღლე, მშობელი, შვილი) გვეხვევა, გვკოცნის, პირიდან საშინელი სუნი ამოსდის... რა არასასიამოვნოა! სუნთქვას იკავებ, რომ უსიამოვნო სუნი არ შეისუნთქო. ძალიან გინდება, სწრაფად მოიშორო თავიდან ასეთი ადამიანი, სწრაფად გათავისუფლდები მის ახლომყოფობისაგან, რათა მან განწყობილება არ გაგიფუჭოს, რათა უიმისოდ თავისუფლად ამოისუნთქო.

აი, თვით უწმიდესი და უსპეტაკესი უფლის წინაშე ჩვენ უფრო ჭუჭყიანები და უსიამოვნო სუნის მქონენი ვართ, მაგრამ იგი ჩვენ ხელს არ გვკრავს, პირიქით, თვითონ მოგვიხმობს თავისთან ყველაზე ახლო და მჭიდრო ურთიერთობისათვის, გვთავაზობს რა საკუთარ თავს უწმიდეს საიდუმლოებათა სახით, მოგვიტევებს ცოდვებს, რომელსაც ვაღიარებთ; წმენდს და ასპეტაკებს სულს; ის ცოდვები კი, რომლებიც მოუნანიებლად რჩებიან სულზე, საშინლად ყარს, უფალი კი ითმენს... დიახ, დიახ, წვალობს, იგუდება, მაგრამ... ითმენს.

ყოველი ცოდვა, როგორც სამსჭვალი, როგორც ჩაქუჩის დარტყმა, ხელმეორედ აჭედებს მას ჯვარზე, ზრდის ტანჯვას, მაგრამ იგი ითმენს, მას ვუყვარვართ... იგი ელოდება, როდესაც მისი თავგანწირვა, ბოლოს და ბოლოს, შესძრავს ჩვენს სულს საპასუხო სიყვარულით... თუნდაც მხოლოდ თანაგრძნობით, თუ სიყვარულით ვერა, მისდამი სიბრალულით მაინც შევწყვიტოთ ჩვენი ცოდვებით მისი ტანჯვა ჩვენივე კეთილდღეობისათვის, ჩვენივე ცხოვნებისათვის.

ჩვენ მას ვარისხებთ, ჯვარზე ვაკრავთ, ის კი მოთმინებით იცდის, ბოლოს და ბოლოს, როდის მოვეგებით გონს! ჩვენ მთელი ცხოვრების მანძილზე ვაწამებთ მას, ის კი სასუფეველში სამოთხის ნეტარებას გვიმზადებს, ელოდება ჩვენს გამოსწორებას თუნდაც ცხოვრების დასასრულს...

რა შეიძლება კიდევ ითქვას? რა შეიძლება დაემატოს ამ ნათელ, ცხოველსმყოფელ სურათს?

გიხაროდენ, რომ შენი თავმდაბლობისათვის უფალმა შენზე ცოდვების სიმწარე დაუშვა და არ გაგახსენებს, თუკი სინანულის შემდეგ აღარ დაუბრუნდები მას. ახლა შენ, ცხოვრების გამოცდილებით დაბრძენებული, დიდი გრძნობითა და სიყვარულით ჰმადლობ უფალს ცოდვისაგან გათავისუფლებისათვის, ცოდვისა და სიკვდილის ხსოვნა კი თავმდაბლობისა და მორჩილების გამუდმებულ მაცხოვნებელ გრძნობას შეგინარჩუნებს.

მიბაძვა იესო ქრისტესადმი განსაცდელთა დათმენის ჟამს


ჩვენთვის ძალიან სასარგებლოა განსაცდელები, რათა სათნოებებში სრულყოფილებას მივაღწიოთ.

მაცხოვარმა ჩვენმა, იესო ქრისტემაც დაითმინა უდაბნოში ეშმაკისაგან გამოცდა, რათა ჩვენთვის მაგალითი ეჩვენებინა, თუ როგორ უნდა შევხვდეთ და გავიმარჯვოთ განსაცდელებზე. მაცხოვარი ჯერ ჯოჯოხეთში ჩავიდა, მხოლოდ ამის შემდეგ ამაღლდა ზეცად; ასევე, ღვთისმოსავი სულიც ჯერ განსაცდელთა ჯოჯოხეთში ჩაიძირება, შემდეგ კი ამაღლდება ზეციურ დიდებაში. სული ზეციურ სასუფეველს ვერ მიაღწევს, სანამ წუთისოფელზე, ხორცსა და ეშმაკზე არ გაიმარჯვებს.

სანამ ვნება (ცოდვა) ადამიანში ცოცხლობს, იგი არ შეიძლება, თავისუფალი იყოს განსაცდელთაგან. მისი გული ბოროტი სითხის მდუღარე ქვაბს ჰგავს. მასში ხან შური იხარშება, ხან ეჭვიანობა, ზოგჯერ კი ზიზღი ანდა ამპარტავნება იპყრობს და ტანჯავს ადამიანს. ადამიანს თანამყოფობენ ეშმაკები ასეთ მორჩილ ცოდვილთანაც! საქმეც ბევრი როდი აქვთ... სამაგიეროდ, მშვიდებთან და აუღელვებლებთან ყოფნა უჭირთ: ამოცნობილია ყველა მათი მზაკვრობა, არ ეგებიან მათ ანკესსა და საცდურს, მეტიც, სხვებსაც ასწავლიან, როგორ ებრძოლონ ბოროტ ძალებს. ო, როგორ იძიებენ შურს მათზე ეშმაკები!.. მთელ თავიანთ სიძულვილს მართლებზე ანთხევენ.

მათ თვითონ ეშინიათ მართლებთან მიახლოებისა, ამიტომ ყოველგვარი მზაკვრობით, ეშმაკობითა და მოტყუებით ცდილობენ, გაუმართონ ბრძოლა თვით ნაცნობების, მეგობრებისა და ნათესავების საშუალებითაც კი. თუ ადამიანი არაფხიზელია, დაბნეული, დაუდევარი, ღვთისა და საკუთარი სინდისის ხმას ყურს არ უგდებს, იგი ადვილად ექცევა ეშმაკის ქსელში და მართალს უპირისპირდება. დევნილ მართალს შეუძლია, ლოცვით მოიხმოს ზეციური სასჯელი უწმიდურის დასასჯელად, რომელიც სატანის ბრჭყალებში აღმოჩნდა, მაგრამ... როგორც ქრისტეს ჭეშმარიტ მიმდევარსა და მოწაფეს, მას უყვარს თავისი მდევნელი, ლოცულობს მისი ცხოვნებისათვის, ითმენს და ელოდება, ბოლოს და ბოლოს, როდის ამოიცნობს ცოდვილი ეშმაკის მზაკვრობას და უფალს სინანულით მიმართავს, მისგან კი შენდობას ითხოვს. ამაშია მართლის ძალა, რომ მას უყვარს... ითმენს... ელოდება. ამიტომაა იგი მართალი, ამიტომ მას უფალი ყველაფერში შეეწევა, მადლსა და სულიწმიდის განსაკუთრებულ ნიჭებს უბოძებს, რადგან იგი ქრისტე-მაცხოვრის ნაფეხურს მიჰყვება.

ასევე შენც, ჩემო მეგობარო, მიბაძე უფალს ჩვენსას, იესო ქრისტეს. გიყვარდეს ყველა, დაითმინე ყველასგან, გაუკეთე ყველას სიკეთე და ელოდე განსაცდელის დასასრულს; და, რაც მთავარია, იცხოვრე არა შენი, არამედ ღვთის ნებით, ამრიგად კი სულ მალე შეიცნობ წყალობას.

მოკლე დარიგება

გამოგიტყდებით, ჩემო მეგობარო, შენი წერილის ზოგიერთმა ადგილმა ჩემი ყურადღება მიიპყრო. იმედია, ხვდები, რასაც ვგულისხმობ.

მინდა გაგაფრთხილო, ნუ წარმოიდგენ, თითქოს რაიმე წარმატებას მიაღწიე. ასეთი აზრები ძალზე სახიფათოა.

ნუ დაივიწყებ, რომ როდესაც თავმდაბალ ადამიანს სათნოებები უმრავლდება, ამით წმიდა ანგელოზები ხარობენ, რამეთუ სათნოებებს ცხოვნებასთან მივყავართ. ხოლო როდესაც პატივმოყვარე ადამიანს უმრავლდება სათნოებები, ამით ეშმაკები ხარობენ, რადგან პატივმოყვარეობა სწრაფად გადაიზრდება ამპარტავნებაში და სულს დაღუპავს. შენთვის კი, ასეთი ტალანტის მქონე ადამიანისათვის, ეს საშიშროება ორმაგდება. თვითონაც ვერ შეამჩნევ, როგორ დაწყებს ზრდას ამპარტავნება. ხოლო ნიჭიერ ამპარტავანს უფრო მეტად უჭირს ბრძოლა სიამაყესთან, ვიდრე ვინმე სხვას. იგი საკუთარ თავში უშვებს აზრს, რომ შურის გამო აბრალებენ ამპარტავნებას და არ სწორდება.

სინამდვილეში ყველა ნიჭიერ და გონიერ ადამიანს, ისევე, როგორც ამა ქვეყნის ძლიერთა და მდიდართ, კი არ უნდა ეამაყებოდეს, არამედ უნდა ეშინოდეს ღვთის წინაშე წარდგომა თავისი ტალანტების გამრავლების გარეშე. „ხოლო მონამან რომელმან იცის ნებაჲ უფლისა თვისისაჲ და არა განემზადოს ნებისაებრ მისისა, იტანჯოს იგი ფრიად. ხოლო რომელმან არა იცის და ქმნეს რაიმე ღირსი ტანჯვისაჲ, იგუემოს მცირედ. რამეთუ ყოველსა, რომელსა მიეცა დიდად, დიდადცა მიეღოს მისგან, და რომელსა მიეცა ფრიად, უმეტესი მოჰხადონ მას“ (ლუკა 12, 47-48). გირჩევ, ჩემო მეგობარო, სუნთქვაშეკრულმა, ისე, რომ მთელი სამყაროც დაგავიწყდეს და საკუთარი თავიც, ყურადღებით მოუსმინე ჩვენი მაცხოვრის რბილ, ალერსიან და მორიდებულ ხმას, რომელიც სიყვარულით ეუბნება ყველას: დაიმდაბლე თავი ისევე, როგორც მე დავმდაბლდი; შეიყვარე ყველა, მტრებიც კი, როგორც მე შივეყვარე; ჰქმენ კეთილი, იყავი მოწყალე, როგორც მე; მომბაძე და მომყევი მე.

დიახ, ჩემო მეგობარო, თუ გსურს, შეგიძლია, გაიგონო უფლის ხმას, რომელიც იდუმალ ესაუბრება სულს, თუკი გამუდმებით ივარჯიშებ ამაში. შენ უკვე გაქვს რაღაც გამოცდილება და გარკვეული წარმატებები, რაც გულწრფელად მახარებს. შეგეწიოს უფალი!

რა თქმა უნდა, ხუცესისაგან ასე შორს და ასეთ პირობებში ცხოვრება ძნელია, მაგრამ ხომ ხედავ, თვით უფალი შეეგწევა! ამით რწმენაც განგიმტკიცდება. შენს გულისთქმებს კი ასეთ სერიოზულ მნიშვნელობას ნუ მისცემ (მხედველობაში მაქვს გმობის აზრები). შენ ხომ მათ პასუხობ: „არ მსურს!“ ყურადღებას არ აქცევ მათ, არ განიხილავ, მაშასადამე, ცოდვაც არ არსებობს. ისინი თავს გაბეზრებენ და ამით უხერხულ მდგომარეობაში გაყენებენ, მაგრამ ნუ გრცხვენია და სასოწარკვეთილებას ნუ მიეცემი. გახსოვდეს, რომ მათ შეუძლიათ, სული სიცოცხლის უკანასკნელ წუთებამდე შეაწუხონ, მაგრამ თუ შენ ყურადღებას არ მოადუნებ, ზიანს ვერ მოგაყენებენ.

ისინი ისე მიიღე, როგორც ძაღლის ყეფა: იყეფებენ და გაგეცლებიან. და საერთოდაც, მინდა გითხრა, რომ მუდამ ფხიზლად იყო... გახსოვს, რამდენ ხანს აწუხებდა ეშმაკი ერთ ჩვენს მეგობარს პატივმოყვარე ფიქრებით? ბოლოს მაინც მიაღწია იმას, რომ თვითკმაყოფილი აზრები ჩაუნერგა, შემდეგ კი სასოწარკვეთილებაში ჩააგდო.

გამოფხიზლდი! ბოროტ ძალას არ სძინავს, ფხიზლად ადევნე თვალყური საკუთარ თავს, ხოლო როდესაც გულისთქმები შემოგესევა, ასე მიმართე:

- მე კარგად ვიცი მხოლოდ ის, რომ არაფერი ვიცი, არაფერი მაბადია, არაფერი შემიძლია, ბოროტების მეტი. ყველაფერი კარგი ჩემში მხოლოდ ღვთისგანაა, მას ეკუთვნის დიდება!

ამით გაიმარჯვებ საკუთარ თავზე და დამდაბლდები.

რედაქტორი: მღვდელი თეოდორე გიგნაძე
თარგმნა ხათუნა რაქვიაშვილმა


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
milana
პოსტი Mar 21 2009, 09:10 PM
პოსტი #50


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 278
რეგისტრ.: 14-February 08
წევრი № 3,934



ციტატა(Amuza @ Mar 21 2009, 02:57 PM) *

და ვინ უნდა მოეგოს გონს? ადამიანი, რომელიც დაბადებიდანვე უნარშეზღუდული დაიბადა, თუ მისი ახლობლები?


თუ დაბადებიდანვეა ,მაშინ ალბათ მისი ახლობლები..


არვიცი..
sad.gif


--------------------
”როგორც კი შენი სულის ძახილს აჰყვები ისეთი აღარ ხარ,როგორიც სხვებს უნდიხარ”(რ .ინანიშვილი ”ევა”)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Mar 22 2009, 05:21 AM
პოსტი #51


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
შვილი, რომლი უყვარს უფალსა, სწავლის და ტანჯის


ეგ არის არა "ტანჯვა ტანჯვისათვის" არამედ ტანჯვა სწავლისათვის, ფაქტობრივად ტანჯვაც არ არის, არამედ სწავლებაა, რათა საბოლოო ტანჯვას ააცილოს "შვილი, რომელიც უყვარს უფალს"; თუმცა ესეც სხვაგვარად უნდა ითქვას, შვილს რომელსაც უყვარს უფალი, რათა უფალს ყველა უყვარს

გრიგოლ პალამა:

ნაინელი ქვრივი დედაკაცის ვაჟის აღდგინება, განასახიერებს ჩვენი გონების განახლებას, რამეთუ ქვრივი იყო ჩვენი სულიც, რომელმაც ცოდვათა გამო დაკარგა თავისი ზეციური სიძე, ანუ უფალი იესუ ქრისტე.

გააჩნდა რა, თავისი ერთადერთი შვილი, ანუ გონება, როელიც მოწყლულ იქნა ცოდვით, მოკვდა, დაკარგა ჭეშმარიტი სიცოცხლე. გამოაქვნდათ ისიც ამიერ, ანუ ჩვენი მკვდარი გონება, გაუცხოვდა რა ღვთისადმი, (მიმოტაცებული ვნებათაგან, მიექანებოდა ჯოჯოხეთისაკენ და წარწყმედის უფსკრულებისაკენ). მაგრამ, უფალი მოვიდა ჩვენთან და აღადგინა იგი (ჩვენი კაცობრივი ბუნება). ამიტომაც ამბობს მახარებელი „წარვიდოდა იესუ“, რათა აღედგინა ნაინელი ქვრივი დედაკაცის ვაჟი და „გლოვაი მისი სიხარულად გარდაექცია“.

„გვედრით ძმანო ჩემნო, შეიტკბეთ სიტყვანი ჩემნი, რამეთუ, თუ თითოეული ჩვენთაგანი შეიგრძნობს რომ თავისთავში ატარებს მკვდარს, ე.ი. ცოდვით დაბნელებულ გონებას და ცრემლით დაიტირებს ქალაქის კარიბჭესთან (ანუ გულში) თავის ცოდვებს და სინანულით წუხილს მიეცემა, მაშინ მასთანაც მოვა ნუგეშინისმცემელი, მომნიჭებელი ცხოვრებისა და საუკუნო ნუგეშისა, როგორც ნათქვამია უფლის მიერვე: „ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინის-ცემულ იქმნენ“.

იყავნ, იყავნ!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Mar 22 2009, 05:33 AM
პოსტი #52


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ლუკა 7 თავი

12. და ვითარ მიეახალა ბჭეთა ქალაქისათა, და აჰა ესერა გამოაქუნდა მკუდარი, ძე მხოლოდ-შობილი დედისა თჳსისაჲ, და იგი იყო ქურივ; და ერი მრავალი იყო ქალაქისაჲ მის თანა. 13. და იხილა დედაკაცი იგი იესუ და შეეწყალა იგი და ჰრქუა მას: ნუ სტირ! 14. და მივიდა ცხედარსა მას და შეახო. ხოლო რომელთა აქუნდა ცხედარი იგი, დადგეს. და ჰრქუა მას: ჭაბუკო, შენ გეტყჳ, აღდეგ! 15. და ზე წამოჯდა მკუდარი იგი და იწყო სიტყუად; და მისცა იგი დედასა თჳსსა. 16. და შიში დაეცა მათ ყოველთა ზედა, და ადიდებდეს ღმერთსა და იტყოდეს, ვითარმედ: წინაწარმეტყუელი დიდი აღდგომილ არს ჩუენ შორის და რამეთუ მოხედნა ღმერთმან ერსა თჳსსა.

12. როცა ქალაქის ბჭეს მიუახლოვდა, აჰა, გამოასვენეს მკვდარი, დედისერთა ჭაბუკი, ხოლო დედამისი ქვრივი იყო; და დიდძალი ხალხი მოაცილებდა ქალაქიდან.

13. ქალი რომ დაინახა, უფალს შეებრალა იგი და უთხრა: ნუ სტირი.

14. მივიდა და შეეხო კუბოს; ხოლო ისინი, ვისაც კუბო მიჰქონდათ, შედგნენ; და თქვა: ჭაბუკო, შენ გეუბნები, აღდეგ!

15. მკვდარი წამოჯდა და ალაპარაკდა; და მისცა იგი დედამისს.

16. ყველანი შიშმა მოიცვა, ადიდებდნენ ღმერთს და ამბობდნენ: დიდი წინასწარმეტყველი წარმოსდგა ჩვენს შორის, და მოიხილა ღმერთმა თავისი ხალხი.


აი ესაა ის ნაწილი, რომელიც გვაჩვენებს ერთერთ ყველაზე ძნელ განსაცდელს ადამიანში და უფლის რეაქციას, ესაა შვილის სიკვდილი, საერთოდ არ ჩანს ნაინელი ქვრივის რეაქცია, შეებრალაო წერია მხოლოდ, ეს შებრალებაც ასევე პირუკუ გასაგებია, ანუ ის რომ ნაინელი ქვრივის გული იყო მზად რომ ეს შებრალება მიეღო, თორემ ზოგადად ბევრი გასვენება უნახავს უფალს, მაგრამ ყველგან აღდგომა არ მომხდარა, ანუ აქ ჩვენ უნდა ვნახოთ განსაცდელის უცნაურობა, ანუ სინანული, რატომ მოდის იგი, ქადაგებაში, რომელსაც ქვემოთ მივანიშნებთ საინტერესოდაა შედარებული ქვრივის ვაჟის აღდგინება ძველი აღთქმის ქვრივის აღდგინებასთან ელიას მიერ, და აი
"ერთი მრისხანე სიტყვაც კი არ წამოსცდენია დედაკაცს. მაშინაც კი, უდიდეს მგლოვარებასა და ჭირში, ვაებაში, ღვთისკაცად მოიხსენია ილია და შვილის სიკვდილი თავის ცოდვებს მიაწერა და არა უკანასკნელი ლუკმა-პურის მოკლებას. „რა გინდა ჩემგან ღვთისკაცო? ჩემი ცოდვების მოსაკითხად მოხვედი ჩემთან და ბავშვს მიკლავ?“ დედაკაცი სინანულში ჩავარდა და თვალწინ წარმოუდგა მთელი თავისი ცოდვები."
მსგავსი განწყობილება იყო ალბათ ამ დედაკაცში ნაინში, ეს განწყობილებაა საჭირო რათა უფლის "ნუ სტირ!" მივიღოთ განსაცდელის ჟამს.

იხარეთ;

კაიროსი!

ქადაგება ამ თემაზე აქ:

http://www.orthodoxy.ge/tserilebi/archil/naineli.htm


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Mar 25 2009, 01:33 PM
პოსტი #53


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ახლა ერთი უცნაური კურნების შესახებ, მოდი ჯერ ტექსტი წავიკითხოთ, ამ ნაწილზე იყო საუბარი, მაგრამ ამ კუთხით არა,

იოანე სახარება
თავი 9

1. და ვითარცა წარვიდოდა იესუ, იხილა კაცი, ბრმაჲ შობითგან.
...
6. და ესე ვითარცა თქუა ჰნერწყუა ქუეყანასა და შექმნა თიჴაჲ ნერწყჳსაგან და სცხო თიჴაჲ იგი თვალთა მის ბრმისათა7. და ჰრქუა მას: წარვედ და დაიბანე საბანელსა მას სილოამისასა, რომელი ითარგმნების „მოვლინებულად“. წარვიდა კაცი იგი და დაიბანა, მოვიდა და ხედვიდა.
8. ხოლო მოძმენი და რომელთა ეხილვა იგი პირველად, რამეთუ მთხოველი იყო, იტყოდეს: არა ესე არსა, რომელი ზინ და ითხოვნ? 9. სხვანი იტყოდეს: ესე არს; ხოლო რომელნიმე იტყოდეს: არა, არამედ მსგავსი მისი არს; ხოლო იგი იტყოდა: მე ვარ. 10. ჰკითხვიდეს მას: ვითარ აღგეხილნეს თუალნი შენნი? 11. მან მიუგო და ჰრქუა მათ: კაცმან რომელსა ჰრქჳან იესუ, თიჴაჲ შექმნა და მცხო თვალთა ჩემთა და მრქუა მე: წარვედ საბანელსა მას სილოამისასა და დაიბანე. მივედ და დავიბანე და აღვიხილენ. 12. ჰრქუეს მას: სადა არს იგი? ხოლო მან რქუა მათ: არა უწყი. 13. იყო შაბათი, ოდეს-იგი თიჴაჲ შექმნა იესუ და აღუხილნა თვალნი მისნი.

იოანეს სახარება
თავი მეცხრე

1. იქიდან წამოსულმა დაინახა კაცი, რომელიც ბრმა იყო დაბადებიდან.
...

6. ეს რომ თქვა, მიწაზე დააფურთხა, ტალახი მოზილა ფურთხით, თვალებზე წაუსვა ბრმას

7. და უთხრა: წადი და მოიბანე სილოამის (რაც თარგმნით ნიშნავს მოვლინებულს) აუზში. ისიც წავიდა, მოიბანა და მოვიდა თვალახელილი.

8. ხოლო მეზობლები და ისინი, ვისაც ადრე მათხოვრად მჯდომარე ეხილა იგი, ამბობდნენ: განა ეს არ არის, ვინც იჯდა და მათხოვრობდა?

9. ერთნი ამბობდნენ: ეს არის; მეორენი: მას ჰგავსო; თვითონ კი ამბობდა: მე ვარ.

10. მაშინ ჰკითხეს: როგორ აგეხილა თვალი?

11. მან კი მიუგო: კაცმა, რომელსაც ჰქვია იესო, ტალახი მოზილა, თვალებზე მცხო და მითხრა, სილოამს წადი და მოიბანეო. მეც წავედი, მოვიბანე და ამეხილა თვალი.

12. კვლავ ჰკითხეს: სად არის იგი? მან კი მიუგო: არ ვიცი.

13. და მიიყვანეს ყოფილი ბრმა ფარისეველებთან.

14. შაბათი იყო ის დღე, როცა ტალახი მოზილა იესომ და თვალი აუხილა.



ახლა რატომ მიყვარს ეს განკურნება, საერთოდ ყველა განკურნება ხომ განსაცდელიდან გამოსვლის სიმბოლოა, იმიტომ რომ ჯერ ცოდვებისგან გაწმენდა ხდება, როგორც მკურნალობის ნამდვილი სახე, მერე თავად ამ ცოდვების შედეგისგან ანუ რაიმე განსაცდელისაგან, აი წინა მაგალითიდან ვნახეთ, უფალი გული როგორ განჭვრიტა ნაინელი ქვრივისა, უთხოვნელად როგორ მივიდა, ჯერ როგორ ანუგეშა და მერე როგორ აღუდგინა შვილი, აქ კი სრულიად საპირისპირო რამეა, უბრალოდ კი არ კურნავს უფალი, არამედ მთელი პროცედურააა რა, ჯერ ტალახი მოზილა, მერე წააცხო, მერე მოაბანინა, მერე ისევ და მერე დაინახა... ასეა, უფლის მადლსაც და კურნებასაც ყველა ერთნაირად ვერ იღებს, განსაცდელიდანაც გამოსვლა ხშირად ერთიდაიგივე არაა, ინდივიდუალურია, თავისებურია, ზოგჯერ ჩუმია და ჩქარი, ზოგჯერ ხანგძლივი და ხმაურიანი... ერთი ეგ აერთიანებთ, რომ მოქმედი სინანული სჭირდება მიღებამდე და მოქმედი მადლიერება შემდეგ smile.gif

იხარეთ;

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Mar 28 2009, 10:09 PM
პოსტი #54


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



საქართველოს თავზე გაუთავებელი განსაცდელი რისი ნიშანია?

იცით ერთი პატერიკი (თი ასე ჰქვია რა ვიცი) გამახსენდა. ქრისტე მის მოწაფეებთან ერთად ხეიბარ ადამიანს შეხვდება, რომელიც დაბადებიდან ვერ დადის, მოწაფეები ჰკიტხავენ მაცხოვარს ეს კაცი რატომ არის ხეიბარიო, მაგას რომ სიარული შეძლებოდა, დედამიწას გადაწვავდაო. ანუ, განსაცდელი სიმდაბლის სასწავლებელია, ვნებების შემაკავებელია, ბოროტების დასათრგუნია.

ზოგი, სწორედ ამისთვის იტანჯება?


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Mar 28 2009, 10:41 PM
პოსტი #55


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



მხევალი ნინო
ციტატა
იცით ერთი პატერიკი (თი ასე ჰქვია რა ვიცი) გამახსენდა. ქრისტე მის მოწაფეებთან ერთად ხეიბარ ადამიანს შეხვდება, რომელიც დაბადებიდან ვერ დადის, მოწაფეები ჰკიტხავენ მაცხოვარს ეს კაცი რატომ არის ხეიბარიო, მაგას რომ სიარული შეძლებოდა, დედამიწას გადაწვავდაო. ანუ, განსაცდელი სიმდაბლის სასწავლებელია, ვნებების შემაკავებელია, ბოროტების დასათრგუნია.

ზოგი, სწორედ ამისთვის იტანჯება?

ალბათ აპოკრიფი გინდოდა გეთქვა. smile.gif
აი, რამდენად მართლმადიდებლურია ეგ სწავლება, ეს კი არ ვიცი....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Mar 29 2009, 12:44 AM
პოსტი #56


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



დათიკო
ციტატა
აი, რამდენად მართლმადიდებლურია ეგ სწავლება




ვფიქორბ, არც ისე შორსაა.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Mar 29 2009, 05:09 AM
პოსტი #57


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
განსაცდელი სიმდაბლის სასწავლებელია, ვნებების შემაკავებელია, ბოროტების დასათრგუნია.


რათქმუნდა ეს მონათხრობი არის აპოკრიფი, მაგრამ იდეა მართალია, დასკვნაც სწორია რაც ნინომ დაწერა; ფაქტობრივადაც და თეორიულადაც ყოველივე ჩვენს სასარგებლოდ ხდება, უფლის ნებით ან დაშვებით, ჩვენგან ამას მხოლოდ მიღება სჭირდება.

ახლა მინდა ეს კვირა დავუთმო ბიბლიისეულ მაგალითებს ერის განსაცდელის შესახებ, ნუ რატომ ამას ყველა ხვდებით, შევხედოთ და ვისწავლოთ, როგორ ასწავლიდა განსაცდელში უფალი თავს ერს, როგორ გამოატარებდა ათასს ბეწვის ხიდზე და მშრალად როგორ ატარებდა ზღვის ნაპირზე, ღამის განსაცდელისას ცეცხლის სვეტს როგორ უვლენდა და დღის განსაცდელისას ღრუბელს, შიმშილისას მწყერს და მანანას და წყურვილისას კლდიდან წყალს უდინებდა...

სულ თავიდან დავიწყოთ, ისრაელის გამოსვლიდან, გზიდან- ეგვიპტის მონობიდან ვიდრე თავისუფლებამდე

გამოსვლა 14 თავი

8. გაუსასტიკა უფალმა გული ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, და დაედევნა იგი ისრაელიანებს. ხოლო ისრაელიანები მაღალი ხელის შემწეობით გადიოდნენ.

9. უკან დაედევნა მათ ეგვიპტე და მიეწივნენ ფი-პახიროთთან, ბაალ-ცაფონის გასწვრივ, ზღვის პირას დაბანაკებულთ ფარაონის ეტლები, მხედრები და ჯარი.


საოცარია, განსაცდელი უფლისგანაა "გაუსასტიკა გულიო", ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცოდვა ჩაადედინა, არამედ იმას რომ დაუშვა უფალმა, არ შეაკავა, რადგან ისევ განდიდებულიყო მისი სახელი და რწმენა გაზრდილიყო ებრაელებში, აი მოდის განსაცდელი,

10. მოახლოვდა ფარაონი, გაიხედეს ისრაელიანებმა და, აჰა, მოსდევს მათ მთელი ეგვიპტე; ძლიერ შეეშინდათ და შეჰბღავლეს უფალს.

კითხვა ისმის, რამდენი ჩვენგანი "შეჰბღავლებს" ხოლმე უფალს შველისათვის? ან თუნდაც ერი? თუმცა ებრაელემა ერმა უფალს შეჰბღავლა, მაგრამ თავისი მოუმზადებლობა იქვე გამოაჩინა:

"11. უთხრეს მოსეს: განა ეგვიპტეში ვერ დავიმარხებოდით, უდაბნოში რომ მოგვიყვანე სასიკვდილოდ? ეს რა გვიყავი, რატომ გამოგვიყვანე ეგვიპტიდან?

12. განა ამას არ გეუბნებოდით ეგვიპტეში: დაგვანებე თავი და დავემორჩილებით ეგვიპტელებს, რადგან უდაბნოში სიკვდილს ეგვიპტის მორჩილებაში ყოფნა გვირჩევნია? "



როგორ მწარედ მეცნობა ეგ სიტყვები, თავისუფლების იდეის დაკარგვა, განსაცდელის სიძულვილი, მონობაში სიმაძღრე, სალი კლდეების გაცვლა სხვის სამოთხეზე...

უბრალოდ ისეთი ადგილია, რომ კაიროსმა რა უნდა დაწეროს აქ? უბრალოდ მოვიყვან მუხლებს და დაუკვირდით, რამოდენიმეჯერ წაიკითხეთ, და გადაიყვანეთ ეს თქვენს პირად და ჩვენს ზოგადად ისტორიაში.

13. უთხრა მოსემ ხალხს: ნუ გეშინიათ, მტკიცედ იდექით და დაინახავთ, რომ მალე შეგეწევათ უფალი. დღეს ხედავთ ეგვიპტელებს, მაგრამ ამიერიდან აღარასოდეს იხილავთ.

14. უფალი იბრძოლებს თქვენთვის, თქვენ მშვიდად იყავით.

15. უთხრა უფალმა მოსეს: რას შემომბღავით? უთხარი, დაიძრან, ისრაელიანებს.

16. შენ კი კვერთხი აღმართე და ზღვას დააღირე, შუაზე გაიპობა იგი და მშრალად შევლენ ისრაელიან შუაგულ ზღვაში.



აი ესაა დევიზი განსაცდელში: "მტკიცედ იდექით და დაინახავთ, რომ მალე შეგეწევათ უფალი"


მტკიცედ სდექით;

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Mar 29 2009, 02:31 PM
პოსტი #58


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



KAIROS


იხარე კაიროსუნა.

ვფიქორბ, განსაცდელი სწავლაა. ხანდახან ისეთია განსაცდელი, რომ ამპარტავან ადამიანს სიმდაბლეს ასწავლის, ისეთ მდგომარეობამდე მიიყვანს, რომ მიაფურთხებს სიამიყის ეშმაკს და თავს დაიმდაბლებს, ანუ ჭკუის სასწავლებელია, გამოცდაა და გამოწვრთნა. ამას იმიტომ ვწერ, რომ ამ წუთას და ჩემს ამჟამინდელ ცხოვრებაში სამი პრობლემა მაქვს, მათ შორის ერთი წლებია გრძელდება და თამამად შემიძლია ვთქვა, ვერ ვხდები უფალს ამით რა უნდა რომ მასწავლოს. ხოდა, სწავლის ნაცვლად, აშლილი ნერვები და გაღიზიანებული გული მაქვს ხელში, ანუ სად უნდა ვიდგე მტკიცედ, რომ უფალი შემეწიოს არც კი ვიცი. ანუ ვერც ვერაფერი ვერ ვისწავლე. დანარჩენი ორი შედარებით ახალია და იმედია დალაგდება. მაგრამ იმ ერთმა მაინც ჯვარს მაცვა biggrin.gif ნეტავ, რა უნდა უფალს, რომ ამით მასწავლოს, ან კი როდის ვისწავლი, რომ დამთავრდეს??? სამომავლოდ. მაგრამ საქმე იმაშია, რომ დამთავრდება ერთი და იწყება მეორე. როცა ერთ საფეხურს გადადგავ, სულ იმ საფეხურზე ხომ არ იდგები, კიდევ ზემოთ უნდა ახვიდე, ამიტომ, ერთ განსაცდელს მეორე ჩაენაცვლება. ... მოკლედ, ვწერ იმიტომ, რომ კაიროსმა არ იფიქროს მარტო ვარ და არ შეწყვიტოს ამ თემაზე საუბარი. აბა ჩემი განსაცდელი აქ რა მოსატანია biggrin.gif


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Mar 30 2009, 04:15 AM
პოსტი #59


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



კაია ნინიკო, წერე, წერე, თორემ მონოლოგში არ მინდა გადამივიდეს ეს თემაც smile.gif

რაც დაწერე იმაზე, რა გითხრა, ჩვენ რას ხვდებით რო საერთოდ? უფალმა დაუშვა ე.ი. საჭიროა, შემთხვევით ხომ არაფერი ხდება?

დევიზი იგივეა: "მტკიცედ იდექით და დაინახავთ, რომ მალე შეგეწევათ უფალი"


უცნაურია განსაცდელი, ყველაზე მეტად ხშირად ამ დროს იგრძნობდა ღმერთის მფარველო

18. მიხვდება ეგვიპტე, რომ უფალი ვარ

ეგვიპტე ყოველთვის მიხვდება ამას, მაგრამ ეგ მაშინ მოხდება, როცა ისრაელი მიხვდება ამას...
როცა ზღვაზე მშრალად გაივლის
"29. ხოლო ისრაელიანები მშრალად გადიოდნენ შუაგულ ზღვაში, წყალი კედლად ედგათ მარჯვნივ და მარცხნივ. "
ზღვა ხომ განსაცდელია? მღელვარეა, ეგვიპტელებისათვის, მტრისათვის, მონობისათვის დამღუპველია, თავისუფლებამ იგი მშრალ გზად აქცია, განსაცდელი გზად იქცევა წინ სვლისათვის, ის რაც დაუძლეველი ჩანდა, ახლა პირიქით მეგობრად და გზად დაიგო..

განსაცდელი კი გაგრძელდება მანამ სანამ ზღვა მშრალად გამოვლილი ხალხი მწარე წყალზე არ დაიწყებს წუწუნს და მონობის ხორცის ქვაბებს არ დაუწყებს მოგონებას:

ციტატა
უთხრეს ისრაელიანებმა: ნეტავ უფლის ხელით გავმწყდარიყავით ეგვიპტის ქვეყანაში, როცა ხორცით სავსე ქვაბებს ვუსხედით და გაძღომამდე ვჭამდით პურს! მოგვიყვანე ამ უდაბნოში, რომ შიმშილით ამოგვწყვიტო მთელი კრებული!
3. ხალხს წყალი სწყუროდა. უჩიოდა ხალხი მოსეს და ამბობდა: რისთვისღა ამოგვიყვანე ეგვიპტიდან, თუ წყურვილით დაგვხოცავდით ჩვენც, ჩვენს ბავშვებსაც და საქონელს?


უცნაური იყო თავად უდანოს ჭამაც, იქ წყალიც და საჭმელიც უცნაურად მოდის და უცნაურად ხდება კვება, ჯერ იყო და მოსე ეუბნება ხალხს
ციტატა
ისმინა უფალმა თქვენი ჩივილი, რომ ჩიოდით. ჩვენ ვინა ვართ? ჩვენ კი არა, უფალს შესჩიოდით.
და მერე ნამდვილ მოთმინებას, ნამდვილი განსაცდელის შესაბამის მოლოდინს უძლიერებს უფალი ამ ხალხს, დღეს რომ საჭმელს აძლევს, იგი ხვალისათვის არ ვარგა,
ციტატა
21. აგროვებდნენ დილაობით რამდენიც სჭირდებოდათ საჭმელად; მზის მცხუნვარებაში კი დნებოდა.
ასე დაგროვებაც ვერ ხერხდებოდა, დანაყრებოდნენ და მორჩა, ისევ უფლის იმედზე უნდა იყვნენ, უფალი დააშუშებს დღეს განსაცდელს, და ხვალინდელ განსაცდელშიც ისევ უფლის იმედი უნდა გვქონდეს...
როგორ მოსე ამბობს:
"გამ.20:20. უთხრა მოსემ ხალხს: ნუ გეშინიათ, თქვენს გამოსაცდელად მოვიდა ღმერთი, რომ მისი შიში გქონდეთ და არ შესცოდოთ. "

ყველაფერი კარგად იქნება:

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Mar 30 2009, 08:18 PM
პოსტი #60


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



არადა სულ პატარა ფეხის დაცდენაა განსაცდელში მყოფი ადამიანისთვის, რომ სასოწარკვეთილებაში და უიმედობაში აღმოჩნდეს, შეიპყროს ფიქრებმა და დათრგუნოს.

განსაცდელი ღვთის ნება არის თუ ღვთის დაშვება?


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

9 გვერდი V < 1 2 3 4 5 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th June 2025 - 01:10 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი