IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

9 გვერდი V « < 3 4 5 6 7 > »   
Reply to this topicStart new topic
> წმ. წერილი განსაცდელის შესახებ, სწავლება და მაგალითები
KAIROS
პოსტი Apr 8 2009, 04:32 AM
პოსტი #81


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



მოდი განსაცდელს დავუბრუნდეთ, არ მინდა ახლა შიშმა შეგვიპყროს, მაგრამ ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, განსაცდელი ღვთისგანაა და ხანდახან ღმერთს უნდა რომ დავისაჯოთ, მოდი ყველამ ერთად თავიდან წავიკითხოთ იერემიას ისტორია და მისი წიგნი

http://www.orthodoxy.ge/tserili/biblia/ieremia/ieremia-1.htm

ამ ტრაგიკულ ადამიანს, მართლაც რომ უმძიმესი მისია ხვდა წილად, გაამპარტავნებულ ხალხისათვის უნდა ეთქვა, რომ თქვენ დამარცხდებით, რადგან ამას იმსახურებთო, როგორია ხალხი ყვიროდა "ისრაელი გაბრწყინდება, რაც მაგრები ვართ ჩვენ ვართ, რჩეულები ვართ" და ა.შ. (ნაცნობი სიტყვებია biggrin.gif)
და ამ დროს მოდის იერემია და იმეორებს უფლის სიტყვებს

25. ეს არის შენი წილი. ეს ხვედრი გეკუთვნის ჩემგან, ამბობს უფალი, რაკი დამივიწყე და სიცრუის იმედი გქონდა.

26. მეც აგიწევ კალთებს პირისახემდე და გამოჩნდება შენი სირცხვილი,

27. შენი გარყვნილება, ავხორცობა, და ბილწი ზრახვები. ველის ბორცვებზე დავინახე შენი სიბილწენი. ვაი შენ, იერუსალიმო! ნუთუ აღარ გასუფთავდები? როდემდის?


აი ესაა განსაცდელის წყაროც ანუ უსუფთაობა-არაწმიდება და მიზანიც გასუფთავება-განწმედა!

იმიტომ რომ ამდენს რომ ვისჯებით, რატომ არ ვკითხულობთ "რატომ"? იგივე შეცდომები, იგივე შეცდომილობა, იგივე ცოდვები
იერემია 5:3
". უფალო...სცემ მათ, მაგრამ არ სტკივათ; ანადგურებ მათ, მაგრამ ჭკუას არ სწავლობენ. კლდესავით გაიმაგრეს სახე, არ სურთ მოქცევა. "

და სხვაგან:

19. როცა იკითხავენ: რის სანაცვლოდ დაგვმართა ეს ყველაფერი უფალმა, ჩვენმა ღმერთმაო, მიუგე: როგორც მე მიმატოვეთ და ემორჩილებოდით უცხო ღმერთებს თქვენს საკუთარ ქკეყანაში, ასევე დაემორჩილებით უცხო ღმერთებს იმ ქვეყანაში, რომელიც თქვენი არ იქნება.

ჰოდა ასე, განსაცდელიდან ერთადერთი გამოსავალი სინანულია და იმის გაგებ, რომ უცხო ღმერთებს, ანუ ცოდვებს არ უნდა დავემორჩილოთ...

ჰოდა ასეა ღვთის სამართალი
იერემია 15 თავი

19. ამიტომ ასე ამბობს უფალი: თუ შეინანებ, მოგაბრუნებ, რომ დადგე ჩემ წინაშე; თუ ძვირფასიანს გამოარჩევ უფასურისგან, ჩემს ბაგესავით იქნები. ისინი მობრუნდნენ შენსკენ, შენ არ მიუბრუნდე მათ.

20. დაგაყენებ ამ ხალხის წინ სპილენძის მაგარ კედლად; შეგებრძოლებიან, მაგრამ ვერ გძლევენ, რადგან შენთან ვიქნები, რომ გიხსნა და დაგიფარო, ამბობს უფალი.

21. დაგიფარავ ბოროტმოქმედთაგან და დაგიხსნი უწყალოთა ხელიდან.


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Apr 8 2009, 09:43 PM
პოსტი #82


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



KAIROS
ციტატა
19. ამიტომ ასე ამბობს უფალი: თუ შეინანებ, მოგაბრუნებ, რომ დადგე ჩემ წინაშე; თუ ძვირფასიანს გამოარჩევ უფასურისგან, ჩემს ბაგესავით იქნები. ისინი მობრუნდნენ შენსკენ, შენ არ მიუბრუნდე მათ.

20. დაგაყენებ ამ ხალხის წინ სპილენძის მაგარ კედლად; შეგებრძოლებიან, მაგრამ ვერ გძლევენ, რადგან შენთან ვიქნები, რომ გიხსნა და დაგიფარო, ამბობს უფალი.

21. დაგიფარავ ბოროტმოქმედთაგან და დაგიხსნი უწყალოთა ხელიდან.



ყველაფერი რაც აქ ითქვა რთული გასაგებია. მოკლედ, არ ვიცი.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Apr 10 2009, 11:31 PM
პოსტი #83


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ახლა ვწრიალებთ, ვბორგავთ, ვერ ვისვენებთ, ბრაზი და შიში ერთნაერად დაგვეუფლა, ნოემბრის რბევა, აგვისტოს ომი, აპრილის დაუმორჩილებლობა... ჩვენ ხომ ის თაობა ვართ რომელმაც 89 ნახა , როცა პატარა იყო ( 12 ის ვიყავი მე ) , რომლემაც 92-93 წლები იცის, სამოქალაქო ომის აბსურდი და საშინელენა, რომელიც ყოველთვის დაამარცხეს, ორჯერ აფხაზეთში და ზემო აფხაზეთში და ორჯერ სამაჩაბლოში, ჩვენ ხომ ის თაობა ვართ, რომლემაც შავი პურის ტალონებით იდგა შუაღამის რიგებში, ჰოდა ახლა ისევ არეულობას ვხედავ საქართველოში, ისევ გვესმის საშინელი სიტყვები გინებისა, დაუნდობლობისა, დაუმორჩილებლობისა, აჯანყებისა,"ცხადდება ნამდვილი ქართული შეჯიბრი, ვინ უფრო მეტად გადაკეტავს თავის უბანსა და ქუჩას", ნამდვილი ქართული , ნამდვილი და სატირალი.... ვარდი და სტაფილო, მუჭი და კომბოსტო...
უბრალოდ მინდა აქ იქნებ დავგეგმოთ ერთად ლოცვა კვირაში ერთხელ მაინც, რაღაც ხომ უნდა გავაკეთოთ? ვიცი, რომ ლოცულობთ ცალცალკე, მაგრამ იქნებ მოვიფიქროთ რაიმე, უბრალოდ გავაძლიეროთ ლოცვები, თითო სანთლით მეტი დავანთოთ, თითო ლოცვით მეტი ვილოცოთ, თითო მოწყალებით მეტი გავიღოთ, ერთით მეტს გავუღიმოთ, ერთით მეტჯერ ვეზიაროთ, ერთით მეტჯერ გავიხსენოთ მოყვასი...


ეს ბოლო ჩანაწერი ოFFიც არის და თან არცაა... უბრალოდ ვინც კითხულობთ იქნებ გავაკეთოთ ეგ საქმე... განსაცდელი ახლა ჩვენთანაა ისევ / თუმცა როდის არ იყო/...



. მან გამოიცნო მართალი კაცი ბოროტებაში შეთანხმებულ ხალხთა შორის და უბიწოდ დაიცვა იგი ღვთის წინაშე, და შვილის სიბრალულით სიძლიერე შეუნარჩუნა.

6. მანვე გადაარჩინა მართალი, როცა ღუპავდა ურჯულოებს; გაექცა ცეცხლს, გარდმოვლენილს ხუთ ქალაქზე,

7. რომელთაგან ბოროტების მოწმედ აკვამლებული ტრამალიღა დარჩა და უჟამოდ ნაყოფის გამომღები მცენარეები, და ურწმუნო სულის სახსოვრად აღმართული მარილის სვეტი.

8. სიბრძნისთვის გვერდის ამვლელებმა მხოლოდ სიკეთის შეუცნობლობით როდი ავნეს თავს, არამედ ცხოვრებას თავიანთი სიბრიყვის ხსოვნაც დაუტოვეს, ვერ შეძლეს დაფარვა იმისა, რაც შესცოდეს.

9. სიბრძნემ კი იხსნა თავისი მსახურნი სატანჯველთაგან.

10. ძმის რისხვისგან გაქცეულ მართალს სწორ გზებზე უწინამძღვრა, ღვთის სასუფეველი უჩვენა და სიწმიდეთა ცოდნა მიჰმადლა, მწედ ეყო ტანჯვა-წამებაში და ნაყოფი მისი ღვაწლისა გაამრავლა.

11. როცა სიხარბით ჩაგრავდნენ, გვერდში ამოუდგა მას და გაამდიდრა.

12. დაიფარა იგი მტრებისაგან და ავისმზრახველთაგან დაიცვა; ცხარე ბრძოლაში მისცა გამარჯვება, რათა სცოდნოდა, რომ ღვთისმოსაობა ყველაფერზე ძლიერია.

13. არ მიატოვა გაყიდული მართალი, არამედ ცოდვისაგან დაიხსნა იგი;

14. ჯურღმულში ჩავიდა მასთან და ბორკილებში როდი დატოვა, არამედ მიუტანა კვერთხი მეფობისა და ძალაუფლება მის მჩაგვრელებზე, გაამტყუნა მისი ბრალმდებელნი, მას კი საუკუნო დიდება მიანიჭა.

15. წმიდა ერი და უბიწო თესლი დაიხსნა მჩაგვრელი ხალხებისგან
სიბრძნე სოლომონისა
თავი მეათე


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Apr 10 2009, 11:55 PM
პოსტი #84


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



KAIROS
ციტატა
ეს ბოლო ჩანაწერი ოFFიც არის და თან არცაა... უბრალოდ ვინც კითხულობთ იქნებ გავაკეთოთ ეგ საქმე... განსაცდელი ახლა ჩვენთანაა ისევ / თუმცა როდის არ იყო/...



კაიროს, ისე მივეჩვიეთ ამის გარეშე აღარ შეგვიძლია, დამიჯერე. ეს ხასიათსი გადაგვივიდა. თუ ეხლა კვლავ გამოიცვალა მტავრობა, ზუსტად იცოდე, რომ ორ წელიწადში ისევ აფრიალდება დროშები, სიევ გაისმება ყვირილი, გაგადექი, საქართველო და აშ. არადა, როგორი მოსავლელი და პატივსაცემია დროშა, ჩვენი ქვეყანა, მე კიდევ მათ დანახვაზე და ამ ლოზუნგებზე აგრესია მაქვს უკვე, აღარ შემიძლია, მეზიზღება დროშაც და მიტინგიც და ის მომავალიც ორ წელიწადში რომ იქნება.



ხვალ და ზეგ ბზობაა, მერე ვნების კვირა, დავიჯერო იმხელა მიტინგზე 10 000 კაცი მაინც არ არის ეკლესიური? მართლაც რომ შევიკრიობოთ და ვილოცოთ არ აჯობებს? მაგრამ მრევლი სულიერად არ გაზრდილია, ზუსტად ისაა, რაც 20 წლის უკან იყო, ლოცვის ძალის არავის ჯერავს, აღტყინებულები არიან, ჩვენ გადავაყენებთ! ჩვენ გავიმარჯვებთ! ამ ერთმანეთზე გამარჯვებამ ხომ სიცოხლე სემაძულა. ნამდვილი გამარჯვება მინდა, ერთხელ მაინც ცხოვრებაში, მტერზე და არა ერთმანეთზე.
განსაცდელია ჩვენი ქვეყნის ტავს, აბა რა არის, ცოცხალი მაგალითი განსაცდელის 20 წლიანი საშინელი გასაცდელი, რომელსაც ბოლო არ უჩანს. ალბათ, ძალიან, ძალიან უნდა დავინგრიოთ იმისთვის, რომ ბოლოს ცისკენ ავიხედოთ, ან აიხედონ დარჩენილებმა ... sad.gif ეჰ, კაიროს, სხვას რა ვუთხრათ ეკლესიურებს არ ესმით არაფერი.სადაც საჭიროა ყველა დავდგებით, მაგრამ რომ არ მთავრდება? საშიში რომ არის ? sad.gif

რა ვილოცოთ, ვის მივმართოთ, ან კი 10 ადამიანის ლოცვას რა ფასი აქვს?


ციტატა
12. დაიფარა იგი მტრებისაგან და ავისმზრახველთაგან დაიცვა; ცხარე ბრძოლაში მისცა გამარჯვება, რათა სცოდნოდა, რომ ღვთისმოსაობა ყველაფერზე ძლიერია.




აი, ასეთი რწმენა მინდა, ჩემშიც და სხვაშიც. რწმენა, რომ ღვთისმოსაობა ყველაფერზე ძლიერია!


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Apr 11 2009, 12:16 AM
პოსტი #85


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ციტატა(მხევალი ნინო @ Apr 8 2009, 07:43 PM) *

KAIROS
ყველაფერი რაც აქ ითქვა რთული გასაგებია. მოკლედ, არ ვიცი.


სხვათაშორის ნინო, ჩემი აზრით სწორედ რომ მარტივი გასაგებია ...

როცა განსაცდელი მქონია და დალხინებაზე მეტი იყო ეს ჩემს ცხოვრებაში და ასეა დღემდე, როდესაც სხვა არაფერი დამრჩენოდა საკუთარი თავისთვის ირონიულად, თითქმის უემოციოდ მაშინაც კი როდესაც წესით ადრენალინი უმაღლესს დონეს უნდა არტყამდეს, მითქვამს : "ახლა დაგერხა ..." - ღიმილით სხვათაშორის, რატომღაც იმ მომენტში სხვანაიარად შეუძლებელი იყო, სწორედ მაშინ დამინახავს უფლის მწყალებელ-მშველელი ხელი და "სამშვიდობომდეც" კი მიფიქრია: რატომ? რატომ გადამარჩინა? რატომ მიხსნა? განა ვიმსახურებ? მე ეს უფრო მაკვირვებს მუდამ, ვიდრე ის, რომ განსაცდელი მაქვს ... ისე კრიტიკულ მომენტებში მე პირადად შიში არ ვიცი, ყველაზე მეტად მაინც ის მახსოვს, რომ ვასწრებდი გაფიქრებას, აი, ასეთი უღირსი წარვსდგები ახლა უფლის წინაშე... მისივე შეწევნით (ალბათ) კიდევ მაქვს შანსი ცოტა უკეთესი წარვსდგე...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Apr 11 2009, 04:42 AM
პოსტი #86


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
რა ვილოცოთ, ვის მივმართოთ, ან კი 10 ადამიანის ლოცვას რა ფასი აქვს?


უი, რას ამბობ, როგორ არ აქვს, უნდა გაიღვიძოს მორწმუნე ხალხმა, გავიხსენოთ აბრაამს რას ეუბენება უფალი, როგორ ცდილობს აბრაამი ნგრევა ააცილოს სოდომს და გომორს, წაიკითხეთ კარგად,

16. ადგნენ კაცები და სოდომის;ენ გაემართსენ. აბრაამი გაჰყვა გასაცილებლად.

17. თქვა უფალმა: როგორ დავუმალო აბრაამს, ჩემს მორჩილს, რის გაკეთებასაც ვაპირებ?

18. აბრაამი ხომ დიდ და ძლიერ ხალხად იქცევა, ყველა ხალხი დედამიწის ზურგზე კურთხეული იქნება მისით;

19. რადგან ვიცი, რომ უანდერძებს იგი თავის შვილებსა და თავის სახლს თავის შემდეგ - იარონ უფლის გზაზე, მოიქცნენ სიმართლით და სამართალი საჯონ, რათა აუხდინოს უფალმა აბრაამს ყველაფერი, რაც ნათქვამი აქვს მასზე.

20. თქვა უფალმა: გახშირდა სამდურავი სოდომსა და გომორზე, მეტისმეტად დაუმძიმდათ ცოდვები.

21. ჩავალ და ვნახავ, საქმით დაიმსახურეს თუ არა სამდურავი, ჩემამდე რომ მოაწია.

22. გაბრუნდნენ კაცები იქიდან და წავიდნენ სოდომს, აბრაამი კი კვლავ იდგა უფლის წინაშე.

23. მიეახლა აბრაამი და უთხრა: ნუთუ მართალ კაცს ბოროტეულთან ერთად დაღუპავ?

24. იქნებ აღმოჩნდეს ორმოცდაათი მართალი მაგ ქალაქში? ნუთუ დაღუპავ და არ შეიწყალებ მაგ ადგილს ორმოცდაათი მართალის გულისათვის, მანდ რომ არიან?

25. არ ეგების შენგან ეს საქმე, რომ მოაკვდინო მართალი ბოროტეულთან ერთად და არ იყოს გარჩევა მართალსა და ბოროტეულს შორის. არ ეგების! არ იქნება, რომ მთელი ქვეყნიერების მსაჯულმა სამართლიანად არ განსაჯოს.

26. უთხრა უფალმა: თუ ვპოვე სოდომ-ქალაქში ორმოცდაათი მართალი, შევიწყალებ მთელს მაგ ადგილს მათი გულისათვის.

27. მიუგო აბრაამმა და უთხრა: აჰა, გავბედე უფალთან ლაპარაკი, მე, მტვერმა და ნაცარმა:

28. ორმოცდაათს რომ ხუთი დააკლდეს? ნუთუ დაღუპავ ამის გამო მთელს ქალაქს? უთხრა: არ დავღუპავ, თუ ვპოვე იქ ორმოცდახუთი.

29. განაგრძო ლაპარაკი აბრაამმა და უთხრა: ორმოცი რომ აღმოჩნდეს? უთხრა: არ ჩავიდენ ამას იმ ორმოცის გულისათვის.

30. თქვა აბრაამმა: ნუ გამიწყრება უფალი და ვიტყვი: ოცდაათი რომ აღმოჩნდეს? უთხრა: არ გავაკეთებ ამას, თუ ვპოვე ოცდაათი.

31. თქვა აბრაამმა: აჰა, გავბედე უფალთან ლაპარაკი: ოცი რომ აღმოჩნდეს? უთხრა: არ დავღუპავ იმ ოცის გულისათვის.

32. უთხრა აბრაამმა: ნუ გამიწყრება უფალი და ამ ერთხელაც ვიტყვი: ათი რომ აღმოჩნდეს? უთხრა: არ დავღუპავ იმ ათის გულისათვის.

33. წავიდა უფალი, როგორც კი შეწყვიტა ლაპარაკი აბრაამთან. აბრაამიც დაბრუნდა თავის ადგილას.

დაბადება 18 თავი
------------------------------
10 კაცის გამოთაც არ დაიღუპებაო!

არ დაიღუპება საქართველო, უბრალოდ დავიდოთ წესად ამ ბოლო კვირას ამის გაკეთება:

ციტატა
გავაძლიეროთ ლოცვები, თითო სანთლით მეტი დავანთოთ, თითო ლოცვით მეტი ვილოცოთ, თითო მოწყალებით მეტი გავიღოთ, ერთით მეტს გავუღიმოთ, ერთით მეტჯერ ვეზიაროთ, ერთით მეტჯერ გავიხსენოთ მოყვასი...



და უფალი შეგვიწყალებს...

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Apr 11 2009, 06:30 PM
პოსტი #87


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ნაწყვეტი უწმიდესის დღევანდელი, ბზობის ქადაგებიდან:

"განსაცდელი, რომელშიც იმყოფება დღეს საქართველო, სულიერი სიმტკიცისთვის მოევლინა ღვთისგან, რწმენის, სიყვარულისა და სასოების სიმტკიცისთვის; არ შეგეშინდეთ, ყველაფერი ღვთის მადლით დამშვიდდება"


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Apr 11 2009, 07:12 PM
პოსტი #88


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



KAIROS


ისე დავიღალე, რომ არაფრის აღარ მეშინია. გრძნობები გამიცვდა კაიროს.

ჩვენი ატრიარქი სულ იმედიანად საუბრობს, არადა, სინათლე არ ცანს გვირაბის ბოლოს sad.gif :ნუ რა ვქნა ცოტას მაინც ვიწუწუნებ, დავიღალე რა:


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Apr 12 2009, 12:53 AM
პოსტი #89


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



KAIROS
ციტატა
ნაწყვეტი უწმიდესის დღევანდელი, ბზობის ქადაგებიდან:

დღევანდელი ქადაგება საიდან?
დღეს ლოცვა იყო, ხვალ არის წირვა და ქადაგებაც. ეგ ალბათ ძველი ქადაგებიდანაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Apr 12 2009, 03:38 AM
პოსტი #90


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
დღეს ლოცვა იყო, ხვალ არის წირვა და ქადაგებაც

ვაა, რა კარგი ხარ დავით biggrin.gif
რა ლოცვაზე ან პარაკლისზე ქადაგება არ მოსულა? biggrin.gif

ისე კი ლაზარეს აღდგომის ეკლესიიდან იყო, ხომ არ მოვიფიქრებდი კაცო, შარშან ამ დროს ვიყავით მშვიდად, ახლა თქვა უწმიდესმა ჩვენს დასამშვიდებლად.

აი წყარო:
------------------

კათოლიკოს-პატრიარქი - არ შეგეშინდეთ, ყველაფერი ღვთის მადლით დამშვიდდება

განსაცდელი, რომელშიც იმყოფება დღეს საქართველო, სულიერი სიმტკიცისთვის მოევლინა ღვთისგან, რწმენის, სიყვარულისა და სასოების სიმტკიცისთვის; არ შეგეშინდეთ, ყველაფერი ღვთის მადლით დამშვიდდება, _ ასე მიმართა დღეს ხალხს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.


პატრიარქმა მართალი ლაზარეს აღდგინების დღესთან დაკავშირებით მართალი ლაზარეს სახელობის ეკლესიაში პარაკლისი გადაიხადა. უწმინდესმა დალოცა მრევლი და საქართველოს სულიერი აღდგომა უსურვა.

ილია მეორემ ტაძრის გარშემო ლიტანიაც შეასრულა, რომლის დროსაც ნაკურთხ წყალს ასხურებდა მლოცველებს.

პარაკლისის დასრულების შემდეგ უწმინდესმა ქადაგებით მიმართა მრევლს. “დღეს ჩვენი ეკლესია დღესასწაულობს ლაზარეს აღდგინებას. როგორც უფალმა აღადგინა ლაზარე, როცა აღარ ჰქონდათ მისი გაცოცხლების იმედი, ასევე აღდგება საქართველო”, _ ბრძანა უწმინდესმა.


ილია მეორემ მრევლს მიმართა, წაიკითხონ ვაჟა-ფშაველას “გამოცხადება”, სადაც იგი წერს, რომ მას გამოეცხადნენ წმინდანები, წინ თამარ მეფე იდგა და ყველა ერთად ამბობდა, რომ საქართველო აღდგება.


“სულიერი აღდგომა უკვე დაწყებულია”,-ბრძანა პატრიარქმა.

Interpressnews

2009.04.11 16:31

http://geotimes.ge/index.php?m=home&newsid=19274&lang=geo

პ.ს.
თუმცა მე შემეშალა ამის დაწერა biggrin.gif
ციტატა
ბზობის ქადაგებიდან:

ბოდიში და ახლა კი მართლა მრავალ ბზობას!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მართა
პოსტი Apr 12 2009, 03:36 PM
პოსტი #91


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,487
რეგისტრ.: 7-July 07
წევრი № 2,399



დათიკო
წმინდა ლაზარეს აღდგინების დღე იყო და მისი სახელობის ტაძარში წარმოთქვა ეგ სიტყვები პატრიარქმა.


--------------------
ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Apr 13 2009, 09:05 PM
პოსტი #92


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



მართა
ციტატა
წმინდა ლაზარეს აღდგინების დღე იყო და მისი სახელობის ტაძარში წარმოთქვა ეგ სიტყვები პატრიარქმა.

აჰა, გასაგებია smile.gif
გმადლობ smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Apr 20 2009, 03:34 AM
პოსტი #93


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



განსაცდელის შესახებ სწავლება უწმიდესის სააღდგომო ეპისტოლედან:


„ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად“ (რუსთაველი)

(თავად იშვიათია, როცა უწმიდესი თავის ეპისტოლეს წინ არარომელიმე სასულიერო შინაარსის ჰიმნს ან წმიდა წერილის რაიმე ადგილს კი არ უმძღვარებს, არამედ პოემიდან აღებულ ციტატას, ეს მნიშვნელოვანია ამ მუხლის შინაარსის მიხედვით, რადგან ის რაც ხმელი გვგონია, რაც ბნელი გვგონია და გამოსავლის გარეშე, სამართლის ქმნა, სიკეთის კეთება, სარწმუნოებრივი ცხოვრება გარდაქმნის ნედლად, ნათლად და ხსნად!-კაიროსი)



"საერთოდ კი, რაც არ უნდა მძიმე იყოს ჩვენი მდგომარეობა, სულით არ უნდა დავეცეთ და სასოწარკვეთილებაში არ უნდა ჩავვარდეთ, რადგან ცალკეულ პიროვნებებსაც და ერსაც განსაცდელი ან რწმენაში განსამტკიცებლად ეძლევა, ან მცდარი გზიდან მოქცევისათვის.

ჩვენს თავს მოწევნული განსაცდელი უმეტეს შემთხვევაში სწორედ მეორე მიზეზით იყო ხოლმე განპირობებული. ეს დღესაც ასეა. ბუნებრივია
, პრობლემებიდან თავის დაღწევის საშუალებაც ჩვენს ხელთაა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა აკისრია, ამიტომაც ყველამ თავისი წილი შეცდომებისა უნდა გამოასწოროს. "


"იცოდეთ ისიც, რომ შეიძლება კეთილდღეობა უბედურებაზე საშიში იყოს და პირიქით, უბედურებამ შეიძლება კეთილდღეობაზე მეტი სიკეთე მოუტანოს კაცს. ოცწლიანი გარდამავალი პერიოდით დაღლილი, გაწამებული და გაღატაკებული ჩვენი მოსახლეობა ხშირად ჩივის: ნეტავ არ დავბადებულიყავ, როდემდე უნდა ვეწამო? სად არის სამართალი? სულ მე რატომ უნდა ვიტანჯო?.. რაც უმძიმესი ცოდვის, - მცირედმორწმუნეობის გამოვლინებაა და არასწორი ცხოვრებისა და აზროვნების შედეგია.

უფალი ხომ იმაზე მძიმე ჯვარს არ მოგვცემს, რისი ტარებაც არ ძალგვიძს. ამასთან, მოვლენებს სულიერი თვალით უნდა შევხედოთ. განა ნებისმიერ დროში ნებისმიერი აღმსარებლობის პიროვნებამ არ იცოდა და არ იცის, რომ ყოველივე წარმავალია: ახალგაზრდობაც და სილამაზეც, ჯანმრთელობაც და ავადმყოფობაც, სიმდიდრეც და სიღარიბეც, პატივიც, თანამდებობაც და თვით სიცოცხლეც?

ასე რომ, ნუ დარდობ და შფოთავ იმისთვის, რაც დღეს არის და ხვალ აღარ იქნება. "


........


ქრისტე აღდგა!

ჭეშმარიტად აღდგა!

უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
soso5
პოსტი Apr 24 2009, 11:01 AM
პოსტი #94


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 264
რეგისტრ.: 31-March 08
წევრი № 4,381



მოგესალმებით ჩემო კარგებო.ძალიან მომენატრეთ ყველანი და არვიცი რამდენად მოგეწონებათ ,მაგრამ გადავწყვიტე ახალი თემით შემოვსულიყავი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kmunebi
პოსტი Apr 24 2009, 11:17 AM
პოსტი #95


ლაშა–გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,367
რეგისტრ.: 11-April 08
მდებარ.: ბათუმი (Porto Franco)
წევრი № 4,538



მე ვფიქრობ ჩემს ხელმოწერაშია ამის პასუხი... smile.gif


--------------------
"გამარჯვება ერთისა თუ მეორისა, ჰოსი თუ არასი, ყოველთვის არა ჰნიშნავს ჭეშმარიტების გამარჯვებას, მაგრამ მაინც ჰოსა და არას ჭიდილია ერთად-ერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა"

ილია ჭავჭავაძე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი Apr 24 2009, 11:18 AM
პოსტი #96


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



ციტატა(soso5 @ Apr 24 2009, 11:01 AM) *

მოგესალმებით ჩემო კარგებო.ძალიან მომენატრეთ ყველანი და არვიცი რამდენად მოგეწონებათ ,მაგრამ გადავწყვიტე ახალი თემით შემოვსულიყავი.


ჩემი გამოცდილებიდან ვიცი, რომ როცა განსაცდელები მაქვს, მაშინ უფრო მეტად ვეძიებ უფლის სახეს...
როცა პრობლემა არ არის ჩემდა უნებურად უფალზე თითქოს ნაკლებად ვფიქრობ...

სამწუხაროდ ასეა ადამიანი.. sad.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
soso5
პოსტი Apr 24 2009, 11:22 AM
პოსტი #97


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 264
რეგისტრ.: 31-March 08
წევრი № 4,381



ციტატა(kmunebi @ Apr 24 2009, 11:17 AM) *

მე ვფიქრობ ჩემს ხელმოწერაშია ამის პასუხი... smile.gif

მართალი ხარ ,მაგრამ ადამიანების უმრავლესობა გაურბივართ განსაცდელს და არა გვიყვარს იგი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kmunebi
პოსტი Apr 24 2009, 11:24 AM
პოსტი #98


ლაშა–გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,367
რეგისტრ.: 11-April 08
მდებარ.: ბათუმი (Porto Franco)
წევრი № 4,538



soso5


უნდა შევიგნოთ, რომ განსაცდელი დასჯის მეთოდი კი არაა, არამედ უფლის სიყვარულის გასაძლიერებლადაა მოვლენილი. smile.gif


--------------------
"გამარჯვება ერთისა თუ მეორისა, ჰოსი თუ არასი, ყოველთვის არა ჰნიშნავს ჭეშმარიტების გამარჯვებას, მაგრამ მაინც ჰოსა და არას ჭიდილია ერთად-ერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა"

ილია ჭავჭავაძე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Apr 24 2009, 11:25 AM
პოსტი #99


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



თემა განსაცდელის შესახებ უკვე არსებობს წმ. წერილის განყოფილებაში smile.gif

http://church.ge/index.php?showtopic=6018&st=80


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
soso5
პოსტი Apr 24 2009, 11:37 AM
პოსტი #100


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 264
რეგისტრ.: 31-March 08
წევრი № 4,381



ციტატა(sergi_glaxa @ Apr 24 2009, 11:18 AM) *

ჩემი გამოცდილებიდან ვიცი, რომ როცა განსაცდელები მაქვს, მაშინ უფრო მეტად ვეძიებ უფლის სახეს...
როცა პრობლემა არ არის ჩემდა უნებურად უფალზე თითქოს ნაკლებად ვფიქრობ...

სამწუხაროდ ასეა ადამიანი.. sad.gif

მეც მასე ვფიქრობ ჩემო ძმაო,სრულიად მართალი ხარ.ადამიანს განსაცდელი უფრო აპოვნინებს ხოლმე უფალს ვიდრე ლხინი და განცხრომა.ზოგს დიდი განსაცდელების გამოვლა უხდება,ზოგს არც ისე დიდი?მტავარი მაინც ისაა რომ ეკლესიამდე მივიდეს ადამიანი და გახდეს მისი მრევლი,და უფალი მას უნუგეშოდ არ დატოვებს მას.

ციტატა(kmunebi @ Apr 24 2009, 11:24 AM) *

soso5
უნდა შევიგნოთ, რომ განსაცდელი დასჯის მეთოდი კი არაა, არამედ უფლის სიყვარულის გასაძლიერებლადაა მოვლენილი. smile.gif

უნდა შევიგნოთ მაგრამ ადვილი არაა ნამდვილად.ალბათ დრო უნდა ამ ყველაფერს და ლოცვა რომ უფალმა თვითონ მოგილბოს გული და შეგაგრძნობინოს და მიგახვედროს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

9 გვერდი V « < 3 4 5 6 7 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th June 2025 - 08:19 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი