![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
Amuza |
![]()
პოსტი
#141
|
![]() გიორგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,040 რეგისტრ.: 15-January 08 მდებარ.: GSE წევრი № 3,638 ![]() |
თუ ქალმა სიცოცხლე მოგიწამლა და შეგაძულა ეგ რაღა სიყვარულია ![]() მასე წამალიც წამლავს ორგანიზმს, მაგრამ ადამიანური ძალებით ძალიან ძნელია მიტოვება. ქალი გაძლევს იმას, რაც გავიწყებს ყველანაირ ტკივილს. იქნებ ხანდახან ურიმოდა და ეალერსებოდა კიდეც? -------------------- ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
|
Ligia |
![]()
პოსტი
#142
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,990 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,411 ![]() |
|
Amuza |
![]()
პოსტი
#143
|
![]() გიორგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,040 რეგისტრ.: 15-January 08 მდებარ.: GSE წევრი № 3,638 ![]() |
პირდაპირ წერია სიცოცხლე მოსძულდა სამსონსო და მეტი რაღა? მაშინ ![]() კაიროს, მოდი შე კაი კაცო, სადა ხარ ნუ დაგვტანჯე. გვითხარი რატომ არ შეაჭირვა სამსონმა, თავისი მეუღლე რომ განლტვოდა? ახლა არ მითხრა, უცოლოდ დარჩენა არ შეიძლებოდაო, რჯულის კანონითო, არც ცოლის გაშვებაო. ![]() იი, ჩემმა დედაკაცმა ეგრე რო შამაწუხოი, ვკრავ ჭიტლაყსა და გავისვრი გარენთა. მაააშ. თან ინგრე გავტალამაშო რომა ჩუმლაყელი ნაზიას მალამომაც ვერ დაუშუშოს იარები (კახური ვარიანტი) -------------------- ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
|
Ligia |
![]()
პოსტი
#144
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,990 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,411 ![]() |
მაშინ ![]() კაიროს, მოდი შე კაი კაცო, სადა ხარ ნუ დაგვტანჯე. გვითხარი რატომ არ შეაჭირვა სამსონმა, თავისი მეუღლე რომ განლტვოდა? ახლა არ მითხრა, უცოლოდ დარჩენა არ შეიძლებოდაო, რჯულის კანონითო, არც ცოლის გაშვებაო. ![]() იი, ჩემმა დედაკაცმა ეგრე რო შამაწუხოი, ვკრავ ჭიტლაყსა და გავისვრი გარენთა. მაააშ. თან ინგრე გავტალამაშო რომა ჩუმლაყელი ნაზიას მალამომაც ვერ დაუშუშოს იარები (კახური ვარიანტი) შენი დედაკაცი თუ შეხედავს რომ სიცოცხლე მოგძულდა მის ხელში, თავისი ფეხით წავა, შენს ფეხს აღარ შეაწუხებს ვაოFებთ ახლა ჩვენ უაზროდ მოვა კაიროსი აბა სად წავა |
KAIROS |
![]()
პოსტი
#145
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა მე მეგონა ძალა უფლისგან ჰქონია. ჩვენი ამირანი,ნადირობის ქალღმერთი და თმის ძალა გამახსენდა. არა, ნინო, რათქმაუნდა ღვთისგან ქონდა, აბა ჯადო ხომ არაა თმებიდან იყო ძალა? ![]() უბრალოდ, გახსოვს რა უთხრა ანგელოზმა დედას? წმინდად უნდა იცხოვროსო და წმინდად ცხოვრების სიმბოლო იყო მისი თმები, მაგრამ ვერადავერ დაისვენა სამსონმა, გადაყვა ფილისტიმელ ქალებს და დალილას მიერ თმების შეპარსვა სიმბოლური გამოხატვა იყო იმისა, რომ დატოვა სამსონი ღვთის მადლმა, მან გაამხილა ის საიდუმლო, რაც არ უნდა გაემხილა და მანამდე ცოდვილი, ამორალური ცხოვრებით ცხოვრობდა, და ეს ერთგვარი სასჯელი იყო მისთვის, ასე რომ თმები არ იყო ძალის წყარო, არამედ მხოლოდ სიმბოლო. ლიგიას და ამუზას ტკბილ დიალოგზე გამეღიმა ![]() რატომ არ მიატოვა? ![]() ძნელია, უცნობია... (გამტანჯა ფორუმის მუშაობამ, მესამედ ვწერ ამ პოსტს!) თუმცა ვარაუდებია, პირველი იმიტომ, რომ მხოლოდ ამ კითხვით შეუწუხა გული და არა ზოგადი ცხოვრებით, მხოლოდ ეს იყო რაზეც აწუხებდა და სწორედ ამით იყო, რომ არ გაუგდია დალილა, და საიდუმლოც უთხრა, ალბათ სამსონს უყვარდა ეს ლამაზი ქალი, დალილას კი არა, დალილა უბრალოდ მტერი იყო მისი და მომენტს ეძებდა... რუბენსი: ![]() უბალდო განდოლფი: ![]() იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
Ligia |
![]()
პოსტი
#146
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,990 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,411 ![]() |
არა, ნინო, რათქმაუნდა ღვთისგან ქონდა, აბა ჯადო ხომ არაა თმებიდან იყო ძალა? ![]() უბრალოდ, გახსოვს რა უთხრა ანგელოზმა დედას? წმინდად უნდა იცხოვროსო და წმინდად ცხოვრების სიმბოლო იყო მისი თმები, მაგრამ ვერადავერ დაისვენა სამსონმა, გადაყვა ფილისტიმელ ქალებს და დალილას მიერ თმების შეპარსვა სიმბოლური გამოხატვა იყო იმისა, რომ დატოვა სამსონი ღვთის მადლმა, მან გაამხილა ის საიდუმლო, რაც არ უნდა გაემხილა და მანამდე ცოდვილი, ამორალური ცხოვრებით ცხოვრობდა, და ეს ერთგვარი სასჯელი იყო მისთვის, ასე რომ თმები არ იყო ძალის წყარო, არამედ მხოლოდ სიმბოლო. ლიგიას და ამუზას ტკბილ დიალოგზე გამეღიმა ![]() რატომ არ მიატოვა? ![]() ძნელია, უცნობია... (გამტანჯა ფორუმის მუშაობამ, მესამედ ვწერ ამ პოსტს!) თუმცა ვარაუდებია, პირველი იმიტომ, რომ მხოლოდ ამ კითხვით შეუწუხა გული და არა ზოგადი ცხოვრებით, მხოლოდ ეს იყო რაზეც აწუხებდა და სწორედ ამით იყო, რომ არ გაუგდია დალილა, და საიდუმლოც უთხრა, ალბათ სამსონს უყვარდა ეს ლამაზი ქალი, დალილას კი არა, დალილა უბრალოდ მტერი იყო მისი და მომენტს ეძებდა... რუბენსი: ![]() იხარეთ; კაიროსი! რუბენსის ეს ნახატი ჩვენთან იყო, ლონდონის გალერეაში, როცა ვიყავი ![]() ხო დალილას რომ არ უყვარდა ეგ აშკარააა და სამსონს მგონია ავადმყოფურად უყვარდა ეგ ქალი. დალილას რა მოუვიდა შემდეგ, არის ამის შესახებ რამე გადმოცემა? ტკბილი დიალოგი ნაკლებად კაიროს ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#147
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა დალილას რა მოუვიდა შემდეგ, არის ამის შესახებ რამე გადმოცემა? არა, რა უნდა იყოს, იგივე გააკეთა ალბათ რაც პირველმა ცოლმა, სხვას გაყვა... დატკბილდით ახლა ![]() -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#148
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
KAIROS
ამ წყვილზე თუ ამოვწურეტ ინფორმაცია, ეგებ სხვაზე გადავიდეთ. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
KAIROS |
![]()
პოსტი
#149
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა ეგებ სხვაზე გადავიდეთ გვაცადეთ ბატონო ![]() გადავალ , ნელნელა ოღონდ, სხვა ბევრი საწერი მაქვს ![]() -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
Ligia |
![]()
პოსტი
#150
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,990 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,411 ![]() |
გამოგნახეთ უსაქმური ხომ?
![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#151
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ვისაუბრეთ რა მსაჯულებზე, ისევ მივუბრუნდები მეფეთა წიგნებს და იქიდან, რადგან წიგნი ოთხია, ნაწილ–ნაწილ ამოვკრეფ ქალთა ისტორიებს, ყველაზე საინტერესო პირველ თავში მეფეთა წიგნებიდან პირველი წიგნში რაც იყო, ეს უკვე დაიწერა, ანუ ვისაუბრეთ ორი გვერდის წინ წინასწარმეტყველ ანას შესახებ, თუ როგორ შეეძინა მას სამოელი.
შემდეგი დიდი ადამიანი, რომლის ისტორიაში ქალებმა დიდი როლი ითამაშეს, იყო დავით მეფე, მისი დედა უცნობია ისტორიისათვის, მაგრამ მის ცხოვრებაში ქალები მაინც უმნიშვნელოვანესი იყო, ქალები იყო მისი ბედნიერებისა და უბედურების ერთერთი მთავარი მიზეზი. დავიწყოთ მისი ერთერთი ცოლის ისტორიით: ძველი აღთქმა პირველი მეფეთა თავი ოცდამეხუთე ციტატა 1. მოკვდა სამუელი. შეიკრიბა მთელი ისრაელი, დაიტირეს და დამარხეს იგი თავის სახლში, რამათში. ხოლო დავითი ადგა და ფარანის უდაბნოსაკენ წავიდა. 2. იყო კაცი ვინმე მაყანში და სამუშაკო ქარმელში ჰქონდა. ძალზე მდიდარი იყო ეს კაცი: ჰყავდა სამი ათასი სული ცხვარი და ათასი თხა. ცხვრის პარსვისას ქარმელში იმყოფებოდა. 3. სახელად ამ კაცს ერქვა ნაბალი, მის ცოლს - აბიგაილი. კეთილგონიერი იყო და ლამაზი შესახედავი ეს ქალი; ხოლო კაცი უკმეხი და ავისმქმნელი. ხალების გვარიდან იყო იგი. 4. შეიტყო დავითმა უდაბნოში, რომ ცხვარს პარსავდა ნაბალი. 5. გაგზავნა დავითმა ათი ჭაბუკი და დააბარა მათ: წადით ქარმელში, მიდით ნაბალთან და მოიკითხეთ ჩემი სახელით. 6. უთხარით ასე: იცოცხლე! მშვიდობა შენდა, მშვიდობა შენს სახლს, მშვიდობა მთელს შენს საბადებელს! 7. ახლახან გავიგე, რომ ცხვარს პარსავ. შენი მწყემსები იყვნენ ახლახან ჩვენთან, არ დაგვიჩაგრავს ისინი, არაფერი დაჰკარგვიათ ქარმელში ყოფნისას. 8. ჰკითხე შენს მსახურებს და მოგახსენებენ. იქნება მადლი პოვონ ჩემმა მსახურებმა შენს თვალში, რაკი სასიხარულო დღეს მოვედით. მიეცი, რაც შეგიძლია შენს მორჩილთ და შენს შვილს, დავითს. 9. წავიდნენ დავითის მსახურნი და მიუტანეს ნაბალს ეს სიტყვები, და დაელოდნენ. 10. მიუგო ნაბალმა დავითის მორჩილთ და უთხრა: ვინ არის დავითი, ვინ არის იესეს ძე? გამრავლდნენ დღეს მორჩილნი, თავიანთ ბატონებს რომ გაურბიან. 11. ავიღო ჩემი პური, წყალი და ღვინო, და მპარსველებისთვის გამზადებული საკლავი და მივცე კაცებს, რომლის ასავალ-დასავალი არ ვიცი? 12. უკან დაბრუნდნენ თავისი გზით დავითის მსახურები, მივიდნენ დავითთან და მიუტანეს ეს სიტყვები. იდეაში ნაბალი მართალია, მისია ქონება და თავისუფლად შეუძლია არ მისცეს არაფერი დავითს, მაგრამ არც ასეა, პირველი ის რომ დავითი უკვე ემზადება ხელისუფლებაში მოსასვლელად და მას სჭირდება დახმარება და მეორე იგია ღვთის ნაკურთხი და ნაბალმა არა მარტო არაფერი მისცა, არამედ უარყო იგი საერთოდ როგორც რაიმე ფიგურა ისრაელის ისტორიაში და მას ბატონს გაქცეული მონა უწოდა, ამას ბუნებრივია რომ მოყვა დავითის მრისხანება, რადგან ახლა იყო საჭირო მას დაენახებინა საკუთარი ძლიერება, რომ მსგავს გამოხტომებს არ გაატარებს ურეაქციოდ. ციტატა 13. უთხრა დავითმა თავის კაცებს: ყველამ მახვილები შეიბით წელზე! ყველამ შეიბა მახვილი, შეიბა დავითმაც თავისი მახვილი და გაჰყვა დავითს ოთხასამდე კაცი; ორასი კაცი ადგილზე დარჩა. 14. მიუტანა ამბავი ნაბალის ცოლს, აბიგაილს, ერთმა მსახურთაგანმა და უთხრა: მოციქულები გაუგზავნა დავითმა უდაბნოდან ჩვენს ბატონს და მოიკითხა; მაგრამ აბუჩად აიგდო ისინი. 15. ძალიან კარგად გვეპყრობოდა ეს ხალხი, არ დავუჩაგრივართ. არაფერი დაგვკარგვია ველზე ყოფნისას, როცა მათთან ერთად დავდიოდით. 16. კედლად გვედგნენ დღითა და ღამით სამწყესურში, როცა მათთან ვიყავით. 17. ახლა ასწონ-დასწონე, როგორ უნდა მოიქცე, რადგან სასჯელი ელის შენს ქმარსა და მთელს მის სახლს. თავად კი უკეთური კაცია, მასთან ლაპარაკი არ იქნება. 18. არ დააყოვნა აბიგაილმა, აიღო ორასი პური, ორი ტიკი ღვინო, ხუთი გამზადებული ცხვარი, ხუთი სეა ქუმელი, ასი მტევანი ჩამიჩი, ორასი ტყლაპი და აჰკიდა ვირებს. 19. უთხრა თავის მსახურებს: თქვენ წინ წადით, მეც ახლავე უკან გამოგყვებით. [b]არაფერი უთქვამს ნაბალისთვის, თავისი ქმრისთვის. 20. როცა ვირზე მჯდარი ეშვებოდა ხეობაში, აჰა, დავითი და მისი კაცებიც გამოჩნდნენ, და შემოხვდა მათ აბიგაილი. 21. ამბობდა დავითი: ტყუილად ვიცავდი ამ კაცის საბადებელს უდაბნოში, არაფერი დაუკარგავს ქონებიდან, მაგრამ ეს სიკეთე ბოროტად გადამიხადა. 22. ასე და ასე უყოს ღმერთმა დავითს კიდევ უარესიც, თუ მისი საბადებლიდან დილამდე ერთი ძაღლიც დავტოვო. 23. როგორც კი დაინახა აბიგაილმა დავითი, სასწრაფოდ ჩამოხდა ვირიდან და პირქვე დაემხო დავითის წინაშე და მდაბლად თაყვანისცა. 24. ფეხებში ჩაუვარდა და უთხრა: ჩემზეა, ჩემო ბატონო, დანაშაული; ლაპარაკის ნება მიეცი შენს მორჩილს და ყური უგდე შენი მორჩილის სიტყვებს. 25. ყურადღებას ნუ მიაქცევს ჩემი ბატონი იმ უკეთურ კაცს, რადგან როგორი სახელიცა აქვს, თავადაც ისეთია; ნაბალი ჰქვია მას და ბილწებით არის სავსე. მე, შენს მორჩილს, არ მინახავს ჩემი ბატონის გამოგზავნილი კაცები. 26. ახლა, უფალსა და შენს თავს გაფიცებ, ჩემო ბატონო! უფალმა დაგაკავოს სისხლის ღვრისა და შურისგებისგან; ნაბალივით იქნენ ამიერიდან შენი მტრები, ავი რომ განუზრახავთ ჩემი ბატონისათვის. 27. აჰა, ეს მოსაკითხი, რომელიც შენს მხევალს მოუტანია ჩემი ბატონისთვის. მიეცეს მხლებლებს, ჩემი ბატონის ფეხის კვალს რომ დაჰყვებიან. 28. აპატიე დანაშაული შენს მორჩილს, ნამდვილად მტკიცე სახლს დაუმყარებს უფალი ჩემს ბატონს, რადგან საღმრთო ომს ეწევა ჩემი ბატონი, და ბოროტება არ მოგეკარება არასოდეს. 29. თუმცა აღდგა კაცი და მოსაკლავად დაგდევს, მაგრამ სიცოცხლის საკვრელით არის შეკრული უფალ ღმერთთან ჩემი ბატონის სული, ხოლო შენი მტრების სულს შურდულივით მოისვრის. 30. როცა აღუსრულებს უფალი ჩემს ბატონს ყველაფერ სიკეთეს, რასაც დაჰპირდა, და ისრაელს მეფედ დაგადგენს, 31. ნუ შეაწუხებს გულის ქენჯნა ჩემს ბატონს, რომ არ დაღვარა უბრალო სისხლი და შური არ იძია. როცა გააბედნიერებს უფალი ჩემს ბატონს, მაშინ გამიხსენე შენი მორჩილი. ხომ ძალიან მაგარია? იშვიათად ნახავთ სხვაგან ასეთ სიძლიერეს ცოლისა, ცოლისა, რომელმაც სრულიად არაშესაბამისად მოიქცა ვიდრე მაშინდელი {ან ახლანდელი გრუზინული} აზროვნება აძლევდა უფლებას, იგი ამაღლდა ღირებულებათა სისტემაში და გონივრული ქმედება ჩაიდინა, მიხვდა, რომ მისი ქმარი თავისი ქმედებით, საკუთარ თავსაც, ოჯახსაც და ყველა იმას, ვინც იქ იყო მოსამსახურენი, იცოდა ეგ იმ მონამაც, რომელმაც არც აცია და არც აცხელა <უკეთური კაცია, მასთან ლაპარაკი არ იქნება> უთხრა ცოლს, და ეს ქალი, იქვე, უცებ, მთელი ქალური შემართებით და ძლიერებით, აწარმოებს უძლიერეს დიპლომატიურ ქმედებას, წინ უგზავნის საჩუქრებს (როგორც იქცევა იაკობი როცა ესავს უნდა შეხვდეს), შემდეგ მიდის და ფეხებში ჩაუვარდება, გაცეცხლებულ მეფეს, ისეთ სიტყვებს იტყვის რომ ოთხას კაცს გააჩერებს, რას ეტყვის? რას და რეალობას, რომ მისი ქმარი უხეში კაცია, არ ფიქრობს და მისი ქმედება უპასუხისმგებლოა, შემდეგ ეს საოცარი ქალი, იტყვის იმ ნამდვილ მიზეზსაც, თუ რატომ უნდა დადგომოდა მისი ქმარი და რატომ უდგება იგი გვერდში დავითს <რადგან საღმრთო ომს ეწევა ჩემი ბატონი>, და აქ არ ჩერდება, აჩვენებს , რომ იგი რასაც ამბობს, უბრალოდ კი არ ამბობს, არამედ ეს მიწაზე დამხობილი ქალი, უცებ წინასწარმეტყველებს კიდეც:"ისრაელს მეფედ დაგადგენს" და მაშინ მოხსენებას თხოვს (მომიხსენე მე ოდეს მოხვიდე...) ციტატა 32. უთხრა დავითმა აბიგაილს: კურთხეულია უფალი, ღმერთი ისრაელისა, რომელმაც ჩემს შესახვედრად გამოგგზავნა დღეს. 33. კურთხეულ იყოს შენი გონიერება და კურთხეულ იყავი შენ, რომ არ მიმიშვი სისხლის ღვრამდე და შურისგებამდე. 34. მაგრამ ცხოველ არს უფალი, ღმერთი ისრაელისა, რომელმაც ბოროტება არ გამაკეთებინა შენთვის, რადგან რომ არ აჩქარებულიყავ და არ შემხვედროდი, ძაღლიც არ გადაურჩებოდა ცოცხალი დილამდე ნაბალს. 35. მიიღო დავითმა აბიგაილის ხელიდან ყველაფერი, რაც მოტანილი ჰქონდა მისთვის აბიგაილს, და უთხრა: მშვიდობით წადი შენს სახლში. ხომ ხედავ, შევიწყნარე შენი ვედრება და გაპატიე. გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი... ასეც მოხდა განრისხებული მეფე, ახლა იქით უხდის მადლობას მას, რომ იჩქარე და შემხვდი და ცოდვა არ ჩამადენინეო, ასეთი დიპლომატია ქალებისა არცთუისე ხშირია ბიბლიაში, მაგრამ საკმაოდ ხშირადაა ისტორიაში, მე კრავაი ჯაყელს გავიხსნებდი (გამზრდელი ბებია იყო ჩემი ჯაყელი და განსაკუთრებით მიყვარს ეს გვარი ![]() ციტატა 36. მივიდა აბიგაილი ნაბალთან. და, აჰა, ლხინი ჰქონდა სახლში, სამეფო ლხინის მსგავსი. გული უხაროდა ნაბალს და ძალიან მთვრალი იყო. არაფერი უთქვამს მისთვსა დილამდე აბიგაილს, არც მცირე, არც დიდი . 37. მეორე დილით, როცა ღვინო გამოუნელდა ნაბალს, ყველაფერი უამბო მას ცოლმა. გული ჩაუკვდა მკერდში ნაბალს და ქვასავით გახდა კაცი. 38. ათიოდე დღის შემდეგ დაჰკრა უფალმა ნაბალს და მოკვდა იგი. 39. გაიგო დავითმა ნაბალის სიკვდილი და თქვა: კურთხეულია უფალი, რომ უზღო ნაბალს ჩემი შეურაცხყოფისათვის, რომ აარიდა თავისი მორჩილი ბოროტის ქმნას და ნაბალის ბოროტება მასვე დაატეხა თავზე უფალმა. მაშინ შეუთვალა დავითმა აბიგაილს, რომ ცოლად თხოულობდა მას. 40. მივიდნენ დავითის კაცები აბიგაილთან ქარმელში და გამოუცხადეს: დავითმა გამოგვგზავნა შენთან, რომ ცოლად ვუთხოვოთ შენი თავი. 41. ადგა აბიგაილი, მიწამდე თაყვანისცა და თქვა: აჰა, მხევლად წამოვა შენი მორჩილი, რომ ფეხი დაბანოს ჩემი ბატონის მორჩილთ. 42. არ დააყოვნა აბიგაილმა, ადგა და შეჯდა სახედარზე, თან ხუთი მოახლე წაიყვანა, და მიჰყვა დავითის მოციქულებს. ასე გახდა იგი დავითის ცოლი. როგორი ცოლია არა? მაგარი ქალი ![]() ![]() ![]() იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
Ligia |
![]()
პოსტი
#152
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,990 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,411 ![]() |
მე პირადად აბიგაილისნაირი ქალის მძებნელი ![]() იხარეთ, კაიროსი! ჰა გამოტყდი კაიროს, ნაქმარევი ქალი გინდა, გამოცდილი ![]() რახან თავის ქმრისთანა კაცს გაუძლო შენც გაგიძლებს ხომ? ![]() ისე მართლა როგორ დიპლომატი ქალი იყო, მეფე თავის 400 კაციანად შეაჩერა, აი მესმის რა ![]() დედაკაცმა თუ გაიწიაო ამ ქალზეა ნათქვამი ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#153
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა გამოტყდი კაიროს, ნაქმარევი ქალი გინდა, გამოცდილი რახან თავის ქმრისთანა კაცს გაუძლო შენც გაგიძლებს ხომ? ![]() უი, ეს რა დაგიწერია ![]() არანაიარად არ მინდა ![]() ხო ქალი ქალია თუ იქალა ![]() პ.ს. ჰოდა, გამიძლებს ![]() -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
newbie |
![]()
პოსტი
#154
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 577 რეგისტრ.: 28-April 09 წევრი № 6,908 ![]() |
|
Ligia |
![]()
პოსტი
#155
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,990 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,411 ![]() |
|
KAIROS |
![]()
პოსტი
#156
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა ასე გახდა იგი დავითის ცოლი. დავითის ცოლი... ყველაზე ცნობილი მაინც დავითის ცოლებიდან , იგია... ბერშაბეყ... ბერსაბე... იგი, დედა სოლომონისი და მიზეზი 50-ე ფსალმუნისა... ბერსაბე... შეუდარებელი სილამაზის და საშინელი ცოდვის ნარევი, რომელმაც ბოლოში შეუდარებელი სიბრძნე შვა-სოლომონი. ძველი აღთქმა მეორე მეფეთა თავი მეთერთმეტე ციტატა 1. ერთი წლის შემდეგ, მეფეთა გამოსვლის ჟამს, გაგზავნა დავითმა იოაბი თავისი ხალხითურთ და მთელი ისრაელი. გაანადგურეს ყამონიანები და შემოადგნენ რაბას. დავითი კი იერუსალიმში დარჩა. 2. ადგა დავითი საღამოჟამს თავისი საწოლიდან და სამეფო სახლის ბანზე იწყო სიარული. ბანიდან მობანავე ქალი დაინახა; ქალი ძალზე ლამაზი იყო სახით. ბიბლია ისეთი წიგნია, რომელიც ზედმეტს სიტყვას არ წერს და თუ ასეთი რამ დაწერა ბერსაბეზე (ბარშებაყია ერთერთი ვარიანტით; ჩვენ ბერსაბე ვთქვათ), ე.ი. მართლაც ძალიან ლამაზი იყო, აღორძინების მხატვრებმა გამოხატეს (ისევ მხატვრები ![]() სჩანს, რომ მხევალმა მიხვდა, რომ მეფე იყურებოდა, ხოლო ბერსაბემ კი ბანაობა გააგრძელა: ![]() არტემიზია ჯენტილესკის ამ ნახატზე, მთელი დრამა მოჩანს, მაცდური ქალის მთელი გრაციოზულობა და მეფის მოუსვენარი მოძრაობა ზემოთ ... (ოხ, ეს ქალები ![]() ციტატა 3. გააგზავნა დავითმა ქალის ამბის გასაგებად. უთხრეს: ეს ხომ ბარშებაყია, ელიყამის ასული, ურია ხეთელის ცოლი. 4. გაგზავნა დავითმა მოციქულები ქალის მოსაყვანად. მოვიდა ქალი და დაწვა მასთან დავითი. როცა განიწმიდა თავისი წვირისგან, დაბრუნდა ქალი თავის სახლში. 5. როცა ქალი დაორსულდა, შეუთვალა დავითს: ორსულდა ვარ. მაშ ასე გაიგო დავითმა ვინ იყო ეს ქალი, გაიგო ისიც რომ ქმარი ყავდა, და ის ქმარი ცოცხალი იყო, ურია ხეთელის ცოლი, რომელიც როგორც შემდეგ გამოჩნდება, მეფე დავითის ერთერთი ყველაზე უერთგულესი მეომარი იყო. ციტატა 6. გაგზავნა დავითმა კაცი იოაბთან. გამომიგზავნე ურია ხეთელი. გამოუგზავნა იოაბმა ურია დავითს. 7. როცა მოვიდა მასთან ურია, დავითმა იოაბის, ჯარისა და ომის ამბავი გამოჰკითხა. 8. უთხრა დავითმა ურიას: შინ წადი და ფეხი დაიბანე. გავიდა ურია მეფის სახლიდან და მეფის საჩუქარი გააყოლეს უკან. 9. ურიამ ის ღამე მეფის სახლის კართან გაათია თავისი ბატონის მორჩილებთან ერთად, თავის სახლში არ წასულა. 10. შეატყობინეს დავითს, არ წასულაო თავის სახლში ურია. მაშინ უთხრა დავითმა ურიას: ხომ ნამგზავრი ხარ? რატომ შინ არ წახვედი? 11. უთხრა ურიამ დავითს: როცა უფლის კიდობანი, ისრაელი და იუდა კარვებში არიან, ჩემი ბატონი იოაბი და ჩემი ბატონის ხალხი ველზე დგანან, როგორ წავიდე ჩემს სახლში, როგორ ვჭამო და ვსვა, როგორ დავწვე ცოლთან? შენ თავს ვფიცავ, ვერ ვიზამ ამ საქმეს! 12. უთხრა დავითმა ურიას: დღესაც დარჩი აქ და ხვალ გგაგზვნი. დარჩა ურია იერუსალიმში იმ დღეს და მეორე დილას. 13. მოიწვია იგი დავითმა, ჭამა და სვა ურიამ მის წინაშე და დაათრო იგი დავითმა. საღამოთი გავიდა, რომ თვისი ბატონის მორჩილებთან დაეძინა თავის საგებელზე. თავის სახლში არ წასულა. და ნახეთ უბრალო მეომარი კი არ ყოფილა , ურია ხეთელი, არამედ ნამდვილი , საოცარი და მართლა წარმოუდგენელი ზნეობის და პატრიოტიზმის მქონე ადამიანი ყოფილა, დავითი, როგორც ყოველი მძიმე ცოდვაში ჩავარდნილი, ცდილობს წაშალოს ცოდვის ნაკვალევი... უნდა ახლა ურია დაწვეს მის ცოლთან და მერე მასვე მიაწერენ ცოლის ორსულობას... გონია, მას რომ ურიაც მისნაერია... ურია კი... როცა მთელი ჩემი ხალხი იბრძვის, როგორ მოვილხინო ან ცოლთან როგორ დავწვეო და სახლის კარებთან გაათია ღამე... მიხვდა დავითი, რომ მეტი გზა არ იყო, ეს კაცი უნდა მოეშორებინა (უნდა მომკვდარიყო), რომ შემდეგ ცოლად მოეყვანა ბერსაბე, და ცოდვას ცოდვას ამატებს... და თან როგორ შესაძრწუნებლად: ციტატა 14. დილით დაწერა დავითმა წერილი იოაბისთვის და ურიას ხელით გაუგზავნა. 15. წერილში ასე დაწერა: დააყენეთ ურია იქ, სადაც სასტიკი ბრძოლა მოგელით, და მერე მიატოვეთ, რომ გაიგმიროს და მოკვდეს. 16. როცა ქალაქის ალყას ამზადებდა იოაბი, სწორედ იმ ადგილას დააყენა ურია, სადაც იცოდა, რომ მამაცი მებრძოლები იდგნენ. 17. გამოვიდნენ ქალაქის მცხოვრებნი და შეებნენ იოაბს. დაეცნენ ხალხიდან, დავითის მორჩილთაგანნი და მოკვდა ურია ხეთელიც. 18. გააგზავნა კაცი იოაბმა მეფესთან ბრძოლის ამბის შესატყობინებლად. 19. ასე დაარიგა მაცნე: ბოლომდე უამბე მეფეს ბრძოლის ამბავი, 20. და თუ ბრაზი მოერია მეფეს და გითხრა: რატომ მოადექით ქალაქს ასე ახლოს საბრძოლველადო? განა არ იცოდი, რომ გალავნიდან დაგიწყებდნენ სროლას? 21. ვინ განგმირა აბიმელექი, იერუბეშეთის ძე? განა დედაკაცმა არ დასცა გალავნიდან დოლაბის ნატეხი თავზე, და მოკვდა იგი თუბელში? ახლოს რატომ მიადექით გალავანს? უთხარი: ხეთელი ურიაც მოკვდა-თქო, შენი მორჩილი. 22. წავიდა მაცნე და ყველაფერი უამბო დავითს, რისთვისაც იოაბმა გააგზავნა. 23. უთხრა მაცნემ დავითს: როცა მოგვეძალნენ მტრები და ველზე გამოვიდნენ ჩვენს წინააღმდეგ, შევუტიეთ და ქალაქის კარიბჭემდე ვდიეთ: 24. მოისარებმა ისრები დაუშინეს გალავნიდან შენს მორჩილთ და ბევრი გაწყდა მეფის მორჩილთაგან, მოკვდა ხეთელი ურიაც, შენი მორჩილი. 25. უთხრა დავითმა მაცნეს: ასე უთხარი იოაბს, ნუ გაწუხებს-თქო ეს ამბავი, რადგან ხან ერთს ჭამს მახვილი, ხან მეორეს. მაგრად შეუტიე ქალაქს და დაამხეთქო. ასე გაამხნევე იოაბი. არის ორი ცნობილი ნახატი, რომელიც გადმოცემს პირველი (შუასაუკუნეების ხელნაწერის მოხატულობა) დავითის მიერ წერილის მიცემას ურია ხეთელისადმი, სადაც სჩანს, როგორ გულწრფელად გამოართმევს საკუთარი სიკვდილის განაჩენს, ნამდვილი მეომარი- ურია ხეთიდან ![]() და მეორეში (მიქელანჯელო, მედალიონი, სიქსტის კაპელა) სჩანს, როგორ საცოდავად დაიღუპება: ![]() ციტატა 26. გაიგო ურიას ცოლმა, რომ მოკვდა ურია, მისი ქმარი და დაიტირა თავისი პატრონი. 27. როცა გავიდა გლოვის დღეები, მოაყვანინა დავითმა ქალი თავის სახლში და შეირთო ცოლად და უშვა ვაჟი. არ მოეწონა უფალს ეს საქმე, რაც დავითმა ჩაიდინა. ... ეს უკვე შედეგია, სასჯელიც ახლოსაა... ციტატა თავი მეთორმეტე 1. მიუგზავნა უფალმა დავითს ნათანი და ისიც მივიდა მასთან და უთხრა: ორი კაცი ცხოვრობდა ერთ ქალაქში, მდიდარი და ღარიბი. 2. მდიდარს უამრავი ცხვარი და ძროხა ჰყავდა, 3. ღარიბს არაფერი გააჩნდა პატარა ბატკნის გარდა, რომელიც ნაყიდი ჰყავდა, და კვებავდა და ზრდიდა თავისთან, თავის ბავშვებთან ერთად. მის ლუკმას ჭამდა, მისი თასიდან სვამდა, მის უბეში ეძინა, როგორც ქალიშვილი, ისე ჰყავდა. 4. ეწვია ერთხელ ვინმე მგზავრი მდიდარ კაცს. ვერაფერი გაიმეტა თავისი ცხვარ-ძროხიდან დასაკლავად, რომ გამასპინძლებოდა თავის სტუმარს, წამოიყვანა ღარიბი კაცის ბატკანი და გაუმზადა სტუმრებულ კაცს. 5. დიდად განრისხდა დავითი ამ კაცზე და უთხრა ნათანს: უფალს ვფიცავ, სიკვდილის ღირსია ამის გამკეთებელი! 6. ბატკანი ოთხმაგად უნდა ზღოს, ასეთი საქმე რომ გააკეთა და შეუბრალებლად მოიქცა. 7. უთხრა ნათანმა დავითს: შენა ხარ ის კაცი. ასე თქვა უფალმა, ისრაელის ღმერთმა: მე გცხე მეფედ ისრაელზე. მე დაგიხსენი საულის ხელიდან. 8. მე მოგეცი შენი ბატონის სასახლე და მოგიწვინე შენი ბატონის ცოლები, მოგეცი ისრაელისა და იუდას სახლი, და თუ ეს არ კმარა, კიდევ და კიდევ დაგიმატებ. 9. რატომ დაივიწყე უფლის სიტყვა და ბოროტება ჩაიდინე მის თვალში? მახვილით მოჰკალი ურია ხეთელი და ცოლად მოიყვანე მისი ცოლი? ყამონიანთა მახვილით მოჰკალი იგი. 10. ამიერიდან მახვილი არ მოსცილდება შენს სახლს სამარადისოდ, რადგან უგულვებელმყავი და ურია ხეთელის ცოლი მოიყვანე, რომ ცოლად დაგესვა. 11. ასე თქვა უფალმა: აჰა, უბედურებას დაგათევ შენივე სახლიდან, ავიყვან შენს თვალწინ შენს ცოლებს და შენს მოყვასებს მივცემ; მზისით დაწვებიან შენს ცოლებთან. 12. თუმც შენ ჩუმად გააკეთე, მე მთელი ისრაელის წინაშე და მზის წინაშე გავაკეთებ ამ საქმეს. 13. უთხრა დავითმა ნათანს: შევცოდე უფალს. უთხრა ნათანმა დავითს: უფალმაც მოგიტევა ცოდვა, არ მოკვდები. 14. ოღონდ, რაკი ამ საქციელით ალანძღვინე უფალი მის მტრებს, შვილი მოგიკვდება, რომელიც შეგეძინა. 15. როცა წავიდა ნათანი თავის სახლში, შეეხო უფალი ბავშვს, ურიას ცოლმა რომ უშვა დავითს, და მძიმედ დასნეულდა ბავშვი. 16. ევედრებოდა დავითი ღმერთს ყმაწვილის გამო, მარხულობდა დავითი და მიწაზე ათევდა ღამეს. 17. თავზე დაადგნენ მისი სახლის უხუცესები, რომ მიწიდან აეყენებინათ იგი, მაგრამ არ ქნა და არ გატეხა მათთან პური. 18. მეშვიდე დღეს მოკვდა ბავშვი; ვერ გაბედეს დავითის მორჩილებმა მოეხსენებინათ, რომ მოკვდა ბავშვი, რადგან ასე ფიქრობდნენ: ვიდრე ბავშვი ცოცხალი იყო, რა არ ვუთხარით და არ გაიგონა ჩვენი სიტყვა, ახლა როგორღა ვუთხრათ, რომ მკვდარია ბავშვი? უბედურებას დამართებს თავს. 19. როცა დაინახა დავითმა, რომ ერთმანეთში ჩურჩულებენ მისი მორჩილნი, მიხვდა დავითი, რომ მკვდარი იყო ბავშვი, და ჰკითხა დავითმა თავის მორჩილთ: მოკვდა ბავშვი? უთხრეს: მოკვდა. 20. ადგა მიწიდან დავითი, დაიბანა, ზეთი იცხო, სამოსელი გამოიცვალა, წავიდა უფლის სახლში და თაყვანი-სცა. დაბრუნდა სახლში, პური მოითხოვა, მიართვეს და შეჭამა. 21. ჰკითხეს მისმა მორჩილებმა: ეს რა იყო, რომ გააკეთე? ცოცხალი ბავშვის გამო მარხულობდი და ტიროდი, ხოლო როგორც კი მოკვდა ბავშვი, წამოდექი და პური შეჭამე. 22. მიუგო: ვიდრე ბავშვი ცოცხალი იყო, ვმარხულობდი და ვტიროდი; ვიფიქრე, ვინ იცის, იქნებ შემიწყალოს უფალმა და გადარჩეს-მეთქი ბავშვი. 23. ახლა, როცა მკვდარია, რისთვის ვიმარხულო? როგორ შევძლებ მის დაბრუნებას. მე წავალ მასთან, ის კი აღარ დამიბრუნდება. 24. ანუგეშა დავითმა ბერსაბე, თავისი ცოლი, შევიდა და დაწვა მასთან. შვა ქალმა ვაჟი და უწოდა სახელად სოლომონი, რომელიც შეიყვარა უფალმა ასეა, დავითი, დაეცა უმძიმეს ცოდვაში, იმხილა ნათანისაგან, სხვათაშორის ნათანმა იგი უცებ და პირდაპირ კი არ ამხილა, არამედ ჯერ შეამზადა, ჯერ საკუთარი თავისათვის გამოატანინა დავითს განაჩენი და შემდეგ ამხილა: ნათანის მიერ დავითის მხილების სცენა ![]() მაგრამ დავითია მაინც, მიწყალე მე ღმერთოს ავტორია, სანამ ცოცხალი იყო მისი შვილი მის გადარჩენას თხოვდა, რომ გარდაიცვალა, მივიდა ღმერთთან და თაყვანისცა, რადგან იცოდა რომ ღმერთის ნებაა ყოველივე და მიენდო უფალს, ანუგეშა მან ცოლი და უფალმა ორივე... ასეთი იყო ბერსაბეს ისტორია, ულამაზესი ქალის მძიმე ისტორია... ![]() იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
Ligia |
![]()
პოსტი
#157
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,990 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,411 ![]() |
იოანე ოქროპირს უწერია ამაზე "შინაომის დაწყების მიზეზი ცოდვაა" ასეთი სათაურით
შვილთაგან თავდასხმებცი რომ სასჯელია ცოდვათა გამო, ამის მოწმე გახდა დავითი, ურჯულო კავშირისთვის თავისი ძის - აბესალომის - მიერ დევნული მიუხედავთ ამისა დავითს დიდი პატივს ვცემ, ამ ცოდვის შემდეგ რა მდუღარე ცრემლებით მოინანია ხომ გასაგებია, მაგრამ მთელი ცხოვრება რომ განსაცდელებში გაატარა ერთი არ წაუწუწუნია, რით ვეღარ მაპატიე ღმერთოვო აი სოლომონის დედას რა შეეხება, არის "ჭორები" თითქოს უვარგისი ქმარი ყავდაო, აი აბეგაილისნაირი უჯიშო ქმარი, მაგრამ ზემოთ რას წერია, პირიქით მის ძალიან კარგ და კეთილშობილურ ბუნებაზე მიუთითებს, ხოდა ასეთი ქმრის პატრონი ქალი , თუნდაც უვარგისი ყოლოდა საკუთარი მეფის ეზოში იბანს, მოდი და თმებით ნუ ითრევ, სასაგებია რომ სპეციალურად გააკეთა, ანუ თავიდანვე ეგ ედო ბუნებაში, დავიჯერო დავითი უყვარდა? არა მგონია, გულწრფელად რომ ყვარებოდა, პირიქით არც ნახავდა საერთოდ და გაექცეოდა, რადგანაც ეცოდინებოდა მისი ღვთისმოსაობის შესახებ და ყველენაირად ეცდებოდა საცდურში არ ჩაეგდო, მან კი რა გააკეთა? კაი შებერტყილი და უზნეო ქალი კი იყო ისე, ახლა არ მითხრათ ძველი აღთქმის ქალებს ასე ნუ ეკიდებითო. მასეა და რაც გინდათ ის მითხარით მეფის ცდუნება, ქმრის ღალატი, ქმრის სიკვდილში თანამონაწილეობა, შეინანა მაინც? არის სადმე მინიშნება ამაზე? მისი ქმარი რომ მწარედ ტიროდა, მუხლებს და იდაყვებს რომ იტყავებდა და მიწას თავს რომ ურტყამდა და არც დგებოდა, მაშინ რას აკეთებდა ნეტავ? ხომ გადასარევად დაინახა რა ცოდვაშიც ჩააგდო დავითი? |
ნონა |
![]()
პოსტი
#158
|
![]() მშვიდი სისოვლე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 ![]() |
Ligia
![]() ჩემი სათქმელი გითქვამს მაგ ტრიადაში კი ურია ხეთელი ადამიანური ზნეობის სიმბოლოდ იკვეთება ჩემთვის მთელი ძველი აღთქმის განმავლობაში თავისი მოკლე პასაჟური ჩართულობის მიუხედავად იობის შემდეგ ერთერთი ყველაზე საინტერესო პიროვნებაა ადამიანმა იცის მოვალეობათა სწორი რანჟირება და ეს ისე გამოარჩევს მას.... ![]() -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
ქევანა |
![]()
პოსტი
#159
|
![]() მთვლემარე დრაკონი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 ![]() |
ციტატა მეფის ცდუნება, ქმრის ღალატი, ქმრის სიკვდილში თანამონაწილეობა, შეინანა მაინც? არის სადმე მინიშნება ამაზე? ეს მეც მაინტერესებს ![]() -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
Ligia |
![]()
პოსტი
#160
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,990 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,411 ![]() |
ნონა
სილამაზეს ვერ დავუკარგავ ახლა ![]() და კიდევ რა მაინტერესებს? როცა ნათანმა ამხილა თავის ცოდვაში დავითი, რატომ აღარ შეეშვა ბერსაბეს, ხომ შეცდომა იყო მასთან კავშირის დაჭერა და ხომ დაინახა რა დღეშიც ჩააგდო ამ ქალთან ურთიერთობამ? |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th July 2025 - 11:52 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი