![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
ქევანა |
![]()
პოსტი
#361
|
![]() მთვლემარე დრაკონი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 ![]() |
ციტატა მოკლედ სამებაში ჩემს ჯინაზე ვარდები მგონი ღამით გასხლეს, რომ მე ტოტები არ დამერგო და არ გამეხარებინა..აბა ეგ როგორ შეიძლება აუ რით გიშველო ![]() -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
sergi_glaxa |
![]()
პოსტი
#362
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,015 რეგისტრ.: 12-December 07 წევრი № 3,400 ![]() |
დღეს ავკრიოფე სავარაუდოდ მინიმუმ 1 კვირის წინ გასხლული ნახევრად დამჭკნარი ვარდის ტოტები..ვნახოთ თუ გაიხარებენ...
სოფელში დიდი საქმიანობაა..ბაღები მივხანით და ვემზადები დასარგავ დასათესად...ისპანახი დეკემბერში დავთესე (თბილი თვე იყო) და უკვე ამოსულია...ვარდებიც დავრგე..მოკლედ ნელნელა გაზაფხული მოდის სოფლად და ამ მოსვლის თვითმხილველობა დიდი პატივია ჩემთვის ![]() |
k@the |
![]()
პოსტი
#363
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 ![]() |
sergi_glaxa
მოახერხე მოგროვება? კარგია, იმედია გაიხარებენ შენი ვარდები. ![]() მე პამიდორი დავთესე ქოთანში და ამოვიდა. ![]() ![]() -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
Giorgi- |
![]()
პოსტი
#364
|
![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,280 რეგისტრ.: 23-May 07 წევრი № 2,001 ![]() |
სალამი! რამდენიმე კითხვა მაქვს და თუ შეგიძლიათ ამომწურავი პასუხი რომ გამცეთ? 1.ერთ ეზოში მინდა ბალახის დათესვა, გავიგე რომ კოინდარი–ს გარდა სხვა ბალახი თითქმის არ არსებობს საქართველოში. კარგი ბალახია? თუ სხვაც ვეძებო მაინც? 2. ბალახის თესლი რაღაც მეძვირა, 1 კგ 35 ლარი. ყოფნის სულ რაღაც 25 კვ მ–ს. მე ბევრი მჭირდება შესაბამისად რეალური ფასია, თუ ქალაქელ ხალხს გვაბოლებენ ![]() 3. რაც მთავარია 1 და 2–ს გათვალისწინებით, სად არის შესაბამისი მაღაზიები/ბაზრები? 4. ეზო უნდა დაიბაროს, გაითოხნოს – გასაგებია, მაგრამ სასუქის თავი არ მაქვს, ვერ გაიხარებს ისე? თავისით ამოდის ხოლმე ტყეში და... 5. თუ სასუქი მანდამაინც პრობლემა არ არის, როგორ უნდა დაითესოს, რამე სპეციფიკურია საჭირო? 6. ბალახი მინდა მთელს ფართობზე, ხის ძირების ჩათვლით, მანდამაინც მზიანი და გაშლილი ადგილი უნდა? 7. ზამთარშიც რომ მწვანე იყოს შელოცვა უნდა თუ ჯიშია სპეციალური ? ![]() 8. მოვლას რაც შეეხება... გეიხარეთ |
sergi_glaxa |
![]()
პოსტი
#365
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,015 რეგისტრ.: 12-December 07 წევრი № 3,400 ![]() |
მოგესალმებით მეურნეობის მოყვარულებო..რომლებიც არც ისე ბევრნი ვართ
![]() მოკლედ დიდი შრომა საქმიანობაა სოფელში... წელს გვიანი წელიწადია ძალიან განსაკუთრებით შიდა ქართლში...ზამთარმა კუდი მოიქნია და ლამის აპრილსაც გადმოსწვდა..ხოდა თუკი თესვა უნდა მარტში დაწყებულიყო, აპრილის ბოლოს და მაისის დასაწყისში დავიწყეთ... გარდა ამისა მიწის დამუშავება ძალიან გაძვირებულია..საწვავი 2.35 ლარი ღირს..წარმოიდგინეთ ერთი მეასედი მიწის მოხვნა ღირს საშუალოდ 1ლ დიზელი და ერთი ლარი (კერძოდ), ხოლო მთავრობის ჩამოყვანილი ტრაქტორი ცოტა იაფად - მეასედი 1.50 (ეს საწვავის ფასსაც გულისხმობს).. ახლა გადაიანგარიშეთ რა გამოდის 20 მეასედი ნაკვეთის დამუშავება..მერე მარტო მოხვნა ხომ არ არის- კულტივაცია, და სხვა სამუშაოებეი რაც ტრაქტორით კეთდება..სემდეგ სათესლე მასალა..შემდეგ სასუქები, შემდეგ შხამ ქიმიკატები....მერეკი შეიძლება ისეთი სეტყვა მოვიდეს ეს ნაწვალევი მიწასთან გაასწოროს... ახლა მტელი ცხოველთა სამყაროც გლეხს ებრძვის: ამასწინათ ლოკოკინებმა გოგრის ნერგები შემიჭამეს..პირველად ვნახე ასეთი რამ.. (მარილის შინებიათ თურმე და რაც გადამირჩა მარილს მოვაყრი ![]() თხუნელებმა პამიდვრის ნერგების ქვეშ გვირაბები გაიყვანეს და გამინახევრეს დასარგავი ჩითილი..რას იზავ მათი წესია ასეთი... მიუხედავად ამისა მაინც კარგია სოფელში შრომა... სხვა ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით ![]() |
ႲႭႡႰႠႬ |
![]()
პოსტი
#366
|
![]() ტყეების მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 ![]() |
sergi_glaxa
გლეხი კაცითვინ არავინ არაა, ლოკოკინების და თხუნელების გარდა -------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
A.V.M |
![]()
პოსტი
#367
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
...
-------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
![]()
პოსტი
#368
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
წლევანდელი პომიდვრის მოსავალი(შიდა ქართლი)
მოკლედ თუ ვინმეს ეს თემა აინტერესებს,მოვახსენებ რა ვითარებაა ამ მხრივ. ე.ი.ეხლა დავბრუნდი სახლში პომიდვრის კრეფის შემდეგ და პირადად მე შარსანდელზე უკეთესი მოსავალი მაქვს,მართალია არც ისე კარგია მოსავალი(როგორიც თუნდაც ხორბლისა იყო)თუმცა რაცაა ვმადლობთ ღმერთს.ჩვენს თავს კი ეყოფა) მაგრამ ცოტა განსხვავებული ვითარებაა მათთან ვინც ამ მოსავლის გაყიდვით ირჩენს თავს,როგორც ისინი ამბობენ,ბაზარში ქართული პომიდორი თითქმის არ იყიდება,რადგან მყიდველი ვერ პოულობს განსხვავებას ქართულსა და ირანულ(ან ნებისმიერ უცხოქვეყნიდან შემოტანილ მოსავალში)და უცხოურის დაბალი ფასიდან გამომდინარე მის პროდუქტს ყიდულობს,ქართული მოსავალი ძალიან ნაკლები რაოდენობით იყიდება რაც იწვევს იმას,რომ რამდენიმე დღეში უკვე გადასაყრელია,და მოგებას ვინ ფიქრობს,ხალხი ზარალში მოდის(თესლის ყიდვა,მორწყვის გადასახადი,დამუშავების გადასახადი,)ფიზიკურ შრომაზე საუბარიც ხომ ზედმეტია. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
sergi_glaxa |
![]()
პოსტი
#369
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,015 რეგისტრ.: 12-December 07 წევრი № 3,400 ![]() |
წლევანდელი პომიდვრის მოსავალი(შიდა ქართლი) მოკლედ თუ ვინმეს ეს თემა აინტერესებს,მოვახსენებ რა ვითარებაა ამ მხრივ. ე.ი.ეხლა დავბრუნდი სახლში პომიდვრის კრეფის შემდეგ და პირადად მე შარსანდელზე უკეთესი მოსავალი მაქვს,მართალია არც ისე კარგია მოსავალი(როგორიც თუნდაც ხორბლისა იყო)თუმცა რაცაა ვმადლობთ ღმერთს.ჩვენს თავს კი ეყოფა) მაგრამ ცოტა განსხვავებული ვითარებაა მათთან ვინც ამ მოსავლის გაყიდვით ირჩენს თავს,როგორც ისინი ამბობენ,ბაზარში ქართული პომიდორი თითქმის არ იყიდება,რადგან მყიდველი ვერ პოულობს განსხვავებას ქართულსა და ირანულ(ან ნებისმიერ უცხოქვეყნიდან შემოტანილ მოსავალში)და უცხოურის დაბალი ფასიდან გამომდინარე მის პროდუქტს ყიდულობს,ქართული მოსავალი ძალიან ნაკლები რაოდენობით იყიდება რაც იწვევს იმას,რომ რამდენიმე დღეში უკვე გადასაყრელია,და მოგებას ვინ ფიქრობს,ხალხი ზარალში მოდის(თესლის ყიდვა,მორწყვის გადასახადი,დამუშავების გადასახადი,)ფიზიკურ შრომაზე საუბარიც ხომ ზედმეტია. 1 საათის წინ გავატანე ჩემი მოყვანილი პომიდორი იმერელ ვაჭრებს.. 30 კილოიანი ყუთი 8 ლარად..ხომ წარმოგიდგენიათ?! საკმაოდ დავიღალე..ორი დრეა მარტო ვკრეფდი..თან ამ პომიდორს წვიმების შემდეგ ათასგვარი დაავადება ედება...ჩემს პამიდორს როგორც ბევრი სხვისას ე.წ. კიბო ედება.. ერთ ორ დღეში ამ დაავადებამ შესაძლოა მთელი ჰექტარი გაანადგუროს... ამიტომ ხვალე უნდა მოვწამლო ალბათ ბოროდოს ნარევით...ამ წამლობას და სასუქებს იმდენი თანხა უნდა რომ...მაგრამ მაინც უფალს მადლობა, რომ მოსავალი მოვიდა და იმაზე მეტი მაქვს (ნარურის სახით) რაც მჭირდება... დიდება უფალს ყველაფრისათვის! კიდევ სხვა საკითხები ![]() უპირველესად მიხარია რომ ამ თემაში გამოიჩნდნენ დაინტერესებული ხალხი ![]() გარდა პამიდვრისა და კომბოსტოსი არსებობს სხვა კულტურებიც, რაც უფრო სემოსავლიანი შეიძლება იყოს... წინა წელს ვისაც კომბოსტო ჰქონდა, დიდი მოგება ნახა, ამიტომ კომბოსტო წელს უამრავი დაირგო, იქაც სადაც არასოდეს დაურგავთ..ამიოტომ კაპიკის ფასი ღირს და არც არავის უნდა..ნაადრევი ჯიშის კომბოსტო უკვე ბაღებში ყარს და საქონელს აჭმევენ... პომიდორიც ასეა...დაირგო იმდენი, რომ ...კახეთში ვიყავი 3 დღის წინ , იმდენი პომიდორია რომ.... მაგრამ მე დავრგგე და დავთესე საგვიანო კულტურები, რომელიც ნოემბრისათვის იქნება გასაყიდი, და რომელსაც ნაკლებად თესავენ და რგავენ... მწვანე სალათი, დიდი მოვლა არ უნდა, ახლა უკვე სეგიძლიათ დათესვა და მოსავლის აღება შეგიძლიათ 6-8 კვირაში ![]() ქინძი ![]() |
A.V.M |
![]()
პოსტი
#370
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
ციტატა უპირველესად მიხარია რომ ამ თემაში გამოიჩნდნენ დაინტერესებული ხალხი დაინტერესებული რა. სოფელში რომ ცხოვრობ მეტი გზა არაა. თან იმდენად სასიამოვნო და საინტერესოა მეურნეობა,რომ... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
sergi_glaxa |
![]()
პოსტი
#371
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,015 რეგისტრ.: 12-December 07 წევრი № 3,400 ![]() |
|
ალექსანდრე |
![]()
პოსტი
#372
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 ![]() |
პამიდორს მე ვიყიდიდი ახლოს რომ იყოთ ბაზარში ყიდვას მირცჰევნია, ის მაინც მეცოდინება რას ვყიდულობ
-------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
sergi_glaxa |
![]()
პოსტი
#373
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,015 რეგისტრ.: 12-December 07 წევრი № 3,400 ![]() |
წითელი ბოლოკი (წლის)..შესაძლოა თბილ მხარეში მოასწროს ნაყოფის დასრულება..ცივ ადგილებში უკვე ცოტა დაგვიანებულია..შავი ბოლოკი კი სულ დაგვიანებულია...
აი თვის ბოლოკი (1 თვეში შემოდის) მოასწრებს თავისუფლად... ![]() პამიდორს მე ვიყიდიდი ახლოს რომ იყოთ ბაზარში ყიდვას მირცჰევნია, ის მაინც მეცოდინება რას ვყიდულობ კი, მაგრამ ტრანსპორტირება ძვირი დაგიჯდება..გააჩნია თან რამდენს ყიდულობ.. ისე კი იცოდე შხამქიმიკატების და სასუქების გარეშე პამიდორი არსად აღარ მოყავთ..თითქმის.. ![]() |
A.V.M |
![]()
პოსტი
#374
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
სერგი ეგ ყველაფერი კარგი,მაგრამ რა მეურნეობა გაქვს თუ გვეტყვი ძალიან კარგი იქნება(მე მაინტერესებს საკმაოდ)
იქამდე კი ჩემსას მოგახსენებ. ნუ,დიდი ფერმერი და აგრონომი არ ვარ მაგრამ მაქვს:კარტოფილის,სიმინდ-ლობიოს,კიტრისა და პომიდვრის ნარგავები,რომლებიც კოლოსალური რაოდენობით არ მოდის,თუმცა საკმაოდ კმაყოფილი ვარ. გარდა ამისა ვთესავ ხორბალს(რომელმაც წელს ყველა მოლოდინს გადააჭარბა)აგრეთვე საქონლის საკვებ ბალახს(იონჯა,ექსპარსეთი)როგო ც ყველას მყავს წვრილფეხი და მსხვილფეხი,აგრეთვე 10 სკამდე ფუტკარი. გარდა ამისა რამოდენიმე წლის ჩაყრილი მაქვს ხე-ხილის ბაღი,სადაც დარგულმა ხეებმა,უკლებლივ ყველამ გაიხარეს,ესენია:ქლიავი,ბალი,ა უბალი,ალუჩა,ვაშლი,ატამი,მსხა ი. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
georgios |
![]()
პოსტი
#375
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,263 რეგისტრ.: 13-August 11 წევრი № 11,439 ![]() |
A.V.M
ციტატა აგრეთვე 10 სკამდე ფუტკარი. თითო სკაზე მიახლოვებით რამდენი მოგდის თაფლი? -------------------- დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა - ხატების სევდას, ფრესკების სევდას... |
A.V.M |
![]()
პოსტი
#376
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
რაშია საქმე იცი გეორგიოს.
ზოგი სკა ძლიერია,ზოგი ახალნაყარი,ზოგი შეერთებული,ზოგს ახალი დედა ჩავუსვი და.ა.შ. ამ და სხვა მიზეზების გამო(+ძალიან ცუდი სეზონი იყო ფუტკრისთვის) რამოდენიმე სკიდან წელს საერთოდ არ ამომიღია თაფლი,მაგრამ თითო გამართული სკა,წელიწადში საშუალოდ 20კგ.თაფლს იძლევა. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
georgios |
![]()
პოსტი
#377
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,263 რეგისტრ.: 13-August 11 წევრი № 11,439 ![]() |
A.V.M
ციტატა რაშია საქმე იცი გეორგიოს.ზოგი სკა ძლიერია,ზოგი ახალნაყარი,ზოგი შეერთებული,ზოგს ახალი დედა ჩავუსვი და.ა.შ.ამ და სხვა მიზეზების გამო(+ძალიან ცუდი სეზონი იყო ფუტკრისთვის)რამოდენიმე სკიდან წელს საერთოდ არ ამომიღია თაფლი,მაგრამ თითო გამართული სკა,წელიწადში საშუალოდ 20კგ.თაფლს იძლევა. მომინდა ფუტკრის ყოლა. ერთი სამი სკა მგონი ურიგო არ იქნებოდა. -------------------- დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა - ხატების სევდას, ფრესკების სევდას... |
A.V.M |
![]()
პოსტი
#378
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
მინიმუმ ორი სკა იყოლიე პირველ ეტაპზე.
(ჩემი რჩევაა) -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
georgios |
![]()
პოსტი
#379
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,263 რეგისტრ.: 13-August 11 წევრი № 11,439 ![]() |
A.V.M
ციტატა მინიმუმ ორი სკა იყოლიე პირველ ეტაპზე.(ჩემი რჩევაა) ჰო, მასე ვფიქრობ მეც... ჯერ კიდევ კარგად დავგეგმავ. ძალიან მომწონს ფუტკარი. მათი ცხოვრების წესი. ნუ თაფლი თავისთავად მიყვარს ![]() -------------------- დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა - ხატების სევდას, ფრესკების სევდას... |
A.V.M |
![]()
პოსტი
#380
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
თუ დაინტერესებული ხარ და გცალია მაგარი ადვილია,სასარგებლო და სასიამოვნო საქმე.
-------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 05:51 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი