![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
.:Lela:. |
![]()
პოსტი
#61
|
![]() .:Sheecie urcmunoebasa chemsa:. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,825 რეგისტრ.: 7-January 08 წევრი № 3,568 ![]() |
KAIROS
ძაან მიყვარს ეგ მონაკვეთი ბებიაქალებზე ,მეც დავიწყებული მქონია ეხლა რომ დავინახე გამახსენდა ,გაიხარე ![]() -------------------- შეიძლება ბევრი რამ ისე არ აეწყოს როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ მთავარი, - ''სულის გადარჩენის იდეა'', მიზანი არ უნდა დაგვეკარგოს და მას დავუმორჩილოთ ყველაფერი.
მეორე მეგრელი ხარ ვინც მაგრად მ ი ყ ვ ა რ ს :D Разве любят за чтото? Вот дети как люят, маленькие. Oни любят проста так не нарошно :) Kings Of Convenience - Cayman Islands |
ბარბარე |
![]()
პოსტი
#62
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 113 რეგისტრ.: 11-June 08 წევრი № 5,054 ![]() |
ამ თემაში მარო მაყაშვილია ნახსენები.სად შეიძლება წავიკითხო მის შესახებ?ვინმემ ხომ არ იცით სად ვნახო ''მარო მაყაშვილის დღიურები''?
მადლობა. |
KAIROS |
![]()
პოსტი
#63
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა მარო მაყაშვილია ჰო ეგ ამ თემას არ ეხება, სამწუხაროდ ეგ წიგნი არ მაქვს , მაგრამ რაღაც მონაცემები არის ინტერნეტში http://forum.ge/?f=18&showtopic=33874915 ეს დღიურის ნაწილებია http://burusi.wordpress.com/2009/03/30/%e1...83%a0%e1%83%98/ აქაც საინტერესო მასალაა http://www.fereidani.ge/06_kapazura/06_kapazura.html დანარჩენზე წიგნი უნდა იშოვო ![]() ჰო, ლელუშ, მაგარი დეტალია ![]() -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
ბარბარე |
![]()
პოსტი
#64
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 113 რეგისტრ.: 11-June 08 წევრი № 5,054 ![]() |
მადლობა.
|
tustusa-gogo |
![]()
პოსტი
#65
|
![]() სამშვინველოლოგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,853 რეგისტრ.: 1-June 08 მდებარ.: xan - sad, xan-sad ... წევრი № 4,965 ![]() |
კიდე დაიდოს საინტერესო ჰამბები რაა
![]() -------------------- חַנָּה, (Hannah)
............................................ ვამსხვრევ სტერეოტიპებს, გარანტიით !!! ........................................... Женщина тоже друг человека. ................................................ მადლობა ევას ვაშლის შეჭმისთვის მადლობა ადამს თანამონაწილეობისთვის განსაკუთრებული მადლობა ევას |
KAIROS |
![]()
პოსტი
#66
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა ჰამბები ჰარის ![]() *** დღეს ცოტა არ იყოს გადატვირთული ვიყავი და მოკლედ დავწერ. თუმცა დიდი ისტორია გველის წინ, მოსე... მოსეს ისტორია შეგვიძლია სამად გავყოთ: 1. დაბადებიდან ვიდრე ეგვიპტიდან გაქცევამდე - მოსეს ახალგაზრდობა 2. ხიზანი მოსე სხვა მხარეში. 3. მოსე როგორც გამომხსნელი , ეგვიპტეში დაბრუნება და ებრაელების დახსნა. არა, არ გადამიხვევია თემიდან, მოსეზე აქ არ ვწერ, უბრალოდ ამ სამივე მისი ცხოვრების ეპიზოდში, გამოჩნდებიან საინტერესო ქალები მის ირგვლივ და მათ შევეხები. დღეს პირველით დავიწყოთ 1. დაბადებიდან ვიდრე ეგვიპტიდან გაქცევამდე - მოსეს ახალგაზრდობა მოსე ხომ დაბადებიდან გარდაცვალებამდე უცნაური პერსონაჟია, დამალული ყავდათ დაბადებისას და დამალული იქნა მისი საფლავიც, ბოლობოლო ერთადერთია ვისაც ზედწოდება "ღვთისმხილველი " აქვს... შესაბამისად მის ირგვლივ ყველაფერი უცნაურია და განსაკუთრებულებია მის ირგვლივ და მის ახლოს მყოფი ქალებიც. მოსეს დედაზე დავიწყოთ ჯერ, ასე იწყება გამოსვლათას მეორე თავი 1. წავიდა ლევის ტომის კაცი და ითხოვა ცოლად ასული ლევის ტომიდან. 2. დაორსულდა ქალი და შვა ვაჟი; დაინახა, რომ კარგი იყო, და სამ თვეს მალავდა არ გეუცნაურებათ? რას ქვია "კარგი იყო"? რა ცუდი რომ ყოფილიყო, მისი შვილი არ იქნებოდა? ან რას ქვია კარგი ან ცუდი ჩვილზე? საქმე იმაშია, რომ მოსეს დედამ (სახელი ამ თხრობაში ნახსენები არაა, ისინი მხოლოდ შემდეგ გვხვდება) ეტყობა სხვა რამ, განსაკუთრებული იგრძნო, გუმანით მიხვდა, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი ბავშვი და რაც შეეძლო მალავდა, სამი თვე! და როცა შეუძლებელი გახდა, ისეც უცნაურ ხერხს მიმართა: 3. როცა დამალვა ვეღარ შეძლო, აიღო ლერწმის კიდობანი, შეგოზა ფისითა და კუპრით, ჩასვა შიგ ბავშვი და დადო ლელიანში ნილოსის ნაპირას. მოსეს პირველი მოგზაურობა წყალში დაიწყო, ნილოსში, კიდობანში, გაიმეორა ის გზა რაც ნოემ გაიარა კიდობნით, და რას -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
Ligia |
![]()
პოსტი
#67
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,990 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,411 ![]() |
კაიროს
რა ბედი ეწია მოსეს დედობილს? |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#68
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
KAIROS
ციტატა ზოგჯერ ვიღაცეებს გგონიათ, რომ უცებ დაიბადა მოსე და ჰოპლა განთავისუფლდნენ, ან ასე უცებ მოვიდა აღმაშებელი და ა.შ. ამ თემას არ ეხება, მაგრამ ამაზე ხშირად მიფიქრია, ყველაზე არეულ, ყველაზე დაცემულ და განადგურებულ დროს, რატომ იბადებოდნენ ქვეყნის გადამრცენებლები ტქო, ვერ ვპოულობდი და ვერც ვპოულობ ახსნას, იქნებ კიდევ უფრო კონკრეტულად. KAIROS ციტატა მოსეს დედამ (სახელი არ ვიცით მშობლების) საოცარია, რომ მოესეს მშობლების სახელები არ ვიცით და ისინიც ცნობილები არ იყვნენ... საოცარია... -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
.:Lela:. |
![]()
პოსტი
#69
|
![]() .:Sheecie urcmunoebasa chemsa:. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,825 რეგისტრ.: 7-January 08 წევრი № 3,568 ![]() |
საქმე იმაშია, რომ მოსეს დედამ (სახელი არ ვიცით მშობლების) კაიროს იოქაბედი და ყამრამა რომ ვიცოდი მე . -------------------- შეიძლება ბევრი რამ ისე არ აეწყოს როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ მთავარი, - ''სულის გადარჩენის იდეა'', მიზანი არ უნდა დაგვეკარგოს და მას დავუმორჩილოთ ყველაფერი.
მეორე მეგრელი ხარ ვინც მაგრად მ ი ყ ვ ა რ ს :D Разве любят за чтото? Вот дети как люят, маленькие. Oни любят проста так не нарошно :) Kings Of Convenience - Cayman Islands |
KAIROS |
![]()
პოსტი
#70
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა კაიროს იოქაბედი და ყამრამა რომ ვიცოდი მე . წმ.წერილში სადაც ნახსენებია მოსეს დაბადება წერია: ციტატა . წავიდა ლევის ტომის კაცი და ითხოვა ცოლად ასული ლევის ტომიდან. :) ანუ შესავალში არ ახსენა, ნამდვილად ეგ სახელებია, ოღონდ ნახსენებია გვიან რიცხვთა 26 თავში, ისიც ჩამონათვალში , ასე რომ კარგია რომ გაგახსენდა, მე კი იმის თქმა მინდოდა, რომ თხრობისას არ არიან ნახსენებითქო, ისე სამწუხაროდ ზემოთა პოსტში შესწორებისას რაღაც ნაწილი დაიკარგა და აღვადგენ მერე... |
.:Lela:. |
![]()
პოსტი
#71
|
![]() .:Sheecie urcmunoebasa chemsa:. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,825 რეგისტრ.: 7-January 08 წევრი № 3,568 ![]() |
KAIROS
ეხლა ვეძებდი მე კიდე მე-2 თავში და ვერ ვნახე არ გამიკვირდა , ნეტა სად წერიათქვა ![]() -------------------- შეიძლება ბევრი რამ ისე არ აეწყოს როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ მთავარი, - ''სულის გადარჩენის იდეა'', მიზანი არ უნდა დაგვეკარგოს და მას დავუმორჩილოთ ყველაფერი.
მეორე მეგრელი ხარ ვინც მაგრად მ ი ყ ვ ა რ ს :D Разве любят за чтото? Вот дети как люят, маленькие. Oни любят проста так не нарошно :) Kings Of Convenience - Cayman Islands |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#72
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
KAIROS
ციტატა იაკობი უფრორე მისი პირველი სიყვარულისაკენ გადაიხრება-რაქელისაკენ, ხოლო ლია დაიჩაგრება, უფალი დაჩაგრულს გამოექომაგება (იაკობის საპირისპიროდ) და ლია ზედიზედ 4 ვაჟს უშვებს და რაქელი ბერწი იქნება კაიროს, რა დააშავა რახელმა, ის რომ უყვარდათ? ამიტომ დარჩა უშვილოდ? რაღაც ვერ გავიგე ეს სამართალი. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
KAIROS |
![]()
პოსტი
#73
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
სამწუხაროდ ეს დღეები ძალიან დაკავებული ვარ, შემოვალ უფრო დიდი ხნით კვირის განმავლობაში დავწერ ყველაფერს
![]() ისე მანამ ჩვენი თეოლოგებიც მოპატიჟებული არიან, რომ იაქტიურონ ![]() პ.ს. რაქელი დაისაჯა იმის გამო, რომ ზემოდან ყურება დაუწყო ლიას და დამცირება, ხოლო ლიამ კი თავი დაიმდაბლა და მადლი მიიღო, მერე რაქელსაც მიეცა შვილება. -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#74
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
KAIROS
ციტატა მერე რაქელსაც მიეცა შვილება. ვაშაააა, დიდება უფალს. შვილი ყველა ქალს უნდა მიეცეს ![]() -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
KAIROS |
![]()
პოსტი
#75
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
მოუცლელობის გამო კარგა ხანია ჩემს თემებს ვერ მივხედე...
მოკლედ მოსეზე გავჩერდით ხომ? არც დედობილის შემდეგი ისტორია ვიცით სამწუხაროდ, ვიცით, რომ რაც მოსემ ებრაელის დაცვისათვის ეგვიპტელი მოკლა, გაიქცა ეგვიპტიდან. და ასე მივდივართ ჩვენს მიერ უკვე რამოდენიმეჯერ განხილულ ქორწინების შემთხვევაზე, გახსოვთ ხომ ისააკის საცოლეს ნახვა ელეაზარის მიერ ჭასთან? ან ისააკის შვილის იაკობის მიერ საკუთარი საცოლის ნახვა ისევ ჭასთან? აი ახალი უცნაური დამთხვევა (ანუ ღვთის ნება აქ) და წავიკითხოთ მოსეს მიერ საცოლის ნახვა: მოსე გაექცა ფარაონს და მიდიანის ქვეყანაში გაჩერდა; დაჯდა იქ ერთ ჭასთან. გამოსვლა თავი 2. 15 ... მოსე გაექცა ფარაონს და მიდიანის ქვეყანაში გაჩერდა; დაჯდა იქ ერთ ჭასთან. 16. შვიდი ასული ჰყავდა მიდიანელ მღვდელს. მოსულიყვნენ და წყალს იღებდნენ, ავსებდნენ გეჯებს მამისეული ფარის დასარწყულებლად. 17. მოვიდნენ მწყემსები და გაყარეს ისინი. ადგა მოსე და გამოესარჩლა მათ, დაურწყულა კიდეც ფარა. 18. მივიდნენ ქალები რეღუელთან, თავიანთ მამასთან. უთხრა მამამ: რატომ მოხვედით დღეს ასე ადრე? 19. უთხრეს: ერთმა ეგვიპტელმა კაცმა მწყემსებისგან დაგვიცვა, წყალიც ამოგვიღო და ფარაც დაგვირწყულა. 20. უთხრა თავის ასულებს: სად არის? რატომ მიატოვეთ ის კაცი? დაუძახეთ, პური ვაჭამოთ. 21. გადაწყვიტა მოსემ ამ კაცთან დარჩენა, და მიათხოვა კაცმა მოსეს თავისი ასული, ციფორა, ცოლად. 22. შვა ქალმა ვაჟი და უწოდა მოსემ სახელად გერშომი, რადგან თქვა: მდგმურად ვიყავი უცხო ქვეყანაში. ძალიან უცნაურია არა? ![]() 24. გზაზე, ღამეს რომ ათევდნენ, დაუხვდა მას უფალი და მოკვლა დაუპირა. 25. აიღო ციფორამ კაჟი და ჩუჩა წააჭრა შვილს, ფეხებთან დაუგდო და თქვა: სისხლის სიძე ხარ ჩემი. 26. გაეცალა მას უფალი. მაშინ თქვა ციფორამ: სისხლის სიძე წინდაცვეთით. ასე ლამის ნაძალადევად, ლამის შიშით საკუთარი ხელით მოხდა წინადაცვეთა გერშომის, შემდეგ თუკი ვნახავ ამ ადგილის უფრო ღრმა განმარტებას აუცილებლად დავდებ, ჩვენი კი დავიმახსოვროთ, მოსეს ცოლი- სეფორა! შემდეგ მოდის ცნობილი ისტორია, როგორ შევიდა მოსე და ფარაონს როგორ გამოაშვებინა საკუთარი ხალხი, და როცა სასწაულებრივ გაიარეს ზღვა და როცა შიგ დაინთქა ფარაონი და იმღერა მაშინ დამ აარონისა და მოსესი, მარიამმა, ხომ გახსოვთ ეს მარიამი? ის გამბედავი გოგო ძმის სიყვარულით, რომ ეგვიპტელ დედოფალსაც არ შეუშინდა?ჰოდა ააცეკვაო სიხარულით ებრაელი ქალები გამოსვლა თავი მეთხუთმეტე აიღო ხელში დაფდაფი მირიამ წინასწარმეტყველმა, აარონის დამ, და მიჰყვნენ მას დედაკაცები დაფდაფებით და დააბეს ფერხული. და აი მარიამის გალობა 20. და მოიღო მარიამ წინასწარმეტყუელმან, დამან აჰრონისმან, ებანი ჴელითა მისითა და განვიდეს ყოველნი დედანი შემდგომად მისსა ბობღნებისა თანა და მწყობრებისა. 21. ხოლო უპირობდა მათ მარიამ მეტყუელი: 22. უგალობდეთ უფალსა, რამეთუ დიდებით დიდებულ არს. ცხენი და მჴედარი შთასთხია ზღუასა ეს გალობა და მხიარულება ქალებისა მოყვა, მამაკაცების მიერ დაჭექილ გალობას, საოცარი სანახავი რამ იქნებოდა ![]() აჰა წაიკითხეთ მოსესი და კაცების ულამაზესი გალობა, ჩემი აზრით ეს ერთერთი შთაგონების წყარო იყო შემდეგ დავით მეფისათვის რომ ფსალმუნები დაეწერა, ტექსტს სილამაზის გამო ძველ ქართულად მოვიყვან: 32. მაშინ იგალობეს მოსე და ძეთა ისრაჲლისათა გალობაჲ ესე ღმრთისა მიმართ და თქუეს: 15 1. უგალობდეთ უფალსა, რამეთუ დიდებით დიდებულ არს, ცხენები და მჴედრები შთასთხია ზღუასა. 2. შემწე და მფარველ მექმნა მე მაცხოვარებად ესე ღმერთი ჩემი, ვადიდო ესე ღმერთი მამისა ჩემისა და აღვამაღლო ესე. 3. უფალი შემმუსრველ ბრძოლათა, უფალ-სახელი მისი. 4. ეტლები ფარაოჲსი და ძალი მისი შთასთხია ზღუასა, რჩეული მჴედრები სამმდგომნი დაანთქნა ზღუასა მეწამულსა. 5. ღრმამან დაფარნა იგინი, შთაჴდეს სიღრმედ ვითარცა ლოდი. 6. მარჯუენე შენი, უფალო, დიდებულ არს, ძალითა შენითა მარჯუენემან შენმან, უფალო, მოსრნა მტერნი. 7. და სიმრავლითა დიდებისა შენისათა შეჰმუსრენ წინააღმდგომნი, მიავლინე რისხვაჲ შენი და შეჭამნა იგინი, ვითარცა ლერწამი. 8. და სულისაგან გულისწყრომისა შენისა განიყო წყალი, შეჰყინდეს ვითარცა ზღუდენი წყალნი, შეჰყინდეს ღელვანიცა შუა ზღუასა. 9. თქუა მტერმან: ვდევნო, ვეწიო და განვიყო ნატყუენავი და განვიძღო სული ჩემი, მოვსრა მახჳლითა ჩემითა, ეუფლის ჴელი ჩემი. 10. მიავლინე სული შენი, და დაფარნა იგინი ზღუამან, დაჴდეს ვითარცა ბრპენი წყალსა შინა ფრიადსა. 11. ვინ მსგავს შენდა ღმერთთა შორის, უფალო? ვინ მსგავს შენდა წმიდათა შორის, დიდებული, საკჳრველ, დიდებათა შინა მოქმედი ნიშნებისაჲ? 12. მიჰყავ მარჯუენე შენი, შთანთქნა იგინი ქუეყანამან. 13. უძეღუ სიმართლითა შენითა ერსა შენსა ამას, რომელი იჴსენ, ნუგეშინის-ეც ძალითა შენითა ბანაკსა წმიდასა შენსა. 14. ესმა წარმართთა და განრისხნეს და სალმობამან შეიპყრნა მკჳდრნი ფილსტიმისანი. 15. მაშინ ისწრაფეს მთავართა ედომისათა, და მთავართა მოაბელთამან, ძრწოლამან შეიპყრნა იგინი, და დადნეს ყოველნი მკჳდრნი ქანანისანი. 16. დაეცეს მათ ზედა შიში და ძრწოლაჲ, სიდიდითა მკლავისა შენისათა ქვა იქმნენ, ვიდრემდის წარვლოს ერმან შენმან, უფალო, ვიდრემდის წარვლოს ერმან შენმან ამან, რომელ მოიგე. 17. შეიყვანენ და დაჰნერგენ იგინი მთასა მკჳდრობისა შენისასა განმზადებულსა სამკჳდრებელსა შენსა, რომელ ჰქმენ, უფალო, სიწმიდე, უფალო, რომელ განჰმზადეს ჴელთა შენთა, უფალო. 18. უფალი მეფე არს საუკუნე და საუკუნესა და მერმეცა. 19. რამეთუ შევიდა ჰუნე ფარაოჲსი ეტლებითურთ და მჴედრებით ზღუად, და მოაქცია მათ ზედა უფალმან წყალი იგი ზღჳსაჲ. ხოლო ძენი ისრაჱლისანი ვიდოდეს ჴმელად შუა ზღუასა. შემდეგში გავაგრძელებ; იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
tustusa-gogo |
![]()
პოსტი
#76
|
![]() სამშვინველოლოგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,853 რეგისტრ.: 1-June 08 მდებარ.: xan - sad, xan-sad ... წევრი № 4,965 ![]() |
ხალხ, სასწრაფოდ მჭირდება სალამეაზე და მის ცეკვაზე დაწვრილებითი იფორმაცია, ტერაპიაში აღმოჩენა გავაკეთე მგონი
![]() ![]() დაიდოს რაა. ჩემი უტუსტუსესი თხოვნა იქნება ![]() -------------------- חַנָּה, (Hannah)
............................................ ვამსხვრევ სტერეოტიპებს, გარანტიით !!! ........................................... Женщина тоже друг человека. ................................................ მადლობა ევას ვაშლის შეჭმისთვის მადლობა ადამს თანამონაწილეობისთვის განსაკუთრებული მადლობა ევას |
ქევანა |
![]()
პოსტი
#77
|
![]() მთვლემარე დრაკონი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 ![]() |
KAIROS
ციტატა რაქელი დაისაჯა იმის გამო, რომ ზემოდან ყურება დაუწყო ლიას და დამცირება, ხოლო ლიამ კი თავი დაიმდაბლა და მადლი მიიღო, მერე რაქელსაც მიეცა შვილება. უკაცრავად კაიროს და ეს ქმარს რომ მხევლები შესთავაზეს, რა იყო ეს? ანუ რას ნიშნავდა? რატო არის ეგ გამართლება (მგონი ასე გამოდის), და როცა ღალატობს ქალი, ან კაცი, მაშინ მას ქოლავდნენ. ანუ ძალიან საინტერესოა, მხევლებთან წოლა ღალატი არ გამოდის? ![]() ციტატა თუკი ვნახავ ამ ადგილის უფრო ღრმა განმარტებას აუცილებლად დავდებ მინდა კი, ძალიან გთხოვ.... ესე იგი, წავიკითხე ეგ ადგილი და ვერაფერი გავიგე ![]() -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
KAIROS |
![]()
პოსტი
#78
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა მხევლებთან წოლა ღალატი არ გამოდის? ქევან კარგი ჩაძიებაა, უცნაურიათქო რომ ვიმეორებ ძველი აღთქმა ესაა სწორედ, აქ რაღაც უნდა ამოხვიდე ზოგადი აზროვნებიდან, კონკრეტული შემთხვევის ასახსნელად, ხშირად იდეას უნდა ჩავწვდეთ, განა მარტო მხევლები, მამამთილისაგან რომ დაორსულდა რძალი (თამარი) და ამისათვის არ დაისაჯა, პირიქით სიმრავლე მიეცა, ეს არაა გასაოცი? უბრალოდ ესაა უკიდურესი გამონაკლისები, და ვნახოთ რა იყო მოტივი და მიზანი მხევლების, თამარის და სხვა უცნაურ შემთხვევებში? ვნება? არა! ანუ არ მომხდარა არცერთ შემთხვევაში ურთიერთობა ვნების გამო, ღალატი კი ესაა, ანუ ღალატიც არ მომხდარა, არამედ სწორედ ცოლის შემოთავაზებით, და მხოლოდ ერთიდაერთი მიზნით, გამრავლებისათვის დაეშვა ეს გამონაკლისი, თავად ლევიტანის წესით გამრავლებაც ხომ მიუღებელია ჩვენთვის? ძმამ როგორ უნდა აღადგინოს ძმის თესლი? მაგრამ ეს ადრე იყო, და არ ითვლებოდა რაიმე მრუშობად ან რაიმე ინცესტად, მაშინ მითუმეტეს არც მხევლებთან დაწოლა იქნებოდა მრუშობა, თუკი მისი მიზანი იქნებოდა გამრავლება, მაგრამ ეს ვიმეორებ მხოლოდამხოლოდ ძველ ახასიათებს და ახალ აღთქმაში მსგავსი არაფერია... რაც შეეხება იმ ადგილს აუცილებლად დავძებნი და დავდებ ![]() სალომეაზეც ვისაუბროთ მალე ![]() -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#79
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
KAIROS
ციტატა სიმამრისგან რომ დაორსულდა რძალი (თამარი ალბათ მამამთილისგან. მოკლედ, ვერ გავიგებ ძველ აღთქმას ვერსასოდეს ![]() -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
KAIROS |
![]()
პოსტი
#80
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა ალბათ მამამთილისგან. ![]() ხო ![]() ![]() ![]() ძველი აღთქმა კი უფლის მოსვლისათვის აკეთებს ყველაფერს, ამიტომაა მნიშვნელოვანი, უფალი უნდა მოვიდეს და ამისათვის ხდება ყველაფერი, უცნაური კია რათქმაუნდა ![]() იხარე; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th July 2025 - 09:06 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი