სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
| codvili tevdore |
Apr 15 2008, 05:13 PM
პოსტი
#1027
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 14 რეგისტრ.: 15-April 08 წევრი № 4,566 |
შენს სილამზეს ვერ შეედრება
ვით მზე და მთვარე ცა ვარსკვლავები შენ ხარ ყაყაჩო ნუკრის თვალებით ნაზი როგორიც ლამაზი ია სამწუხაროა რომ ესეც ხდება ერთ მხარეს უყვარს მეორეს არა სულიდან ამონალექი შფოთვა და დრტვინვა დიადი ნელა მივდივარ ქუჩაში უკან მომყვება წყვდიადი თუ შენი სახე არ ვნახე ისევ დავრჩები მტირალი ეს ორივე ლექსი ჩემი მეგობრისააა როგორ მოგწონთ |
| ninela |
Apr 16 2008, 06:26 PM
პოსტი
#1028
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 52 რეგისტრ.: 10-April 08 წევრი № 4,527 |
დაგვტოვეთ მარტო
ირაკლი აბაშიძე დაგვტოვეთ მარტო!.. მე დღეს ხმაც და სიმიც დამაცვდა, იმ საზღვრის ხაზთან, იმ შავ ხაზთან დღეს მეც შევჩერდი. დაგტოვეთ მარტო- ერთი სიტყვაც მაქვს ქვეყანასთან, დაგვტოვეთ მარტო ახლა მე და ეს მზისქვეშეთი. მე ცამდე სავსე ათას დრამით, ათას ქარიშხლით, ყველა ქარიშხლის ყველა დრამის სუნთქვით მცნობელი... ერთი რამ სიტყვაც, ერთიც დამრჩა მე ანგარიში- დაგვტოვეთ მარტო მე და ჩვენი წუთისოფელი. მე მისი ჯიში, სისხლი მისი და მისიანი, მე ხმა შენდობის ხმა იმედის ხმა დამშვიდების; ქება-დიდებით მე ვავსებდი ამ დიდ მზიანეთს, სხვა რამ არ მითქვამს გარდა ქება-დიდების. ახლა დავკეცოთ, ახლა დავდოთ, ახლა დავხუროთ რაც რამ დამთავრდა, რაც რამ გაქრა, რაც რამ დანაცრდა... უშუამავლოდ, უმსაჯულოდ, უმეთვალყუროდ დამტოვეთ მარტო მე ამ დღესთან, ამ ქვეყანასთან. -------------------- "რაკი განგებამ კოსმოსურ უსასრულობაში მაინცდამაინც ჩვენ გვანდო დღეს ადამიანის სახელისა და ღირსების ტარება, ჩვენც კეთილი ვინებოთ, შევიშნოვოთ ეს მართლაც უდიდესი პატივი და,რაც არ უნდა ძნელი იყოს, არ მოვიდრიკოთ მისი სიმძიმის ქვეშ!"
|
| ninela |
Apr 16 2008, 09:28 PM
პოსტი
#1029
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 52 რეგისტრ.: 10-April 08 წევრი № 4,527 |
გაზაფხულის უვერტურა
რატი ამაღლობელი ისევ მაისობს სამაიის ისასამანი, მზე ტყეებისკენ მწვანე მზითვებს მიეზიდება. დავტოვე ჩემი მწუხარების მყუდრო სავანე, ისევ მაისობს სამაიის ისასამანი. ღმერთო! სამშვინველს გაზაფხულის მიეც დიდება და ბროწეულის ბაღებისკენ გზები სავალი. მზე ტყეებისკენ მწვანე მზითვებს მიეზიდება, ისევ მაისობს სამაიის იასამანი. -------------------- "რაკი განგებამ კოსმოსურ უსასრულობაში მაინცდამაინც ჩვენ გვანდო დღეს ადამიანის სახელისა და ღირსების ტარება, ჩვენც კეთილი ვინებოთ, შევიშნოვოთ ეს მართლაც უდიდესი პატივი და,რაც არ უნდა ძნელი იყოს, არ მოვიდრიკოთ მისი სიმძიმის ქვეშ!"
|
| T I K O |
Apr 18 2008, 06:38 PM
პოსტი
#1030
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
ახირებული სურვილი
სხვა რამე მინდა,_ მალაპარაკე ცოტა არაკი, ცოტა იგავი, ჭორი, სიმართლე, სიბრძნე, სიგიჟე, სიტყვა მისაკიბ_მოსაკიბავი. სხვა რა მინდა მე,_ კარი იღება, სულში იჭრება სევდა ფარული, ცოტა სიცილი, ცოტა სიმღერა, ცოტა ალერსი და სიყვარული! სხვა რა მინდა მე,_ მთებში სირბილი, დუღილი,წვა და თრთოლვა ნისლებად, ცოტა სიცოცხლე, ცოტა სიკვდილი და ის, რაც მხოლოდ მე მესიზმრება. -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
| ninela |
Apr 20 2008, 11:55 PM
პოსტი
#1031
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 52 რეგისტრ.: 10-April 08 წევრი № 4,527 |
უილიამ შექსპირი
თარგმანი ინგლისურიდან - ალექსანდრე ელერდაშვილი თუ მიმატოვებ, ახლა წადი... ახლა დამტოვე, როს ბედისწერის მრისხანება გასცდა ნაპირებს, შენც, ვით განგებამ, დავრდომილი დამიმარტოვე და ახლა წადი... წასვლას სულიც სანამ აპირებს. სმენა მიაპყარ ჩემს გულისთქმას - რას გეუბნება, ჯერ მახვილს ზურგში ნუ ჩამასობ თავგამეტებით, ღამეულ ქარებს ნუ მომიქცევ ცისკრის ღრუბლებად... ჯერ მე და სევდა ქვეყნად ერთად დავეხეტებით. და როცა წახვალ, შეაყოვნე ნაბიჯი წამით, ვიდრე საწუთროს ჭირ-ვარამი მემათხოვრება, დე, შენმა მზერამ წამიერად შეიცნოს ამით, რა უსაშველო ტანჯვაშია ჩემი ცხოვრება. სხვას არას ვჩივი, ესღა არის ჩემი ვედრება, რომ შენს დაკარგვას ვერაფერი ვერ შეედრება. ო, მაპატიეთ მირზა გელოვანი ბედმა უცნობი გზით გამაქამანა, თქვენ დარჩით შორი... ცაზედაც შორი... და, როგორც კარტში აგურის ქალებს, გქონდათ ქერა თმა და ყელი ბროლის. მე გპირდებოდით, რომ დავბრუნდები, რომ თქვენი თმები დამაბრუნებენ, მაგრამ დღეები, როგორც ქურდები, ჩემს შეპირებას ანადგურებენ. და სადმე ტყვია თუ გააციებს გულს საშინელი განადგურებით, თქვენ მაპატიეთ, ჰო, მაპატიეთ, დანაშაული არდაბრუნების. 1942 -------------------- "რაკი განგებამ კოსმოსურ უსასრულობაში მაინცდამაინც ჩვენ გვანდო დღეს ადამიანის სახელისა და ღირსების ტარება, ჩვენც კეთილი ვინებოთ, შევიშნოვოთ ეს მართლაც უდიდესი პატივი და,რაც არ უნდა ძნელი იყოს, არ მოვიდრიკოთ მისი სიმძიმის ქვეშ!"
|
| T I K O |
Apr 21 2008, 09:02 PM
პოსტი
#1032
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
რუდაქი
ქვეყნად სიმართლეს და სიკეთეს მიაგე მადლი, თავისუფლების და სილაღის გაიგე ყადრი, შენზე უბედურთ დააკვირდი და ინუგეშე, მარტოდენ შენზე ბედნიერებს თავს რატომ ადრი? -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
| zedela |
Apr 21 2008, 10:01 PM
პოსტი
#1033
|
![]() chuvaaaaak:) ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,886 რეგისტრ.: 15-March 08 წევრი № 4,194 |
სა...
_ საა.. გძინავს? ჯერ არ დაიძინო რა, სა.. შენთან ლაპარაკი მინდა.. სა, იცი, მე ისევ მაწუხებს სუიციდი, დღეს გიყურებდი და ვერც.. სა, იცი, ისე რთულია გაძვრე უდაბნოში, რომ მე ისევ უწყლოდ ვრჩები.. სიცივემ ხელები დაისერა და სისხლი სულ მე მასვა, მერე კი შენზე მელაპარაკა, სა.. ჩემი თვალები თაღებად ეფარებიან ტკივილს და მე სულ ვსველდები, როცა წვიმს, რადგან შენ მახსენდები და ვტირი.. სა, ვიცი ისევ გაწუხებს სუიციდი.. ვიცი, რწმენამდე გზებია, რომლებზეც შენ ჩაგქოლავენ, სულ 3 გზაა, სა, ტკივილი, სიცივე და სევდა, იცი, მე სულ მინდოდა შენთან ერთად მეფრინა ცაში, სა, მოდი რა, ნუ ვივლით გზებით, უბრალოდ ერთხელაც დავიკიდოთ ეს დედანატირები მიმართულებები: მარჯვნივ, მარცხნივ, წინ და უკან.. მოდი რა, დავიკიდოთ და უბრალოდ ზემოთ წავიდეთ.. შენ ხომ იცი ფრენა? ხომ შემპირდი გასწავლიო, ჰოდა.. სა.. იცი, გუშინ შენი დღიური წავიკითხე, ვიცი.. ვიცი ისევ გაწუხებს წვივების ტკივილი, მე კი სულ მინდა დაგარწმუნო, რომ ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ შენ ფეხს მოგაჭრიან.. მე მაშინაც მიყვარდი, როცა მანქანამ დაგარტყა და 3 დღის განმავლობაში, ექიმები მხოლოდ შენს სიკვდილს ვარაუდობდნენ.. სა.. ალბათ დღესაც არაფერი გიჭამია.. იცი, გუშინ ქუდი მოგიქსოვე, მინდა, რომ სულ თავზე გეფაროს, თორემ გამიცივდები.. შენ ხომ ისეთი სუსტი ხარ, რომ სულ ავადმყოფობ.. სა.. მოიხსენი რა ეგ სათვალე, მოიხსენი ეგ შავი სათვალე, არ გიხდება, შენს თავს ვფიცავარ, არ გიხდება.. შეხედე მზეს და იფიქრე.. ჩემზე ნუ იფიქრებ, უბრალოდ, მიხვდი, რომ მარტო არ ხარ და ის ხმელი ჭადარიც, რომელზეც ბავშვობიდან ცდილობ აძვრე, მხოლოდ ილუზიაა, და არანაირი ნატვრის ხე არ არსებობს.. სა.. გამიგონე რა.. მე ისევ ვთოვ და არასოდეს მოგცემ იმის საშუალებას, რომ შენი ახალი პალტო ჩაიცვა, არ გიხდება შავი, სა.. არა.. ვიცი, ყოველ დილით უყრი ბეღურებს შენი საუზმიდან გადარჩენილ ნამცეცებს, არადა ამ ბოლო დროს სულ აღარ ჭამ, ხომ ვიცი.. ვიცი.. ვიცი, სა, მეც გახსოვარ, ვიცი შენ უკვე ისე შეეჩვიე უდაბნოს, რომ აღარც კი გახსოვს ბოლოს როდის იყავი მყინვარზე, მე კი სულ გელოდები.. ჩემი სახლის უკან რომ ქუჩაა, იქ გელოდები.. ქაშუეთის წინ რომ მათხოვარია, იქ გელოდები.. ცაში ნაწვიმარზე გელოდები და ხვალ, მთაწმინდას რომ პანთეონში დაასაფლავებენ, იქაც დაგელოდები.. და ვიცი, მოხვალ, ისევ ისეთი სევდიანი და მკრთალი, ვიცი მოხვალ და თვალებში ჩამაწვეთებ შენს კაპრიზებს, ვიცი.. მოხვალ და ძველებურად მეტყვი: _ სანდრო, მოვედი, გახსოვარ? მე საქართველო ვარ.. და მე გაკოცებ.. |
| nino_ni |
Apr 21 2008, 10:53 PM
პოსტი
#1034
|
![]() nino ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,653 რეგისტრ.: 22-March 08 მდებარ.: tbilisi წევრი № 4,293 |
ჩემი სურვილი რომ ყოფილიყო,
ფეხს არ დავდგავდი ცოდვილ მიწაზე. არ გავჩნდებოდი, არ ვიცხოვრებდი, არ ვისუნთქებდი, დღეს ამ მიწაზე. მაგრამ განგებამ, ასე ინება და მე აქა ვარ, დღეს ამ მიწაზე, უსიყვარულოდ და უიმედოდ, დავეხეტები ცალი მიწაზე. ღმერთო ძლიერო, შენ შეისმინე, ჩემი ვედრება, დრეს ამ მიწაზე. ნუ მიმატოვებ,უსიყვარულოდ და უიმედოდ, ცალს ამ მიწაზე მარტო დამტოვა მე დღეს ცხოვრებამ, მატოს დამადგა მძიმე უღელი, მარტოს მაწვალებს გადასარჩენად, მარტო ვდგევარ და ვინმეს მოველი. რატომ გამწირა ასე ცხოვრებამ?! რატომ დამტოვა მარტო, ეული?! რატომ არ მომცა მე სიყვარული, რომ გამიმთელოს გული სნეული?! გაივლის წლები, დრო შეიცვლება, მარტო დავრჩები, ისევ წყეული. ასე ყოფილა ეს ბედისწერა, უნდა დამტოვოს მუდამ ეული... ტერენტი გრანელი. -------------------- სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით./წმ. ეფრემ ასური/
შესაძლოა დიდი ხანია ის ხეები იზრდება, რომლისგანაც ჩვენი კუბოს ფიცრები გამოითლებიან./ეფრემ ასური/ |
| T I K O |
Apr 22 2008, 08:48 PM
პოსტი
#1035
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
ანა კალანდაძე
ო, აქ, თქვენ შორის შესვენება მცირედი მწადის, აქ დავასვენო ჩემი სანთური... მე ამ წალკოტში მიპოვია მყუდრო სადგური, - ცდუნებებით უვნებელ ადგილს... მე აქ, თქვენ შორის, შესვენება მცირედი მწადის -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
| T I K O |
Apr 23 2008, 06:02 PM
პოსტი
#1036
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
ალეკო შენგელია
ანდერძი იმ პატარა სიყვარულის ცრემლებს ვფიცავ, იმ თეთრ აკვანს, დედაჩემის ცისფერ თვალებს, ვფიცავ მიწას, ვაჟას გულზე დაყრილ მიწას, რიჟრაჟს ვფიცავ, ნისლებში რომ იფერმკრთალებს; თუ ჩემს ზეცას, ჩემს მწვერვალებს ცადასროლილს წაეპარა ყორნისფერი ღამე მძიმედ, - ამოვწვადო ხმალი ელვით ანაჟრჟოლი, ვარსკვლავებით მოხატული, მოციმციმე. თუ დავეცე, - ნუ მიტირებთ დანანებით, ნაღველს გულში არასოდეს გავივლებდი, საქართველოს ლამაზებო, მანანებო, დამაყარეთ თქვენი ფერის ყვავილები. გული დამაქვს სიყვარულით განახელი, მყვარებია... ჰო, ცრემლებიც მყვარებია; ჩემი ქვეყნის ძველი დარდი და ნაღველი ხანჯალივით გულში გამიტარებია. გაღიმებაც შემიძლია აპრილისა, ხარირემის ვაჟკაცური დაძახილიც... - შენი ლექსი ქედმაღლურად გაჰყვირისო, - მეტყვის ვინმე, სტრიქონებზე თავდახრილი. - თაობა ვარ ავთანდილის გაწაფული, სიყვარული უბით დამიტარებია, ჩემი თეთრი ცისარტყელა, გაზაფხული, თებერვალში აპრილს დამიდარებია... დავიღუპო!.. ნუ მიტირებთ დანანებით... ნაღველს გულში არასოდეს გავივლებდი... ჩემი ქვეყნის ლამაზებო, მანანებო, დამაყარეთ გაზაფხულის ყვავილები. -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
| Nefertiti |
Apr 24 2008, 09:21 PM
პოსტი
#1037
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 101 რეგისტრ.: 7-April 08 წევრი № 4,477 |
ნუ დაივიწყებ შენი ვალია
ნუ დაივიწყებ წინაპრის ადათს, ნუ დაივიწყებ გმირობას ათასს. რაც დღემდე შენთვის სისხლი დაღვრილა სულ არ მოვსულვარ დღემდე ადვილად. ჩვენამდე, დღემდე, ჯაჭვია გრძელი, გზა ეკლიანი, ვიწრო და ძნელი. შენამდე ცხრა ძმა ხერხეულიძე, სამასი გმირი არაგველია. მეფე დავითი, მეფე თამარი და ეს გზა ისევ გასავლელია. ნუ დასრულდება წარსული შენზე, ხავსს ნუ მოადებ მშობლიურ ეზოს რათა შენს შვილებს და შენს მომავალს წინაპრის სახე სანთლებად ენთოს. ღმერთივით ერთი სწამდეთ სამშობლო და თავს სწირავდნენ ენას და რწმენას გადასახლებულთ ქართული მიწა ხატად ექცათ და გულზე ესვენათ. ნებით, ქართველი არ თმობს სამშობლოს, განა ადვილი დასათმობია? ძალით არასდროს, წინაპრის კერა განა ადვილი ჩასაქრობია? განა სამთავროს, ბაგრატს და გელათს, ცამდე აზიდულ ძველ სვეტიცხოველს, შოთას და ვაჟას და მშობელ დედას რის ფასად დათმობ – გაიუცხოვებ. მძლავრი მდინარის ჩქეფების დარად შენს სისხლში მაინც იჩქეფებს მარად და სანამ ცამდე არ გაბრწყინდება შენი სამშობლო სამოთხის დარი სანამ სიცოცხლე არ მოგწყინდება მოსახდელი გაქვს იცოდე ვალი. -------------------- ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა...
|
| xornabujeli |
Apr 26 2008, 06:18 AM
პოსტი
#1038
|
![]() giorgi ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,304 რეგისტრ.: 24-July 07 მდებარ.: Zveli Tbilisi. წევრი № 2,509 |
დავითიანი ე. ჯვარცმის ამბავი 93 ურიათ გმეს და უარყვეს უფალი ტკბილი იესო, მათ მისი სწავლა-მოძღვრება არარად მიიჩნიესო; არ ვიცი, რად ქნეს უგბილთა, ავი რა შეამჩნიესო; ორსავ გზას წრფელს წინ უდებდა, ხორციელს და სულიერსო. 94 მკვდარს აღუდგენდა, კურნავდა კეთროანს, წყალმანკიერსო; ბრმას თვალთ უხელდა, ცისცისად არჩენდა ეშმაკიერსო; უტყვს ენას ძღვნიდა, ყრუს - სმენას, კუტს-საპყარს - სლვას შვენიერსო; პურს მცირეს დიდად, წყალს ღვინოდ უქცევდა: - ჭამე, სვი ესო. 95 ამის მეტს არას ეტყოდა: - ესევდით ღმერთს ზეციერსო. მშვიდათ ცხოვრებდით, ნუ უზამთ ერთმანეთს თქვენ უდიერსო; გაიკითხევდით გლახაკთა, ასმევ-აჭმევდით მშიერსო. რასაც კეთილს იქთ, ღმერთი თქვენ მოგაგებთ მის მაგიერსო. 96 აწ, ნახეთ, მისად სანუფქოდ რაც მათ მას შეამთხვიესო: ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ განარჩიესო; ღვთის საიდუმლო გატეხეს, გულში ვერ დაიტიესო, თავიანთ მაცხოვნებელი წარმწყმენდლად მიიჩნიესო. 97 ოცდაათ ვეცხლად გაყიდეს, ისიც კი დააბნიესო; შეიპყრეს თვისი დამხსნელი, საბელი მოახვიესო; მაგრა შეუკრეს ხელები, უფალსა არა სთნიესო, ურიგო სიტყვა შეკადრეს, გალანძღეს, გაათრიესო! 98 ყვრიმალს სცეს თვალებ აკრულსა, ჰკითხეს: ვინ გცემა, თქვი ესო? ფრჩხილთა უყარეს ლერწამი, ნუნები აატკიესო, ავაზაკზედა გაცვალეს, ბარაბა მათ ირჩიესო! ბრალი ვერ პოეს, დასაჯეს, პილატე მიუსიესო. 99 ბრალობის სისხლი თავზედა შვილითურთ გარდინთხიესო, შოლტით სცეს ხელ-დაბანილთა, მსხვერპლს სისხლი შეურიესო. დაადგეს ეკლის გვირგვინი, გოლგოთას მიიწვიესო; შესამოსელი გახადეს, ქლამინდი მოახვიესო; 100 ჯვარზედ განაკრეს, ხელ-ფეხთა ლურსამი გაუწიესო; წყალი ითხოა, მიართვეს, ძმარში ნაღველი რიესო. უგმირეს გვერდსა ლახვარი, - ვაიმე, ვითა სთქვი ესო! მოკლეს უბრალო ბრალითა, ქვეყანა შეარყიესო; 101 მზე დანაბნელეს, მთვარეცა, ვარსკვლავნი დააფრქვიესო. თავს კრეტსაბმელი განაპეს, ბოლომდი შუა ხიესო! ჯვარით გარდმოხსნეს, წარგრაგნეს, ტილოში წაახვიესო; დამარხეს, მკვდარსაც არ ენდვნენ, გარს მცველნი შემოხვიესო. 102 ქმნა სულგრძელობა მათზედა და დასთმო მან ჩვენთვი ესო. დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო! ქმენ სულგრძელობა მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვი ესო. დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო! დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო! -------------------- "Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
---------------------------------------------- "აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს." ''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული! ''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!" ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- "Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always." |
| არაგველი |
Apr 26 2008, 07:33 AM
პოსტი
#1039
|
![]() ქართველი ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 55 რეგისტრ.: 16-April 08 მდებარ.: საქართველო მარადის... წევრი № 4,574 |
ალაზანი
სისხლით შეიღება ალაზანი, ისევ ცრემლები სდის ალავერდს, ჩვენი საშველი კი არსად არის, უცხო რა მოგვიტან, _ არაფერს. ერთურთს მხარში უნდა ამოვუდგეთ, ისე ვერ მივაღწევთ ვერაფერს, ყური არ დავუგდოთ ავ მოუბრებს, ჩვენით მივაღწიოთ ყველაფერს. ჩვენი საქართველო გაითელა, ფეხქვეშ ამოიგდეს სტუმრებმა, მაგრამ ვერ გაგვტეხეს, მაინც ვერა, ისევ ძლიერები თურმე ვართ. აბა ყური უგდეთ ალაზნის ხმას, ნახეთ რას ჩურჩულებს მორევი, ჩვენ ხომ გავუძელით აბასის ხმალს, კიდევ გამოვზარდეთ ბოკვრები. ახალ საქართველოს ავაშენებთ, აღარ გავაჩერებთ მტრად მოსულს, ტურფა ივერიას გაუმარჯოს და მზეს _ ნათელ სხივად ამოსულს. -------------------- უფალო შეგვინდე ცოდვანი ჩვენი და დაიფარე საქართველო გასაჭირისგან...
|
| kh@tia |
Apr 28 2008, 11:49 PM
პოსტი
#1040
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 123 რეგისტრ.: 28-March 08 წევრი № 4,349 |
სხვისიც ყოფილა თუ ყოფილა
ჩემ თვალზე ცრემლი, ვყოფილვარ სხვისი სიბრალულით მრავალჯერ ჩუმად... ყოვლადძლიერო გახარება თუ გინდა ჩემი, უნარი სხვისი გახარების მიბოძე უმალ... და კიდევ,თუ არ შემომწყრები მისმინე ერთიც, სიხარბე ახლავს, სამწუხაროდ სიხარულს რადგან... თუ შემიძლია დამაყენე იმდენად მაღლა... არ შეეხარბოს სიხარული არავის ჩემი. მუხრან მაჭავარიანი -------------------- აღვსება ყოველთა კეთილთა შენ ხარ ქრისტე ღმერთო,
აღავსე სიხარულითა და მხიარულებითა გული ჩემი და მაცხოვნე მე,რამეთუ შენ ხარ ღმერთი მრავალმოწყალე. |
| *ნინო* |
Apr 29 2008, 08:25 PM
პოსტი
#1041
|
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 836 რეგისტრ.: 16-November 07 წევრი № 3,193 |
მიყვარხარ მეთქი!გითხარი და გაგეცინა
პატარა ხარო... ცოტა ვიტირე შენს ღიმილზე,მაგრამ რაღა დროს მომწონხარ მეთქი გითხარი და.. პატარა ხარო... მოვკვდები მეთქი გითხარი და შემომხადე ჯერ სიკვდილისთვის ,პატარა ხარო... მე რომ მიყვარხართქო და... ჯერ გაიზარდეო... სანთელს დაგინთებთქო და.., ხატი როდი ვარო... შენზე ვილოცებთქო და ღმერთი როდი ვარო... გაგაღმერთებ მეთქი ვიყვირე და გაგიკვირდა ასე გიყვარვარო? თბილად გამიღიმე...როგორ გამიხარდა,ბოლოს უარყავი პატარა ხარო... გული დამიტანჯე,სათქმელი დამიცალე... პატარა ხარო... მე რომ მიყვარხართქო და ხმა აღარ გამეცი,პატარა ხარო... |
| შოთაძე |
Apr 30 2008, 04:58 AM
პოსტი
#1042
|
![]() შოთა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,169 რეგისტრ.: 26-April 07 მდებარ.: სევდიან ფიქრებში წევრი № 1,766 |
"განა ეს ჩვენი ბრალია"?!
"ტყე შევუნახოთ შვილებსა!" ბავშვებო, ჩვენი ვალია! მამებმა თუ არ იზრუნეს, განა ეს ჩვენი ბრალია?! "ბუნება მბრძანებელია" ბუნება – მთა და ხევია, ბუნება – მინდორ-ველია, ბუნება – საყვარელია, ბუნება – სასურველია! ბუნება – ჩვენი ერია, ბუნება – მშვენიერია, ბუნება – ჩვენი მხსნელია, ბუნება – მბრძანებელია! "სალომე ჩაჩხიანი'' -------------------- „მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“
მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი |
| Amuza |
Apr 30 2008, 08:00 PM
პოსტი
#1043
|
![]() გიორგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,040 რეგისტრ.: 15-January 08 მდებარ.: GSE წევრი № 3,638 |
ტანს გეტმასნება სველი ალერდი,
ჭვირვალი კაბა გიმხელს თეძოებს და აზიდული მაღალი მკერდით მიეფინები მწვანე ეზოებს. დაქნილი ფრჩხილით ტაროებს კორტნი და ტაროც ხვდება ძუძუს რძიანი, გაკოცებს ხაო სიმინდის ფოჩის და ატევრილი სხეულმზიანი, როგორც ავაზა, შენ, ტანხურვალი დაეძებ კუროს რომ დაგიურვოს. გხედავ და ვიცი შენი კუნთები დათესლილია ჩემი სურვილით... წამოვიწევი და გავარდები გადალეწილი მხეცის წყურვილით... და გავარდები, დაგედევნები, თეთრი მუხლები თითქო ჰკივიან, შენი ვარ, შენი, მოდი გევნები... მეც დაგეწევი და ცხელწვივიანს აგიყვან ხელში და გადაგისვრი დიდ საწნახელში, რომ შენი ტანით დავჭყლიტო მაგრად მწიფე მტევნები... მაგრამ თვალები, თვალები, თვალები, უნდობი ტალღა და ხვლიკი ლუში, ათასი ქალი და ყველა მრუში, აშარა თუ ხარ, კახპა და ურცხვი, გწყურია ვაჟი, უცხო და უცხო... არა ხარ ჩემი, არ ხარ არვისა, თუმც არასოდეს არ ხარ უარზე. იცოდე მოვგრეხ ნებას ყუაზე, ერთბაშად შეგსვამ ღვინოს ქარვისას და შენი თმების წითური მორგვით მიგაბამ მაგრად ცხენის ძუაზე... მაგრამ თვალები, თვალები, თვალები, ეხლა მადონნა, წმინდა, ხასხასა, რა გიყო მე შენ უძღებო ხასავ ? აგამზეურებ, როგორც შუბისტარს ირუბაქიძის.... და ერთხელ კიდევ გასუდრულ მტევანს გაგშოლტავ ლოშნით... -------------------- ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
|
| k@the |
Apr 30 2008, 09:13 PM
პოსტი
#1044
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
ავტორები მიაწერეთ ლექსებს გთხოვთ!
Amuza ირუბაქიძეზე გველის პერანგი გამახსენდა. საიდანაა ეს ლექსი? -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
| შოთაძე |
May 1 2008, 11:40 PM
პოსტი
#1045
|
![]() შოთა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,169 რეგისტრ.: 26-April 07 მდებარ.: სევდიან ფიქრებში წევრი № 1,766 |
ო რ ი რ ა მ
პოეტისათვის ორი რამაა ყველაზე განუყრელი, ყველაზე სანუკვარი: პირველი — ქაღალდი, მეორე — მეგობარი... ალბათ იმიტომ რომ ისინი ერთმანეთს ჰგვანან... ორივეს ერთნაირად შეუძლია პოეტის ნაფიქრის გაზიარება, მისი აღბეჭდვა გულისფიცარზე და პოეტთან ჭირ-ვარამის გაყოფა... ქაღალდი მეგობარივით ერთგულია, მეგობარი კი — ქაღალდივით.... 1989 წ. 20 მარტი რატი (ტატო) ნინუა -------------------- „მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“
მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი |
| *ნინო* |
May 3 2008, 05:41 PM
პოსტი
#1046
|
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 836 რეგისტრ.: 16-November 07 წევრი № 3,193 |
ადამიანი ,როგორც არსება
სილამაზისთვის,როდი ფასდება თუ, იგი არის სულით ლამაზი ცხოვრება,მხოლოდ მას უფასდება შენ ადამიანს სილამაზით ,ნუ შეაფასებ ეგ სილამაზე ,ზოგჯერ კიდეც დამღუპველია ადამიანი ,სულით უნდა იყოს ლამაზი სული აშენებს,რაც სილამაზეს დაუნგრევია კარგი როცა,ვიღაცას ელი უფრო კარგია ,როცა გელიან და რომ მიიღებ ჩემგან ამ მესიჯს მიხვდები, ვიღაც ვერ შეგელია გჯეროდეს,მე შენთვის სიკეთეს ვისურვებ და ამ დღეს უბრალოდ 4 რამეს გისურვებ დიდხანს სიცოცხლეს და ულევ სიხარულს ბედნიერ მომავალს და ლამაზ სიყვარულს ჯერ არ დაიჯერო და თუ დაიჯერებ ,მას არ დააჯერო ,რომ მის დაიჯერე |
![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 8th April 2026 - 06:05 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი