IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

4 გვერდი V  1 2 3 > »   
Closed TopicStart new topic
> ზღაპრული და არნახული კაცის იუბილე!!!, მივულოცოთ Giorgi-ს !!!
გიორგი
პოსტი Mar 18 2009, 11:27 PM
პოსტი #1


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



IPB-ს სურათი

"ლოთი არა ვარ და ლოთივით დავიარებიიი
გულში რამდენი ჭრილობა მაქვს და იარებიიი...!"


ჯიგრიანო და სხვა სიყვარულის ფორუმელებო, დღეს ზღაპრული და არნახული კაცის იუბილეა! smile.gif

ძვირფასო სუფრის წევრებო, დღეს ჩვენ ვზეიმობთ ჩვენი ფორუმის კოლორიტის, უზარმაზარი შეგნების პატრონის, ლეგენდარული მეღვინის, გზებზე სუფრების გადამფენის, დუქნების, სახაშეების და რესტორნების ქსელების მფლობელის, კაცური სტუმრების მოყვარულის და მოყვარების კაცურად გამსტუმრებელის, სმა-ჭამის აკადემიკოსის, მოლხენის სპეციალისტის და ჩვენს ქალაქში საარაკოდ ქცეული სახალხო მთქმელის გოგი ჟირონოვიჩ ბრეგაძის (იგივე Giorgi-) დაბადებიდან 27 წელიწადის შესრულებას! biggrin.gif

რა მაგის პასუხია და სანამ ამ წარმოუდგენელი ღვაწლის მქონე პიროვნების განხილვას შევუდგებოდეთ, ვინც არ იცნობთ გეტყვით რომ სურათზე გამოსახულია ღვინომოკიდებული გოგი ჟირონოვიჩი, როდესაც იგი "სიტყვაში" გამოდის სოფლის სკოლასთან არსებულ სამიკიტნოში, ვაზის ლერწისგან მოწნულ სუფრაზე, ახლადგამომწვარი თიხის დოქების, კაი მამა-პაპური ჟავე წნილის და"მისატანებელი" ყირმიზი პამიდვრების ფონზე... biggrin.gif

დიდი კაცია გოგი...

- ქართული საქეიფო და საპურმარილო ლექსიკის ჩამომყალიბებელი...
- სმა-ჭამის კულტურის დამნერგავი და "სხვა" პეწის მიმცემი...
- ლექსებით მოლაპარაკე და ლაპარაკის გამლექსავი...
- "პახმელიიდან" გამოსვლის ტრადიციების უმანკოდ შემნახველი...
- ყველა რესტორნის, დუქნის, სახაშის თუ ნაღდი ქართული ოჯახის სასურველი სტუმარი...
- უშაბაშოდ დარჩენილი დამკვრელების დარდის გამზიარებელი...
- "იამაას" დაკრულზე მოცეკვავე და მარწყვივით გოგოების მაცეკვებელი...
- კაცი, ლოთებზე მომღერალი და სიმღერით მთვრალი...
- კაცი, მამა-პაპური "ოდაოთხის" ბე-ე-ვე-ზე არ გამცვლელი...
- ღვინოს დევის სისხზე შემდარებელი კაცი...
- მეობის და ჩახუტების გამგები, კაი პურის მჭამელი და დამრყმელი კაცი...
- "მელიციაში" კრისტალი სულით მომუშავე კაცი...
- ვეებერთელა შეხედულების კაცი...
- ლიმონათების მტერი კაცი... (ტარხუნის გარდა!)
- სადაზღვეო "კმპანიების" რისხვა და ალალი გულის ხალხის გვერდით მდგომი...
- ძველი ქალაქელი და დიდი მ ე ა რ ღ ნ ე... (ქვემო სურათზე ჯერ კიდევ ახალგაზრდა გოგი, დუქნის შესასვლელში არღანზე უკრავს)

IPB-ს სურათი

- ოჯახის მოყვარული და ცოლის თავის ადგილზე "მომსმელი" კაცი...
- საყვარლების ცხვირსახოცივით მომცვლელი კაცი...
- სოჩაში, მოსკოვში და პიტერში "ნაგულავები" კაცი...
- 37 მ ა ნ ე თ ი ს კაცი...
- ნატაშას, ტანიას და გალიჩკას სულში (და არა მარტო იქ) ჩახუტება კაცი... (ბოლო სურათზე გალია და გოგი სოჩაში)

IPB-ს სურათი

სანამ მთავარზე გადავიდოდეთ და მერე იმას ცალკე ვიტყვით, მინდა ერთი ამბავი გავიხსენო: ერთხელ მე და გოგი ერთ სუფრაზე მოვხვდით შქმერში, რაღაც საეკლესიო დღესასწაულზე (საეკლესიო დღესასწაულების დიდი პატივისმცემელია გოგი, შანსი არაა რომ არ აღნიშნოს), ჰოდა ქანცმოწყვეტილ დამკვრელ-მომღელებს მეტი აღარ შეეძლოთ და ეს ბუმბერაზი კაცი თვითონ ავიდა სცენაზე და იმათთან ერთად შემოსძახა: "გოგიას ფული რად უნდაა, გოგია თვითონ ფულიააა, ამაიღებს და დახარჯააავს ვითომაც არა ჰქონიააა..." თვალზე ცრემლი მომადგა, ცრემლს რომ არ დაგიკარგავს ისეთი სხვანაირი კაცია გოგი.

ჰოდა ნაღდო ფორუმელებო, დღეს 19 მარტს, ყველანი სიმბოლურად დაპატიჟებული ხართ სახლში გოგი ჟირონოვიჩთან, სუფრა გაშლილია "თავისი ყველაფრით", ადგილები - შეუზღუდავად. მოვალენიც კი ვართ რომ ყველამ დავლოცოთ ეს დიადი პიროვნება და მივულოცოთ 27 წლის შესრულება!


მ ი ვ უ ლ ო ც ო თ ! smile.gif


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Mar 18 2009, 11:30 PM
პოსტი #2


დაურეგისტრირებელი









ოჰოჰოჰ დედებული პიროვნების, კაი დამრტყმელ შამრტყმელის დაბადღებას აღვნიშნავთ ჯოო? biggrin.gif
ჩემო კუკურ შემოგევლე შენ (ჰჰჰჰკ)
Go to the top of the page
+Quote Post
leluka
პოსტი Mar 18 2009, 11:35 PM
პოსტი #3


♥-ლელუკა-♥
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,677
რეგისტრ.: 24-January 07
წევრი № 907



გილოცავ biggrin.gif

არა თემააა fashion : ))))))))

საღოლ გიო




--------------------
ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბიძია თომა
პოსტი Mar 18 2009, 11:36 PM
პოსტი #4


t.d
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 8,628
რეგისტრ.: 29-September 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,858



ოჰოჰო შენ შემოგევლე ძმა ბედნიერი გამყოფოს უფალმა შენს ლამაზ ოჯახთან ერთათ.


--------------------
უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Mar 18 2009, 11:37 PM
პოსტი #5


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



გიოოოო biggrin.gif ეს რა გაგიჩალიჩეეესს biggrin.gif biggrin.gif


გილოცავ ჩემო კარგო, ყოველივე საუკეთესოს გისურვებ, ძალიან მიყვარხარ და დიდი პატივს გცემ, იხარე შენს ოჯახთან ერთად! kiss1.gif


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.ნინო
პოსტი Mar 18 2009, 11:37 PM
პოსტი #6


ნინო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,842
რეგისტრ.: 29-December 06
წევრი № 765



გიოოოო, გილოცავ

და გიო მაგარი ხააარ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


--------------------
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.

საქართველო იქნება მთლიანი!

ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
likka
პოსტი Mar 18 2009, 11:39 PM
პოსტი #7


გენა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,044
რეგისტრ.: 5-April 07
მდებარ.: Strawberry fields...
წევრი № 1,578



ვააა, მიიღე მილოცვები ამ სუფრიდანაც, გენა! IPB-ს სურათი


--------------------
ეჰ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.ნინო
პოსტი Mar 18 2009, 11:40 PM
პოსტი #8


ნინო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,842
რეგისტრ.: 29-December 06
წევრი № 765



ტრადიციული ქართული ღვინო კარგია, მაგრამ მე შამპანურს შემოვამატებ, ამ ლამაზ სუფრას laugh.gif laugh.gif laugh.gif

IPB-ს სურათი


--------------------
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.

საქართველო იქნება მთლიანი!

ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Mar 18 2009, 11:48 PM
პოსტი #9


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



გიორგი
ციტატა
ჰოდა ნაღდო ფორუმელებო, დღეს 19 მარტს, ყველანი სიმბოლურად დაპატიჟებული ხართ სახლში გოგი ჟირონოვიჩთან, სუფრა გაშლილია "თავისი ყველაფრით", ადგილები - შეუზღუდავად. მოვალენიც კი ვართ რომ ყველამ დავლოცოთ ეს დიადი პიროვნება და მივულოცოთ 27 წლის შესრულება!

ნუ, რა თქმა უნდა biggrin.gif


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Mar 18 2009, 11:50 PM
პოსტი #10


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ალბათ, ცოტამ თუ იცის, რომ ღვინისა და სუფრის დიდი ტრფიალის, ომარ ხაიამის ლექსთა წერის მუზა თავის დროზე ეს დიდებული პიროვნება გახლდათ. ჯერ კიდევ როდის წერთა რობაიათა უბადლო ოსტატი:

ღვინით ვინც თვრება, შერჩენია კიდევ ნამუსი,
წუხელაც მსურდა ამეწია სისხლის გრადუსი,
მაგრამ სიმთვრალეს ჩემთვის უკვე სადღა ეცალა,
რადგან გიორგის დაუთვრია თვითონ ბახუსი.


ასევე ნაკლებად არის ცნობილი, რომ ქართული სუფრის ამ დიდი მესაიდუმლის შესახებ, გასაოცარი წინასწარმეტყველება აქვს თავად რუსთაველს, რომელიც სოროსის ლუკმით გამძღარმა მასონებმა გააქრეს და მიმალეს, მაგრამ მართალ სიტყვას რას გააქრობს და აი, რას წერდა დიდი შოთა ჯერ კიდევ XII საუკუნეში:

ოდეს ერი მოიტოვებს ცხრაზე მეტსა საუკუნ ე ს:
ესე ჟამი სხვა იქნება, ვინ დაგიდებს ეტლს ან ჰუნ ე ს:
და იტყვიან ჩვენ შემყურე - ქართველობა დაიწუნ ე ს:
მაშინ ერი შობს უდიდეს ქართულ სუფრის მეწრუწუნ ე ს:

სახელი მისი გიორგი, არს ესე საცოდნელ ი ა:
ხაში, ვოსტრი და კუპატი და თონის პური ცხელ ი ა:
კანიაკის სმა, გართობა, ცეკვით გაშლილი ხელ ი ა:
საუნჯე მისი იქნება, იმად რომ ის ქართველ ი ა:

ყოველმან შვილმან ქართველმან, ხამს რომ იცოდეს ვინ ა რ ი:
სახელი მისი უნდა თქვან, რომ გააღვიძოთ მძინა რ ი:
სუფრისა მადლი და პეწი, მჭევრმეტყველება მდიდა რ ი:
ისწავეთ მისგან, ვისგანაც ღვინოც ვერ არის მღვიძა რ ი:



აეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე!!!!!!!!!!!!!!!!

toast.gif toast.gif toast.gif toast.gif toast.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბიძია თომა
პოსტი Mar 18 2009, 11:53 PM
პოსტი #11


t.d
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 8,628
რეგისტრ.: 29-September 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,858



ციტატა(კანონისტი @ Mar 18 2009, 11:50 PM) *

ალბათ, ცოტამ თუ იცის, რომ ღვინისა და სუფრის დიდი ტრფიალის, ომარ ხაიამის ლექსთა წერის მუზა თავის დროზე ეს დიდებული პიროვნება გახლდათ. ჯერ კიდევ როდის წერთა რობაიათა უბადლო ოსტატი:

ღვინით ვინც თვრება, შერჩენია კიდევ ნამუსი,
წუხელაც მსურდა ამეწია სისხლის გრადუსი,
მაგრამ სიმთვრალეს ჩემთვის უკვე სადღა ეცალა,
რადგან გიორგის დაუთვრია თვითონ ბახუსი.


ასევე ნაკლებად არის ცნობილი, რომ ქართული სუფრის ამ დიდი მესაიდუმლის შესახებ, გასაოცარი წინასწარმეტყველება აქვს თავად რუსთაველს, რომელიც სოროსის ლუკმით გამძღარმა მასონებმა გააქრეს და მიმალეს, მაგრამ მართალ სიტყვას რას გააქრობს და აი, რას წერდა დიდი შოთა ჯერ კიდევ XII საუკუნეში:

ოდეს ერი მოიტოვებს ცხრაზე მეტსა საუკუნ ე ს:
ესე ჟამი სხვა იქნება, ვინ დაგიდებს ეტლს ან ჰუნ ე ს:
და იტყვიან ჩვენ შემყურე - ქართველობა დაიწუნ ე ს:
მაშინ ერი შობს უდიდეს ქართულ სუფრის მეწრუწუნ ე ს:

სახელი მისი გიორგი, არს ესე საცოდნელ ი ა:
ხაში, ვოსტრი და კუპატი და თონის პური ცხელ ი ა:
კანიაკის სმა, გართობა, ცეკვით გაშლილი ხელ ი ა:
საუნჯე მისი იქნება, იმად რომ ის ქართველ ი ა:

ყოველმან შვილმან ქართველმან, ხამს რომ იცოდეს ვინ ა რ ი:
სახელი მისი უნდა თქვან, რომ გააღვიძოთ მძინა რ ი:
სუფრისა მადლი და პეწი, მჭევრმეტყველება მდიდა რ ი:
ისწავეთ მისგან, ვისგანაც ღვინოც ვერ არის მღვიძა რ ი:

აეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე!!!!!!!!!!!!!!!!

toast.gif toast.gif toast.gif toast.gif toast.gif

აუუ ეს კაცი ჩემზე ლოთი გამოიყვანეთ აღარ ამოიღოთ ხმა დ აჩემზე არაფერი დაგცდეთ. laugh.gif


--------------------
უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ტარზანა
პოსტი Mar 18 2009, 11:54 PM
პოსტი #12


ლაბლაბო...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,179
რეგისტრ.: 20-October 08
მდებარ.: ჯუნგლი...
წევრი № 5,828



გილოცავ ძამიკო... იხარე და იმრავლე...


--------------------
გიორგი, კახეთიდან, უცოლშვილო, მურტალი ჯანის პატრონი :P
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Mar 19 2009, 12:43 AM
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



გილოცავ, ყოველივე კარგს გისურვებ yvavilebi.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Mar 19 2009, 12:47 AM
პოსტი #14


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



სულ ჩამოვრჩი აქაურობას რა sad.gif

გიო, გილოცავ! მაგრად იყავი! გამრავლდი, გაიხარე, იბედნიერე შენს ლამაზ ოჯახთან ერად! kiss1.gif kiss1.gif kiss1.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
S a l l y
პოსტი Mar 19 2009, 01:09 AM
პოსტი #15


infinity...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 9,631
რეგისტრ.: 11-September 06
მდებარ.: Sallylandia
წევრი № 182



ტა ტა ტა ამისთანა სუფრაზე ერთი ჭიქა ქე უნდა აწიოს კაცმა(ქალმა) ხოდა ჩემო გიორგი,ამ პატარა ჭიქით და დიდი გულით,გლოცავ! რაც მე ვერ დაგლოცო,მაღამა ღმერთმა დაგლოცოს!
ერთი კაი სუფრული საქეიფო სიმღერა,შენ რომ გაგეხარდება ისეთი,ჩემზეა biggrin.gif


--------------------
Я хочу безумно жить:

Всё сущее - увековечить,

Безличное - вочеловечить,

Несбывшееся - воплотить!



I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Mar 19 2009, 10:25 AM
პოსტი #16


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



smile.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Mar 19 2009, 10:27 AM
პოსტი #17


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



გილოცავ, ყოველივე საუკეთესოს გისურვებ,
გფარავდეს უფალი შენს ოჯახთან ერთად.

yvavilebi.gif yvavilebi.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თემო
პოსტი Mar 19 2009, 10:34 AM
პოსტი #18


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 1,357
რეგისტრ.: 30-May 07
წევრი № 2,053



გილოცავ smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zviadauri
პოსტი Mar 19 2009, 10:57 AM
პოსტი #19


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,040
რეგისტრ.: 24-June 07
წევრი № 2,286



წუხელის ბიჭი დაბადებულ;ა დაურქმევიათო თურმე გიორგი....ახლა გამაკავეთ თორე ტანსაცმლიანა დავთვრები,ეს რა დღეა...დღეს დიდი დღეა დიდიიიიიიიიიი......გიორგი გილოცავ დაბადების დღეს,..ასეთი გემრიელ კაცად დაბერებული მენახე ჟამსა უნდობრობისასაც კი 120 წლის შემდეგ...გემრავლოს შენს საყვარელ მეორენახევართან ერთად და გეხაროს..ეხლა პიანინო რომ მედგას დაჟე დავსცხებდი "გაგანია და ზაფხულში"...... იხარე ძმაო,იხარე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
inaina
პოსტი Mar 19 2009, 10:58 AM
პოსტი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,525
რეგისტრ.: 22-October 08
წევრი № 5,839



ძალიან კარგ ადამიანს ვულოცავ დაბადების დღეს! smile.gif
yvavilebi.gif

იხარე და იბედნიერე smile.gif


--------------------
16. განმცადეს მე და შეურაცხებით შეურაცხ-მყვეს მე და დაიღრჭინნეს ჩემ ზედა კბილნი მათნი. 17. უფალო, ოდეს მომხედო? განაშორე სული ჩემი ძვირის საქმისა მათისაგან და ლომთაგან მხოლოდ-შობილებაი ჩემი. 19. ნუმცა უხარის ჩემ ზედა მტერთა ჩემთა უსამართლოდ, რომელთა მომიძულეს მე ცუდად და თუალ-ჰყოფდეს თუალითა. 20. რამეთუ ჩემ თანა მშვიდობასა იტყოდეს და რისხვით ზაკუვასა განიზრახვიდეს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

4 გვერდი V  1 2 3 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 3rd June 2024 - 06:16 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი