![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#101
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა ჩვენი ძველი ტრადიციები გამახსენდდა ეხლა დასაცინად რომ არის ქცეული. .. რა საწყენია, რომ ყველამ არ იცის ძველი აღთქმა როგორ გეთანხმები ![]() ესაა ჩვენი მიზანი, რომ დავუახლოვდეთ ბიბლიას, ვისწავლოთ იგი და ვასწავლოთ ჩვენს გვერდში მყოფსაც ![]() მე გტოვებთ შემოდგომამდე, თქვენ კი რუსულ ენაზე დადებულ ინფორმაციებს გაეცანით ნელნელა. იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
G*A*M*O*F*X*I*Z*L*D*I*T |
![]()
პოსტი
#102
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 35 რეგისტრ.: 23-July 09 წევრი № 7,296 ![]() |
საინტერესო თემაა.
![]() ქალები უძვირფასესნი არიან და უძვირფასეს მოპყრობასაც საჭიროებენ. წმინდა წერილი ამბობს: "ყოველი მამაკაცის თავი ქრისტეა, ცოლის თავი — ქმარი" (1 კორინთელთა 11:3). ღმერთი ავალებს მამაკაცს, რომ ცოლს ისე მოექცეს, როგორც ქრისტე ექცეოდა თავის მიერ დაფუძნებულ ქრისტიანულ საკრებულოს. 1-ლი პეტრეს 3:7-ში კაცს ეძლევა რჩევა, რომ მეუღლეს მოეპყროს "როგორც უუძლურეს ჭურჭელს". ამის გამოხატვის ერთ-ერთი საშუალებაა მეუღლის გულწრფელი ინტერესით მოსმენა და მისი აზრის გათვალისწინება (ნახეთ დაბადება 21:12). ქმარმა შეიძლება საშუალება მისცეს მეუღლეს, რომ არაპრინციპულ საკითხებში არჩევანი გააკეთოს; მამაკაცი, ამასთანავე, ყოველთვის უნდა დაეხმაროს და ნაზად მოექცეს მეუღლეს. თავის მხრივ, როგორც პავლემაც აღნიშნა: "ცოლიც დიდ პატივს უნდა სცემდეს ქმარს". ასე რომ, ქრისტიანი კაცი, რომელსაც ღმერთი უყვარს, ყოველთვის მზად უნდა იყოს, სითბოთი, სიყვარულით და მზრუნვლეობით მოექცეს ქალს; დედას, ქალიშვილს, მეუღლეს თუ თანაქრისტიანს. -------------------- "ბედნიერნი არიან სიმართლეს მოშიებულნი და მოწყურებულნი, რადგან ისინი გაძღებიან" - მათე 5:6.
* * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * "განიფრთხვეთ სიმართლით და ნუ სცოდავთ; რამეთუ უმეცრებაჲ ღმრთისაჲ ვიეთმე აქუს, საკდემელად თქუენდა ვიტყჳ" - 1 კორინთელთა მიმართ 15:34. |
KAIROS |
![]()
პოსტი
#103
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
მომენატრა ეს თემა
![]() დაპირებისამებრ გავაგრძელებ ამასაც და სხვა თემებსაც, რომელიც წმ. წერილის განყოფილებაში მაქვს წამოწყებული, ოღონდ თქვენი აქტიურობაც მჭირდება, მონოლოგი რომ არ გამომივიდეს ![]() ვინც ახალია, ვურჩევ მთელი თემა გადაიკითხოს, არაა ბევრი, მაგრამ საინტერესოა, ჩვენი მიზანი არაა რაიმე მეცნიერული ან ღრმა თეოლოგიური ანალიზი გავაკეთოთ ამ თემის-ქალები წმ. წერილში-ს შესახებ, არამედ ორიოდე სიტყვით ვსაუბრობთ ყველა ცნობილ ქალზე, რომლებიც ბიბლიაშია მოხსენიებული და ვეხებით ზოგიერთ დეტალს, შემდეგ უკვე საჭიროების შემთხვევაში შეგვეძლება ჩაღრმავება ამათუიმ საკითხში. დღეს ვაგრძელებთ I მეფეთაგან, რუთზე მოკლედ ვწერეთ, თუმცა რათქმაუნდა ყველას ვურჩევ რუთზეც და სხვა პიროვნებებზეც, სხვა ლიტერატურიდანაც ჩაუღრმავდნენ, რადგან აქ მხოლოდ ზოგადად ვეხებით. როგორც სახელიდან ვგებულობთ მეფეთა წიგნები (სულ 4 წიგნი) ეძღვნება ისრაელის ისტორიაში მონარქიის დაარსებას და მის განვითარებას, სწორედ ამ პერიოდის ხანისა, უდიდესი წინასწარმეტყველის სამოელის მოღვაწეობა, იგია ბოლო პრემონარქიული სისტემის წინამძღოლი და პირველი ებრაელი მეფის ( და შემდეგ მეორესიც) გამომრჩევი, მისი დაბადებაც უცნაურად მოხდა, როგორც აქამდის ვნახეთ ბევრი ცნობილი ადამიანის შემთხვევაში ხდებოდა, აქაც დედაა უშვილო და შვილიერება უფლისგან მოდის მივადევნოთ თვალი, წმ. წერილი დახრილით არის და მნიშვნელოვანი სიტყვები ან ციტატები კი გამუქებულია. I მეფეთა თავი პირველი 1. იყო ერთი კაცი რამათაიმ-ცოფიმიდან, ეფრემის მთიდან, და სახელად ერქვა ელკანა, ძე იეროხამისა, ელიჰუს ძისა, თოხუს ძისა, ცუფის ძისა, ეფრათელი. 2. ორი ცოლი ესვა: ერთს ერქვა ხანა, მეორეს - ფენინა. ფენინას შვილები ჰყავდა, ხანა კი უშვილო იყო. ჯერ სახელის შესახებ: ანა (ხანა) - ძველი ებრაული სახელია חַנָּה, (Hannah) და ნიშნავს ,,სასურველს", "სანდომიანს", "საამოს" ანუ ის ვინც სავსეა მადლით. ანათა შესახებ წინა პოსტებში ვისაუბრე, ეს ისტორია კი უბრალოდ მოვყევი, ახლა ჩაღრმავებას მივყვებით. 3. ყოველ წელიწადს ადიოდა ეს კაცი თავისი ქალაქიდან ცაბაოთ უფლისათვის თაყვანის საცემად და მსხვერპლის შესაწირავად სილოამში, სადაც ელის ორი ვაჟი ხოფნი და ფინხასი, უფლის მღვდლები იყვნენ. 4. შესწირავდა მსხვერპლს ელკანა და მისცემდა ხოლმე წილს ფენინას, თავის ცოლს და მის ვაჟებსა და ასულებს. 5. ხანას კი ზედმეტ წილს აძლევდა, რადგან უყვარდა ხანა, თუმცა საშო დაეხშო მისთვის უფალს. არ ვიცი ზუსტად რამდენჯერაა ბიბლიაში, მაგრამ სიყვარული ( ნეტა ახალი თემა ხომ არ გამეხსნა? ![]() ![]() 6. მისი მეტოქე კიდევ უფრო აჭირვებდა მას, აწუხებდა იმის გამო, რომ საშო დაუხშო უფალმა. 7. ასე იქცეოდა კაცი ყოველწლიურად, როცა კი ხანა უფლის სახლში ადიოდა; და ფენინა აწუხებდა მას, ის კი ტიროდა და არაფერს ჭამდა. 8. ელკანა, მისი ქმარი, ეუბნებოდა: ხანა, რატომ ტირი? რატომ არაფერს ჭამ? გული რატომ გაქვს დამწუხრებული? განა ათ შვილს არ გირჩევნივარ? მივეჩვიეთ, რომ უშვილობა საძრახისი არ იყო მხოლოდ, არამედ იგი ღვთის სასჯელადაც ითვლებოდა, ლამის დაბალი ხარისხის ადამიანად აღიქმებოდა ასეთი ქალი (უცნაურია და ებრაული, ძველი აღთქმის პატრიარქატის გამო, უხშირესად მხოლოდ ქალი ითვლებოდა უშვილობის მიზეზად), ამიტომაც აჭირვებდა მას "მეტოქე" ანუ მეორე ცოლი, და ნახეთ რა თბილად, რა საყვარლად, როგორი მისაბაძი ქმრული სიყვარულით ეუბნება ელკანა ანას: განა ათ შვილს არ გირჩევნივარო? ![]() შემდეგში გავაგრძელებ; იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
b-a-r-b-a-r-e |
![]()
პოსტი
#104
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,436 რეგისტრ.: 24-September 09 წევრი № 7,538 ![]() |
მომენატრა ეს თემა ![]() დაპირებისამებრ გავაგრძელებ ამასაც და სხვა თემებსაც, რომელიც წმ. წერილის განყოფილებაში მაქვს წამოწყებული, ოღონდ თქვენი აქტიურობაც მჭირდება, მონოლოგი რომ არ გამომივიდეს ![]() ვინც ახალია, ვურჩევ მთელი თემა გადაიკითხოს, არაა ბევრი, მაგრამ საინტერესოა, ჩვენი მიზანი არაა რაიმე მეცნიერული ან ღრმა თეოლოგიური ანალიზი გავაკეთოთ ამ თემის-ქალები წმ. წერილში-ს შესახებ, არამედ ორიოდე სიტყვით ვსაუბრობთ ყველა ცნობილ ქალზე, რომლებიც ბიბლიაშია მოხსენიებული და ვეხებით ზოგიერთ დეტალს, შემდეგ უკვე საჭიროების შემთხვევაში შეგვეძლება ჩაღრმავება ამათუიმ საკითხში. დღეს ვაგრძელებთ I მეფეთაგან, რუთზე მოკლედ ვწერეთ, თუმცა რათქმაუნდა ყველას ვურჩევ რუთზეც და სხვა პიროვნებებზეც, სხვა ლიტერატურიდანაც ჩაუღრმავდნენ, რადგან აქ მხოლოდ ზოგადად ვეხებით. როგორც სახელიდან ვგებულობთ მეფეთა წიგნები (სულ 4 წიგნი) ეძღვნება ისრაელის ისტორიაში მონარქიის დაარსებას და მის განვითარებას, სწორედ ამ პერიოდის ხანისა, უდიდესი წინასწარმეტყველის სამოელის მოღვაწეობა, იგია ბოლო პრემონარქიული სისტემის წინამძღოლი და პირველი ებრაელი მეფის ( და შემდეგ მეორესიც) გამომრჩევი, მისი დაბადებაც უცნაურად მოხდა, როგორც აქამდის ვნახეთ ბევრი ცნობილი ადამიანის შემთხვევაში ხდებოდა, აქაც დედაა უშვილო და შვილიერება უფლისგან მოდის მივადევნოთ თვალი, წმ. წერილი დახრილით არის და მნიშვნელოვანი სიტყვები ან ციტატები კი გამუქებულია. I მეფეთა თავი პირველი 1. იყო ერთი კაცი რამათაიმ-ცოფიმიდან, ეფრემის მთიდან, და სახელად ერქვა ელკანა, ძე იეროხამისა, ელიჰუს ძისა, თოხუს ძისა, ცუფის ძისა, ეფრათელი. 2. ორი ცოლი ესვა: ერთს ერქვა ხანა, მეორეს - ფენინა. ფენინას შვილები ჰყავდა, ხანა კი უშვილო იყო. ჯერ სახელის შესახებ: ანა (ხანა) - ძველი ებრაული სახელია חַנָּה, (Hannah) და ნიშნავს ,,სასურველს", "სანდომიანს", "საამოს" ანუ ის ვინც სავსეა მადლით. ანათა შესახებ წინა პოსტებში ვისაუბრე, ეს ისტორია კი უბრალოდ მოვყევი, ახლა ჩაღრმავებას მივყვებით. 3. ყოველ წელიწადს ადიოდა ეს კაცი თავისი ქალაქიდან ცაბაოთ უფლისათვის თაყვანის საცემად და მსხვერპლის შესაწირავად სილოამში, სადაც ელის ორი ვაჟი ხოფნი და ფინხასი, უფლის მღვდლები იყვნენ. 4. შესწირავდა მსხვერპლს ელკანა და მისცემდა ხოლმე წილს ფენინას, თავის ცოლს და მის ვაჟებსა და ასულებს. 5. ხანას კი ზედმეტ წილს აძლევდა, რადგან უყვარდა ხანა, თუმცა საშო დაეხშო მისთვის უფალს. არ ვიცი ზუსტად რამდენჯერაა ბიბლიაში, მაგრამ სიყვარული ( ნეტა ახალი თემა ხომ არ გამეხსნა? ![]() ![]() 6. მისი მეტოქე კიდევ უფრო აჭირვებდა მას, აწუხებდა იმის გამო, რომ საშო დაუხშო უფალმა. 7. ასე იქცეოდა კაცი ყოველწლიურად, როცა კი ხანა უფლის სახლში ადიოდა; და ფენინა აწუხებდა მას, ის კი ტიროდა და არაფერს ჭამდა. 8. ელკანა, მისი ქმარი, ეუბნებოდა: ხანა, რატომ ტირი? რატომ არაფერს ჭამ? გული რატომ გაქვს დამწუხრებული? განა ათ შვილს არ გირჩევნივარ? მივეჩვიეთ, რომ უშვილობა საძრახისი არ იყო მხოლოდ, არამედ იგი ღვთის სასჯელადაც ითვლებოდა, ლამის დაბალი ხარისხის ადამიანად აღიქმებოდა ასეთი ქალი (უცნაურია და ებრაული, ძველი აღთქმის პატრიარქატის გამო, უხშირესად მხოლოდ ქალი ითვლებოდა უშვილობის მიზეზად), ამიტომაც აჭირვებდა მას "მეტოქე" ანუ მეორე ცოლი, და ნახეთ რა თბილად, რა საყვარლად, როგორი მისაბაძი ქმრული სიყვარულით ეუბნება ელკანა ანას: განა ათ შვილს არ გირჩევნივარო? ![]() შემდეგში გავაგრძელებ; იხარეთ; კაიროსი! კაიროს გული ამიჩუყდა ![]() დაუჯერებელად გულახდილი ხარ ![]() ნუ გეშინია კაიროს შენს ვედრებას შეისმენს უფალი. ![]() -------------------- დავიღლე.........მოდი ჩემთან უფალო...........ძალიან დავიღალე,მართლა დავიღალე.........
"წიგნებით ვერ ჩახედავ ნამდვილებს..." |
KAIROS |
![]()
პოსტი
#105
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ვაგრძელებ:
მაგრამ შვილი ძალიან უნდოდა ანას, უძალიანესად, ისე ძალიან, რომ უფალსვე აღუთქვა იგი, თუკი ეყოლებოდა, ხოლო ქალი ამ დროს თავდაუზოგავია, ნახეთ რა სიტყვებით ლოცულობს, მეტიც რა მიმიკით ლოცულობს, ისე რომ ბევრის ტირილის და ბევრის ლოცვის მნახველ მღვდელთმთავარმაც ვერ გაუგო: 9. ადგა ერთხელ ხანა სმა-ჭამის შემდეგ სილოამში. ელი მღვდელი კი საკარცხულზე იჯდა უფლის სახლის წირთხლთან. 10. სულგამწარებულმა ქალმა დაუწყო ვედრება უფალს და ცხარედ ტიროდა. 11. აღუთქვამდა და ეუბნებოდა: ცაბაოთ უფალო, თუ მიხედავ შენი მხევლის ტანჯვას, თუ გამიხსენებ და არ დაივიწყებ შენს მხევალს, და მისცემ შენს მხევალს ვაჟიშვილს, უფალს დავუთმობ მას. ვიდრე ცოცხალი იქნება, დანა არ შეეხება მის თავს. 12. დიდხანს ლოცულობდა ქალი უფლის წინაშე, ხოლო ელი მის ბაგეებს აკვირდებოდა. 13. რაკი ხანა გულში ლაპარაკობდა, ბაგეებს ამოძრვებდა, ხმა კი არ ისმოდა, მთვრალიაო, იფიქრა ელიმ. 14. უთხრა ელიმ: რამდენ ხანს უნდა იყო მთვრალი? გამოიფხიზლე ღვინისგან. დაუკვირდით ანას უმორჩილეს პასუხს ასეთ მკაცრ მიმართვაზე, და ნახეთ როგორ აღუწერს თავისთავს , უფლის წინაშე ვღვრი ჩემს სულს, მინდა ვნახოთ ეს ულამაზესი გამონათქვამი სხვა ენებზეც: ძველ ქართულადაა განვფენ წინაშე უფლისა ლოცვათა ჩემთა. но изливаю душу мою пред Господом; I was pouring out my soul to the LORD. 15. მიუგო ხანამ და უთხრა: არა, ჩემო ბატონო. ერთი დაჩაგრული ქალი ვარ. ღვინო და მაგარი სასმელი არ დამილევია. უფლის წინაშე ვღვრი ჩემს სულს. 16. უგვანი დედაკაცი ნუ გეგონება შენი მორჩილი. მხოლოდ დიდი მწუხარებისა და სიმწრის გამო ვლაპარაკობდი ამდენხანს. 17. მიუგო ელიმ და უთხრა: წადი მშვიდობით და ისრაელის ღმერთი აგისრულებს სათხოვარს, რასაც მოითხოვ მისგან. 18. თქვა ქალმა: ნეტავ მადლი პოვოს შენმა მორჩილმა შენს თვალში. და წავიდა ქალი თავისი გზით. საჭმელი ჭამა და აღარ დამწუხრებია სახე. ახლა აქ საოცრად ჩანს ანას შინაგანი რწმენა, არც სასწაული მომხდარა,არც ანგელოზი ჩვენებია, უბრალოდ აღუთქვეს რომ უფალი შეისმენს შენს ლოცვასო, და ენდო, მიენდო ამ იმედს, და სახეც აღარ დამწუხრებია, ამ დიდი რწმენის გამო მიეცა მას მართლაც შვილი! 19. ადგნენ დილაადრიანად და თაყვანი სცეს უფალს. როცა დაბრუნდნენ რამათს და მივიდნენ თავიანთ სახლში, მეიცნო ელკანამ ხანა, თავისი ცოლი, და გაიხსენა იგი უფალმა. 20. ერთი წლის შემდეგ დაორსულდა ხანა, შვა ვაჟი და დაარქვა სახელად სამუელი, რადგან: უფალს გამოვთხოვეო იგი. 21. წავიდა კაცი ელკანა მთელი თავისი სახლითურთ უფლისათვის ყოველწლიური მსხვერპლის შესაწირად და თავისი აღთქმის აღსასრულებლად. 22. ხანა არ წასულა, უთხრა ქმარს: როცა ძუძუს მოსწყდება, მაშინ წავიყვან. გამოცხადდება უფლის წინაშე და სამუდამოდ იქ დარჩება. 23. უთხრა ელკანამ, მისმა ქმარმა: ისე მოიქეცი, როგორც გერჩიოს. დარჩი, ვიდრე ძუძუს მოსწყვეტდე. იღონდ აგვისრულოს უფალმა თავისი ნათქვამი. დარჩა ცოლი და ძუძუს აწოვებდა ბავშვს, სანამ არ მოსწყვიტა. 24. როცა გამოზარდა, წაიყვანა იგი უფლის სახლში, სილოამში. თან სამი კურატი, ერთი ეფა ფქვილი და ერთი ტიკი ღვინო წაიტანა. ჯერ კიდევ ჩვილი იყო ყმაწვილი. 25. დაკლეს კურატი და ელის მიუყვანეს ყმაწვილი. 26. თქვა ქალმა: იცოცხლე, ჩემო ბატონო! მე ის ქალი ვარ, აქ რომ ვიდექი, შენს ახლოს, და უფალს ვევედბებოდი. 27. ამ ყმაწვილის გამო ვევედრებოდი და, აჰა, ამისრულა უფალმა სათხოვარი, რასაც ვთხოვდი. 28. ამიტომაც უფლისათვის მიმიბარებია იგი. ვიდრე ცოცხალია, უფლისთვის იქნება მიბარებული. და თაყვანი სცა იქ უფალს. და ასე, ამ საოცარი წყვილის, უსაზღვროდ მოსიყვარულე ცოლქმარის ბედნიერების ნაყოფი უფალთან მივიდა და უფალს ემსახურებოდა მართლაც მთელი ცხოვრება. დიდი ქალი იყო ანა ![]() იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS |
![]()
პოსტი
#106
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
კარგა ბევრი ვწერე ანაზე
![]() და მეორე თავში (I მეფეთა) შესანიშნავია გალობაა ანასი, იმდენად ლამაზი, რომ მე ორ მსგავს ქალთა გალობას შევადარო შემიძლია მხოლოდ, პირველი მოსეს დის გალობას, როცა გაივლიან ზღვას მშრალად და ღვთისმშობლის, მარიამის "ადიდებს სული ჩემი უფალსა", და მეტიც, ასეთ უძლიერეს ქალს, რომელმაც ერთადერთი შვილი უფალსვე მიაბარა, უფალმავე აკურთხა იგი და 5 შვილი შეეძინა შემდეგ: "20. აკურთხებდა ხოლმე ელი ელკანას და მის ცოლს და ეტყოდა: უფალი მოგცემს ამ ქალისგან შთამომავლობას მიბარებულის ნაცვლად, რომელიც უფალს მიაბარე. და ბრუნდებოდნენ უკან. 21. მოჰხედა უფალმა ხანას, დაორსულდა იგი და შვა სამი ვაჟი და ორი ასული. ყრმა სამუელი კი უფალთან იზრდებოდა. " .... მოდი ანაზე საუბარი ამ ლამაზი ღვთის სადიდებელით დავამთავროთ, მოვიყვან ძველ ქართულად, ლამაზად იკითხება ძალიან: 2 1. განძლიერდა გული ჩემი უფლისა მიმართ, და ამაღლდა რქა ჩემი ღმრთისა მიმართ, მაცხოვარისა ჩემისა: განვრცნა პირი ჩემი ზედა მტერთა ჩემთა; განვიხარე მე მაცხოვარებითა შენითა! 2. რამეთუ არა ვინ არს წმიდა, ვითარ შენ, უფალი, და არა ვინ არს მართალ ღმრთისა ჩუენისაებრ! და არა ვინ არს წმიდა შენსა გარეშე. 3. ნუ იქადინ, ნუცა იტყჳნ მაღალსა გარდარეულად, ნუცა აღმოვალნ მდიდრად სიტყუაჲ პირისაგან თქუენისა! რამეთუ ღმერთი არს მეცნიერებათა უფალი და ღმერთმან განამზადნეს საქმენი თჳსნი. 4. მშჳლდები ძლიერთა მოუძლურდა, და უძლურნი შეიმოსნეს ძალითა. 5. შვებულთა პური მოაკლდა და მშიერთა დაიპყრეს ქუეყანა; რამეთუ ბერწსა მას ესხნეს შჳდ შვილ და შვილმრავალი იგი მოუძლურდა! 6. უფალმან მოაკუდინის და აცხოვნის; შთააგდის ჯოჯოხეთად და აღმოიყვანის! 7. უფალმან დააგლახაკის და განამდიდრის, დაამდაბლის და აღამაღლის! 8. აღადგინის ქუეყანისაგან გლახაკი და სკორეთაგან აღამაღლის დავრდომილი, რათა დასვას იგი ძლიერთა თანა ერისა მისისათა და საყდარნი დიდებისანი დაუმკჳდრნეს მას; 9. მოანიჭის თხოვა მლოცველთა მისთა და აკურთხნის წელიწადნი მართლისანი, რამეთუ არა არს სიმტკიცე ძლიერებაჲ კაცისა. უფალმან უძლურ-ყვნის მჴდომნი თჳსნი. უფალი წმიდა არს! (ნუ იქადინ ბრძენი სიბრძნითა თჳსითა, ნუცა იქადინ ძლიერი ძალითა თჳსითა, ნუცა იქადინ მდიდარი სიმდიდრითა თჳსითა, არამედ ამას ზედა იქადოდენ, რომელი-იგი იქადოდის გულისჴმის-ყოფასა და ცნობასა უფლისასა ყოფად სასჯელი სიმართლისა ქუეყანასა ზედა). 10. უფალი ამაღლდა ცათა შინა და იქუხა, თავადმან განსაჯნეს კიდენი ქუეყანისანი სიმართლითა თჳსითა, მოსცეს ძალი მეუფესა ჩუენსა და აღიმაღლოს უფალმან რქა ცხებულისა თჳსისა! თავიდან, ზოგი ადგილის მონიშნვა მინდოდა, მაგალითად 2.4.6,7,9 და აღმოჩნდა რომ ყველა მომეწონა და მთელი ტექსტი დაგიდევით, წაიკითხეთ დიდი ყურადღებით ძალიან ღრმაა და ლამაზია. შემდეგში გავაგრძელებ სხვა ქალის ისტორიით; იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#107
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
KAIROS
ციტატა განვფენ წინაშე უფლისა ლოცვათა ჩემთა რა ლამაზია ძველი ქართული, მერე იტყვიან ახალ ქართიულზე წარვმართოთ ლოცვებიო ... ![]() არ გაჩერდე კაიროს, იცოდე სუნთქვაშეკრული გისმენ და გელოდები. გასაოცარია საერთოდ რწმენა და მე მგონი ამოუცნობიც. ეუბნება ჰანას ერტი ადამიანი და მან იწამა... და ვინ არის ელი ასეთი, რომ ჰანა მის სიტყვებს იწამებს? -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
KAIROS |
![]()
პოსტი
#108
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა და ვინ არის ელი ასეთი, რომ ჰანა მის სიტყვებს იწამებს? ელი აღიარებული იყო, როგორც წინასწარმეტყველი უფლისა, და ზრდილობით უსმინა მას ანამ, და სიტყვა არ შეუბრუნა მკაცრ შენიშვნაზე... საოცარი ქალი იყო ანა ![]() -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS |
![]()
პოსტი
#109
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
არ დაიღლები კაცი წერით, არ დაგელევა მელანი, საწერი არ მორჩება; თუკი ბიბლიის ქალებზე ისაუბრებ, ისინი მთელი თავისი ქალურობით, სინაზით, სილამაზით და ამავდროულად საოცარი მშვიდი ბობოქრობით, წყნარი ქარიშხალივით შემოიჭრებიან ბიბლიის ისტორიაში და თითქმის ყოველთვის გადამწყვეტ მნიშვნელობას თამაშობენ, ბიბლიის მშვენებაა ქალთა გმირობები, მათი სინაზით ნათქვამი ორი სიტყვა ხანდახან მთელ ქმედებას გადასწონის ან შეცვლის, ვერ დაილევა შედარებები რომ მათი სიტყვები ახსნას და გამოხატოს.
აი მაგალითად დღეს რაზეც ვისაუბრებთ, არის მსაჯულები. ვინაა მსაჯულები? მე თუ მკითხავთ ჩვენი მსაჯული იყო ილია, არ ყოფილა არც მეფე, არც მღვდელმთავარი, იყო და ყველაფერი მის ირგვლივ ხდებოდა, ის იყო საზომი, ასე იყო ძველ აღთქმაში, როცა უფლის ურთიერთობა იყო საოცრად ინტიმური უფლისადმი, შეცოდავდნენ, დაივიწყებდნენ უფალს, დაისჯებოდნენ, მოინანიებდნენ და მაშინვე გამოუჩენდა უფალი ვინმეს, მხსნელს, განსმჯელს ანუ მსაჯულს, და სრულიად არაა აუცილებელი ეს მსაჯული იყო რაიმე გამორჩეული გვარიდან, ან გამორჩეული ძალის, არამედ უფალმა რომ იცის , ის უნდა ქონოდა ამ მსაჯულს, შინაგანი მადლი და ღვთის სიტყვის თავდადებამდე ერთგულება; შესაბამისად მსაჯულობა ერთგვარი დემოკრატიაც იყო, არ იყო სხვაობა სქესს შორის და ყავდათ მსაჯული ქალიც- დებორა! განა სადმე წაგიკითხავთ ასეთი საოცრება? ებრაელები, ეს უმკაცრესი რჯულის მიმდევარი, ხალხი რიგში დგებოდა და რჯულს ეკითხებოდნენ ქალს! ციტატა 4. იმჟამად ისრაელის მსაჯული იყო წინასწარმეტყველი დებორა, ლაპიდოთის ცოლი. 5. დებორას ფინიკის ქვეშ ცხოვრობდა იგი, რამასა და ბეთელს შორის, ეფრემის მთაში, და მიდიოდნენ ისრაელიანები მასთან რჯულის საქმეზე. ფინიკის ქვეშ მცხოვრებმა, როგორ არ შეიძლება მაყვლოვანში მცხოვრები არ გაგახსენოს, და მიდიოდნენ მასთან რჯულის საქმეზე, იმიტომ რომ უფალი იყო მასთან. წარმოიდგინეთ, სულ ცოტა ხნით მაინც, რა ქალი იყო დებორა, რა ძლიერი, როგორ ჟღერდა მისი ხმა, როგორ უყურებდნენ მას ებრაელები, არა მარტო ომი, არამედ მხედართმთავარიც კი მის მიერ ინიშნებოდა, მეტიც: ციტატა 6. კაცები გაგზავნა და ნაფთალის კადეშიდან დაიბარა ბარაკი, აბინოყამის ძე და უთხრა ასე: გიბრძანებს უფალი, ისრაელის ღმერთი: ადექი და ადი თაბორის მთაზე, თან ათი ათასი კაცი წაიყვანე ნაფთალიანთაგან და ზებულონიანთაგან, 7. ხოლო მე კიშონის ხევთან მოგგვრი იაბინის მხედართმთავარს სისარას თავისი ეტლებითა და ურიცხვი ლაშქრითურთ და ხელში ჩაგაგდებინებ. 8. ბარაკმა უთხრა: თუ წამომყვები, წავალ, თუ არ წამომყვები, არ წავალ, რადგან არ ვიცი, რა დღეს მომივლენს უფალი თავის ანგელოზს. გმირთაგმირი ბარაკი, ომშიც არ მიდის ისე რომ ეს საოცარი ქალი თან არ იახლოს, ომში რათქმაუნდა გაიმარჯვეს ისე რომ მტრის სარდალი სისარა, ფეხით გაიქცა, მაგრამ როგორც იწინასწარმეტყველა იგივე დებორამ "უფალი დიაცის ხელში ჩააგდებს სისარას" და ასეც მოხდა: ციტატა 17. თვითონ სისარა ფეხით გაიქცა იაყელის, ხებერ კენიელის ცოლის კარვისაკენ, რადგან ხაცორის მეფეს იაბინსა და ხებერ კენიელის სახლს შორის მშვიდობა სუფევდა. 18. გამოეგება იაყელი სისარას და უთხრა: მობრძანდი ბატონო, შემობრძანდი ჩემთან, შიში ნურაფრის გექნება. შეიყვანა კარავში და ხალქვეშ დამალა. 19. უთხრა სისარამ: ცოტა წყალი მომიტანე და დამალევინე, რადგან მწყურია. გაუხსნა ქალმა რძით სავსე ტიკი, დაალევინა და ისევ წააფარა ხალი. 20. უთხრა სისარამ: კარვის კართან დადექი, თუ ვინმემ ჩამოიაროს და გკითხოს, ვინმე ხომ არ არისო მანდ, მიუგე არა-თქო. 21. იაყელმა, ხებერის ცოლმა აიღო კარვის პალო, ხელში ურო დაიკავა, ფეხაკრეფით მიეპარა სისარას და ისე ჩაურჭო პალო საფეთქელში, რომ მიწას დააჭედა. მას კი დაღლილ-დაქანცულს ჩასძინებოდა, და მოკვდა. 22. აჰა, მოდის ბარაკი სისარას კვალზე. გაეგება იაყელი და უთხრა: შემობრძანდი, გიჩვენო ის კაცი, შენ რომ ეძებ. შევიდა და, აჰა, მკვდარი აგდია სისარა, პალო აქვს გარჭობილი საფეთქელში. ესეც მეორე საოცარი ქალი, განა ვინმე იცნობდა? ვინმე იფიქრებდა? ერთერთი ჩვეულებრივი ცოლი, ერთერთი ჩვეულებრივი ქალი, მეტიც, არც პოლიტიკური (მშვიდობა სუფევდა მის ქმრის და ამ კაცის სამეფოთ შორის) და არც პირადი არანაირი შუღლი, არამედ უფლის და შინაგანი ხმა ერთად აღებული ამოძრავებს ამ ქალს, თითქოსდა წინასწარ იცოდაო, მშვიდად დახვდა, რძე დაალევინა, დაასვენა და ... უცებ და შანსის გარეშე განგმირა! და არა მარტო, გაეგება კიდეც მეორე მხარის სარდალს და დეტალებში უთხრა რასაც ეძებდა და სადაც იყო, უცნაური და ძლიერი ქალი იყო სისარაც, უფალმა იმოქმედა იმ დღეს მისით! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
ბადრი |
![]()
პოსტი
#110
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,332 რეგისტრ.: 30-October 08 მდებარ.: წყალტუბო წევრი № 5,866 ![]() |
KAIROS
აღფრთოვანებული ვარ. იცოცხლე ძმაო -------------------- "უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"
"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17) |
KAIROS |
![]()
პოსტი
#111
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
და კვლავ გაისმა ქალის გალობა ბიბლიაში, უნიკალურია ოღონდ ის რომ აქ პირველად (შემდეგ ელისაბედი აკეთებს იგივეს) განადიდა ქალმა ქალის საქმე, მთელი თავი მსაჯულთა ეძღვნება ამ სიხარულის და გამარჯვების ქალისეულ, დებორასეულ გალობას:
თავი მეხუთე ციტატა 1. ასე იგალობა იმ დღეს დებორამ, და ბარაკმა, აბინოყამის ძემ: 2. ორომტრიალი შეიქნა ისრაელში, ხალხი ემზადება საბრძოლველად, აკურთხეთ უფალი! 3. ისმინეთ, მეფენო, ყური მომაპყარით, მთავარნო: ეს მე ვარ, მე ვუგალობ უფალს, მე ვუმღერი უფალს, ისრაელის ღმერთს. ასე ამბობს დებორა, დებორა ქალი, დებორა მსაჯული, დებორა უბრალო, დებორა ღარიბი, დებორა ფინიკის ქვეშ მცხოვრები, დებორა არამეფე, დებორა არამღვდელი, დებორა ცოლი... და მაინც დებორა ლაღი, დებორა გახარებული, დებორა აღვსილი ქალისეულ კარგი სიამაყით, დებორა გამარჯვებული! 4. როცა სეყირიდან გადმოხვედი, უფალო, როცა ედომის ველზე გამოხვედი, მიწა ირყეოდა, ცაც კი იღვრებოდა, ღრუბლებიც კი წყლად იღვრებოდნენ. 5. მთები იდრიკებოდნენ უფლის წინაშე, თავად ეგ სინაიც კი, უფლის წინაშე, ისრაელის ღვთისა. 6. შამგარის დროს, ყანათის ძისა, იაყელის დროს, დაცარიელდა შარაგზები, სწორზე ვეღარავინ ბედავდა სიარულს, შორიდან არჩევდნენ შემოვლას. 7. სიცოცხლე ჩამკვდარიყო ისრაელის დაბა-სოფლებში, ჩამკვდარი იყო, ვიდრე არ აღვდექი მე, დებორა, ვიდრე არ აღვდექი მე, [b]დედა ისრაელში. [/b] და ამ დებორას, სწორედ რომ ამ დებორას აღარ ეშინია თქვას "მე, დედა ისრაელში", დედა ერისა, პირველი და ალბათ ერთერთი უკანასკნელი შემთხვევაა ქალის ასეთი ხმამაღალი და ასეთი ძლიერი განცხადებისა, მერე მხოლოდ დედა ღვთისა იტყვის "მნატრიდნენ მე ყოველნი ტომნი"! ციტატა 8. ახალი ღმერთები ირჩიეს, ამიტომაც ომია კარიბჭესთან. თუ უჩანს ფარ-შუბი ორმოცი ათასს ისრაელში? 9. ისრაელის წინამძღოლებს ჩემი გული, ხალხში თავგამოდებულებს! აკურთხეთ უფალი! 10. თეთრ სახედრებზე ამხედრებულნო, ხალიჩებზე ფეხმორთხმულნო, გზებზე ქვეითად დამავალნო, თქვით საგალობელი! 11. იქ, სადაც დასარწყულებლად თავს უყრიან ნახირს, უფლის სიმართლეს იმღერებენ, ისრაელის წინამძღოლთა სიმართლეს! კარიბჭესთან მოზღვავდა მაშინ უფლის ერი! 12. გაიღვიძე, გაიღვიძე, დებორა! გაიღვიძე, გაიღვიძე, იმღერე საგალობელი! აღიძარ, ბარაკ! დაატყვევე შენი დამატყვევარი, აბინოყამის ძეო! 13. მაშინ ძლიერთა ნატამალს დაუმორჩილა ხალხი, უფალმა დამიმორჩილა ვაჟკაცები. 14. ეფრემიდან მოვიდნენ ყამალეკში დამკვიდრებულნი; ბენიამინიც შენთანაა, შენს ხალხს შორის; მაქირიდან მოვიდნენ თავკაცები, ზებულონიდან - წინამძღოლთა კვერთხის მპყრობელები. 15. ისაქარის მთავრებიც დებორასთან არიან; ბარაკის კვალდაკვალ მოიჭრა ველზე ისაქარიც. რეუბენის წყაროებთან დიდი თათბირია. 16. რას დამჯდარხარ ფარეხთა შორის და უსმენ ცხვრების ბღავილს? რეუბენის წყაროებთან დიდი თათბირია. 17. გალაადი იორდანეს გაღმა დავანებულა; რატომ შეყუჟულა დანი ხომალდებში? ზღვისპირას დამჯდარა აშერი და თავის სანახებთან დავანებულა. 18. სიკვდილი არად მიაჩნია ზებულონის ხალხს. ტრამალის ბორცვებზე ნაფთალია. 19. მოვიდნენ მეფენი, შეიბნენ; მაშინ შეიბნენ ქანაანის მეფენი თაყანახში, მეგიდოს წყლებთან, მაგრამ მცირედი ვერცხლიც ვერ მოიალაფეს. 20. ციდან ებრძოდნენ, თავიანთი გზებიდან ებრძოდნენ ვარსკვლავები სისარას. 21. კიშონის ხევმა წაიღო ისინი, ძველმა ხევმა, კიშონის ხევმა. გაემართე, სულო ჩემო, ძლიერებით! 22. სრბოლისაგან იმსხვრეოდნენ ცხენთა ფლოქვები მაშინ, მისი ვაჟკაცების სრბოლისაგან. 23. დაწყევლეთ მეროზი, ამბობს ანგელოზი უფლისა, დაწყევლეთ, დაწყევლეთ მისი მკვიდრნი, რადგან არ გამოვიდნენ უფლის საშველად, უფლის საშველად ვაჟკაცებთან ერთად! ქალი ქალს არასოდეს ივიწყებს, ქალი ქალურს ყველაზე კარგად ხვდება და ყველა გულიანად ლოცავს, მიხვდა ყველაზე კარგად რა გააკეთა დიაცმა იაყელმა, რა გაუკეთა უფალს და ისრაელს! ციტატა 24. კურთხეულ იყოს დიაცთა შორის იაყელი, ხებერ კენიელის ცოლი! კარავში მცხოვრებ დიაცთა შორის კურთხეულ იყოს! 25. წყალი მოსთხოვა და რძე მიართვა, სეფეთასით მიართვა მოუხდელი რძე. 26. მარცხენა ხელით პალოს დასწვდა, მარჯვენით უროს. მოუქნია სისარას, თავში დაჰკრა, გაუპო, საფეთქელი შეულეწა. 27. მის ფეხებთან ჩაიკეცა, დაეცა, ვეღარ ადგა; მის ფეხებთან ჩაიკეცა, დაეცა; სადაც ჩაიკეცა, იქვე დაეცა განგმირული. 28. სარკმლიდან იყურება, კანკლედიდან გაჰკივის სისარას დედა: რატომ იგვიანებს მისი მხედრობა, რამ შეაფერხა მისი ეტლის თვლები? 29. პასუხობენ გონიერი სეფექალები, თვითონვე ამბობს თავისივე სიტყვების პასუხად: 30. ნადავლს იშოვნიდნენ და იყოფენ: თითო მხევალი, ორ-ორი მხევალი თითო მეომარს, ნაალაფარი ჭრელი სამოსელი სისარას, ნაალაფარი ჭრელი სამოსელი, ორხოულად მოქსოვილი, ტყვის ტანზე შემოძარცული. 31. ყველა მტერი ასე დაგელიოს, უფალო! მისი მოყვარულნი ამომავალ მზესავით გაძლიერდნენ! და დაისვენა ქვეყანამ ორმოცი წელი. დებორა და იაყელი (იაქელი, იახელი), გვეწეოდეს ჩვენი თამარის ძებნაში! ციტატა იცოცხლე ძმაო მადლობა ![]() მე ძალიან ზოგადად ვწერ, დრო არ მაქვს და უბრალოდ რაც ზეპირად და უცებ უნებლიედ მომდის ვწერ, თორემ ეს უდიდესი და ულამაზესი თემაა და მერე ჩაუღრმავდეთ უნდა; იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#112
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
KAIROS
ციტატა 19. უთხრა სისარამ: ცოტა წყალი მომიტანე და დამალევინე, რადგან მწყურია. გაუხსნა ქალმა რძით სავსე ტიკი, დაალევინა და ისევ წააფარა ხალი. 20. უთხრა სისარამ: კარვის კართან დადექი, თუ ვინმემ ჩამოიაროს და გკითხოს, ვინმე ხომ არ არისო მანდ, მიუგე არა-თქო. 21. იაყელმა, ხებერის ცოლმა აიღო კარვის პალო, ხელში ურო დაიკავა, ფეხაკრეფით მიეპარა სისარას და ისე ჩაურჭო პალო საფეთქელში, რომ მიწას დააჭედა. მას კი დაღლილ-დაქანცულს ჩასძინებოდა, და მოკვდა. 22. აჰა, მოდის ბარაკი სისარას კვალზე. გაეგება იაყელი და უთხრა: შემობრძანდი, გიჩვენო ის კაცი, შენ რომ ეძებ. შევიდა და, აჰა, მკვდარი აგდია სისარა, პალო აქვს გარჭობილი საფეთქელში. ცოტა დამაბნია ამ მონაკვეთმა. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
KAIROS |
![]()
პოსტი
#113
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა ცოტა დამაბნია ამ მონაკვეთმა. ქალურად მოკლა რა, ჯერ რძე და მერე პალო ![]() -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
Ligia |
![]()
პოსტი
#114
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,990 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,411 ![]() |
ქალურად მოკლა რა, ჯერ რძე და მერე პალო ![]() და რააა მერე მანდ მოსაწონი სისარას დედა რომ ყვიროდა სადაა ჩემი შვილიო, ეგ არაფერი ხომ? მაგარი სადისტი ქალი იყო მე თუ მკითხავ, ახლა ვინმეს ეგ რომ გაეკეთებინა, თუნდაც დაუძინებელი მტრისთვის მძინარე თავით მიაჭედო მიწაზე, და თან ეფარისევლო თავიდან, "მოდი გენაცვალე რძე დალიე, დაისვენე, ნუ დარდობ მე დაგმალავ" ხო იტყვიან ქალი კი არა მონსტრიაო ![]() ვითომ რა უჭირდა , ჩაებარებინა ჩვეულებრივად, თვენ რომ ეძებთ ის კაცი აგერაა სძინავსო, მეომრულად მაინც მოკლავდნენ, ნუთუ მხედართმთავარი არ იმსახურებდა მხედრულ სიკვდილს და არა ვიღაც ქალისგან ასე შეუბრალებელ და სასტიკ სიკვდილს რავიცი რავიცი |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#115
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
Ligia
ცოტა შეფასებებს აჭარბებ, სადისტურად და აშ რომ ამბობ, მაგრამ ზოგადად დამოკიდებულებაში გეთანხმები. ნამდვილად ვერ დავინახე ამ ქალის საქციელში განსაკუტრებული და მისაბაძი, მაგრამ ალბათ ხერხი სჯობია ღონესაო... მოკლედ, არ ვიცი, ცოტა საეჭვო მონაკვეთია ჩემთვის. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
Ligia |
![]()
პოსტი
#116
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,990 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,411 ![]() |
Ligia ცოტა შეფასებებს აჭარბებ, სადისტურად და აშ რომ ამბობ, მაგრამ ზოგადად დამოკიდებულებაში გეთანხმები. ნამდვილად ვერ დავინახე ამ ქალის საქციელში განსაკუტრებული და მისაბაძი, მაგრამ ალბათ ხერხი სჯობია ღონესაო... მოკლედ, არ ვიცი, ცოტა საეჭვო მონაკვეთია ჩემთვის. ხო განსაკუთრებული და მისაბაძი ნამდვილად არაფერია თუმცა მე მართლა ზედმეტად მიმაჩნია ადამიანის ასე მოკვლა მკვლელობა მკვლელობაა, მარა რა საჭირო იყო პალოთი თავის გახვრეტა და მიწაზე მიმაგრება, ხომ შემოვიდა მერე მდევარი და იკითხა, ხოდა ეპასუხა აჰა ბატონო აქა მყავს სძინავს წადი რაც გინდა ის უქენიო და ჩაებარებინა მეომრისთვის ან დავიჯერო დანა ან ხმალი არ ქონდა ჩვეულებრივად მოეკლა? მაგარი მამალი ქალი ყოფილა რააა ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#117
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ლიგუშკი,
გეშლება, ესაა საღვთო მოქმედება, მან შეასრულა ღმერთის ნება, და არა საკუთარი ამბიციები, აქედან გამომდინარე ორივეს (და სხვებს ვინც კითხულობს და რატომღაც არაფერს წერს) შეგახსენებთ, რომ იქონიოთ მეტი შემწყანრებლობა და რეალობის გრძნობა, საქმე ეხება ძველი აღთქმის პერიოდს და დღევანდელი გადასახედიდან არ შეიძლება განსჯა. ამ ქალმა ისრაელის მაშინდელი ყველაზე მოსისხლე მტერი მოკლა, რაც ქონდა იმით (ანუ არ ქონდა დიდი არჩევანი იარაღებში და არც მათი ხმარება იცოდა დიდად), და როგორც შეეძლო ისე ( ანუ არ ქონდა დრო, ვინმესათვის მოეხმო, რადგან მდევარი მხოლოდ გვიან მოვიდა) და ამით დაიმსახურა წინასწარმეტყველის ქება და ახლა თქვენ ამ კრიტიკით წინასწარმეტყველის წინააღმდეგ მიდიხართ, ის ამბობს კურთხეულია ციტატა კურთხეულ იყოს დიაცთა შორის იაყელი, ხებერ კენიელის ცოლი! კარავში მცხოვრებ დიაცთა შორის კურთხეულ იყოს! და თქვენ ამბობთ: ციტატა მაგარი სადისტი ქალი იყო მე თუ მკითხავ ან ციტატა ნამდვილად ვერ დავინახე ამ ქალის საქციელში განსაკუტრებული და მისაბაძი ![]() ორივე აჭარბებთ, არც სადისტი არ ყოფილა და მისაბაძიც იყო, სწორედ იმიტომ რომ ღმერთის ნება შეასრულა,რადგან ღმერთის გადაწყვეტილება იყო, რომ ეს ისრაელის და ღმერთის მტერი არ უნდა მომკვდარიყო ბრძოლაში , ისე კი აჯობებს გარდა იმისა, რასაც მე ვწერ, პარალელურად წაიკითხეთ ხოლმე მთლიანად ტექსტი ამ ლინკიდან, მე ყველაფერს არ ვაკოპირებ: http://www.orthodoxy.ge/tserili/biblia/msa.../msajulni-4.htm 9. დებორამ უთხრა: წამოყოლით წამოგყვები, ოღონდ იცოდე, შენი აღარ იქნება დიდება ამ გზაზე, რომლითაც მიდიხარ, რადგან უფალი დიაცის ხელში ჩააგდებს სისარას. ადგა დებორა და წაჰყვა ბარაკს კადეშში. მაშ ასე ეს იყო უფლის გადაწყვეტილება და უფალი იყო სასტიკი სისარასადმი და უფლის ხელი იყო იაყელის ხელი... აბა შემდეგში მორიდებულად შეფასებებისაგან ![]() იხარეთ; კაიროსი! პ.ს. ნახეთ სურათი, გადავწყვიტე შემოგთავაზოთ ნახატები, რომლებიც ამათუიმ პერსონაჟს უკავშირდება დებორა ![]() და იაყელი, შეხედეთ აქ სულაც არ გავს სისხლმოწყურებულ მოსნტრს, არამედ ქალს, რომელმაც ღმერთის ნება აღასრულა, თუმცა არ ყოფილა მისთვის ადვილი ![]() -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
Ligia |
![]()
პოსტი
#118
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,990 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,411 ![]() |
დებორაზე არაფერს ვამბობ
იაყელს რაც შეეხება ალბათ მართალი ხარ, ძველი აღთქმის განსჯა არ შეიძლება ახლანდელი გადმოსახედიდან |
KAIROS |
![]()
პოსტი
#119
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ნამდვილად მასეა, არაა ცუდი თქვენი კრიტიკული აზროვნება, უბრალოდ მერე გაჩერება რომ ხდება ეგ უკეთესია, აგერ ქევანასაც ქონდა რაღაც იდეები პირველ გვერდზე და მერე შევთნახმდით , ასევე ლელუკას მესამე გვერდზე, ალაგ-ალაგ მხევალსაც , ასეა ვკამათობთ ჩავუღრმავდებით და შევთანხმდებით და ვაგრძელებთ, ასე რომ უნდა იაქტიუროთ
![]() -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#120
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
KAIROS
ძველი აღთქმა ყოველთვის მარტივი მისაღები და გასაგები არაა ჩვენთვის. ჩვენ, ცოტა ხსვა მორალით ვცხოვრობთ. იმედია, ძალიან ხმამაღალი ნათქვამი არ გამომივიდა. იმედია, მიხვდი რაც ვიგულისხმე. სურათით უფრო მისაღEბი გახდა ჩემთვის დიაყელის საქციელი, ანუ ის იძულებული იყო ასე მოქცეულიყო, თუმცა მისთვის კაცის მკვლეობა ტანჯვა იყო. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th July 2025 - 03:19 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი