IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

146 გვერდი V « < 49 50 51 52 53 > »   
Reply to this topicStart new topic
> პოეზია
T I K O
პოსტი Mar 21 2008, 06:42 PM
პოსტი #1001


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,328
რეგისტრ.: 14-January 08
წევრი № 3,632



ციტატა(nuca_ge @ Mar 19 2008, 08:57 PM) *

tiko282
2kiss.gif გაიხარე შენ რომ პოეზია ასე გიყვარს!!!!!!

დიდი მადლობა, ნუცა a025.gif შენც სულ გახარებული იყავი, ჩემო კარგო smile.gif




* * * * * * * * * * * * * * * * *

მზემ სისხლის ზეწარი ჭიუხებს მოხადა,

ჭაბუკი ხევსური ბედაურს მირჩევს,

მინდა სისხლისფერი გადვიცვა ჩოხა და

გავყვე მარულაში ბიჭებს.


მივქრივართ, ალპები ჭიატობს ათასფრად,

არაფერს გპირდები, არაფერს დამპირდე,

აგე, იმ მწვერვალზე მწადის გადაფრენა,

პოეტი არ ვიყო, თუ არ გადავფრინდე.



ია სულაბერიძე


--------------------
An eye for eye only ends up making the whole world blind.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ana-27
პოსტი Mar 22 2008, 08:57 AM
პოსტი #1002


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 2
რეგისტრ.: 22-March 08
წევრი № 4,285



"დედაო ღვთისავ! შენი ხვედრია
ეს საქართველო დიდჭირნახული,
შეუნდევ ცოდვა, ნუ ააღებ ხელს,
ლმობიერებით იბრუნე გული!

მოეც კურთხევა ზეცით, მაღალო,
და გადმოსახე ძლიერად ჯვარი,
რომ აღადგინო ქართველი ერი,
დღეს დაცემული და ცოცხალ-მკვდარი!

მისსა მხნეობას, მისსსა ზნეობას
განუმტკიცებდე აღმაფრენასა
და შენს საქებრად, სადიდებელად
ნუ დაავიწყებ იმ ტკბილ ენასა,

რომლითაც თამარ ბრძანებებს სცემდა,
ქეთევან მარად შენ გადიდებდა
და ნინო ძისა შენისა მცნებას
შენგან რჩეულ ერს უქადაგებდა!"


აკაკი წერეთლის პოემა "თორნიკე ერისთავიდან" არის ეს ნაწყვეტი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nuca_ge
პოსტი Mar 22 2008, 12:30 PM
პოსტი #1003


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 852
რეგისტრ.: 10-October 07
წევრი № 2,937



მერანი

მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი,
უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი!
გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,
და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!

გაკვეთე ქარი, გააპე წყალი, გარდაიარა კლდენი და ღრენი,
გასწი, გაკურცხლე და შემიმოკლე მოუთმენელსა სავალნი დღენი!
ნუ შეეფარვი, ჩემო მფრინავო, ნუცა სიცხესა, ნუცა ავდარსა,
ნუ შემიბრალებ დაქანცულობით თავგანწირულსა შენსა მხედარსა!

რაა, მოვშორდე ჩემსა მამულსა, მოვაკლდე სწორთა და მეგობართა;
ნუღა ვიხილავ ჩემთა მშობელთა და ჩემსა სატრფოს ტკბილმოუბარსა, -
სად დამიღამდეს, იქ გამითენდეს, იქ იყოს ჩემი მიწა სამშობლო;
მხოლოდ ვარსკვლავთა, თანამავალთა, ვამცნო გულისა მე საიდუმლო!

კვნესა გულისა, ტრფობისა ნაშთი, მივცე ზღვის ღელვას,
და შენს მშვენიერს, აღტაცებულს, გიჟურსა ლტოლვას!
გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,
და ნიავს მიეც ფიქრი შენი, შავად მღელვარი!

ნუ დავიმარხო ჩემსა მამულში, ჩემთა წინაპართ საფლავებს შორის;
ნუ დამიტიროს სატრფომ გულისა, ნუღა დამეცეს ცრემლი მწუხარის, -
შავი ყორანი გამითხრის საფლავს მდელოთა შორის ტიალის მინდვრის, -
და ქარიშხალი ძვალთა შთენილთა ზარით, ღრიალით, მიწას მომაყრის!

სატრფოს ცრემლის წილ მკვდარსა ოხერსა დამეცემიან ციურნი ცვარნი,
ჩემთა ნათესავთ გლოვისა ნაცვლად მივალალებენ სვავნი მყივარნი!
გასწი, გაფრინდი, ჩემო მერანო, გარდამატარე ბედის სამძღვარი,
თუ აქამომდე არ ემონა მას, არც აწ ემონოს შენი მხედარი!

დაე მოვკვდე მე უპატრონოდ მისგან ოხერი!
ვერ შემაშინოს მისმა ბასრმა მოსისხლე მტერი!
გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,
და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!

ცუდად ხომ მაინც არა ჩაივლის ეს განწირულის სულის კვეთება,
და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარჩება;
რომ ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს,
და შეუპოვრად მას ჰუნე თვისი შავის ბედის წინ გამოუქროლდეს!

მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი,
უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი!
გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,
და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!

მაისის 9-სა.
1842

ნიკოლოზ ბარათაშვილი


--------------------
ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
*ნინო*
პოსტი Mar 26 2008, 02:07 PM
პოსტი #1004


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 836
რეგისტრ.: 16-November 07
წევრი № 3,193



thumbs.gif





User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T I K O
პოსტი Mar 27 2008, 09:27 PM
პოსტი #1005


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,328
რეგისტრ.: 14-January 08
წევრი № 3,632



მშვიდობით, ქალავ, დე, არხვატს დარჩეს

ჩემი ლურჯაის დაკრული ტორი,

მწამს: თავს გაიტანს და გაიმარჯვებს

ფხა ვაჟკაცური, მიზანი სწორი!


დაიქცნენ ძველი ადათის ბჭენი,

ბინდი არ ბოჭავს გულს მარწუხივით,

გამყვება ქალაქს სურვილი შენი

და დედაჩემის ჩემზე წუხილი!


შევხვდები ბარში ვაჟკაცებს ნარჩევს

მოვალ და ნათელს მოვიტან შორით,

მშვიდობით, ქალავ, დე , არხვატს დარჩეს

ჩემი ლურჯაის დაკრული ტორი!




გაბრიელ ჯაბუშანური


--------------------
An eye for eye only ends up making the whole world blind.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Misha Songulashvili
პოსტი Mar 30 2008, 12:29 AM
პოსტი #1006


ეკუმენისტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,524
რეგისტრ.: 21-October 07
წევრი № 3,010



ეს ლექსი ამ საიტის მოდერატორებს, განსაკუთრებით ქეთუს და თამარ ცქნაფოს ეძღვნებათ biggrin.gif

მგელი ბატკანს შეხვდა ნავსად,
შეკრთა, დაიბანდა...
ცად კი ერთი, კასრის მსგავსად,
მთვარის დისკო ჩანდა.

მგელმა ბატკანს ჰკითხა: კასრის
მსგავსი რაა გარეთ?
ბატკანმა თქვა: ჩემის აზრით,
ცაზე ბრწყინავს მთვარე...

მგელმა ბატკანს (რა გგონიათ?)
გაჰკრა კბილი ბასრი:
როგორ ბედავ იქონიო
საკუთარი აზრი!..




ეს ლექსი კი ეძღვნება ნეტარ Genesis

ის აღმართულა _ უკვდავების მწვერვალი ქვეყნად,
წინსვლის, დიდების გზას გვივენებს ზეწვდილ ხელით,
მთებსა და ველებს მზედ დაჰყურებს, არათუ ძეგლად,
უფრო მაღლდება და ნათდება სამშობლო ვრცელი.

ყველგან და მუდამ ჩვენთან არის სხივმოფენილი,
ის, ვინც სიცოცხლის უკვდავებას დაგვაძმობილა.
ორი მნათობი თავს დაგვნათის _ მზე და ზურაბი _
ქვეყნად ასეთი უხვი შუქი ჯერ არ ყოფილა.


--------------------
"ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!'
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Genesis
პოსტი Mar 30 2008, 12:39 AM
პოსტი #1007


მივაფსი კრემლს
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,902
რეგისტრ.: 11-November 07
მდებარ.: mtskheta
წევრი № 3,150



სიზმარი ეძღვნება მიშას

მოდერი ვიყავ ...ვაიმე, მტკიოდა გული საღადრე,
წამოგაქციეთ მიხეილ და ყელი გამოგიღადრეთ...
ცხედარიც მიპატიოსნე აღაპ-ქელეხის წესებით...
გავფხიზლდი და მარჩენალზე ტირილით ვწერე ლექსები.


--------------------
ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Misha Songulashvili
პოსტი Mar 30 2008, 12:57 AM
პოსტი #1008


ეკუმენისტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,524
რეგისტრ.: 21-October 07
წევრი № 3,010



შენ გეძღვნება Genesis

უსჯულოება
მისი ჩვენ ვუწყით,
გული აქვს ქვისა,
თავი აქვს თუჯის,
ამხანაგებო,
სიმართლე ნუ გწყინთ,
ამხანაგებო,
ზურიკოს უჭირს!


--------------------
"ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!'
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Mar 30 2008, 07:54 PM
პოსტი #1009


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



მიშა და გენეზის, ჭკუას მოუხმეთ! თუ თვითშემოქმედების წარმოდგენა გინდათ, თემა ''სალაღობოს'' მიმართეთ, თუ გართობის და არევის ხასიათზე ხართ, პმ-ით დაიკმაყოფილეთ წყურვილი!

ამასთან, ნებისმიერი უცენზურო სიტყვა, რაოდენ გარითმულ-შეხუმრებულიც უნდა იყოს იგი, ავტორს უმატებს გაფრთხილებას.


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nuca_ge
პოსტი Apr 1 2008, 08:40 PM
პოსტი #1010


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 852
რეგისტრ.: 10-October 07
წევრი № 2,937



მახარობელი
-----------------

წუხელის ბიჭი დაბადებულა, გადაჭარბებად თუ არ ჩამითვლით,
ისეთი ბიჭი დაბადებულა, დაურქმევიათ თურმე დავითი!..
წუხელის ბიჭი დაბადებულა, დაურქმევიათ იმისთვის – ცოტნე,
შენ – ორგულობავ, აბა გაბედე და გული ჩვენი ისევე კორტნე...

წუხელის შოთაც დაბადებულა, დაბადებულა თურმე დემეტრე,
განგებავ, ჩვენი საქართველოსთვის რა სიხარული გამოიმეტე!..
წუხელ ცის კარი ცხრავე გააღო ყველა გმირმა და თავდადებულმა,
დაბადებულა თურმე ვახტანგი, წუხელ თევდორე დაბადებულა.

საქართველოს ცა, ისეც მაღალი, უფრორე მეტად ამაღლებულა...
დაბადებულა მთვარე-გიორგი, თურმე ილია დაბადებულა!
წუხელის მტერი – ერთპირად ჩვენი მოსპობის მდომი – დადარდებულა;
დაბადებულა თურმე სულხანი, გრიგოლ ხანძთელი დაბადებულა...

დაბადებულა ბიჭი პაატა, გათენებულა წუხელის თეთრად:
დაბადებულა სამასი გმირი, ვით დაიხოცნენ, ისევე ერთად!...

წუხელის გოგოც დაბადებულა, ცის ნამი, ცისფრად ნაკამკამარი,
ისეთი გოგო დაბადებულა, დაურქმევიათ თურმე თამარი.
დაბადებულა წუხელის ნინო და ქეთევანი დაბადებულა...
ის ბნელი ღამე თურმე უეცრად ღვთიურის ნათლით განათლებულა.

ყველა ზღაპარი – ნაოცნებარი ახდენილა და გამართლებულა:
დაბადებულა თურმე ნესტანი და თინათინი დაბადებულა...
და გიხაროდენ! ქართველთა შორის ღვიძლ ძმათა ხიდი კვლავ გადებულა
და ერთიანი, ნანატრი დროის, ქართლი ხელახლა დაბადებულა!



--------------------
ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
- თეკლა -
პოსტი Apr 1 2008, 09:19 PM
პოსტი #1011


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 19-March 08
წევრი № 4,245



't.d'
როცა მოვკვდები
როცა მოვკვდები, ნუ შეუკვეთ ნედლ მუხის კუბოს,
ნუ იდარდებტ თუ ობლად დარცა ჩემი ჭიშკარი,
თან ნუ გამატანტ ბევრ ოქრო-ვერცხლს,
არვინ მეცხუბოს,
მაკმარეთ ოთხი გასარანდი ფიჭვის ფიცარი.
ქელეხს ლოთების თავშესაფრად ნუ გადამიქცევტ,
დედის ცრემლსა და შვილის სევდას ეცით პატივი
ნაღდი ძმაკაცი უხორცოდაც ჭიქას წამიკცევს,
თქვენ კი თამამად გამოხარით თქვენი არჩივი,
იწვის სანთელი, სუფრის ბილოს უკვე მღერიან,
ვინ ვის ეხვევა, ვინ ვინ ლოშნის, გაიგებ ვეღარ,
გამაძღარნი და გალეშილნი ფლავსა ელიან,
გადაავიწყდათ,მიცვალებულს ტიროდნენ წეღან,
როცა მოვკვდები,ნუ დაგცვივათ ცრემლი მხურვალე,
არა,ძვირფასნო,განა თქვენი ცრემლის ღირსი ვარ,
მე სასაფლაო მელოდება კუშტი მდუმარე
და ამ ქვეყნიდან სიყვარულით სავსე მივდივარ.
როც მოვკვდები,ნუ ნუ სეუკვვეთთ ნედლ მუხის კუბოს,
ნუ იდარდებთ თუ ობლად დარჩა ჩემი ჭიშკარი.
თან ნუ გამატანთ ბევრ ოქრო-ვერცხლს,
არვინ მეჩხუბოს,
მაკმარეთ ოთხი გასარანდი ფიჭვის ფიცარი


ძალიან მომეწონა ეს ლექსი და გადავწყვიტე შემდეგი რამ დამეწერა:

მე დამაფიქრა ამ სიტყვებმა
და შემძრა ძლიერ
"როცა მოვკვდები? გადაგავიწყდი?"
არ მჯერა, არა
"და ნუ იდარდებ" - მართალი ხარ
არ ღირს ცრემლები,
"მე ამ ქვეყნიდან სიყვარულით სავსე მივდივარ"
შენ ხომ მიდიხარ
ჩვენ კი ვრჩებით შენს სადიდებლად

ხე დაირგება, ხე, რომელიც
ათას წლის შემდეგ
ჩვენს საფლავებ ქვეშ რომ გაქრება და გარდიქცევა
მიწად,
მიწად, რომელზეც კვლავ ახალი ხე დაირგება


გაგვაძლიეროს უფალმა, და ჩვენი ჯვარი ღირსეულად გვეზიდოს ცხოვრების მანძილზე, რათა ბოლოში არ ვინანოთ ჩვენს მიერ განვლილი გზა

იხარეთ

თიკო


--------------------
არ შეიძლება ითქვას - ჩვენ გვიყვარს ღმერთი, მაგრამ არ გვიყვარდეს ადამიანი...
უსიყვარულოდ შეუძლებელია ცხოვრება, უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი.
გვიყვარდეს მოყვასი ჩვენი;
გვიყვარდეს, თუ გვინდა ვიპოვოთ ღმერთთან მისასვლელი გზა...
თუ გვინდა, ვიყოთ ბედნიერნი.
მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიპოვებს ადამიანი მადლსა ღვთისასა,
როცა სულიერად გაძლიერდება და ამაღლდება.

ილია II
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბიძია თომა
პოსტი Apr 1 2008, 09:23 PM
პოსტი #1012


t.d
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 8,628
რეგისტრ.: 29-September 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,858



'TikoE'


გაიხარე მაგარი ხარ. a025.gif


--------------------
უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nuca_ge
პოსტი Apr 2 2008, 09:45 PM
პოსტი #1013


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 852
რეგისტრ.: 10-October 07
წევრი № 2,937



განთიადი

მთაწმინდა ჩაფიქრებულა,
შეჰყურებს ცისკრის ვარსკვლავსა,
მნათობი სხივებს მაღლით ჰფენს
თავდადებულის საფლავსა.

დადუმებულა მთაწმინდა,
ისმენს დუდუნსა მტკვრისასა:
მდინარე ნანას უმღერის
რაინდსა, ურჩსა მტრისასა…

მთაწმინდა გულში იხუტებს
საშვილიშვილო სამარეს,
მამადავითსა ავედრებს,
აბარებს ქვეყნის მოყვარეს…

მგოსანი გრძნობამორევით
თვალს ავლებს არემარესა
და გულის-პასუხს ნარნარად
უმღერის ტურფა მხარესა:

„ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო
ჩემო სამშობლო მხარეო,
სნეული დავბრუნებულვარ,
მკურნალად შემეყარეო!..

„ვერ ავიტანე ობლობა,
სისხლის ცრემლები ვღვარეო,
წამძლია სულმა და გულმა,
შენს ნახვას დავეჩქარეო.

„წინ მომეგებნენ ღიმილით
შენი მზე, შენი მთვარეო,
გუნდი და გუნდი ვარსკვლავი
მოკაშკაშ-მელვარეო.

„გულში იფეთქა სიამემ,
სევდები უკუვყარეო,
ია და ვარდი დამჭკნარი
ხელახლა გამიხარეო!..

„ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო,
სულის ჩამდგმელო მხარეო,
შენი ვარ, შენთვის მოვკვდები,
შენზედვე მგლოვიარეო!..

„ნურც მკვდარს გამწირავ, ნურც ცოცხალს,
ზე კალთა დამაფარეო…
და რო მოვკვდები, გახსოვდეს,
ანდერძი დავიბარეო:

„დედა-შვილობამ, ბევრს არ გთხოვ:
შენს მიწას მიმაბარეო,
ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო,
ჩემო სამშობლო მხარეო

აკაკი წერეთელი


--------------------
ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Nefertiti
პოსტი Apr 7 2008, 06:46 PM
პოსტი #1014


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 101
რეგისტრ.: 7-April 08
წევრი № 4,477





* * *

არურუს ჩამამღეროდა
დიასამიძის ქალიო,
ეკეთა ყურზე საყურე
უფრიალებდა ქარიო.
არ ვიცი, ვარსკვლავს ჩამოჰყვა,
არ ვიცი, მთვარე არიო,
ე, მაგის კალთაზე მამკალ
და არ დამარქვა მკვდარიო.


ხალხური





--------------------
ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
q-e-T-i
პოსტი Apr 10 2008, 11:38 PM
პოსტი #1015


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 583
რეგისტრ.: 30-August 07
წევრი № 2,659



1853 წელს, ჟენევაში, ფრანგულ ენაზე გამოქვეყნდა თურქული პოეზიის ანთოლოგია ("ოსმალური მუზა"), სადაც მოთავსებულია ნიაზი მისრის დიდაქტიკური ლექსიც, აი იგი ქართულ ენაზე ნათარგმნი :_

ცოლს როცა ირთავ, შვილო ჩEმო, აწონ-დაწონე,
კარგად დაფიქრდი, არჩევანი არ შეგეშალოს.
დაფიქრდი რადგან ბედ-იღბალმა თუკი გიმტყუნა,
ენით უთქმელი მწუხარებით შეიბორკები,
ლამაზი სატრფო დატაფლული, რომ გიცინოდა,
ცოლად ქცეული მწარე ცრემლებს დაგაღვრევინებს.
მაშ აირჩიე, შვილო ჩემო, სათნო ქალწული,
კეთილი გულით რომ მოგხუბლოს და დაგატყვევოს,
ჭირსა და ლხინში განუყრელად შენთან იქნება,
მუდამ დაგატკბობს, გაგახარებს უბიწო ტრფობით.
მაგრამ საცოლეს სად მონახავ ესოდენ სრულქმნილს?
აჰ, არ წახვიდე საძებნელად ჩრდილო ქვეყნებში,
იქ ქალსაც, კაცსაც და ყმაწვილსაც ღალატი უყვარს.
თვალთმაქცობენ და მიილტვიან-ფეხქვეშ გაგვთელონ,
სამარადისოდ დააქციონ ტახტი ოსმალთა.
არც ფრანგ ქალს გირჩევ, არც გერმანელს და რაც მადიარს,
ცბიერთა მოდგმამ სულ არ იცის ჩვენი ადათი,
მათი გონება არ ნათდება სარწმუნოებით,
მშვენიერ ჩერქეზს დამიჯერე, ნუ ამოირჩევ,
ხმალ-ხანჯალს უფრო ეფერება ვიდრე მეუღლეს,
სწყურია ცხენის ჭენება და ბრძოლის ყიჟინა,
დაიქანცები, მოგბეზრდება ალერსი მისი.
არაბს, რა უშავს, მზად იქნება, რომ გემსახუროს,
ოღონდ გაგტანჯავს თავნება და თავქარიანი.
მოგაჯადოებს ზანგი ქალი მხურვალე ვნებით,
ჩაგეკონება უჩვეულო, ცხელსისხლიანი,
მაგრამ ვაითუ ვერ გაუძლო საშინელ სახეს,
რომელსაც თითქოს აურეკლავს ღამის წყვდიადი.
ბოლოს რარა ვთქვა, რა გირჩიო, ვინ აგირჩიო...
ხომ გსურს იცხოვრო, შვილო ჩემო, მშვიდად და ტკბილად?
მაშ უყუყმანოდ აირჩიე სათნო ქართველი!
მთელს დუნიაზე ჭეშმარიტად ერთადერთია-
ცოლად, მეგობრად, მიჯნურად რომ გამოგადგება.
ნუ დაიწუნებ უხეირო სამოსლის გამო,
სამაგიეროდ გულწრფელია, ნაზი, ხალასი,
მაშ, შვილო ჩEმო აირჩიე ქალი ქართველი,
მასთან ცხოვრებით შენ იხილავ ყველაფერს იმას,
რასაც კი ზენა უწყალობებს უბრალო მოკვდავთ-
ამქვეყნიური ნეტარების მოსაპოვებლად....

biggrin.gif


--------------------
I will sooth you if you fall
I'll be right there if you call
You're my greatest love of all


________________________________________________________________


_______ სიყვარულია თავად ღმერთი ამქვეყანაზე_________

________________________________________________________________

__თუ ქარ-ცეცხლში ნაწრთობია სიყვარული, გვაკავშირებს საუკუნო სიხარულით__
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kh@tia
პოსტი Apr 11 2008, 02:53 PM
პოსტი #1016


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 123
რეგისტრ.: 28-March 08
წევრი № 4,349



"გიყვარს ბუნება?-ერთხელ მკითხეს
მე ვუპასუხე-მე პოეტი ვარ!
სატრფო გყავს?-მკითხეს
მე გამეცინა,
და ნელა მკერდზე დავიდე ხელი.
რა ფერი მოგწონს,გიყვარს რა ფერი?
-მე დავანახე ქართული ზეცა
და როგორც ჩემი ტკბილი ოცნება
ზეცას ცისფერი სამოსი ეცვა
-ბედნიერი ხარ?-კვლავ შემეკითხნენ
მე ვუპასუხე:
მე ქართველი ვარ!"


--------------------
აღვსება ყოველთა კეთილთა შენ ხარ ქრისტე ღმერთო,
აღავსე სიხარულითა და მხიარულებითა გული ჩემი და
მაცხოვნე მე,რამეთუ შენ ხარ ღმერთი მრავალმოწყალე.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 11 2008, 02:56 PM
პოსტი #1017


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,797
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(kh@tia @ Apr 11 2008, 02:53 PM) *



რა ლამაზი ლექსია mpua.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ninela
პოსტი Apr 11 2008, 03:49 PM
პოსტი #1018


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 52
რეგისტრ.: 10-April 08
წევრი № 4,527



(ალუბლის ხევ...)
ბესიკ ხარანაული

ალუბლის ხევ, შეპარულო
ბერ-მონაზვნის სამ ყოფელში,
რატომ უხმობ წმინდას წმინდა
იმ სოფლიდან ამ სოფელში...
ნეტავი მან, მოუცლელი
რომ ჰყუდია ცრემლმდინარი,
ლოცვებს შორის, ხატებს შორის,
ერთხელ მაინც მოგკრა თვალი?
ავია და მწყრალია და
ბერი სოფლის საცდურებთან,
ერთი თვალით, ერთი ფიქრით
ჟამი მისი გაცუდდება.
ცულით ხომ არ გამოგენთო,
მოძალადე რაკი გპოვა,
თუ სარკმელი ამოქოლა
და ბილიკიც მიატოვა.

ალუბლის ხევ, შეპარულო,
ბერ-მონაზვნის სამყოფელში,
რატომ უხმობ წმინდას წმინდა
იმ სოფლიდან ამ სოფელში...
რომ დაისხი და დამწიფდი,
როგორც ცოდვის სისხლი, მწველად,
ნუთუ ერთიც არ მოგწყვიტა,
და ბაგე არ გაისველა.

ვის უნახავს მონასტერის
კედლებს როგორ შუქით ავსებს,
ხატებს როგორ აელვარებს
ხორციელი სილამაზე...
და რა ძალა უნდა გქონდეს
და რა მტრობა ბევრზე ბევრი,
რომ ცოდვილად დაისახო
ხორციელი უცოდველი.
რომ უდაბნოდ დაისახო
ლურჯი ცა და მწვანე ველი,
და მოჰკვეთო სილამაზე,
ვით ლაშქარი მწვალებელი.

ალუბლის ხევ, შეპარულო
ბერ-მონაზვნის სამყოფელში,
რომ იწვევდი წმინდას წმინდა
იმ სოფლიდან ამ სოფელში...
წელი მიდის სხვა ათასი
და არ წყდება მაინც დავა,
რატომ უნდათ ერთმანეთი
იმათ, ღმერთმა ვინც ასხვავა.
რატომ ხმება ზეზეულად
უპასუხო სიყვარული
და ყოველწამს რატომ არის
საუკუნო დასასრული.
რად იწყება კვლავ თავიდან
სიყვარული მოძულეთა,
აქ ამბავი არვინ იცის,
ვინც წავიდა, დარჩა ღმერთთან...
ალუბლის ხევ, შეპარულო
ბერ-მონაზვნის სამყოფელში,
რომ იწვევდი წმინდას წმინდა
იმ სოფლიდან ამ სოფელში...

(მას, ვისაც ...)
ბესიკ ხარანაული

მას, ვისაც მცირე ელდაც ჰყოფნის,
რათა დაფეთდეს,
ღმერთი დიდ ტანჯვას არ მიაყენებს.


--------------------
"რაკი განგებამ კოსმოსურ უსასრულობაში მაინცდამაინც ჩვენ გვანდო დღეს ადამიანის სახელისა და ღირსების ტარება, ჩვენც კეთილი ვინებოთ, შევიშნოვოთ ეს მართლაც უდიდესი პატივი და,რაც არ უნდა ძნელი იყოს, არ მოვიდრიკოთ მისი სიმძიმის ქვეშ!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ninela
პოსტი Apr 11 2008, 04:01 PM
პოსტი #1019


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 52
რეგისტრ.: 10-April 08
წევრი № 4,527



თოვლი
გალაკტიონ ტაბიძე

მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის

ქალწულებივით ხიდიდან ფენა:

მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის

და სიყვარულის ასე მოთმენა.

ძვირფასო! სული მევსება თოვლით:

დღეები რბიან და მე ვბერდები!

ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ

უდაბნო ლურჯად ნახავერდები.

ოჰ! ასეთია ჩემი ცხოვრება:

იანვარს მოძმედ არ ვეძნელები,

მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება

შენი თოვლივით მკრთალი ხელები.

ძვირფასო! ვხედავ... ვხედავ შენს ხელებს,

უღონოდ დახრილს თოვლთა დაფნაში.

იელვებს, ქრება და კვლავ იელვებს

შენი მანდილი ამ უდაბნოში...

ამიტომ მიყვარს იისფერ თოვლის

ჩვენი მდინარის ხიდიდან ფენა,

მწუხარე გრძნობა ქროლვის, მიმოვლის

და ზამბახების წყებად დაწვენა.

თოვს! ასეთი დღის ხარებამ ლურჯი

და დაღალული სიზმრით დამთოვა.

როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი,

როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!

არის გზა, არის ნელი თამაში...

და შენ მიდიხარ მარტო, სულ მარტო!

მე თოვლი მიყვარს, როგორც შენს ხმაში

ერთ დროს ფარული დარდი მიყვარდა!

მიყვარდა მაშინ, მათრობდა მაშინ

მშვიდი დღეების თეთრი ბროლება,

მინდვრის ფოთლები შენს დაშლილ თმაში

და თმების ქარით გამოქროლება.

მომწყურდი ახლა, ისე მომწყურდი,

ვით უბინაოს - ყოფნა ბინაში...

თეთრი ტყეების მიმყვება გუნდი

და კვლავ მარტო ვარ მე ჩემს წინაშე.

თოვს! ამნაირ დღის ხარებამ ლურჯი

და დაღალული ფიფქით დამთოვა.

როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი!

როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!


--------------------
"რაკი განგებამ კოსმოსურ უსასრულობაში მაინცდამაინც ჩვენ გვანდო დღეს ადამიანის სახელისა და ღირსების ტარება, ჩვენც კეთილი ვინებოთ, შევიშნოვოთ ეს მართლაც უდიდესი პატივი და,რაც არ უნდა ძნელი იყოს, არ მოვიდრიკოთ მისი სიმძიმის ქვეშ!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ninela
პოსტი Apr 11 2008, 04:14 PM
პოსტი #1020


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 52
რეგისტრ.: 10-April 08
წევრი № 4,527



ი. ა.
გალაკტიონ ტაბიძე

ქალაქში, მტვერში წაიქცა ბავშვი

ნუკრის თვალებით, თმით - მიმოზებით,

და მწუხარების მალენიავში

მოფრინდნენ ლურჯი ანგელოზები.

შეშლილი სახით კიოდა ქუჩა:

შორს კი მზე დარჩა და მშობლის კერა!

მზეზე ჰყვაოდა სოფლად ალუჩა,

და გაისმოდა დების სიმღერა.

სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში
გალაკტიონ ტაბიძე

დედაო ღვთისა, მზეო მარიამ!
როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,
ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია
და შორეული ცის სილაჟვარდე.

შემოიღამებს მთის ნაპრალები,
და თუ როგორმე ისევ გათენდა -
ღამენათევი და ნამთვრალევი,
დაღლილ ქალივით მივალ ხატებთან!

და მაშინ ვიტყვი: აჰა! მოვედი
გედი დაჭრილი ოცნების ბაღით!
შეხედე! დასტკბი ყმაწვილურ ბედის
დაღლილ ხელებით, წამებულ სახით!

შეხედე! დასტკბი! ჩემი თვალები
წინათ რომ ფეთქდნენ ცვრებით, იებით, -
ღამენათევი და ნამთვრალევი
სავსეა ცრემლთა შურისძიებით!

დასტკბი! ასეა ყველა მგოსნები?
შენს მოლოდინში ასეა ყველა?
სული, ვედრებით განაოცები
შენს ფერხთით კვდება, როგორც პეპელა.

სად არის ჩემთვის სამაგიერო?
საბედნიერო სად არის სული?
ვით სამოთხიდან ალიგიერი
მე ჯოჯოხეთში ვარ დაფარული!

და როცა ბედით დაწყევლილ გზაზე
სიკვდილის ლანდი მომეჩვენება,
განსასვენებელ ზიარებაზე
ჩემთან არ მოვა შენი ხსენება!

დავიკრეფ ხელებს და გრიგალივით
გამაქანებენ სწრაფი ცხენები!
ღამენათევი და ნამთვრალევი
ჩემს სამარეში ჩავესვენები.

დედაო ღვთისა, მზეო მარიამ!
როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,
ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია
და შორეული ცის სილაჟვარდე.


--------------------
"რაკი განგებამ კოსმოსურ უსასრულობაში მაინცდამაინც ჩვენ გვანდო დღეს ადამიანის სახელისა და ღირსების ტარება, ჩვენც კეთილი ვინებოთ, შევიშნოვოთ ეს მართლაც უდიდესი პატივი და,რაც არ უნდა ძნელი იყოს, არ მოვიდრიკოთ მისი სიმძიმის ქვეშ!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

146 გვერდი V « < 49 50 51 52 53 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd June 2025 - 04:14 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი