![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#61
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა სულ პატარა ფეხის დაცდენაა არც ეგრე ვიტყოდი ამუზ, ანუ უფლის მიერ მოვლენილი დაღუპვასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ხსნასთან? არა მგონია, ვფიქრობ რადგან უფალი იმ დოზით აძლევს თითოეულს განსაცდელს რა დოზითაც ატანა შეუძლია კონკრეტულ პიროვნებებს, მაშინ აქ იგულისხმება "აურეა მედიოკრიტას" (ჩემი ადგილმდებარეობა პროფილიდან ![]() პავლე მოციქულის სიტყვა: რამეთუ არა მნებავს უმეცრებაი თქუენი, ძმანო, ჭირისა მისთვის ჩუენისა, რომელი-იგი შეგუემთხვა ჩვენ ასიას შინა, რამეთუ გარდარეულად დაგვიძიმდა ჩუენ უფროის ძალისა ჩუენისა ვიდრე წარწირვამდე ჩუენდა ცხოვრებისაცა. არამედ თვით თავით თვისით განჩინებაი იგი სიკუდილისაი მოგუეღო, რაითა არა ვესვიდეთ თავთა ჩუენთა, არამედ ღმერთსა, რომელმან-იგი აღადგინის მკუდარნი (II კორ. 1, 8.9). - და ყოველთავე რომელთა ნებავს ღმრთის მსახურებით ცხოვრებაი ქრისტე იესოს მიერ, იდევნენ (I ტიმ. 3,12). 2. თვითვე არ უნდა ჩაიგდო თავი განსაცდელში მანამ, სანამ ამაზე ღვთის დაშვება არ იქნება. პირიქით, უნდა ილოცო, რომ არ ჩავარდე განსაცდელში. ქრისტეს სიტყვები: ხოლო თქუენ ესრეთ ილოცევდით: მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა! და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩუენ ბოროტისაგან (მთ. 6, 9.13). ამისა შემდგომად იქცეოდა იესო გალილეას და არა უნდა მისვლად ჰურიასტანს, რამეთუ ეძიებდეს მას ჰურიანი იგი მოკვლად, ხოლო იყო მახლობელ დღესასწაული იგი ჰურიათაი, რომელ არს კარვობისაი. ჰრქუეს მას ძმათა მისთა: გარდაგუალე ამიერ და წარვედ ჰურიასტანად, რაითა მოწაფეთაცა შენთა იხილონ საქმენი შენნი რომელთა იქმ. რამეთუ არავინ ფარულად რასმე იქმნ და ეძიებნ, რაითამცა განცხადებულ იყო უკუეთუ ამას იქმ, გამოუცხადე თავი შენი სოფელსა. რამეთუ არცაღა ძმათა მისთა ჰრწმენა მისი. ჰრქუა მათ იესო: ჟამი ჩემი არრა მოწევნულ არს, ხოლო ჟამი თქუენი ოდესვე გამზადებულ არს, ვერ ხელ-ეწიფების სოფელსა მოძულებად თქუენდა, ხოლო მე ესძულ, რამეთუ ვსწამე მისთვის, ვიტარმედ საქმენი მისნი ბოროტ არიან. თქუენ აღვედით დღესასწაულსა ამას, ხოლო მე არა აღვალ დღესასწაულსა ამას, რამეთუ ჟამი ჩემი არღა აღსრულებულ არს. ესე ჰრქუა მათ და დაადგრა გალილეას. და ვითარცა აღვიდეს ძმანი მისნი დღესასწაულსა მას, მაშინ თავადიცა იესო აღვიდა არა განცხადებულად, არამედ ვითარცა ფარულად (იო. 7, 1-10). ქრისტეს სიტყვები: ილოცევდით, რაითა არა შეხვიდეთ განსაცდელსა (ლკ. 22, 4 -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
ქევანა |
![]()
პოსტი
#62
|
![]() მთვლემარე დრაკონი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 ![]() |
ციტატა ქრისტეს სიტყვები: ილოცევდით, რაითა არა შეხვიდეთ განსაცდელსა (ლკ. 22, 4 მაგრამ თუ სწორად მახსოვს იგივე სახარებაში წერია: საცდური მაინც მოვა... ისე არის რაიმე განსხვავება საცდურსა და განსაცდელს შორის? ![]() თუ წავიდე ლექსიკონში ვნახო.. ![]() -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
guest |
![]()
პოსტი
#63
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
ქევანა
ციტატა ისე არის რაიმე განსხვავება საცდურსა და განსაცდელს შორის? დიდი განსხვავებაა, ქეთ . ნახე ლექსიკონში მაინც ![]() |
ქევანა |
![]()
პოსტი
#64
|
![]() მთვლემარე დრაკონი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 ![]() |
ვნახე , ქეგლ-ში
![]() ![]() საცდუნებელი - იგივეა რაც საცდური საცდური - რაც აცდენს, შეაცდენს ვისმე განსაცდელი - უბედურება, გაჭირვება, ფათერაკი ანუ მაცდუნებელი მოვა, რომ შეგაცდინოს, უბდურებას შეგყაროს, მაგრამ შეიძლება განსაცდელში არც აღმოჩნდეო... ჰმმმმ ![]() -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
guest |
![]()
პოსტი
#65
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
ციტატა ანუ მაცდუნებელი მოვა, რომ შეგაცდინოს, უბდურებას შეგყაროს, მაგრამ შეიძლება განსაცდელში არც აღმოჩნდეო... ნამდვილად, ბევრი საცდური ამ ქვეყნიერ განსაცდელს აგაცდენს კიდეც ![]() |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#66
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
KAIROS
ციტატა ასე დაგროვებაც ვერ ხერხდებოდა, დანაყრებოდნენ და მორჩა, ისევ უფლის იმედზე უნდა იყვნენ, უფალი დააშუშებს დღეს განსაცდელს, და ხვალინდელ განსაცდელშიც ისევ უფლის იმედი უნდა გვქონდეს... როგორ მოსე ამბობს: "გამ.20:20. უთხრა მოსემ ხალხს: ნუ გეშინიათ, თქვენს გამოსაცდელად მოვიდა ღმერთი, რომ მისი შიში გქონდეთ და არ შესცოდოთ. " როგორი განებივრებულები იყვნენ ძველი ადამიანები, ხან ზღვის ფსკერზე გადიოდნენ, ხან ციდან წამოსულ მანანას ჭამდნენ, ხან კლდიდან კვერტხის დაცემით წყალს ღებულობდნენ. ამას ყველაფერს ხედავდნენ და ისევ ეჭვი პერებოდათ უფალში, რატომ? ვენ ახალია აღქმის შემდეგ დაბადებული ადამიანები, უფრო ძლიერები ხომ არა ვართ? თუნდაც იმიტომ , რომ ზუსტდა ჩვენს დროს განხორციელდა უფალი, მანამდე ხომ ამისთვის მზად არ იყო კაცობრიობა. გავბერე... დიდმა საწაულებმა იკლო, (იმედია ნამეტანი უმადურობაში არა ვარ) -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
KAIROS |
![]()
პოსტი
#67
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
მაგრად მიყვარს ეს ლოცვა სვიმეონ ახლისა ღვთისმეტყველისა განსაცდელთაგან გამოსახსნელად
მეუფეო უფალო, ნუ მიმიშვებ ჩემ ზედა, განსაცდელთა გინა მწუხარებათა ანუ სნეულებათა უაღმატებულეს ძალთა ჩემთა, არამედ მიხსენ მათთაგან, ხოლო უკუეთუ არა გენებოს მაშინ მომმადლე მე ძალი, რაითა დამთმენელი ყოვლისავე, გმადლობდე შენ უფალო. -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS |
![]()
პოსტი
#68
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ნუ გეშინინ!
არ შეგეშინდეთ! ეს მინდა დღეს ვთქვა ამ თემაში, აპრილი დადგა და იმიტომ... 1989 წელს პატარა ბიჭი ვიყავი, სკოლის მოსწავლე 12 წლის, და როცა ამდენი შავით მოსილი ხალხი ვნახე, ჯერ შემეშინდა, მერე კი როცა ამდენი ერთად აწეული მუშტი და ერთად ნათქვამი მამაო ჩვენო გავიმეორე ( პირველად ცხოვრებაში) მაშინ ვუთხარი ჩემს თავს "არ შეგეშინდეს!" აპრილი დადგა და იმიტომ, განსაცდელში ვართ და იმიტომ, მტერი ახლოსაა და იმიტომ... არ შეგეშინდეთ! არ შეგეშინდეთ უფლის მიღებისო უყვარდა თქმა ერთ დიდ ადამიანს, და ასეცაა თუ უფალს მივიღებთ, სიყვარულს მივიღებთ, მშვიდობას მივიღებთ.თუკი უფალი იქნება ჩვენთანა ვისგან გვეშინოდის? ასე უთხრა მოსემ ხალხს: "ჰრქუა მათ მოსე: ნუ გეშინინ, რამეთუ გამოცდისა თქუენისათჳს მოვიდა თქუენდა ღმერთი, რათა იყოს შიში მისი თქუენ შორის და არა სცოდოთ." ასე უთხრეს თავისუფლების კარზე მიმდგარ ისრაელს, დაღლილ ისრაელს, ნაომარ ისრაელს! "იგულეთ, რამეთუ მოგცა თქუენ უფალმან ღმერთმან თქუენმან წინაშე პირსა თქუენსა ქუეყანა ეგე მათი. შევედით და დაიმკჳდრეთ, ვითარცა გრქუა უფალმან ღმერთმან მამათა თქუენთამან თქუენ: ნუ გეშინინ, ნუცა შესძრწუნდებით." მტერი გვერბძოლება? გამოსვლათას 3 : 22 ში გვამხნევებს წმიდა წერილი "ნუ გეშინინ, რამეთუ უფალი ღმერთი თქუენი ჰბრძოდის თქუენ წილ." სხვაგან 7 : 21 "ნუ გეშინინ პირისაგან მათისა, რამეთუ უფალი ღმერთი შენი შენ თანა არს დიდი და ძლიერი." თუმცა რასა ვწერ, მოვუსმინოთ დიდ მაქსიმეს, აღმსარებელს მაქსიმე აღმსარებელი მწუხარების გულის-სიტყვისათვის სიტყვა 1 ვინც არ იცის, რომ უძლურებას სარწმუნოებისას და შეუორგულებელის სასოების მოუგებლობას თან მოსდევს მწუხარება, შფოთი და ცუდი შიში კაცის გულში, მოიგონოს სიტყვა იოანეს სახარებიდან: `ნუ შეძრწუნდებიან გულნი თქვენნი, გრწმენინ ღვთისა და გრწმენინ ჩემდა მომართ,-სახლსა მამისა ჩემისასა სავანე მრავალ არიან~ (14,1-2). შეჭირვებულმა და მწუხარებით შეპყრობილმა მოიგონოს სიტყვა იოანეს სახარებიდან: `ამინ, ამინ გეტყვი თქვენ, რამეთუ ჰსტიროდეთ და ჰგოდებდეთ თქვენ, ხოლო სოფელსა უხაროდის და მწუხარება თქვენი სიხარულად გარდაიქცეს~ (16,20). ეშმაკის ცუნდრუკებისა და ოცნებისაგან შეურვებულმა და დაღონებულმა უნდა მოიგონოს სიტყვა ლუკას სახარებიდან: `ნუ გეშინინ მცირესა მაგას სამწყსოსა, რამეთუ სათნო იყო მამამან თქვენმან მოცემად სასუფეველი~ (12,32). მტერის მოსვლისაგან შეშინებულმა, როცა ასპიტივით და იქედნესავით მოუხდებიან, მოიგონოს სიტყვა ლუკას სახარებიდან: `ჰრქვა უფალმან თვისთა მოწაფეთა: აჰა მიგცემ თქვენ ხელმწიფებასა დათრგუნვად გველთა და ღიანკალთა და ყოველსა ზედა ძალსა მტერისასა და თქვენ არა რა გევნოს~ (10,19). იმათ, რომელთაც ჰგონიათ დიდის მწუხარებისაგან უფალი არ ისმენს ჩვენს სულთქმასაო, მოიგონონ სიტყვა გამოსვლვათაგან: `და სულთ-ითქმიდენ ძენი ისრაილისანი საქმეთა მათგან ფიცხელთა და ღაღადებდეს, და მიიწია ღაღადება მათი ღვთისა და შეისმინა ღმერთმან სულთქმანი მათნი~ (2,24-25). ვისაცა ჰგონია, რომ უფალი არ მოხედავს მას ეშმაკის ძვირის მოქმედებისა, ბრძოლისა და შეწუხების დროს, მოიგონოს სიტყვა გამოსლვათაგან: `ჰრქვა უფალმან მოსეს, ხილვით ვიხილე ძვირი ერისა ჩემისა, რომელ არს ეგვიპტესა შინა და ღაღადებაБ მათი მესმა საქმისა მაწვეველთაგან. ვიცი ჭირი იგი მათი და გარდამოვხდე განრინებადა~ (3,7-8). ვინც არ იცის, რომ უფრო მაშინ განმრავლდება განსაცდელი და ბრძოლა, როცა სულიერად იწყებს კაცი ღვთის სიტყვის სმენას და მოსწრაფებით საქმით აღსრულებას, მოიგონოს სიტყვა გამოსლვათაგან: `მიაქცია მოსე ღვთისა და რქვა: `უფალო, რასათვის განაბოროტე ერი ესე და რასა მომავლინე მე? და ვინათგან შევედ მე ფარაოსსა სიტყვად სახელითა შენითა, ბოროტსა უყოფს ერსა შენსა და არა იხსენ ერი შენი~ (5,22-23). როცა კაცს სასოება აღარ აქვს, რომ შემწეობას მოუვლენს უფალი და მის გამო მწუხარებით დაემხობა მოღვაწის სული, მოიგონოს სიტყვა გამოსლვათაგან: `წარვედ და ეტყოდე ძეთა ისრაილისათა და არქუ: მე ვარ უფალი ღმერთი შენი და გამოგიყვანნე თქვენ მძლავრებისა მეგვიპტელთასა და გიხსენე თქვენ კერპებისაგან მათისა და განგარინნე თქვენ მკლავითა მაღლითა და სასჯელითა დიდითა~ (6,6). რომელთაც არ იციან, რომ სოფლიდამ ახლად მოსულნი არ მიცემიან ეშმაკთაგან ფიცხელ განსაცდელსა, არცა ჩვენებით და არცა ხელდახელ ბრძოლით, რომ შიშით არ განკრთენ და ისევ სოფლისაკენ არ მიიქცენ, მოიგონონ სიტყვა გამოსლვათაგან: `და ვითარ გამოიყვანა უფალმან ერი თვისი, არა წარუძღვა ქვეყანასა მას ფილისტიმელთასა, რამეთუ მახლობელი იყო, რამეთუ ჰსთქვა ღმერთმან: ნუ უკვე შეინანოს ერმან ამან, იხილოს რა ბრძოლა და მიიქცეს ეგვიპტედ~ (13, 17). როცა გული გვეტყვის, ეშმაკებმა არ იციან, რომ უფალი ჩვენ მაგიერ ებრძვის მათ, უნდა მოვიგონოთ სიტყვა გამოსლვათაგან: `ჰსთქვეს მეგვიპტელთა მათ, ვილტვოდეთ პირისაგან ისრაილისა, რამეთუ უფალი გვბრძავს ჩვენ მათ წილ, მეგვიპტელთა~ (14, 25). ეშმაკის ბოროტის ზრახვით შეურვებულმა მოიგონოს სიტყვა გამოსლვათაგან: `ჰსთქვა მტერმან, ვჰსდევნო, ვეწიო, ვჰგვემო, განვიყო ნატყვენავი და განვიძღო თავი ჩემი, მოვსრა იგი მახვილითა, უფლებდეს მას ზედა ხელი ჩემი~ (15,9). როცა გული გვეუბნება და გვაშინებს ეშმაკის ღამე მოსლვით, ღვთის საქებელად მოვიგონოთ სიტყვა გამოსლვათაგან: `დაეცეს მათ შიში და ძრძწოლა, ძლიერებითა მკლავისა შენისათა, ქვა იქმნეს იგინი, ვიდრემდის განხდეს ერი შენი. უფალო, ვიდრემდის განხდეს ერი ესე შენი, რომელ გამოირჩე?~ (15, 16). შეძრწუნებულმა მით, რომ ანგელოზი აღარ მიცავსო, მოიგონოს სიტყვა იქიდანვე: `წარვიდეს ანგელოსიუ ჩემი მზღვრად შენდა, რათა დაგიცვას გზასა, ვიდრემდის შეგიყვანოს შენ ქვეყანისა მას, რომელი განგიმზადე შენ~ (23,20). ღამის შფოთისა და ამბოხებისაგან შეწუხებულმან მოიგონოს სიტყვა ლევიტელთაგან: `და მოვსცე მშვიდობა ქვეყანასა თქვენსა, და დაიძინებდეთ უზრუნველად და არავინ იყოს მაშინებელ თქვენდა, და წავსწყმიდო მხეცი ბოროტი ქვეყანისაგან თქვენისა, და ბრძოლა არა იყოს ქვეყანასა თქვენსა, და სდევნიდეთ მტერთა თქვენთა და დაეცნენ წინაშე თქვენსა მომწყდარნი მახვილითა~ (26, 6-7). ეშმაკისაგან შეძრწუნებულმა, როცა უეცრივ ჰაერში სტვენას იწყებს მოიგონოს სიტყვა მეორეს სჯულისაგან: `იწყე მისა მიმართ ღვაწლი ბრძოლისა, დღეისით დღეთაგან დასდევ ჰერი (ძრწოლა) და შიში შენი პირსა ზედა ყოველთა წარმართასა, რომელნი არიან პირსა ქვეშე ცისასა, რათა ყოველთა, რომელთა ესმეს სახელი შენი შეძრწუნდნენ, და სალმობამან შეიყპრნეს იგინი პირისაგან შენისა~ (2,25-26). როცა კაცობრივი გული გვეტყვის, ნუ თუ ჯერი არ არს მეტი სიტყვის-გება და ბრძოლა ეშმაკისაო, მოვიგონოთ სიტყვა იქიდამვე: `და მე გარქვ თქვენ, ნუ გეშინინ, ნუცა შეძრწუნდებით მათგან, რამეთუ უფალი ღმერთი თქვენი წარგიძღვეს წინაშე პირსა თქვენსა და იგი ბრძოდეს მათ თქვენ წილ~ (1,29-30). ცეცხლისა ფერისა და ლამპრის ალის მსგავს თვალით გამოჩენილ ეშმაკისაგან შეშფოთებულმა მოიგონოს სიტყვა მეორე სჯულისაგან: `ნუ გეშინის, ნუცა შეძრწუნდებით მათგან, რამეთუ უფალი ღმერთი თქვენი ჰბრძოდეს მათ თქვენ წილ~ (3,24). როცა ეშმაკნი ზახებითა და რეხვებით უეცრივ მოგვიხდებიან და გვებრძვიან, მათის ოცნებისაგან უშიშრად დაცვისათვის უფლის სავედრებელად, მოვიგონოთ სიტყვა იქიდამვე: `და ევედრე უფალსა მას დღესა შინა და ვჰსთქვი: უფალო ღმერთო, შენ უწყი ჩვენებად მონისა შენისა ძალი შენი და სიმტკიცე შენი, ხელი შენი მტკიცე და მკლავი შენი მაღალ, ვინ არს ღმერთი ცათა შინა და ქვეყანასა ზედა, რომელმან ჰყოს ესე, რომელ ესე შენ ჰყავ ჩვენთვის, მსგავსად ძლიერებისა შენისა~ (3,24). ვისაც ეშინია ეშმაკის ოცნებისა და იტყვის, ნუთუ დამაგდო უფალმაო, სანუგეშებლად მოიგონოს სიტყვა იქიდამვე: `უფალმან ღმერთმან შენმან არა დაგიტეოს შენ, არცა აღგხოცოს შენ, არა დაივიწყოს აღთქმა მამათა შენთა, რომელ ეფუცა მათ~ (4,31). ვინც ეძიებს მრავალის ჭირისა და განსაცდელის მიზეზს, სიტყვა იქიდამვე: `ბოროტი გიყო და გამოგცადა შენ უფალმან ღმერთმან შენმან, რათა უკანასკნელ კეთილი გიყოს და განგისვენოს შენ~ (8,2). ეშმაკის ოცნებით შეშინებულმა და შეწუხებულმა, როცა ღამით ელვით შეგვაკრთობს, სიტყვა იქიდამვე: `ნუ გეშინინ, ნუცა შეძრწუნდებით, ნუცა გარე მიიქცევით ბრძოლად მათდა, რამეთუ უფალი ღმერთი, რომელი წინა გიძღვის, ჰბრძოდის მტერთა შენთა, ვითარცა ცეცხლმან შემწველმან მოსრნეს იგინი და მან გარემიაქცინეს იგინი პირისაგან შენისა, აღხოცნეს და წარსწყმიდნეს იგინი~ (20,3-4; 9,3). როცა გული წინადვე გვაშინებს ეშმაკის მანქანებისა და დიდის ბრძოლისათვის, სიტყვა იქიდამვე: `ხოლო მტერნი ჩვენნი უგუნურ იყვნენ, რამეთუ საყურძნისა მისგან სოდომელთასა იყო ყურძენი მათი და ვენახები მათი გომერელთაგან, ყურძენი მათი ყურძენი ნაღვლისა და ტევანი სიმწარისა მათისა და შემდგომი ამისი, ვიდრე ახლოს არს დღე იგი წარწყმედისა მათისა და მოწევნულ არს განმზადებული მათ ზედა~ (32,31-35). ვისაცა სწადიან მარტო ყოფით დაყუდება, ეშინია ეშმაკის ბრძოლისა და მით შეწუხებულია, მოიგონოს სიტყვა ისუ ძისა ნავესი: `მხნე იყავ და ნუ შეძრწუნდები, ნუცა გეშინინ, რამეთუ მე შენთანა ვარ უფალი ღმერთი შენი ყოველსა ადგილსა, ვიდრეცა ხვიდოდი და არა დაგიტეო შენ, არცა დაგაგდო შენ~ (1,9). როცა გულის-თქმა შეგვაწუხებს და შეგვაურვებს, გულში შიშს გაგვიჩენს ეშმაკის მანქანება ჰაერში ელვის მსგავსად ჩვენებით, მოვიგონოთ სიტყვა ისუ ნავესაგან: `ნუ გეშინინ მათგან, ნუცა შეძრწუნდებით, მხნე იყვენით და განძლიერდით, რამეთუ ესრეთ უყოს უფალმან ღმერთმან თქვენმან ყოველთა მტერთა თქვენთა, რომელთა ჰბრძავთ თქვენ~ (10,25). ღამის ოცნებისაგან მწუხარემ და შეძრწუნებულმა, მოიგონოს სიტყვა მსაჯულთა წიგნისაგან: `განიღვიძე, განიღვიძე დებორა, აღსდეგ, აღსდეგ და განაგდე ყოველი ურვაБ და მწუხარებაБ, აღამაღლე ხმაБ მოლოდებისა, იტყოდე გულითა~ (5,12). ანგელოსის სავედრებელი, რომ შემწე გვეყოს და განსდევნოს ჩვენგან მაჭირვებელნი ჩვენნი ეშმაკნი, სიტყვა იქიდამვე: `ერო უფლისა, დამიმდაბლენ მე უძლიერესნი ჩემსა, ჰსდევნენ იგინი და მართლუკუნ აქციენ ჩემგან~ (5,13). როცა გული გვაშინებს ეშმაკის საბრძოლველად მოსლვით, სიტყვა იქიდამვე: `ღელეთაგან კიშონისათა განასხნე იგინი, ხევთა კადემისთა, ხევთა კიშონისთა, დასთრგუნეს იგინი სულმან ჩემმან ძლიერმან~ (5,21). ვინც არ იცის, რომ ფსალმუნება და ლოცვა განამტკიცებს გულსა, განაძლიერებს გვამს და განსდევნის ეშმაკთა, რომელნიც სხვა-და-სხვა ნაირის განსაცდელით გაგვიგრილებენ ძარღვსა და ციებას შეგვყრიან, მოიგონოს სიტყვა მეფეთა წიგნისაგან: `და იყო რაჟამს სული უკეთური მოვიდის საულსა ზედა და იგვემებინ, მიიღის დავით ქნარი და ჰგალობნ სახიობასა მას კურთხევისასა, ვითარცა მარადის ჩვეულ იყო, და ელხინის (საულს) და განეშორის სული იგი უკეთური~ (1 მეფ. 16,23). როცა ეშმაკი ამოწვდილის ხმლით მოგვადგება, მოვიგონოთ სიტყვა იქიდამვე, რომელიც მაკარიმაც წინ მიაგება, როცა იგი ანესსა და ინბრესს ბაღის სანახავად მიდიოდა და ეშმაკი წინააღუდგებოდა: `შენ ეგერა მომიხვალ მე ჯაჭვითა, მახვილითა, ოროლითა და ფარითა და მოგივალ შენ სახელითა უფლისა ღმრთისა ძალითა~ (17,45). როცა ეშმაკნი ჰაერში დაიძახებენ და დიდს ამბოხებას მოახდენენ, მოვიგონოთ სიტყვა პირველისა თავისა მეფეთასა: `არა მახვილითა, არცა ოროლითა და ჯაჭვითა იხსნას უფალმან, არამედ უფლისა-მიერ არს ძლევა ბრძოლასა შინა და გაგწირნა თქვენ უფალმან და დაგამდაბლნის ხელთა ქვეშე ჩვენთა~ (17,47). ეშმაკისაგან შეძრწუნებულმა, როცა უეცრად ჰაერში გამოჩნდებიან, მოიგონოს სიტყვა მეფეთა მეოთხე თავისაგან: `ჰრქვა ელისე, ნუ გეშინინ, რამეთუ ჩვენთანანი უმრავლეს არიან, ვიდრე მათთანანი~ (6,16). ვისაც არა სწამს, რომ ჰაერი ანგელოზებით სავსეა ჩვენ შემწედ და ეშმაკთა ოცნების განსადევნელად, მოიგონოს სიტყვა იქიდამვე: `და ილოცვიდა ელისე, თაყვანის-ჰსცემდა უფალსა და ჰსთქვა: უფალო, განახვენ თვალნი ამის ყრმისანი, და განახვნა უფალმან თვალნი მისნი, და იხილა და აჰა მთა იგი სავსე იყო ეტლებითა და ჰუნებითა ცეცხლისათა გარემოს ელისესა~ (6,17). როცა ძრწოლა და თრთოლა შეგვიპყრობს და ეშმაკის მოსლვას გული წინადვე გვაუწყებს, მოვიგონოთ სიტყვა მეორე ფსალმუნისაგან: `იგი, რომელ დამკვიდრებულ არს ცათა შინა, ეცინოდის მათ და უფალმან შეურაცხ-ჰყვენის იგინი. მაშინ ეტყოდის მათ რისხვითა მისითა და გულის-წყრომითა მისითა შეაძრწუნნეს იგინი~ (2,4-5). ღამე ოცნებით შეშინებულმა და შეშფოთებულმა, ღვთის სავედრებელად მოიგონოს სიტყვა ფსალმუნისაგან: `მიწყალე მე, რამეთუ უძლურ ვარ, მილხინე მე, უფალო, რამეEთუ შემიძრწუნდეს ძვალნი, სული ჩემი შემიძრწუნდა ფრიად და შენ, უფალო, ვიდრემდის? მოიქეც, უფალო, იხსენ სული ჩემი, მიხსენ მე წყალობითა შენითა~ (6,2-4). როცა გული ეშმაკთა უკეთურობისაგან გაქცევას გვაწვევს, მოვიგონოთ სიტყვა მე-ი ფსალმუნისაგან: `უფალსა ვესავ; ვითარ ეტყვით სულსა ჩემსა, იცვალებოდე შენ მთათა ზედა, ვითარცა სირი~ (10,1)? ეშმაკთა ბრძოლისა და ოცნების გასადევნელად ვევედროთ უფალს მე-ივ ფსალმუნის სიტყვვებით: `აღსდეგ, უფალო, უსწრვე მათ და აღხოცენ იგინი, და იხსენ სული ჩემი უღმრთოთაგან~ (16,12)." იხარეთ და ნუ გეშინინ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
judi |
![]()
პოსტი
#69
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 72 რეგისტრ.: 6-September 06 წევრი № 156 ![]() |
ნეტარ არიან მშვიდნი, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა... იყავით მშვიდნი და მდაბალნი გულითა... ვფიქრობ ყოველგვარი განსაცდელის დათმენა სიმდაბლისა და სიმშვიდის ნაყოფია.. მართლაც ნეტარია ადამიანი, რომელისაც შეუძლია ნებისმიერ განსაცდელში ღვთის დიდი მადლი და წყალობა დაინახოს და ამისთვის მადლობა მიუძღვნას ღმერთს.. სამწუხაროდ ძალიან მდაბალი გული უნდა გვქონდეს, რომ სულიერი თვალი აგვეხილოს და განსაცდელს მისით შევხედოთ, მადლობა უფალს, რომ თუნდაც იობის, პეტრე მოციქულისა თუ სხვათა მაგალითებით გვაძლიერებს, თუმცა ალბათ თუ სიმდაბლეს ვისწავლით, თავისთავად ნებისმიერ განსაცდელს მადლობით მივიღებთ, რადგან ,, მე'' აღარ იყვირებს ვიჩაგრებიო... ჩემი ყველაზე დიდი სურვილია და ვედრება უფლისადმი რომ მორჩილება და ყველაფრის მადლობით მიღება მასწავლოს და დამეხმაროს, მადლობა და დიდება უფალს ყველაფრისათვის...
-------------------- ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია
|
guest |
![]()
პოსტი
#70
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
ციტატა მართლაც ნეტარია ადამიანი, რომელისაც შეუძლია ნებისმიერ განსაცდელში ღვთის დიდი მადლი და წყალობა დაინახოს და ამისთვის მადლობა მიუძღვნას ღმერთს.. მუდამ ვუძღვნი განსაცდელზეც და მისგან გამოყვანაზეც, თუმცა ეს უკანასკნელი რომ ხდება მიკვირს , რამეთუ არ ვიმსახურებ იმ სათნოებას, რასაც მისგან ვღებულობ ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#71
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა არ ვიმსახურებ იმ სათნოებას, რასაც მისგან ვღებულობ ვინ იმსახურებს რო? ![]() თუმცა ყველაფერი შედარებითია... ოქროპირს უყვარდა თქმა "მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის" ძალიან ზუსტად გამოთქმულია ყველაფერი... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#72
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
KAIROS
ციტატა ნუ შეძრწუნდებიან გულნი თქვენნი, ეს სიტყები პატრიარქმა დიდ სამებაში გვითხრა, მაშინ როცა ყველა პირდაღებული და სასოებით შევყურებდით, რაღაცას ველოდით მისგან, რადგან თბილისს დიდი საშიშროება ედგა, გადამთიელები უპირებდნენ დაბომბვას. ეს სიტყვები საოცრად მომეწონა, თუმცა როგორც მახოვს უფრო მეტად შევშინდი... -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
KAIROS |
![]()
პოსტი
#73
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა როგორც მახოვს უფრო მეტად შევშინდი... ![]() ადამიანურია ნინო, ეგეთი შიში, ბუნებრივია, მეც მეშინოდა და ალბათ ადამიანურად ყველას ეშინოდა, მაგრამ ეს შიში მაშინ გავა, როცა უფალს მივანდობთ იმ გადამთიელს ვეტყვით ციტატა `შენ ეგერა მომიხვალ მე ჯაჭვითა, მახვილითა, ოროლითა და ფარითა და მოგივალ შენ სახელითა უფლისა ღმრთისა ძალითა არ შეგეშინდეთ; კაიროსი! აი უწმიდესის სიტყვები "პატრიარქმა დალოცა საქართველო და განაცხადა: ”არ გაგიტყდეთ გული, არ შეგეშინდეთ. ამაზე უფრო მძიმე დღეები უნახავს საქართველოს და საქართველო გამოსულა მშვიდობის გზაზე”. თბილისი / 14 აგვ.'08 / 17:29 -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#74
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
KAIROS
ციტატა არ გაგიტყდეთ გული, არ შეგეშინდეთ ნუ შეძრწუნდება ტქვენი გულიო, ეს სიტყვები თქვა, ეგ არასოდეს დამავიწყდება, გული გამისკდა და მაგიტომ ![]() ![]() მოკლედ, გაააგრძელე განსაცდელები. მხოლოდ ადამიანების კი არა , ქვეყნის გასაცდელებზეც ვისუაბროთ. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
KAIROS |
![]()
პოსტი
#75
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა ქვეყნის გასაცდელებზეც ვისუაბროთ. ჰო, გახდა აქტუალური ეგ თემა, ეხლა რამოდენიმე მომენტი მინდა გავიხსენო, ერთხელ ებრაელები საშინლად შეაწუხა მტერმა (ფილისტიმელებმა) და როცა მიხვდნენ რომ საკუთარი ძალებით ვერაფერს გახდებოდნენ, ბოლოსდაბოლოს შეეკითხნენ სამუელს, რა ვქნათო 3. ასე უთხრა სამუელმა მთელს ისრაელის სახლს: თუ მთელი გულით მიისწრაფით უფლისკენ, მოიშორეთ უცხო ღმერთები და აშთორეთები; მიმართეთ გულები უფლისაკენ და მხოლოდ მას ემსახურეთ; მაშინ გიხსნით იგი ფილისტიმელთაგან. ესაა ის სწორი გამოსავალი განსაცდელიდან, "უცხო ღმერთები და აშთორები" ჩვენი უმორჩილობა, ჩვენი პირადი კერპები და ხუშტურებია, რომლის მოშორებისაგანაც მოგვიწოდებს ეკლესია და მხოლოდ მაშინ მოვა ხსნა, ძალიან ძლიერი მუხლია, ხშირად უნდა წაკითხვა და გონებაში უნდა ჩაბეჭდვა კიდევ გავიმეორებ: : თუ მთელი გულით მიისწრაფით უფლისკენ, მოიშორეთ უცხო ღმერთები და აშთორეთები; მიმართეთ გულები უფლისაკენ და მხოლოდ მას ემსახურეთ; მაშინ გიხსნით იგი ახლა მოდი დავით მეფსალმუნესაგან ვისწავლოთ პირადი და უმძიმესი განსაცდელის დათმენა, მან იმრუშა და ნათან წინასწმეტყველის მიერ ეცნო სასჯელი 14. ოღონდ, რაკი ამ საქციელით ალანძღვინე უფალი მის მტრებს, შვილი მოგიკვდება, რომელიც შეგეძინა. 15. როცა წავიდა ნათანი თავის სახლში, შეეხო უფალი ბავშვს, ურიას ცოლმა რომ უშვა დავითს, და მძიმედ დასნეულდა ბავშვი. 16. ევედრებოდა დავითი ღმერთს ყმაწვილის გამო, მარხულობდა დავითი და მიწაზე ათევდა ღამეს. 17. თავზე დაადგნენ მისი სახლის უხუცესები, რომ მიწიდან აეყენებინათ იგი, მაგრამ არ ქნა და არ გატეხა მათთან პური. ხანდახან ხდება, რომ დიდი ვედრებით განსაცდელი მიდის, ხანდახან ხდება, რომ არ მიდის, აქ რწმენა არ უნდა შეირყეს, არამედ უნდა ვიცოდეთ, რომ რაც ხდება ღვთის მიერ და სამართლიანად ხდება, დიდხანს და ძლიერ იმარხულა დავითმა, მაგრამ: 18. მეშვიდე დღეს მოკვდა ბავშვი; ვერ გაბედეს დავითის მორჩილებმა მოეხსენებინათ, რომ მოკვდა ბავშვი, რადგან ასე ფიქრობდნენ: ვიდრე ბავშვი ცოცხალი იყო, რა არ ვუთხარით და არ გაიგონა ჩვენი სიტყვა, ახლა როგორღა ვუთხრათ, რომ მკვდარია ბავშვი? უბედურებას დამართებს თავს. 19. როცა დაინახა დავითმა, რომ ერთმანეთში ჩურჩულებენ მისი მორჩილნი, მიხვდა დავითი, რომ მკვდარი იყო ბავშვი, და ჰკითხა დავითმა თავის მორჩილთ: მოკვდა ბავშვი? უთხრეს: მოკვდა. 20. ადგა მიწიდან დავითი, დაიბანა, ზეთი იცხო, სამოსელი გამოიცვალა, წავიდა უფლის სახლში და თაყვანი-სცა. დაბრუნდა სახლში, პური მოითხოვა, მიართვეს და შეჭამა. ძააალიან ძლიერი მუხლია, განსაცდელში, ყველაზე მძიმე განსაცდელში ეს საოცარი სიმშვიდე, რწმენის სიმტკიცე, ადგა, დაიბანა, ზეთი იცხო, სამოსელი გამოიცვალა, სანამ რაიმეს შეჭამდა უფალთან წავიდა და თაყვანისცა!!! დავითს ძალუძს ეს. ... 24. ანუგეშა დავითმა ბერსაბე, თავისი ცოლი, შევიდა და დაწვა მასთან. შვა ქალმა ვაჟი და უწოდა სახელად სოლომონი, რომელიც შეიყვარა უფალმა, ძალიან კარგი მუხლებია... იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#76
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
KAIROS
ციტატა მან იმრუშა დავით წინასწარმეტყველზე ძალიან ბევრს საუბრობენ,განსაკუთრებით არარელიგიური ხალხი, წმინდა იყო და ბევრი ხარჭა ჰყავდაო, ბევრი ცოლიო, ქალებს იცვლიდაო, ასეო და ისეო. აქ კი უმრუშა და დაისაჯაო წერია. ვიცი რომ ეს სხვა თემაა და დავითზე ცალკე თემის გახსნაც შეიძლება, ხოდა გავხსნათ და ვთქვათ, რა შეერაცხცა კაცს მრუშობად, თუ მილიონი ხარჭა და ამდენივე ცოლო ჰყავდა? -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
KAIROS |
![]()
პოსტი
#77
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
არა ნინო, მილიონი ხარჭა მას არ ყოლია, მის შვილს ყავდა სოლომონს, თან ახლა უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ძველი აღთქმაა, მარტო "არა იმრუშო" კი არაა გაკრული , არამედ ცხოვრობენ უძველეს აღმოსავლეთში, სადაც ქონება ოქრო-სასახლეებთან ერთად ცოლების ჰარამხანითაც იზომებოდა, ასე რომ ხარჭა არ ითვლება მრუშობის ობიექტად, ხარჭებთან და მხევალებთან შედიან აბრაამი და იაკობი და ა.შ. მაგრამ მრუშობაა სხვის ცოლთან დაწოლა, დავითმა ჯერ იმრუშა ბერსაბესთან, მერე მისი ქმარი მოაკლევინა და დაიტოვა ეგ ქალი, ამიტომ დაისაჯა.
-------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#78
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
KAIROS
ციტატა სადაც ქონება ოქრო-სასახლეებთან ერთად ცოლების ჰარამხანითაც იზომებოდა, ასე რომ ხარჭა არ ითვლება მრუშობის ობიექტად, ხარჭებთან და მხევალებთან შედიან აბრაამი და იაკობი და ა.შ. ეს წესი მხოლოდ ძლიერთა ამა ქვეყნისათაზე ვრცელდებოდა თუ უბრალო ადამიანსაც არ ერაცხებოდა ცოდვავდ სხვა ქატLატნ ყოფნას ცოლის არსებობის პირობებში? ციტატა დავითმა ჯერ იმრუშა ბერსაბესთან, მერე მისი ქმარი მოაკლევინა და დაიტოვა ეგ ქალი, ამიტომ დაისაჯა. წარმართი რომაელივით მოქცეულა. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
sergi_glaxa |
![]()
პოსტი
#79
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,015 რეგისტრ.: 12-December 07 წევრი № 3,400 ![]() |
KAIROS
ციტატა ასე რომ ხარჭა არ ითვლება მრუშობის ობიექტად, ჩემი აზრით ეს აზრი დიდი სეცდომაა |
KAIROS |
![]()
პოსტი
#80
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა ჩემი აზრით ეს აზრი დიდი სეცდომაა ქრისტიანობისათვის კი ![]() -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 08:14 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი