IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

146 გვერდი V « < 52 53 54 55 56 > »   
Reply to this topicStart new topic
> პოეზია
kh@tia
პოსტი May 13 2008, 01:18 PM
პოსტი #1061


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 123
რეგისტრ.: 28-March 08
წევრი № 4,349



მიხეილ ქვლივიძე
ქალი

აქ იჯდა
სწორედ ამ ადგილზე,
ზღვა ფერხთით ეწვა
და ტანზე მარტო
ოქროსფერი სხივები ეცვა,
და ოქროსავით უგრძნობელი,
მაგრამ გრძნეული,
თვალის მომჭრელად
ლაპლაპებდა მისი სხეული.
ოქროს ემბაზი,
მარტოოდენ
ფორმა და ხაზი...
და ამის მადლით ეძლეოდა
ყველაფერს აზრი...


--------------------
აღვსება ყოველთა კეთილთა შენ ხარ ქრისტე ღმერთო,
აღავსე სიხარულითა და მხიარულებითა გული ჩემი და
მაცხოვნე მე,რამეთუ შენ ხარ ღმერთი მრავალმოწყალე.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iisperiTOVLI
პოსტი May 19 2008, 12:24 AM
პოსტი #1062


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,989
რეგისტრ.: 25-April 08
წევრი № 4,650



ატმის რტოო, დაღალულო რტოო

ატმის რტოო, დაღალულო რტოო,
ატმის რტოო, სიმშვიდეა შორი,
ქარიშხალი მოდის საიმდროო,
ყვავილების ქარში მიქრის ტბორი.
მოცდა არ ღირს, თუ ისევე უცდი,
ამ გრიგალში დრო არ არის სხივის,
დაღალული ყვავილი ხარ სუსტი,
ქარი ყივის, ქარი ყივის, ყივის.
ნაპრალებზე გადაიმსხვრა ნარგი,
ეხლა ზღვაა, ეხლა სისხლის დროა,
თუ გადარჩი, ხომ გადარჩი, კარგი...
ატმის რტოო, დაღალულო რტოო...


--------------------
ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე..
და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება.


********************************************************************************
*

ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შევრდომილი
პოსტი May 19 2008, 03:29 PM
პოსტი #1063


მ ა გ დ ა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 459
რეგისტრ.: 1-February 07
წევრი № 987



ის მაინც ბრუნავს
(მიხეილ ქვლივიძე)

ის მაინც ბრუნავს!
ღმერთმა ნუ ქნას გიორგი ჩემო დავცხრეთ, დავწყნარდეთ
და სიცოცხლის დავკარგოთ გემო,
და დავივიწყოთ სიყვარულის ძველი ზღაპარი,
და სატრფოს მხრებზე დაფენილი ლომის ფაფრი
არ იყოს ჩვენი შთაგონების თავშესაფარი.

ის მაინც ბრუნავს!
ღმერთმა ნუ ქნას ჩემო ძმობილო დავცხრეთ, დავწყნარდეთ,
აღარ ვიყოთ უკმაყოფილო საკუთარ ბედით, უბედობით, ნამოღვაწარით,
ყველაფრით ჩვენში რაც არსებობს, სხვებში რაც არი,
ღვინოს ვსვამდეთ და არ გვათრობდეს ღვინო ალალი,
სათქმელზე უფრო მეტი გვქონდეს დასამალავი,
შეძენის ჟინმა გაგვიქარწყლოს ხარჯვის ხალისი,
საკუთარ სახელს ვამჯობინოთ ყალბი ხარისხი,
ჩვენი სახლები დავამსგავსოთ სოროს ან ბუნაგს
და დავივიწყოთ შეძახილი: ის მაინც ბრუნავს!

ია მაინც ბრუნავს! მაინც ბრუნავს! ბრუნავს ტიალი,
არ მოგვეშალოს ჩვენც ეს ბრუნვა და ხეტიალი,
მუდმივი ქროლვა, არა მალვა_თავის დანდობა,
არ დარდისაგან მოდუნება_დარდიმანდობა.

და მუდამ, მუდამ სიახლისკენ სწრაფვა ველური
და ჭირსა შიგან გამაგრება რუსთაველური
და მტკიცე ქედი, ქედი ძნელად გასაღუნავი,
და გაჭირვების ჟამს სიცილის შნო და უნარი.

და თუ ოდესმე ამ სიცილის დავკარგავთ უნარს,
სხვამ დაიძახოს ჩვენს მაგივრად:
ის მაინც ბრუნავს!


--------------------
"ღმერთო, მაღალო, შემეწიე
სასურველად მხოლოდ ის მექნას,
რაც შენკენ სავალ გზას მაჩვენებს,
შენთან მომიყვანს."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iisperiTOVLI
პოსტი May 20 2008, 02:17 AM
პოსტი #1064


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,989
რეგისტრ.: 25-April 08
წევრი № 4,650



* * *
კაცმა არ იცის, იცის ჭადარმა,
ხემ და პოეტმა იციან მარტო,
ქალი ქუჩაზე როცა გადარბის,
რატომ იცინის უმისამართოდ.

კაცმა არ იცის, იცის ღრუბელმა,
ცამ და პოეტმა იციან მარტო,
ქალი წვიმაში რომ ილუმპება,
რატომ იცინის უმისამართოდ.


--------------------
ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე..
და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება.


********************************************************************************
*

ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iisperiTOVLI
პოსტი May 24 2008, 03:57 AM
პოსტი #1065


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,989
რეგისტრ.: 25-April 08
წევრი № 4,650



ლადო ასათიანი
კალმახები სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე

საქართველოს პავილიონის
შესავალთან მარმარილოს
აუზში დგაფუნობს კალმახი.

გაისმა უცებ “ლილე” ამაყი,
მთების ბუნების ჰიმნი სვანური
და ადგაფუნდა წყალში კალმახი,
მკვირცხლი და მარად მოუსვენარი.

ერთი მეორეს შეეხო ფრთებით
და კალმახები შეყარა ალყად,
თუ გაახსენდათ სვანეთის მთები
და შფოთიანი ენგურის ტალღა?!

გაგიგონიათ კალმახი შედგეს?
ვერ მოისვენებს, თუ არ გაცურა...
და დაეჯახა აუზის კედლებს
ფარა ფერადი მამაკაცურად.

ვინ იტყვის აბა, რა ხმას მოჰგავდა
მათი ფარების ცემა გმირული, -
ენგური იყო, იგი ბორგავდა,
მუდამ შლეგი და თავგანწირული.

ძალა ჰქონია ვაჟკაცურ “ლილეს”,
წუთით თევზებმაც აიდგეს ენა,
მოიგონებდნენ ენგურის ჩრდილებს,
მოიგონებდნენ მშობლიურ კერას.

და მხნე უტევდნენ პატარა სივრცეს
ჩქარი ტალღების ლაღი მდევრები,
წვრილ-წვრილ ვარსკვლავებს ისროდნენ ცისკენ
და ლაპლაპებდნენ ვით სატევრები.

გაიოცებდა ხალხი მშრომელი
მათს გახელებას და ამღერებას,
და მოსკოველი სტახანოველი
იდგა, უმზერდა საკვირველებას.

იდგა აუზთან მაღალი კაცი,
მზისგან დამწვარი დიდი ხელებით,
უკვირდა, როგორ ელავდნენ წყალში
ნაირ-ნაირი ცისარტყელები.

და ბოლოს, როცა შრომის არსენამ
თვალით განჭვრიტა გზა სამერმისო,
შთაბეჭდილების წიგნში ჩაწერა,
- საქართველოში თევზიც მღერისო.



რატი ამაღლობელი

ცა

მზეს ჩაუსაფრდა ცისკართან
ფიქრი ფრინველის ნისკარტით.
ცაო, სივრცეებს მზის გარდა
მელან-იისფრად ნისლავდი.
ფრთებზე ოცნება გეწერა
ტანზე ბინდების ზეწარი.
მინდოდა ჩემი თვალების
სარკეში ამომეცანი.
ვცურავდი მელნის ნისლისკენ
წითელლაქება სიზმრებით -
ახლა არ ვიცი სისხლისგან
ღვინოს ვწურავ თუ ვიცლები.



--------------------
ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე..
და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება.


********************************************************************************
*

ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბიძია თომა
პოსტი May 29 2008, 12:53 PM
პოსტი #1066


t.d
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 8,628
რეგისტრ.: 29-September 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,858



ნისლი 15:59
- რას ფიწრობ, ნისლო, ტიალო,
შემჯდარო გორის ფხაზედა?
განა შენც რამე გაწუხებს
ამ ოხერ ქვეყანაზედა?
იქნება მტერი დაგეცა,
რისხვა გაწვიმა თავზედა,
ან იქნებ შენი მიჯნური
შენს რაყიფს უწევს მკლავზედა?

გან შენაც იცი ჯავრობა,
რისხვიტ ანთება წამზედა?
შენაც თუ იცი ტირილი,
ცრემლის დაგუბვა თვალზედა?

ან თუკი გრძნობ რას ამ ქვეყნად,
ჰფიქრობ ავსა და კარგზედა?
- ჰაი, ჰაი, რომ მეც ვფიქრობ,
შესხმა მეც ვიცი ფრთებისა,

თავად ფიქრი ვარ, ნაფიქრი
დიდის მაღალის მთებისა;
გული მეც გამიხარდების,
რისხვითაც ამენტებისა;

მეაც შემიძლი ჯავრობა,
თვალზედაც ცრემლი მწვთებისა,
ჩემი ცრემლია, დილით რომ
ბალახზე ნამი დგებისა;

მეაც შემიძლი ალერსი
ჩემი ძმების და დებისა;
თუმც კი მაღლა ვარ მთაზედა,
დარდი მე აქაც მწვდებისა;

მეაც მყავ ჩემი ნანდობი -
მწვანე კალთები მთებისა,
იმათ ენაცვლოს ჩემ თავი,
ეს გული მათთვის ჰკვდებისა!

1940 წელი

არჩილ კიტოშვილი



თუმც ლამაზია 17:54
* * *
თუმც ლამაზია ზღვისპირს მდგარი შიშველი ქალი
მაგრამ რატომღაც არ გამირბის მე მისკენ თვალი
კაბას და ჩექმას რომ აცილებს სულ ერთი გოჯი
მისი მონა ვარ , მისითა ვარ შლეგი და მთვრალი
დასაცლელი სჯობს, სულ არ მიყვარს დაცლილი თასი
მოწყვეტილ ვარდსაც ეკარგება ეშხი და ფასი
მიზნისკენ ლტოლვა მუდამ მიჯობს მის აღსრულებას
ოცნებასა და სწრაფვაშია სიცოცხლის არსი




თუმც ლამაზია 17:54
* * *
თუმც ლამაზია ზღვისპირს მდგარი შიშველი ქალი
მაგრამ რატომღაც არ გამირბის მე მისკენ თვალი
კაბას და ჩექმას რომ აცილებს სულ ერთი გოჯი
მისი მონა ვარ , მისითა ვარ შლეგი და მთვრალი
დასაცლელი სჯობს, სულ არ მიყვარს დაცლილი თასი
მოწყვეტილ ვარდსაც ეკარგება ეშხი და ფასი
მიზნისკენ ლტოლვა მუდამ მიჯობს მის აღსრულებას
ოცნებასა და სწრაფვაშია სიცოცხლის არსი




--------------------
უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი May 30 2008, 08:55 PM
პოსტი #1067


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



http://literatura.iatp.ge/jabushanuri/balada_qvakacze.htm

მომეწონა user.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Nefertiti
პოსტი May 30 2008, 09:22 PM
პოსტი #1068


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 101
რეგისტრ.: 7-April 08
წევრი № 4,477





მუმლი მუხასაო

მუმლი მუხასაო
გარს ეხვეოდაო,
მუმლი ჰქრებოდაო,
მუმლი წყდებოდაო,
ხე არ ხმებოდაო.
მუმლი მუხასაო
გარს ეხვეოდაო,
მუხა დამძიმდაო,
წყალში ჩავარდაო,
წყალი შეგუბდაო,
ნაპირს გადვიდაო,
მუმლი შეწუხდაო,
მალე დაიხრჩვაო,
მუმლი დაიხრჩვაო,
მუხა გადარჩაო.

ხალხური




--------------------
ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბიძია თომა
პოსტი May 31 2008, 07:07 PM
პოსტი #1069


t.d
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 8,628
რეგისტრ.: 29-September 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,858



მამული
არჩილ სულაკაური
არ ვიცი, ამას რა ჰქვია,
როცა მთაწმინდა აქვეა,
როცა აქვეა მტკვარი...

ახლავე მივდგებ-მოვდგები,
მაცალე, ვიდრე მოვკვდები,
გადაგიხადო ვალი.
არ ვიცი, ამას რა ჰქვია,
როცა არაგვი აქვეა,
როცა აქვეა ჯვარი...

ახლავე მივდგებ-მოვდგები,
მაცალე, ვიდრე მოვკვდები,
გადაგიხადო ვალი.


ზღვისფერი გაქვს თვალები და, თავათ ჰგავხარ ზღვას,
თუ არ შეგებრალები და, მითხოვდები სხვას,
მივატოვებ გაზაფხულზე თესვასა და ხვნას,
გადავლხავ ადიდებულ ჭოროხსა და მტკვარს,
ცეცხლს გავატან შენს სამყოფელს, შენს სიყვარულს ქარს,
და მოგკილავ მოღალატევ, მაგ ნაფერებ ქმარს...
ზღვისფერი გაქვს თვალები, და თავად ჰგავხარ ზღვას







(ისევ შენზე ოცნებებმა მიხმო...)
ვახუშტი კოტეტიშვილი
ისევ შენზე ოცნებებმა მიხმო
და მომინდა ხეტიალი ქართან,
ცხრა ფიქრის და ცხრა ოცნების მიღმა
აშრიალდა შენი კაბის კალთა...

ღამით, რა ვქნა, ოცნებების მეტი,
მაგ ღიმილის გახსენების გარდა;
დავეცემი, როგორც წვიმის წვეთი
მოგონების საჩრდილობლის კართან.

უძილობის თეთრ თოლიებს მისევს
გახსენება მაგ ანთებულ თვალთა
და ფიქრებში გათენდება ისე,
როგორც უცებ ჩამომწყდარი ფარდა.

1957.







--------------------
უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
6+j.anu.j.j
პოსტი May 31 2008, 07:25 PM
პოსტი #1070


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 140
რეგისტრ.: 26-May 08
წევრი № 4,922



რადგან ჩვენს დროში არვინ ფასობს ჭკუა გონებით
მხოლოდ უგნურნი ნებივრობენ ქვეყნის ქონებით
მომეცი ღვინო ისეთი რომ ჭკუა წამართვას
ბედი მომხედავს და უთუოდ მოვეწონები


ოჯახი დაიღალა მეგობრებს მოსწყინდათ
ჩემი დარიგება და გადაკეთება ნუ გინდათ
მხოლოდ მითხარით ხვალ და ზეგ რა ვქნა
და არ დაგავიწყდეთ რომ არც ფრთები ამომდის
სამწუხაროდ ანგელოზიც არ ვარ
უბრალოდ მითხარიდ ვინ მიყვარდეს და ვინ კიდე არა

ამაღამ ჯამი მსურს ავწიო უზარ მაზარი
ღვინით მდიდარმა ბედისწერას დავცე თავ-ზარი
მსურს სამუდამოდ გავეყარო რჯულსა და რწმენას
ვაზის ასული გვერდით მყავდეს ვით პატარძალი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Nefertiti
პოსტი May 31 2008, 09:56 PM
პოსტი #1071


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 101
რეგისტრ.: 7-April 08
წევრი № 4,477





ნანა

იავ ნანა, ვარდო ნანა,
იავნანინაო,
დაიძინე, გენაცვალე,
იავნანინაო,
ჯერ არ გათენებულაო,
იავნანინაო,
ვარსკვლავები ამოსულა,
იავნანინაო,
მთვარე შეშინებულაო,
იავნანინაო,
ძილი მოაქვთ გუდითაო,
იავნანინაო,
ამას ჩემს ყმაწვილს მივუტან,
იავნანინაო,
თვალებს გავუვსებ ძილითა,
იავნანინაო.

ხალხური



--------------------
ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ismail
პოსტი May 31 2008, 11:05 PM
პოსტი #1072


სტუმარი ცოტა ხანისა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,336
რეგისტრ.: 29-June 07
მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ
წევრი № 2,331



ციტატა
ნისლი 15:59
- რას ფიწრობ, ნისლო, ტიალო,
შემჯდარო გორის ფხაზედა?
განა შენც რამე გაწუხებს
ამ ოხერ ქვეყანაზედა?
იქნება მტერი დაგეცა,
რისხვა გაწვიმა თავზედა,
ან იქნებ შენი მიჯნური
შენს რაყიფს უწევს მკლავზედა?

გან შენაც იცი ჯავრობა,
რისხვიტ ანთება წამზედა?
შენაც თუ იცი ტირილი,
ცრემლის დაგუბვა თვალზედა?

ან თუკი გრძნობ რას ამ ქვეყნად,
ჰფიქრობ ავსა და კარგზედა?
- ჰაი, ჰაი, რომ მეც ვფიქრობ,
შესხმა მეც ვიცი ფრთებისა,

თავად ფიქრი ვარ, ნაფიქრი
დიდის მაღალის მთებისა;
გული მეც გამიხარდების,
რისხვითაც ამენტებისა;

მეაც შემიძლი ჯავრობა,
თვალზედაც ცრემლი მწვთებისა,
ჩემი ცრემლია, დილით რომ
ბალახზე ნამი დგებისა;

მეაც შემიძლი ალერსი
ჩემი ძმების და დებისა;
თუმც კი მაღლა ვარ მთაზედა,
დარდი მე აქაც მწვდებისა;

მეაც მყავ ჩემი ნანდობი -
მწვანე კალთები მთებისა,
იმათ ენაცვლოს ჩემ თავი,
ეს გული მათთვის ჰკვდებისა!

მშვენიერია. smile.gif


--------------------
...And it's hard to hold a candle
In the cold November rain...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთაძე
პოსტი May 31 2008, 11:33 PM
პოსტი #1073


შოთა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,169
რეგისტრ.: 26-April 07
მდებარ.: სევდიან ფიქრებში
წევრი № 1,766



პ ო ე ტ ი

რატი (ტატო) ნინუა

მე ვარ პოეტი, თუ ვარ მწერალი,
ჩემი თხზულების ვარ მომღერალი,
ავამეტყველებ მე ამ ჩემს კალამს,
ახმაურდება მყის ცხენთა ნალი...

ლექსის წერის მაქვს საოცარი ჟინი, სურვილი,
ვიცი არ მარგებს სულ ყოველთვის მწარე დუმილი,
რა მაწერინებს ლექსს, არ ვიცი, იქნებ წუხილი,
ან იქნებ მხიბლავს კამკამა წვიმა, ჭექა-ქუხილი...

ვცადე, მივენდო ოცნების ტალღებს,
გრძლად აქოჩრილებს, ლურჯებს და ლაღებს,
და ეს ტალღები აუცილებლად,
მე მთელს ქვეყანას შემომატარებს.

ამ ქვეყანაზე არ არსებობს ცუდი პოეტი,
პოეტს გულისთქმა ამოძრავებს მხოლოდ და მხოლოდ,
და თუ არ არის, სამწუხაროდ, ყველა გოეთე,
ყველა ლექსს ტოვებს, საკუთარი სულის სანაცვლოდ!

მე ვარ პოეტი, თუ ვარ მწერალი,
ჩემი თხზულების ვარ მომღერალი,
ავამეტყველებ მე აქ ჩემს კალამს,
ახმაურდება მყის ცხენთა ნალი.

1988 წ. 25 ნოემბერი


--------------------
„მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“

მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთაძე
პოსტი May 31 2008, 11:59 PM
პოსტი #1074


შოთა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,169
რეგისტრ.: 26-April 07
მდებარ.: სევდიან ფიქრებში
წევრი № 1,766



შემოსძარცვიათ კლდეებს ნისლები
(ჩემს საყვარელ მწერალ ალექსანდრე ყაზბეგს)

შემოსძარცვიათ კლდეებს ნისლები,
მტრედისფერი ცის გლეჯას ნატრობენ,
მზეს წურავენ და მკერდზე ივლებენ
და მზის ნაჟურით ძღება ტატნობი.

შემოეტმასნა სველ სამოსივით,
შავი ღრუბელი ყაზბეგის მწვერვალს,
მთვარეს დასწვდა და ისიც მოზილა
ახლა მოხატულ ფრესკებად კვერავს
.
მწყემსის ძახილში გმინავს ელგუჯა,
კლდის ნაოჭებში სისხლს ღვრის მათია,
ცას კაბადონი გადაერუჯა,
კლდეებს ნისლები შემოსძარცვია.

თითქოს აერთებს ცასა და მიწას,
დაყრუებულა მთების ღმერთივით,
ცაში წმინდანთა სიმშვიდეს იცავს,
მკერდზე სისხლად ნისლჩამოღვენთილი.

გრძელ ჰორიზონტზე მზე აელვარდა,
მთაში მოხევემ ცხენი დაბორკა,
ეს ყაზბეგია, — ზევსი მწვერვალთა,
ჯანღებით ცას რომ წიწკნის და ლოკავს.

როგორც რითმები ლექსის მინაწერს —
ზეცა ყაზბეგის მხრებს ეფრთოსნება,
შემოსძარცვია ნისლი მყინვარწვერს, —
და დაძირულა რძისფერ ოცნებად.

1989 წ. აპრილი
რატი (ტატო ) ნინუა


სიჩუმის ხმა
არ ამიმღვრიოთ დაწმენდილი იდუმალება,
მე აუმღვრეველს ვუსმენ სიჩუმეს,
მე აუმღვრეველ სიჩუმეს ვუსმენ,
ვისმენ სიჩუმეს და... მდუმარებას!

ცივი ლანდები არ იშლიან ურჩად ხეტიალს,
დანამულ სევდას ატკივდა ფიქრი,
ფიქრი ატკივდა დანამულ სევდას,
ლექსი — ცრემლებით ნატკენ სულში ვერ დაეტია...

არ ვიცი, მომწონს თუ არა, რომ თბილია ზეცა,
მე ვუსმენ მაინც სიჩუმის ჩურჩულს,
მე მაინც ვუსმენ ჩურჩულს სიჩუმის,
არ ვიცი, მინდა თუ არა, რომ მზე ღრუბლებს ლეწავს!

არ ამიმღვრიოთ დაწმენდილი იდუმალება!

1989 წ. 31 ივლისი
რატი (ტატო) ნინუა


--------------------
„მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“

მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთაძე
პოსტი Jun 1 2008, 01:37 AM
პოსტი #1075


შოთა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,169
რეგისტრ.: 26-April 07
მდებარ.: სევდიან ფიქრებში
წევრი № 1,766



გადამწვარი ღრუბლები cray.gif

გუშინ მეორედ მოკლეს ილია,
მოკლეს ილია კედლებთან, სადაც
ის გაიზარდა და გაილია
ლამპრად, სანთელად, საკმევლად, დარდად...

მას გაუგმირეს მეორედ შუბლი,
მას განივთებულს სხეულში ძეგლის.
ის იდგა სკოლის — გადამწვარ ღრუბლის
ფონზე და ელდა, ვით წვერი ეკლის
გულს უჩხვლეტავდა ელვების ქუფრით.

შესარიგებლად ის ჩადგა შუა —
ახლა ყოველი ქართლის შვილია —
შუბლში ესროლეს მას და ქაშუეთს,
მეორედ მოკლეს გუშინ ილია...

ძეგლი ბედნიერ უფლისწულისა
შემოიძარცვა კვარცხლბეკზე მდგარი.
ღაღადებს ოდენ ფერფლი გულისა,
რეკს სამრეკლოდან მამულის ზარი:

დაიზრდებიან ლეკვები ალგეთს,
ისევ აღდგება ივერთ დიდება,
ამაყი სისხლი არწივის მართვეს
ამაყ ძარღვებში აუყივდება...

კვლავ იხმიანებს რუსთველის სული,
და განგმირული ილიას ქნარი,
გალაკტიონი — ცამდე ასული,
ბუბუნი ვაჟას მთისა და ხარის.

მზეჭაბუკნი და ამირანები,
დამწვარნი ქართლის ამომავალ მზით,
ღვთიურ მირონში განაბანები
ერს გაათბობენ ცეცხლით ანაგზით.

... და ეღირსება წყალობა უფლის
ხალხს, ვისაც ასე უმღერა შოთამ,
ილიას ეკლით მოსილი შუბლი
გადაგვატარებს მძიმე გოლგოთას...

1991 წ. 22 დეკემბერი —
1992 წ. 10 იანვარი
რატი (ტატო)ნინუა


--------------------
„მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“

მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tustusa-gogo
პოსტი Jun 1 2008, 02:51 AM
პოსტი #1076


სამშვინველოლოგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,853
რეგისტრ.: 1-June 08
მდებარ.: xan - sad, xan-sad ...
წევრი № 4,965



იცით რომელ ლექსს ვეძებ? ასე იწყება : ,,ფარჩის კაბით ბნელში გავიშრიალებ" ... ტრალალალა ტრალალა tongue.gif მერე არარ მახსოვს sad.gif ვინმემ მიმიფოსტეთ რაა tongue.gif


--------------------
חַנָּה‎, (Hannah)
............................................
ვამსხვრევ სტერეოტიპებს, გარანტიით !!!
...........................................

Женщина тоже друг человека.

................................................
მადლობა ევას ვაშლის შეჭმისთვის

მადლობა ადამს თანამონაწილეობისთვის

განსაკუთრებული მადლობა ევას
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
6+j.anu.j.j
პოსტი Jun 1 2008, 06:58 AM
პოსტი #1077


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 140
რეგისტრ.: 26-May 08
წევრი № 4,922



ღრუბლიანი დღე დაღლილ მიწას ეხუმრებოდა.
თითო-თითო წვეთს უწვეთავდა ხვავიან თმებში,
მერე როდესაც ვერაფრით ვერ აათამაშა
მთლიან გულ-მკერდზე დაუშინა წვიმა და თქეში.

ამოიყლორტა ჯეჯილი და მაყვლის დუყები,
წყლის კალაპოტში ქორწილი აქვთ წვიმის ქარაფებს
და ორღობეში მოჩხრიალე შავი ტალღები
ნაგავზე დაყრილ ხარახურას ბრაზით დაათრევს.

მოდის და მოდის წვიმის ღვარი, სადღაც ღელეში
წყლით გალუმპული მაწანწალა ძაღლი წკავწკავებს,
გუგუნებს ზეცა, ერთიანად პირმოშლილი და
ელვა-ქუხილით ჩაშავებულ ღრუბლებს აწვალებს.

გრგვინავს და ელავს შავი ზეცა გაავებული,
ღრუბელს გულ-მკერდზე შავი კოფთა ჩამოახია
და დედამიწის ბარაქაზე შეყვარებული
წვიმის ღვარცოფი ერთიანად გადმოანთხია.

ჩამჩვილდა მიწა, ძლიერ მკერდშუი იგრძნო სიამე,
წამოინისლა მადლიანი ალაგის გმირი
და ლურჯმა ზეცამ, სიხარულით გალაღებულმა,
თავზე დაჰკიდა ცისარტყელას ოქროს გვირგვინი

ნოდარ იაგორაშვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქეთუ
პოსტი Jun 1 2008, 07:44 AM
პოსტი #1078


ცრემლისფერი...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,898
რეგისტრ.: 16-December 06
მდებარ.: USA
წევრი № 698



ციტატა(tustusa-gogo @ May 31 2008, 06:51 PM) *
იცით რომელ ლექსს ვეძებ? ასე იწყება : ,,ფარჩის კაბით ბნელში გავიშრიალებ" ... ტრალალალა ტრალალა tongue.gif მერე არარ მახსოვს sad.gif ვინმემ მიმიფოსტეთ რაა tongue.gif

rolleyes.gif

მუხამბაზი


ფარჩის კაბით ბნელში გავიშრიალებ,
გიშრის თვალთან თვალით მისათვალი ვარ!
ვაჟკაცისა წელის დამმშვენებელი,
შავ ქარქაშში ჩაგებული ხმალი ვარ...
ფარჩის კაბით ბნელში გავიშრიალებ,
ერთი ვინმე შავთვალწარბა ქალი ვარ!
მეც არ ვიცი,ალმასი ვარ,ლალი ვარ,
დაკარგული ძველი ნატვრისთვალი ვარ,
თუ წარბებად შავი კალმით ნაწერი
საიათნოვას მუხამბაზის პწკარი ვარ,-
და თითების საალერსოდ ასხმული
მძივად ვწევარ,- შავი მინანქარი ვარ!
თუ ხან თაფლის სანთელივით მკრთალი ვარ-
ფრთხილი სუნთქვის ჩასაქრობი ალი ვარ!...
საყურეთა ჩრდილში გადაკარგული,
თვალდახუჭვით მისაგნები ხალი ვარ.
სიყვარულის და სიმღერის დრო არის,
მე კი ბანზე ჩუმად გადმომდგარი ვარ!
ჩემს მომღერალს ვუცდი ყელამართული,
ხელით გულთან ასატაცი თარი ვარ,
ჩუმი ღელვით კლდეებს ვეალერსები,
საყვედურით მობუტბუტე მტკვარი ვარ,
საყვარულის და სიმღერის დრო არის,
წვიმის შემდეგ გამოსული დარი ვარ!
გამარჯვების ხმა მოფრინდა ქალაქში,
მეც შავ წარბებს გავშლი.. და მერცხალი ვარ!
ფიცხელ ომში დაღლილ მეომრისათვის
სანატრელი ერთი პეშვი წყალი ვარ...
რაა სწარფვა, რაა ხარბი წყურვილი-
გაღვივებულ ეშხის ნაპერწკალი ვარ!
ამამღერეთ,ცეკვით აღმაფრთოვანეთ,
მკლავაშლილი ღამის ნიავქარი ვარ!
არა, ღამის ნიავქარი კი არა-
მოტრფიალე გულის ღია კარი ვარ,
მე ჩემს ვაჟკაცს,ჩემს მომღერალს ვეძახი,
ერთი ვინმე შავთვალწარბა ქალი ვარ!"

smile.gif



--------------------
"ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი...
მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი,
სული მაინც მუხლმოყრილია..."




"Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tustusa-gogo
პოსტი Jun 1 2008, 11:56 AM
პოსტი #1079


სამშვინველოლოგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,853
რეგისტრ.: 1-June 08
მდებარ.: xan - sad, xan-sad ...
წევრი № 4,965



ქეთუ
hehe.gif 2kiss.gif


--------------------
חַנָּה‎, (Hannah)
............................................
ვამსხვრევ სტერეოტიპებს, გარანტიით !!!
...........................................

Женщина тоже друг человека.

................................................
მადლობა ევას ვაშლის შეჭმისთვის

მადლობა ადამს თანამონაწილეობისთვის

განსაკუთრებული მადლობა ევას
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ismail
პოსტი Jun 1 2008, 07:16 PM
პოსტი #1080


სტუმარი ცოტა ხანისა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,336
რეგისტრ.: 29-June 07
მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ
წევრი № 2,331



ციტატა(tustusa-gogo @ Jun 1 2008, 12:56 PM) *

ქეთუ
hehe.gif 2kiss.gif

ვაიმე სადაც არ უნდა შევიდე ყველგან ეს გოგოა! ohmy.gif


--------------------
...And it's hard to hold a candle
In the cold November rain...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

146 გვერდი V « < 52 53 54 55 56 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th June 2025 - 02:44 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი