სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| KAIROS |
Mar 7 2009, 09:20 AM
პოსტი
#1
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
დათიკომ სწორად დაწერა, აშკარად ჩავარდნილია ეს განყოფილება, ამიტომ გადავწყვიტე კიდევ ერთი თემა გავხსნა აქ.
ახლა მინდა ისეთ რამეზე ვისაუბროთ, რაც ყველა ჩვენგან ეხება, სხვადასხვაგვარად, ზოგს ფიზიკური ტკივილით, ზოგს სულიერით, ზოგს ახლობლის დაკარგვით, ზოგს ვინმეს მიერ გაცუცურაკებით, მეგობრის ღალატით. სხვადასხვა სახისაა განსაცდელი... ასე ამბობს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი: განსაცდელი – ისეთ შემთხვევას ეწოდება, რომელიც კაცს რომელიმე ცოდვაში ჩააგდებს. ადამიანს შეუძლია წინასწარ გამოიცნოს სად ან ვისთან, ან რომელ საქმეში ნახავს განსაცდელს და თავი აარიდოს მას; განსაცდელი ისეთი გარემოება ან შემთხვევაა, რომელშიც კაცმა თავისი სულის ნამდვილი თვისებები უნდა გამოამჟღავნოს. ცხოვრებაში ასეთი შემთხვევა თუ გარემოება მრავალია: სიხარული და მწუხარება, ბედნიერება და უბედურება, შიში, დევნა, სნეულება, მოყვაისს სიკვდილი და სხვ. ღმრთის განგებით კაცს განსაცდელი იმისთვის შეემთხვევა, რომ კაცმა თავისი ღირსება შეაფასოს და საკუთარი თავი შეიცნოს. განსაცდელის გარეშე სულიერი წარმატება შეუძლებელია; იგი აზრს აღამაღლებს, ცნობიერებას წმენდს, და ზნეობას ასწორებს. განსაცდელი გამაფრთხილებელია კაცისა. ყურძნის მტევანი თუ არ გაიჭყლიტა, ღვინო არ დადგება; მსგავსადვე, კაცის სული თუ არ შევიწროვდა, კარგ ნაყოვს ვერ გამოიღებს. ყოველი განსაცდელი დიდი ყურადღებით და გონიერებით უნდა მოიხმაროთ. პირველ რიგში, ბოროტებამ არ უნდა დაგაღონოს და მხნეობა არ უნდა დაგაკარგვინოს; მეორედ, უნდა ეცადო, რომ განსაცდელი შენს სასარგებლოდ გადააქციო. მწუხარებიდან სიხარული გამოიყვანე, უბედურებიდან – სიკეთე და წარმატება. ამას კი მაშინ შეძლებ, თუ სასოებითა და სარწმუნოებით აღიჭურვები და ყოფაქცევას გამოისწორებ. თუ განსაცდელი გეწია, ღმერთს მადლობა შესწირე, მოითმინე და თავი დაიმდაბლე. ვისაუბროთ წმ. წერილის მაგალითებზე და მამათა განმარტებებზე, რაა განსაცდელი და ბიბლიის მაგალითზე ( ისევ მართლმადიდებლური სწავლებების მიხედვით, სექტანტებს აქ არაფერი ესაქმებათ) ვნახოთ, როგორ ხდებოდა განსაცდელის გადატანა... ორ მაგალითს შეგახსნებთ: პეტრეს მიერ უფლის სამჯერ უარყოფაზე და იობზე... ერთი ახალი აღთქმა, ერთიც ძველი, ერთი სულიერი ტკივილია, მეორე ფიზიკურ-მფშვინვიერი... რა უნდა ყოფილიყო ამაზე მეტი ტკივილი, რაც პეტრემ განიცადა? როცა "მწარედ ატირდა"? როცა მან, უამრავი სასწაულის, კურნების, ფერისცვალების მხილველმა უფალი სამჯერ უარყო? რა უნდა წარმოაჩენდეს ასე ძლიერ ადამიანური ბუნების სისუსტეს და უფლის წყალობის სიდიადეს? ლუკა 22 თავი 54. და ვითარცა შეიპყრეს იგი, წარიყვანეს და შეიყვანეს სახლსა მღდელთ-მოძღურისასა. ხოლო პეტრე მისდევდა შორით. 55. და აღაგზნეს ცეცხლი შორის ეზოსა მას და გარე მოასხდეს იგინი; დაჯდა პეტრეცა შორის მათსა. 56. და იხილა იგი მჴევალმან ვინმე მჯდომარე ნათელსა მას, მიჰხედა მას და თქუა: ესეცა მის თანა იყო. 57. ხოლო მან უვარ-ყო და თქუა: დედაკაცო, არა ვიცი იგი. 58. და მცირედრე შემდგომად იხილა იგი სხუამან და თქუა: და შენცა მათთანაჲ ხარ. ხოლო პეტრე თქუა: კაცო, არა ვარ მათთანაჲ. 59. და ვითარცა წარჴდა ჟამი ერთი, სხუაჲ ვინმე დაამტკიცებდა და იტყოდა: ჭეშმარიტად ესეცა მის თანავე იყო, და რამეთუ გალილეველ არს. 60. ხოლო პეტრე ჰრქუა მას: კაცო, არა ვიცი, რასა იტყჳ. და მეყსეულად, ვიდრე იტყოდაღა იგი ამას, ქათამმან იყივლა. 61. და მოიქცა უფალი და მიხედა პეტრეს. და მოეჴსენა პეტრეს სიტყუაჲ იგი უფლისაჲ, რომელ ჰრქუა მას, ვითარმედ: ვიდრე ქათმისა ჴმობადმდე სამ-გზის უვარ-მყო მე. 62. და განვიდა გარე და ტიროდა მწარედ. და აი ნუგეშინისცემაც, რომელიც უცილობლად მოსდევს ნამდვილ სინანულს იოანე თავი 21 15. ... ჰრქუა სიმონ-პეტრეს იესუ: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა უფროჲს ამათსა? ჰრქუა მას პეტრე: ჰე, უფალო, შენ უწყი, რამეთუ მიყუარ შენ. ჰრქუა მას იესუ: აძოენ კრავნი ჩემნი. 16. ჰრქუა მას მერმეცა მეორედ: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა? ჰრქუა მას პეტრე: ჰე, უფალო, შენ იცი, რამეთუ მიყუარ შენ. ჰრქუა მას იესუ: დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი. 17. კუალად ჰრქუა მას იესუ მესამედ: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა? შეწუხნა პეტრე, რამეთუ ჰრქუა მას მესამედ: გიყუარ მე? და ჰრქუა მას: უფალო, შენ ყოველი უწყი და ყოველი იცი, რამეთუ მიყუარ შენ. ჰრქუა მას იესუ: დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი. და იობი, წოდებული მრავალტანჯულად, ღმერთის ამარად დარჩენილი, დაკარგა ყოველივე რაც შეიძლება ადამიანმა დაკარგოს, რწმენის გარდა. დაკარგა შვილები, ქონება, მეგობრები, ცოლიც განუდგა... და მაინც ამბობს იობი "21. თქვა: შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი. 22. მაინც არ შეუცოდავს იობს და ღვთის აუგი არ დასცდენია. " იობი თავი 1... გააგრძელეთ -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS წმ. წერილი განსაცდელის შესახებ Mar 7 2009, 09:20 AM
ნაინა
კატუშა გადაუგდებს... Apr 24 2009, 11:40 AM
Funkenstein მამა თეოდორე გიგნა... Apr 24 2009, 11:41 AM
soso5
მამა თეოდორე გიგნ... Apr 24 2009, 11:54 AM
KAIROS
მაგის იმედი ისევე ... Apr 24 2009, 12:25 PM
soso5
მაგის იმედი ისევე ... Apr 24 2009, 07:14 PM
Funkenstein არა უბრალოდ დიდი მ... Apr 24 2009, 12:48 PM
ლილიანა განსაცდელი " არაფ... Apr 24 2009, 01:28 PM
BOO რატო მოდის დიდი გა... Apr 24 2009, 02:58 PM
ნაინა soso5
არც ვაპირებ, უბრ... Apr 24 2009, 07:17 PM
soso5
soso5
არც ვაპირებ, უბრ... Apr 24 2009, 08:00 PM
მხევალი ნინო ნაინა
მე მგონი ჯობ... Apr 24 2009, 09:40 PM
soso5
ნაინა
მე მგონი ჯობ... Apr 26 2009, 02:15 PM
მხევალი ნინო soso5
სოსო ჩემო, შენ თ... Apr 26 2009, 02:40 PM
soso5
[b]soso5
ნება თ... Apr 26 2009, 08:28 PM
abo
განსაცდელი ცოდვებ... Apr 26 2009, 03:04 PM
KAIROS
პირველი მე მოგეცი ... Apr 26 2009, 10:04 PM
მხევალი ნინო soso5
ვაიმე, სოსო კარ... Apr 27 2009, 10:21 AM
KAIROS ცოტა დავიკარგე და ... Apr 28 2009, 04:55 AM
დათიკო soso5
მივუერთებ ამ თემ... Apr 28 2009, 11:46 AM
KAIROS ძალიან მომეწონა შე... May 1 2009, 04:20 AM
KAIROS მაშ ასე მოდი დავსვ... May 9 2009, 08:39 AM
staywhite
მაშ ასე მოდი დავსვ... May 16 2009, 02:58 AM
მაშიკო
მაშ ასე მოდი დავსვ... Jun 14 2009, 04:51 PM
tustusa-gogo შეიძლება რომ გავცე... May 14 2009, 11:22 AM
დათიკო ყველაზე ხშირად მაშ... May 14 2009, 10:02 PM
staywhite დათიკო
რა ვიცი, ჩემ... May 15 2009, 12:56 AM
KAIROS მადლობა ტუსტუს, სა... May 15 2009, 04:11 AM
დათიკო staywhite
ცხადია, უფალს ჩ... May 15 2009, 11:54 AM
MISS N... ყოველთვის,ყველა გა... May 15 2009, 04:28 PM
დათიკო უწმინდესს უყვარს ხ... May 15 2009, 05:20 PM
KAIROS საინტერესოა და ვთხ... May 16 2009, 03:06 AM
death კარგი თემაა...
ადრე ... May 20 2009, 01:50 AM
დათიკო death
ძალიან კარგი და... May 20 2009, 10:36 AM
KAIROS
სიკვდილას სიცოცხ... May 20 2009, 11:09 AM
მხევალი ნინო death
მე კი ვფიქორბ, რ... May 23 2009, 09:11 AM
KAIROS იქნებ ბევრმა შეეცა... Jun 14 2009, 03:47 AM
VisualBB
მაშ ასე ისევ ვიმეო... Jun 14 2009, 11:45 AM
VisualBB განსაცდელი, მართLა... Jun 14 2009, 11:25 AM
VisualBB მაშიკო
გეთანხმები ... Jun 14 2009, 10:28 PM
KAIROS რაა შიში განსაცდელ... Jun 24 2009, 11:48 AM
ქევანა 1. რაა და როდის მოდი... Jun 24 2009, 02:23 PM
მხევალი ნინო ეხლა ჩემს თავს გან... Jun 26 2009, 09:41 AM
KAIROS ყველაფერი კარგად ი... Jun 26 2009, 11:52 AM
KAIROS Через искушения гордый при... Jul 2 2009, 12:33 AM
KAIROS საინტერესო ამონარ... Oct 26 2009, 01:37 PM
Atman KAIROS
მე კი საერთოდაც ... Oct 26 2009, 02:00 PM
KAIROS ამიტომაა ეს ლოცვა ... Oct 26 2009, 05:35 PM
newbie
რა ლამაზი სიტყვებ... Oct 26 2009, 11:40 PM
Doc შეგიზლია მიუთიტო წ... Oct 28 2009, 08:02 PM
KAIROS
ვააა, პატივია დოკ :) ... Oct 29 2009, 04:03 AM
მხევალი ნინო KAIROS
ამ სიტყვებმა შ... Oct 29 2009, 11:02 AM
Doc გმადლობ შეფასების... Oct 29 2009, 03:19 PM
KAIROS წმიდა ბერი ალექსი (... Nov 9 2009, 09:06 PM
KAIROS ევტონიოს დიაკონის... Nov 24 2009, 10:23 AM
lingvo ენისათვის არაფერი... Nov 24 2009, 10:51 AM
elusia მინდა ეს გაუგებრობ... Mar 19 2010, 03:41 PM
მხევალი ნინო elusia
სამწუხაროდ, მე ... Mar 19 2010, 06:46 PM
elusia მე კი ვფიქრობდი მი... Mar 19 2010, 08:56 PM
afxazi elusia
შინაარსი გასაგე... Mar 19 2010, 09:33 PM
elusia მადლობთ.
კი მაგრამ ... Mar 19 2010, 09:59 PM
KAIROS წმიდა ზოსიმე პალეს... Mar 20 2010, 05:50 AM
elusia თუ ყველა უბედურება... Mar 20 2010, 04:01 PM
newbie elusia
საცოდავი ეშმაკ... Mar 20 2010, 11:28 PM
elusia ეშმაკი რომ საცოდავ... Mar 21 2010, 01:01 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th July 2026 - 09:16 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი